ტერბინაფინი სლავია
Terbinafină Slavia
ტერბინაფინი სლავიას ტაბლეტები გამოიყენება ხელის და ფეხის ფრჩხილების სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ. ასევე, ტერბინაფინი სლავიას ტაბლეტები გამოიყენება კანის სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ, სკალპზე და თმაზე, ყელის არეში და ტანის სხვა ნაწილებში, ფეხებზე (ათლეტის ფეხი), ასევე, კანის საფუარისებური ინფექციების …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტერბინაფინი (terbinafine)
- ფორმა და შეფუთვა
- 250მგ ტაბლეტი №14
- მწარმოებელი
- S.C. SLAVIA PHARMA S.R.L., რუმინეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიმიკოზური საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, სისტემური გამოყენების ანტიმიკოზური საშუალებები
- ATC კოდი
- D01BA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043510
- რეგისტრირებულია
- 3 ივლისი 2025, მოქმედებს 3 ივლისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ტერბინაფინი სლავია — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ტერბინაფინი სლავიას ტაბლეტები გამოიყენება ხელის და ფეხის ფრჩხილების სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ.
ასევე, ტერბინაფინი სლავიას ტაბლეტები გამოიყენება კანის სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ, სკალპზე და თმაზე, ყელის არეში და ტანის სხვა ნაწილებში, ფეხებზე (ათლეტის ფეხი), ასევე, კანის საფუარისებური ინფექციების სამკურნალოდ.
ტერბინაფინი მიეკუთვნება ანტისოკოვანი აგენტების სახელით ცნობილ მედიკამენტთა ჯგუფს და გამოიყენება კანის, თმის და ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ. მოხმარება ორალური წესით. ტერბინაფინის საჭირო რაოდენობა აღწევს ინფექციის ადგილამდე და კლავს სოკოს ან აჩერებს მის ზრდას.
უკუჩვენებები
თუ ხართ ალერგიული ტერბინაფინის ან ამ მედიკამენტის სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილი პუნქტში 6).
თუ გაქვთ ან გქონდათ ღვიძლის ნებისმიერი სახის პრობლემა.
თუ გაქვთ თირკმელის ნებისმიერი სახის პრობლემა.
თუ იმყოფებით ზემოთ ჩამოთვლილი სიტუაციებიდან რომელიმეში, გთხოვთ, დაელაპარაკოთ თქვენს ექიმს ტერბინაფინი სლავიას გამოყენებამდე.
სიფრთხილის ზომები
თუ მოიხმართ სხვა მედიკამენტებს (იხ. სხვა მედიკამენტების მოხმარება).
თუ გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა მუდმივი და აუხსნელი გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, მადის დაკარგვა, უჩვეულო დაღლილობა, თუ შეამჩნევთ კანის ან თვალების ჩაყვითლებას, შარდი გახდება უჩვეულოდ მუქი ფერის ან ფეკალური მასები არის უჩვეულოდ ღია ფერის (ღვიძლის პრობლემების ნიშნები).
თუ გაქვთ კანის ნებისმიერი სახის პრობლემა, როგორიცაა მწვავე ამონახეთქი, სიწითლე, ბუშტუკების წარმოქმნა ტუჩებზე, თვალებზე ან პირზე, კანის აქერცვლა (კანის მწვავე რეაქციების ნიშნები).
თუ გაქვთ სისუსტე, უჩვეულო სისხლდენა, სისხლჩაქცევები ან ხშირი ინფექციები (სისხლის დარღვევების ნიშნები).
თუ იმყოფებით ზემოთ ჩამოთვლილი სიტუაციებიდან რომელიმეში, გთხოვთ, დაელაპარაკოთ თქვენს ექიმს ტერბინაფინი სლავიას გამოყენებამდე.
მოხმარება ასაკოვან პაციენტებში
ტერბინაფინი სლავიას ტაბლეტების მოხმარება შეიძლება 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებისათვის. თუ ხართ 65 წელზე მეტი ასაკის, მოიხმართ იმ დოზას, რასაც მოიხმარენ სხვა ზრდასრულები.
მოხმარება ბავშვებში
ტერბინაფინი სლავიას მოხმარება არ არის რეკომენდირებული 2 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.
ტერბინაფინი სლავია სხვა მედიკამენტებთან ერთად
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ მოიხმართ, მოიხმარეთ უახლოეს წარსულში ან შესაძლოა მოიხმაროთ სხვა რაიმე მედიკამენტი, მცენარეული მედიკამენტების, ორალური კოტრაცეპტივების (ორსულობის საწინააღმდეგო აბი) ჩათვლით.
ესენია:
გარკვეული სახის ანტიბიოტიკები (მაგ. რიფამპიცინი);
კოფეინი
გარკვეული სახის ანტიდეპრესანტები (მაგ. დესიპრამინი);
გულის დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (მაგ. პროპაფენონი);
არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (მაგ. მეტოპროლოლი);
კუჭის წყლულის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (მაგ. ციმეტიდინი).
სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (მაგ. ფლუკონაზოლი, კეტოკონაზოლი);
ხველის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (მაგ. დექსტრომეტორფანი);
ციკლოსპორინი, მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება იმუნური სისტემის კონტროლისათვის, გადანერგილი ორგანოების შეუგუებლობის თავიდან აცილების მიზნით.
დარწმუნდით, რომ უთხარით თქვენს ექიმს ამ ყველაფრის შესახებ ან ნებისმიერი სხვა მედიკამენტის შესახებ, რომელსაც მოიხმართ.
ტერბინაფინი სლავია საკვებთან და სასმელთან ერთად
შეგიძლიათ ტერბინაფინის მოხმარება საკვებთან და სასმელთან ერთად ან მათ გარეშე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ხართ ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ შესაძლოა დარჩეთ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რეკომენდაციის მიღებისათვის, ამ მედიკამენტის მოხმარებამდე.
ორსულობა
თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, უთხარით თქვენს ექიმს. ტერბინაფინი სლავია არ უნდა იქნას მოხმარებული ორსულობის პერიოდში, იმ გამონაკლისით, როდესაც ეს აბსოლიტურად საჭიროა. ექიმი გაგესაუბრებათ ორსულობისას ტერბინაფინი სლავიას მოხმარების სავარაუდო რისკების შესახებ.
ლაქტაცია
არ უნდა უზრუნველყოთ ძუძუთი კვება ტერბინაფინი სლავიას მოხმარების პერიოდში, რადგან ის გამოიყოფა დედის რძეში და ამან შესაძლოა ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
თუ გრძნობთ თავბრუსხვევას ტერბინაფინი სლავიას ტაბლეტების მოხმარებისას, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და არ გამოიყენოთ დანადგარები.
როგორ გამოიყენოთ ტერბინაფინი სლავია
მიიღეთ ტერბინაფინი სლავია ზუსტად ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა. თუ გაქვთ შეკითხვები ამ მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. თუ გეჩვენებათ, რომ ტერბინაფინი სლავიას ეფექტი არის საკმარისზე ძლიერი ან საკმარისზე სუსტი, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ზრდასრულები
დოზა ზრდასრულებისათვის და ასაკოვანი პაციენტებისათვის არის 250 მილიგრამი ტერბინაფინი, ერთხელ დღეში (ერთი ტაბლეტი ტერბინაფინი სლავია).
ბავშვები
არ არსებობს მონაცემები 2 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებთან დაკავშირებით (როგორც წესი, 12 კილოგრამზე მცირე წონით).
ბავშვები >40კგ წონით: რეკომენდირებული დოზაა ერთი ტაბლეტი ტერბინაფინი სლავია (250 მილიგრამი ტერბინაფინი), ერთხელ დღეში.
რა ხანგრძლივობით უნდა მოიხმაროთ ტერბინაფინი სლავია
ეს დამოკიდებულია იმ ინფექციის ტიპზე, რომელიც გაქვთ, მის სიმწვავეზე და იმაზე, თუ ტანის რომელი ნაწილია დაზიანებული. თქვენი ექიმი გეტყვით ზუსტად რა ხანგრძლივობით უნდა მოიხმაროთ ტაბლეტები.
მკურნალობის ნორმალური ხანგრძლივობა შემდეგია:
კანის სოკოვანი ინფექციებისათვის და საფუარისებური ინფექციებისათვის, ინფექციებისათვის ყელის და ტანის სხვა არეში, ტერბინაფინი სლავია უნდა იქნას მოხმარებული 2-4 კვირის განმავლობაში.
მნიშვნელოვანია, რომ ტაბლეტი/ტაბლეტები მოიხმაროთ ყოველდღიურად, და გააგრძელოთ მისი/მათი მიღება იმ დროის განმავლობაში, რა დროის განმავლობაშიც გირჩიათ ექიმმა. ეს საჭიროა იმაში დასარწმუნებლად, რომ ინფექცია მთლიანად განკურნებულია და იმის შანსი, რომ იგი ტაბლეტებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ხელახლა გაჩნდება, არის ძალიან მცირე.
თმის და სკალპის ინფექციები
თმის და სკალპის სოკოვანი ინფექციებისათვის მკურნალობის ნორმალური ხანგრძლივობა არის 4 კვირა.
ფრჩხილის ინფექციები
როგორც წესი, ფრჩხილის სოკოვანი ინფექციების მკურნალობას სჭირდება უფრო მეტი დრო, ვიდრე კანის სოკოვანი ინფექციების მკურნალობას. ფრჩხილის ინფექციების უმრავლესობის შემთხვევაში, ტერბინაფინი სლავია უნდა იქნას მოხმარებული 6-დან 12 კვირამდე ვადით.
ხელის ფრჩხილის ინფექციები
მკურნალობის ხანგრძლივობა: უმეტეს შემთხვევებში, 6 კვირა არის საკმარისი.
ფეხის ფრჩხილის ინფექციები
მკურნალობის ხანგრძლივობა: უმეტეს შემთხვევებში, 12 კვირა არის საკმარისი.
ზოგიერთ პაციენტს, რომელსაც ნელა ეზრდება ფრჩხილი, შესაძლოა დასჭირდეს უფრო ხანგრძლივი მკურნალობა. ექიმი განიხილავს ამ ასპექტს თქვენთან ერთად.
თუ მოიხმართ საჭიროზე მეტ ტერბინაფინი სლავიას
თუ შემთხვევით მოიხმართ ტერბინაფინი სლავიას იმაზე მეტ ტაბლეტს, ვიდრე თქვენმა ექიმმა გამოგიწერათ, დაუყონებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან მიბრძანდით უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი შემთხვევების განყოფილებას. დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: თავის ტკივილი, გულისრევა, ტკივილები მკერდის არეში და თავბრუსხვევა.
თუ დაგავიწყდათ ტერბინაფინი სლავიას მოხმარება
თუ დაგავიწყდათ ტერბინაფინი სლავიას ტაბლეტის მიღება თავის დროზე, მიიღეთ მაშინვე, როგორც კი გაგახსენდებათ. თუ შემდეგი დოზის მიღებამდე დარჩენილია 4 საათი, დაელოდეთ და მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
თუ გაქვთ ნებისმიერი დამატებითი შეკითხვა ამ მედიკამენტთან დაკავშირებით, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ისევე, როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ მედიკამენტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ხდება ყველა ადამიანის შემთხვევაში. ზოგადად, ტერბინაფინი სლავია არის კარგად შეგუებადი.
შესაძლოა გაჩნდეს შემდეგი ალერგიული რეაქციები:
ზოგიერთი მწვავე ალერგიული რეაქცია:
იშვიათად, ტერბინაფინი სლავიას ტაბლეტებმა შესაძლოა გამოიწვიონ ღვიძლის პრობლემები, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ღვიძლის პრობლემები შესაძლოა იყოს მწვავე. გვერდითი მოვლენები აგრეთვე მოიცავს სისხლის გარკვეული ტიპის უჯრედების დონის დაცემას, მგლურას (აუტოიმუნური დაავადება), კანის მწვავე რეაქციები, მწვავე ალერგიული რეაქციები, სისხლძარღვების ანთება, პანკრეატიტის ანთება ან კუნთების ნეკროზი.
დაუყონებლივ უთხარით თქვენს ექიმს თუ:
გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა მუდმივი და აუხსნელი გულისრევა, კუჭის პრობლემები, მადის დაკარგვა, უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე;
შეამნჩნევთ კანის ან თვალების ჩაყვითლებას, შარდი გახდება უჩვეულოდ მუქი ფერის ან ფეკალური მასები გახდება უჩვეულოდ ღია ფერის (ღვიძლის პრობლემების ნიშნები);
გაქვთ ყელის ტკივილი და ციებ-ცხელება
გაქვთ აუხსნელი სისხლდენა ან სისხლჩაქცევა (ისეთი დაავადების ნიშნები, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის გარკვეული ტიპის უჯრედების რაოდენობაზე);
თუ შენიშნავთ კანის, ლორწოს ან ფრჩხილების უჩვეულო სიფერმკრთალეს, თუ იგრძნობთ დაღლილობას ან სუნთქვის სირთულეს ფიზიკური დატვირთვისას (ისეთი დაავადების ნიშნები, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის წითელ უჯრედებზე);
გაქვთ სუნთქვის სირთულე, თავბრუსხვევა, სახის და ყელის გასიება, ჩაწითლება, კრუნჩხვების მსგავსი მუცლის ტკივილი და გონების დაკარგვა ან თუ გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა სახსრების სიხისტე, სიხისტე, გარდამავალი მწვავე გამონაყარი, ცხელება ან გასიებული/გადიდებული ლიმფური კვანძები (მწვავე ალერგიული რეაქციების ნიშნები);
თუ გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გარდამავალი მწვავე გამონაყარი, ცხელება, ქავილი, დაღლილობა ან შენიშნავთ მეწამული ფერის ლაქებს კანის ზედაპირის ქვეშ (სისხლძარღვების ანთების ნიშნები);
გაქვთ კანის ნებისმიერი მწვავე პრობლემა;
თუ მუცლის ზემოთა ნაწილში გაქვთ მძიმე ტკივილები, რომელიც მოდის ზურგის მხრიდან (პანკრეატიტის ანთების ნიშნები);
თუ გაქვთ დაღლილობა ან კუნთების აუხსნელი სისუსტე ან გაქვთ მუქი ფერის შარდი (მოყავისფრო-მოწითალო) (კუნთების ნეკროზის ნიშნები);
ძალიან ხშირი (ემართება 10 მომხმარებლიდან 1-ზე მეტ მომხმარებელს)
სიმსუყის შეგრძნება, მადის დაკარგვა, გაუვალობა, გულისრევა, ტკივილი მკერდის არეში, დიარეა. თუ დიარეა გრძელდება რამოდენიმე დღე, დაუკავშირდით თქვენს ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო იყოს მკურნალობის სქემის ცვლილება;
გარდამავალი ამონახეთქი კანზე, გამონაყარი;
სახსრებისა და კუნთების ტკივილი.
ხშირი (ემართება 100 მომხმარებლიდან 1-დან 10-მდე მომხმარებელს)
თავის ტკივილები.
ნაკლებად ხშირი (ემართება 1000 მომხმარებლიდან 1-დან 10-მდე მომხმარებელს)
- გემოს დარღვევები, გემოს დაკარგვამდე; ეს დარღვევები გარდამავალია და ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ზოგიერთ პაციენტში, ამან შესაძლოა გამოიწვიოს მადის დაკარგვა და წონაში კლება საგრძნობლად. უთხარით თქვენს ექიმს, თუ გემოს ცვლილება გრძელდება რამოდენიმე დღე.
იშვიათი (ემართება 10000 მომხმარებლიდან 1-დან 10-მდე მომხმარებელს)
ღვიძლის პრობლემები
ძალიან იშვიათი (ემართება 10000 მომხმარებლიდან ერთზე ნაკლებ მომხმარებელს)
სისხლის გარკვეული ტიპის უჯრედების რაოდენობის შემცირება, მგლურა (აუტოიმუნური დაავადება), კანის მწვავე რეაქციები, ალერგიული რეაქციები, თმის ცვენა, თავბრუსხვევა, დაქვეითებული ფიზიკური მგრძნობელობა, დაბუჟება და ქავილის შეგრძნება.
ასევე, გადმოცემულ იქნა ცნობები შემდეგი გვერდითი მოვლენების შესახებ:
სისხლის უჯრედების შემცირებული რაოდენობა, მწვავე ალერგიული რეაქციები, სისხლძარღვების ანთება, ყნოსვის დარღვევა, ყნოსვის სრულად დაკარგვის ჩათვლით, პანკრეატიტის ანთება, კუნთების ნეკროზი, გრიპის მსგავსი სიმპტომები (მაგალითად, დაღლილობა, ციება, სახსრების ან კუნთების ტკივილი), ცხელება, სისხლში გარკვეული კუნთების ფერმენტების დონის ზრდა (კრეატინ-ფოსფოკინაზა), კანის მგრძნობელობის მომატება მზის შუქზე.
უცნობი სიხშირე: ფსორიაზის გამწვავება (დაავადება, რომლის დროსაც კანი იქერცლება), დაღლილობა, კანის მწვავე რეაქციები (მაგალითად, მწვავე ეგზანთემატიკური პუსტულოზი).
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება აგრეთვე ამ ინსტრუქციაში არაღნიშნულ ნებისმიერ გვერდით მოვლენას. აგრეთვე, შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ სამედიცინო მედიკამენტების და ხელსაწყოების ეროვნულ სააგენტოს, რომლის დეტალებიც გამოქვეყნებულია სამედიცინო მედიკამენტების და ხელსაწყოების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე: http://www.anm.ro/.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებაში.
როგორ შეინახოთ ტერბინაფინი სლავია
არ დატოვოთ ეს მედიკამენტი ბავშვების თვალთახედვის არეში ან მათთვის ხელმისაწვდომ ადგილას.
უნდა იქნას შენახული 25°-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე და ყუთზე EXP-ის შემდეგ. ვადის გასვლის თარიღად ითვლება მოცემული თვის ბოლო დღე.
არ გადააგდოთ მედიკამენტი წყალთან ან ნარჩენებთან. შეეკითხეთ ფარმაცევტს როგორ გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ მოიხმართ. ეს ზომები კარგად წაადგება გარემოს დაცვას.
პაკეტის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ტერბინაფინი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 250 მილიგრამ ტერბინაფინს (ტერბინაფინის ჰიდროქლორიდის სახით).
სხვა კომპონენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ჰიპრომელოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
როგორ გამოიყურება ტერბინაფინი სლავია და მისი პაკეტი
მედიკამენტი მოთავსებულია 7 ტაბლეტიან, ორ ფირფიტიან ყუთში.
წარმოდგენილია ბრტყელი ტაბლეტების სახით, თეთრი, მოთეთრო-მოყვითალო ფერის, 11 მილიმეტრი დიამეტრის.
სავაჭრო ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ავტორიზაციის მფლობელი
S.C. Slavia Pharm S.R.L.
ტეოდორ პალადის გამზირი ნომერი 44 ც,
სექტორი 3, კოდი 032266, ბუქარესტი, რუმინეთი
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სავაჭრო ავტორიზაციის მფლობელის ნომერი: 7645/2015/01
დანართი 1
ინსტრუქცია
(ბეჭედი)
ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
ტერბინაფინი სლავია 250 მილიგრამიანი ტაბლეტები
ტერბინაფინი
ყურადღებით და მთლიანად წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია ამ მედიკამენტის მიღებამდე, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია მისი ხელახლა წაკითხვა გახდეს საჭირო
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის, არ შეიძლება მისი გადაცემა სხვა პიროვნებებისათვის. ამან შესაძლოა მიაყენოს მათ ზიანი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ თქვენი მსგავსი დაავადების ნიშნები აღენიშნებათ.
თუ გვერდით მოვლენებს აქვს ადგილი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება აგრეთვე ამ ინსტრუქციაში არაღნიშნულ ნებისმიერ გვერდით მოვლენას. იხ. პუნქტი 4.
რას იპოვით ამ ინსტრუქციაში:
რა არის ტერბინაფინი სლავია და რისთვის გამოიყენება იგი
რა უნდა იცოდეთ ტერბინაფინი სლავიას მიღებამდე
როგორ მიიღოთ ტერბინაფინი სლავია
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ შეინახოთ ტერბინაფინი სლავია
პაკეტის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რა არის ტერბინაფინი სლავია და რისთვის გამოიყენება იგი
ტერბინაფინი სლავიას ტაბლეტები გამოიყენება ხელის და ფეხის ფრჩხილების სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ.
ასევე, ტერბინაფინი სლავიას ტაბლეტები გამოიყენება კანის სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ, სკალპზე და თმაზე, ყელის არეში და ტანის სხვა ნაწილებში, ფეხებზე (ათლეტის ფეხი), ასევე, კანის საფუარისებური ინფექციების სამკურნალოდ.
ტერბინაფინი მიეკუთვნება ანტისოკოვანი აგენტების სახელით ცნობილ მედიკამენტთა ჯგუფს და გამოიყენება კანის, თმის და ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ. მოხმარება ორალური წესით. ტერბინაფინის საჭირო რაოდენობა აღწევს ინფექციის ადგილამდე და კლავს სოკოს ან აჩერებს მის ზრდას.
რა უნდა იცოდეთ ტერბინაფინი სლავიას მიღებამდე
ტერბინაფინი სლავია გამოწერილი უნდა იქნას მხოლოდ თქვენი ექიმის მიერ. ყურადღებით მიჰყევით ექიმის ყველა ინსტრუქციას, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ისინი განსხვავდება ამ ინსტრუქციაში მოცემული ზოგადი ინფორმაციისაგან.
არ გამოიყენოთ ტერბინაფინი სლავია:
თუ ხართ ალერგიული ტერბინაფინის ან ამ მედიკამენტის სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილი პუნქტში 6).
თუ გაქვთ ან გქონდათ ღვიძლის ნებისმიერი სახის პრობლემა.
თუ გაქვთ თირკმელის ნებისმიერი სახის პრობლემა.
თუ იმყოფებით ზემოთ ჩამოთვლილი სიტუაციებიდან რომელიმეში, გთხოვთ, დაელაპარაკოთ თქვენს ექიმს ტერბინაფინი სლავიას გამოყენებამდე.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
თუ მოიხმართ სხვა მედიკამენტებს (იხ. სხვა მედიკამენტების მოხმარება).
თუ გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა მუდმივი და აუხსნელი გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, მადის დაკარგვა, უჩვეულო დაღლილობა, თუ შეამჩნევთ კანის ან თვალების ჩაყვითლებას, შარდი გახდება უჩვეულოდ მუქი ფერის ან ფეკალური მასები არის უჩვეულოდ ღია ფერის (ღვიძლის პრობლემების ნიშნები).
თუ გაქვთ კანის ნებისმიერი სახის პრობლემა, როგორიცაა მწვავე ამონახეთქი, სიწითლე, ბუშტუკების წარმოქმნა ტუჩებზე, თვალებზე ან პირზე, კანის აქერცვლა (კანის მწვავე რეაქციების ნიშნები).
თუ გაქვთ სისუსტე, უჩვეულო სისხლდენა, სისხლჩაქცევები ან ხშირი ინფექციები (სისხლის დარღვევების ნიშნები).
თუ იმყოფებით ზემოთ ჩამოთვლილი სიტუაციებიდან რომელიმეში, გთხოვთ, დაელაპარაკოთ თქვენს ექიმს ტერბინაფინი სლავიას გამოყენებამდე.
მოხმარება ასაკოვან პაციენტებში
ტერბინაფინი სლავიას ტაბლეტების მოხმარება შეიძლება 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებისათვის. თუ ხართ 65 წელზე მეტი ასაკის, მოიხმართ იმ დოზას, რასაც მოიხმარენ სხვა ზრდასრულები.
მოხმარება ბავშვებში
ტერბინაფინი სლავიას მოხმარება არ არის რეკომენდირებული 2 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.
ტერბინაფინი სლავია სხვა მედიკამენტებთან ერთად
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ მოიხმართ, მოიხმარეთ უახლოეს წარსულში ან შესაძლოა მოიხმაროთ სხვა რაიმე მედიკამენტი, მცენარეული მედიკამენტების, ორალური კოტრაცეპტივების (ორსულობის საწინააღმდეგო აბი) ჩათვლით.
ესენია:
გარკვეული სახის ანტიბიოტიკები (მაგ. რიფამპიცინი);
კოფეინი
გარკვეული სახის ანტიდეპრესანტები (მაგ. დესიპრამინი);
გულის დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (მაგ. პროპაფენონი);
არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (მაგ. მეტოპროლოლი);
კუჭის წყლულის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (მაგ. ციმეტიდინი).
სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (მაგ. ფლუკონაზოლი, კეტოკონაზოლი);
ხველის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (მაგ. დექსტრომეტორფანი);
ციკლოსპორინი, მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება იმუნური სისტემის კონტროლისათვის, გადანერგილი ორგანოების შეუგუებლობის თავიდან აცილების მიზნით.
დარწმუნდით, რომ უთხარით თქვენს ექიმს ამ ყველაფრის შესახებ ან ნებისმიერი სხვა მედიკამენტის შესახებ, რომელსაც მოიხმართ.
ტერბინაფინი სლავია საკვებთან და სასმელთან ერთად
შეგიძლიათ ტერბინაფინის მოხმარება საკვებთან და სასმელთან ერთად ან მათ გარეშე.
ორსულობა, ლაქტაცია და ნაყოფიერება
თუ ხართ ორსულად ან ხართ ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ შესაძლოა დარჩეთ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რეკომენდაციის მიღებისათვის, ამ მედიკამენტის მოხმარებამდე.
ორსულობა
თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, უთხარით თქვენს ექიმს. ტერბინაფინი სლავია არ უნდა იქნას მოხმარებული ორსულობის პერიოდში, იმ გამონაკლისით, როდესაც ეს აბსოლიტურად საჭიროა. ექიმი გაგესაუბრებათ ორსულობისას ტერბინაფინი სლავიას მოხმარების სავარაუდო რისკების შესახებ.
ლაქტაცია
არ უნდა უზრუნველყოთ ძუძუთი კვება ტერბინაფინი სლავიას მოხმარების პერიოდში, რადგან ის გამოიყოფა დედის რძეში და ამან შესაძლოა ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და დანადგარების გამოყენება
თუ გრძნობთ თავბრუსხვევას ტერბინაფინი სლავიას ტაბლეტების მოხმარებისას, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და არ გამოიყენოთ დანადგარები.
როგორ გამოიყენოთ ტერბინაფინი სლავია
მიიღეთ ტერბინაფინი სლავია ზუსტად ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა. თუ გაქვთ შეკითხვები ამ მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. თუ გეჩვენებათ, რომ ტერბინაფინი სლავიას ეფექტი არის საკმარისზე ძლიერი ან საკმარისზე სუსტი, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ზრდასრულები
დოზა ზრდასრულებისათვის და ასაკოვანი პაციენტებისათვის არის 250 მილიგრამი ტერბინაფინი, ერთხელ დღეში (ერთი ტაბლეტი ტერბინაფინი სლავია).
ბავშვები
არ არსებობს მონაცემები 2 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებთან დაკავშირებით (როგორც წესი, 12 კილოგრამზე მცირე წონით).
ბავშვები >40კგ წონით: რეკომენდირებული დოზაა ერთი ტაბლეტი ტერბინაფინი სლავია (250 მილიგრამი ტერბინაფინი), ერთხელ დღეში.
რა ხანგრძლივობით უნდა მოიხმაროთ ტერბინაფინი სლავია
ეს დამოკიდებულია იმ ინფექციის ტიპზე, რომელიც გაქვთ, მის სიმწვავეზე და იმაზე, თუ ტანის რომელი ნაწილია დაზიანებული. თქვენი ექიმი გეტყვით ზუსტად რა ხანგრძლივობით უნდა მოიხმაროთ ტაბლეტები.
მკურნალობის ნორმალური ხანგრძლივობა შემდეგია:
კანის სოკოვანი ინფექციებისათვის და საფუარისებური ინფექციებისათვის, ინფექციებისათვის ყელის და ტანის სხვა არეში, ტერბინაფინი სლავია უნდა იქნას მოხმარებული 2-4 კვირის განმავლობაში.
მნიშვნელოვანია, რომ ტაბლეტი/ტაბლეტები მოიხმაროთ ყოველდღიურად, და გააგრძელოთ მისი/მათი მიღება იმ დროის განმავლობაში, რა დროის განმავლობაშიც გირჩიათ ექიმმა. ეს საჭიროა იმაში დასარწმუნებლად, რომ ინფექცია მთლიანად განკურნებულია და იმის შანსი, რომ იგი ტაბლეტებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ხელახლა გაჩნდება, არის ძალიან მცირე.
თმის და სკალპის ინფექციები
თმის და სკალპის სოკოვანი ინფექციებისათვის მკურნალობის ნორმალური ხანგრძლივობა არის 4 კვირა.
ფრჩხილის ინფექციები
როგორც წესი, ფრჩხილის სოკოვანი ინფექციების მკურნალობას სჭირდება უფრო მეტი დრო, ვიდრე კანის სოკოვანი ინფექციების მკურნალობას. ფრჩხილის ინფექციების უმრავლესობის შემთხვევაში, ტერბინაფინი სლავია უნდა იქნას მოხმარებული 6-დან 12 კვირამდე ვადით.
ხელის ფრჩხილის ინფექციები
მკურნალობის ხანგრძლივობა: უმეტეს შემთხვევებში, 6 კვირა არის საკმარისი.
ფეხის ფრჩხილის ინფექციები
მკურნალობის ხანგრძლივობა: უმეტეს შემთხვევებში, 12 კვირა არის საკმარისი.
ზოგიერთ პაციენტს, რომელსაც ნელა ეზრდება ფრჩხილი, შესაძლოა დასჭირდეს უფრო ხანგრძლივი მკურნალობა. ექიმი განიხილავს ამ ასპექტს თქვენთან ერთად.
თუ მოიხმართ საჭიროზე მეტ ტერბინაფინი სლავიას
თუ შემთხვევით მოიხმართ ტერბინაფინი სლავიას იმაზე მეტ ტაბლეტს, ვიდრე თქვენმა ექიმმა გამოგიწერათ, დაუყონებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან მიბრძანდით უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი შემთხვევების განყოფილებას. დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: თავის ტკივილი, გულისრევა, ტკივილები მკერდის არეში და თავბრუსხვევა.
თუ დაგავიწყდათ ტერბინაფინი სლავიას მოხმარება
თუ დაგავიწყდათ ტერბინაფინი სლავიას ტაბლეტის მიღება თავის დროზე, მიიღეთ მაშინვე, როგორც კი გაგახსენდებათ. თუ შემდეგი დოზის მიღებამდე დარჩენილია 4 საათი, დაელოდეთ და მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
თუ გაქვთ ნებისმიერი დამატებითი შეკითხვა ამ მედიკამენტთან დაკავშირებით, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ისევე, როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ მედიკამენტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ხდება ყველა ადამიანის შემთხვევაში. ზოგადად, ტერბინაფინი სლავია არის კარგად შეგუებადი.
შესაძლოა გაჩნდეს შემდეგი ალერგიული რეაქციები:
ზოგიერთი მწვავე ალერგიული რეაქცია:
იშვიათად, ტერბინაფინი სლავიას ტაბლეტებმა შესაძლოა გამოიწვიონ ღვიძლის პრობლემები, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ღვიძლის პრობლემები შესაძლოა იყოს მწვავე. გვერდითი მოვლენები აგრეთვე მოიცავს სისხლის გარკვეული ტიპის უჯრედების დონის დაცემას, მგლურას (აუტოიმუნური დაავადება), კანის მწვავე რეაქციები, მწვავე ალერგიული რეაქციები, სისხლძარღვების ანთება, პანკრეატიტის ანთება ან კუნთების ნეკროზი.
დაუყონებლივ უთხარით თქვენს ექიმს თუ:
გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა მუდმივი და აუხსნელი გულისრევა, კუჭის პრობლემები, მადის დაკარგვა, უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე;
შეამნჩნევთ კანის ან თვალების ჩაყვითლებას, შარდი გახდება უჩვეულოდ მუქი ფერის ან ფეკალური მასები გახდება უჩვეულოდ ღია ფერის (ღვიძლის პრობლემების ნიშნები);
გაქვთ ყელის ტკივილი და ციებ-ცხელება
გაქვთ აუხსნელი სისხლდენა ან სისხლჩაქცევა (ისეთი დაავადების ნიშნები, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის გარკვეული ტიპის უჯრედების რაოდენობაზე);
თუ შენიშნავთ კანის, ლორწოს ან ფრჩხილების უჩვეულო სიფერმკრთალეს, თუ იგრძნობთ დაღლილობას ან სუნთქვის სირთულეს ფიზიკური დატვირთვისას (ისეთი დაავადების ნიშნები, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის წითელ უჯრედებზე);
გაქვთ სუნთქვის სირთულე, თავბრუსხვევა, სახის და ყელის გასიება, ჩაწითლება, კრუნჩხვების მსგავსი მუცლის ტკივილი და გონების დაკარგვა ან თუ გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა სახსრების სიხისტე, სიხისტე, გარდამავალი მწვავე გამონაყარი, ცხელება ან გასიებული/გადიდებული ლიმფური კვანძები (მწვავე ალერგიული რეაქციების ნიშნები);
თუ გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გარდამავალი მწვავე გამონაყარი, ცხელება, ქავილი, დაღლილობა ან შენიშნავთ მეწამული ფერის ლაქებს კანის ზედაპირის ქვეშ (სისხლძარღვების ანთების ნიშნები);
გაქვთ კანის ნებისმიერი მწვავე პრობლემა;
თუ მუცლის ზემოთა ნაწილში გაქვთ მძიმე ტკივილები, რომელიც მოდის ზურგის მხრიდან (პანკრეატიტის ანთების ნიშნები);
თუ გაქვთ დაღლილობა ან კუნთების აუხსნელი სისუსტე ან გაქვთ მუქი ფერის შარდი (მოყავისფრო-მოწითალო) (კუნთების ნეკროზის ნიშნები);
ძალიან ხშირი (ემართება 10 მომხმარებლიდან 1-ზე მეტ მომხმარებელს)
სიმსუყის შეგრძნება, მადის დაკარგვა, გაუვალობა, გულისრევა, ტკივილი მკერდის არეში, დიარეა. თუ დიარეა გრძელდება რამოდენიმე დღე, დაუკავშირდით თქვენს ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო იყოს მკურნალობის სქემის ცვლილება;
გარდამავალი ამონახეთქი კანზე, გამონაყარი;
სახსრებისა და კუნთების ტკივილი.
ხშირი (ემართება 100 მომხმარებლიდან 1-დან 10-მდე მომხმარებელს)
თავის ტკივილები.
ნაკლებად ხშირი (ემართება 1000 მომხმარებლიდან 1-დან 10-მდე მომხმარებელს)
- გემოს დარღვევები, გემოს დაკარგვამდე; ეს დარღვევები გარდამავალია და ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ზოგიერთ პაციენტში, ამან შესაძლოა გამოიწვიოს მადის დაკარგვა და წონაში კლება საგრძნობლად. უთხარით თქვენს ექიმს, თუ გემოს ცვლილება გრძელდება რამოდენიმე დღე.
იშვიათი (ემართება 10000 მომხმარებლიდან 1-დან 10-მდე მომხმარებელს)
ღვიძლის პრობლემები
ძალიან იშვიათი (ემართება 10000 მომხმარებლიდან ერთზე ნაკლებ მომხმარებელს)
სისხლის გარკვეული ტიპის უჯრედების რაოდენობის შემცირება, მგლურა (აუტოიმუნური დაავადება), კანის მწვავე რეაქციები, ალერგიული რეაქციები, თმის ცვენა, თავბრუსხვევა, დაქვეითებული ფიზიკური მგრძნობელობა, დაბუჟება და ქავილის შეგრძნება.
ასევე, გადმოცემულ იქნა ცნობები შემდეგი გვერდითი მოვლენების შესახებ:
სისხლის უჯრედების შემცირებული რაოდენობა, მწვავე ალერგიული რეაქციები, სისხლძარღვების ანთება, ყნოსვის დარღვევა, ყნოსვის სრულად დაკარგვის ჩათვლით, პანკრეატიტის ანთება, კუნთების ნეკროზი, გრიპის მსგავსი სიმპტომები (მაგალითად, დაღლილობა, ციება, სახსრების ან კუნთების ტკივილი), ცხელება, სისხლში გარკვეული კუნთების ფერმენტების დონის ზრდა (კრეატინ-ფოსფოკინაზა), კანის მგრძნობელობის მომატება მზის შუქზე.
უცნობი სიხშირე: ფსორიაზის გამწვავება (დაავადება, რომლის დროსაც კანი იქერცლება), დაღლილობა, კანის მწვავე რეაქციები (მაგალითად, მწვავე ეგზანთემატიკური პუსტულოზი).
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება აგრეთვე ამ ინსტრუქციაში არაღნიშნულ ნებისმიერ გვერდით მოვლენას. აგრეთვე, შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ სამედიცინო მედიკამენტების და ხელსაწყოების ეროვნულ სააგენტოს, რომლის დეტალებიც გამოქვეყნებულია სამედიცინო მედიკამენტების და ხელსაწყოების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე: http://www.anm.ro/.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებაში.
როგორ შეინახოთ ტერბინაფინი სლავია
არ დატოვოთ ეს მედიკამენტი ბავშვების თვალთახედვის არეში ან მათთვის ხელმისაწვდომ ადგილას.
უნდა იქნას შენახული 25°-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე და ყუთზე EXP-ის შემდეგ. ვადის გასვლის თარიღად ითვლება მოცემული თვის ბოლო დღე.
არ გადააგდოთ მედიკამენტი წყალთან ან ნარჩენებთან. შეეკითხეთ ფარმაცევტს როგორ გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ მოიხმართ. ეს ზომები კარგად წაადგება გარემოს დაცვას.
პაკეტის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ტერბინაფინი სლავია
აქტიური ნივთიერებაა ტერბინაფინი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 250 მილიგრამ ტერბინაფინს (ტერბინაფინის ჰიდროქლორიდის სახით).
სხვა კომპონენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ჰიპრომელოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
როგორ გამოიყურება ტერბინაფინი სლავია და მისი პაკეტი
მედიკამენტი მოთავსებულია 7 ტაბლეტიან, ორ ფირფიტიან ყუთში.
წარმოდგენილია ბრტყელი ტაბლეტების სახით, თეთრი, მოთეთრო-მოყვითალო ფერის, 11 მილიმეტრი დიამეტრის.
სავაჭრო ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ავტორიზაციის მფლობელი
S.C. Slavia Pharm S.R.L.
ტეოდორ პალადის გამზირი ნომერი 44 ც,
სექტორი 3, კოდი 032266, ბუქარესტი, რუმინეთი
მწარმოებელი
S.C. SLAVIA PHARM S.R.L.
ტეოდორ პალადის გამზირი ნომერი 44 ც,
სექტორი 3, ბუქარესტი, რუმინეთი
ეს ინსტრუქცია განახლებულ იქნა 2017 წლის ივლისში
დამატებითი ინფორმაცია ამ მედიკამენტის შესახებ ხელმისაწვდომია სამედიცინო მედიკამენტების და ხელსაწყოების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე: http://www.anm.ro/.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.
