პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
უროლოგიური საშუალებები

ტამსოლი

TAMSOL®

რეცეპტით0,4მგინსტრუქცია ქართულადრუმინეთი
რისთვის გამოიყენება

დიზურიული დარღვევების მკურნალობა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს (წჯკჰ).

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტამსულოზინი (tamsulosin)
ფორმა და შეფუთვა
0,4მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულა №30 (3X10)
მწარმოებელი
Gedeon Richter Romania JSC, რუმინეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
უროლოგიური საშუალებები, ალფა-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტები
ATC კოდი
G04CA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-035850
რეგისტრირებულია
13 ივლისი 2022, მოქმედებს 13 ივლისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Gedeon Richter OJSC (უნგრეთი)
განმცხადებელი
ღსს გედეონ რიხტერის წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატამსოლი და სხვა წამალი ერთად

ტამსოლი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დიზურიული დარღვევების მკურნალობა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს (წჯკჰ).

მიღების წესი და დოზირება

კაფსულები მიიღება შიგნით.

კაფსულები მიიღება მთლიანად, წყალთან ერთად. არ უნდა მოხდეს კაფსულის დაღეჭვა ან გატეხვა, რადგან ამან შეიძლება იმოქმედოს პრეპარატის გამოთავისუფლების სისწრაფეზე.

დოზირების რეჟიმი:

ერთი კაფსულა დღეში, საუზმის ან საკვების პირველი მიღების შემდეგ.

ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები

მოცემულ ასაკობრივ კატეგორიაში პრეპარატის გამოყენება არ არის დასაბუთებული.

ტამსულოზინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის დადგენილი.

ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატის გამოყენების არსებული მონაცემები მოყვანილია ნაწილში ,,ფარმაკოდინამიკა”.

თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები

დოზის კორექცია არ არის საჭირო.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები

ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო ხარისხის დარღვევების დროს დოზის კორექცია არ არის საჭირო (იხ. ასევე ნაწილი ,,უკუჩვენება”).

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მიმართ, წამლისმიერი ანგიონევროზული შეშუპების განვითარების ჩათვლით, ან მომატებული მგრძნობელობა რომელიმე დამხმარე ნითიერების მიმართ. ჩამონათვალი იხილეთ ნაწილში ,,შემადგენლობა”;

ორთოსტატული ჰიპოტენზია ანამნეზში;

ღვიძლის მძიმე უკმარისობა.

სიფრთხილის ზომები

სხვა ალფა1-ადრენობლოკატორების მიღების მსგავსად, ტამსოლუზინის მიღებამ ცალკეულ პირებში შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება, იშვიათ შემთხვევებში კოლაფსის განვითარებით, რაც გამოწვეულია არტერიული წნევის ხანმოკლე დაქვეითებით. ორთოსტატული ჰიპოტენზიის პირველი სიმპტომების გამოვლენისას (თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე) რეკომენდებულია დაჯდომა ან ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადასვლა სიმპტომების გაქრობამდე.

ტამსოლუზინით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა პაციენტის გამოკვლევა ისეთი მდგომარეობების გამორიცხვის მიზნით, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის სიმპტომების იმიტირება.

მკურნალობის დაწყებამდე, აგრეთვე რეგულარულად, პრეპარატით თერაპიის პერიოდში, ნაჩვენებია თითით რექტალური გამოკვლევა, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში პროსტატ-სპეციფიკური ანტიგენის (პსა) დონის განსაზღვრა.

თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობისას (კრეატინინის კლირენსი 10მლ/წთ-ზე ნაკლები) აუცილებელია სიფრთხილის დაცვა, რადგან პრეპარატის გამოყენება პაციენტების ამ ჯგუფში შესწავლილი არ არის.

ცალკეულ პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ ტამსულოზინით მკურნალობას ოპერაციამდე ან ოპერაციის ჩატარების მომენტში კატარაქტას ან გლაუკომის მიზეზით, აღინიშნებოდა თვალის ფერადი გარსის ინტრაოპერაციული არასტაბილურობის სინდრომი (ვიწრო გუგის სინდრომი (IFIS)). IFIS-მა შეიძლება გამოიწვიოს გართულებების სიხშირის ზრდა ინტრა-და პოსტოპერაციულ პერიოდში მხედველობის ორგანოების მხრიდან.

მიღებულია ცალკეული მონაცემები ტამსოლუზინის წინასწარი მოხნის დადებით ეფექტზე კატარაქტას ან გლაუკომის ოპერაციამდე 1-2 კვირით ადრე, თუმცა პრეპარატის მოხსნის დადებითი ზემოქმედების დამამტკიცებელი მონაცემები ესეთ შემთხვევებში არ არის მიღებული. გარდა ამისა, ზოგიერთ პაციენტში IFIS ვითარდებოდა იმ შემთხვევაშიც, როცა ტამსულოზინის მოხსნა ხდებოდა კატარაქტის ოპერაციამდე 1-2 კვირით უფრო ადრე.

კატარაქტის ან გლაუკომის დაგეგმილ ოპერატიულ მკურნალობამდე ტამსულოზინით თარაპია არ უნდა დაიწყოს. პაციენტის პრედოპერაციულ მომზადების პერიოდში და ოპერაციული ჩარევის დროს ადექვატური ღონისძიებების მიღების მიზნით, ოფთალმოლოგებმა და ოფთალმოქირურგებმა უნდა გაარკვიონ პაციენტებთან, რომლებშიც იგეგმება კატარაქტას და გლაუკომის ქირურგიული მკურნალობა, იღებენ თუ არა ან მიღებული აქვთ თუ არა ადრე ტამსულოზინი.

არ არის რეკომენდებული ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის და CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება პაციენტებში CYP2D6 სუბსტრატების შენელებული მეტაბოლიზმით.

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი სიფრთხილით ინიშნება CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერ (მაგალითად, კეტოკონაზოლი) და ზომიერ (მაგალითად, ერითრომიცინი) ინჰიბიტორებთან ერთად (იხ. ნაწილი ,,ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედების კვლევები ჩატარებულია მხოლოდ მოზრდილებში.

არ იყო აღნიშნული არასასურველი წამლისმიერი ურთიერთქმედება ტამსულოზინის ერთდროული დანიშვნისას ატენოლოლთან, ენალაპრილთან, თეოფილინთან ერთად.

პრეპარატის ერთდროული გამოყენება ციმეტიდინთან ერთად იწვევს სისხლის შრატში ტამსულოზინის კონცენტრაციის მომატებას, ფუროსემიდთან ერთად გამოყენება - პრეპარატის შრატისმიერი კონცენტრაციის დაქვეითებას, თუმცა ამ დროს კონცენტრაცია რჩება დასაშვები ნორმის ფარგლებში. აქედან გამომდინარე, დოზის კორექცია ასეთ შემთხვევებში არ არის საჭირო.

In vitro პირობებში, დიაზეპამი, პროპრანოლოლი, ტრიქლორმეთიაზიდი, ქლორმადინონი, ამიტრიპტილინი, დიკლოფენაკი, გლიბენკლამიდი, სიმვასტატინი და ვარფარინი არ მოქმედებენ ტამსულოზინის თავისუფალი ფრაქციის დონეზე ადამიანის სისხლის შრატში. ტამსულოზინი, თავის მხრივ არ მოქმედებს დიაზეპამის, პროპრანოლოლის, ტრიქლორმეთიაზიდის ქლორმადინონის თავისუფალ ფრაქციაზე.

თუმცა, დიკლოფენაკმა და ვარფარინმა შესაძლებელია გაზარდონ ტამსულოზინის გამოყოფის სიჩქარე.

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის და CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთდროულმა მიღებამ შესაძლებელია გაზარდოს ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის კონცენტრაცია სისხლის შრატში.

ტამსულოზინის და კეტოკონაზოლის (CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორი) ერთდროული გამოყენებისას, ტამსულოზინის AUC და Cmax მაჩვენებლები იზრდებოდა 2,8-ჯერ და 2.2-ჯერ, შესაბამისად.

არ არის რეკომენდებული ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის და CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება CYP2D6 სუბსტრატების შენელებული მეტაბოლიზმის მქონე პაციენტებში. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი სიფრთხილით ინიშნება CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერ (მაგალითად, კეტოკონაზოლი) და ზომიერ (მაგალითად, ერითრომიცინი) ინჰიბიტორებთან ერთად.

ტამსულოზინის და პაროქსეტინის (CYP2D6 ძლიერი ინჰიბიტორი) ერთდროული დანიშვნისას, ტამსულოზინის AUC და Cmax მაჩვენებლები იზრდებოდა 1.3-ჯერ და 1.6-ჯერ, თუმცა, ეს მატება კლინიკურად უმნიშვნელოა.

ალფა1-ადრენორეცეპტორების სხვა ანტაგონისტებთან ერთდროულმა დანიშვნამ შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ტამსულოზინი არ ინიშნება ქალებში.

ხანმოკლე და ხანგრძლივ კლინიკურ კვლევებში, ტამსულოზინის მიღების დროს აღწერილია ეაკულაცის დარღვევის შემთხვევები. გარდა ამისა, პოსტრეგისტრაციული გამოყენების პერიოდში დაფიქსირებულია რეტროგრადული ეაკულაციის ან ეაკულაციის არარსებობის შემთხვევები.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

გამოკვლევა ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარის გამოსავლენად არ ჩატარებულა. თუმცა, თავბრუსხვევის განვითარების შესაძლებლობის გამო, პაციენტებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე.

შეფუთვა

10 კაფსულა პვქ/პვდქ/ალუმინის ბლისტერში.

ერთი ან სამი ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში

გვერდითი მოვლენები

ჯგუფური სახელები

ხშირი

(≥1/100-დან <1/10-მდე)

არახშირი

(≥1/1000-დან <1/100-მდე)

იშვიათი

(1/10000-დან <1/1000-მდე)

ძალიან იშვიათი

(<1/10 000)

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია)

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავბრუსხვევა

(1,3%)

თავის ტკივილი

სინკოპე

დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ

არამკაფიო მხედველობა*, მხედველობის დარღვევა*

დარღვევები გულის მხრივ

გულისცემის შეგრძნება

დარღვევები სისხლძარღვოვანი სისტემის მხრივ

ორთოსტატული ჰიპოტენზია

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ

რინიტი

სისხლდენა ცხვირიდან*

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ყაბზობა, დიარეა, გულისრევა, ღებინება

პირის სიმშრალე*

დარღვევები კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრივ

Gგამონაყარი,

კანის ქავილი, ჭინჭრის ციება

ანგიონევროზული შეშუპება

სტივენს-ჯონსონის სინდრომი

მულტიფორმული ერითემა*

ექსფოლიაციური დერმატიტი*

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ

ეეაკულაციის დარღვევები

პრიაპიზმი

რეტროგრადული ეაკულაცია, ეაკულაცის არარსებობა

ზოგადი დარღვევები და დარღვევები პრეპარატის შეყვანის ადგილას

ასთენია

  • პოსტრეგისტრაციულ პერიოდში აღწერილი შემთხვევები

კატარაქტას ან გლაუკომის ოპერაციის დროს აღინიშნა თვალის ფერადი გარსის ინტრაოპერაციული არასტაბილურობის სინდრომი (ვიწრო გუგის სინდრომი), რაც აღნიშნული იყო პოსტმარკეტინგულ კვლევებში (იხ. აგრეთვე ნაწილი ,,სიფრთხილის ზომები”).

პრეპარატის გამოყენების პოსტრეგისტრაციული გამოცდილება

ზემოთ ჩამოთვლილი არასასურველი მოვლენების გარდა, ტამსულოზინის პოსტრეგისტრაციული გამოყენებისას, დაფიქსირებულია შემდეგი რეაქციები: წინაგულების ციმციმი, არითმია, ტაქიკარდია და ქოშინი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს შემთხვევები აღწერილია სხვადასხვა ქვეყნიდან დაფიქსირებულ სპონტანურ შეტყობინებებში, მათი სიხშირის და ტამსულოზინის გამოყენების მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა არ არის შესაძლებელი.

ჭარბი დოზა

სიმპტომები:

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდით ჭარბი დოზის დროს შესაძლებელია არტერიული წნევის გამოხატული დაწევა. მსგავსი ეფექტები ვლინდებოდა სხვადასხვა ხარისხის სიმძიმის ჭარბი დოზის დროს.

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის მაქსიმალური დოზა, პრეპარატის შემთხვევით მიღების დროს, შეადგინა 12 მგ. ამასთან, პაციენტს განუვითარდა გამოხატული თავის ტკივილი, პაციენტის ჰოსპიტალიზაცია არ გახდა საჭირო.

მკურნალობა:

მწვავე არტერიული ჰიპოტენზიის დროს საჭიროა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის შენარჩუნება. პაციენტის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადაყვანამ შესაძლებელია აღადგინოს ნორმალური არტერიული წნევა და გულის შეკუმშვის სიხშირე. ამ ღონისძიებების არაეფექტურობის დროს შესაძლებელია ღონისძიებების ჩატარება ცირკულირებადი სისხლის მოცულობის გაზრდის მიმართულებით, ასევე ვაზოპრესორების შეყვანა. საჭიროა თირკმელების ფუნქციის შეფასება დინამიკაში და შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება.

რადგან ტამსულოზინი აქტიურად უკავშირდება ცილებს – ჰემოდიალიზი შესაძლოა არაეფექტური იყოს. მიზანშეწონილია ღონისძიებების ჩატარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან პრეპარატის აბსორბციის შემცირების მიმართულებით, ძირითადად, ღებინების ინიცირებით. პრეპარატის დიდი დოზებით მოწამვლის სამკურნალოდ მიზანშეწონილია კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის ან ოსმოსური საფაღარათე საშუალებების მიღება, როგორიც არის ნატრიუმის სულფატი.

შემადგენლობა

მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ერთი კაფსულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი - 0,4 მგ.

დამხმარე ნივთიერებები

კაფსულის შემცველობა:

კალციუმის სტეარატი, ტრიეთილაცეტატი, ტალკი, მეტაკრილის მჟავას 30% დისპერსია – ეტაკრილატის სოპოლიმერი 1:1 (პოლისორბატი 80, ნატრიუმის ლაურილსულფატის ჩათვლით), მიკროკრისტალური ცელულოზა.

კაფსულის გარსი:

რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), რკინის შავი ოქსიდი (E172), რკინის წითელი ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

აღწერილობა

კაფსულის გარსი: # 2 ზომა; თავსახური: სტანდარტული ყავისფერი, გაუმჭვირვალე C015 (კოდი: 08.015); კორპუსი: გაუმჭვირვალე ყავისფერი-ყვითელი ფერის C006 (კოდი: 35.006).

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ინფორმაცია მწარმოებელზე

გედეონ რიხტერი რუმინეთი ღ.ს., ტირგუ მურეშ, რუმინეთი

კომპანიისთვის ღსს ,,გედეონ რიხტერი”, ბუდაპეშტი, უნგრეთი

კომპანია, რომელიც წარმოადგენს მწარმოებლის და განმცხადებლის ინტერესებს

ღსს “გედეონ რიხტერი”

1103 ბუდაპეშტი, დიომრეის ქ., 19-21, უნგრეთი

ცხელი ხაზის ტელეფონი (ზარი უფასოა): 7-800-555-00777

ელექტრონული მისამართი: [email protected]

ფარმაკოლოგიური თვისებები

წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალო საშუალებები. ალფა-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტები.

ათქ კოდი: G04CA02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

ტამსულოზინი წარმოადგენს პოსტსინაფსური ალფა-1 ადრენორეცეპტორების სელექციურ კონკურენტულ ინჰიბიტორს, პრეპარატს ახასიათებს მსგავსება ალფა1A და ალფა1D ქვეტიპების მიმართ, ტამსულოზინის დაკავშირება ამ რეცეპტორებთან ადუნებს წინამდებარე ჯირკვლის და შარდსადენი მილის გლუვ კუნთებს.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ტამსულოზინი ზრდის შარდის ნაკადის მაქსიმალურ დინებას. წინამდებარე ჯირკვლის და შარდსადენი მილის გლუვი მუსკულატურის ტონუსის შემცირების გზით ობსტრუქციის გამოხატულების შემცირებით, ტამსულოზინი ამცირებს ,,დაცლის სიმპტომებს”.

გარდა ამისა, პრეპარატი ამცირებს ,,ავსების სიმპტომების” გამოხატულებას, რომელთა განვითარებაში მნიშვნელოვანია შარდის ბუშტის არასტაბილურობა.

ტამსულოზინით ხანგრძლივი თერაპიის დროს, მიიღწევა შევსების და დაცლის სიმპტომების გამოხატულების სტაბილური შემცირება. აქედან გამომდინარე, პრეპარატით მკურნალობის დროს შესაძლებელია ოპერაციის ჩატარების საჭიროების ან შარდის ბუშტის კათეტერიზაციის პროცედურის გადავადება.

ალფა1-ბლოკატორებმა შეიძლება დააქვეითონ არტერიული წნევა, სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირებით. ტამსულოზინის კლინიკური კვლევების ჩატარებისას, არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება არ აღინიშნა.

კვლევები ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში

ტამსულოზინის ეფექტურობა შესწავლილია ორმაგი ბრმა, რანდომიზირებული, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევის დროს შარდის ბუშტის ნეიროგენული დისფუნქციის მქონე (n=161) ბავშვებსა და მოზარდებში დოზის შერჩევით. ორიდან თექვსმეტ წლამდე ასაკის ბავშვები შემთხვევითი პრინციპით დაიყო ოთხ ჯგუფად: პირველი ჯგუფის პაციენტები იღებდნენ ტამსულოზინს დაბალ დოზებში (0,001-0,002 მგ/კგ), მეორე ჯგუფის პაციენტები - საშუალო დოზებში (0,002-0,004 მგ/კგ), მესამე ჯგუფის პაციენტები – მაღალ დოზებში (0,004-0,008 მგ/კგ), მეოთხე ჯგუფის პაციენტები იღებდნენ პლაცებოს. ეფექტურობის შეფასების პირველადი საბოლოო წერტილი იყო პაციენტების რაოდენობა, რომლებშიც მიღწეულია დეტრუზორული წნევის შემცირება გადინების წერტილში (წგწ) <40 სმ H2O ორი მონაცემით, რომელიც ტარდებოდა ერთი და იმავე დღეს. ეფექტურობის შეფასების დამატებითი კრიტერიუმები მოიცავდნენ წგწ ფაქტიური მნიშვნელობის ცვლილებას და დეტრუზორული წნევის პროცენტულ შემცირებას გადინების წერტილში; ჰიდრონეფროზის/ ჰიდროურეტერის პროგრესირების არარსებობა ან გამოხატულების შემცირება, კათეტერიზაციის დროს მიღებული შარდის მოცულობის ცვლილება, ასევე შარდის შეუკავებლობის შემთხვევების რაოდენობა კათეტერიზაციის ფონზე (კათეტერიზაციის დღიურით). ტამსულოზინის თითოეულ ჯგუფს და პლაცებოს შორის სტატისტიკური განსხვავება პირველადი და მეორადი საბოლოო წერტილებით არ არის მიღებული. დოზირების ყველა დონეზე ეფექტის დამოკიდებულება დოზაზე არ გამოვლენილა.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

ტამსულოზინი შეიწოვება წვრილ ნაწლავში, პრეპარატის ბიოშეღწევადობა ახლოა 100%-თან.

საკვების ერთდროული მიღება აქვეითებს ტამსულოზინის ბიოშეღწევადობას.

პრეპარატის შეწოვის მუდმივი პირობების უზრუნველყოფა შესაძლებელია, თუ პაციენტს მიეცემა ტამსულოზინის ერთი და იგივე საკვების შემდეგ მიღების რჩევა.

ტამსულოზინის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები ხაზოვანი ხასიათისაა.

უზმოზე ტამსულოზინის ერთჯერადი მიღების შემდეგ, ტამსულოზინის პიკური შრატისმიერი კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 6 საათის შემდეგ. პრეპარატის მდგრადი მდგომარეობის მიღწევის მიზნით (წონასწორული მდგომარეობა) საჭიროა დაახლოებით 5 დღე პრეპარატის მრავალჯერადი მიღება, ამასთან, პაციენტებში Cmax დაახლოებით 2/3-ით მეტია ვიდრე მიიღწევა პრეპარატის ერთჯერადი მიღებისას. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონზომიერება აღინიშნება ხანდაზმულ პირებში, მოსალოდნელია, რომ ახალგაზრდებში პრეპარატის გამოყენება თანხლებული იქნება მსგავსი ცვლილებებით.

პრეპარატის შრატისმიერი კონცენტრაციისთვის ერთჯერადი და მრავალჯერადი მიღების შემდეგ დამახასიათებელია გამოხატული ინდივიდუალური განსხვავებები.

გადანაწილება და სისხლის შრატის ცილებთან შეკავშირება

ადამიანის ორგანიზმში ტამსულოზინი დაახლოებით 99%-ით უკავშირდება შრატის ცილებს. პრეპარატის გადანაწილების მოცულობა მაღალი არ არის (დაახლოებით 0.2 ლ/კგ).

მეტაბოლიზმი

ტამსულოზინს აქვს პირველადი გავლის დაბალი ეფექტი, მეტაბოლიზდება ნელა. ტამსულოზინის დიდი ნაწილი შრატში არსებობს უცვლელი აქტიური ნივთიერების სახით. პრეპარატი მეტაბოლიზდება ღვიძლში.

ვირთაგვებში გამოკვლევისას, ტამსულოზინმა გამოიწვია ღვიძლის ფერმენტების ინდუქცია.

In vitro პირობებში ჩატარებული კვლევების მონაცემებით, ტამსულოზინი მეტაბოლიზდება CYP3A4 და CYP2D6 მონაწილეობით, და უფრო მცირე ხარისხით, ციტოქრომ P450 სისტემის სხვა იზოფერმენტებით. CYP3A4 და CYP2D6 იზოფერმენტების ინჰიბირებისას, შესაძლებელია მოიმატოს ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის კონცენტრაციამ სისხლის შრატში (იხ. ნაწილი ,,სიფრთხილის ზომები” და ,,ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”). არც ერთი მეტაბოლიტი არ ფლობს აქტივობას, რომელიც აქტივობით აღემატება პრეპარატის აქტიურ ნივთიერებას.

გამოყოფა

ტამსულოზინი და მისი მეტაბოლიტები უპირატესად გამოიყოფა შარდით, ამასთან უცვლელი პრეპარატის წილი შეადგენს დაახლოებით 9%-ს.

დადგენილი იქნა, რომ საკვების მიღების შემდეგ ტამსულოზინის ერთჯერადი გამოყენებისას და მყარი (წონასწორული) მდგომარეობის მიღწევის შემდეგ, პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 10 და 13 საათს, შესაბამისად.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

ტამსოლი®

TAMSOL®

პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება: ტამსოლი® (TAMSOL®)

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: ტამსულოზინი (Tamsulosin)

გამოშვების ფორმა: კაფსულები მოდიფიცირებული გამოთავისუფლებით

შემადგენლობა

მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ერთი კაფსულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი - 0,4 მგ.

დამხმარე ნივთიერებები

კაფსულის შემცველობა:

კალციუმის სტეარატი, ტრიეთილაცეტატი, ტალკი, მეტაკრილის მჟავას 30% დისპერსია – ეტაკრილატის სოპოლიმერი 1:1 (პოლისორბატი 80, ნატრიუმის ლაურილსულფატის ჩათვლით), მიკროკრისტალური ცელულოზა.

კაფსულის გარსი:

რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), რკინის შავი ოქსიდი (E172), რკინის წითელი ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

აღწერილობა

კაფსულის გარსი: # 2 ზომა; თავსახური: სტანდარტული ყავისფერი, გაუმჭვირვალე C015 (კოდი: 08.015); კორპუსი: გაუმჭვირვალე ყავისფერი-ყვითელი ფერის C006 (კოდი: 35.006).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალო საშუალებები. ალფა-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტები.

ათქ კოდი: G04CA02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

ტამსულოზინი წარმოადგენს პოსტსინაფსური ალფა-1 ადრენორეცეპტორების სელექციურ კონკურენტულ ინჰიბიტორს, პრეპარატს ახასიათებს მსგავსება ალფა1A და ალფა1D ქვეტიპების მიმართ, ტამსულოზინის დაკავშირება ამ რეცეპტორებთან ადუნებს წინამდებარე ჯირკვლის და შარდსადენი მილის გლუვ კუნთებს.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ტამსულოზინი ზრდის შარდის ნაკადის მაქსიმალურ დინებას. წინამდებარე ჯირკვლის და შარდსადენი მილის გლუვი მუსკულატურის ტონუსის შემცირების გზით ობსტრუქციის გამოხატულების შემცირებით, ტამსულოზინი ამცირებს ,,დაცლის სიმპტომებს”.

გარდა ამისა, პრეპარატი ამცირებს ,,ავსების სიმპტომების” გამოხატულებას, რომელთა განვითარებაში მნიშვნელოვანია შარდის ბუშტის არასტაბილურობა.

ტამსულოზინით ხანგრძლივი თერაპიის დროს, მიიღწევა შევსების და დაცლის სიმპტომების გამოხატულების სტაბილური შემცირება. აქედან გამომდინარე, პრეპარატით მკურნალობის დროს შესაძლებელია ოპერაციის ჩატარების საჭიროების ან შარდის ბუშტის კათეტერიზაციის პროცედურის გადავადება.

ალფა1-ბლოკატორებმა შეიძლება დააქვეითონ არტერიული წნევა, სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირებით. ტამსულოზინის კლინიკური კვლევების ჩატარებისას, არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება არ აღინიშნა.

კვლევები ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში

ტამსულოზინის ეფექტურობა შესწავლილია ორმაგი ბრმა, რანდომიზირებული, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევის დროს შარდის ბუშტის ნეიროგენული დისფუნქციის მქონე (n=161) ბავშვებსა და მოზარდებში დოზის შერჩევით. ორიდან თექვსმეტ წლამდე ასაკის ბავშვები შემთხვევითი პრინციპით დაიყო ოთხ ჯგუფად: პირველი ჯგუფის პაციენტები იღებდნენ ტამსულოზინს დაბალ დოზებში (0,001-0,002 მგ/კგ), მეორე ჯგუფის პაციენტები - საშუალო დოზებში (0,002-0,004 მგ/კგ), მესამე ჯგუფის პაციენტები – მაღალ დოზებში (0,004-0,008 მგ/კგ), მეოთხე ჯგუფის პაციენტები იღებდნენ პლაცებოს. ეფექტურობის შეფასების პირველადი საბოლოო წერტილი იყო პაციენტების რაოდენობა, რომლებშიც მიღწეულია დეტრუზორული წნევის შემცირება გადინების წერტილში (წგწ) <40 სმ H2O ორი მონაცემით, რომელიც ტარდებოდა ერთი და იმავე დღეს. ეფექტურობის შეფასების დამატებითი კრიტერიუმები მოიცავდნენ წგწ ფაქტიური მნიშვნელობის ცვლილებას და დეტრუზორული წნევის პროცენტულ შემცირებას გადინების წერტილში; ჰიდრონეფროზის/ ჰიდროურეტერის პროგრესირების არარსებობა ან გამოხატულების შემცირება, კათეტერიზაციის დროს მიღებული შარდის მოცულობის ცვლილება, ასევე შარდის შეუკავებლობის შემთხვევების რაოდენობა კათეტერიზაციის ფონზე (კათეტერიზაციის დღიურით). ტამსულოზინის თითოეულ ჯგუფს და პლაცებოს შორის სტატისტიკური განსხვავება პირველადი და მეორადი საბოლოო წერტილებით არ არის მიღებული. დოზირების ყველა დონეზე ეფექტის დამოკიდებულება დოზაზე არ გამოვლენილა.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

ტამსულოზინი შეიწოვება წვრილ ნაწლავში, პრეპარატის ბიოშეღწევადობა ახლოა 100%-თან.

საკვების ერთდროული მიღება აქვეითებს ტამსულოზინის ბიოშეღწევადობას.

პრეპარატის შეწოვის მუდმივი პირობების უზრუნველყოფა შესაძლებელია, თუ პაციენტს მიეცემა ტამსულოზინის ერთი და იგივე საკვების შემდეგ მიღების რჩევა.

ტამსულოზინის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები ხაზოვანი ხასიათისაა.

უზმოზე ტამსულოზინის ერთჯერადი მიღების შემდეგ, ტამსულოზინის პიკური შრატისმიერი კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 6 საათის შემდეგ. პრეპარატის მდგრადი მდგომარეობის მიღწევის მიზნით (წონასწორული მდგომარეობა) საჭიროა დაახლოებით 5 დღე პრეპარატის მრავალჯერადი მიღება, ამასთან, პაციენტებში Cmax დაახლოებით 2/3-ით მეტია ვიდრე მიიღწევა პრეპარატის ერთჯერადი მიღებისას. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონზომიერება აღინიშნება ხანდაზმულ პირებში, მოსალოდნელია, რომ ახალგაზრდებში პრეპარატის გამოყენება თანხლებული იქნება მსგავსი ცვლილებებით.

პრეპარატის შრატისმიერი კონცენტრაციისთვის ერთჯერადი და მრავალჯერადი მიღების შემდეგ დამახასიათებელია გამოხატული ინდივიდუალური განსხვავებები.

გადანაწილება და სისხლის შრატის ცილებთან შეკავშირება

ადამიანის ორგანიზმში ტამსულოზინი დაახლოებით 99%-ით უკავშირდება შრატის ცილებს. პრეპარატის გადანაწილების მოცულობა მაღალი არ არის (დაახლოებით 0.2 ლ/კგ).

მეტაბოლიზმი

ტამსულოზინს აქვს პირველადი გავლის დაბალი ეფექტი, მეტაბოლიზდება ნელა. ტამსულოზინის დიდი ნაწილი შრატში არსებობს უცვლელი აქტიური ნივთიერების სახით. პრეპარატი მეტაბოლიზდება ღვიძლში.

ვირთაგვებში გამოკვლევისას, ტამსულოზინმა გამოიწვია ღვიძლის ფერმენტების ინდუქცია.

In vitro პირობებში ჩატარებული კვლევების მონაცემებით, ტამსულოზინი მეტაბოლიზდება CYP3A4 და CYP2D6 მონაწილეობით, და უფრო მცირე ხარისხით, ციტოქრომ P450 სისტემის სხვა იზოფერმენტებით. CYP3A4 და CYP2D6 იზოფერმენტების ინჰიბირებისას, შესაძლებელია მოიმატოს ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის კონცენტრაციამ სისხლის შრატში (იხ. ნაწილი ,,სიფრთხილის ზომები” და ,,ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”). არც ერთი მეტაბოლიტი არ ფლობს აქტივობას, რომელიც აქტივობით აღემატება პრეპარატის აქტიურ ნივთიერებას.

გამოყოფა

ტამსულოზინი და მისი მეტაბოლიტები უპირატესად გამოიყოფა შარდით, ამასთან უცვლელი პრეპარატის წილი შეადგენს დაახლოებით 9%-ს.

დადგენილი იქნა, რომ საკვების მიღების შემდეგ ტამსულოზინის ერთჯერადი გამოყენებისას და მყარი (წონასწორული) მდგომარეობის მიღწევის შემდეგ, პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 10 და 13 საათს, შესაბამისად.

გამოყენების ჩვენება

დიზურიული დარღვევების მკურნალობა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს (წჯკჰ).

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მიმართ, წამლისმიერი ანგიონევროზული შეშუპების განვითარების ჩათვლით, ან მომატებული მგრძნობელობა რომელიმე დამხმარე ნითიერების მიმართ. ჩამონათვალი იხილეთ ნაწილში ,,შემადგენლობა”;

ორთოსტატული ჰიპოტენზია ანამნეზში;

ღვიძლის მძიმე უკმარისობა.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს

ტამსულოზინი არ ინიშნება ქალებში.

ხანმოკლე და ხანგრძლივ კლინიკურ კვლევებში, ტამსულოზინის მიღების დროს აღწერილია ეაკულაცის დარღვევის შემთხვევები. გარდა ამისა, პოსტრეგისტრაციული გამოყენების პერიოდში დაფიქსირებულია რეტროგრადული ეაკულაციის ან ეაკულაციის არარსებობის შემთხვევები.

გამოყენების მეთოდი და დოზები

კაფსულები მიიღება შიგნით.

კაფსულები მიიღება მთლიანად, წყალთან ერთად. არ უნდა მოხდეს კაფსულის დაღეჭვა ან გატეხვა, რადგან ამან შეიძლება იმოქმედოს პრეპარატის გამოთავისუფლების სისწრაფეზე.

დოზირების რეჟიმი:

ერთი კაფსულა დღეში, საუზმის ან საკვების პირველი მიღების შემდეგ.

ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები

მოცემულ ასაკობრივ კატეგორიაში პრეპარატის გამოყენება არ არის დასაბუთებული.

ტამსულოზინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის დადგენილი.

ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატის გამოყენების არსებული მონაცემები მოყვანილია ნაწილში ,,ფარმაკოდინამიკა”.

თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები

დოზის კორექცია არ არის საჭირო.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები

ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო ხარისხის დარღვევების დროს დოზის კორექცია არ არის საჭირო (იხ. ასევე ნაწილი ,,უკუჩვენება”).

გვერდითი მოქმედება

ჯგუფური სახელები

ხშირი

(≥1/100-დან <1/10-მდე)

არახშირი

(≥1/1000-დან <1/100-მდე)

იშვიათი

(1/10000-დან <1/1000-მდე)

ძალიან იშვიათი

(<1/10 000)

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია)

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავბრუსხვევა

(1,3%)

თავის ტკივილი

სინკოპე

დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ

არამკაფიო მხედველობა*, მხედველობის დარღვევა*

დარღვევები გულის მხრივ

გულისცემის შეგრძნება

დარღვევები სისხლძარღვოვანი სისტემის მხრივ

ორთოსტატული ჰიპოტენზია

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ

რინიტი

სისხლდენა ცხვირიდან*

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ყაბზობა, დიარეა, გულისრევა, ღებინება

პირის სიმშრალე*

დარღვევები კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრივ

Gგამონაყარი,

კანის ქავილი, ჭინჭრის ციება

ანგიონევროზული შეშუპება

სტივენს-ჯონსონის სინდრომი

მულტიფორმული ერითემა*

ექსფოლიაციური დერმატიტი*

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ

ეეაკულაციის დარღვევები

პრიაპიზმი

რეტროგრადული ეაკულაცია, ეაკულაცის არარსებობა

ზოგადი დარღვევები და დარღვევები პრეპარატის შეყვანის ადგილას

ასთენია

  • პოსტრეგისტრაციულ პერიოდში აღწერილი შემთხვევები

კატარაქტას ან გლაუკომის ოპერაციის დროს აღინიშნა თვალის ფერადი გარსის ინტრაოპერაციული არასტაბილურობის სინდრომი (ვიწრო გუგის სინდრომი), რაც აღნიშნული იყო პოსტმარკეტინგულ კვლევებში (იხ. აგრეთვე ნაწილი ,,სიფრთხილის ზომები”).

პრეპარატის გამოყენების პოსტრეგისტრაციული გამოცდილება

ზემოთ ჩამოთვლილი არასასურველი მოვლენების გარდა, ტამსულოზინის პოსტრეგისტრაციული გამოყენებისას, დაფიქსირებულია შემდეგი რეაქციები: წინაგულების ციმციმი, არითმია, ტაქიკარდია და ქოშინი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს შემთხვევები აღწერილია სხვადასხვა ქვეყნიდან დაფიქსირებულ სპონტანურ შეტყობინებებში, მათი სიხშირის და ტამსულოზინის გამოყენების მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა არ არის შესაძლებელი.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები:

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდით ჭარბი დოზის დროს შესაძლებელია არტერიული წნევის გამოხატული დაწევა. მსგავსი ეფექტები ვლინდებოდა სხვადასხვა ხარისხის სიმძიმის ჭარბი დოზის დროს.

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის მაქსიმალური დოზა, პრეპარატის შემთხვევით მიღების დროს, შეადგინა 12 მგ. ამასთან, პაციენტს განუვითარდა გამოხატული თავის ტკივილი, პაციენტის ჰოსპიტალიზაცია არ გახდა საჭირო.

მკურნალობა:

მწვავე არტერიული ჰიპოტენზიის დროს საჭიროა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის შენარჩუნება. პაციენტის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადაყვანამ შესაძლებელია აღადგინოს ნორმალური არტერიული წნევა და გულის შეკუმშვის სიხშირე. ამ ღონისძიებების არაეფექტურობის დროს შესაძლებელია ღონისძიებების ჩატარება ცირკულირებადი სისხლის მოცულობის გაზრდის მიმართულებით, ასევე ვაზოპრესორების შეყვანა. საჭიროა თირკმელების ფუნქციის შეფასება დინამიკაში და შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება.

რადგან ტამსულოზინი აქტიურად უკავშირდება ცილებს – ჰემოდიალიზი შესაძლოა არაეფექტური იყოს. მიზანშეწონილია ღონისძიებების ჩატარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან პრეპარატის აბსორბციის შემცირების მიმართულებით, ძირითადად, ღებინების ინიცირებით. პრეპარატის დიდი დოზებით მოწამვლის სამკურნალოდ მიზანშეწონილია კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის ან ოსმოსური საფაღარათე საშუალებების მიღება, როგორიც არის ნატრიუმის სულფატი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედების კვლევები ჩატარებულია მხოლოდ მოზრდილებში.

არ იყო აღნიშნული არასასურველი წამლისმიერი ურთიერთქმედება ტამსულოზინის ერთდროული დანიშვნისას ატენოლოლთან, ენალაპრილთან, თეოფილინთან ერთად.

პრეპარატის ერთდროული გამოყენება ციმეტიდინთან ერთად იწვევს სისხლის შრატში ტამსულოზინის კონცენტრაციის მომატებას, ფუროსემიდთან ერთად გამოყენება - პრეპარატის შრატისმიერი კონცენტრაციის დაქვეითებას, თუმცა ამ დროს კონცენტრაცია რჩება დასაშვები ნორმის ფარგლებში. აქედან გამომდინარე, დოზის კორექცია ასეთ შემთხვევებში არ არის საჭირო.

In vitro პირობებში, დიაზეპამი, პროპრანოლოლი, ტრიქლორმეთიაზიდი, ქლორმადინონი, ამიტრიპტილინი, დიკლოფენაკი, გლიბენკლამიდი, სიმვასტატინი და ვარფარინი არ მოქმედებენ ტამსულოზინის თავისუფალი ფრაქციის დონეზე ადამიანის სისხლის შრატში. ტამსულოზინი, თავის მხრივ არ მოქმედებს დიაზეპამის, პროპრანოლოლის, ტრიქლორმეთიაზიდის ქლორმადინონის თავისუფალ ფრაქციაზე.

თუმცა, დიკლოფენაკმა და ვარფარინმა შესაძლებელია გაზარდონ ტამსულოზინის გამოყოფის სიჩქარე.

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის და CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთდროულმა მიღებამ შესაძლებელია გაზარდოს ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის კონცენტრაცია სისხლის შრატში.

ტამსულოზინის და კეტოკონაზოლის (CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორი) ერთდროული გამოყენებისას, ტამსულოზინის AUC და Cmax მაჩვენებლები იზრდებოდა 2,8-ჯერ და 2.2-ჯერ, შესაბამისად.

არ არის რეკომენდებული ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის და CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება CYP2D6 სუბსტრატების შენელებული მეტაბოლიზმის მქონე პაციენტებში. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი სიფრთხილით ინიშნება CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერ (მაგალითად, კეტოკონაზოლი) და ზომიერ (მაგალითად, ერითრომიცინი) ინჰიბიტორებთან ერთად.

ტამსულოზინის და პაროქსეტინის (CYP2D6 ძლიერი ინჰიბიტორი) ერთდროული დანიშვნისას, ტამსულოზინის AUC და Cmax მაჩვენებლები იზრდებოდა 1.3-ჯერ და 1.6-ჯერ, თუმცა, ეს მატება კლინიკურად უმნიშვნელოა.

ალფა1-ადრენორეცეპტორების სხვა ანტაგონისტებთან ერთდროულმა დანიშვნამ შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება.

უსაფრთხოების ზომები

სხვა ალფა1-ადრენობლოკატორების მიღების მსგავსად, ტამსოლუზინის მიღებამ ცალკეულ პირებში შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება, იშვიათ შემთხვევებში კოლაფსის განვითარებით, რაც გამოწვეულია არტერიული წნევის ხანმოკლე დაქვეითებით. ორთოსტატული ჰიპოტენზიის პირველი სიმპტომების გამოვლენისას (თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე) რეკომენდებულია დაჯდომა ან ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადასვლა სიმპტომების გაქრობამდე.

ტამსოლუზინით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა პაციენტის გამოკვლევა ისეთი მდგომარეობების გამორიცხვის მიზნით, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის სიმპტომების იმიტირება.

მკურნალობის დაწყებამდე, აგრეთვე რეგულარულად, პრეპარატით თერაპიის პერიოდში, ნაჩვენებია თითით რექტალური გამოკვლევა, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში პროსტატ-სპეციფიკური ანტიგენის (პსა) დონის განსაზღვრა.

თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობისას (კრეატინინის კლირენსი 10მლ/წთ-ზე ნაკლები) აუცილებელია სიფრთხილის დაცვა, რადგან პრეპარატის გამოყენება პაციენტების ამ ჯგუფში შესწავლილი არ არის.

ცალკეულ პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ ტამსულოზინით მკურნალობას ოპერაციამდე ან ოპერაციის ჩატარების მომენტში კატარაქტას ან გლაუკომის მიზეზით, აღინიშნებოდა თვალის ფერადი გარსის ინტრაოპერაციული არასტაბილურობის სინდრომი (ვიწრო გუგის სინდრომი (IFIS)). IFIS-მა შეიძლება გამოიწვიოს გართულებების სიხშირის ზრდა ინტრა-და პოსტოპერაციულ პერიოდში მხედველობის ორგანოების მხრიდან.

მიღებულია ცალკეული მონაცემები ტამსოლუზინის წინასწარი მოხნის დადებით ეფექტზე კატარაქტას ან გლაუკომის ოპერაციამდე 1-2 კვირით ადრე, თუმცა პრეპარატის მოხსნის დადებითი ზემოქმედების დამამტკიცებელი მონაცემები ესეთ შემთხვევებში არ არის მიღებული. გარდა ამისა, ზოგიერთ პაციენტში IFIS ვითარდებოდა იმ შემთხვევაშიც, როცა ტამსულოზინის მოხსნა ხდებოდა კატარაქტის ოპერაციამდე 1-2 კვირით უფრო ადრე.

კატარაქტის ან გლაუკომის დაგეგმილ ოპერატიულ მკურნალობამდე ტამსულოზინით თარაპია არ უნდა დაიწყოს. პაციენტის პრედოპერაციულ მომზადების პერიოდში და ოპერაციული ჩარევის დროს ადექვატური ღონისძიებების მიღების მიზნით, ოფთალმოლოგებმა და ოფთალმოქირურგებმა უნდა გაარკვიონ პაციენტებთან, რომლებშიც იგეგმება კატარაქტას და გლაუკომის ქირურგიული მკურნალობა, იღებენ თუ არა ან მიღებული აქვთ თუ არა ადრე ტამსულოზინი.

არ არის რეკომენდებული ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის და CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება პაციენტებში CYP2D6 სუბსტრატების შენელებული მეტაბოლიზმით.

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი სიფრთხილით ინიშნება CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერ (მაგალითად, კეტოკონაზოლი) და ზომიერ (მაგალითად, ერითრომიცინი) ინჰიბიტორებთან ერთად (იხ. ნაწილი ,,ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).

გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

გამოკვლევა ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარის გამოსავლენად არ ჩატარებულა. თუმცა, თავბრუსხვევის განვითარების შესაძლებლობის გამო, პაციენტებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე.

შეფუთვა

10 კაფსულა პვქ/პვდქ/ალუმინის ბლისტერში.

ერთი ან სამი ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ინფორმაცია მწარმოებელზე

გედეონ რიხტერი რუმინეთი ღ.ს., ტირგუ მურეშ, რუმინეთი

კომპანიისთვის ღსს ,,გედეონ რიხტერი”, ბუდაპეშტი, უნგრეთი

კომპანია, რომელიც წარმოადგენს მწარმოებლის და განმცხადებლის ინტერესებს

ღსს “გედეონ რიხტერი”

1103 ბუდაპეშტი, დიომრეის ქ., 19-21, უნგრეთი

ცხელი ხაზის ტელეფონი (ზარი უფასოა): 7-800-555-00777

ელექტრონული მისამართი: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა