პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
დიურეზული საშუალებები

ტორასემიდი ნორმონი 10მგ ტაბლეტები EFG

TORASEMIDA NORMON 10mg COMPRIMIDOS EFG

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

ტორასემიდი არის დიურეზული საშუალება (ზრდის დიურეზს) და მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს ე.წ. „მაღალი ჭერის დიურეზული საშუალებები: სულფონამიდები, მონოპრეპარატები“. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტორასემიდი (torasemide)
ფორმა და შეფუთვა
10მგ ტაბლეტი №30
მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
დიურეზული საშუალებები, სულფონამიდები
ATC კოდი
C03CA04
რეგისტრაციის ნომერი
რ-034398
რეგისტრირებულია
15 თებერვალი 2022, მოქმედებს 15 თებერვალი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებატორასემიდი ნორმონი 10მგ ტაბლეტები EFG და სხვა წამალი ერთად

ტორასემიდი ნორმონი 10მგ ტაბლეტები EFG — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ტორასემიდი არის დიურეზული საშუალება (ზრდის დიურეზს) და მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს ე.წ. „მაღალი ჭერის დიურეზული საშუალებები: სულფონამიდები, მონოპრეპარატები“.

ტორასემიდი ნორმონი 10 მგ ნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

შეშუპება (სითხის შეკავება), გამოწვეული გულის შეგუბებითი უკმარისობით, თირკმლის ან ღვიძლის დაავადებით;

ჰიპერტენზია.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

პაციენტს უნდა ახსოვდეს მედიკამენტის მიღება. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ტორასემიდი ნორმონით მკურნალობის ხანგრძლივობას. დაუშვებულია მკურნალობის ნადრევად შეწყვეტა, რადგან სიმპტომები შეიძლება გაუარესდეს.

ტორასემიდის ტაბლეტები განკუთვნილია შიგნით მისაღებად.

მოზრდილები:

გულის შეგუბებითი უკმარისობით, თირკმლის ან ღვიძლის დაავადებით გამოწვეული შეშუპების მკურნალობა: საწყისი დოზაა 5 მგ - 20 მგ დღეში, თუმცა ექიმმა შეიძლება გააორმაგოს დოზა, თუ საჭიროდ ჩათვლის.

ჰიპერტენზია: ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 2.5 მგ - 5 მგ დღეში, თუმცა ექიმმა დოზა შეიძლება გაზარდოს 10 მგ-მდე დღეში ან დანიშნოს სხვა დამატებითი ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტი.

ხანდაზმულები:

გამოიყენება იგივე დოზა, რაც მოზრდილებში.

ბავშვებში გამოყენება

არ არის გამოცდილება ტორასემიდის გამოყენების შესახებ ბავშვებში, ამიტომ მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ამ პოპულაციურ ჯგუფში.

თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ ტორასემიდი ნორმონის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ტორასემიდის ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

ტორასემიდი ნორმონის დოზის გადაჭარბების დროს საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვენებლივ მიმართვა ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა (ტელ.: +34 91 562 04 20), მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით. რეკომენდებულია, რომ პაციენტმა თან იქონიოს სამკურნალო პროდუქტის შეფუთვა და გამოყენების ინსტრუქცია სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვისას. დოზის გადაჭარბებისას შეიძლება აღინიშნოს შარდის დიდი რაოდენობით გამოყოფა, ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა, გულის წასვლა ან თავბრუსხვევა.

ტორასემიდი ნორმონის დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ. დოზის მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე და შემდეგ გაგრძელდეს სქემის მიხედვით.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია ტორასემიდის, სულფონშარდოვანას ან ტორასემიდი ნორმონის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;

თუ პაციენტს აღენიშნება ანურია (მდგომარეობა, როდესაც არ წარმოიქმნება შარდი).

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ტორასემიდი ნორმონის მიღებისას

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე დაავადება, რადგან ტორასემიდის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კომა;

თუ პაციენტს აღენიშნება ნატრიუმის ან კალიუმის დაბალი დონე სისხლში ან სისხლის დაქვეითებული მოცულობა;

თუ პაციენტს გულის პრობლემები აქვს, განსაკუთრებით, თუ პაციენტი იტარებს საგულე გლიკოზიდებით თერაპიას, რადგან იზრდება კარდიული არითმიების რისკი;

თუ პაციენტს აღენიშნება პოდაგრა ან შაქრიანი დიაბეტი;

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები ან შარდის გამოყოფის პრობლემები;

თუ პაციენტს აღენიშნება დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია);

ბავშვებში, რადგან ტორასემიდის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი არ არის.

სიფრთხილის ზომები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

  • შენახის ვადა

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უახლოეს წარსულში იღებდა ნებისმიერ მედიკამენტს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

ასევე, ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, რადგან ტორასემიდი შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს მათთან:

საგულე გლიკოზიდები, როგორიცაა დიგოქსინი (საგულე პრეპარატი), ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები (განსაკუთრებით, აგფ ინჰიბიტორები), თეოფილინი (ასთმის სამკურნალო მედიკამენტი): შეიძლება გაძლიერდეს ამ მედიკამენტების ეფექტი;

მინერალური კორტიკოიდები, გლუკოკორტიკოიდები და საფაღარათო საშუალებები: ამ მედიკამენტების მიერ კალიუმის გამოდევნა შეიძლება გაძლიერდეს;

ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები: შეიძლება გაძლიერდეს თირკმლის ან ოტოტოქსიკურობა;

ცისპლატინი (კიბოს სამკურნალო მედიკამენტი), ლითიუმი (ანტიდეპრესანტი), სალიცილატები, ეთაკრინის მჟავა: შეიძლება გაიზარდოს მათი ტოქსიკურობა;

არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატები (NSAID) (როგორიცაა იბუპროფენი, ინდომეტაცინი), პრობენეციდი (პოდაგრის საწინააღმდეგო მედიკამენტი), ქოლესტირამინი (მედიკამენტი, რომელიც აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს): შეიძლება დაქვეითდეს ტორასემიდის ეფექტი;

დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები: შეიძლება დაქვეითდეს მათი ეფექტი.

ტორასემიდი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ტაბლეტების მიღება შეიძლება როგორც ჭამის დროს, ისე კვებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს დილით დაღეჭვის გარეშე, სითხის მიყოლებით.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ფეხმძიმობა

ტორასემიდის მიღება ფეხმძიმობის დროს არ არის რეკომენდებული.

ძუძუთი კვება

არ არის ცნობილი ტორასემიდი გამოიყოფა თუ არა დედის რძეში, ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი მიღება ძუძუთი კვების დროს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და ძილიანობა. ეს შეიძლება უფრო მეტად განვითარდეს მედიკამენტის პირველად მიღებისას, მედიკამენტის დოზის გაზრდისას ან ალკოჰოლის მიღებისას. არ არის რეკომენდებული ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, თუ პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა ან ძილიანობა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტორასემიდი ნორმონის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ პრეპარატის მიღებამდე. მედიკამენტი არ შეიცავს გლუტენს.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ტორასემიდი ნორმონიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ხანგრძლივი მკურნალობის დროს ორგანიზმში შეიძლება დაირღვეს წყლისა და მარილების ბალანსი.

ტორასემიდის გამოყენების დროს, განსაკუთრებით, მკურნალობის დასაწყისში, აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები: თავის ტკივილი, ვერტიგო, დაღლილობა, სისუსტე, კუნთების სპაზმები და გასტროინტესტინური დისკომფორტი (მაგ.: მადის დაკარგვა. კუჭის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ყაბზობა).

იშვიათად შეიძლება აღინიშნოს პირის სიმშრალე და კიდურებში დისკომფორტი, და მხედველობის დარღვევები და ალერგიული რეაქციები (მაგ.: წვა, სიწითლე, ფოტომგრძნობელობა) შეიძლება აღინიშნოს ინდივიდუალურ შემთხვევებში.

შარდის გამოყოფის გაძნელების მქონე პაციენტებში (მაგ.: პროსტატის ჯირკვლის გადიდების გამო) შარდის ნაკადის გაძლიერებამ შეიძლება გამოიწვიოს შარდის შეკავება.

ჭარბი დიურეზის გამო შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის დაცემა, ცნობიერების დაბინდვა და განსაკუთრებულ შემთხვევებში თრომბოზი, გულის რითმის ცვლილება, სტენოკარდია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, გონების უეცარი დაკარგვა (სინკოპე) და ცირკულატორული კოლაფსი, განსაკუთრებით, თუ დაიკარგა დიდი რაოდენობით სითხე და მარილები.

სისხლში შეიძლება გაიზარდოს გარკვეული ნივთიერებების დონე, მათ შორის შაქრის, შარდმჟავის, ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიიღებს მძიმე ხასიათს ან განვითარდება ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა

ტორასემიდი ნორმონი 10 მგ ტაბლეტების აქტიური ნივთიერებაა ტორასემიდი.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი და მაგნიუმის სტეარატი.

პროდუქტის ფორმა და შეფუთვა

ტორასემიდი ნორმონი 10 მგ თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტებია, გამყოფი ხაზით და გრავირებით “T10”.

ტორასემიდი ნორმონი მოწოდებულია შეფუთვით, რომელიც შეიცავს 30 ტაბლეტს, თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ტორასემიდს.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. ინახება ორიგინალური შეფუთვით.

შენახვის ვადა: დაუშვებელია ტორასემიდი ნორმონის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

ტორასემიდი ნორმონი 10 მგ ტაბლეტები

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა,.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის მიცემა. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიიღებს მძიმე ხასიათს ან განვითარდება ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ტორასემიდი ნორმონი და მისი გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ტორასემიდი ნორმონის მიღებამდე;

ტორასემიდი ნორმონის მიღების წესი;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

ტორასემიდი ნორმონის შენახვის წესი;

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.

რას წარმოადგენს ტორასემიდი ნორმონი და მისი გამოყენება

ტორასემიდი არის დიურეზული საშუალება (ზრდის დიურეზს) და მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს ე.წ. „მაღალი ჭერის დიურეზული საშუალებები: სულფონამიდები, მონოპრეპარატები“.

ტორასემიდი ნორმონი 10 მგ ნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

შეშუპება (სითხის შეკავება), გამოწვეული გულის შეგუბებითი უკმარისობით, თირკმლის ან ღვიძლის დაავადებით;

ჰიპერტენზია.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ტორასემიდი ნორმონის მიღებამდე

დაუშვებელია ტორასემიდი ნორმონის მიღება:

თუ პაციენტი ალერგიულია ტორასემიდის, სულფონშარდოვანას ან ტორასემიდი ნორმონის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;

თუ პაციენტს აღენიშნება ანურია (მდგომარეობა, როდესაც არ წარმოიქმნება შარდი).

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ტორასემიდი ნორმონის მიღებისას

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე დაავადება, რადგან ტორასემიდის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კომა;

თუ პაციენტს აღენიშნება ნატრიუმის ან კალიუმის დაბალი დონე სისხლში ან სისხლის დაქვეითებული მოცულობა;

თუ პაციენტს გულის პრობლემები აქვს, განსაკუთრებით, თუ პაციენტი იტარებს საგულე გლიკოზიდებით თერაპიას, რადგან იზრდება კარდიული არითმიების რისკი;

თუ პაციენტს აღენიშნება პოდაგრა ან შაქრიანი დიაბეტი;

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები ან შარდის გამოყოფის პრობლემები;

თუ პაციენტს აღენიშნება დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია);

ბავშვებში, რადგან ტორასემიდის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი არ არის.

სხვა მედიკამენტები და ტორასემიდი ნორმონი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უახლოეს წარსულში იღებდა ნებისმიერ მედიკამენტს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

ასევე, ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, რადგან ტორასემიდი შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს მათთან:

საგულე გლიკოზიდები, როგორიცაა დიგოქსინი (საგულე პრეპარატი), ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები (განსაკუთრებით, აგფ ინჰიბიტორები), თეოფილინი (ასთმის სამკურნალო მედიკამენტი): შეიძლება გაძლიერდეს ამ მედიკამენტების ეფექტი;

მინერალური კორტიკოიდები, გლუკოკორტიკოიდები და საფაღარათო საშუალებები: ამ მედიკამენტების მიერ კალიუმის გამოდევნა შეიძლება გაძლიერდეს;

ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები: შეიძლება გაძლიერდეს თირკმლის ან ოტოტოქსიკურობა;

ცისპლატინი (კიბოს სამკურნალო მედიკამენტი), ლითიუმი (ანტიდეპრესანტი), სალიცილატები, ეთაკრინის მჟავა: შეიძლება გაიზარდოს მათი ტოქსიკურობა;

არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატები (NSAID) (როგორიცაა იბუპროფენი, ინდომეტაცინი), პრობენეციდი (პოდაგრის საწინააღმდეგო მედიკამენტი), ქოლესტირამინი (მედიკამენტი, რომელიც აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს): შეიძლება დაქვეითდეს ტორასემიდის ეფექტი;

დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები: შეიძლება დაქვეითდეს მათი ეფექტი.

ტორასემიდი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ტაბლეტების მიღება შეიძლება როგორც ჭამის დროს, ისე კვებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს დილით დაღეჭვის გარეშე, სითხის მიყოლებით.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ფეხმძიმობა

ტორასემიდის მიღება ფეხმძიმობის დროს არ არის რეკომენდებული.

ძუძუთი კვება

არ არის ცნობილი ტორასემიდი გამოიყოფა თუ არა დედის რძეში, ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი მიღება ძუძუთი კვების დროს.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და ძილიანობა. ეს შეიძლება უფრო მეტად განვითარდეს მედიკამენტის პირველად მიღებისას, მედიკამენტის დოზის გაზრდისას ან ალკოჰოლის მიღებისას. არ არის რეკომენდებული ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, თუ პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა ან ძილიანობა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტორასემიდი ნორმონის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ პრეპარატის მიღებამდე. მედიკამენტი არ შეიცავს გლუტენს.

ტორასემიდი ნორმონის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

პაციენტს უნდა ახსოვდეს მედიკამენტის მიღება. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ტორასემიდი ნორმონით მკურნალობის ხანგრძლივობას. დაუშვებულია მკურნალობის ნადრევად შეწყვეტა, რადგან სიმპტომები შეიძლება გაუარესდეს.

ტორასემიდის ტაბლეტები განკუთვნილია შიგნით მისაღებად.

მოზრდილები:

გულის შეგუბებითი უკმარისობით, თირკმლის ან ღვიძლის დაავადებით გამოწვეული შეშუპების მკურნალობა: საწყისი დოზაა 5 მგ - 20 მგ დღეში, თუმცა ექიმმა შეიძლება გააორმაგოს დოზა, თუ საჭიროდ ჩათვლის.

ჰიპერტენზია: ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 2.5 მგ - 5 მგ დღეში, თუმცა ექიმმა დოზა შეიძლება გაზარდოს 10 მგ-მდე დღეში ან დანიშნოს სხვა დამატებითი ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტი.

ხანდაზმულები:

გამოიყენება იგივე დოზა, რაც მოზრდილებში.

ბავშვებში გამოყენება

არ არის გამოცდილება ტორასემიდის გამოყენების შესახებ ბავშვებში, ამიტომ მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ამ პოპულაციურ ჯგუფში.

თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ ტორასემიდი ნორმონის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ტორასემიდის ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

ტორასემიდი ნორმონის დოზის გადაჭარბების დროს საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვენებლივ მიმართვა ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა (ტელ.: +34 91 562 04 20), მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით. რეკომენდებულია, რომ პაციენტმა თან იქონიოს სამკურნალო პროდუქტის შეფუთვა და გამოყენების ინსტრუქცია სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვისას. დოზის გადაჭარბებისას შეიძლება აღინიშნოს შარდის დიდი რაოდენობით გამოყოფა, ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა, გულის წასვლა ან თავბრუსხვევა.

ტორასემიდი ნორმონის დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ. დოზის მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე და შემდეგ გაგრძელდეს სქემის მიხედვით.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ტორასემიდი ნორმონიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ხანგრძლივი მკურნალობის დროს ორგანიზმში შეიძლება დაირღვეს წყლისა და მარილების ბალანსი.

ტორასემიდის გამოყენების დროს, განსაკუთრებით, მკურნალობის დასაწყისში, აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები: თავის ტკივილი, ვერტიგო, დაღლილობა, სისუსტე, კუნთების სპაზმები და გასტროინტესტინური დისკომფორტი (მაგ.: მადის დაკარგვა. კუჭის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ყაბზობა).

იშვიათად შეიძლება აღინიშნოს პირის სიმშრალე და კიდურებში დისკომფორტი, და მხედველობის დარღვევები და ალერგიული რეაქციები (მაგ.: წვა, სიწითლე, ფოტომგრძნობელობა) შეიძლება აღინიშნოს ინდივიდუალურ შემთხვევებში.

შარდის გამოყოფის გაძნელების მქონე პაციენტებში (მაგ.: პროსტატის ჯირკვლის გადიდების გამო) შარდის ნაკადის გაძლიერებამ შეიძლება გამოიწვიოს შარდის შეკავება.

ჭარბი დიურეზის გამო შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის დაცემა, ცნობიერების დაბინდვა და განსაკუთრებულ შემთხვევებში თრომბოზი, გულის რითმის ცვლილება, სტენოკარდია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, გონების უეცარი დაკარგვა (სინკოპე) და ცირკულატორული კოლაფსი, განსაკუთრებით, თუ დაიკარგა დიდი რაოდენობით სითხე და მარილები.

სისხლში შეიძლება გაიზარდოს გარკვეული ნივთიერებების დონე, მათ შორის შაქრის, შარდმჟავის, ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიიღებს მძიმე ხასიათს ან განვითარდება ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ტორასემიდი ნორმონის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. ინახება ორიგინალური შეფუთვით.

შენახვის ვადა: დაუშვებელია ტორასემიდი ნორმონის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ტორასემიდი ნორმონი

ტორასემიდი ნორმონი 10 მგ ტაბლეტების აქტიური ნივთიერებაა ტორასემიდი.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი და მაგნიუმის სტეარატი.

პროდუქტის ფორმა და შეფუთვა

ტორასემიდი ნორმონი 10 მგ თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტებია, გამყოფი ხაზით და გრავირებით “T10”.

ტორასემიდი ნორმონი მოწოდებულია შეფუთვით, რომელიც შეიცავს 30 ტაბლეტს, თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ტორასემიდს.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2011 წლის თებერვალი

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებ-გვერდზე: HYPERLINK "http://www.aemps.es"http://www.aemps.es/

ინფორმაცია მეორეულ შეფუთვაზე

მუყაოს კოლოფი 30 ტაბლეტი

  • სამკურნალო პროდუქტის სახელწოდება

ტორასემიდი ნორმონი 10 მგ ტაბლეტები

  • შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ტორასემიდს.

  • დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი და სხვა დამხმარე ნივთიერებები.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. გამოყენების ინსტრუქცია.

  • ფარმაცევტული ფორმა და შემადგენლობა

30 ტაბლეტი

  • მიღების წესი და მეთოდი

შიგნით მისაღებად

პრეპარატის მიღებამდე იხ. გამოყენების ინსტრუქცია

  • განსაკუთრებული მითითება, რომ პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

  • შენახის ვადა

შენახვის ვადა:

  • სპეციალური სიფრთხილის ზომები გამოუყენებლი სამედიცინო პროდუქტების ან ამ პროდუქტის ნარჩენი ნივთიერებების განადგურების შესახებ საჭიროების შემთხვევაში

სიგრე სიმბოლო

  • სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის სახელწოდება და მისამართი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოსი - მადრიდი (ესპანეთი)

  • სერიის ნომერი

სერია:

  • გაცემის წესი

გაიცემა ექიმის რეცეპტით

  • ინფორმაცია ბრაილის შრიფტით

ტორასემიდი

ნორმონი 10 მგ

ტაბლეტები

  • სხვა

ეროვნული კოდი: 652854.9

შეფუთვის დოზა

ნორმონის ლოგო

სამედიცინო რეცეპტის სიმბოლო O

A.S.S.S (ფინანსდება სოციალური დაზღვვით)

EFG: გენერიკული ფარმაცევტული პროდუქტი

რეგისტრაციის ნომერი #67314

  • უნიკალური იდენტიფიკატორი – 2D შტრიხ-კოდი და უნიკალური იდენტიფიკატორი - ადამიანის მიერ წაკითხვადი ინფორმაცია

შეიცავს 2D შტრიხ-კოდს, რომელიც წარმოადგენს უნიკალურ იდენტიფიკატორს

PC {ნომერი}[პროდუქტის კოდი]

SN {ნომერი}[პროდუქტის კოდი]

ინფორმაცია პირველად შეფუთვაზე

ბლისტერი 30 ტაბლეტი

  • სამკურნალო პროდუქტის სახელწოდება

ტორასემიდი ნორმონი 10 მგ ტაბლეტები

  • მიღების მეთოდი და გზა

შიგნით მისაღებად

  • სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

  • შენახის ვადა

შენახვის ვადა:

  • სერიის ნომერი

სერია:

  • სხვა

EFG: გენერიკული ფარმაცევტული პროდუქტი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა