სუპრასტინი
Suprastin®
- მოქმედი ნივთიერება
- chloropyramine
- ფორმა და შეფუთვა
- 20მგ/მლ 1მლ ი.მ. და ნელი ი.ვ. საინიექციო ხსნარი მინის ამპულა №5 (1X5)
- მწარმოებელი
- Egis Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ჩანაცვლებული ეთილენდიამინები
- ATC კოდი
- R06AC03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045202
- რეგისტრირებულია
- 7 აპრილი 2026, მოქმედებს 7 აპრილი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- EGIS Pharmaceuticals PLC (უნგრეთი)
- განმცხადებელი
- დახურული სააქციო საზოგადოება ეგის ფარმაცეუტიკალს წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
სუპრასტინი — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
დოზირების რეჟიმი
მოზრდილებში: რეკომენდებული დღეღამური დოზა: 20-40მგ (1-2 ამპულა) კუნთშიდა ინექციის სახით.
ბავშვებში:
ასაკი
რეკომენდებული საწყისი დოზა
1-დან 12 თვემდე:
5მგ (1/4 ამპულა) კუნთშიდა ინექციის სახით
1-დან 6 წლამდე:
10მგ (1/2 ამპულა) კუნთშიდა ინექციის სახით
6-დან 14 წლამდე:
10-20მგ (1/2-1 ამპულა) კუნთშიდა ინექციის სახით
დოზა შეიძლება სიფრთხილით გაიზარდოს პაციენტის რეაქციის და გამოვლენილი გვერდითი ეფექტების მიხედვით. მაგრამ მაქსიმალური დღეღამური დოზა არასდროს არ უნდა აღემატებოდეს სხეულის მასის 2მგ/კგ-ს. ანაფილაქსიური შოკის ან მწვავე მძიმე ალერგიული რეაქციის დროს მკურნალობის დაწყება რეკომენდირებულია პრეპარატის სუპრასტინი® ფრთხილი ნელი ინტრავენური ინექციით, რის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს კუნთშიდა ინექციებით ან პრეპარატის პერორალური მიღებით.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული ასაკის პირები
ხანდაზმულ და დასუსტებული პაციენტებში: პრეპარატის სუპრასტინი® მიღება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს, რადგანაც ამ პაციენტებში ანტიჰისტამინური პრეპარატები უფრო ხშირად იწვევენ გვერდით ეფექტებს (თავბრუსხვევა, ძილიანობა, არტერიული წნევის დაცემა)(იხ. პარაგრაფი 4.4).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის შემცირება, ღვიძლის დაავადების დროს პრეპარატის აქტიური კომპონენტის მეტაბოლიზმის დაქვეითების გამო.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზირების რეჟიმის შეცვლა და დოზის შემცირება, ვინაიდან აქტიური კომპონენტი ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა.
მიღების წესი
კუნთშიდა შეყვანისთვის. გამონაკლის შემთხვევებში, ჩვენების მიხედვით, მისი გამოყენება სიფრთხილით შეიძლება ნელი ინტრავენური ინექციის სახით!
შემდგომი თერაპია და/ან მნიშვნელოვანი ხარისხით დოზის გაზრდა განისაზღვრება პაციენტის რეაქციის და არასასურველი რეაქციების გამოვლენის მიხედვით, მაგრამ მაქსიმალური დღეღამური დოზა არასდროს არ უნდა აღემატებოდეს სხეულის მასის 2მგ/კგ-ს.
ანაფილაქსიური შოკის ან მწვავე მძიმე ალერგიული რეაქციის დროს მკურნალობის დაწყება რეკომენდირებულია სუპრასტინის® ფრთხილი ნელი ინტრავენური ინექციით, რის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს კუნთშიდა ინექციებით ან პრეპარატის პერორალური მიღებით.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სიმპტომების თავისებურებაზე, დროსა და მათ გამოვლენაზე.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია მოქმედი ნივთიერების (ქლოროპირამინის) ან მე-8 პარაგრაფში მოყვანილი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
ბრონქული ასთმის მწვავე შეტევის დროს;
დღენაკლულ ბავშვებში და ახალშობილებში;
ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატის სუპრასტინი® საინექციო ხსნარი გამოყენების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.
სუპრასტინის ინექციები ინიშნება მხოლოდ პაციენტის მდგომარეობაზე საგულდაგულო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ამიტომ აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობა:
პრეპარატი სუპრასტინი® საინექციო ხსნარი სიფრთიხლით უნდა დაინიშნოს ხანდაზმულ და დასუსტებულ პაციენტებში, რადგანაც ისინი უფრო მგრძნობიარენი არიან შესაძლო არასასურველი რეაქციების მიმართ (როგორიცაა: ძილიანობა, დაქანცულობა, თავბრუსხვევა, არტერიული წნევის დაცემა).
იშვიათ შემთხვევებში ბავშვებში შეიძლება განვითარდეს გამოხატული მოუსვენრობა, რადგანაც ისინი უფრო მგრძნობიარენი არიან შესაძლო არასასურველი რეაქციების მიმართ.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს შეიძლება გაჩნდეს დოზის შემცირების აუცილებლობა.
თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს შეიძლება გაჩნდეს დოზის შემცირების აუცილებლობა.
პრეპარატის გამოყენებამ გვიან საღამოს საათებში შეიძლება გაზარდოს გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სიმპტომები.
დახურულკუთხოვანი გლაუკომა (პრეპარატ სუპრასტინის® გამოყენებამ შეიძლება გამოიწივიოს გლაუკომის შეტევა).
გულ-სისხლძარღვოვანი დარღვევები;
კუნთების დაავადებები;
შარდის შეკავება, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია;
ქრონიკული ყაბზობა;
საჭიროა სიფრთხილის დაცვა, თუ ანტიალერგიული პრეპარატების გამოყენებისას ადრე აღგენიშნებოდათ თავბრუსხვევა, გიუარესდებოდათ ალერგიული სიმპტომები ან აღგენიშნებოდათ სხვა გვერდითი რეაქციები.
პრეპარატ სუპრასტინის® ხანგრძლივად გამოყენებამ იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება გამოიწვიოს დარღვევები სისხლის წარმომქმნელი სისტემის მხრივ (იხ. პარაგრაფი 4).
პრეპარატ სუპრასტინის® გამოყენებამ შეიძლება გამოიწივიოს ფოტომგრძნობელობა, ამიტომ მკურნალობის დროს არ არის რეკომენდირებული მზეზე ყოფნა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც იღებთ, ახლახანს იღებდით ან გეგმავთ მიღებას, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემულის შესახებაც, რადგან სხვადასხვა პრეპარატის ერთდროულად მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ერთად მიღებული თითოეული პრეპარატის მოქმედებაზე.
ზოგიერთი მაო-ს ინჰიბიტორები (როგორიცაა მოკლობენიდი, სელეგელინი) აძლიერებენ და ახანგრძლივებენ პრეპარატ სუპრასტინის® ანტიქოლინერგიულ ეფექტებს (სიმშრალე პირში, გაფართოვებული გუგები, მხედველობითი აკომოდაციის დარღვევები, ყაბზობა, შარდის გამოყოფის დარღვევები). ამგვარად, არ შეიძლება პრეპარატ სუპრასტინის® მიღება მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად.
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა პრეპარატ სუპრასტინის® ერთდროულად გამოყენებისას ატროპინთან, ოპიოიდურ ანალგეტიკურ საშუალებებთან, სედატიურ საშუალებებთან, საძილე პრეპარატებთან, სხვა პრეპარატებთან, რომლებიც მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, თვალის წვეთებთან გლაუკომის სამკურნალოდ. სუპრასტინს® და ნებისმიერ ამ პრეპარატთაგანს შეუძლია ერთმანეთის ეფექტის გაძლიერება.
სმენის ორგანოს დამაზიანებელ (ოტოტოქსიკურ) პრეპარატებთან (მაგალითად, ზოგიერთ ანტიბიოტიკთან) ერთად გამოყენებისას, სუპრასტინმა® შეიძლება შენიღბოს სმენის დაქვეითების ადრეული ნიშნები.
ანტიჰისტამინურ პრეპარატებს შეუძლია კანისმიერი რეაქციების შენიღბვა კანის ალერგიული სინჯების დროს, ამგვარად, ასეთი სინჯის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე სუპრასტინი® უნდა მოიხსნას.
პრეპარატის სუპრასტინი® საინექციო ხსნარი გამოყენება ალკოჰოლთან
ალკოჰოლს შეუძლია ანტიჰისტამინური პრეპარატების სედატიური ეფექტის გაძლიერება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ძილიანობა, დაღლილობა, თავბრუსხვევა), რის გამოც პრეპარატ სუპრასტინით® მკურნალობის კურსის დროს ალკოჰოლური სასმელების მიღება აკრძალულია.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად, კვებავთ ძუძუთი, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.
ორსულობა
არ არის ჩატარებული კონტროლირებადი კვლევები ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით. მაგრამ აღწერილია თვალის განვითარების დარღვევა იმ ახალშობილებში, რომელთა დედებიც იღებდნენ ანტიალერგიულ საშუალებებს (ანტიჰისტამინურ პრეპარატებს) ორსულობის ბოლო თვეების განმავლობაში. ამიტომ, ადეკვატური, კონტროლირებადი მონაცემების არარსებობის გამო, ორსულობის დროს პრეპარატ სუპრასტინის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ძუძუთი კვება
ძუძუთი კვების დროს პრეპარატ სუპრასტინის® გამოყენების ადეკვატური, კონტროლირებადი მონაცემთა არარსებობის გამო, მისი დანიშვნა მეძუძური დედებისთვის არ შეიძლება.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, შეუძლია გამოიწვიოს ძილიანობა, დაღლილობა, თავბრუსხვევა. ამიტომ საწყის პერიოდში, რომლის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, იკრძალება სატრასპორტო საშუალებების მართვა ან ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელიც დაკავშირებულია უბედური შემთხვევების მომატებულ რისკთან. ამის შემდეგ შეზღუდვის დონე ან ტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის აკრძალვა ექიმმა უნდა განსაზღვროს თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად.
როგორ მიიღება პრეპარატი სუპრასტინი® საინექციო ხსნარი
პრეპარატის სუპრასტინი® საინექციო ხსნარი დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება თქვენი მკურნალი ექიმის მიერ.
ჩვეულებრივ რეკომენდებულია გამოყენება
ინექციები გამოიყენება, თუ პერორალური პრეპარატით მკურნალობამ არ გამოიღო მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ქირურგიული ოპერაციის შემდეგ გართულებების თავიდან ასაცილებლად.
დოზირების რეჟიმი
მოზრდილებში: ჩვეულებრივ რეკომენდებული დღეღამური დოზა – 1-2 ამპულა კუნთშიდა ინექციის სახით.
ბავშვებში და მოზარდებში: ჩვეულებრივ რეკომენდებული საწყისი დოზები:
1-დან 12 თვემდე ასაკის ბავშვები: 1/4 ამპულა კუნთშიდა ინექციის სახით;
1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1/2 ამპულა კუნთშიდა ინექციის სახით;
6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1/2-1 ამპულა კუნთშიდა ინექციის სახით.
დოზა შეიძლება სიფრთხილით გაიზარდოს პაციენტის რეაქციის და აღნიშნული გვერდითი ეფექტების მიხედვით. თუმცა, დღეღამური დოზა არასდროს არ უნდა აღემატებოდეს სხეულის მასის 2მგ/კგ-ს.
ანაფილაქსიური შოკის ან მწვავე მძიმე ალერგიული რეაქციის დროს მკურნალობის დაწყება რეკომენდირებულია სუპრასტინის® ფრთხილი ნელი ინტრავენური ინექციით, რის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს კუნთშიდა ინექციებით ან პრეპარატის პერორალური მიღებით.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები:
ხანდაზმული, დასუსტებული პაციენტები:
პრეპარატ სუპრასტინის® მიღება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს, რადგანაც ეს პაციენტები უფრო მგრძნობიარენი არიან ანტიჰისტამინური პრეპარატების გვერდითი რეაქციების მიმართ (თავბრუსხვევა, ძილიანობა, არტერიული წნევის დაცემა).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:
ღვიძლის დაავადებების დროს, შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის შემცირება პრეპარატის მოქმედი ნივთიერების მეტაბოლიზმის დაქვეითებასთან დაკავშირებით.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა:
შესაძლებელია საჭირო გახდეს პრეპარატის მიღების რეჟიმის შეცვლა და დოზის შემცირება, ვინაიდან მოქმედი ნივთიერება ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა.
თუ გაგიკეთეს დანიშნულზე მეტი პრეპარატი სუპრასტინი® საინექციო ხსნარი:
პრეპარატ სუპრასტინით® და სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატებისთ დოზის გადაჭარბებამ შეიძლება საშიში შედეგები გამოიწვიოს, განსაკუთრებით ახალშობილებში და ბავშვებში, შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის სიკვდილი, ამიტომ, თუ თქვენ ან თქვენმა შვილმა მიიღეთ დანიშნულზე მეტი პრეპარატ სუპრასტინის® ინექცია, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი სუპრასტინი® საინექციო ხსნარი
ვარგისიანობის ვადა
აფთიაქიდან გაცემის პირობები
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს პრეპარატი სუპრასტინი® საინექციო ხსნარი და რისთვის გამოიყენება
სუპრასტინი® (მოქმედი ნივთიერება: ქლოროპირამინი) წარმოადგენს ანტიჰისტამინურ პრეპარატს ალერგიული რექციებისა და დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც თან ახლავს ქავილი, როგორცაა მაგალითად, თივისმიერი ცხელება, ალერგიული კონიუნქტივიტი (თვალის ლორწოვანი გარსის ანთება), ალერგიული რინიტი, ჭინჭრის ციება, დერმატიტი (კანის ანთება), რომელიც გამოწვეულია მცენარეებით და ქიმიური ნივთიერებებით, ასევე საკვების და წამლისმიერი ალერგიის სიმპტომების და მწერების ნაკბენის სამკურნალოდ.
პრეპარატი, ასევე გამოიყენება დამატებითი თერაპიისთვის (სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად) მომატებული მგრძნობელობის რეაქციების (ანაფილაქსიური რეაქციის) მკურნალობის დროს.
ამ სამკურნალო საშუალების დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სედატიური გვერდითი რეაქციების განვითარების შესაძლებლობა.
რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის სუპრასტინი® საინექციო ხსნარი გამოყენების დაწყებამდე
ჭარბი დოზა
პრეპარატ სუპრასტინით® დოზის გადაჭარბების დროს ვითარდება ატროპინით მოწამვლისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და ნიშნები: ჰალუცინაციები, მოუსვენრობა, მოძრაობის და მოძრაობის კოორდონაციის დარღვევა, კრუნჩხვები. ადრეული ასაკის ბავშვებში ჭარბობს აგზნება. ხანდახან აღინიშნება სიმშრალე პირში, ფიქსირებული გაფართოვებული გუგები, სახის გაწითლება, გულისცემის მომატება, შარდის შეკავება, ცხელება. მოზრდილებს ცხელება და სახის გაწითლება ყოველთვის არ აღენიშნებათ, ხოლო აგზნების პერიოდს მოსდევს კრუნჩხვები და კრუნჩხვის შემდგომი დეპრესია. საბოლოოდ ვითარდება კომა და გულ-ფილტვის უკმარისობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის სიკვდილი 2-18 საათის განმავლობაში.
მკურნალობა:
რეკომენდირებულია გულ-სისხლძარღვთა ფუნქციის მონიტორინგი და სიმპტომური მკურნალობა. სპეციფიკური ანტოდოტი უცნობია.
თუ ვადაზე ადრე შეწყვიტეთ პრეპარატ სუპრასტინი® საინექციო ხსნარით მკურნალობას
თუ თქვენ დაგეგმილზე ადრე შეწყვიტეთ სუპრასტინი® საინექციო ხსნარით მკურნალობა, ეს არ გამოიწვევს არასასურველ შედეგებს, მხოლოდ დაბრუნდება თქვენი დაავადების სიმპტომები და შეიძლება გაძლიერდეს ჩივილები.
თუ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენების თაობაზე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი რეაქციები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი რეაქციების გამოწვევა, მაგრამ ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია გვერდითი რეაქციების სიხშირის დადგენა.
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ:
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, სხვა დარღვევები სისხლის მხრივ.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:
ალერგიული რეაქციები.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:
ძილიანობა, დაქანცულობა, თავბრუსხვევა, კუნთების სისუსტე, ნერვული აგზნებადობა, ხელების კანკალი, კრუნჩხვები, თავის ტკივილი, არაადეკვატურად ამაღლებული განწყობა (ეიფორია).
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ:
თვალშიგა წნევის მომატება, გლაუკომის შეტევები, არამკაფიო მხედველობა.
დარღვევები გულის მხრივ:
გულის შეკუმშვის გახშირება (ტაქიკარდია), არარეგულარული გულის შეკუმშვები (არითმია).
დარღვევები სისხლძაღვების მხრივ:
დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია).
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
დისკომფორტის შეგრძნება მუცლის არეში, ტკივილი, სიმშრალე პირში, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, მადის დაკარგვა ან მომატება, ტკივილი კუჭის არეში.
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:
სინათლის მიმართ მგრძნობელობა.
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:
კუნთების სისუსტე ან ტკივილი.
დარღვევები თირკმელების და საშარდე გზების მხრივ:
გაძნელებული შარდვა, შარდის შეკავება.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში ანტიჰისტამინური საშუალებების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წარმოქმნის დარღვევა. თუ პრეპარატის ქრონიკული გამოყენების დროს ვითარდება სხვა მიზეზებით აუხსნელი ცხელება, ხორხის ანთება (ლარინგიტი), პირის ღრუს ლორწოვანის დაწყლულება, სიფერმკრთალე, სიყვითლე, სისხლჩაქცევები, უჩვეულო, ძნელად შეჩერებადი სისხლდენები, მაშინ, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმის.
შეტყობინება გვერდითი რეაქციების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი რეაქციის გამოვლენისას, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის, მათზეც, რომლებიც არ არის მითითებული ფურცელ-ჩანართში. ასევე შეგიძლიათ განაცხადოთ არასასურველი რეაქციების შესახებ წამლის არასასურველი რეაქციის (მოვლენის) შესახებ მონაცემთა ინფორმაციულ ბაზაში, მათ შორის სამკურნალო პრეპარატის არაეფექტურობის შესახებ. გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებების წყალობით, დაგვეხმარებით ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მივიღოთ უფრო მეტი ინფორმაცია.
როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი სუპრასტინი® საინექციო ხსნარი
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. სინათლისგან დასაცავად შეინახეთ ორიგინალი შეფუთვით.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
არ გადაყაროთ სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყალში. თუ აუცილებელია პრეპარატის ნარჩენებში გადაგდება, რომელიც აღარ არის საჭირო, გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებაში.
ვარგისიანობის ვადა
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: თითოეული 1 მლ მოცულობის ამპულა შეიცავს 20მგ ქლოროპირამინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი
პრეპარატის სუპრასტინი® საინექციო ხსნარი გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი
გარეგანი სახე:
აღწერილობა: გამჭვირვალე უფერო წყალხსნარი სუსტი დამახასიათებელი სუნით.
შეფუთვის შიგთავსი:
5 ამპულა ბლისტერში, 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ამპულის გახსნის ინსტრუქცია (მემარჯვენეებისთვის):
დაიჭირეთ ამპულა მარცხენა ხელში, ცერა და მოხრილ საჩვენებელ თითებს შორის ისე, რომ გატეხვის წერტილი ზემოთ იყოს (ნახ. 1). მარჯვენა ხელით დაიჭირეთ ამპულის წვეტი, მოახვედრეთ ის ცერა და მოხრილ საჩვენებელ თითს შორის ისე, რომ ცერა თითი იყოს გატეხვის წერტილის ზემოთ და დაფაროს იგი (ნახ. 2). მოატეხეთ ამპულას წვეტი, დაწექით ქვევით მარჯვენა ხელის დიდი თითით, ხოლო დააფიქსირეთ ამპულა მარცხენა ხელის საჩვენებელი მოხრილი თითით. იმოქმედეთ მოხრის ადგილზე საშუალო მუდმივი ძალით ისე, რომ ხელები არ მიუახლოვოთ და არ დააშოროთ ერთმანეთს (ნახ. 3). ამპულის ყელი შეიძლება მოტყდეს ნებისმიერ მომენტში ისე, რომ თქვენ შეიძლება ვერც იგრძნოთ ეს (ნახ. 4).
მარკეტინგისა და წარმოების ლიცენზიის მფლობელი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30-38
უნგრეთი
საწარმოო მოედანი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1105 ბუდაპეშტი, ბიოკენფიოლდის ქ. 118-120
უნგრეთი
ფარმაკოლოგიური თვისებები
სისტემური მოქმედების ანტიჰისტამინური საშუალებები. ეთილენდიამინები ჩანაცვლებული.
ათქ კოდი: R06AC03
მოქმედების მექანიზმი
ქლორპირამინი არის ტრიპელენამინის (პირიბენზამინი) ქლორირებული ანალოგი, პირველი თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატი, რომელიც მიეკუთვნება ეთილენდიამინის ანტიჰისტამინური პრეპარატების ჯგუფს. ქლოროპირამინის მოქმედება ემყარება H1-რეცეპტორების ბლოკირებას.
ფარმაკოდინამიკური ეფექტი
პრეკლინიკური და კლინიკური კვლევების შედეგების თანახმად, ტრიპელენამინის მსგავსად, ქლოროპირამინი ეფექტურად გამოყენება თივისმიერი ცხელების და სხვა ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ. ზღვის გოჭებში პრეპარატი მცირე დოზებით ეფექტური იყო, როდესაც ჰისტამინი შეჰყავდათ ლეტალურ დოზაზე 120-ჯერ მეტი დოზით. პრეპარატი, ასევე მოქმედებს გლუვ კუნთებზე, კაპილარების გამტარობასა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. პერორალურად მიღებისას ეფექტი შეინიშნება უკვე 15-30 წუთის შემდეგ, მაქსიმალური ეფექტი ვითარდება 1 საათის განმავლობაში და გრძელდება დაახლოებით 3-6 საათის განმავლობაში.
- 2. ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
შეწოვა
პერორალურად მიღებისას ქლოროპირამინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ეფექტი ჩნდება მიღებიდან უკვე 15-30 წუთში.
ბიოგარდაქმნა
ქლოროპირამინი მეტაბოლიზდება ღვიძლში.
გამოყოფა
გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით მეტაბოლიტების სახით.
ბავშვებში პრეპარატის გამოყოფა უფრო სწრაფია, ვიდრე მოზრდილ პაციენტებში.
პაციენტთა სპეციალური ჯგუფები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ქლოროპრამინის მეტაბოლიზმი მცირდება, ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
თირკმლის უკმარისობისას მოქმედი ნივთიერების გამოყოფა მცირდება, ამიტომ შეიძლება
საჭირო გახდეს დოზის შემცირება.
უსაფრთხოების პრეკლინიკური კვლევები
თაგვებში პრეპარატ სუპრასტინის® კანქვეშა შეყვანამ არ გამოწვია ექსპერიმენტული სიმსივნეების ზრდის სტიმულირება. მუტაგენურობაზე ტესტის დროს (Drosophila melanogaster), ქლოროპირამინმა არ გამოავლინა მუტაგენური მოქმედება. უსაფრთხოების პრეკლინიკური კვლევების სხვა მონაცემები არ არსებობს.
ფარმაცევტული მახასიათებლები
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
საინექციო წყალი
- 2. შეუთავსებლობა
არ გამოიყენება.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პრეპარატის სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
(ინფორმაცია პაციენტებისთვის)
სუპრასტინი®
საინექციო ხსნარი
(ქლოროპირამინი)
პრეპარატის მიღების დაწყებამდე სრულად და ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელი. შესაძლებელია თქვენ ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს სამკურნალო საშუალება დანიშნულია პირადად თქვენთვის, ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, თუნდაც მათ აღენიშნებოდეთ დაავადების იგივე სიმპტომები.
თუ აღგენიშნებათ ნებიმიერი გვერითი ეფექტი ან შენიშნავთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს (იხ. პარაგრაფი 4).
წინამდებარე ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
რას წარმოადგენს პრეპარატი სუპრასტინი® საინექციო ხსნარი და რისთვის გამოიყენება
რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის სუპრასტინი® საინექციო ხსნარი გამოყენების დაწყებამდე
როგორ მიიღება პრეპარატი სუპრასტინი® საინექციო ხსნარი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი სუპრასტინი® საინექციო ხსნარი
ვარგისიანობის ვადა
აფთიაქიდან გაცემის პირობები
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს პრეპარატი სუპრასტინი® საინექციო ხსნარი და რისთვის გამოიყენება
სუპრასტინი® (მოქმედი ნივთიერება: ქლოროპირამინი) წარმოადგენს ანტიჰისტამინურ პრეპარატს ალერგიული რექციებისა და დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც თან ახლავს ქავილი, როგორცაა მაგალითად, თივისმიერი ცხელება, ალერგიული კონიუნქტივიტი (თვალის ლორწოვანი გარსის ანთება), ალერგიული რინიტი, ჭინჭრის ციება, დერმატიტი (კანის ანთება), რომელიც გამოწვეულია მცენარეებით და ქიმიური ნივთიერებებით, ასევე საკვების და წამლისმიერი ალერგიის სიმპტომების და მწერების ნაკბენის სამკურნალოდ.
პრეპარატი, ასევე გამოიყენება დამატებითი თერაპიისთვის (სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად) მომატებული მგრძნობელობის რეაქციების (ანაფილაქსიური რეაქციის) მკურნალობის დროს.
ამ სამკურნალო საშუალების დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სედატიური გვერდითი რეაქციების განვითარების შესაძლებლობა.
რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის სუპრასტინი® საინექციო ხსნარი გამოყენების დაწყებამდე
არ გამოიყენოთ პრეპარატი სუპრასტინი® საინექციო ხსნარი შემდეგ შემთხვევებში:
თუ გაქვთ ალერგია მოქმედი ნივთიერების (ქლოროპირამინის) ან მე-8 პარაგრაფში მოყვანილი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
ბრონქული ასთმის მწვავე შეტევის დროს;
დღენაკლულ ბავშვებში და ახალშობილებში;
ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.
სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენებისას
პრეპარატის სუპრასტინი® საინექციო ხსნარი გამოყენების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.
სუპრასტინის ინექციები ინიშნება მხოლოდ პაციენტის მდგომარეობაზე საგულდაგულო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ამიტომ აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობა:
პრეპარატი სუპრასტინი® საინექციო ხსნარი სიფრთიხლით უნდა დაინიშნოს ხანდაზმულ და დასუსტებულ პაციენტებში, რადგანაც ისინი უფრო მგრძნობიარენი არიან შესაძლო არასასურველი რეაქციების მიმართ (როგორიცაა: ძილიანობა, დაქანცულობა, თავბრუსხვევა, არტერიული წნევის დაცემა).
იშვიათ შემთხვევებში ბავშვებში შეიძლება განვითარდეს გამოხატული მოუსვენრობა, რადგანაც ისინი უფრო მგრძნობიარენი არიან შესაძლო არასასურველი რეაქციების მიმართ.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს შეიძლება გაჩნდეს დოზის შემცირების აუცილებლობა.
თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს შეიძლება გაჩნდეს დოზის შემცირების აუცილებლობა.
პრეპარატის გამოყენებამ გვიან საღამოს საათებში შეიძლება გაზარდოს გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სიმპტომები.
დახურულკუთხოვანი გლაუკომა (პრეპარატ სუპრასტინის® გამოყენებამ შეიძლება გამოიწივიოს გლაუკომის შეტევა).
გულ-სისხლძარღვოვანი დარღვევები;
კუნთების დაავადებები;
შარდის შეკავება, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია;
ქრონიკული ყაბზობა;
საჭიროა სიფრთხილის დაცვა, თუ ანტიალერგიული პრეპარატების გამოყენებისას ადრე აღგენიშნებოდათ თავბრუსხვევა, გიუარესდებოდათ ალერგიული სიმპტომები ან აღგენიშნებოდათ სხვა გვერდითი რეაქციები.
პრეპარატ სუპრასტინის® ხანგრძლივად გამოყენებამ იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება გამოიწვიოს დარღვევები სისხლის წარმომქმნელი სისტემის მხრივ (იხ. პარაგრაფი 4).
პრეპარატ სუპრასტინის® გამოყენებამ შეიძლება გამოიწივიოს ფოტომგრძნობელობა, ამიტომ მკურნალობის დროს არ არის რეკომენდირებული მზეზე ყოფნა.
სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი სუპრასტინი® საინექციო ხსნარი
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც იღებთ, ახლახანს იღებდით ან გეგმავთ მიღებას, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემულის შესახებაც, რადგან სხვადასხვა პრეპარატის ერთდროულად მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ერთად მიღებული თითოეული პრეპარატის მოქმედებაზე.
ზოგიერთი მაო-ს ინჰიბიტორები (როგორიცაა მოკლობენიდი, სელეგელინი) აძლიერებენ და ახანგრძლივებენ პრეპარატ სუპრასტინის® ანტიქოლინერგიულ ეფექტებს (სიმშრალე პირში, გაფართოვებული გუგები, მხედველობითი აკომოდაციის დარღვევები, ყაბზობა, შარდის გამოყოფის დარღვევები). ამგვარად, არ შეიძლება პრეპარატ სუპრასტინის® მიღება მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად.
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა პრეპარატ სუპრასტინის® ერთდროულად გამოყენებისას ატროპინთან, ოპიოიდურ ანალგეტიკურ საშუალებებთან, სედატიურ საშუალებებთან, საძილე პრეპარატებთან, სხვა პრეპარატებთან, რომლებიც მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, თვალის წვეთებთან გლაუკომის სამკურნალოდ. სუპრასტინს® და ნებისმიერ ამ პრეპარატთაგანს შეუძლია ერთმანეთის ეფექტის გაძლიერება.
სმენის ორგანოს დამაზიანებელ (ოტოტოქსიკურ) პრეპარატებთან (მაგალითად, ზოგიერთ ანტიბიოტიკთან) ერთად გამოყენებისას, სუპრასტინმა® შეიძლება შენიღბოს სმენის დაქვეითების ადრეული ნიშნები.
ანტიჰისტამინურ პრეპარატებს შეუძლია კანისმიერი რეაქციების შენიღბვა კანის ალერგიული სინჯების დროს, ამგვარად, ასეთი სინჯის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე სუპრასტინი® უნდა მოიხსნას.
პრეპარატის სუპრასტინი® საინექციო ხსნარი გამოყენება ალკოჰოლთან
ალკოჰოლს შეუძლია ანტიჰისტამინური პრეპარატების სედატიური ეფექტის გაძლიერება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ძილიანობა, დაღლილობა, თავბრუსხვევა), რის გამოც პრეპარატ სუპრასტინით® მკურნალობის კურსის დროს ალკოჰოლური სასმელების მიღება აკრძალულია.
ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი
თუ ხართ ორსულად, კვებავთ ძუძუთი, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.
ორსულობა
არ არის ჩატარებული კონტროლირებადი კვლევები ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით. მაგრამ აღწერილია თვალის განვითარების დარღვევა იმ ახალშობილებში, რომელთა დედებიც იღებდნენ ანტიალერგიულ საშუალებებს (ანტიჰისტამინურ პრეპარატებს) ორსულობის ბოლო თვეების განმავლობაში. ამიტომ, ადეკვატური, კონტროლირებადი მონაცემების არარსებობის გამო, ორსულობის დროს პრეპარატ სუპრასტინის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ძუძუთი კვება
ძუძუთი კვების დროს პრეპარატ სუპრასტინის® გამოყენების ადეკვატური, კონტროლირებადი მონაცემთა არარსებობის გამო, მისი დანიშვნა მეძუძური დედებისთვის არ შეიძლება.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, შეუძლია გამოიწვიოს ძილიანობა, დაღლილობა, თავბრუსხვევა. ამიტომ საწყის პერიოდში, რომლის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, იკრძალება სატრასპორტო საშუალებების მართვა ან ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელიც დაკავშირებულია უბედური შემთხვევების მომატებულ რისკთან. ამის შემდეგ შეზღუდვის დონე ან ტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის აკრძალვა ექიმმა უნდა განსაზღვროს თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად.
როგორ მიიღება პრეპარატი სუპრასტინი® საინექციო ხსნარი
პრეპარატის სუპრასტინი® საინექციო ხსნარი დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება თქვენი მკურნალი ექიმის მიერ.
ჩვეულებრივ რეკომენდებულია გამოყენება
ინექციები გამოიყენება, თუ პერორალური პრეპარატით მკურნალობამ არ გამოიღო მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ქირურგიული ოპერაციის შემდეგ გართულებების თავიდან ასაცილებლად.
დოზირების რეჟიმი
მოზრდილებში: ჩვეულებრივ რეკომენდებული დღეღამური დოზა – 1-2 ამპულა კუნთშიდა ინექციის სახით.
ბავშვებში და მოზარდებში: ჩვეულებრივ რეკომენდებული საწყისი დოზები:
1-დან 12 თვემდე ასაკის ბავშვები: 1/4 ამპულა კუნთშიდა ინექციის სახით;
1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1/2 ამპულა კუნთშიდა ინექციის სახით;
6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1/2-1 ამპულა კუნთშიდა ინექციის სახით.
დოზა შეიძლება სიფრთხილით გაიზარდოს პაციენტის რეაქციის და აღნიშნული გვერდითი ეფექტების მიხედვით. თუმცა, დღეღამური დოზა არასდროს არ უნდა აღემატებოდეს სხეულის მასის 2მგ/კგ-ს.
ანაფილაქსიური შოკის ან მწვავე მძიმე ალერგიული რეაქციის დროს მკურნალობის დაწყება რეკომენდირებულია სუპრასტინის® ფრთხილი ნელი ინტრავენური ინექციით, რის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს კუნთშიდა ინექციებით ან პრეპარატის პერორალური მიღებით.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები:
ხანდაზმული, დასუსტებული პაციენტები:
პრეპარატ სუპრასტინის® მიღება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს, რადგანაც ეს პაციენტები უფრო მგრძნობიარენი არიან ანტიჰისტამინური პრეპარატების გვერდითი რეაქციების მიმართ (თავბრუსხვევა, ძილიანობა, არტერიული წნევის დაცემა).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:
ღვიძლის დაავადებების დროს, შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის შემცირება პრეპარატის მოქმედი ნივთიერების მეტაბოლიზმის დაქვეითებასთან დაკავშირებით.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა:
შესაძლებელია საჭირო გახდეს პრეპარატის მიღების რეჟიმის შეცვლა და დოზის შემცირება, ვინაიდან მოქმედი ნივთიერება ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა.
თუ გაგიკეთეს დანიშნულზე მეტი პრეპარატი სუპრასტინი® საინექციო ხსნარი:
პრეპარატ სუპრასტინით® და სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატებისთ დოზის გადაჭარბებამ შეიძლება საშიში შედეგები გამოიწვიოს, განსაკუთრებით ახალშობილებში და ბავშვებში, შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის სიკვდილი, ამიტომ, თუ თქვენ ან თქვენმა შვილმა მიიღეთ დანიშნულზე მეტი პრეპარატ სუპრასტინის® ინექცია, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
დოზის გადაჭარბების სიმპტომები
პრეპარატ სუპრასტინით® დოზის გადაჭარბების დროს ვითარდება ატროპინით მოწამვლისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და ნიშნები: ჰალუცინაციები, მოუსვენრობა, მოძრაობის და მოძრაობის კოორდონაციის დარღვევა, კრუნჩხვები. ადრეული ასაკის ბავშვებში ჭარბობს აგზნება. ხანდახან აღინიშნება სიმშრალე პირში, ფიქსირებული გაფართოვებული გუგები, სახის გაწითლება, გულისცემის მომატება, შარდის შეკავება, ცხელება. მოზრდილებს ცხელება და სახის გაწითლება ყოველთვის არ აღენიშნებათ, ხოლო აგზნების პერიოდს მოსდევს კრუნჩხვები და კრუნჩხვის შემდგომი დეპრესია. საბოლოოდ ვითარდება კომა და გულ-ფილტვის უკმარისობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის სიკვდილი 2-18 საათის განმავლობაში.
მკურნალობა:
რეკომენდირებულია გულ-სისხლძარღვთა ფუნქციის მონიტორინგი და სიმპტომური მკურნალობა. სპეციფიკური ანტოდოტი უცნობია.
თუ ვადაზე ადრე შეწყვიტეთ პრეპარატ სუპრასტინი® საინექციო ხსნარით მკურნალობას
თუ თქვენ დაგეგმილზე ადრე შეწყვიტეთ სუპრასტინი® საინექციო ხსნარით მკურნალობა, ეს არ გამოიწვევს არასასურველ შედეგებს, მხოლოდ დაბრუნდება თქვენი დაავადების სიმპტომები და შეიძლება გაძლიერდეს ჩივილები.
თუ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენების თაობაზე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი რეაქციები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი რეაქციების გამოწვევა, მაგრამ ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია გვერდითი რეაქციების სიხშირის დადგენა.
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ:
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, სხვა დარღვევები სისხლის მხრივ.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:
ალერგიული რეაქციები.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:
ძილიანობა, დაქანცულობა, თავბრუსხვევა, კუნთების სისუსტე, ნერვული აგზნებადობა, ხელების კანკალი, კრუნჩხვები, თავის ტკივილი, არაადეკვატურად ამაღლებული განწყობა (ეიფორია).
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ:
თვალშიგა წნევის მომატება, გლაუკომის შეტევები, არამკაფიო მხედველობა.
დარღვევები გულის მხრივ:
გულის შეკუმშვის გახშირება (ტაქიკარდია), არარეგულარული გულის შეკუმშვები (არითმია).
დარღვევები სისხლძაღვების მხრივ:
დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია).
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
დისკომფორტის შეგრძნება მუცლის არეში, ტკივილი, სიმშრალე პირში, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, მადის დაკარგვა ან მომატება, ტკივილი კუჭის არეში.
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:
სინათლის მიმართ მგრძნობელობა.
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:
კუნთების სისუსტე ან ტკივილი.
დარღვევები თირკმელების და საშარდე გზების მხრივ:
გაძნელებული შარდვა, შარდის შეკავება.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში ანტიჰისტამინური საშუალებების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წარმოქმნის დარღვევა. თუ პრეპარატის ქრონიკული გამოყენების დროს ვითარდება სხვა მიზეზებით აუხსნელი ცხელება, ხორხის ანთება (ლარინგიტი), პირის ღრუს ლორწოვანის დაწყლულება, სიფერმკრთალე, სიყვითლე, სისხლჩაქცევები, უჩვეულო, ძნელად შეჩერებადი სისხლდენები, მაშინ, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმის.
შეტყობინება გვერდითი რეაქციების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი რეაქციის გამოვლენისას, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის, მათზეც, რომლებიც არ არის მითითებული ფურცელ-ჩანართში. ასევე შეგიძლიათ განაცხადოთ არასასურველი რეაქციების შესახებ წამლის არასასურველი რეაქციის (მოვლენის) შესახებ მონაცემთა ინფორმაციულ ბაზაში, მათ შორის სამკურნალო პრეპარატის არაეფექტურობის შესახებ. გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებების წყალობით, დაგვეხმარებით ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მივიღოთ უფრო მეტი ინფორმაცია.
როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი სუპრასტინი® საინექციო ხსნარი
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. სინათლისგან დასაცავად შეინახეთ ორიგინალი შეფუთვით.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
არ გადაყაროთ სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყალში. თუ აუცილებელია პრეპარატის ნარჩენებში გადაგდება, რომელიც აღარ არის საჭირო, გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებაში.
ვარგისიანობის ვადა
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
არ გამოიყენოთ სამკურნალო პრეპარატები შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს პრეპარატი სუპრასტინი® საინექციო ხსნარი
მოქმედი ნივთიერება: თითოეული 1 მლ მოცულობის ამპულა შეიცავს 20მგ ქლოროპირამინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი
პრეპარატის სუპრასტინი® საინექციო ხსნარი გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი
გარეგანი სახე:
აღწერილობა: გამჭვირვალე უფერო წყალხსნარი სუსტი დამახასიათებელი სუნით.
შეფუთვის შიგთავსი:
5 ამპულა ბლისტერში, 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ამპულის გახსნის ინსტრუქცია (მემარჯვენეებისთვის):
დაიჭირეთ ამპულა მარცხენა ხელში, ცერა და მოხრილ საჩვენებელ თითებს შორის ისე, რომ გატეხვის წერტილი ზემოთ იყოს (ნახ. 1). მარჯვენა ხელით დაიჭირეთ ამპულის წვეტი, მოახვედრეთ ის ცერა და მოხრილ საჩვენებელ თითს შორის ისე, რომ ცერა თითი იყოს გატეხვის წერტილის ზემოთ და დაფაროს იგი (ნახ. 2). მოატეხეთ ამპულას წვეტი, დაწექით ქვევით მარჯვენა ხელის დიდი თითით, ხოლო დააფიქსირეთ ამპულა მარცხენა ხელის საჩვენებელი მოხრილი თითით. იმოქმედეთ მოხრის ადგილზე საშუალო მუდმივი ძალით ისე, რომ ხელები არ მიუახლოვოთ და არ დააშოროთ ერთმანეთს (ნახ. 3). ამპულის ყელი შეიძლება მოტყდეს ნებისმიერ მომენტში ისე, რომ თქვენ შეიძლება ვერც იგრძნოთ ეს (ნახ. 4).
მარკეტინგისა და წარმოების ლიცენზიის მფლობელი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30-38
უნგრეთი
საწარმოო მოედანი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1105 ბუდაპეშტი, ბიოკენფიოლდის ქ. 118-120
უნგრეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.



