პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
იმუნოსუპრესანტები

პანგრაფი

PanGraf

რეცეპტით0,5მგინსტრუქცია ქართულადინდოეთი
რისთვის გამოიყენება

პანგრაფი ნაჩვენებია ღვიძლის, თირკმლის ან გულის ალოტრანსპლანტანტების რეციპიენტებში ტრანსპლანტატის მოცილების პრევენციისათვის. ალოტრანსპლანტატის მოცილების მკურნალობა, რომელიც რეზისტენტულია სხვა იმუნოსუპრესორული სამკურნალო პროდუქტების მიმართ.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტაკროლიმუსი (tacrolimus)
ფორმა და შეფუთვა
0,5მგ მყარი კაფსულა №60 (6X10)
მწარმოებელი
Panacea Biotec Pharma Limited, ინდოეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
იმუნოსუპრესანტები, კალცინეურინის ინჰიბიტორები
ATC კოდი
L04AD02
რეგისტრაციის ნომერი
რ-042589
რეგისტრირებულია
26 დეკემბერი 2024, მოქმედებს 26 დეკემბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Panacea Biotec Pharma Limited (ინდოეთი)
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაპანგრაფი და სხვა წამალი ერთად

პანგრაფი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პანგრაფი ნაჩვენებია ღვიძლის, თირკმლის ან გულის ალოტრანსპლანტანტების რეციპიენტებში ტრანსპლანტატის მოცილების პრევენციისათვის. ალოტრანსპლანტატის მოცილების მკურნალობა, რომელიც რეზისტენტულია სხვა იმუნოსუპრესორული სამკურნალო პროდუქტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება

პანგრაფის თერაპია მოიცავს ფრთხილ მონიტორინგს შესაბამისი კვალიფიკაციის და აღჭურვილობის მქონე პერსონალის მიერ. სამკურნალო პროდუქტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ექიმის რეცეპტით და იმუნოსუპრესორული თერაპიის ცვლილება იწყება მხოლოდ იმუნოსუპრესორული მკურნალობისა და გადანერგილი პაციენტების მართვის გამოცდილების მქონე ექიმების მიერ.

უნებლიე, არაწინასწარგანზრახული ან მეთვალყურეობის გარეშე გადასვლა მყისიერ ან გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მქონე ტაკროლიმუსის ფარმაცევტულ ფორმებზე არ არის უსაფრთხო. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები, მათ შორის ტრანსპლანტატის მოცილება ან სხვა გვერდითი ეფექტი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ტაკროლიმუსის ზემოქმედებით ან ჭარბი ზემოქმედებით. პაციენტები უნდა დარჩნენ ტაკროლიმუსის ერთ ფორმულაზე, რომელიც შეესაბამება დღიურ დოზირების რეჟიმს; ფორმულის ან რეჟიმის ცვლილება უნდა მოხდეს მხოლოდ ტრანსპლანტოლოგის მკაცრი მეთვალყურეობით. რომელიმე ალტერნატიულ ფორმულაზე გადასვლის შემდეგ საჭიროა მედიკამენტის თერაპიული მონიტორინგი და დოზის კორექცია, რათა შენარჩუნდეს ტაკროლიმუსის სისტემური ექსპოზიცია.

რეკომენდებულია, რომ დღიური პერორალური დოზა მიღებულ იქნეს ორ გაყოფილ დოზად (მაგ.: დილით და საღამოს). კაფსულები მიღებულ უნდა იქნეს ბლისტერიდან ამოღებისთანავე. პაციენტებს უნდა მიეცეთ გაფრთხილება, რომ არ გადაყლაპონ დესიკანტი. კაფსულები უნდა გადაიყლაპოს სითხესთან (უმჯობესია წყალთან ერთად).

კაფსულები მიღებულ უნდა იქნეს მშიერ კუჭზე ან არაუმცირეს 1 საათით ადრე ან 2-3 საათის შემდეგ ჭამიდან, რათა მიღწეულ იქნეს მაქსიმალური შეწოვა.

დოზირების ხანგრძლივობა

ტრანსპლანტატის მოცილების დასათრგუნად უნდა შენარჩუნდეს იმუნოსუპრესია. შესაბამისად, პერორალური თერაპიის ხანგრძლივობა არ უნდა შემოიფარგლოს.

დოზირების რეკომენდაციები - ღვიძლის ტრანსპლანტაცია

ტრანსპლანტატის მოცილების პრევენცია - მოზრდილები

ტაკროლიმუსის პერორალური თერაპია უნდა დაიწყოს 0.10-0.20 მგ/კგ/დღე, რომელიც მიიღება ორ გაყოფილ დოზად (დილით და საღამოს). მიღება უნდა დაიწყოს ოპერაციის დამთავრებიდან დაახლოებით 12 საათში.

თუ დოზის მიღება შეუძლებელია პერორალურად, პაციენტის კლინიკური მდგომარეობის გამო, უნდა დაიწყოს ინტრავენური თერაპია 0.01-0.05 მგ/კგ/დღე 24-საათიანი უწყვეტი ინფუზიის სახით.

ტრანსპლანტატის მოცილების პრევენცია - ბავშვები

საწყისი პერორალური დოზა 0.30 მგ/კგ/დღე მიიღება ორ გაყოფილ დოზად (დილით და საღამოს). თუ დოზის მიღება შეუძლებელია პერორალურად, პაციენტის კლინიკური მდგომარეობის გამო, უნდა დაიწყოს ინტრავენური თერაპია 0.05 მგ/კგ/დღე 24-საათიანი უწყვეტი ინფუზიის სახით.

მოზრდილებსა და ბავშვებში დოზის კორექცია გადანერგვის შემდგომ პერიოდში

ტაკროლიმუსის დოზა ჩვეულებრივ ქვეითდება გადანერგვის შემდგომ პერიოდში. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია თამხლები იმუნოსუპრესორული თერაპიის მოხსნა და ტაკრილიმუსის მონოთერაპიის დატოვება. გადანერგვის შემდგომ პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებამ შეიძლება შეცვალოს ტაკროლიმუსის ფარმაკოკინეტიკა და საჭირო გახდეს დოზის შემდგომი კორექცია.

მოცილების თერაპია - მოზრდილები და ბავშვები

ტაკროლიმუსის გაზრდილი დოზები, კორტიკოსტეროიდების თანმხლები თერაპია და მონო-/პოლიკლონური ანტისხეულების ხანმოკლე კურსები - ყველა გამოიყენება მოცილების ეპიზოდების სამკურნალოდ. თუ აღინიშნება ტოქსიკურობის ნიშნები (მაგ.: გამოხატული გვერდითი რეაქციები), ტაკროლიმუსის დოზა შეიძლება დაქვეითდეს.

ტაკროლიმუსზე გადასვლისას მკურნალობა უნდა დაწყოს პირველადი იმუნოსუპრესიისათვის რეკომენდებული საწყისი პერორალური დოზებით.

დოზირების რეკომენდაციები - თირკმლის ტრანსპლანტაცია

ტაკრიმუსის პერორალური თერაპია უნდა დაიწყოს 0.20-0.30 მგ/კგ/დღე, რომელიც მიიღება ორ გაყოფილ დოზად (დილით და საღამოს). მიღება უნდა დაიწყოს ოპერაციის დამთავრებიდან დაახლოებით 24 საათში.

თუ დოზის მიღება შეუძლებელია პერორალურად, პაციენტის კლინიკური მდგომარეობის გამო, უნდა დაიწყოს ინტრავენური თერაპია 0.05-0.10 მგ/კგ/დღე 24-საათიანი უწყვეტი ინფუზიის სახით.

საწყისი პერორალური დოზა 0.30 მგ/კგ/დღე მიიღება ორ გაყოფილ დოზად (დილით და საღამოს). თუ დოზის მიღება შეუძლებელია პერორალურად, პაციენტის კლინიკური მდგომარეობის გამო, უნდა დაიწყოს ინტრავენური თერაპია 0.075 -0.100 მგ/კგ/დღე 24-საათიანი უწყვეტი ინფუზიის სახით.

ტაკროლიმუსის დოზები ჩვეულებრივ ქვეითდება გადანერგვის შემდგომ პერიოდში. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია თამხლები იმუნოსუპრესორული თერაპიის მოხსნა და ტაკროლიმუსზე დაფუძნებული დუალური თერაპიის დატოვება. გადანერგვის შემდგომ პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებამ შეიძლება შეცვალოს ტაკროლიმუსის ფარმაკოკინეტიკა და შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემდგომი კორექცია.

დოზირების რეკომენდაციები - გულის ტრანსპლანტაცია

ტაკროლიმუსი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანტისხეულის დაწყებასთან ერთად (რაც საშუალებას იძლევა დაყოვნდეს ტაკროლიმუსით თერაპია) ან ალტერნატიულად კლინიკურად სტაბილურ პაციენტებში ანტისხეულის ინდუქციის გარეშე.

ანტისხეულის ინდუქციის შემდეგ ტაკროლიმუსის პერორალური თერაპია უნდა დაიწყოს 0.075 მგ/კგ/დღე დოზით, რომელიც მიიღება ორ გაყოფილ დოზად (დილით და საღამოს). მიღება უნდა დაიწყოს ოპერაციის დამთავრებიდან 5 დღეში, როგორც კი სტაბილიზდება პაციენტის კლინიკური მდგომარეობა. თუ დოზის მიღება შეუძლებელია პერორალურად, პაციენტის კლინიკური მდგომარეობის გამო, უნდა დაიწყოს ინტრავენური თერაპია 0.01-0.02 მგ/კგ/დღე 24-საათიანი უწყვეტი ინფუზიის სახით.

გამოქვეყნდა ალტერნატიული სტრატეგია, სადაც პერორალური ტაკროლიმუსი მიღებულ იქნა გადანერგვის შემდეგ 12 საათში. ეს მიდგომა გამოყენებულ იქნა ორგანოს დისფუნქციის (მაგ.: თირკმლის დისფუნციის) არმქონე პაციენტებში. ამ შემთხვევაში პერორალური ტაკროლიმუსის საწყისი დოზა 2-4 მგ დღეში გამოყენებულ იქნა მიკოფენოლატის მოფეტილთან და კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციაში ან სიროლიმუსთან და კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციაში.

ტაკროლიმუსი გამოყენებულ იქნა ანტისხეულის ინდუქციასთან ერთად ან მის გარეშე გულის გადანერგვისას პედიატრიულ პაციენტებში.

ანტისხეულის ინდუქციის გარეშე, თუ ტაკროლიმუსით თერაპია იწყება ინტრავენურად, რეკომენდებული საწყისი დოზაა 0.03-0.05 მგ/კგ/დღე უწყვეტი 24-საათიანი ინფუქციის სახით, რათა მიღწეულ იქნეს ტაკროლიმუსის სამიზნე კონცენტრაცია სისხლში 15-25 ნგ/მლ. პაციენტები უნდა გადავიდნენ პერორალურ თერაპიაზე, როგორც კი გახდება კლინიკურად შესაძლებელი. პირველი პერორალური დოზა 0.30 მგ/კგ/დღე იწყება ინტრვენური თერაპიის შეწყვეტიდან 8-12 საათში.

ანტისხეულის ინდუქციის შემდეგ, თუ ტაკროლიმუსის თერაპია იწყება პერორალურად, რეკომენდებული საწყისი დოზაა 0.10-0.30 მგ/კგ/დღე, რომელიც მიიღება ორ გაყოფილ დოზად (დილით და საღამოს).

ტაკროლიმუსის დოზები ჩვეულებრივ ქვეითდება გადანერგვის შემდგომ პერიოდში. გადანერგვის შემდგომ პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებამ შეიძლება შეცვალოს ტაკროლიმუსის ფარმაკოკინეტიკა და საჭირო გახდეს დოზის შემდგომი კორექცია.

ტაკროლიმუსის გაზრდილი დოზები, კორტიკოსტეროიდების თანმხლები თერაპია და მონო-/პოლიკლონური ანტისხეულების ხანმოკლე კურსები - ყველა გამოიყენება მოცილების ეპიზოდების სამკურნალოდ.

მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც გადავიდნენ ტაკროლიმუსზე, საწყისი პერორალური დოზა 0.15 მგ/კგ/დღე უნდა იქნეს მიღებული ორ გაყოფილ დოზად (დილით და საღამოს).

პედიატრიულ პაციენტებში, რომლებიც გადავიდნენ ტაკროლიმუსზე, საწყისი პერორალური დოზა 0.20-0.30 მგ/კგ/დღე უნდა იქნეს მიღებული ორ გაყოფილ დოზად (დილით და საღამოს).

დოზირების რეკომენდაციები - მოცილების თერაპია, სხვა ალოტრანსპლანტანტები

დოზირების რეკომენდაციები ფილტვის, პანკრეასის და ნაწლავის ტანსპლანტაციისათვის დაფუძნებულია შეზღუდული, პროსპექტული კლინიკური კვლევების მონაცემებზე. ფილტვის გადანერგილ პაციენტებში ტაკროლიმუსი გამოყენებულ იქნა საწყისი პერორალური დოზით 0.10-0.15 მგ/კგ/დღე, პანკრეასის გადანერგილ პაციენტებში - საწყისი პერორალური დოზით 0.2 მგ/კგ/დღე და ნაწლავის გადანერგილ პაციენტებში - საწყისი პერორალური დოზით 0.3 მგ/კგ/დღე

დოზის კორექცია პაციენტების სპეციფიკურ პოპულაციებში

ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტები

დოზის შემცირება შეიძლება საჭირო გახდეს ღვიძლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში, რათა შენარჩუნებულ იქნეს სისხლში უმცირესი დონეები რეკომენდებულ სამიზნე ინტერვალში.

თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტები

რადგან ტაკროლიმუსის ფარმაკოკინეტიკაზე არ ახდენს გავლენას თირკმლის ფუნქცია, არ არის საჭირო დოზის კორექცია. თუმცა, ტაკროლიმუსის ნეფროტოქსიკური პოტენციალის გამო რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის ფრთხილი მონიტორინგი (მოიცავს შრატში კრეატინინის კონცენტრაციას, კრეატინინის კლირენსის გამოთვლას და შარდის გამოყოფის მონიტორინგს).

პედიატრიული პაციენტები

ზოგადად, პედიატრიული პაციენტები საჭიროებენ 1,5 -2-ჯერ უფრო მაღალ დოზებს, ვიდრე მოზრდილები, სისხლში ანალოგიური დონეების მისაღწევად.

ხანდაზმული პაციენტები

ამჟამად არ არის მტკიცებულება ხელმისაწვდომი, რომ საჭიროა დოზის კორექცია ხანდაზმულ პაციენტებში.

ციკლოსპორინიდან გადმოსვლა

სიფრთხილეა საჭირო, როცა პაციენტები გადადიან ციკოსპორინიდან ტაკროლიმუსით თერაპიაზე. ტაკროლიმუსით თერაპია უნდა დაიწყოს ციკლოსპორინის სისხლში კონცენტრაციის და პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით. დოზირება უნდა დაყოვნდეს, თუ სისხლში მაღალია ციკლოსპორინის დონე. პრაქტიკაში ტაკროლიმუსით თერაპია დაიწყო ციკლოსპორინის შეწყვეტიდან 12-24 საათში. სისხლში ციკლოსპორინის დონის მონიტორინგი უნდა გაგრძელდეს თერაპიის შეცვლის შემდეგ, რადგან ციკლოსპორინის კლირენსზე შეიძლება მოხდეს გავლენა.

სისხლში უმცირესი სამიზნე კონცენტრაციის რეკომენდაციები

დოზირება ძირითადად დაფუძნებული უნდა იყოს მოცილების და ამტანობის კლინიკურ შეფასებაზე თითოეულ ინდივიდუალურ პაციენტში.

ოპტიმალური დოზის მიღწევაში დასახმარებლად ხელმისაწვდომია სხვადასხვა იმუნოანალიზი ტაკროლიმუსის კონცენტრაციის განსაზღვრისათვის სისხლში, რომელიც მოიცავს ნახევრადავტომატურ მიკრონაწილაკოვან ფერმენტულ იმუნოანალიზს (MEIA). გამოქვეეყნებულ ლიტერატურაში კონცენტრაციების შედარებები ინდივიდუალურ სიდიდეებთან კლინიკურ პრაქტიკაში უნდა შეფასდეს სიფრთხილით და გამოყენებული ანალიზების მეთოდების ცოდნით. მიმდინარე კლინიკურ პრაქტიკაში სისხლში დონეების მონიტორინგი ხორციელდება იმუნოანალიზური მეთოდებით.

სისხლში ტაკროლიმუსის უმცირესი დონეების მონიტორინგი უნდა მოხდეს გადანერგვის შემდგომ პერიოდში. პერორალური დოზის მიღებისას სისხლში უმცირესი დონე უნდა განისაზღვროს დოზის მიღებიდან 12 საათღი, ზუსტად შემდეგი დოზის მიღებამდე. სისხლში დონეების მონიტორინგის სიხშირე დაფუძნებული უნდა იყოს კლინიკურ საჭიროებაზე. რადგან ტაკროლიმუსი არის სამკურნალო პროდუქტი დაბალი კლირენსით, დოზირების რეჟიმის კორექციამ, შეიძლება მოითხოვოს რამდენიმე დღე, სანამ სისხლში დონეების ცვლილება გახდება თვალსაჩინო. სისხლში უმცირესი დონეების მონიტორინგი უნდა მოხდეს დაახლოებით კვირაში ორჯერ გადანერგვის შემდგომ ადრეულ პერიოდში და შემდეგ პერიოდულად შემანარჩუნებელი თერაპიის დროს. სისხლში ტაკროლიმუსის უმცირესი დონეების მონიტორინგი უნდა მოხდეს დოზის კორექციის შემდეგ, იმუნოსუპრესორულ სქემაში ცვლილებების შემდეგ ან იმ ნივთიერებების მიღების შემდეგ, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ ტაკროლიმუსის სისხლში კონცენტრაციები.

კლინიკური კვლევის ანალიზი მიუთითებს, რომ პაციენტების უმეტესობის წარმატებით მართვა ხდება, თუ ტაკროლიმუსის უმცირესი დონე სისხლში ნარჩუნდება 20 ნგ/მლ-ის ქვემოთ. აუცილებელია მხედველობაში იქნეს მიღებული პაციენტის კლინიკური მდგომარეობა, როცა ხდება სისხლში დონეების ინტერპრეტაცია.

კლინიკურ პრაქტიკაში სისხლში უმცირესი დონეები ძირითადად იყო 5-20 ნგ/მლ-ის ფარგლებში ღვიძლის ტრანსპლანტანტის რეციპიენტებში და 10-20 ნგ/მლ თირკმლის და გულის გადანერგილ პაციენტებში გადანერგვის შემდგომ ადრეულ პერიოდში. შესაბამისად, შემანარჩუნებელი თერაპიის დროს სისხლში კონცენტრაციები ძირითადად იყო 5-15 ნგ/მლ-ის ფარგლებში ღვიძლის, თირკმლის და გულის გადანერგილ რეციპიენტებში.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ტაკროლიმუსის ან სხვა რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ჰიპერმგრძნობელობა მაკროლიდების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

გადანერგვის შემდგომ საწყის პერიოდში უნდა მოხდეს შემდეგი მაჩვენებლების მონიტორინგი რუტინულად: სისხლის წნევა, ეკგ, ნევროლოგიური და მხედველობის სტატუსი, უზმოდ სისლში გლუკოზის დონე, ელექტროლიტების (განსაკუთრებთ) კალიუმის დონე, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის ტესტები, ჰემატოლოგიური პარამეტრები, კოაგულაციის სიდიდეები და პლაზმაში ცილის განსაზღვრა. თუ აღინიშნება კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები, განხილულ უნდა იქნეს იმუნოსუპრესორული რეჟიმის კორექცია.

სისხლში ტაკროლიმუსის დონეები შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს დიარეის დროს, რეკომენდებულია ტაკროლიმუსის კონცენტრაციების ექსტრა მონიტორინგი დიარეის ეპიზოდების დროს.

პარკუჭოვანი ჰიპერტროფია ან ძგიდის ჰიპერტროფია, ე.წ. კარდიომიოპათიები, აღწერილ იქნა იშვიათ შემთხვევებში. შემთხვევების უმეტესობა შექცევადი იყო, ძირითადად განვითარდა ბავშვებში, სადაც ტაკროლიმუსის სისხლში უმცირესი დონე უფრო მაღალი იყო რეკომენდებულ მაქსიმალურ დონესთან შედარებით. სხვა აღწერილი ფაქტორები, რომლებმაც გაზარდეს ამ კლინიკური მდგომარეობის რისკი მოიცავდა ადრე არსებულ გულის დაავადებას, კორტიკოსტეროიდების გამოყენებას, ჰიპერტენზიას, თირკმლის ან ღვიძლის დისფუნქციას, ინფექციებს, ჭარბ სითხეს და შეშუპებას.

შესაბამისად, მაღალი რისკის პაციენტებში, განსაკუთრებით პატარა ბავშვებში და რომლებიც იღებენ მნიშვნელოვან იმუნოსუპრესორულ თერაპიას, საჭიროა მონიტორინგი, როგორიცაა ექოკარდიოგრაფია ან ეკგ გადანერგვამდე და გადანერგვის შემდეგ (მაგ.: დასაწყისში მესამე თვეს და შემდეგ მე- 9-12 თვეს). თუ ვითარდება პათოლოგია, ტაკროლიმუსის დოზის შემცირება ან მკურნალობის შეცვლა სხვა იმუნოსუპრესორული აგენტით უნდა იქნეს განხილული.

სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებსაც დიაგნოსტირებული აქვთ თანდაყოლილი გახანგრძლივებული QT სინდრომი. ტაკროლიმუსმა შეიძლება გაახანგრძლივოს QT ინტერვალი, მაგრამ არ არის საკმარისი მტკიცებულება, რომ იწვევს torsades de pointes-ს.

ძლიერ CYP3A4 ინჰიბიტორებთან (მაგ.: ტელაპრევირი, ბოცეპრევირი, რიტონავირი, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, კლარითრომიცინი) და ძლიერ ინდუქტორებთან (როგორიცაა: რიფამპინი, რიფაბუტინი) ერთად მიღება არ არის რეკომენდებული ტაკროლიმუსის დოზის კორექციის გარეშე და ტაკროლიმუსის სისხლში უმცირესი კონცენტრაციების და ტაკროლიმუსთან ასოცირებული გვერდითი რეაქციების გულდასმითი მონიტორინგის გარეშე. როცა ტაკროლიმუსი ინიშნება CYP3A4-ის სხვა სუნსტრატებთან და/ან ინჰიბიტორებთან ერთად, რომლებსაც ასევე აქვთ QT ინტერვალის გახანგრძლივების პოტენციალი, რეკომენდებულია ტაკროლიმუსის დოზის შემცირება, ტაკროლიმუსის სისხლში კონცენტრაციის და QT ინტერვალის გახანგრძლივების მონიტორინგი. ტაკროლიმუსის ამიოდარონთან ერთად გამოყენებისას აღწერილ იქნა ტაკროლიმუსის კონცენტრაციის გაზრდა სისხლში QT ინტერვალის გახანგრძლივებასთან ერთად ან მის გარეშე.

ტაკროლიმუსით ნამკურნალებ პაციენტებში აღწერილ იქნა EBV-ასოცირებული ლიმფოპროლიფერაციული დარღვევები. პაციენტებს, რომლებიც გადავიდნენ ტაკროლიმუსით თერაპიაზე არ უნდა ჩაუტარდეთ ერთდროულად ანტილიმფოციტური მკურნალობა. ძალიან პატარა (<2 წელი), EBV-VCA-ნეგატიურ ბავშვებში აღწერილ იქნა ლიმფოპროლიფერაციული დარღვევების განვითარების გაზრდილი რისკი. ამიტომ, პაციენტების ამ ჯგუფში EBV-VCA-სეროლოგია უნდა განისაზღვროს ტაკროლიმუსით მკურნალობის დაწყებამდე. მკურნალობის დროს რეკომენდებული EBV-PCR-ით ფრთხილი მონიტორინგი. დადებითი EBV-PCR შეიძლება აღინიშნოს თვეების განმავლობაში და არ მიუთითებს ლიმფოპროლიფერაციულ დაავადებაზე ან ლიმფომაზე.

პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ტაკროლიმუსით, აღწერილ იქნა უკანა შექცევადი ენცეფალოპათიური სინდრომი (PRES). თუ ტაკროლიმუსის მიმღებ პაციენტებში აღინიშნება სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს PRES-ზე, როგორიცაა თავის ტკივილი, ფსიქიკური სტატუსის შეცვლა, გულყრები და მხედველობის დარღვევები, უნდა ჩატარდეს რადიოლოგიური პროცედურა (როგორიცაა მრტ). თუ დიაგნოსტირებულ იქნა PRES, რეკომენდებულია სისხლის წნევის ადეკვატური მონიტორინგი და სისტემური ტაკროლიმუსის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. უმეტესობა პაციენტები სრულად ჯანმრთელდება მიღებული შესაბამისი ზომების შემდეგ.

პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ იმუნოსუპრესანტებით, მათ შორის ტაკროლიმუსით, არიან ოპორტუნისტული ინფექციების (ბაქტერიული, სოკოვანი, ვირუსული და პროტოზოული) გაზრდილი რისკის ქვეშ. ამ მდგომარეობებს შორის არის BK ვირუსი, რომელიც ასოცირებულია ნეფროპათიასთან და JC ვირუსი, რომელიც ასოცირებულია პროგრესირებად მულტიფოკალურ ლეიკოენცეფალოპათიასთან (პმლ). ეს ინფექციები ხშირად დაკავშირებულია მაღალ მთლიან იმუნოსუპრესორულ დატვირთვასთან და შეიძლება გამოიწვიოს სეროზული ან ფატალური მდგომარეობები, რაც ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ თირკმლის ფუნქციის გაუარესების ან ნევროლოგიური სიმპტომების მქონე პაციენტებში.

პაციენტები, რომლებიც იღებდნენ იმუნოსუპრესანტებს, ტაკროლიმუსის ჩათვლით, არიან CMV ვირემიის და CMV დაავადების გაზრდილი რისკის ქვეშ. ციტომეგალოვირუსული დაავადების რისკი ყველაზე მაღალია ტრანსპლანტატის CMV სერონეგატიურ რეციპიენტებში გადანერგვის დროს, რომელთაც მიიღეს ტრანსპლანტანტი CMV სეროდადებითი დონორიდან. არსებობს თერაპიული მიდგომები CMV დაავადების შესაზღუდად და საჭიროა რუტინულად განხორციელება. პაციენტების მონიტორინგმა შეიძლება ხელი შეუწყოს პაციენტების აღმოჩენას, რომლებიც არიან CMV დაავადების რისკის ქვეშ. განხილულ უნდა იქნეს იმუნოსუპრესიის რაოდენობის შემცირება პაციენტებში, რომლებსაც განუვითარდათ CMV ვირემია და/ან CMV დაავადება.

ერითროციტების ჭეშმარიტი აპლაზიის (PRCA) შემთხვევები აღწერილ იქნა ტაკროლიმუსის მიმღებ პაციენტებში.

ჰიპერკალიემია აღწრილ იქნა ტაკროლიმუსის გამოყენებისას. საჭიროა შრატში კალიუმის დონეების მონიტორინგი. გულდასით განხილვაა საჭირო სხვა აგენტების მიღებამდე, რომლებიც ასევე დაკავშირებულია ჰიპერკალიემიასთან (მაგ.: კალიუმის დამზოგველი დიურეტიკები, აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები) ტაკროლიმუსით თერაპიის დროს.

მცენარეული პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ კრაზანას, (Hypericum perforatum) ან სხვა მცენარეული პრეპარაები თავიდან უნდა იქნეს აცილებული ტაკროლიმუსის მიღებისას, ურთიერთქმედების რისკის გამო, რაც იწვევს სისხლში ტაკროლიმუსის კონცენტრაციის დაქვეითებას და ტაკროლიმუსის კლინიკური ეფექტის შემცირებას.

ციკლოსპორინის და ტაკროლიმუსის კომბინირებული მიღება თავიდან უნდა იქნეს აცილებული და საჭიროა სიფრთხილე ტაკროლიმუსის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებიც ადრე იღებდნენ ციკლოსპორინს.

ტაკროლიმუსის სიროლიმუსთან ერთად მიღების უსაფრთხოება და ეფექტიანობა არ არის დადგენილი თიკრმლის გადანერგილ პაციენტებში. სიროლიმუსის გამოყენება ტაკროლიმუსთან ერთად ღვიძლის გადანერგილ პაციენტებში დაკავშირებული იყო სიკვდილიანობასთან, ტრანსპლანტატის მოცილებასთან და ღვიძლის არტერიის თრომბოზთან და არ არის რეკომენდებული. სიროლიმუსის გამოყენება (2 მგ დღეში) ტაკროლიმუსთან ერთად გულის გადანერგილ პაციენტებში დაკავშირებული იყო თირკმლის ფუნქციის დაზიანების გაზრდილ რისკთან, ჭრილობის შეხორცების გართულებებთან და ინსულინდამოკიდებულ გადანერგვის შემდგომ შაქრიან დიაბეტთან და არ არის რეკომენდებული.

ტაკროლიმუსმა გამოიწვია შაქრიანი დიაბეტი თირკმლის, ღვიძლის და გულის გადანერგვის კლინიკურ კვლევებში. გადანერგვის შემდგომ დიაბეტის განვითარება შეიძლება შექცევადი იყოს ზოგიერთ პაციენტში. შავკანიანი და ესპანური წარმომავლობის თირკმელგადანერგილი პაციენტები არიან გაზრილი რისკის ქვეშ. სისხლში გლუკოზის კონცენტრაციების მონიტორინგი უნდა მოხდეს გულდასმით ტაკროლიმუსის გამოყენებისას.

ჰიპერტენზია არის ტაკროლიმუსის თერაპიის ხშირი გვერდითი მოვლენა და საჭიროებს ანტიჰიპერტენზიულ თერაპიას. სისხლის წნევის კონტროლს თან უნდა ახლდეს ანტიჰიპერტენზიული აგენტების მიღება, თუმცა ყურადღება უნდა მიექცეს ისეთი ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების გამოყენებას, რომლებიც დაკავშირებულია ჰიპერკალიემიასთან (როგორიცაა: კალიუმის შემნახველი დიურეტიკები, აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკატორები). კალციუმის არხების ბლოკატორებმა შეიძლება გაზარდონ ტაკროლიმუსის სისხლში კონცენტრაციები და ამიტომ საჭიროა ტაკროლიმუსის დოზის შემცირება.

სხვა კალცინევრინის ინჰიბიტორების მსგავსად, ტაკროლიმუსმა შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ან ქრონიკული ნეფროტოქსიკურობა, განსაკუთრებით მაღალი დოზებით გამოყენებისას. მწვავე ნეფრტოქსიკურობა ყველაზე ხშირად დაკავშირებულია აფერენტული თირკმლის არტერიოლის ვაზოკონსტრიქციასთან, რაც ხასიათდება შრატში კრეატინინის მომატებით, ჰიპერკალიემიით და/ან შარდის გამოყოფის შემცირებით, და როგორც წესი, შექცევადია. კალცინევრინის ინჰიბიტორებით გამოწვეული ქრონიკული ნეფროტოქსიკურობა დაკავშირებულია შრატში კრეატინინის დონის გაზრდასთან, თირკმლის ტრანსპლანტანტის სწრაფ მოცილებასთან და თირკმლის ბიოპტატში დამახასიათებელ ჰისტოლოგიურ ცვლილებებთან. კალცინევრინის ინჰიბიტორებით გამოწვეული ქრონიკული ნეფროტოქსიკურობა როგორც წესი პროგრესირებადია. საჭიროა თირკმლის დაზიანებული ფუნქციის მქონე პაციენტების გულდასმით მონიტორინგი, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს ტაკროლიმუსის დოზის შემცირება. პაციენტებში, რომლებშიც მუდმივად მომატებულია შრატში კრეატინინის დონე და არ ემორჩილებიან დოზის კორექციას, განხილულ უნდა იქნეს სხვა იმუნოსუპრესორულ თერაპიაზე გადასვლა.

ყველა პაციენტში აღინიშნა PRCA-ის რისკფაქტორები, როგორიცაა B19 ინფექცია, თანხმლები დაავადება ან PRCA-სთან სოცირებული თანმხლები მედიკამენტები.

პაციენტები, რომლებიც იღებენ იმუნოსუპრესანტებს, მათ შორის ტაკროლიმუსს, არიან ლიმფომების და სხვა ავთვისებიანი სიმსივნეების, ძირითად კანის, განვითარების გაზრდილი რისკის ქვეშ. მზის და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება უნდა იყოს შეზღუდული დამცავი ტანსაცმლის და მზის სხივებისაგან დამცავი კრემის, დაცვის მაღალი ფაქტორით, გამოყენებით.

რადგან პანგრაფი შეიცავს ლაქტოზას, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო გალაქტოზის აუტანლობის, ლაქტაზის დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის იშვიათი მემკკვიდრული პრობლემების მქონე პაციენტებში.

სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

მეტაბოლური ურთიერთქმედება

სისტემურად ხელმისაწვდომი ტაკროლიმუსი მეტაბოლიზდება ღვიძლის CYP3A4--ით. ასევე არის გასტროინტესტინური მეტაბოლიზმის მონაცემები ნაწლავის კედელში CYP3A4--ით. სამკურნალო პროდუქტების ან მცენარეული პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ, რომლებიც ცნობილია, რომ აინჰიბირებენ ან აძლიერებენ CYP3A4--ს, შეიძლება გავლენა მოახდინოს ტაკროლიმუსის მეტაბოლიზმზე და ამით გაზარდოს ან შეამციროს მისი დონე სისხლში. ამიტომ რეკომენდებულია ტაკროლიმუსის სისხლში დონის მონიტორინგი, როცა ერთდროულად გამოიყენება მედიკამენტები, რომლებსაც აქვთ პოტენციალი შეცვალონ CYP3A4--ის მეტაბოლიზმი, და ტაკროლიმუსის დონის კორექცია მოხდეს შესაბამისად, რათა შენარჩუნდეს ტაკროლიმუსის მსგავსი ექსპოზიცია.

მეტაბოლიზმის ინჰიბიტორები

ქვემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებებმა კლინიკურად აჩვენა, რომ ზრდიან სისხლში ტაკროლიმუსის დონეს:

ძლიერი ურთიერთქმედება აღწერილ იქნა სოკოს საწინააღმდეგო აგენტებთან, როგორიცაა: კეტოკონაზოლი, ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი და ვორიკონაზოლი, მაკროლიდურ ანტიბიოტიკთან ერითრომიცინთან ან აივ პროტეაზას ინჰიბიტორებთან (მაგ.: რიტონავირი). ამ ნივთიერებების ერთდორული გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს ტაკროლიმუსის დოზის შემცირება თითქმის ყველა პაციენტში.

სუსტი ურთიერთქმედება აღწერილ იქნა კლოტრიმაზოლთან, კლარითრომიცინთან, ჯოსამიცინთან, ნიფედიპინთან, ნიკარდიპინთან, დილტიაზემთან, ვერაპამილთან, დანაზოლთან, ეთინილესტრადიოლთან, ომეპრაზოლთან და ნეფაზოდონთან.

ქვემოთ ჩამოთვლილმა ნივთიერებემა ინ ვიტრო აჩვენა ტაკროლიმუსის მეტაბოლიზმის პოტენციური ინჰიბიცია: ბრომოკრიპტინი, კორტიზონი, დაპსონი, ერგოტამინი, გესტოდენი, ლიდოკაინი, მეფენიტოინი, მიკონაზოლი, მიდაზოლამი, ნილვადიპინი, მორეთისტერონი, ქინიდინი, ტამოქსიფენი, ტროლეანდომიცინი.

გრეიფრუტის წვენმა გზარდა ტაკროლიმუსის დონე სისხლში და ამიტომ არ უნდა იქნეს მიღებული.

ლანსოპრაზოლი და ციკლოსპორინი პოტენციურად თრგუნავენ ტაკროლიმუსის CYP3A4--ით მეტაბოლიზმს და ამიტომ ზრდიან ტაკროლიმუსის სისხლში კონცენტრაციებს.

მეტაბოლიზმის ინდუქტორები

ქვემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებებმა კლინიკურად აჩვენა, რომ აქვეითებენ სისხლში ტაკროლიმუსის დონეს:

ძლიერი ურთიერთქმედება აღწერილ იქნა რიფამპიცინთან, ფენიტოინთან ან კრაზანასთან (Hypericum prforatum), რამაც შეიძლება საჭირო გახადოს ტაკროლიმუსის დოზის მომატება თითქმის ყველა პაციენტში. კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები ასევე აღწერილ იქნა ფენობარბიტალთან. კორტიკოსტეროიდების შემანარჩუნებელმა დოზებმა ასევე აჩვენა ტაკროლიმუსის დონის დაქვეითება სისხლში.

პრედნიზოლონის ან მეთილპრედნიზოლონის მაღალმა დოზებმა, რომლებიც გამოიეყენება მწვავე მოცილების დროს, ასევე შეიძლება გაზარდონ ან შეამცირონ ტაკროლიმუსის დონე სისხლში.

კარბამაზეპინს, მეტამიზოლს და იზონიაზიდს აქვთ პოტენციალი შეამცირონ ტაკროლიმუსის კონცენტრაციები.

ტაკროლიმუსის ეფექტი სხვა სამკურნალო პროდუქტების მეტაბოლიზმზე

ტაკროლიმუსი არის CYP3A4--ის ინჰიბიტორი, ამიტომ ტაკროლიმუსის ერთდროულმა გამოყენებამ მედიკამენტებთან, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP3A4--ით, შეიძლება გავლენა იქონიოს ამ მედიკამენტების მეტაბოლიზმზე.

ციკლოსპორინის ნახევარდაშლის პერიოდი ხანგრძლივდება ტაკროლიმუსის ერთდროული მირებისას. გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს სინერგისტული/დაჯამებითი ნეფროტოქსიკური ეფექტი. ამიტომ ციკლოსპორინის და ტაკროლიმუსის კომბინაცია არ არის რეკომენდებული და სიფრთხილეა საჭიროა ტაკროლიმუსის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებიც ადრე იღებდნენ ციკლოსპორინს.

ტაკროლიმუსმა გაზარდა სისხლში ფენიტოინის დონე.

რადგან ტაკროლიმუსს შეუძლია დააქვეითოს სტეროიდების ბაზაზე კონტრაცეპტივების კლირენსი, რაც იწვევს ჰორმონის გაზრდილ ზემოქმედებას, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭიროა ჩასახვის საწინააღმდეგო ზომების მიღებისას.

მცირე რაოდენობით მონაცემებია ტაკროლიმუსის და სტატინების ურთიერთქმედების შესახებ. ხელმისაწვდომი მონაცემები მიუთითებს რომ სტატინების ფარმაკოკინეტიკა დიდად არ იცვლება ტაკროლიმუსის ერთდროული მიღებისას.

ცხოველებზე მონაცემებმა აჩვენა, რომ ტაკროლიმუსი პოტენციურად აქვეითებს ფენობარბიტალის და ფენაზონის კლირენსს და ზრდის მათ ნახევარდაშლის პერიოდებს.

სხვა ურთიიერთქმედებები, რომლებიც იწვევნ კლინიკურ ეფექტებს

ტაკროლიმუსის ერთდროულმა გამოყენებამ სამკურნალო პროდუქტებთან, რომლებსაც აქვთ ნეფროტოქსიკური ან ნეიროტოქსიკური ეფექტები, შეიძლება გაზარდოს ეს ეფექტები (მაგ.: ამინოგლიკოზიდები, გირაზის ინჰიბიტორები, ვანკომიცინი, სულფამეთოქსაზოლი+ტრიმეტოპრიმი, არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატები, განციკლოვირი ან ახიკლოვირი).

გაძლიერებული ნეფროტოქსიკურობა აღწერილ იქნა ამფოტერიცინი B-ს და იბუპროფენის ტაკროლიმუსთან ერთად მიღებისას.

რადგან ტაკროლიმუსით მკურნალობა დაკავშირებულია ჰიპერკალიემიასთან ან შეიძლება გაზარდოს არსებული ჰიპერკალიემია, კალიუმის დიდი რაოდენობით ან კალიუმის დამზოგველი დიურეტიკების (როგორიცაა; ამილორიდი, ტრიამტერენი ან სპირინოლაქტონი) მიღება თავიდან უნდა იქნეს აცილებული.

იმუნოსუპრესანტებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ვაქცინაციის მიმართ პასუხზე და ტაკროლიმუსით თერაპიის დროს ვაქცინაცია შეიძლება ნაკლებ ეფექტიანი იყოს. არ უნდა იქნეს გამოყენებული ცოცხალი, ატენუირებული ვაქცინები.

ცილებთან დაკავშირება

ტაკროლიმუსი ძლიერ უკავშირდება პლაზმის ცილებს. შესაძლო ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პროდუქტებთან, რომლებსაც მაღალი აფინურობა აქვთ პლაზმის ცილებთან, უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული (მაგ.: აასპ, პერორალური ანტიკოაგულანტები ან პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები).

ორსულობა და ძუძუთი კვება

ადამიანებზე მონაცემებმა აჩვენა, რომ ტაკროლიმუსი გადის პლაცენტარულ ბარიერს. შეზღუდული რაოდენობით მონაცემებმა ორგანოს ტრანსპლანტატის რეციპიენტებიდან არ აჩვენა გვერდითი მოვლენების გაზრდილი რისკი ორსულობის მიმდინარეობასა და გამოსავალზე ტაკროლიმუსით მკურნალობის დროს სხვა იმუნოსუპრესორულ თერაპიებთან შედარებით. თუმცა, აღწერილ იქნა სპონტანური აბორტის შემთხვევები. დღესდღეობით სხვა ეპიდემიოლოგიური მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი. მკურნალობის საჭიროების გამო ტაკროლიმუსის გამოყენება ორსულ ქალებში განხილულ უნდა იქნეს, როცა არ არის სხვა უსაფრთხო ალტერნატივა და როცა მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკებს ნაყოფისთვის. საშვილოსნოსშიდა ზემოქმედების დროს რეკომენდებულია ახალშობილის მონიტორინგი შესაძლო გვერდით მოვლენებზე (განსაკუთრებით თირკმლის მოვლენებზე). არსებობს ნაადრევი მშობიარობის (37 კვირამდე) რისკი, ისევე როგორც ჰიპერკალიემიის რისკი ახალშობილებში, რომელიც სპონტანურად ნორმალიზდება.

კურდღლებსა და ვირთხებში ტაკროლიმუსმა გამოიწვია ემბრიოფეტალური ტოქსიკურობა დოზებზე, რომლებიც დედისთვის ტოქსიკური იყო. ტაკროლიმუსმა გავლენა იქონია მამრი ვირთხების ფერტილობაზე.

ლაქტაცია

ადამიანებში მონაცემებმა აჩვენა, რომ ტაკროლიმუსი გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ ქალებმა არ უნდა კვებონ ძუძუთი ბავშვი ტაკროლიმუსის მიღების დროს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ტაკროლიმუსმა შეიძლება გამოიწვიოს ვიზუალური და ნევროლოგიური დარღვევები. ეს ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს, თუ ტაკროლიმუსი მიიღება ალკოჰოლთან ერთად.

ქვემოთ ჩამოთვლილი ბევრი გვერდითი რეაქცია შექცევადია და/ან პასუხობს დოზის შემცირებას. პერორალური მიღება დაკავშირებულია წამლის გვერდითი რეაქციების უფრო დაბალ სიხშირესთან ინტრავენურ მიღებასთან შედარებით. წამლის გვერდითი რეაქციები ქვემოთ ჩამოთვლილია მათი სიხშირის დაქვეითებით: ძალიან ხშირი (1/10); ხშირი (1/100, <1/10), არახშირი (1/1,000, <1/100), იშვიათი (1/10,000, <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე).

გულის დარღვევები

ხშირი: კორონარული არტერიის იშემიური დარღვევები, ტაქიკარდია

არახშირი: პარკუჭოვანი არითმია და გულის გაჩერება, გულის უკმარისობა, კარდიომოპათია, პარკუჭოვანი ჰიპერტროფია, სუპრავენტრიკულური არითმიები, თროთოლვა, ეკგ ცვლილებები, გულისცემის სიხშირის და პულსის დარღვევები.

იშვიათი: პერიკარდიული ეფუზია

ძალიან იშვიათი: ექოკარდიოგრამაზე დარღვევები

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ხშირი: ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ლეიკოციტოზი, ერითროციტების ანალიზის ცვლილებები

არახშირი: კოაგულოპათიები, კოაგულაციის და სისხლდენიწ ანალიზების ცვლილებები, პანციტოპენია, ნეიტროპენია

იშვიათი: თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა, ჰიპოპროთრომბინემია

სიხშირე უცნობია: ერითროციტების ჭეშმარიტი აპლაზია, აგრანულოზიტოზი, ჰემოლიზური ანემია

ნერვული სისტემის დარღვევები

ძალიან ხშირი: ტრემორი, თავის ტკივილი

ხშირი: გულყრები, ცნობიერების დარღვევა, პარესთეზია და დიზესთეზია, პერიფერიული ნეიროპათიები, თავბრუსხვევა, წერის უნარის დარღვევა, ნერვული სისტემის დარღვევები

არახშირი: კომა, ცენტრალური ნერვული სისტემის ჰემორაგიები და ინსულტი, პარალიზი და პარეზი, ენცეფალოპათია, მეტყველების დარღვევა, ამნეზია

იშვიათი: ჰიპოტონია

ძალიან იშვიათი: მიასთენია

თვალის დარღვევები

ხშირი: მხედველობის დაბინდვა. ფოტოფობია, თვალის დარღვევები

არახშირი: კატარაქტა

იშვიათი: სიბრმავე

ყურისა და ლაბირინთის სისტემის დარღვევები

ხშირი: ტინიტუსი

არახშირი: ჰიპოაკუზია

იშვიათი: ნეიროსენსორული სიყრუე

ძალიან იშვიათი: სმენის დაზიანება

სუნთქვითი, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები

ხშირი: ქოშინი, ფილტვების პარენქიმული დარღვევები, პლევრალური ეფუზია, ფარინგიტი, ხველა, ცხვირის გაჭედვა და ანთება

არახშირი: სუნთქვის უკმარისობა, სასუნთქი ტრაქტის დარღვევები, ასთმა

იშვიათი: მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი

გასტროინტესტინური დარღვევები

ძალიან ხშირი: დიარეა, გულისრევა

ხშირი: კუჭ-ნაწლავის ანთებითი მდგომარეობები, კუჭ-ნაწლავის წყლულები და პერფორაცია, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, სტომატიტი და წყლულები, ასციტი, ღებინება, კუჭ-ნაწლავის და მუცლის ტკივილები, დისპეფსიის ნიშნები და სიმპტომები, შეკრულობა, მეტეორიზმი, ბოყინი და მუცლის შებერილობა, თხევადი განავალი, გასტროინტესტინური ნიშნები და სიმპტომები

არახშირი: პარალიზური ილეუსი, პერიტონიტი, მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი, სისხლში ამილაზას დონის გაზრდა, გასტროეზოფაგული რეფლუქსი, კუჭის დაცლის დარღვევა

იშვიათი: სუბილეუსი, პანკრეასის ფსევდოცისტა.

თირკმლისა და საშარდე სისტემის დარღვევები

ძალიან ხშირი: თირკმლის დაზიანება

ხშირი: თირკმლის უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ოლიგურია, თირკმლის მილაკოვანი ნეკროზი, ტოქსიკური ნეფროპათია, შარდვის დარღვევები, შარდის ბუშტის და ურეთრალური სიმპტომები

არახშირი: ანურია, ჰემოლიზური ურემიული სინდრომი

ძალიან იშვიათი: ნეფროპათია, ჰემორაგიული ცისტიტი

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ხშირი: ქავილი, გამონაყარი, ალოპეცია, აკნე, გაზრდილი ოფლიანობა

არახშირი: დერმატიტი, ფოტომგრძნობელობა

იშვიათი: ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი)

ძალიან იშვიათი; სტივენს-ჯონსონის სინდრომი

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ხშირი: ართრალგია, კუნთების სპაზმები, ტკივილი კიდურებში, წელის ტკივილი

არახშირი: სახსრების დარღვევები

ენდოკრინული დარღვევები

იშვიათი: ჰირსუტიზმი

მეტაბოლიზმისა და კვებითი დარღვევები

ძალიან ხშირი: ჰიპერგლიკემიური მდგომარეობები, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერკალიემია

ხშირი: ჰიპომაგნემია, ჰიპოფოსფატემია, ჰიპოკალიემია, ჰიპოკალციემია, ჰიპონატრიემია, სითხის შეკავება, ჰიპერურიკემია, მადის დაქვეითება, ანორექსია, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპერლიპიდემია, ჰიპერალდოსტეროლემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ელექტროლიტების სხვა დარღვევები

არახშირი: დეჰიდრატაცია, ჰიპოპროტეინემია, ჰიპერფოსფატემია, ჰიპოგლიკემია

ინფექციები და დასნებოვნება

სხვა ძლიერი იმუნოსუპრესორული აგენტების მსგავსად, პაციენტები, რომლებიც იღებენ ტაკროლიმუსს არიან ინფექციების (ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი, პროტოზოული) გაზრდილი რისკის ქვეშ. არსებული იინფექციების მიმდინარეობა შეიძლება გაუარესდეს. შეიძლება განვითარდეს გენერალიზებული და ლოკალური ინფექციები.

ნეფროპათიასთან ასოცირებული BK ვირუსის, ასევე პროგრესირებად მულტიფოკალურ ლეიკოენცეფალოპათიასთან (პმლ) ასოცირებული JC ვირუსის შემთხვევები აღწერილ იქნა იმუნოსპურესანტების, მათ შორის ტაკროლიმუსის, მიღებისას.

დაზიანება, ინტოქსიკაცია და პროცედურის გართულებები

ხშირი: ტრანსპლანტატის პირველადი დისფუნქცია

აღწერილ იქნა წამლის შეცდომები, მათ შორის არაწინასწარგანზრახული, უნებლიე ან მეთვალყურეობის გარეშე ტაკროლიმუსის მყისიერი ან გახანგრძლივებული ფარმაცევტული ფორმების შეცვლა. აღწერილ იქნა ტრანსპლანტანტის მოცილებასთან დაკავშირებული შემთხვევები (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე).

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუდგენელი ნეოპლაზმები (კისტების და პოლიპების ჩათვლით)

პაციენტები, რომლებიც იტარებენ იმუნოსუპრესორულ თერაპიას არიან ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების გაზრდილი რისკის ქვეშ. როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი ნეოპლაზმების, EBV-ასოცირებული ლიმფოპროლიფერაციული დარღვევების და კანის კიბოს ჩათვლით, აღწერილ იქნა ტაკროლიმუსით მკურნალობისას.

ვასკულარული დარღვევები

ძალიან ხშირი: ჰიპერტენზია

ხშირი: ჰემორაგია, თრომბოემბოლიური და იშემიური მოვლენები, პერიფერიული ვასკულარული დარღვევები, ვასკულარული ჰიპოტენზიური დარღვევები

არახშირი: ინფარქტი, ქვედა კიდურების ღრმა თრომბოზი, შოკი

ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის მდგომარეობები

ხშირი; ასთენიური მდგომარეობები, ფებრილური დარღვევები, შეშუპება, ტკივილი და დისკომფორტი, სისხლში ტუტე ფოსფატაზას გაზრდა, წონის მატება, სხეულის ტემპერატური აღქმის დარღვევა

არახშირი: მულტიორგანული უკმარისობა, გრიპის მსგავსი დაავადება, ტემპერატურის აუტანლობა, მკერდში ზეწოლის შეგრძნება, მოუსვენრობა, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, სისხლში ლაქტატდეჰიდროგენზია მომატება, წონის დაქვეითება

იშვიათი: წყურვილი, დაცემა, მკერდში მოჭერის შეგრნება, მობილობის დაქვეითება, წყლული

ძალიან იშვიათი: ცხიმოვანი ქსოვილის გაზრდა

იმუნური სისტემის დარღვევები

ალერგიული და ანაფილაქტოიდური რეაქციები აღწერილ იქნა ტაკროლიმუსის მიმღებ პაციენტებში.

ჰეპატობილიარული დარღვევები

ხშირი: ღვიძლის ფერმენტების და ფუნქციის დარღვევა, ქოლესტაზი და სიყვითლე, ჰეპატოცელულარული დაზიანება და ჰეპატიტი, ქოლანგიტი

იშვიათი: ღვიძლის არტერიის თრომბოზი, ღვიძლის ვენოოკლუზიური დაავადება

ძალიან იშვიათი: ღვიძლის უკმარისობა, სანაღვლე გზების სტენოზი

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების დარღვევები

არახშირი: დისმენორეა და საშვილოსნოდან სისხლდენა

ფსიქიკური დარღვევები

ძალიან ხშირი: უძილობა

ხშირი: შფოთვითი სიმპტომები, ცნობიერების დაბინდვა და დეზორიენტაცია, დეპრესია, დეპრესიული განწყობა, გუნება-განწყობის დარღვევები და აშლილობა, ღამის კოშმარები, ჰალუცინაციები, ფსიქიკური დარღვევები

არახშირი: ფსიქოზური დარღვევები

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების გამოცდილება შეზღუდულია. აღწერილ იქნა შემთხვევით დოზის გადაჭარბების შემთხვევები. სიმპტომები მოიცავს ტრემორს, თავის ტკივილს, გულისრევას და ღებინებას, ინფექციებს, ჭინჭრის ციებას, ლეთარგიას, შარდოვანას აზოტის დონის მომატებას სისხლში და შრატში კრესტინინის დონის მომატებას, ალანინამინოტრასფერაზის დონის გაზრდას.

ტაკროლიმუსის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. თუ ვითარდება დოზის გადაჭარბება მიღებულ უნდა იქნეს ზოგადი მხარდამჭერი ზომები და ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.

მისი მაღალი მოლეკულური წონის, წყალში ცუდად ხსნადობის და ერითროციტებთან და პლაზმის ცილებთან ექსტენსიური დაკავშირების გამო, არ არის მოსალოდნელი, რომ ტაკროლიმუსი მოსცილდეს დიალიზის გზით. ცალკეულ შემთხვევებში, ძალიან მაღალი პლაზმური დონის დროს, ჰემოოფილტრაცია ან დიაფილტრაცია ეფექტიანი იყო ტოქსიკური კონცენტრაციების შესამცირებლად. პერორალური ინტოქსიკაციის დროს კუჭის ამორეცხვა და/ან ადსორბენტების გამოყენება (როგორიცაა გააქტივებული ნახშირი) შეიძლება სასარგებლო იყოს, თუ გამოიყენება სწრაფად წამლის მიღებიდან.

შემადგენლობა

პანგრაფი 0.5

თითოეული კაფსულა შეიცავს: ტაკროლიმუსი USP 0.5 მგ

დამტკიცებული ფერები გამოიყენება კაფსულის გარსში.

პანგრაფი 1.0

თითოეული კაფსულა შეიცავს: ტაკროლიმუსი USP 1.0 მგ

პანგრაფი 5.0

თითოეული კაფსულა შეიცავს: ტაკროლიმუსი USP 5.0 მგ

შენახვის პირობები

პროდუქტი არ უნდა იქნეს გამოყენებული მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ბადის გასვლის შემდეგ.

შენახვის სიფრთხილის ზომები

ინახება არაუმეტეს 25ºC -ზე. ინახება სინთალისაგან და ნესტისაგან დაცულ ადგილას.

Gგაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

კონტეინერის ფორმა და შემცველობა

პანგრაფი 0.5: 10 კაფსულა ალუ/ალუ ბლისტერის ფირფიტა

პანგრაფი 1.0: 10 კაფსულა ალუ/ალუ ბლისტერის ფირფიტა

პანგრაფი 5.0: 10 კაფსულა ალუ/ალუ ბლისტერის ფირფიტა

კონტაქტი დამატებითი ინფორმაციისა და დეტალებისათვის:

Panacea Biotech Pharma Ltd.

(პანაცეა ბიოტექ ფარმა ლტდ)

პანაცეა ბიოტექ ლტდ-ს სრულად მფლობელობაში მყოფი ფილიალი

B-1 ექსრ. /A-27, მოჰან კო-ოპ. ინდლ. ისთეით

მატჰყრა როუდ, ნიუ დელი-110044, ინდოეთი

ფარმაკოლოგიური თვისებები

ათქ კოდი: L04AD02

მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები

მოლეკულურ დონეზე ტაკროლიმუსის ეფექტი დგება ციტოზოლის ცილასთან (FKBP12) დაკავშირების საშუალებით, რომელიც პასუხისმგებელია ნაერთის უჯრედშიდა აკუმულაციაზე. FKBP12-ტაკროლიმუსის კომპლექსი სპეციფიკურად და კონკურენტულად უკავშირდება და აინჰიბირებს კალცინევრინს, რაც იწვევს T-ურედების სასიგნალო ტრანსდუქციის გზების კალციუმზე დამოკიდებულ ინჰიბირებას, რაც თავის მხრივ ხელს უშლის ლიმფოკინური გენების დისკრეტული კომპლექტის ტრანსკრიპციას.

ტაკროლიმუსი ძალიან ძლიერი იმუნოსუპრესორული აგენტია და აქვს დამტკიცებული მოქმედება როგორც ინ ვიტრო, ისე ინ ვივო ექსპერიმენტებში.

კერძოდ, ტაკროლიმუსი თრგუნავს ციტოტოქსიკური ლიმფოციტების წარმოქმნას, რომლებიც ძირითადად პასუხისმგებლები არიან ტრანსპლანტატის მოცილებაზე. ტაკროლიმუსი თრგუნავს T-ურედების აქტივაციას და T-ჰელფერ უჯრედებზე დამოკიდებული B-უჯრედების პროლიფერაციას, ასევე ლიმფოკინების წარმოქმნას (როგორიცაა: ინტერლეიკინი-2,-3 და γ-ინტერფერონი) და ინტერლეკინი-2 რეცეპტორის ექსპრესიას.

სხვა ძირითადი ორგანოების ტრანსპლანტაციის შედეგების გამოქვეყნებული მონაცემები

ტაკროლიმუსი ჩართულია, როგორც პირველადი იმუნოსუპრესორული მედიკამენტი, პამკრეასის, ფილტვების და ნაწლავების ტრანსპლანტაციის დამტკიცებულ მკურნალობაში. პროსპექტულ, გამოქვეყნებულ კვლევებში ტაკროლიმუსი გამოკვლეულ იქნა, როგორც პირველადი იმუნოსუპრესანტი დაახლოებით 175 პაციენტში ფილტვის გადანერგვის შემდეგ, 475 პაციენტში პანკრეასის გადანერგვის შემდეგ და 630 პაციენტში ნაწლავის გადანერგვის შემდეგ. მთლიანად ტაკროლიმუსის უსაფრთხოების პროფილი გამოქვეყნებულ კვლევებში ანალოგიური იყო ფართო კვლევებში აღწერილის, სადაც ტაკროლიმუსი გამოიყენებოდა როგორც პირველადი მკურნალობა ღვიძლის, თირკმლის და გულის გადანერგვის დროს. ფართო კვლევების ეფექტიანობის შედეგები თითოეული ჩვენების მიხედვით შეჯამებულია ქვემოთ.

ფილტვის გადანერგვა

ახალახან ჩატარებული მულტიცენტრული კვლევის შუალედურ ანალიზში განხილულ იქნა 110 პაციენტი, რომელთაც გაიარეს 1:1 რანდომიზაცია ტაკროლიმუსის ან ციკლოსპორინის ჯგუფში. ტაკროლიმუსი დაიწყო უწყვეტი ინტრავენური ინფუზიის სახით, დოზით 0.01-0.03 მგ/კგ/დღე და პერორალური ტაკროლიმუსი მიიღებიდა დოზით 0.05-0. მგ/კგ/დღე. გადანერგვიდან პირველი წლის განმავლობაში აღწერილ იქნა მწვავე მოცილების ეპიზოდების უფრო დაბალი სიხშირე ტაკროლიმუსის ჯგუფში ციკლოსპორინის ჯგუფთან შედარებით (11.5% 22.6%-ის წინააღმდეგ) და ქრონიკული მოცილების, ბრონქიოლიტების ობლიტერაციის სინდრომის უფრო დაბალი სიხშირე (2.86% 8.57%-ის წინააღმდეგ). პაციენტის გადარჩენადობის 1-წლიანი სიხშირე იყო 80.8 ტაკროლიმუსის ჯგუფში და 83% - ციკლოსპორინის ჯგუფში.

მეორე რანდომიზებული კვლევა მოიცავდა 66 პაციენტს ტაკროლიმუსის ჯგუფში და 67 პაციენტს ციკლოსპორინის ჯგუფში. ტაკროლიმუსი დაიწყო უწყვეტი ინტრვენური ინფუზიის სახით დოზით 0.025 მგ/კგ/დღე და პერორალური ტაკროლიმუსი მიიღებოდა დოზით 0.15 მგ/კგ/დღე, დოზის შემდგომი კორექციით სამიზნე უმცირეს დონემდე 10-20 ნგ/მლ. პაციენტის გადარჩენადობის 1-წლიანი სიხშირე იყო 83% ტაკროლიმუსის ჯგუფში და 71% - ციკლოსპორინის ჯგუფში, 2-წლიანი გადარჩენადობის სიხშირე იყო 76% და 66%, შესაბამისად. მწვავე მოცილების ეპიზოდები 100 პაციენტზე დღეში უფრო მცირე იყო ტაკროლიმუსის გუფში (0.85 ეპიზოდი), ვიდრე ციკლოსპორინის გუფში (1.09 ეპიზოდი). ობლიტერაციული ბრონქიოლირი განვითარდა 21.7% პაციენტებში ტაკროლიმუსის ჯგუფში, 38.0% პაციენტებთან შედარებით ციკლოსპორინის ჯგუფში (p=0.025). ციკლოსპორინით ნამკურნალები პაციენტების მნიშვნელოვნად მეტი რაოდენობა (n=13) საჭიროებდა ტაკროლიმუსზე გადასვლას, ვიდრე ტაკროლიმუსიდან გადავიდნენ ციკლოსპორინზე (n=2) (p=0.02).

დამატებით ორცენტრიან კვლევაში 26 პაციენტი რანდომიზებული იქნა ტაკროლიმუსის ჯჯგუფში და 24 პაციენტი - ციკლოსპორინის ჯჯგუფში. ტაკროლიმუსი დაიწყო უწყვეტი ინტრავენური ინფუზიის სახით დოზით 0.05 მგ/კგ/დღე და პერორალური ტაკროლიმუსი მიიღებოდა დოზით 0.1-0.3 მგ/კგ/დღე, შემდგომი დოზის კორექციით სამიზნე უმცირეს დონეებამდე 12-15 ნგ/მლ. 1-წლიანი გადარჩენადობის სიხშირე იყო 73.1% ტაკროლიმუსის ჯგუფში და 79.2% ციკლოსპორინის გუფში. მწვავე მოცილებისგან თავისუფალი პერიოდი უფრო მაღალი იყო ტაკროლიმუსის ჯჯგუფში მე-6 თვეს (57.7% 45.8%-ის წინააღმდეგ) და ფილტვის გადანერგვიდან პირველ წელს (50% 33.3%-ის წინააღმდეგ).

სამივე კვლევამ აჩვენა მსგავსი გადარჩენადობის სიხშირეები. მწვავე მოცილება რიცხობრივად უფრო დაბალი იყო ტაკროლიმუსის ჯგუფში ყველა სამ კვლევაში და ერთ კვლევაში აღწერილ იქნა ობლიტერაციული ბრონქიოლიტის სინდრომის მნიშვნელოვნად უფრო დაბალი შემთხვევები ტაკროლიმუსის ჯგუფში.

პანკრეასის გადანერგვა

მულტიცენტრული კვლევა მოიცავდა 205 პაციენტს, რომელთაც ჩაუტარდათ ერთდროულად პანკრეასის-თირკმლის გადანერგვა და რომლებიც რანდომიზდნენ ტაკროლიმუსის (n=103) ან ციკსლოსპორინის (n=102) ჯგუფებში. ტაკროლიმუსის საწყისი პერორალური დოზა პროტოკოლის მიხედვით იყო 0.2 მგ/კგ/დღე, შემდგომი დოზის კორექციით სამიზნე უმცირეს დონეებამდე 8-15 ნგ/მლ მე-5 დღეს და 5-10 ნგ/მლ 6 თვის შემდეგ. პაკრეასის ტრანსპლანტატის გადარჩენადობა პირველ წელს მნიშვნელოვნად მეტი იყო ტაკროლიმუსის ჯგუფში 91.3% ციკლოსპორინის 74.5%-ის წინააღმდეგ (პ<0.0005), მაშინ როცა თირკმლის თრანსპლანტატის გადარჩენადობა მსგავსი იყო ორივე ჯგუფში. სულ 34 პაციენტი გადავიდა ციკლოსპორინიდან ტაკროლიმუსით მკურნალობაზე, მაშინ როცა მხოლოდ 6 პაციენტი ტაკროლიმუსის ჯგუფიდან საჭიროებდა ალტერნატიულ თერაპიას.

ნაწლავის გადანერგვა

კლინიკურმა გამოცდილებამ ერთი ცენტრის გამოქვეყნებული კვლევიდან, სადაც გამოიყენებოდა ტაკროლიმუსი ნაწლავის გადანერგვის შემდეგომ პირველადი მკურნალობისათვის, აჩვენა რომ ფაქტობრივი გადარჩენადობის სიხშირე 155 პაციენტიდან (65 მხოლოდ ნაწლავი, 75 ღვიძლის და ნაწლავი და 25 მულტივისცერალური), რომლებიც იღებდნენ ტაკროლიმუსს და პრედნიზონს იყო 75% პირველ წელს, 54% - მე-5 წელს და 42% - მე-10 წელს. ადრე ტაკროლიმუსის საწყისი პერორალური დოზა იყო 0.3 მგ/კგ/დღე. შედეგები უწყვეტად გაუმჯობესდა გამოცდილების ზრდასთან ერთად 11 წლის განმავლობაში. სხვადასხვა ინოვაციები, როგორიცაა ებშტეინ-ბარის ვირუსის და ციტომეგალოვირუსის ინფექციების ადრეული აღმოჩენის ტექნიკა, ძვილის ტვინის სტიმულაცია და ინტელეიკინ-2-ის ანტაგონისტ დაკლიზუმაბის გამოყენება, ტაკროლიმუსის დაბალი საწყისი დოზები სამიზნე უმცირესი დონეებით 10-15 ნგ/მლ და სულ ახლახან ალოტრანსპლანტანტების ირადიაცია, მიჩნეულ იქნა, რომ შეიტანეს წვლილი ამ ჩვენებების შედეგების გაუმჯობესებაში დროთა განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკული თვისებები

შეწოვა

ადამიანებში ტაკროლიმუსი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ტაკროლიმუსის კაფსულების შიგნით მიღების შემდეგ ტაკროლიმუსის პიკური კონცენტრაცია (Cmax) სისხლში მიიღწევა დაახლოებით 1-3 საათში. ზოგიერთ პაციენტში ტაკროლიმუსი განგრძობითად შეიწოვება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შედარებით დაბალი შეწოვის პროფილით. ტაკროლიმუსის საშუალო პერორალური ბიოშეღწევადობა არის 20%-25%.

შიგნით მიღების შემდეგ (0.30 მგ/კგ/დღე) ღვიძლის გადანერგილ პაციენტებში ტაკროლიმუსის წონასწორული კონცენტრაცია მიღწეულ იქნა 3 დღეში უმეტესობა პაციენტებში.

ტაკროლიმუსის შეწოვის სიჩქარე და მოცულობა უდიდესია უზმო პირობებში. საკვების არსებობა აქვეითებს ტაკროლიმუსს შეწოვის სიჩქარესაც და მოცულობასაც. ეფექტი ყველაზე მეტად გამოხატულია მაღალიცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ. მაღალი ნახშირწყლების შემცველობის საკვების ეფექტი ნაკლებად გამოხატულია.

თირკმლის გადანერგილი სტაბილური პაციენტების კვლევაში, სადაც ტაკროლიმუსი მიიღებოდა მაშინათვე სტანდარტული კონტინენტური საუზმის შემდეგ, პერორალური ბიოშეღწევადობის ეფექტი ნაკლებად გამოხატულია. AUC-ის (2-12%) და Cmax-ის (15-38%) დაქვეითება და Tmax-ის (38-80%) გაზრდა სისხლში აშკარა იყო.

ნაღვლის დინება არ ახდენს გავლენას ტაკროლიმუსის შეწოვაზე.

ძლიერი კორელაცია არსებობს AUC-ს და სისხლში უმცირეს წონასწორულ კონცენტრაციასთან. ამიტომ სისხლში უმცირესი დონეების მონიტორინგი სისტემური ექსპოზიციის კარგ შეფასებას განაპირობებს.

დისტრიბუცია და გამოყოფა

ადამიანებში ტაკროლიმუსის დისპოზიცია ინტრავენური ინფუზიის შემდეგ შეიძლება აღიწეროს, როგორც ოიფაზური.

სისტემურ ცირკულაციაში ტაკროლიმუსი ძლიერ უკავშირდება ერითროციტებს, რაც იწვევს დაახლოებით 20% სისხლი/პლაზმა კონცენტრაციების განაწილების ფარდობას. პლაზმაში ტაკროლიმუსი ძლიერ უკავშირდება (>98.8%) პლაზმის ცილებს, ძირითადად შრატის ალბუმინს და α-1 მჟავა გლიკოპროტეინს.

ტაკროლიმუსი ექსტენსიურად ნაწილდება ორგანიზმში. განაწილების წონასწორული მოცულობა, რომელიც დაფუძნებულია პლაზმურ კონცენტრაციებზე, დაახლოებით 1300 ლ-ია (ჯანმრთელ პირებში). შესაბამისი მონაცემები სისხლის მიხედვით საშუალოდ 47.6 ლ-ია.

ტაკროლიმუსი დაბალი კლირენსის მქონე ნივთიერებაა. ჯანმრთელ პირებში სხეულის საშუალო მთალიანი კლირენსი (TBC) სისხლში კონცენტრაციების მიხედვით იყო 2.25 ლ/სთ. ღვიძლის, თირკმლის და გულის გადანერგილ მოზრდილ პაციენტებში აღწერილ იქნა სიდიდეები 4.1 ლ/სთ, 6.7 ლ/სთ და 3.9 ლ/სთ, შესაბამისად. ღვიძლის გადანერგილ პედიატრიულ პაციენტებში TBC დაახლოებით ორჯერ მეტი იყო, ვიდრე ღვიძლის გადანერგილ მოზრდილ პაციენტებში. ფაქტორები, როგორიცაა ჰემატოკრიტის და ცილის დაბალი დონეები, რაც იწვევს ტაკროლიმუსის დაუკავშიებელი ფრაქციის ან კორტიკოსტეროიდით გამოწვეული მეტაბოლიზმის გაზრდას, მიჩნეულია, რომ პასუხისმგებელია კლირენსის უფრო მაღალ სიჩქარეზე, რაც აღწერილ იქნა გადანერგვის შემდეგ.

ტაკროლიმუსის ნახევარდაშლის პერიოდი ხანგრძლივი და ცვალებადია. ჯანმრთელ პირებში საშუალო დახევარდაშლის პერიოდი სისხლში მიახლოებით იყო 43 საათი. ღვიძლის გადანერგილ მოზრდილ და პედიატრიულ პაციენტებში ის საშუალოდ იყო 11.7 საათი და 12.4 საათი, შესაბამისად, 15.6 საათთან შედარებით, რომელიც აღინიშნა თირკმლის გადანერგილ მოზრდილ პაციენტებში. კლირენსის გაზრდილი სიჩქარე იწვევს უფრო ხანმოკლე ნახევარდაშლის პერიოდში გადანერგილ პაციენტებში.

მეტაბოლიზმი და ბიოტრანსფორმაცია

ტაკროლიმუსი ფართოდ მეტაბოლიზდება ღვიძლში, ძირითადად ციტოქრომა P450-3A4--ით. ტაკროლიმუსი ასევე მნიშვნელოვნად მეტაბოლიზდება ნაწლავის კედელში, იდენტიფიცირებულია რამდენიმე მეტაბოლიტი. მხოლოდ ერთმა აჩვენა ინ ვიტრო ტაკროლიმუსის მსგავსი იმუნოსუპრესორული მოქმედება. სხვა მეტაბოლიტებს ჰქონდათ მხოლოდ სუსტი იმუნოსუპრესორული აქტივობა ან საერთოდ არ ჰქონდათ. სისტემურ ცირკულაციაში მხოლოდ ერთი არააქტიური მეტაბოლიტია წარმოდგენილი დაბალი კონცენტრაციებით. ამიტომ, მეტაბოლიტებს არ შეაქვთ წვლილი ტაკროლიმუსის ფარმაკოლოგიურ აქტივობაში.

გამოყოფა

14C-მარკირებული ტაკროლიმუსის ინტრავენური და პერორალური მიღების შემდეგ უმეტესი რადიოაქტივობა გამოიყო განავალში. რადიოაქტივობის დაახლოებით 2% გამოიყო შარდში. 1%-ზე ნაკლები უცვლელი ტაკროლიმუსი აღმოჩნდა შარდში და განავალში, რაც მიუთითებს, რომ ტაკროლიმუსი თითქმის სრულად მეტაბოლიზდება გამოყოფამდე: ნაღველი გამოყოფის ძირითადი გზაა.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ჰიპრომელოზა (E-5), ჰიპრომელოზა (E-15), უწყლო ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, დეჰიდრატირებული სპირტი, ცარიელი მყარი ჟელატინის კაფსულის გარსი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

განკუთვნილია მხოლოდ ლიცენზირებული ექიმის, ჰოსპიტლის ან ლაბორატორიის მიერ გამოყენებისათვის

ტაკროლიმუსი კაფსულები USP

  • 5/1.0/5.0 მგ

პანგრაფი 0.5/1.0/5.0

გაფრთხილება - ავთვისებიანი სიმსივნეები და სერიოზული ინფექციები

ლიმფომის და სხვა ავთვისებიანი სიმსივნეების, განსაკუთრებით კანის, განვითარების გაზრდილი რისკი იმუნოსუპრესიის გამო.

გაზრდილი მგრძნობელობა ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი და პროტოზოული ინფექციების, მათ შორის ოპორტუნისტული ინფექციების მიმართ.

მხოლოდ იმუნოსუპრესორული თერაპიის და ორგანოგადანერგილი პაციენტების მართვის გამოცდილების მქონე ექიმებმა უნდა დანიშნონ ტაკროლიმუსი. პაციენტების, რომლებიც იღებენ მედიკამენტს, მკურნალობა უნდა მოხდეს შესაბამისი აღჭურვილობისა და ლაბორატორიული და დამატებითი სამედიცინო რესურსების მქონე დაწესებულებებში. ექიმებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან შემანარჩუნებელ თერაპიაზე, უნდა ჰქონდეთ სრული ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია პაციენტზე შემდგომი დაკვირვებისათვის.

ქიმიური სახელწოდება და აღწერა

ტაკროლიმუსი არის მაკროლიდური ლაქტონი ძლიერი იმუნოსუპრესორული აქტივობით, რომელიც გამოყოფილია Streptomyces tsukubaensis-ისგან. ქიმიურად, ტაკროლიმუსი არის (-)-(3S, 4R, 5S, 8R, 9E, 12S, 14S, 15R, 16S, 18R, 19R, 26aS) -8 -ალილ 5,6,8,11,12,13,14,15,16,17,18,19,24,25,26,26ა-ჰექსა-დეკანოჰიდრო-5, 19-დიჰიდროქსი-3-((E)-2 - {1R,3R,4R)-4-ჰიდროქსი-3-მეთოქსიციკლოჰექსილ]-1-მეთილვინილ}-14,16-დიმეთოქსი-4, 10, 12, 18-ტეტრამეთილ - 15, 19-ეპოქსი - 3H - პირიდო{2,1-c}[1,4]ოქსააზაციკლოტრიკოზინ- 1,7,20,21(4H,23H)-ტეტრონმონოჰიდრატი. ტაკროლიმუსის ემპირიული ფორმულაა C44H69NO12H2O და მისი წონაა 822.05.

პანგრაფი 0.5

ღია ყვითელი /ღია ყვითელი, ზომა „5“, მყარი ჟელატინის კაფსულები, რომლებზეც დაბეჭდილია „PBT“ და „0.5“ დამტკიცებული ტექსტის და დიზაინის მიხედვით წითელი მელნით თავსახურზე და კორპუსზე, შესაბამისად. შეიცავს თეთრი ან მოთეთრო ფერის გრანულებიან ფხვნილს.

პანგრაფი 1.0

თეთრი/თეთრი, ზომა „5“, მყარი ჟელატინის კაფსულები, რომლებზეც დაბეჭდილია „PBT“ და „1.0“ დამტკიცებული ტექსტის და დიზაინის მიხედვით წითელი მელნით თავსახურზე და კორპუსზე, შესაბამისად. შეიცავს თეთრი ან მოთეთრო ფერის გრანულებიან ფხვნილს.

პანგრაფი 5.0

ვარდისფერი/ვარდისფერი, ზომა „5“, მყარი ჟელატინის კაფსულები, რომლებზეც დაბეჭდილია „PBT“ და „5.0“ დამტკიცებული ტექსტის და დიზაინის მიხედვით წითელი მელნით თავსახურზე და კორპუსზე, შესაბამისად. შეიცავს თეთრი ან მოთეთრო ფერის გრანულებიან ფხვნილს.

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

პანგრაფი 0.5

თითოეული კაფსულა შეიცავს: ტაკროლიმუსი USP 0.5 მგ

დამტკიცებული ფერები გამოიყენება კაფსულის გარსში.

პანგრაფი 1.0

თითოეული კაფსულა შეიცავს: ტაკროლიმუსი USP 1.0 მგ

დამტკიცებული ფერები გამოიყენება კაფსულის გარსში.

პანგრაფი 5.0

თითოეული კაფსულა შეიცავს: ტაკროლიმუსი USP 5.0 მგ

დამტკიცებული ფერები გამოიყენება კაფსულის გარსში.

ფარმაცევტული ფორმა

მყარი ჟელატინის კაფსულები

მიღების გზა

პერორალური

კლინიკური მახასიათებლები

ფარმაკოთერაპიული გუფი - კალცინევრინის ინჰიბიტორები

თერაპიული ჩვენებები

პანგრაფი ნაჩვენებია ღვიძლის, თირკმლის ან გულის ალოტრანსპლანტანტების რეციპიენტებში ტრანსპლანტატის მოცილების პრევენციისათვის. ალოტრანსპლანტატის მოცილების მკურნალობა, რომელიც რეზისტენტულია სხვა იმუნოსუპრესორული სამკურნალო პროდუქტების მიმართ.

დოზირება და მიღების მეთოდი

პანგრაფის თერაპია მოიცავს ფრთხილ მონიტორინგს შესაბამისი კვალიფიკაციის და აღჭურვილობის მქონე პერსონალის მიერ. სამკურნალო პროდუქტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ექიმის რეცეპტით და იმუნოსუპრესორული თერაპიის ცვლილება იწყება მხოლოდ იმუნოსუპრესორული მკურნალობისა და გადანერგილი პაციენტების მართვის გამოცდილების მქონე ექიმების მიერ.

უნებლიე, არაწინასწარგანზრახული ან მეთვალყურეობის გარეშე გადასვლა მყისიერ ან გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მქონე ტაკროლიმუსის ფარმაცევტულ ფორმებზე არ არის უსაფრთხო. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები, მათ შორის ტრანსპლანტატის მოცილება ან სხვა გვერდითი ეფექტი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ტაკროლიმუსის ზემოქმედებით ან ჭარბი ზემოქმედებით. პაციენტები უნდა დარჩნენ ტაკროლიმუსის ერთ ფორმულაზე, რომელიც შეესაბამება დღიურ დოზირების რეჟიმს; ფორმულის ან რეჟიმის ცვლილება უნდა მოხდეს მხოლოდ ტრანსპლანტოლოგის მკაცრი მეთვალყურეობით. რომელიმე ალტერნატიულ ფორმულაზე გადასვლის შემდეგ საჭიროა მედიკამენტის თერაპიული მონიტორინგი და დოზის კორექცია, რათა შენარჩუნდეს ტაკროლიმუსის სისტემური ექსპოზიცია.

რეკომენდებულია, რომ დღიური პერორალური დოზა მიღებულ იქნეს ორ გაყოფილ დოზად (მაგ.: დილით და საღამოს). კაფსულები მიღებულ უნდა იქნეს ბლისტერიდან ამოღებისთანავე. პაციენტებს უნდა მიეცეთ გაფრთხილება, რომ არ გადაყლაპონ დესიკანტი. კაფსულები უნდა გადაიყლაპოს სითხესთან (უმჯობესია წყალთან ერთად).

კაფსულები მიღებულ უნდა იქნეს მშიერ კუჭზე ან არაუმცირეს 1 საათით ადრე ან 2-3 საათის შემდეგ ჭამიდან, რათა მიღწეულ იქნეს მაქსიმალური შეწოვა.

დოზირების ხანგრძლივობა

ტრანსპლანტატის მოცილების დასათრგუნად უნდა შენარჩუნდეს იმუნოსუპრესია. შესაბამისად, პერორალური თერაპიის ხანგრძლივობა არ უნდა შემოიფარგლოს.

დოზირების რეკომენდაციები - ღვიძლის ტრანსპლანტაცია

ტრანსპლანტატის მოცილების პრევენცია - მოზრდილები

ტაკროლიმუსის პერორალური თერაპია უნდა დაიწყოს 0.10-0.20 მგ/კგ/დღე, რომელიც მიიღება ორ გაყოფილ დოზად (დილით და საღამოს). მიღება უნდა დაიწყოს ოპერაციის დამთავრებიდან დაახლოებით 12 საათში.

თუ დოზის მიღება შეუძლებელია პერორალურად, პაციენტის კლინიკური მდგომარეობის გამო, უნდა დაიწყოს ინტრავენური თერაპია 0.01-0.05 მგ/კგ/დღე 24-საათიანი უწყვეტი ინფუზიის სახით.

ტრანსპლანტატის მოცილების პრევენცია - ბავშვები

საწყისი პერორალური დოზა 0.30 მგ/კგ/დღე მიიღება ორ გაყოფილ დოზად (დილით და საღამოს). თუ დოზის მიღება შეუძლებელია პერორალურად, პაციენტის კლინიკური მდგომარეობის გამო, უნდა დაიწყოს ინტრავენური თერაპია 0.05 მგ/კგ/დღე 24-საათიანი უწყვეტი ინფუზიის სახით.

მოზრდილებსა და ბავშვებში დოზის კორექცია გადანერგვის შემდგომ პერიოდში

ტაკროლიმუსის დოზა ჩვეულებრივ ქვეითდება გადანერგვის შემდგომ პერიოდში. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია თამხლები იმუნოსუპრესორული თერაპიის მოხსნა და ტაკრილიმუსის მონოთერაპიის დატოვება. გადანერგვის შემდგომ პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებამ შეიძლება შეცვალოს ტაკროლიმუსის ფარმაკოკინეტიკა და საჭირო გახდეს დოზის შემდგომი კორექცია.

მოცილების თერაპია - მოზრდილები და ბავშვები

ტაკროლიმუსის გაზრდილი დოზები, კორტიკოსტეროიდების თანმხლები თერაპია და მონო-/პოლიკლონური ანტისხეულების ხანმოკლე კურსები - ყველა გამოიყენება მოცილების ეპიზოდების სამკურნალოდ. თუ აღინიშნება ტოქსიკურობის ნიშნები (მაგ.: გამოხატული გვერდითი რეაქციები), ტაკროლიმუსის დოზა შეიძლება დაქვეითდეს.

ტაკროლიმუსზე გადასვლისას მკურნალობა უნდა დაწყოს პირველადი იმუნოსუპრესიისათვის რეკომენდებული საწყისი პერორალური დოზებით.

დოზირების რეკომენდაციები - თირკმლის ტრანსპლანტაცია

ტრანსპლანტატის მოცილების პრევენცია - მოზრდილები

ტაკრიმუსის პერორალური თერაპია უნდა დაიწყოს 0.20-0.30 მგ/კგ/დღე, რომელიც მიიღება ორ გაყოფილ დოზად (დილით და საღამოს). მიღება უნდა დაიწყოს ოპერაციის დამთავრებიდან დაახლოებით 24 საათში.

თუ დოზის მიღება შეუძლებელია პერორალურად, პაციენტის კლინიკური მდგომარეობის გამო, უნდა დაიწყოს ინტრავენური თერაპია 0.05-0.10 მგ/კგ/დღე 24-საათიანი უწყვეტი ინფუზიის სახით.

ტრანსპლანტატის მოცილების პრევენცია - ბავშვები

საწყისი პერორალური დოზა 0.30 მგ/კგ/დღე მიიღება ორ გაყოფილ დოზად (დილით და საღამოს). თუ დოზის მიღება შეუძლებელია პერორალურად, პაციენტის კლინიკური მდგომარეობის გამო, უნდა დაიწყოს ინტრავენური თერაპია 0.075 -0.100 მგ/კგ/დღე 24-საათიანი უწყვეტი ინფუზიის სახით.

მოზრდილებსა და ბავშვებში დოზის კორექცია გადანერგვის შემდგომ პერიოდში

ტაკროლიმუსის დოზები ჩვეულებრივ ქვეითდება გადანერგვის შემდგომ პერიოდში. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია თამხლები იმუნოსუპრესორული თერაპიის მოხსნა და ტაკროლიმუსზე დაფუძნებული დუალური თერაპიის დატოვება. გადანერგვის შემდგომ პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებამ შეიძლება შეცვალოს ტაკროლიმუსის ფარმაკოკინეტიკა და შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემდგომი კორექცია.

მოცილების თერაპია - მოზრდილები და ბავშვები

ტაკროლიმუსის გაზრდილი დოზები, კორტიკოსტეროიდების თანმხლები თერაპია და მონო-/პოლიკლონური ანტისხეულების ხანმოკლე კურსები - ყველა გამოიყენება მოცილების ეპიზოდების სამკურნალოდ. თუ აღინიშნება ტოქსიკურობის ნიშნები (მაგ.: გამოხატული გვერდითი რეაქციები), ტაკროლიმუსის დოზა შეიძლება დაქვეითდეს.

ტაკროლიმუსზე გადასვლისას მკურნალობა უნდა დაწყოს პირველადი იმუნოსუპრესიისათვის რეკომენდებული საწყისი პერორალური დოზებით.

დოზირების რეკომენდაციები - გულის ტრანსპლანტაცია

ტრანსპლანტატის მოცილების პრევენცია - მოზრდილები

ტაკროლიმუსი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანტისხეულის დაწყებასთან ერთად (რაც საშუალებას იძლევა დაყოვნდეს ტაკროლიმუსით თერაპია) ან ალტერნატიულად კლინიკურად სტაბილურ პაციენტებში ანტისხეულის ინდუქციის გარეშე.

ანტისხეულის ინდუქციის შემდეგ ტაკროლიმუსის პერორალური თერაპია უნდა დაიწყოს 0.075 მგ/კგ/დღე დოზით, რომელიც მიიღება ორ გაყოფილ დოზად (დილით და საღამოს). მიღება უნდა დაიწყოს ოპერაციის დამთავრებიდან 5 დღეში, როგორც კი სტაბილიზდება პაციენტის კლინიკური მდგომარეობა. თუ დოზის მიღება შეუძლებელია პერორალურად, პაციენტის კლინიკური მდგომარეობის გამო, უნდა დაიწყოს ინტრავენური თერაპია 0.01-0.02 მგ/კგ/დღე 24-საათიანი უწყვეტი ინფუზიის სახით.

გამოქვეყნდა ალტერნატიული სტრატეგია, სადაც პერორალური ტაკროლიმუსი მიღებულ იქნა გადანერგვის შემდეგ 12 საათში. ეს მიდგომა გამოყენებულ იქნა ორგანოს დისფუნქციის (მაგ.: თირკმლის დისფუნციის) არმქონე პაციენტებში. ამ შემთხვევაში პერორალური ტაკროლიმუსის საწყისი დოზა 2-4 მგ დღეში გამოყენებულ იქნა მიკოფენოლატის მოფეტილთან და კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციაში ან სიროლიმუსთან და კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციაში.

ტრანსპლანტატის მოცილების პრევენცია - ბავშვები

ტაკროლიმუსი გამოყენებულ იქნა ანტისხეულის ინდუქციასთან ერთად ან მის გარეშე გულის გადანერგვისას პედიატრიულ პაციენტებში.

ანტისხეულის ინდუქციის გარეშე, თუ ტაკროლიმუსით თერაპია იწყება ინტრავენურად, რეკომენდებული საწყისი დოზაა 0.03-0.05 მგ/კგ/დღე უწყვეტი 24-საათიანი ინფუქციის სახით, რათა მიღწეულ იქნეს ტაკროლიმუსის სამიზნე კონცენტრაცია სისხლში 15-25 ნგ/მლ. პაციენტები უნდა გადავიდნენ პერორალურ თერაპიაზე, როგორც კი გახდება კლინიკურად შესაძლებელი. პირველი პერორალური დოზა 0.30 მგ/კგ/დღე იწყება ინტრვენური თერაპიის შეწყვეტიდან 8-12 საათში.

ანტისხეულის ინდუქციის შემდეგ, თუ ტაკროლიმუსის თერაპია იწყება პერორალურად, რეკომენდებული საწყისი დოზაა 0.10-0.30 მგ/კგ/დღე, რომელიც მიიღება ორ გაყოფილ დოზად (დილით და საღამოს).

მოზრდილებსა და ბავშვებში დოზის კორექცია გადანერგვის შემდგომ პერიოდში

ტაკროლიმუსის დოზები ჩვეულებრივ ქვეითდება გადანერგვის შემდგომ პერიოდში. გადანერგვის შემდგომ პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებამ შეიძლება შეცვალოს ტაკროლიმუსის ფარმაკოკინეტიკა და საჭირო გახდეს დოზის შემდგომი კორექცია.

მოცილების თერაპია - მოზრდილები და ბავშვები

ტაკროლიმუსის გაზრდილი დოზები, კორტიკოსტეროიდების თანმხლები თერაპია და მონო-/პოლიკლონური ანტისხეულების ხანმოკლე კურსები - ყველა გამოიყენება მოცილების ეპიზოდების სამკურნალოდ.

მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც გადავიდნენ ტაკროლიმუსზე, საწყისი პერორალური დოზა 0.15 მგ/კგ/დღე უნდა იქნეს მიღებული ორ გაყოფილ დოზად (დილით და საღამოს).

პედიატრიულ პაციენტებში, რომლებიც გადავიდნენ ტაკროლიმუსზე, საწყისი პერორალური დოზა 0.20-0.30 მგ/კგ/დღე უნდა იქნეს მიღებული ორ გაყოფილ დოზად (დილით და საღამოს).

დოზირების რეკომენდაციები - მოცილების თერაპია, სხვა ალოტრანსპლანტანტები

დოზირების რეკომენდაციები ფილტვის, პანკრეასის და ნაწლავის ტანსპლანტაციისათვის დაფუძნებულია შეზღუდული, პროსპექტული კლინიკური კვლევების მონაცემებზე. ფილტვის გადანერგილ პაციენტებში ტაკროლიმუსი გამოყენებულ იქნა საწყისი პერორალური დოზით 0.10-0.15 მგ/კგ/დღე, პანკრეასის გადანერგილ პაციენტებში - საწყისი პერორალური დოზით 0.2 მგ/კგ/დღე და ნაწლავის გადანერგილ პაციენტებში - საწყისი პერორალური დოზით 0.3 მგ/კგ/დღე

დოზის კორექცია პაციენტების სპეციფიკურ პოპულაციებში

ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტები

დოზის შემცირება შეიძლება საჭირო გახდეს ღვიძლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში, რათა შენარჩუნებულ იქნეს სისხლში უმცირესი დონეები რეკომენდებულ სამიზნე ინტერვალში.

თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტები

რადგან ტაკროლიმუსის ფარმაკოკინეტიკაზე არ ახდენს გავლენას თირკმლის ფუნქცია, არ არის საჭირო დოზის კორექცია. თუმცა, ტაკროლიმუსის ნეფროტოქსიკური პოტენციალის გამო რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის ფრთხილი მონიტორინგი (მოიცავს შრატში კრეატინინის კონცენტრაციას, კრეატინინის კლირენსის გამოთვლას და შარდის გამოყოფის მონიტორინგს).

პედიატრიული პაციენტები

ზოგადად, პედიატრიული პაციენტები საჭიროებენ 1,5 -2-ჯერ უფრო მაღალ დოზებს, ვიდრე მოზრდილები, სისხლში ანალოგიური დონეების მისაღწევად.

ხანდაზმული პაციენტები

ამჟამად არ არის მტკიცებულება ხელმისაწვდომი, რომ საჭიროა დოზის კორექცია ხანდაზმულ პაციენტებში.

ციკლოსპორინიდან გადმოსვლა

სიფრთხილეა საჭირო, როცა პაციენტები გადადიან ციკოსპორინიდან ტაკროლიმუსით თერაპიაზე. ტაკროლიმუსით თერაპია უნდა დაიწყოს ციკლოსპორინის სისხლში კონცენტრაციის და პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით. დოზირება უნდა დაყოვნდეს, თუ სისხლში მაღალია ციკლოსპორინის დონე. პრაქტიკაში ტაკროლიმუსით თერაპია დაიწყო ციკლოსპორინის შეწყვეტიდან 12-24 საათში. სისხლში ციკლოსპორინის დონის მონიტორინგი უნდა გაგრძელდეს თერაპიის შეცვლის შემდეგ, რადგან ციკლოსპორინის კლირენსზე შეიძლება მოხდეს გავლენა.

სისხლში უმცირესი სამიზნე კონცენტრაციის რეკომენდაციები

დოზირება ძირითადად დაფუძნებული უნდა იყოს მოცილების და ამტანობის კლინიკურ შეფასებაზე თითოეულ ინდივიდუალურ პაციენტში.

ოპტიმალური დოზის მიღწევაში დასახმარებლად ხელმისაწვდომია სხვადასხვა იმუნოანალიზი ტაკროლიმუსის კონცენტრაციის განსაზღვრისათვის სისხლში, რომელიც მოიცავს ნახევრადავტომატურ მიკრონაწილაკოვან ფერმენტულ იმუნოანალიზს (MEIA). გამოქვეეყნებულ ლიტერატურაში კონცენტრაციების შედარებები ინდივიდუალურ სიდიდეებთან კლინიკურ პრაქტიკაში უნდა შეფასდეს სიფრთხილით და გამოყენებული ანალიზების მეთოდების ცოდნით. მიმდინარე კლინიკურ პრაქტიკაში სისხლში დონეების მონიტორინგი ხორციელდება იმუნოანალიზური მეთოდებით.

სისხლში ტაკროლიმუსის უმცირესი დონეების მონიტორინგი უნდა მოხდეს გადანერგვის შემდგომ პერიოდში. პერორალური დოზის მიღებისას სისხლში უმცირესი დონე უნდა განისაზღვროს დოზის მიღებიდან 12 საათღი, ზუსტად შემდეგი დოზის მიღებამდე. სისხლში დონეების მონიტორინგის სიხშირე დაფუძნებული უნდა იყოს კლინიკურ საჭიროებაზე. რადგან ტაკროლიმუსი არის სამკურნალო პროდუქტი დაბალი კლირენსით, დოზირების რეჟიმის კორექციამ, შეიძლება მოითხოვოს რამდენიმე დღე, სანამ სისხლში დონეების ცვლილება გახდება თვალსაჩინო. სისხლში უმცირესი დონეების მონიტორინგი უნდა მოხდეს დაახლოებით კვირაში ორჯერ გადანერგვის შემდგომ ადრეულ პერიოდში და შემდეგ პერიოდულად შემანარჩუნებელი თერაპიის დროს. სისხლში ტაკროლიმუსის უმცირესი დონეების მონიტორინგი უნდა მოხდეს დოზის კორექციის შემდეგ, იმუნოსუპრესორულ სქემაში ცვლილებების შემდეგ ან იმ ნივთიერებების მიღების შემდეგ, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ ტაკროლიმუსის სისხლში კონცენტრაციები.

კლინიკური კვლევის ანალიზი მიუთითებს, რომ პაციენტების უმეტესობის წარმატებით მართვა ხდება, თუ ტაკროლიმუსის უმცირესი დონე სისხლში ნარჩუნდება 20 ნგ/მლ-ის ქვემოთ. აუცილებელია მხედველობაში იქნეს მიღებული პაციენტის კლინიკური მდგომარეობა, როცა ხდება სისხლში დონეების ინტერპრეტაცია.

კლინიკურ პრაქტიკაში სისხლში უმცირესი დონეები ძირითადად იყო 5-20 ნგ/მლ-ის ფარგლებში ღვიძლის ტრანსპლანტანტის რეციპიენტებში და 10-20 ნგ/მლ თირკმლის და გულის გადანერგილ პაციენტებში გადანერგვის შემდგომ ადრეულ პერიოდში. შესაბამისად, შემანარჩუნებელი თერაპიის დროს სისხლში კონცენტრაციები ძირითადად იყო 5-15 ნგ/მლ-ის ფარგლებში ღვიძლის, თირკმლის და გულის გადანერგილ რეციპიენტებში.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ტაკროლიმუსის ან სხვა რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ჰიპერმგრძნობელობა მაკროლიდების მიმართ.

სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

გადანერგვის შემდგომ საწყის პერიოდში უნდა მოხდეს შემდეგი მაჩვენებლების მონიტორინგი რუტინულად: სისხლის წნევა, ეკგ, ნევროლოგიური და მხედველობის სტატუსი, უზმოდ სისლში გლუკოზის დონე, ელექტროლიტების (განსაკუთრებთ) კალიუმის დონე, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის ტესტები, ჰემატოლოგიური პარამეტრები, კოაგულაციის სიდიდეები და პლაზმაში ცილის განსაზღვრა. თუ აღინიშნება კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები, განხილულ უნდა იქნეს იმუნოსუპრესორული რეჟიმის კორექცია.

სისხლში ტაკროლიმუსის დონეები შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს დიარეის დროს, რეკომენდებულია ტაკროლიმუსის კონცენტრაციების ექსტრა მონიტორინგი დიარეის ეპიზოდების დროს.

პარკუჭოვანი ჰიპერტროფია ან ძგიდის ჰიპერტროფია, ე.წ. კარდიომიოპათიები, აღწერილ იქნა იშვიათ შემთხვევებში. შემთხვევების უმეტესობა შექცევადი იყო, ძირითადად განვითარდა ბავშვებში, სადაც ტაკროლიმუსის სისხლში უმცირესი დონე უფრო მაღალი იყო რეკომენდებულ მაქსიმალურ დონესთან შედარებით. სხვა აღწერილი ფაქტორები, რომლებმაც გაზარდეს ამ კლინიკური მდგომარეობის რისკი მოიცავდა ადრე არსებულ გულის დაავადებას, კორტიკოსტეროიდების გამოყენებას, ჰიპერტენზიას, თირკმლის ან ღვიძლის დისფუნქციას, ინფექციებს, ჭარბ სითხეს და შეშუპებას.

შესაბამისად, მაღალი რისკის პაციენტებში, განსაკუთრებით პატარა ბავშვებში და რომლებიც იღებენ მნიშვნელოვან იმუნოსუპრესორულ თერაპიას, საჭიროა მონიტორინგი, როგორიცაა ექოკარდიოგრაფია ან ეკგ გადანერგვამდე და გადანერგვის შემდეგ (მაგ.: დასაწყისში მესამე თვეს და შემდეგ მე- 9-12 თვეს). თუ ვითარდება პათოლოგია, ტაკროლიმუსის დოზის შემცირება ან მკურნალობის შეცვლა სხვა იმუნოსუპრესორული აგენტით უნდა იქნეს განხილული.

სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებსაც დიაგნოსტირებული აქვთ თანდაყოლილი გახანგრძლივებული QT სინდრომი. ტაკროლიმუსმა შეიძლება გაახანგრძლივოს QT ინტერვალი, მაგრამ არ არის საკმარისი მტკიცებულება, რომ იწვევს torsades de pointes-ს.

ძლიერ CYP3A4 ინჰიბიტორებთან (მაგ.: ტელაპრევირი, ბოცეპრევირი, რიტონავირი, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, კლარითრომიცინი) და ძლიერ ინდუქტორებთან (როგორიცაა: რიფამპინი, რიფაბუტინი) ერთად მიღება არ არის რეკომენდებული ტაკროლიმუსის დოზის კორექციის გარეშე და ტაკროლიმუსის სისხლში უმცირესი კონცენტრაციების და ტაკროლიმუსთან ასოცირებული გვერდითი რეაქციების გულდასმითი მონიტორინგის გარეშე. როცა ტაკროლიმუსი ინიშნება CYP3A4-ის სხვა სუნსტრატებთან და/ან ინჰიბიტორებთან ერთად, რომლებსაც ასევე აქვთ QT ინტერვალის გახანგრძლივების პოტენციალი, რეკომენდებულია ტაკროლიმუსის დოზის შემცირება, ტაკროლიმუსის სისხლში კონცენტრაციის და QT ინტერვალის გახანგრძლივების მონიტორინგი. ტაკროლიმუსის ამიოდარონთან ერთად გამოყენებისას აღწერილ იქნა ტაკროლიმუსის კონცენტრაციის გაზრდა სისხლში QT ინტერვალის გახანგრძლივებასთან ერთად ან მის გარეშე.

ტაკროლიმუსით ნამკურნალებ პაციენტებში აღწერილ იქნა EBV-ასოცირებული ლიმფოპროლიფერაციული დარღვევები. პაციენტებს, რომლებიც გადავიდნენ ტაკროლიმუსით თერაპიაზე არ უნდა ჩაუტარდეთ ერთდროულად ანტილიმფოციტური მკურნალობა. ძალიან პატარა (<2 წელი), EBV-VCA-ნეგატიურ ბავშვებში აღწერილ იქნა ლიმფოპროლიფერაციული დარღვევების განვითარების გაზრდილი რისკი. ამიტომ, პაციენტების ამ ჯგუფში EBV-VCA-სეროლოგია უნდა განისაზღვროს ტაკროლიმუსით მკურნალობის დაწყებამდე. მკურნალობის დროს რეკომენდებული EBV-PCR-ით ფრთხილი მონიტორინგი. დადებითი EBV-PCR შეიძლება აღინიშნოს თვეების განმავლობაში და არ მიუთითებს ლიმფოპროლიფერაციულ დაავადებაზე ან ლიმფომაზე.

პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ტაკროლიმუსით, აღწერილ იქნა უკანა შექცევადი ენცეფალოპათიური სინდრომი (PRES). თუ ტაკროლიმუსის მიმღებ პაციენტებში აღინიშნება სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს PRES-ზე, როგორიცაა თავის ტკივილი, ფსიქიკური სტატუსის შეცვლა, გულყრები და მხედველობის დარღვევები, უნდა ჩატარდეს რადიოლოგიური პროცედურა (როგორიცაა მრტ). თუ დიაგნოსტირებულ იქნა PRES, რეკომენდებულია სისხლის წნევის ადეკვატური მონიტორინგი და სისტემური ტაკროლიმუსის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. უმეტესობა პაციენტები სრულად ჯანმრთელდება მიღებული შესაბამისი ზომების შემდეგ.

პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ იმუნოსუპრესანტებით, მათ შორის ტაკროლიმუსით, არიან ოპორტუნისტული ინფექციების (ბაქტერიული, სოკოვანი, ვირუსული და პროტოზოული) გაზრდილი რისკის ქვეშ. ამ მდგომარეობებს შორის არის BK ვირუსი, რომელიც ასოცირებულია ნეფროპათიასთან და JC ვირუსი, რომელიც ასოცირებულია პროგრესირებად მულტიფოკალურ ლეიკოენცეფალოპათიასთან (პმლ). ეს ინფექციები ხშირად დაკავშირებულია მაღალ მთლიან იმუნოსუპრესორულ დატვირთვასთან და შეიძლება გამოიწვიოს სეროზული ან ფატალური მდგომარეობები, რაც ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ თირკმლის ფუნქციის გაუარესების ან ნევროლოგიური სიმპტომების მქონე პაციენტებში.

პაციენტები, რომლებიც იღებდნენ იმუნოსუპრესანტებს, ტაკროლიმუსის ჩათვლით, არიან CMV ვირემიის და CMV დაავადების გაზრდილი რისკის ქვეშ. ციტომეგალოვირუსული დაავადების რისკი ყველაზე მაღალია ტრანსპლანტატის CMV სერონეგატიურ რეციპიენტებში გადანერგვის დროს, რომელთაც მიიღეს ტრანსპლანტანტი CMV სეროდადებითი დონორიდან. არსებობს თერაპიული მიდგომები CMV დაავადების შესაზღუდად და საჭიროა რუტინულად განხორციელება. პაციენტების მონიტორინგმა შეიძლება ხელი შეუწყოს პაციენტების აღმოჩენას, რომლებიც არიან CMV დაავადების რისკის ქვეშ. განხილულ უნდა იქნეს იმუნოსუპრესიის რაოდენობის შემცირება პაციენტებში, რომლებსაც განუვითარდათ CMV ვირემია და/ან CMV დაავადება.

ერითროციტების ჭეშმარიტი აპლაზიის (PRCA) შემთხვევები აღწერილ იქნა ტაკროლიმუსის მიმღებ პაციენტებში.

ჰიპერკალიემია აღწრილ იქნა ტაკროლიმუსის გამოყენებისას. საჭიროა შრატში კალიუმის დონეების მონიტორინგი. გულდასით განხილვაა საჭირო სხვა აგენტების მიღებამდე, რომლებიც ასევე დაკავშირებულია ჰიპერკალიემიასთან (მაგ.: კალიუმის დამზოგველი დიურეტიკები, აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები) ტაკროლიმუსით თერაპიის დროს.

მცენარეული პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ კრაზანას, (Hypericum perforatum) ან სხვა მცენარეული პრეპარაები თავიდან უნდა იქნეს აცილებული ტაკროლიმუსის მიღებისას, ურთიერთქმედების რისკის გამო, რაც იწვევს სისხლში ტაკროლიმუსის კონცენტრაციის დაქვეითებას და ტაკროლიმუსის კლინიკური ეფექტის შემცირებას.

ციკლოსპორინის და ტაკროლიმუსის კომბინირებული მიღება თავიდან უნდა იქნეს აცილებული და საჭიროა სიფრთხილე ტაკროლიმუსის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებიც ადრე იღებდნენ ციკლოსპორინს.

ტაკროლიმუსის სიროლიმუსთან ერთად მიღების უსაფრთხოება და ეფექტიანობა არ არის დადგენილი თიკრმლის გადანერგილ პაციენტებში. სიროლიმუსის გამოყენება ტაკროლიმუსთან ერთად ღვიძლის გადანერგილ პაციენტებში დაკავშირებული იყო სიკვდილიანობასთან, ტრანსპლანტატის მოცილებასთან და ღვიძლის არტერიის თრომბოზთან და არ არის რეკომენდებული. სიროლიმუსის გამოყენება (2 მგ დღეში) ტაკროლიმუსთან ერთად გულის გადანერგილ პაციენტებში დაკავშირებული იყო თირკმლის ფუნქციის დაზიანების გაზრდილ რისკთან, ჭრილობის შეხორცების გართულებებთან და ინსულინდამოკიდებულ გადანერგვის შემდგომ შაქრიან დიაბეტთან და არ არის რეკომენდებული.

ტაკროლიმუსმა გამოიწვია შაქრიანი დიაბეტი თირკმლის, ღვიძლის და გულის გადანერგვის კლინიკურ კვლევებში. გადანერგვის შემდგომ დიაბეტის განვითარება შეიძლება შექცევადი იყოს ზოგიერთ პაციენტში. შავკანიანი და ესპანური წარმომავლობის თირკმელგადანერგილი პაციენტები არიან გაზრილი რისკის ქვეშ. სისხლში გლუკოზის კონცენტრაციების მონიტორინგი უნდა მოხდეს გულდასმით ტაკროლიმუსის გამოყენებისას.

ჰიპერტენზია არის ტაკროლიმუსის თერაპიის ხშირი გვერდითი მოვლენა და საჭიროებს ანტიჰიპერტენზიულ თერაპიას. სისხლის წნევის კონტროლს თან უნდა ახლდეს ანტიჰიპერტენზიული აგენტების მიღება, თუმცა ყურადღება უნდა მიექცეს ისეთი ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების გამოყენებას, რომლებიც დაკავშირებულია ჰიპერკალიემიასთან (როგორიცაა: კალიუმის შემნახველი დიურეტიკები, აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკატორები). კალციუმის არხების ბლოკატორებმა შეიძლება გაზარდონ ტაკროლიმუსის სისხლში კონცენტრაციები და ამიტომ საჭიროა ტაკროლიმუსის დოზის შემცირება.

სხვა კალცინევრინის ინჰიბიტორების მსგავსად, ტაკროლიმუსმა შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ან ქრონიკული ნეფროტოქსიკურობა, განსაკუთრებით მაღალი დოზებით გამოყენებისას. მწვავე ნეფრტოქსიკურობა ყველაზე ხშირად დაკავშირებულია აფერენტული თირკმლის არტერიოლის ვაზოკონსტრიქციასთან, რაც ხასიათდება შრატში კრეატინინის მომატებით, ჰიპერკალიემიით და/ან შარდის გამოყოფის შემცირებით, და როგორც წესი, შექცევადია. კალცინევრინის ინჰიბიტორებით გამოწვეული ქრონიკული ნეფროტოქსიკურობა დაკავშირებულია შრატში კრეატინინის დონის გაზრდასთან, თირკმლის ტრანსპლანტანტის სწრაფ მოცილებასთან და თირკმლის ბიოპტატში დამახასიათებელ ჰისტოლოგიურ ცვლილებებთან. კალცინევრინის ინჰიბიტორებით გამოწვეული ქრონიკული ნეფროტოქსიკურობა როგორც წესი პროგრესირებადია. საჭიროა თირკმლის დაზიანებული ფუნქციის მქონე პაციენტების გულდასმით მონიტორინგი, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს ტაკროლიმუსის დოზის შემცირება. პაციენტებში, რომლებშიც მუდმივად მომატებულია შრატში კრეატინინის დონე და არ ემორჩილებიან დოზის კორექციას, განხილულ უნდა იქნეს სხვა იმუნოსუპრესორულ თერაპიაზე გადასვლა.

ყველა პაციენტში აღინიშნა PRCA-ის რისკფაქტორები, როგორიცაა B19 ინფექცია, თანხმლები დაავადება ან PRCA-სთან სოცირებული თანმხლები მედიკამენტები.

პაციენტები, რომლებიც იღებენ იმუნოსუპრესანტებს, მათ შორის ტაკროლიმუსს, არიან ლიმფომების და სხვა ავთვისებიანი სიმსივნეების, ძირითად კანის, განვითარების გაზრდილი რისკის ქვეშ. მზის და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება უნდა იყოს შეზღუდული დამცავი ტანსაცმლის და მზის სხივებისაგან დამცავი კრემის, დაცვის მაღალი ფაქტორით, გამოყენებით.

რადგან პანგრაფი შეიცავს ლაქტოზას, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო გალაქტოზის აუტანლობის, ლაქტაზის დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის იშვიათი მემკკვიდრული პრობლემების მქონე პაციენტებში.

სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

მეტაბოლური ურთიერთქმედება

სისტემურად ხელმისაწვდომი ტაკროლიმუსი მეტაბოლიზდება ღვიძლის CYP3A4--ით. ასევე არის გასტროინტესტინური მეტაბოლიზმის მონაცემები ნაწლავის კედელში CYP3A4--ით. სამკურნალო პროდუქტების ან მცენარეული პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ, რომლებიც ცნობილია, რომ აინჰიბირებენ ან აძლიერებენ CYP3A4--ს, შეიძლება გავლენა მოახდინოს ტაკროლიმუსის მეტაბოლიზმზე და ამით გაზარდოს ან შეამციროს მისი დონე სისხლში. ამიტომ რეკომენდებულია ტაკროლიმუსის სისხლში დონის მონიტორინგი, როცა ერთდროულად გამოიყენება მედიკამენტები, რომლებსაც აქვთ პოტენციალი შეცვალონ CYP3A4--ის მეტაბოლიზმი, და ტაკროლიმუსის დონის კორექცია მოხდეს შესაბამისად, რათა შენარჩუნდეს ტაკროლიმუსის მსგავსი ექსპოზიცია.

მეტაბოლიზმის ინჰიბიტორები

ქვემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებებმა კლინიკურად აჩვენა, რომ ზრდიან სისხლში ტაკროლიმუსის დონეს:

ძლიერი ურთიერთქმედება აღწერილ იქნა სოკოს საწინააღმდეგო აგენტებთან, როგორიცაა: კეტოკონაზოლი, ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი და ვორიკონაზოლი, მაკროლიდურ ანტიბიოტიკთან ერითრომიცინთან ან აივ პროტეაზას ინჰიბიტორებთან (მაგ.: რიტონავირი). ამ ნივთიერებების ერთდორული გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს ტაკროლიმუსის დოზის შემცირება თითქმის ყველა პაციენტში.

სუსტი ურთიერთქმედება აღწერილ იქნა კლოტრიმაზოლთან, კლარითრომიცინთან, ჯოსამიცინთან, ნიფედიპინთან, ნიკარდიპინთან, დილტიაზემთან, ვერაპამილთან, დანაზოლთან, ეთინილესტრადიოლთან, ომეპრაზოლთან და ნეფაზოდონთან.

ქვემოთ ჩამოთვლილმა ნივთიერებემა ინ ვიტრო აჩვენა ტაკროლიმუსის მეტაბოლიზმის პოტენციური ინჰიბიცია: ბრომოკრიპტინი, კორტიზონი, დაპსონი, ერგოტამინი, გესტოდენი, ლიდოკაინი, მეფენიტოინი, მიკონაზოლი, მიდაზოლამი, ნილვადიპინი, მორეთისტერონი, ქინიდინი, ტამოქსიფენი, ტროლეანდომიცინი.

გრეიფრუტის წვენმა გზარდა ტაკროლიმუსის დონე სისხლში და ამიტომ არ უნდა იქნეს მიღებული.

ლანსოპრაზოლი და ციკლოსპორინი პოტენციურად თრგუნავენ ტაკროლიმუსის CYP3A4--ით მეტაბოლიზმს და ამიტომ ზრდიან ტაკროლიმუსის სისხლში კონცენტრაციებს.

მეტაბოლიზმის ინდუქტორები

ქვემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებებმა კლინიკურად აჩვენა, რომ აქვეითებენ სისხლში ტაკროლიმუსის დონეს:

ძლიერი ურთიერთქმედება აღწერილ იქნა რიფამპიცინთან, ფენიტოინთან ან კრაზანასთან (Hypericum prforatum), რამაც შეიძლება საჭირო გახადოს ტაკროლიმუსის დოზის მომატება თითქმის ყველა პაციენტში. კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები ასევე აღწერილ იქნა ფენობარბიტალთან. კორტიკოსტეროიდების შემანარჩუნებელმა დოზებმა ასევე აჩვენა ტაკროლიმუსის დონის დაქვეითება სისხლში.

პრედნიზოლონის ან მეთილპრედნიზოლონის მაღალმა დოზებმა, რომლებიც გამოიეყენება მწვავე მოცილების დროს, ასევე შეიძლება გაზარდონ ან შეამცირონ ტაკროლიმუსის დონე სისხლში.

კარბამაზეპინს, მეტამიზოლს და იზონიაზიდს აქვთ პოტენციალი შეამცირონ ტაკროლიმუსის კონცენტრაციები.

ტაკროლიმუსის ეფექტი სხვა სამკურნალო პროდუქტების მეტაბოლიზმზე

ტაკროლიმუსი არის CYP3A4--ის ინჰიბიტორი, ამიტომ ტაკროლიმუსის ერთდროულმა გამოყენებამ მედიკამენტებთან, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP3A4--ით, შეიძლება გავლენა იქონიოს ამ მედიკამენტების მეტაბოლიზმზე.

ციკლოსპორინის ნახევარდაშლის პერიოდი ხანგრძლივდება ტაკროლიმუსის ერთდროული მირებისას. გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს სინერგისტული/დაჯამებითი ნეფროტოქსიკური ეფექტი. ამიტომ ციკლოსპორინის და ტაკროლიმუსის კომბინაცია არ არის რეკომენდებული და სიფრთხილეა საჭიროა ტაკროლიმუსის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებიც ადრე იღებდნენ ციკლოსპორინს.

ტაკროლიმუსმა გაზარდა სისხლში ფენიტოინის დონე.

რადგან ტაკროლიმუსს შეუძლია დააქვეითოს სტეროიდების ბაზაზე კონტრაცეპტივების კლირენსი, რაც იწვევს ჰორმონის გაზრდილ ზემოქმედებას, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭიროა ჩასახვის საწინააღმდეგო ზომების მიღებისას.

მცირე რაოდენობით მონაცემებია ტაკროლიმუსის და სტატინების ურთიერთქმედების შესახებ. ხელმისაწვდომი მონაცემები მიუთითებს რომ სტატინების ფარმაკოკინეტიკა დიდად არ იცვლება ტაკროლიმუსის ერთდროული მიღებისას.

ცხოველებზე მონაცემებმა აჩვენა, რომ ტაკროლიმუსი პოტენციურად აქვეითებს ფენობარბიტალის და ფენაზონის კლირენსს და ზრდის მათ ნახევარდაშლის პერიოდებს.

სხვა ურთიიერთქმედებები, რომლებიც იწვევნ კლინიკურ ეფექტებს

ტაკროლიმუსის ერთდროულმა გამოყენებამ სამკურნალო პროდუქტებთან, რომლებსაც აქვთ ნეფროტოქსიკური ან ნეიროტოქსიკური ეფექტები, შეიძლება გაზარდოს ეს ეფექტები (მაგ.: ამინოგლიკოზიდები, გირაზის ინჰიბიტორები, ვანკომიცინი, სულფამეთოქსაზოლი+ტრიმეტოპრიმი, არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატები, განციკლოვირი ან ახიკლოვირი).

გაძლიერებული ნეფროტოქსიკურობა აღწერილ იქნა ამფოტერიცინი B-ს და იბუპროფენის ტაკროლიმუსთან ერთად მიღებისას.

რადგან ტაკროლიმუსით მკურნალობა დაკავშირებულია ჰიპერკალიემიასთან ან შეიძლება გაზარდოს არსებული ჰიპერკალიემია, კალიუმის დიდი რაოდენობით ან კალიუმის დამზოგველი დიურეტიკების (როგორიცაა; ამილორიდი, ტრიამტერენი ან სპირინოლაქტონი) მიღება თავიდან უნდა იქნეს აცილებული.

იმუნოსუპრესანტებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ვაქცინაციის მიმართ პასუხზე და ტაკროლიმუსით თერაპიის დროს ვაქცინაცია შეიძლება ნაკლებ ეფექტიანი იყოს. არ უნდა იქნეს გამოყენებული ცოცხალი, ატენუირებული ვაქცინები.

ცილებთან დაკავშირება

ტაკროლიმუსი ძლიერ უკავშირდება პლაზმის ცილებს. შესაძლო ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პროდუქტებთან, რომლებსაც მაღალი აფინურობა აქვთ პლაზმის ცილებთან, უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული (მაგ.: აასპ, პერორალური ანტიკოაგულანტები ან პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები).

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა (კატეგორია C).

ადამიანებზე მონაცემებმა აჩვენა, რომ ტაკროლიმუსი გადის პლაცენტარულ ბარიერს. შეზღუდული რაოდენობით მონაცემებმა ორგანოს ტრანსპლანტატის რეციპიენტებიდან არ აჩვენა გვერდითი მოვლენების გაზრდილი რისკი ორსულობის მიმდინარეობასა და გამოსავალზე ტაკროლიმუსით მკურნალობის დროს სხვა იმუნოსუპრესორულ თერაპიებთან შედარებით. თუმცა, აღწერილ იქნა სპონტანური აბორტის შემთხვევები. დღესდღეობით სხვა ეპიდემიოლოგიური მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი. მკურნალობის საჭიროების გამო ტაკროლიმუსის გამოყენება ორსულ ქალებში განხილულ უნდა იქნეს, როცა არ არის სხვა უსაფრთხო ალტერნატივა და როცა მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკებს ნაყოფისთვის. საშვილოსნოსშიდა ზემოქმედების დროს რეკომენდებულია ახალშობილის მონიტორინგი შესაძლო გვერდით მოვლენებზე (განსაკუთრებით თირკმლის მოვლენებზე). არსებობს ნაადრევი მშობიარობის (37 კვირამდე) რისკი, ისევე როგორც ჰიპერკალიემიის რისკი ახალშობილებში, რომელიც სპონტანურად ნორმალიზდება.

კურდღლებსა და ვირთხებში ტაკროლიმუსმა გამოიწვია ემბრიოფეტალური ტოქსიკურობა დოზებზე, რომლებიც დედისთვის ტოქსიკური იყო. ტაკროლიმუსმა გავლენა იქონია მამრი ვირთხების ფერტილობაზე.

ლაქტაცია

ადამიანებში მონაცემებმა აჩვენა, რომ ტაკროლიმუსი გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ ქალებმა არ უნდა კვებონ ძუძუთი ბავშვი ტაკროლიმუსის მიღების დროს.

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ეფექტები

ტაკროლიმუსმა შეიძლება გამოიწვიოს ვიზუალური და ნევროლოგიური დარღვევები. ეს ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს, თუ ტაკროლიმუსი მიიღება ალკოჰოლთან ერთად.

ქვემოთ ჩამოთვლილი ბევრი გვერდითი რეაქცია შექცევადია და/ან პასუხობს დოზის შემცირებას. პერორალური მიღება დაკავშირებულია წამლის გვერდითი რეაქციების უფრო დაბალ სიხშირესთან ინტრავენურ მიღებასთან შედარებით. წამლის გვერდითი რეაქციები ქვემოთ ჩამოთვლილია მათი სიხშირის დაქვეითებით: ძალიან ხშირი (1/10); ხშირი (1/100, <1/10), არახშირი (1/1,000, <1/100), იშვიათი (1/10,000, <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე).

გულის დარღვევები

ხშირი: კორონარული არტერიის იშემიური დარღვევები, ტაქიკარდია

არახშირი: პარკუჭოვანი არითმია და გულის გაჩერება, გულის უკმარისობა, კარდიომოპათია, პარკუჭოვანი ჰიპერტროფია, სუპრავენტრიკულური არითმიები, თროთოლვა, ეკგ ცვლილებები, გულისცემის სიხშირის და პულსის დარღვევები.

იშვიათი: პერიკარდიული ეფუზია

ძალიან იშვიათი: ექოკარდიოგრამაზე დარღვევები

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ხშირი: ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ლეიკოციტოზი, ერითროციტების ანალიზის ცვლილებები

არახშირი: კოაგულოპათიები, კოაგულაციის და სისხლდენიწ ანალიზების ცვლილებები, პანციტოპენია, ნეიტროპენია

იშვიათი: თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა, ჰიპოპროთრომბინემია

სიხშირე უცნობია: ერითროციტების ჭეშმარიტი აპლაზია, აგრანულოზიტოზი, ჰემოლიზური ანემია

ნერვული სისტემის დარღვევები

ძალიან ხშირი: ტრემორი, თავის ტკივილი

ხშირი: გულყრები, ცნობიერების დარღვევა, პარესთეზია და დიზესთეზია, პერიფერიული ნეიროპათიები, თავბრუსხვევა, წერის უნარის დარღვევა, ნერვული სისტემის დარღვევები

არახშირი: კომა, ცენტრალური ნერვული სისტემის ჰემორაგიები და ინსულტი, პარალიზი და პარეზი, ენცეფალოპათია, მეტყველების დარღვევა, ამნეზია

იშვიათი: ჰიპოტონია

ძალიან იშვიათი: მიასთენია

თვალის დარღვევები

ხშირი: მხედველობის დაბინდვა. ფოტოფობია, თვალის დარღვევები

არახშირი: კატარაქტა

იშვიათი: სიბრმავე

ყურისა და ლაბირინთის სისტემის დარღვევები

ხშირი: ტინიტუსი

არახშირი: ჰიპოაკუზია

იშვიათი: ნეიროსენსორული სიყრუე

ძალიან იშვიათი: სმენის დაზიანება

სუნთქვითი, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები

ხშირი: ქოშინი, ფილტვების პარენქიმული დარღვევები, პლევრალური ეფუზია, ფარინგიტი, ხველა, ცხვირის გაჭედვა და ანთება

არახშირი: სუნთქვის უკმარისობა, სასუნთქი ტრაქტის დარღვევები, ასთმა

იშვიათი: მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი

გასტროინტესტინური დარღვევები

ძალიან ხშირი: დიარეა, გულისრევა

ხშირი: კუჭ-ნაწლავის ანთებითი მდგომარეობები, კუჭ-ნაწლავის წყლულები და პერფორაცია, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, სტომატიტი და წყლულები, ასციტი, ღებინება, კუჭ-ნაწლავის და მუცლის ტკივილები, დისპეფსიის ნიშნები და სიმპტომები, შეკრულობა, მეტეორიზმი, ბოყინი და მუცლის შებერილობა, თხევადი განავალი, გასტროინტესტინური ნიშნები და სიმპტომები

არახშირი: პარალიზური ილეუსი, პერიტონიტი, მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი, სისხლში ამილაზას დონის გაზრდა, გასტროეზოფაგული რეფლუქსი, კუჭის დაცლის დარღვევა

იშვიათი: სუბილეუსი, პანკრეასის ფსევდოცისტა.

თირკმლისა და საშარდე სისტემის დარღვევები

ძალიან ხშირი: თირკმლის დაზიანება

ხშირი: თირკმლის უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ოლიგურია, თირკმლის მილაკოვანი ნეკროზი, ტოქსიკური ნეფროპათია, შარდვის დარღვევები, შარდის ბუშტის და ურეთრალური სიმპტომები

არახშირი: ანურია, ჰემოლიზური ურემიული სინდრომი

ძალიან იშვიათი: ნეფროპათია, ჰემორაგიული ცისტიტი

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ხშირი: ქავილი, გამონაყარი, ალოპეცია, აკნე, გაზრდილი ოფლიანობა

არახშირი: დერმატიტი, ფოტომგრძნობელობა

იშვიათი: ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი)

ძალიან იშვიათი; სტივენს-ჯონსონის სინდრომი

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ხშირი: ართრალგია, კუნთების სპაზმები, ტკივილი კიდურებში, წელის ტკივილი

არახშირი: სახსრების დარღვევები

ენდოკრინული დარღვევები

იშვიათი: ჰირსუტიზმი

მეტაბოლიზმისა და კვებითი დარღვევები

ძალიან ხშირი: ჰიპერგლიკემიური მდგომარეობები, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერკალიემია

ხშირი: ჰიპომაგნემია, ჰიპოფოსფატემია, ჰიპოკალიემია, ჰიპოკალციემია, ჰიპონატრიემია, სითხის შეკავება, ჰიპერურიკემია, მადის დაქვეითება, ანორექსია, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპერლიპიდემია, ჰიპერალდოსტეროლემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ელექტროლიტების სხვა დარღვევები

არახშირი: დეჰიდრატაცია, ჰიპოპროტეინემია, ჰიპერფოსფატემია, ჰიპოგლიკემია

ინფექციები და დასნებოვნება

სხვა ძლიერი იმუნოსუპრესორული აგენტების მსგავსად, პაციენტები, რომლებიც იღებენ ტაკროლიმუსს არიან ინფექციების (ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი, პროტოზოული) გაზრდილი რისკის ქვეშ. არსებული იინფექციების მიმდინარეობა შეიძლება გაუარესდეს. შეიძლება განვითარდეს გენერალიზებული და ლოკალური ინფექციები.

ნეფროპათიასთან ასოცირებული BK ვირუსის, ასევე პროგრესირებად მულტიფოკალურ ლეიკოენცეფალოპათიასთან (პმლ) ასოცირებული JC ვირუსის შემთხვევები აღწერილ იქნა იმუნოსპურესანტების, მათ შორის ტაკროლიმუსის, მიღებისას.

დაზიანება, ინტოქსიკაცია და პროცედურის გართულებები

ხშირი: ტრანსპლანტატის პირველადი დისფუნქცია

აღწერილ იქნა წამლის შეცდომები, მათ შორის არაწინასწარგანზრახული, უნებლიე ან მეთვალყურეობის გარეშე ტაკროლიმუსის მყისიერი ან გახანგრძლივებული ფარმაცევტული ფორმების შეცვლა. აღწერილ იქნა ტრანსპლანტანტის მოცილებასთან დაკავშირებული შემთხვევები (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე).

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუდგენელი ნეოპლაზმები (კისტების და პოლიპების ჩათვლით)

პაციენტები, რომლებიც იტარებენ იმუნოსუპრესორულ თერაპიას არიან ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების გაზრდილი რისკის ქვეშ. როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი ნეოპლაზმების, EBV-ასოცირებული ლიმფოპროლიფერაციული დარღვევების და კანის კიბოს ჩათვლით, აღწერილ იქნა ტაკროლიმუსით მკურნალობისას.

ვასკულარული დარღვევები

ძალიან ხშირი: ჰიპერტენზია

ხშირი: ჰემორაგია, თრომბოემბოლიური და იშემიური მოვლენები, პერიფერიული ვასკულარული დარღვევები, ვასკულარული ჰიპოტენზიური დარღვევები

არახშირი: ინფარქტი, ქვედა კიდურების ღრმა თრომბოზი, შოკი

ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის მდგომარეობები

ხშირი; ასთენიური მდგომარეობები, ფებრილური დარღვევები, შეშუპება, ტკივილი და დისკომფორტი, სისხლში ტუტე ფოსფატაზას გაზრდა, წონის მატება, სხეულის ტემპერატური აღქმის დარღვევა

არახშირი: მულტიორგანული უკმარისობა, გრიპის მსგავსი დაავადება, ტემპერატურის აუტანლობა, მკერდში ზეწოლის შეგრძნება, მოუსვენრობა, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, სისხლში ლაქტატდეჰიდროგენზია მომატება, წონის დაქვეითება

იშვიათი: წყურვილი, დაცემა, მკერდში მოჭერის შეგრნება, მობილობის დაქვეითება, წყლული

ძალიან იშვიათი: ცხიმოვანი ქსოვილის გაზრდა

იმუნური სისტემის დარღვევები

ალერგიული და ანაფილაქტოიდური რეაქციები აღწერილ იქნა ტაკროლიმუსის მიმღებ პაციენტებში.

ჰეპატობილიარული დარღვევები

ხშირი: ღვიძლის ფერმენტების და ფუნქციის დარღვევა, ქოლესტაზი და სიყვითლე, ჰეპატოცელულარული დაზიანება და ჰეპატიტი, ქოლანგიტი

იშვიათი: ღვიძლის არტერიის თრომბოზი, ღვიძლის ვენოოკლუზიური დაავადება

ძალიან იშვიათი: ღვიძლის უკმარისობა, სანაღვლე გზების სტენოზი

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების დარღვევები

არახშირი: დისმენორეა და საშვილოსნოდან სისხლდენა

ფსიქიკური დარღვევები

ძალიან ხშირი: უძილობა

ხშირი: შფოთვითი სიმპტომები, ცნობიერების დაბინდვა და დეზორიენტაცია, დეპრესია, დეპრესიული განწყობა, გუნება-განწყობის დარღვევები და აშლილობა, ღამის კოშმარები, ჰალუცინაციები, ფსიქიკური დარღვევები

არახშირი: ფსიქოზური დარღვევები

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების გამოცდილება შეზღუდულია. აღწერილ იქნა შემთხვევით დოზის გადაჭარბების შემთხვევები. სიმპტომები მოიცავს ტრემორს, თავის ტკივილს, გულისრევას და ღებინებას, ინფექციებს, ჭინჭრის ციებას, ლეთარგიას, შარდოვანას აზოტის დონის მომატებას სისხლში და შრატში კრესტინინის დონის მომატებას, ალანინამინოტრასფერაზის დონის გაზრდას.

ტაკროლიმუსის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. თუ ვითარდება დოზის გადაჭარბება მიღებულ უნდა იქნეს ზოგადი მხარდამჭერი ზომები და ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.

მისი მაღალი მოლეკულური წონის, წყალში ცუდად ხსნადობის და ერითროციტებთან და პლაზმის ცილებთან ექსტენსიური დაკავშირების გამო, არ არის მოსალოდნელი, რომ ტაკროლიმუსი მოსცილდეს დიალიზის გზით. ცალკეულ შემთხვევებში, ძალიან მაღალი პლაზმური დონის დროს, ჰემოოფილტრაცია ან დიაფილტრაცია ეფექტიანი იყო ტოქსიკური კონცენტრაციების შესამცირებლად. პერორალური ინტოქსიკაციის დროს კუჭის ამორეცხვა და/ან ადსორბენტების გამოყენება (როგორიცაა გააქტივებული ნახშირი) შეიძლება სასარგებლო იყოს, თუ გამოიყენება სწრაფად წამლის მიღებიდან.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ათქ კოდი: L04AD02

მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები

მოლეკულურ დონეზე ტაკროლიმუსის ეფექტი დგება ციტოზოლის ცილასთან (FKBP12) დაკავშირების საშუალებით, რომელიც პასუხისმგებელია ნაერთის უჯრედშიდა აკუმულაციაზე. FKBP12-ტაკროლიმუსის კომპლექსი სპეციფიკურად და კონკურენტულად უკავშირდება და აინჰიბირებს კალცინევრინს, რაც იწვევს T-ურედების სასიგნალო ტრანსდუქციის გზების კალციუმზე დამოკიდებულ ინჰიბირებას, რაც თავის მხრივ ხელს უშლის ლიმფოკინური გენების დისკრეტული კომპლექტის ტრანსკრიპციას.

ტაკროლიმუსი ძალიან ძლიერი იმუნოსუპრესორული აგენტია და აქვს დამტკიცებული მოქმედება როგორც ინ ვიტრო, ისე ინ ვივო ექსპერიმენტებში.

კერძოდ, ტაკროლიმუსი თრგუნავს ციტოტოქსიკური ლიმფოციტების წარმოქმნას, რომლებიც ძირითადად პასუხისმგებლები არიან ტრანსპლანტატის მოცილებაზე. ტაკროლიმუსი თრგუნავს T-ურედების აქტივაციას და T-ჰელფერ უჯრედებზე დამოკიდებული B-უჯრედების პროლიფერაციას, ასევე ლიმფოკინების წარმოქმნას (როგორიცაა: ინტერლეიკინი-2,-3 და γ-ინტერფერონი) და ინტერლეკინი-2 რეცეპტორის ექსპრესიას.

სხვა ძირითადი ორგანოების ტრანსპლანტაციის შედეგების გამოქვეყნებული მონაცემები

ტაკროლიმუსი ჩართულია, როგორც პირველადი იმუნოსუპრესორული მედიკამენტი, პამკრეასის, ფილტვების და ნაწლავების ტრანსპლანტაციის დამტკიცებულ მკურნალობაში. პროსპექტულ, გამოქვეყნებულ კვლევებში ტაკროლიმუსი გამოკვლეულ იქნა, როგორც პირველადი იმუნოსუპრესანტი დაახლოებით 175 პაციენტში ფილტვის გადანერგვის შემდეგ, 475 პაციენტში პანკრეასის გადანერგვის შემდეგ და 630 პაციენტში ნაწლავის გადანერგვის შემდეგ. მთლიანად ტაკროლიმუსის უსაფრთხოების პროფილი გამოქვეყნებულ კვლევებში ანალოგიური იყო ფართო კვლევებში აღწერილის, სადაც ტაკროლიმუსი გამოიყენებოდა როგორც პირველადი მკურნალობა ღვიძლის, თირკმლის და გულის გადანერგვის დროს. ფართო კვლევების ეფექტიანობის შედეგები თითოეული ჩვენების მიხედვით შეჯამებულია ქვემოთ.

ფილტვის გადანერგვა

ახალახან ჩატარებული მულტიცენტრული კვლევის შუალედურ ანალიზში განხილულ იქნა 110 პაციენტი, რომელთაც გაიარეს 1:1 რანდომიზაცია ტაკროლიმუსის ან ციკლოსპორინის ჯგუფში. ტაკროლიმუსი დაიწყო უწყვეტი ინტრავენური ინფუზიის სახით, დოზით 0.01-0.03 მგ/კგ/დღე და პერორალური ტაკროლიმუსი მიიღებიდა დოზით 0.05-0. მგ/კგ/დღე. გადანერგვიდან პირველი წლის განმავლობაში აღწერილ იქნა მწვავე მოცილების ეპიზოდების უფრო დაბალი სიხშირე ტაკროლიმუსის ჯგუფში ციკლოსპორინის ჯგუფთან შედარებით (11.5% 22.6%-ის წინააღმდეგ) და ქრონიკული მოცილების, ბრონქიოლიტების ობლიტერაციის სინდრომის უფრო დაბალი სიხშირე (2.86% 8.57%-ის წინააღმდეგ). პაციენტის გადარჩენადობის 1-წლიანი სიხშირე იყო 80.8 ტაკროლიმუსის ჯგუფში და 83% - ციკლოსპორინის ჯგუფში.

მეორე რანდომიზებული კვლევა მოიცავდა 66 პაციენტს ტაკროლიმუსის ჯგუფში და 67 პაციენტს ციკლოსპორინის ჯგუფში. ტაკროლიმუსი დაიწყო უწყვეტი ინტრვენური ინფუზიის სახით დოზით 0.025 მგ/კგ/დღე და პერორალური ტაკროლიმუსი მიიღებოდა დოზით 0.15 მგ/კგ/დღე, დოზის შემდგომი კორექციით სამიზნე უმცირეს დონემდე 10-20 ნგ/მლ. პაციენტის გადარჩენადობის 1-წლიანი სიხშირე იყო 83% ტაკროლიმუსის ჯგუფში და 71% - ციკლოსპორინის ჯგუფში, 2-წლიანი გადარჩენადობის სიხშირე იყო 76% და 66%, შესაბამისად. მწვავე მოცილების ეპიზოდები 100 პაციენტზე დღეში უფრო მცირე იყო ტაკროლიმუსის გუფში (0.85 ეპიზოდი), ვიდრე ციკლოსპორინის გუფში (1.09 ეპიზოდი). ობლიტერაციული ბრონქიოლირი განვითარდა 21.7% პაციენტებში ტაკროლიმუსის ჯგუფში, 38.0% პაციენტებთან შედარებით ციკლოსპორინის ჯგუფში (p=0.025). ციკლოსპორინით ნამკურნალები პაციენტების მნიშვნელოვნად მეტი რაოდენობა (n=13) საჭიროებდა ტაკროლიმუსზე გადასვლას, ვიდრე ტაკროლიმუსიდან გადავიდნენ ციკლოსპორინზე (n=2) (p=0.02).

დამატებით ორცენტრიან კვლევაში 26 პაციენტი რანდომიზებული იქნა ტაკროლიმუსის ჯჯგუფში და 24 პაციენტი - ციკლოსპორინის ჯჯგუფში. ტაკროლიმუსი დაიწყო უწყვეტი ინტრავენური ინფუზიის სახით დოზით 0.05 მგ/კგ/დღე და პერორალური ტაკროლიმუსი მიიღებოდა დოზით 0.1-0.3 მგ/კგ/დღე, შემდგომი დოზის კორექციით სამიზნე უმცირეს დონეებამდე 12-15 ნგ/მლ. 1-წლიანი გადარჩენადობის სიხშირე იყო 73.1% ტაკროლიმუსის ჯგუფში და 79.2% ციკლოსპორინის გუფში. მწვავე მოცილებისგან თავისუფალი პერიოდი უფრო მაღალი იყო ტაკროლიმუსის ჯჯგუფში მე-6 თვეს (57.7% 45.8%-ის წინააღმდეგ) და ფილტვის გადანერგვიდან პირველ წელს (50% 33.3%-ის წინააღმდეგ).

სამივე კვლევამ აჩვენა მსგავსი გადარჩენადობის სიხშირეები. მწვავე მოცილება რიცხობრივად უფრო დაბალი იყო ტაკროლიმუსის ჯგუფში ყველა სამ კვლევაში და ერთ კვლევაში აღწერილ იქნა ობლიტერაციული ბრონქიოლიტის სინდრომის მნიშვნელოვნად უფრო დაბალი შემთხვევები ტაკროლიმუსის ჯგუფში.

პანკრეასის გადანერგვა

მულტიცენტრული კვლევა მოიცავდა 205 პაციენტს, რომელთაც ჩაუტარდათ ერთდროულად პანკრეასის-თირკმლის გადანერგვა და რომლებიც რანდომიზდნენ ტაკროლიმუსის (n=103) ან ციკსლოსპორინის (n=102) ჯგუფებში. ტაკროლიმუსის საწყისი პერორალური დოზა პროტოკოლის მიხედვით იყო 0.2 მგ/კგ/დღე, შემდგომი დოზის კორექციით სამიზნე უმცირეს დონეებამდე 8-15 ნგ/მლ მე-5 დღეს და 5-10 ნგ/მლ 6 თვის შემდეგ. პაკრეასის ტრანსპლანტატის გადარჩენადობა პირველ წელს მნიშვნელოვნად მეტი იყო ტაკროლიმუსის ჯგუფში 91.3% ციკლოსპორინის 74.5%-ის წინააღმდეგ (პ<0.0005), მაშინ როცა თირკმლის თრანსპლანტატის გადარჩენადობა მსგავსი იყო ორივე ჯგუფში. სულ 34 პაციენტი გადავიდა ციკლოსპორინიდან ტაკროლიმუსით მკურნალობაზე, მაშინ როცა მხოლოდ 6 პაციენტი ტაკროლიმუსის ჯგუფიდან საჭიროებდა ალტერნატიულ თერაპიას.

ნაწლავის გადანერგვა

კლინიკურმა გამოცდილებამ ერთი ცენტრის გამოქვეყნებული კვლევიდან, სადაც გამოიყენებოდა ტაკროლიმუსი ნაწლავის გადანერგვის შემდეგომ პირველადი მკურნალობისათვის, აჩვენა რომ ფაქტობრივი გადარჩენადობის სიხშირე 155 პაციენტიდან (65 მხოლოდ ნაწლავი, 75 ღვიძლის და ნაწლავი და 25 მულტივისცერალური), რომლებიც იღებდნენ ტაკროლიმუსს და პრედნიზონს იყო 75% პირველ წელს, 54% - მე-5 წელს და 42% - მე-10 წელს. ადრე ტაკროლიმუსის საწყისი პერორალური დოზა იყო 0.3 მგ/კგ/დღე. შედეგები უწყვეტად გაუმჯობესდა გამოცდილების ზრდასთან ერთად 11 წლის განმავლობაში. სხვადასხვა ინოვაციები, როგორიცაა ებშტეინ-ბარის ვირუსის და ციტომეგალოვირუსის ინფექციების ადრეული აღმოჩენის ტექნიკა, ძვილის ტვინის სტიმულაცია და ინტელეიკინ-2-ის ანტაგონისტ დაკლიზუმაბის გამოყენება, ტაკროლიმუსის დაბალი საწყისი დოზები სამიზნე უმცირესი დონეებით 10-15 ნგ/მლ და სულ ახლახან ალოტრანსპლანტანტების ირადიაცია, მიჩნეულ იქნა, რომ შეიტანეს წვლილი ამ ჩვენებების შედეგების გაუმჯობესებაში დროთა განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკული თვისებები

შეწოვა

ადამიანებში ტაკროლიმუსი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ტაკროლიმუსის კაფსულების შიგნით მიღების შემდეგ ტაკროლიმუსის პიკური კონცენტრაცია (Cmax) სისხლში მიიღწევა დაახლოებით 1-3 საათში. ზოგიერთ პაციენტში ტაკროლიმუსი განგრძობითად შეიწოვება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შედარებით დაბალი შეწოვის პროფილით. ტაკროლიმუსის საშუალო პერორალური ბიოშეღწევადობა არის 20%-25%.

შიგნით მიღების შემდეგ (0.30 მგ/კგ/დღე) ღვიძლის გადანერგილ პაციენტებში ტაკროლიმუსის წონასწორული კონცენტრაცია მიღწეულ იქნა 3 დღეში უმეტესობა პაციენტებში.

ტაკროლიმუსის შეწოვის სიჩქარე და მოცულობა უდიდესია უზმო პირობებში. საკვების არსებობა აქვეითებს ტაკროლიმუსს შეწოვის სიჩქარესაც და მოცულობასაც. ეფექტი ყველაზე მეტად გამოხატულია მაღალიცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ. მაღალი ნახშირწყლების შემცველობის საკვების ეფექტი ნაკლებად გამოხატულია.

თირკმლის გადანერგილი სტაბილური პაციენტების კვლევაში, სადაც ტაკროლიმუსი მიიღებოდა მაშინათვე სტანდარტული კონტინენტური საუზმის შემდეგ, პერორალური ბიოშეღწევადობის ეფექტი ნაკლებად გამოხატულია. AUC-ის (2-12%) და Cmax-ის (15-38%) დაქვეითება და Tmax-ის (38-80%) გაზრდა სისხლში აშკარა იყო.

ნაღვლის დინება არ ახდენს გავლენას ტაკროლიმუსის შეწოვაზე.

ძლიერი კორელაცია არსებობს AUC-ს და სისხლში უმცირეს წონასწორულ კონცენტრაციასთან. ამიტომ სისხლში უმცირესი დონეების მონიტორინგი სისტემური ექსპოზიციის კარგ შეფასებას განაპირობებს.

დისტრიბუცია და გამოყოფა

ადამიანებში ტაკროლიმუსის დისპოზიცია ინტრავენური ინფუზიის შემდეგ შეიძლება აღიწეროს, როგორც ოიფაზური.

სისტემურ ცირკულაციაში ტაკროლიმუსი ძლიერ უკავშირდება ერითროციტებს, რაც იწვევს დაახლოებით 20% სისხლი/პლაზმა კონცენტრაციების განაწილების ფარდობას. პლაზმაში ტაკროლიმუსი ძლიერ უკავშირდება (>98.8%) პლაზმის ცილებს, ძირითადად შრატის ალბუმინს და α-1 მჟავა გლიკოპროტეინს.

ტაკროლიმუსი ექსტენსიურად ნაწილდება ორგანიზმში. განაწილების წონასწორული მოცულობა, რომელიც დაფუძნებულია პლაზმურ კონცენტრაციებზე, დაახლოებით 1300 ლ-ია (ჯანმრთელ პირებში). შესაბამისი მონაცემები სისხლის მიხედვით საშუალოდ 47.6 ლ-ია.

ტაკროლიმუსი დაბალი კლირენსის მქონე ნივთიერებაა. ჯანმრთელ პირებში სხეულის საშუალო მთალიანი კლირენსი (TBC) სისხლში კონცენტრაციების მიხედვით იყო 2.25 ლ/სთ. ღვიძლის, თირკმლის და გულის გადანერგილ მოზრდილ პაციენტებში აღწერილ იქნა სიდიდეები 4.1 ლ/სთ, 6.7 ლ/სთ და 3.9 ლ/სთ, შესაბამისად. ღვიძლის გადანერგილ პედიატრიულ პაციენტებში TBC დაახლოებით ორჯერ მეტი იყო, ვიდრე ღვიძლის გადანერგილ მოზრდილ პაციენტებში. ფაქტორები, როგორიცაა ჰემატოკრიტის და ცილის დაბალი დონეები, რაც იწვევს ტაკროლიმუსის დაუკავშიებელი ფრაქციის ან კორტიკოსტეროიდით გამოწვეული მეტაბოლიზმის გაზრდას, მიჩნეულია, რომ პასუხისმგებელია კლირენსის უფრო მაღალ სიჩქარეზე, რაც აღწერილ იქნა გადანერგვის შემდეგ.

ტაკროლიმუსის ნახევარდაშლის პერიოდი ხანგრძლივი და ცვალებადია. ჯანმრთელ პირებში საშუალო დახევარდაშლის პერიოდი სისხლში მიახლოებით იყო 43 საათი. ღვიძლის გადანერგილ მოზრდილ და პედიატრიულ პაციენტებში ის საშუალოდ იყო 11.7 საათი და 12.4 საათი, შესაბამისად, 15.6 საათთან შედარებით, რომელიც აღინიშნა თირკმლის გადანერგილ მოზრდილ პაციენტებში. კლირენსის გაზრდილი სიჩქარე იწვევს უფრო ხანმოკლე ნახევარდაშლის პერიოდში გადანერგილ პაციენტებში.

მეტაბოლიზმი და ბიოტრანსფორმაცია

ტაკროლიმუსი ფართოდ მეტაბოლიზდება ღვიძლში, ძირითადად ციტოქრომა P450-3A4--ით. ტაკროლიმუსი ასევე მნიშვნელოვნად მეტაბოლიზდება ნაწლავის კედელში, იდენტიფიცირებულია რამდენიმე მეტაბოლიტი. მხოლოდ ერთმა აჩვენა ინ ვიტრო ტაკროლიმუსის მსგავსი იმუნოსუპრესორული მოქმედება. სხვა მეტაბოლიტებს ჰქონდათ მხოლოდ სუსტი იმუნოსუპრესორული აქტივობა ან საერთოდ არ ჰქონდათ. სისტემურ ცირკულაციაში მხოლოდ ერთი არააქტიური მეტაბოლიტია წარმოდგენილი დაბალი კონცენტრაციებით. ამიტომ, მეტაბოლიტებს არ შეაქვთ წვლილი ტაკროლიმუსის ფარმაკოლოგიურ აქტივობაში.

გამოყოფა

14C-მარკირებული ტაკროლიმუსის ინტრავენური და პერორალური მიღების შემდეგ უმეტესი რადიოაქტივობა გამოიყო განავალში. რადიოაქტივობის დაახლოებით 2% გამოიყო შარდში. 1%-ზე ნაკლები უცვლელი ტაკროლიმუსი აღმოჩნდა შარდში და განავალში, რაც მიუთითებს, რომ ტაკროლიმუსი თითქმის სრულად მეტაბოლიზდება გამოყოფამდე: ნაღველი გამოყოფის ძირითადი გზაა.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ჰიპრომელოზა (E-5), ჰიპრომელოზა (E-15), უწყლო ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, დეჰიდრატირებული სპირტი, ცარიელი მყარი ჟელატინის კაფსულის გარსი.

შენახვის ვადა

პროდუქტი არ უნდა იქნეს გამოყენებული მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ბადის გასვლის შემდეგ.

შენახვის სიფრთხილის ზომები

ინახება არაუმეტეს 25ºC -ზე. ინახება სინთალისაგან და ნესტისაგან დაცულ ადგილას.

Gგაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

კონტეინერის ფორმა და შემცველობა

პანგრაფი 0.5: 10 კაფსულა ალუ/ალუ ბლისტერის ფირფიტა

პანგრაფი 1.0: 10 კაფსულა ალუ/ალუ ბლისტერის ფირფიტა

პანგრაფი 5.0: 10 კაფსულა ალუ/ალუ ბლისტერის ფირფიტა

კონტაქტი დამატებითი ინფორმაციისა და დეტალებისათვის:

Panacea Biotech Pharma Ltd.

(პანაცეა ბიოტექ ფარმა ლტდ)

პანაცეა ბიოტექ ლტდ-ს სრულად მფლობელობაში მყოფი ფილიალი

B-1 ექსრ. /A-27, მოჰან კო-ოპ. ინდლ. ისთეით

მატჰყრა როუდ, ნიუ დელი-110044, ინდოეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა