ტენზიპრილი H
Tenzipril H
ჰიპერტენზიის მკურნალობა. აღნიშნული ფიქსირებული დოზების კომბინაცია გამოიყენება პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ვერ კონტროლდება სათანადოდ მხოლოდ რამიპრილით ან ჰიდროქლოროთიაზიდით.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ჰიდროქლოროთიაზიდი (hydrochlorothiazide) + რამიპრილი (ramipril)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ+25მგ ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- Actavis Ltd., მალტა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები და დიურეზული საშუალებები
- ATC კოდი
- C09BA05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041119
- რეგისტრირებულია
- 27 მაისი 2024, მოქმედებს 27 მაისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- New Pharm Group Ltd (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ნიუ ფარმ გრუპი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ტენზიპრილი H — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ჰიპერტენზიის მკურნალობა.
აღნიშნული ფიქსირებული დოზების კომბინაცია გამოიყენება პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ვერ კონტროლდება სათანადოდ მხოლოდ რამიპრილით ან ჰიდროქლოროთიაზიდით.
მიღების წესი და დოზირება
მოზარდები
დოზა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს პაციენტის პროფილის (იხ. პუნქტი 4.4) და არტერიული წნევის კონტროლის მიხედვით. რამიპრილისა და ჰიდროქლოროთიაზიდის ფიქსირებული კომბინაციის დანიშვნა, როგორც წესი, რეკომენდებულია ცალკეული კომპონენტების დოზის ტიტრაციის შემდეგ.
ტენზიპრილი HL-ისა და ტენზიპრილი H-ის გამოყენება უნდა დაიწყოს ყველაზე დაბალი დოზით. საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს არტერიული წნევის სამიზნე მაჩვენებლის მისაღწევად; მაქსიმალური დასაშვები სადღეღამისო დოზაა 10 მგ რამიპრილი და 25 მგ ჰიდროქლოროთიაზიდი.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
პაციენტები, რომლებიც ღებულობენ დიურეზულ საშუალებებს
განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა აუცილებელია პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს, რადგან მკურნალობის დაწყების შემდეგ შეიძლება განვითარდეს ჰიპოტენზია. ტენზიპრილი HL-ითა და ტენზიპრილი H-ით მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია შემცირდეს დიურეზული საშუალების დოზა ან შეწყდეს მისი გამოყენება.
თუ დიურეზული საშუალების მოხსნა შეუძლებელია, მაშინ მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია რამიპრილის ყველაზე დაბალი დოზით (1,25 მგ დღეში) არაფიქსირებული კომბინაციით. შემდგომში ფიქსირებულ კომბინაციაზე გადასვლა რეკომენდებულია საწყისი დღე-ღამური დოზით არაუმეტეს 2.5მგ რამიპრილი / 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდი.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
ტენზიპრილი HL და ტენზიპრილი H უკუნაჩვენებია თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს, რომელიც დაკავშირებულია ჰიდროქლოროთიაზიდის კომპონენტთან (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ) (იხ. პუნქტი 4.3).
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს ტენზიპრილი HL-ისა და ტენზიპრილი H-ის დოზის შემცირება. პაციენტებს, რომელთა კრეატინინის კლირენსი არის 30- 60 მლ/წთ, უნდა დაენიშნოთ რამიპრილის და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაცია ყველაზე დაბალი ფიქსირებული დოზით მხოლოდ რამიპრილის მიღების შემდეგ. მაქსიმალური დასაშვები სადღეღამისო დოზაა 5 მგ რამიპრილი და 25 მგ ჰიდროქლოროთიაზიდი.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დარღვევის მქონე პაციენტებში ტენზიპრილი HL-ითა და ტენზიპრილი H-ით მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ, ხოლო მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 2.5 მგ რამიპრილი და 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდი.
ტენზიპრილი HL-ისა და ტენზიპრილი H-ის გამოყენება უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.3).
ხანდაზმულები
საწყისი დოზები უნდა იყოს უფრო დაბალი და შემდგომი დოზის ტიტრაცია უნდა იყოს ეტაპობრივი, რადგან გვერდითი მოვლენების გამოვლენის ალბათობა უფრო მაღალია, განსაკუთრებით ხანდაზმულ და დასუსტებულ პაციენტებში.
ბავშვები
ტენზიპრილი HL-ისა და ტენზიპრილი H-ის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.
მიღების წესი
მიიღება პერორალურად.
ტენზიპრილი HL-ისა და ტენზიპრილი H-ის მიღება რეკომენდებულია ერთსა და იმავე დროს ყოველდღიურად, ჩვეულებრივ დილით.
ტენზიპრილი HL-ისა და ტენზიპრილი H -ის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე, ვინაიდან საკვები არ ახდენს გავლენას მის ბიოშეღწევადობაზე (იხ. პუნქტი 5.2).
ტენზიპრილი HL და ტენზიპრილი H უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი სხვა აგფ (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის) ინჰიბიტორის, ჰიდროქლოროთიაზიდის, სხვა თიაზიდური დიურეზულების, სულფონამიდების ან 6.1 პუნქტში მითითებული რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება (მემკვიდრეობითი, იდიოპათიური ან აგფ ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების (AIIRA) გამოყენებასთან დაკავშირებით).
ექსტრაკორპორალური მკურნალობა, რომელსაც თან სდევს სისხლის შესვლა კონტაქტში უარყოფითად დამუხტულ ზედაპირებთან (იხ. პუქნტი 4.5).
ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზი ან ერთადერთი არსებული თირკმლის არტერიის სტენოზი.
ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრი (იხ.პუნქტები 4.4 და 4.6).
ლაქტაცია (იხ. პუნქტი 4.6).
თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები) პაციენტებში, რომლებიც არ არიან დიალიზზე.
ელექტოლიტური ბალანსის კლინიკურად მნიშვნელოვანი დარღვევა, რომელიც შეიძლება გამწვავდეს ტენზიპრილი HL-ისა და ტენზიპრილი H-ის მიღების ფონზე (იხ. პუნქტი 4.4).
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა.
ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია.
ტენზიპრილი HL-ისა და ტენზიპრილი H-ის გამოყენება ალისკირენის შემცველ პრეპარატებთან ერთად შაქრიანი დიაბეტის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (GFR < 60 მლ/წთ/1.73 მ2) (იხ. პუნქტები 4.5 და 5.1).
საკუბიტრილთან/ვალსარტანთან ერთად გამოყენება. რამიპრილით მკურნალობა უნდა დაიწყოს საკუბიტრილის/ვალსარტანის ბოლო დოზის მიღებიდან არა უადრეს 36 საათისა (იხ. აგრეთვე პუნქტები 4.4 და 4.5).
სიფრთხილის ზომები
კალიუმის დამზოგველი დიურეზული საშუალებები, კალიუმის დანამატები ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები და სხვა აქტიური ნივთიერებები, რომლებიც ზრდიან კალიუმის დონეს პლაზმაში
მიუხედავად იმისა, რომ შრატში კალიუმის დონე ჩვეულებრივ რჩება ნორმის ფარგლებში, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია რამიპრილის მიღებისას. კალიუმის დამზოგველი დიურეზული საშუალებების (მაგ. სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი), კალიუმის დანამატების ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის დონის მნიშვნელოვანი მატება. ასევე, რამიპრილი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს სხვა ნივთიერებებთან ერთად, რომლებიც ზრდიან შრატში კალიუმის დონეს, როგორიცაა ტრიმეტოპრიმი და კოტრიმოქსაზოლი (ტრიმეტოპრიმი/სულფამეთოქსაზოლი), რადგან ტრიმეტოპრიმი, ისევე როგორც ამილორიდი, ცნობილია, რომ მოქმედებს როგორც კალიუმის დამზოგველი დიურეზული საშუალება. შესაბამისად, არ არის რეკომენდებული რამიპრილის გამოყენება ზემოაღნიშნულ პრეპარატებთან კომბინაციაში. ერთად გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა და შრატში კალიუმის დონის ხშირი კონტროლი.
ტაკროლიმუსი
შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალემია, შესაბამისად, აუცილებელია შრატში კალიუმის დონის ხშირი კონტროლი.
ციკლოსპორინი
ციკლოსპორინთან ერთად აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალემია. რეკომენდებულია შრატში კალიუმის დონის კონტროლი.
ჰეპარინი
ჰეპარინთან ერთად აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალემია. რეკომენდებულია შრატში კალიუმის დონის კონტროლი.
ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (მაგ. დიურეზული საშუალებები) და ჰიპოტენზიის გამომწვევი სხვა სამკურნალო საშუალებები (მაგალითად, ნიტრატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანესთეტიკები, ალკოჰოლის მნიშვნელოვანი რაოდენობით მოხმარება, ბაკლოფენი, ალფუზოსინი, დოქსაზოსინი, პრაზოსინი, ტამსულოზინი, ტერაზოსინი): ჰიპოტენზიის განვითარების რისკი მაღალია (დიურეზულ საშუალებებთან დაკავშირებით იხ. პუნქტი 4.2 ).
ვაზოპრესორული სიმპათომიმეტიკური საშუალებები და სხვა ნივთიერებები (ეპინეფრინი), რომლებიც ამცირებენ რამიპრილის ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს: რეკომენდებულია არტერიული წნევის მონიტორინგი. გარდა ამისა, ვაზოპრესორული სიმპათომიმეტიკური საშუალებების ეფექტი შეიძლება შესუსტდეს ჰიდროქლოროთიაზიდით.
ალოპურინოლი, იმუნოდეპრესანტები, კორტიკოსტეროიდები, პროკაინამიდი, ციტოსტატიკები და სხვა ნივთიერებები, რომელთაც შეუძლიათ სისხლის უჯრედების რაოდენობის შეცვლა: იზრდება ჰემატოლოგიური რეაქციების ალბათობა (იხ. პუნქტი 4.4).
ლითიუმის მარილები: აგფ ინჰიბიტორებს შეუძლიათ შეამცირონ ლითიუმის გამოყოფა ორგანიზმიდან და შესაბამისად გაზარდონ ლითიუმის ტოქსიკურობა. აუცილებელია სისხლში ლითიუმის დონის კონტროლი. თიაზიდურ დიურეზულებთან ერთად მიღებისას შეიძლება გაიზარდოს ლითიუმის ტოქსიკურობა და კიდევ უფრო გაიზარდოს აგფ ინჰიბიტორების მიღებით ისედაც გაზრდილი ლითიუმის ტოქსიკურობის რისკი. ამიტომ, რამიპრილისა და ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენება ლითიუმთან ერთად რეკომენდებული არ არის.
ანტიდიაბეტური საშუალებები, მათ შორის ინსულინი: შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემიური რეაქციები. ჰიდროქლორთიაზიდს შეუძლია შეასუსტოს ანტიდიაბეტური პრეპარატების მოქმედება. ამიტომ, ერთდროული გამოყენების საწყის ეტაპზე, რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის მკაცრი კონტროლი.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და აცეტილსალიცილის მჟავა: შესაძლებელია აღინიშნოს ტენზიპრილი HL-ისა და ტენზიპრილი H-ის ანტიჰიპერტენზიული მოქმედების შესუსტება. გარდა ამისა, აგფ ინჰიბიტორებისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს თირკმლის ფუნქციის დაქვეითების რისკი და სისხლში კალიუმის დონე.
პერორალური ანტიკოაგულანტები: ანტიკოაგულანტური ეფექტი შეიძლება შემცირდეს ჰიდროქლოროთიაზიდთან ერთად გამოყენებისას.
კორტიკოსტეროიდები, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი (ACTH), ამფოტერიცინი B, კარბენოქსოლონი, დიდი რაოდენობით ძირტკბილას ფესვების შემცველი პრეპარატები, საფაღარათო საშუალებები (ხანგრძლივი გამოყენებისას) და სხვა კალიურეზული დიურეზული საშუალებები ან საშუალებები, რომლებიც ამცირებენ კალიუმის დონეს სისხლის პლაზმაში: იზრდება ჰიპოკალემიის განვითარების რისკი.
სათითურას პრეპარატები, აქტიური ნივთიერებები, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს, და ანტიარითმული საშუალებები: შეიძლება მათი პროარითმული ტოქსიკურობა გაძლიერდეს, ხოლო ანტიარითმიული ეფექტი შემცირდეს ელექტროლიტური დისბალანსის (მაგ. ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნემია) დროს.
მეთილდოპა: არსებობს ჰემოლიზის განვითარების რისკი.
ქოლესტირამინი ან სხვა ენტერალურად შესაყვანი იონომცვლელი საშუალებები: მცირდება ჰიდროქლოროთიაზიდის შეწოვა. სულფანილამიდური დიურეზული საშუალებები გამოიყენება ამ პრეპარატების მიღებამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე ან მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ.
კურარეს მსგავსი მიორელაქსანტები: შესაძლებელია კუნთების მომადუნებელი ეფექტის გაძლიერება და გახანგრძლივება.
კალციუმის მარილები და სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ზრდიან კალციუმის პლაზმურ დონეს: ჰიდროქლოროთიაზიდთან ერთად გამოყენებისას მოსალოდნელია შრატში კალციუმის კონცენტრაციის მომატება, ამიტომ საჭიროა შრატში კალციუმის დონის კონტროლი.
კარბამაზეპინი: არსებობს ჰიპონატრიემიის განვითარების რისკი ჰიდროქლოროთიაზიდის ადიტიური ეფექტის გამო.
იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებები: დიურეზული საშუალებებით, მათ შორის ჰიდროქლორთიაზიდით გამოწვეული დეჰიდრატაციის შემთხვევაში, იზრდება თირკმლის მწვავე უკმარისობის რისკი, განსაკუთრებით იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებების დიდი დოზებით გამოყენებისას.
პენიცილინი: ჰიდროქლოროთიაზიდი ორგანიზმიდან გამოიყოფა დისტალური მილაკებით და ამცირებს პენიცილინის გამოყოფას.
ქინინი: ჰიდროქლორთიაზიდი ამცირებს ქინინის გამოყოფას.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ზრდიან ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკს
აგფ ინჰიბიტორებისა და რაცეკადოტრილის, mTOR ინჰიბიტორების (მაგ. სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი) და ვილდაგლიპტინის ერთდოულად მიღებისას შეიძლება გაიზარდოს ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი (იხ. პუნქტი 4.4).
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა
კლინიკური კვლევების მონაცემებით, აგფ-ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენების გზით რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა უკავშირდება ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების მომატებულ რისკს, როგორიცაა ჰიპოტენზია, ჰიპერკალემია და თირკმლის ფუნქციის დაქვეითება (მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობა) მონოთერაპიასთან შედარება (იხ. პუნქტები 4.3, 4.4 და 5.1).
უკუნაჩვენები კომბინაციები
საკუბიტრილი/ვალსარტანი
აგფ ინჰიბიტორების გამოყენება საკუბიტრილთან/ვალსარტანთან ერთად უკუნაჩვენებია ანგიონევროზული შეშუპების მომატებული რისკის გამო (იხ. პუნქტები 4.3 და 4.4). რამიპრილით მკურნალობა უნდა დაიწყოს საკუბიტრილის/ვალსარტანის ბოლო დოზის მიღებიდან არა უადრეს 36 საათისა. საკუბიტრილით/ვალსარტანით მკურნალობა უნდა დაიწყოს ტენზიპრილი HL-ისა და ტენზიპრილი H-ის ბოლო დოზის მიღებიდან არა უადრეს 36 საათისა.
ექსტრაკორპორალური მკურნალობა, რომელსაც თან სდევს სისხლის შესვლა კონტაქტში უარყოფითად დამუხტულ ზედაპირებთან, როგორიცაა დიალიზი ან ჰემოფილტრაცია მაღალი გამტარიანობის (high-flux) მემბრანების (მაგალითად, პოლიაკრილონიტრილის მემბრანები) გამოყენებით და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზით დექსტრანის სულფატის გამოყენებით, ზრდის მწვავე ანაფილაქტოიდური რეაქციების განვითარების რისკს (იხ. პუნქტი 4.3). ასეთი მკურნალობის აუცლებლობის შემთხევვაში, გასათვალისწინებელია დიალიზისთვის სხვა ტიპის მემბრანის ან სხვა კლასის ანტიჰიპერტენზიული საშუალებების გამოყენების საკითხი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
აგფ ინჰიბიტორები, როგორიცაა რამიპრილი, ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები (AIIRA) არ უნდა დაიწყოს ორსულობის დროს. თუ აგფ ინჰიბიტორებით/AIIRA-ით თერაპიის გაგრძელება აუცილებელი არ არის, პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, უნდა გადავიდნენ ალტერნატიულ ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობაზე, რომელსაც აქვს დადგენილი უსაფრთხოების პროფილი ორსულობის დროს გამოყენებისთვის.
ორსულობის დადასტურებისას, აგფ ინჰიბიტორებით/AIIRA-ით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და, აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა დაიწყოს ალტერნატიული თერაპია (იხ. პუნქტები 4.3 და 4.6).
პაციენტები ჰიპოტენზიის განვითარების განსაკუთრებული რისკით
პაციენტები რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის გამოხატული აქტივობით
პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის გამოხატული აქტივობა, არტერიული წნევის მკვეთრად დაქვეითებისა და თირკმლის ფუნქციის გაუარესების რისკი მაღალია აგფ ინჰიბიტორების გამოყენების ფონზე, განსაკუთებით აგფ ინჰიბიტორების ან დამატებითი დიურეზული საშუალებების პირველად მიღების ან დოზის გაზრდის შემთხვევაში.
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის გამოხატული აქტივაცია საჭიროებს სამედიცინო ზედამხედველობას, მათ შორის არტერიული წნევის მონიტორინგს, პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ:
ჰიპერტენზიის მძიმე ფორმა;
გულის შეგუბებითი უკმარისობა;
ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი გართულებული სისხლის ჩადინება ან გადინება მარცხენა პარკუჭში/პარკუჭიდან (მაგალითად, აორტის ან მიტრალური სარქვლის სტენოზი);
თირკმლის არტერიის ცალმხრივი სტენოზი მეორე ფუნქციონალური თირკმლით;
ორგანიზმში სითხის ან მარილის დეფიციტი (მათ შორის პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს);
ღვიძლის ციროზი და/ან ასციტი;
გადატანილი აქვთ რთული ქირურგიული ოპერაცია ან გაკეთებული აქვთ ანესთეზია იმ პრეპარატის გამოყენებით, რომელიც იწვევს ჰიპოტენზიას.
ზოგადად, მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია დეჰიდრატაციის, ჰიპოვოლემიის ან მარილის დეფიციტის გამოსწორება მკურნალობის დაწყებამდე (თუმცა, გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ასეთი მაკორექტირებელი ღონისძიებები გულდასმით უნდა შეფასდეს მოცულობითი გადატვირთვის რისკის გათვალისწინებით).
პაციენტები გულის იშემიური დაავადების ან თავის ტვინის იშემიის განვითარების რისკით, მწვავე ჰიპოტენზიის შემთხვევაში
მკურნალობის საწყის ეტაპზე საჭიროა განსაკუთრებული სამედიცინო ზედამხედველობა.
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი
რამიპრილი + ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაცია არ ინიშნება პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის სამკურნალოდ. პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის მქონე პაციენტებში რამიპრილი + ჰიდროქლოროთიაზიდის დანიშვნის შემთხვევაში აუცილებელია პლაზმაში კალიუმის დონის კონტროლი.
ხანდაზმულები
იხილეთ პუნქტი 4.2.
ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტები
დიურეზული საშუალებების, მათ შორის ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებით გამოწვეული ელექტროლიტური დისბალანსის შემთხევაში შეიძლება განვითარდეს ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში.
ქირურგიული ოპერაცია
შეძლებისდაგვარად, დაგეგმილ ოპერაციამდე ერთი დღით ადრე უნდა შეწყდეს ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებით (როგორიცაა რამიპრილი) მკურნალობა.
თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი
მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდშიც აუცილებელია თირკმლის ფუნქციის კონტროლი და დოზის კორექტირება განსაკუთრებით მკურნალობის პირველ კვირებში. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები უნდა იყვნენ გნსაკუთრებული სამედიცინო დაკვირვების ქვეშ (იხ. პუნქტი 4.2). არსებობს თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთაც არენიშნებათ გულის შეგუბებითი უკმარისობა ან რენოვასკულარული დაავადება ან რომელთაც ჩაუტარდათ თირკმლის ტრანსპლანტაცია, მათ შორის პაციენტებში ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი თირკმლის არტერიის ცალმხრივი სტენოზით.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში თიაზიდურ საშუალებებს შეუძლიათ დააჩქარონ ურემიის განვითარება. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს აქტიური ნივთიერების კუმულაციური ეფექტი. თირკმლის პროგრესირებადი დაზიანების განვითარების შემთხვევაში, რასაც ადასტურებს არაცილოვანი აზოტის დონის მატება, აუცილებელია მკურნალობის მეთოდის კორექტირება და დიურეზული საშუალებების მიღების შეწყვეტაც კი (იხ. პუნქტი 4.3).
ელექტროლიტური დისბალანსი
დიურეზულ თერაპიაზე მყოფ ყველა პაციენტში აუცილებელია შრატში ელექტროლიტების პერიოდული განსაზღვრა შესაბამისი ინტერვალებით. თიაზიდურ საშუალებებს, მათ შორის ჰიდროქლოროთიაზიდს, შეუძლიათ გამოიწვიონ სითხის ან ელექტროლიტების დისბალანსი (ჰიპოკალემია, ჰიპონატრემია და ჰიპოქლორემიული ალკალოზი). მიუხედავად იმისა, რომ თიაზიდური დიურეზული საშუალების მიღებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპოკალემია, მასთან ერთად რამიპრილის მიღებას შეუძლია შარდმდენებით გამოწვეული ჰიპოკალემიის შესუსტება. ჰიპოკალემიის განვითარების რისკი ყველაზე მაღალია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ციროზი, სწრაფი დიურეზი, აგრეთვე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ელექტროლიტების არასაკმარის რაოდენობას, ან რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს ან ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონს (ACTH) (იხ. პუნქტი 4.5). პლაზმაში კალიუმის დონე პირველად უნდა შემოწმდეს მკურნალობის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში. თუ კალიუმის დონე დაბალია, საჭიროა მისი კორექტირება. არსებობს ჰიპონატრემიის (წყლით მოწამვლა) განვითარების რისკი. ნატრიუმის დონის დაქვეითება თავდაპირველად შესაძლოა ასიმპტომური იყოს, ამიტომ რეგულარულ ანალიზებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ანალიზები უფრო ხშირად უნდა ჩატარდეს ხანდაზმულ პაციენტებსა და ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში. თიაზიდური საშუალებები ზრდის მაგნიუმის გამოყოფას შარდში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპომაგნემია.
შრატში კალიუმი
ჰიპერკალემია დაფიქსირდა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორებს, მათ შორის ტენზიპრილი HL-სა და ტენზიპრილი H-ს. ჰიპერკალიემიის განვითარების რისკის მქონე პაციენტებს მიეკუთვნებიან პაციენტები თირკმლის უკმარისობით, ხანდაზმული პაციენტები (>70წელი), პაციენტები არაკონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტით ან პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ დეჰიდრატაცია, გულის მწვავე უკმარისობა, მეტაბოლური აციდოზი.
აგფ ინჰიბიტორებმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალემია, რადგან ისინი აინჰიბირებენ ალდოსტერონის გამოყოფას. ჩვეულებრივ, თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ეფექტი უმნიშვნელოა. თუმცა, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში და/ან პაციენტებში, რომლებიც იღებენ კალიუმის დანამატებს (მათ შორის მარილის შემცვლელებს), კალიუმის დამზოგველ დიურეზულ საშუალებებს ან სხვა აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ზრდიან კალიუმის დონეს სისხლის პლაზმაში (მაგალითად, ჰეპარინი, ტრიმეტოპრიმი ან კო-ტრიმოქსაზოლი, ასევე ცნობილი როგორც ტრიმეტოპრიმი/სულფამეთოქსაზოლი) და განსაკუთრებით ალდოსტერონის ანტაგონისტებს ან ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორებს, შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალემია. აგფ ინჰიბიტორები სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებიც იღებენ კალიუმის დამზოგველ დიურეზულ საშუალებებს, ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორებს, რასაც თან უნდა სდევდეს თირკმელების ფუნქციის და პლაზმაში კალიუმის დონის კონტროლი (იხ. პუნქტი 4.5).
თუ ზემოაღნიშნული საშუალებების ერთდროული გამოყენება მიზანშეწონილად მიიჩნევა, რეკომენდებულია შრატში კალიუმის დონის რეგულარული კონტროლი (იხ. პუნქტი 4.5).
ელექტროლიტური ბალანსის მონიტორინგი: ჰიპონატრემია
ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომი (SIADH) და შემდგომი ჰიპონატრემია აღინიშნა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ რამიპრილს. ხანდაზმულებსა და ჰიპონატრემიის განვითარების რისკის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია შრატში ნატრიუმის დონის რეგულარული კონტროლი.
ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია
დიურეზული საშუალებების, მათ შორის ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებით გამოწვეული ელექტროლიტური დისბალანსის შემთხევაში შეიძლება განვითარდეს ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში. ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის განვითარების შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
ჰიპერკალციემია
ჰიდროქლოროთიაზიდი ასტიმულირებს თირკმლის კალციუმის რეაბსორბციას და შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალციემია, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს პარათირეოიდული ფუნქციის ანალიზზე.
მომატებული მგრძნობელობა/ანგიონევროზული შეშუპება
ანგიონევროზული შეშუპება დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორებს, მათ შორის რამიპრილს (იხ. პუნქტი 4.8).
ანგიონევროზული შეშუპების განვითარების შემთხვევაში ტენზიპრილი HL-ისა და ტენზიპრილი H-ის მიღება უნდა შეწყდეს.
აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. პაციენტი უნდა იყოს სათანადო სამედიცინო დაკვირვები ქვეშ სულ მცირე 12-24 საათის განმავლობაში და უნდა გაეწეროს მხოლოდ სიპტომების საბოლოო გაქრობის შემდეგ.
ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება გამოვლინდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აგფ ინჰიბიტორებს, მათ შორის ტენზიპრილი HL-სა და ტენზიპრილი H-ს (იხ. პუნქტი 4.8). აღნიშნული პაციენტები უჩიოდნენ ტკივილს მუცლის არეში (როგორც გულისრევის და ღებინების სიმპტომებით, ასევე მათ გარეშე). ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომები გაქრა აგფ ინჰიბიტორების მოხსნის შემდეგ.
აგფ ინჰიბიტორებისა და რაცეკადოტრილის, mTOR ინჰიბიტორების (მაგ. სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი) და ვილდაგლიპტინის ერთდოულად მიღებისას შეიძლება გაიზარდოს ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი (მაგ. სასუნთქი გზების ან ენის შეშუპება, სუნთქვის დარღვევით ან მის გარეშე) (იხ. პუნქტი 4.5). სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო რაცეკადოტრილის, mTOR ინჰიბიტორების (მაგ. სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი) და ვილდაგლიპტინის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ აგფ ინჰიბიტორებს.
აგფ ინჰიბიტორების გამოყენება საკუბიტრილთან/ვალსარტანთან ერთად უკუნაჩვენებია ანგიონევროზული შეშუპების მომატებული რისკის გამო. საკუბიტრილით/ვალსარტანით მკურნალობა უნდა დაიწყოს რამიპრილის ბოლო დოზის მიღებიდან არა უადრეს 36 საათისა. რამიპრილით მკურნალობა უნდა დაიწყოს საკუბიტრილის/ვალსარტანის ბოლო დოზის მიღებიდან არა უადრეს 36 საათისა (იხ. პუნქტები 4.3 და 4.5).
ანაფილაქსიური რეაქციები დესენსიბილიზაციის დროს
აგფ ინჰიბირებისას მატულობს შხამიანი მწერებისა და სხვა ალერგენების მიმართ ანაფილაქსური და ანაფილაქტოიდური რეაქციების ალბათობა და სიმძიმე. დესენსიბილიზაციამდე აუცილებელია ტენზიპრილი HL-ისა და ტენზიპრილი H-ის მიღების დროებითი შეწყვეტა.
ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი
გამოვლინდა ნეიტროპენიის/აგრანულოციტოზის და ძვლისტვინის ფუნქციის დათრგუნვის იშვიათი შემთხვევები. ლეიკოპენიის დროულად გამოვლენის მიზნით, რეკომენდებულია სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის მონიტორინგი. უფრო ხშირი კონტროლია რეკომენდებული მკურნალობის საწყის ეტაპზე და იმ პაცინტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ თირკმლის ფუნქცია, თანმხლები კოლაგენური დაავდებებით (მაგალითად, წითელი მგლურა ან სკლეროდერმა), და პაციენტებში, რომლებიც იღებენ სხვა სამკურნალო პრეპარატებს, რომელთაც შეუძლიათ სისხლის ფორმულის შეცვლა (იხ. პუნქტები 4.5 და 4.8).
ქოროიდული ეფუზია, მწვავე მიოპია და დახურულკუთხოვანი გლაუკომა
ჰიდროქლოროთიაზიდმა, სულფონამიდმა, შეიძლება გამოიწვიოს იდიოსინკრაზიული რეაქცია, რომელიც იწვევს ქოროიდული ეფუზიას მხედველობის არის დეფექტით, მწვავე გარდამავალ მიოპიასა და მწვავე დახურულკუთხოვან გლაუკომას. სიმპტომები მოიცავს მხედველობის სიმახვილის მკვეთრ დაქვეითებას ან თვალების ტკივილს, რომელიც, როგორც წესი, ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე საათში ან კვირაში. არანამკურნალებმა დახურულკუთხოვანმა გლაუკომამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა. პირველ რიგში, დაუყონებლივ უნდა მიხსნას ჰიდროქლოროთიაზიდი. თუ ვერ ხერხდება შიდათვალის წნევის კონტროლი, შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ან ქირურგიული მკურნალობა. მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის განვითარების რისკ-ფაქტორი შეიძლება იყოს ანამნეზში ალერგიული რეაქციები სულფონამიდებზე ან პენიცილინზე.
ეთნიკური განსხვავებები
აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას ანგიონევროზული შეშუპება უფრო ხშირად ვითარდება შავკანიანებში, არაშავკანიანებთან შედარებით.
როგორც სხვა აგფ ინჰიბიტორების შემთხვევაში, რამიპრილის ჰიპოტენზური ეფექტი ნაკლებად არის გამოხატული შავკანიანებში, არაშავკანიანებთან შედარებით, ეს შესაძლებელია გამოწვეული იყოს, იმით, რომ შავკანიან პოპულაციაში უფრო მეტად არის გავრცელებული არტერიული ჰიპერტენზია რენინის დაბალი დონით.
მეტაბოლური და ენდოკრინული დარღვევები
თიაზიდებით მკურნალობის დროს შეიძლება დაირღვეს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობა. დიაბეტიან პაციენტებში შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულინის ან პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექცია. თიაზიდებით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს შაქრიანი დიაბეტი ფარული მიმდინარეობით.
ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონის მატება შეიძლება დაკავშირებული იყოს თიაზიდური შარდმდენებით მკურნალობასთან. ზოგიერთ პაციენტში თიაზიდებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერურიკემია ან პოდაგრა.
ხველა
აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას აღინიშნა მშრალი, პერსისტენტული ხველა, რომელიც ქრება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ. აგფ ინჰიბიტორების მიღებით გამოწვეული ხველა განიხილება ხველის დიფერენციალური დიაგნოსტიკის ფარგლებში.
სხვა
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ან არ აქვთ ალერგია ან ბრონქული ასთმა. აღინიშნა სისტემური წითელი მგლურას შესაძლო გამწვავება ან აქტივაცია.
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა
არსებობს მტკიცებულება, რომ აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის ერთდროული გამოყენება ზრდის არტერიული ჰიპოტენზიის, ჰიპერკალემიის და თირკმლის ფუნქციის დაქვეითების (მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობის) განვითარების რისკს. შესაბამისად, არ არის რეკომენდებული რაას-ის ორმაგი ბლოკადა აგფ-ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენებით (იხ. პუნქტები 4.5და 5.1). ორმაგი ბლოკადის თერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში, ეს უნდა გაკეთდეს მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ, რა დროსაც აუცილებელია თირკმლის ფუნქციის, ელექტროლიტებისა და არტერიული წნევის ხშირი მონიტორინგი. არ შიძლება აგფ- ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ერთად დანიშვნა დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
არამელანომური კანის კიბო
„დანიის კიბოს ეროვნულ რეესტრზე“ დაყრდნობით, ორ ეპიდემიოლოგიურ კვლევაში დაფიქსირდა არამელანომური კანის კიბოს (NMSC) [ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა (BCC) და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა (SCC)] განვითარების რისკის ზრდა ჰიდროქლოროთიაზიდის (HCTZ) კუმულაციური დოზის ზრდასთან ერთად. HCTZ-ის ფოტომასენსიბილიზირებელი მოქმედება შეიძლება იყოს NMSC-ის განვითარების შესაძლო მექანიზმი.
პაციენტები, რომლებიც იღებენ HCTZ-ს, უნდა იყვნენ ინფორმირებული NMSC-ის რისკის შესახებ, ასევე აუცილებელია მათთვის რეკომენდაციის მიცემა რეგულარულად შეამოწმონ კანი ახალი დაზიანებების არსებობაზე და დროულად აცნობონ ექიმს კანის ნებისმიერი საეჭვო დაზიანების შესახებ. პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია შესაძლო პროფილაქტიკური ზომების შესახებ, როგორიცაა მზის სხივებისა და ულტრაიისფერი სხივების შეზღუდული ზემოქმედება, ხოლო, ზემოქმედების შემთხვევაში, კანის კიბოს რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად ადეკვატური დაცვის შესახებ. კანის საეჭვო დაზიანებების გამოკვლევა უნდა მოხდეს სასწრაფოდ, მათ შორის ბიოფსიის ჰისტოლოგიური კვლევებით. ასევე შეიძლება საჭირო გახდეს HCTZ-ის გამოყენების გადახედვა იმ პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ NMSC (იხილეთ აგრეთვე პუნქტი 4.8).
მწვავე რესპირატორული ტოქსიკურობა
ჰიდროქლოროთიაზიდის მიღებისას აღინიშნა მწვავე რესპირატორული ტოქსიკურობის ძალიან იშვიათი, მძიმე შემთხვევები, მათ შორის მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი (ARDS). ფილტვის შეშუპება ჩვეულებრივ ვითარდება ჰიდროქლოროთიაზიდის მიღებიდან რამდენიმე წუთში ან საათში. საწყის ეტაპზე გამოხატული სიმპტომებია ქოშინი, ცხელება, ფილტვების ფუნქციის დაქვეითება და ჰიპოტენზია. ARDS-ზე ეჭვის შემთხვევაში, ტენზიპრილი HL და ტენზიპრილი H უნდა მოიხსნას და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. ჰიდროქლოროთიაზიდი არ უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ჰიდროქლოროთიაზიდის მიღებით გამოწვეული ARDS.
სპორტსმენები
ჰიდროქლოროთიაზიდმა შეიძლება მოგვცეს ცრუ დადებითი შედეგი დოპინგ-ტესტში.
შემავსებლები:
ლაქტოზა
პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმა, ლაქტაზას სრული დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
ნატრიუმი
მოცემული პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლები რაოდენობის ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტში, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ იგი ძირითადად „ნატრიუმის გარეშეა“.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ზოგიერთმა გვერდითმა მოვლენამ (მაგ., დაბალი არტერიული წნევის სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა) შეიძლება დაარღვიოს პაციენტის კონცენტრირებისა და რეაგირების უნარი და, შესაბამისად, შეიძლება წარმოადგენდეს რისკს ისეთ სიტუაციებში, როდესაც ამ უნარებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას). აღნიშნული შეიძლება გამოვლინდეს განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან სხვა პრეპარატებზე გადასვლისას. პირველი დოზის მიღების ან დოზის გაზრდის შემდეგ, არ არის რეკომენდებული სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა რამდენიმე საათის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა
რამიპრილი + ჰიდროქლორთიაზიდის უსაფრთხოების პროფილი მოიცავს გვერდით მოვლენებს, რომლებიც ვითარდება არტერიული ჰიპოტენზიის და/დეჰიდრატაციის ფონზე, შარდის გამოყოფის გაზრდის გამო. აქტიურმა ინგრედიენტმა რამიპრილმა შეიძლება გამოიწვიოს პერსისტენტული მშრალი ხველა, ხოლო აქტიურმა ინგრედიენტმა ჰიდროქლოროთიაზიდმა შეიძლება გამოიწვიოს გლუკოზის დონის დაქვეითება, ლიპიდებისა და შარდმჟავას მეტაბოლიზმის დარღვევა. ეს ორი აქტიური ნივთიერება საპირისპირო გავლენას ახდენს სისხლის პლაზმაში კალიუმის დონეზე. სერიოზული გვერდითი რეაქციები მოიცავს ანგიონევროზულ შეშუპებას ან ანაფილაქსიურ რეაქციას, თირკმლის ან ღვიძლის დისფუნქციას, პანკრეატიტს, კანის მძიმე რეაქციებს და ნეიტროპენიას/აგრანულოციტოზს.
გვერდითი რეაქციების ჩამონათვალი მოცემულია ცხრილში.
გვერდითი რეაქციების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥1/1,000 - <1/100); იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000); უცნობი სიხშირის (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).
თითოეულ ჯგუფში გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია სიმძიმის ხარისხის კლებადობის მიხედვით.
ხშირი
არახშირი
ძალიან იშვიათი
უცნობი სიხშირის
კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი ნეოპლაზმები (მათ შორის კისტები და პოლიპები)
არამელანომური კანის კიბო (ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა)
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, ჰემოგლობინის დონის დაქვეითება, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება
ძვლის ტვინის უკმარისობა, ნეიტროპენია, მათ შორის აგრანულოციტოზი, პანციტოპენია, ეოზინოფილია,
ჰემოკონცენტრაცია გაუწყლოების ფონზე
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები
ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები რამიპრილზე ან ანაფილაქსიური რეაქცია ჰიდროქლოროთიაზიდზე, ანტიბირთვული ანტისხეულების რაოდენობის მომატება
ენდოკრინული დარღვევები
ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომი (SIADH)
მეტაბოლიზმისა და კვებითი დარღვევები
არაკონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტი, გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის შემცირება, სისხლში გლუკოზის დონის მომატება, სისხლში შარდმჟავას დონის მომატება, პოდაგრის გართულება, სისხლში ქოლესტერინის და/ან ტრიგლიცერიდების დონის მომატება ჰიდროქლორო-თიაზიდის მიღების გამო
ანორექსია, მადის დაკარგვა
ჰიდროქლორო-თიაზიდის მიღებით გაოწვეული
სისხლში კალიუმის დონის შემცირება, წყურვილი
სისხლში კალიუმის დონის მომატება, რამიპრილის მიღების გამო
სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება
ჰიდროქლოროთიაზიდის მიღებით გაოწვეული
გლუკოზურია, მეტაბოლური ალკალოზი, ჰიპოქლორემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპერკალციემია, დეჰიდრატაცია
ფსიქიკური დარღვევები
დეპრესიული განწყობა, აპათია, შფოთვა, ნევროზულობა, ძილის დარღვევა, მათ შორის ძილიანობა
კონფუზია, აღგზნებადობა, ყურადღების კონცენტრირების დარღვევა
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
ვერტიგო, პარესთეზია, ტრემორი, წონასწორობის დარღვევა, წვის შეგრძნება, დისგევზია, აგევზია
ცერებრალური იშემია, მათ შორის იშემიური ინსულტი და გარდამავალი იშემიური შეტევა, ფსიქომოტორული უნარების დაქვეითება, პაროსმია
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
მხედველობის დარღვევა, მათ შორის მხედველობის დაბინდვა, კონიუნქტივიტი
ქსანთოფსია,
ცრემლდენის შემცირება ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების გამო; ქოროიდული ეფუზია, მეორადი მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა და/ან მწვავე მიოპია ჰიდროქლორთიაზიდის მიღების გამო
დარღვევები ყურისა და ლაბირინთის მხრივ
ტინიტუსი
სმენის დარღვევა
გულთან დაკავშირებული დარღვევები
მიოკარდიუმის იშემია, მათ შორის სტენოკარდია, ტაქიკარდია, არითმია, პალპიტაცია, პერიფერიული შეშუპება
მიოკარდიუმის ინფარქტი
სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები
არტერიული ჰიპოტენზია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, სინკოპე, ჰიპერემია
თრომბოზი სითხის მწვავე უკმარისობის გამო, სისხლძარღვთა სტენოზი, ჰიპოპერფუზია, რეინოს ფენომენი, ვასკულიტი
სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივი დარღვევები
მშრალი ხველა, ბრონქიტი
სინუსიტი, ქოშინი, „გაჭედილი“ ცხვირი
მწვავე რესპირატო-რული დისტრეს სინდრომი (ARDS) (იხ. პუნქტი 4.4)
ბრონქოსპაზმი, მათ შორის ბრონქული ასთმის გამწვავება
ჰიდროქლოროთიაზიდის მიღებით გაოწვეული
ალერგიული ალვეოლიტი, ფილტვის არაკარდიოგენური შეშუპება
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ დარღვევები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთება, საჭმლის მონელების დარღვევები, დისკომფორტი მუცლის არეში, დისპეფსია, გასტრიტი, გულისრევა, ყაბზობა
ჰიდროქლორო-თიაზიდით გამოწვეული გინგივიტი
ღებინება, აფთოზური სტომატიტი, გლოსიტი, დიარეა, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, პირის სიმშრალე
პანკრეატიტი (ძალიან იშვიათ
შემთხვევებში ფატალური შედეგით აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას), კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების დონის მომატება, წვრილი ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება
ჰიდროქლოროთიაზიდით გამოწვეული სიალოდენიტი
ჰეპატობილიარული დარღვევები
ქოლესტაზური ან ციტოლიზური ჰეპატიტი (გამონაკლის შემთხვევებში აღინიშნა ლეტალური შედეგით), ღვიძლის ფერმენტებისა და/ან კონიუგირებული ბილირუბინის მომატება
ჰიდროქლორო-თიაზიდით გამოწვეული კალკულოზური ქოლეცისტიტი
ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატოცელულარული დაზიანება
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ანგიონევროზული შეშუპება: გამონაკლის შემთხვევებში ანგიონევროზული შეშუპებით გამოწვეული სასუნთქი გზების ობსტრუქცია შეიძლება ფატალური იყოს; ფსორიაზული დერმატიტი, ჰიპერჰიდროზი, გამონაყარი, განსაკუთრებით მაკულოპაპულური, ქავილი, ალოპეცია
ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, პემფიგუსი, გამწვავებული ფსორიაზი, ექსფოლიაციური დერმატიტი, ფოტომგრძნობელობითი რეაქცია, ონიქოლიზი, პემფიგოიდური ან ლიქენოიდური ეგზანთემა ან ენანთემა, ურტიკარია
ჰიდროქლოროთიაზიდით გამოწვეული სისტემური წითელი მგლურა
ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებები
მიალგია
ართრალგია, კუნთების სპაზმი
ჰიდროქლოროთიაზიდით გამოწვეული კუნთების სისუსტე, რიგიდობა, ტეტანია
თირკმელების და საშარდე გზების მხრივ დარღვევები
თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, მათ შორის თირკმელების მწვავე უკმარისობა, შარდის გამოყოფის გახშირება, სისხლში შარდოვანას დონის მომატება, სისხლში კრეატინინის დონის მომატება.
არსებული პროტეინურიის გამწვავება
ჰიდროქლოროთიაზიდით გამოწვეული ინტერსტიციული ნეფრიტი
დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ
დროებითი ერექციული დისფუნქცია
ლიბიდოს დაქვეითება, გინეკომასტია
ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები
დაღლილობა, ასთენია
ტკივილი გულ-მკერდის არეში პირექსია
ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა
არამელანომური კანის კიბო: ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემების თანახმად, გამოვლინდა კავშირი HCTZ-ის კუმულაციურ დოზა-დამოკიდებულებასა და NMSC-ს შორის (იხილეთ აგრეთვე პუნქტები 4.4 და 5.1).
შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ
სამედიცინო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ შეტყობინებას საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი მეშვეობით შესაძლებელია ფარმაცევტული პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგი. ჯანდაცვის სპეციალისტებს შეუძლიათ საეჭვო გვერდითი ეფექტების შესახებ განაცხადონ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
აგფ ინჰიბიტორების დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული სიმპტომებია პერიფერიული ვაზოდილაცია (გამოხატული ჰიპოტენზიით, შოკით), ბრადიკარდია, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები, თირკმლის უკმარისობა, გულის რითმის დარღვევა, ცნობიერების დარღვევა, მათ შორის კომა, ცერებრალური კონვულსიები, პარეზი და პარალიზური ილეუსი.
წინასწარგანწყობილ პაციენტებში (მაგ. პროსტატის ჰიპერპლაზიით) ჰიდროქლორთიაზიდის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს შარდის მწვავე შეკავება.
მართვა
რეკომენდებულია პაციენტზე დაკვირვება და სიმპტომური და მხარდამჭერი მკურნალობა.
რეკომენდებულია პირველადი დეტოქსიკაცია (კუჭის ამორეცხვა, ადსორბენტების მიღება) და ჰემოდინამიკური სტაბილურობის აღდგენის ღონისძიებები, მათ შორის ალფა-1 ადრენერგული რეცეპტორების აგონისტების ან ანგიოტენზინ II-ის (ანგიოტენზინამიდის) მიღება. რამიპრილის აქტიური მეტაბოლიტი - რამიპრილატი -ცუდად გამოიდევნება საერთო სისხლის მიმოქცევის სისტემიდან ჰემოდიალიზის საშუალებით.
შემადგენლობა
ტენზიპრილი HL 2.5მგ/12.5მგ - თითო ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 2.5მგ რამიპრილი და 12.5მგ ჰიდროქლოროთიაზიდი.
ტენზიპრილი H 5მგ/25მგ - თითო ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 5მგ რამიპრილი და 25მგ ჰიდროქლოროთიაზიდი.
შემავსებელი ცნობილი მოქმედებით:
თითო ტენზიპრილი HL 2.5მგ/12.5მგ ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 64.5მგ ლაქტოზის მონოჰიდრატი.
თითო ტენზიპრილი H 5მგ/25მგ ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 129მგ ლაქტოზის მონოჰიდრატი.
შემავსებლების სრული ჩამონათვალია მოცემულია 6.1 პუნქტში.
წამლის ფორმა
ტაბლეტი
ტენზიპრილი HL 2.5მგ/12.5მგ: თეთრი-მოთეთრო, კაფსულის ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ტაბლეტები, 4 x 8 მმ, ერთ მხარეს ჭდით და წარწერით „12.5“.
გამყოფი ხაზი განკუთვნილია მხოლოდ გადაყლაპვის გააადვილების მიზნით ტაბლეტის გასაყოფად და არა ტაბლეტის თანაბარ დოზებად გასაყოფად.
ტენზიპრილი H 5მგ/25მგ: თეთრი-მოთეთრო, კაფსულის ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ტაბლეტები, 5 x 10 მმ, ერთ მხარეს ჭდით და წარწერით „25“.
ტაბლეტი შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.
შენახვის პირობები
2 წელი
შენახვის განსაკუთრებული პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შეფუთვა
ტაბლეტები დაფასოებულია Al/Al (ალუმინი/ალუმინი) ბლისტერებში.
შეფუთვის ზომა: 30 ტაბლეტი.
შეფუთვაში შედის 3 ბლისტერი, თითოზე 10 ტაბლეტით.
ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.
ნარჩენების განკარგვა
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის. ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: აგფ ინჰიბიტორები და დიურეზული საშუალებები, რამიპრილი და დიურეზული საშუალებები, ათქ კოდი: C09BA05.
მოქმედების მექანიზმი
რამიპრილი
რამიპრილატი, რამიპრილის პროწამლის აქტიური მეტაბოლიტი, აინჰიბირებს ფერმენტ დიპეპტიდილკარბოქსიპეპტიდაზა I-ს (სინონიმები: ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტი; კინინაზა II). პლაზმასა და ქსოვილებში ეს ფერმენტი ანგიოტენზინ I-ს გარდაქმნის სისხლძარღვების შემავიწროებელ აქტიურ ნივთიერებად ანგიოტენზინ II-ად კატალიზირების საშუალებით, და ხელს უწყობს სისხლძარღვების გამაფართოებელი აქტიური ნივთიერების ბრადიკინინის დაშლასაც. ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნის შემცირება და ბრადიკინინის დაშლის ინჰიბირება იწვევს ვაზოდილატაციას.
ვინაიდან, ანგიოტენზინ II ასევე ასტიმულირებს ალდოსტერონის გამოთავისუფლებას, რამიპრილატი ამცირებს ალდოსტერონის სეკრეციას. აგფ ინფიბიტორის დანიშვნისას, მონოთერაპიის ეფექტურობის საშუალო მაჩვენებელი უფრო დაბალი იყო არტერიული ჰიპერტენიზიის მქონე (როგორც წესი, ჰიპერტენზიის მქონე პაციეტები რენინის დაბალი შემცველობით) შავკანიან (აფრო-კარიბული) პაციენტებში, არაშავკანიან პაციენტებთან შედარებით.
ჰიდროქლოროთიაზიდი
ჰიდროქლოროთიაზიდი არის თიაზიდური დიურეზული საშუალება. თიაზიდური დიურეზულების ანტიჰიპერტენზიული ეფექტის მექანიზმი სრულად არ არის შესწავლილი. ის აინჰიბირებს ნატრიუმის და ქლორიდის რეაბსორბციას დისტალურ მილაკებში. ამ იონების მომატებულ თირკმლისმიერ გამოყოფას თან სდევს შარდის გამოყოფის მომატება (წყლის ოსმოსური წნევის გამო). იზრდება კალიუმის და მაგნიუმის გამოყოფა, მცირდება შარდმჟავას გამოყოფა. ჰიდროქლორთიაზიდის ჰიპოტენზიური მოქმედების შესაძლო მექანიზმებია: ნატრიუმის ბალანსის ცვლილება, არაუჯრედოვანი წყლის და პლაზმის მოცულობის შემცირება, თირკმლის სისხლძარღვთა რეზისტენტობის შეცვლა და ნორეპინეფრინისა და ანგიოტენზინ II-ზე რეაგირების დაქვეითება.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
რამიპრილი
რამიპრილის მიღება იწვევს პერიფერიული არტერიული რეზისტენტობის მკვეთრ დაქვეითებას. როგორც წესი, პრეპარატი მნიშვნელოვნად არ ცვლის სისხლის მიმოქცევას თირკმელებში და გორგლისებური ფილტრაციის დონეს. რამიპრილის გამოყენება არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას მდგომარე და მწოლიარე პოზიციებში, გულისცემის კომპენსატორული მომატების გარეშე.
უმეტეს შემთხვევაში, ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ვლინდება ერთჯერადი დოზის პერორალური მიღებიდან 1-2 საათში. ერთჯერადი დოზის მაქსიმალური ეფექტი, ჩვეულებრივ, მიიღწევა პერორალური მიღებიდან 3-6 საათის შემდეგ. ერთჯერადი დოზის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება, ჩვეულებრივ, გრძელდება 24 საათის განმავლობაში.
რამიპრილით მკურნალობისას მაქსიმალური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი, ჩვეულებრივ, ვლინდება 3-4 კვირის შემდეგ. დადგენილია, რომ ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ნარჩუნდება ხანგრძლივი თერაპის შემთხვევაში 2 წლის მანძილზე.
რამიპრილით მკურნალობის უეცარი შეწყვეტა არ იწვევს არტერიული წნევის სწრაფ და მნიშვნელოვან მატებას.
ჰიდროქლოროთიაზიდი
ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენებისას დიურეზი იწყება 2 საათში, მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა დაახლოებით 4 საათში, ხოლო ეფექტი გრძელდება დაახლოებით 6-12 საათის განმავლობაში.
ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მიიღწევა 3-4 დღეში და შეიძლება გაგრძელდეს თერაპიის შეწყვეტიდან 1 კვირის განმავლობაში.
ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს თან ახლავს ფილტრაციის ფრაქციის მცირე მატება, თირკმლის სისხლძარღვთა რეზისტენტობა და პლაზმური რენინის აქტივობა.
რამიპრილისა და ჰიდროქლოროთიაზიდის ერთად მიღება
კლინიკური კვლევების მიხედვით, ამ კომბინაციას აქვს უფრო გამოხატული ანტიჰიპერტენზიული ეფექტი, ვიდრე ცალკეულ კომპონენტებს. სავარაუდოდ, რამიპრილისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინირებული გამოყენებისას, რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ბლოკადის შედეგად, არსებობს შარდმდენებით გამოწვეული კალიუმის დაკარგვის კომპენსირების ტენდენცია. აგფ ინჰიბიტორის კომბინაციას დიურეზულ საშუალებებთან ერთად აქვს სინერგიული ეფექტი და ასევე ამცირებს დიურეზული საშუალებებით გამოწვეული ჰიპოკალიემიის რისკს.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა
ორი დიდი, რანდომიზებული, კონტროლირებადი კვლევის -ONTARGET (ONgoing Telmisartan Alone and in combination with Ramipril Global Endpoint Trail) და VA NEPHRON-D (The Veterans Affairs Nephropaty in Diabetes) - ფარგლებში შესწავლილ იქნა აგფ ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების კომბინაციაში გამოყენება.
ONTARGET კვლევაში მონაწილეობას ღებულობდნენ პაციენტები, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებოდათ გულ-სისხლძარღვთა ან ცერებროვასკულარული დაავადებები, ან შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2, ორგანოების გამოხატული დაზიანებით. VA NEPHRON-D კვლევაში მონაწილეობდნენ პაციენტები, რომელთაც აღენიშნებოდათ შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2, და დიაბეტური ნეფროპათია.
აღნიშნულმა კვლევებმა არ გამოავლინა მნიშვნელოვანი სასარგებლო ეფექტი კლინიკურ შედეგებზე თირკმელების და/ან გულ-სისხლძარღვთა სისტემების ან ლეტარული შედეგის თვალსაზრისით, ხოლო, მონოთერაპიასთან შედარებით, დაფიქსირდა ჰიპერკალემიის, თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევის და/ან ჰიპოტენზიის მომატებული რისკი. მათი მსგავსი ფარმაკოდინამიკური თვისებების გათვალისწინებით, ეს შედეგები ვრცელდება სხვა აგფ ინჰიბიტორებსა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებზეც.
აგფ ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ერთდროული გამოყენება არ შეიძლება დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
ALTITUDE კვლევა (Aliskiren Trial in Type 2 Dibetes Using Cardiovascular and Renal Disease Endpoints) იკვლევდა აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების სტანდარტულ თერაპიაში ალისკირენის დამატების სარგებელს იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებოდათ შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2, და თირკმელების ქრონიკული დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ან დაავადებების ორივე ტიპი. გვერდითი მოვლენების გაზრდილი რისკის გამო, კვლევა ვადამდე ადრე შეწყდა. გულსისხლძარღვთა ან ინსულტის მიზეზით ლეტალური შედეგი უფრო ხშირად ვლინდებოდა ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში. ანალოგიურად, გვერდითი მოვლენები და სერიოზული გვერდითი მოვლენები (ჰიპერკალემია, ჰიპოტენზია და თირკმლის ფუნქციის დარღვევა) უფრო ხშირად დაფიქსირდა ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.
არამელანომური კანის კიბო
ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემების თანახმად, გამოვლინდა კავშირი HCTZ-ის კუმულაციურ დოზა-დამოკიდებულებასა და არამელანომურ კანის კიბოს შორის. ერთი კვლევა მოიცავდა პოპულაციას ბაზალური უჯრედის კარცინომის 71,533 შემთხვევით და 8,629 ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის შემთხვევით, რომელიც შეესაბამედობა 1,430,833 და 172,462 პოპულაციის საკონტროლო ჯგუფს, შესაბამისად. HCTZ-ის დიდი დოზის გამოყენებას (≥50,000მგ კუმულაციურად) უკავშირდებოდა ბაზალური უჯრედის კარცინომის დაზუსტებული შანსების თანაფარდობის (OR) 1.29 (95% ნდობის ინტერვალი: 1.23-1.35) მაჩვენებელი და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის 3.98 (95% ნდობის ინტერვალი: 3.68- 4.31) მაჩვენებელი. სუფთა კუმულაციურ დოზაზე რეაგირება ჰქონდა, როგორც ბაზალური უჯრედის კარცინომას, ასევე ბრტყელუჯრედოვან კარცინომას. სხვა კვლევამ გამოავლინა შესაძლო კავშირი ტუჩის კიბოსა (ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა) და HCTZ-ის გავლენას შორის: ტუჩის კიბოს 633 შემთხვევა შეესაბამედობა 63,067 პოპულაციის საკონტროლო ჯგუფს, რისკების ნაკრების შერჩევითი სტრატეგიის გამოყენებით. კუმულაციურ დოზაზე რეაგირების თანაფარდობა, რომელიც გამოვლინდა დაზუსტებული შანსების თანაფარდობის 2.1 (95% ნდობის ინტერვალი: 1.7-2.6) მაჩვენებელით, გაიზარდა OR 3.9-მდე (3.0-4.9) მაღალი დოზების გამოყენებისას (∽25,000მგ) და OR 7.7-მდე (5.7-10.5) უმაღლესი კუმულაციური დოზების მიღებისას (∽100,000მგ) (იხ. ასევე, პუნქტი 4.4.).
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
რამიპრილი
აბსორბცია
პერორალურად მიღებისას რამიპრილი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; რამიპრილის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა ერთ საათში. შარდის გამოყოფის მონაცემებზე დაყრდნობით, შეიწოვება პრეპარატის მინიმუმ 56% და საკვების მიღება მნიშვნელოვნად არ მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეწოვაზე. აქტიური მეტაბოლიტის რამიპრილატის ბიოშეღწევადობა, 2,5 მგ და 5 მგ რამიპრილის პერორალურად მიღებისას, შეადგენს 45%-ს.
რამიპრილატის, რამიპრილის ერთადერთი აქტიური მეტაბოლიტის, მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა რამიპრილის მიღებიდან 2-4 საათში. რამიპრილის ჩვეულებრივ დღეში ერთხელ მიღებისას რამიპრილატის სტაბილური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით მკურნალობის მეოთხე დღეს.
განაწილება
რამიპრილის დაახლოებით 73% და რამიპრილატის დაახლოებით 56% უკავშირდება შრატის ცილებს.
ბიოტრანსფორმაცია
რამიპრილი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება რამიპრილატის, დიკეტოპიპერაზინის ეთერის, დიკეტოპიპერაზინის მჟავისა და რამიპრილისა და რამიპრილატის გლუკურონიდებად.
ელიმინაცია
მეტაბოლიტების ექსკრეცია ძირითადად თირკმელებით ხდება. რამიპრილატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მცირდება პოლიფაზურად. აგფ ფერმენტთან მისი ძლიერი, გაჯერებული შეკავშირებისა და ნელი დისოციაციის გამო, პლაზმაში ძალიან დაბალი კონცენტრაციისას, რამიპრილატს ახასიათებს ნახევარგამოყოფის გახანგრძლივებული პერიოდი.
რამიპრილის ერთჯერადი დღეღამური დოზის რამდენჯერმე მიღებისას, რამიპრილატის ნახევარგამოყოფის პერიოდი 5-10 მგ დოზებისთვის შეადგენს 13-17 საათს, ხოლო უფრო ხანგრძლივია 1,25 მგ-2,5 მგ დოზებისთვის. ეს სხვაობა განპირობებულია ფერმენტის გაჯერების უნარით, რომელიც აკავშირებს რამიპრილატს.
ლაქტაცია:
ერთჯერადი მიღებისას, რამიპრილისა და მისი მეტაბოლიტების დონე არ ისაზღვრება დედის რძეში. თუმცა, ეფექტი ცნობილი არ არის დოზის განმეორებითი მიღებისას.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით (იხ. პუნქტი 4.2)
რამიპრილატის თირკმლისმიერი ექსკრეცია მცირდება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ხოლო რამიპრილატის თირკმლისმიერი კლირენსი კრეატინინის კლირენსის პროპორციულია. ეს იწვევს რამიპრილატის პლაზმური კონცენტრაციის მატებას, რომელიც მცირდება უფრო ნელა, ვიდრე თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებში.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით (იხ. პუნქტი 4.2)
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში რამიპრილის მეტაბოლიზმი რამიპრილატად შეიძლება იყოს შენელებული, ხოლო სისხლის შრატში რამიპრილის კონცენტრაცია - მომატებული. თუმცა, ამ პაციენტებში რამიპრილატის პიკური კონცენტრაციები არ განსხვავდება ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში დაფიქსირებული მაჩვენებლებისგან.
ჰიდროქლოროთიაზიდი
აბსორბცია
პერორალურად მიღებისას ჰიდროქლოროთიაზიდის დაახლოებით 70% შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ჰიდროქლორთიაზიდის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1,5-5 საათში.
განაწილება
ჰიდროქლოროთიაზიდის 40% უკავშირდება პლაზმის ცილებს.
ბიოტრანსფორმაცია
ჰიდროქლოროთიაზიდი მცირე მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში.
ელიმინაცია
ჰიდროქლოროთიაზიდი გამოიყოფა თითქმის მთლიანად (>95%) თირკმელებით უცვლელი სახით; ერთჯერადი დოზის 50-70% გამოიყოფა 24 საათის განმავლობაში. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 5-6 საათს.

ჰიდროქლოროთიაზიდის თირკმლისმიერი ექსკრეცია მცირდება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ხოლო ჰიდროქლოროთიაზიდის თირკმლისმიერი კლირენსი კრეატინინის კლირენსის პროპორციულია. ეს იწვევს ჰიდროქლოროთიაზიდი პლაზმური კონცენტრაციის მატებას, რომელიც მცირდება უფრო ნელა, ვიდრე თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებში.

ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში ჰიდროქლოროთიაზიდის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ იცვლება. ჰიდროქლოროთიაზიდის ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
რამიპრილი და ჰიდროქლოროთიაზიდი
რამიპრილის და ჰიდროქლორთიაზიდის ერთად მიღება გავლენას არ ახდენს მათ ბიოშეღწევადობაზე. კომბინირებული პრეპარატი შეიძლება ჩაითვალოს ცალკეული კომპონენტების შემცველი პროდუქტების ბიოექვივალენტად.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პროდუქტის მახასიათებლების შემაჯამებელი ანგარიში
ფარმაცევტული პროდუქტის დასახელება
ტენზიპრილი HL (Tenzipril HL) 2.5მგ/12.5მგ ტაბლეტები
ტენზიპრილი H (Tenzipril H) 5მგ/25მგ ტაბლეტები
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
ტენზიპრილი HL 2.5მგ/12.5მგ - თითო ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 2.5მგ რამიპრილი და 12.5მგ ჰიდროქლოროთიაზიდი.
ტენზიპრილი H 5მგ/25მგ - თითო ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 5მგ რამიპრილი და 25მგ ჰიდროქლოროთიაზიდი.
შემავსებელი ცნობილი მოქმედებით:
თითო ტენზიპრილი HL 2.5მგ/12.5მგ ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 64.5მგ ლაქტოზის მონოჰიდრატი.
თითო ტენზიპრილი H 5მგ/25მგ ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 129მგ ლაქტოზის მონოჰიდრატი.
შემავსებლების სრული ჩამონათვალია მოცემულია 6.1 პუნქტში.
წამლის ფორმა
ტაბლეტი
ტენზიპრილი HL 2.5მგ/12.5მგ: თეთრი-მოთეთრო, კაფსულის ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ტაბლეტები, 4 x 8 მმ, ერთ მხარეს ჭდით და წარწერით „12.5“.
გამყოფი ხაზი განკუთვნილია მხოლოდ გადაყლაპვის გააადვილების მიზნით ტაბლეტის გასაყოფად და არა ტაბლეტის თანაბარ დოზებად გასაყოფად.
ტენზიპრილი H 5მგ/25მგ: თეთრი-მოთეთრო, კაფსულის ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ტაბლეტები, 5 x 10 მმ, ერთ მხარეს ჭდით და წარწერით „25“.
ტაბლეტი შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.
კლინიკური მონაცემები
თერაპიული ჩვენებები
ჰიპერტენზიის მკურნალობა.
აღნიშნული ფიქსირებული დოზების კომბინაცია გამოიყენება პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ვერ კონტროლდება სათანადოდ მხოლოდ რამიპრილით ან ჰიდროქლოროთიაზიდით.
დოზირება და მიღების წესი
დოზირება
მოზარდები
დოზა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს პაციენტის პროფილის (იხ. პუნქტი 4.4) და არტერიული წნევის კონტროლის მიხედვით. რამიპრილისა და ჰიდროქლოროთიაზიდის ფიქსირებული კომბინაციის დანიშვნა, როგორც წესი, რეკომენდებულია ცალკეული კომპონენტების დოზის ტიტრაციის შემდეგ.
ტენზიპრილი HL-ისა და ტენზიპრილი H-ის გამოყენება უნდა დაიწყოს ყველაზე დაბალი დოზით. საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს არტერიული წნევის სამიზნე მაჩვენებლის მისაღწევად; მაქსიმალური დასაშვები სადღეღამისო დოზაა 10 მგ რამიპრილი და 25 მგ ჰიდროქლოროთიაზიდი.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
პაციენტები, რომლებიც ღებულობენ დიურეზულ საშუალებებს
განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა აუცილებელია პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს, რადგან მკურნალობის დაწყების შემდეგ შეიძლება განვითარდეს ჰიპოტენზია. ტენზიპრილი HL-ითა და ტენზიპრილი H-ით მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია შემცირდეს დიურეზული საშუალების დოზა ან შეწყდეს მისი გამოყენება.
თუ დიურეზული საშუალების მოხსნა შეუძლებელია, მაშინ მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია რამიპრილის ყველაზე დაბალი დოზით (1,25 მგ დღეში) არაფიქსირებული კომბინაციით. შემდგომში ფიქსირებულ კომბინაციაზე გადასვლა რეკომენდებულია საწყისი დღე-ღამური დოზით არაუმეტეს 2.5მგ რამიპრილი / 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდი.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
ტენზიპრილი HL და ტენზიპრილი H უკუნაჩვენებია თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს, რომელიც დაკავშირებულია ჰიდროქლოროთიაზიდის კომპონენტთან (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ) (იხ. პუნქტი 4.3).
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს ტენზიპრილი HL-ისა და ტენზიპრილი H-ის დოზის შემცირება. პაციენტებს, რომელთა კრეატინინის კლირენსი არის 30- 60 მლ/წთ, უნდა დაენიშნოთ რამიპრილის და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაცია ყველაზე დაბალი ფიქსირებული დოზით მხოლოდ რამიპრილის მიღების შემდეგ. მაქსიმალური დასაშვები სადღეღამისო დოზაა 5 მგ რამიპრილი და 25 მგ ჰიდროქლოროთიაზიდი.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დარღვევის მქონე პაციენტებში ტენზიპრილი HL-ითა და ტენზიპრილი H-ით მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ, ხოლო მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 2.5 მგ რამიპრილი და 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდი.
ტენზიპრილი HL-ისა და ტენზიპრილი H-ის გამოყენება უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.3).
ხანდაზმულები
საწყისი დოზები უნდა იყოს უფრო დაბალი და შემდგომი დოზის ტიტრაცია უნდა იყოს ეტაპობრივი, რადგან გვერდითი მოვლენების გამოვლენის ალბათობა უფრო მაღალია, განსაკუთრებით ხანდაზმულ და დასუსტებულ პაციენტებში.
ბავშვები
ტენზიპრილი HL-ისა და ტენზიპრილი H-ის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.
მიღების წესი
მიიღება პერორალურად.
ტენზიპრილი HL-ისა და ტენზიპრილი H-ის მიღება რეკომენდებულია ერთსა და იმავე დროს ყოველდღიურად, ჩვეულებრივ დილით.
ტენზიპრილი HL-ისა და ტენზიპრილი H -ის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე, ვინაიდან საკვები არ ახდენს გავლენას მის ბიოშეღწევადობაზე (იხ. პუნქტი 5.2).
ტენზიპრილი HL და ტენზიპრილი H უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი სხვა აგფ (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის) ინჰიბიტორის, ჰიდროქლოროთიაზიდის, სხვა თიაზიდური დიურეზულების, სულფონამიდების ან 6.1 პუნქტში მითითებული რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება (მემკვიდრეობითი, იდიოპათიური ან აგფ ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების (AIIRA) გამოყენებასთან დაკავშირებით).
ექსტრაკორპორალური მკურნალობა, რომელსაც თან სდევს სისხლის შესვლა კონტაქტში უარყოფითად დამუხტულ ზედაპირებთან (იხ. პუქნტი 4.5).
ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზი ან ერთადერთი არსებული თირკმლის არტერიის სტენოზი.
ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრი (იხ.პუნქტები 4.4 და 4.6).
ლაქტაცია (იხ. პუნქტი 4.6).
თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები) პაციენტებში, რომლებიც არ არიან დიალიზზე.
ელექტოლიტური ბალანსის კლინიკურად მნიშვნელოვანი დარღვევა, რომელიც შეიძლება გამწვავდეს ტენზიპრილი HL-ისა და ტენზიპრილი H-ის მიღების ფონზე (იხ. პუნქტი 4.4).
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა.
ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია.
ტენზიპრილი HL-ისა და ტენზიპრილი H-ის გამოყენება ალისკირენის შემცველ პრეპარატებთან ერთად შაქრიანი დიაბეტის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (GFR < 60 მლ/წთ/1.73 მ2) (იხ. პუნქტები 4.5 და 5.1).
საკუბიტრილთან/ვალსარტანთან ერთად გამოყენება. რამიპრილით მკურნალობა უნდა დაიწყოს საკუბიტრილის/ვალსარტანის ბოლო დოზის მიღებიდან არა უადრეს 36 საათისა (იხ. აგრეთვე პუნქტები 4.4 და 4.5).
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ორსულობა
აგფ ინჰიბიტორები, როგორიცაა რამიპრილი, ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები (AIIRA) არ უნდა დაიწყოს ორსულობის დროს. თუ აგფ ინჰიბიტორებით/AIIRA-ით თერაპიის გაგრძელება აუცილებელი არ არის, პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, უნდა გადავიდნენ ალტერნატიულ ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობაზე, რომელსაც აქვს დადგენილი უსაფრთხოების პროფილი ორსულობის დროს გამოყენებისთვის.
ორსულობის დადასტურებისას, აგფ ინჰიბიტორებით/AIIRA-ით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და, აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა დაიწყოს ალტერნატიული თერაპია (იხ. პუნქტები 4.3 და 4.6).
პაციენტები ჰიპოტენზიის განვითარების განსაკუთრებული რისკით
პაციენტები რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის გამოხატული აქტივობით
პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის გამოხატული აქტივობა, არტერიული წნევის მკვეთრად დაქვეითებისა და თირკმლის ფუნქციის გაუარესების რისკი მაღალია აგფ ინჰიბიტორების გამოყენების ფონზე, განსაკუთებით აგფ ინჰიბიტორების ან დამატებითი დიურეზული საშუალებების პირველად მიღების ან დოზის გაზრდის შემთხვევაში.
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის გამოხატული აქტივაცია საჭიროებს სამედიცინო ზედამხედველობას, მათ შორის არტერიული წნევის მონიტორინგს, პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ:
ჰიპერტენზიის მძიმე ფორმა;
გულის შეგუბებითი უკმარისობა;
ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი გართულებული სისხლის ჩადინება ან გადინება მარცხენა პარკუჭში/პარკუჭიდან (მაგალითად, აორტის ან მიტრალური სარქვლის სტენოზი);
თირკმლის არტერიის ცალმხრივი სტენოზი მეორე ფუნქციონალური თირკმლით;
ორგანიზმში სითხის ან მარილის დეფიციტი (მათ შორის პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს);
ღვიძლის ციროზი და/ან ასციტი;
გადატანილი აქვთ რთული ქირურგიული ოპერაცია ან გაკეთებული აქვთ ანესთეზია იმ პრეპარატის გამოყენებით, რომელიც იწვევს ჰიპოტენზიას.
ზოგადად, მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია დეჰიდრატაციის, ჰიპოვოლემიის ან მარილის დეფიციტის გამოსწორება მკურნალობის დაწყებამდე (თუმცა, გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ასეთი მაკორექტირებელი ღონისძიებები გულდასმით უნდა შეფასდეს მოცულობითი გადატვირთვის რისკის გათვალისწინებით).
პაციენტები გულის იშემიური დაავადების ან თავის ტვინის იშემიის განვითარების რისკით, მწვავე ჰიპოტენზიის შემთხვევაში
მკურნალობის საწყის ეტაპზე საჭიროა განსაკუთრებული სამედიცინო ზედამხედველობა.
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი
რამიპრილი + ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაცია არ ინიშნება პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის სამკურნალოდ. პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის მქონე პაციენტებში რამიპრილი + ჰიდროქლოროთიაზიდის დანიშვნის შემთხვევაში აუცილებელია პლაზმაში კალიუმის დონის კონტროლი.
ხანდაზმულები
იხილეთ პუნქტი 4.2.
ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტები
დიურეზული საშუალებების, მათ შორის ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებით გამოწვეული ელექტროლიტური დისბალანსის შემთხევაში შეიძლება განვითარდეს ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში.
ქირურგიული ოპერაცია
შეძლებისდაგვარად, დაგეგმილ ოპერაციამდე ერთი დღით ადრე უნდა შეწყდეს ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებით (როგორიცაა რამიპრილი) მკურნალობა.
თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი
მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდშიც აუცილებელია თირკმლის ფუნქციის კონტროლი და დოზის კორექტირება განსაკუთრებით მკურნალობის პირველ კვირებში. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები უნდა იყვნენ გნსაკუთრებული სამედიცინო დაკვირვების ქვეშ (იხ. პუნქტი 4.2). არსებობს თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთაც არენიშნებათ გულის შეგუბებითი უკმარისობა ან რენოვასკულარული დაავადება ან რომელთაც ჩაუტარდათ თირკმლის ტრანსპლანტაცია, მათ შორის პაციენტებში ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი თირკმლის არტერიის ცალმხრივი სტენოზით.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში თიაზიდურ საშუალებებს შეუძლიათ დააჩქარონ ურემიის განვითარება. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს აქტიური ნივთიერების კუმულაციური ეფექტი. თირკმლის პროგრესირებადი დაზიანების განვითარების შემთხვევაში, რასაც ადასტურებს არაცილოვანი აზოტის დონის მატება, აუცილებელია მკურნალობის მეთოდის კორექტირება და დიურეზული საშუალებების მიღების შეწყვეტაც კი (იხ. პუნქტი 4.3).
ელექტროლიტური დისბალანსი
დიურეზულ თერაპიაზე მყოფ ყველა პაციენტში აუცილებელია შრატში ელექტროლიტების პერიოდული განსაზღვრა შესაბამისი ინტერვალებით. თიაზიდურ საშუალებებს, მათ შორის ჰიდროქლოროთიაზიდს, შეუძლიათ გამოიწვიონ სითხის ან ელექტროლიტების დისბალანსი (ჰიპოკალემია, ჰიპონატრემია და ჰიპოქლორემიული ალკალოზი). მიუხედავად იმისა, რომ თიაზიდური დიურეზული საშუალების მიღებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპოკალემია, მასთან ერთად რამიპრილის მიღებას შეუძლია შარდმდენებით გამოწვეული ჰიპოკალემიის შესუსტება. ჰიპოკალემიის განვითარების რისკი ყველაზე მაღალია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ციროზი, სწრაფი დიურეზი, აგრეთვე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ელექტროლიტების არასაკმარის რაოდენობას, ან რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს ან ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონს (ACTH) (იხ. პუნქტი 4.5). პლაზმაში კალიუმის დონე პირველად უნდა შემოწმდეს მკურნალობის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში. თუ კალიუმის დონე დაბალია, საჭიროა მისი კორექტირება. არსებობს ჰიპონატრემიის (წყლით მოწამვლა) განვითარების რისკი. ნატრიუმის დონის დაქვეითება თავდაპირველად შესაძლოა ასიმპტომური იყოს, ამიტომ რეგულარულ ანალიზებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ანალიზები უფრო ხშირად უნდა ჩატარდეს ხანდაზმულ პაციენტებსა და ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში. თიაზიდური საშუალებები ზრდის მაგნიუმის გამოყოფას შარდში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპომაგნემია.
შრატში კალიუმი
ჰიპერკალემია დაფიქსირდა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორებს, მათ შორის ტენზიპრილი HL-სა და ტენზიპრილი H-ს. ჰიპერკალიემიის განვითარების რისკის მქონე პაციენტებს მიეკუთვნებიან პაციენტები თირკმლის უკმარისობით, ხანდაზმული პაციენტები (>70წელი), პაციენტები არაკონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტით ან პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ დეჰიდრატაცია, გულის მწვავე უკმარისობა, მეტაბოლური აციდოზი.
აგფ ინჰიბიტორებმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალემია, რადგან ისინი აინჰიბირებენ ალდოსტერონის გამოყოფას. ჩვეულებრივ, თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ეფექტი უმნიშვნელოა. თუმცა, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში და/ან პაციენტებში, რომლებიც იღებენ კალიუმის დანამატებს (მათ შორის მარილის შემცვლელებს), კალიუმის დამზოგველ დიურეზულ საშუალებებს ან სხვა აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ზრდიან კალიუმის დონეს სისხლის პლაზმაში (მაგალითად, ჰეპარინი, ტრიმეტოპრიმი ან კო-ტრიმოქსაზოლი, ასევე ცნობილი როგორც ტრიმეტოპრიმი/სულფამეთოქსაზოლი) და განსაკუთრებით ალდოსტერონის ანტაგონისტებს ან ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორებს, შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალემია. აგფ ინჰიბიტორები სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებიც იღებენ კალიუმის დამზოგველ დიურეზულ საშუალებებს, ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორებს, რასაც თან უნდა სდევდეს თირკმელების ფუნქციის და პლაზმაში კალიუმის დონის კონტროლი (იხ. პუნქტი 4.5).
თუ ზემოაღნიშნული საშუალებების ერთდროული გამოყენება მიზანშეწონილად მიიჩნევა, რეკომენდებულია შრატში კალიუმის დონის რეგულარული კონტროლი (იხ. პუნქტი 4.5).
ელექტროლიტური ბალანსის მონიტორინგი: ჰიპონატრემია
ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომი (SIADH) და შემდგომი ჰიპონატრემია აღინიშნა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ რამიპრილს. ხანდაზმულებსა და ჰიპონატრემიის განვითარების რისკის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია შრატში ნატრიუმის დონის რეგულარული კონტროლი.
ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია
დიურეზული საშუალებების, მათ შორის ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებით გამოწვეული ელექტროლიტური დისბალანსის შემთხევაში შეიძლება განვითარდეს ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში. ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის განვითარების შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
ჰიპერკალციემია
ჰიდროქლოროთიაზიდი ასტიმულირებს თირკმლის კალციუმის რეაბსორბციას და შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალციემია, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს პარათირეოიდული ფუნქციის ანალიზზე.
მომატებული მგრძნობელობა/ანგიონევროზული შეშუპება
ანგიონევროზული შეშუპება დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორებს, მათ შორის რამიპრილს (იხ. პუნქტი 4.8).
ანგიონევროზული შეშუპების განვითარების შემთხვევაში ტენზიპრილი HL-ისა და ტენზიპრილი H-ის მიღება უნდა შეწყდეს.
აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. პაციენტი უნდა იყოს სათანადო სამედიცინო დაკვირვები ქვეშ სულ მცირე 12-24 საათის განმავლობაში და უნდა გაეწეროს მხოლოდ სიპტომების საბოლოო გაქრობის შემდეგ.
ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება გამოვლინდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აგფ ინჰიბიტორებს, მათ შორის ტენზიპრილი HL-სა და ტენზიპრილი H-ს (იხ. პუნქტი 4.8). აღნიშნული პაციენტები უჩიოდნენ ტკივილს მუცლის არეში (როგორც გულისრევის და ღებინების სიმპტომებით, ასევე მათ გარეშე). ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომები გაქრა აგფ ინჰიბიტორების მოხსნის შემდეგ.
აგფ ინჰიბიტორებისა და რაცეკადოტრილის, mTOR ინჰიბიტორების (მაგ. სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი) და ვილდაგლიპტინის ერთდოულად მიღებისას შეიძლება გაიზარდოს ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი (მაგ. სასუნთქი გზების ან ენის შეშუპება, სუნთქვის დარღვევით ან მის გარეშე) (იხ. პუნქტი 4.5). სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო რაცეკადოტრილის, mTOR ინჰიბიტორების (მაგ. სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი) და ვილდაგლიპტინის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ აგფ ინჰიბიტორებს.
აგფ ინჰიბიტორების გამოყენება საკუბიტრილთან/ვალსარტანთან ერთად უკუნაჩვენებია ანგიონევროზული შეშუპების მომატებული რისკის გამო. საკუბიტრილით/ვალსარტანით მკურნალობა უნდა დაიწყოს რამიპრილის ბოლო დოზის მიღებიდან არა უადრეს 36 საათისა. რამიპრილით მკურნალობა უნდა დაიწყოს საკუბიტრილის/ვალსარტანის ბოლო დოზის მიღებიდან არა უადრეს 36 საათისა (იხ. პუნქტები 4.3 და 4.5).
ანაფილაქსიური რეაქციები დესენსიბილიზაციის დროს
აგფ ინჰიბირებისას მატულობს შხამიანი მწერებისა და სხვა ალერგენების მიმართ ანაფილაქსური და ანაფილაქტოიდური რეაქციების ალბათობა და სიმძიმე. დესენსიბილიზაციამდე აუცილებელია ტენზიპრილი HL-ისა და ტენზიპრილი H-ის მიღების დროებითი შეწყვეტა.
ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი
გამოვლინდა ნეიტროპენიის/აგრანულოციტოზის და ძვლისტვინის ფუნქციის დათრგუნვის იშვიათი შემთხვევები. ლეიკოპენიის დროულად გამოვლენის მიზნით, რეკომენდებულია სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის მონიტორინგი. უფრო ხშირი კონტროლია რეკომენდებული მკურნალობის საწყის ეტაპზე და იმ პაცინტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ თირკმლის ფუნქცია, თანმხლები კოლაგენური დაავდებებით (მაგალითად, წითელი მგლურა ან სკლეროდერმა), და პაციენტებში, რომლებიც იღებენ სხვა სამკურნალო პრეპარატებს, რომელთაც შეუძლიათ სისხლის ფორმულის შეცვლა (იხ. პუნქტები 4.5 და 4.8).
ქოროიდული ეფუზია, მწვავე მიოპია და დახურულკუთხოვანი გლაუკომა
ჰიდროქლოროთიაზიდმა, სულფონამიდმა, შეიძლება გამოიწვიოს იდიოსინკრაზიული რეაქცია, რომელიც იწვევს ქოროიდული ეფუზიას მხედველობის არის დეფექტით, მწვავე გარდამავალ მიოპიასა და მწვავე დახურულკუთხოვან გლაუკომას. სიმპტომები მოიცავს მხედველობის სიმახვილის მკვეთრ დაქვეითებას ან თვალების ტკივილს, რომელიც, როგორც წესი, ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე საათში ან კვირაში. არანამკურნალებმა დახურულკუთხოვანმა გლაუკომამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა. პირველ რიგში, დაუყონებლივ უნდა მიხსნას ჰიდროქლოროთიაზიდი. თუ ვერ ხერხდება შიდათვალის წნევის კონტროლი, შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ან ქირურგიული მკურნალობა. მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის განვითარების რისკ-ფაქტორი შეიძლება იყოს ანამნეზში ალერგიული რეაქციები სულფონამიდებზე ან პენიცილინზე.
ეთნიკური განსხვავებები
აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას ანგიონევროზული შეშუპება უფრო ხშირად ვითარდება შავკანიანებში, არაშავკანიანებთან შედარებით.
როგორც სხვა აგფ ინჰიბიტორების შემთხვევაში, რამიპრილის ჰიპოტენზური ეფექტი ნაკლებად არის გამოხატული შავკანიანებში, არაშავკანიანებთან შედარებით, ეს შესაძლებელია გამოწვეული იყოს, იმით, რომ შავკანიან პოპულაციაში უფრო მეტად არის გავრცელებული არტერიული ჰიპერტენზია რენინის დაბალი დონით.
მეტაბოლური და ენდოკრინული დარღვევები
თიაზიდებით მკურნალობის დროს შეიძლება დაირღვეს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობა. დიაბეტიან პაციენტებში შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულინის ან პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექცია. თიაზიდებით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს შაქრიანი დიაბეტი ფარული მიმდინარეობით.
ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონის მატება შეიძლება დაკავშირებული იყოს თიაზიდური შარდმდენებით მკურნალობასთან. ზოგიერთ პაციენტში თიაზიდებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერურიკემია ან პოდაგრა.
ხველა
აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას აღინიშნა მშრალი, პერსისტენტული ხველა, რომელიც ქრება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ. აგფ ინჰიბიტორების მიღებით გამოწვეული ხველა განიხილება ხველის დიფერენციალური დიაგნოსტიკის ფარგლებში.
სხვა
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ან არ აქვთ ალერგია ან ბრონქული ასთმა. აღინიშნა სისტემური წითელი მგლურას შესაძლო გამწვავება ან აქტივაცია.
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა
არსებობს მტკიცებულება, რომ აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის ერთდროული გამოყენება ზრდის არტერიული ჰიპოტენზიის, ჰიპერკალემიის და თირკმლის ფუნქციის დაქვეითების (მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობის) განვითარების რისკს. შესაბამისად, არ არის რეკომენდებული რაას-ის ორმაგი ბლოკადა აგფ-ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენებით (იხ. პუნქტები 4.5და 5.1). ორმაგი ბლოკადის თერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში, ეს უნდა გაკეთდეს მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ, რა დროსაც აუცილებელია თირკმლის ფუნქციის, ელექტროლიტებისა და არტერიული წნევის ხშირი მონიტორინგი. არ შიძლება აგფ- ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ერთად დანიშვნა დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
არამელანომური კანის კიბო
„დანიის კიბოს ეროვნულ რეესტრზე“ დაყრდნობით, ორ ეპიდემიოლოგიურ კვლევაში დაფიქსირდა არამელანომური კანის კიბოს (NMSC) [ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა (BCC) და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა (SCC)] განვითარების რისკის ზრდა ჰიდროქლოროთიაზიდის (HCTZ) კუმულაციური დოზის ზრდასთან ერთად. HCTZ-ის ფოტომასენსიბილიზირებელი მოქმედება შეიძლება იყოს NMSC-ის განვითარების შესაძლო მექანიზმი.
პაციენტები, რომლებიც იღებენ HCTZ-ს, უნდა იყვნენ ინფორმირებული NMSC-ის რისკის შესახებ, ასევე აუცილებელია მათთვის რეკომენდაციის მიცემა რეგულარულად შეამოწმონ კანი ახალი დაზიანებების არსებობაზე და დროულად აცნობონ ექიმს კანის ნებისმიერი საეჭვო დაზიანების შესახებ. პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია შესაძლო პროფილაქტიკური ზომების შესახებ, როგორიცაა მზის სხივებისა და ულტრაიისფერი სხივების შეზღუდული ზემოქმედება, ხოლო, ზემოქმედების შემთხვევაში, კანის კიბოს რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად ადეკვატური დაცვის შესახებ. კანის საეჭვო დაზიანებების გამოკვლევა უნდა მოხდეს სასწრაფოდ, მათ შორის ბიოფსიის ჰისტოლოგიური კვლევებით. ასევე შეიძლება საჭირო გახდეს HCTZ-ის გამოყენების გადახედვა იმ პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ NMSC (იხილეთ აგრეთვე პუნქტი 4.8).
მწვავე რესპირატორული ტოქსიკურობა
ჰიდროქლოროთიაზიდის მიღებისას აღინიშნა მწვავე რესპირატორული ტოქსიკურობის ძალიან იშვიათი, მძიმე შემთხვევები, მათ შორის მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი (ARDS). ფილტვის შეშუპება ჩვეულებრივ ვითარდება ჰიდროქლოროთიაზიდის მიღებიდან რამდენიმე წუთში ან საათში. საწყის ეტაპზე გამოხატული სიმპტომებია ქოშინი, ცხელება, ფილტვების ფუნქციის დაქვეითება და ჰიპოტენზია. ARDS-ზე ეჭვის შემთხვევაში, ტენზიპრილი HL და ტენზიპრილი H უნდა მოიხსნას და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. ჰიდროქლოროთიაზიდი არ უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ჰიდროქლოროთიაზიდის მიღებით გამოწვეული ARDS.
სპორტსმენები
ჰიდროქლოროთიაზიდმა შეიძლება მოგვცეს ცრუ დადებითი შედეგი დოპინგ-ტესტში.
შემავსებლები:
ლაქტოზა
პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმა, ლაქტაზას სრული დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
ნატრიუმი
მოცემული პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლები რაოდენობის ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტში, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ იგი ძირითადად „ნატრიუმის გარეშეა“.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ზრდიან ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკს
აგფ ინჰიბიტორებისა და რაცეკადოტრილის, mTOR ინჰიბიტორების (მაგ. სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი) და ვილდაგლიპტინის ერთდოულად მიღებისას შეიძლება გაიზარდოს ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი (იხ. პუნქტი 4.4).
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა
კლინიკური კვლევების მონაცემებით, აგფ-ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენების გზით რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა უკავშირდება ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების მომატებულ რისკს, როგორიცაა ჰიპოტენზია, ჰიპერკალემია და თირკმლის ფუნქციის დაქვეითება (მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობა) მონოთერაპიასთან შედარება (იხ. პუნქტები 4.3, 4.4 და 5.1).
უკუნაჩვენები კომბინაციები
საკუბიტრილი/ვალსარტანი
აგფ ინჰიბიტორების გამოყენება საკუბიტრილთან/ვალსარტანთან ერთად უკუნაჩვენებია ანგიონევროზული შეშუპების მომატებული რისკის გამო (იხ. პუნქტები 4.3 და 4.4). რამიპრილით მკურნალობა უნდა დაიწყოს საკუბიტრილის/ვალსარტანის ბოლო დოზის მიღებიდან არა უადრეს 36 საათისა. საკუბიტრილით/ვალსარტანით მკურნალობა უნდა დაიწყოს ტენზიპრილი HL-ისა და ტენზიპრილი H-ის ბოლო დოზის მიღებიდან არა უადრეს 36 საათისა.
ექსტრაკორპორალური მკურნალობა, რომელსაც თან სდევს სისხლის შესვლა კონტაქტში უარყოფითად დამუხტულ ზედაპირებთან, როგორიცაა დიალიზი ან ჰემოფილტრაცია მაღალი გამტარიანობის (high-flux) მემბრანების (მაგალითად, პოლიაკრილონიტრილის მემბრანები) გამოყენებით და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზით დექსტრანის სულფატის გამოყენებით, ზრდის მწვავე ანაფილაქტოიდური რეაქციების განვითარების რისკს (იხ. პუნქტი 4.3). ასეთი მკურნალობის აუცლებლობის შემთხევვაში, გასათვალისწინებელია დიალიზისთვის სხვა ტიპის მემბრანის ან სხვა კლასის ანტიჰიპერტენზიული საშუალებების გამოყენების საკითხი.
უსაფრთხოების ზომები
კალიუმის დამზოგველი დიურეზული საშუალებები, კალიუმის დანამატები ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები და სხვა აქტიური ნივთიერებები, რომლებიც ზრდიან კალიუმის დონეს პლაზმაში
მიუხედავად იმისა, რომ შრატში კალიუმის დონე ჩვეულებრივ რჩება ნორმის ფარგლებში, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია რამიპრილის მიღებისას. კალიუმის დამზოგველი დიურეზული საშუალებების (მაგ. სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი), კალიუმის დანამატების ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის დონის მნიშვნელოვანი მატება. ასევე, რამიპრილი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს სხვა ნივთიერებებთან ერთად, რომლებიც ზრდიან შრატში კალიუმის დონეს, როგორიცაა ტრიმეტოპრიმი და კოტრიმოქსაზოლი (ტრიმეტოპრიმი/სულფამეთოქსაზოლი), რადგან ტრიმეტოპრიმი, ისევე როგორც ამილორიდი, ცნობილია, რომ მოქმედებს როგორც კალიუმის დამზოგველი დიურეზული საშუალება. შესაბამისად, არ არის რეკომენდებული რამიპრილის გამოყენება ზემოაღნიშნულ პრეპარატებთან კომბინაციაში. ერთად გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა და შრატში კალიუმის დონის ხშირი კონტროლი.
ტაკროლიმუსი
შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალემია, შესაბამისად, აუცილებელია შრატში კალიუმის დონის ხშირი კონტროლი.
ციკლოსპორინი
ციკლოსპორინთან ერთად აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალემია. რეკომენდებულია შრატში კალიუმის დონის კონტროლი.
ჰეპარინი
ჰეპარინთან ერთად აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალემია. რეკომენდებულია შრატში კალიუმის დონის კონტროლი.
ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (მაგ. დიურეზული საშუალებები) და ჰიპოტენზიის გამომწვევი სხვა სამკურნალო საშუალებები (მაგალითად, ნიტრატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანესთეტიკები, ალკოჰოლის მნიშვნელოვანი რაოდენობით მოხმარება, ბაკლოფენი, ალფუზოსინი, დოქსაზოსინი, პრაზოსინი, ტამსულოზინი, ტერაზოსინი): ჰიპოტენზიის განვითარების რისკი მაღალია (დიურეზულ საშუალებებთან დაკავშირებით იხ. პუნქტი 4.2 ).
ვაზოპრესორული სიმპათომიმეტიკური საშუალებები და სხვა ნივთიერებები (ეპინეფრინი), რომლებიც ამცირებენ რამიპრილის ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს: რეკომენდებულია არტერიული წნევის მონიტორინგი. გარდა ამისა, ვაზოპრესორული სიმპათომიმეტიკური საშუალებების ეფექტი შეიძლება შესუსტდეს ჰიდროქლოროთიაზიდით.
ალოპურინოლი, იმუნოდეპრესანტები, კორტიკოსტეროიდები, პროკაინამიდი, ციტოსტატიკები და სხვა ნივთიერებები, რომელთაც შეუძლიათ სისხლის უჯრედების რაოდენობის შეცვლა: იზრდება ჰემატოლოგიური რეაქციების ალბათობა (იხ. პუნქტი 4.4).
ლითიუმის მარილები: აგფ ინჰიბიტორებს შეუძლიათ შეამცირონ ლითიუმის გამოყოფა ორგანიზმიდან და შესაბამისად გაზარდონ ლითიუმის ტოქსიკურობა. აუცილებელია სისხლში ლითიუმის დონის კონტროლი. თიაზიდურ დიურეზულებთან ერთად მიღებისას შეიძლება გაიზარდოს ლითიუმის ტოქსიკურობა და კიდევ უფრო გაიზარდოს აგფ ინჰიბიტორების მიღებით ისედაც გაზრდილი ლითიუმის ტოქსიკურობის რისკი. ამიტომ, რამიპრილისა და ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენება ლითიუმთან ერთად რეკომენდებული არ არის.
ანტიდიაბეტური საშუალებები, მათ შორის ინსულინი: შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემიური რეაქციები. ჰიდროქლორთიაზიდს შეუძლია შეასუსტოს ანტიდიაბეტური პრეპარატების მოქმედება. ამიტომ, ერთდროული გამოყენების საწყის ეტაპზე, რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის მკაცრი კონტროლი.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და აცეტილსალიცილის მჟავა: შესაძლებელია აღინიშნოს ტენზიპრილი HL-ისა და ტენზიპრილი H-ის ანტიჰიპერტენზიული მოქმედების შესუსტება. გარდა ამისა, აგფ ინჰიბიტორებისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს თირკმლის ფუნქციის დაქვეითების რისკი და სისხლში კალიუმის დონე.
პერორალური ანტიკოაგულანტები: ანტიკოაგულანტური ეფექტი შეიძლება შემცირდეს ჰიდროქლოროთიაზიდთან ერთად გამოყენებისას.
კორტიკოსტეროიდები, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი (ACTH), ამფოტერიცინი B, კარბენოქსოლონი, დიდი რაოდენობით ძირტკბილას ფესვების შემცველი პრეპარატები, საფაღარათო საშუალებები (ხანგრძლივი გამოყენებისას) და სხვა კალიურეზული დიურეზული საშუალებები ან საშუალებები, რომლებიც ამცირებენ კალიუმის დონეს სისხლის პლაზმაში: იზრდება ჰიპოკალემიის განვითარების რისკი.
სათითურას პრეპარატები, აქტიური ნივთიერებები, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს, და ანტიარითმული საშუალებები: შეიძლება მათი პროარითმული ტოქსიკურობა გაძლიერდეს, ხოლო ანტიარითმიული ეფექტი შემცირდეს ელექტროლიტური დისბალანსის (მაგ. ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნემია) დროს.
მეთილდოპა: არსებობს ჰემოლიზის განვითარების რისკი.
ქოლესტირამინი ან სხვა ენტერალურად შესაყვანი იონომცვლელი საშუალებები: მცირდება ჰიდროქლოროთიაზიდის შეწოვა. სულფანილამიდური დიურეზული საშუალებები გამოიყენება ამ პრეპარატების მიღებამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე ან მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ.
კურარეს მსგავსი მიორელაქსანტები: შესაძლებელია კუნთების მომადუნებელი ეფექტის გაძლიერება და გახანგრძლივება.
კალციუმის მარილები და სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ზრდიან კალციუმის პლაზმურ დონეს: ჰიდროქლოროთიაზიდთან ერთად გამოყენებისას მოსალოდნელია შრატში კალციუმის კონცენტრაციის მომატება, ამიტომ საჭიროა შრატში კალციუმის დონის კონტროლი.
კარბამაზეპინი: არსებობს ჰიპონატრიემიის განვითარების რისკი ჰიდროქლოროთიაზიდის ადიტიური ეფექტის გამო.
იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებები: დიურეზული საშუალებებით, მათ შორის ჰიდროქლორთიაზიდით გამოწვეული დეჰიდრატაციის შემთხვევაში, იზრდება თირკმლის მწვავე უკმარისობის რისკი, განსაკუთრებით იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებების დიდი დოზებით გამოყენებისას.
პენიცილინი: ჰიდროქლოროთიაზიდი ორგანიზმიდან გამოიყოფა დისტალური მილაკებით და ამცირებს პენიცილინის გამოყოფას.
ქინინი: ჰიდროქლორთიაზიდი ამცირებს ქინინის გამოყოფას.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ტენზიპრილი HL-ისა და ტენზიპრილი H -ის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში (იხ. პუნქტი 4.4) და უკუნაჩვენებია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში (იხ. პუნქტი 4.3).
ეპიდემიოლოგიური მონაცემები ერთმნიშვნელოვნად არ მიუთითებენ ტერატოგენული მოქმედების რისკზე ორსულობის პირველ ტრიმესტრში აგფ ინფიბიტორებით მკურნალობისას; თუმცა, არ არის გამორიცხული ასეთი რისკის უმნიშვნელო გაზრდა. თუ აგფ ინჰიბიტორების მიღება არ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, მაშინ პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულებას, უნდა გადავიდნენ ალტერნატიულ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებზე, რომელთა უსაფრთხოების პროფილიც კარგად არის შესწავლილი ორსულებში. ორსულობის დადასტურებისთანავე, აგფ ინჰიბიტორების გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, ხოლო, აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს ალტერნატიული თერაპია.
ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში აგფ ინჰიბიტორებით/ AIIRA-ებით თერაპია იწვევს ფეტოტოქსიკურობას ადამიანებში (თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, ოლიგოჰიდრამნიოზი, თავის ქალის ოსიფიკაციის შეფერხება) და ახდენს ტოქსიკურ ზემოქმედებას ახალშობილებზე (თირკმლის უკმარისობა, ჰიპოტენზია, ჰიპერკალემია). (იხილეთ აგრეთვე პუნქტი 5.3). ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან აგფ ინჰიბიტორების მიღების შემთხვევაში, რეკომენდებულია ნაყოფის თავის ქალისა და თირკმლის ფუნქციის ურტრაბგერითი კვლევა. ახალშობილები, რომელთა დედები ღებულობენ აგფ ინჰიბიტორებს უნდა იყვნენ დაკვირვების ქვეშ ჰიპოტენზიის, ოლიგურიისა და ჰიპერკალემიის განვითარების რისკის გამო (იხილეთ აგრეთვე პუნქტები 4.3 და 4.4).
ორსულობის მესამე ტრიმესტრში ხანგრძლივი გამოყენებისას ჰიდროქლორთიაზიდმა შეიძლება გამოიწვიოს ფეტოპლაცენტური იშემია და ნაყოფის განვითარების შეფერხება. გარდა ამისა, ჰიპოგლიკემიისა და თრომბოციტოპენიის იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა ახალშობილებში. ჰიდროქლოროთიაზიდს შეუძლია შეამციროს პლაზმის მოცულობა და უტეროპლაცენტური სისხლის ნაკადი.
ლაქტაცია
ტენზიპრილი HL-ისა და ტენზიპრილი H-ის მიღება უკუნაჩვენებია ლაქტაციის პერიოდში. რამიპრილი და ჰიდროქლორთიაზიდი, თერაპიული დოზებით გამოყენებისას, გამოიყოფა დედის რძეში საკმარისი რაოდენობით. ლაქტაციის პერიოდში რამიპრილის გამოყენების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის გამო, სასურველია დაინიშნოს დადგენილი უსაფრთხოების პროფილის მქონე ალტერნატიული თერაპია, განსაკუთრებით ახალშობილების ან დღენაკლული ბავშვების ძუძუთი კვების დროს.
ჰიდროქლოროთიაზიდი გამოიყოფა დედის რძეში. ძუძუთი კვების დროს თიაზიდების გამოყენება უკავშირდება ლაქტაციის შემცირებას და დათრგუნვასაც კი. შესაძლოა განვითარდეს მომატებული მგრძნობელობა სულფონამიდის წარმოებულების მიმართ, ჰიპოკალიემია და ბირთვული სიყვითლე. ვინაიდან, ორივე აქტიურმა ნივთიერებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული რეაქციები ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებში, უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან თერაპიის შეწყვეტის შესახებ, დედისთვის ამ თერაპიის საჭიროების გათვალისწინებით.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე
ზოგიერთმა გვერდითმა მოვლენამ (მაგ., დაბალი არტერიული წნევის სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა) შეიძლება დაარღვიოს პაციენტის კონცენტრირებისა და რეაგირების უნარი და, შესაბამისად, შეიძლება წარმოადგენდეს რისკს ისეთ სიტუაციებში, როდესაც ამ უნარებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას). აღნიშნული შეიძლება გამოვლინდეს განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან სხვა პრეპარატებზე გადასვლისას. პირველი დოზის მიღების ან დოზის გაზრდის შემდეგ, არ არის რეკომენდებული სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა რამდენიმე საათის განმავლობაში.
გვერდითი ეფექტები
უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა
რამიპრილი + ჰიდროქლორთიაზიდის უსაფრთხოების პროფილი მოიცავს გვერდით მოვლენებს, რომლებიც ვითარდება არტერიული ჰიპოტენზიის და/დეჰიდრატაციის ფონზე, შარდის გამოყოფის გაზრდის გამო. აქტიურმა ინგრედიენტმა რამიპრილმა შეიძლება გამოიწვიოს პერსისტენტული მშრალი ხველა, ხოლო აქტიურმა ინგრედიენტმა ჰიდროქლოროთიაზიდმა შეიძლება გამოიწვიოს გლუკოზის დონის დაქვეითება, ლიპიდებისა და შარდმჟავას მეტაბოლიზმის დარღვევა. ეს ორი აქტიური ნივთიერება საპირისპირო გავლენას ახდენს სისხლის პლაზმაში კალიუმის დონეზე. სერიოზული გვერდითი რეაქციები მოიცავს ანგიონევროზულ შეშუპებას ან ანაფილაქსიურ რეაქციას, თირკმლის ან ღვიძლის დისფუნქციას, პანკრეატიტს, კანის მძიმე რეაქციებს და ნეიტროპენიას/აგრანულოციტოზს.
გვერდითი რეაქციების ჩამონათვალი მოცემულია ცხრილში.
გვერდითი რეაქციების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥1/1,000 - <1/100); იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000); უცნობი სიხშირის (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).
თითოეულ ჯგუფში გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია სიმძიმის ხარისხის კლებადობის მიხედვით.
ხშირი
არახშირი
ძალიან იშვიათი
უცნობი სიხშირის
კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი ნეოპლაზმები (მათ შორის კისტები და პოლიპები)
არამელანომური კანის კიბო (ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა)
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, ჰემოგლობინის დონის დაქვეითება, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება
ძვლის ტვინის უკმარისობა, ნეიტროპენია, მათ შორის აგრანულოციტოზი, პანციტოპენია, ეოზინოფილია,
ჰემოკონცენტრაცია გაუწყლოების ფონზე
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები
ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები რამიპრილზე ან ანაფილაქსიური რეაქცია ჰიდროქლოროთიაზიდზე, ანტიბირთვული ანტისხეულების რაოდენობის მომატება
ენდოკრინული დარღვევები
ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომი (SIADH)
მეტაბოლიზმისა და კვებითი დარღვევები
არაკონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტი, გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის შემცირება, სისხლში გლუკოზის დონის მომატება, სისხლში შარდმჟავას დონის მომატება, პოდაგრის გართულება, სისხლში ქოლესტერინის და/ან ტრიგლიცერიდების დონის მომატება ჰიდროქლორო-თიაზიდის მიღების გამო
ანორექსია, მადის დაკარგვა
ჰიდროქლორო-თიაზიდის მიღებით გაოწვეული
სისხლში კალიუმის დონის შემცირება, წყურვილი
სისხლში კალიუმის დონის მომატება, რამიპრილის მიღების გამო
სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება
ჰიდროქლოროთიაზიდის მიღებით გაოწვეული
გლუკოზურია, მეტაბოლური ალკალოზი, ჰიპოქლორემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპერკალციემია, დეჰიდრატაცია
ფსიქიკური დარღვევები
დეპრესიული განწყობა, აპათია, შფოთვა, ნევროზულობა, ძილის დარღვევა, მათ შორის ძილიანობა
კონფუზია, აღგზნებადობა, ყურადღების კონცენტრირების დარღვევა
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
ვერტიგო, პარესთეზია, ტრემორი, წონასწორობის დარღვევა, წვის შეგრძნება, დისგევზია, აგევზია
ცერებრალური იშემია, მათ შორის იშემიური ინსულტი და გარდამავალი იშემიური შეტევა, ფსიქომოტორული უნარების დაქვეითება, პაროსმია
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
მხედველობის დარღვევა, მათ შორის მხედველობის დაბინდვა, კონიუნქტივიტი
ქსანთოფსია,
ცრემლდენის შემცირება ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების გამო; ქოროიდული ეფუზია, მეორადი მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა და/ან მწვავე მიოპია ჰიდროქლორთიაზიდის მიღების გამო
დარღვევები ყურისა და ლაბირინთის მხრივ
ტინიტუსი
სმენის დარღვევა
გულთან დაკავშირებული დარღვევები
მიოკარდიუმის იშემია, მათ შორის სტენოკარდია, ტაქიკარდია, არითმია, პალპიტაცია, პერიფერიული შეშუპება
მიოკარდიუმის ინფარქტი
სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები
არტერიული ჰიპოტენზია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, სინკოპე, ჰიპერემია
თრომბოზი სითხის მწვავე უკმარისობის გამო, სისხლძარღვთა სტენოზი, ჰიპოპერფუზია, რეინოს ფენომენი, ვასკულიტი
სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივი დარღვევები
მშრალი ხველა, ბრონქიტი
სინუსიტი, ქოშინი, „გაჭედილი“ ცხვირი
მწვავე რესპირატო-რული დისტრეს სინდრომი (ARDS) (იხ. პუნქტი 4.4)
ბრონქოსპაზმი, მათ შორის ბრონქული ასთმის გამწვავება
ჰიდროქლოროთიაზიდის მიღებით გაოწვეული
ალერგიული ალვეოლიტი, ფილტვის არაკარდიოგენური შეშუპება
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ დარღვევები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთება, საჭმლის მონელების დარღვევები, დისკომფორტი მუცლის არეში, დისპეფსია, გასტრიტი, გულისრევა, ყაბზობა
ჰიდროქლორო-თიაზიდით გამოწვეული გინგივიტი
ღებინება, აფთოზური სტომატიტი, გლოსიტი, დიარეა, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, პირის სიმშრალე
პანკრეატიტი (ძალიან იშვიათ
შემთხვევებში ფატალური შედეგით აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას), კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების დონის მომატება, წვრილი ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება
ჰიდროქლოროთიაზიდით გამოწვეული სიალოდენიტი
ჰეპატობილიარული დარღვევები
ქოლესტაზური ან ციტოლიზური ჰეპატიტი (გამონაკლის შემთხვევებში აღინიშნა ლეტალური შედეგით), ღვიძლის ფერმენტებისა და/ან კონიუგირებული ბილირუბინის მომატება
ჰიდროქლორო-თიაზიდით გამოწვეული კალკულოზური ქოლეცისტიტი
ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატოცელულარული დაზიანება
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ანგიონევროზული შეშუპება: გამონაკლის შემთხვევებში ანგიონევროზული შეშუპებით გამოწვეული სასუნთქი გზების ობსტრუქცია შეიძლება ფატალური იყოს; ფსორიაზული დერმატიტი, ჰიპერჰიდროზი, გამონაყარი, განსაკუთრებით მაკულოპაპულური, ქავილი, ალოპეცია
ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, პემფიგუსი, გამწვავებული ფსორიაზი, ექსფოლიაციური დერმატიტი, ფოტომგრძნობელობითი რეაქცია, ონიქოლიზი, პემფიგოიდური ან ლიქენოიდური ეგზანთემა ან ენანთემა, ურტიკარია
ჰიდროქლოროთიაზიდით გამოწვეული სისტემური წითელი მგლურა
ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებები
მიალგია
ართრალგია, კუნთების სპაზმი
ჰიდროქლოროთიაზიდით გამოწვეული კუნთების სისუსტე, რიგიდობა, ტეტანია
თირკმელების და საშარდე გზების მხრივ დარღვევები
თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, მათ შორის თირკმელების მწვავე უკმარისობა, შარდის გამოყოფის გახშირება, სისხლში შარდოვანას დონის მომატება, სისხლში კრეატინინის დონის მომატება.
არსებული პროტეინურიის გამწვავება
ჰიდროქლოროთიაზიდით გამოწვეული ინტერსტიციული ნეფრიტი
დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ
დროებითი ერექციული დისფუნქცია
ლიბიდოს დაქვეითება, გინეკომასტია
ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები
დაღლილობა, ასთენია
ტკივილი გულ-მკერდის არეში პირექსია
ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა
არამელანომური კანის კიბო: ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემების თანახმად, გამოვლინდა კავშირი HCTZ-ის კუმულაციურ დოზა-დამოკიდებულებასა და NMSC-ს შორის (იხილეთ აგრეთვე პუნქტები 4.4 და 5.1).
შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ
სამედიცინო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ შეტყობინებას საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი მეშვეობით შესაძლებელია ფარმაცევტული პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგი. ჯანდაცვის სპეციალისტებს შეუძლიათ საეჭვო გვერდითი ეფექტების შესახებ განაცხადონ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები
აგფ ინჰიბიტორების დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული სიმპტომებია პერიფერიული ვაზოდილაცია (გამოხატული ჰიპოტენზიით, შოკით), ბრადიკარდია, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები, თირკმლის უკმარისობა, გულის რითმის დარღვევა, ცნობიერების დარღვევა, მათ შორის კომა, ცერებრალური კონვულსიები, პარეზი და პარალიზური ილეუსი.
წინასწარგანწყობილ პაციენტებში (მაგ. პროსტატის ჰიპერპლაზიით) ჰიდროქლორთიაზიდის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს შარდის მწვავე შეკავება.
მართვა
რეკომენდებულია პაციენტზე დაკვირვება და სიმპტომური და მხარდამჭერი მკურნალობა.
რეკომენდებულია პირველადი დეტოქსიკაცია (კუჭის ამორეცხვა, ადსორბენტების მიღება) და ჰემოდინამიკური სტაბილურობის აღდგენის ღონისძიებები, მათ შორის ალფა-1 ადრენერგული რეცეპტორების აგონისტების ან ანგიოტენზინ II-ის (ანგიოტენზინამიდის) მიღება. რამიპრილის აქტიური მეტაბოლიტი - რამიპრილატი -ცუდად გამოიდევნება საერთო სისხლის მიმოქცევის სისტემიდან ჰემოდიალიზის საშუალებით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: აგფ ინჰიბიტორები და დიურეზული საშუალებები, რამიპრილი და დიურეზული საშუალებები, ათქ კოდი: C09BA05.
მოქმედების მექანიზმი
რამიპრილი
რამიპრილატი, რამიპრილის პროწამლის აქტიური მეტაბოლიტი, აინჰიბირებს ფერმენტ დიპეპტიდილკარბოქსიპეპტიდაზა I-ს (სინონიმები: ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტი; კინინაზა II). პლაზმასა და ქსოვილებში ეს ფერმენტი ანგიოტენზინ I-ს გარდაქმნის სისხლძარღვების შემავიწროებელ აქტიურ ნივთიერებად ანგიოტენზინ II-ად კატალიზირების საშუალებით, და ხელს უწყობს სისხლძარღვების გამაფართოებელი აქტიური ნივთიერების ბრადიკინინის დაშლასაც. ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნის შემცირება და ბრადიკინინის დაშლის ინჰიბირება იწვევს ვაზოდილატაციას.
ვინაიდან, ანგიოტენზინ II ასევე ასტიმულირებს ალდოსტერონის გამოთავისუფლებას, რამიპრილატი ამცირებს ალდოსტერონის სეკრეციას. აგფ ინფიბიტორის დანიშვნისას, მონოთერაპიის ეფექტურობის საშუალო მაჩვენებელი უფრო დაბალი იყო არტერიული ჰიპერტენიზიის მქონე (როგორც წესი, ჰიპერტენზიის მქონე პაციეტები რენინის დაბალი შემცველობით) შავკანიან (აფრო-კარიბული) პაციენტებში, არაშავკანიან პაციენტებთან შედარებით.
ჰიდროქლოროთიაზიდი
ჰიდროქლოროთიაზიდი არის თიაზიდური დიურეზული საშუალება. თიაზიდური დიურეზულების ანტიჰიპერტენზიული ეფექტის მექანიზმი სრულად არ არის შესწავლილი. ის აინჰიბირებს ნატრიუმის და ქლორიდის რეაბსორბციას დისტალურ მილაკებში. ამ იონების მომატებულ თირკმლისმიერ გამოყოფას თან სდევს შარდის გამოყოფის მომატება (წყლის ოსმოსური წნევის გამო). იზრდება კალიუმის და მაგნიუმის გამოყოფა, მცირდება შარდმჟავას გამოყოფა. ჰიდროქლორთიაზიდის ჰიპოტენზიური მოქმედების შესაძლო მექანიზმებია: ნატრიუმის ბალანსის ცვლილება, არაუჯრედოვანი წყლის და პლაზმის მოცულობის შემცირება, თირკმლის სისხლძარღვთა რეზისტენტობის შეცვლა და ნორეპინეფრინისა და ანგიოტენზინ II-ზე რეაგირების დაქვეითება.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
რამიპრილი
რამიპრილის მიღება იწვევს პერიფერიული არტერიული რეზისტენტობის მკვეთრ დაქვეითებას. როგორც წესი, პრეპარატი მნიშვნელოვნად არ ცვლის სისხლის მიმოქცევას თირკმელებში და გორგლისებური ფილტრაციის დონეს. რამიპრილის გამოყენება არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას მდგომარე და მწოლიარე პოზიციებში, გულისცემის კომპენსატორული მომატების გარეშე.
უმეტეს შემთხვევაში, ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ვლინდება ერთჯერადი დოზის პერორალური მიღებიდან 1-2 საათში. ერთჯერადი დოზის მაქსიმალური ეფექტი, ჩვეულებრივ, მიიღწევა პერორალური მიღებიდან 3-6 საათის შემდეგ. ერთჯერადი დოზის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება, ჩვეულებრივ, გრძელდება 24 საათის განმავლობაში.
რამიპრილით მკურნალობისას მაქსიმალური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი, ჩვეულებრივ, ვლინდება 3-4 კვირის შემდეგ. დადგენილია, რომ ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ნარჩუნდება ხანგრძლივი თერაპის შემთხვევაში 2 წლის მანძილზე.
რამიპრილით მკურნალობის უეცარი შეწყვეტა არ იწვევს არტერიული წნევის სწრაფ და მნიშვნელოვან მატებას.
ჰიდროქლოროთიაზიდი
ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენებისას დიურეზი იწყება 2 საათში, მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა დაახლოებით 4 საათში, ხოლო ეფექტი გრძელდება დაახლოებით 6-12 საათის განმავლობაში.
ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მიიღწევა 3-4 დღეში და შეიძლება გაგრძელდეს თერაპიის შეწყვეტიდან 1 კვირის განმავლობაში.
ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს თან ახლავს ფილტრაციის ფრაქციის მცირე მატება, თირკმლის სისხლძარღვთა რეზისტენტობა და პლაზმური რენინის აქტივობა.
რამიპრილისა და ჰიდროქლოროთიაზიდის ერთად მიღება
კლინიკური კვლევების მიხედვით, ამ კომბინაციას აქვს უფრო გამოხატული ანტიჰიპერტენზიული ეფექტი, ვიდრე ცალკეულ კომპონენტებს. სავარაუდოდ, რამიპრილისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინირებული გამოყენებისას, რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ბლოკადის შედეგად, არსებობს შარდმდენებით გამოწვეული კალიუმის დაკარგვის კომპენსირების ტენდენცია. აგფ ინჰიბიტორის კომბინაციას დიურეზულ საშუალებებთან ერთად აქვს სინერგიული ეფექტი და ასევე ამცირებს დიურეზული საშუალებებით გამოწვეული ჰიპოკალიემიის რისკს.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა
ორი დიდი, რანდომიზებული, კონტროლირებადი კვლევის -ONTARGET (ONgoing Telmisartan Alone and in combination with Ramipril Global Endpoint Trail) და VA NEPHRON-D (The Veterans Affairs Nephropaty in Diabetes) - ფარგლებში შესწავლილ იქნა აგფ ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების კომბინაციაში გამოყენება.
ONTARGET კვლევაში მონაწილეობას ღებულობდნენ პაციენტები, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებოდათ გულ-სისხლძარღვთა ან ცერებროვასკულარული დაავადებები, ან შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2, ორგანოების გამოხატული დაზიანებით. VA NEPHRON-D კვლევაში მონაწილეობდნენ პაციენტები, რომელთაც აღენიშნებოდათ შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2, და დიაბეტური ნეფროპათია.
აღნიშნულმა კვლევებმა არ გამოავლინა მნიშვნელოვანი სასარგებლო ეფექტი კლინიკურ შედეგებზე თირკმელების და/ან გულ-სისხლძარღვთა სისტემების ან ლეტარული შედეგის თვალსაზრისით, ხოლო, მონოთერაპიასთან შედარებით, დაფიქსირდა ჰიპერკალემიის, თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევის და/ან ჰიპოტენზიის მომატებული რისკი. მათი მსგავსი ფარმაკოდინამიკური თვისებების გათვალისწინებით, ეს შედეგები ვრცელდება სხვა აგფ ინჰიბიტორებსა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებზეც.
აგფ ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ერთდროული გამოყენება არ შეიძლება დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
ALTITUDE კვლევა (Aliskiren Trial in Type 2 Dibetes Using Cardiovascular and Renal Disease Endpoints) იკვლევდა აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების სტანდარტულ თერაპიაში ალისკირენის დამატების სარგებელს იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებოდათ შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2, და თირკმელების ქრონიკული დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ან დაავადებების ორივე ტიპი. გვერდითი მოვლენების გაზრდილი რისკის გამო, კვლევა ვადამდე ადრე შეწყდა. გულსისხლძარღვთა ან ინსულტის მიზეზით ლეტალური შედეგი უფრო ხშირად ვლინდებოდა ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში. ანალოგიურად, გვერდითი მოვლენები და სერიოზული გვერდითი მოვლენები (ჰიპერკალემია, ჰიპოტენზია და თირკმლის ფუნქციის დარღვევა) უფრო ხშირად დაფიქსირდა ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.
არამელანომური კანის კიბო
ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემების თანახმად, გამოვლინდა კავშირი HCTZ-ის კუმულაციურ დოზა-დამოკიდებულებასა და არამელანომურ კანის კიბოს შორის. ერთი კვლევა მოიცავდა პოპულაციას ბაზალური უჯრედის კარცინომის 71,533 შემთხვევით და 8,629 ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის შემთხვევით, რომელიც შეესაბამედობა 1,430,833 და 172,462 პოპულაციის საკონტროლო ჯგუფს, შესაბამისად. HCTZ-ის დიდი დოზის გამოყენებას (≥50,000მგ კუმულაციურად) უკავშირდებოდა ბაზალური უჯრედის კარცინომის დაზუსტებული შანსების თანაფარდობის (OR) 1.29 (95% ნდობის ინტერვალი: 1.23-1.35) მაჩვენებელი და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის 3.98 (95% ნდობის ინტერვალი: 3.68- 4.31) მაჩვენებელი. სუფთა კუმულაციურ დოზაზე რეაგირება ჰქონდა, როგორც ბაზალური უჯრედის კარცინომას, ასევე ბრტყელუჯრედოვან კარცინომას. სხვა კვლევამ გამოავლინა შესაძლო კავშირი ტუჩის კიბოსა (ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა) და HCTZ-ის გავლენას შორის: ტუჩის კიბოს 633 შემთხვევა შეესაბამედობა 63,067 პოპულაციის საკონტროლო ჯგუფს, რისკების ნაკრების შერჩევითი სტრატეგიის გამოყენებით. კუმულაციურ დოზაზე რეაგირების თანაფარდობა, რომელიც გამოვლინდა დაზუსტებული შანსების თანაფარდობის 2.1 (95% ნდობის ინტერვალი: 1.7-2.6) მაჩვენებელით, გაიზარდა OR 3.9-მდე (3.0-4.9) მაღალი დოზების გამოყენებისას (∽25,000მგ) და OR 7.7-მდე (5.7-10.5) უმაღლესი კუმულაციური დოზების მიღებისას (∽100,000მგ) (იხ. ასევე, პუნქტი 4.4.).
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
რამიპრილი
აბსორბცია
პერორალურად მიღებისას რამიპრილი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; რამიპრილის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა ერთ საათში. შარდის გამოყოფის მონაცემებზე დაყრდნობით, შეიწოვება პრეპარატის მინიმუმ 56% და საკვების მიღება მნიშვნელოვნად არ მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეწოვაზე. აქტიური მეტაბოლიტის რამიპრილატის ბიოშეღწევადობა, 2,5 მგ და 5 მგ რამიპრილის პერორალურად მიღებისას, შეადგენს 45%-ს.
რამიპრილატის, რამიპრილის ერთადერთი აქტიური მეტაბოლიტის, მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა რამიპრილის მიღებიდან 2-4 საათში. რამიპრილის ჩვეულებრივ დღეში ერთხელ მიღებისას რამიპრილატის სტაბილური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით მკურნალობის მეოთხე დღეს.
განაწილება
რამიპრილის დაახლოებით 73% და რამიპრილატის დაახლოებით 56% უკავშირდება შრატის ცილებს.
ბიოტრანსფორმაცია
რამიპრილი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება რამიპრილატის, დიკეტოპიპერაზინის ეთერის, დიკეტოპიპერაზინის მჟავისა და რამიპრილისა და რამიპრილატის გლუკურონიდებად.
ელიმინაცია
მეტაბოლიტების ექსკრეცია ძირითადად თირკმელებით ხდება. რამიპრილატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მცირდება პოლიფაზურად. აგფ ფერმენტთან მისი ძლიერი, გაჯერებული შეკავშირებისა და ნელი დისოციაციის გამო, პლაზმაში ძალიან დაბალი კონცენტრაციისას, რამიპრილატს ახასიათებს ნახევარგამოყოფის გახანგრძლივებული პერიოდი.
რამიპრილის ერთჯერადი დღეღამური დოზის რამდენჯერმე მიღებისას, რამიპრილატის ნახევარგამოყოფის პერიოდი 5-10 მგ დოზებისთვის შეადგენს 13-17 საათს, ხოლო უფრო ხანგრძლივია 1,25 მგ-2,5 მგ დოზებისთვის. ეს სხვაობა განპირობებულია ფერმენტის გაჯერების უნარით, რომელიც აკავშირებს რამიპრილატს.
ლაქტაცია:
ერთჯერადი მიღებისას, რამიპრილისა და მისი მეტაბოლიტების დონე არ ისაზღვრება დედის რძეში. თუმცა, ეფექტი ცნობილი არ არის დოზის განმეორებითი მიღებისას.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით (იხ. პუნქტი 4.2)
რამიპრილატის თირკმლისმიერი ექსკრეცია მცირდება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ხოლო რამიპრილატის თირკმლისმიერი კლირენსი კრეატინინის კლირენსის პროპორციულია. ეს იწვევს რამიპრილატის პლაზმური კონცენტრაციის მატებას, რომელიც მცირდება უფრო ნელა, ვიდრე თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებში.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით (იხ. პუნქტი 4.2)
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში რამიპრილის მეტაბოლიზმი რამიპრილატად შეიძლება იყოს შენელებული, ხოლო სისხლის შრატში რამიპრილის კონცენტრაცია - მომატებული. თუმცა, ამ პაციენტებში რამიპრილატის პიკური კონცენტრაციები არ განსხვავდება ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში დაფიქსირებული მაჩვენებლებისგან.
ჰიდროქლოროთიაზიდი
აბსორბცია
პერორალურად მიღებისას ჰიდროქლოროთიაზიდის დაახლოებით 70% შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ჰიდროქლორთიაზიდის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1,5-5 საათში.
განაწილება
ჰიდროქლოროთიაზიდის 40% უკავშირდება პლაზმის ცილებს.
ბიოტრანსფორმაცია
ჰიდროქლოროთიაზიდი მცირე მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში.
ელიმინაცია
ჰიდროქლოროთიაზიდი გამოიყოფა თითქმის მთლიანად (>95%) თირკმელებით უცვლელი სახით; ერთჯერადი დოზის 50-70% გამოიყოფა 24 საათის განმავლობაში. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 5-6 საათს.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით (იხ. პუნქტი 4.2)
ჰიდროქლოროთიაზიდის თირკმლისმიერი ექსკრეცია მცირდება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ხოლო ჰიდროქლოროთიაზიდის თირკმლისმიერი კლირენსი კრეატინინის კლირენსის პროპორციულია. ეს იწვევს ჰიდროქლოროთიაზიდი პლაზმური კონცენტრაციის მატებას, რომელიც მცირდება უფრო ნელა, ვიდრე თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებში.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით (იხ. პუნქტი 4.2)
ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში ჰიდროქლოროთიაზიდის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ იცვლება. ჰიდროქლოროთიაზიდის ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
რამიპრილი და ჰიდროქლოროთიაზიდი
რამიპრილის და ჰიდროქლორთიაზიდის ერთად მიღება გავლენას არ ახდენს მათ ბიოშეღწევადობაზე. კომბინირებული პრეპარატი შეიძლება ჩაითვალოს ცალკეული კომპონენტების შემცველი პროდუქტების ბიოექვივალენტად.
პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
რამიპრილი + ჰიდროქლოროთიაზიდი
ვირთაგვებსა და თაგვებში რამიპრილისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციამ, 10,000 მგ/კგ-მდე დოზებით გამოყენებისას, არ გამოავლინა მწვავე ტოქსიკური ეფექტი. ვირთაგვებსა და მაიმუნებში განმეორებითი დოზის კვლევებმა აჩვენა მხოლოდ ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა.
ვირთაგვებსა და ბოცვრებში ჩატარებულმა რეპროდუქციულმა კვლევებმა აჩვენა, რომ კომბინაცია ოდნავ უფრო ტოქსიკურია, ვიდრე რომელიმე ცალკეული კომპონენტი, თუმცა, არცერთ კვლევაში არ გამოვლენილა კომბინაციის ტერატოგენული თვისებები.
ამ კომბინაციით მუტაგენურობის ან კანცეროგენობის კვლევები არ ჩატარებულა.
რამიპრილი
ვრცელი კვლევის მონაცემების მიხედვით არ გამოვლენილა რამიპრილის მუტაგენური ან გენოტოქსიკური თვისებები.
ვირთაგვებსა და თაგვებზე ჩატარებულ გრძელვადიან კვლევებში არ დაფიქსირებულა ონკოგენური მოქმედება.
ვირთაგვებში დაფიქსირებული თირკმლის მილაკები ოქსიფილური უჯრედებით და ტუბულები ოქსიფილური უჯრედების ჰიპერპლაზიით განიხილება, როგორც რეაგირება ფუნქციურ და მორფოლოგიურ ცვლილებებზე და არა ნეოპლაზიურ ან პრენეოპლაზიურ რეაგირებად.
ჰიდროქლოროთიაზიდი
ჰიდროქლოროთიაზიდი არ აღმოჩნდა გენოტოქსიკური Salmonella typhimurium-ის შტამების TA 98, TA 100, TA 1535, TA 1537 და TA 1538 in vitro მუტაგენურობის (ეიმსის) ტესტში და და ქრომოსომულ აბერაციებზე ჩინური ზაზუნას საკვერცხეების (CHO) ტესტში ან in vivo ანალიზებში თაგვის ჩანასახოვანი უჯრედების ქრომოსომების, ჩინური ზაზუნის ძვლის ტვინის ქრომოსომების და Drosophila სქესთან დაკავშირებული რეცესიული ლეტალური გენების გამოყენებით. დადებითი შედეგები მიღებულ იქნა მხოლოდ in vitro CHO დისეული ქრომატიდული გაცვლის (კლასტოგენურობა) და თაგვის ლიმფომის (Mouse Lymphoma Cell ) (მუტაგენურობა) კვლევებში, 43-1300 მკგ/მლ ჰიდროქლორთიაზიდის კონცენტრაციების გამოყენებისას, და Aspergillus nidulans არაგანცალკევების კვლევაში დაუზუსტებელი კონცენტრაციის გამოყენებისას.
თაგვებსა და ვირთაგვებზე აშშ-ს ეროვნული ტოქსიკოლოგიის პროგრამის (NTP) ეგიდით ჩატარებული ორწლიანი კვლევებით არ გამოვლინდა ჰიდროქლორთიაზიდის კანცეროგენურობა დედალ თაგვებში (დაახლოებით 600 მგ/კგ/დღეში დოზით) ან მამალ და დედალ ვირთხებში (დაახლოებით 100 მგ/კგ/დღეში დოზებით). თუმცა, NTP-ის ფარგლებში მამალ თაგვებში გამოვლინდა ჰეპატოკარცინოგენურობის საეჭვო მტკიცებულება.
ფარმაცევტული მონაცემები
შემავსებლების ჩამონათვალი
სიმინდის სახამებელი, ნაწილობრივ პრეჟელატინებული, ნატრიუმის სტეარილფუმარატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა.
შეუთავსებლობა
არ გამოიყენება.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი
შენახვის განსაკუთრებული პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შეფუთვა
ტაბლეტები დაფასოებულია Al/Al (ალუმინი/ალუმინი) ბლისტერებში.
შეფუთვის ზომა: 30 ტაბლეტი.
შეფუთვაში შედის 3 ბლისტერი, თითოზე 10 ტაბლეტით.
ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.
ნარჩენების განკარგვა
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის. ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
შპს „ნიუ ფარმ გრუპი“
მისამართი: საქართველო, თბილისი 0154, ევდოშვილის ქ.#18
სავაჭრო ლიცენზიის ნომერი:
პირველი ავტორიზაციის/ავტორიზაციის განახლების თარიღი:
ტექსტის გადახედვის თარიღი:
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.