პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიმიკოზური საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის

ტერბინაფინი

TERBINAFINE

ურეცეპტოდ250მგინსტრუქცია ქართულადინდოეთი
რისთვის გამოიყენება

ტერბინაფინის ტაბლეტები ებრძვის და კლავს სოკოვანი ინფექციის გამომწვევ მიკროორგანიზმებს. პრეპარატი ინიშნება ექიმის მიერ, კანის და ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების, ასევე ტრიქოფიტიის სამკურნალოდ.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტერბინაფინი (terbinafine)
ფორმა და შეფუთვა
250მგ ტაბლეტი №28
მწარმოებელი
TITAN LABORATORIES Pvt. Ltd., ინდოეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკოზური საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, სისტემური გამოყენების ანტიმიკოზური საშუალებები
ATC კოდი
D01BA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-037332
რეგისტრირებულია
16 თებერვალი 2023, მოქმედებს 16 თებერვალი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებატერბინაფინი და სხვა წამალი ერთად

ტერბინაფინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ტერბინაფინის ტაბლეტები ებრძვის და კლავს სოკოვანი ინფექციის გამომწვევ მიკროორგანიზმებს. პრეპარატი ინიშნება ექიმის მიერ, კანის და ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების, ასევე ტრიქოფიტიის სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება

საჭირო დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი. პაციენტმა უნდა დაიცვას ექიმის მითითებები პრეპარატის გამოყენების შესახებ. პაციენტი უნდა გაეცნოს პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციას და ნებისმიერი გაურკვეველი საკითხის არსებობის შემთხვევაში, მიმართოს ექიმს.

დოზირება მოზრდილთათვის (იგულისხმება ხანდაზმული ასაკიც):

სტანდარტულ დოზას შეადგენს ერთი 250 მგ ტაბლეტი ერთხელ დღეში. თირკმელებთან ასოცირებული დარღვევების არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა დაინიშნოს შედარებით დაბალი დოზა.

კანის ინფექციების შემთხვევაში, მკურნალობა გრძელდება 2-დან 6 კვირამდე, რაც დამოკიდებულია ინფექციის ადგილმდებარეობასა და სიმძიმეზე. ხელის ფრჩხილების ინფექციების შემთხვევაში, მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 6-დან 12 კვირას. ფეხის ფრჩხილების ინფექციების შემთხვევაში, მკურნალობა გრძელდება არაუმეტეს 6 თვემდე.

ტაბლეტები მიიღება ჭიქა წყალთან ერთად.

ტაბლეტების მიღება უნდა გაგრძელდეს მკურნალი ექიმის მიერ დადგენილი ვადით. მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის კურსი დასრულდეს ბოლომდე.

ტერბინაფინის ტაბლეტების გამოყენება არ არის რეკომდენდებული ბავშვთა ასაკში.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში:

გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს პირველივე შესაძლებლობისას ან მკურნალობა გაგრძელდეს მომდევნო დოზით. გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია ტერბინაფინის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. მე-6 პუნქტში);

თუ პაციენტს აქვს ღვიძლის მძიმე დაზიანება;

თუ პაციენტს აქვს თირკმელების მძიმე დაზიანება.

უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს:

თუ პაციენტს აქვს ფსორიაზი;

თუ პაციენტს აქვს ღვიძლთან ასოცირებული პრობლემები ან ანამნეზში აღენიშნება ღვიძლის დაავადება;

თუ პაციენტს აქვს თირკმელებთან ასოცირებული დარღვევები;

თუ პაციენტი არის ორსულად ან ძუძუთი კვებავს ბავშვს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა ახლო წარსულში, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.

ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ტერბინაფინის მოქმედებაზე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ პრეპარატებს:

რიფამპიცინი – გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ;

ციმეტიდინი – გამოიყენება დისპეფსიის ან პეპტიური წყლულის სამკურნალოდ;

პერორალურად მისაღები ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები;

ანტიდეპრესანტები;

ბეტა-ბლოკატორები – გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ.

კლინიკაში (მათ შორის სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარების მიზნით) ვიზიტისას, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს (მათ შორის სტომატოლოგს) ტერბიანფინის ტაბლეტების გამოყენების შესახებ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი პრეპრატის მიღებამდე პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ტერბინაფინის გამოყენება ორსულობის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

ტერბინაფინის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა წამალს, ტერბინაფინის ტაბლეტებსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.

ქვემოთ მოცემული იშვიათი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს მკურნალ ექიმს:

საშიში ალერგიული რეაქციები, რამაც შესაძლოა მოიცვას გახანგრძლივებული გამონაყარი, სახის, ტუჩების ან ენის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება;

ძლიერი კანისმიერი რეაქციები, მათ შორის ფოტოსენსიტიურობა, შეშუპება, დაწყლულება ან ურტიკარია;

კანის ან სკლერების მოყვითალო შეფერილობა, გულისრევა ხანგრძლივი პერიოდით, მუქი ფერის შარდი ან ფერმკრთალი განავალი (აღნიშნული შესაძლოა მიანიშნებდეს ღვიძლის პრობლემებზე);

ზოგადი სისუსტის ან შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, მაღალი ცხელება ან ყელის ტკივილი, მიდრეკილება ინფექციებისადმი (შესაძლოა მიანიშნებდეს ჰემატოლოგიურ ცვლილებებზე).

ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

თავის ტკივილი;

უმადობა, გულისრევა, მოუნელებლობა, კუჭის მსუბუქი ინტენსივობის ტკივილი ან სისავსის შეგრძნება, ფაღარათი;

კანზე ქავანა გამონაყარი ან შეშუპება.

ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

გემოვნების დაკარგვა ან გემოვნების ცვლილებები, რაც უმეტეს შემთხვევაში გაივლის ტერბინაფინის ტაბლეტებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

თავბრუსხვევა, დაღლილობა, ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება;

კუნთების და სახსრების ტკივილი (რისი მიზეზიც შესაძლოა იყოს ალერგიული რეაქცია და თან ახლდეს გამონაყარი).

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 10 000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

დეპრესია და შფოთვა;

თმის ცვენა;

ფსორიაზის სიმპტომების გაუარესება;

თრომბოციტების ან სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება.

ზემოთ მოცემული ან ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. პაციენტმა თან უდნა იქონიოს პრეპარატის კოლოფი, გამოყენების ინსტრუქცია და დარჩენილი ტაბლეტები, რათა, სამედიცინო პერსონალს ჰქონდეს დაზუსტებული ინფორმაცია იმ პრეპარატის შესახებ, რომლითაც მოხდა ჭარბი დოზირება.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგიალს.

ბლისტერი ინახება მუყაოს კოლოფში.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რაც მითითებულია მუყაოს კოლოფზე. გამოუყენებელი ტაბლეტები უნდა დაბრუნდეს აფთიაქში, უსაფრთხო უტილიზაციის მიზნით.

  • დამატებითი ინფორმაცია

ტერბინაფინის ტაბლეტების შემადგენლობა: თითოეული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 250 მგ ტერბინაფინს, ტერბინაფინის ჰიდროქლორიდის სახით.

დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური უწყლო კაჟბადი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა და მიკროკრისტალური ცელულოზა.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ტერბინაფინი 250 მგ ტაბლეტები

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვებისთვის პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს

ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის. დაუშვებელია პრეპარატის სხვისთვის მიცემა იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმპტომები მსგავსია.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ტერბინაფინის ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება იგი

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ტერბინაფინის ტაბლეტების გამოყენებამდე

ტერბინაფინის ტაბლეტების გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ტერბინაფინის ტაბლეტების შენახვის წესი

დამატებითი ინფორმაცია

  • რას წარმოადგენს ტერბინაფინის ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება იგი

ტერბინაფინის ტაბლეტები ებრძვის და კლავს სოკოვანი ინფექციის გამომწვევ მიკროორგანიზმებს. პრეპარატი ინიშნება ექიმის მიერ, კანის და ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების, ასევე ტრიქოფიტიის სამკურნალოდ.

  • რა უნდა იცოდეს პაციენტმა ტერბინაფინის ტაბლეტების გამოყენებამდე

ტერბინაფინის ტაბლეტები არ გამოიყენება:

თუ პაციენტი ალერგიულია ტერბინაფინის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. მე-6 პუნქტში);

თუ პაციენტს აქვს ღვიძლის მძიმე დაზიანება;

თუ პაციენტს აქვს თირკმელების მძიმე დაზიანება.

უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს:

თუ პაციენტს აქვს ფსორიაზი;

თუ პაციენტს აქვს ღვიძლთან ასოცირებული პრობლემები ან ანამნეზში აღენიშნება ღვიძლის დაავადება;

თუ პაციენტს აქვს თირკმელებთან ასოცირებული დარღვევები;

თუ პაციენტი არის ორსულად ან ძუძუთი კვებავს ბავშვს.

ორსულობა და ლაქტაცია

ნებისმიერი პრეპრატის მიღებამდე პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ტერბინაფინის გამოყენება ორსულობის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

ტერბინაფინის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა ახლო წარსულში, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.

ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ტერბინაფინის მოქმედებაზე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ პრეპარატებს:

რიფამპიცინი – გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ;

ციმეტიდინი – გამოიყენება დისპეფსიის ან პეპტიური წყლულის სამკურნალოდ;

პერორალურად მისაღები ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები;

ანტიდეპრესანტები;

ბეტა-ბლოკატორები – გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ.

კლინიკაში (მათ შორის სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარების მიზნით) ვიზიტისას, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს (მათ შორის სტომატოლოგს) ტერბიანფინის ტაბლეტების გამოყენების შესახებ.

  • ტერბინაფინის ტაბლეტების გამოყენების წესი

საჭირო დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი. პაციენტმა უნდა დაიცვას ექიმის მითითებები პრეპარატის გამოყენების შესახებ. პაციენტი უნდა გაეცნოს პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციას და ნებისმიერი გაურკვეველი საკითხის არსებობის შემთხვევაში, მიმართოს ექიმს.

დოზირება მოზრდილთათვის (იგულისხმება ხანდაზმული ასაკიც):

სტანდარტულ დოზას შეადგენს ერთი 250 მგ ტაბლეტი ერთხელ დღეში. თირკმელებთან ასოცირებული დარღვევების არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა დაინიშნოს შედარებით დაბალი დოზა.

კანის ინფექციების შემთხვევაში, მკურნალობა გრძელდება 2-დან 6 კვირამდე, რაც დამოკიდებულია ინფექციის ადგილმდებარეობასა და სიმძიმეზე. ხელის ფრჩხილების ინფექციების შემთხვევაში, მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 6-დან 12 კვირას. ფეხის ფრჩხილების ინფექციების შემთხვევაში, მკურნალობა გრძელდება არაუმეტეს 6 თვემდე.

ტაბლეტები მიიღება ჭიქა წყალთან ერთად.

ტაბლეტების მიღება უნდა გაგრძელდეს მკურნალი ექიმის მიერ დადგენილი ვადით. მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის კურსი დასრულდეს ბოლომდე.

ტერბინაფინის ტაბლეტების გამოყენება არ არის რეკომდენდებული ბავშვთა ასაკში.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში:

გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს პირველივე შესაძლებლობისას ან მკურნალობა გაგრძელდეს მომდევნო დოზით. გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. პაციენტმა თან უდნა იქონიოს პრეპარატის კოლოფი, გამოყენების ინსტრუქცია და დარჩენილი ტაბლეტები, რათა, სამედიცინო პერსონალს ჰქონდეს დაზუსტებული ინფორმაცია იმ პრეპარატის შესახებ, რომლითაც მოხდა ჭარბი დოზირება.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა წამალს, ტერბინაფინის ტაბლეტებსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.

ქვემოთ მოცემული იშვიათი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს მკურნალ ექიმს:

საშიში ალერგიული რეაქციები, რამაც შესაძლოა მოიცვას გახანგრძლივებული გამონაყარი, სახის, ტუჩების ან ენის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება;

ძლიერი კანისმიერი რეაქციები, მათ შორის ფოტოსენსიტიურობა, შეშუპება, დაწყლულება ან ურტიკარია;

კანის ან სკლერების მოყვითალო შეფერილობა, გულისრევა ხანგრძლივი პერიოდით, მუქი ფერის შარდი ან ფერმკრთალი განავალი (აღნიშნული შესაძლოა მიანიშნებდეს ღვიძლის პრობლემებზე);

ზოგადი სისუსტის ან შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, მაღალი ცხელება ან ყელის ტკივილი, მიდრეკილება ინფექციებისადმი (შესაძლოა მიანიშნებდეს ჰემატოლოგიურ ცვლილებებზე).

ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

თავის ტკივილი;

უმადობა, გულისრევა, მოუნელებლობა, კუჭის მსუბუქი ინტენსივობის ტკივილი ან სისავსის შეგრძნება, ფაღარათი;

კანზე ქავანა გამონაყარი ან შეშუპება.

ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

გემოვნების დაკარგვა ან გემოვნების ცვლილებები, რაც უმეტეს შემთხვევაში გაივლის ტერბინაფინის ტაბლეტებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

თავბრუსხვევა, დაღლილობა, ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება;

კუნთების და სახსრების ტკივილი (რისი მიზეზიც შესაძლოა იყოს ალერგიული რეაქცია და თან ახლდეს გამონაყარი).

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 10 000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

დეპრესია და შფოთვა;

თმის ცვენა;

ფსორიაზის სიმპტომების გაუარესება;

თრომბოციტების ან სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება.

ზემოთ მოცემული ან ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • ტერბინაფინის ტაბლეტების შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგიალს.

ბლისტერი ინახება მუყაოს კოლოფში.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რაც მითითებულია მუყაოს კოლოფზე. გამოუყენებელი ტაბლეტები უნდა დაბრუნდეს აფთიაქში, უსაფრთხო უტილიზაციის მიზნით.

  • დამატებითი ინფორმაცია

ტერბინაფინის ტაბლეტების შემადგენლობა: თითოეული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 250 მგ ტერბინაფინს, ტერბინაფინის ჰიდროქლორიდის სახით.

დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური უწყლო კაჟბადი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა და მიკროკრისტალური ცელულოზა.

გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა

ტერბინაფინის ტაბლეტები წარმოადგენს თეთრი ფერის, მრგვალ, ბრტყელ ტაბლეტებს, გამყოფი ხაზით ორივე მხარეს. ტაბლეტების ცალ მხარეს, გამყოფი ხაზის ზემოთ ამოტვიფრულია სიმბოლო “T”, ხოლო გამყოფი ხაზის ქვემოთ – სიმბოლო “1”.

თითოეულ ბლისტერს მოთავსებულია 14 ან 28 ტაბლეტი.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Strandhaven Limited T/A Somex Pharma, High Road, Seven Kings, Ilford, Essex, IG3 8BS, გართიანებული სამეფო

მწარმოებელი:

Somex Pharma, High Road, Ilford, Essex, IG3 8RA, გართიანებული სამეფო

ინსტრუქციის ბოლო შესწორების თარიღი: აგვისტო 2008

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა