პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

ტერალივი 275

TERALIV® 275

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

სამკურნალო პრეპარატი ტერალივ 275 ნაჩვენებია მოზრდილებსა და 15 წლის ზემოთ ბავშვებში. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები (რბილი ქსოვილების რევმატიული დაზიანებები, პერიფერიული სახსრებისა და ხერხემლის ოსტეოართროზი, მათ შორის რადიკულური სინდრომით, ტენდოვაგინიტი, ბურსიტი). …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ნაპროქსენი (naproxen)
ფორმა და შეფუთვა
275მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №12 (1X12)
მწარმოებელი
Bayer Bitterfeld GmbH, გერმანია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
ATC კოდი
M01AE02
რეგისტრაციის ნომერი
რ-044992
რეგისტრირებულია
12 მარტი 2026, მოქმედებს 12 მარტი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Bayer Consumer Care AG (შვეიცარია)
განმცხადებელი
Bayer Consumer Care AG-ის ნდობით აღჭურვილი სალომე მესხი
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატერალივი 275 და სხვა წამალი ერთად

ტერალივი 275 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სამკურნალო პრეპარატი ტერალივ 275 ნაჩვენებია მოზრდილებსა და 15 წლის ზემოთ ბავშვებში.

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები (რბილი ქსოვილების რევმატიული დაზიანებები, პერიფერიული სახსრებისა და ხერხემლის ოსტეოართროზი, მათ შორის რადიკულური სინდრომით, ტენდოვაგინიტი, ბურსიტი).

სუსტი ან ზომიერად გამოხატული ტკივილის სინდრომი: ნევრალგია, ოსალგია, მიალგია, ლუმბოიშიალგია, პოსტტრავმული ტკივილის სინდრომი (დაჭიმულობა და დაზიანებები), რომელსაც თან ახლავს ანთება, თავის ტკივილი, შაკიკი, ალგოდისმენორეა, კბილის ტკივილი.

ყურის, ყელის, ცხვირის ინფექციურ-ანთებითი დაავადების კომპლექსურ თერაპიაში გამოხატული ტკივილის სინდრომით (ფარინგიტი, ტონზილიტი, ოტიტი).

ცხელების სინდრომი «გაციების» და ინფექციური დაავადებისას.

პრეპარატი ტერალივი 275 გამოიყენება სიმპტომატიკური თერაპიის დროს (ტკივილის, ანთებისა და ორგანიზმის მომატებული ტემპერატურის შემცირების მიზნით), ის ძირითად პროგრესირებად დაავადებაზე არ მოქმედებს.

თუ უკეთესობა არ დადგა ან იგრძენით გაუარესება, აუცილებელია მიმართოთ მკურნალ ექიმს.

რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ ტერალივი 275-ის გამოყენებამდე.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები

როგორც წესი, სადღეღამისო დოზა ტკივილის მოხსნისთვის არის 2-3 ტაბლეტი (550-825 მგ). მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის - 3 ტაბლეტი (825 მგ). გამოყენების ხანგრძლივობა - არაუმეტეს 5 დღისა.

პრეპარატ ტერალივ 275-ის გამოყენებისას, როგორც სიცხის დამწევი საშუალება, საწყის დოზას წარმოადგენს 2 ტაბლეტი, შემდეგ გამოიყენება 1 ტაბლეტი (275 მგ) ყოველ 8 საათში ერთხელ.

შაკიკის განვითარებისა და შეტევების თავიდან აცილების მიზნით, საწყის დოზად რეკომენდებულია 2 ტაბლეტის (550 მგ) მიღება, აუცილებლობის შემთხვევაში მიიღება 1 ტაბლეტი (275 მგ) ყოველ 8-12 საათში ერთხელ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის 3 ტაბლეტი (825 მგ).

მენსტრუალური ტკივილისა და სპაზმების შემსუბუქების მიზნით, საშვილოსნოში სპირალის შეყვანის შემდეგ გამოვლენილი ტკივილის ან სხვა გინეკოლოგიური სახის ტკივილის დროს რეკომენდებულია პრეპარატის დანიშვნა საწყისი დოზით 2 ტაბლეტი (550 მგ), შემდგომ 1 ტაბლეტი (275 მგ) ყოველ 8 საათში ერთხელ.

კნტ-ს მხრიდან არასასურველი მოვლენების რისკის შესამცირებლად პრეპარატი უნდა გამოიყენებოდეს მინიმალური ეფექტური დოზით და შეძლებისდაგვარად, მინიმალურად შესაძლებელი მოკლე კურსის მანძილზე.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

პრეპარატს აქვს უკუჩვენება 15 წლამდე ბავშვებში გამოყენებისთვის.

15 წლის ზემოთ ბავშვები

დოზირების რეჟიმი მოზრდილების ანალოგიურია.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წლის წემოთ)

65 წელს ზემოთ პაციენტებში პრეპარატი მიიღება აუცილებლობისამებრ არაუმეტეს ვიდრე ყოველ 12 საათში ერთხელ.

შეყვანის გზა და ხერხი

შინაგანად. ტაბლეტები მიიღება საკმარისი ოდენობის წყლის დაყოლებით.

თუ მიიღეთ პრეპარატი ტერალივი 275 მეტი, ვიდრე საჭირო იყო

ნაპროქსენის ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა, დისპეპტიური დარღვევები (გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი), სისუსტე, ხმაური ყურებში, გაღიზიანება, მძიმე შემთხვევებში - სისხლიანი ღებინება, მელენა, ცნობიერების დარღვევა, კრუნჩხვები და თირკმლის უკმარისობა.

პაციენტმა, რომელმაც შემთხვევით ან მიზანმიმართულად მიიღო პრეპარატი ტერალივ 275-ის დიდი დოზები, აუცილებლად უნდა გამოირეცხოს კუჭი, მიიღოს აქტივირებული ნახშირი და მიმართოს სიმპტომატიკურ თერაპიას: ანტაციდებით, H2-რეცეპტორების ბლოკატორებით, პროტონული პომპის ინჰიბიტორებით. ჰემოდიალიზი არ არის ეფექტური.

პფრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.

უკუჩვენებები

ალერგია ნაპროქსენზე ან პრეპარატის ნებისმიერ სხვა კომპონენტზე (რომლებიც ჩამოთვლილია ფურცელ-ჩანართის მე-6 განყოფილებაში);

ბრონქიალური ასთმის, ცხვირის ან პარანასალური სინუსების რეციდივირებადი პოლიპოზისა და აცეტილსალიცილისმჟავის და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პეპარატების (აასპ) გადაუტანლობის სრული ან ნაწილობრივი კომბინაცია (მათ შორის ანამნეზშიც).

აორტოკორონარული შუნტირების შემდგომი პერიოდი.

კუჭის ლორწოვანის ან 12-გოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი ცვლილებები, კუჭ-ნაწლავის აქტიური სისხლდენა.

ნაწლავების ანთებითი დაავადებები (არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება) გამწვავების ფაზაში.

ჰემოფილია, სისხლის შედედების სხვა დარღვევები და ჰემოსტაზის დარღვევები.

ქალისშიდა (ცერებროვასკულარული) სისხლდენა ან სხვა სახის სისხლდენა;

გულის დეკომპენსირებული უკმარისობა;

ღვიძლის გამოხატული უკმარისობა ან ღვიძლის აქტიური დაავადება;

თირკმლის გამოხატული უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი (კკ) 30მლ/წთ-ზე ნაკლები), თირკმლის პროგრესირებადი დაავადება, დადასტურებული ჰიპერკალიემია (კალიუმის აწევა სისხლში);

ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი.

სიფრთხილის ზომები

არ გადააჭარბოთ დოზას, რომელიც მითითებულია ფურცელ-ჩანართში. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან არასასურველი მოვლენების რისკის შესამცირებად პრეპარატი უნდა გამოიყენებოდეს მინიმალური ეფექტური დოზით და შეძლებისდაგვარად, მინიმალურად მოკლე კურსის მანძილზე.

თუ ტკივილი და ცხელება ნარჩუნდება ან ძლიერდება, მიმართეთ ექიმს.

პაციენტებმა ბრონქიალური ასთმით, სისხლის შედედების დარღვევებით, ასევე, პაციენტებმა სხვა ანალგეტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობით, პრეპარატ ტერალივ 275-ის გამოყენების წინ უნდა მიმართონ ექიმს.

პაციენტებს ღვიძლის დაავადებით ან თირკმლის უკმარისობით სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ. პაციენტებმა თირკმლის უკმარისობით უნდა აკონტროლონ კრეატინინის კლირენსი. 30მლ/წთ-ზე ნაკლები კკ-ით ნაპროქსენის გამოყენება არ არის რეკომენდებული. ქრონიკული ალკოჰოლური ან სხვა ფორმის ღვიძლის ციროზის დროს არადაკავშირებული ნაპროქსენის კონცენტრაცია იმატებს, ამიტომ ასეთი პაციენტებისთვის რეკომედებულია უფრო ნაკლები დოზები. პრეპარატის ორკვირიანი გამოყენების შემდეგ აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების კონტროლი.

პრეპარატი ტერალივ 275 არ გამოიყენება სხვა ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებთან ერთად, გამონაკლისია მხოლოდ ექიმის მითითება.

ხანდაზმული პაციენტებისთვის რეკომენდებულია უფრო პატარა დოზები.

არ მიიღოთ ნაპროქსენი 48 საათის განმავლობაში ქირურგიული ჩარევის წინ. 17-კორტიკოსტეროიდის დადგენის აუცილებლობის შემთხვევაში, პრეპარატი არ უნდა მიიღოთ კვლევის ჩატარებამდე 48 საათით ადრე. ანალოგიურად, ნაპროქსენი შეიძლება მოქმედებდეს შარდში 5-ჰიდროქსიინდოლ ძმარმჟავას განსაზღვრაზე.

ნაპროქსენის გამოყენება, ისევე როგორც სხვა პრეპარატების, რომელიც ბლოკავს პროსტაგლანდინებს, შეიძლება გავლენას ახდენდეს ფერტილობაზე, ამიტომ არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომელიც გეგმავენ ორსულობას.

ტერალივ 275-ის ყოველი ტაბლეტი შეიცავს დაახლოებით 25 მგ ნატრიუმს. მარილის შეზღუდული მიღების შემთხვევაში ეს უნდა გავითვალისწინოთ.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატს აქვს უკუჩვენება ბავშვებისა და 15 წლამდე მოზარდებისთვის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს იმის შესახებ, რომ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან აპორებთ რაიმე სხვა პრეპარატის მიღებას.

კერძოდ, აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ:

ანტაციდურ პრეპარატებს, რომლებიც შეიცავს მაგნიუმს და ალუმინს. ასეთი პრეპარატები ამცირებს ნაპროქსენის შეწოვას, რამაც შესაძლოა შეამციროს მისი ეფექტურობა.

ანტიკოაგულანტებს (სისხლის შედედების შემამცირებელი პრეპარატები, მაგალითად, ვარფარინი, ჰეპარინი და სხვ.). არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებს შეუძლია გააძლიეროს ანტიკოაგულანტების მოქმედება და გაზარდოს სისხლის შედედების დრო.

ანტითრომბოციტულ პრეპარატებს (მაგალითად, კლოპიდოგრელი ან აცეტილსალიცილის მჟავა) ან სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებს (მაგალითად, ფლუკოსეტინი ან ციტალოპრამი). ნაპროქსენთან ერთდროულად მიღებამ შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავის სისხლდენის რისკი.

აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებს, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა 2-ის სელექტიურ ინჰიბიტორებს (მაგალითად, ცელეკოქსიბი). პრეპარატ ტერალივ 275-ის და სხვა არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების ერთად მიღება ზრდის გვერდითი ეფექტების წარმოშობის რისკს.

ზიდოვუდინს (ვირუსების საწინააღმდეგო პრეპარატი), ფენიტოინს (კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალება) ან სულფანილამიდებს (მიკრობების საწინააღმდეგო საშუალება). ნაპროქსენი ანელებს მეტოტრექსატის, ფენიტოინის, სულფანილამიდების გამოყოფას, ზრდის მათი ტოქსიკური მოქმედების რისკს.

მეტოტრექსატს (იმუნოსუპრესანტი), ფენიტოინს (კრენჩხვების საწინააღმდეგო საშუალება) ან სულფანილამიდებს (მიკრობების საწინააღმდეგო საშუალება). ნაპროქსინი ანელებს მეოტრექსატის, ფენიტოინის, სულფანილამიდების გამოყოფას, ზრდის მათი ტოქსიკური მოქმედების რისკს.

მიფეპრისტონს (ორსულობის შესაწყვეტად გამოსაყენებელი პრეპარატი). პრეპარატ ტერალივ 275-ის მიღება, ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებისა, მიფეპრისტონის გამოყენებიდან 8-12 დღის განმავლობაში რეკომენდებული არ არის.

შარდმდენ საშუალებებს (დიურეტიკებს), მაგალითად, ფუროსემიდს. ტერალივი 275-ს, ისევე, როგორც სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებს, შეუძლია შეამციროს დიურეტიკების შარდმდენი მოქმედება. დიურეტიკებს შეუძლია გაზარდოს თირკმლების დაზიანების რისკი (ნეფროტოქსიკურობა) არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების მიღების ფონზე.

პრეპარატებს, რომლებიც მნიშვნელოვნადაა დაკავშრებული სისხლის პლაზმის ცილებთან (ჰიდანტოინები, ანტიკოაგულანტები და სხვ.). ნაპროქსენს შეუძლია შეამციროს ამ პრეპარატების დაკავშირება სისხლის პლაზმის ცილებთან და ზრდის ზედოზირების რისკს.

პრეპარატებს, რომლებიც ახშობს იმუნური სისტემის აქტივობას (იმუნოსუპრესანტები), მაგალითად, ტაკროლიმუსი ან ციკლოსპორინი. პრეპარატ ტერალივ 275-ის, ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებისა, და იმუნოსუპრესანტების ერთდროული მიღება ზრდის ნეფროტოქსიკურობის (თირკმლბის დაზიანების) ან თირკმლის უკმარისობის რისკს.

პრეპარატებს, რომლებიც ამცირებს არტერიულ წნევას (პროპრანოლოლი და სხვა ბეტა-ადრენობლოკატორები). ტერალივ 275-ს შეუძლია შეამციროს ასეთი პრეპარატების აქტივობა; ტერალივ 275-ს შეუძლია გაზარდოს თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი, რომელიც დაკავშირებულია ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების გამოყენებასთან.

პრეპარატებს, რომლებიც ჩაგრავს სისხლწარმოქმნას. ასეთ პრეპარატებს შეუძლია გააძლიეროს ტერალივი 275-ის ჰემატოტოქსიკურობის გამოვლინება (ნეგატიური გავლენა სისხლის უჯრედულ შემადგენლობაზე).

პრობენეციდს (პოდაგრის სამკურნალო საშუალება), რომელიც ზრდის ნაპროქსენის კონცენტრაციას სისხლში.

ლითიუმის მარილები. ნაპროქსენი ამცირებს ლითიუმის გამოყოფას, რაც იწვევს სისხლში მისი კონცენტრაციის გაზრდას.

სტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებს (კორტიკოსტეროიდებს). არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების და კორტიკოსტეროიდების ერთდროულად მიღებას შეუძლია გაზარდოს წყლულის ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენის წარმოქმნის რისკი.

ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელებთან

საკვების მიღება პრაქტიკულად არ მოქმედებს ნაპროქსენის შეწოვის სისრულესა და სისწრაფეზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ტერალივი 275 უკუნაჩვენებია ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენებისთვის. თუ ფიქრობთ, რომ დაორსულდით ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ნაპროქსენი ანელებს პაციენტების რეაქციების სიჩქარეს. ეს უნდა გავითვალისწინოთ ავტომობილების მართვისას და სხვა დავალებების შესრულებისას, რომელიც საჭიროებს მომატებულ ყურადღებას.

პრეპარატი ტერალივი 275 შეიცავს ნატრიუმს

პრეპარატი ტერალივი 275 შეიცავს დაახლოებით 25 მგ ნატრიუმს 1 ტაბლეტზე. პაციენტებმა, რომლებიც არიან ნატრიუმის შემცველობის კონტროლირებად დიეტაზე, ყურადღება უნდა მიაქციონ ამას.

პრეპარატ ტერალივი 275-ის მიღება

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ფურცელ-ჩანართთან სრულ შესაბამისობაში ან მკურნალი ექიმის, აფთიაქის თანამშრომლის რეკომენდაციების შესაბამისად. ეჭვის გაჩენისას მიმართეთ მკურნალ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

ისევე, რეოგორც სხვა სამკურნალწამლო პრეპარატებმა, პრეპარატ ტერალივ 275-ს შეუძლია არასასურველი რეაქციების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ნაპროქსენის გამოყენება, ისევე, როგორც სხვა ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებისა, შეიძლება გავლენას ახდენდეს არტერიული თრომბოზების (მაგალითად, მიოკარდის ინფარქტისა ან ინსულტის) განვითარების რისკის ოდნავ მატებაზე.

არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების თერაპიისას იყო ცნობები შეშუპებების და გულის უკმარისობის, არტერიული წნევის მატების შესახებ.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მკურნალ ექიმს, თუ შეამჩნევთ ნებისმიერს ქვემოთ ჩამოთვლილ არასასურველ რეაქციათაგან, შესაძლოა დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:

კუჭის წყლულის, პერფორაციის განვითარება და/ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენა ზოგჯერ ლეტალური შედეგით, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, სისხლიანი ღებინება, მელენა (შავი ნახევრადთხევადი განავალი);

წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების რეციდივი ან გამწვავებს;

ბულეზური რეაქციები, სტივენს-ჯონსონის სინდრომის ჩათვლით და ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი (თან ახლავს გამოკვეთილი ინტოქსიკაცია, გამონაყარი და ბუშტუკები კანზე);

თირკმლის უკმარისობა, თირკმლის პაპილარული ნეკროზი;

ასეპტიკური მენინგიტი (მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ნაპროქსენის მიღებასთან დადგენილი არ არის);

ანგიონევროზული შეშუპება (მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ნაპროქსენის მიღებასთან დადგენილი არ არის).

სხვა არასასურველი რეაქციები

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ შეამჩნევთ ნებისმიერს ქვემოთ ჩამოთვლილ არასასურველ რეაქციათაგან:

ხშირად - შეიძლება წარმოეშვას 10-დან 1 ადამიანს:

თავის ტკივილი;

ქოშინი;

მუცლის ტკივილი;

კანის ქავილი;

შეკრულობა;

დისპეპსია;

გულისრევა;

დიარეა;

მეტეორიზმი;

თავბრისხვევა;

ძილიანობა;

კანის გამონაყარი, ეკხიმოზები (ციცხლჩაქცევა კანში), პურპურა (წვრილი სისხლჩაქცევები კანში);

მხედველობის დარღვევა;

სმენის დარღვევა, ხმაური ყურებში;

ოფლის გამოყოფის მატება;

შეშუპება;

წყურვილი;

გულისცემის შეგრძნება;

სტომატიტი.

არახშირად - შეიძლება წარმოეშვას 100-დან 1 ადამიანს:

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები;

ეოზინოფილური პნევმონია (ფილტვების ანთება);

თირმელების მუშაობის დარღვევები (გლომერულონეფრიტი,ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროტიკული სინდრომი);

ჰემატურია (სისხლის გაჩენა შარდში);

გულის შეგუბებითი უკმარისობა;

ღებინება;

ფოტოდერმატოზები (კანის მზის სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობით გამოწვეული ანთება);

მიალგია (კუნთების ტკივილი);

სიყვითლე;

სმენის დაქვეითება;

ჰიპერთერმია (კანკალი და ცხელება);

კუნთების სისუსტე, უძლურება;

დეპრესია;

ძილის დარღვევები ან უძილობა;

ალოპეცია (გამელოტება);

მენსტრუალური ციკლის დარღვევა;

კონცენტრაციის უუნარობა;

„თირკმლის“ ფერმენტების აქტიურობის მატება;

სისხლის უჯრედების რაოდენობის მატება, რომელთაც ჰქვია ეოზინოფილები (ეოზინოფილია);

სისხლის ცალკეული უჯრედების რაოდენობის შემცირება (გრანულოციტოპენია, ლეიკოპენია ან თრომბოციტოპენია).

შემდეგი არასასურველი რეაქციების წარმოშობა უცნობია (არსებული მონაცემებიდან გამომდინარე წარმოშობის სიხშირის გარკვევა შეუძლებელია):

გასტრიტი.

შემდეგი არასასურველი რეაქციები წარმოეშობოდა ადამიანებს, რომლების რებდნენ ნაპროქსენს, მაგრამ არასასურველი რეაქციების მონაცემების ურთიერთკავშირი ნაპროქსენის მიღებასთან არ არის დადგენილი:

ჭინჭრის ციება;

ვასკულიტი (სახსრების ანთება);

მულტიფორმული ერითემა (კანზე მეწამული ლაქების და სხვა გამონაყარის გაჩენა);

ფოტომგრძნობელობის რეაქციები, რომლებიც ჰგავს გვიან კანის პორფირიას და ბულოზური ეპიდერმოლიზი (კანის სიწითლე ან ანთება მზის სინათლის ზემოქმედების შემდეგ);

კოგნიტური დისფუნქცია (მეხსიერების, ყურადღების, კონცენტრაციის დაქვეითება);

ჰიპოგლიკემია;

აპლასტიური და ჰემოლიზური ანემია;

ჰიპერგლიკემია.

შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ

თუ პრეპარატის ტერალივი 275 მიღებისას წარმოგეშვათ რომელიმე არასასურველი რეაქცია, მიმართეთ მკურნალ ექიმს. ეს ასევე ეხება არასასურველ რეაქციებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში.

შეგიძლიათ აცნობოთ არასასურველი რეაქციების წარმოშობის შესახებ პირდაპირ შეტყობინების სისტემით ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ სახელმწიფოებს.

რუსეთის ფედერაცია

109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, სახლი 4, ნაგ. 1

ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორ)

ცხელი ხაზის ტელ.: 8 800 550 99 03

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

https://roszdravnadzor.gov.ru/

ყაზახეთის რესპუბლიკა

010000, ქ. ასტანა, ბაიკონირის რაიონი, ა.იზმანოვის ქ., 13 (ბც „ნურსაულეტ 2“)

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მედიცინის და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის „სამკურნალწამლო საშუალებების და სამედიცინო ნაწარმის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“

ტელეფონი: +7 7172 235 135

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

https://www.ndda.kz

ბელარუსის რესპუბლიკა

220037, ქ. მინსკი, ტოვარიშჩესკი შესახვევი 2ა

რესპუბლიკური უნიტარული საწარმო „ექსპერტიზის და ჯანდაცვაში კვლევების ცენტრი“

ტელ.: + 375 12 242 00 29

ელექტრონულილ ფოსტა: [email protected]

http://www.rceth.by

ყირგიზეთის რესპუბლიკა

720044, ქ. ბიშკეკი, მე-3 ხაზის ქ., 25

ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მედიცინის და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტი

ტელეფონი: +996 312 21 92 78

ელექტრონულილ ფოსტა: [email protected]

http://pharm.kg

სომხეთის რესპუბლიკა

0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზირი, 49/5

„წამლების ექსპერტიზის და სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი“

ცხელი ხაზის ტელეფონი: +374 10 20 05 05, 374 96 22 05 05

ელექტრონულილ ფოსტა: [email protected]

http://pharm.am

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ გვეხმარებით შევაგროვოთ მეტი ინფორმაცია პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

პრეპარატ ტერალივ 275-ის შენახვა

შეინახეთ პრეპარატი ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილზე ისე, რომ ბავშვმა ვერ დაინახოს იგი.

არ მიიღოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ (შენახვის ვადა), რომელიც მითითებულია ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე სიტყვა „ვარგისია“-ს შემდეგ.

ვადის ამოწურვის თარიღს წარმოადგენს მოცემული თვის ბოლო დღე.

შეინახეთ არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

არ ჩააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში. დააზუსტეთ აფთიაქის თანამშრომელთან, როგორ უნდა გაანადგუროთ პრეპარატი, რომელიც აღარ დაგჭირდებათ. ეს ზომები გარემოს დაცვის საშუალებას იძლევა.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

ნაპროქსენით ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა, დისპეპტიური დარღვევები (გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი), სისუსტე, ხმაური ყურებში, გაღიზიანება, მძიმე შემთხვევებში - სისხლიანი ღებინება, მელენა, ცნობიერების დარღვევა, კრუნჩხვები და თირკმლის უკმარისობა.

მკურნალობა

პაციენტმა, რომელმაც შემთხვევით ან მიზანმიმართულად მიიღო პრეპარატი ტერალივ 275-ის დიდი დოზები, აუცილებლად უნდა გამოირეცხოს კუჭი, მიიღოს აქტივირებული ნახშირი და მიმართოს სიმპტომატიკურ თერაპიას: ანტაციდებით, H2-რეცეპტორების ბლოკატორებით, პროტონული პომპის ინჰიბიტორებით. ჰემოდიალიზი არ არის ეფექტური.

შემადგენლობა

პრეპარატი ტერელივი 275 შეიცავს

მოქმედი ნივთიერებას წარმოადგენს ნატრიუმის ნაპროქსენი.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 275 მილიგრამ ნატრიუმის ნაპროქსენს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებს წარმოადგენს მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი K-30, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი; აპკიანი გარსი (ცისფერი ოპადრაი YS-1-4215: მაკროგოლი 8000, ინდიგოკარმინი, ტიტანის დიოქსიდი, ჰიპრომელოზა).

პრეპარატი ტერელივი 275-ის იერსახე და შეფუთვის შემცველობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ორმხრივ ამობურცული ოვალური ტაბლეტები, დაფარული აპკიანი გარსით, ცისფერი ფერის. ტაბლეტის ერთ მხარეს არის გრავირება «NPS-275». გადატეხის ადგილას ტაბლეტის შიგთავსი არის თეთრი ფერის.

12 ტაბლეტი პვქ/ალუ ბლისტერში. 1 ან 2 ბლისტერი ფურელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს ყუთში.

შენახვის პირობები

5 წელი.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას

ინახება არაუმეტეს 25оС ტემპერატურაზე.

პირველადი შეფუთვის ხაასიათი და შემცველობა

12 ტაბლეტი პვქ/ალუ ბლისტერში.

1 ან 2 ბლისტერი ფურელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს ყუთში.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები გამოყენებული სამკურნალწამლო პრეპარატის ან სამკურნალწამლო პრეპარატის გამოყენების შემდეგ მიღებული ნარჩენების განადგურებისას და სხვა მანიპულაციები პრეპარატთან.

განსაკუთრებული მოთხოვნები უტილიზაციისადმი არ არის.

ფარმაკოლოგიური თვისებები

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი.

ათქ კოდი: M01AE02.

მოქმედების მექანიზმი, ფარმაკოდინამიკური ეფექტები

პრეპარატი ტერალივი 275 წარმოადგენს ნაპროქსენს, რომელიც ფლობს ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო თვისებებს. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ციკლოოქსიგენაზის -1 და -2 (ცოგ-1, ცოგ-2) აქტიურობის არასელექციურ ინჰიბირებასთან.

პრეპარატი ტერალივი 275 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები კარგად იხსნება, სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და უზრუნველყოფს გამაყუჩებელი ეფექტის სწრაფად დადგომას.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია და განაწილება

სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიომისაწვდომობა - 95% (საკვების მიღება პრაქტიკულად არ მოქმედებს ნაპროქსენის შეწოვის სისრულესა და სისწრაფეზე). მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო - 1-2 საათი. სისხლის პლაზმის ცილებთან კავშირი >99%.

ბიოტრანსფორმაცია და ელიმინაცია

ნახევრადგამოყოფის პერიოდი - 12-15 საათი. მეტაბოლიზმი ხდება თირკმელში დიმეთილნაპროქსენამდე იზოფერმენტის СУР2С9 მონაწილეობით. კლირენსი - 0,13 მლ/წთ/კგ. გამოიყოფა 98% თირკმლებით, 10% გამოიყოფა შეუცვლელი სახით, ნაღველით - 0,5-2,5%. წონასწორული კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში განისაზღვრება პრეპარატის 4-5 დოზის მიღების შემდეგ (2-3 დღე).

თირკმლის უკმარისობისას შესაძლებელია მეტაბოლიტების კუმულაცია.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელ-ჩანართი - ინფორმაცია პაციენტისთვის

ტერალივი 275, 275 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

მოქმედი ნივთიერება: ნაპროქსენი

პრეპარარის გამოყენების წინ სრულად წაიკითხეთ ფურცელ-ჩანართი, რამდენადაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ფურცელ-ჩანართის შესაბამისად ან მკურნალი ექიმის ან აფთიაქის თანამშრომლის რეკომენდაციებით.

შეინახეთ ფურცელ-ჩანართი. შესაძლებელია, დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.

თუ გჭირდებათ დამატებითი ცნობები ან რეკომენდაციები, მიმართეთ აფთიაქის თანამშრომელს.

თუ წარმოგეშვათ რაიმე არასასურველი რეაქცია, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის იმაზე, რომელიც არ არის ფურცელ-ჩანართის მე-4 განყოფილებაში.

თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან იგი გაუარესდა, საჭიროა მიმართოთ ექიმს.

ფურცელ-ჩანართის შინაარსი

რას წარმოადგენს პრეპარატი ტერალივი 275 და რატომ იყენებენ მას.

რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატ ტერალივი 275-ის გამოყენებამდე.

პრეპარატ ტერალივი 275-ის მიღება.

შესაძლო არასასურველი რეაქციები.

პრეპარატ ტერალივი 275-ის შენახვა.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ცნობები.

რას წარმოადგენს პრეპარატი ტერალივ 275 და რატომ იყენებენ მას.

პრეპარატი ტერალივი 275 შეიცავს ნაპროქსენს, რომელიც ფლობს ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო თვისებებს. ნაპროქსენი ამცირებს ფერმენტ ციკლოოქსიგენაზის აქტიურობას (ცოგ-1, ცოგ-2).

პრეპარატი ტერალივი 275 კარგად იხსნება, სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და უზრუნველყოფს გამაყუჩებელი ეფექტის სწრაფად დადგომას. საკვების მიღება პრაქტიკულად არ მოქმედებს პრეპარატის არც სისრულეზე და არც შეწოვის სისწრაფეზე.

პრეპარატი მიეკუთნება ფარმაკოთერაპევტულ ჯგუფს: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი.

გამოყენების ჩვენებები

სამკურნალო პრეპარატი ტერალივ 275 ნაჩვენებია მოზრდილებსა და 15 წლის ზემოთ ბავშვებში.

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები (რბილი ქსოვილების რევმატიული დაზიანებები, პერიფერიული სახსრებისა და ხერხემლის ოსტეოართროზი, მათ შორის რადიკულური სინდრომით, ტენდოვაგინიტი, ბურსიტი).

სუსტი ან ზომიერად გამოხატული ტკივილის სინდრომი: ნევრალგია, ოსალგია, მიალგია, ლუმბოიშიალგია, პოსტტრავმული ტკივილის სინდრომი (დაჭიმულობა და დაზიანებები), რომელსაც თან ახლავს ანთება, თავის ტკივილი, შაკიკი, ალგოდისმენორეა, კბილის ტკივილი.

ყურის, ყელის, ცხვირის ინფექციურ-ანთებითი დაავადების კომპლექსურ თერაპიაში გამოხატული ტკივილის სინდრომით (ფარინგიტი, ტონზილიტი, ოტიტი).

ცხელების სინდრომი «გაციების» და ინფექციური დაავადებისას.

პრეპარატი ტერალივი 275 გამოიყენება სიმპტომატიკური თერაპიის დროს (ტკივილის, ანთებისა და ორგანიზმის მომატებული ტემპერატურის შემცირების მიზნით), ის ძირითად პროგრესირებად დაავადებაზე არ მოქმედებს.

თუ უკეთესობა არ დადგა ან იგრძენით გაუარესება, აუცილებელია მიმართოთ მკურნალ ექიმს.

რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ ტერალივი 275-ის გამოყენებამდე.

უკუჩვენებები

არ მიიღოთ პრეპარატი ტერალივი 275 შემდეგ შემთხვევებში:

ალერგია ნაპროქსენზე ან პრეპარატის ნებისმიერ სხვა კომპონენტზე (რომლებიც ჩამოთვლილია ფურცელ-ჩანართის მე-6 განყოფილებაში);

ბრონქიალური ასთმის, ცხვირის ან პარანასალური სინუსების რეციდივირებადი პოლიპოზისა და აცეტილსალიცილისმჟავის და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პეპარატების (აასპ) გადაუტანლობის სრული ან ნაწილობრივი კომბინაცია (მათ შორის ანამნეზშიც).

აორტოკორონარული შუნტირების შემდგომი პერიოდი.

კუჭის ლორწოვანის ან 12-გოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი ცვლილებები, კუჭ-ნაწლავის აქტიური სისხლდენა.

ნაწლავების ანთებითი დაავადებები (არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება) გამწვავების ფაზაში.

ჰემოფილია, სისხლის შედედების სხვა დარღვევები და ჰემოსტაზის დარღვევები.

ქალისშიდა (ცერებროვასკულარული) სისხლდენა ან სხვა სახის სისხლდენა;

გულის დეკომპენსირებული უკმარისობა;

ღვიძლის გამოხატული უკმარისობა ან ღვიძლის აქტიური დაავადება;

თირკმლის გამოხატული უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი (კკ) 30მლ/წთ-ზე ნაკლები), თირკმლის პროგრესირებადი დაავადება, დადასტურებული ჰიპერკალიემია (კალიუმის აწევა სისხლში);

ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

არ გადააჭარბოთ დოზას, რომელიც მითითებულია ფურცელ-ჩანართში. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან არასასურველი მოვლენების რისკის შესამცირებად პრეპარატი უნდა გამოიყენებოდეს მინიმალური ეფექტური დოზით და შეძლებისდაგვარად, მინიმალურად მოკლე კურსის მანძილზე.

თუ ტკივილი და ცხელება ნარჩუნდება ან ძლიერდება, მიმართეთ ექიმს.

პაციენტებმა ბრონქიალური ასთმით, სისხლის შედედების დარღვევებით, ასევე, პაციენტებმა სხვა ანალგეტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობით, პრეპარატ ტერალივ 275-ის გამოყენების წინ უნდა მიმართონ ექიმს.

პაციენტებს ღვიძლის დაავადებით ან თირკმლის უკმარისობით სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ. პაციენტებმა თირკმლის უკმარისობით უნდა აკონტროლონ კრეატინინის კლირენსი. 30მლ/წთ-ზე ნაკლები კკ-ით ნაპროქსენის გამოყენება არ არის რეკომენდებული. ქრონიკული ალკოჰოლური ან სხვა ფორმის ღვიძლის ციროზის დროს არადაკავშირებული ნაპროქსენის კონცენტრაცია იმატებს, ამიტომ ასეთი პაციენტებისთვის რეკომედებულია უფრო ნაკლები დოზები. პრეპარატის ორკვირიანი გამოყენების შემდეგ აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების კონტროლი.

პრეპარატი ტერალივ 275 არ გამოიყენება სხვა ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებთან ერთად, გამონაკლისია მხოლოდ ექიმის მითითება.

ხანდაზმული პაციენტებისთვის რეკომენდებულია უფრო პატარა დოზები.

არ მიიღოთ ნაპროქსენი 48 საათის განმავლობაში ქირურგიული ჩარევის წინ. 17-კორტიკოსტეროიდის დადგენის აუცილებლობის შემთხვევაში, პრეპარატი არ უნდა მიიღოთ კვლევის ჩატარებამდე 48 საათით ადრე. ანალოგიურად, ნაპროქსენი შეიძლება მოქმედებდეს შარდში 5-ჰიდროქსიინდოლ ძმარმჟავას განსაზღვრაზე.

ნაპროქსენის გამოყენება, ისევე როგორც სხვა პრეპარატების, რომელიც ბლოკავს პროსტაგლანდინებს, შეიძლება გავლენას ახდენდეს ფერტილობაზე, ამიტომ არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომელიც გეგმავენ ორსულობას.

ტერალივ 275-ის ყოველი ტაბლეტი შეიცავს დაახლოებით 25 მგ ნატრიუმს. მარილის შეზღუდული მიღების შემთხვევაში ეს უნდა გავითვალისწინოთ.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატს აქვს უკუჩვენება ბავშვებისა და 15 წლამდე მოზარდებისთვის.

სხვა პრეპარატები და ტერალივი 275

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს იმის შესახებ, რომ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან აპორებთ რაიმე სხვა პრეპარატის მიღებას.

კერძოდ, აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ:

ანტაციდურ პრეპარატებს, რომლებიც შეიცავს მაგნიუმს და ალუმინს. ასეთი პრეპარატები ამცირებს ნაპროქსენის შეწოვას, რამაც შესაძლოა შეამციროს მისი ეფექტურობა.

ანტიკოაგულანტებს (სისხლის შედედების შემამცირებელი პრეპარატები, მაგალითად, ვარფარინი, ჰეპარინი და სხვ.). არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებს შეუძლია გააძლიეროს ანტიკოაგულანტების მოქმედება და გაზარდოს სისხლის შედედების დრო.

ანტითრომბოციტულ პრეპარატებს (მაგალითად, კლოპიდოგრელი ან აცეტილსალიცილის მჟავა) ან სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებს (მაგალითად, ფლუკოსეტინი ან ციტალოპრამი). ნაპროქსენთან ერთდროულად მიღებამ შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავის სისხლდენის რისკი.

აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებს, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა 2-ის სელექტიურ ინჰიბიტორებს (მაგალითად, ცელეკოქსიბი). პრეპარატ ტერალივ 275-ის და სხვა არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების ერთად მიღება ზრდის გვერდითი ეფექტების წარმოშობის რისკს.

ზიდოვუდინს (ვირუსების საწინააღმდეგო პრეპარატი), ფენიტოინს (კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალება) ან სულფანილამიდებს (მიკრობების საწინააღმდეგო საშუალება). ნაპროქსენი ანელებს მეტოტრექსატის, ფენიტოინის, სულფანილამიდების გამოყოფას, ზრდის მათი ტოქსიკური მოქმედების რისკს.

მეტოტრექსატს (იმუნოსუპრესანტი), ფენიტოინს (კრენჩხვების საწინააღმდეგო საშუალება) ან სულფანილამიდებს (მიკრობების საწინააღმდეგო საშუალება). ნაპროქსინი ანელებს მეოტრექსატის, ფენიტოინის, სულფანილამიდების გამოყოფას, ზრდის მათი ტოქსიკური მოქმედების რისკს.

მიფეპრისტონს (ორსულობის შესაწყვეტად გამოსაყენებელი პრეპარატი). პრეპარატ ტერალივ 275-ის მიღება, ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებისა, მიფეპრისტონის გამოყენებიდან 8-12 დღის განმავლობაში რეკომენდებული არ არის.

შარდმდენ საშუალებებს (დიურეტიკებს), მაგალითად, ფუროსემიდს. ტერალივი 275-ს, ისევე, როგორც სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებს, შეუძლია შეამციროს დიურეტიკების შარდმდენი მოქმედება. დიურეტიკებს შეუძლია გაზარდოს თირკმლების დაზიანების რისკი (ნეფროტოქსიკურობა) არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების მიღების ფონზე.

პრეპარატებს, რომლებიც მნიშვნელოვნადაა დაკავშრებული სისხლის პლაზმის ცილებთან (ჰიდანტოინები, ანტიკოაგულანტები და სხვ.). ნაპროქსენს შეუძლია შეამციროს ამ პრეპარატების დაკავშირება სისხლის პლაზმის ცილებთან და ზრდის ზედოზირების რისკს.

პრეპარატებს, რომლებიც ახშობს იმუნური სისტემის აქტივობას (იმუნოსუპრესანტები), მაგალითად, ტაკროლიმუსი ან ციკლოსპორინი. პრეპარატ ტერალივ 275-ის, ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებისა, და იმუნოსუპრესანტების ერთდროული მიღება ზრდის ნეფროტოქსიკურობის (თირკმლბის დაზიანების) ან თირკმლის უკმარისობის რისკს.

პრეპარატებს, რომლებიც ამცირებს არტერიულ წნევას (პროპრანოლოლი და სხვა ბეტა-ადრენობლოკატორები). ტერალივ 275-ს შეუძლია შეამციროს ასეთი პრეპარატების აქტივობა; ტერალივ 275-ს შეუძლია გაზარდოს თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი, რომელიც დაკავშირებულია ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების გამოყენებასთან.

პრეპარატებს, რომლებიც ჩაგრავს სისხლწარმოქმნას. ასეთ პრეპარატებს შეუძლია გააძლიეროს ტერალივი 275-ის ჰემატოტოქსიკურობის გამოვლინება (ნეგატიური გავლენა სისხლის უჯრედულ შემადგენლობაზე).

პრობენეციდს (პოდაგრის სამკურნალო საშუალება), რომელიც ზრდის ნაპროქსენის კონცენტრაციას სისხლში.

ლითიუმის მარილები. ნაპროქსენი ამცირებს ლითიუმის გამოყოფას, რაც იწვევს სისხლში მისი კონცენტრაციის გაზრდას.

სტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებს (კორტიკოსტეროიდებს). არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების და კორტიკოსტეროიდების ერთდროულად მიღებას შეუძლია გაზარდოს წყლულის ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენის წარმოქმნის რისკი.

ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელებთან

საკვების მიღება პრაქტიკულად არ მოქმედებს ნაპროქსენის შეწოვის სისრულესა და სისწრაფეზე.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

ტერალივი 275 უკუნაჩვენებია ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენებისთვის. თუ ფიქრობთ, რომ დაორსულდით ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ნაპროქსენი ანელებს პაციენტების რეაქციების სიჩქარეს. ეს უნდა გავითვალისწინოთ ავტომობილების მართვისას და სხვა დავალებების შესრულებისას, რომელიც საჭიროებს მომატებულ ყურადღებას.

პრეპარატი ტერალივი 275 შეიცავს ნატრიუმს

პრეპარატი ტერალივი 275 შეიცავს დაახლოებით 25 მგ ნატრიუმს 1 ტაბლეტზე. პაციენტებმა, რომლებიც არიან ნატრიუმის შემცველობის კონტროლირებად დიეტაზე, ყურადღება უნდა მიაქციონ ამას.

პრეპარატ ტერალივი 275-ის მიღება

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ფურცელ-ჩანართთან სრულ შესაბამისობაში ან მკურნალი ექიმის, აფთიაქის თანამშრომლის რეკომენდაციების შესაბამისად. ეჭვის გაჩენისას მიმართეთ მკურნალ ექიმს.

რეკომენდებული დოზა:

მოზრდილები

როგორც წესი, სადღეღამისო დოზა ტკივილის მოხსნისთვის არის 2-3 ტაბლეტი (550-825 მგ). მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის - 3 ტაბლეტი (825 მგ). გამოყენების ხანგრძლივობა - არაუმეტეს 5 დღისა.

პრეპარატ ტერალივ 275-ის გამოყენებისას, როგორც სიცხის დამწევი საშუალება, საწყის დოზას წარმოადგენს 2 ტაბლეტი, შემდეგ გამოიყენება 1 ტაბლეტი (275 მგ) ყოველ 8 საათში ერთხელ.

შაკიკის განვითარებისა და შეტევების თავიდან აცილების მიზნით, საწყის დოზად რეკომენდებულია 2 ტაბლეტის (550 მგ) მიღება, აუცილებლობის შემთხვევაში მიიღება 1 ტაბლეტი (275 მგ) ყოველ 8-12 საათში ერთხელ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის 3 ტაბლეტი (825 მგ).

მენსტრუალური ტკივილისა და სპაზმების შემსუბუქების მიზნით, საშვილოსნოში სპირალის შეყვანის შემდეგ გამოვლენილი ტკივილის ან სხვა გინეკოლოგიური სახის ტკივილის დროს რეკომენდებულია პრეპარატის დანიშვნა საწყისი დოზით 2 ტაბლეტი (550 მგ), შემდგომ 1 ტაბლეტი (275 მგ) ყოველ 8 საათში ერთხელ.

კნტ-ს მხრიდან არასასურველი მოვლენების რისკის შესამცირებლად პრეპარატი უნდა გამოიყენებოდეს მინიმალური ეფექტური დოზით და შეძლებისდაგვარად, მინიმალურად შესაძლებელი მოკლე კურსის მანძილზე.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

პრეპარატს აქვს უკუჩვენება 15 წლამდე ბავშვებში გამოყენებისთვის.

15 წლის ზემოთ ბავშვები

დოზირების რეჟიმი მოზრდილების ანალოგიურია.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წლის წემოთ)

65 წელს ზემოთ პაციენტებში პრეპარატი მიიღება აუცილებლობისამებრ არაუმეტეს ვიდრე ყოველ 12 საათში ერთხელ.

შეყვანის გზა და ხერხი

შინაგანად. ტაბლეტები მიიღება საკმარისი ოდენობის წყლის დაყოლებით.

თუ მიიღეთ პრეპარატი ტერალივი 275 მეტი, ვიდრე საჭირო იყო

ნაპროქსენის ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა, დისპეპტიური დარღვევები (გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი), სისუსტე, ხმაური ყურებში, გაღიზიანება, მძიმე შემთხვევებში - სისხლიანი ღებინება, მელენა, ცნობიერების დარღვევა, კრუნჩხვები და თირკმლის უკმარისობა.

პაციენტმა, რომელმაც შემთხვევით ან მიზანმიმართულად მიიღო პრეპარატი ტერალივ 275-ის დიდი დოზები, აუცილებლად უნდა გამოირეცხოს კუჭი, მიიღოს აქტივირებული ნახშირი და მიმართოს სიმპტომატიკურ თერაპიას: ანტაციდებით, H2-რეცეპტორების ბლოკატორებით, პროტონული პომპის ინჰიბიტორებით. ჰემოდიალიზი არ არის ეფექტური.

პფრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.

შესაძლო არასასურველი რეაქციები

ისევე, რეოგორც სხვა სამკურნალწამლო პრეპარატებმა, პრეპარატ ტერალივ 275-ს შეუძლია არასასურველი რეაქციების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ნაპროქსენის გამოყენება, ისევე, როგორც სხვა ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებისა, შეიძლება გავლენას ახდენდეს არტერიული თრომბოზების (მაგალითად, მიოკარდის ინფარქტისა ან ინსულტის) განვითარების რისკის ოდნავ მატებაზე.

არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების თერაპიისას იყო ცნობები შეშუპებების და გულის უკმარისობის, არტერიული წნევის მატების შესახებ.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მკურნალ ექიმს, თუ შეამჩნევთ ნებისმიერს ქვემოთ ჩამოთვლილ არასასურველ რეაქციათაგან, შესაძლოა დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:

კუჭის წყლულის, პერფორაციის განვითარება და/ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენა ზოგჯერ ლეტალური შედეგით, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, სისხლიანი ღებინება, მელენა (შავი ნახევრადთხევადი განავალი);

წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების რეციდივი ან გამწვავებს;

ბულეზური რეაქციები, სტივენს-ჯონსონის სინდრომის ჩათვლით და ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი (თან ახლავს გამოკვეთილი ინტოქსიკაცია, გამონაყარი და ბუშტუკები კანზე);

თირკმლის უკმარისობა, თირკმლის პაპილარული ნეკროზი;

ასეპტიკური მენინგიტი (მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ნაპროქსენის მიღებასთან დადგენილი არ არის);

ანგიონევროზული შეშუპება (მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ნაპროქსენის მიღებასთან დადგენილი არ არის).

სხვა არასასურველი რეაქციები

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ შეამჩნევთ ნებისმიერს ქვემოთ ჩამოთვლილ არასასურველ რეაქციათაგან:

ხშირად - შეიძლება წარმოეშვას 10-დან 1 ადამიანს:

თავის ტკივილი;

ქოშინი;

მუცლის ტკივილი;

კანის ქავილი;

შეკრულობა;

დისპეპსია;

გულისრევა;

დიარეა;

მეტეორიზმი;

თავბრისხვევა;

ძილიანობა;

კანის გამონაყარი, ეკხიმოზები (ციცხლჩაქცევა კანში), პურპურა (წვრილი სისხლჩაქცევები კანში);

მხედველობის დარღვევა;

სმენის დარღვევა, ხმაური ყურებში;

ოფლის გამოყოფის მატება;

შეშუპება;

წყურვილი;

გულისცემის შეგრძნება;

სტომატიტი.

არახშირად - შეიძლება წარმოეშვას 100-დან 1 ადამიანს:

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები;

ეოზინოფილური პნევმონია (ფილტვების ანთება);

თირმელების მუშაობის დარღვევები (გლომერულონეფრიტი,ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროტიკული სინდრომი);

ჰემატურია (სისხლის გაჩენა შარდში);

გულის შეგუბებითი უკმარისობა;

ღებინება;

ფოტოდერმატოზები (კანის მზის სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობით გამოწვეული ანთება);

მიალგია (კუნთების ტკივილი);

სიყვითლე;

სმენის დაქვეითება;

ჰიპერთერმია (კანკალი და ცხელება);

კუნთების სისუსტე, უძლურება;

დეპრესია;

ძილის დარღვევები ან უძილობა;

ალოპეცია (გამელოტება);

მენსტრუალური ციკლის დარღვევა;

კონცენტრაციის უუნარობა;

„თირკმლის“ ფერმენტების აქტიურობის მატება;

სისხლის უჯრედების რაოდენობის მატება, რომელთაც ჰქვია ეოზინოფილები (ეოზინოფილია);

სისხლის ცალკეული უჯრედების რაოდენობის შემცირება (გრანულოციტოპენია, ლეიკოპენია ან თრომბოციტოპენია).

შემდეგი არასასურველი რეაქციების წარმოშობა უცნობია (არსებული მონაცემებიდან გამომდინარე წარმოშობის სიხშირის გარკვევა შეუძლებელია):

გასტრიტი.

შემდეგი არასასურველი რეაქციები წარმოეშობოდა ადამიანებს, რომლების რებდნენ ნაპროქსენს, მაგრამ არასასურველი რეაქციების მონაცემების ურთიერთკავშირი ნაპროქსენის მიღებასთან არ არის დადგენილი:

ჭინჭრის ციება;

ვასკულიტი (სახსრების ანთება);

მულტიფორმული ერითემა (კანზე მეწამული ლაქების და სხვა გამონაყარის გაჩენა);

ფოტომგრძნობელობის რეაქციები, რომლებიც ჰგავს გვიან კანის პორფირიას და ბულოზური ეპიდერმოლიზი (კანის სიწითლე ან ანთება მზის სინათლის ზემოქმედების შემდეგ);

კოგნიტური დისფუნქცია (მეხსიერების, ყურადღების, კონცენტრაციის დაქვეითება);

ჰიპოგლიკემია;

აპლასტიური და ჰემოლიზური ანემია;

ჰიპერგლიკემია.

შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ

თუ პრეპარატის ტერალივი 275 მიღებისას წარმოგეშვათ რომელიმე არასასურველი რეაქცია, მიმართეთ მკურნალ ექიმს. ეს ასევე ეხება არასასურველ რეაქციებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში.

შეგიძლიათ აცნობოთ არასასურველი რეაქციების წარმოშობის შესახებ პირდაპირ შეტყობინების სისტემით ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ სახელმწიფოებს.

რუსეთის ფედერაცია

109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, სახლი 4, ნაგ. 1

ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორ)

ცხელი ხაზის ტელ.: 8 800 550 99 03

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

https://roszdravnadzor.gov.ru/

ყაზახეთის რესპუბლიკა

010000, ქ. ასტანა, ბაიკონირის რაიონი, ა.იზმანოვის ქ., 13 (ბც „ნურსაულეტ 2“)

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მედიცინის და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის „სამკურნალწამლო საშუალებების და სამედიცინო ნაწარმის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“

ტელეფონი: +7 7172 235 135

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

https://www.ndda.kz

ბელარუსის რესპუბლიკა

220037, ქ. მინსკი, ტოვარიშჩესკი შესახვევი 2ა

რესპუბლიკური უნიტარული საწარმო „ექსპერტიზის და ჯანდაცვაში კვლევების ცენტრი“

ტელ.: + 375 12 242 00 29

ელექტრონულილ ფოსტა: [email protected]

http://www.rceth.by

ყირგიზეთის რესპუბლიკა

720044, ქ. ბიშკეკი, მე-3 ხაზის ქ., 25

ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მედიცინის და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტი

ტელეფონი: +996 312 21 92 78

ელექტრონულილ ფოსტა: [email protected]

http://pharm.kg

სომხეთის რესპუბლიკა

0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზირი, 49/5

„წამლების ექსპერტიზის და სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი“

ცხელი ხაზის ტელეფონი: +374 10 20 05 05, 374 96 22 05 05

ელექტრონულილ ფოსტა: [email protected]

http://pharm.am

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ გვეხმარებით შევაგროვოთ მეტი ინფორმაცია პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

პრეპარატ ტერალივ 275-ის შენახვა

შეინახეთ პრეპარატი ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილზე ისე, რომ ბავშვმა ვერ დაინახოს იგი.

არ მიიღოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ (შენახვის ვადა), რომელიც მითითებულია ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე სიტყვა „ვარგისია“-ს შემდეგ.

ვადის ამოწურვის თარიღს წარმოადგენს მოცემული თვის ბოლო დღე.

შეინახეთ არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

არ ჩააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში. დააზუსტეთ აფთიაქის თანამშრომელთან, როგორ უნდა გაანადგუროთ პრეპარატი, რომელიც აღარ დაგჭირდებათ. ეს ზომები გარემოს დაცვის საშუალებას იძლევა.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ცნობები

პრეპარატი ტერელივი 275 შეიცავს

მოქმედი ნივთიერებას წარმოადგენს ნატრიუმის ნაპროქსენი.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 275 მილიგრამ ნატრიუმის ნაპროქსენს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებს წარმოადგენს მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი K-30, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი; აპკიანი გარსი (ცისფერი ოპადრაი YS-1-4215: მაკროგოლი 8000, ინდიგოკარმინი, ტიტანის დიოქსიდი, ჰიპრომელოზა).

პრეპარატი ტერელივი 275-ის იერსახე და შეფუთვის შემცველობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ორმხრივ ამობურცული ოვალური ტაბლეტები, დაფარული აპკიანი გარსით, ცისფერი ფერის. ტაბლეტის ერთ მხარეს არის გრავირება «NPS-275». გადატეხის ადგილას ტაბლეტის შიგთავსი არის თეთრი ფერის.

12 ტაბლეტი პვქ/ალუ ბლისტერში. 1 ან 2 ბლისტერი ფურელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს ყუთში.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:

ბაიერ ქონსუმერ ქეარ აგ, პეტერ მერიან შტრასე 84, 4052 ბაზელი, შვეიცარია

Bayer Consumer Care AG, Peter Merian-Strasse 84, 4052 Basel, Switzerland

მწარმოებელი:

ბაიერ ბიტერფელდ გმბჰ, ორტშტეილ გრეპინი, სალეგასტერის ქუჩა 1, 06803 ბიტერფელდ-ვოლფენი, გერმანია

Bayer Bitterfeld GmbH, Ortsteil Greppin, Salegaster Chaussee1, 06803 Bitterfeld-Wolfen, Germany

პრეპარატრის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, აგრეთვე პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში უნდა მიმართოთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს ან სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელს.

რუსეთის ფედერაციის და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე:

სს „ბაიერი“

107113, ქ. მოსკოვი, მე-3 რიბინსკაიას ქ. სახლი 18, ნაგ. 2, რუსეთი

ტელ.: +7 (495) 231 12 00. ელექტრონული ფოსტა: [email protected]

სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დამატებით შეიძლება მიმართოთ:

0015, ქ. ერევანი, ძორაპის ქ. 70/3, სომხეთი

ტელეფონი: +374 11 20 15 50

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

ყაზახეთის და ყირგიზეთის რესპუბლიკების ტერიტორიაზე:

შპს „ბაიერ ყაზ“

050057, ქ. ალმათი, ტიმირიაზევის ქ., 42, პავილიონი 15, ოფისი 301, ყაზახეთი

ტელეფონი: +7 727 258 80 40

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე:

220089, ქ. მინსკი, ძეჟინსკის გამზ., ფართი 54, ბელარუსი

ტელეფონი: +375 17 239 54 20

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

ფურცელ-ჩანართი გადახედილია

  • 06.2024

ინფორმაციის სხვა წყაროები

დაწვრილებით ცნობებს პრეპარატის შესახებ შეიცავს კავშირის საიტი https://eec.eaeunion.org

ყველა გვერდს ახლავს კომპანია „ბაიერ“-ის ბეჭედი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა