ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტითრომბოზული საშუალებები

ტიკაგრელორი ნორმონი 90მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG

Ticagrelor Normon 90mg comprimidos recubiertos con película EFG

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ტიკაგრელორი ნორმონის მიღებამდე

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტიკაგრელორი (ticagrelor)
ფორმა და შეფუთვა
90მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №56
მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტითრომბოზული საშუალებები, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები, გარდა ჰეპარინისა
ATC კოდი
B01AC24
რეგისტრაციის ნომერი
რ-045283
რეგისტრირებულია
24 აპრილი 2026, მოქმედებს 15 თებერვალი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
ურთიერთქმედების შემოწმებატიკაგრელორი ნორმონი 90მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG და სხვა წამალი ერთად

ტიკაგრელორი ნორმონი 90მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ტიკაგრელორი ნორმონის მიღებამდე

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

რა რაოდენობით მიიღება მედიკამენტი

საწყისი დოზაა ორი ტაბლეტი ერთდროულად (დატვირთვითი დოზა 180 მგ). ეს დოზა ჩვეულებრივ მიიღება ჰოსპიტალში;

ამ საწყისი დოზის შემდეგ ჩვეულებრივი დოზაა 90 მგ ორჯერ დღეში 12 თვემდე, სანამ ექიმი არ შეცვლის დანიშნულებას;

მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს (მაგ.: ერთი ტაბლეტი დილით და ერთი საღამოს).

ტიკაგრელორი ნორმონის მიღება სისხლის შედედების საწინააღმდეგო სხვა მედიკამენტებთან ერთად

ექიმი ჩვეულებრივ დანიშნავს აცეტილსალიცილის მჟავას. ეს არის ნივთიერება, რომელიც შედის სისხლის შედედების საწინააღმდეგო ბევრ მედიკამენტში. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს დოზას (ჩვეულებრივ 75 მგ-150 მგ დღეში).

როგორ მიიღება ტიკაგრელორი ნორმონი

მედიკამენტის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან კვებისგან დამოუკიდებლად;

56-ტაბლეტიანი შეფუთვისათვის პაციენტმა უნდა შეამოწმოს, როდის მიიღო ტიკაგრელორი ნორმონის ბოლო ტაბლეტი ბლისტერზე დახედვით. ბლისტერზე არის სიმბოლო მზე (დილა) და მთვარე (საღამო). ეს პაციენტს მიანიშნებს, როდის მიიღო დოზა.

თუ პაციენტს უჭირს ტაბლეტის გადაყლაპვა

თუ პაციენტს უჭირს ტაბლეტის გადაყლაპვა, შეიძლება მისი გასრესვა და შერევა წყალთან შემდეგნაირად:

ტაბლეტი უნდა გაისრისოს წვრილი ფხვნილის სახით;

ფხვნილი უნდა ჩაიყაროს ნახევარ ჭიქა წყალში;

საჭიროა მისი შენჯღრევა და მაშინათვე დალევა;

იმისთვის, რომ მედიკამენტი არ დარჩეს ჭიქაში, ცარიელ ჭიქაში უნდა ჩაისხას ნახევარი ჭიქა წყალი და დაილიოს.

თუ პაციენტი ჰოსპიტალში იმყოფება, ტაბლეტი შეიძლება მისცენ წყალთან შერეული და ნაზოგასტრალური ზონდის საშუალებით.

ტიკაგრელორი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

ტიკაგრელორის დიდი რაოდენობით მიღებისას საჭიროა ექიმთან ან ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს მედიკამენტის შეფუთვა. პაციენტს შეიძლება სისხლდენის გაზრდილი რისკი ჰქონდეს.

დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით მიღებისას, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსხურში დარეკვა, ესპანეთის ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

ტიკაგრელორი ნორმონის მიღების დავიწყებისას

მედიკამენტის დოზის მიღების დავიწყებისას უნდა მოხდეს შემდეგი დოზის მიღება ჩვეულ დროს.

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

ტიკაგრელორი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას

ტიკაგრელორის მიღება არ უნდა შეწყდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს რეგულარულად და ექიმის მიერ დანიშნული ხანგრძლივობით. ტიკაგრელორის მიღების შეწყვეტისას შეიძლება გაიზარდოს განმეორებითი მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის განვითარების ან გულის ან სისხლძარღვების დაავადებასთან დაკავშირებული სიკვდილის ალბათობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია ტიკაგრელორის ან ამ მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. პარაგრაფში 6);

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლდენა;

თუ პაციენტს გადატანილი აქვს ინსულტი, რომელიც გამოწვეულია თავის ტვინში სისხლდენით;

თუ პაციენტს ღვიძლის მძიმე დაავადება აქვს;

თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:

კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ)

კლარითრომიცინი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ);

ნეფაზოდონი (ანტიდეპრესანტი);

რიტონავირი და ატაზანავირი (გამოიყენება აივ ინფექციის და შიდსის სამკურნალოდ).

დაუშვებელია ტიკაგრელორის მიღება, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ეხება პაციენტს. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის მიღებამდე.

სიფრთხილის ზომები

ტიკაგრელორი ნორმონით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

თუ პაციენტს სისხლდენის გაზრდილი რისკი აქვს შემდეგი მდგომარეობების გამო:

უახლეს წარსულში გადატანილი სერიოზული ტრავმა;

უახლეს წარსულში გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია (მათ შორის, სტომატოლოგიური, საჭიროა სტომატოლოგთან კონსულტაცია);

მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე;

უახლეს წარსულში კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენა (როგორიცაა, კუჭის წყლული ან მსხვილი ნაწლავის „პოლიპები“).

თუ პაციენტს უნდა გაუკეთდეს ქირურგიული ოპერაცია (მათ შორის, სტომატოლოგიური) ტიკაგრელორის მიღებისას ნებისმიერ დროს, რადგან იზრდებს სისხლდენის რისკი. ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს მედიკამენტი ოპერაციამდე 5 დღით ადრე;

თუ პაციენტს პათოლოგიურად ნელი გულისცემის სიხშირე აქვს (ჩვეულებრივ 60 დარტყმა წუთში) და ჯერ არ აქვს იმპლანტირებული კარდიოსტიმულატორი;

თუ პაციენტს აქვს ასთმა ან ფილტვების სხვა პრობლემები, ან სუნთქვის გაუარესება;

თუ პაციენტს აღენიშნება არარეგულარული სუნთქვა, როგორიცაა სუნთქვის გახშირება, შენელება ან მცირე პაუზები სუნთქვის დროს. ექიმი გადაწყვეტს, საჭიროებს თუ არა პაციენტი შემდგომ გამოკვლევას;

თუ პაციენტს აღენიშნებოდა ღვიძლის პრობლემები ან ჰქონდა დაავადება, რომელსაც შეიძლება გავლენა მოეხდინა ღვიძლზე;

თუ პაციენტმა გაიკეთა სისხლის ანალიზი, რომელმაც აჩვენა შარდმჟავას მომატებული დონე.

თუ პაციენტს ეხება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი (ან არ არის დარწმუნებული), უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის მიღებამდე.

თუ პაციენტი ერთდროულად იღებს ტიკაგრელორს და ჰეპარინს:

ექიმმა შეიძლება აიღოს სისხლის ანალიზი, თუ ეჭვს მიიტანს ჰეპარინით გამოწვეულ თრომბოციტების იშვიათ დარღვევაზე. მნიშვნელოვანია, ექიმს ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ტიკაგრელორს და ჰეპარინს, რადგან ტიკაგრელორმა შეიძლება გავლენა იქონიოს დიაგნოსტიკურ ანალიზზე.

ბავშვები და მოზარდები

ტიკაგრელორი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი. ტიკაგრელორმა შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედების მექანიზმზე და ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოადინოს ტიკაგრელორზე.

ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:

როზუვასტატინი (გამოიყენება მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ);

დღეში 40 მგ-ზე მეტი სიმვასტატინი ან ლოვასტატინი (გამოიყენება მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ);

რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი);

ფენიტოინი, კარბამაზეპინი და ფენობარბიტალი (გამოიყენება გულყრების გასაკონტროლებლად);

დიგოქსინი (გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ);

ციკლოსპორინი (გამოიყენება ორგანიზმის დამცველობითი უნარის დასაქვეითებლად);

ქინიდინი და დილტიაზემი (გამოიყენება არითმიის დროს);

ბეტა ბლოკატორები და ვერაპამილი (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ);

მორფინი და სხვა ოპიოიდები (გამოიყენება ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ).

განსაკუთრებით, მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, რომელიც ზრდის სისხლდენის რისკს:

“პერორალური ანტიკოაგულანტები”, რომლებსაც ხშირად “სისხლის გამათხევადებლებს” უწოდებენ, მოიცავს ვარფარინს;

არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატები (NSAID), რომლებიც ხშირად მიიღება ტკივილგამაყუჩებლების სახით, როგორიცაა იბუპროფენი და ნაპროქსენი;

სერტონონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (SSRI), მიიღება ანტიდეპრესანტების სახით, როგორიცაა; პაროქსეტინი, სერტრალინი და ციტალოპრამი;

სხვა მედიკამენტები, როგორიცაა კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების დროს), კლარითრომიცინი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს), ნეფაზოდონი (ანტიდეპრესანტი), რიტონავირი და ატაზანავირი (გამოიყენება აივ ინფექციის და შიდსის დროს), ცისაპრიდი (გამოიყენება გულძმარვის დროს), ჭვავის რქის ალკალოიდები (გამოიყენება შაკიკის და თავის ტკივილის დროს).

ასევე, ექიმს უნდა ეცნობოს, როცა პაციენტი იღებს ტიკაგრელორს, მას შეიძლება ჰქონდეს სისხლდენის გაზრდილი რისკი, თუ ექიმი მას დაუნიშნავს ფიბრინოლიზურ პრეპარატებს, ე.წ. “თრომბის დამშლელებს”, როგორიცაა სტრეპტოკონაზა ან ალტეპლაზა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ არის რეკომენდებული ტიკაგრელორის გამოყენება, თუ პაციენტი ორსულად არის ან შეიძლება იყოს ორსულად. ქალებმა უნდა გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო შესაბამისი ზომები ორსულობის თავიდან ასაცილებლად ამ მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში.

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს. მკურნალი ექიმი პაციენტთან ერთად განიხილავს ტიკაგრელორის ბენეფიტებსა და რისკებს ძუძუღი კვების დროს.

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არის მოსალოდნელი, რომ ტიკაგრელორმა გავლენა იქონიოს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუ პაციენტს ამ მედიკამენტის მიღებისას აღენიშნება თავბრუსხვევა ან ცნობიერების დაბინდვა, სიფრთხილეა საჭირო ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვისას.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად ამ მედიკამენტმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ამ მედიკამენტის მიღებისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ტიკაგრელორი გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე, ამიტომ ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები დაკავშირებულია სისხლდენასთან. სისხლდენა შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილში. ზოგიერთი სისხლდენა ხშირია (როგორიცაა სისხლჩაქცევები და ცხვირიდან სისხლდენა). ძლიერი სისხლდენა არ არის ხშირი, მაგრამ შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს.

საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი – პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას:

სისხლდენა თავის ტვინში და თავის ქალაში არახშირი გვერდითი მოვლენაა და შეიძლება გამოიწვიოს ინსულტის ნიშნები, როგორიცაა:

უეცრად განვითარებული ხელების, ფეხების ან სახის დაბუჟება ან სისუსტე, განსაკუთრებით სხეულის ცალ მხარეს;

უეცრად განვითარებული ცნობიერების დაბინდვა, ლაპარაკის ან სხვების ლაპარაკის გაცნობიერების გართულება;

სიარულის უეცრად გაძნელება ან წონასწორობის ან კოორდინაციის დაკარგვა;

უეცრად განვითარებული თავბრუსხვევ ან ძლიერი თავის ტკივილი ცნობილი მიზეზის გარეშე.

სისხლდენის ნიშნები, როგორიცაა:

სისხლდენა, რომელიც ძლიერია და ვერ კონტროლდება;

მოულოდნელი სისხლდენა ან გახანგრძლივებული სისხლდენა;

ვარდისფერი, წითელი ან ყავისერი შარდი;

ღებინება წითელი სისხლით ან „ყავის მარცვლების“ მსგავსი მასით;

წითელი ან შავი განავალი („კუპრისფერი“);

ხველა ან ღებინება სისხლის კოლტებით.

გულისწასვლა (სინკოპე)

ცნობიერების დროებითი დაკარგვა თავის ტვინში სისხლის ნაკადის უეცრად დაქვეითების გამო (ხშირი).

სისხლის შედედების პრობლემის ნიშნები, ე.წ. თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა (TTP), როგორიცაა:

ცხელება და იასამნისფერი ლაქები (პურპურა) კანზე ან პირის ღრუში კანის ან თვალების გაყვითლებასთან (სიყვითლე) ერთად ან მის გარეშე, აუხსნელი უკიდურესი დაღლილობა ან ცნობიერების დაბინდვა.

პაციენტმა ექიმთან უნდა განიხილოს, თუ აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი:

ქოშინის შეგრძნება – ძალიან ხშირი. შეიძლება გამოწვეული იყოს გულის დაავადებით ან სხვა მიზეზით, ან შეიძლება ტიკაგრელორის გვერდითი მოვლენა იყოს. ტიკაგრელორთან დაკავშირებული ქოშინი ძირითადად სუსტია და ხასიათდება უეცარი, მოულოდნელი ჰაერის უკმარისობით მოსვენებისას და შეიძლება განვითარდეს თერაპიის პირველ კვირებში და შეიძლება გაქრეს. თუ პაციენტს ქოშინი უარესდება ან ხანგრძლივად გრძელდება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ექიმი გადაწყვეტს, პაციენტი საჭიროებს თუ არა მკურნალობას ან შემდგომ გამოკვლევებს.

ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

შარდმჟავას მაღალი დონე სისხლში (ჩანს სისხლის ანალიზებში);

სისხლდენა, რომელიც გამოწვეულია სისხლის პათოლოგიებით.

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

სისხლჩაქცევა;

თავის ტკივილი;

თავბრუსხვევა ან ტრიალის შეგრძნება;

ფაღარათი ან დისპეფსია;

გულისრევა;

ყაბზობა;

გამონაყარი;

ქავილი;

სახსრების ძლიერი ტკივილი და შეშუპება – ეს არის პოდაგრის ნიშნები;

თავბრუსხვევა ან გაბრუება, მხედველობის დაბინდვა – ეს სისხლის დაბალი წნევის ნიშნებია;

ცხვირიდან სისხლდენა;

სისხლდენა ოპერაციის ან კანის გაჭრის (მაგ.: გაპარსვის) შემდეგ ან ჭრილობის შემდეგ უფრო ხშირად, ვიდრე ნორმალურია;

სისხლდენა კუჭიდან (წყლული);

სისხლდენა ღრძილებიდან.

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

ალერგიული რეაქცია – გამონაყარი, ქავილი ან სახის ან ტუჩების/ენის შეშუპება, შეიძლება ალერგიული რეაქციის ნიშნები იყოს;

ცნობიერების დაბინდვა;

მხედველობის პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია თვალში სისხლჩაქცევით;

ვაგინალური სისხლდენა, რომელიც არის ძლიერი ან ვითარდება ნორმალური მენსტრუალური სისხლდენისგან სხვა პერიოდში;

სისხლდენა სახსრებში და კუნთებში, რომელიც იწვევს მტკივნეულ შეშუპებას;

სისხლდენა ყურში;

შინაგანი სისხლდენა, რომელიც იწვევს თავბრუსხვევას ან გაბრუებას.

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)

ძალიან დაბალი გულისცემის სიხშირე (ჩვეულებრივ წუთში 60 დარტყმაზე ნაკლები)

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: https://www.noificaram.es.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა ტიკაგრელორი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 90 მგ ტიკაგრელორს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია:

ტაბლეტის შიგთავსი: მანიტოლი (E421), მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, კალციუმის კარმელოზა და მაგნიუმის სტეარატი.

აპკიანი გარსი: ჰიპრომელოზა, პროპილენგლიკოლი (E1520), ტალკი და რკინის ყვითელი ოქსიდი (E-172).

ტიკაგრელორი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ტაბლეტები არის მრგვალი, ორმხრივამობურცული, ყვითელი ფერის, აპკიანი გარსით დაფარული, აღნიშვნით „90“ ცალ მხარეს და მეორე მხარე – სადა.

ტიკაგრელორი ნორმონი ხელმისაწვდომია შეფუთვებით, რომლებიც შეიცავენ 56 ან 100 (ჰოსპიტალური შეფუთვა) ტაბლეტს ალუმინის/პვქ-პვდქ ბლისტერებზე (მზის/მთვარის სიმბოლოებით 56-ტაბლეტიან შეფუთვაზე).

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოსი – მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2024 წლის თებერვალი

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es

შენახვის პირობები

მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ბლისტერზე და შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი კონტეინერის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის ან კონტეინერების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისათვის

ტიკაგრელორი ნორმონი 90 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა;

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა;

ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი მიცემა სხვა პირებისათვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის;

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში,. იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ტიკაგრელორი ნორმონი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ტიკაგრელორი ნორმონის მიღებამდე

ტიკაგრელორი ნორმონის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ტიკაგრელორი ნორმონის შენახვის წესი

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს ტიკაგრელორი ნორმონი?

ტიკაგრელორი ნორმონი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ტიკაგრელორს. ის მიეკუთვნება თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო მედიკამენტების ჯგუფს.

რისთვის გამოიყენება ტიკაგრელორი ნორმონი?

ტიკაგრელორი ნორმონი აცეტილსალიცილის მჟავასთან (თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო სხვა აგენტი) გამოიყენება მხოლოდ ზრდასრულებში. პაციენტს ეს მედიკამენტი ენიშნება, თუ მას ჰქონდა:

მიოკარდიუმის ინფარქტი ან

არასტაბილური სტენოკარდია (სტენოკარდია ან მკერდში ტკივილი, რომელიც კარგად არ არის გაკონტროლებული).

ის აქვეითებს განმეორებითი მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის განვითარების ან გულთან და სისხლძარღვებთან დაკავშირებული დაავადებით გამოწვეული სიკვდილის ალბათობას.

როგორ მოქმედებს ტიკაგრელორი ნორმონი?

ტიკაგრელორი ნორმონი მოქმედებს უჯრედებზე, ე.წ. “სისხლის ფირფიტებზე’ (თრომბოციტებზე). ეს არის ძალიან პატარა სისხლის უჯრედები, რომლებიც აჩერებენ სისხლდენას ერთმანეთთან შეწებების და გაჭრილ ან დაზიანებულ სისხლძარღვებში ძალიან პატარა ხვრელების დაცობის გზით. თუმცა, თრომბოციტებს ასევე შეუძლიათ წარმოქმნან თრომბები გულის ან თავის ტვინის დაავადებულ სისხლძარღვებში. ეს შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს, რადგან:

თრომბმა შეიძლება სრულად შეწყვიტოს სისხლის მომარაგება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტი, ან

თრომბმა შეიძლება ნაწილობრივ დაახშოს გულის სისხლძარღვი, რაც ამცირებს გულში სისხლის ნაკადს და შეიძლება გამოიწვიოს მკერდის არეში პერიოდულად ტკივილი (ე.წ. “არასტაბილური სტენოკარდია”).

ტიკაგრელორი ხელს უშლის თრომბოციტების შეწებებას. ეს აქვეითებს სისლის თრომბის წარმოქმნის, რაც აქვეითებს სისხლის ნაკადს, ალბათობას

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ტიკაგრელორი ნორმონის მიღებამდე

დაუშვებელია ტიკაგრელორი ნორმონის მიღება:

თუ პაციენტი ალერგიულია ტიკაგრელორის ან ამ მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. პარაგრაფში 6);

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლდენა;

თუ პაციენტს გადატანილი აქვს ინსულტი, რომელიც გამოწვეულია თავის ტვინში სისხლდენით;

თუ პაციენტს ღვიძლის მძიმე დაავადება აქვს;

თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:

კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ)

კლარითრომიცინი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ);

ნეფაზოდონი (ანტიდეპრესანტი);

რიტონავირი და ატაზანავირი (გამოიყენება აივ ინფექციის და შიდსის სამკურნალოდ).

დაუშვებელია ტიკაგრელორის მიღება, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ეხება პაციენტს. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის მიღებამდე.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ტიკაგრელორი ნორმონით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

თუ პაციენტს სისხლდენის გაზრდილი რისკი აქვს შემდეგი მდგომარეობების გამო:

უახლეს წარსულში გადატანილი სერიოზული ტრავმა;

უახლეს წარსულში გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია (მათ შორის, სტომატოლოგიური, საჭიროა სტომატოლოგთან კონსულტაცია);

მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე;

უახლეს წარსულში კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენა (როგორიცაა, კუჭის წყლული ან მსხვილი ნაწლავის „პოლიპები“).

თუ პაციენტს უნდა გაუკეთდეს ქირურგიული ოპერაცია (მათ შორის, სტომატოლოგიური) ტიკაგრელორის მიღებისას ნებისმიერ დროს, რადგან იზრდებს სისხლდენის რისკი. ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს მედიკამენტი ოპერაციამდე 5 დღით ადრე;

თუ პაციენტს პათოლოგიურად ნელი გულისცემის სიხშირე აქვს (ჩვეულებრივ 60 დარტყმა წუთში) და ჯერ არ აქვს იმპლანტირებული კარდიოსტიმულატორი;

თუ პაციენტს აქვს ასთმა ან ფილტვების სხვა პრობლემები, ან სუნთქვის გაუარესება;

თუ პაციენტს აღენიშნება არარეგულარული სუნთქვა, როგორიცაა სუნთქვის გახშირება, შენელება ან მცირე პაუზები სუნთქვის დროს. ექიმი გადაწყვეტს, საჭიროებს თუ არა პაციენტი შემდგომ გამოკვლევას;

თუ პაციენტს აღენიშნებოდა ღვიძლის პრობლემები ან ჰქონდა დაავადება, რომელსაც შეიძლება გავლენა მოეხდინა ღვიძლზე;

თუ პაციენტმა გაიკეთა სისხლის ანალიზი, რომელმაც აჩვენა შარდმჟავას მომატებული დონე.

თუ პაციენტს ეხება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი (ან არ არის დარწმუნებული), უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის მიღებამდე.

თუ პაციენტი ერთდროულად იღებს ტიკაგრელორს და ჰეპარინს:

ექიმმა შეიძლება აიღოს სისხლის ანალიზი, თუ ეჭვს მიიტანს ჰეპარინით გამოწვეულ თრომბოციტების იშვიათ დარღვევაზე. მნიშვნელოვანია, ექიმს ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ტიკაგრელორს და ჰეპარინს, რადგან ტიკაგრელორმა შეიძლება გავლენა იქონიოს დიაგნოსტიკურ ანალიზზე.

ბავშვები და მოზარდები

ტიკაგრელორი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის.

სხვა მედიკამენტები და ტიკაგრელორი ნორმონი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი. ტიკაგრელორმა შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედების მექანიზმზე და ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოადინოს ტიკაგრელორზე.

ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:

როზუვასტატინი (გამოიყენება მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ);

დღეში 40 მგ-ზე მეტი სიმვასტატინი ან ლოვასტატინი (გამოიყენება მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ);

რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი);

ფენიტოინი, კარბამაზეპინი და ფენობარბიტალი (გამოიყენება გულყრების გასაკონტროლებლად);

დიგოქსინი (გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ);

ციკლოსპორინი (გამოიყენება ორგანიზმის დამცველობითი უნარის დასაქვეითებლად);

ქინიდინი და დილტიაზემი (გამოიყენება არითმიის დროს);

ბეტა ბლოკატორები და ვერაპამილი (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ);

მორფინი და სხვა ოპიოიდები (გამოიყენება ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ).

განსაკუთრებით, მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, რომელიც ზრდის სისხლდენის რისკს:

“პერორალური ანტიკოაგულანტები”, რომლებსაც ხშირად “სისხლის გამათხევადებლებს” უწოდებენ, მოიცავს ვარფარინს;

არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატები (NSAID), რომლებიც ხშირად მიიღება ტკივილგამაყუჩებლების სახით, როგორიცაა იბუპროფენი და ნაპროქსენი;

სერტონონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (SSRI), მიიღება ანტიდეპრესანტების სახით, როგორიცაა; პაროქსეტინი, სერტრალინი და ციტალოპრამი;

სხვა მედიკამენტები, როგორიცაა კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების დროს), კლარითრომიცინი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს), ნეფაზოდონი (ანტიდეპრესანტი), რიტონავირი და ატაზანავირი (გამოიყენება აივ ინფექციის და შიდსის დროს), ცისაპრიდი (გამოიყენება გულძმარვის დროს), ჭვავის რქის ალკალოიდები (გამოიყენება შაკიკის და თავის ტკივილის დროს).

ასევე, ექიმს უნდა ეცნობოს, როცა პაციენტი იღებს ტიკაგრელორს, მას შეიძლება ჰქონდეს სისხლდენის გაზრდილი რისკი, თუ ექიმი მას დაუნიშნავს ფიბრინოლიზურ პრეპარატებს, ე.წ. “თრომბის დამშლელებს”, როგორიცაა სტრეპტოკონაზა ან ალტეპლაზა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ არის რეკომენდებული ტიკაგრელორის გამოყენება, თუ პაციენტი ორსულად არის ან შეიძლება იყოს ორსულად. ქალებმა უნდა გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო შესაბამისი ზომები ორსულობის თავიდან ასაცილებლად ამ მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში.

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს. მკურნალი ექიმი პაციენტთან ერთად განიხილავს ტიკაგრელორის ბენეფიტებსა და რისკებს ძუძუღი კვების დროს.

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

არ არის მოსალოდნელი, რომ ტიკაგრელორმა გავლენა იქონიოს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუ პაციენტს ამ მედიკამენტის მიღებისას აღენიშნება თავბრუსხვევა ან ცნობიერების დაბინდვა, სიფრთხილეა საჭირო ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვისას.

ტიკაგრელორი ნორმონის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

რა რაოდენობით მიიღება მედიკამენტი

საწყისი დოზაა ორი ტაბლეტი ერთდროულად (დატვირთვითი დოზა 180 მგ). ეს დოზა ჩვეულებრივ მიიღება ჰოსპიტალში;

ამ საწყისი დოზის შემდეგ ჩვეულებრივი დოზაა 90 მგ ორჯერ დღეში 12 თვემდე, სანამ ექიმი არ შეცვლის დანიშნულებას;

მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს (მაგ.: ერთი ტაბლეტი დილით და ერთი საღამოს).

ტიკაგრელორი ნორმონის მიღება სისხლის შედედების საწინააღმდეგო სხვა მედიკამენტებთან ერთად

ექიმი ჩვეულებრივ დანიშნავს აცეტილსალიცილის მჟავას. ეს არის ნივთიერება, რომელიც შედის სისხლის შედედების საწინააღმდეგო ბევრ მედიკამენტში. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს დოზას (ჩვეულებრივ 75 მგ-150 მგ დღეში).

როგორ მიიღება ტიკაგრელორი ნორმონი

მედიკამენტის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან კვებისგან დამოუკიდებლად;

56-ტაბლეტიანი შეფუთვისათვის პაციენტმა უნდა შეამოწმოს, როდის მიიღო ტიკაგრელორი ნორმონის ბოლო ტაბლეტი ბლისტერზე დახედვით. ბლისტერზე არის სიმბოლო მზე (დილა) და მთვარე (საღამო). ეს პაციენტს მიანიშნებს, როდის მიიღო დოზა.

თუ პაციენტს უჭირს ტაბლეტის გადაყლაპვა

თუ პაციენტს უჭირს ტაბლეტის გადაყლაპვა, შეიძლება მისი გასრესვა და შერევა წყალთან შემდეგნაირად:

ტაბლეტი უნდა გაისრისოს წვრილი ფხვნილის სახით;

ფხვნილი უნდა ჩაიყაროს ნახევარ ჭიქა წყალში;

საჭიროა მისი შენჯღრევა და მაშინათვე დალევა;

იმისთვის, რომ მედიკამენტი არ დარჩეს ჭიქაში, ცარიელ ჭიქაში უნდა ჩაისხას ნახევარი ჭიქა წყალი და დაილიოს.

თუ პაციენტი ჰოსპიტალში იმყოფება, ტაბლეტი შეიძლება მისცენ წყალთან შერეული და ნაზოგასტრალური ზონდის საშუალებით.

ტიკაგრელორი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

ტიკაგრელორის დიდი რაოდენობით მიღებისას საჭიროა ექიმთან ან ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს მედიკამენტის შეფუთვა. პაციენტს შეიძლება სისხლდენის გაზრდილი რისკი ჰქონდეს.

დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით მიღებისას, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსხურში დარეკვა, ესპანეთის ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

ტიკაგრელორი ნორმონის მიღების დავიწყებისას

მედიკამენტის დოზის მიღების დავიწყებისას უნდა მოხდეს შემდეგი დოზის მიღება ჩვეულ დროს.

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

ტიკაგრელორი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას

ტიკაგრელორის მიღება არ უნდა შეწყდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს რეგულარულად და ექიმის მიერ დანიშნული ხანგრძლივობით. ტიკაგრელორის მიღების შეწყვეტისას შეიძლება გაიზარდოს განმეორებითი მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის განვითარების ან გულის ან სისხლძარღვების დაავადებასთან დაკავშირებული სიკვდილის ალბათობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად ამ მედიკამენტმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ამ მედიკამენტის მიღებისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ტიკაგრელორი გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე, ამიტომ ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები დაკავშირებულია სისხლდენასთან. სისხლდენა შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილში. ზოგიერთი სისხლდენა ხშირია (როგორიცაა სისხლჩაქცევები და ცხვირიდან სისხლდენა). ძლიერი სისხლდენა არ არის ხშირი, მაგრამ შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს.

საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი – პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას:

სისხლდენა თავის ტვინში და თავის ქალაში არახშირი გვერდითი მოვლენაა და შეიძლება გამოიწვიოს ინსულტის ნიშნები, როგორიცაა:

უეცრად განვითარებული ხელების, ფეხების ან სახის დაბუჟება ან სისუსტე, განსაკუთრებით სხეულის ცალ მხარეს;

უეცრად განვითარებული ცნობიერების დაბინდვა, ლაპარაკის ან სხვების ლაპარაკის გაცნობიერების გართულება;

სიარულის უეცრად გაძნელება ან წონასწორობის ან კოორდინაციის დაკარგვა;

უეცრად განვითარებული თავბრუსხვევ ან ძლიერი თავის ტკივილი ცნობილი მიზეზის გარეშე.

სისხლდენის ნიშნები, როგორიცაა:

სისხლდენა, რომელიც ძლიერია და ვერ კონტროლდება;

მოულოდნელი სისხლდენა ან გახანგრძლივებული სისხლდენა;

ვარდისფერი, წითელი ან ყავისერი შარდი;

ღებინება წითელი სისხლით ან „ყავის მარცვლების“ მსგავსი მასით;

წითელი ან შავი განავალი („კუპრისფერი“);

ხველა ან ღებინება სისხლის კოლტებით.

გულისწასვლა (სინკოპე)

ცნობიერების დროებითი დაკარგვა თავის ტვინში სისხლის ნაკადის უეცრად დაქვეითების გამო (ხშირი).

სისხლის შედედების პრობლემის ნიშნები, ე.წ. თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა (TTP), როგორიცაა:

ცხელება და იასამნისფერი ლაქები (პურპურა) კანზე ან პირის ღრუში კანის ან თვალების გაყვითლებასთან (სიყვითლე) ერთად ან მის გარეშე, აუხსნელი უკიდურესი დაღლილობა ან ცნობიერების დაბინდვა.

პაციენტმა ექიმთან უნდა განიხილოს, თუ აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი:

ქოშინის შეგრძნება – ძალიან ხშირი. შეიძლება გამოწვეული იყოს გულის დაავადებით ან სხვა მიზეზით, ან შეიძლება ტიკაგრელორის გვერდითი მოვლენა იყოს. ტიკაგრელორთან დაკავშირებული ქოშინი ძირითადად სუსტია და ხასიათდება უეცარი, მოულოდნელი ჰაერის უკმარისობით მოსვენებისას და შეიძლება განვითარდეს თერაპიის პირველ კვირებში და შეიძლება გაქრეს. თუ პაციენტს ქოშინი უარესდება ან ხანგრძლივად გრძელდება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ექიმი გადაწყვეტს, პაციენტი საჭიროებს თუ არა მკურნალობას ან შემდგომ გამოკვლევებს.

ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

შარდმჟავას მაღალი დონე სისხლში (ჩანს სისხლის ანალიზებში);

სისხლდენა, რომელიც გამოწვეულია სისხლის პათოლოგიებით.

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

სისხლჩაქცევა;

თავის ტკივილი;

თავბრუსხვევა ან ტრიალის შეგრძნება;

ფაღარათი ან დისპეფსია;

გულისრევა;

ყაბზობა;

გამონაყარი;

ქავილი;

სახსრების ძლიერი ტკივილი და შეშუპება – ეს არის პოდაგრის ნიშნები;

თავბრუსხვევა ან გაბრუება, მხედველობის დაბინდვა – ეს სისხლის დაბალი წნევის ნიშნებია;

ცხვირიდან სისხლდენა;

სისხლდენა ოპერაციის ან კანის გაჭრის (მაგ.: გაპარსვის) შემდეგ ან ჭრილობის შემდეგ უფრო ხშირად, ვიდრე ნორმალურია;

სისხლდენა კუჭიდან (წყლული);

სისხლდენა ღრძილებიდან.

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

ალერგიული რეაქცია – გამონაყარი, ქავილი ან სახის ან ტუჩების/ენის შეშუპება, შეიძლება ალერგიული რეაქციის ნიშნები იყოს;

ცნობიერების დაბინდვა;

მხედველობის პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია თვალში სისხლჩაქცევით;

ვაგინალური სისხლდენა, რომელიც არის ძლიერი ან ვითარდება ნორმალური მენსტრუალური სისხლდენისგან სხვა პერიოდში;

სისხლდენა სახსრებში და კუნთებში, რომელიც იწვევს მტკივნეულ შეშუპებას;

სისხლდენა ყურში;

შინაგანი სისხლდენა, რომელიც იწვევს თავბრუსხვევას ან გაბრუებას.

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)

ძალიან დაბალი გულისცემის სიხშირე (ჩვეულებრივ წუთში 60 დარტყმაზე ნაკლები)

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: https://www.noificaram.es.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ტიკაგრელორი ნორმონის შენახვის წესი

მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ბლისტერზე და შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი კონტეინერის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის ან კონტეინერების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ტიკაგრელორი ნორმონი

აქტიური ნივთიერებაა ტიკაგრელორი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 90 მგ ტიკაგრელორს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია:

ტაბლეტის შიგთავსი: მანიტოლი (E421), მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, კალციუმის კარმელოზა და მაგნიუმის სტეარატი.

აპკიანი გარსი: ჰიპრომელოზა, პროპილენგლიკოლი (E1520), ტალკი და რკინის ყვითელი ოქსიდი (E-172).

ტიკაგრელორი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ტაბლეტები არის მრგვალი, ორმხრივამობურცული, ყვითელი ფერის, აპკიანი გარსით დაფარული, აღნიშვნით „90“ ცალ მხარეს და მეორე მხარე – სადა.

ტიკაგრელორი ნორმონი ხელმისაწვდომია შეფუთვებით, რომლებიც შეიცავენ 56 ან 100 (ჰოსპიტალური შეფუთვა) ტაბლეტს ალუმინის/პვქ-პვდქ ბლისტერებზე (მზის/მთვარის სიმბოლოებით 56-ტაბლეტიან შეფუთვაზე).

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოსი – მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2024 წლის თებერვალი

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა