პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები

ტენზიპრილი HD

Tenzipril HD

რეცეპტით5მგ+12.5მგინსტრუქცია ქართულადმალტა
რისთვის გამოიყენება

ტენზიპრილი HD არის ორი აქტიური ინგრედიენტის, რამიპრილის და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაცია. რამიპრილი მიეკუთვნება აგფ-ინჰიბიტორების (აგფ = ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტი) აგენტის ჯგუფს. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
5მგ+12.5მგ ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
Actavis Ltd., მალტა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები და დიურეზული საშუალებები
ATC კოდი
C09BA05
რეგისტრაციის ნომერი
რ-041262
რეგისტრირებულია
11 ივნისი 2024, მოქმედებს 11 ივნისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
New Pharm Group Ltd (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ნიუ ფარმ გრუპი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატენზიპრილი HD და სხვა წამალი ერთად

ტენზიპრილი HD — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ტენზიპრილი HD არის ორი აქტიური ინგრედიენტის, რამიპრილის და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაცია.

რამიპრილი მიეკუთვნება აგფ-ინჰიბიტორების (აგფ = ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტი) აგენტის ჯგუფს.

იგი მოქმედებს იმით, რომ

ამცირებს ორგანიზმში ნივთიერებების გამომუშავებას, რომლებიც იწვევენ არტერიული წნევის მატებას,

ადუნებს და აფართოებს სისხლძარღვებს,

უადვილებს გულს სისხლის გადატუმბვას მთელ სხეულში.

ჰიდროქლოროთიაზიდი მიეკუთვნება შარდმდენ საშუალებებს ან ე.წ. „თიაზიდური დიურეტიკების“ აგენტის ჯგუფს. იგი მოქმედებს იმით, რომ ზრდის სითხის გამოყოფას (შარდდენას) და ამით ამცირებს არტერიულ წნევას.

ტენზიპრილი HD გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ. ორივე აქტიური ნივთიერება ავსებენ ერთმანეთს არტერიული წნევის დაქვეითებისას და შემდეგ ერთდროულად იყენებენ, თუ მხოლოდ ერთი აქტიური ნივთიერებით მკურნალობა არ იძლევა სასურველ შედეგს.

რას უნდა მიექცეს ყურადღება ტენზიპრილი HD-ის მიღებამდე?

ტენზიპრილი HD არ უნდა იქნას მიღებული:

თუ გაქვთ ალერგია რამიპრილის, ჰიდროქლორთიაზიდის ან მე-6 პუნქტში დასახელებული ამ სამკურნალო საშუალების რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

თუ გაქვთ ალერგია ტენზიპრილი HD-ის მსგავსი მედიკამენტების მიმართ (სხვა აგფ-ინჰიბიტორები ან სულფონამიდის დერივატები).

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის სიმპტომებს მიეკუთვნება კანის გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება.

თუ როდესმე გქონიათ მძიმე ალერგიული რეაქცია, ე.წ. ანგიონევროზული შეშუპება. სიმპტომებს მიეკუთვნება ქავილი, ჭინჭრის ციება (ურტიკარია), წითელი ლაქები ხელებზე, ფეხებსა და კისერზე, საყლაპავისა და ენის შეშუპება, თვალებისა და ტუჩების ირგვლივ შეშუპება, სუნთქვისა და ყლაპვის მნიშვნელოვანი გართულება.

თუ თქვენ იღებდით ან იღებთ საკუბიტრილს/ვალსარტანს, პრეპარატს, რომელიც მოზრდილებში გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ.

თუ თქვენ იტარებთ დიალიზს ან სისხლის ფილტრაციის ნებისმიერ სხვა ფორმას, მაშინ ტენზიპრილი HD შეიძლება არ იყოს თქვენთვის შესაფერისი გამოყენებული აპარატურის მიხედვით.

თუ გაწუხებთ ღვიძლის მძიმე დაავადება.

თუ სისხლში გაქვთ ელექტროლიტების (კალციუმი, კალიუმი, ნატრიუმი) განსხვავებული დონე, ვიდრე ნორმის მაჩვენებელი.

თუ გაწუხებთ თირკმელების დაავადება, რომლის დროსაც თირკმლის სისხლის მიწოდება შეზღუდულია (თირკმლის არტერიის სტენოზი).

ორსულობის ბოლო 6 თვის განმავლობაში და ლაქტაციის პერიოდში (იხ. პუნქტი „ორსულობა და ლაქტაცია“).

თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმლის დისფუნქცია და მკურნალობთ ანტიჰიპერტენზიული სამკურნალო საშუალებით, რომელიც შეიცავს ალისკირენს.

თქვენ არ უნდა მიიღოთ ტენზიპრილი HD, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მაინც გეხებათ თქვენ. თუ არ ხართ ამაში დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ტენზიპრილი HD-ის მიღებამდე.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს სამკურნალო საშუალება ზუსტად, ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ გაქვთ შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სამკურნალო საშუალების დოზა

მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა

საჭიროების შემთხვევაში მიღებულ დოზას დაგირეგულირებთ თქვენი ექიმი, სანამ თქვენი არტერიული წნევა კონტროლს არ დაექვემდებარება.

ხანდაზმული პაციენტები

თქვენი ექიმი დაიწყებს უფრო დაბალი საწყისი დოზით და ნელ-ნელა გაზრდის მას მკურნალობის კურსის განმავლობაში.

სამკურნალო საშუალების მიღება

მიიღეთ პრეპარატი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, ჩვეულებრივ დილით.

მიიღეთ ტაბლეტები სითხის საკმარის რაოდენობასთან ერთად.

ტაბლეტები არ დააქუცმაცოთ ან არ დაღეჭოთ.

თუ თქვენ მიიღეთ ტენზიპრილი HD-ს დანიშნულზე მეტი დოზა, ვიდრე საჭიროა

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. თქვენ არ გაქვთ უფლება საავადმყოფოში მანქანით თავად წახვიდეთ. სთხოვეთ სხვა პირს ამის გაკეთება ან გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების მანქანა. თან იქონიეთ წამალი შეფუთვით, რათა ექიმმა ზუსტად იცოდეს რა მიიღეთ.

თუ თქვენ დაგავიწყდათ ტენზიპრილი HD-ს მიღება

თუ გამოტოვებთ დოზას, მიიღეთ შემდეგი დოზა მომდევნო დაგეგმილ დროს.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა, თუ დაგავიწყდათ წინა დოზის მიღება.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ სამკურნალო საშუალების მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან სხვა აგფ-ინჰიბიტორების (აგფ = ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტი), ჰიდროქლოროთიაზიდის, სხვა თიაზიდური დიურეტიკების, სულფონამიდების ან პუნქტი 6.1-ში დასახელებული ნებისმიერი სხვა ინგრედიენტების მიმართ.

ანგიონევროზული შეშუპების ისტორია (მემკვიდრეობითი, იდიოპათიური ან ადრეული ანგიონევროზული შეშუპება აგფ-ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების გამოყენების გამო).

საკუბიტრილთან/ვალსარტანთან ერთად ერთდროულად მიღება (იხ. პუნქტები 4.4 და 4.5).

ექსტრაკორპორალური მკურნალობა, რომელიც მოიცავს კონტაქტს სისხლსა და უარყოფითად დამუხტულ ზედაპირებს შორის (იხ. პუნქტი 4.5).

თირკმლის არტერიის მნიშვნელოვანი ორმხრივი სტენოზი ან თირკმლის არტერიის ცალმხრივი სტენოზი მხოლოდ ერთი ფუნქციონირებადი თირკმლით.

ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრი (იხ. პუნქტები 4.4 და 4.6).

ლაქტაცია (იხ. პუნქტი 4.6).

თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა კრეატინინ-კლირენსით <30 მლ/წთ პაციენტებში, რომლებიც არ არიან დიალიზზე.

კლინიკურად მნიშვნელოვანი ელექტროლიტური დარღვევები, რომლებიც შეიძლება გაუარესდეს ტენზიპრილი HD-ით მკურნალობის მიმდინარეობის დროს (იხ. პუნქტი 4.4).

ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია.

ტენზიპრილი HD-ის ერთდროული გამოყენება ალისკირენის შემცველ სამკურნალო საშუალებებთან უკუნაჩვენებია პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით ან თირკმელების ფუნქციის დარღვევით (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე (GFR) <60 მლ/წთ/1.73 მ2) (იხ. პუნქტები 4.5 და 5.1).

სიფრთხილის ზომები

გთხოვთ, ტენზიპრილ HD-ის მიღებამდე, გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან,

თუ გაქვთ გულის, ღვიძლის ან თირკმელების დაავადება.

თუ თქვენ დიდი რაოდენობით დაკარგეთ ფიზიოლოგიური მარილები ან სითხეები (ღებინების, ფაღარათის, უჩვეულო ჭარბი ოფლიანობის, ცოტა მარილის შემცველი დიეტის, დიურეტიკების [შარდმდენი ტაბლეტების] ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღების გამო, ან თუ ხართ დიალიზის მქონე პაციენტი).

თუ თქვენი ალერგია ფუტკრის ან კრაზანის ნაკბენზე საჭიროებს მკურნალობას (ჰიპოსენსიბილიზაცია).

თუ თქვენ უნდა მიიღოთ საანესთეზიო საშუალება ოპერაციის დროს ან სტომატოლოგთან. შესაძლოა დაგჭირდეთ ტენზიპრილ HD-ით მკურნალობის შეწყვეტა ერთი დღით ადრე; რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ გაქვთ სისხლში კალიუმის მომატებული დონე (დადგენილი სისხლის ანალიზის საფუძველზე).

თუ იღებთ მედიკამენტებს ან გაქვთ ისეთი დაავადებები, რომლებმაც შეიძლება შეამცირონ სისხლში ნატრიუმის დონე; თქვენმა ექიმმა შესაძლოა მოისურვოს სისხლის ანალიზის რეგულარული ჩატარება, უპირველეს ყოვლისა სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის შემოწმების მიზნით, განსაკუთრებით თუ ხართ ხანდაზმული.

თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ ანგიონევროზული შეშუპების (სერიოზული ალერგიული რეაქცია) გამოვლენის რისკი, როგორიცაა mTOR-ინჰიბიტორები (მაგ. ტემსიროლიმუსი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი), ვილდაგლიპტინი, ნეპრილიზინი-(NEP)-ინჰიბიტორები (მაგ. რაცეკადოტრილი) ან საკუბიტრილი/ვალსარტანი. საკუბიტრილი/ვალსარტანისთვის იხილეთ პუნქტი 2. „ტენზიპრილი HD არ უნდა იქნას მიღებული“.

თუ ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების შემდეგ ოდესმე გამოგივლინდათ სუნთქვის ან ფილტვების პრობლემები (მათ შორის ანთება ან სითხის დაგროვება ფილტვებში). თუ ტენზიპრილი HD-ის მიღების შემდეგ განვითარდა ძლიერი ქოშინი ან სუნთქვის გართულება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ გაწუხებთ კოლაგენური დაავადება, როგორიცაა სკლეროდერმია ან სისტემური წითელი მგლურა.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ვარაუდობთ, რომ ხართ (ან შეიძლება გახდეთ) ორსულად. ტენზიპრილი HD არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ სამ თვეში და შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს არ დაბადებულ ბავშვს ორსულობის სამი თვის შემდეგ (იხ. პუნქტი „ორსულობა და ლაქტაცია“).

თუ გაქვთ დაქვეითებული მხედველობა ან თუ გაწუხებთ თვალის ტკივილი. ეს შესაძლოა იყოს თვალის სისხლძარღვოვან შრეში სითხის დაგროვების სიმპტომები (ქოროიდული ეფუზია) ან თვალში წნევის მატება (გლაუკომა) და შეიძლება გამოვლინდეს ტენზიპრილი HD-ის მიღების შემდეგ რამდენიმე საათიდან კვირის ფარგლებში. მოუვლელობამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის მუდმივი დაკარგვა. თუ ადრე გქონდათ ალერგიული რეაქცია პენიცილინზე ან სულფონამიდებზე, შესაძლოა თქვენ ამის გამო უფრო მაღალი რისკის ქვეშ იყოთ. თქვენ უნდა შეწყვიტოთ ტენზიპრილი HD-ის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს მაღალი წნევის სამკურნალოდ:

ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტი (ასევე ცნობილია როგორც სარტანები - მაგ. ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები შაქრიანი დიაბეტის გამო.

ალისკირენი.

ექიმმა შეიძლება მოცემულ შემთხვევაში პერიოდულად შეამოწმოს თქვენი თირკმელების ფუნქცია, არტერიული წნევა და ელექტროლიტების (მაგ. კალიუმის) დონე სისხლში.

ასევე იხილეთ პუნქტი „ტენზიპრილი HD არ უნდა იქნას მიღებული“.

თუ გაქვთ ან გქონდათ კანის კიბო ან განვითარდა კანის მოულოდნელი დაზიანება მკურნალობის დროს. ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობამ, განსაკუთრებით ხანგრძლივმა მაღალი დოზებით გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს კანისა და ტუჩის ზოგიერთი ტიპის კიბოს (ბაზალიომის - ბაზალურუჯრედოვანი კიბოს) განვითარების რისკი. დაიცავით თქვენი კანი მზისგან და ულტრაიისფერი სხივებისგან ტენზიპრილი HD-ის მიღების პერიოდში.

ბავშვები და მოზარდები

18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის ტენზიპრილი HD-ის დანიშვნა არ არის რეკომენდებული, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში ეს პრეპარატი აქამდე არასოდეს გამოუყენებიათ.

თუ ზემოთ აღნიშნული პუნქტებიდან რომელიმე მაინც გეხებათ თქვენ (ან არ ხართ დარწმუნებული), მიმართეთ ექიმს ტენზიპრილი HD-ის მიღებამდე.

ტენზიპრილი HD-ის მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, ახლახან მიიღეთ/გამოიყენეთ სხვა მედიკამენტები ან გეგმავთ მიიღოთ/გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები. ტენზიპრილი HD-ს შეუძლია გავლენა მოახდინოს სახელდობრ სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე, მაგრამ თვით მის მოქმედებაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს სხვა სამკურნალო საშუალებამ.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ/იყენებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებს, რადგან მათ შეუძლიათ დააქვეითონ ტენზიპრილი HD-ის ეფექტურობა:

ტკივილისა და ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები (მაგ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები [აასს], როგორიცაა იბუპროფენი, ინდომეტაცინი და აცეტილსალიცილის მჟავა),

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება დაბალი არტერიული წნევის, შოკის, გულის უკმარისობის, ასთმის ან ალერგიის სამკურნალოდ, როგორიცაა ეფედრინი, ნორადრენალინი ან ადრენალინი. თქვენმა მკურნალმა ექიმმა უნდა შეგიმოწმოთ არტერიული წნევა.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ/იყენებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებს, რადგან ტენზიპრილი HD-ის ერთდროულად მიღება ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს:

საკუბიტრილი/ვალსარტანი - გამოიყენება მოზრდილებში გულის ქრონიკული უკმარისობის ტიპის სამკურნალოდ (იხ.: პუნქტი 2. „არ მიიღოთ ტენზიპრილი HD“),

ტკივილისა და ანთების სამკურნალო საშუალებები (მაგ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები [აასს], როგორიცაა იბუპროფენი, ინდომეტაცინი და აცეტილსალიცილის მჟავა),

სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ შეამცირონ სისხლში კალიუმის რაოდენობა, როგორიცაა ყაბზობის საწინააღმდეგო საშუალებები, დიურეტიკები (შარდმდენი ტაბლეტები), ამფოტერიცინი B (სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ) და ACTH-ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი (თირკმელზედა ჯირკვლების სწორად ფუნქციონირების შესამოწმებლად),

კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტები (ქიმიოთერაპია),

სამკურნალო საშუალებები გულის დაავადებებისათვის, როგორიცაა ნორმალური გულისცემის დარღვევა,

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოს განზიდვის თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა ციკლოსპორინი,

დიურეტიკები (შარდმდენი ტაბლეტები), როგორიცაა ფუროსემიდი,

სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ კალიუმის რაოდენობა სისხლში, როგორიცაა სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი, კალიუმის მარილები, ტრიმეტოპრიმი მარტო ან სულფამეთოქსაზოლთან (ინფექციების დროს) და ჰეპარინთან (სისხლის გამათხელებლები) კომბინაციაში,

სტეროიდების შემცველი ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა პრედნიზოლონი,

კალციუმი საკვები დანამატის სახით,

ალოპურინოლი (სისხლში შარდმჟავას დონის შესამცირებლად),

პროკაინამიდი (გულის არითმიის საწინააღმდეგოდ),

ქოლესტირამინი (სისხლში ლიპიდების დონის შესამცირებლად),

კარბამაზეპინი (ეპილეფსიის საწინააღმდეგოდ),

ჰეპარინი (სისხლის გასათხელებლად),

ტემსიროლიმუსი (კიბოს სამკურნალოდ),

სიროლიმუსი, ევეროლიმუსი (გადანერგილი ორგანოების განზიდვის თავიდან აცილების პრევენციისთვის),

ვილდაგლიპტინი (2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ),

რაცეკადოტრილი (დიარეის სამკურნალოდ),

თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი დოზის კორექტირება და/ან სხვა უსაფრთხოების ზომების მიღება, თუ იღებთ ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტს ან ალისკირენს (იხილეთ აგრეთვე პუნქტი „არ მიიღოთ ტენზიპრილი HD“ და „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“).

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ/იყენებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებს, რადგან ტენზიპრილი HD-იმ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათ მოქმედებაზე:

დიაბეტის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ინსულინი და პერორალური სისხლში შაქრის დამწევი პრეპარატები.

ტენზიპრილი HD-ს შეუძლია დაწიოს სისხლში შაქრის დონე. ამიტომ, ტენზიპრილი HD-ის მიღებისას საჭიროა სისხლში შაქრის დონის რეგულარული კონტროლი.

ლითიუმი (ფსიქიკური დაავადებების საწინააღმდეგო). ტენზიპრილი HD-ს შეუძლია გაზარდოს ლითიუმის დონე სისხლში. ამიტომ ექიმმა ყურადღებით უნდა აკონტროლოს ლითიუმის კონცენტრაცია.

სამკურნალო საშუალებები კუნთების რელაქსაციისთვის,

ქინინი (მალარიის საწინააღმდეგოდ),

იოდის შემცველი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება როგორც კონტრასტული საშუალება საავადმყოფოში სცინტიგრამის ან რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს,

პენიცილინი (ინფექციების საწინააღმდეგოდ),

სისხლის გამათხელებელი სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც თქვენ იღებთ (ორალური ანტიკოაგულანტები), როგორიცაა ვარფარინი.

ტესტები

სამკურნალო საშუალების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან,

თუ თქვენ გიწევთ პარათირეოიდული ჯირკვლების ფუნქციის შემოწმება, რადგან ტენზიპრილი HD-მა შეუძლია შეცვალოს ტესტის შედეგები,

თუ თქვენ, როგორც სპორტსმენმა, უნდა გაიაროთ დოპინგის ტესტი, რადგან ტენზიპრილი HD-მა შეიძლება აჩვენოს ცრუ დადებითი შედეგი.

ტენზიპრილი HD-ს მიღება საკვებ პროდუქტებთან და ალკოჰოლთან ერთად

ალკოჰოლის მოხმარებამ ტენზიპრილი HD-ს მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და დაბუჟება. თუ გაქვთ შეკითხვები, ტენზიპრილი HD-ის მიღების დროს რა რაოდენობის ალკოჰოლის დალევა შეგიძლიათ, მიმართეთ თქვენს ექიმს. ალკოჰოლის არტერიული წნევის დამწევ საშუალებებთან ერთად ალკოჰოლმა შეიძლება გააძლიეროს ურთიერთქმედება.

ტენზიპრილი HD-ს მიღება შეიძლება როგორც ჭამის დროს, ასევე მისგან დამოუკიდებლად.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

კლინიკური კვლევების მონაცემებმა აჩვენა, რომ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (RAAS) ორმაგი ბლოკადა აგფ-ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ან ალისკირენის ერთდროული გამოყენების მეშვეობით გავლენას ახდენს RAAS-ზე ერთი აგენტის გამოყენებასთან შედარებით, დაკავშირებულია არასასურველი მოვლენების უფრო მაღალ სიხშირესთან, როგორიცაა ჰიპოტონია, ჰიპერკალიემია და თირკმლის ფუნქციის დაქვეითება (მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობა) (იხ. პუნქტები 4.3, 4.4 და 5.1).

უკუნაჩვენები კომბინაციები

აგფ-ინჰიბიტორების და საკუბიტრილის/ვალსარტანის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია, რადგან ეს ზრდის ანგიონევროზული შეშუპების რისკს (იხ. პუნქტები 4.3 და 4.4). რამიპრილით მკურნალობა არ უნდა დაიწყოს საკუბიტრილით/ვალსარტანით თერაპიის ბოლო დოზის მიღებიდან 36 საათამდე. საკუბიტრილით/ვალსარტანით თერაპია არ უნდა დაიწყოს ტენზიპრილი HD-ის ბოლო დოზის მიღებიდან სულ მცირე 36 საათის შემდეგ.

ექსტრაკორპორალური მკურნალობა, რომელიც მოიცავს კონტაქტს სისხლსა და უარყოფითად დამუხტულ ზედაპირებს შორის, როგორიცაა ჰემოდიალიზი ან ჰემოფილტრაცია გარკვეული მაღალი ნაკადის მემბრანებით (მაგ. პოლიაკრილონიტრილის მემბრანებით) და LDL-აფერეზი დექსტრანის სულფატით, მძიმე ანაფილაქტოიდური რეაქციების გაზრდილი რისკის გამო (იხ.: პუნქტი 43). თუ ასეთი მკურნალობა აუცილებელია, განიხილება სხვა დიალიზის მემბრანის ან სხვა კლასის ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების გამოყენება.

კომბინაციები, რომლებიც განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს

კალიუმის მარილები, ჰეპარინი, კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეტიკები და სხვა აქტიური ნივთიერებები, რომლებიც ზრდის შრატის კალიუმს (როგორიცაა ანგიოტენზინ II ანტაგონისტები, ტრიმეტოპრიმი მარტო ან ფიქსირებული კომბინაცია სულფამეთოქსაზოლთან, ტაკროლიმუსთან, ციკლოსპორინთან ერთად): შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია. ამიტომ, უნდა მოხდეს შრატში კალიუმის მჭიდრო მონიტორინგი.

ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (მაგ. დიურეტიკები) და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (მაგ.: ნიტრატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანესთეტიკები, ალკოჰოლის მწვავე მიღება, ბაკლოფენი, ალფუზოზინი, დოქსაზოსინი, პრაზოსინი, ტამსულოზინი, ტერაზოსინი): შემცირებული არტერიული წნევის რისკის შესაძლო მომატება (იხ. პუნქტი 4.2. დიურეტიკების შესახებ).

ვაზოპრესორული სიმპათომიმეტიკები და სხვა აქტიური ნივთიერებები (ეპინეფრინი), რომლებსაც შეუძლიათ რამიპრილის ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შესუსტება: რეკომენდებულია არტერიული წნევის რეგულარული კონტროლი. გარდა ამისა, ვაზოპრესორული სიმპათომიმეტიკების ეფექტი შეიძლება შემცირდეს ჰიდროქლორთიაზიდის მეშვეობით.

ალოპურინოლი, იმუნოსუპრესანტები, კორტიკოსტეროიდები, პროკაინამიდი, ციტოსტატიკები და სხვა ნივთიერებები, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ სისხლის ანამნეზი: ჰემატოლოგიური რეაქციების გაზრდილი ალბათობა (იხ. პუნქტი 4.4).

ლითიუმის მარილები: აგფ-ინჰიბიტორებს შეუძლიათ შეამცირონ ლითიუმის ექსკრეცია, რათა გაიზარდოს ლითიუმის ტოქსიკური ეფექტი. საჭიროა შრატში ლითიუმის დონის რეგულარული კონტროლი. თიაზიდური დიურეტიკების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ლითიუმის ტოქსიკურობის რისკი და კიდევ უფრო გაზარდოს ლითიუმის ტოქსიკურობის რისკი, რომელიც უკვე გაიზარდა აგფ-ინჰიბიტორებით. ამიტომ რამიპრილისა და ჰიდროქლოროთიაზიდის ლითიუმთან კომბინაცია არ არის რეკომენდებული.

ანტიდიაბეტური საშუალებები, მათ შორის ინსულინი: შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემიური რეაქციები. ჰიდროქლოროთიაზიდს შეუძლია შეამციროს ანტიდიაბეტური პრეპარატების მოქმედება. ეს მოითხოვს სისხლში შაქრის დონის განსაკუთრებით მჭიდრო კონტროლს ერთდროული მიღების საწყის ფაზაში.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და აცეტილსალიცილის მჟავა: მოსალოდნელია ტენზიპრილი HD-ის ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირება. გარდა ამისა, აგფ-ინჰიბიტორებთან და არასტეროიდულ საშუალებებთან ერთდროულმა მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს თირკმლის უკმარისობის რისკი და შრატში კალიუმის დონის მატება.

პერორალური ანტიკოაგულანტები: ანტიკოაგულანტული ეფექტი შეიძლება შემცირდეს ჰიდროქლორთიაზიდის ერთდროული მიღებით.

კორტიკოსტეროიდები, ACTH, ამფოტერიცინი B, კარბენოქსოლონი, დიდი რაოდენობით ძირტკბილა, საფაღარათო საშუალებები (ხანგრძლივი გამოყენებისას) და სხვა კალიუმის ურეტიკები ან აქტიური ნივთიერებები, რომლებიც ამცირებენ შრატში კალიუმს: ჰიპოკალიემიის გაზრდილი რისკი.

დიგიტალისის გლიკოზიდები, აქტიური ნივთიერებები, რომლებიც ახანგრძლივებენ QT-ინტერვალს და ანტიარითმული პრეპარატები: ელექტროლიტური დისბალანსი (მაგ. ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია) შეიძლება გაზარდოს პროარითმული ეფექტები ან შეასუსტოს ანტიარითმული ეფექტები.

მეთილდოპა: შესაძლებელია ჰემოლიზი.

ქოლესტირამინი ან სხვა ენტერალურად შეყვანილი იონგამცვლელები: ჰიდროქლოროთიაზიდის შეწოვის დარღვევა. სულფონამიდური დიურეტიკები უნდა იქნას მიღებული ამ სამკურნალო საშუალებების მიღებამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე ან 4-6 საათის შემდეგ.

კურარეს ტიპის მიორელაქსანტები: კუნთების დამამშვიდებელი ეფექტის შესაძლო გაძლიერება და გახანგრძლივება.

კალციუმის მარილები და სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ზრდიან შრატში კალციუმის დონეს: მოსალოდნელია შრატში კალციუმის კონცენტრაციის მომატება ჰიდროქლორთიაზიდის ერთდროული გამოყენებისას, რის გამოც აუცილებელია შრატის კალციუმის მჭიდრო კონტროლი.

კარბამაზეპინი: ჰიპონატრიემიის რისკი ჰიდროქლოროთიაზიდის გამაძლიერებელი ეფექტის გამო.

იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებები: დიურეტიკების, მათ შორის ჰიდროქლოროთიაზიდის მეშვეობით გამოწვეული დეჰიდრატაციის შემთხვევაში, იზრდება თირკმლის მწვავე დისფუნქციის რისკი, განსაკუთრებით იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებების მნიშვნელოვანი დოზებით.

პენიცილინი: ჰიდროქლოროთიაზიდი გამოიყოფა დისტალური თირკმლის მილაკებით, რითაც ამცირებს პენიცილინის გამოყოფას.

ქინაქინი: ჰიდროქლოროთიაზიდი ამცირებს ქინაქინის სეკრეციას.

ჰეპარინი: შრატში კალიუმის კონცენტრაციის შესაძლო მომატება.

mTOR-ინჰიბიტორები ან ვილდაგლიპტინი: პაციენტებს, რომლებსაც ერთდროულად მკურნალობდნენ mTOR-ინჰიბიტორებით (მაგ. ტემსიროლიმუსი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი) ან ვილდაგლიპტინით, შეიძლება ჰქონდეთ ანგიონევროზის გაზრდილი რისკი. სიფრთხილეა რეკომენდებული მკურნალობის დაწყებისას (იხ. პუნქტი 4.4).

ნეპრილიზინის-(NEP) ინჰიბიტორები: ანგიონევროზული შეშუპების გაზრდილი რისკი დაფიქსირდა აგფ-ინჰიბიტორებისა და NEP-ინჰიბიტორების (როგორიცაა მაგ.: რაცეკადოტრილი) ერთდროული გამოყენებისას (იხ. ნაწილი 4.4).

საკუბიტრილი/ვალსარტანი: აგფ-ინჰიბიტორების და საკუბიტრილის/ვალსარტანის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია, რადგან ეს ზრდის ანგიონევროზის რისკს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

აცნობეთ ექიმს, თუ ვარაუდობთ, რომ ხართ (ან შეიძლება დარჩეთ) ორსულად. თქვენ არ უნდა გამოიყენოთ ტენზიპრილი HD ორსულობის პირველ თორმეტ კვირაში და არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ტენზიპრილი HD მე-13 კვირიდან, რადგან ტენზიპრილი HD-ის ამ ეტაპზე მიღებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ნაყოფს. თუ ტენზიპრილი HD-ით მკურნალობის პერიოდში დადგა ორსულობა, გთხოვთ, დაუყოვნებლივ აცნობოთ თქვენს ექიმს. კარგად ასატანი მკურნალობის ალტერნატივაზე გადასვლა უნდა განიხილებოდეს დაგეგმილი ორსულობის დაწყებამდე.

ლაქტაცია

არ უნდა გამოიყენოთ ტენზიპრილი HD ლაქტაციის დროს.

ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე საკონსულტაციოდ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ზემოქმედების უნარი სატრანსპორტო საშუალების ან სხვა მექანიზმების მართვისას

ტენზიპრილი HD-ის მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა. ალბათობა ყველაზე მაღალია ტენზიპრილი HD-ით მკურნალობის დაწყებისას ან დოზის გაზრდის დროს. ამ შემთხვევაში, თქვენ თავი უნდა შეიკავოთ სატრანსპორტო საშუალების მართვასა და ხელსაწყოებთან ან დანადგარებთან მუშაობაზე.

დოპინგის მიზნებისთვის არასწორად გამოყენების გამოვლინება

ტენზიპრილი HD-ის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგები დოპინგ-კონტროლის დროს.

ტენზიპრილი HD ნატრიუმის შემცველობა

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითო ტაბლეტზე, ე.ი. ანუ ის თითქმის "ნატრიუმისგან თავისუფალია"

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ზოგიერთმა გვერდითმა მოვლენამ (მაგ.: დაბალი წნევის სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა) შეიძლება შეზღუდოს პაციენტის კონცენტრირებისა და რეაქციის უნარი და, შესაბამისად, ამით წარმოქმნას რისკი იმ სიტუაციებში, რომლებშიც ეს უნარები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა (მაგ. მანქანის მართვა ან მექანიზმების სარგებლობა).

ეს განსაკუთრებით ეხება მკურნალობის დაწყებისას ან პრეპარატის შეცვლისას. სატრანსპორტო საშუალების მართვა ან მექანიზმების სარგებლობა არ არის მიზანშეწონილი პირველი დოზის მიღებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში და ნებისმიერი დოზის გაზრდის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ტენზიპრილი HD-ის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ ქვემოთ ჩამოთვლილ სერიოზულ გვერდით მოვლენებს - შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:

სახის, ტუჩების ან საყლაპავის შეშუპება, რომელიც ართულებს ყლაპვას ან სუნთქვას, ასევე ქავილი და გამონაყარი. ეს შეიძლება იყოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის მწვავე სიმპტომები ტენზიპრილი HD-ზე.

კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, პირის ღრუს წყლულები (აფთები), კანის არსებული დაავადების გაუარესება, სიწითლე, ბუშტუკების წარმოქმნა ან კანის აქერცვლა (როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა).

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ:

აჩქარებული გულისცემა, არარეგულარული ან გაძლიერებული გულისცემა (გულისძგერა), ტკივილი ან შებოჭილობის შეგრძნება გულმკერდის არეში, ან უფრო სერიოზული მოვლენები, როგორიცაა ინფარქტი ან ინსულტი,

ქოშინი, ხველა და ცხელება, რომელიც გრძელდება 2-3 დღე და მადის დაქვეითება, რაც ფილტვის დაავადების შესაძლო ნიშნებია, როგორიცაა ფილტვების ანთება,

ადვილად წარმოქმნილი სისხლჩაქცევა, სისხლდენა, რომელიც ჩვეულებრივზე მეტხანს გრძელდება, სისხლდენის ნებისმიერი ნიშანი (მაგ. სისხლდენა ღრძილებიდან), მეწამული წერტილები ან ლაქები კანზე ან მომატებული მგრძნობელობა ინფექციის მიმართ, ყელის ტკივილი და ცხელება, დაღლილობა, სისუსტე, თავბრუსხვევა ან კანის სიფერმკრთალე, რაც სისხლის ან ძვლის ტვინის დარღვევის შესაძლო ნიშნებია,

ძლიერი ტკივილი მუცლის არეში, რომელიც შესაძლოა გავრცელდეს ზურგის არეზე და არის კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეატიტი) ანთების შესაძლო ნიშანი,

ცხელება, შემცივნება, დაღლილობა, მადის დაქვეითება, კუჭის ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნება, კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე), რაც ღვიძლის დაავადებების შესაძლო ნიშნებია, როგორიცაა ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება) ან ღვიძლის ქსოვილის დაზიანება,

სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე საყურადღებო გახდება ან გრძელდება რამდენიმე დღეზე მეტხანს.

ხშირი (ვლინდება 10-დან 1 პაციენტში):

თავის ტკივილი, სისუსტის და დაღლილობის შეგრძნება,

თავბრუსხვევის შეგრძნება. ამის ალბათობა უფრო დიდია ტენზიპრილი HD-ით მკურნალობის დაწყებისას ან დოზის გაზრდისას,

მშრალი გაღიზიანებული ხველა ან ბრონქიტი,

სისხლში შაქრის დონის მომატება. თუ დიაბეტით ხართ დაავადებული, მისმა მიღებამ შესაძლოა დიაბეტი გააუარესოს,

შარდმჟავას დონის მომატება ან სისხლში ლიპიდების დონის მომატება,

მტკივნეული, შეწითლებული და შეშუპებული სახსრები.

არახშირი (ვლინდება 100-დან 1 პაციენტში)

გამონაყარი კანზე ბუშტიკებით ან მის გარეშე,

გაწითლება სიცხის შეგრძნებით, უძლურება, ჰიპოტონია (უჩვეულოდ დაბალი არტერიული წნევა), მათ შორის ფეხზე დგომის ან მოულოდნელად ადგომის დროს,

წონასწორობის დარღვევა (ვერტიგო),

კანის ქავილი და უჩვეულო შეგრძნებები, როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტა, წვა ან ფხანის შეგრძნება (პარესთეზია),

ძილის დარღვევა,

დეპრესიული განწყობა, შფოთვა, უჩვეულო ნერვიულობა ან რყევის შეგრძნება,

ცხვირის „გაჭედვა“, ცხვირის სინუსების ლორწოვანი გარსის ანთება (სინუსიტი), ქოშინი,

ღრძილების ანთება (გინგივიტი), პირის ღრუს შეშუპება,

შეწითლებული, შეშუპებული ან წყლიანი თვალები ქავილის შეგრძნებით,

ყურებში ხმაური,

ბუნდოვანი ხედვა,

თმის ცვენა,

ტკივილი გულ-მკერდის არეში,

კუნთების ტკივილი,

ყაბზობა, კუჭის ან ნაწლავის ტკივილი,

საჭმლის მონელების დარღვევა ან გულისრევა,

შარდის გამოყოფის გაზრდა (დიურეზი) მთელი დღის განმავლობაში,

ჭარბი ოფლიანობა ან წყურვილის შეგრძნება,

მადის დაქვეითება ან დაკარგვა (ანორექსია), შიმშილის გრძნობის დაქვეითება,

გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა,

შეშუპებული ხელები და ფეხები, ორგანიზმში სითხის შეკავების შესაძლო ნიშნები,

ცხელება,

სექსუალური ფუნქციის დარღვევა (ერექციული დისფუნქცია) მამაკაცებში,

სისხლის ანალიზი სისხლის წითელი უჯრედების, სისხლის თეთრი უჯრედების ან თრომბოციტების რაოდენობის დაბალი მაჩვენებელით ან დაბალი ჰემოგლობინით,

სისხლის მაჩვენებლები, რომლებიც მიუთითებენ ღვიძლის, პანკრეასის ან თირკმელების დისფუნქციაზე,

სისხლში კალიუმის ძალიან დაბალი დონე.

ძალიან იშვიათი (ვლინდება 10 000-დან 1 პაციენტში)

ღებინება, დიარეა ან გულძმარვა,

წითელი, შეშუპებული ენა ან პირის სიმშრალე,

სისხლში კალიუმის დონის მომატება,

მწვავე ქოშინი (სიმპტომები მოიცავს სუნთქვის მწვავე უკმარისობას, ცხელებას, სისუსტეს და დაბნეულობას).

კონცენტრაციის გართულება, მოუსვენრობა ან დაბნეულობა,

თითების და ფეხის თითების ფერის შეცვლა შეციებისას და ჩხვლეტა ან ტკივილი გათბობის შემდგომ (რეინოს სინდრომი),

მკერდის გადიდება მამაკაცებში,

სისხლის შედედება,

სმენის პრობლემები

ცრემლის სითხის გამონადენის შემცირება,

საგნების დანახვა ყვითლად,

ორგანიზმში წყლის ნაკლებობა (დეჰიდრატაცია)

ლოყების შეშუპება, ტკივილი და სიწითლე (სანერწყვე ჯირკვლების ანთება),

ნაწლავებში შეშუპება, რომელსაც ეწოდება ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა მუცლის ტკივილი, ღებინება და დიარეა,

მზის მიმართ მგრძნობელობის გაზრდა,

კანის ძლიერი აქერცვლა ან მოშორება, ქავილიანი გამონაყარი კვანძებით ან კანის სხვა რეაქციები, როგორიცაა წითელი გამონაყარი სახეზე ან შუბლზე,

გამონაყარი ან სისხლჩაქცევა,

ლაქები კანზე და ცივ კიდურებზე,

ფრჩხილის დაავადებები (მაგ., ფეხის ან ხელის თითების ფრჩხილის გაფხვიერება ან მოწყვეტა),

მამოძრავებელი აპარატის სიმტკიცე, ყბის მოძრაობის უუნარობა (ტეტანია),

კუნთების სისუსტე ან კრუნჩხვები,

სექსუალური ლტოლვის დაქვეითება მამაკაცებსა და ქალებში,

სისხლი შარდში, თირკმლის პრობლემების შესაძლო სიმპტომი (ინტერსტიციული ნეფრიტი),

შაქარი შარდში (რაც არ არის მიღებული),

სისხლში გარკვეული თეთრი უჯრედების რაოდენობის გაზრდა (ეოზინოფილია),

სისხლის ანალიზი შემცირებული სისხლის უჯრედებით (პანციტოპენია),

სისხლში ელექტროლიტების დონის ცვლილებები, როგორიცაა ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი და ქლორიდი,

კონცენტრირებული შარდი (მუქი ფერი), გულისრევა ან ღებინება, კუნთების კრუნჩხვები, დაბნეულობა და გულყრები, რაც შეიძლება განპირობებული იყოს შეუსაბამო ADH-სეკრეციის (ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეცია) გამო. ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს,

შენელებული ან დაქვეითებული რეაქციები,

ყნოსვის ცვლილება,

სუნთქვის გართულება ან ასთმის გაუარესება,

კანისა და ტუჩის კიბო (ბაზალურუჯრედოვანი კიბო).

ინფორმირება გვერდითი მოვლენების შესახებ:

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ უშუალოდ სამკურნალო საშუალებისა და სამედიცინო პროდუქტების ფედერალურ ინსტიტუტს, ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის სისტემის განყოფილებას, კურტ-გეორგ-კისინგერის ხეივანი 3, D-53175 ბონი, ვებ.გვერდზე: www.bfarm.de. გვერდითი მოვლენების შეტყობინების საშუალებით, თქვენ შეგეძლებათ წვილი შეიტანოთ ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაში.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

აგფ-ინჰიბიტორის დოზირების გადაჭარბების სიმპტომებს მიეკუთვნება პერიფერიული სისხლძარღვების გადაჭარბებული გაფართოება (მკვეთრად გამოხატული ჰიპოტონია, შოკი), ბრადიკარდია, ელექტროლიტური დარღვევები, თირკმლის უკმარისობა, გულის რითმის დარჩვევები, ცნობიერების დაქვეითება, მათ შორის კომა, ცერებრალური კრუნჩხვები, პარეზი და პარალიზური ილეუსი.

მიდრეკილ პაციენტებში (მაგ. პროსტატის ჰიპერპლაზია), ჰიდროქლოროთიაზიდის გადაჭარბებულმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს შარდის მწვავე შეკავება.

თერაპიული ღონისძიებები

პაციენტი უნდა იყოს მჭიდრო ზედამხედველობის ქვეშ. თერაპია არის სიმპტომური და დამხმარე. დამხმარე ღონისძიებები მოიცავს პირველად დეტოქსიკაციას (კუჭის ამორეცხვა, ადსორბენტის საშუალების შეყვანა) და ჰემოდინამიკური ბალანსის აღდგენის ღონისძიებებს, როგორიცაა ალფა-1 ადრენერგული აგონისტების ან ანგიოტენზინ II-ის (ანგიოტენზინამიდის) მიღება. რამიპრილატი, რამიპრილის აქტიური მეტაბოლიტი, ცუდად გამოიყოფა ზოგადი სისხლის მიმოქცევიდან ჰემოდიალიზის მეშვეობით.

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტებია რამიპრილი და ჰიდროქლოროთიაზიდი.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ რამიპრილს და 12,5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.

სხვა ინგრედიენტებია: კალციუმის სულფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი (Ph.Eur.), წინასწარ ჟელატინირებული სახამებელი (სიმინდისგან), რკინის(III)-ჰიდროქსიდის-ოქსიდი x H2O, რკინის(II, III) ოქსიდი, რკინა(III)-ოქსიდი.

ტენზიპრილი HD-ის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა:

ვარდისფერი, ბრტყელი, წაგრძელებული ტაბლეტები (დიამეტრი 5x10 მმ) ზედა მხრიდან და გვერდებზე რღვევის ხაზით და ამოტვიფრული წარწერით „R2“.

ტაბლეტი შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.

ტენზიპრილი HD ხელმისაწვდომია Al/Al ბლისტერის შეფუთვით.

რაოდენობა შეფუთვაში: 30 ტაბლეტი.

ბლისტერის შეფუთვა: 3 ბლისტერი, თითოეულზე 10 ტაბლეტი.

შეფუთვაში ყველა რაოდენობა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.

ფარმაცევტული კომპანია:

შპს „ნიუ ფარმ გრუპი“

საქართველო, თბილისი 0154, ევდოშვილის ქ. №18.

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება გარე მუყაოს კოლოფსა და ბლისტერის შეფუთვაზე „გამოიყენება -მდე“/„გამოიყ. -მდე“-ის მიხედვით მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება მითითებული თვის ბოლო დღემდე.

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, რათა დაიცვათ შიგთავსი ტენიანობისგან.

არასოდეს გადაყაროთ სამკურნალო საშუალებები ჩამდინარე წყალში (მაგ. ტუალეტში ან ნიჟარაში). იკითხეთ აფთიაქში, თუ როგორ უნდა მოხდეს სამკურნალო საშუალების განადგურება, რომელიც აღარ გჭირდებათ. ამით თქვენ ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას დაბინძურებისაგან.

ფარმაკოლოგიური თვისებები

აგფ-ინჰიბიტორები და დიურეტიკები, რამიპრილი და დიურექტიკები, ათქ-კოდი: C09BA05

მოქმედების მექანიზმი

რამიპრილი

რამიპრილატი, რამიპრილის პროწამლის აქტიური მეტაბოლიტი, აფერხებს ფერმენტ დიპეპტიდილკარბოქსიპეპტიდაზა I-ს (ასევე ცნობილია როგორც ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტი ან კინინაზა II). პლაზმასა და ქსოვილში ეს ფერმენტი ახდენს კატალიზებას ანგიოტენზინ I-ის ვაზოკონსტრიქტორულ მოქმედ ნივთიერებად ანგიოტენზინ II-ად გარდაქმნის და ვაზოდილატორულ მოქმედ ბრადიკინინის დაშლას. ანგიოტენზინ II-ის წარმოების შემცირება და ბრადიკინინის დაშლის დათრგუნვა იწვევს ვაზოდილაციას.

ვინაიდან ანგიოტენზინ II ასევე ასტიმულირებს ალდოსტერონის გამოყოფას, რამიპრილატი იწვევს ალდოსტერონის სეკრეციის შემცირებას. საშუალოდ, შავკანიან ჰიპერტონულ პაციენტებს (აფრო-კარიბის ზღვის პაციენტები), ზოგადად ჰიპერტენზიულ მოსახლეობას დაბალი რენინის აქტივობით, უფრო დაბალი პასუხი ჰქონდათ აგფ-ინჰიბიტორების მონოთერაპიაზე, ვიდრე არაშავკანიან პაციენტებს.

ჰიდროქლოროთიაზიდი

ჰიდროქლოროთიაზიდი არის თიაზიდური დიურეტიკი. თიაზიდური დიურეტიკების მოქმედების ანტიჰიპერტენზიული მექანიზმი ბოლომდე არ არის გასაგები. ისინი აფერხებენ ნატრიუმის და ქლორიდის რეაბსორბციას დისტალურ მილაკებში. ამ იონების თირკმელებით გაზრდილი სეკრეცია თან ახლავს შარდის მოცულობის ზრდას (წყლის ოსმოსური ბმის საფუძველზე). ასევე იზრდება კალიუმის და მაგნიუმის გამოყოფა, მაგრამ შარდმჟავას გამოყოფა მცირდება. ჰიდროქლოროთიაზიდის მოქმედების შესაძლო მექანიზმები არტერიული წნევის დაქვეითებაში მოიცავს ნატრიუმის ბალანსის ცვლილებას, უჯრედგარე სითხისა და პლაზმის მოცულობის შემცირებას, თირკმლის სისხლძარღვთა წინააღმდეგობის ცვლილებას და ასევე ნორეპინეფრინზე და ანგიოტენზინ II-ზე შემცირებულ რეაქციას.

ფარმაკოდინამიკური მოქმედება

რამიპრილი

რამიპრილის მიღება იწვევს პერიფერიული არტერიული წინააღმდეგობის მნიშვნელოვან შემცირებას. როგორც წესი, არ არის მნიშვნელოვანი ცვლილებები თირკმლის პლაზმის ნაკადში და გლომერულური ფილტრაციის სიჩქარეში. რამიპრილის მიღება ჰიპერტონიის მქონე პაციენტებში იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას მწოლიარე და ფეხზე მდგომებში, ამის გარეშე კომპენსატორულად იზრდება გულისცემა.

უმეტეს პაციენტებში, ერთჯერადი დოზის ანტიჰიპერტენზიული მოქმედების დაწყება ხდება პერორალური მიღებიდან დაახლოებით 1-2 საათის შემდეგ. ერთჯერადი დოზის მაქსიმალური ეფექტი ჩვეულებრივ მიიღწევა პერორალური მიღებიდან 3-6 საათის შემდეგ. ერთჯერადი დოზის არტერიული წნევის დამწევი ეფექტი ჩვეულებრივ გრძელდება 24 საათის განმავლობაში.

რამიპრილით უწყვეტი მკურნალობის მაქსიმალური არტერიული წნევის დამწევი ეფექტი ჩვეულებრივ მიიღწევა 3-დან 4 კვირის შემდეგ. დადასტურებულია, რომ ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შენარჩუნებულია გრძელვადიანი თერაპიის 2 წლის განმავლობაში.

რამიპრილის უეცარი შეწყვეტა არ იწვევს არტერიული წნევის სწრაფ, ზედმეტ მატებას (მობრუნებას).

ჰიდროქლოროთიაზიდი

ჰიდროქლოროთიაზიდით დიურეზი იწყება 2 საათის განმავლობაში და გრძელდება დაახლოებით 6-დან 12 საათამდე, მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 4 საათის შემდეგ.

ანტიჰიპერტენზიული ეფექტი იწყება 3-4 დღის შემდეგ და შეიძლება გაგრძელდეს თერაპიის დასრულებიდან 1 კვირამდე.

ჰიპოტენზიურ ეფექტს თან ახლავს ფილტრაციის ფრაქციის უმნიშვნელო მატება, თირკმლის სისხლძარღვთა წინააღმდეგობა და პლაზმური რენინის აქტივობა.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

რამიპრილის + ჰიდროქლოროთიაზიდის ერთდროული მიღება

კლინიკურ კვლევებში კომბინაციას მოვყავართ არტერიული წნევის უფრო დიდი შემცირებასთან, ვიდრე მხოლოდ ორი აქტიური ინგრედიენტის გამოყენებას. რამიპრილის და ჰიდროქლოროთიაზიდის ერთდროული მიღება ამცირებს კალიუმის დაკარგვას, რომელიც დაკავშირებულია ამ დიურეტიკებთან, სავარაუდოდ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის შეჩერებით. აგფ-ინჰიბიტორის კომბინაცია თიაზიდურ დიურეტიკთან ქმნის სინერგიულ ეფექტს და ასევე ამცირებს ჰიპოკალიემიის რისკს, რომელიც გამოწვეულია მხოლოდ დიურეტიკით.

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა (RAAS)

ორმა დიდმა რანდომიზებულმა კონტროლირებადმა კვლევამ ("ONTARGET" [ტელმისარტანის მარტო წასვლა და რამიპრილის გლობალური საბოლოო საცდელთან ერთად] და "VA NEPHRON-D" [ვეტერანთა საქმეების ნეფროპათია დიაბეტის დროს]) შეაფასა აგფ-ინჰიბიტორის ერთდროული გამოყენება ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტთან.

„ONTARGET“-კვლევა ჩატარდა გულ-სისხლძარღვთა ან პრეისტორიაში ცერებროვასკულური დაავადების ან მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში დადასტურებული ორგანოს საბოლოო დაზიანებით. "VA NEPHRON-D"-კვლევა ჩატარდა პაციენტებში ტიპი 2-ის შაქრიანი დიაბეტით და დიაბეტური ნეფროპათიით.

ამ კვლევებმა არ აჩვენა მნიშვნელოვანი სასარგებლო ეფექტი თირკმელების და/ან გულ-სისხლძარღვთა ბოლო წერტილებზე და სიკვდილიანობაზე, ხოლო ჰიპერკალიემიის, თირკმელების მწვავე დაზიანების და/ან ჰიპოტონიის მაღალი რისკის შემთხვევაში დაფიქსირდა მონოთერაპიასთან შედარებით. შედარებითი ფარმაკოდინამიკური თვისებების საფუძველზე ეს შედეგები ასევე შეიძლება გადაეცეს სხვა აგფ-ინჰიბიტორებს და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებს.

ამ მიზეზით, აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები არ უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.

„ALTITUDE“-კვლევამ (ალისკირენის ნიმუში ტიპი 2 დიაბეტის გამოყენებით გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადების საბოლოო წერტილების გამოყენებით) შეისწავლა, არის თუ არა ალისკირენის გამოყენება დამატებით აგფ-ინჰიბიტორით ან ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტით სტანდარტულ თერაპიასთან ერთად პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით ტიპი 2 და ასევე თირკმელების ქრონიკული დაავადებებით და/ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებით დამატებითი სარგებელი. კვლევა ნაადრევად შეწყდა არასასურველი მოვლენების გაზრდილი რისკის გამო. როგორც გულ-სისხლძარღვთა სიკვდილიანობა, ასევე ინსულტი რიცხობრივად უფრო ხშირად აღინიშნებოდა ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში, ისევე როგორც არასასურველი მოვლენები და განსაკუთრებული სერიოზული არასასურველი მოვლენები (ჰიპერკალიემია, ჰიპოტონია, თირკმლის უკმარისობა).

არამელანომური კანის კიბო

ეპიდემიოლოგიური კვლევებიდან ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით, დაფიქსირდა კუმულაციური დოზადამოკიდებული კავშირი HCTZ-სა და NMSC-ს შორის. ერთი კვლევა მოიცავდა BCC-ის 71.533 შემთხვევისა და SCC-ის 8.629 შემთხვევიდან ძირითად ერთობლიობას, 1.430.833 და შესაბამისად 172.462 ადამიანს საკონტროლო ჯგუფებთან ერთად. HCTZ-ის მაღალი დოზირება (≥ 50,000 მგ კუმულაციური) დაკავშირებული იყო 1,29-ის კორექტირებულ შანსებთან (95% სანდო ინტერვალით: 1,23-1,35) BCC-სთვის და 3,98 (95% სანდო ინტერვალი: 3,68-4,31) SCC-სთვის. მკაფიო კუმულაციური დოზა-ეფექტის კავშირი დადგინდა როგორც BCC, ასევე SCC-სთვის. სხვა კვლევამ აღმოაჩინა შესაძლო კავშირი ტუჩის კიბოსა (SCC) და HCTZ-ის ზემოქმედებას შორის: ტუჩის კიბოს 633 შემთხვევა დაემთხვა 63.067 ადამიანის საკონტროლო ჯგუფს რისკზე დაფუძნებული შერჩევის პროცედურის გამოყენებით. კუმულაციური დოზა-ეფექტის კავშირი დადგინდა 2,1-ის კორექტირებულ შანსების თანაფარდობით (95% სანდო ინტერვალი: 1,7-2,6), რომელიც მაღალი ექსპოზიციის დროს (~25000 მგ) გაიზარდა შანსების თანაფარდობამდე 3,9 (3,0-49) და უმაღლესი კუმულატიური დოზის დროს (~100000 მგ) შანსების თანაფარდობამდე 7,7 (5,7-10,5) (იხ. ასევე პუნქტი 4.4).

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

რამიპრილი

რეზორბცია

რამიპრილი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან პერორალური მიღების შემდეგ; რამიპრილის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 1 საათის განმავლობაში. შარდში აღდგენის გათვალისწინებით, რეზორბცია არის მინიმუმ 56% და მასზე მნიშვნელოვნად არ მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში საკვების არსებობა. აქტიური მეტაბოლიტის რამიპრილატის ბიოშეღწევადობა 2,5 და 5 მგ რამიპრილის პერორალური მიღების შემდეგ არის დაახლოებით 45%. რამიპრილის, რამიპრილატის ერთადერთი აქტიური მეტაბოლიტის, მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა რამიპრილის მიღებიდან 2-4 საათის განმავლობაში. რამიპრილატის პლაზმური კონცენტრაციის მყარი მდგომარეობა მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით 4 დღის შემდეგ რამიპრილის ჩვეულებრივი დოზების დღეში ერთხელ მიღების შემდეგ.

განაწილება

შრატის პროტეინებთან შეკავშირება შეადგენს რამიპრილისთვის დაახლოებით 73% და რამიპრილატისთვის დაახლოებით 56%.

ბიოტრანსფორმაცია

რამიპრილი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება რამიპრილატად, ისევე როგორც დიკეტოპიპერაზინის ეთერად, დიკეტოპიპერაზინის მჟავად და რამიპრილისა და რამიპრილატის გლუკურონიდებად.

ელიმინაცია

მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით. რამიპრილატის კონცენტრაცია პლაზმაში მცირდება პოლიფაზური გზით. აგფ-სთან ძლიერი, გაჯერებადი შეკავშირების და ფერმენტის ნელი გამოყოფის საფუძველზე რამიპრილატი ავლენს გახანგრძლივებულ ტერმინალურ ელიმინაციის ფაზას ძალიან დაბალი პლაზმური კონცენტრაციით. რამიპრილატის ეფექტური ნახევარგამოყოფის პერიოდია 13-დან 17 საათამდე 5-10 მგ რამიპრილის დღეში ერთხელ განმეორებითი მიღებიდან და უფრო ხანგძლივი დაბალი დოზებისთვის (1,25-2,5 მგ). ეს განსხვავება განპირობებულია ფერმენტ-რამიპრილატის შეკავშირების გაჯერების უნარით. რამიპრილის ერთჯერადი დოზის პერორალური მიღების შემდეგ, დედის რძეში არც რამიპრილი და არც მისი მეტაბოლიტები არ გამოვლენილა. თუმცა, განმეორებითი დოზების მოქმედება უცნობია.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით (იხ. პუნქტი 4.2)

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში რამიპრილატის თირკმლის სეკრეცია მცირდება, რაც თირკმლის რამიპრილატი-კლირენსი კრეატინინი-კლირენსის პროპორციულია. ეს იწვევს რამიპრილატის კონცენტრაციის გაზრდას პლაზმაში, რომელიც მცირდება უფრო ნელა, ვიდრე ჯანმრთელ თირკმელებში.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით (იხ. პუნქტი 4.2)

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში რამიპრილის აქტივაცია რამიპრილატამდე შეფერხებულია ღვიძლის ესთერაზების დაბალი აქტივობის საფუძველზე. ამ პაციენტებს აღენიშნებათ რამიპრილის მაღალი დონე შრატში. თუმცა, ამ პაციენტებში რამიპრილატის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია იდენტურია ჯანმრთელი ღვიძლის სუბიექტების კონცენტრაციისა.

ჰიდროქლოროთიაზიდი

რეზორბცია

პერორალური მიღების შემდეგ ჰიდროქლოროთიაზიდის 70% შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ჰიდროქლოროთიაზიდის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 1,5-დან 5 საათამდე.

განაწილება

შრატის პროტეინებთან შეკავშირება ჰიდროქლოროთიაზიდისთვის შეადგენს დაახლოებით 40%.

ბიოტრანსფორმაცია

ჰიდროქლოროთიაზიდი მეტაბოლიზდება ღვიძლში უმნიშვნელო რაოდენობით.

ელიმინაცია

ჰიდროქლოროთიაზიდი თითქმის მთლიანად (>95%) გამოიყოფა უცვლელი სახით თირკმელებზე; 24 საათის განმავლობაში გამოიყოფა ერთჯერადი პერორალური დოზის 50-70%. ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 5-6 საათს.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით (იხ. პუნქტი 4.2)

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ჰიდროქლოროთიაზიდის თირკმელებით გამოყოფა მცირდება, თირკმლის ჰიდროქლოროთიაზიდი-კლირენსი კრეატინინი-კლირენსის პროპორციულია. ეს იწვევს ჰიდროქლოროთიაზიდის კონცენტრაციის გაზრდას პლაზმაში, რომელიც უფრო ნელა ცხრება, ვიდრე ჯანმრთელი თირკმელების მქონე ადამიანებში.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით (იხ. პუნქტი 4.2)

ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში ჰიდროქლოროთიაზიდის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ იცვლება. არ არსებობს ფარმაკოკინეტიკური კვლევები ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების შესახებ გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

რამიპრილი + ჰიდროქლოროთიაზიდი

რამიპრილის და ჰიდროქლოროთიაზიდის ერთდროული მიღება არ ახდენს გავლენას მათ ბიოშეღწევადობაზე. კომბინირებული პრეპარატი შეიძლება ჩაითვალოს ბიოექვივალენტად სამკურნალო საშუალებების ინდივიდუალური აქტიური ინგრედიენტებით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლებისთვის

ტენზიპრილი HD 5 მგ / 12,5 მგ ტაბლეტი

რამიპრილი / ჰიდროქლოროთიაზიდი

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა მოგვიანებით კვლავ დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ეს პრეპარატი გამოწერილია პირადად თქვენთვის, არ გადასცეთ იგი სხვებს. მას შეუძლია ზიანი მიაყენოს სხვა ადამიანებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიმპტომები ჰგავს თქვენსას.

თუ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.

რა წერია ამ ინსტრუქციაში

რა არის ტენზიპრილი HD და რისთვის გამოიყენება იგი?

რას უნდა მიექცეს ყურადღება ტენზიპრილი HD-ის მიღებამდე?

ტენზიპრილი HD-ის მიღების წესი

მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები

ტენზიპრილი HD-ის შენახვის პირობები

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.

რა არის ტენზიპრილი HD და რისთვის გამოიყენება იგი?

ტენზიპრილი HD არის ორი აქტიური ინგრედიენტის, რამიპრილის და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაცია.

რამიპრილი მიეკუთვნება აგფ-ინჰიბიტორების (აგფ = ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტი) აგენტის ჯგუფს.

იგი მოქმედებს იმით, რომ

ამცირებს ორგანიზმში ნივთიერებების გამომუშავებას, რომლებიც იწვევენ არტერიული წნევის მატებას,

ადუნებს და აფართოებს სისხლძარღვებს,

უადვილებს გულს სისხლის გადატუმბვას მთელ სხეულში.

ჰიდროქლოროთიაზიდი მიეკუთვნება შარდმდენ საშუალებებს ან ე.წ. „თიაზიდური დიურეტიკების“ აგენტის ჯგუფს. იგი მოქმედებს იმით, რომ ზრდის სითხის გამოყოფას (შარდდენას) და ამით ამცირებს არტერიულ წნევას.

ტენზიპრილი HD გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ. ორივე აქტიური ნივთიერება ავსებენ ერთმანეთს არტერიული წნევის დაქვეითებისას და შემდეგ ერთდროულად იყენებენ, თუ მხოლოდ ერთი აქტიური ნივთიერებით მკურნალობა არ იძლევა სასურველ შედეგს.

რას უნდა მიექცეს ყურადღება ტენზიპრილი HD-ის მიღებამდე?

ტენზიპრილი HD არ უნდა იქნას მიღებული:

თუ გაქვთ ალერგია რამიპრილის, ჰიდროქლორთიაზიდის ან მე-6 პუნქტში დასახელებული ამ სამკურნალო საშუალების რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

თუ გაქვთ ალერგია ტენზიპრილი HD-ის მსგავსი მედიკამენტების მიმართ (სხვა აგფ-ინჰიბიტორები ან სულფონამიდის დერივატები).

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის სიმპტომებს მიეკუთვნება კანის გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება.

თუ როდესმე გქონიათ მძიმე ალერგიული რეაქცია, ე.წ. ანგიონევროზული შეშუპება. სიმპტომებს მიეკუთვნება ქავილი, ჭინჭრის ციება (ურტიკარია), წითელი ლაქები ხელებზე, ფეხებსა და კისერზე, საყლაპავისა და ენის შეშუპება, თვალებისა და ტუჩების ირგვლივ შეშუპება, სუნთქვისა და ყლაპვის მნიშვნელოვანი გართულება.

თუ თქვენ იღებდით ან იღებთ საკუბიტრილს/ვალსარტანს, პრეპარატს, რომელიც მოზრდილებში გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ.

თუ თქვენ იტარებთ დიალიზს ან სისხლის ფილტრაციის ნებისმიერ სხვა ფორმას, მაშინ ტენზიპრილი HD შეიძლება არ იყოს თქვენთვის შესაფერისი გამოყენებული აპარატურის მიხედვით.

თუ გაწუხებთ ღვიძლის მძიმე დაავადება.

თუ სისხლში გაქვთ ელექტროლიტების (კალციუმი, კალიუმი, ნატრიუმი) განსხვავებული დონე, ვიდრე ნორმის მაჩვენებელი.

თუ გაწუხებთ თირკმელების დაავადება, რომლის დროსაც თირკმლის სისხლის მიწოდება შეზღუდულია (თირკმლის არტერიის სტენოზი).

ორსულობის ბოლო 6 თვის განმავლობაში და ლაქტაციის პერიოდში (იხ. პუნქტი „ორსულობა და ლაქტაცია“).

თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმლის დისფუნქცია და მკურნალობთ ანტიჰიპერტენზიული სამკურნალო საშუალებით, რომელიც შეიცავს ალისკირენს.

თქვენ არ უნდა მიიღოთ ტენზიპრილი HD, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მაინც გეხებათ თქვენ. თუ არ ხართ ამაში დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ტენზიპრილი HD-ის მიღებამდე.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

გთხოვთ, ტენზიპრილ HD-ის მიღებამდე, გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან,

თუ გაქვთ გულის, ღვიძლის ან თირკმელების დაავადება.

თუ თქვენ დიდი რაოდენობით დაკარგეთ ფიზიოლოგიური მარილები ან სითხეები (ღებინების, ფაღარათის, უჩვეულო ჭარბი ოფლიანობის, ცოტა მარილის შემცველი დიეტის, დიურეტიკების [შარდმდენი ტაბლეტების] ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღების გამო, ან თუ ხართ დიალიზის მქონე პაციენტი).

თუ თქვენი ალერგია ფუტკრის ან კრაზანის ნაკბენზე საჭიროებს მკურნალობას (ჰიპოსენსიბილიზაცია).

თუ თქვენ უნდა მიიღოთ საანესთეზიო საშუალება ოპერაციის დროს ან სტომატოლოგთან. შესაძლოა დაგჭირდეთ ტენზიპრილ HD-ით მკურნალობის შეწყვეტა ერთი დღით ადრე; რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ გაქვთ სისხლში კალიუმის მომატებული დონე (დადგენილი სისხლის ანალიზის საფუძველზე).

თუ იღებთ მედიკამენტებს ან გაქვთ ისეთი დაავადებები, რომლებმაც შეიძლება შეამცირონ სისხლში ნატრიუმის დონე; თქვენმა ექიმმა შესაძლოა მოისურვოს სისხლის ანალიზის რეგულარული ჩატარება, უპირველეს ყოვლისა სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის შემოწმების მიზნით, განსაკუთრებით თუ ხართ ხანდაზმული.

თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ ანგიონევროზული შეშუპების (სერიოზული ალერგიული რეაქცია) გამოვლენის რისკი, როგორიცაა mTOR-ინჰიბიტორები (მაგ. ტემსიროლიმუსი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი), ვილდაგლიპტინი, ნეპრილიზინი-(NEP)-ინჰიბიტორები (მაგ. რაცეკადოტრილი) ან საკუბიტრილი/ვალსარტანი. საკუბიტრილი/ვალსარტანისთვის იხილეთ პუნქტი 2. „ტენზიპრილი HD არ უნდა იქნას მიღებული“.

თუ ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების შემდეგ ოდესმე გამოგივლინდათ სუნთქვის ან ფილტვების პრობლემები (მათ შორის ანთება ან სითხის დაგროვება ფილტვებში). თუ ტენზიპრილი HD-ის მიღების შემდეგ განვითარდა ძლიერი ქოშინი ან სუნთქვის გართულება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ გაწუხებთ კოლაგენური დაავადება, როგორიცაა სკლეროდერმია ან სისტემური წითელი მგლურა.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ვარაუდობთ, რომ ხართ (ან შეიძლება გახდეთ) ორსულად. ტენზიპრილი HD არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ სამ თვეში და შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს არ დაბადებულ ბავშვს ორსულობის სამი თვის შემდეგ (იხ. პუნქტი „ორსულობა და ლაქტაცია“).

თუ გაქვთ დაქვეითებული მხედველობა ან თუ გაწუხებთ თვალის ტკივილი. ეს შესაძლოა იყოს თვალის სისხლძარღვოვან შრეში სითხის დაგროვების სიმპტომები (ქოროიდული ეფუზია) ან თვალში წნევის მატება (გლაუკომა) და შეიძლება გამოვლინდეს ტენზიპრილი HD-ის მიღების შემდეგ რამდენიმე საათიდან კვირის ფარგლებში. მოუვლელობამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის მუდმივი დაკარგვა. თუ ადრე გქონდათ ალერგიული რეაქცია პენიცილინზე ან სულფონამიდებზე, შესაძლოა თქვენ ამის გამო უფრო მაღალი რისკის ქვეშ იყოთ. თქვენ უნდა შეწყვიტოთ ტენზიპრილი HD-ის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს მაღალი წნევის სამკურნალოდ:

ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტი (ასევე ცნობილია როგორც სარტანები - მაგ. ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები შაქრიანი დიაბეტის გამო.

ალისკირენი.

ექიმმა შეიძლება მოცემულ შემთხვევაში პერიოდულად შეამოწმოს თქვენი თირკმელების ფუნქცია, არტერიული წნევა და ელექტროლიტების (მაგ. კალიუმის) დონე სისხლში.

ასევე იხილეთ პუნქტი „ტენზიპრილი HD არ უნდა იქნას მიღებული“.

თუ გაქვთ ან გქონდათ კანის კიბო ან განვითარდა კანის მოულოდნელი დაზიანება მკურნალობის დროს. ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობამ, განსაკუთრებით ხანგრძლივმა მაღალი დოზებით გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს კანისა და ტუჩის ზოგიერთი ტიპის კიბოს (ბაზალიომის - ბაზალურუჯრედოვანი კიბოს) განვითარების რისკი. დაიცავით თქვენი კანი მზისგან და ულტრაიისფერი სხივებისგან ტენზიპრილი HD-ის მიღების პერიოდში.

ბავშვები და მოზარდები

18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის ტენზიპრილი HD-ის დანიშვნა არ არის რეკომენდებული, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში ეს პრეპარატი აქამდე არასოდეს გამოუყენებიათ.

თუ ზემოთ აღნიშნული პუნქტებიდან რომელიმე მაინც გეხებათ თქვენ (ან არ ხართ დარწმუნებული), მიმართეთ ექიმს ტენზიპრილი HD-ის მიღებამდე.

ტენზიპრილი HD-ის მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, ახლახან მიიღეთ/გამოიყენეთ სხვა მედიკამენტები ან გეგმავთ მიიღოთ/გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები. ტენზიპრილი HD-ს შეუძლია გავლენა მოახდინოს სახელდობრ სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე, მაგრამ თვით მის მოქმედებაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს სხვა სამკურნალო საშუალებამ.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ/იყენებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებს, რადგან მათ შეუძლიათ დააქვეითონ ტენზიპრილი HD-ის ეფექტურობა:

ტკივილისა და ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები (მაგ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები [აასს], როგორიცაა იბუპროფენი, ინდომეტაცინი და აცეტილსალიცილის მჟავა),

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება დაბალი არტერიული წნევის, შოკის, გულის უკმარისობის, ასთმის ან ალერგიის სამკურნალოდ, როგორიცაა ეფედრინი, ნორადრენალინი ან ადრენალინი. თქვენმა მკურნალმა ექიმმა უნდა შეგიმოწმოთ არტერიული წნევა.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ/იყენებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებს, რადგან ტენზიპრილი HD-ის ერთდროულად მიღება ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს:

საკუბიტრილი/ვალსარტანი - გამოიყენება მოზრდილებში გულის ქრონიკული უკმარისობის ტიპის სამკურნალოდ (იხ.: პუნქტი 2. „არ მიიღოთ ტენზიპრილი HD“),

ტკივილისა და ანთების სამკურნალო საშუალებები (მაგ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები [აასს], როგორიცაა იბუპროფენი, ინდომეტაცინი და აცეტილსალიცილის მჟავა),

სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ შეამცირონ სისხლში კალიუმის რაოდენობა, როგორიცაა ყაბზობის საწინააღმდეგო საშუალებები, დიურეტიკები (შარდმდენი ტაბლეტები), ამფოტერიცინი B (სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ) და ACTH-ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი (თირკმელზედა ჯირკვლების სწორად ფუნქციონირების შესამოწმებლად),

კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტები (ქიმიოთერაპია),

სამკურნალო საშუალებები გულის დაავადებებისათვის, როგორიცაა ნორმალური გულისცემის დარღვევა,

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოს განზიდვის თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა ციკლოსპორინი,

დიურეტიკები (შარდმდენი ტაბლეტები), როგორიცაა ფუროსემიდი,

სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ კალიუმის რაოდენობა სისხლში, როგორიცაა სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი, კალიუმის მარილები, ტრიმეტოპრიმი მარტო ან სულფამეთოქსაზოლთან (ინფექციების დროს) და ჰეპარინთან (სისხლის გამათხელებლები) კომბინაციაში,

სტეროიდების შემცველი ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა პრედნიზოლონი,

კალციუმი საკვები დანამატის სახით,

ალოპურინოლი (სისხლში შარდმჟავას დონის შესამცირებლად),

პროკაინამიდი (გულის არითმიის საწინააღმდეგოდ),

ქოლესტირამინი (სისხლში ლიპიდების დონის შესამცირებლად),

კარბამაზეპინი (ეპილეფსიის საწინააღმდეგოდ),

ჰეპარინი (სისხლის გასათხელებლად),

ტემსიროლიმუსი (კიბოს სამკურნალოდ),

სიროლიმუსი, ევეროლიმუსი (გადანერგილი ორგანოების განზიდვის თავიდან აცილების პრევენციისთვის),

ვილდაგლიპტინი (2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ),

რაცეკადოტრილი (დიარეის სამკურნალოდ),

თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი დოზის კორექტირება და/ან სხვა უსაფრთხოების ზომების მიღება, თუ იღებთ ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტს ან ალისკირენს (იხილეთ აგრეთვე პუნქტი „არ მიიღოთ ტენზიპრილი HD“ და „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“).

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ/იყენებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებს, რადგან ტენზიპრილი HD-იმ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათ მოქმედებაზე:

დიაბეტის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ინსულინი და პერორალური სისხლში შაქრის დამწევი პრეპარატები.

ტენზიპრილი HD-ს შეუძლია დაწიოს სისხლში შაქრის დონე. ამიტომ, ტენზიპრილი HD-ის მიღებისას საჭიროა სისხლში შაქრის დონის რეგულარული კონტროლი.

ლითიუმი (ფსიქიკური დაავადებების საწინააღმდეგო). ტენზიპრილი HD-ს შეუძლია გაზარდოს ლითიუმის დონე სისხლში. ამიტომ ექიმმა ყურადღებით უნდა აკონტროლოს ლითიუმის კონცენტრაცია.

სამკურნალო საშუალებები კუნთების რელაქსაციისთვის,

ქინინი (მალარიის საწინააღმდეგოდ),

იოდის შემცველი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება როგორც კონტრასტული საშუალება საავადმყოფოში სცინტიგრამის ან რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს,

პენიცილინი (ინფექციების საწინააღმდეგოდ),

სისხლის გამათხელებელი სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც თქვენ იღებთ (ორალური ანტიკოაგულანტები), როგორიცაა ვარფარინი.

თუ ზემოთ აღნიშნული პუნქტებიდან რომელიმე მაინც გეხებათ თქვენ (ან არ ხართ დარწმუნებული), მიმართეთ ექიმს ტენზიპრილი HD-ის მიღებამდე.

ტესტები

სამკურნალო საშუალების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან,

თუ თქვენ გიწევთ პარათირეოიდული ჯირკვლების ფუნქციის შემოწმება, რადგან ტენზიპრილი HD-მა შეუძლია შეცვალოს ტესტის შედეგები,

თუ თქვენ, როგორც სპორტსმენმა, უნდა გაიაროთ დოპინგის ტესტი, რადგან ტენზიპრილი HD-მა შეიძლება აჩვენოს ცრუ დადებითი შედეგი.

ტენზიპრილი HD-ს მიღება საკვებ პროდუქტებთან და ალკოჰოლთან ერთად

ალკოჰოლის მოხმარებამ ტენზიპრილი HD-ს მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და დაბუჟება. თუ გაქვთ შეკითხვები, ტენზიპრილი HD-ის მიღების დროს რა რაოდენობის ალკოჰოლის დალევა შეგიძლიათ, მიმართეთ თქვენს ექიმს. ალკოჰოლის არტერიული წნევის დამწევ საშუალებებთან ერთად ალკოჰოლმა შეიძლება გააძლიეროს ურთიერთქმედება.

ტენზიპრილი HD-ს მიღება შეიძლება როგორც ჭამის დროს, ასევე მისგან დამოუკიდებლად.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

აცნობეთ ექიმს, თუ ვარაუდობთ, რომ ხართ (ან შეიძლება დარჩეთ) ორსულად. თქვენ არ უნდა გამოიყენოთ ტენზიპრილი HD ორსულობის პირველ თორმეტ კვირაში და არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ტენზიპრილი HD მე-13 კვირიდან, რადგან ტენზიპრილი HD-ის ამ ეტაპზე მიღებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ნაყოფს. თუ ტენზიპრილი HD-ით მკურნალობის პერიოდში დადგა ორსულობა, გთხოვთ, დაუყოვნებლივ აცნობოთ თქვენს ექიმს. კარგად ასატანი მკურნალობის ალტერნატივაზე გადასვლა უნდა განიხილებოდეს დაგეგმილი ორსულობის დაწყებამდე.

ლაქტაცია

არ უნდა გამოიყენოთ ტენზიპრილი HD ლაქტაციის დროს.

ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე საკონსულტაციოდ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ზემოქმედების უნარი სატრანსპორტო საშუალების ან სხვა მექანიზმების მართვისას

ტენზიპრილი HD-ის მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა. ალბათობა ყველაზე მაღალია ტენზიპრილი HD-ით მკურნალობის დაწყებისას ან დოზის გაზრდის დროს. ამ შემთხვევაში, თქვენ თავი უნდა შეიკავოთ სატრანსპორტო საშუალების მართვასა და ხელსაწყოებთან ან დანადგარებთან მუშაობაზე.

დოპინგის მიზნებისთვის არასწორად გამოყენების გამოვლინება

ტენზიპრილი HD-ის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგები დოპინგ-კონტროლის დროს.

ტენზიპრილი HD ნატრიუმის შემცველობა

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითო ტაბლეტზე, ე.ი. ანუ ის თითქმის "ნატრიუმისგან თავისუფალია"

ტენზიპრილი HD-ის მიღების წესი

ყოველთვის მიიღეთ ეს სამკურნალო საშუალება ზუსტად, ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ გაქვთ შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სამკურნალო საშუალების დოზა

მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა

საჭიროების შემთხვევაში მიღებულ დოზას დაგირეგულირებთ თქვენი ექიმი, სანამ თქვენი არტერიული წნევა კონტროლს არ დაექვემდებარება.

ხანდაზმული პაციენტები

თქვენი ექიმი დაიწყებს უფრო დაბალი საწყისი დოზით და ნელ-ნელა გაზრდის მას მკურნალობის კურსის განმავლობაში.

სამკურნალო საშუალების მიღება

მიიღეთ პრეპარატი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, ჩვეულებრივ დილით.

მიიღეთ ტაბლეტები სითხის საკმარის რაოდენობასთან ერთად.

ტაბლეტები არ დააქუცმაცოთ ან არ დაღეჭოთ.

თუ თქვენ მიიღეთ ტენზიპრილი HD-ს დანიშნულზე მეტი დოზა, ვიდრე საჭიროა

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. თქვენ არ გაქვთ უფლება საავადმყოფოში მანქანით თავად წახვიდეთ. სთხოვეთ სხვა პირს ამის გაკეთება ან გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების მანქანა. თან იქონიეთ წამალი შეფუთვით, რათა ექიმმა ზუსტად იცოდეს რა მიიღეთ.

თუ თქვენ დაგავიწყდათ ტენზიპრილი HD-ს მიღება

თუ გამოტოვებთ დოზას, მიიღეთ შემდეგი დოზა მომდევნო დაგეგმილ დროს.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა, თუ დაგავიწყდათ წინა დოზის მიღება.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ სამკურნალო საშუალების მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ტენზიპრილი HD-ის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ ქვემოთ ჩამოთვლილ სერიოზულ გვერდით მოვლენებს - შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:

სახის, ტუჩების ან საყლაპავის შეშუპება, რომელიც ართულებს ყლაპვას ან სუნთქვას, ასევე ქავილი და გამონაყარი. ეს შეიძლება იყოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის მწვავე სიმპტომები ტენზიპრილი HD-ზე.

კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, პირის ღრუს წყლულები (აფთები), კანის არსებული დაავადების გაუარესება, სიწითლე, ბუშტუკების წარმოქმნა ან კანის აქერცვლა (როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა).

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ:

აჩქარებული გულისცემა, არარეგულარული ან გაძლიერებული გულისცემა (გულისძგერა), ტკივილი ან შებოჭილობის შეგრძნება გულმკერდის არეში, ან უფრო სერიოზული მოვლენები, როგორიცაა ინფარქტი ან ინსულტი,

ქოშინი, ხველა და ცხელება, რომელიც გრძელდება 2-3 დღე და მადის დაქვეითება, რაც ფილტვის დაავადების შესაძლო ნიშნებია, როგორიცაა ფილტვების ანთება,

ადვილად წარმოქმნილი სისხლჩაქცევა, სისხლდენა, რომელიც ჩვეულებრივზე მეტხანს გრძელდება, სისხლდენის ნებისმიერი ნიშანი (მაგ. სისხლდენა ღრძილებიდან), მეწამული წერტილები ან ლაქები კანზე ან მომატებული მგრძნობელობა ინფექციის მიმართ, ყელის ტკივილი და ცხელება, დაღლილობა, სისუსტე, თავბრუსხვევა ან კანის სიფერმკრთალე, რაც სისხლის ან ძვლის ტვინის დარღვევის შესაძლო ნიშნებია,

ძლიერი ტკივილი მუცლის არეში, რომელიც შესაძლოა გავრცელდეს ზურგის არეზე და არის კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეატიტი) ანთების შესაძლო ნიშანი,

ცხელება, შემცივნება, დაღლილობა, მადის დაქვეითება, კუჭის ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნება, კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე), რაც ღვიძლის დაავადებების შესაძლო ნიშნებია, როგორიცაა ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება) ან ღვიძლის ქსოვილის დაზიანება,

სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე საყურადღებო გახდება ან გრძელდება რამდენიმე დღეზე მეტხანს.

ხშირი (ვლინდება 10-დან 1 პაციენტში):

თავის ტკივილი, სისუსტის და დაღლილობის შეგრძნება,

თავბრუსხვევის შეგრძნება. ამის ალბათობა უფრო დიდია ტენზიპრილი HD-ით მკურნალობის დაწყებისას ან დოზის გაზრდისას,

მშრალი გაღიზიანებული ხველა ან ბრონქიტი,

სისხლში შაქრის დონის მომატება. თუ დიაბეტით ხართ დაავადებული, მისმა მიღებამ შესაძლოა დიაბეტი გააუარესოს,

შარდმჟავას დონის მომატება ან სისხლში ლიპიდების დონის მომატება,

მტკივნეული, შეწითლებული და შეშუპებული სახსრები.

არახშირი (ვლინდება 100-დან 1 პაციენტში)

გამონაყარი კანზე ბუშტიკებით ან მის გარეშე,

გაწითლება სიცხის შეგრძნებით, უძლურება, ჰიპოტონია (უჩვეულოდ დაბალი არტერიული წნევა), მათ შორის ფეხზე დგომის ან მოულოდნელად ადგომის დროს,

წონასწორობის დარღვევა (ვერტიგო),

კანის ქავილი და უჩვეულო შეგრძნებები, როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტა, წვა ან ფხანის შეგრძნება (პარესთეზია),

ძილის დარღვევა,

დეპრესიული განწყობა, შფოთვა, უჩვეულო ნერვიულობა ან რყევის შეგრძნება,

ცხვირის „გაჭედვა“, ცხვირის სინუსების ლორწოვანი გარსის ანთება (სინუსიტი), ქოშინი,

ღრძილების ანთება (გინგივიტი), პირის ღრუს შეშუპება,

შეწითლებული, შეშუპებული ან წყლიანი თვალები ქავილის შეგრძნებით,

ყურებში ხმაური,

ბუნდოვანი ხედვა,

თმის ცვენა,

ტკივილი გულ-მკერდის არეში,

კუნთების ტკივილი,

ყაბზობა, კუჭის ან ნაწლავის ტკივილი,

საჭმლის მონელების დარღვევა ან გულისრევა,

შარდის გამოყოფის გაზრდა (დიურეზი) მთელი დღის განმავლობაში,

ჭარბი ოფლიანობა ან წყურვილის შეგრძნება,

მადის დაქვეითება ან დაკარგვა (ანორექსია), შიმშილის გრძნობის დაქვეითება,

გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა,

შეშუპებული ხელები და ფეხები, ორგანიზმში სითხის შეკავების შესაძლო ნიშნები,

ცხელება,

სექსუალური ფუნქციის დარღვევა (ერექციული დისფუნქცია) მამაკაცებში,

სისხლის ანალიზი სისხლის წითელი უჯრედების, სისხლის თეთრი უჯრედების ან თრომბოციტების რაოდენობის დაბალი მაჩვენებელით ან დაბალი ჰემოგლობინით,

სისხლის მაჩვენებლები, რომლებიც მიუთითებენ ღვიძლის, პანკრეასის ან თირკმელების დისფუნქციაზე,

სისხლში კალიუმის ძალიან დაბალი დონე.

ძალიან იშვიათი (ვლინდება 10 000-დან 1 პაციენტში)

ღებინება, დიარეა ან გულძმარვა,

წითელი, შეშუპებული ენა ან პირის სიმშრალე,

სისხლში კალიუმის დონის მომატება,

მწვავე ქოშინი (სიმპტომები მოიცავს სუნთქვის მწვავე უკმარისობას, ცხელებას, სისუსტეს და დაბნეულობას).

სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე საყურადღებო გახდება ან გრძელდება რამდენიმე დღეზე მეტხანს.

კონცენტრაციის გართულება, მოუსვენრობა ან დაბნეულობა,

თითების და ფეხის თითების ფერის შეცვლა შეციებისას და ჩხვლეტა ან ტკივილი გათბობის შემდგომ (რეინოს სინდრომი),

მკერდის გადიდება მამაკაცებში,

სისხლის შედედება,

სმენის პრობლემები

ცრემლის სითხის გამონადენის შემცირება,

საგნების დანახვა ყვითლად,

ორგანიზმში წყლის ნაკლებობა (დეჰიდრატაცია)

ლოყების შეშუპება, ტკივილი და სიწითლე (სანერწყვე ჯირკვლების ანთება),

ნაწლავებში შეშუპება, რომელსაც ეწოდება ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა მუცლის ტკივილი, ღებინება და დიარეა,

მზის მიმართ მგრძნობელობის გაზრდა,

კანის ძლიერი აქერცვლა ან მოშორება, ქავილიანი გამონაყარი კვანძებით ან კანის სხვა რეაქციები, როგორიცაა წითელი გამონაყარი სახეზე ან შუბლზე,

გამონაყარი ან სისხლჩაქცევა,

ლაქები კანზე და ცივ კიდურებზე,

ფრჩხილის დაავადებები (მაგ., ფეხის ან ხელის თითების ფრჩხილის გაფხვიერება ან მოწყვეტა),

მამოძრავებელი აპარატის სიმტკიცე, ყბის მოძრაობის უუნარობა (ტეტანია),

კუნთების სისუსტე ან კრუნჩხვები,

სექსუალური ლტოლვის დაქვეითება მამაკაცებსა და ქალებში,

სისხლი შარდში, თირკმლის პრობლემების შესაძლო სიმპტომი (ინტერსტიციული ნეფრიტი),

შაქარი შარდში (რაც არ არის მიღებული),

სისხლში გარკვეული თეთრი უჯრედების რაოდენობის გაზრდა (ეოზინოფილია),

სისხლის ანალიზი შემცირებული სისხლის უჯრედებით (პანციტოპენია),

სისხლში ელექტროლიტების დონის ცვლილებები, როგორიცაა ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი და ქლორიდი,

კონცენტრირებული შარდი (მუქი ფერი), გულისრევა ან ღებინება, კუნთების კრუნჩხვები, დაბნეულობა და გულყრები, რაც შეიძლება განპირობებული იყოს შეუსაბამო ADH-სეკრეციის (ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეცია) გამო. ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს,

შენელებული ან დაქვეითებული რეაქციები,

ყნოსვის ცვლილება,

სუნთქვის გართულება ან ასთმის გაუარესება,

კანისა და ტუჩის კიბო (ბაზალურუჯრედოვანი კიბო).

ინფორმირება გვერდითი მოვლენების შესახებ:

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ უშუალოდ სამკურნალო საშუალებისა და სამედიცინო პროდუქტების ფედერალურ ინსტიტუტს, ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის სისტემის განყოფილებას, კურტ-გეორგ-კისინგერის ხეივანი 3, D-53175 ბონი, ვებ.გვერდზე: www.bfarm.de. გვერდითი მოვლენების შეტყობინების საშუალებით, თქვენ შეგეძლებათ წვილი შეიტანოთ ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაში.

ტენზიპრილი HD-ის შენახვის პირობები:

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება გარე მუყაოს კოლოფსა და ბლისტერის შეფუთვაზე „გამოიყენება -მდე“/„გამოიყ. -მდე“-ის მიხედვით მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება მითითებული თვის ბოლო დღემდე.

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, რათა დაიცვათ შიგთავსი ტენიანობისგან.

არასოდეს გადაყაროთ სამკურნალო საშუალებები ჩამდინარე წყალში (მაგ. ტუალეტში ან ნიჟარაში). იკითხეთ აფთიაქში, თუ როგორ უნდა მოხდეს სამკურნალო საშუალების განადგურება, რომელიც აღარ გჭირდებათ. ამით თქვენ ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას დაბინძურებისაგან.

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ტენზიპრილი HD

აქტიური ინგრედიენტებია რამიპრილი და ჰიდროქლოროთიაზიდი.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ რამიპრილს და 12,5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.

სხვა ინგრედიენტებია: კალციუმის სულფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი (Ph.Eur.), წინასწარ ჟელატინირებული სახამებელი (სიმინდისგან), რკინის(III)-ჰიდროქსიდის-ოქსიდი x H2O, რკინის(II, III) ოქსიდი, რკინა(III)-ოქსიდი.

ტენზიპრილი HD-ის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა:

ვარდისფერი, ბრტყელი, წაგრძელებული ტაბლეტები (დიამეტრი 5x10 მმ) ზედა მხრიდან და გვერდებზე რღვევის ხაზით და ამოტვიფრული წარწერით „R2“.

ტაბლეტი შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.

ტენზიპრილი HD ხელმისაწვდომია Al/Al ბლისტერის შეფუთვით.

რაოდენობა შეფუთვაში: 30 ტაბლეტი.

ბლისტერის შეფუთვა: 3 ბლისტერი, თითოეულზე 10 ტაბლეტი.

შეფუთვაში ყველა რაოდენობა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.

ფარმაცევტული კომპანია:

შპს „ნიუ ფარმ გრუპი“

საქართველო, თბილისი 0154, ევდოშვილის ქ. №18.

მწარმოებელი:

შპს „Actavis“

მალტა, ზეჯტუნი ZTN 3000, Bulebel Indsutrial Estate BLB015-016

ეს ინსტრუქცია ბოლოს შესწორდა 2023 წლის ნოემბერში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა