ტეკანაფინი
Tekanafin
პრეპარატი გამოიყენება ზრდასრულებში სოკოვანი ინფექციების ადგილობრივი მკურნალობისთვის: - კანისა და კანის ნაკეცების მიკოზი (Tinea corporis, Tinea inguinalis); - თითებშუა მიკოზები (Tinea manuum, Tinea pedis); - კანის კანდიდოზი (როგორც მეორე რიგის პრეპარატი). …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ნაფტიფინი (naftifine)
- ფორმა და შეფუთვა
- 1% (10მგ/გ) 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- „WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S.“, თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიმიკოზური საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, ადგილობრივი გამოყენების ანტიმიკოზური სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- D01AE22
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036864
- რეგისტრირებულია
- 17 ნოემბერი 2022, მოქმედებს 17 ნოემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S.“ (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ტეკანაფინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატი გამოიყენება ზრდასრულებში სოკოვანი ინფექციების ადგილობრივი მკურნალობისთვის:
- კანისა და კანის ნაკეცების მიკოზი (Tinea corporis, Tinea inguinalis);
- თითებშუა მიკოზები (Tinea manuum, Tinea pedis);
- კანის კანდიდოზი (როგორც მეორე რიგის პრეპარატი).
პრეპარატის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოთ ის ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს ოფიციალური რეკომენდაციები და ეროვნული გაიდლაინები სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების სათანადო გამოყენებასთან დაკავშირებით.
მიღების წესი და დოზირება
ზრდასრულები
პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული დღეში ერთხელ მსუბუქი სამასაჟო მოძრაობებით, გაწმენდილ და კარგად გამშრალ კანის დაზიანებულ ზედაპირზე და ასევე მიმდებარე უბნებზე.
ბავშვები და მოზარდები
ნაფტიფინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის დადგენილი (მონაცემები არ არსებობს).
პაციენტები თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით
დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თერაპიის ხანგრძლივობა
ინფექციის რეციდივის პრევენციის მიზნით პრეპარატით მკურნალობა გრძელდება არანაკლებ ორი კვირისა კლინიკური გამოჯანმრთელების შემდეგ. თუ პრეპარატით 4 კვირის თერაპიის განმავლობაში არ აღინიშნება კლინიკურ სიმპტომების გაუმჯობესება, საჭიროა პაციენტმა მიმართოს ექიმს მკურნალობის ხელახალი შეფასების მიზნით.
გამოყენების წესი
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის კანზე. უნდა მოერიდოთ პრეპარატის მოხვედრას თვალის მიდამოში ან ლორწოვან გარსებზე.
პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული სოკოვანი ინფექციის წყაროებისა და სათანადო ჰიგიენური ზომების შესახებ, რომლებიც უნდა დაიცვან განმეორებითი ინფიცირების თავიდან ასაცილებლად.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
მოერიდეთ პრეპარატის თვალებში მოხვედრას.
დამხმარე ნივთიერებები
ტეკანაფინი შეიცავს ცეტილის სპირტსა და სტეარილის სპირტს, ორივე მათგანს შეუძლია გამოიწვიოს ადგილობრივი კანისმიერი რეაქციები (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი).
ტეკანაფინი შეიცავს ბენზილის სპირტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები და უმნიშვნელო ადგილობრივი გაღიზიანება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის დროს ქალებში ნაფტიფინის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია ან არ არსებობს. რეპროდუქციული ტოქსიურობის კვლევებში ცხოველებზე სამკურნალო საშუალების პირდაპირი ან არაპირდაპირი უარყოფითი ზემოქმედება არ გამოვლენილა. როგორც სიფრთხილის ზომა, არ გამოიყენოთ პრეპარატი ქალებში ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
ფერტილობა
ფერტილობაზე პრეპარატის გავლენის კვლევები არ ჩატარებულა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმების მართვის უნარზე.
ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: სიხშირე უცნობია - კონტაქტური დერმატიტი, ერითემა.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: სიხშირე უცნობია - სიმშრალე, სიწითლე და წვის შეგრძნება.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს აღმოაჩნდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის გამოჩენის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, ინფორმაცია მოგვაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
ნაფტიფინის ადგილობრივი გამოყენებისას მწვავე ჭარბი დოზირება ნაკლებად სავარაუდოა, სიცოცხლისთვის საშიში არასასურველი რეაქციები არ არის მოსალოდნელი. კანზე გამოყენებისას სამკურნალო საშუალება მცირე რაოდენობით აღწევს სისხლის სისტემურ მიმოქცევაში, ამიტომ პრეპარატის გამოყენებისას სისტემური ტოქსიკური მოქმედება მოსალოდნელი არ არის.
მკურნალობა
პრეპარატის შემთხვევით შიგნით მიღების დროს რეკომენდებულია შესაბამისი სიმპტომური მკურნალობის ჩატარება. სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია.
შემადგენლობა
კრემის 1 გ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ნაფტიფინის ჰიდროქლორიდი 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, სორბიტანის სტეარატი, ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, ცეტილპალმიტატი, პოლისორბატი 60, იზოპროპილმირისტატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გაწმენდილი წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი D01AE22
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა
4 წელი წარმოების დღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ,“-ს მიერ, თურქეთი
(თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. № 50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)
„WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A. Ş.“, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
ფარმაკოლოგიური თვისებები
სხვა ადგილობრივი გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
ნაფტიფინის ფუნგიციდური მოქმედება დაკავშირებულია სოკოვანი ინფექციების გამომწვევი პათოგენების უჯრედის მემბრანის სტრუქტურული კომპონენტის ერგოსტეროლის სინთეზის პროცესის დარღვევასთან, რაც არის ფერმენტ სქვალენეპოქსიდაზას ინჰიბირების შედეგი. ამრიგად, სამკურნალო საშუალება აინჰიბირებს სოკოს უჯრედების ზრდას და გამრავლებას.
აქტივობის სპექტრი
ნაფტიფინს in vitro აქვს ფუნგიციდური მოქმედება სოკოვანი ინფექციების გამომწვევი ისეთი პათოგენების წინააღმდეგ, როგორიცაა Trichophyton spp., Microsporum spp., Epidermophyton floccosum.
ნაფტიფინი ზომიერად აქტიურია საფუარის (Candida spp.), ობის (Aspergillus spp.) და სოკოს სხვა სახეობების (მაგ. Sporothrix schenkii) მიმართ.
ნაფტიფინი ასევე აქტიურია სხვადასხვა გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ (ანტიმიკრობული აქტივობა), რომლებიც ხშირად გვხვდება სოკოვანი ინფექციების გამომწვევ პათოგენებთან ასოციაციაში.
კლინიკურ პრაქტიკაში ნაფტიფინს აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, მისი გამოყენების დროს სწრაფად ქრება ანთების და ქავილის ნიშნები.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის კანზე გამოყენებისას დოზის დაახლოებით 4% აღწევს სისხლის სისტემურ დინებაში (ნაფტიფინის სისტემური ზემოქმედება ძალიან დაბალია). სისხლის პლაზმაში და შარდში ნაფტიფინი ნაპოვნია მხოლოდ კვალის სახით. სამკურნალო საშუალება პრაქტიკულად მთლიანად მეტაბოლიზდება, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით არააქტიური მეტაბოლიტები, რომლებიც გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდთან ერთად და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით თანაბარი რაოდენობით (ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-დან 4 დღე-ღამემდე).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო პრეპარტის
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
ტეკანაფინი
სავაჭრო დასახელება
ტეკანაფინი, Tekanafin
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ნაფტიფინი, Naftifine
სამკურნალო ფორმა
კრემი გარეგანი გამოყენებისთვის.
აღწერილობა: ერთგვაროვანი კრემი თეთრიდან ან თითქმის თეთრიდან ოდნავ ყვითლამდე.
შემადგენლობა
კრემის 1 გ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ნაფტიფინის ჰიდროქლორიდი 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, სორბიტანის სტეარატი, ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, ცეტილპალმიტატი, პოლისორბატი 60, იზოპროპილმირისტატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გაწმენდილი წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი D01AE22
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სხვა ადგილობრივი გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
ნაფტიფინის ფუნგიციდური მოქმედება დაკავშირებულია სოკოვანი ინფექციების გამომწვევი პათოგენების უჯრედის მემბრანის სტრუქტურული კომპონენტის ერგოსტეროლის სინთეზის პროცესის დარღვევასთან, რაც არის ფერმენტ სქვალენეპოქსიდაზას ინჰიბირების შედეგი. ამრიგად, სამკურნალო საშუალება აინჰიბირებს სოკოს უჯრედების ზრდას და გამრავლებას.
აქტივობის სპექტრი
ნაფტიფინს in vitro აქვს ფუნგიციდური მოქმედება სოკოვანი ინფექციების გამომწვევი ისეთი პათოგენების წინააღმდეგ, როგორიცაა Trichophyton spp., Microsporum spp., Epidermophyton floccosum.
ნაფტიფინი ზომიერად აქტიურია საფუარის (Candida spp.), ობის (Aspergillus spp.) და სოკოს სხვა სახეობების (მაგ. Sporothrix schenkii) მიმართ.
ნაფტიფინი ასევე აქტიურია სხვადასხვა გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ (ანტიმიკრობული აქტივობა), რომლებიც ხშირად გვხვდება სოკოვანი ინფექციების გამომწვევ პათოგენებთან ასოციაციაში.
კლინიკურ პრაქტიკაში ნაფტიფინს აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, მისი გამოყენების დროს სწრაფად ქრება ანთების და ქავილის ნიშნები.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის კანზე გამოყენებისას დოზის დაახლოებით 4% აღწევს სისხლის სისტემურ დინებაში (ნაფტიფინის სისტემური ზემოქმედება ძალიან დაბალია). სისხლის პლაზმაში და შარდში ნაფტიფინი ნაპოვნია მხოლოდ კვალის სახით. სამკურნალო საშუალება პრაქტიკულად მთლიანად მეტაბოლიზდება, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით არააქტიური მეტაბოლიტები, რომლებიც გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდთან ერთად და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით თანაბარი რაოდენობით (ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-დან 4 დღე-ღამემდე).
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება ზრდასრულებში სოკოვანი ინფექციების ადგილობრივი მკურნალობისთვის:
- კანისა და კანის ნაკეცების მიკოზი (Tinea corporis, Tinea inguinalis);
- თითებშუა მიკოზები (Tinea manuum, Tinea pedis);
- კანის კანდიდოზი (როგორც მეორე რიგის პრეპარატი).
პრეპარატის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოთ ის ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს ოფიციალური რეკომენდაციები და ეროვნული გაიდლაინები სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების სათანადო გამოყენებასთან დაკავშირებით.
გამოყენების წესი და დოზები
დოზირება
ზრდასრულები
პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული დღეში ერთხელ მსუბუქი სამასაჟო მოძრაობებით, გაწმენდილ და კარგად გამშრალ კანის დაზიანებულ ზედაპირზე და ასევე მიმდებარე უბნებზე.
ბავშვები და მოზარდები
ნაფტიფინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის დადგენილი (მონაცემები არ არსებობს).
პაციენტები თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით
დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თერაპიის ხანგრძლივობა
ინფექციის რეციდივის პრევენციის მიზნით პრეპარატით მკურნალობა გრძელდება არანაკლებ ორი კვირისა კლინიკური გამოჯანმრთელების შემდეგ. თუ პრეპარატით 4 კვირის თერაპიის განმავლობაში არ აღინიშნება კლინიკურ სიმპტომების გაუმჯობესება, საჭიროა პაციენტმა მიმართოს ექიმს მკურნალობის ხელახალი შეფასების მიზნით.
გამოყენების წესი
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის კანზე. უნდა მოერიდოთ პრეპარატის მოხვედრას თვალის მიდამოში ან ლორწოვან გარსებზე.
პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული სოკოვანი ინფექციის წყაროებისა და სათანადო ჰიგიენური ზომების შესახებ, რომლებიც უნდა დაიცვან განმეორებითი ინფიცირების თავიდან ასაცილებლად.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
არასასურველი რეაქციები
არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: სიხშირე უცნობია - კონტაქტური დერმატიტი, ერითემა.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: სიხშირე უცნობია - სიმშრალე, სიწითლე და წვის შეგრძნება.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს აღმოაჩნდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის გამოჩენის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, ინფორმაცია მოგვაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
განსაკუთრებული მითითებები
მოერიდეთ პრეპარატის თვალებში მოხვედრას.
დამხმარე ნივთიერებები
ტეკანაფინი შეიცავს ცეტილის სპირტსა და სტეარილის სპირტს, ორივე მათგანს შეუძლია გამოიწვიოს ადგილობრივი კანისმიერი რეაქციები (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი).
ტეკანაფინი შეიცავს ბენზილის სპირტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები და უმნიშვნელო ადგილობრივი გაღიზიანება.
შეუთავსებლობა
კრემი უნდა წაისვათ განუზავებლად; პრეპარატი არ უნდა იყოს შერეული სხვა გარეგანი გამოყენების სამკურნალო საშუალებებთან, რადგან მისი ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს აქტიური ნივთიერების კონცენტრაციის შემცირების გამო.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმების მართვის უნარზე.
ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს ქალებში ნაფტიფინის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია ან არ არსებობს. რეპროდუქციული ტოქსიურობის კვლევებში ცხოველებზე სამკურნალო საშუალების პირდაპირი ან არაპირდაპირი უარყოფითი ზემოქმედება არ გამოვლენილა. როგორც სიფრთხილის ზომა, არ გამოიყენოთ პრეპარატი ქალებში ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
ფერტილობა
ფერტილობაზე პრეპარატის გავლენის კვლევები არ ჩატარებულა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები
ნაფტიფინის ადგილობრივი გამოყენებისას მწვავე ჭარბი დოზირება ნაკლებად სავარაუდოა, სიცოცხლისთვის საშიში არასასურველი რეაქციები არ არის მოსალოდნელი. კანზე გამოყენებისას სამკურნალო საშუალება მცირე რაოდენობით აღწევს სისხლის სისტემურ მიმოქცევაში, ამიტომ პრეპარატის გამოყენებისას სისტემური ტოქსიკური მოქმედება მოსალოდნელი არ არის.
მკურნალობა
პრეპარატის შემთხვევით შიგნით მიღების დროს რეკომენდებულია შესაბამისი სიმპტომური მკურნალობის ჩატარება. სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია.
გამოშვების ფორმა
გარეგანი გამოყენების კრემის 30 გ ალუმინის ტუბში.
1 ტუბი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა
4 წელი წარმოების დღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ,“-ს მიერ, თურქეთი
(თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. № 50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)
„WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A. Ş.“, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


