ტორაგამა 20 მგ ტაბლეტები
Toragamma® 20 mg Tabletten
ტორაგამა 20 მგ ტაბლეტები არის დიურეზული საშუალება, ანუ მედიკამენტი, რომელიც ზრდის შარდის გამოყოფას (შარდმდენი). ტორაგამა 20 მგ ტაბლეტები გამოიყენება შეშუპების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმში სითხის შეკავებით.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტორასემიდი (torasemide)
- ფორმა და შეფუთვა
- 20მგ ტაბლეტი №100
- მწარმოებელი
- Artesan Pharma GmbH & Co. KG, გერმანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- დიურეზული საშუალებები, სულფონამიდები
- ATC კოდი
- C03CA04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043052
- რეგისტრირებულია
- 27 მარტი 2025, მოქმედებს 27 მარტი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ტორაგამა 20 მგ ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ტორაგამა 20 მგ ტაბლეტები არის დიურეზული საშუალება, ანუ მედიკამენტი, რომელიც ზრდის შარდის გამოყოფას (შარდმდენი).
ტორაგამა 20 მგ ტაბლეტები გამოიყენება შეშუპების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმში სითხის შეკავებით.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
რეკომენდებული დოზაა:
შენიშვნა:
ტორაგამა 20 მგ ტაბლეტები არ გამოიყენება მკურნალობის საწყის ეტაპზე აქტიური ნივთიერების მაღალი შემცველობის გამო.
შეშუპების მკურნალობა, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმში სითხის შეკავებით
5 მგ ტორასემიდი ერთხელ დღეში.
აქტიური ნივთიერების შესაბამისი დოზის შემცველი ტაბლეტები ხელმისაწვდომია ამ მიზნისათვის.
მოცემული დოზა ჩვეულებრივ შემანარჩუნებელი დოზაა.
მკურნალობა 10 მგ ტორასემიდით დღეში ნაჩვენებია, თუ ჩვეულებრივი დოზა 5 მგ ტორასემიდი დღეში არაადეკვატურად მოქმედებს.
იმ შემთხვევაში თუ დღეში 10 მგ ტორასემიდის ეფექტი არასაკმარისია, კლინიკური მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით, დოზა შეიძლება გაიზარდოს ტორაგამა 20 მგ 1 ტაბლეტამდე დღეში (ექვივალენტურია 20 მგ ტორასემიდის).
ხელმისავდომია ტაბლეტები აქტიური ნივთიერების უფრო დაბალი დოზის შემცველობით.
ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება
ბავშვებსა და მოზარდებში არასაკმარისი მონაცემების გამო ტორასემიდი არ არის რეკომენდებული ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის.
ღვიძლის ფუნქციის ნაკლებად მძიმე დარღვევის მქონე პაციენტები
მკურნალი ექიმი მოახდენს ყურადღებით მონიტორინგს, რადგან სისხლში შეიძლება მოიმატოს ტორასემიდის რაოდენობამ.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმული პაციენტებისათვის განსხვავებული დოზირების რეკომენდაციები არ არის მოწოდებული.
მიღების მეთოდი
ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს ყოველ დილით, მთლიანად, კვებისგან დამოუკიდებლად, 100 მლ წყლის (1/2 ჭიქა) მიყოლებით.
ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.
მიღების ხანგრძლივობა
მედიკამენტით მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. ტორაგამა 20 მგ ტაბლეტების მიღება შეიძლება გაგრძელდეს უწტყვეტად რამდენიმე წლის განმავლობაში ან სანამ არ ალაგდება ქსოვილებში სითხის დაგროვება.
ტორაგამა 20 მგ ტაბლეტების დოზის გადაჭარბებისას
დიდი რაოდენობით ტაბლეტების მიღებისას საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს დიდი რაოდენობით წყლის (შარდის) გამოყოფა, ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა, სისუსტე, არტერიული წნევის დაცემა, ცირკულატორული კოლაფსი და კუჭის პრობლემები.
ექიმთან მიმართვისას პაციენტმა თან უნდა იქონიოს დარჩენილი ტაბლეტები, ასევე კოლოფი, რათა ადვილად მოხდეს მიღებული ტაბლეტების იდენტიფიცირება.
ტორაგამა 20 მგ ტაბლეტების მიღების დავიწყებისას
გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე იმავე დღეს ან შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს მეორე დღეს, ჩვეულ დროს.. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ტორაგამა 20 მგ ტაბლეტების მიღების შეწყვეტისას
მკურნალობის შეწყვეტა არ უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან ეს შეიძლება საზიანო იყოს პაციენტებისათვის და დააქვეითოს მკურნალობის ეფექტიანობა.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია
ტორასემიდის ან მე-6 პარაგრაფში ჩამოთვლილი სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
სტრუქტურულად მსგავსი მედიკამენტების (ე.წ. სულფონილშარდოვანები) მიმართ, რომლებიც გამოიყენება სისხლში შაქრის მაღალი დონის სამკურნალოდ და შეიცავენ აქტიურ ნივთიერებებეს, რომელთა სახელწოდების დაბოლოებაა “-მიდი”.
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის უკმარისობა შარდის არასაკმარისი წარმოქმნით;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, რასაც თან ახლავს ცნობიერების დაბინდვა;
თუ პაციენტს აღენიშნება დაბალი სისხლის წნევა;
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლის მოცულობის შემცირება;
ძუძუთი კვების დროს;
თუ პაციენტს აღენიშნება ნატრიუმის ან კალიუმის ნაკლებობა სისხლში;
თუ პაციენტს აღენიშნება საშარდე გზების პრობლემები, რომელიც გამოწვეულია პროსტატის გადიდებით;
თუ პაციენტს აღენიშნება პოდაგრა;
თუ პაციენტს არარეგულარული გულისცემა აქვს;
თუ პაციენტი იღებს მედიკამენტებს ინფექციის სამკურნალოდ, როგორიცაა: ცეფექსიმი, ცეფუროქსიმი, ცეფაკლორი, ცეფალექსინი, ცეფადროქსილი, ცეფპოდოქსიმის პროქსეტილი, კანამიცინი, ნეომიცინი, გენტამიცინი, ამიკაცინი ან ტობრამიცინი;
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის დაქვეითებული ფუნქციაა თირკმლის დამაზიანებელი მედიკამენტების მიღების გამო.
სიფრთხილის ზომები
ტორაგამა 20 მგ ტაბლეტების მიღებამდე საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს:
მჟავებისა და ტუტეები რაოდენობის პათოლოგიური ცვლილებები ორგანიზმში;
სისხლის საერთო ანალიზის ცვლილებები;
ლითიუმით მკურნალობა - გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ;
დიაბეტი.
ტორასემიდით ხანგრზლივი მკურნალობის დროს მკურნალი ექიმი რეგულარულად შეამოწმებს სისხლის მოცულობას, განსაკუთრებით თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს, აქვს დიაბეტი ან აღენიშნება არითმია.
ბავშვები
ტორასემიდი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაის მოზარდებში.
დოპინგის მიზნით ბოროტად გამოყენების შედეგები
ტორაგამა 20 მგ ტაბლეტების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დოპინგის კონტროლის ტესტის დადებითი შედეგი. დოპინგის მიზნით ტორაგამა 20 მგ ტაბლეტების ბოროტად გამოყენებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჯანმრთელობას.
ტორაგამა 20 მგ ტაბლეტების სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი მედიკამენტი.
ქვემოთ ჩამოთვლილმა მედიკამენტებმა შეიძლება გააძლიერონ ტორაგამა 20 მგ ტაბლეტების ეფექტი ან მათზე იქონიოს გავლენა ტორაგამა 20 მგ ტაბლეტებმა:
მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო მედიკამენტები, განსაკუთრებით მედიკამენტები, რომელთა აქტიური ნივთიერებების სახელწოდება ბოლოვდება „-პრილით“;
მედიკამენტები, რომლებიც აძლიერებენ გულის გადატუმბვის უნარს როგორიცაა დიგიტოქსინი, დიგოქსინი ან მეთილდიგოქსინი;
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ;
პრობენეციდი, გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ;
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ანთებისა და ტკივილის სამკურნალოდ, როგორიცაა: აცეტილსალიცილის მჟავა ან ინდომეტაცინი;
სულფასალაზინი, მესალაზინი ან ოლსალაზინი - მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ნაწლავების ანთებითი დაავადების სამკურნალოდ;
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა: ცეფექსიმი, ცეფუროქსიმი, ცეფაკლორი, ცეფალექსინი, ცეფადროქსილი, ცეფპოდოქსიმის პროქსეტილი, კანამიცინი, ნეომიცინი, გენტამიცინი, ამიკაცინი ან ტობრამიცინი;
პლატინის შემცველი მედიკმენტები, როგორიცაა ცისპლატინი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ);
ლითიუმი - გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ;
თეოფილინი - გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ;
კუნთების ზოგიერთი რელაქსანტი, რომელთა აქტიური ნივთიერებების სახელწოდება მთავრდება „კურონიუმ“-ით ან „კურიუმ“-ით;
შეკრულობის სამკურნალო ნებისიერი მედიკამენტი;
კორტიზონის შემცველი მედიკამენტები, როგორიცაა: ჰიდროკორტიზონი, პრედნიზონი ან პრედნიზოლონი;
ქოლესტირამინი - მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სისხლში ლიპიდების დონის დასაქვეითებლად;
ადრენალინი ან ნორადრენალინი - გამოიყენება სისხლის წნევის გასაზრდელად;
ვარფარინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სისხლის თრომბოზის სამკურნალოდ).
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ფეხმძიმობა
ტორაგამა 20 მგ ტაბლეტები არ უნდა იქნას მიღებული ფეხმძიმობის დროს, თუ არ არის აბსოლუტური ჩვენება. გამოყენებულ უნდა იქნას უმცირესი ეფექტიანი დოზა.
ძუძუთი კვება
ტორაგამა 20 მგ ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს, რადგან შეიძლება საზიანო იყოს ბავშვისათვის.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ტორაგამა 20 მგ ტაბლეტების მიღებისას შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა ან გაბრუება, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, დოზის გაზრდისას და პრეპარატის შეცვლის ან დამატებითი მედიკამენტის მიღების დაწყების, ან ალკოჰოლთან ერთად მიღების დროს. თუ ქვეითდება რეაქციის უნარი, პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი ან სხვა მექანიზმები.
ტორაგამა 20 მგ ტაბლეტები შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად „ნატრიუმისაგან თავისუფალია“.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.
გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ქვემოთ ჩამოთვლილი სიხშირის მიხედვით:
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ორგანიზმში წყლისა და მინერალური მარილების შემცველობის დარღვევა, განსაკუთრებით, როცა მარილების მიღება მნიშვნელოვნად შეზღუდულია;
ჭარბი ტუტიანობა ორგანიზმში;
კუნთების სპაზმები, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში;
შარდმჟავას, შაქრისა და ცხიმების (ტრიგლიცერიდები, ქოლესტერინი) მომატება სისხლში;
კალიუმის და ნატრიუმის დაქვეითებული დონე სისხლში;
სისხლის მოცულობის შემცირება;
კუჭ-ნაწლავის პრობლემები, როგორიცაა: მადის დაკარგვა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა;
ღვიძლის გარკვეული ფერმენტების დონის მომატება, როგორიცაა გგტ;
თავის ტკივილი;
თავბრუსხვევა;
დაღლილობა;
სისუსტე.
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
სისხლში კრეატინინისა და შარდოვანას მომატება;;
პირის სიმშრალე;
ხელებსა და ფეხებში დაბუჟებისა და ჩხვლეტის შეგრძნება;
შარდვის გაძნელება (მაგ.: პროსტატის ჰიპერპლაზიის გამო).
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
სისხლის გასქელების შედეგად სისხლძარღვების შევიწროება ან დახშობა;
ნორმასთან შედარებით სისხლის წნევის დაქვეითება;
ცირკულაციური პრობლემები, განსაკუთრებით წამოდგომისას;
არარეგულარული გულისცემა;
სტენოკარდია (მდგომარეობა, რომელიც ხშირად ხასიათდება მკერდში ძლიერი ტკივილით);
მიოკარდიუმის ინფარქტი;
გულისწასვლა;
პანკრეასის ანთება;
ალერგიული რეაქციები, როგორიცაა: ქავილი და გამონაყარი;
მზის სინათლეზე კანის მომატებული მგრძნობელობა;
კანის მძიმე რეაქციები;
ერითროციტების, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში;
მხედველობის პრობლემები;
ყურებში ხმაური ან წუილი;
სმენის დაკარგვა.
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)
თავის ტვინში სისხლის ნაკადის დაქვეითება;
ცნობიერების დაბინდვა.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
გვერდითი მოვლენების განვითარებისას საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია:
წამლებისა და სამკურნალო პროდუქტების ფედერალურ ინსტიტუტში
ფარმაკოზედამხედველობის დეპარტამენტი
კურტ-გეორგ-კისინგერ ალეე 3
D-53175 ბონი
ვებგვერდი: http://www.bfarm.de
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ტორასემიდი.
1 ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ტორასემიდს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაღალდისპერსიული სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი (Ph.Eur) [მცენარეული].
ტორაგამა 20 მგ ტაბლეტების ფორმა და შეფუთვა
თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის ტაბლეტები ორივე მხარეს გამყოფი ხაზით
შეფუთვაში მოთავსებულია 10, 30, 50, 60 და 100 ტაბლეტები.
ჰოსპიტალური შეფუთვა - 30 და 300 ტაბლეტი.
ყველა შეფუთვა ბაზარზე შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
Wörwag Pharma GmbH & Co. KG
Flugfeld-Allee 24
71034 Böblingen
Tel.: +49 (0) 7031 6204-0
Fax: +49 (0) 7031 6204-31
E-Mail: [email protected]
ვოერვაგ ფარმა გმბჰ &კო.კგ
ფლუგფელდ-ალეე 24
71034 ბიობლინგენი
ტელ.: +49-7031-6204-0
ფაქსი: +49-7031-6204-31
ელ-ფოსტა: [email protected]
თანადისტრიბუტორი
AAA-Pharma GmbH
Flugfeld-Allee 24
71034 Böblingen
E-Mail: [email protected]
ააა-ფარმა გმბჰ
ფლუგფელდ-ალეე 24
71034 ბიობლინგენი
ელ-ფოსტა: [email protected]
შენახვის პირობები
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება კოლოფზე/შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ტაბლეტები მგრძნობიარე ნესტის მიმართ და ადვილად იშლება. ამიტომ მათი შენახვა მიღებამდე უნდა მოხდეს ორიგინალური შეფუთვით.
არ არის მოწოდებული შენახვის სპეციალური ტემპერატურული პირობები.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში (არ შეიძლება გადაგდება ტუალეტში ან წყლის ნიჟარაში). გამოუყენებელი მედიკამენტების გადასაგდებად საჭიროა ფარმაცევტთან კონსულტაცია. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია: www.bfarm.de/arzneimittelentsorgung
შეფუთის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
ტორაგამა® 20 მგ ტაბლეტები
ტორასემიდი
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის მიცემა. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.
თუ განვითარდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, უნდა ეცნობოს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ტორაგამა 20 მგ ტაბლეტები და მათი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ტორაგამა 20 მგ ტაბლეტების მიღებამდე;
ტორაგამა 20 მგ ტაბლეტების მიღების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
ტორაგამა 20 მგ ტაბლეტების შენახვის წესი;
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს ტორაგამა 20 მგ ტაბლეტები და მისი გამოყენება
ტორაგამა 20 მგ ტაბლეტები არის დიურეზული საშუალება, ანუ მედიკამენტი, რომელიც ზრდის შარდის გამოყოფას (შარდმდენი).
ტორაგამა 20 მგ ტაბლეტები გამოიყენება შეშუპების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმში სითხის შეკავებით.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ტორაგამა 20 მგ ტაბლეტების მიღებამდე
დაუშვებელია ტორაგამა 20 მგ ტაბლეტების მიღება:
თუ პაციენტი ალერგიულია
ტორასემიდის ან მე-6 პარაგრაფში ჩამოთვლილი სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
სტრუქტურულად მსგავსი მედიკამენტების (ე.წ. სულფონილშარდოვანები) მიმართ, რომლებიც გამოიყენება სისხლში შაქრის მაღალი დონის სამკურნალოდ და შეიცავენ აქტიურ ნივთიერებებეს, რომელთა სახელწოდების დაბოლოებაა “-მიდი”.
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის უკმარისობა შარდის არასაკმარისი წარმოქმნით;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, რასაც თან ახლავს ცნობიერების დაბინდვა;
თუ პაციენტს აღენიშნება დაბალი სისხლის წნევა;
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლის მოცულობის შემცირება;
ძუძუთი კვების დროს;
თუ პაციენტს აღენიშნება ნატრიუმის ან კალიუმის ნაკლებობა სისხლში;
თუ პაციენტს აღენიშნება საშარდე გზების პრობლემები, რომელიც გამოწვეულია პროსტატის გადიდებით;
თუ პაციენტს აღენიშნება პოდაგრა;
თუ პაციენტს არარეგულარული გულისცემა აქვს;
თუ პაციენტი იღებს მედიკამენტებს ინფექციის სამკურნალოდ, როგორიცაა: ცეფექსიმი, ცეფუროქსიმი, ცეფაკლორი, ცეფალექსინი, ცეფადროქსილი, ცეფპოდოქსიმის პროქსეტილი, კანამიცინი, ნეომიცინი, გენტამიცინი, ამიკაცინი ან ტობრამიცინი;
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის დაქვეითებული ფუნქციაა თირკმლის დამაზიანებელი მედიკამენტების მიღების გამო.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ტორაგამა 20 მგ ტაბლეტების მიღებამდე საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს:
მჟავებისა და ტუტეები რაოდენობის პათოლოგიური ცვლილებები ორგანიზმში;
სისხლის საერთო ანალიზის ცვლილებები;
ლითიუმით მკურნალობა - გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ;
დიაბეტი.
ტორასემიდით ხანგრზლივი მკურნალობის დროს მკურნალი ექიმი რეგულარულად შეამოწმებს სისხლის მოცულობას, განსაკუთრებით თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს, აქვს დიაბეტი ან აღენიშნება არითმია.
ბავშვები
ტორასემიდი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაის მოზარდებში.
დოპინგის მიზნით ბოროტად გამოყენების შედეგები
ტორაგამა 20 მგ ტაბლეტების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დოპინგის კონტროლის ტესტის დადებითი შედეგი. დოპინგის მიზნით ტორაგამა 20 მგ ტაბლეტების ბოროტად გამოყენებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჯანმრთელობას.
ტორაგამა 20 მგ ტაბლეტების სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი მედიკამენტი.
ქვემოთ ჩამოთვლილმა მედიკამენტებმა შეიძლება გააძლიერონ ტორაგამა 20 მგ ტაბლეტების ეფექტი ან მათზე იქონიოს გავლენა ტორაგამა 20 მგ ტაბლეტებმა:
მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო მედიკამენტები, განსაკუთრებით მედიკამენტები, რომელთა აქტიური ნივთიერებების სახელწოდება ბოლოვდება „-პრილით“;
მედიკამენტები, რომლებიც აძლიერებენ გულის გადატუმბვის უნარს როგორიცაა დიგიტოქსინი, დიგოქსინი ან მეთილდიგოქსინი;
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ;
პრობენეციდი, გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ;
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ანთებისა და ტკივილის სამკურნალოდ, როგორიცაა: აცეტილსალიცილის მჟავა ან ინდომეტაცინი;
სულფასალაზინი, მესალაზინი ან ოლსალაზინი - მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ნაწლავების ანთებითი დაავადების სამკურნალოდ;
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა: ცეფექსიმი, ცეფუროქსიმი, ცეფაკლორი, ცეფალექსინი, ცეფადროქსილი, ცეფპოდოქსიმის პროქსეტილი, კანამიცინი, ნეომიცინი, გენტამიცინი, ამიკაცინი ან ტობრამიცინი;
პლატინის შემცველი მედიკმენტები, როგორიცაა ცისპლატინი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ);
ლითიუმი - გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ;
თეოფილინი - გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ;
კუნთების ზოგიერთი რელაქსანტი, რომელთა აქტიური ნივთიერებების სახელწოდება მთავრდება „კურონიუმ“-ით ან „კურიუმ“-ით;
შეკრულობის სამკურნალო ნებისიერი მედიკამენტი;
კორტიზონის შემცველი მედიკამენტები, როგორიცაა: ჰიდროკორტიზონი, პრედნიზონი ან პრედნიზოლონი;
ქოლესტირამინი - მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სისხლში ლიპიდების დონის დასაქვეითებლად;
ადრენალინი ან ნორადრენალინი - გამოიყენება სისხლის წნევის გასაზრდელად;
ვარფარინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სისხლის თრომბოზის სამკურნალოდ).
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ფეხმძიმობა
ტორაგამა 20 მგ ტაბლეტები არ უნდა იქნას მიღებული ფეხმძიმობის დროს, თუ არ არის აბსოლუტური ჩვენება. გამოყენებულ უნდა იქნას უმცირესი ეფექტიანი დოზა.
ძუძუთი კვება
ტორაგამა 20 მგ ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს, რადგან შეიძლება საზიანო იყოს ბავშვისათვის.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ტორაგამა 20 მგ ტაბლეტების მიღებისას შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა ან გაბრუება, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, დოზის გაზრდისას და პრეპარატის შეცვლის ან დამატებითი მედიკამენტის მიღების დაწყების, ან ალკოჰოლთან ერთად მიღების დროს. თუ ქვეითდება რეაქციის უნარი, პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი ან სხვა მექანიზმები.
ტორაგამა 20 მგ ტაბლეტები შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად „ნატრიუმისაგან თავისუფალია“.
ტორაგამა 20 მგ ტაბლეტების მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
რეკომენდებული დოზაა:
შენიშვნა:
ტორაგამა 20 მგ ტაბლეტები არ გამოიყენება მკურნალობის საწყის ეტაპზე აქტიური ნივთიერების მაღალი შემცველობის გამო.
შეშუპების მკურნალობა, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმში სითხის შეკავებით
5 მგ ტორასემიდი ერთხელ დღეში.
აქტიური ნივთიერების შესაბამისი დოზის შემცველი ტაბლეტები ხელმისაწვდომია ამ მიზნისათვის.
მოცემული დოზა ჩვეულებრივ შემანარჩუნებელი დოზაა.
მკურნალობა 10 მგ ტორასემიდით დღეში ნაჩვენებია, თუ ჩვეულებრივი დოზა 5 მგ ტორასემიდი დღეში არაადეკვატურად მოქმედებს.
იმ შემთხვევაში თუ დღეში 10 მგ ტორასემიდის ეფექტი არასაკმარისია, კლინიკური მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით, დოზა შეიძლება გაიზარდოს ტორაგამა 20 მგ 1 ტაბლეტამდე დღეში (ექვივალენტურია 20 მგ ტორასემიდის).
ხელმისავდომია ტაბლეტები აქტიური ნივთიერების უფრო დაბალი დოზის შემცველობით.
ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება
ბავშვებსა და მოზარდებში არასაკმარისი მონაცემების გამო ტორასემიდი არ არის რეკომენდებული ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის.
ღვიძლის ფუნქციის ნაკლებად მძიმე დარღვევის მქონე პაციენტები
მკურნალი ექიმი მოახდენს ყურადღებით მონიტორინგს, რადგან სისხლში შეიძლება მოიმატოს ტორასემიდის რაოდენობამ.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმული პაციენტებისათვის განსხვავებული დოზირების რეკომენდაციები არ არის მოწოდებული.
მიღების მეთოდი
ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს ყოველ დილით, მთლიანად, კვებისგან დამოუკიდებლად, 100 მლ წყლის (1/2 ჭიქა) მიყოლებით.
ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.
მიღების ხანგრძლივობა
მედიკამენტით მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. ტორაგამა 20 მგ ტაბლეტების მიღება შეიძლება გაგრძელდეს უწტყვეტად რამდენიმე წლის განმავლობაში ან სანამ არ ალაგდება ქსოვილებში სითხის დაგროვება.
ტორაგამა 20 მგ ტაბლეტების დოზის გადაჭარბებისას
დიდი რაოდენობით ტაბლეტების მიღებისას საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს დიდი რაოდენობით წყლის (შარდის) გამოყოფა, ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა, სისუსტე, არტერიული წნევის დაცემა, ცირკულატორული კოლაფსი და კუჭის პრობლემები.
ექიმთან მიმართვისას პაციენტმა თან უნდა იქონიოს დარჩენილი ტაბლეტები, ასევე კოლოფი, რათა ადვილად მოხდეს მიღებული ტაბლეტების იდენტიფიცირება.
ტორაგამა 20 მგ ტაბლეტების მიღების დავიწყებისას
გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე იმავე დღეს ან შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს მეორე დღეს, ჩვეულ დროს.. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ტორაგამა 20 მგ ტაბლეტების მიღების შეწყვეტისას
მკურნალობის შეწყვეტა არ უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან ეს შეიძლება საზიანო იყოს პაციენტებისათვის და დააქვეითოს მკურნალობის ეფექტიანობა.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.
გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ქვემოთ ჩამოთვლილი სიხშირის მიხედვით:
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ორგანიზმში წყლისა და მინერალური მარილების შემცველობის დარღვევა, განსაკუთრებით, როცა მარილების მიღება მნიშვნელოვნად შეზღუდულია;
ჭარბი ტუტიანობა ორგანიზმში;
კუნთების სპაზმები, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში;
შარდმჟავას, შაქრისა და ცხიმების (ტრიგლიცერიდები, ქოლესტერინი) მომატება სისხლში;
კალიუმის და ნატრიუმის დაქვეითებული დონე სისხლში;
სისხლის მოცულობის შემცირება;
კუჭ-ნაწლავის პრობლემები, როგორიცაა: მადის დაკარგვა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა;
ღვიძლის გარკვეული ფერმენტების დონის მომატება, როგორიცაა გგტ;
თავის ტკივილი;
თავბრუსხვევა;
დაღლილობა;
სისუსტე.
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
სისხლში კრეატინინისა და შარდოვანას მომატება;;
პირის სიმშრალე;
ხელებსა და ფეხებში დაბუჟებისა და ჩხვლეტის შეგრძნება;
შარდვის გაძნელება (მაგ.: პროსტატის ჰიპერპლაზიის გამო).
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
სისხლის გასქელების შედეგად სისხლძარღვების შევიწროება ან დახშობა;
ნორმასთან შედარებით სისხლის წნევის დაქვეითება;
ცირკულაციური პრობლემები, განსაკუთრებით წამოდგომისას;
არარეგულარული გულისცემა;
სტენოკარდია (მდგომარეობა, რომელიც ხშირად ხასიათდება მკერდში ძლიერი ტკივილით);
მიოკარდიუმის ინფარქტი;
გულისწასვლა;
პანკრეასის ანთება;
ალერგიული რეაქციები, როგორიცაა: ქავილი და გამონაყარი;
მზის სინათლეზე კანის მომატებული მგრძნობელობა;
კანის მძიმე რეაქციები;
ერითროციტების, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში;
მხედველობის პრობლემები;
ყურებში ხმაური ან წუილი;
სმენის დაკარგვა.
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)
თავის ტვინში სისხლის ნაკადის დაქვეითება;
ცნობიერების დაბინდვა.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
გვერდითი მოვლენების განვითარებისას საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია:
წამლებისა და სამკურნალო პროდუქტების ფედერალურ ინსტიტუტში
ფარმაკოზედამხედველობის დეპარტამენტი
კურტ-გეორგ-კისინგერ ალეე 3
D-53175 ბონი
ვებგვერდი: http://www.bfarm.de
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ტორაგამა 20 მგ ტაბლეტების შენახვის წესი
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება კოლოფზე/შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ტაბლეტები მგრძნობიარე ნესტის მიმართ და ადვილად იშლება. ამიტომ მათი შენახვა მიღებამდე უნდა მოხდეს ორიგინალური შეფუთვით.
არ არის მოწოდებული შენახვის სპეციალური ტემპერატურული პირობები.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში (არ შეიძლება გადაგდება ტუალეტში ან წყლის ნიჟარაში). გამოუყენებელი მედიკამენტების გადასაგდებად საჭიროა ფარმაცევტთან კონსულტაცია. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია: www.bfarm.de/arzneimittelentsorgung
შეფუთის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ტორაგამა 20 მგ ტაბლეტები
აქტიური ნივთიერებაა ტორასემიდი.
1 ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ტორასემიდს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაღალდისპერსიული სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი (Ph.Eur) [მცენარეული].
ტორაგამა 20 მგ ტაბლეტების ფორმა და შეფუთვა
თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის ტაბლეტები ორივე მხარეს გამყოფი ხაზით
შეფუთვაში მოთავსებულია 10, 30, 50, 60 და 100 ტაბლეტები.
ჰოსპიტალური შეფუთვა - 30 და 300 ტაბლეტი.
ყველა შეფუთვა ბაზარზე შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
Wörwag Pharma GmbH & Co. KG
Flugfeld-Allee 24
71034 Böblingen
Tel.: +49 (0) 7031 6204-0
Fax: +49 (0) 7031 6204-31
E-Mail: [email protected]
ვოერვაგ ფარმა გმბჰ &კო.კგ
ფლუგფელდ-ალეე 24
71034 ბიობლინგენი
ტელ.: +49-7031-6204-0
ფაქსი: +49-7031-6204-31
ელ-ფოსტა: [email protected]
თანადისტრიბუტორი
AAA-Pharma GmbH
Flugfeld-Allee 24
71034 Böblingen
E-Mail: [email protected]
ააა-ფარმა გმბჰ
ფლუგფელდ-ალეე 24
71034 ბიობლინგენი
ელ-ფოსტა: [email protected]
მწარმოებელი
Artesan Pharma GmbH & Co. KG
Wendlandstraße 1
D-29439 Lüchow
Deutschland
არტეზან ფარმა გმბჰ &კო.კგ
ვენდლანშტრასე 1
D-29439 ლიუხოვი
გერმანია
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2023 წლის ივნისი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



