ტორასემიდ დენკი 10მგ ტაბლეტები
Torasemid Denk 10mg Tabletten
ტორასემიდ დენკი არის შარდმდენი და ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი, რომელიც მიეკუთვნება მარყუჟიანი დიურეტიკების ჯგუფს. ტორასემიდ დენკი გამოიყენება გულის ფუნქციური დარღვევებისგან (გულის უკმარისობა) გამოწვეული ქსოვილებში წყლის შეკავების (კარდიალური შეშუპება) და/ან სხეულის ღრუებში (ეფუზიები) რეციდივების სამკურნალოდ და …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტორასემიდი (torasemide)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ ტაბლეტი №100
- მწარმოებელი
- DENK PHARMA GmbH & Co. KG, გერმანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- დიურეზული საშუალებები, სულფონამიდები
- ATC კოდი
- C03CA04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042578
- რეგისტრირებულია
- 24 დეკემბერი 2024, მოქმედებს 24 დეკემბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „დენკ ფარმა კავკასია“
- GMP
- -
ტორასემიდ დენკი 10მგ ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ტორასემიდ დენკი არის შარდმდენი და ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი, რომელიც მიეკუთვნება მარყუჟიანი დიურეტიკების ჯგუფს.
ტორასემიდ დენკი გამოიყენება გულის ფუნქციური დარღვევებისგან (გულის უკმარისობა) გამოწვეული ქსოვილებში წყლის შეკავების (კარდიალური შეშუპება) და/ან სხეულის ღრუებში (ეფუზიები) რეციდივების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.
რა უნდა გაითვალისწინოთ ტორასემიდ დენკის მიღებამდე?
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული.
რეკომენდებული დოზა:
თუ ექიმმა სხვა რამ არ დანიშნა, თქვენ უნდა დაიწყოთ მკურნალობა 5 მგ ტორასემიდით დღეში.
ამ მიზნით იწარმოება ტაბლეტები აქტიური ნივთიერების შესაბამისი შემცველობით.
როგორც წესი, ეს დოზა ასევე შეიძლება იყოს ჩვეულებრივი მისაღები დოზა.
მკურნალობა 10 მგ-იანი ტორასემიდ დენკის ტაბლეტით (ექვივალენტურია 10 მგ ტორასემიდის) დღეში რეკომენდირებულია მაშინ, როცა ჩვეულებრივი 5 მგ-იანი ტორასემიდის დღიური დოზა არ არის საკმარისი.
ასეთ შემთხვევებში, მიიღეთ 10 მგ ტორასემიდ დენკის 1 ტაბლეტი (10 მგ ტორასემიდის ექვივალენტი) დღეში. თუ დოზა არასაკმარისია, ის შეიძლება გაიზარდოს ტორასემიდ დენკის 10 მგ 2 ტაბლეტამდე (20 მგ ტორასემიდის ექვივალენტი) დღეში, კლინიკური სურათის სიმძიმის მიხედვით.
გამოყენება ბავშვებში
ტორასემიდის უსაფრთხოება და ეფექტურობა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ჯერ არ არის დადგენილი.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყოფა თირკმელების მეშვეობით შემცირებულია, მაგრამ სისხლში საერთო კონცენტრაცია მნიშვნელოვნად არ იცვლება.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო, ვინაიდან ტორასემიდის ან მისი შუალედური პროდუქტების გამოყოფის დრო ოდნავ იზრდება.
ტორასემიდი არ უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის მწვავე დისფუნქციის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ცნობიერების დარღვევა (კომა ჰეპატიკუმი) (იხ. ნაწილი 2).
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის ციროზისა და ასციტის მქონე პაციენტებში. ტორსემიდი უნდა იქნას გამოყენებული უკიდურესი სიფრთხილით პაციენტებში, ტვინის შექცევადი დისფუნქციით, რომლებიც გამოწვეულია ღვიძლის არასაკმარისი დეტოქსიკაციით (ღვიძლის ენცეფალოპათია).
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზირების რეკომენდაციები არ არსებობს.
მიღების წესი
გთხოვთ მიიღოთ ტაბლეტები დილით დაღეჭვის გარეშე და მცირე რაოდენობით სითხის მიყოლებით. ტორასემიდ დენკი 10 მგ შეიძლება მიღებულ იქნას საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ტაბლეტი შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.
გამოყენების ხანგრძლივობა
გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ფიქრობთ, რომ ტორასემიდ დენკ 10 მგ-ის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია.
უკუჩვენებები
ალერგია ტორასემიდის, სულფონილშარდოვანას ჯგუფის პრეპარატების ან ტორასემიდ დენკის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რაც აღნიშნულია მე-6 პუნქტში.
თირკმლის უკმარისობისას შარდის გამომუშავების ნაკლებობით (ანურია)
ღვიძლის მწვავე დისფუნქციის შემთხვევაში ცნობიერების დაბინდვით (კომა ჰეპატიკუმი) სანამ ეს მდგომარეობა არ გაუმჯობესდება ან გაქრება
პათოლოგიურად დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია)
სისხლის მოცულობის ნაკლებობა (ჰიპოვოლემია)
ნატრიუმის ან კალიუმის დეფიციტი (ჰიპონატრიემია, ჰიპოკალემია)
შარდის ნაკადის მნიშვნელოვანი დარღვევა (მაგ. პროსტატის პათოლოგიური გადიდების გამო)
ძუძუთი კვების დროს
პოდაგრა
გულის არითმიები და გამტარობის მძიმე დარღვევები (მაგ. SA ბლოკადა, მეორე ან მესამე ხარისხის AV ბლოკადა)
გარკვეული ანტიბიოტიკებით ერთდროული მკურნალობა (ამინოგლიკოზიდები, ცეფალოსპორინები)
თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს, თირკმელების დამაზიანებელი ნივთიერებების შემცველობის გამო.
სიფრთხილის ზომები
ტორასემიდ დენკის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
იმის გამო, რომ მკურნალობის გამოცდილება დღემდე არ არის საკმარისი, ტორასემიდ დენკი არ უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:
მჟავა-/ტუტოვანი ბალანსის პათოლოგიური ცვლილებები
სისხლის მაჩვენებლების პათოლოგიური ცვლილებები (მაგალითად, თრომბოციტოპენია ან ანემია პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევის გარეშე).
ტორასემიდით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია შარდის პრობლემების აღმოფხვრა
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულის არითმია, მარყუჟიანი დიურეზულების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში რისკი ელექტროლიტების კონცენტრაციის (კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი და მაგნიუმი) ცვლილების გამო. აუცილებელია სისხლში ელექტროლიტური შემადგენლობის რეგულარული მონიტორინგი, განსაკუთრებით კალიუმის და კალციუმის.
დოპინგის მიზნებისთვის ბოროტად გამოყენების შედეგები
ტორასემიდ დენკის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დოპინგის ტესტების დადებითი შედეგები.
ტორასემიდ დენკის მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ სხვა მედიკამენტებს, ახლახანს მიიღეთ/გამოიყენეთ სხვა მედიკამენტები ან გეგმავთ სხვა მედიკამენტების მიღებას/გამოყენებას.
ტორასემიდ დენკი აძლიერებს სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების, განსაკუთრებით აგფ ინჰიბიტორების ეფექტს. თუ აგფ ინჰიბიტორები მიიღება ტორსემიდის დამატებით ან უშუალოდ მის შემდეგ, შეიძლება მოხდეს არტერიული წნევის გადაჭარბებული დაქვეითება. შესაძლოა გაიზარდოს აგფ ინჰიბიტორების მიღებით გამოწვეული თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი.
ტორასემიდის და დიგიტალისის პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გააძლიეროს ჰიპოკალემიის არასასურველი ეფექტები, გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების გაზრდა და გამწვავება.
ტორასემიდ დენკმა შეიძლება შეამციროს დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტების ეფექტი.
პრობენეციდმა (პოდაგრის სამკურნალო საშუალება) და ზოგიერთმა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატმა (მაგ., ინდომეტაცინი, აცეტილსალიცილის მჟავა) შეიძლება შეამციროს ტორასემიდ დენკის შარდმდენი და არტერიული წნევის დამწევი ეფექტები. დიურეზულებს შეუძლიათ გაზარდონ ამ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით გამოწვეული თირკმლის უკმარისობის რისკი.
სალიცილატების მაღალი დოზებით მკურნალობამ (ტკივილების და რევმატიზმის სამკურნალო საშუალებები) შეიძლება გაზარდოს ტორასემიდ დენკის მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. გარდა ამისა, პაციენტებს, რომლებიც იღებენ სალიცილატებს, აქვთ პოდაგრის განმეორებითი შეტევების გაზრდილი რისკი.
დიდი დოზებით ტორასემიდ დენკით მკურნალობისას შეიძლება გაიზარდოს შემდეგი გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით კი:
ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკებთან ურთიერთქმედებას (მაგ., კანამიცინი, გენტამიცინი, ტობრამიცინი), ცისპლატინი (პრეპარატი, რომელიც აფერხებს უჯრედების გაყოფას კიბოს სამკურნალოდ) და ცეფალოსპორინები (ინფექციების სამკურნალო პრეპარატები) აქვს სმენისა და თირკმელების დამაზიანებელი ეფექტი.
ტორასემიდ დენკმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თეოფილინის (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ) და კურარის მსგავსი პრეპარატების კუნთების დამამშვიდებელ ეფექტზე (გაძლიერება ან შემცირება). რეკომენდებულია სისხლში თეოფილინის დონის მონიტორინგი.
დამამშვიდებლებმა და თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონებმა (მინერალოკორტიკოიდები და გლუკოკორტიკოიდები, როგორიცაა კორტიზონი) შეიძლება გაზარდონ ტორსემიდ დენკ-ით გამოწვეული კალიუმის დეფიციტი.
ტორასემიდ დენკის და ლითიუმის ერთდროულმა მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს ლითიუმის კონცენტრაცია სისხლში და გაზარდოს ლითიუმის მავნე ზემოქმედება გულსა და თირკმელებზე.
ტორასემიდ დენკმა შეიძლება შეამციროს არტერიების მგრძნობელობა ვაზოკონსტრიქტორული პრეპარატების მიმართ (მაგ., ადრენალინი, ნორეპინეფრინი).
ქოლესტირამინთან ერთდროულმა მკურნალობამ (პრეპარატი, რომელიც ამცირებს სისხლის ლიპიდებს) შეიძლება შეამციროს ტორასემიდ დენკის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ამით შეამციროს მისი ეფექტი.
ტორასემიდი ღვიძლში იშლება სპეციალური ფერმენტებით (ციტოქრომი P450 CYP2C8 და CYP2C9). შესაძლებელია სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება, რომლებიც მეტაბოლიზდება იმავე ფერმენტებით. ამიტომ, ასეთი პრეპარატების ერთდროული მიღებისას საჭიროა ყურადღება და მონიტორინგი, რათა თავიდან ავიცილოთ ამ პრეპარატების არასასურველი დონეები სისხლში. ეს ურთიერთქმედება დადასტურებულია კუმარინის წარმოებულებზე (მაგ. Marcumar). პრეპარატებს შორის ურთიერთქმედება შეიძლება გადამწყვეტი იყოს ვიწრო თერაპიული ინდექსის მქონე ნივთიერებებისთვის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
დღეისათვის არ არსებობს საკმარისი კლინიკური გამოცდილება ტორასემიდ დენკის ზემოქმედებასთან დაკავშირებით ჯერ არ დაბადებულ ბავშვზე.
ტორასემიდის ექსპერიმენტულმა კვლევებმა ცხოველებში, ტორასემიდ დენკის აქტიურმა ნივთიერებამ, არ გამოავლინა რაიმე უარყოფითი გავლენა ნაყოფზე. თუმცა, აქტიური ნივთიერების მაღალი დოზების მიღების შემდეგ, დაფიქსირდა მავნე ზემოქმედება არ დაბადებულ ცხოველზე და დედაზე.
დამატებითი მონაცემების ხელმისაწვდომობამდე, ტორასემიდ დენკი უნდა დაინიშნოს ორსულობისას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი მიიჩნევს გარდაუვალ აუცილებლობად. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია მხოლოდ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის გამოყენება.
ლაქტაცია
არ არსებობს საკმარისი კლინიკური მონაცემები ტორასემიდ დენკის და მისი აქტიური ნივთიერების ზემოქმედებასთან დაკავშირებით დედის რძეში გადასვლის შესახებ. არ არის გამორიცხული რისკი ახალშობილისთვის/ბავშვისთვის. მარყუჟიანი დიურეტიკებმა შეიძლება შეამცირონ რძის წარმოება. ამიტომ, ტორასემიდ დენკის მიღება არ შეიძლება ძუძუთი კვების დროს. თუ თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რომ საჭიროა ტორასემიდ დენკის მიღება ძუძუთი კვების დროს, თქვენ უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება.
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე/გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მაშინაც კი, როდესაც ტორასემიდი გამოიყენება დანიშნულების შესაბამისად, შესაძლოა მან დიდი გავლენა იქონიოს რეაგირების/რეაქციის სისწრაფეზე, რამდენადაც მისი მოხმარებისას ქვეითდება საგზაო მოძრაობაში აქტიური მონაწილეობის, მექანიზმებთან მუშაობის ან უსაფრთხოდ გამოყენების უნარი. ეს მეტწილად ეხება მკურნალობის დაწყებით ფაზას, დოზის გაზრდას და პრეპარატების შეცვლას ან ახალი მედიკამენტების დამატებას, ასევე ალკოჰოლთან ერთად მოხმარებას.
ტორასემიდ დენკი შეიცავს ლაქტოზას
გთხოვთ, მიიღოთ ტორასემიდ დენკი მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ გაქვთ გარკვეული შაქრის აუტანლობა.
ტორასემიდ დენკი შეიცავს ნატრიუმს
ეს წამალი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე, ე.ი. პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი: შეიძლება გამოუვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს
ხშირი: შეიძლება გამოუვლინდეს 10-დან 1 ადამიანს
არახშირი: შეიძლება გამოუვლინდეს 100-დან 1 ადამიანს
იშვიათი: შეიძლება გამოუვლინდეს 1 000-დან 1 ადამიანს
ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოუვლინდეს 10 000-დან 1 ადამიანს
უცნობი სიხშირით: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე ვერ დადგინდა
სისხლისა და ლიმფური სისტემის დაავადებები
ძალიან იშვიათად: სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (ერითროციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების შემცირება).
იმუნური სისტემის დაავადებები
ძალიან იშვიათად: ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქავილი (პრურიტუსი), გამონაყარი კანზე (ეგზანთემა), სინათლის მიმართ მგრძნობელობა (ფოტომგრძნობელობა), კანის მწვავე რეაქციები (მაგ., სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
მეტაბოლური და კვებითი დარღვევები
ხშირად: მჟავა-ტუტოვანი დისბალანსის მომატება (მეტაბოლური ალკალოზი). კალიუმის დეფიციტი (ჰიპოკალემია) კალიუმის დიეტის ერთდროული გამოყენებისას, ღებინება, დიარეა, საფაღარათო საშუალებების გადაჭარბებული გამოყენების შემდეგ და ანალოგიურად ღვიძლის ქრონიკული დისფუნქციის მქონე პაციენტებში.
დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, შეიძლება მოხდეს მარილისა და წყლის ბალანსის დარღვევა, კერძოდ, სისხლში სითხის დაკარგვა (ჰიპოვოლემია), კალიუმის და/ან ნატრიუმის დეფიციტი (ჰიპოკალემია და/ან ჰიპონატრიემია).
ნერვული სისტემის დაავადებები
ხშირად: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
არახშირად: კიდურების დაბუჟება და სიცივის შეგრძნება (პარესთეზია).
უცნობი: თავის ტვინში სისხლის ნაკადის დაქვეითება, გონების დაბინდვა.
მხედველობის დარღვევები
ძალიან იშვიათად: მხედველობის დარღვევები.
ყურის და შიდა ყურის (ლაბირინთი) დაავადებები
ძალიან იშვიათად: შუილი ყურებში (ტინიტუსი), სმენის დაკარგვა.
გულის დაავადებები
ძალიან იშვიათად: სისხლის გასქელების გამო შეიძლება განვითარდეს არტერიული წნევის დაქვეითება (ჰიპოტენზია), აგრეთვე სისხლის მიმოქცევის პრობლემები და გულის კუნთში სისხლის ნაკადის დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მაგალითისთვის გულის რითმის დარღვევები (არითმიები), შებოჭილობის შეგრძნება გულმკერდის არეში (სტენოკარდია), მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი ან გონების უეცარი დაკარგვა (სინკოპე).
სისხლძარღვთა დაავადებები
ძალიან იშვიათად: თრომბოემბოლიური გართულებები სისხლის გასქელების გამო.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები
ხშირად: ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებით (მაგალითად, მადის ნაკლებობა (უმადობა), მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა), განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.
არახშირად: პირის სიმშრალე.
ძალიან იშვიათად: პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი).
ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებები
ხშირად: ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის (გამა-გლუტამილ ტრანსფერაზა [GT]) დონის მომატება.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები
ძალიან იშვიათად: ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქავილი (პრურიტუსი), გამონაყარი კანზე (ეგზანთემა), ფოტომგრძნობელობა, კანის მწვავე რეაქციები (მაგ., სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
ჩონჩხის კუნთების, შემაერთებელი ქსოვილისა და ძვლის დაავადებები
ხშირად: კუნთების კრუნჩხვები (განსაკუთრებით თერაპიის დასაწყისში).
თირკმელებისა და საშარდე გზების დაავადებები
არახშირად: სისხლში შარდოვანას და კრეატინინის დონის მომატება. თუ შარდის დინება შეფერხებულია, შეიძლება მოხდეს შარდის შეკავება.
ზოგადი დარღვევები და ჩივილები პრეპარატის მიღებისას
ხშირი: დაღლილობა, სისუსტე (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში).
კვლევები
ხშირად: სისხლში შარდმჟავას და გლუკოზის, აგრეთვე სისხლის ლიპიდების (ტრიგლიცერიდები, ქოლესტერინი) კონცენტრაციის მომატება.
შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული ამ ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ დააფიქსიროთ გვერდითი მოვლენების ნებისმიერი საეჭვო შემთხვევა გერმანიის სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო პროდუქტების ფედერალური ინსტიტუტის ფარმაკოლოგიურ განყოფილებაში,
მისამართი: კურტ–გეორგ –კისინჯერის ხეივანი #3, 53175 ბონი, გერმანია, /Kurt-Georg-Kiesinger-Allee 3, D–53175 Bonn, ვებ-გვერდი: http://www.bfarm.de
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის შეგროვებას ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
ჭარბი დოზა
ტორასემიდ დენკის ძალიან დიდი რაოდენობით შემთხვევით ან განზრახ მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მარილისა და წყლის გადაჭარბებული და შესაძლოა საშიში გამოყოფა, ასევე გონების დაკარგვა და დაბინდვა, არტერიული წნევის დაქვეითება, სისხლის მიმოქცევის კოლაფსი და კუჭ-ნაწლავის დარღვევები.
ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს და მიიღოთ აუცილებელი ზომები.
თუ დაგავიწყდათ ტორასემიდ დენკის მიღება
თუ თქვენ მიიღეთ მედიკამენტის ძალიან მცირე დოზა ან დაგავიწყდათ ტორასემიდ დენკის მიღება, ეს შეამცირებს მისი მოქმედების ეფექტს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების გაუარესება, როგორიცაა წონის მატება, ქსოვილებში წყლის შეკავების გაზრდა და ა.შ.
რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოთ ის. თუმცა, უნდა გადადოთ პრეპარატის მიღება, თუ თქვენი შემდეგი დოზა ახლოვდება. ამ შემთხვევაში, არ მიიღოთ მეტი ტაბლეტი შემდეგ ჯერზე, არამედ გააგრძელეთ მკურნალობა დადგენილი დოზით.
თუ შეწყვეტთ ტორასემიდ დენკის მიღებას
შეწყვეტის ან პრეპარატის მიღების ნაადრევად დასრულების შემთხვევაში, ასევე მოსალოდნელია სიმპტომების გაუარესება. ამიტომ, არ უნდა შეწყვიტოთ ტორასემიდ დენკის მიღება ნაადრევად ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე სახის შეკითხვები ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს ტორასემიდ დენკს?
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ქვემოთ მოცემულია გვერდითი მოვლენები, რომლებიც ცნობილია ტორასემიდ დენკის ან სხვა მარყუჟოვანი დიურეტიკების შესახებ.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებაა ტორასემიდი. ტორასემიდ დენკის ერთი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ტორასემიდს.
სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კარბოქსიმეთილის სახამებელი–ნატრიუმი (ტიპი A) (Ph. Eur.), მაგნიუმის სტეარატი (Ph. Eur.) [მცენარეული], მაღალი დისპერსიის სილიციუმის დიოქსიდი.
ტორასემიდ დენკი 10 მგ-ის აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი.
თეთრი ფერიდან კრემისფერამდე, მრგვალი ფორმის ტაბლეტები, ერთ მხარეს ამოტვიფრულია ,,10“ და მეორე მხარეს გამყოფი ხაზი.
ტაბლეტები შეიძლება დაიყოს თანაბარ ნაწილად.
ტორასემიდ დენკი 10 მგ ხელმისაწვდომია 30, 50 და 100 ტაბლეტიან შეფუთვაში.
ყველა რაოდენობის შეფუთვის ზომა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.
ფარმაცევტული აუტორიზაციის მფლობელი
დენკ ფარმა გმბჰ & კო.კგ
პრინცრეგენტენშტრასე. 79
81675 მიუნხენი
შენახვის პირობები
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე. ვარგისიანობის ვადა გრძელდება მითითებული თვის ბოლო დღემდე.
არასოდეს ჩააგდოთ მედიკამენტები ჩამდინარე წყალში.
ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ მოახდინოთ თქვენი პრეპარატის უტილიზაცია, როდესაც შეწყვეტთ მის გამოყენებას. ამით თქვენ წვლილს შეიტანთ გარემოს დაცვაში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
თარგმანი გერმანული ენიდან
ანოტაცია: ინფორმაცია მომხმარებლებისთვის
Torasemid Denk 10 mg Tabletten/ტორასემიდ დენკის ტაბლეტები 10 მგ
სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ წამლის მთლიანი ანოტაცია, რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ წინამდებარე ანოტაცია, შეიძლება მოგვიანებით დაგჭირდეთ მისი ხელახლა გადაკითხვა.
- დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს წამალი გამოწერილია პირადად თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. მას შეუძლია ზიანი მიაყენოს სხვა ადამიანებს, მაშინაც კი, თუ კი მათ იგივე სიმპტომები აქვთ, რაც თქვენ.
- თუ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ანოტაციაში. იხილეთ მე-4 პუნქტი.
რა ინფორმაციას მივიღებთ გამოყენების ამ ინსტრუქციიდან:
რა არის ტორასემიდ დენკი და რისთვის გამოიყენება იგი?
რა უნდა გაითვალისწინოთ ტორასემიდ დენკის მიღებამდე?
როგორ მივიღოთ ტორასემიდ დენკი?
რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს ტორასემიდ დენკს?
როგორ შევინახოთ ტორასემიდ დენკი?
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რა არის ტორასემიდ დენკი და რისთვის გამოიყენება იგი?
ტორასემიდ დენკი არის შარდმდენი და ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი, რომელიც მიეკუთვნება მარყუჟიანი დიურეტიკების ჯგუფს.
ტორასემიდ დენკი გამოიყენება გულის ფუნქციური დარღვევებისგან (გულის უკმარისობა) გამოწვეული ქსოვილებში წყლის შეკავების (კარდიალური შეშუპება) და/ან სხეულის ღრუებში (ეფუზიები) რეციდივების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.
რა უნდა გაითვალისწინოთ ტორასემიდ დენკის მიღებამდე?
არ მიიღოთ ტორასემიდ დენკი შემდეგ შემთხვევებში
ალერგია ტორასემიდის, სულფონილშარდოვანას ჯგუფის პრეპარატების ან ტორასემიდ დენკის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რაც აღნიშნულია მე-6 პუნქტში.
თირკმლის უკმარისობისას შარდის გამომუშავების ნაკლებობით (ანურია)
ღვიძლის მწვავე დისფუნქციის შემთხვევაში ცნობიერების დაბინდვით (კომა ჰეპატიკუმი) სანამ ეს მდგომარეობა არ გაუმჯობესდება ან გაქრება
პათოლოგიურად დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია)
სისხლის მოცულობის ნაკლებობა (ჰიპოვოლემია)
ნატრიუმის ან კალიუმის დეფიციტი (ჰიპონატრიემია, ჰიპოკალემია)
შარდის ნაკადის მნიშვნელოვანი დარღვევა (მაგ. პროსტატის პათოლოგიური გადიდების გამო)
ძუძუთი კვების დროს
პოდაგრა
გულის არითმიები და გამტარობის მძიმე დარღვევები (მაგ. SA ბლოკადა, მეორე ან მესამე ხარისხის AV ბლოკადა)
გარკვეული ანტიბიოტიკებით ერთდროული მკურნალობა (ამინოგლიკოზიდები, ცეფალოსპორინები)
თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს, თირკმელების დამაზიანებელი ნივთიერებების შემცველობის გამო.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ტორასემიდ დენკის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
იმის გამო, რომ მკურნალობის გამოცდილება დღემდე არ არის საკმარისი, ტორასემიდ დენკი არ უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:
მჟავა-/ტუტოვანი ბალანსის პათოლოგიური ცვლილებები
სისხლის მაჩვენებლების პათოლოგიური ცვლილებები (მაგალითად, თრომბოციტოპენია ან ანემია პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევის გარეშე).
ტორასემიდით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია შარდის პრობლემების აღმოფხვრა
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულის არითმია, მარყუჟიანი დიურეზულების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში რისკი ელექტროლიტების კონცენტრაციის (კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი და მაგნიუმი) ცვლილების გამო. აუცილებელია სისხლში ელექტროლიტური შემადგენლობის რეგულარული მონიტორინგი, განსაკუთრებით კალიუმის და კალციუმის.
დოპინგის მიზნებისთვის ბოროტად გამოყენების შედეგები
ტორასემიდ დენკის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დოპინგის ტესტების დადებითი შედეგები.
ტორასემიდ დენკის მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ სხვა მედიკამენტებს, ახლახანს მიიღეთ/გამოიყენეთ სხვა მედიკამენტები ან გეგმავთ სხვა მედიკამენტების მიღებას/გამოყენებას.
ტორასემიდ დენკი აძლიერებს სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების, განსაკუთრებით აგფ ინჰიბიტორების ეფექტს. თუ აგფ ინჰიბიტორები მიიღება ტორსემიდის დამატებით ან უშუალოდ მის შემდეგ, შეიძლება მოხდეს არტერიული წნევის გადაჭარბებული დაქვეითება. შესაძლოა გაიზარდოს აგფ ინჰიბიტორების მიღებით გამოწვეული თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი.
ტორასემიდის და დიგიტალისის პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გააძლიეროს ჰიპოკალემიის არასასურველი ეფექტები, გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების გაზრდა და გამწვავება.
ტორასემიდ დენკმა შეიძლება შეამციროს დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტების ეფექტი.
პრობენეციდმა (პოდაგრის სამკურნალო საშუალება) და ზოგიერთმა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატმა (მაგ., ინდომეტაცინი, აცეტილსალიცილის მჟავა) შეიძლება შეამციროს ტორასემიდ დენკის შარდმდენი და არტერიული წნევის დამწევი ეფექტები. დიურეზულებს შეუძლიათ გაზარდონ ამ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით გამოწვეული თირკმლის უკმარისობის რისკი.
სალიცილატების მაღალი დოზებით მკურნალობამ (ტკივილების და რევმატიზმის სამკურნალო საშუალებები) შეიძლება გაზარდოს ტორასემიდ დენკის მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. გარდა ამისა, პაციენტებს, რომლებიც იღებენ სალიცილატებს, აქვთ პოდაგრის განმეორებითი შეტევების გაზრდილი რისკი.
დიდი დოზებით ტორასემიდ დენკით მკურნალობისას შეიძლება გაიზარდოს შემდეგი გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით კი:
ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკებთან ურთიერთქმედებას (მაგ., კანამიცინი, გენტამიცინი, ტობრამიცინი), ცისპლატინი (პრეპარატი, რომელიც აფერხებს უჯრედების გაყოფას კიბოს სამკურნალოდ) და ცეფალოსპორინები (ინფექციების სამკურნალო პრეპარატები) აქვს სმენისა და თირკმელების დამაზიანებელი ეფექტი.
ტორასემიდ დენკმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თეოფილინის (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ) და კურარის მსგავსი პრეპარატების კუნთების დამამშვიდებელ ეფექტზე (გაძლიერება ან შემცირება). რეკომენდებულია სისხლში თეოფილინის დონის მონიტორინგი.
დამამშვიდებლებმა და თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონებმა (მინერალოკორტიკოიდები და გლუკოკორტიკოიდები, როგორიცაა კორტიზონი) შეიძლება გაზარდონ ტორსემიდ დენკ-ით გამოწვეული კალიუმის დეფიციტი.
ტორასემიდ დენკის და ლითიუმის ერთდროულმა მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს ლითიუმის კონცენტრაცია სისხლში და გაზარდოს ლითიუმის მავნე ზემოქმედება გულსა და თირკმელებზე.
ტორასემიდ დენკმა შეიძლება შეამციროს არტერიების მგრძნობელობა ვაზოკონსტრიქტორული პრეპარატების მიმართ (მაგ., ადრენალინი, ნორეპინეფრინი).
ქოლესტირამინთან ერთდროულმა მკურნალობამ (პრეპარატი, რომელიც ამცირებს სისხლის ლიპიდებს) შეიძლება შეამციროს ტორასემიდ დენკის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ამით შეამციროს მისი ეფექტი.
ტორასემიდი ღვიძლში იშლება სპეციალური ფერმენტებით (ციტოქრომი P450 CYP2C8 და CYP2C9). შესაძლებელია სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება, რომლებიც მეტაბოლიზდება იმავე ფერმენტებით. ამიტომ, ასეთი პრეპარატების ერთდროული მიღებისას საჭიროა ყურადღება და მონიტორინგი, რათა თავიდან ავიცილოთ ამ პრეპარატების არასასურველი დონეები სისხლში. ეს ურთიერთქმედება დადასტურებულია კუმარინის წარმოებულებზე (მაგ. Marcumar). პრეპარატებს შორის ურთიერთქმედება შეიძლება გადამწყვეტი იყოს ვიწრო თერაპიული ინდექსის მქონე ნივთიერებებისთვის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
დღეისათვის არ არსებობს საკმარისი კლინიკური გამოცდილება ტორასემიდ დენკის ზემოქმედებასთან დაკავშირებით ჯერ არ დაბადებულ ბავშვზე.
ტორასემიდის ექსპერიმენტულმა კვლევებმა ცხოველებში, ტორასემიდ დენკის აქტიურმა ნივთიერებამ, არ გამოავლინა რაიმე უარყოფითი გავლენა ნაყოფზე. თუმცა, აქტიური ნივთიერების მაღალი დოზების მიღების შემდეგ, დაფიქსირდა მავნე ზემოქმედება არ დაბადებულ ცხოველზე და დედაზე.
დამატებითი მონაცემების ხელმისაწვდომობამდე, ტორასემიდ დენკი უნდა დაინიშნოს ორსულობისას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი მიიჩნევს გარდაუვალ აუცილებლობად. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია მხოლოდ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის გამოყენება.
ლაქტაცია
არ არსებობს საკმარისი კლინიკური მონაცემები ტორასემიდ დენკის და მისი აქტიური ნივთიერების ზემოქმედებასთან დაკავშირებით დედის რძეში გადასვლის შესახებ. არ არის გამორიცხული რისკი ახალშობილისთვის/ბავშვისთვის. მარყუჟიანი დიურეტიკებმა შეიძლება შეამცირონ რძის წარმოება. ამიტომ, ტორასემიდ დენკის მიღება არ შეიძლება ძუძუთი კვების დროს. თუ თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რომ საჭიროა ტორასემიდ დენკის მიღება ძუძუთი კვების დროს, თქვენ უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება.
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე/გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
მაშინაც კი, როდესაც ტორასემიდი გამოიყენება დანიშნულების შესაბამისად, შესაძლოა მან დიდი გავლენა იქონიოს რეაგირების/რეაქციის სისწრაფეზე, რამდენადაც მისი მოხმარებისას ქვეითდება საგზაო მოძრაობაში აქტიური მონაწილეობის, მექანიზმებთან მუშაობის ან უსაფრთხოდ გამოყენების უნარი. ეს მეტწილად ეხება მკურნალობის დაწყებით ფაზას, დოზის გაზრდას და პრეპარატების შეცვლას ან ახალი მედიკამენტების დამატებას, ასევე ალკოჰოლთან ერთად მოხმარებას.
ტორასემიდ დენკი შეიცავს ლაქტოზას
გთხოვთ, მიიღოთ ტორასემიდ დენკი მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ გაქვთ გარკვეული შაქრის აუტანლობა.
ტორასემიდ დენკი შეიცავს ნატრიუმს
ეს წამალი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე, ე.ი. პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
როგორ მივიღოთ ტორასემიდ დენკი?
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული.
რეკომენდებული დოზა:
თუ ექიმმა სხვა რამ არ დანიშნა, თქვენ უნდა დაიწყოთ მკურნალობა 5 მგ ტორასემიდით დღეში.
ამ მიზნით იწარმოება ტაბლეტები აქტიური ნივთიერების შესაბამისი შემცველობით.
როგორც წესი, ეს დოზა ასევე შეიძლება იყოს ჩვეულებრივი მისაღები დოზა.
მკურნალობა 10 მგ-იანი ტორასემიდ დენკის ტაბლეტით (ექვივალენტურია 10 მგ ტორასემიდის) დღეში რეკომენდირებულია მაშინ, როცა ჩვეულებრივი 5 მგ-იანი ტორასემიდის დღიური დოზა არ არის საკმარისი.
ასეთ შემთხვევებში, მიიღეთ 10 მგ ტორასემიდ დენკის 1 ტაბლეტი (10 მგ ტორასემიდის ექვივალენტი) დღეში. თუ დოზა არასაკმარისია, ის შეიძლება გაიზარდოს ტორასემიდ დენკის 10 მგ 2 ტაბლეტამდე (20 მგ ტორასემიდის ექვივალენტი) დღეში, კლინიკური სურათის სიმძიმის მიხედვით.
გამოყენება ბავშვებში
ტორასემიდის უსაფრთხოება და ეფექტურობა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ჯერ არ არის დადგენილი.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყოფა თირკმელების მეშვეობით შემცირებულია, მაგრამ სისხლში საერთო კონცენტრაცია მნიშვნელოვნად არ იცვლება.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო, ვინაიდან ტორასემიდის ან მისი შუალედური პროდუქტების გამოყოფის დრო ოდნავ იზრდება.
ტორასემიდი არ უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის მწვავე დისფუნქციის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ცნობიერების დარღვევა (კომა ჰეპატიკუმი) (იხ. ნაწილი 2).
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის ციროზისა და ასციტის მქონე პაციენტებში. ტორსემიდი უნდა იქნას გამოყენებული უკიდურესი სიფრთხილით პაციენტებში, ტვინის შექცევადი დისფუნქციით, რომლებიც გამოწვეულია ღვიძლის არასაკმარისი დეტოქსიკაციით (ღვიძლის ენცეფალოპათია).
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზირების რეკომენდაციები არ არსებობს.
მიღების წესი
გთხოვთ მიიღოთ ტაბლეტები დილით დაღეჭვის გარეშე და მცირე რაოდენობით სითხის მიყოლებით. ტორასემიდ დენკი 10 მგ შეიძლება მიღებულ იქნას საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ტაბლეტი შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.
გამოყენების ხანგრძლივობა
გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ფიქრობთ, რომ ტორასემიდ დენკ 10 მგ-ის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია.
დოზის გადაჭარბება
ტორასემიდ დენკის ძალიან დიდი რაოდენობით შემთხვევით ან განზრახ მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მარილისა და წყლის გადაჭარბებული და შესაძლოა საშიში გამოყოფა, ასევე გონების დაკარგვა და დაბინდვა, არტერიული წნევის დაქვეითება, სისხლის მიმოქცევის კოლაფსი და კუჭ-ნაწლავის დარღვევები.
ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს და მიიღოთ აუცილებელი ზომები.
თუ დაგავიწყდათ ტორასემიდ დენკის მიღება
თუ თქვენ მიიღეთ მედიკამენტის ძალიან მცირე დოზა ან დაგავიწყდათ ტორასემიდ დენკის მიღება, ეს შეამცირებს მისი მოქმედების ეფექტს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების გაუარესება, როგორიცაა წონის მატება, ქსოვილებში წყლის შეკავების გაზრდა და ა.შ.
რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოთ ის. თუმცა, უნდა გადადოთ პრეპარატის მიღება, თუ თქვენი შემდეგი დოზა ახლოვდება. ამ შემთხვევაში, არ მიიღოთ მეტი ტაბლეტი შემდეგ ჯერზე, არამედ გააგრძელეთ მკურნალობა დადგენილი დოზით.
თუ შეწყვეტთ ტორასემიდ დენკის მიღებას
შეწყვეტის ან პრეპარატის მიღების ნაადრევად დასრულების შემთხვევაში, ასევე მოსალოდნელია სიმპტომების გაუარესება. ამიტომ, არ უნდა შეწყვიტოთ ტორასემიდ დენკის მიღება ნაადრევად ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე სახის შეკითხვები ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს ტორასემიდ დენკს?
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ქვემოთ მოცემულია გვერდითი მოვლენები, რომლებიც ცნობილია ტორასემიდ დენკის ან სხვა მარყუჟოვანი დიურეტიკების შესახებ.
გვერდითი ეფექტების შეფასება ეფუძნება შემდეგ სიხშირის მონაცემებს:
ძალიან ხშირი: შეიძლება გამოუვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს
ხშირი: შეიძლება გამოუვლინდეს 10-დან 1 ადამიანს
არახშირი: შეიძლება გამოუვლინდეს 100-დან 1 ადამიანს
იშვიათი: შეიძლება გამოუვლინდეს 1 000-დან 1 ადამიანს
ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოუვლინდეს 10 000-დან 1 ადამიანს
უცნობი სიხშირით: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე ვერ დადგინდა
სისხლისა და ლიმფური სისტემის დაავადებები
ძალიან იშვიათად: სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (ერითროციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების შემცირება).
იმუნური სისტემის დაავადებები
ძალიან იშვიათად: ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქავილი (პრურიტუსი), გამონაყარი კანზე (ეგზანთემა), სინათლის მიმართ მგრძნობელობა (ფოტომგრძნობელობა), კანის მწვავე რეაქციები (მაგ., სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
მეტაბოლური და კვებითი დარღვევები
ხშირად: მჟავა-ტუტოვანი დისბალანსის მომატება (მეტაბოლური ალკალოზი). კალიუმის დეფიციტი (ჰიპოკალემია) კალიუმის დიეტის ერთდროული გამოყენებისას, ღებინება, დიარეა, საფაღარათო საშუალებების გადაჭარბებული გამოყენების შემდეგ და ანალოგიურად ღვიძლის ქრონიკული დისფუნქციის მქონე პაციენტებში.
დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, შეიძლება მოხდეს მარილისა და წყლის ბალანსის დარღვევა, კერძოდ, სისხლში სითხის დაკარგვა (ჰიპოვოლემია), კალიუმის და/ან ნატრიუმის დეფიციტი (ჰიპოკალემია და/ან ჰიპონატრიემია).
ნერვული სისტემის დაავადებები
ხშირად: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
არახშირად: კიდურების დაბუჟება და სიცივის შეგრძნება (პარესთეზია).
უცნობი: თავის ტვინში სისხლის ნაკადის დაქვეითება, გონების დაბინდვა.
მხედველობის დარღვევები
ძალიან იშვიათად: მხედველობის დარღვევები.
ყურის და შიდა ყურის (ლაბირინთი) დაავადებები
ძალიან იშვიათად: შუილი ყურებში (ტინიტუსი), სმენის დაკარგვა.
გულის დაავადებები
ძალიან იშვიათად: სისხლის გასქელების გამო შეიძლება განვითარდეს არტერიული წნევის დაქვეითება (ჰიპოტენზია), აგრეთვე სისხლის მიმოქცევის პრობლემები და გულის კუნთში სისხლის ნაკადის დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მაგალითისთვის გულის რითმის დარღვევები (არითმიები), შებოჭილობის შეგრძნება გულმკერდის არეში (სტენოკარდია), მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი ან გონების უეცარი დაკარგვა (სინკოპე).
სისხლძარღვთა დაავადებები
ძალიან იშვიათად: თრომბოემბოლიური გართულებები სისხლის გასქელების გამო.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები
ხშირად: ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებით (მაგალითად, მადის ნაკლებობა (უმადობა), მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა), განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.
არახშირად: პირის სიმშრალე.
ძალიან იშვიათად: პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი).
ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებები
ხშირად: ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის (გამა-გლუტამილ ტრანსფერაზა [GT]) დონის მომატება.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები
ძალიან იშვიათად: ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქავილი (პრურიტუსი), გამონაყარი კანზე (ეგზანთემა), ფოტომგრძნობელობა, კანის მწვავე რეაქციები (მაგ., სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
ჩონჩხის კუნთების, შემაერთებელი ქსოვილისა და ძვლის დაავადებები
ხშირად: კუნთების კრუნჩხვები (განსაკუთრებით თერაპიის დასაწყისში).
თირკმელებისა და საშარდე გზების დაავადებები
არახშირად: სისხლში შარდოვანას და კრეატინინის დონის მომატება. თუ შარდის დინება შეფერხებულია, შეიძლება მოხდეს შარდის შეკავება.
ზოგადი დარღვევები და ჩივილები პრეპარატის მიღებისას
ხშირი: დაღლილობა, სისუსტე (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში).
კვლევები
ხშირად: სისხლში შარდმჟავას და გლუკოზის, აგრეთვე სისხლის ლიპიდების (ტრიგლიცერიდები, ქოლესტერინი) კონცენტრაციის მომატება.
შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული ამ ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ დააფიქსიროთ გვერდითი მოვლენების ნებისმიერი საეჭვო შემთხვევა გერმანიის სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო პროდუქტების ფედერალური ინსტიტუტის ფარმაკოლოგიურ განყოფილებაში,
მისამართი: კურტ–გეორგ –კისინჯერის ხეივანი #3, 53175 ბონი, გერმანია, /Kurt-Georg-Kiesinger-Allee 3, D–53175 Bonn, ვებ-გვერდი: http://www.bfarm.de
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის შეგროვებას ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
როგორ შევინახოთ ტორასემიდ დენკი?
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე. ვარგისიანობის ვადა გრძელდება მითითებული თვის ბოლო დღემდე.
არასოდეს ჩააგდოთ მედიკამენტები ჩამდინარე წყალში.
ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ მოახდინოთ თქვენი პრეპარატის უტილიზაცია, როდესაც შეწყვეტთ მის გამოყენებას. ამით თქვენ წვლილს შეიტანთ გარემოს დაცვაში.
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ტორასემიდ დენკ 10 მგ
მოქმედი ნივთიერებაა ტორასემიდი. ტორასემიდ დენკის ერთი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ტორასემიდს.
სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კარბოქსიმეთილის სახამებელი–ნატრიუმი (ტიპი A) (Ph. Eur.), მაგნიუმის სტეარატი (Ph. Eur.) [მცენარეული], მაღალი დისპერსიის სილიციუმის დიოქსიდი.
ტორასემიდ დენკი 10 მგ-ის აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი.
თეთრი ფერიდან კრემისფერამდე, მრგვალი ფორმის ტაბლეტები, ერთ მხარეს ამოტვიფრულია ,,10“ და მეორე მხარეს გამყოფი ხაზი.
ტაბლეტები შეიძლება დაიყოს თანაბარ ნაწილად.
ტორასემიდ დენკი 10 მგ ხელმისაწვდომია 30, 50 და 100 ტაბლეტიან შეფუთვაში.
ყველა რაოდენობის შეფუთვის ზომა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.
ფარმაცევტული აუტორიზაციის მფლობელი
დენკ ფარმა გმბჰ & კო.კგ
პრინცრეგენტენშტრასე. 79
81675 მიუნხენი
მწარმოებელი
დენკ ფარმა გმბჰ & კო.კგ
გიოლლშტრასე. 1
84529 ტიტტმონინგი
წინამდებარე ანოტაცია ბოლოს შესწორდა 2019 წლის ივლისში.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


