პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიმიკოზური საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის

ექსოდერილი

EXODERIL

ურეცეპტოდ1%ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება EXODERIL-ის მოხმარების დაწყებამდე? 3. როგორ უნდა მოიხმაროთ EXODERIL? 4. რა სახის გვერდითი ჩვენებები შეიძლება წარმოიქმნას? 5. EXODERIL-ის შენახვის წესები. 1. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ნაფტიფინი (naftifine)
ფორმა და შეფუთვა
1% 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი №1
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკოზური საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, ადგილობრივი გამოყენების ანტიმიკოზური სხვა საშუალებები
ATC კოდი
D01AE22
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0590
რეგისტრირებულია
7 სექტემბერი 2023, მოქმედებს 7 სექტემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაექსოდერილი და სხვა წამალი ერთად

ექსოდერილი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • რას უნდა მიაქციოთ ყურადღება EXODERIL-ის მოხმარების დაწყებამდე?
  • როგორ უნდა მოიხმაროთ EXODERIL?
  • რა სახის გვერდითი ჩვენებები შეიძლება წარმოიქმნას?
  • EXODERIL-ის შენახვის წესები.
  • რას წარმოადგენს EXODERIL და რისთვის გამოიყენება?

EXODERIL შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სახელად ნაჰიფინს და გამოიყენება სოკოვანი ინფექციების გარე მოხმარებისათვის. EXODERIL ეფექტურია კანის სოკოების, საფუარის სოკოების, ობის სოკოების და სხვა სოკოების წინააღმდეგ. EXODERtL ასევე ეფექტურია მრავალი სხვადასხვა ბაქტერიის წინააღმდეგ, რომლებიც ხშირად გვხვდება სოკოვანი ინფექციების დროს. EXODERtL-ის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი სწრაფად ამცირებს ანთების სიმპტომებს და განსაკუთრებით ქავილს.

EXODERIL წარმოადგეს 15 და 30 გრამიან ტუბებში მოთავსებულ კრემს.

EXODERIL გამოიყენება კანის შემდეგი ადგილობრივი სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ:

კანის ან კანის ნაკეცების სოკოვანი ინფექციები (გამოჩენილი, როგორც სიწითლე, ქავილი და შეშუპება, ან ქავილი ბუშტუკები).

სოკოები თითების შორის.

ფრჩხილების სოკოვანი ინფექციები.

კანის Candida ინფექციები (Candida-ს სახეობებით გამოწვეული სოკოვანი ინფექცია).

Pityriasis versicolor (დაავადება კანის ზედაპირზე, სოკოების მკვეთრი გამომუშავებით გამოწვეული კანის გავრცელებული დაავადება).

გამოიყენება კანის ანთებითი სოკოების სამკურნალოდ (ქავილით ან მის გარეშე).

  • EXODERIL-ის მოხმარებამდე დასაცავი წესები:

ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში EXODERIL-ის მოხმარება დაუშვებელია:

ნაფუფინი, პროპილენგლიკოლი ან პრეპარატის შემცველობაში არსებული სხვა ნივთიერებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

ქვემოაღნიშნულ შემთხვევებში EXODERIL-ის მიღების დროს უნდა გამოიჩინოთ ყურადღება:

განკუთვნილია მხოლოდ გარე გამოყენებისთვის. მოერიდეთ თვალში მოხვედრას.

თქვენი დაავადების სიმპტომების არ გაუმჯობესების და სასურველი ეფექტის მიუღებლობის შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს.

თუ ეს გაფრთხილებები წარსულშიც ძალაში იყო თქვენთვის, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

EXODERIL-ის საკვებ-სასმელთან ერთად მიღება:

ვინაიდან ეს პრეპარატი გამოიყენება კანზე შეზელვის გზით, საკვებ-სასმელებთან ურთიერთქმედება არ არის მოსალოდნელი.

ფეხმძიმობა

პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ ხართ ფეხმძიმედ, ექიმის დანიშნულების გარეშე EXODERIL-ის მოხმარება დაუშვებელია.

თუ ამ პრეპარატის მიღების დროს შეიტყობთ ფეხმძიმობას, რჩევისათვის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ექიმის დანიშნულების გარეშე EXODERIL-ის მოხმარება დაუშვებელია.

მანქანის ტარება და ხელსაწყოს მოხმარება

არანაირ გავლენას არ ახდენს მანქანის ტარება და ხელსაწყოს მოხმარების უნარიანობაზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია EXODERIL-ის შემცველობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერებების შესახებ:

ამ პრეპარატის შემცველობაში არსებულმა სტეარილის სპირტმა და ცეტილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს კანის რეაქციები (კონტაქტური დერმატიტის მაგვარი).

EXODERIL ბენზილის სპირტს, ამიტომ, მის მოხმარებასთან დკაავშრიებით რაიმე გაფრთხილება არ არის საჭირო.

სხვა პრეპარატებთან ერთად მოხმარება

EXODERIL-ის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ არის მოცემული.

ამჟამად რეცეპტით გამოწერილი ან არ გამოწერილი ნებისმიერი პრეპარატის მოხმარების ან ბოლო პერიოდის განმავლობაში მოხმარების შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • EXODERIL-ის მოხმარების წესი:

ინსტრუქციები სათანადო მოხმარების და დოზის / მოხმარების სიხშირის შესახებ

EXODERIL უნდა გამოიყენოთ თქვენი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. რაიმე ეჭვის წარმოქმნის შემთხვევაში, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენი მკურნალი ექიმის მიერ რაიმე განსხვავებული დოზის არ გამოწერის შემთხვევაში, EXODERIL უნდა გამოიყენოთ დღეში ერთხელ, სასურველია საღამოს საათებში დაავადებულ ადგილებზე შესხურების გზით.

EXODERIL უნდა წაისვათ დაავადებულ კანზე თხელ ფენად, სასურველია საღამოს საათებში. ყოველ ჯერზე უნდა წაისვათ მთელ კანზე და კანის ირგვლივ დაახლოებით 2 სანტიმეტრიანი დიამეტრით. პრეპარატის წასმის შემდეგ, მთელი ღამით კანის ნაკეცების შორის უნდა დაიდოთ მარლი.

ფრჩხილების ინფექციების დროს, შეძლებისდაგვარად ფრჩხილები უნდა ღრმად მოიჭრათ. EXODERIL უნდა გამოიყენოთ დღეში ერთხელ და შეიზილოთ ფრჩხილებში.

მკურნალობის ეფექტურობისათვის, აუცილებელია EXODERIL-ის ხანგრძლივად მოხმარება. დაავადების გამეორების თავიდან ასაცილებლად, დაავადების ნიშნების წარმოქმნიდან სულ მცირე ორი9 კვირის შემდეგ საჭიროა პრეპარატის მოხმარების გაგრძელება.

სოკოვანი ინფექციების მკურნალობისას გაითვალისწინეთ შემდეგი:

ტანსაცმელი ყოველდღიურად უნდა შეიცვალოს, რადგან სოკოვანი ინფექციების გამომწვევი ორგანიზმები აღწევს თქვენს ტანსაცმელში.

დაინფიცირებული კანი უნდა იყოს მშრალი. მოერიდეთ მჭიდრო და ჰერმეტული ტანსაცმლის ტარებას (როგორიცაა მჭიდრო ფეხსაცმელში სინთეტიკური წინდები).

ბანაობის შემდეგ გაიმშრალეთ დაინფიცირებული ადგილი და ყოველდღიურად შეცვალეთ გამოყენებული პირსახოცი.

ფეხებზე სოკოვანი ინფექცის არსბეობის შემთხვევაში, მოერიდეთ ფეხშიშველი სიარულს სახლში, აუზში ან სასტუმროში სხვა პირების დაინფიცირების და ინფექციის განმეორების თავიდან ასაცილებლად.

სოკოვანი ინფექციის მთლიანად განკურნებამდე მოერიდეთ საუნაში ან ორთქლიან აბაზანაში შესვლას.

მოხმარების ხერხი და მეთოდი:

ეს პრეპარატი გამოიყენება კანზე ან ფრჩხილებზე წასმის გზით.

წასმამდე დაიბანეთ თბილი წყლით დაავადებული კანი ან ფრჩხილები და კარგად გაიმშრალეთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვობისათვის მოხმარება:

ბავშვებზე პრეპარატის გავლენასთან დაკავშირებით კვლევები დღემდე არ იქნა ჩატარებული.

ხანდაზმული პირებისათვის მოხმარება:

ხანდაზმული პირების მიერ მოხმარების შემთხვევები არ არის შესწავლილი.

მოხმარების განსაკუთრებული შემთხვევები:

თირკმელების უკმარისობა / ღვიძლის უკმარისობა:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტების მიერ მოხმარების შემთხვევები არ არის შესწავლილი.

თუ თქვენ შეამჩნევთ EXODERIL-ის ძალიან ძლიერ ან სუსტ ეფექტს, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ ღებულობთ EXODERIL-ს საჭიროზე დიდი დოზით:

თუ თქვენ ღებულობთ EXODERIL-ს საჭიროზე დიდი დოზით, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ დაგავიწყდათ EXODERIL-ის მიღება:

დავიწყებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.

EXODERIL-ის მოხმარების დასრულების შემდეგ მოსალოდნელი ჩვენებები:

მკურნალობის დასრულებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

  • როგორია მოსალოდნელი გვერდითი ჩვენებები?

ისევე, როგორც ყველა წამალი, EXODERIL-ის შემცველობაში არსებული ნივთიერებების მიმართ ზოგიერთ პაციენტებს შეიძლება წარმოექმნათ გარკვეული გვერდითი ჩვენებები.

მიღების წესი და დოზირება

კანის ინფექციები

ექსოდერილი უნდა წაისვათ დაავადებულ კანის მიდამოზე თხელ ფენად, სასურველია საღამოს ძილის წინ და მსუბუქად შეიზილეთ. ყოველი გამოყენებისას ის უნდა წაისვათ დაავადებულ კანის მთელ ზონაზე და 2 სმ ჯანსაღ კანის არეში. კანის ნაკეცებს შორის მიკოზებში სასარგებლოა წამლის წასმის შემდეგ ნაკეცებს შორის თხელი მარლის საფენის მოთავსება ღამით.

ფრჩხილის ინფექციები

ინფიცირებული ფრჩხილი უნდა მოიჭრათ რაც შეიძლება ახლოს ძირთან. ექსოდერილი გამოიყენება დღეში ერთხელ და უნდა შეიზილოთ ფრჩხილში. მიზანშეწონილი იქნება დაავადებული ფრჩხილის შეხვევა. იმისთვის, რომ მკურნალობა წარმატებული იყოს, ექსოდერილი უნდა დაინიშნოს საკმარისად ხანგრძლივი დროის განმავლობაში. დაავადების რეციდივის თავიდან ასაცილებლად, გამოყენება უნდა გაგრძელდეს სიმპტომების გაქრობიდან მინიმუმ ორ კვირამდე.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს დაავადების მიხედვით.

გამოყენების ზოგადი ხანგრძლივობა

დერმატოფიტური ინფექციების დროს 2-4 კვირა

მძიმე შემთხვევებში 4-8 კვირა

ზედაპირული კანდიდოზისთვის 4 კვირა

ფრჩხილის მიკოზისთვის 6 თვემდე

Pityriasis versicolor -ის მკურნალობას შეიძლება დასჭირდეს 2 კვირა.

გამოყენების მეთოდი

პრეპარატი გამოიყენება ადგილობრივად.

გამოყენებამდე დაავადებული კანი ან ფრჩხილის ადგილი უნდა დაიბანოთ თბილი წყლით და კარგად გაიშროთ. თუ მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის შემდეგ კლინიკური გაუმჯობესება არ შეინიშნება, პაციენტმა ხელახლა უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ

თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა

არ არსებობს ცნობები პაციენტების ამ ჯგუფში ადგილობრივი გამოყენების შესახებ.

პედიატრიული პოპულაცია

ჯერ არ არის ჩატარებული კვლევები ბავშვებში მისი ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ.

გერიატრიული პოპულაცია

არ არსებობს ცნობები პაციენტების ამ ჯგუფში ადგილობრივი გამოყენების შესახებ.

უკუჩვენებები

არ უნდა იქნას გამოყენებული ნაფტიფინის ან პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

  • 4. გამოყენების სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ექსოდერილი არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ადგილობრივად. არ უნდა მოხდეს მისი თვალებთან შეხება. შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგ. კონტაქტური დერმატიტი) მასში შემავალი ცეტილის სპირტისა და სტეარილის სპირტის გამო. ექსოდერილი შეიცავს ბენზილის სპირტს, მაგრამ გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე, სიფრთხილე არ არის საჭირო.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

არ არის აღწერილი კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ექსოდერილის კრემთან.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ

არ არის ჩატარებული ურთიერთქმედების კვლევები სპეციალურ პოპულაციებში.

პედიატრიული პოპულაცია

პედიატრიულ პოპულაციაში ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ზოგადი მითითებები

ორსულობის კატეგორია: B.

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები/ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები (კონტრაცეფცია)

არ არსებობს რეკომენდაცია პრეპარატის გამოყენების შესახებ რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებში და ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების (კონტრაცეფციის) გამოყენებისას.

ორსულობის პერიოდი

ნაფტიფინისთვის კლინიკური მონაცემები ორსულობის დროს გამოყენების შესახებ არ არის ხელმისაწვდომი. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან არაპირდაპირ მავნე ზემოქმედებაზე ორსულობაზე/ემბრიონულ/ნაყოფის განვითარებაზე/დაბადებაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე. სიფრთხილეა საჭირო ორსულებში ამ პრეპარატის გამოყენებისას.

ლაქტაციის პერიოდი

უცნობია გამოიყოფა თუ არა ნაფტიფინი დედის რძეში. ცხოველებშინაფტიფინის გამოყოფა რძეში არ არის შესწავლილი. ექსოდერილით მკურნალობის ან ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა შეფასდეს ბავშვისთვის ძუძუთი კვების და ეგზოდერილით დედისთვის მკურნალობის სარგებელი.

რეპროდუქციული უნარი/ნაყოფიერება

ნაყოფიერებაზე ზემოქმედება არ დაფიქსირებულა ინ ვიტრო და ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არის ცნობილი ეფექტი მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

ძალიან გავრცელებული ( ≥ 1/10); გავრცელებული (≥ 1/100-დან < 1/10-მდე); არ გავრცელებული (≥ 1/1000-დან < 1/100-მდე); იშვიათი (≥ 1/10000-დან < 1/1.000-მდე); ძალიან იშვიათი (< 1/10.000); უცნობი (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).

უცნობი (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით):

კანზე წვის და სიმშრალის შეგრძნება.

კანის სიწითლე და ქავილი.

კანში ჩხვლეტა.

კანის მგრძნობელობა.

ამიტომ, პრეპარატის მოხმარების შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევებში. გვერდითი ჩვენებების ქრება მკურნალობის დასრულების შემდეგ.

გვერდითი ჩვენებების მოხსენება:

წინამდებარე ინსტრუქციაში გათვალისწინებული გაუთვალისწინებელი ნებისმიერი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გარდა ამისა, წარმოქმნილ გვერდით ჩვენებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ დააკლიკოთ www.titck.gov.tr ვებ გვერდზე არსებულ „წამლების გვერდითი ჩვენებების შესახებ შეტყობინების“ ლინკს ან დარეკოთ 0 800 314 00 08 ნომერზე თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრში (TÜFAM) და აცნობოთ გვერდითი ჩვენებების შესახებ. წარმოქმნილი გვერდითი ჩვენებების შესახებ შეტყობინების დატოვების შემდეგ, თქვენ მოგეწოდებათ უფრო მეტი ინფორმაცია თქვენს მიერ მოხმარებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციაში გაუთვალისწინებელი ნებისმიერი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • EXODERIL-ის შენახვა:

შეინახეთ EXODERIL ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე თავის შეფუთვაში.

შეინახეთ პრეპარატი 250C-ზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში.

დაზიანებული პროდუქტის და/ან შეფუთვის მქონე EXODERIL-ის მოხმარება არ არის რეკომენდირებული.

პრეპარატი მოხმარებული უნდა იქნეს მოხმარების საბოლოო თარიღის შესაბამისად.

შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ EXODERIL-ის მოხმარება დაუშვებელია.

ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატების ნაგავში ჩაგდება არ არის რეკომენდირებული! გადაეცით პრეპარატები გარემოს დაცვის და ურბანიზაციის სამინისტროს.

ლიცენზიის მფლობელი:

Sahdoz GmbH / ავსტრიის სახელით

სს „სანდოზ ილა სანაი ვე თიჯარეთ“-ი,

სურიაფის და აკელის სამუშაო ცენტრი, რუზგარლიბაჰჩეს უბანი,

შეჰით სინან ეროღლუს გამზირი N 6, 34805 ქავაჯიქი / ბეიქოზი / სტამბოლი.

წარმოების ადგილი:

სს „გენვეონ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ“-ი

გებზე /ქოჯაიელი

წინამდებარე მოხმარების ინსტრუქცია დამტკიცებულია 18.03.2014 წელს.

ჭარბი დოზა

ნაფტიფინის ადგილობრივი გამოყენების შედეგად მწვავე დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა და არ არის მოსალოდნელი სიცოცხლისათვის საშიში პირობების განვითარება. ვინაიდან აქტიური ნივთიერების აბსორბცია კანის მიერ უმნიშვნელოდ დაბალია, ექსოდერილის სისტემური ინტოქსიკაცია მოსალოდნელი არ არის კანზე გამოყენებისას. შემთხვევითი მიღების შემთხვევაში რეკომენდებულია შესაბამისი სიმპტომური მკურნალობა.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება

ყოველ 1 გრამში,

ნაფტიფინის ჰიდროქლორიდი 10 მგ

დამხმარე ნივთიერებები

ყოველ 1 გრამში,

ბენზილის სპირტი 0,010გრ

ცეტილის სპირტი 0,040გრ

სტეარილის სპირტი 0,040 გ

დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.

შენახვის პირობები

36 თვე

  • 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ის უნდა ინახებოდეს ოთახის არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ საწყის შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

  • 5. შეფუთვის ფორმა და შემცველობა

შეფუთვის ფორმა

ალუმინის ტუბი ლატექსის ძირით და ლაქირებული შიდა ნაწილით.

შესაფუთი მასალა

ტუბი: ალუმინი

საფარი: პოლიეთილენი

ლაქი: ეპოქსიდ-ფენოლური ფისი

  • 6. ადამიანური გამოყენების სამკურნალო პროდუქტის ნარჩენების უტილიზაცია და სხვა სპეციალური ღონისძიებები

გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს სამედიცინო ნარჩენების კონტროლის რეგლამენტისა და შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის წესების შესაბამისად.

  • ლიცენზიის მფლობელი

სანდოზ ილაჩ სან - სანდოზ გმბჰ/ავსტრია და ტიკ. ა.ს.-ის წარმომადგენლობა

კუძუკბაკალოუ მჰ. შეჰიტ შაკირ ელკოვან კად. N. 2 34750 კადიოუ- სტამბოლი

  • ლიცენზიის ნომერი

215/95

  • პირველადი ლიცენზიის გაცემის თარიღი/ლიცენზიის განახლების თარიღი

პირველადი ლიცენზიის გაცემის თარიღი: 20.05.2008

ლიცენზიის განახლების თარიღი:

  • სამკურნალო საშუალების გამოყენების ინსტრუქციის ტექსტის განახლების თარიღი

თარგმანი სწორია:

ფარმაკოლოგიური თვისებები

ადგილობრივი სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები

ათქ კოდი: D01AE22

ნაფტიფინი არის ანტიმიკოზური საშუალება, რომელიც გამოიყენება გარეგანად.

ნაფტიფინი ეფექტურია კანის სოკოების წინააღმდეგ (დერმატოფიტები, როგორიცაა Trichophyton, Microsporum და Epidermophyton სახეობები). ნაფტიფინი ზომიერად ეფექტურია საფუარის სოკოების (Candida spp., Pityriasis versicolor), ობის (Aspergillus spp.) და სხვა სოკოების (მაგ. Sporothrix schenkii) წინააღმდეგ. ნაფტიფინს აქვს ფუნგიციდური მოქმედება დერმოტოფიტებზე და ასპერგილუსის სახეობებზე in vitro. ფუნგიციდური მოქმედების მიუხედავად მას ახასიათებს ზოგიერთ საფუარის სოკოზე ფუნგისტატური ზემოქმედება. ანტიმიკრობული ეფექტის გარდა, ნაფტიფინს აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სოკოვან ინფექციებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ბაქტერიულ ინფექციებზე.

კლინიკურად, ნაფტიფინს აქვს შინაგანი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ამ მახასიათებლის გამო, ნაფტიფინი ხელს უწყობს დაავადების თანმხლები ანთების სიმპტომების (ქავილი და ა.შ.) მოხსნას.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი მახასიათებლები

ნაფტიფინის ჰიდროქლორიდი არის ალილამინის სინთეზური წარმოებული.

აბსორბცია

ნაფტიფინი ადვილად აღწევს კანში და აღწევს ხანგრძლივ ანტიმიკოზურ კონცენტრაციას კანის სხვადასხვა ფენებში. ჯანმრთელ მოხალისეებში 3H მარკირებული ნაფტიფინის 1% კრემის ერთჯერადი ადგილობრივი გამოყენების შემდეგ აბსორბირებული იქნა გამოყენებული დოზის 4.2%.

განაწილება

ჯანმრთელ მოხალისეებში შეყვანილი დოზის დაახლოებით 6% დაფიქსირდა სისტემურ მიმოქცევაში.

ბიოტრანსფორმაცია

ადამიანებში და ლაბორატორიულ ცხოველებში კანის ან პერორალური მიღების შემდეგ, ექსოდერილის სოკოს საწინააღმდეგო კომპონენტი (E)-Nmethyl-N-(1-naphthylmethyl)-3-fenyl-2-propene-1-amine-hydrochloride (ნაფტიფინი) განიცდის რაოდენობრივ ბიოტრანსფორმაციას და გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით, რომლებსაც არ გააჩნიათ სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.

ელიმინაცია

ნაფტიფინი და/ან მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით და განავლით. ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 2-3 დღეა.

წრფივობა/არაწრფივობა

მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

მოხმარების ინსტრუქცია

EXODERIL® 1 %-იანი კრემი

გამოიყენება კანზე წასმის გზით.

  • აქტიური ნივთიერება: ყოველი 1 გრ. კრემი შეიცავს 10 მგ. ნაფტიფინის ჰიდროქლორიდს
  • დამხმარე ნივთიერებ(ებ)ი: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ბენზილის სპირტი, სორბიტან სტეარატი, ცეტილ პალმიტატი, ცეტილის სპირტი, სტეარილური სპირტი, პოლიეთილენ გლიკოლ-60-სორბიტან სტეარატი, იზოპროპილ მირისტატი, გამოხდილი წყალი.

ამ პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მოხმარების ინსტრუქცია, ვინაიდან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ წინამდებარე მოხმარების ინსტრუქცია. შემდგომში შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების წარმოქმნის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ვინაიდან წინამდებარე პრეპარატი პირადად თქვენთვის არის გამოწერილი, სხვა პირებისთვის მისი მიცემა დაუშვებელია.

წინამდებარე პრეპარატის მოხმარებისას ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვის დროს, აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს ამ პრეპარატის მიღების შესახებ.

დაიცავით წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციაში აღნიშნული წესები. ექიმის მიერ დანიშნული დოზის გადაჭარბება ან შემცირება დაუშვებელია.

წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციაში მოცემულია ქვემოთ აღნიშნული სათაურები:

  • რას წარმოადგენს EXODERIL და რისთვის გამოიყენება?
  • რას უნდა მიაქციოთ ყურადღება EXODERIL-ის მოხმარების დაწყებამდე?
  • როგორ უნდა მოიხმაროთ EXODERIL?
  • რა სახის გვერდითი ჩვენებები შეიძლება წარმოიქმნას?
  • EXODERIL-ის შენახვის წესები.
  • რას წარმოადგენს EXODERIL და რისთვის გამოიყენება?

EXODERIL შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სახელად ნაჰიფინს და გამოიყენება სოკოვანი ინფექციების გარე მოხმარებისათვის. EXODERIL ეფექტურია კანის სოკოების, საფუარის სოკოების, ობის სოკოების და სხვა სოკოების წინააღმდეგ. EXODERtL ასევე ეფექტურია მრავალი სხვადასხვა ბაქტერიის წინააღმდეგ, რომლებიც ხშირად გვხვდება სოკოვანი ინფექციების დროს. EXODERtL-ის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი სწრაფად ამცირებს ანთების სიმპტომებს და განსაკუთრებით ქავილს.

EXODERIL წარმოადგეს 15 და 30 გრამიან ტუბებში მოთავსებულ კრემს.

EXODERIL გამოიყენება კანის შემდეგი ადგილობრივი სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ:

კანის ან კანის ნაკეცების სოკოვანი ინფექციები (გამოჩენილი, როგორც სიწითლე, ქავილი და შეშუპება, ან ქავილი ბუშტუკები).

სოკოები თითების შორის.

ფრჩხილების სოკოვანი ინფექციები.

კანის Candida ინფექციები (Candida-ს სახეობებით გამოწვეული სოკოვანი ინფექცია).

Pityriasis versicolor (დაავადება კანის ზედაპირზე, სოკოების მკვეთრი გამომუშავებით გამოწვეული კანის გავრცელებული დაავადება).

გამოიყენება კანის ანთებითი სოკოების სამკურნალოდ (ქავილით ან მის გარეშე).

  • EXODERIL-ის მოხმარებამდე დასაცავი წესები:

ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში EXODERIL-ის მოხმარება დაუშვებელია:

ნაფუფინი, პროპილენგლიკოლი ან პრეპარატის შემცველობაში არსებული სხვა ნივთიერებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

ქვემოაღნიშნულ შემთხვევებში EXODERIL-ის მიღების დროს უნდა გამოიჩინოთ ყურადღება:

განკუთვნილია მხოლოდ გარე გამოყენებისთვის. მოერიდეთ თვალში მოხვედრას.

თქვენი დაავადების სიმპტომების არ გაუმჯობესების და სასურველი ეფექტის მიუღებლობის შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს.

თუ ეს გაფრთხილებები წარსულშიც ძალაში იყო თქვენთვის, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

EXODERIL-ის საკვებ-სასმელთან ერთად მიღება:

ვინაიდან ეს პრეპარატი გამოიყენება კანზე შეზელვის გზით, საკვებ-სასმელებთან ურთიერთქმედება არ არის მოსალოდნელი.

ფეხმძიმობა

პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ ხართ ფეხმძიმედ, ექიმის დანიშნულების გარეშე EXODERIL-ის მოხმარება დაუშვებელია.

თუ ამ პრეპარატის მიღების დროს შეიტყობთ ფეხმძიმობას, რჩევისათვის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ექიმის დანიშნულების გარეშე EXODERIL-ის მოხმარება დაუშვებელია.

მანქანის ტარება და ხელსაწყოს მოხმარება

არანაირ გავლენას არ ახდენს მანქანის ტარება და ხელსაწყოს მოხმარების უნარიანობაზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია EXODERIL-ის შემცველობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერებების შესახებ:

ამ პრეპარატის შემცველობაში არსებულმა სტეარილის სპირტმა და ცეტილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს კანის რეაქციები (კონტაქტური დერმატიტის მაგვარი).

EXODERIL ბენზილის სპირტს, ამიტომ, მის მოხმარებასთან დკაავშრიებით რაიმე გაფრთხილება არ არის საჭირო.

სხვა პრეპარატებთან ერთად მოხმარება

EXODERIL-ის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ არის მოცემული.

ამჟამად რეცეპტით გამოწერილი ან არ გამოწერილი ნებისმიერი პრეპარატის მოხმარების ან ბოლო პერიოდის განმავლობაში მოხმარების შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • EXODERIL-ის მოხმარების წესი:

ინსტრუქციები სათანადო მოხმარების და დოზის / მოხმარების სიხშირის შესახებ

EXODERIL უნდა გამოიყენოთ თქვენი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. რაიმე ეჭვის წარმოქმნის შემთხვევაში, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენი მკურნალი ექიმის მიერ რაიმე განსხვავებული დოზის არ გამოწერის შემთხვევაში, EXODERIL უნდა გამოიყენოთ დღეში ერთხელ, სასურველია საღამოს საათებში დაავადებულ ადგილებზე შესხურების გზით.

EXODERIL უნდა წაისვათ დაავადებულ კანზე თხელ ფენად, სასურველია საღამოს საათებში. ყოველ ჯერზე უნდა წაისვათ მთელ კანზე და კანის ირგვლივ დაახლოებით 2 სანტიმეტრიანი დიამეტრით. პრეპარატის წასმის შემდეგ, მთელი ღამით კანის ნაკეცების შორის უნდა დაიდოთ მარლი.

ფრჩხილების ინფექციების დროს, შეძლებისდაგვარად ფრჩხილები უნდა ღრმად მოიჭრათ. EXODERIL უნდა გამოიყენოთ დღეში ერთხელ და შეიზილოთ ფრჩხილებში.

მკურნალობის ეფექტურობისათვის, აუცილებელია EXODERIL-ის ხანგრძლივად მოხმარება. დაავადების გამეორების თავიდან ასაცილებლად, დაავადების ნიშნების წარმოქმნიდან სულ მცირე ორი9 კვირის შემდეგ საჭიროა პრეპარატის მოხმარების გაგრძელება.

სოკოვანი ინფექციების მკურნალობისას გაითვალისწინეთ შემდეგი:

ტანსაცმელი ყოველდღიურად უნდა შეიცვალოს, რადგან სოკოვანი ინფექციების გამომწვევი ორგანიზმები აღწევს თქვენს ტანსაცმელში.

დაინფიცირებული კანი უნდა იყოს მშრალი. მოერიდეთ მჭიდრო და ჰერმეტული ტანსაცმლის ტარებას (როგორიცაა მჭიდრო ფეხსაცმელში სინთეტიკური წინდები).

ბანაობის შემდეგ გაიმშრალეთ დაინფიცირებული ადგილი და ყოველდღიურად შეცვალეთ გამოყენებული პირსახოცი.

ფეხებზე სოკოვანი ინფექცის არსბეობის შემთხვევაში, მოერიდეთ ფეხშიშველი სიარულს სახლში, აუზში ან სასტუმროში სხვა პირების დაინფიცირების და ინფექციის განმეორების თავიდან ასაცილებლად.

სოკოვანი ინფექციის მთლიანად განკურნებამდე მოერიდეთ საუნაში ან ორთქლიან აბაზანაში შესვლას.

მოხმარების ხერხი და მეთოდი:

ეს პრეპარატი გამოიყენება კანზე ან ფრჩხილებზე წასმის გზით.

წასმამდე დაიბანეთ თბილი წყლით დაავადებული კანი ან ფრჩხილები და კარგად გაიმშრალეთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვობისათვის მოხმარება:

ბავშვებზე პრეპარატის გავლენასთან დაკავშირებით კვლევები დღემდე არ იქნა ჩატარებული.

ხანდაზმული პირებისათვის მოხმარება:

ხანდაზმული პირების მიერ მოხმარების შემთხვევები არ არის შესწავლილი.

მოხმარების განსაკუთრებული შემთხვევები:

თირკმელების უკმარისობა / ღვიძლის უკმარისობა:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტების მიერ მოხმარების შემთხვევები არ არის შესწავლილი.

თუ თქვენ შეამჩნევთ EXODERIL-ის ძალიან ძლიერ ან სუსტ ეფექტს, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ ღებულობთ EXODERIL-ს საჭიროზე დიდი დოზით:

თუ თქვენ ღებულობთ EXODERIL-ს საჭიროზე დიდი დოზით, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ დაგავიწყდათ EXODERIL-ის მიღება:

დავიწყებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.

EXODERIL-ის მოხმარების დასრულების შემდეგ მოსალოდნელი ჩვენებები:

მკურნალობის დასრულებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

  • როგორია მოსალოდნელი გვერდითი ჩვენებები?

ისევე, როგორც ყველა წამალი, EXODERIL-ის შემცველობაში არსებული ნივთიერებების მიმართ ზოგიერთ პაციენტებს შეიძლება წარმოექმნათ გარკვეული გვერდითი ჩვენებები.

არასასურველი ეფექტები ჩამოთვლილია შემდეგნაირად მათი გაჩენის სიხშირის მიხედვით:

ძალიან გავრცელებული ( ≥ 1/10); გავრცელებული (≥ 1/100-დან < 1/10-მდე); არ გავრცელებული (≥ 1/1000-დან < 1/100-მდე); იშვიათი (≥ 1/10000-დან < 1/1.000-მდე); ძალიან იშვიათი (< 1/10.000); უცნობი (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).

უცნობი (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით):

კანზე წვის და სიმშრალის შეგრძნება.

კანის სიწითლე და ქავილი.

კანში ჩხვლეტა.

კანის მგრძნობელობა.

ამიტომ, პრეპარატის მოხმარების შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევებში. გვერდითი ჩვენებების ქრება მკურნალობის დასრულების შემდეგ.

გვერდითი ჩვენებების მოხსენება:

წინამდებარე ინსტრუქციაში გათვალისწინებული გაუთვალისწინებელი ნებისმიერი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გარდა ამისა, წარმოქმნილ გვერდით ჩვენებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ დააკლიკოთ www.titck.gov.tr ვებ გვერდზე არსებულ „წამლების გვერდითი ჩვენებების შესახებ შეტყობინების“ ლინკს ან დარეკოთ 0 800 314 00 08 ნომერზე თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრში (TÜFAM) და აცნობოთ გვერდითი ჩვენებების შესახებ. წარმოქმნილი გვერდითი ჩვენებების შესახებ შეტყობინების დატოვების შემდეგ, თქვენ მოგეწოდებათ უფრო მეტი ინფორმაცია თქვენს მიერ მოხმარებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციაში გაუთვალისწინებელი ნებისმიერი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • EXODERIL-ის შენახვა:

შეინახეთ EXODERIL ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე თავის შეფუთვაში.

შეინახეთ პრეპარატი 250C-ზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში.

დაზიანებული პროდუქტის და/ან შეფუთვის მქონე EXODERIL-ის მოხმარება არ არის რეკომენდირებული.

პრეპარატი მოხმარებული უნდა იქნეს მოხმარების საბოლოო თარიღის შესაბამისად.

შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ EXODERIL-ის მოხმარება დაუშვებელია.

ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატების ნაგავში ჩაგდება არ არის რეკომენდირებული! გადაეცით პრეპარატები გარემოს დაცვის და ურბანიზაციის სამინისტროს.

ლიცენზიის მფლობელი:

Sahdoz GmbH / ავსტრიის სახელით

სს „სანდოზ ილა სანაი ვე თიჯარეთ“-ი,

სურიაფის და აკელის სამუშაო ცენტრი, რუზგარლიბაჰჩეს უბანი,

შეჰით სინან ეროღლუს გამზირი N 6, 34805 ქავაჯიქი / ბეიქოზი / სტამბოლი.

წარმოების ადგილი:

სს „გენვეონ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ“-ი

გებზე /ქოჯაიელი

წინამდებარე მოხმარების ინსტრუქცია დამტკიცებულია 18.03.2014 წელს.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა