პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
უროლოგიური საშუალებები

ტამურექსი 400 მიკროგრამი პროლონგირებული გამოთავისუფლების კაფსულები

TAMUREX® 400 micrograms prolonged-release capsules

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადინდოეთი
რისთვის გამოიყენება

ტამურექსი გამოიყენება პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ფუნქციური სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა შარდვის გაძნელება, ხშირი შარდვა, შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება, ღამით ხშირი შარდვა. ტამურექსის აქტიური ნივთიერებაა ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტამსულოზინი (tamsulosin)
ფორმა და შეფუთვა
400მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების კაფსულა №30
მწარმოებელი
Titan Laboratories Private Limited, ინდოეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
უროლოგიური საშუალებები, ალფა-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტები
ATC კოდი
G04CA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-042782
რეგისტრირებულია
13 თებერვალი 2025, მოქმედებს 13 თებერვალი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებატამურექსი 400 მიკროგრამი პროლონგირებული გამოთავისუფლების კაფსულები და სხვა წამალი ერთად

ტამურექსი 400 მიკროგრამი პროლონგირებული გამოთავისუფლების კაფსულები — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ტამურექსი გამოიყენება პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ფუნქციური სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა შარდვის გაძნელება, ხშირი შარდვა, შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება, ღამით ხშირი შარდვა.

ტამურექსის აქტიური ნივთიერებაა ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი. ტამსულოზინი ალფა რეცეპტორის ბლოკატორია, რომელიც ადუნებს პროსტატისა და შარდსადენის კუნთებს. შედეგად, ადვილდება შარდის დინება ურეთრაში და უმჯობესდება შარდვის პროცესი.

პროსტატის ჯირკვალში, შარდის ბუშტსა და ურეთრაში არის განსაკუთრებული უჯრედები, რომლებიც შეიცავენ ალფა1A-რეცეპტორებს, რომლებიც იწვევენ, ურეთრის კუნთების შეკუმშვას. ტამსულოზინი ალფა1A-რეცეპტორების ბლოკატორია, ის აქვეითებს ამ უჯრედების აქტივობას, ადუნებს კუნთებს და შედეგად, ადვილდება შარდვის პროცესი.

მიღების წესი და დოზირება

ტამურექსის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

მოზრდილებისათვის და ხანდაზმულებისათვის რეკომენდებული დოზაა ერთი კაფსულა ყოველდღე. მისი მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე საკვების გარეშე.

კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ჯდომის ან დგომის დროს (და არა წოლით მდგომარეობაში). მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს კაფსულის გატეხვა ან გასრესვა, რადგან ამან შეიძლება გავლენა იქონიოს აქტიური ნივთიერების მოდიფიცირებულ გამოთავისუფლებაზე. თუმცა, კასულა შეიძლება გაიხსნას და მისი შიგთავსი გადაიყლაპოს დაღეჭვის გარეშე.

თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ ტამურექსის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ტამურექსის დოზის გადაჭარბებისას

დიდი რაოდენობით კაფსულების მიღებისას, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან უახლოესი საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს დარჩენილი მედიკამენტი და პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია.

ტამურექსის დოზის გამოტოვებისას

კაფსულის მიღება შეიძლება იმავე დღეს, მოგვიანებით, თუ პაციენტს დაავიწყდა დოზის მიღება. თუ გამოტოვებულია ერთი დღე, დღიური დოზის მიღება უნდა მოხდეს მეორე დღეს. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ტამურექსის მიღების შეწყვეტისას

ტამურექსით მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტისას საწყისი სიმპტომები შეიძლება ისევ განვითარდეს. ამიტომ, ტამურექსის მიღება უნდა გაგრძელდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით, მაშინაც კი თუ სიმპტომები გამქრალია. საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტი განიხილავს თერაპიის შეწყვტას.

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ჰიერმგრძნობიარეა (ალერგიულია) ტამსულოზინის ან ტამურექსის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;

თუ პაციენტს აღენიშნება ორთოსტატიკული ჰიპოტენზია (გულისწასვლა სისხლის წნევის დაქვეითების გამო პოზიციის შეცვლისას);

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე უკმარისობა;

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები.

განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ტამურექსის მიღებისას:

თუ პაციენტს აღენიშნება ორთოსტატიკული ჰიპოტენზია (თავბრუსხვევა, რომელიც გამოწვეულია დაბალი არტერიული წნევით დაჯდომის ან წამოდგომის შემდეგ);

თუ პაციენტი იღებს სხვა ალფა1-რეცეპტორების ბლოკატორებს;

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის მძიმე უკმარისობა;

თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს თვალის ოპერაცია კატარაქტის (ბროლის შემღვრევა) ან თვალშიდა წნევის მომატების (გლაუკომის) გამო, საჭიროა ოფთალმოლოგის ინფორმირება ოპერაციამდე, რომ პაციენტი იღებს, ან უკანასკნელ პერიოდში იღებდა ტამურექსს. ტამურექსმა შეიძლება გამოიწვიოს გართულებები ოპერაციის დროს, რომელთა მართვა შესაძლებელია, თუ სპეციალისტი წინასწარ იქნება მომზადებული. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, უნდა მოხდეს თუ არა მედიკამენტის მიღების გადავადება ან დროებით შეწყვეტა თვალის ოპერაციის გაკეთებამდე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ტამსულოზინი არ ინიშნება ქალებში.

მამაკაცებში აღწერილ იქნა ეაკულაციის დარღვევა, რაც ნიშნავს, რომ სპერმის გამოყოფა ხდება არა ურეთრის (შარდსადენის) საშუალებით, არამედ ხვდება შარდის ბუშტში (რეტროგრადული ეაკულაცია), ან ეაკულატის მოცულობა შემცირებულია ან საერთოდ არ გამოიყოფა (ეაკულაციის უკმარისობა). ეს ფენომენი არ არის საზიანო.

ბავშვები

დაუშვებელია მედიკამენტის მიცემა ბავშვებისათვის და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის, რადგან ის არ მოქმედებს ამ პოპულაციაში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არის მონაცემები ტამსულოზინის გავლენის შესახებ ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. პაციენტმა მხედველობაში უნდა იქონიოს, რომ ტამსულოზინმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ძილიანობა, მხედველობის დაბინდვა და გულისწასვლა. დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, თუ პაციენტს აღენიშნება, რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი.

სხვა მედიკამენტების მიღებისას

ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში იღებდა ნებისმიერ სხვა მედიკამენტს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ და მცენარეულ მედიკამენტებს.

ტამსულოზინის ერთდროულად მიღებამ სხვა ალფა1-რეცეპტორის ბლოკატორებთან (პრაზოცინი, ალფუზოცინი) შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოტენზია.

განსაკუთრებით, ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს:

არტერიული წნევის დამწევი მედიკამენტები, როგორიცაა ვერაპამილი და დილთიაზემი;

აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცა რიტონავირი ან ინდინავირი;

სოკოვანი ინფექციის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი;

სხვა ალფა ბლოკატორები, როგორიცაა დოქსაზოსინი, ინდორამინი, პრაზოცინი ან ალფუზოცინი;

ერითრომიცინი, ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ.

ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ტამსულოზინს, ნებისმიერი ქირურგიული ოპერაციის ან სტომატოლოგიური პროცედურის ჩატარებამდე, რადგან მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს საანესთეზიო საშუალებების ეფექტზე.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ტამურექსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი – პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს სამედიცინო დახმარებას.

ალერგიული რეაქცია - (აღინიშნება 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში). ნიშნები შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის გაძნელებას, გამონაყარს ქავილით, სახის, ხორხის ან ენის შეშუპებას;

ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია (ჩვეულებრივ არ აღინიშნება სექსუალური აქტივობის დროს) – აღინიშნება 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში;

კანის მძიმე რეაქცია სიმპტომებით, რომელიც მოიცავს კანის ბუშტუკოვან გამონაყარს და აქერცვლას (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა ან ექსფოლიაციური დერმატიტი). ეს მოვლენა ძალიან იშვიათია და აღინიშნება 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში (ან სიხშირე უცნობია).

ასევე აღწერილ იქნა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები:

ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

ეაკულაციის დარღვევა (ეაკულაციის პათოლოგია) – ამ დროს სათესლე სითხე გამოიყოფა არა ურეთრის გზით, არამედ ხვდება შარდის ბუშტში (რეტროგრადული ეაკულაცია) ან ეაკულატის მოცულობა მცირდება ან სართოდ ქრება (ეაკულაციის უკმარისობა). ეს ფენომენი არ არის ზიანის მომტანი;

თავბრუსხვევა, განსაკუთრებით წოლითი მდგომარეობიდან დაჯდომისას ან წამოდგომისას.

არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

თავის ტკივილი;

გულის ფრიალი (გულისცემა უფრო სწრაფია ნორმასთან შედარებით და მას ასევე გრძნობს პაციენტი);

რინიტი (ცხვირიდან გამონადენი ან ცხვირის “გაჭედვა”);

გასტროინტესტინური რეაქციები (ყაბზობა; დიარეა; გულისრევა; ღებინება);

ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება);

ეაკულაციის დარღვევა;

სისუსტე;

ჭინჭრის ციება (ქავილი და გამონაყარი)

იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

გულისწასვლა;

სახის, ხახის ან ენის შეშუპება სუნთქვის გაძნელებით;

სინკოპე (ცნობიერების დროებითი დაკარგვა არტერიული წნევის დაცემის გამო);

ანგიონევროზული შეშუპება (კანის ქვედა შრის და კანქვეშა ქსოვილის შეშუპება).

ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

პრიაპიზმი (მუდმივი და მტკივნეული ერექცია, რომელიც ჩვეულებრივ არ არის დაკავშირებული სექსუალურ აქტივობასთან);

ტუჩების, თვალების, პირის, ცხვირის ღრუს გასავლების ან გენიტალიების კანზე და/ან ლორწოვან გარსზე გამონაყარი, ანთება და ბუშტუკების განვითარება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი).

სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე

მხედველობის დაბინდვა;

მხედველობის დაზიანება;

ცხვირიდან სისხლდენა (ეპისტაქსისი);

მძიმე გამონაყარი კანზე (მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიაციური დერმატიტი);

პირის სიმშრალე;

თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს თვალის ოპერაცია კატარაქტის (ბროლის შემღვრევის) ან თვალში გაზრდილი წნევის (გლაუკომა) გამო და პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში იღებდა ტამურექსს, თვალის გუგა შეიძლება ცუდად გაფართოვდეს და ირისი (თვალის ფერადი გარსი) შეიძლება დარბილდეს პროცედურის დროს (რბილი ფერადი გარსის სინდრომი).

არარეგულარული გულის რითმი (წინაგულების ფიბრილაცია, არითმია, ტაქიკარდია, სუნთქვის ცვლილება (ქოშინი).

ამ ტიპის სხვა მედიკამენტების მსგავსად, შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა, მხედველობის დაბინდვა ან ხელებისა და ტერფების შეშუპება.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება, ასევე, შესაძლებელია ყვითელი ბარათის სქემის საშუალებით: www.mhra.gov.uk/yellowcard ან MHRA Yellow Card უნდა მოიძებნოს Google Play-ზე ან Apple App Store-ში.

თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ ხასიათს ან გამოვლინდება ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი. თითოეული პროლონგირებული გამოთავისუფლების კაფსულა შეიცავს 400 მიკროგრამ ტამსულოზინის ჰიდროქლორიდს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია:

კაფსულის შიგთავსი: ნატრიუმის ალგინატი, მეთაკრილის მჟავა – ეთილ აკრილატის კოპოლიმერი (1:1), გლიცეროლის დიბეჰენატი, მალტოდექსტრინი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაკროგოლი 6000, პოლისორბატი 80, ნატრიუმის ჰიდროქსიდი; სიმეთიკონის ემულსია (სიმეთიკონი, მეთილცელულოზა, სორბის მჟავა), კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი.

კაფსულის გარსი: ჟელატინი, რკინის წითელი ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).

ტამურექსის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ნარინჯისფერი, ნომერი 2 ჟელატინის კაფსულა, რომელიც შეიცავს თეთრ ან მოყვითალო ფერის გრანულებს. ტამურექსი ხელმისაწვდომია ბლისტერული შეფუთვით, რომელიც შეიცავს 30 კაფსულას.

შენახვის პირობები

ინახება ორიგინალი შეფუთვით.

ინახება არაუმეტეს 30ºC-ზე.

დაუშვებელია ტამურექსის მიღება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში.

ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა.

აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

დამატებითი ინფორმაცია

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

ტამურექსი 400 მიკროგრამი პროლონგირებული გამოთავისუფლების კაფსულები

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ეს მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად, ის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ ხასიათს ან განვითარდება ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ტამურექსი და მისი გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ტამურექსის მიღებამდე;

ტამურექსის მიღების წესი;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

ტამურექსის შენახვის წესი;

დამატებითი ინფორმაცია.

რას წარმოადგენს ტამურექსი და მისი გამოყენება

ტამურექსი გამოიყენება პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ფუნქციური სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა შარდვის გაძნელება, ხშირი შარდვა, შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება, ღამით ხშირი შარდვა.

ტამურექსის აქტიური ნივთიერებაა ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი. ტამსულოზინი ალფა რეცეპტორის ბლოკატორია, რომელიც ადუნებს პროსტატისა და შარდსადენის კუნთებს. შედეგად, ადვილდება შარდის დინება ურეთრაში და უმჯობესდება შარდვის პროცესი.

პროსტატის ჯირკვალში, შარდის ბუშტსა და ურეთრაში არის განსაკუთრებული უჯრედები, რომლებიც შეიცავენ ალფა1A-რეცეპტორებს, რომლებიც იწვევენ, ურეთრის კუნთების შეკუმშვას. ტამსულოზინი ალფა1A-რეცეპტორების ბლოკატორია, ის აქვეითებს ამ უჯრედების აქტივობას, ადუნებს კუნთებს და შედეგად, ადვილდება შარდვის პროცესი.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ტამურექსის მიღებამდე

დაუშვებელია ტამურექსის მიღება:

თუ პაციენტი ჰიერმგრძნობიარეა (ალერგიულია) ტამსულოზინის ან ტამურექსის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;

თუ პაციენტს აღენიშნება ორთოსტატიკული ჰიპოტენზია (გულისწასვლა სისხლის წნევის დაქვეითების გამო პოზიციის შეცვლისას);

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე უკმარისობა;

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები.

განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ტამურექსის მიღებისას:

თუ პაციენტს აღენიშნება ორთოსტატიკული ჰიპოტენზია (თავბრუსხვევა, რომელიც გამოწვეულია დაბალი არტერიული წნევით დაჯდომის ან წამოდგომის შემდეგ);

თუ პაციენტი იღებს სხვა ალფა1-რეცეპტორების ბლოკატორებს;

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის მძიმე უკმარისობა;

თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს თვალის ოპერაცია კატარაქტის (ბროლის შემღვრევა) ან თვალშიდა წნევის მომატების (გლაუკომის) გამო, საჭიროა ოფთალმოლოგის ინფორმირება ოპერაციამდე, რომ პაციენტი იღებს, ან უკანასკნელ პერიოდში იღებდა ტამურექსს. ტამურექსმა შეიძლება გამოიწვიოს გართულებები ოპერაციის დროს, რომელთა მართვა შესაძლებელია, თუ სპეციალისტი წინასწარ იქნება მომზადებული. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, უნდა მოხდეს თუ არა მედიკამენტის მიღების გადავადება ან დროებით შეწყვეტა თვალის ოპერაციის გაკეთებამდე.

ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი

ტამსულოზინი არ ინიშნება ქალებში.

მამაკაცებში აღწერილ იქნა ეაკულაციის დარღვევა, რაც ნიშნავს, რომ სპერმის გამოყოფა ხდება არა ურეთრის (შარდსადენის) საშუალებით, არამედ ხვდება შარდის ბუშტში (რეტროგრადული ეაკულაცია), ან ეაკულატის მოცულობა შემცირებულია ან საერთოდ არ გამოიყოფა (ეაკულაციის უკმარისობა). ეს ფენომენი არ არის საზიანო.

ბავშვები

დაუშვებელია მედიკამენტის მიცემა ბავშვებისათვის და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის, რადგან ის არ მოქმედებს ამ პოპულაციაში.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

არ არის მონაცემები ტამსულოზინის გავლენის შესახებ ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. პაციენტმა მხედველობაში უნდა იქონიოს, რომ ტამსულოზინმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ძილიანობა, მხედველობის დაბინდვა და გულისწასვლა. დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, თუ პაციენტს აღენიშნება, რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი.

სხვა მედიკამენტების მიღებისას

ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში იღებდა ნებისმიერ სხვა მედიკამენტს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ და მცენარეულ მედიკამენტებს.

ტამსულოზინის ერთდროულად მიღებამ სხვა ალფა1-რეცეპტორის ბლოკატორებთან (პრაზოცინი, ალფუზოცინი) შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოტენზია.

განსაკუთრებით, ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს:

არტერიული წნევის დამწევი მედიკამენტები, როგორიცაა ვერაპამილი და დილთიაზემი;

აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცა რიტონავირი ან ინდინავირი;

სოკოვანი ინფექციის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი;

სხვა ალფა ბლოკატორები, როგორიცაა დოქსაზოსინი, ინდორამინი, პრაზოცინი ან ალფუზოცინი;

ერითრომიცინი, ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ.

ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ტამსულოზინს, ნებისმიერი ქირურგიული ოპერაციის ან სტომატოლოგიური პროცედურის ჩატარებამდე, რადგან მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს საანესთეზიო საშუალებების ეფექტზე.

ტამურექსის მიღების წესი

ტამურექსის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

მოზრდილებისათვის და ხანდაზმულებისათვის რეკომენდებული დოზაა ერთი კაფსულა ყოველდღე. მისი მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე საკვების გარეშე.

კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ჯდომის ან დგომის დროს (და არა წოლით მდგომარეობაში). მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს კაფსულის გატეხვა ან გასრესვა, რადგან ამან შეიძლება გავლენა იქონიოს აქტიური ნივთიერების მოდიფიცირებულ გამოთავისუფლებაზე. თუმცა, კასულა შეიძლება გაიხსნას და მისი შიგთავსი გადაიყლაპოს დაღეჭვის გარეშე.

თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ ტამურექსის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ტამურექსის დოზის გადაჭარბებისას

დიდი რაოდენობით კაფსულების მიღებისას, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან უახლოესი საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს დარჩენილი მედიკამენტი და პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია.

ტამურექსის დოზის გამოტოვებისას

კაფსულის მიღება შეიძლება იმავე დღეს, მოგვიანებით, თუ პაციენტს დაავიწყდა დოზის მიღება. თუ გამოტოვებულია ერთი დღე, დღიური დოზის მიღება უნდა მოხდეს მეორე დღეს. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ტამურექსის მიღების შეწყვეტისას

ტამურექსით მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტისას საწყისი სიმპტომები შეიძლება ისევ განვითარდეს. ამიტომ, ტამურექსის მიღება უნდა გაგრძელდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით, მაშინაც კი თუ სიმპტომები გამქრალია. საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტი განიხილავს თერაპიის შეწყვტას.

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ტამურექსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი – პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს სამედიცინო დახმარებას.

ალერგიული რეაქცია - (აღინიშნება 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში). ნიშნები შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის გაძნელებას, გამონაყარს ქავილით, სახის, ხორხის ან ენის შეშუპებას;

ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია (ჩვეულებრივ არ აღინიშნება სექსუალური აქტივობის დროს) – აღინიშნება 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში;

კანის მძიმე რეაქცია სიმპტომებით, რომელიც მოიცავს კანის ბუშტუკოვან გამონაყარს და აქერცვლას (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა ან ექსფოლიაციური დერმატიტი). ეს მოვლენა ძალიან იშვიათია და აღინიშნება 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში (ან სიხშირე უცნობია).

ასევე აღწერილ იქნა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები:

ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

ეაკულაციის დარღვევა (ეაკულაციის პათოლოგია) – ამ დროს სათესლე სითხე გამოიყოფა არა ურეთრის გზით, არამედ ხვდება შარდის ბუშტში (რეტროგრადული ეაკულაცია) ან ეაკულატის მოცულობა მცირდება ან სართოდ ქრება (ეაკულაციის უკმარისობა). ეს ფენომენი არ არის ზიანის მომტანი;

თავბრუსხვევა, განსაკუთრებით წოლითი მდგომარეობიდან დაჯდომისას ან წამოდგომისას.

არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

თავის ტკივილი;

გულის ფრიალი (გულისცემა უფრო სწრაფია ნორმასთან შედარებით და მას ასევე გრძნობს პაციენტი);

რინიტი (ცხვირიდან გამონადენი ან ცხვირის “გაჭედვა”);

გასტროინტესტინური რეაქციები (ყაბზობა; დიარეა; გულისრევა; ღებინება);

ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება);

ეაკულაციის დარღვევა;

სისუსტე;

ჭინჭრის ციება (ქავილი და გამონაყარი)

იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

გულისწასვლა;

სახის, ხახის ან ენის შეშუპება სუნთქვის გაძნელებით;

სინკოპე (ცნობიერების დროებითი დაკარგვა არტერიული წნევის დაცემის გამო);

ანგიონევროზული შეშუპება (კანის ქვედა შრის და კანქვეშა ქსოვილის შეშუპება).

ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

პრიაპიზმი (მუდმივი და მტკივნეული ერექცია, რომელიც ჩვეულებრივ არ არის დაკავშირებული სექსუალურ აქტივობასთან);

ტუჩების, თვალების, პირის, ცხვირის ღრუს გასავლების ან გენიტალიების კანზე და/ან ლორწოვან გარსზე გამონაყარი, ანთება და ბუშტუკების განვითარება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი).

სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე

მხედველობის დაბინდვა;

მხედველობის დაზიანება;

ცხვირიდან სისხლდენა (ეპისტაქსისი);

მძიმე გამონაყარი კანზე (მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიაციური დერმატიტი);

პირის სიმშრალე;

თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს თვალის ოპერაცია კატარაქტის (ბროლის შემღვრევის) ან თვალში გაზრდილი წნევის (გლაუკომა) გამო და პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში იღებდა ტამურექსს, თვალის გუგა შეიძლება ცუდად გაფართოვდეს და ირისი (თვალის ფერადი გარსი) შეიძლება დარბილდეს პროცედურის დროს (რბილი ფერადი გარსის სინდრომი).

არარეგულარული გულის რითმი (წინაგულების ფიბრილაცია, არითმია, ტაქიკარდია, სუნთქვის ცვლილება (ქოშინი).

ამ ტიპის სხვა მედიკამენტების მსგავსად, შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა, მხედველობის დაბინდვა ან ხელებისა და ტერფების შეშუპება.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება, ასევე, შესაძლებელია ყვითელი ბარათის სქემის საშუალებით: www.mhra.gov.uk/yellowcard ან MHRA Yellow Card უნდა მოიძებნოს Google Play-ზე ან Apple App Store-ში.

თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ ხასიათს ან გამოვლინდება ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ტამურექსის შენახვის წესი

ინახება ორიგინალი შეფუთვით.

ინახება არაუმეტეს 30ºC-ზე.

დაუშვებელია ტამურექსის მიღება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში.

ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა.

აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ტამურექსი

აქტიური ნივთიერებაა ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი. თითოეული პროლონგირებული გამოთავისუფლების კაფსულა შეიცავს 400 მიკროგრამ ტამსულოზინის ჰიდროქლორიდს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია:

კაფსულის შიგთავსი: ნატრიუმის ალგინატი, მეთაკრილის მჟავა – ეთილ აკრილატის კოპოლიმერი (1:1), გლიცეროლის დიბეჰენატი, მალტოდექსტრინი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაკროგოლი 6000, პოლისორბატი 80, ნატრიუმის ჰიდროქსიდი; სიმეთიკონის ემულსია (სიმეთიკონი, მეთილცელულოზა, სორბის მჟავა), კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი.

კაფსულის გარსი: ჟელატინი, რკინის წითელი ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).

ტამურექსის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ნარინჯისფერი, ნომერი 2 ჟელატინის კაფსულა, რომელიც შეიცავს თეთრ ან მოყვითალო ფერის გრანულებს. ტამურექსი ხელმისაწვდომია ბლისტერული შეფუთვით, რომელიც შეიცავს 30 კაფსულას.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Strandhaven Ltd t/a Somex Pharma

Seven Kings, Ilford, Essex, IG3 8BS

United Kingdom

სტრანდჰავენ ლტდ ტ/ა სომექს ფარმა

სევენ კინგსი, ილფორდი, ესექსი, IG3 8BS.

გაერთიანებული სამეფო

მწარმოებელი

Somex Pharma

Seven Kings, Ilford, Essex, IG3 8RA, UK

სომექს ფარმა

სევენ კინგსი, ილფორდი, ესექსი, IG3 8RA, გაერთიანებული სამეფო

ეს სამკურნალო პროდუქტი ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ სახელმწიფოებში ლიცენზირებულია შემდეგი სახელწოდებით:

გაერთიანებული სამეფო – ტამურექსი 400 მიკროგრამი პროლონგირებული გამოთავისუფლების კაფსულები

ინსტრუქციის ბოლო დამტკიცების თარიღია: 03/2024.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა