ჰარტილ-D
Hartil®-D
პრეპარატი ჰარტილ®-D შეიცავს ორი მოქმედი ნივთიერების, რამიპრილის და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციას. რამიპრილი წარმოადგენს ხანგრძლივად მოქმედ აგფ (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის) ინჰიბიტორს, პრეპარატის მოქმედება მდგომარეობს შემდეგში: ამცირებს იმ ნივთიერებათა გამომუშავებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან არტერიული …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ჰიდროქლოროთიაზიდი (hydrochlorothiazide) + რამიპრილი (ramipril)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ + 25მგ ტაბლეტი №28 (2X14)
- მწარმოებელი
- EGIS Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები და დიურეზული საშუალებები
- ATC კოდი
- C09BA05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041853
- რეგისტრირებულია
- 13 აგვისტო 2024, მოქმედებს 13 აგვისტო 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- EGIS Pharmaceuticals PLC (უნგრეთი)
- განმცხადებელი
- დსს ეგის ფარმაცეუტიკალს წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ჰარტილ-D — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატი ჰარტილ®-D შეიცავს ორი მოქმედი ნივთიერების, რამიპრილის და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციას.
რამიპრილი წარმოადგენს ხანგრძლივად მოქმედ აგფ (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის) ინჰიბიტორს, პრეპარატის მოქმედება მდგომარეობს შემდეგში:
ამცირებს იმ ნივთიერებათა გამომუშავებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან არტერიული წნევის მომატებაზე;
იწვევს სისხლძარღვების მოდუნებას და გაფართოებას;
აადვილებს გულის მიერ სისხლის გადატუმბვას.
ჰიდროქლოროთიაზიდი არის “თიაზიდური დიურეტიკი”, ანუ შარდმდენი საშუალება. ჰიდროქლოროთიაზიდი ზრდის შარდის მოცულობას, რომელიც გამოიყოფა ორგანიზმიდან, რაც იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას.
პრეპარატი ჰარტილ®-D გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ. ორივე ნივთიერება მოქმედებს ერთად, ავლენს რა წნევის დაქვეითების უფრო გამოხატულ ეფექტს. ამ ნივთიერებების გამოყენება შესაძლებელია ერთდროულად, თუ მხოლოდ ერთი კომპონენტით მკურნალობა არ არის ეფექტური.
რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატის ჰარტილ®-D გამოყენების დაწყებამდე
ნუ მიიღებთ ჰარტილ®-D-ს ტაბლეტებს
თუ გაქვთ ალერგია რამიპრილის, ჰიდროქლოროთიაზიდის, ასევე მე-8 ნაწილში მოყვანილი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
თუ გაქვთ ალერგია პრეპარატ ჰარტილ®-D-ს მსგავს სამკურნალო საშუალებებზე (აგფ-ს სხვა ინჰიბიტორები ან სულფონამიდების ჯგუფის წამლები). ალერგიული რეაქციის ნიშნებს მიეკუთვნება გამონაყარი კანზე, გაძნელება ყლაპვის ან სუნთქვის დროს, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპება.
თუ თქვენ ადრე აგეღნიშნებოდათ მძიმე ალერგიული რეაქცია – “ანგიონევროზული შეშუპება”. სიმპტომებია: ქავილი, ჭინჭრის ციება, წითელი ლაქები ხელებზე, ფეხებზე და ყელზე, ყელის, ენის შეშუპება, შეშუპება თვალების და ტუჩების გარშემო, გაძნელებული სუნთქვა და ყლაპვა.
თუ თქვენ ღებულობთ პრეპარატს, რომელიც შედგება ორი კომპონენტისაგან – საკუბიტრილი და ვალსარტანი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მოზრდილებში გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ). ვინაიდან ამასთან ერთად იზრდება ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი.
თუ გიტარდებათ ჰემოდიალიზი ან სხვა ტიპის სისხლის ფილტრაცია. გამოყენებული მოწყობილობის მიხედვით მკურნალობა პრეპარატით ჰარტილ®-D შეიძლება იყოს თქვენთვის შეუსაბამო.
თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები.
თუ აგეღნიშნებათ სისხლში ზოგიერთი მარილების (კალციუმის, კალიუმის, ნატრიუმის) შემცველობის ცვლილებები.
თუ გაქვთ თირკმელების დაავადება, რასაც ახლავს თირკმლის სისხლის ნაკადის შემცირება (თირკმლის არტერიის სტენოზი).
თუ ხართ 3 თვეზე მეტი ხნის ორსული (იხ. ნაწილი ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება).
თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს (იხ. ნაწილი ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება).
თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან დარღვეული გაქვთ თირკმელების ფუნქცია, და ღებულობთ ალისკირენის შემცველ პრეპარატებს, რომლებიც აქვეითებენ არტერიულ წნევას.
ნუ მიიღებთ პრეპარატს ჰარტილ®-D, თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი ზემოთ მითითებული მდგომარეობა. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, პრეპარატ ჰარტილ®-D-ს მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ექიმის დანიშნულების მკაცრი დაცვით. თუ გაგიჩნდებათ კითხვები, მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა
თქვენთვის საჭირო დოზა არტერიული წნევის კონტროლისთვის განისაზღვრება თქვენი მკურნალი ექიმის მიერ.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებისთვის რეკომენდირებული დოზები ჩვეულებრივზე უფრო დაბალია და უნდა იქნას შერჩეული ექიმის მიერ ინდივიდუალურად, რის შემდეგაც ექიმი თანდათან შეარჩევს საჭირო დოზას.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში პრეპარატ ჰარტილ®-D-ს გამოყენება არ არის რეკომენდებული რამიპრილის უსაფრთხოების და ეფექტურობის მონაცემების არარსებობის გამო ამ ასაკობრივ ჯგუფში.
გამოყენების წესი
შიგნით მისაღები.
ჰარტილ®-D უნდა იქნას მიღებული დღეში ერთხელ, ჩვეულებრივ დილით.
ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, დაღეჭვის გარეშე და წყლის საკმარისი რაოდენობის დაყოლებით.
ჰარტილ®-D-ს ტაბლეტების მიღება შეიძლება საკვების მიღების მიუხედავად.
ტაბლეტების გაყოფა შეიძლება ორ თანაბარ დოზად, ნაზოლზე გადატეხვით.
თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტი ჰარტილ®-D-ს ტაბლეტები
დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფის სასწრაფო დახმარების განყოფილებაში. არ ატაროთ ავტომობილი – სთხოვეთ ვინმეს, რომ მიგიყვანოთ საავადმყოფოში ან გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. წაიღეთ თან ეს ინსტრუქცია და დარჩენილი ტაბლეტები, რათა ზუსტად იცოდეს ექიმმა, თუ რა პრეპარატი მიიღეთ.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ჰარტილ®-D-ს დროულად მიღება
თუ თქვენ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ შემდეგი ტაბლეტი ჩვეულებრივი განრიგის მიხედვით.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული მიღების საკომპენსაციოდ.
თუ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა რამიპრილის და სხვა აგფ ინჰიბიტორების, ჰიდროქლოროთიაზიდის, და სხვა თიაზიდური დიურეტიკების, სულფონამიდების, ასევე, პრეპარატის სხვა ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია 6.1 პუნქტში;
ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში (მემკვიდრული, იდიოპათიური ან აგფ ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების (არბ-II) მიღებასთან დაკავშირებული).
ექსტრაკორპორალური მკურნალობა, რომლის დროსაც სისხლი კონტაქტში შედის უარყოფითად დამუხტულ მემბრანის ზედაპირთან (იხ. პუნქტი 4.5)).
ჰემოდინამიურად მნიშვნელოვანი თირკმლის არტერიის ორმხრივი (ან ცალმხრივი პაციენტებში, რომელთაც აქვთ ერთი თირკმელი) სტენოზი.
ორსულობის მე-2 და მე-3 ტრიმესტრი (ასევე, იხ. პუნქტები 4.4. და 4.6.).
ლაქტაციის პერიოდი (იხ. პუნქტი 4.6).
თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ-ზე ნაკლები) იმ პაციენტებში, რომლებიც არ იმყოფებიან ჰემოდიალიზზე.
ელექტროლიტების ბალანსის კლინიკურად მნიშვნელოვანი დარღვევა, რომელიც შეიძლება გაუარესდეს ჰარტილ®-დ-თი მკურნალობის შემდეგ (იხ. პუნქტი 4.4).
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია.
პაციენტები შაქარიანი დიაბეტით, ან თირკმლის ფუნქციის საშუალო სიმძიმის დარღვევით (გფს < 60 მლ/წთ/1.73 მ2), რომლებიც იღებენ ალისკირენის შემცველ პრეპარატებს (იხ. პუნქტი 4.5 და 5.1).
საკუბიტრილი/ვალსარტანთან ერთდროული გამოყენება (იხ. პუნქტი 4.4. და 4.5). აგფ ინჰიბიტორები (ისეთი, როგორიც არის რამიპრილი) არ შეიძლება დაინიშნოს საკუბიტრილი/ვალსარტანით მკურნალობის შეწყვეტიდან 36 საათზე უფრო ადრე.
სიფრთხილის ზომები
გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან პრეპარატ ჰარტილ®-D ტაბლეტების მიღებამდე.
თუ ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების შემდეგ წარსულში აგეღნიშნებოდათ სუნთქვის დარღვევა ან გქონიათ ფილტვის დაავადებები (მათ შორის ფილტვების ანთება ან ფილტვებში სითხის დაგროვება). დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ პრეპარატის ჰარტილ®-D მიღების შემდეგ თქვენ გაგივითარდათ ძლიერი ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება
თუ გაქვთ გულის, ღვიძლის ან თირკმელების დაავადებები;
თუ დაკარგეთ მარილების ან სითხის მნიშვნელოვანი რაოდენობა (მაგალითად, ღებინების, დიარეის, მომატებული ოფლიანობის, დროს, დიეტა მარილების დაბალი შემცველობით, შარდმდენი საშუალებების მიღება ხანგრძლივი დროის მანძილზე ან ჰემოდიალიზით მკურნალობა);
თუ თქვენ გიტარებენ მადესენსიბილიზირებელ თერაპიას მწერების ნაკბენებისადმი ალერგიის სამკურნალოდ;
თუ იგეგმება თქვენთვის საანესთეზიო საშუალებების შეყვანა ქირურგიული ოპერაციის დროს ან სტომატოლოგთან. შეიძლება გაჩნდეს პრეპარატ ჰარტილ®-D-ს მოხსნის აუცილებლობა ასეთ ჩარევამდე ერთი დღით ადრე. გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან;
თუ თქვენ სისხლში მომატებული გაქვთ კალიუმის დონე (ლაბორატორიული ტესტების შედეგების საფუძველზე);
თუ თქვენ ღებულობთ ნებისმიერ პრეპარატს ან გაწუხებთ დაავადება, რომელმას შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება. ამ შემთხვევაში თქვენს მკურნალ ექიმს შეუძლია მოგცეთ მიმართვა სისხლის რეგულარული ანალიზების ჩატარებაზე ნატრიუმის დონის კონტროლის მიზნით. ეს განსაკურებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.
თუ თქვენ ღებულობთ ე.წ. mTOR-ის ინჰიბიტორებს (ტემსიროლიმუსი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი), ასევე ვილდაგლიპტინს ან ნეპრილიზინის ინჰიბიტორებს (რაცეკადოტრილი) ან საკუბიტრილი/ვალსარტანი – შეიძლება გაიზარდოს ანგიონევროზული შეშუპების რისკი. პრეპარატის საკუბიტრილი/ვალსარტანის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია თავში “ნუ მიიღებთ ჰარტილ-დ®-ს ტაბლეტებს”
თუ გაქვთ კოლაგენური სისხლძარღვოვანი დაავადება, როგორიცაა სკლეროდერმა ან სისტემური წითელი მგლურა;
თქვენ უნდა შეატყობინოთ მკურნალ ექიმს, თუ ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად (ან არის ორსულობის ალბათობა). არ არის რეკომენდირებული პრეპარატი ჰარტილ®-D ორსულობის ადრულ ვადებში და არ შეიძლება მისი მიღება, თუ ორსულობის ვადა 3 თვეზე მეტია, რადგანაც მისმა გამოყენებამ ორსულობის ასეთ ვადებში შეიძლება ბავშვს სერიოზული ზიანი მიაყენოს (იხ. ნაწილი “ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება”);
თუ თქვენ გაგიუარესდათ მხედველობა ან გრძნობთ ტკივილს თვალებში, რაც შეიძლება წარმოადგენდეს თვალის სისხლძარღვოვან გარსში სითხის დაგროვების (ქორიოიდული გამონაჟონი) ან თვალშიდა წნევის მომატების (გლაუკომის) სიმპტომს და შესაძლოა განვითარდეს პრეპარატ ჰარტილ®-D-ს მიღების შედეგად რამოდენიმე საათიდან რამოდენიმე კვირაში. მკურნალობის გარეშე ამან შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის სრული დაკარგვა. თუ წარსულში თქვენ გქონიათ ალერგია პენიცილინის ან სულფონამიდის მიმართ, თქვენ შეიძლება მომატებული გქონდეთ ამ მდგომარეობების განვითარების რისკი.
თუ ღებულობთ არტერიული წნევის დამწევ ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:
- ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები, ასევე ცნობილი როგორც სარტანები, მაგალითად, ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი, განსაკუთრებით, თუ გაწუხებთ დიაბეტთან დაკავშირებული თირკმელების დაავადებები;
- ალისკირენი.
შესაძლებელია, თქვენი მკურნალი ექიმი რეგულარულად შეამოწმებს თირკმელების ფუნქციას, გაგიზომავთ არტერიულ წნევას და სისხლში ელექტროლიტების (კალიუმის) დონეს.
ასევე გაეცანით ინფორმაციას, რომელიც მოყვანილია ნაწილში “ნუ მიიღებთ პრეპარატს ჰარტილ®-D შემდეგ შემთხვევებში”.
- თუ წარსულში გქონიათ კანის კიბო ან თუ მკურნალობის დროს შეგეცვალათ კანის მდგომარეობა. ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობამ, განსაკუთრებით მაღალი დოზებით, შეიძლება გაზარდოს კანის ან ტუჩის ზოგიერთი ტიპის კიბოს განვითარების რისკი (კანის არამელანომური კიბო). დაიცავით თქვენი კანი მზისგან და ულტრაიისფერი სხივებისგან პრეპარატ ჰარტილ®- D-თი მკურნალობის დროს.
თუ ნესბისმიერი ზემოთ მოყვანილი გეხებათ თქვენ, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან, ვიდრე დაიწყებთ ჰარტილ®-D-ს მიღებას.
ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები
არ არის რეკომენდირებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში ვინაიდან არ არსებობს მოცემული პრეპარატის გამოყენების მონაცემები ამ ასაკობრივ ჯგუფში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომლებსაც იღებთ, ახლახანს იღებდით ან გეგმავთ მიღებას. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც პრეპარატმა ჰარტილ®-D შეიძლება იმოქმედოს რიგი პრეპარატების ეფექტზე და პირიქით, სხვა სამკურნალო პრეპარატებმა შეიძლება მიახდინონ ზემოქმედება პრეპარატის ჰარტილ®-D ეფექტურობაზე.
შესაძლებელია თქვენს მკურნალ ექიმს გაუჩნდეს პრეპარატის დოზის შეცვლის აუცილებლობა ან მიიღოს ქვემოთ მოყვანილი სიფრთხილის სხვა ზომები:
თუ თქვენ ღებულობთ ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორებს (არბ-II) ან ალისკირენს (იხ. ასევე ინფორმაცია, მოყვანილი ნაწილებში “ნუ მიიღებთ პრეპარატს ჰარტილ®-D შემდეგ შემთხვევებში” და “სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენების დროს”).
შეატყობინეთ მკურნალ ექიმს, თუ ღებულობთ ქვემოთ მოყვანილ პრეპარატებს, რადგანაც მათ შეუძლიათ პრეპარატის ჰარტილ®-D ეფექტურობის გაუარესება:
ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები (მაგალითად, არასტეროიდული ანთების პრეპარატები, როგორიცაა იბუპროფენი, ინდომეტაცინი და აცეტილსალიცილის მჟავა);
დაბალი არტერიული წნევის, შოკის, გულის უკმარისობის, ასთმის და ალერგიის სამკურნალო საშუალებები, ისეთები, როგორიც არის ეფექდრინი, ნორადრენალინი, ადრენალინი. თქვენი მკურნალი ექიმი გააკონტროლებს თქვენს არტერიალ წნევას.
შეატყობინეთ მკურნალ ექიმს, თუ ღებულობთ ქვემოთ მოყვანილ პრეპარატებს, რადგანაც მათ შეუძლიათ გაზარდონ გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობა, მათი და პრეპარატ ჰარტილ®-D-ს ერთდროული მიღების შემთხვევაში:
პრეპარატი, რომელიც შეიცავს ორ კომპონენტს: საკუბიტრილი და ვალსარტანი (გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ მოზრდილებში). (იხ. პუნქტი “ნუ მიიღებთ პრეპარატს ჰარტილ®-D”);
ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩბელი პრეპარატები (მაგალითად, არასტეროიდული ანთების პრეპარატები, როგორიცაა იბუპროფენი, ინდომეტაცინი და აცეტილსალიცილის მჟავა);
პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება, მაგალითად, წამლები შეკრულობის სამკურნალოდ, შარდმდენები, ამფოტერიციბი B (სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ) და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი (თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის ტესტირებისთვის);
ანტისიმსივნური პრეპარატები (ქიმიოთერაპია);
პრეპარატები გულის დაავადებების, მათ შორის, გულის რითმის სამკურნალოდ;
პრეპარატები, რომლებიც ხელს უშლიან ორგანოების მოშორებას ტრანსპლანტაციის შემდეგ, როგორიცაა ციკლოსპორინი;
შარდმდენი პრეპარატები, მაგალითად, ფუროსემიდი;
პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ სისხლში კალციუმის დონის მომატება, როგორიცაა სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი, კალიუმის მარილები და ჰეპარინი (საშუალება სისხლის გათხევადებისთვის);
სტეორიდული პრეპარატები ანთებების სამკურნალოდ, როგორიცაა პრედნიზოლონი;
საკვები დანამატები, რომლებიც შეიცავენ კალციუმს;
ალოპურინოლი (პრეპარატები სისხლში შარდმჟავას დონის დასაქვეითებლად);
პროკაინამიდი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გულის რითმის დარღვევებისას);
ქოლესტირამინი (სისხლში ცხიმების შემცველობის დასაქვეითებლად);
კარბამაზეპინი (ეპილეფსიის სამკურნალოდ);
ჰეპარინი (სისხლის გამათხიერებელი პრეპარატი);
ტემსიროლიმუსი (სიმსივნის სამკურნალო პრეპარატი);
სიროლიმუსი, ევეროლიმუსი (გადანერგილი ორგანოების მოშორების საწინააღმდეგო);
ვილდაგლიპტინი (მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ);
რაცეკადოტრილი (ფაღარათის სამკურნალო პრეპარატი).
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ღებულობთ ქვემოთ მოყვანილი პრეპარატებიდან რომელიმეს, რადგანაც პრეპარატმა ჰარტილ®-D შეიძლება გავლენა იქონიოს მათ მოქმედებაზე:
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები (პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ სისხლში შაქრის დონეს, რომლებიც განკუთვნილია შიგნით მისაღებად, ასევე ინსულინი). ჰარტილ®-D შეიძლება დააქვეითოს სისხლში შაქრის დონე. რეგულარულად გააკონტროლეთ შაქრის დონე სისხლში, თუ თქვენ ღებულობთ ჰარტილ®-D-ს;
ლითიუმის პრეპარატები (ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ). პრეპარატს ჰარტილ®-D შეუძლია სისხლში ლითიუმის შემცველობის მომატება. თქვენი მკურნალი ექიმი სათანადოდ გააკონტროლებს სისხლში ლითიუმის დონეს.
კუნთების მომადუნებელი პრეპარატები.
ქინინი (მალარიის სამკურნალოდ).
იოდის შემცველი რენტგენოკონტრასტული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება, როდესაც თქვენ გადიხართ რადიოლოგიურ გამოკვლევას საავადმყოფოში.
პენიცილინი (ინფექციების სამკურნალოდ).
სისხლის გამათხიერებელი პრეპარატები პერორალური მიღებისთვის, როგორიცაა ვარფარინი.
თუ ნებისმიერი ზემოთჩამოთვლილი გეხებათ თქვენ, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან, ვიდრე დაიწყებთ პრეპარატის ჰარტილ®-D ტაბლეტები მიღებას.
ტესტების შედეგები
გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან პრეპარატის ჰარტილ®-D მიღების დაწყებამდე:
თუ თქვენ ჩაგიტარებენ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ლაბორატორიულ შეფასებას (ტესტს). პრეპარატს ჰარტილ®-D შეუძლია ტესტის შედეგებზე ზემოქმედება.
თუ ხართ სპორტსმენი და გიტარებენ ანტიდოპინგის კონტროლს. პრეპარატს ჰარტილ®-D შეუძლია დადებითი რეაქციის მოცემა.
ჰარტილ®-D-ს ტაბლეტების მიღება საკვებთან და ალკოჰოლთან
ალკოჰოლის გამოყენებამ პრეპარატით ჰარტილ®-D მკურნალობის დროს შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა. თუ არ ხართ დარწმუნებული, რამდენი სპირტიანი სასმელის მიღება შეიძლება ჰარტილ®-D-ს ტაბლეტების მიღების დროს, ჩაიტარეთ კონსულტაცია თქვემს მკურნალ ექიმთან, რადგანაც არტერიული წნევის დამწევ პრეპარატებს და ალკოჰოლს შეუძლიათ იქონიონ ურთიერთ გამაძლიერებელი ეფექტი.
ჰარტილ®-D-ს ტაბლეტების მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან უზმოზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად, კვებავთ ბავშს ძუძუთი, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე.
ორსულობა
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ვარაუდობთ რომ ხართ ორსულად (ან არსებობს ორსულობის ალბათობა). ჰარტილ®-D-ს გამოყენება არ არის რეკომენდირებული ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში, მე-13 კვირიდან მისი გამოყენება უკუნაჩვენებია, ვინაიდან მას შეუძლია გამოიწვიოს ნაყოფის მძიმე დაზიანება. დუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ დაორსულდით პრეპარატ ჰარტილ®-D-თი მკურნალობის დროს. დაგეგმილი ორსულობის შემთხვევაში რეკომენდებულია მკურნალობის ალტერნატიული მეთოდის გამოყენება.
ძუძუთი კვება
შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ხართ მეძუძური დედა ან აპირებთ ძუძუთი კვების დაწყებას. ჰარტილ®-D არ არის რეკომენდირებული მეძუძური დედებისთვის და თქვენი მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს, თუ აპირებთ ძუძუთი კვებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალშობილებისთვის და დღენაკლული ბავშვებისთვის.
ზემოქმედება სატრანსორტო საშუალების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატის ჰარტილ®-D გამოყენების დროს შეიძლება აღინიშნოს თავბრუსხვევა. ეს უფრო სავარაუდოა ამ პრეპარატით მკურნალობის დასაწყისში და დოზის გაზრდის შემდეგ. თავბრუსხვევის შემთხვევაში არ მართოთ სატრანსორტო საშუალებები და არ შეასრულოთ სახიფათო მოქმედებები.
პრეპარატი ჰარტილ®-D შეიცავს 50მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს.
თუ თქვენმა მკურნალმა ექიმმა გაგაფრთხილათ, რომ თქვენ გაქვთ შაქრის ზოგიერთი ტიპის აუტანლობა, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ამ სამედიცინო საშუალების გამოყენებამდე.
ნატრიუმის შემცველობა
პრეპარატი ჰარტილ®-D შეიცავს 1მმოლ-ზე ნაკლებ (23მგ) ნატრიუმს თითოეულ ტაბლეტში, ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
როგორ უნდა იქნას მიღებული პრეპარატი ჰარტილ®-D ტაბლეტები
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატის ზოგიერთმა გვერდითმა მოვლენამ (ჰიპოტენზიის სიმპტომები - თავბრუსხვევა) შეიძლება გააუარესოს ყურადღების დონე და რეაქციული უნარი, რაც შეიძლება წარმოადგენდეს საფრთხეს სამუშაოს შესრულებისას, რომელიც მოითხოვს ყურადღების მაღალ დონეს (სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა). ეს გავლენა უფრო გამოხატულია მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდის შემდეგ. ამიტომ მკურნალობის დასაწყისში, პრეპარატის დოზის გაზრდის შემდეგ ან სხვა პრეპარატიდან გადმოსვლის შემთხვევაში, პაციენტებმა რამოდენიმე საათის განმავლობაში თავი უნდა შეიკავონ ტრანსპორტის მართვისგან და მექანიზმებთან მუშაობისგან.
გვერდითი მოვლენები
სხვა წამლების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია არასასურველი რეაქციების გამოწვევა, მაგრამ ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში.
ნუ მიიღებთ პრეპარატს ჰარტილ®-D და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ აღგენიშნებათ ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი ეფექტებიდან – თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:
სახის, ტუჩების ან ხორხის შეშუპება, რაც აძნელებს ყლაპვას ან სუნთქვას, ასევე ქავილი და გამონაყარი კანზე. ეს შეიძლება იყოს პრეპარატზე ჰარტილ®-D მძიმე ალერგიის ნიშნები;
მძიმე რეაქციები კანის მხრივ, გამონაყარის, პირის ღრუში წყლულების, არსებული კანის დაავადების გაუარესების, კანის გაწითლების, ბუშტუკების ან კანის აშრევების ჩათვლით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ან მრავალმორფული ერითემა).
დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ აგეღნიშნებათ:
გახშირებული ან არარითმული გულისცემა და ძლიერი გულისცემის შეგრძნება, ტკივილი გულმკერდის არეში, კომპრესიული შეგრძნება გულმკერდის არეში ან უფრო მძიმე დაავადებები, მიოკარდის ინფარქტის ან ინსულტის ჩათვლით.
ჰაერის უკმარისობის შეგრძნება ან ხველა, სხეულის ტემპერატურის მომატება 2-3 დღის განმვალობაში, მადის გაუარესება, რაც შეიძლება იყოს ფილტვების დაავადების ნიშნები (ფილტვების ანთების ჩათვლით).
ადვილად ჩამოყალიბებული სისხლჩაქცევები, ჩვეულებრივზე უფრო ხანგრძლივი სისხლდენა ან ნებისმიერი ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ სისხლდენაზე (მაგალითად, ღრძილებიდან სისხლდენა), კანზე მუქი-იასამნისფერი წერტილოვანი ლაქების გაჩენა, ჩვეულებრივზე ადვილად განვითარებული ინფექციური დაავადებები, ყელის ტკივილი და სხეულის ტემპერატურის მომატება, დაღლილობა, სისუსტე, თავბრუსხვევა ან კანის საფარის სიფერმკრთალე. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ძვლის ტვინის ფუნქციის და სისხლმბადი ორგანოების ფუნქციის დარღვევების ნიშნები.
მკვეთრი ტკივილი კუჭის არეში, რომელიც გადაეცემა ზურგში. ეს შეიძლება იყოს კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების (პანკრეატიტის) ნიშანი.
ცხელება, შემცივნება, მადის არარსებობა, კუჭის ტკივილი, გულისრევა, კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე). ყველაფერი ეს შეიძლება იყოს ღვიძლის ისეთი დაავადებების ნიშანი, როგორიცაა ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება) ან ღვიძლის დაზიანება.
ძლიერი ტკივილი თვალებში ან მხედველობის დაბინდვა თვალშიდა წნევის მომატების გამო (თვალის სისხლძარღვოვან გარსში სითხის შეგუბების (ქორიოიდული გამონაჟონი) ან მწვავე დახურულკუთხოვანო გლაუკომის შესაძლო სიმპტომები). სინათლის წყაროს ირგვლივ მბზინავი კონტურების წარმოქმნა, თავის ტკივილი, ძლიერი ცრემლდენა, გულისრევა და ღებინება – ყველა ეს სიმპტომი შეიძლება ასევე მიუთითებდეს გლაუკომის განვითარებაზე. მხედველობის გაუარესება და ახლომხედველობა – მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება მიოპია.
ქვემოთ ჩამოთვლილია სხვა გვერდითი ეფექტები:
შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ნებისმიერი გვერდითი ეფექტებიდან ხდება მძიმე ან გრძელდება რამდენიმე დღეზე მეტ ხანს:
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):
თავის ტკივილი, სისუსტე, დაღლილობა;
თავბრუსხვევა – გვხვდება უფრო ხშირად პრეპარატით ჰარტილ®-D მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდის შემთხვევაში;
მშრალი, გამაღიზიანებელი ხველა ან ბრონქიტი;
სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს სისხლში გლუკოზის დონის მომატება. თუ ხართ დაავადებული შაქრიანი დიაბეტით, ამან შეიძლება გააუარესოს დიაბეტის კლინიკური მიმდინარეობა.
სისხლის ანალიზის შედეგებმა შეიძლება აჩვენოს სისხლში შარდმჟავას და ცხიმების დონის ზრდა;
ტკივილი, შეწითლება, სახსრების შეშუპება.
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):
კანის გამონაყარი, რომელიც კანის ზედაპირიდან არის ამოწეული ან არ არის ამოწეული;
წამოხურება, გონების დაკარგვა, არტერიული ჰიპოტენზია (არანორმალურად დაქვეითებული წნევა), განსაკუთრებით, თუ თქვენ სწრაფად დგებით ან გადადიხართ მწოლიარე მდგომარეობიდან მჯდომარე პოზიციაში;
წონასწორობის დარღვევა (ვერტიგო);
ქავილი და უჩვეულო შეგრძნებები კანის მხრივ, როგორიცაა გაბუჟება, ჩხვლეტის, წვის ან კანზე ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება (პარესტეზია);
გემოვნების შეგრძნებების დარღვევა ან ცვლილება;
ძილის დარღვევა;
დეპრესია, შფოთვა, მომატებული ნევროზულობა, კანკალი;
ცხვირის გაჭედვა, ცხვირის პარანაზალური წიაღების ანთება (სინუსიტი), ქოშინი;
ღრძილების ანთება (გინგვინიტი), პირის შეშუპება;
თვალების ქავილი, გაწითლება, შეშუპება თვალების გარშემო, ცრემლდენა;
მხედველობის დაბინდვა;
ხმაური ყურებში;
თმის ცვენა;
ტკივილი გულმკერდის არეში;
კუნთების ტკივილი;
შეკრულობა, კუჭის ან ნაწლავის ტკივილი;
საჭმლის მონელების დარღვევა ან გულისრევა;
დღეში შარდის ნორმაზე მეტი რაოდენობის გამოყოფა;
მომატებული ოფლიანობა ან წყურვილი;
მადის დაკარგვა ან გაუარესება (ანორექსია), შიმშილის შეგრძნების შემცირება;
უფრი ხშირი ან არარეგულარული გულის შეკუმშვები;
ხელების და ფეხების შეშუპება (ეს შეიძლება იყოს ორგანიზმში სითხის შეკავების ნიშანი);
ცხელება;
იმპოტენცია მამაკაცებში;
სისხლის წითელი და თეთრი სხეულაკების, თრომბოციტების რაოდენობის ან ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირება სისხლის ანალიზის დროს;
ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის ან თირკმელების ფუნქციის ცვლილება სისხლის ანალიზის დროს
კალიუმი დონის შემცირება სისხლის ანალიზის დროს.
ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10 000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):
გულისრევა, დიარეა ან გულძმარვა;
წითელი, შეშუპებული ენა ან სიმშრალე პირში;
კალიუმის დონის ზრდა სისხლის ანალიზის დროს.
სიხშირე უცნობია (შეუძლებელია განსაზღვრა არსებული მონაცემების საფუძველზე)
კანის ან ტუჩის კიბო (კანის არამელანომური კიბო);
კონცენტრაციის და ყურადღების უნარის გაუარესება, მოუსვენრობის შეგრძნება, გონების არევა;
ხელების და ფეხების თითების ფერის ცვლილება სიცივეში მომდევნო ჩხვლეტის შეგრძნებით ან ტკივილით გათბობის დროს (ეს შეიძლება იყოს რეინოს დაავადების სიმტპომები);
სარძევე ჯირკვლების გაზრდა მამაკაცებში;
სისხლის კოლტები სისხლძარღვებში;
სმენის დარღვევა;
თვალების სიმშრალე;
თქვენ ხედავთ გარშემო არსებულ საგნებს ყვითელ ფერებში;
გაუწყლოვანება;
ლოყების შეშუპება, შეწითლება და ტკივილი (სანერწყვე ჯირკვლის ანთება);
ნაწლავის შეშუპება – “ანგიონევროზული შეშუპება”, რასაც ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, ღებინება და დიარეა;
მომატებული მგრძნობელობა მზის სინათლისადმი;
კანის მძიმე აქერცვლა ან აშრევება, კანის ზედაპირიდან ამოწეული გამონაყარი ქავილით ან სხვა რეაქციები კანის მხრივ სახესა ან შუბლზე;
გამონაყარი კანზე ან სილურჯეების ან სისხლჩაქცევების განვითარება;
ლაქები კანზე და ცივი კიდურები;
ფრჩხილების ცვლილებები (ფრჩხილის მოძრაობა ან ფრჩხილის მოცილება ფრჩხილბუდიდან);
ჩონჩხ-კუნთოვანი შებოჭილობა ან ყბის მოძრაობის უუნარობა (ტეტანია);
კუნთების სისუსტე ან სპაზმი;
დაქვეითებული სქესობრივი ლტოლვა მამაკაცებსა და ქალებში;
სისხლი შარდში, რაც შეიძლება იყოს თორკმელების დაავადების (ინტერსტიციალური ნეფრიტის) ნიშანი;
შარდში ნორმასთან შედარებით შაქრის დონის მომატება;
სისხლის გარკვეული ტიპის თეთრი უჯრედების რაოდენობის ზრდა (ეოზინოფილია) სისხლის ანალიზით;
სისხლის უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება (პანციტოპენია) სისხლის ანალიზით;
სისხლში მარილების (როგორიცაა ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი და ქლორიდი) შემცველობის ცვლილება ანალიზის დროს;
რეაქციების შენელება ან დარღვევა;
ყნოსვის ცვლილებები;
სუნთქვის გაძნელება ან ასთმის გაუარესება.
შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის აღმოჩენისას, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის ნახსენები წინამდებარე ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ ნებისმიერი გვერდითი ეფექტების შესახებ სამკურნალო საშუალებების გვერდიღი ეფექტების რეგისტრაციის ნაციონალური სისტემის მეშვეობით. თქვენი შეტყობინებების წყალობით, თქვენ დაეხმარებით მიიღოთ უფრო მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი ჰარტილ®-D ტაბლეტები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
არ შეიძლება პრეპარატის ჰარტილ®-D ტაბლეტები გამოყენება ხარისხის გაუარესების აშკარა ნიშნების აღნიშვნის შემთხვევაში (მაგალითად, ფერის ცვლილება).
ჭარბი დოზა
აგფ ინჰიბიტორებით დოზის გადაჭარბების დონის მიხედვით, შეიძლება გამოვლინდეს გამოხატული პერიფერიული სისხლძარღვების გაფართოების (გამოხატული ჰიპოტენზიით, შოკით) სიმპტომები, ბრადიკარდია, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, თირკმლის უკმარისობა, გულის რიტმის დარღვევა, ცნობიერების დარღვევა (მათ შორის კომა), კრუნჩხვები, რომელიც უკავშირდება ტვინის ფუნქციის ცვლილებას, პარეზი და ნაწლავის პარალიზური გაუვალობა.
მგრძნობიარე პაციენტებში (მაგალითად პროსტატის ჯირკვლის ჰიპერპლაზიის დროს), ჰიდროქლორთიაზიდის გადაჭარბებულმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს შარდის მწვავე შეკავება.
დოზის გადაჭარბების მკურნალობა
აუცილებელია მონიტორინგი, სიმპტომური თერაპიის ჩატარება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების შენარჩუნება. პირველ რიგში უნდა გამოიდევნოს შეუწოველი პრეპარატი (კუჭის ამორეცხვა, ადსორბენტების შეყვანა) და გატარდეს ჰემოდინამიური სტაბილურობის აღმდგენი ზომები, რაც მოიცავს ალფა-1-ადრენერგიული აგნოსტების ან ანგიოტენზინი II-ის (ანგიოტენზინამიდი) შეყვანას. რამიპრილატი - რამიპრილის აქტიური მეტაბოლიტი - ცუდად გამოიდევნება ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის საშუალებით.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: რამიპრილი და ჰიდროქლოროთიაზიდი
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ რამიპრილს და 25 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, კროსპოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სტეარილფუმარატი.
პრეპარატის ჰარტილ®-D ტაბლეტების აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი
პერორალურად მისაღები ტაბლეტები.
გარეგანი სახე:
ჰარტილ®-D ტაბლეტები 2,5 მგ/12,5 მგ:
თეთრი ფერის, ოვალური ფორმის ტაბლეტები ნაჭდევით ორივე მხარეს, ტაბლეტის ერთ მხარეზე – ციფრების “2,5” და “12,5” გრავირება ნაჭდევის ორივე მხარეს.
ნაჭდევის დახმარებით შეიძლება ტაბლეტის ორ ტოლ ნაწილად გაყოფა.
ჰარტილ®-D ტაბლეტები 5 მგ/25 მგ:
თეთრი ფერის, ოვალური ფორმის ტაბლეტები ნაჭდევით ორივე მხარეს, ტაბლეტის ერთ მხარეზე – ციფრების “5” და “25” გრავირება ნაჭდევის ორივე მხარეს.

შეფუთვა:
14-14 ცალი ტაბლეტი დაფასოებულია ბლისტერში და 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციათან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვის პირობები
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ!
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
არ შეიძლება სამკურნალო საშუალებების საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყალში გადაგდება. თუ აუცილებელია პრეპარატის ნარჩენებში გადაგდება, რომელიც აღარ არის საჭირო, ჩაიტარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაბინძურებისგან დაცვაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ექიმის რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი პრეპარატები, აგფ ინჰიბიტორები სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში; აგფ ინჰიბიტორები შარდმდენებთან კომბინაციაში
ათქ კოდი: C09B A05
მოქმედების მექანიზმი
რამიპრილი
რამიპრილატი, რამიპრილის პროწამლის აქტიური მეტაბოლიტი, თრუგუნავს დიპეპტიდილ-კარბოქსი-პეპტიდაზა I-ს (სინომიმები: ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტი; კინინაზა II). სისხლის პლაზმაში და ქსოვილებში ეს ფერმენტი აქტიურ სისხლძარღვების შემავიწროებელ ნივთიერებას - ანგიოტენზინ I-ს გარდაქმნის ანგიოტენზინ II-ად კატალიზირების საშუალებით და ასევე, ხელს უწყობს აქტიურ სისხლძარღვთა გამაფართოებელი ნივთიერების - ბრადიკინინის დაშლასაც. ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნის შემცირება და ბრადიკინინის დაშლის ინჰიბირება იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას.
ვინაიდან, ანგიოტენზინ II, ასევე, ასტიმულირებს ალდოსტერონის გამოთავისუფლებას, რამიპრილატი ამცირებს ალდოსტერონის სეკრეციას. აგფ ინფიბიტორის დანიშვნისას, მონოთერაპიის ეფექტურობის საშუალო მაჩვენებელი იყო უფრო დაბალი არტერიული ჰიპერტენიზიის მქონე (პაციეტების პოპულაცია ჰიპერტენზიით, და ჩვეულებისამებრ, რენინის დაბალი შემცველობით) შავკანიან პოპულაციაში (აფრო-კარიბული), ვიდრე სხვა კანის ფერის მქონე პაციენტებში.
ჰიდროქლორთიაზიდი
ჰიდროქლორთიაზიდი განეკუთვნება თიაზიდური დიურეტიკების ჯგუფს. ამ პრეპარატების ჰიპოტენზიული მოქმედების მექანიზმი სრულად არ არის შესწავლილი. ცნობილია, რომ ისინი ზემოქმედებენ ნატრიუმის და ქლორიდის რეაბსორბციაზე თირკმლის დისტალურ მილაკებში. შარდთან ერთად ნატრიუმის და ქლორიდის იონების გამოყოფის ზრდას თან სდევს დიურეზის მომატება (წყლის ოსმოსური დაკავშირების შედეგად). კალიუმის და მაგნიუმის გამოყოფა იზრდება, ხოლო შარდმჟავასი - მცირდება. ჰიდროქლორთიაზიდის ანტიდიურეზული მოქმედების შესაძლო მექანიზმები შეიძლება იყოს: ნატრიუმის ბალანსის ცვლილება, არაუჯრედოვანი წყლის და პლაზმის მოცულობის შემცირება, თირკმლის სისხლძარღვების წინაღობის შეცვლა და ნორადრენალინზე და ანგიოტენზინ II-ზე შემცირებული პასუხი.
ფარმაკოდინამიური მოქმედება
რამიპრილი
რამიპრილის მიღებას თან სდევს პერიფერიული არტერიული წინაღობის შესამჩნევი დაქვეითება. როგორც წესი, პრეპარატი მნიშვნელოვნად არ ცვლის სისხლის მიმოქცევას თირკმელებში და გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარეს. რამიპრილის მიღებას თან სდევს ჰიპოტენზიური მოქმედება პაციენტში, როგორც „მდგომიარე“, ასევე „მწოლიარე“ მდგომარეობაში და ამასთანავე, პრეპარატი არ იწვევს კომპენსატორულ ტაქიკარდიას.
რამიპრილის პერორალურად ერთჯერადად მიღების შემდეგ, მისი ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ვლინდება დაახლოებით 1-2 საათში, აღწევს მაქსიმუმს 3-6 საათში და გრძელდება 24 საათის განმავლობაში.
რამიპრილის ყოველდღიურად მიღებისას მისი ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ეტაპობრივად იზრდება 3-4 კვირის განმავლობაში. ნაჩვენებია, რომ ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში, ეს მოქმედება ნარჩუნდება 2 წლის განმავლობაში.
რამიპრილის მიღების უეცრად შეწყვეტას თან არ სდევს არტერიული წნევის სწრაფი მომატება.
ჰიდროქლორთიაზიდი
დიურეზული მოქმედება იწყება მიღებიდან, დაახლოებით 2 საათის შემდეგ, აღწევს მაქსიმუმს დაახლოებით 4 საათში და გრძელდება 6-12 საათის განმავლობაში.
ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მიიღწევა მკურნალობის 3-4 დღის განმავლობაში და გრძელდება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ 1 კვირის განამვლობაში.
ჰიდროქლორთიაზიდის ჰიპოტენზიულ მოქმედებას თან სდევს ფილტრაციის ფრაქციის, თირკმლის სისხლძარღვების წინაღობის და პლაზმაში რენინის მოქმედების მცირე მომატება.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
რამიპრილის და ჰიდროქლორთიაზიდის ერთობლივი გამოყენება
მოცემული პრეპარატების კომბინაციის კლინიკურ კვლევებში, უმეტესად ამცირებდა არტერიულ წნევას, მონოთერაპიასთან შედარებით. ვარაუდობენ, რომ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ბლოკადის გამო რამიპრილის კომბინაციამ ჰიდროქლორთიაზიდთან შეიძლება შეამციროს ჰიდროქლორთიაზიდით გამოწვეული კალიუმის დანაკარგი. აგფ ინჰიბიტორის კომბინაცია თიაზიდურ დიურეტიკთან იწვევს სინერგიულ ეფექტს და ასევე ამცირებს ჰიპოკალიემიის რისკს, რომელიც გამოწვეულია მხოლოდ ერთი შარდმდენი საშუალებების გამოყენებით.
რაას-ის ორმაგი ბლოკადის კლინიკური კვლევის შედეგები
ორ კლინიკურ კვლევაში ONTARGET (Ongoing Telmisartan Alone and in combination with Ramipril Global Endpoint Trail) და VA NEPHRON-D (The Veterans Affairs Nephropaty in Diabetes) ხდებოდა აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების (არბ-II) კომბინაციის სარგებლის შესწავლა.
ONTARGET კვლევაში მონაწილეობას ღებულობდნენ ანამნეზში გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულარული დაავადებების მქონე პაციენტები ან მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტები, ორგანოების გამოხატული დაზიანებით.
VA NEPHRON-D კვლევაში მონაწილეობდნენ მე-2 ტიპის დიაბეტის და დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტები.
ამ კვლევამ არ გამოავლინა რაიმე სახის დასაბუთებული უპირატესობა კლინიკურ შედეგებზე თირკმელების, გულ-სისხლძარღვთა სისტემების ან ლეტარული შედეგის თვალსაზრისით. ამავდორულად, აგფ ინჰიბიტორების და არბ-ის კომბინაცია მონოთერაპიასთან შედარებით, ასოცირებული იყო ჰიპერკალემიის, თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევის და/ან ჰიპოტენზიის მომატებულ რისკთან.
ვინაიდან, აგფ ინჰიბიტორების და არბ-II პრეპარატების ფარმაკოდინამიური პროფილი მსგავსია, ამოტომ ეს შედეგები ვრცელდება სხვა აგფ ინჰიბიტორებსა და არბ-II-ებზეც.
ამგვარად, აგფ ინჰიბიტორების და არბ-II პრეპარატების მიღება არ შეიძლება კომბინაციაში იმ პაციეტებისთვის, რომელთაც აქვთ დიაბეტური ნეფროპათია.
კლინიკურ კვლევაში ALTITUDE (Aliskiren Trial in Type 2 Dibetes Using Cardiovascular and Renal Disease Endpoints) შეისწავლებოდა აგფ ინჰიბიტორების და არბ-ის სტანდარტულ თერაპიასთან ალისკირინის დამატების სარგებელი, იმ პაციენტებში, რომელთაც ჰქონდათ მე-2 ტიპის დიაბეტი თირკმელების ქრონიკული დაავადებებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ან დაავადებების ორივე ტიპი. გვერდითი მოვლენების გაზრდილი რისკის გამო, კვლევა ვადამდე ადრე შეწყდა. გულ-სისხლძარღვთა ან ინსულტის მიზეზით ლეტალური შედეგი უფრო ხშირად ვლინდებოდა ალესკირინის მიმღებ ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში. ანალოგიურად, გვერდითი მოვლენები და და შედარებით სერიოზული გვერდითი მოვლენები (ჰიპერკალემია, ჰიპოტენზია და თირკმლის ფუნქციის დარღვევა) უფრო ხშირი იყო ალესკირინის მიმღებ ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.
კანის არამელანომური კიბო (NMSC)
ეპიდემიოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით, არსებობს კუმულაციური, დოზადამოკიდებული კავშირი ჰიდროქლორთიაზიდსა (HCTZ) და NMSC-ს შორის. ერთმა კვლევამ შეისწავლა ბაზალურუჯრედოვანი კარცინომის (BCC) 71,533 და კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის (SCC) 8,629 შემთხვევა, პოპულაციაზე დაფუძნებულ საკონტროლო ჯგუფებთან შედარებით, 1,430,833 და 172,462 ადამიანი, შესაბამისად. მაღალი დოზით HCTZ (კუმულაციური დოზა (≥50,000 მგ), კორექტირებული შანსების თანაფარდობა (OR) იყო 1.29 (95% CI: 1.23-1.35) CCB-სთვის და 3.98 (95% CI: 3.68-4.31) PSK-სთვის. კუმულაციური დოზა-პასუხის კავშირი დამყარდა როგორც BCC, ასევე PSC-სთვის.
სხვა კვლევამ გამოავლინა შესაძლო კავშირი ტუჩის კიბოს (LCC) და HCTZ-ს გამოყენებას შორის: შემთხვევითი შერჩევის სტრატეგიის გამოყენებით, შესწავლილი იქნა ტუჩის კიბოს 633 შემთხვევა, პოპულაციაზე დაფუძნებულ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, რომელშიც 63,067 ადამიანი იყო. დამყარდა კუმულაციური, დოზადამოკიდებული კავშირი - კორექტირებული შანსების კოეფიციენტი OR 2.1 (95% CI: 1.7-2.6) გაიზარდა OR 3.9-მდე (3.0-4.9) მაღალი დოზებით (~25000 მგ) და OR 7.7-მდე (5.7-10.5) ძალიან მაღალი დოზების გამოყენებისას (~100000 მგ) (იხ. ნაწილი 4.4).
გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში
ორმაგ ბრმა რანდომიზირებულ, პლაცებო-კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა ჰიპერტენზიის მქონე 6-დან 16 წლამდე ასაკის 244 პაციენტი (73 %-ში პირველადი ჰიპერტენზია), რამიპრილი დაინიშნა დაბალ, საშუალო და მაღალ დოზებში, სადაც რამიპრილის კონცენტრაცია პლაზმაში - სხეულის მასის კგ-ს გაანგარიშებით - შეესაბამოებოდა მოზრდილების დოზას 1,25 მგ, 5 მგ და 20 მგ. 4 კვირის შემდეგ დადგინდა, რომ სისტოლური წნევის შემცირების თვალსაზრისით, რამიპრილი არ იყო ეფექტური კვლევის საბოლოო შედეგში. ამავდროულად, ყველაზე მაღალი დოზის მიღებისას, იგი ამცირებდა დიასტოლურ წნევას. მაღალი არტერიული წნევის მქონე ბავშვებში, რამიპრილი როგორც საშუალო, ასევე მაღალი დოზებით იწვევდა სისტოლური და დიასტოლური წნევის მნიშვნელოვნად დაწევას.
ასეთი მოქმედება არ გამოვლენილა, დოზის მომატების და შეწყვეტის 4 კვირიან, რანდომიზირებულ, ორმაგ ბრმა კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 6-დან 16 წლამდე ასაკის 218 პაციენტი (75 %-ში პირველადი ჰიპერტენზია). სხეულის წონაზე დამოკიდებულ სამივე დოზის მიღების შემთხვევაში ( დაბალი: 0,625 მგ / 2,5 მგ, საშუალო: 2,5 მგ / 10 მგ და მაღალი 5 მგ / 20 მგ), როგორც დიასტოლური, ასევე სისტოლური წნევა გარკვეუწილად, მაგრამ სტატისტიკურად დაუსაბუთებლად, დაუბრუნდა თავდაპირველ დონეს. მოცემულ პედიატრიულ პოპულაციაში რამიპრილით მკურნალობის შედეგს არ ქონდა ხაზოვანი დოზირებული დამოკიდებულება.
- 2 ფარმაკოკინეტიკა
რამიპრილი
შეწოვა
პერორალურად მიღების შემდეგ, რამიპრილი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში: დანიშნული რამიპრილის პერორალურად მიღების შემდეგ, შარდის რადიოაქტიურობის დონის მიხედვით, პრეპარატის შეწოვის დონე არის 56%-ზე მეტი. საკვების მიღება არ მოქმედებს შეწოვაზე. პერორალურად მიღების შემდეგ, აქტიური მეტაბილიტის რამიპრილატის ბიოშეღწევადობა, რამიპრილის 2,5 მგ და 5 მგ დოზების შემთხვევაში, წარმადგენს 45%-ს.
როგორც რამიპრილის ერთადერთი აქტიური მეტაბილიტი, რამიპრილატის Cmax განისაზღვრება მიღებიდან 2-4 საათის შემდეგ. რამიპრილატის წონასწორობის კონცენტრაცია პლაზმაში, ჩვეულებრივი დოზის ერთჯერადად მიღების შემთხვევაში, განისაზღვრება დაახლოებით 4 დღით.
განაწილება
რამიპრილი სისხლის შრატის ცილებს უერთდება დაახლოებით 73%-ით, ხოლო რამიპრილატისთვის ეს მაჩვენებელი შეადგენს 56%-ს.
ბიოგარდაქმნა
იმის გარდა, რომ თითქმის სრულად გარდაიქმნება ერთადერთ აქტიურ მეტაბოლიტ რამიპრილატად, რამიპრილი და რამიპრილატი, ასევე მცირე რაოდენობით გლუკურონიზირდებიან, ხოლო რამიპრილი, ასევე, გარდაიქმნება რამიპრილის დიკეტოპიპერაზინულ რთულ ეთერად და დიკეტოპიპერაზინულ მჟავად.
ელიმინაცია
მეტაბოლიტები, პირველ რიგში გამოიყოფა თირკმელებით. პლაზმაში რამიპრილატის კონცენტრაციის შემცირებას აქვს პოლიფაზური ხასიათი. აგფ-თან რამიპრილატის ძლიერი კავშირის გამო, დამახასაითებელი გაჯერების და აგფ-სთან მისი ნელი დისოციაციის გამო, დაბალი კონცენტრაციისას, რამიპრილატს საბოლოო გამოყოფის ფაზაში აქვს ნახევარდაშლის გახანგრძლივებილი პერიოდი.
რამიპრილატის ეფექტური T1/2, დოზების თერაპიული დიაპაზონის ფარგლებში, შეადგენს 13-17 საათს, რამიპრილის 5-10 მგ დღეღამური დოზის განმეორებითად მიღების შემდეგ. უფრო დაბალი 1,25 მგ - 2,5 მგ დოზის მიღების პირობებში, ეს პერიოდი იყო უფრო ხანგრძლივი. განსხვავებები განპირობებულია ფერმენტის გაჯერებული უნარით შეიერთოს რამიპრილატი.
პაციენტების სპეციალური ჯგუფები
პაციენტები, თირკმლის ფუნქციის დარღვევით (იხ. პრაგრაფი 4.2)
პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ თირკმლის ფუნქცია, რამიპრილატის გამოყოფა თირკმელების საშუალებით მცირდება. რამიპრილატის თირკმლისმიერი კლირენსი არის კრეატინინის კლირენსის პროპორციული. ამის ხარჯზე, რამიპრილატის კონცენტრაცია პალზმაში არის უფრო მაღალი და მისი გამოყოფა მიმდინარეობს უფრო მეტხანს, ვიდრე ნორმალური თირკმლის ფუნქციის მქონე პაციენტებში.
პაციენტები, ღვიძლის ფუნქციის დარღვევით (იხ. პრაგრაფი 4.2)
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ესტერაზების აქტივობის შემცირების შედეგად, აფერხებს რამიპრილის გარდაქმნას რამიპრილატად, რაც იწვევს რამიპრილის კონცენტრაციის მომატებას პლაზმაში. ამავდროულად, რამიპრილატის Cmax პლაზმაში არ განსხვავდება ჯანმრთელი ადამიანის იმავე მაჩვენებლისგან.
ლაქტაცია
10 მგ რამიპრილის პერორალურად ერთჯერადად მიღების შემდეგ, მისმა მომატებულმა კონცენტრაციამ სისხლის პლაზმაში ვერ მიაღწია გაზომვით დონეს. რამიპრილის მრავალჯერადი მიღების ეფექტი შესწავლილი არ არის.
ბავშვები და მოზარდები
რამიპრილის ფარმაკოკინეტიკურ პროფილს იკვლევდნენ ჰიპერტონიით დაავადებულ, 2-დან 16 წლამდე ასაკის, 30 ბავშვში, რომელთა სხეულის წონა იყო ≥ 10 კგ. 0,05-0,2 მგ/კგ დოზით დანიშნული რამიპრილი სწრაფად და მნიშვნელოვანი დონით მეტაბოლიზირდებოდა რამიპრილატად, რომლის მაქსიმალური კონცენტრაცია განისაზღვრა პრეპარატის მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ. რამიპრილატის კლირენსი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია სხეულის მასაზე (p<0,01) და დოზაზე (p<0,001). კლირენსი და Vd იზრდებოდა ბავშვების ასაკის პროპორციულად ყველა დოზის ჯგუფში. უფრო მაღალი დოზა 0,2 მგ/კგ შეესაბამებოდა რამიპრილის მაქსიმალურ რეკომენდებულ 10 მგ-იან დოზას მოზრდილებისთვის.
ჰიდროქლორთიაზიდი
შეწოვა
პერორალურად მიღების შემდეგ ჰიდროქლორთიაზიდის 70% შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. პლაზმაში Cmax-ის მიღწევის საშუალო დროა 1,5 -5 საათი.
განაწილება
ჰიდროქლორთიაზიდის დაახლოებით 40% უერთდება სისხლის პლაზმის ცილებს.
ბიოგარდაქმნა
ჰიდროქლორთიაზიდი უმნიშვნელო დონით მეტაბოლიზირდება ღვიძლში.
ელიმინაცია
ჰიდროქლორთიაზიდი პრაქტიკულად სრულად გამოიყოფა (>95%) თირკმელების საშუალებით გაუზომველი სახით. პერორალურად ერთჯერადად მიღების შემდეგ 24 საათის განმავლობაში გამოიყოფა პრეპარატის 50-70%. ჰიდროქლორთიაზიდის T1/2 არის 5-6 საათი.
პაციენტების სპეციალური ჯგუფები
პაციენტები, თირკმლის ფუნქციის დარღვევით (იხ. პრაგრაფი 4.2)
თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში ჰიდროქლორთიაზიდის გამოყოფა მცირდება. ჰიდროქლორთიაზიდის თირკმლისმიერი კლირენსი კორელირდება კრეატინინის კლირენსთან, რაც იწვევს მისი კონცენტრაციის ზრდას პალზმაში. ასეთ ავადმყოფებში ჰიდროქლორთიაზიდის დონის შემცირება მიმდინარეობს უფრო ნელა, ვიდრე ავადმყოფებში, რომელთაც აქვთ თირკმლის ნორმალური ფუნქცია.
პაციენტები, ღვიძლის ფუნქციის დარღვევით (იხ. პრაგრაფი 4.2)
ღვიძლის ცეროზის მქონე პაციენტებში, არ აღინიშნება ჰიდროქლორთიაზიდის ფარმაკოკინეტიკის მნიშვნელოვანი ცვლილება. ჰიდროქლორთიაზიდის ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი გულის უკმარისობის მქონე პაციეტებში.
რამიპრილი და ჰიდროქლორთიაზიდი
რამიპრილის და ჰიდროქლორთიაზიდის ერთდოული მიღება არ ზემოქმედებს თითოეული პრეპარატის ბიოშეღწევადობაზე. დამტკიცებულია, რომ ფიქსირებული კომბინაცია არის პრეპარატების ბიოლოგიური ექვივალენტი, რომელიც შეიცავს ინდივიდუალურ კომპონენტებს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პრეპარატის სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
(ინფორმაცია პაციენტებისთვის)
ჰარტილ®-D 5მგ/25მგ ტაბლეტები
(რამიპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი)
მთლიანად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ინსტრუქცია ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე, რადგანაც იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ჩანართი-ფურცელი. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ ხელმეორედ მისი წაკითხვა.
თუ გაგიჩნდებათ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი განკუთვნილია თქვენთვის, ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. ამან შეიძლება ავნოთ მათ, დაავადების სიმპტომების მსგავსების მიუხედავად.
რომელიმე გვერდითი ეფექტის აღნიშვნის, ან ისეთი გვერდითი ეფექტის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელის არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს (იხ. ნაწილი 4).
წინამდებარე ჩანართი-ფურცელი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
რას წარმოადგენს პრეპარატი ჰარტილ®-D და რისთვის გამოიყენება
რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატის ჰარტილ®-D გამოყენების დაწყებამდე
როგორ უნდა იქნას მიღებული პრეპარატი ჰარტილ®-D
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი ჰარტილ®-D
ვარგისობის ვადა
აფთიაქიდან გაცემის პირობები
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს პრეპარატი ჰარტილ®-D და რისთვის გამოიყენება
პრეპარატი ჰარტილ®-D შეიცავს ორი მოქმედი ნივთიერების, რამიპრილის და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციას.
რამიპრილი წარმოადგენს ხანგრძლივად მოქმედ აგფ (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის) ინჰიბიტორს, პრეპარატის მოქმედება მდგომარეობს შემდეგში:
ამცირებს იმ ნივთიერებათა გამომუშავებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან არტერიული წნევის მომატებაზე;
იწვევს სისხლძარღვების მოდუნებას და გაფართოებას;
აადვილებს გულის მიერ სისხლის გადატუმბვას.
ჰიდროქლოროთიაზიდი არის “თიაზიდური დიურეტიკი”, ანუ შარდმდენი საშუალება. ჰიდროქლოროთიაზიდი ზრდის შარდის მოცულობას, რომელიც გამოიყოფა ორგანიზმიდან, რაც იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას.
პრეპარატი ჰარტილ®-D გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ. ორივე ნივთიერება მოქმედებს ერთად, ავლენს რა წნევის დაქვეითების უფრო გამოხატულ ეფექტს. ამ ნივთიერებების გამოყენება შესაძლებელია ერთდროულად, თუ მხოლოდ ერთი კომპონენტით მკურნალობა არ არის ეფექტური.
რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატის ჰარტილ®-D გამოყენების დაწყებამდე
ნუ მიიღებთ ჰარტილ®-D-ს ტაბლეტებს
თუ გაქვთ ალერგია რამიპრილის, ჰიდროქლოროთიაზიდის, ასევე მე-8 ნაწილში მოყვანილი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
თუ გაქვთ ალერგია პრეპარატ ჰარტილ®-D-ს მსგავს სამკურნალო საშუალებებზე (აგფ-ს სხვა ინჰიბიტორები ან სულფონამიდების ჯგუფის წამლები). ალერგიული რეაქციის ნიშნებს მიეკუთვნება გამონაყარი კანზე, გაძნელება ყლაპვის ან სუნთქვის დროს, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპება.
თუ თქვენ ადრე აგეღნიშნებოდათ მძიმე ალერგიული რეაქცია – “ანგიონევროზული შეშუპება”. სიმპტომებია: ქავილი, ჭინჭრის ციება, წითელი ლაქები ხელებზე, ფეხებზე და ყელზე, ყელის, ენის შეშუპება, შეშუპება თვალების და ტუჩების გარშემო, გაძნელებული სუნთქვა და ყლაპვა.
თუ თქვენ ღებულობთ პრეპარატს, რომელიც შედგება ორი კომპონენტისაგან – საკუბიტრილი და ვალსარტანი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მოზრდილებში გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ). ვინაიდან ამასთან ერთად იზრდება ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი.
თუ გიტარდებათ ჰემოდიალიზი ან სხვა ტიპის სისხლის ფილტრაცია. გამოყენებული მოწყობილობის მიხედვით მკურნალობა პრეპარატით ჰარტილ®-D შეიძლება იყოს თქვენთვის შეუსაბამო.
თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები.
თუ აგეღნიშნებათ სისხლში ზოგიერთი მარილების (კალციუმის, კალიუმის, ნატრიუმის) შემცველობის ცვლილებები.
თუ გაქვთ თირკმელების დაავადება, რასაც ახლავს თირკმლის სისხლის ნაკადის შემცირება (თირკმლის არტერიის სტენოზი).
თუ ხართ 3 თვეზე მეტი ხნის ორსული (იხ. ნაწილი ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება).
თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს (იხ. ნაწილი ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება).
თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან დარღვეული გაქვთ თირკმელების ფუნქცია, და ღებულობთ ალისკირენის შემცველ პრეპარატებს, რომლებიც აქვეითებენ არტერიულ წნევას.
ნუ მიიღებთ პრეპარატს ჰარტილ®-D, თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი ზემოთ მითითებული მდგომარეობა. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, პრეპარატ ჰარტილ®-D-ს მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენებისას
გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან პრეპარატ ჰარტილ®-D ტაბლეტების მიღებამდე.
თუ ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების შემდეგ წარსულში აგეღნიშნებოდათ სუნთქვის დარღვევა ან გქონიათ ფილტვის დაავადებები (მათ შორის ფილტვების ანთება ან ფილტვებში სითხის დაგროვება). დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ პრეპარატის ჰარტილ®-D მიღების შემდეგ თქვენ გაგივითარდათ ძლიერი ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება
თუ გაქვთ გულის, ღვიძლის ან თირკმელების დაავადებები;
თუ დაკარგეთ მარილების ან სითხის მნიშვნელოვანი რაოდენობა (მაგალითად, ღებინების, დიარეის, მომატებული ოფლიანობის, დროს, დიეტა მარილების დაბალი შემცველობით, შარდმდენი საშუალებების მიღება ხანგრძლივი დროის მანძილზე ან ჰემოდიალიზით მკურნალობა);
თუ თქვენ გიტარებენ მადესენსიბილიზირებელ თერაპიას მწერების ნაკბენებისადმი ალერგიის სამკურნალოდ;
თუ იგეგმება თქვენთვის საანესთეზიო საშუალებების შეყვანა ქირურგიული ოპერაციის დროს ან სტომატოლოგთან. შეიძლება გაჩნდეს პრეპარატ ჰარტილ®-D-ს მოხსნის აუცილებლობა ასეთ ჩარევამდე ერთი დღით ადრე. გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან;
თუ თქვენ სისხლში მომატებული გაქვთ კალიუმის დონე (ლაბორატორიული ტესტების შედეგების საფუძველზე);
თუ თქვენ ღებულობთ ნებისმიერ პრეპარატს ან გაწუხებთ დაავადება, რომელმას შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება. ამ შემთხვევაში თქვენს მკურნალ ექიმს შეუძლია მოგცეთ მიმართვა სისხლის რეგულარული ანალიზების ჩატარებაზე ნატრიუმის დონის კონტროლის მიზნით. ეს განსაკურებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.
თუ თქვენ ღებულობთ ე.წ. mTOR-ის ინჰიბიტორებს (ტემსიროლიმუსი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი), ასევე ვილდაგლიპტინს ან ნეპრილიზინის ინჰიბიტორებს (რაცეკადოტრილი) ან საკუბიტრილი/ვალსარტანი – შეიძლება გაიზარდოს ანგიონევროზული შეშუპების რისკი. პრეპარატის საკუბიტრილი/ვალსარტანის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია თავში “ნუ მიიღებთ ჰარტილ-დ®-ს ტაბლეტებს”
თუ გაქვთ კოლაგენური სისხლძარღვოვანი დაავადება, როგორიცაა სკლეროდერმა ან სისტემური წითელი მგლურა;
თქვენ უნდა შეატყობინოთ მკურნალ ექიმს, თუ ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად (ან არის ორსულობის ალბათობა). არ არის რეკომენდირებული პრეპარატი ჰარტილ®-D ორსულობის ადრულ ვადებში და არ შეიძლება მისი მიღება, თუ ორსულობის ვადა 3 თვეზე მეტია, რადგანაც მისმა გამოყენებამ ორსულობის ასეთ ვადებში შეიძლება ბავშვს სერიოზული ზიანი მიაყენოს (იხ. ნაწილი “ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება”);
თუ თქვენ გაგიუარესდათ მხედველობა ან გრძნობთ ტკივილს თვალებში, რაც შეიძლება წარმოადგენდეს თვალის სისხლძარღვოვან გარსში სითხის დაგროვების (ქორიოიდული გამონაჟონი) ან თვალშიდა წნევის მომატების (გლაუკომის) სიმპტომს და შესაძლოა განვითარდეს პრეპარატ ჰარტილ®-D-ს მიღების შედეგად რამოდენიმე საათიდან რამოდენიმე კვირაში. მკურნალობის გარეშე ამან შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის სრული დაკარგვა. თუ წარსულში თქვენ გქონიათ ალერგია პენიცილინის ან სულფონამიდის მიმართ, თქვენ შეიძლება მომატებული გქონდეთ ამ მდგომარეობების განვითარების რისკი.
თუ ღებულობთ არტერიული წნევის დამწევ ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:
- ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები, ასევე ცნობილი როგორც სარტანები, მაგალითად, ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი, განსაკუთრებით, თუ გაწუხებთ დიაბეტთან დაკავშირებული თირკმელების დაავადებები;
- ალისკირენი.
შესაძლებელია, თქვენი მკურნალი ექიმი რეგულარულად შეამოწმებს თირკმელების ფუნქციას, გაგიზომავთ არტერიულ წნევას და სისხლში ელექტროლიტების (კალიუმის) დონეს.
ასევე გაეცანით ინფორმაციას, რომელიც მოყვანილია ნაწილში “ნუ მიიღებთ პრეპარატს ჰარტილ®-D შემდეგ შემთხვევებში”.
- თუ წარსულში გქონიათ კანის კიბო ან თუ მკურნალობის დროს შეგეცვალათ კანის მდგომარეობა. ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობამ, განსაკუთრებით მაღალი დოზებით, შეიძლება გაზარდოს კანის ან ტუჩის ზოგიერთი ტიპის კიბოს განვითარების რისკი (კანის არამელანომური კიბო). დაიცავით თქვენი კანი მზისგან და ულტრაიისფერი სხივებისგან პრეპარატ ჰარტილ®- D-თი მკურნალობის დროს.
თუ ნესბისმიერი ზემოთ მოყვანილი გეხებათ თქვენ, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან, ვიდრე დაიწყებთ ჰარტილ®-D-ს მიღებას.
ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები
არ არის რეკომენდირებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში ვინაიდან არ არსებობს მოცემული პრეპარატის გამოყენების მონაცემები ამ ასაკობრივ ჯგუფში.
სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი ჰარტილ®-D ტაბლეტები
შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომლებსაც იღებთ, ახლახანს იღებდით ან გეგმავთ მიღებას. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც პრეპარატმა ჰარტილ®-D შეიძლება იმოქმედოს რიგი პრეპარატების ეფექტზე და პირიქით, სხვა სამკურნალო პრეპარატებმა შეიძლება მიახდინონ ზემოქმედება პრეპარატის ჰარტილ®-D ეფექტურობაზე.
შესაძლებელია თქვენს მკურნალ ექიმს გაუჩნდეს პრეპარატის დოზის შეცვლის აუცილებლობა ან მიიღოს ქვემოთ მოყვანილი სიფრთხილის სხვა ზომები:
თუ თქვენ ღებულობთ ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორებს (არბ-II) ან ალისკირენს (იხ. ასევე ინფორმაცია, მოყვანილი ნაწილებში “ნუ მიიღებთ პრეპარატს ჰარტილ®-D შემდეგ შემთხვევებში” და “სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენების დროს”).
შეატყობინეთ მკურნალ ექიმს, თუ ღებულობთ ქვემოთ მოყვანილ პრეპარატებს, რადგანაც მათ შეუძლიათ პრეპარატის ჰარტილ®-D ეფექტურობის გაუარესება:
ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები (მაგალითად, არასტეროიდული ანთების პრეპარატები, როგორიცაა იბუპროფენი, ინდომეტაცინი და აცეტილსალიცილის მჟავა);
დაბალი არტერიული წნევის, შოკის, გულის უკმარისობის, ასთმის და ალერგიის სამკურნალო საშუალებები, ისეთები, როგორიც არის ეფექდრინი, ნორადრენალინი, ადრენალინი. თქვენი მკურნალი ექიმი გააკონტროლებს თქვენს არტერიალ წნევას.
შეატყობინეთ მკურნალ ექიმს, თუ ღებულობთ ქვემოთ მოყვანილ პრეპარატებს, რადგანაც მათ შეუძლიათ გაზარდონ გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობა, მათი და პრეპარატ ჰარტილ®-D-ს ერთდროული მიღების შემთხვევაში:
პრეპარატი, რომელიც შეიცავს ორ კომპონენტს: საკუბიტრილი და ვალსარტანი (გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ მოზრდილებში). (იხ. პუნქტი “ნუ მიიღებთ პრეპარატს ჰარტილ®-D”);
ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩბელი პრეპარატები (მაგალითად, არასტეროიდული ანთების პრეპარატები, როგორიცაა იბუპროფენი, ინდომეტაცინი და აცეტილსალიცილის მჟავა);
პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება, მაგალითად, წამლები შეკრულობის სამკურნალოდ, შარდმდენები, ამფოტერიციბი B (სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ) და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი (თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის ტესტირებისთვის);
ანტისიმსივნური პრეპარატები (ქიმიოთერაპია);
პრეპარატები გულის დაავადებების, მათ შორის, გულის რითმის სამკურნალოდ;
პრეპარატები, რომლებიც ხელს უშლიან ორგანოების მოშორებას ტრანსპლანტაციის შემდეგ, როგორიცაა ციკლოსპორინი;
შარდმდენი პრეპარატები, მაგალითად, ფუროსემიდი;
პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ სისხლში კალციუმის დონის მომატება, როგორიცაა სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი, კალიუმის მარილები და ჰეპარინი (საშუალება სისხლის გათხევადებისთვის);
სტეორიდული პრეპარატები ანთებების სამკურნალოდ, როგორიცაა პრედნიზოლონი;
საკვები დანამატები, რომლებიც შეიცავენ კალციუმს;
ალოპურინოლი (პრეპარატები სისხლში შარდმჟავას დონის დასაქვეითებლად);
პროკაინამიდი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გულის რითმის დარღვევებისას);
ქოლესტირამინი (სისხლში ცხიმების შემცველობის დასაქვეითებლად);
კარბამაზეპინი (ეპილეფსიის სამკურნალოდ);
ჰეპარინი (სისხლის გამათხიერებელი პრეპარატი);
ტემსიროლიმუსი (სიმსივნის სამკურნალო პრეპარატი);
სიროლიმუსი, ევეროლიმუსი (გადანერგილი ორგანოების მოშორების საწინააღმდეგო);
ვილდაგლიპტინი (მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ);
რაცეკადოტრილი (ფაღარათის სამკურნალო პრეპარატი).
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ღებულობთ ქვემოთ მოყვანილი პრეპარატებიდან რომელიმეს, რადგანაც პრეპარატმა ჰარტილ®-D შეიძლება გავლენა იქონიოს მათ მოქმედებაზე:
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები (პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ სისხლში შაქრის დონეს, რომლებიც განკუთვნილია შიგნით მისაღებად, ასევე ინსულინი). ჰარტილ®-D შეიძლება დააქვეითოს სისხლში შაქრის დონე. რეგულარულად გააკონტროლეთ შაქრის დონე სისხლში, თუ თქვენ ღებულობთ ჰარტილ®-D-ს;
ლითიუმის პრეპარატები (ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ). პრეპარატს ჰარტილ®-D შეუძლია სისხლში ლითიუმის შემცველობის მომატება. თქვენი მკურნალი ექიმი სათანადოდ გააკონტროლებს სისხლში ლითიუმის დონეს.
კუნთების მომადუნებელი პრეპარატები.
ქინინი (მალარიის სამკურნალოდ).
იოდის შემცველი რენტგენოკონტრასტული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება, როდესაც თქვენ გადიხართ რადიოლოგიურ გამოკვლევას საავადმყოფოში.
პენიცილინი (ინფექციების სამკურნალოდ).
სისხლის გამათხიერებელი პრეპარატები პერორალური მიღებისთვის, როგორიცაა ვარფარინი.
თუ ნებისმიერი ზემოთჩამოთვლილი გეხებათ თქვენ, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან, ვიდრე დაიწყებთ პრეპარატის ჰარტილ®-D ტაბლეტები მიღებას.
ტესტების შედეგები
გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან პრეპარატის ჰარტილ®-D მიღების დაწყებამდე:
თუ თქვენ ჩაგიტარებენ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ლაბორატორიულ შეფასებას (ტესტს). პრეპარატს ჰარტილ®-D შეუძლია ტესტის შედეგებზე ზემოქმედება.
თუ ხართ სპორტსმენი და გიტარებენ ანტიდოპინგის კონტროლს. პრეპარატს ჰარტილ®-D შეუძლია დადებითი რეაქციის მოცემა.
ჰარტილ®-D-ს ტაბლეტების მიღება საკვებთან და ალკოჰოლთან
ალკოჰოლის გამოყენებამ პრეპარატით ჰარტილ®-D მკურნალობის დროს შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა. თუ არ ხართ დარწმუნებული, რამდენი სპირტიანი სასმელის მიღება შეიძლება ჰარტილ®-D-ს ტაბლეტების მიღების დროს, ჩაიტარეთ კონსულტაცია თქვემს მკურნალ ექიმთან, რადგანაც არტერიული წნევის დამწევ პრეპარატებს და ალკოჰოლს შეუძლიათ იქონიონ ურთიერთ გამაძლიერებელი ეფექტი.
ჰარტილ®-D-ს ტაბლეტების მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან უზმოზე.
ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად, კვებავთ ბავშს ძუძუთი, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე.
ორსულობა
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ვარაუდობთ რომ ხართ ორსულად (ან არსებობს ორსულობის ალბათობა). ჰარტილ®-D-ს გამოყენება არ არის რეკომენდირებული ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში, მე-13 კვირიდან მისი გამოყენება უკუნაჩვენებია, ვინაიდან მას შეუძლია გამოიწვიოს ნაყოფის მძიმე დაზიანება. დუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ დაორსულდით პრეპარატ ჰარტილ®-D-თი მკურნალობის დროს. დაგეგმილი ორსულობის შემთხვევაში რეკომენდებულია მკურნალობის ალტერნატიული მეთოდის გამოყენება.
ძუძუთი კვება
შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ხართ მეძუძური დედა ან აპირებთ ძუძუთი კვების დაწყებას. ჰარტილ®-D არ არის რეკომენდირებული მეძუძური დედებისთვის და თქვენი მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს, თუ აპირებთ ძუძუთი კვებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალშობილებისთვის და დღენაკლული ბავშვებისთვის.
ზემოქმედება სატრანსორტო საშუალების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატის ჰარტილ®-D გამოყენების დროს შეიძლება აღინიშნოს თავბრუსხვევა. ეს უფრო სავარაუდოა ამ პრეპარატით მკურნალობის დასაწყისში და დოზის გაზრდის შემდეგ. თავბრუსხვევის შემთხვევაში არ მართოთ სატრანსორტო საშუალებები და არ შეასრულოთ სახიფათო მოქმედებები.
პრეპარატი ჰარტილ®-D შეიცავს 50მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს.
თუ თქვენმა მკურნალმა ექიმმა გაგაფრთხილათ, რომ თქვენ გაქვთ შაქრის ზოგიერთი ტიპის აუტანლობა, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ამ სამედიცინო საშუალების გამოყენებამდე.
ნატრიუმის შემცველობა
პრეპარატი ჰარტილ®-D შეიცავს 1მმოლ-ზე ნაკლებ (23მგ) ნატრიუმს თითოეულ ტაბლეტში, ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
როგორ უნდა იქნას მიღებული პრეპარატი ჰარტილ®-D ტაბლეტები
დოზირების რეჟიმი
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ექიმის დანიშნულების მკაცრი დაცვით. თუ გაგიჩნდებათ კითხვები, მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა
თქვენთვის საჭირო დოზა არტერიული წნევის კონტროლისთვის განისაზღვრება თქვენი მკურნალი ექიმის მიერ.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებისთვის რეკომენდირებული დოზები ჩვეულებრივზე უფრო დაბალია და უნდა იქნას შერჩეული ექიმის მიერ ინდივიდუალურად, რის შემდეგაც ექიმი თანდათან შეარჩევს საჭირო დოზას.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში პრეპარატ ჰარტილ®-D-ს გამოყენება არ არის რეკომენდებული რამიპრილის უსაფრთხოების და ეფექტურობის მონაცემების არარსებობის გამო ამ ასაკობრივ ჯგუფში.
გამოყენების წესი
შიგნით მისაღები.
ჰარტილ®-D უნდა იქნას მიღებული დღეში ერთხელ, ჩვეულებრივ დილით.
ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, დაღეჭვის გარეშე და წყლის საკმარისი რაოდენობის დაყოლებით.
ჰარტილ®-D-ს ტაბლეტების მიღება შეიძლება საკვების მიღების მიუხედავად.
ტაბლეტების გაყოფა შეიძლება ორ თანაბარ დოზად, ნაზოლზე გადატეხვით.
თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტი ჰარტილ®-D-ს ტაბლეტები
დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფის სასწრაფო დახმარების განყოფილებაში. არ ატაროთ ავტომობილი – სთხოვეთ ვინმეს, რომ მიგიყვანოთ საავადმყოფოში ან გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. წაიღეთ თან ეს ინსტრუქცია და დარჩენილი ტაბლეტები, რათა ზუსტად იცოდეს ექიმმა, თუ რა პრეპარატი მიიღეთ.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ჰარტილ®-D-ს დროულად მიღება
თუ თქვენ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ შემდეგი ტაბლეტი ჩვეულებრივი განრიგის მიხედვით.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული მიღების საკომპენსაციოდ.
თუ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო არასასურველი ეფექტები
სხვა წამლების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია არასასურველი რეაქციების გამოწვევა, მაგრამ ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში.
ნუ მიიღებთ პრეპარატს ჰარტილ®-D და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ აღგენიშნებათ ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი ეფექტებიდან – თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:
სახის, ტუჩების ან ხორხის შეშუპება, რაც აძნელებს ყლაპვას ან სუნთქვას, ასევე ქავილი და გამონაყარი კანზე. ეს შეიძლება იყოს პრეპარატზე ჰარტილ®-D მძიმე ალერგიის ნიშნები;
მძიმე რეაქციები კანის მხრივ, გამონაყარის, პირის ღრუში წყლულების, არსებული კანის დაავადების გაუარესების, კანის გაწითლების, ბუშტუკების ან კანის აშრევების ჩათვლით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ან მრავალმორფული ერითემა).
დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ აგეღნიშნებათ:
გახშირებული ან არარითმული გულისცემა და ძლიერი გულისცემის შეგრძნება, ტკივილი გულმკერდის არეში, კომპრესიული შეგრძნება გულმკერდის არეში ან უფრო მძიმე დაავადებები, მიოკარდის ინფარქტის ან ინსულტის ჩათვლით.
ჰაერის უკმარისობის შეგრძნება ან ხველა, სხეულის ტემპერატურის მომატება 2-3 დღის განმვალობაში, მადის გაუარესება, რაც შეიძლება იყოს ფილტვების დაავადების ნიშნები (ფილტვების ანთების ჩათვლით).
ადვილად ჩამოყალიბებული სისხლჩაქცევები, ჩვეულებრივზე უფრო ხანგრძლივი სისხლდენა ან ნებისმიერი ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ სისხლდენაზე (მაგალითად, ღრძილებიდან სისხლდენა), კანზე მუქი-იასამნისფერი წერტილოვანი ლაქების გაჩენა, ჩვეულებრივზე ადვილად განვითარებული ინფექციური დაავადებები, ყელის ტკივილი და სხეულის ტემპერატურის მომატება, დაღლილობა, სისუსტე, თავბრუსხვევა ან კანის საფარის სიფერმკრთალე. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ძვლის ტვინის ფუნქციის და სისხლმბადი ორგანოების ფუნქციის დარღვევების ნიშნები.
მკვეთრი ტკივილი კუჭის არეში, რომელიც გადაეცემა ზურგში. ეს შეიძლება იყოს კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების (პანკრეატიტის) ნიშანი.
ცხელება, შემცივნება, მადის არარსებობა, კუჭის ტკივილი, გულისრევა, კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე). ყველაფერი ეს შეიძლება იყოს ღვიძლის ისეთი დაავადებების ნიშანი, როგორიცაა ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება) ან ღვიძლის დაზიანება.
ძლიერი ტკივილი თვალებში ან მხედველობის დაბინდვა თვალშიდა წნევის მომატების გამო (თვალის სისხლძარღვოვან გარსში სითხის შეგუბების (ქორიოიდული გამონაჟონი) ან მწვავე დახურულკუთხოვანო გლაუკომის შესაძლო სიმპტომები). სინათლის წყაროს ირგვლივ მბზინავი კონტურების წარმოქმნა, თავის ტკივილი, ძლიერი ცრემლდენა, გულისრევა და ღებინება – ყველა ეს სიმპტომი შეიძლება ასევე მიუთითებდეს გლაუკომის განვითარებაზე. მხედველობის გაუარესება და ახლომხედველობა – მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება მიოპია.
ქვემოთ ჩამოთვლილია სხვა გვერდითი ეფექტები:
შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ნებისმიერი გვერდითი ეფექტებიდან ხდება მძიმე ან გრძელდება რამდენიმე დღეზე მეტ ხანს:
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):
თავის ტკივილი, სისუსტე, დაღლილობა;
თავბრუსხვევა – გვხვდება უფრო ხშირად პრეპარატით ჰარტილ®-D მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდის შემთხვევაში;
მშრალი, გამაღიზიანებელი ხველა ან ბრონქიტი;
სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს სისხლში გლუკოზის დონის მომატება. თუ ხართ დაავადებული შაქრიანი დიაბეტით, ამან შეიძლება გააუარესოს დიაბეტის კლინიკური მიმდინარეობა.
სისხლის ანალიზის შედეგებმა შეიძლება აჩვენოს სისხლში შარდმჟავას და ცხიმების დონის ზრდა;
ტკივილი, შეწითლება, სახსრების შეშუპება.
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):
კანის გამონაყარი, რომელიც კანის ზედაპირიდან არის ამოწეული ან არ არის ამოწეული;
წამოხურება, გონების დაკარგვა, არტერიული ჰიპოტენზია (არანორმალურად დაქვეითებული წნევა), განსაკუთრებით, თუ თქვენ სწრაფად დგებით ან გადადიხართ მწოლიარე მდგომარეობიდან მჯდომარე პოზიციაში;
წონასწორობის დარღვევა (ვერტიგო);
ქავილი და უჩვეულო შეგრძნებები კანის მხრივ, როგორიცაა გაბუჟება, ჩხვლეტის, წვის ან კანზე ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება (პარესტეზია);
გემოვნების შეგრძნებების დარღვევა ან ცვლილება;
ძილის დარღვევა;
დეპრესია, შფოთვა, მომატებული ნევროზულობა, კანკალი;
ცხვირის გაჭედვა, ცხვირის პარანაზალური წიაღების ანთება (სინუსიტი), ქოშინი;
ღრძილების ანთება (გინგვინიტი), პირის შეშუპება;
თვალების ქავილი, გაწითლება, შეშუპება თვალების გარშემო, ცრემლდენა;
მხედველობის დაბინდვა;
ხმაური ყურებში;
თმის ცვენა;
ტკივილი გულმკერდის არეში;
კუნთების ტკივილი;
შეკრულობა, კუჭის ან ნაწლავის ტკივილი;
საჭმლის მონელების დარღვევა ან გულისრევა;
დღეში შარდის ნორმაზე მეტი რაოდენობის გამოყოფა;
მომატებული ოფლიანობა ან წყურვილი;
მადის დაკარგვა ან გაუარესება (ანორექსია), შიმშილის შეგრძნების შემცირება;
უფრი ხშირი ან არარეგულარული გულის შეკუმშვები;
ხელების და ფეხების შეშუპება (ეს შეიძლება იყოს ორგანიზმში სითხის შეკავების ნიშანი);
ცხელება;
იმპოტენცია მამაკაცებში;
სისხლის წითელი და თეთრი სხეულაკების, თრომბოციტების რაოდენობის ან ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირება სისხლის ანალიზის დროს;
ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის ან თირკმელების ფუნქციის ცვლილება სისხლის ანალიზის დროს
კალიუმი დონის შემცირება სისხლის ანალიზის დროს.
ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10 000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):
გულისრევა, დიარეა ან გულძმარვა;
წითელი, შეშუპებული ენა ან სიმშრალე პირში;
კალიუმის დონის ზრდა სისხლის ანალიზის დროს.
სიხშირე უცნობია (შეუძლებელია განსაზღვრა არსებული მონაცემების საფუძველზე)
კანის ან ტუჩის კიბო (კანის არამელანომური კიბო);
კონცენტრაციის და ყურადღების უნარის გაუარესება, მოუსვენრობის შეგრძნება, გონების არევა;
ხელების და ფეხების თითების ფერის ცვლილება სიცივეში მომდევნო ჩხვლეტის შეგრძნებით ან ტკივილით გათბობის დროს (ეს შეიძლება იყოს რეინოს დაავადების სიმტპომები);
სარძევე ჯირკვლების გაზრდა მამაკაცებში;
სისხლის კოლტები სისხლძარღვებში;
სმენის დარღვევა;
თვალების სიმშრალე;
თქვენ ხედავთ გარშემო არსებულ საგნებს ყვითელ ფერებში;
გაუწყლოვანება;
ლოყების შეშუპება, შეწითლება და ტკივილი (სანერწყვე ჯირკვლის ანთება);
ნაწლავის შეშუპება – “ანგიონევროზული შეშუპება”, რასაც ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, ღებინება და დიარეა;
მომატებული მგრძნობელობა მზის სინათლისადმი;
კანის მძიმე აქერცვლა ან აშრევება, კანის ზედაპირიდან ამოწეული გამონაყარი ქავილით ან სხვა რეაქციები კანის მხრივ სახესა ან შუბლზე;
გამონაყარი კანზე ან სილურჯეების ან სისხლჩაქცევების განვითარება;
ლაქები კანზე და ცივი კიდურები;
ფრჩხილების ცვლილებები (ფრჩხილის მოძრაობა ან ფრჩხილის მოცილება ფრჩხილბუდიდან);
ჩონჩხ-კუნთოვანი შებოჭილობა ან ყბის მოძრაობის უუნარობა (ტეტანია);
კუნთების სისუსტე ან სპაზმი;
დაქვეითებული სქესობრივი ლტოლვა მამაკაცებსა და ქალებში;
სისხლი შარდში, რაც შეიძლება იყოს თორკმელების დაავადების (ინტერსტიციალური ნეფრიტის) ნიშანი;
შარდში ნორმასთან შედარებით შაქრის დონის მომატება;
სისხლის გარკვეული ტიპის თეთრი უჯრედების რაოდენობის ზრდა (ეოზინოფილია) სისხლის ანალიზით;
სისხლის უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება (პანციტოპენია) სისხლის ანალიზით;
სისხლში მარილების (როგორიცაა ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი და ქლორიდი) შემცველობის ცვლილება ანალიზის დროს;
რეაქციების შენელება ან დარღვევა;
ყნოსვის ცვლილებები;
სუნთქვის გაძნელება ან ასთმის გაუარესება.
შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის აღმოჩენისას, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის ნახსენები წინამდებარე ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ ნებისმიერი გვერდითი ეფექტების შესახებ სამკურნალო საშუალებების გვერდიღი ეფექტების რეგისტრაციის ნაციონალური სისტემის მეშვეობით. თქვენი შეტყობინებების წყალობით, თქვენ დაეხმარებით მიიღოთ უფრო მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი ჰარტილ®-D ტაბლეტები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
არ შეიძლება პრეპარატის ჰარტილ®-D ტაბლეტები გამოყენება ხარისხის გაუარესების აშკარა ნიშნების აღნიშვნის შემთხვევაში (მაგალითად, ფერის ცვლილება).
ვარგისობის ვადა
ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ!
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
არ შეიძლება სამკურნალო საშუალებების საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყალში გადაგდება. თუ აუცილებელია პრეპარატის ნარჩენებში გადაგდება, რომელიც აღარ არის საჭირო, ჩაიტარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაბინძურებისგან დაცვაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ექიმის რეცეპტით.
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს პრეპარატი ჰარტილ®-D ტაბლეტები
მოქმედი ნივთიერება: რამიპრილი და ჰიდროქლოროთიაზიდი
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ რამიპრილს და 25 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, კროსპოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სტეარილფუმარატი.
პრეპარატის ჰარტილ®-D ტაბლეტების აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი
პერორალურად მისაღები ტაბლეტები.
გარეგანი სახე:
ჰარტილ®-D ტაბლეტები 2,5 მგ/12,5 მგ:
თეთრი ფერის, ოვალური ფორმის ტაბლეტები ნაჭდევით ორივე მხარეს, ტაბლეტის ერთ მხარეზე – ციფრების “2,5” და “12,5” გრავირება ნაჭდევის ორივე მხარეს.
ნაჭდევის დახმარებით შეიძლება ტაბლეტის ორ ტოლ ნაწილად გაყოფა.
ჰარტილ®-D ტაბლეტები 5 მგ/25 მგ:
თეთრი ფერის, ოვალური ფორმის ტაბლეტები ნაჭდევით ორივე მხარეს, ტაბლეტის ერთ მხარეზე – ციფრების “5” და “25” გრავირება ნაჭდევის ორივე მხარეს.
ნაჭდევის დახმარებით შეიძლება ტაბლეტის ორ ტოლ ნაწილად გაყოფა.
შეფუთვა:
14-14 ცალი ტაბლეტი დაფასოებულია ბლისტერში და 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციათან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ., 30-38
უნგრეთი
მწარმოებელი:
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1165 ბუდაპეშტი, ბიოკენფელდის 118-120
უნგრეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.