პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიმიკოზური საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის

ტეკანაფინი

Tekanafin

ურეცეპტოდ1%ინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ტერფის სოკოვანი ინფექციების ადგილობრივი მკურნალობა ზრდასრულებში.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ნაფტიფინი (naftifine)
ფორმა და შეფუთვა
1% (10მგ/მლ) 20მლ გარეგანი გამოყენების სპრეი, ხსნარი მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონი №1
მწარმოებელი
„World Medicine Ilac San. ve Tic. A.S.“, თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკოზური საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, ადგილობრივი გამოყენების ანტიმიკოზური სხვა საშუალებები
ATC კოდი
D01AE22
რეგისტრაციის ნომერი
რ-037312
რეგისტრირებულია
14 თებერვალი 2023, მოქმედებს 14 თებერვალი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
„World Medicine Ilac San. ve Tic. A.S.“ (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატეკანაფინი და სხვა წამალი ერთად

ტეკანაფინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ტერფის სოკოვანი ინფექციების ადგილობრივი მკურნალობა ზრდასრულებში.

მიღების წესი და დოზირება

ტეკანაფინის სპრეი გამოიყენება კანის გასუფთავებულ და კარგად მომშრალებულ დაზიანებულ უბანზე 1-ჯერ დღეში.

საკმარისი რაოდენობით სპრეი გამოიყენება კანის დასამუშავებელ უბნებზე და ჯანსაღ კანზე დაზიანებული უბნის მიღმა 2 სმ-ით.

ინფექციის რეციდივის თავიდან ასაცილებლად მკურნალობა გრძელდება კლინიკური გამოჯანმრთელების შემდეგ მინიმუმ 1-2 კვირის განმავლობაში.

მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის გამომწვევ სოკოს ტიპზე, ინფექციის ლოკალიზაციასა და მის სიმძიმეზე.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით: მონაცემები არ არის.

ხანდაზმული პაციენტები: მონაცემები არ არის.

ბავშვები და მოზარდები: ნაფტიფინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის დადასტურებული (გამოყენების გამოცდილება არასაკმარისია).

გამოყენების წესი

ტეკანაფინი განკუთვნილია მხოლოდ კანზე გარეგანი გამოყენებისთვის.

გამოყენებამდე დაზიანებული კანი ან ფრჩხილი აუცილებელია დაიბანოთ თბილი წყლით და კარგად გააშროთ.

შეფუთვის პირველად გახსნისას საჭიროა რამდენჯერმე დააჭიროთ სპრეის გამფრქვევ თავს წამლის შესაფრქვევად.

თუ ტეკანაფინით მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის განმავლობაში კლინიკური გაუმჯობესება არ შეინიშნება, უნდა მიმართოთ ექიმს და გადახედოთ თერაპიულ მიდგომას.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.

გაღიზიანების ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და უნდა იქნას მიღებული პრევენციის ზომები.

პრეპარატის გამოყენების შემდეგ არ შეიძლებე დაიფაროს დაზიანებული ადგილი, თუკი ექიმი არ გირჩევთ სხვა მეთოდის გამოყენებას.

თავიდან უნდა იქნას აცილებული სპრეის მოხვედრა თვალებსა და ლორწოვან გარსებზე.

დამხმარე ნივთიერებები

ტეკანაფინის სპრეი შეიცავს 400 მგ ეთანოლს პრეპარატის 1 მლ-ში. ეთანოლმა შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება დაზიანებულ კანზე გამოყენების დროს.

ტეკანაფინის სპრეი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მონაცემები ნაფტიფინის ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ არ არსებობს ან შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან არაპირდაპირ რეპროდუქციულ ტოქსიკურობაზე.

როგორც პრევენციული ღონისძიება, ტეკანაფინის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში.

ლაქტაცია

უცნობია, აღწევს თუ არა ნაფტიფინი დედის რძეში, ამიტომ ქალებმა ძუძუთი კვების პერიოდში არ უნდა მიიღონ ტეკანაფინი.

ფერტილობა

In vitro და ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არანაირი გავლენა ფერტილობაზე არ დაფიქსირებულა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტომანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული სისტემური არასასურველი რეაქციები არ არსებობს.

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით).

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირად - წვა, ჩხვლეტა, ქავილი; სიხშირე უცნობია - ერითემა, ქავილი, კანის მომატებული მგრძნობელობა.

არასასურველი რეაქციები შექცევადია და არ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას.

შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტის მხრიდან სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქციისა ან ახალი არასასურველი რეაქციის წარმოქმნისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ განყოფილებაში, გთხოვთ, აცნობოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

შემადგენლობა

სპრეის 1 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ნაფტიფინის ჰიდროქლორიდი 10 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, ეთანოლი 96%, გასუფთავებული წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი D01AE22

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!

ვარგისობის ვადა

4 წელი წარმოების დღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია

«ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.ვე ტიჯ. ა.შ.,-ს მიერ“ თურქეთი

(15 თემმუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად.No 50 გიუნეშლი ბაგჯილარ /სტამბოლი)

“ WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TIC. A.Ş.”, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

ფარმაკოლოგიური თვისებები

სოკოს საწინააღმდეგო სხვა საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისთვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ტეკანაფინი სპრეი არის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის.

ნაფტიფინი ეფექტურია დერმატოფიტების (ისეთების, როგორიცაა Trichophyton spp., Microsporum spp. და Epidermophyton spp.), საფუარის სოკოს(Candida spp., Pityriasis versicolor), ობის სოკოს (Aspergillus spp.) და სხვათა (მაგალითად Sporothrix schenkii) წინააღმდეგ. ნაფტიფინს აქვს ფუნგიციდური მოქმედება დერმატოფიტებზე და Aspergillus spp. in vitro პირობებში.

დერმატოფიტებთან და ასპერგილუსებთან მიმართებაში ნაფტიფინს აქვს ფუნგიციდური მოქმედება. საფუარის სოკოებთან მიმართებაში პრეპარატი ავლენს ფუნგიციდურ ან ფუნგისტატურ აქტივობას, რაც დამოკიდებულია მიკროორგანიზმის შტამზე.

ის ასევე ავლენს ანტიბაქტერიულ აქტივობას გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც ხშირად თან ახლავს მიკოზებს.

კლინიკურ გამოყენებაში აღინიშნა ნაფტიფინის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რომლიც წყალობითად ანთების ნიშნები, განსაკუთრებით ქავილი, სწრაფად ქრება.

ფარმაკოკინეტიკა

ნაფტიფინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს ალილამინის სინთეზურ წარმოებულს

შეწოვა

ნაფტიფინი სწრაფად აღწევს კანში, აღწევს რა ხანგრძლივ სოკოს საწინააღმდეგო კონცენტრაციას კანის სხვადასხვა ფენებში.

1% ნაფტიფინის სპრეის ერთჯერადი ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, რომელიც აღნიშნულია 3H-ით, ჯანმრთელ მოხალისეებში შეიწოვებოდა შეყვანილი დოზის 4.2%.

განაწილება

დადგენილ იქნა, რომ ჯანმრთელ მოხალისეებში შეყვანილი დოზის დაახლოებით 6% აღწევს სისხლის სისტემურ მიმოქცევაში.

ბიოტრანსფორმაცია

ადამიანებში და ლაბორატორიულ ცხოველებში კანისმიერი ან პერორალური მიღების შემდეგ სოკოს საწინააღმდეგო კომპონენტი (E)-N-მეთილ-N-(1-ნაფთილმეთილ)-3-ფენილ-2-პროპენ-1-ამინოჰიდროქლორიდი (ნაფტიფინი) განიცდის ბიოტრანსფორმაციას და გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების გარეშე.

გამოყოფა

ნაფტიფინი და/ან მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით და განავლით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2-3 დღეს.

წრფივობა/არაწრფივობა

მონაცემები ხელმისაწვდომი არაა.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ტეკანაფინი

სავაჭრო დასახელება

ტეკანაფინი, Tekanafin

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ნაფტიფინი, Naftifine

სამკურნალო ფორმა

სპრეი გარეგანი გამოყენებისთვის.

აღწერა: გამჭვირვალე უფერო ხსნარი.

შემადგენლობა

სპრეის 1 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ნაფტიფინის ჰიდროქლორიდი 10 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, ეთანოლი 96%, გასუფთავებული წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი D01AE22

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

სოკოს საწინააღმდეგო სხვა საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისთვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ტეკანაფინი სპრეი არის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის.

ნაფტიფინი ეფექტურია დერმატოფიტების (ისეთების, როგორიცაა Trichophyton spp., Microsporum spp. და Epidermophyton spp.), საფუარის სოკოს(Candida spp., Pityriasis versicolor), ობის სოკოს (Aspergillus spp.) და სხვათა (მაგალითად Sporothrix schenkii) წინააღმდეგ. ნაფტიფინს აქვს ფუნგიციდური მოქმედება დერმატოფიტებზე და Aspergillus spp. in vitro პირობებში.

დერმატოფიტებთან და ასპერგილუსებთან მიმართებაში ნაფტიფინს აქვს ფუნგიციდური მოქმედება. საფუარის სოკოებთან მიმართებაში პრეპარატი ავლენს ფუნგიციდურ ან ფუნგისტატურ აქტივობას, რაც დამოკიდებულია მიკროორგანიზმის შტამზე.

ის ასევე ავლენს ანტიბაქტერიულ აქტივობას გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც ხშირად თან ახლავს მიკოზებს.

კლინიკურ გამოყენებაში აღინიშნა ნაფტიფინის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რომლიც წყალობითად ანთების ნიშნები, განსაკუთრებით ქავილი, სწრაფად ქრება.

ფარმაკოკინეტიკა

ნაფტიფინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს ალილამინის სინთეზურ წარმოებულს

შეწოვა

ნაფტიფინი სწრაფად აღწევს კანში, აღწევს რა ხანგრძლივ სოკოს საწინააღმდეგო კონცენტრაციას კანის სხვადასხვა ფენებში.

1% ნაფტიფინის სპრეის ერთჯერადი ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, რომელიც აღნიშნულია 3H-ით, ჯანმრთელ მოხალისეებში შეიწოვებოდა შეყვანილი დოზის 4.2%.

განაწილება

დადგენილ იქნა, რომ ჯანმრთელ მოხალისეებში შეყვანილი დოზის დაახლოებით 6% აღწევს სისხლის სისტემურ მიმოქცევაში.

ბიოტრანსფორმაცია

ადამიანებში და ლაბორატორიულ ცხოველებში კანისმიერი ან პერორალური მიღების შემდეგ სოკოს საწინააღმდეგო კომპონენტი (E)-N-მეთილ-N-(1-ნაფთილმეთილ)-3-ფენილ-2-პროპენ-1-ამინოჰიდროქლორიდი (ნაფტიფინი) განიცდის ბიოტრანსფორმაციას და გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების გარეშე.

გამოყოფა

ნაფტიფინი და/ან მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით და განავლით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2-3 დღეს.

წრფივობა/არაწრფივობა

მონაცემები ხელმისაწვდომი არაა.

გამოყენების ჩვენებები

ტერფის სოკოვანი ინფექციების ადგილობრივი მკურნალობა ზრდასრულებში.

გამოყენების მეთოდი და დოზები

დოზირების რეჟიმი

ტეკანაფინის სპრეი გამოიყენება კანის გასუფთავებულ და კარგად მომშრალებულ დაზიანებულ უბანზე 1-ჯერ დღეში.

საკმარისი რაოდენობით სპრეი გამოიყენება კანის დასამუშავებელ უბნებზე და ჯანსაღ კანზე დაზიანებული უბნის მიღმა 2 სმ-ით.

ინფექციის რეციდივის თავიდან ასაცილებლად მკურნალობა გრძელდება კლინიკური გამოჯანმრთელების შემდეგ მინიმუმ 1-2 კვირის განმავლობაში.

მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის გამომწვევ სოკოს ტიპზე, ინფექციის ლოკალიზაციასა და მის სიმძიმეზე.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით: მონაცემები არ არის.

ხანდაზმული პაციენტები: მონაცემები არ არის.

ბავშვები და მოზარდები: ნაფტიფინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის დადასტურებული (გამოყენების გამოცდილება არასაკმარისია).

გამოყენების წესი

ტეკანაფინი განკუთვნილია მხოლოდ კანზე გარეგანი გამოყენებისთვის.

გამოყენებამდე დაზიანებული კანი ან ფრჩხილი აუცილებელია დაიბანოთ თბილი წყლით და კარგად გააშროთ.

შეფუთვის პირველად გახსნისას საჭიროა რამდენჯერმე დააჭიროთ სპრეის გამფრქვევ თავს წამლის შესაფრქვევად.

თუ ტეკანაფინით მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის განმავლობაში კლინიკური გაუმჯობესება არ შეინიშნება, უნდა მიმართოთ ექიმს და გადახედოთ თერაპიულ მიდგომას.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

არასასურველი რეაქციები

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული სისტემური არასასურველი რეაქციები არ არსებობს.

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით).

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირად - წვა, ჩხვლეტა, ქავილი; სიხშირე უცნობია - ერითემა, ქავილი, კანის მომატებული მგრძნობელობა.

არასასურველი რეაქციები შექცევადია და არ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას.

შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტის მხრიდან სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქციისა ან ახალი არასასურველი რეაქციის წარმოქმნისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ განყოფილებაში, გთხოვთ, აცნობოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.

გაღიზიანების ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და უნდა იქნას მიღებული პრევენციის ზომები.

პრეპარატის გამოყენების შემდეგ არ შეიძლებე დაიფაროს დაზიანებული ადგილი, თუკი ექიმი არ გირჩევთ სხვა მეთოდის გამოყენებას.

თავიდან უნდა იქნას აცილებული სპრეის მოხვედრა თვალებსა და ლორწოვან გარსებზე.

დამხმარე ნივთიერებები

ტეკანაფინის სპრეი შეიცავს 400 მგ ეთანოლს პრეპარატის 1 მლ-ში. ეთანოლმა შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება დაზიანებულ კანზე გამოყენების დროს.

ტეკანაფინის სპრეი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტომანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

ორსულობა

მონაცემები ნაფტიფინის ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ არ არსებობს ან შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან არაპირდაპირ რეპროდუქციულ ტოქსიკურობაზე.

როგორც პრევენციული ღონისძიება, ტეკანაფინის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში.

ლაქტაცია

უცნობია, აღწევს თუ არა ნაფტიფინი დედის რძეში, ამიტომ ქალებმა ძუძუთი კვების პერიოდში არ უნდა მიიღონ ტეკანაფინი.

ფერტილობა

In vitro და ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არანაირი გავლენა ფერტილობაზე არ დაფიქსირებულა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

გამოშვების ფორმა

სპრეი გარეგანი გამოყენებისთვის, 20 მლ თეთრ პლასტმასის ფლაკონში სპრეის გამფრქვევი თავით და დამცავი თავსახურით.

1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!

ვარგისობის ვადა

4 წელი წარმოების დღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია

«ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.ვე ტიჯ. ა.შ.,-ს მიერ“ თურქეთი

(15 თემმუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად.No 50 გიუნეშლი ბაგჯილარ /სტამბოლი)

“ WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TIC. A.Ş.”, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა