პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
იმუნოსუპრესანტები

ტაკროლიმუსი კაფსულები, USP 1მგ

TACROLIMUS CAPSULES, USP 1mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადინდოეთი
მოქმედი ნივთიერება
ტაკროლიმუსი (tacrolimus)
ფორმა და შეფუთვა
1მგ კაფსულა №100 პლასტმასის ბოთლში (პირველადი შეფუთვით)
მწარმოებელი
Strides Shasun Limited, ინდოეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
იმუნოსუპრესანტები, კალცინეურინის ინჰიბიტორები
ATC კოდი
L04AD02
რეგისტრაციის ნომერი
რ-023909
რეგისტრირებულია
24 ნოემბერი 2017, მოქმედებს 24 ნოემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
ირაკლი კაკუბერი
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებატაკროლიმუსი კაფსულები, USP 1მგ და სხვა წამალი ერთად

ტაკროლიმუსი კაფსულები, USP 1მგ — ინსტრუქცია ქართულად

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ინფორმაცია პაციენტისთვის

ტაკროლიმუსი კაფსულები, USP

ტაკროლიმუსის მიღების დაწყებამდე და მარაგის შევსებამდე ყურადღებით წაიკითხეთ პაციენტისთვის განკუთვნილი ინფორმაცია. შეიძლება არსებობდეს ახალი ინფორმაცია. ეს სამედიცინო ინსტრუქცია არ ანაცვლებს ექიმთან გასაუბრებას თქვენი ჯანრმთელობის მდგომარეობის და მკურნალობის შესახებ.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც უნდა ვიცოდე ტაკროლიმუსის შესახებ?

ტაკროლიმუსმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვედითი ეფექტები,

შემდეგის ჩათვლით:

  • კიბოს რისკის ზრდა: ადამიანებში, რომლებიც ტაკროლიმუსს იღებენ მომატებულია ზოგიერთი ტიპის კიბოს განვითარების რისკი, კანის და ლიმფური ჯირკვლების კიბოს (ლიმფომა) ჩათვლით.
  • ინფექციის რისკის მომატება. ტაკროლიმუსი არის მედიკამენტი, რომელიც მოქმედებს თქვენს იმუნურ სისტემაზე. ტაკროლიმუსმა შეიძლება დააქვეითოს იმუნური სისტემის ინფექციებთან ბრძოლის უნარი. პირებში, რომლებიც ტაკროლიმუსს იღებენ შესაძლებელია სერიოზული ინფექციების და შედეგად სიკვდილის განვითარება.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ ინფექციის სიმპტომები, როგორიცაა:

ცხელება

ოფლიანობა და წვა

ხველა და გრიპის მსგავსი სიმპტომები

კუნთების ტკივილი

კანზე თბილი, წითელი ან მტკივნეული უბნები.

რა არის ტაკროლიმუსი?

ტაკროლიმუსი არის რეცეპტით გასაცემი მედიკამენტი მოცილების რეაქციის პრევენციისთვის (მოცილების რეაქციის საწინააღმდეგო საშუალება) იმ პირებში, რომლებსაც ჩაუტარდათ თირკმლის, ღვიძლის ან გულის გადანერგვა. ტაკროლიმუსი არ გამოიყენება ციკლოსპორინთან ერთად (განგრაფი®, ნეორალი® და სანდიმუნი®).

ტაკროლიმუსი არ გამოიყენება სიროლიმუსთან ერთად (რაპამუნი®), იმ ადამიანებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ღვიძლის ან გულის გადანერგვა.

უცნობია ტაკროლიმუსი უსაფრთხო და ეფექტურია თუ არა სიროლიმუსთან ერთად იმ პირებში, რომლებსაც ჩაუტარდათ თირკმლის გადანერგვა.

უცნობია ტაკროლიმუსი უსაფრთხო და ეფექტურია თუ არა ბავშვებში, რომლებსაც ჩაუტარდათ თირკმლის ან გულის გადანერგვა.

ვინ არ უნდა მიიღოს ტაკროლიმუსი?

ტაკროლიმუსი არ მიიღოთ თუ ალერგიული ხართ ტაკროლიმუსის ან ტაკროლიმუსის კაფუსლების რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. ტაკროლიმუსის კაფსულების ინგრედიენტების სრული ჩამონათვალი იხილეთ ინსტრუქციის ბოლოს.

რა უნდა ვაცნობო ექიმს ტაკროლიმუსის მიღებამდე?

ტაკროლიმუსის მიღებამდე აცნობეთ ექიმს თუ:

გეგმავთ ცოცხალი ვაქცინის მიღებას

გაქვთ ან გქონდათ ღვიძლის, თირკმელების ან გულის მხრივ პრობლემები

ორსულად ხართ ან ორსულობას გეგმავთ. ტაკროლიმუსმა შეიძლება დააზიანოს ნაყოფი. მიმართეთ ექიმს თუ ორსულად ხართ ან ორსულობას გეგმავთ

გეგმავთ ან კვებავთ ბავშვს ძუძუთი. ტაკროლიმუსი შეიძლება გამოიყოს ლაქტატში. თქვენ და თქვენმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოთ ტაკროლიმუსს მიიღებთ თუ ბავშვს ძუძუთი გამოკვებავთ. ორივე ერთად არ შეიძლება.

აცნობეთ ექიმს ყველა მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებთ, რეცეპტით და ურეცეპტოდ გაცემული საშუალებების, ვიტამინების და მცენარეული დანამატების ჩათვლით

განსაკუთრებით აცნობეთ ექიმს თუ იღებთ:

ციკლოსპორინს (გენგრაფი®, ნეორალი® და სანდიმუნი®)

სიროლიმუსს (რაპამუნი®)

ნელფინავირს (ვირაცეპტი®)

ტელაპრევირს (ინცივეკი™)

ბოცეპრევირს (ვიქტრელისი™)

ამიოდარონს (კორდარონი™, ექსტერონი™, პაცერონი™)

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ რომელიმე ზემოაღნიშნულ პრეპარატს იღებთ.

ტაკროლიმუსმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტის მოქმედებაზე და სხვა მედიკამენტმა შეიძლება იმოქმედოს ტაკროლიმუსის ეფექტზე.

იცოდეთ რა მედიკამენტებს იღებთ. შეინახეთ მათი სია რათა აჩვენოთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს ახალი მედიკამენტის მიღებისას.

როგორ უნდა მივიღო ტაკროლიმუსი?

ტაკროლიმუსი მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულებით

ექიმი გეტყვით რამდენი ტაკროლიმუსი უნდა მიიღოთ და როდის.

საჭიროების შემთხვევაში ექიმმა შეიძლება შეცვალოს ტაკროლიმუსის დოზა. ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეწყვიტოთ ტაკროლიმუსის მიღება და არ შეცვალოთ მისი დოზა.

ტაკროლიმუსი მიიღეთ საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ტაკროლიმუსი ყოველდღე ერთნაირად მიიღეთ. მაგალითად თუ გადაწყვეტთ ტაკროლიმუსის საკვებთან ერთად მიღებას, ტაკროლიმუსი ყოველთვის მიიღეთ საკვებთან ერთად.

ტაკროლიმუსი ყოველთვის მიიღეთ დღის ერთსა და იმავე დროს, 12 საათიანი ინტერვალით. მაგალითად თუ პირველ დოზას იღებთ დილის 7 საათზე, მეორე უნდა მიიღოთ საღამოს 7 საათზე.

ტაკროლიმუსის დღის ერთსა და იმავე დროს მიღება ორგანიზმს ეხმარება პრეპარატის საჭირო რაოდენობის შენარჩუნებაში, რათა გადანერგილ ორგანოს მიაწოდოს მედიკამენტის ის სადღეღამისო რაოდენობა რომელიც მას სჭირდება.

ტაკროლიმუსის მიღებისას არ მიიღოთ გრეიპფრუტი და არ დალიოთ მისი წვენი.

თუ მიიღებთ ტაკროლიმუსის ჭარბ ოდენობას დაუყოვნელიბ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

რას უნდა მოვერიდო ტაკროლიმუსის მიღებისას?

ტაკროლიმუსის გამოყენებისას არ უნდა მიიღოთ ცოცხალი ვაქცინები როგორიცაა:

გრიპის ვაქცინა ნაზალურად

წითელა

ყბაყურა

წითურა

პოლიო, ორალურად

BCG (TB ვაქცინა)

ყვითელი ცხელება

ჩუტყვავილა

ტიფი

მოერიდეთ მზის სინათლისადგმი ექსპოზიციას და ულტრაიისფერ სხივებს, როგორიცა სოლარიუმი. ატარეთ დამცავი ტანსაცმელი და გამოიყენეთ მზისგან დამცავი.

როგორია ტაკროლიმუსის შესაძლო გვერდითი ეფექტები?

ტაკროლიმუსმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი ეფექტები შემდეგის ჩათვლით:

იხილეთ “როგორია ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც უნდა ვიცოდე ტაკროლიმუსის შესახებ?”

სისხლში შაქრის მაღალი დონე (დიაბეტი). ტაკროლიმუსის მიღებისას ექიმმა შეიძლება ჩაატაროს გარკვეული ტესტები დიაბეტის არსებობის შესამოწმებლად. ექიმს დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თუ გაქვთ:

ხშირი შარდვა

გაძლიერებული წყურვილის ან შიმშილის გრძნობა

დაბინდული მხედველობა

კონფუზია

ძილიანობა

მადის დაკარგვა

ამოსუნთქულ ჰაერზე ხილის სუნი

გულისრევა, ღებინება ან მუცლის ტკივილი.

თირკმლის პრობლემები: ექიმმა შეიძლება ჩაატაროს გარკვეული ტესტები ტაკროლიმუსის მიღებისას თირკმლის ფუნქციის შესამოწმებლად.

ნერვული სისტემის პრობლემები: დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ ტაკროლიმუსის მიღებისას აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი სიმპტომი. ეს შეიძლება იყოს ნერვული სისტემის სერიოზული პრობლემის ნიშანი:

კონფუზია

კომა

კუნთების კანკალი

დაბუჟება და ჩხვლეტა

თავის ტკივილი

კრუნჩხვები

მხედველობის ცვლილება

სისხლში კალიუმის მაღალი დონე. ექიმმა შეიძლება ჩაატაროს გარკვეული ტესტები ტაკროლიმუსის მიღებისას სისხლში კალიუმის დონის შესამოწმებლად.

სისხლის მაღალი წნევა: ტაკროლიმუსის მიღებისას ექიმი განახორციელებს თქვენი სისხლის წნევის მონიტორინგს.

გულის პრობლემები (მიოკარდიუმის ჰიპერტროფია). დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს თუ ტაკროლიმუსის მიღებისას აღგენიშნებათ გულთან დაკავშირებული პრობლემების შედეგად შემდეგი სიმპტომები:

სუნთქვის უკმარისობა

გულმკერდის არეში ტკივილი

თავბრუსხვევა

კოლაფსი

პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ თირკმლის ტრანსპლანტაცია ტაკროლიმუსის ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია:

ინფექცია

ტრემორი (კანკალი)

სისხლის მაღალი წნევა

თირკმლის პრობლემები

ყაბზობა

დიარეა

თავის ტკივილი

მუცლის ტკივილი

ძილის პრობლემები

გულისრევა

სისხლში ფოსფატების დაბალი დონე

ხელების, კოჭების ან ტერფების შეშუპება

სისუსტე

ტკივილი

სისხლში ცხიმის მაღალი დონე

სისხლში კალიუმის მაღალი დონე

სისხლის წითელი უჯრედების მცირე რაოდენობა (ანემია)

პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ღვიძლის ტრანსპლანტაცია ტაკროლიმუსის ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია:

მთელი სხეულის ტრემორი

თავის ტკივილი

დიარეა

მაღალი წნევა

გულისრევა

თირკმლის პრობლემები

მუცლის ტკივილი

ძილის პრობლემები

დაბუჟება ან ჩხვლეტა ხელებში და ფეხებში

ანემია

ტკივილი

ცხელება

სისუსტე

სისხლში კალიუმის მაღალი დონე

სისხლში მაგნიუმის დაბალი დონე

პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ გულის ტრანსპლანტაცია ტაკროლიმუსის ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია:

თირკმლის პრობლემები

სისხლის მაღალი წნევა

აცნობეთ ექიმს ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შესახებ, რომელიც გაწუხებთ ან რომელიც არ გაივლის. ეს არ არის ტაკროლიმუსის ყველა შესაძლო გვერდითი ეფექტი. მეტი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდით ეფექტებთან დაკავშირებით რჩევისთვის მიმართეთ ექიმს. გვერდითი ეფექტები შეიძლება შეატყობინოთ სტრაიდ ფარმა ინკ-ს ნომერზე 1877-244-9825 ან ეწვიოთ საიტს www.stridessashun.com ან FDA-ს ნომერზე 1088 ან ეწვიოთ საიტს www.fda.gov/medwacht

როგორ უნდა შევინახო ტაკროლიმუსის კაფსულები?

ტაკროლიმუსის კაფსულები შეინახეთ 59-86°F (15-30°C) ტემპერატურაზე.

ფრთხილად გადააგდეთ ვადაგასული და არასაჭირო მედიკამენტები.

ტაკროლიმუსი და ყველა მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ზოგადი ინფორმაცია ტაკროლიმუსის უსაფრთხო და ეფექტური გამოყენების შესახებ

მედიკამენტები ზოგჯერ ინიშნება ინსტრუქციაში მითითებული ჩვენებისგან განსხვავებული მიზეზით. ტაკროლიმუსი არ გამოიყენოთ ისეთი შემთხვევის სამკურნალოდ, რისთვისაც ის არ დანიშნულა. არ გადასცეთ ტაკროლიმუსი სხვა პირებს იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ იგივე სიმპტომები აქვთ რაც თქვენ. ეს შეიძლება მათთვის საზიანო იყოს.

როგორ იცავს ტაკროლიმუსი ჩემს ახალ ორგანოს?

ორგანიზმის იმუნური სისტემა მას იცავს ნებისმიერი აგენტისგან, რომელსაც უცხოდ აღიქვამს. მაგალითად, როდესაც იმუნური სისტემა აღმოაჩენს ვირუსს ან ბაქტერიას იგი ცდილობს მისგან გათავისუფლებას ინფექციის პრევენციისთვის. როდესაც პიროვნებას უტარდება ღვიძლის, თირკმლის ან გულის გადანერგვა, იმუნური სისტემა ამ ორგანოს საკუთარ ნაწილად ვერ აღიქვამს და ცდილობს მისგან გათავისუფლდეს. ამას ეწოდება “უარყოფა”. ტაკროლიმუსი იცავს ახალ ორგანოს, იმუნურ სისტემის შესუსტების ხარჯზე.

პაციენტისთვის განკუთვნილ ინფორმაციაში მოცემულია ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტაკროლიმუსის შესახებ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. ექიმს ან ფარმაცევტს შეგიძლიათ თხოვოთ მოგაწოდონ ინფორმაცია ტაკროლიმუსის შესახებ, რომელიც დაწერილია ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებისთვის.

მეტი ინფორმაციისთვის დარეკეთ 1-877-244-9825 ან ეწვიეთ საიტს www.stridessashun.com.

რა ინგრედიენტებს შეიცავს ტაკროლიმუსის კაფსულა?

აქტიური ინგრედიენტი: ტაკროლიმუსი, USP

არააქტიური ინგრედიენტები: ლაქტოზის მონიჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი და რკინის ყვითელი ოქსიდი.

პაციენტისთვის განკუთვნილი ინფორმაცია დამტკიცებულია აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ.

მწარმოებელი:

სტრაიდ შასუნ ლიმიტედ

ბენგალური-560076, ინდოეთი

დისტრიბუტორი:

სტრაიდ ფარმა ინკ.

აღმოსავლეთ ბრუნსვიკი, NJ 08816

რევიზია: 09/2016.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა