პრეპარატი რეგორინტა, რომელიც გამოიყენება ერთდროულად აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად, ნაჩვენებია ათეროთრომბოზული მოვლენების პროფილაქტიკისთვის ზრდასრულ პაციენტებში: - მწვავე კორონარული სინდრომით (მკს); - მიოკარდიუმის ინფარქტით (მი) ანამნეზში და ათეროთრომბოზული მოვლენების განვითარების მაღალი რისკით.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტიკაგრელორი (ticagrelor)
- ფორმა და შეფუთვა
- 90მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №56 (4X14)
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტითრომბოზული საშუალებები, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები გარდა ჰეპარინისა
- ATC კოდი
- B01AC24
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044292
- რეგისტრირებულია
- 11 ნოემბერი 2025, მოქმედებს 11 ნოემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
რეგორინტა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატი რეგორინტა, რომელიც გამოიყენება ერთდროულად აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად, ნაჩვენებია ათეროთრომბოზული მოვლენების პროფილაქტიკისთვის ზრდასრულ პაციენტებში:
- მწვავე კორონარული სინდრომით (მკს);
- მიოკარდიუმის ინფარქტით (მი) ანამნეზში და ათეროთრომბოზული მოვლენების განვითარების მაღალი რისკით.
მიღების წესი და დოზირება
პაციენტებმა, რომლებიც იღებენ რეგორინტას, ასევე უნდა მიიღონ აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი სადღეღამისო შემანარჩუნებელი დოზა (75-150 მგ) ყოველდღიურად, თუ არ არსებობს სპეციფიკური უკუჩვენებები.
მწვავე კორონარული სინდრომი
მკურნალობა პრეპარატით რეგორინტა უნდა დაიწყოს 180 მგ ერთჯერადი დატვირთვითი დოზით (ორი 90 მგ-იანი ტაბლეტი) და შემდეგ გაგრძელდეს 90 მგ-ით დღე-ღამეში ორჯერ.
მკს-ით დაავადებული პაციენტების თერაპია პრეპარატით რეგორინტათი რეკომენდებულია ჩატარდეს 90 მგ დოზით ორჯერ დღე-ღამეში 12 თვის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კლინიკური საჭიროებით გამოწვეულია პრეპარატის მიღების ადრეული შეწყვეტა.
მიოკარდიუმის ინფარქტი ანამნეზში
პრეპარატ რეგორინტას გამოყენება 60 მგ დოზით დღე-ღამეში ორჯერ წარმოადგენს რეკომენდებულ დოზას ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტების ხანგრძლივი მკურნალობისთვის მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში და ათეროთრომბოზული მოვლენის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებისათვის. მკურნალობა შეიძლება დაიწყოს ინტერვალის გარეშე როგორც თერაპიის გაგრძელება ერთი წლის განმავლობაში პრეპარატ რეგორინტას 90 მგ-ით საწყისი მკურნალობის შემდეგ ან ადენოზინდიფოსფატის (ადფ) რეცეპტორების სხვა ინჰიბიტორით თერაპიის გაგრძელება მკს-ს და ათეროთრომბოზული მოვლენის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში. მკურნალობა ასევე შეიძლება დაიწყოს მი-ს შემდეგ 2 წლამდე პერიოდში ან ადფ რეცეპტორის ინჰიბიტორით მანამდე ჩატარებული მკურნალობის შეწყვეტიდან ერთი წლის განმავლობაში. მონაცემები ტიკაგრელორის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ, როდესაც მკურნალობა გრძელდება 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შეზღუდულია.
პრეპარატის შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში, პრეპარატ რეგორინტას პირველი დოზა უნდა იქნას შეყვანილი სხვა ანტითრომბოციტული პრეპარატის ბოლო დოზის შეყვანიდან 24 საათის შემდეგ.
დოზის გამოტოვება
თავიდან უნდა იქნას აცილებული ინტერვალები თერაპიაში. პაციენტმა, რომელიც გამოტოვებს პრეპარატ რეგორინტა-ს დოზას, უნდა მიიღოს მხოლოდ ერთი ტაბლეტი (შემდეგი დოზა) დანიშნულ დროს.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებში ტიკაგრელორის გამოყენება არ არის შესწავლილი და, შესაბამისად, მისი გამოყენება პაციენტების ამ ჯგუფში უკუნაჩვენებია. ღვიძლის ფუნქციის საშუალო ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებში მისი გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. დოზის კორექცია არ არის რეკომენდებული, მაგრამ ტიკაგრელორი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით. ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ბავშვები
18 წლამდე ასაკის ბავშვებში ტიკაგრელორის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. არ არსებობს ხელმისაწვდომი მონაცემები ტიკაგრელორის გამოყენების შესახებ ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის მქონე ბავშვებში.
გამოყენების წესი
პერორალური გამოყენებისთვის.
რეგორინტას მიღება შესაძლებელია საკვების მიღების მიუხედავად.
პაციენტებისთვის, რომლებსაც უჭირთ ყლაპვა, ტაბლეტი(ები) უნდა დაიფქვას წვრილ ფხვნილამდე, შეერიოს ნახევარ ჭიქა წყალს და დაილიოს დაუყოვნებლივ. ჭიქა უნდა გამოივლოს კიდევ ნახევარი ჭიქა წყლით და შიგთავსი დაილიოს. ნარევი ასევე შეიძლება იქნას შეყვანილი ნაზოგასტრალური ზონდის მეშვეობით (CH8 ან უფრო დიდი ზომის). ნარევის შეყვანის შემდეგ აუცილებელია ნაზოგასტრალური მილის წყლით გამორეცხვა.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- აქტიური პათოლოგიური სისხლდენა;
- ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა ანამნეზში;
- ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;
- ტიკაგრელორის ერთდროული გამოყენება CYP3A4 ძლიერ ინჰიბიტორებთან (მაგალითად, კეტოკონაზოლთან, კლარითრომიცინთან, ნეფაზოდონთან, რიტონავირთან და ატაზანავირთან), ვინაიდან კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ტიკაგრელორის ექსპოზიციის მნიშვნელოვანი ზრდა.
სიფრთხილის ზომები
სისხლდენის რისკი
ტიკაგრელორის დანიშვნისას უნდა იქნას შეფასებული ათეროთრომბოზული მოვლენების პრევენციის სარგებელი და რისკი პაციენტებში სისხლდენის განვითარების გაზრდილი რისკით. კლინიკური ჩვენების არსებობისას ტიკაგრელორი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტების შემდეგ ჯგუფებში:
- პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება სისხლდენის განვითარებისადმი (მაგალითად, ახლო წარსულში მიღებული ტრავმის, ახლო წარსულში გადატანილი ქირურგიული ჩარევის, სისხლის შედედების დარღვევების, კუჭ-ნაწლავის აქტიური ან ახლო წარსულში გადატანილი სისხლდენის გამო) ან ტრავმის გაზრდილ რისკითან დაკავშირებით. ტიკაგრელორის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში აქტიური პათოლოგიური სისხლდენით, თავის ქალას შიდა სისხლჩაქცევით ანამნეზში და ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში;
- პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სამკურნალო პრეპარატებს, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ სისხლდენის რისკი (მაგალითად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს), პერორალური ანტიკოაგულანტები და/ან ფიბრინოლიზურები) ტიკაგრელორის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში.
ჯანმრთელ მოხალისეებში თრომბოციტების ტრანსფუზიამ არ გამოიწვია ტიკაგრელორის ანტიაგრეგანტული ეფექტის შეწყვეტა და, სავარაუდოდ, არ ექნება კლინიკური ეფექტი სისხლდენის მქონე პაციენტებში. ვინაიდან ტიკაგრელორის და დესმოპრესინის ერთდროულმა გამოყენებამ არ შეამცირა სისხლდენის დრო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დესმოპრესინი ეფექტური იქნება კლინიკური სისხლდენების გამოვლინებების შემთხვევაში.
ანტიფიბრინოლიზურმა თერაპიამ (ამინოკაპრონის ან ტრანექსამის მჟავა) და/ან თერაპიამ რეკომბინანტული ფაქტორით VIIa შეიძლება გააძლიერონ ჰემოსტაზი. ტიკაგრელორის გამოყენება შეიძლება იქნას განახლებული სისხლდენის მიზეზის დადგენისა და მისი კუპირების შემდეგ.
ოპერაციული ჩარევა
დაგეგმილი ოპერაციის წინ, სტომატოლოგთან ვიზიტამდე ან ახალი პრეპარატების მიღებამდე, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს, რომ იღებს ტიკაგრელორს.
PLATO-ს (თრომბოციტების ინჰიბირება და პაციენტების შედეგები - შეფასების სკალა) კვლევაში პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ აორტოკორონარული შუნტირება (აკშ), ტიკაგრელორის გამოყენებამ გამოიწვია სისხლდენების განვითარების შემთხვევების უფრო დიდი რაოდენობა კლოპიდოგრელთან შედარებით ქირურგიულ ჩარევამდე 1 დღით ადრე მიღების შეწყვეტისას, მაგრამ მასიური სისხლდენების განვითარების სიხშირე ტიკაგრელორის და კლოპიდოგრელის ჯგუფებში იყო მსგავსი 2 ან მეტი დღით ადრე ქირურგიული ჩარევამდე მიღების შეწყვეტის დროს. თუ პაციენტს ქირურგიული ჩარევა დაგეგმილი აქვს და ანტითრომბოციტული ეფექტი არ არის სასურველი, ტიკაგრელორის მიღება უნდა შეწყდეს ოპერაციამდე 5 დღით ადრე.
პაციენტები, რომლებმაც გადაიტანეს იშემიური ინსულტი
მკს-ის მქონე პაციენტებს, რომლებსაც გადაიტანეს იშემიური ინსულტი, შეუძლიათ გაიარონ 12 თვემდე ხანგრძლივობის მკურნალობა ტიკაგრელორის გამოყენებით (PLATO-ს კვლევა).
PEGASUS-ის კვლევაში არ იყვნენ ჩართულნი პაციენტები მი-თ ანამნეზში და წინასწარ გადატანილი გადატანილი იშემიური ინსულტით. მაშასადამე, ასეთი პაციენტების მკურნალობა 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ არის რეკომენდებული მონაცემთა არარსებობის გამო.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები
ტიკაგრელორის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით. ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტებში ტიკაგრელორის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია და, აქედან გამომდინარე, ასეთი პაციენტების მკურნალობისას რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა.
ბრადიკარდიული მოვლენების განვითარების რისკის მქონე პაციენტები
ჰოლტერის ეკგ-მონიტორინგმა აჩვენა პარკუჭოვანი ასისტოლიის უპირატესად ასიმპტომური ეპიზოდების სიხშირის ზრდა ტიკაგრელორით მკურნალობის დროს კლოპიდოგრელთან შედარებით. ბრადიკარდიული მოვლენების განვითარების გაზრდილი რისკის მქონე პაციენტები (მაგალითად, პაციენტები სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომით კარდიოსტიმულატორის გარეშე, მე-2 ან მე-3 ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადით ან ბრადიკარდიასთან დაკავშირებული სინკოპეთი) გამოირიცხებოდნენ ძირითადი კვლევებიდან, რომლებშიც ფასდებოდა ტიკაგრელორის უსაფრთხოება და ეფექტურობა. ამიტომ, შეზღუდული კლინიკური გამოცდილებიდან გამომდინარე, ასეთ პაციენტებში ტიკაგრელორი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით.
გარდა ამისა, საჭიროა სიფრთხილის დაცვა ტიკაგრელორის დანიშვნისას ისეთ სამკურნალო პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ცნობილია ბრადიკარდიის გამოწვევი თვისებით. თუმცა, PLATO-ს კვლევაში არ ყოფილა აღნიშნული კლინიკურად მნიშვნელოვანი არასასურველი რეაქციები ერთ ან მეტ ისეთ სამკურნალო პრეპარატთან ერთად მიღებისას, რომლებიც ცნობილია თავისი თვისებებით გამოიწვიონ ბრადიკარდია (მაგალითად, პაციენტების 96% ერთდროულად იღებდა ბეტა-ბლოკატორებს, 33% იღებდა კალციუმის არხის ბლოკატორებს დილთიაზემისა და ვერაპამილის ჩათვლით, და 4% - დიგოქსინს).
PLATO-ს კვლევის ფარგლებში ჰოლტერი მონიტორინგის სუბკვლევის მსვლელობისას პარკუჭოვანი ასისტოლიის ეპიზოდები, რომლებიც გრძელდებოდა ≥ 3 წამი, აღინიშნებოდა უფრო მეტი რაოდენობის პაციენტში მკს-ის მწვავე ფაზაში ტიკაგრელორის გამოყენებისას, ვიდრე კლოპიდოგრელის გამოყენებისას. ჰოლტერის მონიტორინგის დროს გამოვლენილი პარკუჭოვანი ასისტოლის ეპიზოდების რაოდენობის ზრდა ტიკაგრელორის გამოყენებისას უფრო მაღალი იყო პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით (გქუ), ვიდრე მთელ საკვლევ ჯგუფში მკს-ის მწვავე ფაზაში, მაგრამ არა ტიკაგრელორის გამოყენების ერთი თვის განმავლობაში ან კლოპიდოგრელთან შედარებით. ამ დისბალანსთან (სინკოპეს მდგომარეობისა და კარდიოსტიმულატორის დაყენების ჩათვლით) დაკავშირებული არასასურველი კლინიკური შედეგები პაციენტების მოცემულ ჯგუფში არ ყოფილა აღნიშნული.
პოსტმარკეტინგულ კვლევაში იყო შეტყობინებები ბრადიარითმული მოვლენებისა და ატრიოვენტრიკულური ბლოკადის შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ტიკაგრელორს, ძირითადად პაციენტებში მკს-ით, სადაც პოტენციური გადახრის ფაქტორებს წარმოადგენენ გულის იშემია და ისეთი პრეპარატების თანხლები გამოყენება, რომლებიც ამცირებენ გულის შეკუმშვის სიხშირეს ან გავლენას ახდენენ გულის გამტარობაზე. პაციენტის კლინიკური მდგომარეობა და პრეპარატების თანმხლები გამოყენება უნდა შეფასდეს, როგორც პოტენციური მიზეზები მკურნალობის კორექტირებამდე.
ქოშინი
იყო შეტყობინებები ქოშინის განვითარების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ტიკაგრელორს. ქოშინი ჩვეულებრივ იყო მსუბუქი ან ზომიერი ინტენსივობისა და ხშირად ლაგდებოდა პრეპარატით თერაპიის შეწყვეტის საჭიროების გარეშე. ქოშინის განვითარების მომატებული აბსოლუტური რისკი ტიკაგრელორის გამოყენებისას შეიძლება დაფიქსირდეს ასთმის/ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) მქონე პაციენტებში. ტიკაგრელორი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ასთმით ან/და ფქოდ-ით ანამნეზში. მექანიზმი ჯერ არ არის შესწავლილი. თუ პაციენტს განუვითარდა ქოშინის ახალი ეპიზოდი, ან თუ ქოშინი გრძელდება ან უარესდება ტიკაგრელორის გამოყენებისას, მაშინ აუცილებლად უნდა ჩატარდეს სრული გამოკვლევა და აუტანლობის შემთხვევაში უნდა შეწყდეს ტიკაგრელორის გამოყენება. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხ. განყოფილება „არასასურველი რეაქციები“.
ძილის ცენტრალური აპნოე
პოსტმარკეტინგულ კვლევაში პაციენტებში, რომლებიც იღებენ ტიკაგრელორს, აღინიშნებოდა ძილის ცენტრალური აპნოეს შემთხვევები, ჩეინ-სტოქსის სუნთქვის ჩათვლით. ძილის ცენტრალურ აპნოეზე ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია ჩატარდეს დამატებითი კლინიკური გამოკვლევა.
კრეატინინის დონის გაზრდა
ტიკაგრელორით მკურნალობის დროს შეიძლება გაიზარდოს კრეატინინის დონე. ამ მოვლენის მექანიზმი არ არის ნათელი. თირკმლის ფუნქციის შეფასება უნდა ჩატარდეს სტანდარტული სამედიცინო პრაქტიკის შესაბამისად. მკს-ის მქონე პაციენტებში ასევე რეკომენდირებულია თირკმლის ფუნქციის შემოწმება ტიკაგრელორის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ≥ 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებს, თირკმელების ფუნქციის ზომიერი/მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებს და პაციენტებს, რომლებიც იტარებენ თანმხლებ თერაპიას ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორების გამოყენებით.
შარდმჟავას კონცენტრაციის გაზრდა
ტიკაგრელორით მკურნალობის დროს შესაძლოა განვითარდეს ჰიპერურიკემია. პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ჰიპერურიკემიით ან პოდაგრული ართრიტით ანამნეზში. არ არის რეკომენდებული ტიკაგრელორის გამოყენება პროფილაქტიკური ღონისძიების სახით შარდმჟავას ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა (თთპ )
თთპ ტიკაგრელორის გამოყენების დროს ძალზე იშვიათად გვხვდება. მას ახასიათებს თრომბოციტოპენიისა და მიკროანგიოპათიური ჰემოლიზური ანემიის განვითარება, რომელსაც თან ახლავს ნევროლოგიური გამოვლინებები, თირკმლის ფუნქციის დარღვევები ან ცხელება. თთპ წარმოადგენს პოტენციურად მომაკვდინებელ მდგომარეობას, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას, პლაზმაფერეზის ჩათვლით .
გავლენა თრომბოციტული ფუნქციის კვლევის შედეგებზე ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენიის (ჰით) დიაგნოსტიკისას
ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტების აქტივაციის (HIPA) ტესტში, რომელიც გამოიყენება ჰით-ის დიაგნოსტიკისთვის, ანტითრომბოციტული ფაქტორი 4/ანტისხეულები ჰეპარინის მიმართ პაციენტის სისხლის შრატში ააქტიურებენ ჯანმრთელი დონორების თრომბოციტებს ჰეპარინის იქ არსებობისას. იყო შეტყობინებები ჰით-ის დიაგნოსტიკის მიზნით ჩატარებული თრომბოციტული ფუნქციის ტესტის (HIPA-ს ტესტით ჩათვლით, მაგრამ არ შემოიფარგლება ამ ტესტით) ცრუ-უარყოფითი შედეგების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ტიკაგრელორს. ეს დაკავშირებულია ტესტში ჯანმრთელი დონორის თრომბოციტებში P2Y12 რეცეპტორის ინჰიბირებასთან პაციენტის შრატში/პლაზმაში არსებული ტიკაგრელორის ზემოქმედების შედეგად. ჰით-ის დროს თრომბოციტული ფუნქციის ტესტების ინტერპრეტაციისთვის საჭიროა ინფორმაცია ტიკაგრელორის თანმხლები გამოყენების შესახებ.
იმ პაციენტების მკურნალობისას, რომლებსაც განუვითარდათ ჰით-ი, უნდა იქნას შეფასებული სარგებელი/რისკის შეფარდება ტიკაგრელორით თერაპიის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, გათვალისწინებული იქნება რა ჰით-ის პროთრომბოზული მდგომარეობა და სისხლდენის განვითარების რისკი ანტიკოაგულანტისა და ტიკაგრელორის ამავდროული გამოყენების შემთხვევაში.
სხვა
PLATO-ს კვლევაში აცეტილსალიცილის მჟავას შემანარჩუნებელ დოზასა და ტიკაგრელორის, კლოპიდოგრელთან შედარებით, უკეთეს ეფექტურობას შორის გამოვლენილ დამოკიდებულების საფუძველზე ტიკაგრელორის და აცეტილსალიცილის მჟავას მაღალი შემანარჩუნებელი დოზის (> 300 მგ) ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
მიღების ვადამდელი შეწყვეტა
ნებისმიერი ანტიაგრეგანტული თერაპიის ნაადრევმა შეწყვეტამ, პრეპარატ რეგორინტა-ს ჩათვლით, შეიძლება გამოიწვიოს გარდაცვალების რისკის გაზრდა გულ-სისხლძარღვთა (გს) პათოლოგის, მი-სა ან ინსულტის გამო პაციენტის ძირითადი დაავადების შედეგად. ამიტომ, თავიდან უნდა იქნას აცილებული მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტა.
ნატრიუმი
რეგორინტა შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ ტაბლეტზე, ე.ი. პრაქტიკულად "არ შეიცავს ნატრიუმის".
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ტიკაგრელორი წარმოადგენს CYP3A4-ის პირველად სუბსტრატს და CYP3A4-ის ზომიერ ინჰიბიტორს. ტიკაგრელორი ასევე არის P-გლიკოპროტეინის (P-gp ) სუბსტრატი და P- gp-ის სუსტი ინჰიბიტორი და შეუძლია გაზარდოს P- gp -ს სუბსტრატების ექსპოზიცია.
სხვა სამკურნალო საშუალებებისა და სხვა პროდუქტების ზემოქმედება ტიკაგრელორზე
CYP3A4-ს ინჰიბიტორები
CYP3A4-ს ძლიერი ინჰიბიტორები: კეტოკონაზოლის კომბინირებულმა გამოყენებამ ტიკაგრელორთან ერთად გაზარდა ტიკაგრელორის Cmax (მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია) და AUC (ფართობი „კონცენტრაცია-დროის“ მრუდის ქვეშ) შესაბამისად 2,4-ჯერ და 7,3-ჯერ. აქტიური მეტაბოლიტის Cmax და AUC მცირდებოდა 89%-ით და 56%-ით შესაბამისად. CYP3A4 სხვა ძლიერი ინჰიბიტორები (კლარითრომიცინი, ნეფაზოდონი, რიტონავირი და ატაზანავირი), როგორც მოსალოდნელია, მოახდენენ ანალოგიურ მოქმედებას, ამიტომ CYP3A4-ს ძლიერი ინჰიბიტორების ტიკაგრელორთან ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.
CYP3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორები: დილთიაზემის ერთდროულმა გამოყენებამ ტიკაგრელორთან გაზარდა ტიკაგრელორის Cmax 69%-ით და AUC 2.7-ჯერ და შეამცირა აქტიური მეტაბოლიტის Cmax 38 %-ით, ამ დროს AUC არ შეცვლილა. ტიკაგრელორის ზემოქმედება დილთიაზემის დონეზე სისხლის პლაზმაში არ არის გამოვლენილი. მოსალოდნელია, რომ CYP3A4-ს სხვა ზომიერი ინჰიბიტორები (მაგალითად, ამპრენავირი, აპრეპიტანტი, ერითრომიცინი და ფლუკონაზოლი) მოახდენენ ანალგიურ მოქმედებას, რაც შესაძლებელს გახდის მის ტიკაგრელორთან ამავდროულ მიღებას.
გრეიფრუტის წვენის დიდი რაოდენობით ყოველდღიური მოხმარებისას (3x200მლ), აღინიშნებოდა ტიკაგრელორის ექსპოზიციის ორმაგი ზრდა. მოსალოდნელია, რომ ექსპოზიციის ასეთი ზრდა პაციენტების უმეტესობისთვის არ იქნება კლინიკურად მნიშვნელოვანი.
CYP3A ინდუქტორები
რიფამპიცინის ტიკაგრელორთან ერთდროული გამოყენება ამცირებს ტიკაგრელორის Cmax და AUC შესაბამისად 73%-ით და 86%-ით. აქტიური მეტაბოლიტის Cmax არ იცვლება ხოლო AUC მცირდება 46%-ით შესაბამისად. მოსალოდნელია, რომ CYP3A-ს სხვა ინდუქტორები (მაგალითად, ფენიტოინი, კარბამაზეპინი და ფენობარბიტალი) ასევე შეამცირებენ ტიკაგრელორის ზემოქმედებას.
CYP3A4 ძლიერმა ინდუქტორებმა, ტიკაგრელორთან ერთად გამოყენებისას, შეიძლება შეამცირონ ტიკაგრელორის ექსპოზიცია და ეფექტურობა, ამიტომ მათი ტიკაგრელორთან ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ციკლოსპორინები (P-gp-ს და CYP3A -ს ინჰიბიტორი)
ციკლოსპორინის (600 მგ) ტიკაგრელორთან ამავდროული გამოყენება ზრდის ტიკაგრელორის Cmax და AUC 2,3-ჯერ და 2,8-ჯერ შესაბამისად. ციკლოსპორინის გამოყენებისას აქტიური მეტაბოლიტის AUC იზრდება 32%-ით, Cmax მცირდება 15%-ით.
არ არსებობს მონაცემები ტიკაგრელორის ერთდროული გამოყენების შესახებ სხვა აქტიურ ნივთიერებებთან, რომლებიც ასევე წარმოადგენენ P-gp-ს ძლიერ ინჰიბიტორებს და CYP3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორებს (მაგალითად, ვერაპამილი, ქინიდინი), რომლებსაც ასევე შეუძლიათ გაზარდონ ტიკაგრელორის ექსპოზიცია. თუ მათი კომბინირებული გამოყენების თავიდან აცილება შეუძლებელია, უნდა იქნას დაცული სიფრთხილე ერთდროული გამოყენებისას.
სხვა ურთიერთქმედება
მედიკამენტოზური ურთიერთქმედების კლინიკურმა ფარმაკოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტიკაგრელორის კომბინირებული გამოყენება ჰეპარინთან, ენოქსაპარინთან და აცეტილსალიცილის მჟავასთან ან დესმოპრესინთან არ ახდენს გავლენას ტიკაგრელორის ან მისი აქტიური მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკაზე, ასევე თრომბოციტების ადფ- ინდუცირებული აგრეგაციაზე, მარტო ტიკაგრელორის გამოყენებასთან შედარებით. ჰემოსტაზზე მოქმედი პრეპარატების გამოყენების კლინიკური ჩვენებების არსებობისას, ტიკაგრელორთან კომბინაციაში ისინი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით.
მკს-ის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ მორფინს, დაფიქსირდა ზემოქმედების შენელება და შემცირება P2Y12-ის პერორალური ინჰიბიტორებისა, ტიკაგრელორისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის ჩათვლით (ტიკაგრელორის ექსპოზიციის 35% -ით შემცირება). ეს ურთიერთქმედება შეიძლება დაკავშირებული იყოს კუჭ-ნაწლავის მოტორიკის შემცირებასთან და ვრცელდებოდეს სხვა ოპიოიდებზე. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია, მაგრამ მონაცემები მიუთითებენ ტიკაგრელორის ეფექტურობის შემცირების შესაძლებლობაზე პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ტიკაგრელორს და მორფინს. მკს-ის მქონე პაციენტებში, რომლებშიც მორფინის გამოყენება არ შეიძლება იყოს გამორიცხული და კრიტიკულია P2Y 12-ის სწრაფი დათრგუნვა, შეიძლება განიხილებოდეს P2Y12 ინჰიბიტორის პარენტერალური გამოყენება .
ტიკაგრელორის ზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებზე
CYP3A4- ით მეტაბოლიზირებადი სამკურნალო პრეპარატები
სიმვასტატინი: ტიკაგრელორის სიმვასტატინთან თანმხლები გამოყენება ზრდის სიმვასტატინის Cmax-ს 81%-ით და AUC-ს 56%-ით, და ასევე ზრდის სიმვასტატინის მჟავას Cmax-ს 64%-ით და AUC-ს 52%-ით, ამავე დროს ზოგიერთ პაციენტთან ეს მაჩვენებლები იზრდება 2-3 -ჯერ. სიმვასტატინის დღე-ღამეში 40 მგ-ზე მეტი დოზით ტიკაგრელორთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი არასასურველი რეაქციების განვითარება, რომლებიც დაკავშირებულია სიმვასტატინის გამოყენებასთან, ამიტომ უნდა შეფასდეს პოტენციური რისკისა და სარგებლის თანაფარდობა. სიმვასტატინის ზემოქმედება ტიკაგრელორის დონეზე სისხლის პლაზმაში არ არის გამოვლენილი. ტიკაგრელორი შეიძლება ახდენდეს ანალოგიურ ზემოქმედებას ლოვასტატინზე. არ არის რეკომენდებული ტიკაგრელორის ერთდროული გამოყენება სიმვასტატინთან და ლოვასტატინთან 40 მგ-ზე მეტი დოზით.
ატორვასტატინი: ატორვასტატინის და ტიკაგრელორის ერთდროული გამოყენება ზრდის ატორვასტატინის მჟავას Cmax-სა და AUC-ს შესაბამისად 23%-ით და 36%-ით. Cmax-ისა და AUC-ის ანალოგიური მატება შეინიშნება ატორვასტატინის მჟავას ყველა მეტაბოლიტთან. ეს ზრდა არ ითვლება კლინიკურად მნიშვნელოვანად.
არ არის გამორიცხული ანალოგიური ზემოქმედება სხვა სტატინებზე, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP3A4-ის ზემოქმედებით. PLATO-ს კვლევაში პაციენტები, რომლებიც ღებულობდნენ ტიკაგრელორს, იღებდნენ სხვადასხვა სტატინებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე ეჭვის არარსებობისას პაციენტების 93%-ში, რომლებიც იღებდნენ ამ ჯგუფის პრეპარატებს.
ტიკაგრელორი წარმოადგენს CYP3A4-ს სუსტ ინჰიბიტორს. არ არის რეკომენდებული ტიკაგრელორის და დაბალი თერაპიული ინდექსის მქონე CYP3A4-ს სუბსტრატების (მაგალითად, ციზაპრიდი ან ერგოტის ალკალოიდები) ერთდროული გამოყენება, რადგან ტიკაგრელორმა შეიძლება გაზარდოს ამ სამკურნალო საშუალებების ექსპოზიცია.
P-gp სუბსტრატები ( დიგოქსინის, ციკლოსპორინის ჩათვლით )
ტიკაგრელორის კომბინირებული მიღება ზრდის დიგოქსინის Cmax-ს 75%-ით და AUC-ს 28%-ით. დიგოქსინის საშუალო მინიმალური კონცენტრაციები ტიკაგრელორთან კომბინირებულად გამოყენებისას იზრდებოდა დაახლოებით 30%-ით, ზოგიერთ ცალკეულ შემთხვევაში 2-ჯერ. ტიკაგრელორის და მისი აქტიური მეტაბოლიტის Cmax და AUC დიგოქსინთან გამოყენების დროს არ იცვლებოდა. ამიტომ, რეკომენდირებულია შესაბამისი კლინიკური და/ან ლაბორატორიული მონიტორინგის ჩატარება ტიკაგრელორის და დაბალი თერაპიული ინდექსის მქონე P-gp-დამოკიდებული პრეპარატების, მაგალითად დიგოქსინის, ერთდროული გამოყენებისას.
ტიკაგრელორის ზემოქმედება სისხლში ციკლოსპორინის დონეზე გამოვლენილი არ არის. ტიკაგრელორის ზემოქმედება სხვა P – gp-ს სუბსტრატებზე არ ყოფილა შესწავლილი.
CYP2C9- ის მიერ მეტაბოლიზებული სამკურნალო საშუალებები
ტიკაგრელორის და ტოლბუტამიდის თანმხლებ გამოყენებას არ შეუცვლია ამ პრეპარატებიდან არც ერთის პლაზმური კონცენტრაცია, რაც მოწმობს იმას რომ ტიკაგრელორი არ წარმოადგენს CYP2C9-ს ინჰიბიტორს და, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან იმოქმედოს CYP2C9-ით განპირობებულ მეტაბოლიზმზე ისეთი პრეპარატებისა, როგორიცაა ვარფარინი და ტოლბუტამიდი.
როზუვასტატინი
ტიკაგრელორმა შეიძლება იმოქმედოს როზუვასტატინის თირკმლისმიერ ექსკრეციაზე, რაც ზრდის როზუვასტატინის დაგროვების რისკს. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მექანიზმი უცნობია, ზოგიერთ შემთხვევაში, ტიკაგრელორისა და როზუვასტატინის ერთდროული გამოყენება იწვევდა თირკმლის ფუნქციის დაქვეითებას, კრეატინფოსფოკინაზას დონის მომატებას და რაბდომიოლიზს.
ორალური კონტრაცეპტივები
ტიკაგრელორის ლევონორგესტრელთან და ეთინილესტრადიოლთან ერთდროული მიღება ზრდის ეთინილესტრადიოლის ექსპოზიციას დაახლოებით 20%-ით, მაგრამ არ მოქმედებს ლევონორგესტრელის ფარმაკოკინეტიკაზე. არ არის მოსალოდნელი კლინიკურად მნიშვნელოვანი მოქმედება კონტრაცეპციის ეფექტურობაზე ლევონორგესტრელის, ეთინილესტრადიოლისა და ტიკაგრელორის ერთდროულად გამოყენებისას.
სამკურნალო საშუალებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ბრადიკარდია
ტიკაგრელორის ერთდროული გამოყენებისას სამკურნალო საშუალებებთან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ბრადიკარდია, უნდა იქნას დაცული სიფრთხილე პარკუჭოვანი ასისტოლისა და ბრადიკარდიის უმეტესად ასიმპტომური ეპიზოდების განვითარების გამო.
თუმცა, PLATO-ს კვლევაში არ ყოფილა აღნიშნული კლინიკურად მნიშვნელოვანი არასასურველი რეაქციები ერთ ან რამოდენიმე ისეთ სამკურნალო საშუალებასთან ერთდროული გამოყენების შემდეგ, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ბრადიკარდია (მაგალითად, პაციენტების 96% ერთდროულად იღებდა ბეტა-ბლოკატორებს, 33% იღებდა კალციუმის არხის ბლოკატორებს, დილთიაზემის და ვერაპამილისა და 4% - დიგოქსინის ჩათვლით ).
სხვა თანმხლები თერაპია
კლინიკურ კვლევებში ტიკაგრელორი ჩვეულებრივ შეყვანილი იყო აცეტილსალიცილის მჟავასთან, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან, სტატინებთან, ბეტა-ბლოკატორებთან, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორებთან და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორებთან ერთად, საჭიროებისას, თანმხლები დაავადებების დროს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ასევე ჰეპარითან, დაბალმოლეკულურ ჰეპარინთან და GpIIb / IIIa-ს ინტრავენურ ინჰიბიტორებთან მოკლე პერიოდის განმავლობაში. ამ სამკურნალო საშუალებებთან არასასურველი ურთიერთქმედების კლინიკურად მნიშვნელოვანი ნიშნები არ დაფიქსირებულა.
ტიკაგრელორის ჰეპარინთან, ენოქსაპარინთან ან დესმოპრესინთან ერთდროულმა გამოყენებამ არ მოახდინა გავლენა გააქტიურებულ პარციალურ თრომბოპლასტინურ დროზე( გპთდ ), შედედების გააქტიურებულ დროზე ( შგდ) და ფაქტორი Xa -ს ანალიზზე . თუმცა, პოტენციური ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების გამო, საჭიროა სიფრთხილის დაცვა ტიკაგრელორის ერთდროული გამოყენებისას ჰემოსტაზზე მოქმედ სამკურნალო პრეპარატებთან ერთად.
სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების (სუსი) (მაგალითად, პაროქსეტინის, სერტრალინისა და ციტალოპრამის) გამოყენების ფონზე კანქვეშა სისხლჩაქცევის შესახებ შეტყობინებების გამო, უნდა იქნას დაცული სიფრთხილე ტიკაგრელორთან ერთად სუსი-ის დანიშვნისას, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
რეპროდუქციული ასაკის ქალები
რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა მიიღონ კონტრაცეპციის შესაბამისი ზომები, რათა თავიდან აიცილონ ორსულობა ტიკაგრელორით თერაპიის დროს.
ორსულობა
არ არსებობს ან შეზღუდულია მონაცემები ორსულ ქალებში ტიკაგრელორის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. ორსულობის დროს ტიკაგრელორის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ლაქტაცია
ჩვენს ხელთ არსებული ფარმაკოდინამიკური/ტოქსიკოლოგიური მონაცემები, რომლებიც მიღებულია ცხოველებზე ჩატარებული კვლევების დროს, მიუთითებს, რომ ტიკაგრელორი და მისი აქტიური მეტაბოლიტები გამოიყოფა რძესთან ერთად. რისკი ახალშობილებისთვის/ჩვილებისთვის არ არის გამორიცხული. უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ტიკაგრელორის თერაპიის შეწყვეტის/უარის თქმის შესახებ ბავშვისთვის ძუძუთი კვების და ქალისთვის თერაპიის სარგებელის გათვალისწინებით.
ფერტილობა
ტიკაგრელორი ცხოველებში არ ახდენს გავლენას მამრისა და მდედრის ნაყოფიერებაზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ტიკაგრელორი არ ახდენს ან ახდენს უმნიშვნელო გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ტიკაგრელორით მკურნალობის დროს იყო აღნიშნული თავბრუსხვევისა და ცნობიერების არევის შემთხვევები. ამიტომ, პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ ეს სიმპტომები, უნდა დაიცვან სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალებების მართვისას და მექანიზმებთან მუშაობისას.
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა
ტიკაგრელორის უსაფრთხოების პროფილი შეფასდა მკურნალობის მე-3 ფაზის შედეგების ორ დიდ კვლევაში (PLATO და PEGASUS ), რომლებიც მოიცავდა 39 ათასზე მეტ პაციენტს.
PLATO-ს კვლევაში პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ტიკაგრელორს, არასასურველი მოვლენების გამო მიღების შეწყვეტის მაჩვენებელი იყო უფრო მაღალი, ვიდრე კლოპიდოგრელთან (7.4%-ი, 5.4%-თან შედარებით). PEGASUS-ის კვლევაში პაციენტები, რომლებიც ღებულობდნენ ტიკაგრელორს, უფრო ხშირად წყვეტდნენ პრეპარატის მიღებას არასასურველი მოვლენების გამო მხოლოდ აცეტილსალიცილის მჟავით თერაპიასთან შედარებით (16,1% -ი 60 მგ ტიკაგრელორი აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად, 8,5%-თან შედარებით მხოლოდ აცეტილსალიცილის მჟავათი თერაპიის დროს). ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ტიკაგრელორს, იყო სისხლდენა და ქოშინი.
არასასურველი რეაქციების ჩამონათვალი
კვლევების მსვლელობის დროს იყო გამოვლენილი ან დარეგისტრირებული შემდეგი არასასურველი რეაქციები ტიკაგრელორის გამოყენების პოსტმარკეტინგული გამოცდილების დროს.
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს სისტემურ- ორგანული კლასების მიხედვით. სისტემურ-ორგანული კლასების თითოეულ ჯგუფის ფარგლებში არასასურველი რეაქციები მოყვანილია სიხშირის პარამეტრების შესაბამისად.
არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით).
კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი ნეოპლაზმები (კისტებისა და პოლიპების ჩათვლით): იშვიათად - სიმსივნური სისხლდენა (მაგალითად, სისხლდენა შარდის ბუშტის სიმსივნიდან, კუჭის სიმსივნიდან, მსხვილი ნაწლავის სიმსივნიდან).
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად - სისხლდენა სისხლის დარღვევების გამო (მაგალითად, სისხლჩაქცევების, სპონტანური ჰემატომების, ჰემორაგიული დიათეზის წარმოქმნის მომატებული მიდრეკილება); სიხშირე უცნობია-თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურაa.
იმუნური სისტემის მხრივ: არახშირად - ჰიპერმგრძნობელობა, ანგიონევროზული შეშუპების* ჩათვლით .
ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: ძალიან ხშირად - ჰიპერურიკემიაბ; ხშირად - პოდაგრა, პოდაგრული ართრიტი.
ფსიქიკური დარღვევები: არახშირად - ცნობიერების არევა.
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავბრუსხვევა, გულის წასვლა, თავის ტკივილი; არახშირად: ქალასშიდა სისხლჩაქცევა (ანუ სპონტანური, პროცედურასთან დაკავშირებული ან ტრავმული ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა).
მხედველობის ორგანოს მხრივ: იშვიათად - სისხლჩაქცევები თვალში (მაგალითად, კონიუნქტივალური, რეტინალური, თვალშიდა სისხლჩაქცევა).
სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები: ხშირად - ვერტიგო; იშვიათად - სისხლჩაქცევა ყურში.
გულის მხრივ: სიხშირე უცნობია - ბრადიარითმია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადაა.
სისხლძარღვების მხრივ: ხშირად - ჰიპოტენზია.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ: ძალიან ხშირად - ქოშინი; ხშირად - სისხლდენა სასუნთქი სისტემის ორგანოებიდან (მაგალითად, ეპისტაქსისი, ამოხველება სისხლით).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - კუჭ-ნაწლავური სისხლდენა (მაგალითად, სისხლდენა ღრძილებიდან, რექტალური სისხლდენა, სისხლდენა კუჭის წყლულის დროს), დიარეა, გულისრევა, დისპეფსია, საჭმლის მონელების დარღვევა; არახშირად - რეტროპერიტონეალური სისხლდენა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირად - კანქვეშა ან კანიდან სისხლდენა (მაგალითად, ექიმოზი, კანიდან სისხლდენა, პეტექიები), გამონაყარი, ქავილი.
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: არახშირად - სისხლდენა კუნთებში (მაგალითად, ჰემართროზი, სისხლჩაქცევა კუნთში).
თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ : ხშირად - სისხლდენა შარდგამომყოფი გზებიდან (მაგალითად, ჰემატურია, ჰემორაგიული ცისტიტი).
სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ: არახშირად - რეპროდუქციული სისტემის სისხლდენა (მაგალითად, ვაგინალური სისხლდენა, ჰემატოსპერმია, პოსტმენოპაუზური სისხლდენა).
ზემოქმედება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: ხშირად - სისხლში კრეატინინის დონის მომატებაბ.
ტრავმები, ინტოქსიკაციები და მანიპულაციების გართულებები: ხშირად - პროცედურის შემდგომი სისხლდენა, ტრავმული სისხლდენა (მაგალითად, დაჟეჟვა, ტრავმული ჰემატომა, ტრავმული სისხლდენა).
ა გამოვლენილია პოსტმარკეტინგული გამოყენების დროს.
ბ სიხშირეები განსაზღვრულია ლაბორატორიულ მონაცემების საფუძველზე (შარდმჟავას კონცენტრაციის გაზრდა ნორმის > ზედა ზღვარამდე საწყის დონესთან შედარებით, რომელიც იყო ნორმის ფარგლებში ან ნორმის ქვედა ზღვარზე ნაკლები; კრეატინინის დონის ზრდა > 50% საწყის დონესთან შედარებით) და არ მოიცავს სიხშირეს, რომელიც დაფუძნებულია არასასურველი მოვლენის ანგარიშებზე.
ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა
სისხლდენა
სისხლდენის მონაცემები PLATO-ს კვლევდან
PLATO-ს კვლევაში სისხლდენების საერთო სიხშირე ნაჩვენებია ცხრილში 1.
ცხრილი 1: სისხლდენის ეპიზოდების საერთო რაოდენობის ანალიზი, გამოთვლა კაპლან-მეიერის მეთოდის მიხედვით 12 თვის შემდეგ (PLATO)
ტიკაგრელორი 90 მგ ორჯერ დღე-ღამეში
N=9235
კლოპიდოგრელი N=9186
p- მნიშვნელობა *
მასიური სისხლდენა, ზოგადად განსაზღვრულია PLATO-ს მიხედვით
- 6
- 2
- 4336
მასიური ლეტალური/სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენა განსაზღვრულია PLATO-ს მიხედვით
- 8
- 8
- 6988
მასიური სისხლდენა, რომელიც არ არის დაკავშირებული აკშ-სთან, განსაზღვრულია PLATO-ს მიხედვით
- 5
- 8
- 0264
მასიური სისხლდენა, რომელიც არ არის დაკავშირებული პროცედურებთან, განსაზღვრულია PLATO-ს მიხედვით
- 1
- 3
- 0058
მასიურიი + მცირე სისხლდენა განსაზღვრულია PLATO-ს მიხედვით
- 1
- 6
- 0084
მასიური + მცირე სისხლდენა განსაზღვრული PLATO-ს მიხედვით, რომელიც არ არის დაკავშირებული პროცედურებთან
- 9
- 3
<0.0001
მასიურიი სისხლდენა TIMI-ს სკალის მიხედვით
- 9
- 7
- 5669
მასიური + მცირე სისხლდენა TIMI-ს სკალის მიხედვით
- 4
- 9
- 3272
სისხლდენის კატეგორიების განსაზღვა
მასიური ფატალური/სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენა: კლინიკურად გამოხატული სისხლდენა ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემცირებით > 50 გ/ლ ან ≥ 4 ერითროციტების ერთეულის გადასხმა; ან ლეტალური; ან ინტრაკრანიალური სისხჩაქცევა; ან ინტრაპერიკარდიული სისხლჩაქცევა პერიკარდიუმის ღრუს ტამპონადით; ან ჰიპოვოლემიური შოკი ან მძიმე ჰიპოტენზია, რომელიც მოითხოვს არტერიული წნევის ამწევი სამკურნალო საშუალებების გამოყენებას ან ქირურგიულ ჩარევას.
სხვა მასიური სისხლდენები: ჰემოგლობინის კონცენტრაციის კლინიკურად გამოხატული დაქვეითება 30-50 გ/ლ-ით ან სისხლის ერითროციტების 2-3 ერთეულის გადასხმა; ან შრომისუნარიანობის მნიშვნელოვნად დაკარგვა.
მცირე სისხლდენა: საჭიროებს სამედიცინო ჩარევას სისხლდენის შესაჩერებლად ან სამკურნალოდ.
მასიური სისხლდენა TIMI სკალის მიხედვით: კლინიკურად გამოხატული სისხლდენა ჰემოგლობინის კონცენტრაციის დაქვეითებით > 50 გ/ლ-ით ან ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა.
მცირე სისხლდენა TIMI-ს სკალის მიხედვით: კლინიკურად გამოხატული სისხლდენა ჰემოგლობინის კონცენტრაციის დაქვეითებით 30-50 გ/ლ.
- p-მნიშვნელობა გამოითვლება კოქსის პროპორციული რისკების მოდელის მიხედვით, სადაც ერთადერთი დამოუკიდებელ ცვლადს წარმოადგენს თერაპიული ჯგუფი.
ტიკაგრელორი და კლოპიდოგრელი PLATO-ს კვლევის კლასიფიკაციით არ განსხვავდებოდნენ ფატალური/სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენის, მთლიანი PLATO-ს კვლევის კლასიფიკაციით მასიური სისხლდენის განვითარების სიხშირით, TIMI-ის სკალით მასიური სისხლდენის რაოდენობით ან TIMI-ის სკალის მიხედვით მცირე სისხლდენის საერთო რაოდენობით (ცხრილი 1). თუმცა, ჯგუფში, სადაც ღებულობდნენ ტიკაგრელორს, აღინიშნებოდა უფრო მეტი რაოდენობის კომბინირებული სისხლდენა, რომლებიც PLATO-ს კვლევაში კლასიფიცირდება როგორც „ძირითადი + მცირე“, კლოპიდოგრელთან შედარებით. ლეტალური შედეგების მქონე სისხლდენები PLATO-ს კვლევაში აღინიშნებოდა პაციენტთა მცირე რაოდენობაში: 20 (0.2%) ტიკაგრელორისთვის და 23 (0.3%) კლოპიდოგრელისთვის.
PLATO-ს კვლევაში ასაკი, სქესი, წონა, რასა, გეოგრაფიული რეგიონი, თანმხლები დაავადებები, თანმხლები თერაპია და დაავადების ისტორია, გადატანილი ინსულტის ან ტრანზიტორული იშემიური შეტევის ჩათვლით, არ იძლევიან პროგნოზის გაკეთების საშუალებას არც საერთო მასიური, არც მასიური სისხლდენის შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ჩატარებულ პროცედურებთან. ამგვარად, არ იყო გამოვლენილი არც ერთი კონკრეტული რისკის ჯგუფი სისხლდენის რომელიმე რაოდენობრივი მონაცემის მიხედვით.
აკშ-თან დაკავშირებული სისხლდენა
PLATO-ს კვლევაში 1584 პაციენტიდან 42%-ს (კოჰორტის 12%), რომლებმაც გადაიტანეს აორტოკორონარული შუნტირება (აკშ), აღენიშნა PLATO-ს კვლევის კლასიფიკაციის მიხედვით მასიური ფატალური/სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენა, თერაპიულ ჯგუფებს შორის განსხვავებების გარეშე. ფატალური სისხლდენა, რომელიც დაკავშირებული იყო აკშ-თან, განუვითარდა 6 პაციენტს თითოეულ თერაპიულ ჯგუფში.
სისხლდენები, რომელიც არ არის დაკავშირებული აკშ-თან, და სისხლდენები, რომელიც არ არის დაკავშირებული შესრულებულ პროცედურებთან
მასიური/სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენის განვითარების მაჩვენებლები, რომლებიც არ არის დაკავშირებული აკშ-თან, PLATO-ს კვლევის კლასიფიკაციის მიხედვით, არ განსხვავდებოდა ტიკაგრელორისა და კლოპიდოგრელის გამოყენებისას, მაგრამ საერთო მასიური სისხლდენა, მასიური სისხლდენა TIMI-ს სკალის მიხედვით და მცირე + მაციური სისხლდენა TIMI-ს სკალის მიხედვით PLATO-ს კვლევის კლასიფიკაციის მიხედვით უფრო ხშირად აღინიშნებოდა ტიკაგრელორის გამოყენების დროს. ანალოგიურად, ყველა ისეთი პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია სისხლდენასთან, სისხლდენის უფრო მეტი ეპიზოდი აღინიშნებოდა ტიკაგრელორის ჯგუფში, ვიდრე ჯგუფში, რომელშიც ღებულობდნენ კლოპიდოგრელს (ცხრილი 1). მკურნალობის შეწყვეტა სისხლდენის გამო, რომელიც არ არის დაკავშირებული ჩასატარებელ პროცედურთან, უფრო ხშიად აღინიშნებოდა ტიკაგრელორის ჯგუფში (2.9%), ვიდრე კლოპიდოგრელის ჯგუფში (1.2%; p <0.001).
ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა
ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევები, რომლებიც არ იყო დაკავშირებული ჩატარებულ პროცედურებთან, უფრო მეტი იყო ტიკაგრელორის გამოყენებისას (n=27 სისხლჩაქცვა 26 პაციენტთან, 0.3%), ვიდრე კლოპიდოგრელის გამოყენებისას (n=14 სისხლჩაქცევა, 0.2%), აქედან 11 სისხლჩაქცევა ტიკაგრელორის გამოყენებისას და ერთი კლოპიდოგრელის გამოყენების დროს დასრულდა ლეტალური შედეგით. ლეტალური შედეგების სისხლდენების საერთო რაოდენობაში განსხვავება არ იყო.
მონაცემები სისხლდენების შესახებ PEGASUS-ის კვლევიდან
სისხლდენების სიხშირის კუმულაციური შედეგი PEGASUS კვლევაში ნაჩვენებია ცხრილში 2.
ცხრილი 2: სისხლდენის ეპიზოდების საერთო რაოდენობის ანალიზი, გამოთვლილი კაპლან-მეიერის მეთოდით 36 თვის შემდეგ (PEGASUS)
ტიკაგრელორი 60 მგ ორჯერ დღეში + აცეტილსალიცილის მჟავა
N=6958
მხოლოდ აცეტილსალიცილის მჟავა
N=6996
უსაფრთხოების საბოლოო წერტილები
კაპლან-მეიერი, %
რისკის კოეფიციენტი
(95% ნი )
კაპლან-მეიერი, %
p-მნიშვნელობა
სისხლდენის კატეგორიები TIMI-ს სკალის მიხედვით
მასიური სისხლდენა TIMI-ს სკალის მიხედვით
- 3
- 32
(1.68, 3.21)
- 1
<0.0001
ლეტალური
- 3
- 00
(0.44, 2.27)
- 3
- 0000
ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა
- 6
- 33
(0.77, 2.31)
- 5
- 3130
სხვა მასიური სისხლდენა TIMI-ს სკალის მიხედვით
- 6
- 61
(2.31, 5.65)
- 5
<0.0001
მასიური ან მცირე სისხლდენა TIMI-ს სკალის მიხედვით
- 4
- 54
(1.93, 3.35)
- 4
<0.0001
მასიური ან მცირე სისხლდენა ან სისხლდენა, რომელიც საჭიროებს სამედიცინო ყურადღებას TIMI -ს სკალის მიხედვით
- 6
- 64
(2.35, 2.97)
- 0
<0.0001
სისხლდენის კატეგორიები PLATO-ს კვლევის კლასიფიკაციის მიხედვით
მასიური სისხლდენა PLATO-ს კვლევის კლასიფიკაციის მიხედვით
- 5
- 57
(1.95, 3.37)
- 4
<0.0001
ლეტალური / სიცოცხლისათვის საშიში
- 4
- 38
(1.73, 3.26)
- 1
<0.0001
სხვა მასიური სისხლდენა PLATO-ს კვლევის კლასიფიკაციის მიხედვით
- 1
- 37
(1.95, 5.83)
- 3
<0.0001
მასიური ან მცირე სისხლდენა PLATO-ს კვლევის კლასიფიკაციის მიხედვით
- 2
- 71
(2.40, 3.08)
- 2
<0.0001
ნი (CI) - ნდობის ინტერვალი.
სისხლდენის კატეგორიების განსაზღვრა
მასიური სისხლდენა TIMI-ს სკალის მიხედვით: ლეტალური სისხლდენა ან ნებისმიერი ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა, ან სისხლჩაქცევის კლინიკურად გამოხატული ნიშნები, რომლებიც დაკავშირებულია ჰემოგლობინის კონცენტრაციის (Hb) დაქვეითებასთან ≥ 50 გ/ლ ან (ჰემოგლობინის კონცენტრაციის მონაცემების არარსებობის შემთხვევაში) ჰემატოკრიტის (Hct) დაქვეითებასთან 15%-ით.
ლეტალური: სისხლდენის ეპიზოდი, რომელიც პირდაპირ იწვევს ლეტალურ შედეგს 7 დღის განმავლობაში.
ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა: ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევაა.
სხვა მასიური სისხლდენები TIMI-ს სკალის მოხედვით: არალეტალური მასიური სისხლდენა, რომელიც არ არის დაკავშირებული TIMI-ს სკალის ინტრაკრანიალურ სისხლჩაქცევასთან.
მცირე სისხლდენა TIMI-ს სკალის მიხედვით: ჰემოგლობინის კონცენტრაციის კლინიკურად გამოხატული დაქვეითება 30-50 გ/ლ-ით.
სისხლდენა, რომელიც საჭიროებს სამედიცინო ჩარევას, TIMI -ს სკალის მიხედვით: საჭიროებს ჩარევას ან იწვევს ჰოსპიტალიზაციას ან საჭიროებს გამოკვლევას.
მასიური ლეტალური/სიცოცხლისთვის საშიში PLATO-ს კვლევის კლასიფიკაციის მიხედვით: ლეტალური სისხლდენა ან ნებისმიერი ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა, ან ინტრაპერიკარდიული პერიკარდიუმის ღრუს ტამპონადით, ან ჰიპოვოლემიური შოკით ან მძიმე ჰიპოტენზიით, რომელიც საჭიროებს არტერიული წნევის ასაწევ სამკურნალო საშუალებების/ინოტროპების გამოყენებას ან ქირურგიულ ჩარევას, ან ჰემოგლობინის კონცენტრაციის კლინიკურად გამოხატული დაქვეითებით > 50 გ/ლ ან ერითროციტებების ≥ 4 ერთეულის გადასხმით.
სხვა მასიური სისხლდენა PLATO-ს კვლევის კლასიფიკაციის მიხედვით: შრომისუნარიანობის მნიშვნელოვანი შეზღუდვა ან ჰემოგლობინის კონცენტრაციის კლინიკურად გამოხატული დაქვეითება 30-50 გ/ლ-ით, ან ერითროციტების 2-3 ერთეულის გადასხმა.
მცირე სისხლდენა PLATO-ს კვლევის კლასიფიკაციის მიხედვით: საჭიროებს სამედიცინო ჩარევას სისხლდენის შესაჩერებლად ან სამკურნალოდ.
PEGASUS-ის კვლევაში TIMI-ს სკალის მიხედვით მასიური სისხლდენის რისკი უფრო მაღალი იყო 60 მგ მოცულობის ტიკაგრელორისთვის ორჯერ დღე-ღამეში მიღების რეჟიმით, ვიდრე მარტო აცეტილსალიცილის მჟავათი თერაპიის დროს. არ ყოფილა აღნიშნული ლეტალური სისხლდენის რისკის ზრდა; აღინიშნა მხოლოდ ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევის უმნიშვნელო ზრდა აცეტილსალიცილის მჟავით თერაპიასთან შედარებით. ლეტალური სისხლდენები კვლევაში აღინიშნა მცირე რაოდენობით: 11 (0.3%) 60 მგ ტიკაგრელორისთვის და 12 (0.3%) მხოლოდ აცეტილსალიცილის მჟავათი თერაპიის დროს. TIMI-ს სკალის მასიური სისხლდენის რისკის ზრდა, დაფიქსირებული 60 მგ ტიკაგრელორის გამოყენებისას, დაკავშირებული იყო უპირველეს ყოვლისა TIMI-ს სკალის სხვა მასიური სისხლდენების განვითარების უფრო მაღალი სიხშირით, რომლებიც განპირობებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოვლენებით.
სისხლდენის განვითარების მომატებული სიხშირე, რომელიც TIMI-ს სკალის მიხედვით მასიური სისხლდენის განვითარების სიხშირის ანალოგიურია, აღინიშნებოდა სისხლდენების ისეთი კატეგორიებისთვის, როგორც TIMI-ს სკალის მასიური ან მცირე და PLATO-ს კლასიფიკაციით მასიური, და, ასევე PLATO-ს კლასიფიკაციით მასიური ან მცირე (იხ. ცხრილი 2). სისხლდენის გამო მკურნალობის შეწყვეტა უფრო ხშირად ხდებოდა 60 მგ ტიკაგრელორის გამოყენებისას მხოლოდ აცეტილსალიცილის მჟავათი თერაპიასთან შედარებით (6.2% და 1.5%, შესაბამისად). ამ სისხლდენების უმეტესობა იყო ნაკლებად მძიმე (კლასიფიცირდებოდა როგორც ისეთი, რომელიც მოითხოვს სამედიცინო ჩარევას TIMI-ს სკალის მიხედვით), მაგალითად, ეპისტაქსისი, ეკქიმოზები და ჰემატომები.
სისხლდენის პროფილი 60 მგ ტიკაგრელორის გამოყენებისას სტაბილური იყო რამოდენიმე წინასწარ განსაზღვრულ ქვეჯგუფში (მაგალითად, ასაკით, სქესით, წონით, რასით, გეოგრაფიული რეგიონით, თანმხლები დაავადებებით, თანმხლები თერაპიით და ავადმყოფობის ისტორიით) TIMI-ის სკალის მიხედვით მასიური სისხლდენის შემთხვევებისას, TIMI-ს სკალით მასიური ან მცირე სისხლდენებისას და მასიური სისხლდენებისას PLATO-ს სკალის მიხედვით.
ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა
ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევის სპონტანური შემთხვევები იყო დარეგისტრირებული ერთნირი სიხშირით 60 მგ ტიკაგრელორის გამოყენებისას და მხოლოდ აცეტილსალიცილის მჟავათი თერაპიის დროს (n=13, 0.2% ორივე ჯგუფში). ტრავმული და პროცედურული ინტრაკრანიალური სისხლდენა უმნიშვნელოდ გაიზარდა 60 მგ ტიკაგრელორით მკურნალობის დროს (n=15, 0.2%) მხოლოდ აცეტილსალიცილის მჟავათი თერაპიასთან შედარებით (n=10, 0.1%). 60 მგ ტიკაგრელორით მკურნალობისას დარეგისტრირებული იყო ლეტალური ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევის 6 შემთხვევა და 5 ლეტალური ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევის შემთხვევა მხოლოდ აცეტილსალიცილის მჟავით მკურნალობისას. ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევის სიხშირე დაბალი იყო ორივე თერაპიულ ჯგუფში, მნიშვნელოვანი კომორბიდულობისა და გულ-სისხლძარღვოვანი რისკის ფაქტორების გათვალისწინებით საკვლევ პოპულაციაში.
ქოშინი
პაციენტებმა, რომლებიც იღებდნენ ტიკაგრელორს, აღნიშნეს ქოშინი, სუნთქვის გაძნელების შეგრძნება. PLATO-ს კვლევაში არასასურველი მოვლენების (ამ) ქოშინის სახით (ქოშინი, ქოშინი მოსვენების დროს, ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს, პაროქსიზმული ღამის ქოშინი და ღამის ქოშინი) და კომბინაციებში აღენიშნებოდა პაციენტთა 13.8%-ს, რომლებიც იღებდნენ ტიკაგრელორს, და 7.8% პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ კლოპიდოგრელს. PLATO კვლევაში პაციენტთა 2.2%-ს, რომლებიც იღებენ ტიკაგრელორს და 0.6%-ს, რომლებიც ღებულობდნენ კლოპიდოგრელს, აღენიშნებოდათ ქოშინი, რომელიც დაკავშირებული იყო თერაპიასთან, ქოშინი, როგორც სერიოზული ამ, აღენიშნებოდა პაციენტთა მცირე რაოდენობას (0.14% ტიკაგრელორი; 0.02% კლოპიდოგრელი). ქოშინის დარეგისტრირებული სიმპტომების უმეტესობა იყო ინტენსივობით მსუბუქი ან ზომიერი და მათი უმეტესობა თავს იჩენდა როგორც ერთი ეპიზოდი მკურნალობის დაწყების საწყის პერიოდში.
კლოპიდოგრელთან შედარებით, ასთმის/ფქოდ-ის მქონე პაციენტებს, რომლებიც იღებენ ტიკაგრელორს, შეიძლება ჰქონდეთ არასერიოზული ქოშინის წარმოქმნის მომატებული რისკი (3,29% ტიკაგრელორისთვის 0,53% კლოპიდოგრელთან შედარებით) და მძიმე ქოშინის შემთხვევები (0,38% ტიკაგრელორისთვის 0.00% კლოპიდოგრელთან შედარებით). აბსოლუტური თვალსაზრისით, ეს რისკი უფრო მაღალი იყო, ვიდრე PLATO-ს კვლევის საერთო პოპულაციაში. ტიკაგრელორი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ასთმის ან/და ფქოდ-ით ანამნეზში.
ეპიზოდების დაახლოებით 30% გაქრა 7 დღის განმავლობაში. PLATO-ს კვლევაში ჩართული იყვნენ პაციენტები უკვე არსებული გულის შეგუბებითი უკმარისობით, ფქოდ-ით ან ასთმით; ეს პაციენტები, ისევე როგორც ხანდაზმული ასაკის პაციენტები, უფრო ხშირად აღნიშნავდნენ ქოშინს. ტიკაგრელორის ჯგუფში, პაციენტთა 0.9%-მა შეწყვიტა საკვლევი პრეპარატის მიღება ქოშინის გაჩენის გამო, 0.1%-თან შედარებით, რომლებიც იღებდნენ კლოპიდოგრელს. ტიკაგრელორის მიღებისას ქოშინის უფრო მაღალი სიხშირე არ არის დაკავშირებული გულის ან ფილტვის დაავადების დაწყებასთან ან გამწვავებასთან. ტიკაგრელორი არ ახდენს ზემოქმედებას ფილტვის ფუნქციის კვლევის შედეგებზე.
PEGASUS-ის კვლევაში ქოშინი დაფიქსირდა პაციენტების 14,2%-თან, რომლებიც იღებდნენ 60 მგ ტიკაგრელორს ორჯერ დღე-ღამეში და 5,5% პაციენტებთან, რომლებიც იღებდნენ მარტო აცეტილსალიცილის მჟავას. ისევე, როგორც PLATO-ს კვლევაში, ქოშინი უმეტეს შემთხვევაში იყო მსუბუქი ან ზომიერი ინტენსივობის. პაციენტები, რომლებმაც აღნიშნეს ქოშინი, როგორც წესი, უფრო ასაკოვნები იყვნენ და უფრო ხშირად აღენიშნებოდათ ქოშინი, ფქოდ ან ასთმა კვლევის საწყის ეტაპზე.
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები
შარდმჟავას დონის მომატება: PLATO-ს კვლევაში სისხლის შრატში შარდმჟავას დონის მატება ნორმის ზედა ზღვარს ზემოთ აღინიშნებოდა პაციენტთა 22%-ში, რომლებიც იღებდნენ ტიკაგრელორს იმ პაციენტებთა 13%-თან შედარებით, რომლებიც ღებულობდნენ კლოპიდოგრელს. PEGASUS-ის კვლევაში შესაბამისი მაჩვენებლები შეადგენდა 9.1%, 8.8% და 5.5% ტიკაგრელორის 90 მგ, 60 მგ და პლაცებოს მიმღებ ჯგუფისთვის, შესაბამისად. სისხლის შრატის შარდმჟავას საშუალო შემცველობა გაიზარდა დაახლოებით 15%-ით ტიკაგრელორის მიღებისას დაახლოებით 7.5% კლოპიდოგრელთან შედარებით, ხოლო მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შემცირდა დაახლოებით 7%-მდე ტიკაგრელორის მიღების დროს, მაგრამ კლოპიდოგრელის მიღებისას დაქვეითება არ დაფიქსირებულა. PEGASUS- ის კვლევაში გამოვლინდა სისხლის შრატში შარდმჟავას საშუალო დონის შექცევადი ზრდა 6.3% და 5.6% -ით ტიკაგრელორის 90 მგ და 60 მგ მიღებისას შესაბამისად პლაცებო ჯგუფში 1.5%-ით შემცირებასთან შედარებით. PLATO-ს კვლევაში პოდაგრული ართრიტის სიხშირე შეადგენდა 0.2%-ს ტიკაგრელორისთვის 0.1%-ის წინააღმდეგ კლოპიდოგრელისთვის. პოდაგრის/პოდაგრული ართრიტის შესაბამისი მაჩვენებლები PEGASUS-ის კვლევაში შეადგენდა 1.6%, 1.5% და 1.1% ტიკაგრელორის 90 მგ, 60 მგ-სა და პლაცებოსთვის, შესაბამისად.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. პაციენტთან სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასერიოზული რეაქციის გამოვლენის ან ისეთი ახალი არასასურველი რეაქციის წარმოქმნისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, ინფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
ტიკაგრელორი კარგად გადაიტანება 900 მგ-მდე ერთჯერადი დოზით. კუჭ-ნაწლავური ტოქსიკურობა ერთჯერადი ზრდადი დოზის კვლევაში აღმოჩნდა დოზა-ლიმიტირებადი. სხვა კლინიკურად მნიშვნელოვანი არასასურველი რეაქციები, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, მოიცავს ქოშინს და პარკუჭოვანი ასისტოლის ეპიზოდებს.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია განხორციელდეს ზემოთ ჩამოთვლილი შესაძლო არასასურველი რეაქციების კონტროლი, ამიტომ აუცილებელია ეკგ მონიტორინგის ჩატარება.
ტიკაგრელორი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით, ანტიდოტი ცნობილი არ არის. დოზის გადაჭარბების მკურნალობა უნდა ტარდებოდეს ადგილობრივი სტანდარტული სამედიცინო პრაქტიკის შესაბამისად. ტიკაგრელორის გადაჭარბებული დოზირების მოსალოდნელი ეფექტის წარმოადგენს სისხლდენის რისკის ხანგრძლივობის გაზრდა, რომელიც თრომბოციტების ინჰიბირებასთანაა დაკავშირებული. ნაკლებად სავარაუდოა, რომ თრომბოციტების გადასხმამ მოიტანოს კლინიკური სარგებელი სისხლდენის მქონე პაციენტებში. სისხლდენის წარმოქმნის შემთხვევაში უნდა იქნას მიღებული სხვა შესაბამისი შემანარჩუნებელი ზომები.
შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ტიკაგრელორი 90 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, კალციუმის ჰიდროფოსფატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი® ყვითელი 03B220045 (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, რკინის ოქსიდი ყვითელი, ტარტრაზინის ალუმინის ლაქი, სანსეტ ყვითელი ალუმინის ლაქი).
სამკურნალო ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
აღწერილობა: მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, ღია ყვითელიდან ყვითელ ფერამდე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებით 90 „ T “-ს ზემოთ.
შენახვის პირობები
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
14 ტაბლეტი ბლისტერში.
4 ან 12 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისდა სხვა სამუშაოებისას
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პრეპარატი ან ნარჩენი უნდა განადგურდეს ადგილობრივი წესების შესაბამისად.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. No. 50 გიუნეშლი ბაგჯილარ / სტამბული)
"WORLD MEDICINE İLAÇ SAN . VE TİC . A.Ş.”, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No : 50 Güneşli Bağcılar / İstanbul ).
ფარმაკოლოგიური თვისებები
თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები, ჰეპარინის გარდა. ათქ კოდი: B01AC24.
მოქმედების მექანიზმი
რეგორინტა შეიცავს ტიკაგრელორს, რომელიც განეკუთვნება ციკლოპენტილტრიაზოლოპირიმიდინების (ცპტპ) ქიმიური კლასის წევრს და წარმოადგენს პერორალურ, შერჩევით და შექცევად პირდაპირი მოქმედების P2Y12 რეცეპტორის ანტაგონისტს, რომელიც ხელს უშლის ადფ-თი განპირობებულ P2Y12-დამოკიდებულ თრომბოციტების აქტივაციას და აგრეგაციას. ტიკაგრელორი არ უშლის ხელს ადენოზინ დიფოსფატის (ადფ) შეკავშირებას, მაგრამ P2Y12 რეცეპტორთან შეკავშირებისას ხელს უშლის ადფ- ინდუცირებული სიგნალის ტრანსდუქციას. ვინაიდან თრომბოციტები მონაწილეობენ თრომბოზული გართულებების დაწყებაში და/ან განვითარებაში ათეროსკლეროზული დაავადების დროს, ნაჩვენები იყო, რომ თრომბოციტების ფუნქციის ინჰიბირება, რომელიც ამცირებს გულ-სისხლძარღვთა ისეთი მოვლენების რისკს, როგორიცაა ლეტალური შედეგი, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი.
ტიკაგრელორი ასევე ზრდის ენდოგენური ადენოზინის ადგილობრივ დონეებს წონასწორული ნუკლეოზიდის ტრანსპორტიორის 1 ქვეტიპის ( ENT -1) ინჰიბიციის გზით.
ტიკაგრელორი აძლიერებს ადენოზინ-ინდუცირებეულ შემდეგ ეფექტებს ჯანმრთელ სუბიექტებში და პაციენტებში მკს-ით: ვაზოდილატაციას (შეფასებულს, როგორც კორონარული სისხლის ნაკადის გაზრდას ჯანმრთელ სუბიექტებში და პაციენტებში მკს-ით; თავის ტკივილს), თრომბოციტების ფუნქციის დათრგუნვას (ადამიანის მთელ სისხლში in vitro პირობებში ) და ქოშინს. თუმცა, კავშირი ადენოზინის დონის არსებულ ზრდასა და კლინიკურ შედეგებს შორის (მაგალითად, ავადობა-სიკვდილიანობა) მკაფიოდ არ არის დადგენილი.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
მოქმედების დაწყება
სტაბილური მსვლელობის გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ აცეტილსალიცილის მჟავას, ტიკაგრელორი ავლენს სწრაფ ფარმაკოლოგიურ ეფექტს, რაზეც მოწმობს თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების (თაი) საშუალო სიხშირე ტიკაგრელორის 180 მგ დატვირთვის დოზის მიღებიდან დაახლოებით 0,5 საათის შემდეგ, რომელიც შეადგენს დაახლოებით 41%, მაქსიმალური ეფექტი 89%-ის დონეზე, განვითარებული მიღებიდან 2-4 საათის შემდეგ და შენარჩუნებული 2-8 საათის განმავლობაში.
პაციენტების 90%-ში პრეპარატის მიღებიდან 2 საათის შემდეგ, თაი-ის საბოლოო ხარისხი შეადგენდა > 70%.
მოქმედების დასრულება
თუ დაგეგმილია აკშ-ს პროცედურა, ტიკაგრელორის გამოყენებისას სისხლდენის რისკი იზრდება კლოპიდოგრელის გამოყენებასთან შედარებით, თუ მიღება შეწყდება პროცედურამდე 96 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში.
მონაცემები ერთი პრეპარატიდან მეორეზე გადასვლის შესახებ
75 მგ კლოპიდოგრელიდან გადასვლამ ტიკაგრელორზე დოზით 90 მგ დღე-ღამეში ორჯერ გამოიწვია თაი-ს აბსოლუტური ზრდა 26.4%-ით, ხოლო ტიკაგრელორიდან კლოპიდოგრელზე გადასვლამ გამოიწვია თაი-ს აბსოლუტური შემცირება 24.5%-ით. პაციენტები შეიძლება იქნან გადაყვანილები კლოპიდოგრელიდან ტიკაგრელორზე ანტითრომბოციტული ეფექტის შეწყვეტის გარეშე.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო
გამოყენების ინსტრუქცია
რეგორინტა
სამკურნალო პრეპარატის დასახელება
რეგორინტა, Regorinta
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ტიკაგრელორი, Ticagrelor
შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ტიკაგრელორი 90 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, კალციუმის ჰიდროფოსფატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი® ყვითელი 03B220045 (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, რკინის ოქსიდი ყვითელი, ტარტრაზინის ალუმინის ლაქი, სანსეტ ყვითელი ალუმინის ლაქი).
სამკურნალო ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
აღწერილობა: მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, ღია ყვითელიდან ყვითელ ფერამდე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებით 90 „ T “-ს ზემოთ.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი რეგორინტა, რომელიც გამოიყენება ერთდროულად აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად, ნაჩვენებია ათეროთრომბოზული მოვლენების პროფილაქტიკისთვის ზრდასრულ პაციენტებში:
- მწვავე კორონარული სინდრომით (მკს);
- მიოკარდიუმის ინფარქტით (მი) ანამნეზში და ათეროთრომბოზული მოვლენების განვითარების მაღალი რისკით.
გამოყენების წესი და დოზები
დოზირების რეჟიმი
პაციენტებმა, რომლებიც იღებენ რეგორინტას, ასევე უნდა მიიღონ აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი სადღეღამისო შემანარჩუნებელი დოზა (75-150 მგ) ყოველდღიურად, თუ არ არსებობს სპეციფიკური უკუჩვენებები.
მწვავე კორონარული სინდრომი
მკურნალობა პრეპარატით რეგორინტა უნდა დაიწყოს 180 მგ ერთჯერადი დატვირთვითი დოზით (ორი 90 მგ-იანი ტაბლეტი) და შემდეგ გაგრძელდეს 90 მგ-ით დღე-ღამეში ორჯერ.
მკს-ით დაავადებული პაციენტების თერაპია პრეპარატით რეგორინტათი რეკომენდებულია ჩატარდეს 90 მგ დოზით ორჯერ დღე-ღამეში 12 თვის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კლინიკური საჭიროებით გამოწვეულია პრეპარატის მიღების ადრეული შეწყვეტა.
მიოკარდიუმის ინფარქტი ანამნეზში
პრეპარატ რეგორინტას გამოყენება 60 მგ დოზით დღე-ღამეში ორჯერ წარმოადგენს რეკომენდებულ დოზას ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტების ხანგრძლივი მკურნალობისთვის მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში და ათეროთრომბოზული მოვლენის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებისათვის. მკურნალობა შეიძლება დაიწყოს ინტერვალის გარეშე როგორც თერაპიის გაგრძელება ერთი წლის განმავლობაში პრეპარატ რეგორინტას 90 მგ-ით საწყისი მკურნალობის შემდეგ ან ადენოზინდიფოსფატის (ადფ) რეცეპტორების სხვა ინჰიბიტორით თერაპიის გაგრძელება მკს-ს და ათეროთრომბოზული მოვლენის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში. მკურნალობა ასევე შეიძლება დაიწყოს მი-ს შემდეგ 2 წლამდე პერიოდში ან ადფ რეცეპტორის ინჰიბიტორით მანამდე ჩატარებული მკურნალობის შეწყვეტიდან ერთი წლის განმავლობაში. მონაცემები ტიკაგრელორის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ, როდესაც მკურნალობა გრძელდება 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შეზღუდულია.
პრეპარატის შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში, პრეპარატ რეგორინტას პირველი დოზა უნდა იქნას შეყვანილი სხვა ანტითრომბოციტული პრეპარატის ბოლო დოზის შეყვანიდან 24 საათის შემდეგ.
დოზის გამოტოვება
თავიდან უნდა იქნას აცილებული ინტერვალები თერაპიაში. პაციენტმა, რომელიც გამოტოვებს პრეპარატ რეგორინტა-ს დოზას, უნდა მიიღოს მხოლოდ ერთი ტაბლეტი (შემდეგი დოზა) დანიშნულ დროს.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებში ტიკაგრელორის გამოყენება არ არის შესწავლილი და, შესაბამისად, მისი გამოყენება პაციენტების ამ ჯგუფში უკუნაჩვენებია. ღვიძლის ფუნქციის საშუალო ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებში მისი გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. დოზის კორექცია არ არის რეკომენდებული, მაგრამ ტიკაგრელორი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით. ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ბავშვები
18 წლამდე ასაკის ბავშვებში ტიკაგრელორის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. არ არსებობს ხელმისაწვდომი მონაცემები ტიკაგრელორის გამოყენების შესახებ ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის მქონე ბავშვებში.
გამოყენების წესი
პერორალური გამოყენებისთვის.
რეგორინტას მიღება შესაძლებელია საკვების მიღების მიუხედავად.
პაციენტებისთვის, რომლებსაც უჭირთ ყლაპვა, ტაბლეტი(ები) უნდა დაიფქვას წვრილ ფხვნილამდე, შეერიოს ნახევარ ჭიქა წყალს და დაილიოს დაუყოვნებლივ. ჭიქა უნდა გამოივლოს კიდევ ნახევარი ჭიქა წყლით და შიგთავსი დაილიოს. ნარევი ასევე შეიძლება იქნას შეყვანილი ნაზოგასტრალური ზონდის მეშვეობით (CH8 ან უფრო დიდი ზომის). ნარევის შეყვანის შემდეგ აუცილებელია ნაზოგასტრალური მილის წყლით გამორეცხვა.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- აქტიური პათოლოგიური სისხლდენა;
- ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა ანამნეზში;
- ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;
- ტიკაგრელორის ერთდროული გამოყენება CYP3A4 ძლიერ ინჰიბიტორებთან (მაგალითად, კეტოკონაზოლთან, კლარითრომიცინთან, ნეფაზოდონთან, რიტონავირთან და ატაზანავირთან), ვინაიდან კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ტიკაგრელორის ექსპოზიციის მნიშვნელოვანი ზრდა.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს
სისხლდენის რისკი
ტიკაგრელორის დანიშვნისას უნდა იქნას შეფასებული ათეროთრომბოზული მოვლენების პრევენციის სარგებელი და რისკი პაციენტებში სისხლდენის განვითარების გაზრდილი რისკით. კლინიკური ჩვენების არსებობისას ტიკაგრელორი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტების შემდეგ ჯგუფებში:
- პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება სისხლდენის განვითარებისადმი (მაგალითად, ახლო წარსულში მიღებული ტრავმის, ახლო წარსულში გადატანილი ქირურგიული ჩარევის, სისხლის შედედების დარღვევების, კუჭ-ნაწლავის აქტიური ან ახლო წარსულში გადატანილი სისხლდენის გამო) ან ტრავმის გაზრდილ რისკითან დაკავშირებით. ტიკაგრელორის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში აქტიური პათოლოგიური სისხლდენით, თავის ქალას შიდა სისხლჩაქცევით ანამნეზში და ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში;
- პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სამკურნალო პრეპარატებს, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ სისხლდენის რისკი (მაგალითად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს), პერორალური ანტიკოაგულანტები და/ან ფიბრინოლიზურები) ტიკაგრელორის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში.
ჯანმრთელ მოხალისეებში თრომბოციტების ტრანსფუზიამ არ გამოიწვია ტიკაგრელორის ანტიაგრეგანტული ეფექტის შეწყვეტა და, სავარაუდოდ, არ ექნება კლინიკური ეფექტი სისხლდენის მქონე პაციენტებში. ვინაიდან ტიკაგრელორის და დესმოპრესინის ერთდროულმა გამოყენებამ არ შეამცირა სისხლდენის დრო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დესმოპრესინი ეფექტური იქნება კლინიკური სისხლდენების გამოვლინებების შემთხვევაში.
ანტიფიბრინოლიზურმა თერაპიამ (ამინოკაპრონის ან ტრანექსამის მჟავა) და/ან თერაპიამ რეკომბინანტული ფაქტორით VIIa შეიძლება გააძლიერონ ჰემოსტაზი. ტიკაგრელორის გამოყენება შეიძლება იქნას განახლებული სისხლდენის მიზეზის დადგენისა და მისი კუპირების შემდეგ.
ოპერაციული ჩარევა
დაგეგმილი ოპერაციის წინ, სტომატოლოგთან ვიზიტამდე ან ახალი პრეპარატების მიღებამდე, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს, რომ იღებს ტიკაგრელორს.
PLATO-ს (თრომბოციტების ინჰიბირება და პაციენტების შედეგები - შეფასების სკალა) კვლევაში პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ აორტოკორონარული შუნტირება (აკშ), ტიკაგრელორის გამოყენებამ გამოიწვია სისხლდენების განვითარების შემთხვევების უფრო დიდი რაოდენობა კლოპიდოგრელთან შედარებით ქირურგიულ ჩარევამდე 1 დღით ადრე მიღების შეწყვეტისას, მაგრამ მასიური სისხლდენების განვითარების სიხშირე ტიკაგრელორის და კლოპიდოგრელის ჯგუფებში იყო მსგავსი 2 ან მეტი დღით ადრე ქირურგიული ჩარევამდე მიღების შეწყვეტის დროს. თუ პაციენტს ქირურგიული ჩარევა დაგეგმილი აქვს და ანტითრომბოციტული ეფექტი არ არის სასურველი, ტიკაგრელორის მიღება უნდა შეწყდეს ოპერაციამდე 5 დღით ადრე.
პაციენტები, რომლებმაც გადაიტანეს იშემიური ინსულტი
მკს-ის მქონე პაციენტებს, რომლებსაც გადაიტანეს იშემიური ინსულტი, შეუძლიათ გაიარონ 12 თვემდე ხანგრძლივობის მკურნალობა ტიკაგრელორის გამოყენებით (PLATO-ს კვლევა).
PEGASUS-ის კვლევაში არ იყვნენ ჩართულნი პაციენტები მი-თ ანამნეზში და წინასწარ გადატანილი გადატანილი იშემიური ინსულტით. მაშასადამე, ასეთი პაციენტების მკურნალობა 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ არის რეკომენდებული მონაცემთა არარსებობის გამო.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები
ტიკაგრელორის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით. ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტებში ტიკაგრელორის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია და, აქედან გამომდინარე, ასეთი პაციენტების მკურნალობისას რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა.
ბრადიკარდიული მოვლენების განვითარების რისკის მქონე პაციენტები
ჰოლტერის ეკგ-მონიტორინგმა აჩვენა პარკუჭოვანი ასისტოლიის უპირატესად ასიმპტომური ეპიზოდების სიხშირის ზრდა ტიკაგრელორით მკურნალობის დროს კლოპიდოგრელთან შედარებით. ბრადიკარდიული მოვლენების განვითარების გაზრდილი რისკის მქონე პაციენტები (მაგალითად, პაციენტები სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომით კარდიოსტიმულატორის გარეშე, მე-2 ან მე-3 ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადით ან ბრადიკარდიასთან დაკავშირებული სინკოპეთი) გამოირიცხებოდნენ ძირითადი კვლევებიდან, რომლებშიც ფასდებოდა ტიკაგრელორის უსაფრთხოება და ეფექტურობა. ამიტომ, შეზღუდული კლინიკური გამოცდილებიდან გამომდინარე, ასეთ პაციენტებში ტიკაგრელორი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით.
გარდა ამისა, საჭიროა სიფრთხილის დაცვა ტიკაგრელორის დანიშვნისას ისეთ სამკურნალო პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ცნობილია ბრადიკარდიის გამოწვევი თვისებით. თუმცა, PLATO-ს კვლევაში არ ყოფილა აღნიშნული კლინიკურად მნიშვნელოვანი არასასურველი რეაქციები ერთ ან მეტ ისეთ სამკურნალო პრეპარატთან ერთად მიღებისას, რომლებიც ცნობილია თავისი თვისებებით გამოიწვიონ ბრადიკარდია (მაგალითად, პაციენტების 96% ერთდროულად იღებდა ბეტა-ბლოკატორებს, 33% იღებდა კალციუმის არხის ბლოკატორებს დილთიაზემისა და ვერაპამილის ჩათვლით, და 4% - დიგოქსინს).
PLATO-ს კვლევის ფარგლებში ჰოლტერი მონიტორინგის სუბკვლევის მსვლელობისას პარკუჭოვანი ასისტოლიის ეპიზოდები, რომლებიც გრძელდებოდა ≥ 3 წამი, აღინიშნებოდა უფრო მეტი რაოდენობის პაციენტში მკს-ის მწვავე ფაზაში ტიკაგრელორის გამოყენებისას, ვიდრე კლოპიდოგრელის გამოყენებისას. ჰოლტერის მონიტორინგის დროს გამოვლენილი პარკუჭოვანი ასისტოლის ეპიზოდების რაოდენობის ზრდა ტიკაგრელორის გამოყენებისას უფრო მაღალი იყო პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით (გქუ), ვიდრე მთელ საკვლევ ჯგუფში მკს-ის მწვავე ფაზაში, მაგრამ არა ტიკაგრელორის გამოყენების ერთი თვის განმავლობაში ან კლოპიდოგრელთან შედარებით. ამ დისბალანსთან (სინკოპეს მდგომარეობისა და კარდიოსტიმულატორის დაყენების ჩათვლით) დაკავშირებული არასასურველი კლინიკური შედეგები პაციენტების მოცემულ ჯგუფში არ ყოფილა აღნიშნული.
პოსტმარკეტინგულ კვლევაში იყო შეტყობინებები ბრადიარითმული მოვლენებისა და ატრიოვენტრიკულური ბლოკადის შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ტიკაგრელორს, ძირითადად პაციენტებში მკს-ით, სადაც პოტენციური გადახრის ფაქტორებს წარმოადგენენ გულის იშემია და ისეთი პრეპარატების თანხლები გამოყენება, რომლებიც ამცირებენ გულის შეკუმშვის სიხშირეს ან გავლენას ახდენენ გულის გამტარობაზე. პაციენტის კლინიკური მდგომარეობა და პრეპარატების თანმხლები გამოყენება უნდა შეფასდეს, როგორც პოტენციური მიზეზები მკურნალობის კორექტირებამდე.
ქოშინი
იყო შეტყობინებები ქოშინის განვითარების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ტიკაგრელორს. ქოშინი ჩვეულებრივ იყო მსუბუქი ან ზომიერი ინტენსივობისა და ხშირად ლაგდებოდა პრეპარატით თერაპიის შეწყვეტის საჭიროების გარეშე. ქოშინის განვითარების მომატებული აბსოლუტური რისკი ტიკაგრელორის გამოყენებისას შეიძლება დაფიქსირდეს ასთმის/ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) მქონე პაციენტებში. ტიკაგრელორი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ასთმით ან/და ფქოდ-ით ანამნეზში. მექანიზმი ჯერ არ არის შესწავლილი. თუ პაციენტს განუვითარდა ქოშინის ახალი ეპიზოდი, ან თუ ქოშინი გრძელდება ან უარესდება ტიკაგრელორის გამოყენებისას, მაშინ აუცილებლად უნდა ჩატარდეს სრული გამოკვლევა და აუტანლობის შემთხვევაში უნდა შეწყდეს ტიკაგრელორის გამოყენება. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხ. განყოფილება „არასასურველი რეაქციები“.
ძილის ცენტრალური აპნოე
პოსტმარკეტინგულ კვლევაში პაციენტებში, რომლებიც იღებენ ტიკაგრელორს, აღინიშნებოდა ძილის ცენტრალური აპნოეს შემთხვევები, ჩეინ-სტოქსის სუნთქვის ჩათვლით. ძილის ცენტრალურ აპნოეზე ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია ჩატარდეს დამატებითი კლინიკური გამოკვლევა.
კრეატინინის დონის გაზრდა
ტიკაგრელორით მკურნალობის დროს შეიძლება გაიზარდოს კრეატინინის დონე. ამ მოვლენის მექანიზმი არ არის ნათელი. თირკმლის ფუნქციის შეფასება უნდა ჩატარდეს სტანდარტული სამედიცინო პრაქტიკის შესაბამისად. მკს-ის მქონე პაციენტებში ასევე რეკომენდირებულია თირკმლის ფუნქციის შემოწმება ტიკაგრელორის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ≥ 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებს, თირკმელების ფუნქციის ზომიერი/მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებს და პაციენტებს, რომლებიც იტარებენ თანმხლებ თერაპიას ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორების გამოყენებით.
შარდმჟავას კონცენტრაციის გაზრდა
ტიკაგრელორით მკურნალობის დროს შესაძლოა განვითარდეს ჰიპერურიკემია. პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ჰიპერურიკემიით ან პოდაგრული ართრიტით ანამნეზში. არ არის რეკომენდებული ტიკაგრელორის გამოყენება პროფილაქტიკური ღონისძიების სახით შარდმჟავას ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა (თთპ )
თთპ ტიკაგრელორის გამოყენების დროს ძალზე იშვიათად გვხვდება. მას ახასიათებს თრომბოციტოპენიისა და მიკროანგიოპათიური ჰემოლიზური ანემიის განვითარება, რომელსაც თან ახლავს ნევროლოგიური გამოვლინებები, თირკმლის ფუნქციის დარღვევები ან ცხელება. თთპ წარმოადგენს პოტენციურად მომაკვდინებელ მდგომარეობას, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას, პლაზმაფერეზის ჩათვლით .
გავლენა თრომბოციტული ფუნქციის კვლევის შედეგებზე ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენიის (ჰით) დიაგნოსტიკისას
ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტების აქტივაციის (HIPA) ტესტში, რომელიც გამოიყენება ჰით-ის დიაგნოსტიკისთვის, ანტითრომბოციტული ფაქტორი 4/ანტისხეულები ჰეპარინის მიმართ პაციენტის სისხლის შრატში ააქტიურებენ ჯანმრთელი დონორების თრომბოციტებს ჰეპარინის იქ არსებობისას. იყო შეტყობინებები ჰით-ის დიაგნოსტიკის მიზნით ჩატარებული თრომბოციტული ფუნქციის ტესტის (HIPA-ს ტესტით ჩათვლით, მაგრამ არ შემოიფარგლება ამ ტესტით) ცრუ-უარყოფითი შედეგების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ტიკაგრელორს. ეს დაკავშირებულია ტესტში ჯანმრთელი დონორის თრომბოციტებში P2Y12 რეცეპტორის ინჰიბირებასთან პაციენტის შრატში/პლაზმაში არსებული ტიკაგრელორის ზემოქმედების შედეგად. ჰით-ის დროს თრომბოციტული ფუნქციის ტესტების ინტერპრეტაციისთვის საჭიროა ინფორმაცია ტიკაგრელორის თანმხლები გამოყენების შესახებ.
იმ პაციენტების მკურნალობისას, რომლებსაც განუვითარდათ ჰით-ი, უნდა იქნას შეფასებული სარგებელი/რისკის შეფარდება ტიკაგრელორით თერაპიის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, გათვალისწინებული იქნება რა ჰით-ის პროთრომბოზული მდგომარეობა და სისხლდენის განვითარების რისკი ანტიკოაგულანტისა და ტიკაგრელორის ამავდროული გამოყენების შემთხვევაში.
სხვა
PLATO-ს კვლევაში აცეტილსალიცილის მჟავას შემანარჩუნებელ დოზასა და ტიკაგრელორის, კლოპიდოგრელთან შედარებით, უკეთეს ეფექტურობას შორის გამოვლენილ დამოკიდებულების საფუძველზე ტიკაგრელორის და აცეტილსალიცილის მჟავას მაღალი შემანარჩუნებელი დოზის (> 300 მგ) ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
მიღების ვადამდელი შეწყვეტა
ნებისმიერი ანტიაგრეგანტული თერაპიის ნაადრევმა შეწყვეტამ, პრეპარატ რეგორინტა-ს ჩათვლით, შეიძლება გამოიწვიოს გარდაცვალების რისკის გაზრდა გულ-სისხლძარღვთა (გს) პათოლოგის, მი-სა ან ინსულტის გამო პაციენტის ძირითადი დაავადების შედეგად. ამიტომ, თავიდან უნდა იქნას აცილებული მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტა.
ნატრიუმი
რეგორინტა შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ ტაბლეტზე, ე.ი. პრაქტიკულად "არ შეიცავს ნატრიუმის".
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ტიკაგრელორი წარმოადგენს CYP3A4-ის პირველად სუბსტრატს და CYP3A4-ის ზომიერ ინჰიბიტორს. ტიკაგრელორი ასევე არის P-გლიკოპროტეინის (P-gp ) სუბსტრატი და P- gp-ის სუსტი ინჰიბიტორი და შეუძლია გაზარდოს P- gp -ს სუბსტრატების ექსპოზიცია.
სხვა სამკურნალო საშუალებებისა და სხვა პროდუქტების ზემოქმედება ტიკაგრელორზე
CYP3A4-ს ინჰიბიტორები
CYP3A4-ს ძლიერი ინჰიბიტორები: კეტოკონაზოლის კომბინირებულმა გამოყენებამ ტიკაგრელორთან ერთად გაზარდა ტიკაგრელორის Cmax (მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია) და AUC (ფართობი „კონცენტრაცია-დროის“ მრუდის ქვეშ) შესაბამისად 2,4-ჯერ და 7,3-ჯერ. აქტიური მეტაბოლიტის Cmax და AUC მცირდებოდა 89%-ით და 56%-ით შესაბამისად. CYP3A4 სხვა ძლიერი ინჰიბიტორები (კლარითრომიცინი, ნეფაზოდონი, რიტონავირი და ატაზანავირი), როგორც მოსალოდნელია, მოახდენენ ანალოგიურ მოქმედებას, ამიტომ CYP3A4-ს ძლიერი ინჰიბიტორების ტიკაგრელორთან ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.
CYP3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორები: დილთიაზემის ერთდროულმა გამოყენებამ ტიკაგრელორთან გაზარდა ტიკაგრელორის Cmax 69%-ით და AUC 2.7-ჯერ და შეამცირა აქტიური მეტაბოლიტის Cmax 38 %-ით, ამ დროს AUC არ შეცვლილა. ტიკაგრელორის ზემოქმედება დილთიაზემის დონეზე სისხლის პლაზმაში არ არის გამოვლენილი. მოსალოდნელია, რომ CYP3A4-ს სხვა ზომიერი ინჰიბიტორები (მაგალითად, ამპრენავირი, აპრეპიტანტი, ერითრომიცინი და ფლუკონაზოლი) მოახდენენ ანალგიურ მოქმედებას, რაც შესაძლებელს გახდის მის ტიკაგრელორთან ამავდროულ მიღებას.
გრეიფრუტის წვენის დიდი რაოდენობით ყოველდღიური მოხმარებისას (3x200მლ), აღინიშნებოდა ტიკაგრელორის ექსპოზიციის ორმაგი ზრდა. მოსალოდნელია, რომ ექსპოზიციის ასეთი ზრდა პაციენტების უმეტესობისთვის არ იქნება კლინიკურად მნიშვნელოვანი.
CYP3A ინდუქტორები
რიფამპიცინის ტიკაგრელორთან ერთდროული გამოყენება ამცირებს ტიკაგრელორის Cmax და AUC შესაბამისად 73%-ით და 86%-ით. აქტიური მეტაბოლიტის Cmax არ იცვლება ხოლო AUC მცირდება 46%-ით შესაბამისად. მოსალოდნელია, რომ CYP3A-ს სხვა ინდუქტორები (მაგალითად, ფენიტოინი, კარბამაზეპინი და ფენობარბიტალი) ასევე შეამცირებენ ტიკაგრელორის ზემოქმედებას.
CYP3A4 ძლიერმა ინდუქტორებმა, ტიკაგრელორთან ერთად გამოყენებისას, შეიძლება შეამცირონ ტიკაგრელორის ექსპოზიცია და ეფექტურობა, ამიტომ მათი ტიკაგრელორთან ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ციკლოსპორინები (P-gp-ს და CYP3A -ს ინჰიბიტორი)
ციკლოსპორინის (600 მგ) ტიკაგრელორთან ამავდროული გამოყენება ზრდის ტიკაგრელორის Cmax და AUC 2,3-ჯერ და 2,8-ჯერ შესაბამისად. ციკლოსპორინის გამოყენებისას აქტიური მეტაბოლიტის AUC იზრდება 32%-ით, Cmax მცირდება 15%-ით.
არ არსებობს მონაცემები ტიკაგრელორის ერთდროული გამოყენების შესახებ სხვა აქტიურ ნივთიერებებთან, რომლებიც ასევე წარმოადგენენ P-gp-ს ძლიერ ინჰიბიტორებს და CYP3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორებს (მაგალითად, ვერაპამილი, ქინიდინი), რომლებსაც ასევე შეუძლიათ გაზარდონ ტიკაგრელორის ექსპოზიცია. თუ მათი კომბინირებული გამოყენების თავიდან აცილება შეუძლებელია, უნდა იქნას დაცული სიფრთხილე ერთდროული გამოყენებისას.
სხვა ურთიერთქმედება
მედიკამენტოზური ურთიერთქმედების კლინიკურმა ფარმაკოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტიკაგრელორის კომბინირებული გამოყენება ჰეპარინთან, ენოქსაპარინთან და აცეტილსალიცილის მჟავასთან ან დესმოპრესინთან არ ახდენს გავლენას ტიკაგრელორის ან მისი აქტიური მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკაზე, ასევე თრომბოციტების ადფ- ინდუცირებული აგრეგაციაზე, მარტო ტიკაგრელორის გამოყენებასთან შედარებით. ჰემოსტაზზე მოქმედი პრეპარატების გამოყენების კლინიკური ჩვენებების არსებობისას, ტიკაგრელორთან კომბინაციაში ისინი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით.
მკს-ის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ მორფინს, დაფიქსირდა ზემოქმედების შენელება და შემცირება P2Y12-ის პერორალური ინჰიბიტორებისა, ტიკაგრელორისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის ჩათვლით (ტიკაგრელორის ექსპოზიციის 35% -ით შემცირება). ეს ურთიერთქმედება შეიძლება დაკავშირებული იყოს კუჭ-ნაწლავის მოტორიკის შემცირებასთან და ვრცელდებოდეს სხვა ოპიოიდებზე. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია, მაგრამ მონაცემები მიუთითებენ ტიკაგრელორის ეფექტურობის შემცირების შესაძლებლობაზე პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ტიკაგრელორს და მორფინს. მკს-ის მქონე პაციენტებში, რომლებშიც მორფინის გამოყენება არ შეიძლება იყოს გამორიცხული და კრიტიკულია P2Y 12-ის სწრაფი დათრგუნვა, შეიძლება განიხილებოდეს P2Y12 ინჰიბიტორის პარენტერალური გამოყენება .
ტიკაგრელორის ზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებზე
CYP3A4- ით მეტაბოლიზირებადი სამკურნალო პრეპარატები
სიმვასტატინი: ტიკაგრელორის სიმვასტატინთან თანმხლები გამოყენება ზრდის სიმვასტატინის Cmax-ს 81%-ით და AUC-ს 56%-ით, და ასევე ზრდის სიმვასტატინის მჟავას Cmax-ს 64%-ით და AUC-ს 52%-ით, ამავე დროს ზოგიერთ პაციენტთან ეს მაჩვენებლები იზრდება 2-3 -ჯერ. სიმვასტატინის დღე-ღამეში 40 მგ-ზე მეტი დოზით ტიკაგრელორთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი არასასურველი რეაქციების განვითარება, რომლებიც დაკავშირებულია სიმვასტატინის გამოყენებასთან, ამიტომ უნდა შეფასდეს პოტენციური რისკისა და სარგებლის თანაფარდობა. სიმვასტატინის ზემოქმედება ტიკაგრელორის დონეზე სისხლის პლაზმაში არ არის გამოვლენილი. ტიკაგრელორი შეიძლება ახდენდეს ანალოგიურ ზემოქმედებას ლოვასტატინზე. არ არის რეკომენდებული ტიკაგრელორის ერთდროული გამოყენება სიმვასტატინთან და ლოვასტატინთან 40 მგ-ზე მეტი დოზით.
ატორვასტატინი: ატორვასტატინის და ტიკაგრელორის ერთდროული გამოყენება ზრდის ატორვასტატინის მჟავას Cmax-სა და AUC-ს შესაბამისად 23%-ით და 36%-ით. Cmax-ისა და AUC-ის ანალოგიური მატება შეინიშნება ატორვასტატინის მჟავას ყველა მეტაბოლიტთან. ეს ზრდა არ ითვლება კლინიკურად მნიშვნელოვანად.
არ არის გამორიცხული ანალოგიური ზემოქმედება სხვა სტატინებზე, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP3A4-ის ზემოქმედებით. PLATO-ს კვლევაში პაციენტები, რომლებიც ღებულობდნენ ტიკაგრელორს, იღებდნენ სხვადასხვა სტატინებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე ეჭვის არარსებობისას პაციენტების 93%-ში, რომლებიც იღებდნენ ამ ჯგუფის პრეპარატებს.
ტიკაგრელორი წარმოადგენს CYP3A4-ს სუსტ ინჰიბიტორს. არ არის რეკომენდებული ტიკაგრელორის და დაბალი თერაპიული ინდექსის მქონე CYP3A4-ს სუბსტრატების (მაგალითად, ციზაპრიდი ან ერგოტის ალკალოიდები) ერთდროული გამოყენება, რადგან ტიკაგრელორმა შეიძლება გაზარდოს ამ სამკურნალო საშუალებების ექსპოზიცია.
P-gp სუბსტრატები ( დიგოქსინის, ციკლოსპორინის ჩათვლით )
ტიკაგრელორის კომბინირებული მიღება ზრდის დიგოქსინის Cmax-ს 75%-ით და AUC-ს 28%-ით. დიგოქსინის საშუალო მინიმალური კონცენტრაციები ტიკაგრელორთან კომბინირებულად გამოყენებისას იზრდებოდა დაახლოებით 30%-ით, ზოგიერთ ცალკეულ შემთხვევაში 2-ჯერ. ტიკაგრელორის და მისი აქტიური მეტაბოლიტის Cmax და AUC დიგოქსინთან გამოყენების დროს არ იცვლებოდა. ამიტომ, რეკომენდირებულია შესაბამისი კლინიკური და/ან ლაბორატორიული მონიტორინგის ჩატარება ტიკაგრელორის და დაბალი თერაპიული ინდექსის მქონე P-gp-დამოკიდებული პრეპარატების, მაგალითად დიგოქსინის, ერთდროული გამოყენებისას.
ტიკაგრელორის ზემოქმედება სისხლში ციკლოსპორინის დონეზე გამოვლენილი არ არის. ტიკაგრელორის ზემოქმედება სხვა P – gp-ს სუბსტრატებზე არ ყოფილა შესწავლილი.
CYP2C9- ის მიერ მეტაბოლიზებული სამკურნალო საშუალებები
ტიკაგრელორის და ტოლბუტამიდის თანმხლებ გამოყენებას არ შეუცვლია ამ პრეპარატებიდან არც ერთის პლაზმური კონცენტრაცია, რაც მოწმობს იმას რომ ტიკაგრელორი არ წარმოადგენს CYP2C9-ს ინჰიბიტორს და, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან იმოქმედოს CYP2C9-ით განპირობებულ მეტაბოლიზმზე ისეთი პრეპარატებისა, როგორიცაა ვარფარინი და ტოლბუტამიდი.
როზუვასტატინი
ტიკაგრელორმა შეიძლება იმოქმედოს როზუვასტატინის თირკმლისმიერ ექსკრეციაზე, რაც ზრდის როზუვასტატინის დაგროვების რისკს. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მექანიზმი უცნობია, ზოგიერთ შემთხვევაში, ტიკაგრელორისა და როზუვასტატინის ერთდროული გამოყენება იწვევდა თირკმლის ფუნქციის დაქვეითებას, კრეატინფოსფოკინაზას დონის მომატებას და რაბდომიოლიზს.
ორალური კონტრაცეპტივები
ტიკაგრელორის ლევონორგესტრელთან და ეთინილესტრადიოლთან ერთდროული მიღება ზრდის ეთინილესტრადიოლის ექსპოზიციას დაახლოებით 20%-ით, მაგრამ არ მოქმედებს ლევონორგესტრელის ფარმაკოკინეტიკაზე. არ არის მოსალოდნელი კლინიკურად მნიშვნელოვანი მოქმედება კონტრაცეპციის ეფექტურობაზე ლევონორგესტრელის, ეთინილესტრადიოლისა და ტიკაგრელორის ერთდროულად გამოყენებისას.
სამკურნალო საშუალებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ბრადიკარდია
ტიკაგრელორის ერთდროული გამოყენებისას სამკურნალო საშუალებებთან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ბრადიკარდია, უნდა იქნას დაცული სიფრთხილე პარკუჭოვანი ასისტოლისა და ბრადიკარდიის უმეტესად ასიმპტომური ეპიზოდების განვითარების გამო.
თუმცა, PLATO-ს კვლევაში არ ყოფილა აღნიშნული კლინიკურად მნიშვნელოვანი არასასურველი რეაქციები ერთ ან რამოდენიმე ისეთ სამკურნალო საშუალებასთან ერთდროული გამოყენების შემდეგ, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ბრადიკარდია (მაგალითად, პაციენტების 96% ერთდროულად იღებდა ბეტა-ბლოკატორებს, 33% იღებდა კალციუმის არხის ბლოკატორებს, დილთიაზემის და ვერაპამილისა და 4% - დიგოქსინის ჩათვლით ).
სხვა თანმხლები თერაპია
კლინიკურ კვლევებში ტიკაგრელორი ჩვეულებრივ შეყვანილი იყო აცეტილსალიცილის მჟავასთან, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან, სტატინებთან, ბეტა-ბლოკატორებთან, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორებთან და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორებთან ერთად, საჭიროებისას, თანმხლები დაავადებების დროს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ასევე ჰეპარითან, დაბალმოლეკულურ ჰეპარინთან და GpIIb / IIIa-ს ინტრავენურ ინჰიბიტორებთან მოკლე პერიოდის განმავლობაში. ამ სამკურნალო საშუალებებთან არასასურველი ურთიერთქმედების კლინიკურად მნიშვნელოვანი ნიშნები არ დაფიქსირებულა.
ტიკაგრელორის ჰეპარინთან, ენოქსაპარინთან ან დესმოპრესინთან ერთდროულმა გამოყენებამ არ მოახდინა გავლენა გააქტიურებულ პარციალურ თრომბოპლასტინურ დროზე( გპთდ ), შედედების გააქტიურებულ დროზე ( შგდ) და ფაქტორი Xa -ს ანალიზზე . თუმცა, პოტენციური ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების გამო, საჭიროა სიფრთხილის დაცვა ტიკაგრელორის ერთდროული გამოყენებისას ჰემოსტაზზე მოქმედ სამკურნალო პრეპარატებთან ერთად.
სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების (სუსი) (მაგალითად, პაროქსეტინის, სერტრალინისა და ციტალოპრამის) გამოყენების ფონზე კანქვეშა სისხლჩაქცევის შესახებ შეტყობინებების გამო, უნდა იქნას დაცული სიფრთხილე ტიკაგრელორთან ერთად სუსი-ის დანიშვნისას, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
რეპროდუქციული ასაკის ქალები
რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა მიიღონ კონტრაცეპციის შესაბამისი ზომები, რათა თავიდან აიცილონ ორსულობა ტიკაგრელორით თერაპიის დროს.
ორსულობა
არ არსებობს ან შეზღუდულია მონაცემები ორსულ ქალებში ტიკაგრელორის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. ორსულობის დროს ტიკაგრელორის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ლაქტაცია
ჩვენს ხელთ არსებული ფარმაკოდინამიკური/ტოქსიკოლოგიური მონაცემები, რომლებიც მიღებულია ცხოველებზე ჩატარებული კვლევების დროს, მიუთითებს, რომ ტიკაგრელორი და მისი აქტიური მეტაბოლიტები გამოიყოფა რძესთან ერთად. რისკი ახალშობილებისთვის/ჩვილებისთვის არ არის გამორიცხული. უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ტიკაგრელორის თერაპიის შეწყვეტის/უარის თქმის შესახებ ბავშვისთვის ძუძუთი კვების და ქალისთვის თერაპიის სარგებელის გათვალისწინებით.
ფერტილობა
ტიკაგრელორი ცხოველებში არ ახდენს გავლენას მამრისა და მდედრის ნაყოფიერებაზე.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
ტიკაგრელორი არ ახდენს ან ახდენს უმნიშვნელო გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ტიკაგრელორით მკურნალობის დროს იყო აღნიშნული თავბრუსხვევისა და ცნობიერების არევის შემთხვევები. ამიტომ, პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ ეს სიმპტომები, უნდა დაიცვან სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალებების მართვისას და მექანიზმებთან მუშაობისას.
არასასურველი რეაქციები
უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა
ტიკაგრელორის უსაფრთხოების პროფილი შეფასდა მკურნალობის მე-3 ფაზის შედეგების ორ დიდ კვლევაში (PLATO და PEGASUS ), რომლებიც მოიცავდა 39 ათასზე მეტ პაციენტს.
PLATO-ს კვლევაში პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ტიკაგრელორს, არასასურველი მოვლენების გამო მიღების შეწყვეტის მაჩვენებელი იყო უფრო მაღალი, ვიდრე კლოპიდოგრელთან (7.4%-ი, 5.4%-თან შედარებით). PEGASUS-ის კვლევაში პაციენტები, რომლებიც ღებულობდნენ ტიკაგრელორს, უფრო ხშირად წყვეტდნენ პრეპარატის მიღებას არასასურველი მოვლენების გამო მხოლოდ აცეტილსალიცილის მჟავით თერაპიასთან შედარებით (16,1% -ი 60 მგ ტიკაგრელორი აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად, 8,5%-თან შედარებით მხოლოდ აცეტილსალიცილის მჟავათი თერაპიის დროს). ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ტიკაგრელორს, იყო სისხლდენა და ქოშინი.
არასასურველი რეაქციების ჩამონათვალი
კვლევების მსვლელობის დროს იყო გამოვლენილი ან დარეგისტრირებული შემდეგი არასასურველი რეაქციები ტიკაგრელორის გამოყენების პოსტმარკეტინგული გამოცდილების დროს.
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს სისტემურ- ორგანული კლასების მიხედვით. სისტემურ-ორგანული კლასების თითოეულ ჯგუფის ფარგლებში არასასურველი რეაქციები მოყვანილია სიხშირის პარამეტრების შესაბამისად.
არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით).
კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი ნეოპლაზმები (კისტებისა და პოლიპების ჩათვლით): იშვიათად - სიმსივნური სისხლდენა (მაგალითად, სისხლდენა შარდის ბუშტის სიმსივნიდან, კუჭის სიმსივნიდან, მსხვილი ნაწლავის სიმსივნიდან).
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად - სისხლდენა სისხლის დარღვევების გამო (მაგალითად, სისხლჩაქცევების, სპონტანური ჰემატომების, ჰემორაგიული დიათეზის წარმოქმნის მომატებული მიდრეკილება); სიხშირე უცნობია-თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურაa.
იმუნური სისტემის მხრივ: არახშირად - ჰიპერმგრძნობელობა, ანგიონევროზული შეშუპების* ჩათვლით .
ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: ძალიან ხშირად - ჰიპერურიკემიაბ; ხშირად - პოდაგრა, პოდაგრული ართრიტი.
ფსიქიკური დარღვევები: არახშირად - ცნობიერების არევა.
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავბრუსხვევა, გულის წასვლა, თავის ტკივილი; არახშირად: ქალასშიდა სისხლჩაქცევა (ანუ სპონტანური, პროცედურასთან დაკავშირებული ან ტრავმული ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა).
მხედველობის ორგანოს მხრივ: იშვიათად - სისხლჩაქცევები თვალში (მაგალითად, კონიუნქტივალური, რეტინალური, თვალშიდა სისხლჩაქცევა).
სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები: ხშირად - ვერტიგო; იშვიათად - სისხლჩაქცევა ყურში.
გულის მხრივ: სიხშირე უცნობია - ბრადიარითმია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადაა.
სისხლძარღვების მხრივ: ხშირად - ჰიპოტენზია.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ: ძალიან ხშირად - ქოშინი; ხშირად - სისხლდენა სასუნთქი სისტემის ორგანოებიდან (მაგალითად, ეპისტაქსისი, ამოხველება სისხლით).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - კუჭ-ნაწლავური სისხლდენა (მაგალითად, სისხლდენა ღრძილებიდან, რექტალური სისხლდენა, სისხლდენა კუჭის წყლულის დროს), დიარეა, გულისრევა, დისპეფსია, საჭმლის მონელების დარღვევა; არახშირად - რეტროპერიტონეალური სისხლდენა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირად - კანქვეშა ან კანიდან სისხლდენა (მაგალითად, ექიმოზი, კანიდან სისხლდენა, პეტექიები), გამონაყარი, ქავილი.
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: არახშირად - სისხლდენა კუნთებში (მაგალითად, ჰემართროზი, სისხლჩაქცევა კუნთში).
თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ : ხშირად - სისხლდენა შარდგამომყოფი გზებიდან (მაგალითად, ჰემატურია, ჰემორაგიული ცისტიტი).
სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ: არახშირად - რეპროდუქციული სისტემის სისხლდენა (მაგალითად, ვაგინალური სისხლდენა, ჰემატოსპერმია, პოსტმენოპაუზური სისხლდენა).
ზემოქმედება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: ხშირად - სისხლში კრეატინინის დონის მომატებაბ.
ტრავმები, ინტოქსიკაციები და მანიპულაციების გართულებები: ხშირად - პროცედურის შემდგომი სისხლდენა, ტრავმული სისხლდენა (მაგალითად, დაჟეჟვა, ტრავმული ჰემატომა, ტრავმული სისხლდენა).
ა გამოვლენილია პოსტმარკეტინგული გამოყენების დროს.
ბ სიხშირეები განსაზღვრულია ლაბორატორიულ მონაცემების საფუძველზე (შარდმჟავას კონცენტრაციის გაზრდა ნორმის > ზედა ზღვარამდე საწყის დონესთან შედარებით, რომელიც იყო ნორმის ფარგლებში ან ნორმის ქვედა ზღვარზე ნაკლები; კრეატინინის დონის ზრდა > 50% საწყის დონესთან შედარებით) და არ მოიცავს სიხშირეს, რომელიც დაფუძნებულია არასასურველი მოვლენის ანგარიშებზე.
ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა
სისხლდენა
სისხლდენის მონაცემები PLATO-ს კვლევდან
PLATO-ს კვლევაში სისხლდენების საერთო სიხშირე ნაჩვენებია ცხრილში 1.
ცხრილი 1: სისხლდენის ეპიზოდების საერთო რაოდენობის ანალიზი, გამოთვლა კაპლან-მეიერის მეთოდის მიხედვით 12 თვის შემდეგ (PLATO)
ტიკაგრელორი 90 მგ ორჯერ დღე-ღამეში
N=9235
კლოპიდოგრელი N=9186
p- მნიშვნელობა *
მასიური სისხლდენა, ზოგადად განსაზღვრულია PLATO-ს მიხედვით
- 6
- 2
- 4336
მასიური ლეტალური/სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენა განსაზღვრულია PLATO-ს მიხედვით
- 8
- 8
- 6988
მასიური სისხლდენა, რომელიც არ არის დაკავშირებული აკშ-სთან, განსაზღვრულია PLATO-ს მიხედვით
- 5
- 8
- 0264
მასიური სისხლდენა, რომელიც არ არის დაკავშირებული პროცედურებთან, განსაზღვრულია PLATO-ს მიხედვით
- 1
- 3
- 0058
მასიურიი + მცირე სისხლდენა განსაზღვრულია PLATO-ს მიხედვით
- 1
- 6
- 0084
მასიური + მცირე სისხლდენა განსაზღვრული PLATO-ს მიხედვით, რომელიც არ არის დაკავშირებული პროცედურებთან
- 9
- 3
<0.0001
მასიურიი სისხლდენა TIMI-ს სკალის მიხედვით
- 9
- 7
- 5669
მასიური + მცირე სისხლდენა TIMI-ს სკალის მიხედვით
- 4
- 9
- 3272
სისხლდენის კატეგორიების განსაზღვა
მასიური ფატალური/სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენა: კლინიკურად გამოხატული სისხლდენა ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემცირებით > 50 გ/ლ ან ≥ 4 ერითროციტების ერთეულის გადასხმა; ან ლეტალური; ან ინტრაკრანიალური სისხჩაქცევა; ან ინტრაპერიკარდიული სისხლჩაქცევა პერიკარდიუმის ღრუს ტამპონადით; ან ჰიპოვოლემიური შოკი ან მძიმე ჰიპოტენზია, რომელიც მოითხოვს არტერიული წნევის ამწევი სამკურნალო საშუალებების გამოყენებას ან ქირურგიულ ჩარევას.
სხვა მასიური სისხლდენები: ჰემოგლობინის კონცენტრაციის კლინიკურად გამოხატული დაქვეითება 30-50 გ/ლ-ით ან სისხლის ერითროციტების 2-3 ერთეულის გადასხმა; ან შრომისუნარიანობის მნიშვნელოვნად დაკარგვა.
მცირე სისხლდენა: საჭიროებს სამედიცინო ჩარევას სისხლდენის შესაჩერებლად ან სამკურნალოდ.
მასიური სისხლდენა TIMI სკალის მიხედვით: კლინიკურად გამოხატული სისხლდენა ჰემოგლობინის კონცენტრაციის დაქვეითებით > 50 გ/ლ-ით ან ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა.
მცირე სისხლდენა TIMI-ს სკალის მიხედვით: კლინიკურად გამოხატული სისხლდენა ჰემოგლობინის კონცენტრაციის დაქვეითებით 30-50 გ/ლ.
- p-მნიშვნელობა გამოითვლება კოქსის პროპორციული რისკების მოდელის მიხედვით, სადაც ერთადერთი დამოუკიდებელ ცვლადს წარმოადგენს თერაპიული ჯგუფი.
ტიკაგრელორი და კლოპიდოგრელი PLATO-ს კვლევის კლასიფიკაციით არ განსხვავდებოდნენ ფატალური/სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენის, მთლიანი PLATO-ს კვლევის კლასიფიკაციით მასიური სისხლდენის განვითარების სიხშირით, TIMI-ის სკალით მასიური სისხლდენის რაოდენობით ან TIMI-ის სკალის მიხედვით მცირე სისხლდენის საერთო რაოდენობით (ცხრილი 1). თუმცა, ჯგუფში, სადაც ღებულობდნენ ტიკაგრელორს, აღინიშნებოდა უფრო მეტი რაოდენობის კომბინირებული სისხლდენა, რომლებიც PLATO-ს კვლევაში კლასიფიცირდება როგორც „ძირითადი + მცირე“, კლოპიდოგრელთან შედარებით. ლეტალური შედეგების მქონე სისხლდენები PLATO-ს კვლევაში აღინიშნებოდა პაციენტთა მცირე რაოდენობაში: 20 (0.2%) ტიკაგრელორისთვის და 23 (0.3%) კლოპიდოგრელისთვის.
PLATO-ს კვლევაში ასაკი, სქესი, წონა, რასა, გეოგრაფიული რეგიონი, თანმხლები დაავადებები, თანმხლები თერაპია და დაავადების ისტორია, გადატანილი ინსულტის ან ტრანზიტორული იშემიური შეტევის ჩათვლით, არ იძლევიან პროგნოზის გაკეთების საშუალებას არც საერთო მასიური, არც მასიური სისხლდენის შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ჩატარებულ პროცედურებთან. ამგვარად, არ იყო გამოვლენილი არც ერთი კონკრეტული რისკის ჯგუფი სისხლდენის რომელიმე რაოდენობრივი მონაცემის მიხედვით.
აკშ-თან დაკავშირებული სისხლდენა
PLATO-ს კვლევაში 1584 პაციენტიდან 42%-ს (კოჰორტის 12%), რომლებმაც გადაიტანეს აორტოკორონარული შუნტირება (აკშ), აღენიშნა PLATO-ს კვლევის კლასიფიკაციის მიხედვით მასიური ფატალური/სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენა, თერაპიულ ჯგუფებს შორის განსხვავებების გარეშე. ფატალური სისხლდენა, რომელიც დაკავშირებული იყო აკშ-თან, განუვითარდა 6 პაციენტს თითოეულ თერაპიულ ჯგუფში.
სისხლდენები, რომელიც არ არის დაკავშირებული აკშ-თან, და სისხლდენები, რომელიც არ არის დაკავშირებული შესრულებულ პროცედურებთან
მასიური/სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენის განვითარების მაჩვენებლები, რომლებიც არ არის დაკავშირებული აკშ-თან, PLATO-ს კვლევის კლასიფიკაციის მიხედვით, არ განსხვავდებოდა ტიკაგრელორისა და კლოპიდოგრელის გამოყენებისას, მაგრამ საერთო მასიური სისხლდენა, მასიური სისხლდენა TIMI-ს სკალის მიხედვით და მცირე + მაციური სისხლდენა TIMI-ს სკალის მიხედვით PLATO-ს კვლევის კლასიფიკაციის მიხედვით უფრო ხშირად აღინიშნებოდა ტიკაგრელორის გამოყენების დროს. ანალოგიურად, ყველა ისეთი პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია სისხლდენასთან, სისხლდენის უფრო მეტი ეპიზოდი აღინიშნებოდა ტიკაგრელორის ჯგუფში, ვიდრე ჯგუფში, რომელშიც ღებულობდნენ კლოპიდოგრელს (ცხრილი 1). მკურნალობის შეწყვეტა სისხლდენის გამო, რომელიც არ არის დაკავშირებული ჩასატარებელ პროცედურთან, უფრო ხშიად აღინიშნებოდა ტიკაგრელორის ჯგუფში (2.9%), ვიდრე კლოპიდოგრელის ჯგუფში (1.2%; p <0.001).
ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა
ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევები, რომლებიც არ იყო დაკავშირებული ჩატარებულ პროცედურებთან, უფრო მეტი იყო ტიკაგრელორის გამოყენებისას (n=27 სისხლჩაქცვა 26 პაციენტთან, 0.3%), ვიდრე კლოპიდოგრელის გამოყენებისას (n=14 სისხლჩაქცევა, 0.2%), აქედან 11 სისხლჩაქცევა ტიკაგრელორის გამოყენებისას და ერთი კლოპიდოგრელის გამოყენების დროს დასრულდა ლეტალური შედეგით. ლეტალური შედეგების სისხლდენების საერთო რაოდენობაში განსხვავება არ იყო.
მონაცემები სისხლდენების შესახებ PEGASUS-ის კვლევიდან
სისხლდენების სიხშირის კუმულაციური შედეგი PEGASUS კვლევაში ნაჩვენებია ცხრილში 2.
ცხრილი 2: სისხლდენის ეპიზოდების საერთო რაოდენობის ანალიზი, გამოთვლილი კაპლან-მეიერის მეთოდით 36 თვის შემდეგ (PEGASUS)
ტიკაგრელორი 60 მგ ორჯერ დღეში + აცეტილსალიცილის მჟავა
N=6958
მხოლოდ აცეტილსალიცილის მჟავა
N=6996
უსაფრთხოების საბოლოო წერტილები
კაპლან-მეიერი, %
რისკის კოეფიციენტი
(95% ნი )
კაპლან-მეიერი, %
p-მნიშვნელობა
სისხლდენის კატეგორიები TIMI-ს სკალის მიხედვით
მასიური სისხლდენა TIMI-ს სკალის მიხედვით
- 3
- 32
(1.68, 3.21)
- 1
<0.0001
ლეტალური
- 3
- 00
(0.44, 2.27)
- 3
- 0000
ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა
- 6
- 33
(0.77, 2.31)
- 5
- 3130
სხვა მასიური სისხლდენა TIMI-ს სკალის მიხედვით
- 6
- 61
(2.31, 5.65)
- 5
<0.0001
მასიური ან მცირე სისხლდენა TIMI-ს სკალის მიხედვით
- 4
- 54
(1.93, 3.35)
- 4
<0.0001
მასიური ან მცირე სისხლდენა ან სისხლდენა, რომელიც საჭიროებს სამედიცინო ყურადღებას TIMI -ს სკალის მიხედვით
- 6
- 64
(2.35, 2.97)
- 0
<0.0001
სისხლდენის კატეგორიები PLATO-ს კვლევის კლასიფიკაციის მიხედვით
მასიური სისხლდენა PLATO-ს კვლევის კლასიფიკაციის მიხედვით
- 5
- 57
(1.95, 3.37)
- 4
<0.0001
ლეტალური / სიცოცხლისათვის საშიში
- 4
- 38
(1.73, 3.26)
- 1
<0.0001
სხვა მასიური სისხლდენა PLATO-ს კვლევის კლასიფიკაციის მიხედვით
- 1
- 37
(1.95, 5.83)
- 3
<0.0001
მასიური ან მცირე სისხლდენა PLATO-ს კვლევის კლასიფიკაციის მიხედვით
- 2
- 71
(2.40, 3.08)
- 2
<0.0001
ნი (CI) - ნდობის ინტერვალი.
სისხლდენის კატეგორიების განსაზღვრა
მასიური სისხლდენა TIMI-ს სკალის მიხედვით: ლეტალური სისხლდენა ან ნებისმიერი ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა, ან სისხლჩაქცევის კლინიკურად გამოხატული ნიშნები, რომლებიც დაკავშირებულია ჰემოგლობინის კონცენტრაციის (Hb) დაქვეითებასთან ≥ 50 გ/ლ ან (ჰემოგლობინის კონცენტრაციის მონაცემების არარსებობის შემთხვევაში) ჰემატოკრიტის (Hct) დაქვეითებასთან 15%-ით.
ლეტალური: სისხლდენის ეპიზოდი, რომელიც პირდაპირ იწვევს ლეტალურ შედეგს 7 დღის განმავლობაში.
ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა: ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევაა.
სხვა მასიური სისხლდენები TIMI-ს სკალის მოხედვით: არალეტალური მასიური სისხლდენა, რომელიც არ არის დაკავშირებული TIMI-ს სკალის ინტრაკრანიალურ სისხლჩაქცევასთან.
მცირე სისხლდენა TIMI-ს სკალის მიხედვით: ჰემოგლობინის კონცენტრაციის კლინიკურად გამოხატული დაქვეითება 30-50 გ/ლ-ით.
სისხლდენა, რომელიც საჭიროებს სამედიცინო ჩარევას, TIMI -ს სკალის მიხედვით: საჭიროებს ჩარევას ან იწვევს ჰოსპიტალიზაციას ან საჭიროებს გამოკვლევას.
მასიური ლეტალური/სიცოცხლისთვის საშიში PLATO-ს კვლევის კლასიფიკაციის მიხედვით: ლეტალური სისხლდენა ან ნებისმიერი ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა, ან ინტრაპერიკარდიული პერიკარდიუმის ღრუს ტამპონადით, ან ჰიპოვოლემიური შოკით ან მძიმე ჰიპოტენზიით, რომელიც საჭიროებს არტერიული წნევის ასაწევ სამკურნალო საშუალებების/ინოტროპების გამოყენებას ან ქირურგიულ ჩარევას, ან ჰემოგლობინის კონცენტრაციის კლინიკურად გამოხატული დაქვეითებით > 50 გ/ლ ან ერითროციტებების ≥ 4 ერთეულის გადასხმით.
სხვა მასიური სისხლდენა PLATO-ს კვლევის კლასიფიკაციის მიხედვით: შრომისუნარიანობის მნიშვნელოვანი შეზღუდვა ან ჰემოგლობინის კონცენტრაციის კლინიკურად გამოხატული დაქვეითება 30-50 გ/ლ-ით, ან ერითროციტების 2-3 ერთეულის გადასხმა.
მცირე სისხლდენა PLATO-ს კვლევის კლასიფიკაციის მიხედვით: საჭიროებს სამედიცინო ჩარევას სისხლდენის შესაჩერებლად ან სამკურნალოდ.
PEGASUS-ის კვლევაში TIMI-ს სკალის მიხედვით მასიური სისხლდენის რისკი უფრო მაღალი იყო 60 მგ მოცულობის ტიკაგრელორისთვის ორჯერ დღე-ღამეში მიღების რეჟიმით, ვიდრე მარტო აცეტილსალიცილის მჟავათი თერაპიის დროს. არ ყოფილა აღნიშნული ლეტალური სისხლდენის რისკის ზრდა; აღინიშნა მხოლოდ ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევის უმნიშვნელო ზრდა აცეტილსალიცილის მჟავით თერაპიასთან შედარებით. ლეტალური სისხლდენები კვლევაში აღინიშნა მცირე რაოდენობით: 11 (0.3%) 60 მგ ტიკაგრელორისთვის და 12 (0.3%) მხოლოდ აცეტილსალიცილის მჟავათი თერაპიის დროს. TIMI-ს სკალის მასიური სისხლდენის რისკის ზრდა, დაფიქსირებული 60 მგ ტიკაგრელორის გამოყენებისას, დაკავშირებული იყო უპირველეს ყოვლისა TIMI-ს სკალის სხვა მასიური სისხლდენების განვითარების უფრო მაღალი სიხშირით, რომლებიც განპირობებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოვლენებით.
სისხლდენის განვითარების მომატებული სიხშირე, რომელიც TIMI-ს სკალის მიხედვით მასიური სისხლდენის განვითარების სიხშირის ანალოგიურია, აღინიშნებოდა სისხლდენების ისეთი კატეგორიებისთვის, როგორც TIMI-ს სკალის მასიური ან მცირე და PLATO-ს კლასიფიკაციით მასიური, და, ასევე PLATO-ს კლასიფიკაციით მასიური ან მცირე (იხ. ცხრილი 2). სისხლდენის გამო მკურნალობის შეწყვეტა უფრო ხშირად ხდებოდა 60 მგ ტიკაგრელორის გამოყენებისას მხოლოდ აცეტილსალიცილის მჟავათი თერაპიასთან შედარებით (6.2% და 1.5%, შესაბამისად). ამ სისხლდენების უმეტესობა იყო ნაკლებად მძიმე (კლასიფიცირდებოდა როგორც ისეთი, რომელიც მოითხოვს სამედიცინო ჩარევას TIMI-ს სკალის მიხედვით), მაგალითად, ეპისტაქსისი, ეკქიმოზები და ჰემატომები.
სისხლდენის პროფილი 60 მგ ტიკაგრელორის გამოყენებისას სტაბილური იყო რამოდენიმე წინასწარ განსაზღვრულ ქვეჯგუფში (მაგალითად, ასაკით, სქესით, წონით, რასით, გეოგრაფიული რეგიონით, თანმხლები დაავადებებით, თანმხლები თერაპიით და ავადმყოფობის ისტორიით) TIMI-ის სკალის მიხედვით მასიური სისხლდენის შემთხვევებისას, TIMI-ს სკალით მასიური ან მცირე სისხლდენებისას და მასიური სისხლდენებისას PLATO-ს სკალის მიხედვით.
ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა
ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევის სპონტანური შემთხვევები იყო დარეგისტრირებული ერთნირი სიხშირით 60 მგ ტიკაგრელორის გამოყენებისას და მხოლოდ აცეტილსალიცილის მჟავათი თერაპიის დროს (n=13, 0.2% ორივე ჯგუფში). ტრავმული და პროცედურული ინტრაკრანიალური სისხლდენა უმნიშვნელოდ გაიზარდა 60 მგ ტიკაგრელორით მკურნალობის დროს (n=15, 0.2%) მხოლოდ აცეტილსალიცილის მჟავათი თერაპიასთან შედარებით (n=10, 0.1%). 60 მგ ტიკაგრელორით მკურნალობისას დარეგისტრირებული იყო ლეტალური ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევის 6 შემთხვევა და 5 ლეტალური ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევის შემთხვევა მხოლოდ აცეტილსალიცილის მჟავით მკურნალობისას. ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევის სიხშირე დაბალი იყო ორივე თერაპიულ ჯგუფში, მნიშვნელოვანი კომორბიდულობისა და გულ-სისხლძარღვოვანი რისკის ფაქტორების გათვალისწინებით საკვლევ პოპულაციაში.
ქოშინი
პაციენტებმა, რომლებიც იღებდნენ ტიკაგრელორს, აღნიშნეს ქოშინი, სუნთქვის გაძნელების შეგრძნება. PLATO-ს კვლევაში არასასურველი მოვლენების (ამ) ქოშინის სახით (ქოშინი, ქოშინი მოსვენების დროს, ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს, პაროქსიზმული ღამის ქოშინი და ღამის ქოშინი) და კომბინაციებში აღენიშნებოდა პაციენტთა 13.8%-ს, რომლებიც იღებდნენ ტიკაგრელორს, და 7.8% პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ კლოპიდოგრელს. PLATO კვლევაში პაციენტთა 2.2%-ს, რომლებიც იღებენ ტიკაგრელორს და 0.6%-ს, რომლებიც ღებულობდნენ კლოპიდოგრელს, აღენიშნებოდათ ქოშინი, რომელიც დაკავშირებული იყო თერაპიასთან, ქოშინი, როგორც სერიოზული ამ, აღენიშნებოდა პაციენტთა მცირე რაოდენობას (0.14% ტიკაგრელორი; 0.02% კლოპიდოგრელი). ქოშინის დარეგისტრირებული სიმპტომების უმეტესობა იყო ინტენსივობით მსუბუქი ან ზომიერი და მათი უმეტესობა თავს იჩენდა როგორც ერთი ეპიზოდი მკურნალობის დაწყების საწყის პერიოდში.
კლოპიდოგრელთან შედარებით, ასთმის/ფქოდ-ის მქონე პაციენტებს, რომლებიც იღებენ ტიკაგრელორს, შეიძლება ჰქონდეთ არასერიოზული ქოშინის წარმოქმნის მომატებული რისკი (3,29% ტიკაგრელორისთვის 0,53% კლოპიდოგრელთან შედარებით) და მძიმე ქოშინის შემთხვევები (0,38% ტიკაგრელორისთვის 0.00% კლოპიდოგრელთან შედარებით). აბსოლუტური თვალსაზრისით, ეს რისკი უფრო მაღალი იყო, ვიდრე PLATO-ს კვლევის საერთო პოპულაციაში. ტიკაგრელორი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ასთმის ან/და ფქოდ-ით ანამნეზში.
ეპიზოდების დაახლოებით 30% გაქრა 7 დღის განმავლობაში. PLATO-ს კვლევაში ჩართული იყვნენ პაციენტები უკვე არსებული გულის შეგუბებითი უკმარისობით, ფქოდ-ით ან ასთმით; ეს პაციენტები, ისევე როგორც ხანდაზმული ასაკის პაციენტები, უფრო ხშირად აღნიშნავდნენ ქოშინს. ტიკაგრელორის ჯგუფში, პაციენტთა 0.9%-მა შეწყვიტა საკვლევი პრეპარატის მიღება ქოშინის გაჩენის გამო, 0.1%-თან შედარებით, რომლებიც იღებდნენ კლოპიდოგრელს. ტიკაგრელორის მიღებისას ქოშინის უფრო მაღალი სიხშირე არ არის დაკავშირებული გულის ან ფილტვის დაავადების დაწყებასთან ან გამწვავებასთან. ტიკაგრელორი არ ახდენს ზემოქმედებას ფილტვის ფუნქციის კვლევის შედეგებზე.
PEGASUS-ის კვლევაში ქოშინი დაფიქსირდა პაციენტების 14,2%-თან, რომლებიც იღებდნენ 60 მგ ტიკაგრელორს ორჯერ დღე-ღამეში და 5,5% პაციენტებთან, რომლებიც იღებდნენ მარტო აცეტილსალიცილის მჟავას. ისევე, როგორც PLATO-ს კვლევაში, ქოშინი უმეტეს შემთხვევაში იყო მსუბუქი ან ზომიერი ინტენსივობის. პაციენტები, რომლებმაც აღნიშნეს ქოშინი, როგორც წესი, უფრო ასაკოვნები იყვნენ და უფრო ხშირად აღენიშნებოდათ ქოშინი, ფქოდ ან ასთმა კვლევის საწყის ეტაპზე.
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები
შარდმჟავას დონის მომატება: PLATO-ს კვლევაში სისხლის შრატში შარდმჟავას დონის მატება ნორმის ზედა ზღვარს ზემოთ აღინიშნებოდა პაციენტთა 22%-ში, რომლებიც იღებდნენ ტიკაგრელორს იმ პაციენტებთა 13%-თან შედარებით, რომლებიც ღებულობდნენ კლოპიდოგრელს. PEGASUS-ის კვლევაში შესაბამისი მაჩვენებლები შეადგენდა 9.1%, 8.8% და 5.5% ტიკაგრელორის 90 მგ, 60 მგ და პლაცებოს მიმღებ ჯგუფისთვის, შესაბამისად. სისხლის შრატის შარდმჟავას საშუალო შემცველობა გაიზარდა დაახლოებით 15%-ით ტიკაგრელორის მიღებისას დაახლოებით 7.5% კლოპიდოგრელთან შედარებით, ხოლო მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შემცირდა დაახლოებით 7%-მდე ტიკაგრელორის მიღების დროს, მაგრამ კლოპიდოგრელის მიღებისას დაქვეითება არ დაფიქსირებულა. PEGASUS- ის კვლევაში გამოვლინდა სისხლის შრატში შარდმჟავას საშუალო დონის შექცევადი ზრდა 6.3% და 5.6% -ით ტიკაგრელორის 90 მგ და 60 მგ მიღებისას შესაბამისად პლაცებო ჯგუფში 1.5%-ით შემცირებასთან შედარებით. PLATO-ს კვლევაში პოდაგრული ართრიტის სიხშირე შეადგენდა 0.2%-ს ტიკაგრელორისთვის 0.1%-ის წინააღმდეგ კლოპიდოგრელისთვის. პოდაგრის/პოდაგრული ართრიტის შესაბამისი მაჩვენებლები PEGASUS-ის კვლევაში შეადგენდა 1.6%, 1.5% და 1.1% ტიკაგრელორის 90 მგ, 60 მგ-სა და პლაცებოსთვის, შესაბამისად.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. პაციენტთან სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასერიოზული რეაქციის გამოვლენის ან ისეთი ახალი არასასურველი რეაქციის წარმოქმნისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, ინფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
დოზის გადაჭარბება
ტიკაგრელორი კარგად გადაიტანება 900 მგ-მდე ერთჯერადი დოზით. კუჭ-ნაწლავური ტოქსიკურობა ერთჯერადი ზრდადი დოზის კვლევაში აღმოჩნდა დოზა-ლიმიტირებადი. სხვა კლინიკურად მნიშვნელოვანი არასასურველი რეაქციები, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, მოიცავს ქოშინს და პარკუჭოვანი ასისტოლის ეპიზოდებს.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია განხორციელდეს ზემოთ ჩამოთვლილი შესაძლო არასასურველი რეაქციების კონტროლი, ამიტომ აუცილებელია ეკგ მონიტორინგის ჩატარება.
ტიკაგრელორი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით, ანტიდოტი ცნობილი არ არის. დოზის გადაჭარბების მკურნალობა უნდა ტარდებოდეს ადგილობრივი სტანდარტული სამედიცინო პრაქტიკის შესაბამისად. ტიკაგრელორის გადაჭარბებული დოზირების მოსალოდნელი ეფექტის წარმოადგენს სისხლდენის რისკის ხანგრძლივობის გაზრდა, რომელიც თრომბოციტების ინჰიბირებასთანაა დაკავშირებული. ნაკლებად სავარაუდოა, რომ თრომბოციტების გადასხმამ მოიტანოს კლინიკური სარგებელი სისხლდენის მქონე პაციენტებში. სისხლდენის წარმოქმნის შემთხვევაში უნდა იქნას მიღებული სხვა შესაბამისი შემანარჩუნებელი ზომები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები, ჰეპარინის გარდა. ათქ კოდი: B01AC24.
მოქმედების მექანიზმი
რეგორინტა შეიცავს ტიკაგრელორს, რომელიც განეკუთვნება ციკლოპენტილტრიაზოლოპირიმიდინების (ცპტპ) ქიმიური კლასის წევრს და წარმოადგენს პერორალურ, შერჩევით და შექცევად პირდაპირი მოქმედების P2Y12 რეცეპტორის ანტაგონისტს, რომელიც ხელს უშლის ადფ-თი განპირობებულ P2Y12-დამოკიდებულ თრომბოციტების აქტივაციას და აგრეგაციას. ტიკაგრელორი არ უშლის ხელს ადენოზინ დიფოსფატის (ადფ) შეკავშირებას, მაგრამ P2Y12 რეცეპტორთან შეკავშირებისას ხელს უშლის ადფ- ინდუცირებული სიგნალის ტრანსდუქციას. ვინაიდან თრომბოციტები მონაწილეობენ თრომბოზული გართულებების დაწყებაში და/ან განვითარებაში ათეროსკლეროზული დაავადების დროს, ნაჩვენები იყო, რომ თრომბოციტების ფუნქციის ინჰიბირება, რომელიც ამცირებს გულ-სისხლძარღვთა ისეთი მოვლენების რისკს, როგორიცაა ლეტალური შედეგი, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი.
ტიკაგრელორი ასევე ზრდის ენდოგენური ადენოზინის ადგილობრივ დონეებს წონასწორული ნუკლეოზიდის ტრანსპორტიორის 1 ქვეტიპის ( ENT -1) ინჰიბიციის გზით.
ტიკაგრელორი აძლიერებს ადენოზინ-ინდუცირებეულ შემდეგ ეფექტებს ჯანმრთელ სუბიექტებში და პაციენტებში მკს-ით: ვაზოდილატაციას (შეფასებულს, როგორც კორონარული სისხლის ნაკადის გაზრდას ჯანმრთელ სუბიექტებში და პაციენტებში მკს-ით; თავის ტკივილს), თრომბოციტების ფუნქციის დათრგუნვას (ადამიანის მთელ სისხლში in vitro პირობებში ) და ქოშინს. თუმცა, კავშირი ადენოზინის დონის არსებულ ზრდასა და კლინიკურ შედეგებს შორის (მაგალითად, ავადობა-სიკვდილიანობა) მკაფიოდ არ არის დადგენილი.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
მოქმედების დაწყება
სტაბილური მსვლელობის გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ აცეტილსალიცილის მჟავას, ტიკაგრელორი ავლენს სწრაფ ფარმაკოლოგიურ ეფექტს, რაზეც მოწმობს თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების (თაი) საშუალო სიხშირე ტიკაგრელორის 180 მგ დატვირთვის დოზის მიღებიდან დაახლოებით 0,5 საათის შემდეგ, რომელიც შეადგენს დაახლოებით 41%, მაქსიმალური ეფექტი 89%-ის დონეზე, განვითარებული მიღებიდან 2-4 საათის შემდეგ და შენარჩუნებული 2-8 საათის განმავლობაში.
პაციენტების 90%-ში პრეპარატის მიღებიდან 2 საათის შემდეგ, თაი-ის საბოლოო ხარისხი შეადგენდა > 70%.
მოქმედების დასრულება
თუ დაგეგმილია აკშ-ს პროცედურა, ტიკაგრელორის გამოყენებისას სისხლდენის რისკი იზრდება კლოპიდოგრელის გამოყენებასთან შედარებით, თუ მიღება შეწყდება პროცედურამდე 96 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში.
მონაცემები ერთი პრეპარატიდან მეორეზე გადასვლის შესახებ
75 მგ კლოპიდოგრელიდან გადასვლამ ტიკაგრელორზე დოზით 90 მგ დღე-ღამეში ორჯერ გამოიწვია თაი-ს აბსოლუტური ზრდა 26.4%-ით, ხოლო ტიკაგრელორიდან კლოპიდოგრელზე გადასვლამ გამოიწვია თაი-ს აბსოლუტური შემცირება 24.5%-ით. პაციენტები შეიძლება იქნან გადაყვანილები კლოპიდოგრელიდან ტიკაგრელორზე ანტითრომბოციტული ეფექტის შეწყვეტის გარეშე.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
კლინიკური მონაცემები ტიკაგრელორის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ მიღებული იყო 3-ე ფაზის ორი კვლევიდან:
- PLATO-ს კვლევა [ PLATelet Inhibition and Patient Outcomes, თრომბოციტების ინჰიბირება და პაციენტების მკურნალობის შედეგები], რომელშიც ადარებდნენ ტიკაგრელორსა და კლოპიდოგრელს, დანიშნულებს აცეტილსალიცილის მჟავასთან და სხვა სტანდარტულ თერაპიასთან კომბინაციაში;
- PEGASUS TIMI-54 კვლევაში [ PrE vention with TicaGrelor of SecondAry Thrombotic Events in High-RiSk AcUte Coronary Syndrome Patients, მეორადი თრომბოზული მოვლენების პროფილაქტიკა ტიკაგრელორით პაციენტებში მწვავე კორონარული სინდრომის მაღალი რისკით] შეადარეს ტიკაგრელორი აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში მარტო აცეტილსალიცილის მჟავათი თერაპიას.
PLATO-ს კვლევა (მწვავე კორონარული სინდრომი)
PLATO-ს კვლევაში ჩართული იყო 18624 პაციენტი, რომლებიც შემოყვანილები იყვნენ არასტაბილური სტენოკარდიის (ას) სიმპტომების, ST- სეგმენტის ზრდის გარეშე( NSTEMI ) მიოკარდიუმის ინფარქტის სიმპტომების ან ST-სეგმენტის ზრდით (STEMI) მიოკარდიუმის ინფარქტის სიმპტომების განვითარებიდან 24 საათის განმავლობაში და თავდაპირველად ღებულობდნენ მედიკამენტოზურ მკურნალობას ან პერკუტანული კორონარულ ჩარევას (პკჩ) ან აკშ-ს.
კლინიკური ეფექტურობა
ყოველდღიური აცეტილსალიცილის მჟავას მიღების ფონზე, 90 მგ-მა ტიკაგრელორმა ორჯერ დღე-ღამეში გვაჩვენა უპირატესობა 75 მგ კლოპიდოგრელის ყოველდღიურ გამოყენებასთან შედარებით კომბინირებული საბოლოო წერტილის - გულ-სისხლძარღვთა ლეტალურობის, მი ან ინსულტის-პროფილაქტიკაში, ამ დროს განსხვავება განპირობებული იყო გულ-სისხლძარღვთა ლეტალურობით და მი-თ. პაციენტებმა ღებულობდნენ კლოპიდოგრელის დატვირთვის დოზას 300 მგ (პკჩ-ს ჩატარებისას შესაძლოა 600 მგ ) ან 180 მგ ტიკაგრელორს.
ეფექტი ადრე გამოჩნდა (რისკის აბსოლუტური შემცირებამ [ARR] შეადგინა 0.6% და რისკის ფარდობითი შემცირებამ [RRR] შეადგინა 12% 30 დღის შემდეგ), ამ დროს მკურნალობის ეფექტები შენარჩუნებული იყო მთელი 12 თვიანი პერიოდის განმავლობაში, რამაც მოგვცა ARR 1.9% წელიწადში RRR-ს 16%-ს დროს. ეს ნათელჰყოფს, რომ მიზანშეწონილია პაციენტების მკურნალობა ტიკაგრელორით 90 მგ ორჯერ დღე-ღამეში 12 თვის განმავლობაში. მკს-ს მქონე 54 პაციენტის კლოპიდოგრელის ნაცვლად ტიკაგრელორით მკურნალობა თავიდან აგვაცილებს ერთ ათეროთრომბოზულ მოვლენას; 91 პაციენტის მკურნალობა თავიდან აგვაცილებს ერთ გულ-სისხლძარღვთა ლეტალობას (იხ. სურათი 1 და ცხრილი 3).
ტიკაგრელორის ეფექტურობა კლოპიდოგრელთან შედარებით შენარჩუნებულია ბევრ ქვეჯგუფში, მათ შორის ქვეჯგუფებში, რომლებიც ეფუძნება წონას, სქესს, ანამნეზში შაქრიან დიაბეტს, ტრანზიტორულ იშემიურ შეტევას, არაჰემორაგიულ ინსულტს ან რევასკულარიზაციას, თანმხლები თერაპიას, ჰეპარინების ჩათვლით, GpIIb/IIIa ინჰიბიტორებს და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს, ინდექსი მოვლენა (STEMI, NSTEMI ან შარდის საერთო ანალიზი) საბოლოო დიაგნოზს და მკურნალობის მეთოდს, რომელიც ამოირჩეული იქნება რანდომიზაციის დროს (ინვაზიური ან კონსერვატიული).
აღნიშნული იყო მკურნალობის უმნიშვნელო ურთიერთკავშირი რეგიონთან, რომლის დროსაც რისკის კოეფიციენტი (HR) პირველადი საბოლოო წერტილისთვის უფრო მეტი იყო ტიკაგრელორის სასარგებლოდ დანარჩენ მსოფლიოში, მაგრამ კლოპიდოგრელის სასარგებლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელიც შეადგენდა მთლიანი საკვლევი პოპულაციის დაახლოებით 10%-ს (p-ს მნიშვნელობა = 0.045).
წინასწარი ანალიზი გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ შესაძლო კავშირი აცეტილსალიცილის მჟავას დოზასთან, ე.ი. აცეტილსალიცილის მჟავას დოზების გაზრდის დროს აღინიშნებოდა ტიკაგრელორის ეფექტურობის დაქვეითება. აცეტილსალიცილის მჟავას ქრონიკული სადღეღამისო დოზა ტიკაგრელორის ამავდროული გამოყენებისას უნდა შეადგენდეს 75-150 მგ.
სურათზე 1 წარმოდგენილია რისკის შეფასება ეფექტურობის კომბინირებულ საბოლოო წერტილში რაიმე პირველ მოვლენის დადგომამდე.
სურათი 1: გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მი და ინსულტის (PLATO) გამო ლეტალობის პირველადი კომბინირებული საბოლოო წერტილის ანალიზი
3433071820266N в группе риска
N в группе риска
16551141011986p-знаение
p-знаение
143072189205Тикагрелор (Т) Клопидогрел (С)
Тикагрелор (Т) Клопидогрел (С)
- 135529020Процентное содержание по Каплану-Мейеру
Процентное содержание по Каплану-Мейеру
132161338811Дни после рандомизации
Дни после рандомизации
5509524445N риска
N риска
ტიკაგრელორი ამცირებდა პირველადი კომბინირებული საბოლოო წერტილის წარმოქმნის სიხშირეს კლოპიდოგრელთან შედარებით როგორც UA /NSTEMI-ს პოპულაციაში, ასევე STEMI-ს პოპულაციაში (ცხრილი 3). ამრიგად, პრეპარატი რეგორინტა 90 მგ ორჯერ დღე-ღამეში აცეტილსალიცილის მჟავას დაბალ დოზებთან ერთად შეიძლება გამოყენებულ იქნას მკს-ის მქონე პაციენტებში (არასტაბილური სტენოკარდია (UA), მიოკარდიუმის ინფარქტი ST სეგმენტის ამაღლების გარეშე [NSTEMI] ან მიოკარდიუმის ინფარქტი ST სეგმენტის ამაღლებით [STEMI]), იმ პაციენტების ჩათვლით, რომლებიც იღებენ კონსერვატიულ მკურნალობას და მათი ჩათვლით, ვისაც უტარდება პერკუტანული კორონარული ჩარევა (პკჩ ) ან აორტაკორონარული შუნტირება (აკშ).
ცხრილი 3: ეფექტურობის პირველადი და მეორადი საბოლოო წერტილების ანალიზი (PLATO)
ტიკაგრელორი 90 მგ ორჯერ დღე-ღამეში
(მოვლენის მქონე პაციენტების %)
N=9333
კლოპიდოგრელი 75 მგ დღე -ღამეში ერთხელ
(მოვლენის მქონე პაციენტების %)
N=9291
ARR ა
(%/წელი)
RRR a (%) (95% ნი )
p- მნიშვნელობა
გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილი, მი (გარდა უსიმპტომო მი-სა) ან ინსულტი
- 3
- 9
- 9
16 (8.23)
- 0003
ინვაზიური მკურნალობა
- 5
- 0
- 7
16 (6, 25)
- 0025
კონსერვატიული მკურნალობა
- 3
- 2
- 3
15(0.3, 27)
- 0444 d
გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილი
- 8
- 8
- 1
21 (9, 31)
- 0013
მი (გარდა უსიმპტომო მი-სა) b
- 4
- 4
- 1
16 (5, 25)
- 0045
ინსულტი
- 3
- 1
- 0.2
- 17 (-52.9)
- 2249
საერთო ლეტალობა, მი (გარდა ასიმპტომური მი-სა) ან ინსულტი
- 7
- 5
- 1
16 (8, 23)
- 0001
გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილი, საერთო მი, ინსულტი, SRI , RI , TIA ან სხვა ATE c
- 8
- 7
- 1
12 (5, 19)
- 0006
საერთო ლეტალობა
- 3
- 4
- 4
22 (11, 31)
- 0003 d
სტენტის გამოხატული თრომბოზი
- 2
- 7
- 6
32 (8, 49)
0,0123 d
aARR = აბსოლუტური რისკის შემცირება; RRR = შედარებითი რისკის შემცირება = (1-რისკის თანაფარდობა) x 100%. უარყოფითი RRR მნიშვნელობა მიუთითებს ფარდობითი რისკის ზრდაზე.
b ასიმპტომური მი-ს გარდა.
c SRI = მძიმე მორეციდივე იშემია; RI = მორეციდივე იშემია; TIA = გარდამავალი იშემიური შეტევა; ATE = არტერიული თრომბოზული მოვლენა. ზოგადი მი მოიცავს ასიმპტომურ მი-ს მოვლენის თარიღის მითითებით, რომელიც მიჩნეულია გამოვლენის თარიღად.
d ნომინალური მნიშვნელოვნების დონე; ყველა დანარჩენი არის ფორმალურად სტატისტიკურად მნიშვნელოვანი წინასწარ დადგენილი იერარქიული გამოცდა.
PLATO გენეტიკური ქვეკვლევა
CYP2C19-ისა და ABCB1-ის გენოტიპირებამ 10285 პაციენტთან PLATO-ს კვლევაში უზრუნველყო გენოტიპების ჯგუფების დაკავშირება PLATO-ს კვლევის შედეგებთან. პაციენტის CYP2C19 ან ABCB1 გენოტიპი არ ახდენდა მნიშვნელოვან გავლენას ტიკაგრელორით თერაპიის უპირატესობაზე კლოპიდოგრელთან შედარებით ძირითადი გულ-სისხლძარღვთა მოვლენების შემცირებაში.ისევე, როგორც PLATO-ს საერთო კვლევაში, PLATO-ს მიერ კლასიფიცირებული მასიური სისხლდენის საერთო რაოდენობა არ განსხვავდებოდა ტიკაგრელორსა და კლოპიდოგრელს შორის CYP2C19 ან ABCB1 გენოტიპის მიუხედავად. მასიური სისხლდენის შემთხვევები, რომლებიც არ იყო დაკავშირებული აკს-თან PLATO-ში, უფრო ხშირი იყო ტიკაგრელორის ჯგუფში კლოპიდოგრელთან შედარებით პაციენტებში ერთი ან მეტი ფუნქციური CYP2C19 ალელის დანაკარგით, მაგრამ მსგავსი იყო კლოპიდოგრელის ჯგუფისა პაციენტებში ფუნქციური ალელების დაკარგვის გარეშე.
ეფექტურობისა და უსაფრთხოების კომბინირებული მაჩვენებელი
ეფექტურობისა და უსაფრთხოების კომბინირებული მაჩვენებელი(გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამო ლეტალობა, მი, ინსულტი ან სისხლდენა, PLATO-ს კლასიფიკაციით განსაზღვრული როგორც „ზოგადი მასიური“) აჩვენებს, რომ ტიკაგრელორის ეფექტურობის უპირატესობა კლოპიდოგრელთან შედარებით არ კომპენსირდება მასიური სისხლდენების ხარჯზე ( ARR 1.4%, RRR 8%, HR 0.92; p=0.0257) მკს-შემდეგ 12 თვის განმავლობაში.
კლინიკური უსაფრთხოება
ქვეკვლევა ჰოლტერის მონიტორინგით
პარკუჭოვანი ასისტოლის ეპიზიდებისა და სხვა არითმული ეპიზოდების წარმოქმნის შესასწავლად PLATO-ს კვლევის ჩატარების დროს მკვლევარები ატარებდნენ დაახლოებით 3000 პაციენტის ჰოლტერის მონიტორინგს, რომელთაგან დაახლოებით 2000-ს ჩაწერა ჩაუტარდა როგორც მკს-ის მწვავე ფაზაში, ასევე ერთი თვის შემდეგ. ძირითადი ცვლადი, რომელიც წარმოადგენდა ინტერესს, იყო პარკუჭოვანი ასისტოლიის ეპიზოდების წარმოქმნის სიხშირე, რომელიც შეადგედა ≥ 3 წამს. პარკუჭოვანი ასისტოლიის ეპიზოდები ტიკაგრელორის გამიყენების დროს გვხვდებოდა უფრო ხშირად (6.0%), ვიდრე კლოპიდოგრელის გამოყენებისას (3.5%) მწვავე ფაზაში, ხოლო ერთი თვის შემდეგ - 2.2% და 1.6% შესაბამისად. პარკუჭოვანი ასისტოლიის ეპიზოდების რაოდენობის ზრდა მკს-ის მწვავე ფაზაში უფრო გამოხატული იყო პაციენტებში ტიკაგრელორის ჯგუფში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ გულის ქრონიკული უკმარისობა (გქუ) (9.2% წინააღმდეგ 5.4%-სა პაციენტებში ანამნეზში გქუ-ს გარეშე; კლოპიდოგრელის ჯგუფის პაციენტებში - 4.0% ჰქონდათ გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს 3.6%-თან შედარებით პაციენტებში ანამნეზში გქუ- ის გარეშე). ერთი თვის შემდეგ ასეთი დისპროპორცია არ დაფიქსირებულა: 2,0% 2,1%-თან შედარებით პაციენტებში ტიკაგრელორის ჯგუფში და მის გარეშე, შესაბამისად; და კლოპიდოგრელის ჯგუფში 3.8% 1.4%-თან შედარებით. არასასურველი კლინიკური შედეგები (კარდიოსტიმულატორის დაყენების ჩათვლით), რომლებიც დაკავშირებულია ამ დისბალანსთან, პაციენტების ამ პოპულაციაში არ აღინიშნებოდა.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ტიკაგრელორი ავლენს ხაზოვან ფარმაკოკინეტიკას, ხოლო ტიკაგრელორის და აქტიური მეტაბოლიტის (AR-C124910XX) ექსპოზიცია დაახლოებით პროპორციულია დოზისა 1260 მგ-მდე.
აბსორბცია
ტიკაგრელორის აბსორბცია ხდება სწრაფად, მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის საშუალო დრო (tmax) შეადგენს დაახლოებით 1,5 საათს. ტიკაგრელორის ძირითადი მოცირკულირე მეტაბოლიტის AR-C124910XX (ასევე აქტიურის) ფორმირება ტიკაგრელორიდან ხდება სწრაფად საშუალო tmax-ით დაახლოებით 2.5 საათი. ჯანმრთელ მოხალისეებში უზმოზე ყოფნისას 90 მგ ტიკაგრელორის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ C max შეადგენს 529 ნგ/მლ, ხოლო AUC - 3451 ნგ*სთ/მლ. მეტაბოლიტების საწყისი შეფარდება შეადგენსს 0.28 Cmax-ისთვის და 0.42 AUC-სთვის. ტიკაგრელორის და AR-C124910XX-ის ფარმაკოკინეტიკა პაციენტებში მი-თ ანამნეზში ზოგადად იყო ანალოგიური ფარმაკოკინეტიკისა მკს-ს პოპულაციაში. PEGASUS-ის კვლევის პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის შედეგების მიხედვით ტიკაგრელორის საშუალო Cmax შეადგენდა 391 ნგ/მლ, ხოლო AUC - 3801 ნგ·სთ/მლ წონასწორულ მდგომარეობაში 60 მგ ტიკაგრელორისთვის. 90 მგ ტიკაგრელორისთვის Cmax შეადგენდა 627 ნგ/მლ, ხოლო AUC - 6255 ნგ.სთ/მლ წონასწორულ მდგომარეობაში.
ტიკაგრელორის საშუალო აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 36%. მაღალცხიმიანი საკვების მიღებამ გამოიწვია ტიკაგრელორის AUC-ის ზრდა 21%-ით და აქტიური მეტაბოლიტის Cmax შემცირება 22%-ით, მაგრამ არ მოახდინა გავლენა ტიკაგრელორის Cmax-ზე და აქტიურ მეტაბოლიტის AUC-ზე. ამ მცირე ცვლილებებს აქვთ მინიმალური კლინიკური მნიშვნელობა, ამიტომ ტიკაგრელორის მიღება შესაძლებელია საკვების მიღებისდამიუხედავად. ტიკაგრელორი, ისევე,როგორც მისი აქტიური მეტაბოლიტი, წარმოადგენს P-gp-ს სუბსტრატს.
ტიკაგრელორი, წყალში შერეული დაქუცმაცებული ტაბლეტების სახით, ინიშნება პერორალურად ან შეიყვანება კუჭში ნაზოგასტრიკული ზონდის მეშვეობით და გააჩნია ტიკაგრელორისა და აქტიური მეტაბოლიტის მთლიან ტაბლეტებთან AUC და Cmax-ის შედარებადი ბიოშეღწევადობა. საწყისი ექსპოზიცია (0,5 და 1 საათი მიღების შემდეგ) წყალში გახსნილი დაქუცმაცებული ტიკაგრელორის ტაბლეტების მიღებისას იყო უფრო მაღალი მთლიან ტაბლეტებთან შედარებით, ხოლო შემდგომში (2-დან 48 საათამდე) კონცენტრაციის პროფილი ძირითადად იყო იდენტური.
განაწილება
ტიკაგრელორის განაწილების მდგრადი მოცულობა შეადგენს 87,5 ლ. ტიკაგრელორი და აქტიური მეტაბოლიტი ინტენსიურად უკავშირდება ადამიანის სისხლის პლაზმის ცილებს (> 99.0%).
მეტაბოლიზმი
მთავარი ფერმენტი, რომელიც პასუხისმგებელია ტიკაგრელორის მეტაბოლიზმზე, არის CYP3A4. აქტიური მეტაბოლიტების ფორმირება და მათი ურთიერთქმედება CYP3A-ის სხვა სუბსტრატებთან მერყეობს აქტივაციიდან ინჰიბირებამდე.
ტიკაგრელორის მთავარ მეტაბოლიტს წარმოადგენს AR-C124910XX, რომელიც ასევე აქტიურია თრომბოციტების ადფ - რეცეპტორ P2Y12-თან შეკავშირებით in vitro პირობებში. აქტიური მეტაბოლიტის სისტემური ექსპოზიცია შეადგენს დაახლოებით 30-40%-ს ტიკაგრელორის ანალოგიური მაჩვენებლიდან.
გამოყოფა
ტიკაგრელორის გამოყოფის ძირითადი გზა არის ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმი. რადიოაქტიული იზოტოპით მარკირებული ტიკაგრელორის შეყვანისას, რადიოაქტიულობის საშუალო ხარისხის ამოღება შეადგენს დაახლოებით 84% (57.8% განავალში, 26.5% შარდში). ტიკაგრელორის და აქტიური მეტაბოლიტის გამოყოფამ შარდში შეადგინა დოზის 1%-ზე ნაკლები. აქტიური მეტაბოლიტის ელიმინაციის ძირითადი გზა, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ნაღვლის სეკრეციასთან. საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი (t1/2) წარმოადგენს დაახლოებით 7 საათს ტიკაგრელორისთვის და 8,5 საათს აქტიური მეტაბოლიტისთვის.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის დროს, მკს-ის მქონე ხანდაზმული ასაკის პაციენტებს (≥ 75 წელი) ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით აღენიშნათ ტიკაგრელორის (დაახლოებით 25% როგორც Cmax-ისთვის, ისევე AUC-ისთვის) და აქტიური მეტაბოლიტის უფრო მაღალი ექსპოზიცია. ეს განსხვავებები არ განიხილება როგორც კლინიკურად მნიშვნელოვანი.
ბავშვები
ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის მქონე ბავშვებში გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია.
სქესი
ტიკაგრელორის და აქტიური მეტაბოლიტის უფრო მაღალი ექსპოზიცია დაფიქსირდა ქალებში მამაკაცებთან შედარებით. ეს განსხვავებები არ განიხილება როგორც კლინიკურად მნიშვნელოვანი.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ), ტიკაგრელორის ექსპოზიცია იყო დაახლოებით 20%-ით დაბალი, ხოლო აქტიური მეტაბოლიტის ექსპოზიცია დაახლოებით 17%-ით მაღალი თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით.
ჰემოდიალიზზე მყოფი თირკმელების უკმარისობის ტერმინალური სტადიის მქონე პაციენტებში უდიალიზო დღეს მიღებული 90 მგ ტიკაგრელორის AUC და Cmax, მაღალი იყო 38%-ით და 51%-ით თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით. ექსპოზიციის ანალოგიური მატება აღინიშნა ტიკაგრელორის მიღებისას უშუალოდ დიალიზის წინ (49% და 61%, შესაბამისად), რაც მოწმობს იმაზე, რომ ტიკაგრელორი არ გამოიყოფა დიალიზით. აქტიური მეტაბოლიტის ექსპოზიცია გაიზარდა ნაკლებად (AUC 13-14% და Cmax 17-36%). ტიკაგრელორის თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების (თაი) ეფექტი არ იყო დამოკიდებული დიალიზზე თირკმლის ტერმინალური სტადიის უკმარისობის მქონე პაციენტებში და მსგავსი იყო თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტების ანალოგიური მონაცემებისა.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ტიკაგრელორის Cmax და AUC იყო 12% და 23%-ით უფრო მაღალი ღვიძლის მსუბუქი დარღვევების მქონე პაციენტებში ჯანმრთელი მოხალისეების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, მაგრამ თაი- ის გავლენა ტიკაგრელორის მოქმედებაზე იყო მსგავსი ამ ორ ჯგუფში. ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი დაზიანების მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის. ტიკაგრელორი არ არის შესწავლილი პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დაზიანებებით, ხოლო ფარმაკოკინეტიკური ინფორმაცია ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დაზიანებების მქონე პაციენტებში არ გაგვაჩნია. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ღვიძლის ერთი ან მეტი ფუნქციური ტესტის მაჩვენებლის ზომიერი და ძლიერი ზრდა, ტიკაგრელორის საწყისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იყო საშუალოდ ისეთივე ან ოდნავ მაღალი, ვიდრე პაციენტებში, რომლებსაც არ ჰქონდათ მომატება საწყის ეტაპზე. ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატის დოზის კორექცია არ არის რეკომენდებული.
ეთნიკური წარმომავლობა
აზიური წარმოშობის პაციენტებში ტიკაგრელორის საშუალო ბიოშეღწევადობა 39%-ით მეტია ევროპეოიდური რასის პაციენტებთან შედარებით. პაციენტებში, რომლებიც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებენ როგორც აფროამერიკელებს, ტიკაგრელორის ბიოშეღწევადობა იყო 18%-ით უფრო დაბალი, ვიდრე ევროპეოიდებში. კლინიკურ ფარმაკოლოგიურ კვლევებში ტიკაგრელორის ექსპოზიცია (Cmax და AUC) იაპონელებში იყო დაახლოებით 40%-ით (20%-ით სხეულის მასაზე კორექტირების შემდეგ) უფრო მაღალი, ვიდრე ევროპეოიდებში. პაციენტებში, რომლებიც აიდენტიფიცირებენ საკუთარ თავს როგორც ესპანელები ან ლათინოამერიკელები, ექსპოზიცია ევროპეოიდების ანალოგიური იყო.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
14 ტაბლეტი ბლისტერში.
4 ან 12 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისდა სხვა სამუშაოებისას
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პრეპარატი ან ნარჩენი უნდა განადგურდეს ადგილობრივი წესების შესაბამისად.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. No. 50 გიუნეშლი ბაგჯილარ / სტამბული)
"WORLD MEDICINE İLAÇ SAN . VE TİC . A.Ş.”, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No : 50 Güneşli Bağcılar / İstanbul ).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


