პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
უროლოგიური საშუალებები

ტულოზინი

Tulosin®

რეცეპტით0,4მგინსტრუქცია ქართულადუნგრეთი
რისთვის გამოიყენება

ტულოზინის® მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულების აქტიური ნივთიერება, ტამსულოზინი, მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება შერჩევითი ალფა1A/1D ადრენერგული რეცეპტორების ბლოკატორები. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტამსულოზინი (tamsulosin)
ფორმა და შეფუთვა
0,4მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულა №30 (3X10)
მწარმოებელი
„EGIS Pharmaceuticals“ PLC, უნგრეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
უროლოგიური საშუალებები, ალფა-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტები
ATC კოდი
G04CA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-040013
რეგისტრირებულია
18 იანვარი 2024, მოქმედებს 18 იანვარი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
„EGIS Pharmaceuticals“ PLC (უნგრეთი)
განმცხადებელი
დსს ეგის ფარმაცეუტიკალს წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატულოზინი და სხვა წამალი ერთად

ტულოზინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ტულოზინის® მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულების აქტიური ნივთიერება, ტამსულოზინი, მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება შერჩევითი ალფა1A/1D ადრენერგული რეცეპტორების ბლოკატორები. ის ამცირებს პროსტატის ჯირკვლისა და შარდსადენის გლუვი კუნთების ტონუსს, რითაც აადვილებს შარდვას და ხელს უწყობს შარდის ბუშტის დაცლას. გარდა ამისა, პრეპარატი ამცირებს შარდვის მოთხოვნილებას.

ტულოზინი® გამოიყენება მამაკაცებში ქვედა საშარდე გზების სიმპტომების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია პროსტატის ჯირკვლის გადიდებით (პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (BPH)), როგორიცაა შარდვის გაძნელება, შარდის სუსტი ნაკადი, შარდის გაჟონვა, ხშირი და იმპერატიული (გადაუდებელი) მოშარდვა როგორც დღისით, ასევე ღამითაც.

მიღების წესი და დოზირება

ეს სამკურნალო საშუალება ყოველთვის უნდა მიიღოთ ექიმის დანიშნულების შესაბამისად. დოზირების შესახებ კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი მიიღება შიგნით, მიიღეთ ერთი კაფსულა დღეში.

პრეპარატი ტულოზინი® უნდა მიიღოთ საუზმის შემდეგ ან დღის პირველი კვების მიღების შემდეგ. კაფსულა უნდა გადაყლაპოთ მთლიანად მდგომარე ან მჯდომარე მდგომარეობაში. არ შეიძლება კაფსულების დაღეჭვა, გახსნა ან დანაწევრება, რადგან ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს პრეპარატის ეფექტურობაზე.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატი ტულოზინის® დროულად მიღება

თუ დაგავიწყდათ პრეპარატი ტულოზინის® მიღება დანიშნულ დროს, მაშინ მიღეთ გამოტოვებული კაფსულა რაც შეიძლება სწრაფად გახსენებისთანავე (დღის ნებისმიერ დროს), ხოლო შემდეგ განაგრძეთ პრეპარატის მიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ გამოტოვეთ დოზა მთელი დღის განმავლობაში, მაშინ გამოტოვეთ ეს კაფსულა და განაგძეთ მიღება მომდევნო დღეს ჩვეულებრივ რეჟიმში. არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებული კაფსულის კომპენსირების მიზნით.

თუ მიიღეთ ტულოზინის® საჭიროზე მეტი დოზა

საჭიროზე მეტი რაოდენობის კაფსულის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაცემა და გულის კუმშვის სიხშირის ანომალიური გაზრდა.

არტერიული წნევა და გულის კუმშვის სიხშირე ჩადგება ნორმაში მწოლიარე მდგომარეობის მიღებით. თუ თქვენ მიიღეთ ტულოზინის® კაფსულებს დანიშნულზე მეტი რაოდენობა ან თუ ბავშვმა შემთხვევით გადაყლაპა კაფსულები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ გსურთ პრეპარატი ტულოზინის® მიღების დროზე ადრე შეწყვეტა

არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

პრეპარატის მიღების შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს წარსულში არსებული ჩივილების რეციდივი. ამიტომ პრეპარატი ტულოზინი® უნდა მიიღოთ იმ პერიოდის განმავლობაში, როგორც დაგინიშნათ ექიმმა, მაშინაც კი, თუ თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდება.

აღნიშნული პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული აქტიური ნივთიერების (ტამსულოზინის) ან ამ პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში 6;

თუ განვითარდა ანგიონევროზული შეშუპება - ალერგიული რეაქცია, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს უეცარი ადგილობრივი შეშუპებით (მაგალითად, ყელის, ენის), სუნთქვის გაძნელებით;

თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე ინფექციური დაავადება

თუ გაწუხებთ თავბრუსხვევა ან გულყრა მწოლიარე ან მჯდომარე პოზიციიდან სწრაფად წამოდგომისას (ორთოსტატული ჰიპოტენზია);

თუ შარდვის დროს ან მის შემდეგ თავს ცუდად გრძნობთ (გულყრის მდგომარეობა).

სიფრთხილის ზომები

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, აუცილებლად აცნობეთ ექიმს ტულოზინით® მკურნალობის დაწყებამდე:

თუ ამ პრეპარატს დიდი ხნის განმავლობაში იყენებთ, საჭიროა რეგულარული სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება თქვენი დაავადების განვითარების გაკონტროლების მიზნით.

იშვიათ შემთხვევებში ტამსულოზინმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება. სისუსტისა და თავბრუსხვევის პირველი ნიშნების გამოვლენისას უნდა დაჯდეთ ან წამოწვეთ სანამ თავს უკეთ არ იგრძნობთ;

თუ გახასიათებთ თირკმელების რთული დაავადება, ვინაიდან არ მოიპოვება საკმარისი მონაცემები თირკმლის რთული უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოყენებისათვის.

იშვიათ შემთხვევებში ტამსულოზინის მიღების შემდეგ განვითარდა ანგიონევროზული შეშუპება (შეშუპება ალერგიული რეაქციის შედეგად. ანგიონევროზული შეშუპების გამოვლენის შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას და შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და აღარ მიიღოთ ეს პრეპარატი შემდგომშიც.

თუ დაგეგმილი გაქვთ თვალზე ოპერაცია ბროლის ამღვრევის გამო (კატარაქტა) ან შიდათვალის წნევის მომატების (გლაუკომა) გამო, უნდა აცნობოთ ექიმს, რომ იღებთ ან ადრე მიიღეთ პრეპარატი ტულოზინი®. ქირურგი-ოფთალმოლოგი გამოიჩენს სიფრთხილეს, როგორც სამკურნალო პრეპარატების დანიშვნის დროს, ასევე ქირურგიული ჩარევის ჩატარებისას. ჰკითხეთ მკურნალ ექიმს, საჭიროა თუ არა პრეპარატი ტულოზინის მიღების გადადება ან დროებით შეწყვეტა კატარაქტის ან გლაუკომის ოპერაციამდე.

ბავშვები და მოზარდები

ეს პრეპარატი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში ამ ასაკობრივ ჯგუფში სამედიცინო მონაცემების არ არსებობის გამო.

სხვა სამკურნალო პრეპარატები და პრეპარატი ტულოზინი®

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ, ახლახან მიიღეთ ან გეგმავთ რაიმე მედიკამენტის მიღებას, რადგან მედიკამენტებმა შეიძლება შეცვალონ ერთმანეთის ეფექტი.

ტამსულოზინი შეიძლება ურთიერთქმედდეს შემდეგ პრეპარატებთან:

სხვა პრეპარატებთან, რომლებიც მიეკუთვნებიან იმავე ჯგუფს (α1A-ბლოკატორები) - შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მოულოდნელი მკვეთრი ვარდნა;

დიკლოფენაკთან ერთად (ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება) - შეიძლება დაჩქარდეს ტამსულოზინის გამოდევნა ორგანიზმიდან;

ვარფარინთან (შედედების საწინააღმდეგო საშუალება) - შეიძლება დაჩქარდეს ტამსულოზინის გამოდევნა ორგანიზმიდან;

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გააფრთხილოთ თქვენი ექიმი იმის შესახებ, რომ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებსაც შეუძლიათ შეამცირონ ტულოზინის® ორგანიზმიდან გამოდევნა (მაგალითად, კეტოკონაზოლი, ერითრომიცინი).

პრეპარატი ტულოზინის® ერთდროული მიღება საკვებთან და სასმელთან

პრეპარატი ტულოზინი® უნდა მიიღოთ საუზმის შემდეგ ან დღის პირველი კვების მიღების შემდეგ (იხ. ნაწილი 3).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ უფროსებში.

არ გამოვლენილა არავითარი ურთიერთქმედება ტამსულოზინის ატენოლოლთან, ენალაპრილთან ან თეოფილინთან ერთად გამოყენებისას.

ტამსულოზინის ციმეტიდინთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნა ტამსულოზინის კონცენტრაციის უმნიშვნელო მატება სისხლის პლაზმაში, ხოლო ფუროსემიდთან ერთად მისი კონცენტრაციის დაქვეითება. თუმცა, ეს არ საჭიროებს დოზის შეცვლას, რადგან ორივე შემთხვევაში პრეპარატის დონე რჩება ნორმალურ დასაშვებ დიაპაზონში. არცერთი შემდეგი პრეპარატი: დიაზეპამი, პროპრანოლოლი, ტრიქლორმეთიაზიდი, ქლორმადინონი, ამიტრიპტილინი, დიკლოფენაკი, გლიბენკლამიდი, სიმვასტატინი ან ვარფარინი არ ცვლის ტამსულოზინის თავისუფალ ფრაქციას სისხლის პლაზმაში in vitro. ტამსულოზინი ასევე არ ცვლის დიაზეპამის, პროპრანოლოლის, ტრიქლორმეთიაზიდის და ქლორმადინონის თავისუფალ ფრაქციებს. დიკლოფენაკი და ვარფარინი ოდნავ ზრდის ტამსულოზინის ელიმინაციის სიჩქარეს. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის კომბინაციამ CYP3A4 ძლიერ ინჰიბიტორებთან შეიძლება გაზარდოს ტამსულოზინის სისტემური ექსპოზიცია. კეტოკონაზოლთან (CYP3A4-ის ცნობილ ძლიერ ინჰიბიტორთან) ერთდროულმა გამოყენებამ გამოიწვია ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის AUC და Cmax მნიშვნელობების ზრდა, შესაბამისად 2.8 და 2.2-ჯერ. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი არ უნდა იყოს კომბინირებული CYP3A4 ძლიერ ინჰიბიტორებთან პაციენტებში CYP2D6 სუსტი მეტაბოლიზატორის ფენოტიპით. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი სიფრთხილით უნდა იყოს კომბინირებული CYP3A4 ფერმენტის ძლიერ და ზომიერ ინჰიბიტორებთან. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის კომბინაციამ პაროქსეტინთან, CYP2D6 ძლიერ ინჰიბიტორთან, გამოიწვია ტამსულოზინის Cmax და AUC მატება 1.3 და 1.6-ჯერ, შესაბამისად, თუმცა, ამ პარამეტრების ზრდა კლინიკურად მნიშვნელოვნად არ ითვლება. ტამსულოზინის ერთდროულმა გამოყენებამ სხვა α1-ადრენერგული რეცეპტორების ანტაგონისტებთან ან საანესთეზიო საშუალებებთან შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოტენზია.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ტულოზინი® არ არის განკუთვნილი ქალებისთვის, იგი გამოიყენება მხოლოდ მამრობითი სქესის პაციენტების სამკურნალოდ.

ფერტილობა მამაკაცებში

ტულოზინის® მოკლევადიან და გრძელვადიან კლინიკურ კვლევებში მამაკაცებში, დაფიქსირდა ეაკულაციის პროცესის დარღვევა (ეაკულაცია) (მაგალითად, რეტროგრადული ეაკულაცია, როდესაც სპერმა არ გამოიყოფა შარდსაწვეთის გავლით, მაგრამ გადადის შარდის ბუშტში) (იხ. ნაწილი 4).

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ პრეპარატი ტულოზინი® უარყოფიდათ ზემოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა. ამ შემთხვევაში, თქვენ არ უნდა შეასრულოთ ისეთი ქმედებები, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების კონცენტრაციას.

გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

თავბრუსხვევის ან სისუსტის გამოვლენისას აუცილებლად უნდა დაჯდეთ ან წამოწვეთ ამ ნიშნების გაქრობამდე.

უნდა შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება და მიმართოთ სასწრაფოდ სამედიცინო დახმარებას, თუ აღინიშნება შემდეგი შემთხვევები:

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები კანზე მუქი (იისფერი) წერტილების და ლაქების გამოვლენით ან კანზე წყლულების გამოვლენით, კანის განშრევებით, ცხელებით, სახსრების ტკივილით და/ან თვალების ანთებით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);

რთული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის ან ყელის შეშუპებას (ანგიონევროზული შეშუპება).

მოსალოდნელი არასასურველი რეაქციები მოყვანილია ქვემოთ მათი გამოვლენის სიხშირის ჯგუფების მიხედვით:

ხშირი (ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში):

თავბრუსხვევა (განსაკუთრებით მდგომარეობის სწრაფი შეცვლისას, როდესაც პიროვნება წამოდგება მჯდომარე ან მწოლიარე მდგომარეობიდან), ეაკულაციის დარღვევა, სპერმის შემცირება ან გაქრობა ეაკულაციის დროს, შარდის გამუქება ეაკულაციის შემდეგ.

არახშირი (ვლინდება 100 პაციენტიდან 1-მდე):

თავის ტკივილი, სწრაფი გულისცემა, გულისცემის შეგრძნება, თავბრუსხვევა ან გულყრა (ორთოსტატული ჰიპოტენზია), ცხვირის შეგუბება ან გამონადენი (რინიტი), ყაბზობა, დიარეა, გულისრევა, ღებინება, კანის გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, სისუსტის შეგრძნება (ასთენია).

ხშირი (ვლინდება 1000 პაციენტიდან 1-მდე):

ცნობიერების მოკლევადიანი დაკარგვა (სინკოპე), ანგიონევროზული შეშუპება - რბილი ქსოვილების (მაგალითად, ყელის ან ენის) უეცარი ადგილობრივი შეშუპება, სუნთქვის გაძნელება.

ძალიან იშვიათი (ვლინდება 10 000 პაციენტიდან 1-მდე):

პრიაპიზმი (სასქესო ორგანოს მტკივნეული და გახანგრძლივებული ერექცია, რომელიც საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას), სტივენს-ჯონსონის სინდრომი (კანისა და ლორწოვანი გარსების ცვლილებების მძიმე ფორმა ტუჩების, პირის ღრუს, თვალების, ცხვირის ღრუს ან სასქესო ორგანოს ლორწოვანი გარსებზე ანთებით ან ბუშტუკებით).

უცნობია სიხშირე (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით):

მხედველობის დაბინდვა, მხედველობის დარღვევა, ცხვირიდან სისხლდენა, პირის სიმშრალე, კანზე გამონაყარი არარეგულარული ფორმის წითელი ლაქებით (მულტიფორმული ერითემა), კანის ანთება სიწითლითა და აქერცვლებით (ექსფოლიაციური დერმატიტი), არარეგულარული გულისცემა (წინაგულების ფიბრილაცია, არითმია, ტაქიკარდია), ქოშინი, პირის სიმშრალე.

კატარაქტის (ბროლის დაბინდვა) ან გაზრდილი ინტრაოკულური წნევის (გლაუკომა) ოპერაციის დროს ტამსულოზინით მიღების ფონზე ან წინა მკურნალობის გამო შეიძლება განვითარდეს მდგომარეობა, რომლის დროსაც აღინიშნება გუგის რთულად გაფართოვება და ირისი (თვალის ფერადი, მრგვალი ნაწილი) არასტაბილური ხდება ოპერაციის დროს (იხილეთ ნაწილი 2).

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ შენიშნავთ რომელიმე ჩამოთვლილ გვერდით მოვლენას ან გაქვთ რაიმე ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ გვერდითი ეფექტების მოხსენების ეროვნულ სისტემას. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

ჭარბი დოზა

სიმპტომები:

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპოტენზია. მძიმე ჰიპოტენზიური ეფექტი დაფიქსირდა სხვადასხვა დონის დოზის გადაჭარბებით.

მკურნალობა:

თუ ვითარდება მწვავე ჰიპოტენზია დოზის გადაჭარბების შემდეგ, აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა დამხმარე თერაპია. არტერიული წნევის და გულისცემის ნორმალიზების მიზნით პაციენტი უნდა მოთავსდეს მწოლიარე მდგომარეობაში. თუ ეს საკმარისი არ არის, მაშინ უნდა იქნას მიღებული ზომები მოცირკულირე სისხლის მოცულობის გაზრდის მიზნით და, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, უნდა შეიყვანოთ პლაზმის შემცვლელები და აუცილებლობის შემთხვევაში - ვაზოპრესორული საშუალებები. აუცილებელია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი და ზოგადი შემანარჩუნებელი თერაპიის ღონისძიებების ჩატარება. ტამსულოზინი მჭიდროდ უკავშირდება პლაზმის ცილებს, ამიტომ ჰემოდიალიზი არაეფექტურია. ტამსულოზინის შემდგომი შეწოვის თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილია ღებინების გამოწვევა, ხოლო მაღალი დოზებით დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა კუჭის ამორეცხვა, გააქტიურებული ნახშირის ან ოსმოსური საფაღარათო საშუალებების (მაგალითად, ნატრიუმის სულფატი) მიღება.

შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერება: 0,4 მგ ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი ყოველ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულაში.
  • დამხამრე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის სტეარატი, მეტაკრილის მჟავას და ეთილაკრილატის კოპოლიმერი, Tween 80, ტალკი, ტრიეტილციტრატი.

კაფსულის გარსი: ინდიგოკარმინი (E-132), ქინოლინის ყვითელი (E-104), ტიტანის დიოქსიდი (E-171), ჟელატინი.

პრეპარატის ტულოზინის® მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულების გარეგნობა და შეფუთვის შიგთავსი

გარეგნული სახე:

მკვრივი ჟელატინის კაფსულები, თვითდახურვადი, გამჭვირვალე მწვანე კორპუსით და გაუმჭვირვალე მწვანე თავსახურით. კაფსულების შიგთავსი არის თითქმის თეთრი, უსუნო ან თითქმის უსუნო.

შეფუთვა:

10 მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულა შეფუთულია ბლისტერში. 1 ან 3 ბლისტერული შეფუთვა მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

უროლოგიური პრეპარატები; პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზის დროს; α -ადრენორეცეპტორების ანტაგონისტები.

ათქ - კოდი: G04CA02

  • 1 ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

ტამსულოზინი შერჩევითად და კონკურენტულად უკავშირდება პოსტსინაფსურ α1-ადრენერგულ რეცეპტორებს, კერძოდ α1A და α1D ქვეტიპებს. ეს იწვევს პროსტატის ჯირკვლის გლუვი კუნთების და ურეთრის პროსტატის ნაწილის ტონუსის დაქვეითებას, რაც იწვევს დაჭიმულობის შემცირებას და შარდის გადინების გაუმჯობესებას.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ტამსულოზინი ზრდის შარდის ნაკადის მაქსიმალურ სიჩქარეს პროსტატისა და ურეთრის გლუვი კუნთების კუნთოვანი ტონუსის შემცირებით, რითაც ამცირებს ობსტრუქციას და ხელს უწყობს შარდვას. ტამსულოზინი ასევე აუმჯობესებს შარდის ბუშტის არასტაბილურობასთან დაკავშირებულ სიმპტომებს. ტამსულოზინის ეფექტი სიმპტომებზე, რომლებიც კავშირში შარდის ბუშტის შევსებასთან და დაცლასთან, ნარჩუნდება ხანგრძლივი მკურნალობისას. ამ ეფექტების წყალობით მნიშვნელოვნად მცირდება კათეტერიზაციისა და ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა. α1-ბლოკატორებს შეუძლიათ შეამცირონ არტერიული წნევა პერიფერიული სისხლძარღვთა წინააღმდეგობის შემცირებით. ტამსულოზინის კლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინა კლინიკურად მნიშვნელოვანი არტერიული ჰიპოტენზიის განვითარება ნორმატიულ პაციენტებში.

ბავშვები და მოზარდები

ორმაგად ბრმა, რანდომიზებული, პლაცებოზე კონტროლირებადი დოზების ინტერვალის კვლევა ჩატარდა 2-დან 16 წლამდე ასაკის 161 ბავშვში ნევროზული ბუშტით. რანდომიზაციის შემდეგ, პაციენტები იღებდნენ ტამსულოზინის 1-დან 3 დოზის დონეს (დაბალი [0,001-დან 0,002 მგ/კგ], საშუალო [0,002-დან 0,004 მგ/კგ-მდე] და მაღალი [0,004-დან 0,008 მგ/კგ-მდე]) ან პლაცებოს. პირველადი საბოლოო წერტილი იყო პაციენტების რაოდენობა, რომლებშიც კრიტიკული დეტრუზორული წნევა, რომელიც იწვევდა შარდის გაჟონვას, შემცირდა <40 სმ წ.სვ.-მდე, რომელიც ეფუძნება იმავე დღეს ჩატარებულ ორ გაზომვას.

მეორადი საბოლოო წერტილები იყო: კრიტიკული დეტრუზორული წნევის აბსოლუტური და პროცენტული ცვლილება საწყის მდგომარეობასთან შედარებით, ჰიდრონეფროზისა და ჰიდრურეთერის გაუმჯობესება ან სტაბილიზაცია, აგრეთვე შარდის მოცულობის ცვლილებები, რომლებიც განისაზღვრება კათეტერიზაციის მეშვეობით და შარდვის რაოდენობის მიხედვით კათეტერიზაციის დროს კათეტერიზაციის ჟურნალში ჩანაწერების საფუძველზე. არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები არც პირველად და არც მეორად საბოლოო წერტილებში პლაცებოსა და ტამსულოზინის სამ ჯგუფს შორის. დოზაზე დამოკიდებული ეფექტი არ გამოვლენილა დოზის არცერთ ინტერვალში.

  • 2 ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია:

პერორალური მიღების შემდეგ ტამსულოზინი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება ნაწლავიდან. ტამსულოზინის შეწოვა ჭამის შემდეგ გარკვეულწილად ნელდება. შეწოვა თანაბარია, თუ პაციენტი იღებს პრეპარატს ყოველ დღე ჭამის შემდეგ (მაგალითად, საუზმის შემდეგ). სრულფასოვანი კვების შემდეგ პრეპარატის 0,4 მგ ერთჯერადი პერორალური მიღებისას აქტიური ნივთიერების Cmax პლაზმაში მიიღწევა 6 საათის შემდეგ. მკურნალობის კურსისას წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა მეხუთე დღეს, ამასთანავე აქტიური ნივთიერების Cmax მნიშვნელობით სისხლის პლაზმაში დაახლოებით 2/3-ჯერ აღემატება Cmax-ს პრეპარატის ერთჯერადი დოზის შემდეგ. თუმცა ეს დაკვირვებები გაკეთდა ხანდაზმულ პაციენტებში, მსგავსი შედეგები მოსალოდნელია ასევე ახალგაზრდა პაციენტებშიც. არსებობს ინდივიდუალური განსხვავებები პლაზმის კონცენტრაციის დონეებში, როგორც ერთჯერადი დოზის შემდეგ, ასევე მრავალჯერადი მიღების შემდეგ.

განაწილება:

პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 99%. ტამსულოზინს გააჩნია განაწილების უმნიშვნელო მოცულობა (დაახლოებით 0,2 ლ/კგ).

ბიოშეღწევადობა:

ტამსულოზინი პრაქტიკულად არ ექვემდებარება ღვიძლში ,,პირველადი გავლის“ ეფექტს და განიცდის ღვიძლში ნელ ბიოტრანსფორმაციას. ტამსულოზინის მნიშნელოვანი ნაწილი აღინიშნება პლაზმაში უცვლელი სახით.

ვირთხებში ტამსულოზინი პრაქტიკულად არ იწვევდა ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების ინდუქციას. ინ ვიტრო ექსპერიმენტების რეზულტატების შედეგად არსებობს ვარაუდი, რომ CYP3A4 და CYP2D6 ფერმენტები მონაწილეობენ ტამსულოზინის მეტაბოლიზმში, ხოლო სხვა CYP იზოფერმენტები თამაშობენ მხოლოდ უმნიშვნელო როლს ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის მეტაბოლიზმში. CYP3A4 და CYP2D6 იზოფერმენტების ინჰიბირებამ, რომლებიც მონაწილეობენ მედიკამენტის მეტაბოლიზმში, შესაძლოა გამოიწვიოს ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის სისტემური ზემოქმედების გაზრდა (იხ. ნაწილი 4.4 და 4.5). არც ერთი მეტაბოლიტი არ არის უფრო აქტიური, ვიდრე საწყისი ნივთიერება.

ელიმინაცია:

ტამსულოზინი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფიან თირკმელებით, რომლის დროსაც პრეპარატის დაახლოებით 9 % გამოიყოფა უცვლელი სახით. ტამსულოზინის 0,4 მგ ერთჯერადი დოზის მიღებისას საკვების მიღების შემდეგ და დინამიური წონასწორული მდგომარეობისას ტამსულოზინის T½ შეადგენს დაახლოებით 10 სთ და 13 სთ შესაბამისად.

წრფივობა/არაწრფივობა

ტამსულოზინს ახასიათებს წრფივული ფარმაკოკინეტიკა.

  • 3 უსაფრთხოების კლინიკამდელი კვლევები

ტოქსიკოლოგიური კვლევები პრეპარატის ერთჯერადი და განმეორებითი გამოყენებით ჩატარდა თაგვებზე, ვირთხებსა და ძაღლებზე. რეპროდუქციული ტოქსიკოლოგიური კვლევები ჩატარდა ვირთხებში, ხოლო კანცეროგენურობის კვლევები ჩატარდა თაგვებსა და ვირთხებში. ასევე ჩატარდა გენოტოქსიურობის კვლევები in vivo და in vitro. ამ პრეპარატის ზოგადი ტოქსიკურობის პროფილი შეესაბამება α-ბლოკატორების ცნობილ ფარმაკოლოგიურ ეფექტებს. ძაღლებში ძალიან მაღალი დოზების გამოყენებისას ექსპერიმენტებში გამოვლინდა კლინიკურად უმნიშვნელო ეკგ ცვლილებები. ტამსულოზინთან ერთად მიღებისას პრეპარატის მნიშვნელოვანი გენოტოქსიური ეფექტი არ გამოვლენილა. პრეპარატის მაღალი დოზების შეყვანისას მდედრ თაგვებსა და ვირთხებში აღინიშნა სარძევე ჯირკვალში პროლიფერაციული ცვლილებების სიხშირის ზრდა. ეს ცვლილებები, სავარაუდოდ გამოწვეული ჰიპერპროლაქტინემიით, რომელიც ხდება პრეპარატის მაღალი დოზების ფონზე, არ განიხილება კლინიკურად მნიშვნელოვანი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

(ინფორმაცია პაციენტებისათვის)

ტულოზინი® 0,4 მგ კაფსულები

მოდიფიცირებული გამოთავისუფლებით

(ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი)

ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად, ნუ გადასცემთ მას სხვას გამოყენებისთვის. პრეპარატმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს სხვას იმ შემთხვევაშიც, თუ მასაც აღენიშნება თქვენი მსგავსი სიმპტომები.

თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი ეფექტი ან შენიშნავთ ისეთ მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

  • რას წარმოადგენს პრეპარატი ტულოზინი® და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ტულოზინის® კაფსულების მიღებამდე
  • ტულოზინის კაფსულების® მიღების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • ტულოზინის® კაფსულების შენახვის პირობები
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს პრეპარატი ტულოზინი® და რისთვის გამოიყენება

ტულოზინის® მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულების აქტიური ნივთიერება, ტამსულოზინი, მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება შერჩევითი ალფა1A/1D ადრენერგული რეცეპტორების ბლოკატორები. ის ამცირებს პროსტატის ჯირკვლისა და შარდსადენის გლუვი კუნთების ტონუსს, რითაც აადვილებს შარდვას და ხელს უწყობს შარდის ბუშტის დაცლას. გარდა ამისა, პრეპარატი ამცირებს შარდვის მოთხოვნილებას.

ტულოზინი® გამოიყენება მამაკაცებში ქვედა საშარდე გზების სიმპტომების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია პროსტატის ჯირკვლის გადიდებით (პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (BPH)), როგორიცაა შარდვის გაძნელება, შარდის სუსტი ნაკადი, შარდის გაჟონვა, ხშირი და იმპერატიული (გადაუდებელი) მოშარდვა როგორც დღისით, ასევე ღამითაც.

  • რა უნდა იცოდეთ ტულოზინის® კაფსულების მიღებამდე

არ მიიღოთ ტულოზინი®:

თუ ხართ ალერგიული აქტიური ნივთიერების (ტამსულოზინის) ან ამ პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში 6;

თუ განვითარდა ანგიონევროზული შეშუპება - ალერგიული რეაქცია, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს უეცარი ადგილობრივი შეშუპებით (მაგალითად, ყელის, ენის), სუნთქვის გაძნელებით;

თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე ინფექციური დაავადება

თუ გაწუხებთ თავბრუსხვევა ან გულყრა მწოლიარე ან მჯდომარე პოზიციიდან სწრაფად წამოდგომისას (ორთოსტატული ჰიპოტენზია);

თუ შარდვის დროს ან მის შემდეგ თავს ცუდად გრძნობთ (გულყრის მდგომარეობა).

უსაფრთხოების ზომები სამედიცინო გამოყენების შესახებ

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, აუცილებლად აცნობეთ ექიმს ტულოზინით® მკურნალობის დაწყებამდე:

თუ ამ პრეპარატს დიდი ხნის განმავლობაში იყენებთ, საჭიროა რეგულარული სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება თქვენი დაავადების განვითარების გაკონტროლების მიზნით.

იშვიათ შემთხვევებში ტამსულოზინმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება. სისუსტისა და თავბრუსხვევის პირველი ნიშნების გამოვლენისას უნდა დაჯდეთ ან წამოწვეთ სანამ თავს უკეთ არ იგრძნობთ;

თუ გახასიათებთ თირკმელების რთული დაავადება, ვინაიდან არ მოიპოვება საკმარისი მონაცემები თირკმლის რთული უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოყენებისათვის.

იშვიათ შემთხვევებში ტამსულოზინის მიღების შემდეგ განვითარდა ანგიონევროზული შეშუპება (შეშუპება ალერგიული რეაქციის შედეგად. ანგიონევროზული შეშუპების გამოვლენის შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას და შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და აღარ მიიღოთ ეს პრეპარატი შემდგომშიც.

თუ დაგეგმილი გაქვთ თვალზე ოპერაცია ბროლის ამღვრევის გამო (კატარაქტა) ან შიდათვალის წნევის მომატების (გლაუკომა) გამო, უნდა აცნობოთ ექიმს, რომ იღებთ ან ადრე მიიღეთ პრეპარატი ტულოზინი®. ქირურგი-ოფთალმოლოგი გამოიჩენს სიფრთხილეს, როგორც სამკურნალო პრეპარატების დანიშვნის დროს, ასევე ქირურგიული ჩარევის ჩატარებისას. ჰკითხეთ მკურნალ ექიმს, საჭიროა თუ არა პრეპარატი ტულოზინის მიღების გადადება ან დროებით შეწყვეტა კატარაქტის ან გლაუკომის ოპერაციამდე.

ბავშვები და მოზარდები

ეს პრეპარატი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში ამ ასაკობრივ ჯგუფში სამედიცინო მონაცემების არ არსებობის გამო.

სხვა სამკურნალო პრეპარატები და პრეპარატი ტულოზინი®

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ, ახლახან მიიღეთ ან გეგმავთ რაიმე მედიკამენტის მიღებას, რადგან მედიკამენტებმა შეიძლება შეცვალონ ერთმანეთის ეფექტი.

ტამსულოზინი შეიძლება ურთიერთქმედდეს შემდეგ პრეპარატებთან:

სხვა პრეპარატებთან, რომლებიც მიეკუთვნებიან იმავე ჯგუფს (α1A-ბლოკატორები) - შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მოულოდნელი მკვეთრი ვარდნა;

დიკლოფენაკთან ერთად (ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება) - შეიძლება დაჩქარდეს ტამსულოზინის გამოდევნა ორგანიზმიდან;

ვარფარინთან (შედედების საწინააღმდეგო საშუალება) - შეიძლება დაჩქარდეს ტამსულოზინის გამოდევნა ორგანიზმიდან;

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გააფრთხილოთ თქვენი ექიმი იმის შესახებ, რომ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებსაც შეუძლიათ შეამცირონ ტულოზინის® ორგანიზმიდან გამოდევნა (მაგალითად, კეტოკონაზოლი, ერითრომიცინი).

პრეპარატი ტულოზინის® ერთდროული მიღება საკვებთან და სასმელთან

პრეპარატი ტულოზინი® უნდა მიიღოთ საუზმის შემდეგ ან დღის პირველი კვების მიღების შემდეგ (იხ. ნაწილი 3).

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ტულოზინი® არ არის განკუთვნილი ქალებისთვის, იგი გამოიყენება მხოლოდ მამრობითი სქესის პაციენტების სამკურნალოდ.

ფერტილობა მამაკაცებში

ტულოზინის® მოკლევადიან და გრძელვადიან კლინიკურ კვლევებში მამაკაცებში, დაფიქსირდა ეაკულაციის პროცესის დარღვევა (ეაკულაცია) (მაგალითად, რეტროგრადული ეაკულაცია, როდესაც სპერმა არ გამოიყოფა შარდსაწვეთის გავლით, მაგრამ გადადის შარდის ბუშტში) (იხ. ნაწილი 4).

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ პრეპარატი ტულოზინი® უარყოფიდათ ზემოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა. ამ შემთხვევაში, თქვენ არ უნდა შეასრულოთ ისეთი ქმედებები, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების კონცენტრაციას.

  • პრეპარატი ტულოზინის® მიღების წესი

ეს სამკურნალო საშუალება ყოველთვის უნდა მიიღოთ ექიმის დანიშნულების შესაბამისად. დოზირების შესახებ კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი მიიღება შიგნით, მიიღეთ ერთი კაფსულა დღეში.

პრეპარატი ტულოზინი® უნდა მიიღოთ საუზმის შემდეგ ან დღის პირველი კვების მიღების შემდეგ. კაფსულა უნდა გადაყლაპოთ მთლიანად მდგომარე ან მჯდომარე მდგომარეობაში. არ შეიძლება კაფსულების დაღეჭვა, გახსნა ან დანაწევრება, რადგან ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს პრეპარატის ეფექტურობაზე.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატი ტულოზინის® დროულად მიღება

თუ დაგავიწყდათ პრეპარატი ტულოზინის® მიღება დანიშნულ დროს, მაშინ მიღეთ გამოტოვებული კაფსულა რაც შეიძლება სწრაფად გახსენებისთანავე (დღის ნებისმიერ დროს), ხოლო შემდეგ განაგრძეთ პრეპარატის მიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ გამოტოვეთ დოზა მთელი დღის განმავლობაში, მაშინ გამოტოვეთ ეს კაფსულა და განაგძეთ მიღება მომდევნო დღეს ჩვეულებრივ რეჟიმში. არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებული კაფსულის კომპენსირების მიზნით.

თუ მიიღეთ ტულოზინის® საჭიროზე მეტი დოზა

საჭიროზე მეტი რაოდენობის კაფსულის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაცემა და გულის კუმშვის სიხშირის ანომალიური გაზრდა.

არტერიული წნევა და გულის კუმშვის სიხშირე ჩადგება ნორმაში მწოლიარე მდგომარეობის მიღებით. თუ თქვენ მიიღეთ ტულოზინის® კაფსულებს დანიშნულზე მეტი რაოდენობა ან თუ ბავშვმა შემთხვევით გადაყლაპა კაფსულები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ გსურთ პრეპარატი ტულოზინის® მიღების დროზე ადრე შეწყვეტა

არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

პრეპარატის მიღების შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს წარსულში არსებული ჩივილების რეციდივი. ამიტომ პრეპარატი ტულოზინი® უნდა მიიღოთ იმ პერიოდის განმავლობაში, როგორც დაგინიშნათ ექიმმა, მაშინაც კი, თუ თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდება.

აღნიშნული პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • მოსალოდნელი არასასურველი რეაქციები

ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

თავბრუსხვევის ან სისუსტის გამოვლენისას აუცილებლად უნდა დაჯდეთ ან წამოწვეთ ამ ნიშნების გაქრობამდე.

უნდა შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება და მიმართოთ სასწრაფოდ სამედიცინო დახმარებას, თუ აღინიშნება შემდეგი შემთხვევები:

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები კანზე მუქი (იისფერი) წერტილების და ლაქების გამოვლენით ან კანზე წყლულების გამოვლენით, კანის განშრევებით, ცხელებით, სახსრების ტკივილით და/ან თვალების ანთებით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);

რთული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის ან ყელის შეშუპებას (ანგიონევროზული შეშუპება).

მოსალოდნელი არასასურველი რეაქციები მოყვანილია ქვემოთ მათი გამოვლენის სიხშირის ჯგუფების მიხედვით:

ხშირი (ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში):

თავბრუსხვევა (განსაკუთრებით მდგომარეობის სწრაფი შეცვლისას, როდესაც პიროვნება წამოდგება მჯდომარე ან მწოლიარე მდგომარეობიდან), ეაკულაციის დარღვევა, სპერმის შემცირება ან გაქრობა ეაკულაციის დროს, შარდის გამუქება ეაკულაციის შემდეგ.

არახშირი (ვლინდება 100 პაციენტიდან 1-მდე):

თავის ტკივილი, სწრაფი გულისცემა, გულისცემის შეგრძნება, თავბრუსხვევა ან გულყრა (ორთოსტატული ჰიპოტენზია), ცხვირის შეგუბება ან გამონადენი (რინიტი), ყაბზობა, დიარეა, გულისრევა, ღებინება, კანის გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, სისუსტის შეგრძნება (ასთენია).

ხშირი (ვლინდება 1000 პაციენტიდან 1-მდე):

ცნობიერების მოკლევადიანი დაკარგვა (სინკოპე), ანგიონევროზული შეშუპება - რბილი ქსოვილების (მაგალითად, ყელის ან ენის) უეცარი ადგილობრივი შეშუპება, სუნთქვის გაძნელება.

ძალიან იშვიათი (ვლინდება 10 000 პაციენტიდან 1-მდე):

პრიაპიზმი (სასქესო ორგანოს მტკივნეული და გახანგრძლივებული ერექცია, რომელიც საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას), სტივენს-ჯონსონის სინდრომი (კანისა და ლორწოვანი გარსების ცვლილებების მძიმე ფორმა ტუჩების, პირის ღრუს, თვალების, ცხვირის ღრუს ან სასქესო ორგანოს ლორწოვანი გარსებზე ანთებით ან ბუშტუკებით).

უცნობია სიხშირე (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით):

მხედველობის დაბინდვა, მხედველობის დარღვევა, ცხვირიდან სისხლდენა, პირის სიმშრალე, კანზე გამონაყარი არარეგულარული ფორმის წითელი ლაქებით (მულტიფორმული ერითემა), კანის ანთება სიწითლითა და აქერცვლებით (ექსფოლიაციური დერმატიტი), არარეგულარული გულისცემა (წინაგულების ფიბრილაცია, არითმია, ტაქიკარდია), ქოშინი, პირის სიმშრალე.

კატარაქტის (ბროლის დაბინდვა) ან გაზრდილი ინტრაოკულური წნევის (გლაუკომა) ოპერაციის დროს ტამსულოზინით მიღების ფონზე ან წინა მკურნალობის გამო შეიძლება განვითარდეს მდგომარეობა, რომლის დროსაც აღინიშნება გუგის რთულად გაფართოვება და ირისი (თვალის ფერადი, მრგვალი ნაწილი) არასტაბილური ხდება ოპერაციის დროს (იხილეთ ნაწილი 2).

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ შენიშნავთ რომელიმე ჩამოთვლილ გვერდით მოვლენას ან გაქვთ რაიმე ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ გვერდითი ეფექტების მოხსენების ეროვნულ სისტემას. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

  • ტულოზინის® მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულების შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ სამკურნალო საშუალება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!

აღნიშნული ვარგისიანობის ვადა ვრცელდება მითითებული თვის ბოლო დღემდე.

არ გამოიყენოთ ტულოზინის® მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულები, თუ შენიშნავთ ხარისხის ცვლილების ხილულ ნიშნებს.

სამკურნალო საშუალება არ უნდა გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან კანალიზაციაში. გამოუყენებელი პრეპარატის ან მისი ნარჩენების უტილიზაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს კონსულტაციის მისაღებად. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები

რას შეიცავს ტულოზინის® მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულები

  • აქტიური ნივთიერება: 0,4 მგ ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი ყოველ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულაში.
  • დამხამრე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის სტეარატი, მეტაკრილის მჟავას და ეთილაკრილატის კოპოლიმერი, Tween 80, ტალკი, ტრიეტილციტრატი.

კაფსულის გარსი: ინდიგოკარმინი (E-132), ქინოლინის ყვითელი (E-104), ტიტანის დიოქსიდი (E-171), ჟელატინი.

პრეპარატის ტულოზინის® მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულების გარეგნობა და შეფუთვის შიგთავსი

გარეგნული სახე:

მკვრივი ჟელატინის კაფსულები, თვითდახურვადი, გამჭვირვალე მწვანე კორპუსით და გაუმჭვირვალე მწვანე თავსახურით. კაფსულების შიგთავსი არის თითქმის თეთრი, უსუნო ან თითქმის უსუნო.

შეფუთვა:

10 მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულა შეფუთულია ბლისტერში. 1 ან 3 ბლისტერული შეფუთვა მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

დსს ,,ფარმაცევტული ქარხანა ეგისი“

1106 ბუდაპეშტი, კარესტურის ქ. 30-38.

უნგრეთი

მწარმოებელი ქარხანა

დსს ,,ფარმაცევტული ქარხანა ეგისი“

9900 კერმენდი, მატიაშ კირაის ქ. 65,

უნგრეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა