სკაბესტი
Skabest
სკაბესტი ნაჩვენებია მუნის და ბოქვენის ტილების სამკურნალოდ.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პერმეტრინი (permethrin)
- ფორმა და შეფუთვა
- 5% (47,5მგ/მლ) 120მლ გარეგანი გამოყენების ლოსიონი პოლიეთილენის ბოთლი №1
- მწარმოებელი
- Exeltis Ilac San. ve Tic. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ექტოპარაზიტების, მათ შორის მუნის ტკიპას, ინსექტიციდების და რეპელენტების საწინააღმდეგო საშუალებები, პირეთრინები, სინთეზური ნაერთების ჩათვლით
- ATC კოდი
- P03AC04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046163
- რეგისტრირებულია
- 18 აგვისტო 2026, მოქმედებს 18 აგვისტო 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Avixa Ilac San. ve Tic. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ჯი.დი.ერ.ეს”
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
სკაბესტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სკაბესტი ნაჩვენებია მუნის და ბოქვენის ტილების სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება
მუნის მკურნალობა:
კანის ტიპისა და ზედაპირის ფართობის განსხვავებების გათვალისწინებით, დოზირებასთან დაკავშირებით ზუსტი რეკომენდაციების გაცემა შეუძლებელია.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
ლოსიონის 30 მლ-მდე ერთ გამოყენებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ზრდასრულს შეიძლება დასჭირდეს ამ დოზაზე მეტი მთელი სხეულის დასაფარად, 60 მლ-ზე მეტის გამოყენება არ შეიძლება.
ბოქვენის ტილების მკურნალობა:
რეკომენდებულია 120 მლ ბოთლის 1/12 წაისვათ ბოქვენის არეში, ანუსის გარშემო, ბარძაყის არეში და ტანზე. მოზრდილთა მცირე ჯგუფს შეიძლება დასჭირდეს მეტი კრემი სამკურნალოდ, მაგრამ არ შეიძლება 120 მლ ბოთლის 1/6-ზე მეტის გამოყენება.
მიღების წესი:
მუნის მკურნალობა:
მკურნალობის დაწყებამდე კანი უნდა იყოს სუფთა, მშრალი და გრილი. ცხელი აბაზანის მიღების შემთხვევაში, კრემის წასმამდე კანი უნდა გაგრილდეს. ვინაიდან ლოსიონი სწრაფად შეიწოვება, კანზე ნაზი მოძრაობებით წასმის შემდეგ ის უხილავი ხდება. ამიტომ, ლოსიონი არ უნდა წაისვათ მანამ, სანამ სრულად არ შეიწოვება კანში. გამოყენებიდან 8-12 საათის შემდეგ მთელი სხეული უნდა დაიბანოთ.
სკაბესტი არ უნდა წაისვათ თავზე. წასმისას კარგად შეიზილეთ ხელისა და ფეხის თითებს შორის სივრცეებში, მაჯებში, იღლიებში, გარეთა სასქესო ორგანოებში, დუნდულებში, ხელისა და ფეხის ფრჩხილების ქვეშ. ქალების შემთხვევაში, მთელ სხეულზეის წასმისას უნდა წაისვათ მკერდზეც. თუ სკაბესტის წასმისას ხელები საპნითა და წყლით დაიბანეთ, ის ხელებზე ხელახლა უნდა წაისვათ.
ბოქვენის ტილების მკურნალობა:
სკაბესტი უნდა წაისვათ ბოქვენის არეში, ანუსის გარშემო არეში, ბარძაყის შიდა ნაწილში მუხლებამდე და სხეულის თმაზე ბოქვენის არემდე. ტილებისა და წილების არსებობის შემთხვევაში, ის უნდა წაისვათ სახის თმაზე, წამწამებისა და წარბების გარდა (იხილეთ „სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“). წამწამებზე ტილების და წილების არსებობისას, ისინი პინცეტით უნდა მოიშოროთ. სკაბესტი არ უნდა გამოიყენოთ თვალებზე, რადგან შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს. ინვაზიის სრულად აღმოფხვრა შესაძლებელია ერთი წასმით. თუმცა, თუ წასმიდან 7 დღის შემდეგ დამუშავებულ ადგილას ცოცხალი მწერები შეინიშნება, შესაძლებელია მეორე დამუშავება.
დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ: თირკმლის/ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:
მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
პედიატრიული პოპულაცია:
მუნის მკურნალობა
12 წლამდე ასაკის ბავშვები:
120 მლ ბოთლის შემთხვევაში, ერთჯერად გამოსაყენებელი ლოსიონის სავარაუდო რაოდენობა ქვემოთ არის მითითებული:
2 თვიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვები: ბოთლის 1/30
1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები: ტუბის 1/15
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: ტუბის 1/7
იმ შემთხვევებში, როდესაც ასევე საჭიროა სკალპის, კისრის, კანის თმიანი საფარის და ყურების მკურნალობა, მთელი სხეულის დასაფარად დოზა შეიძლება გაიზარდოს.
2 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვები:
გამოიყენება ისე, როგორც 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში. მიუხედავად ამისა, პაციენტთა ამ პოპულაციაში, რადგან მუნით დაზიანებები უფრო ხშირია სახეზე, კისერზე, თავის კანზე და ყურებზე, სკაბესტის ამ ადგილებში წასმაც ეფექტურია. პაციენტთა დაახლოებით 90%-ში მუნით ინვაზია აღმოიფხვრება ლოსიონის ერთჯერადი წასმით. თუ არსებული დაზიანებების გაუმჯობესების ნიშნები არ აღინიშნება ან ახალი დაზიანებები განვითარდება, მეორეჯერ წასმა შეიძლება მხოლოდ 7 დღის შემდეგ.
ბოქვენის ტილების მკურნალობა
ბავშვებსა და შედარებით ნაკლები თმის მქონე პირებში ლოსიონის პროპორციულად მცირე რაოდენობა უნდა იქნას გამოყენებული.
ხანდაზმული პაციენტები: 70 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებმა უნდა გამოიყენონ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
უკუჩვენებები
თუ:
- გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პერმეტრინის, პირეტროიდების, პირეტრინების, ქრიზანთემის ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
სიფრთხილის ზომები
- მოერიდეთ სკაბესტის თვალებთან კონტაქტს. თვალებთან კონტაქტის შემთხვევაში, ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით.
- თუ სკაბესტი სახეზე უნდა წაისვავთ, ფრთხილად იყავით, რომ არ მოხვდეს თვალების გარშემო.
- თუ ბავშვს უნდა წაუსვათ, ფრთხილად იყავით, რომ პირის გარშემო არ წაუსვათ. შესაძლოა, ბავშვმა წამალი გალოკოს.
- წასმისას გამოიყენეთ ხელთათმანები ხელების გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ცნობილი არ არის სკაბესტის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ.
თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ გამოიყენება სკაბესტი?
- გამოყენების ინსტრუქცია და დოზირება/მიღების სიხშირე:
მუნის მკურნალობა
სხეულის ფართობისა და კანის ტიპების დიდი ცვალებადობის გათვალისწინებით, ზუსტი დოზირების რეკომენდაციების გაცემა შეუძლებელია.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
ლოსიონის 30 მლ-მდე ერთ გამოყენებაზე. ზოგიერთ ზრდასრულს შეიძლება დასჭირდეს ამ დოზაზე მეტის გამოყენება მთელი სხეულის დასაფარად, მაგრამ არ უნდა გამოიყენოთ 60 მლ-ზე მეტი თითოეულ გამოყენებაზე.
ბოქვენის ტილების მკურნალობა
რეკომენდებულია 120 მლ ბოთლის 1/12 წაისვათ ბოქვენის არეში, ანუსის გარშემო, ბარძაყებსა და სხეულზე. მოზრდილთა მცირე ჯგუფს შეიძლება დასჭირდეს მეტი ლოსიონი სამკურნალოდ, მაგრამ არ უნდა იქნას გამოყენებული 120 მლ ბოთლის 1/6-ზე მეტი.
მიღების მეთოდი:
მუნის მკურნალობა
- შხაპის მიღების შემდეგ, წაისვით სუფთა და გრილ კანზე, მთელ სხეულზე, თავის გარდა.
- განსაკუთრებით ფრთხილად უნდა დამუშავდეს ხელისა და ფეხის თითებს შორის არსებული ადგილები (ასევე ხელისა და ფეხის ფრჩხილების ქვეშ), მაჯები, იღლიები, გარეთა სასქესო ორგანოები და დუნდულები.
- 8-12 საათის განმავლობაში არ შეიძლება დაბანა. თუ წასმისას ხელები დაიბანეთ, ხელებზე ხელახლა უნდა წაისვათ.
- გამოყენების შემდეგ მიიღეთ შხაპი.
- უნდა ჩაიცვათ სუფთა ტანსაცმელი, თეთრეული და ტანსაცმელი ცხელ წყალში უნდა გაირეცხოს და დაუთოვდეს ცხელი უთოს მეშვეობით.
მუნის გავრცელების თავიდან აცილების გზები
- მთელი ოჯახი უნდა შემოწმდეს და გაფრთხილდეს ყველა მეგობარი ან ნათესავი, რომელიც შეიძლება ინფიცირებული იყოს.
- აუცილებელია ოჯახის ყველა წევრის მკურნალობა მუნის წინააღმდეგ.
- რადგან მუნი შეიძლება ცოცხალი იყოს ნივთებზე 2-3 დღის განმავლობაში, ყველა ნივთი და ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს მდუღარე წყლით 20 წუთის განმავლობაში, ხოლო ყველა ტანსაცმლის შიდა ნაწილი (ტანსაცმელი, ზეწრები, ბალიშისპირები და ა.შ.), რომელიც სხეულთან კონტაქტში შედის, უნდა გაუთოვდეს ცხელი უთოთი.
- სახლი და მანქანა სრულად უნდა გაიწმინდოს მტვერსასრუტით.
2 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში და ხანდაზმულებში:
გამოიყენება ისევე, როგორც 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და ხანდაზმულებში. თუმცა, რადგან ამ პაციენტთა პოპულაციაში მუნის დაზიანებები ვრცელდება სახეზე, კისერზე, თავის კანსა და ყურებზე, ეფექტურია სკაბესტის ამ ადგილებშიც წასმა. პაციენტების დაახლოებით 90%-ში მუნით ინვაზია ლოსიონის ერთჯერადი წასმით წყდება. თუ არ არის საწყისი დაზიანებების განკურნევის ნიშნები ან თუ ახალი დაზიანებები გაჩნდა, შეიძლება მეორედ წასმა პირველი წასმიდან არანაკლებ 7 დღის შემდეგ.
ბოქვენის ტილების მკურნალობა
სკაბესტი უნდა წაისვათ ბოქვენის მიდამოზე, ანუსის გარშემო, ბარძაყის შიდა ნაწილიდან მუხლებამდე და ტანზე არსებულ თმაზე, რომელიც ბოქვენის მიდამოებამდე ვრცელდება. სახეზე ნებისმიერი თმა, წამწამებისა და წარბების გარდა, ასევე უნდა დამუშავდეს, თუ დასნებოვნებულია ტილებითა და წილებით. თუ აღმოაჩენთ ტილებსა და წილებს წამწამებზე, ისინი უნდა მოიცილოთ პინცეტით. სკაბესტი არ უნდა წაისვათ ამ ადგილას, რადგან შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს. დასნებოვნება შეიძლება მთლიანად აღმოიფხვრას ერთი წასმით. თუმცა, მეორე მკურნალობა უნდა ჩატარდეს, თუ მკურნალობიდან 7 დღის შემდეგ ადრე დამუშავებულ ადგილას ცოცხალი ტილები აღმოჩნდება.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
მუნის მკურნალობა
12 წლამდე ასაკის ბავშვები:
120 მლ ბოთლიდან გამოსაყენებელი ლოსიონის სავარაუდო რაოდენობა მითითებულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.
2 თვიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ბოთლის 1/30;
1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ბოთლის 1/15;
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ბოთლის 1/7.
იმ შემთხვევებში, როდესაც დასამუშავებულია თავი, კისერი, თავის კანი და ყურები, დოზა შეიძლება გაიზარდოს მთელი სხეულის დაფარვის უზრუნველსაყოფად.
ბოქვენის ტილების მკურნალობა
ბავშვებისა და შედარებით ნაკლები თმიანის საფარის მქონე პირებისთვის საჭირო იქნება პროპორციულად ნაკლები ლოსიონი.
გამოყენება ხანდაზმულებში: 70 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებმა უნდა გამოიყენონ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა: მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ სკაბესტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ იყენებთ სკაბესტის საჭიროზე მეტ დოზას:
სკაბესტის ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი გვერდითი მოვლენები ან კანის უფრო სერიოზული რეაქციები. სიმპტომური მკურნალობა ნაჩვენებია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარებისას. თუ თქვენი შვილი შემთხვევით გადაყლაპავს სკაბესტის შემცველობას, მიღებიდან 2 საათის განმავლობაში უნდა განიხილოთ კუჭის ამორეცხვა.
თუ გამოიყენეთ სკაბესტის საჭიროზე მეტი დოზა, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ სკაბესტის გამოყენება
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულობის დროს სკაბესტის გამოყენების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია.
სკაბესტით მკურნალობის მავნე ზემოქმედება ნაყოფზე მინიმალურია. არ გამოიყენოთ ორსულობის დროს, თუ ეს აუცილებელი არ არის.
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ.
ძუძუთი კვება
ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა სკაბესტი დედის რძეში. თუმცა, თეორიულად, ძალიან მცირე პროცენტი გადადის დედის რძეში. ასეთი დაბალი რაოდენობა, სავარაუდოდ, საფრთხეს არ შეუქმნის ახალშობილს/ჩვილს.
ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ნაკლებად სავარაუდოა, რომ სკაბესტმა გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სკაბესტის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ბუტილირებული ჰიდროქსიტოლუენის, ცეტოსტეარილის სპირტის და ცეტილის სპირტის შემცველობის გამო, შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი კანის რეაქციები (მაგ., კონტაქტური დერმატიტი) ან თვალებისა და ლორწოვანი გარსების გაღიზიანება.
გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება სკაბესტი?
- რა არის სკაბესტი და რისთვის გამოიყენება?
სკაბესტი არის თეთრი ფერის ლოსიონი, რომელიც სწრაფად შეიწოვება. შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს პერმეტრინს. მისი ფარმაკოთერაპიული ჯგუფია ექტოპარაზიტიციდები.
სკაბესტი წარმოდგენილია 120 მლ პოლიეთილენის ბოთლში პლასტმასის ხრახნიანი თავსახურით. თითოეული 120 მლ ლოსიონი შეიცავს 5.7 გ აქტიურ ინგრედიენტს პერმეტრინს.
სკაბესტი გამოიყენება მუნით და ბოქვენის ტილებით ინვაზიის/დაბინძურების სამკურნალოდ.
- რა უნდა იცოდეთ სკაბესტის გამოყენებამდე?
ჭარბი დოზა
ნიშნები და სიმპტომები
სკაბესტის დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. მაშინაც კი, თუ პერმეტრინის 100% შეიწოვება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთმა დოზამ გამოიწვიოს ტოქსიკურობის რაიმე აშკარა ნიშნები. სკაბესტის ჭარბი გამოყენება იწვევს „არასასურველი ეფექტების“ პუნქტში აღწერილი ადგილობრივი გვერდითი რეაქციების, ან უფრო სერიოზული კანის რეაქციების რისკს.
თერაპია
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარებისას ნაჩვენებია სიმპტომური მკურნალობა. თუ ბავშვი შემთხვევით გადაყლაპავს სკაბესტის შიგთავსს, მიზანშეწონილია კუჭის ამორეცხვა, თუ მიღებიდან 2 საათის განმავლობაში მიმართავთ ექიმს.
შენახვის პირობები
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
- 5 კონტეინერის სახეობა და შიგთავსი
სკაბესტი მოწოდებულია 120 მლ პოლიეთილენის ბოთლში პლასტმასის ხრახნიანი თავსახურით.
- 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა დამუშავების დროს
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის შესახებ რეგულაციის“ და „შეფუთვისა და შესაფუთი ნარჩენების კონტროლის შესახებ რეგულაციის“ შესაბამისად.
- სავაჭრო ნებართვის მფლობელი
Avixa İlaç San. ve Tic. A.Ş.
İkitelli Osb Mahallesi YTÜ İkitelli Teknopark Sk.
YTÜ Teknopark Apt. №: 1/224
ბაშაკშეჰირი/სტამბოლი
ტელ: (0212) 429 03 33/34
ფაქსი: (0212) 429 03 32
- სავაჭრო ნებართვის ნომერი
2019/660
- პირველი ნებართვის / ნებაფრთვის განახლების თარიღი
პირველი ნებართვის თარიღი: 12/01/2019
ნებართვის განახლება:
- ტექსტის გადახედვის თარიღი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
ექტოპარაზიტიციდები
ათქ კოდი: P03AC04
პერმეტრინის ზემოქმედების შემდეგ მწერებში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური მოვლენაა ელექტროქიმიური ანომალიების ინდუქცია აგზნებადი უჯრედების მემბრანებზე, რაც იწვევს ჭარბ სენსორულ სტიმულაციას, კოორდინაციის დარღვევას და ძლიერ გამოფიტვას. მიიჩნევა, რომ ანალოგიურია მუნის ტკიპის მოქმედების მექანიზმი.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა:
შეწოვის ზოგადი მოდელი მიუთითებს, რომ გამოყენებული პერმეტრინის დაახლოებით 0.5% შეიწოვება პირველი 48 საათის განმავლობაში.
განაწილება:
მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
ბიოტრანსფორმაცია:
ძუძუმწოვრებში პერმეტრინი სწრაფად გარდაიქმნება არააქტიურ მეტაბოლიტებად და გამოიყოფა შარდში. პერმეტრინის ყველაზე მნიშვნელოვანი მეტაბოლიტი აღმოჩენილია შარდში ჯანმრთელი სუბიექტების ან მუნის მქონე პაციენტების მთელ სხეულზე კრემის გამოყენებიდან რამდენიმე საათში.
გამოყოფა:
მიუხედავად იმისა, რომ პიკური დონეები აღინიშნება პირველი 48 საათის განმავლობაში, მეტაბოლიტების ძალიან დაბალი დონეები შეიძლება გამოვლინდეს ზოგიერთი ადამიანის შარდში გამოყენებიდან 21 დღის შემდეგაც კი.
- 3 უსაფრთხოების წინაკლინიკური მონაცემები
მუტაგენურობა:
პერმეტრინის მუტაგენობის გამომწვევი ეფექტი უარყოფითია როგორც in vitro, ასევე in vivo გენეტიკური ტოქსიკურობის კვლევებში.
კანცეროგენობა:
მღრღნელებზე ჩატარებულმა ხანგრძლივმა კვლევებმა არ გამოავლინა კანცეროგენული პოტენციალის მტკიცებულება. შედეგად, პერმეტრინი არ ითვლება გენოტოქსიკურ ან კანცეროგენულ საშუალებად ადამიანებში.
- ფარმაცევტული მახასიათებლები
- 1 დამხმარე ნივთიერებების სია
ბუტილირებული ჰიდროქსიტოლუოლი, გლიცერილ მონოსტეარატი, ცეტოსტეარილის სპირტი, ცეტილის სპირტი, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდი, იზოპროპილ მირისტატი, მსუბუქი მინერალური ზეთი, კარბომერი 934, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გლიცეროლი, Brij 35, ბენზილის სპირტი, გასუფთავებული წყალი
- 2 შეუთავსებლობა
არ არის ცნობილი.
- 3 ვარგისობის ვადა
36 თვე
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პაციენტის საინფორმაციო ფურცელი
სკაბესტი
5% ლოსიონი
ადგილობრივი გამოყენებისთვის.
აქტიური ნივთიერება: ყოველი 120 მლ ლოსიონი შეიცავს 5.7 გ პერმეტრინს.
დამხმარე ნივთიერება(ები): ბუტილირებული ჰიდროქსიტოლუენი, გლიცეროლის მონოსტეარატი, ცეტოსტეარილის სპირტი, ცეტილის სპირტი, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდი, იზოპროპილ მირისტატი, მსუბუქი მინერალური ზეთი, კარბომერი 934, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გლიცეროლი, brij 35, ბენზილის სპირტი, გასუფთავებული წყალი.
ამ მედიკამენტის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით პაციენტის საინფორმაციო ფურცელს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი მხოლოდ თქვენთვისაა დანიშნული. არ გადასცეთ ის სხვებს.
ამ მედიკამენტის გამოყენების დროს ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, აცნობეთ ამ პრეპარატის შესახებ თქვენს ექიმს.
ზუსტად დაიცავით ამ ფურცელ-ჩანართში მოცემული ინსტრუქცია. არ გამოიყენოთ თქვენთვის რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზები.
ამ ფურცელ-ჩანართში:
- რა არის სკაბესტი და რისთვის გამოიყენება?
- რა უნდა იცოდეთ სკაბესტის გამოყენებამდე?
- როგორ გამოიყენება სკაბესტი?
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება სკაბესტი?
- რა არის სკაბესტი და რისთვის გამოიყენება?
სკაბესტი არის თეთრი ფერის ლოსიონი, რომელიც სწრაფად შეიწოვება. შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს პერმეტრინს. მისი ფარმაკოთერაპიული ჯგუფია ექტოპარაზიტიციდები.
სკაბესტი წარმოდგენილია 120 მლ პოლიეთილენის ბოთლში პლასტმასის ხრახნიანი თავსახურით. თითოეული 120 მლ ლოსიონი შეიცავს 5.7 გ აქტიურ ინგრედიენტს პერმეტრინს.
სკაბესტი გამოიყენება მუნით და ბოქვენის ტილებით ინვაზიის/დაბინძურების სამკურნალოდ.
- რა უნდა იცოდეთ სკაბესტის გამოყენებამდე?
არ გამოიყენოთ სკაბესტი
თუ:
- გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პერმეტრინის, პირეტროიდების, პირეტრინების, ქრიზანთემის ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
- მოერიდეთ სკაბესტის თვალებთან კონტაქტს. თვალებთან კონტაქტის შემთხვევაში, ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით.
- თუ სკაბესტი სახეზე უნდა წაისვავთ, ფრთხილად იყავით, რომ არ მოხვდეს თვალების გარშემო.
- თუ ბავშვს უნდა წაუსვათ, ფრთხილად იყავით, რომ პირის გარშემო არ წაუსვათ. შესაძლოა, ბავშვმა წამალი გალოკოს.
- წასმისას გამოიყენეთ ხელთათმანები ხელების გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად.
ორსულობა
ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულობის დროს სკაბესტის გამოყენების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია.
სკაბესტით მკურნალობის მავნე ზემოქმედება ნაყოფზე მინიმალურია. არ გამოიყენოთ ორსულობის დროს, თუ ეს აუცილებელი არ არის.
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ.
ძუძუთი კვება
ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა სკაბესტი დედის რძეში. თუმცა, თეორიულად, ძალიან მცირე პროცენტი გადადის დედის რძეში. ასეთი დაბალი რაოდენობა, სავარაუდოდ, საფრთხეს არ შეუქმნის ახალშობილს/ჩვილს.
ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ნაკლებად სავარაუდოა, რომ სკაბესტმა გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სკაბესტის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ბუტილირებული ჰიდროქსიტოლუენის, ცეტოსტეარილის სპირტის და ცეტილის სპირტის შემცველობის გამო, შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი კანის რეაქციები (მაგ., კონტაქტური დერმატიტი) ან თვალებისა და ლორწოვანი გარსების გაღიზიანება.
სხვა მედიკამენტები და სკაბესტი
ცნობილი არ არის სკაბესტის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ.
თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ გამოიყენება სკაბესტი?
- გამოყენების ინსტრუქცია და დოზირება/მიღების სიხშირე:
მუნის მკურნალობა
სხეულის ფართობისა და კანის ტიპების დიდი ცვალებადობის გათვალისწინებით, ზუსტი დოზირების რეკომენდაციების გაცემა შეუძლებელია.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
ლოსიონის 30 მლ-მდე ერთ გამოყენებაზე. ზოგიერთ ზრდასრულს შეიძლება დასჭირდეს ამ დოზაზე მეტის გამოყენება მთელი სხეულის დასაფარად, მაგრამ არ უნდა გამოიყენოთ 60 მლ-ზე მეტი თითოეულ გამოყენებაზე.
ბოქვენის ტილების მკურნალობა
რეკომენდებულია 120 მლ ბოთლის 1/12 წაისვათ ბოქვენის არეში, ანუსის გარშემო, ბარძაყებსა და სხეულზე. მოზრდილთა მცირე ჯგუფს შეიძლება დასჭირდეს მეტი ლოსიონი სამკურნალოდ, მაგრამ არ უნდა იქნას გამოყენებული 120 მლ ბოთლის 1/6-ზე მეტი.
მიღების მეთოდი:
მუნის მკურნალობა
- შხაპის მიღების შემდეგ, წაისვით სუფთა და გრილ კანზე, მთელ სხეულზე, თავის გარდა.
- განსაკუთრებით ფრთხილად უნდა დამუშავდეს ხელისა და ფეხის თითებს შორის არსებული ადგილები (ასევე ხელისა და ფეხის ფრჩხილების ქვეშ), მაჯები, იღლიები, გარეთა სასქესო ორგანოები და დუნდულები.
- 8-12 საათის განმავლობაში არ შეიძლება დაბანა. თუ წასმისას ხელები დაიბანეთ, ხელებზე ხელახლა უნდა წაისვათ.
- გამოყენების შემდეგ მიიღეთ შხაპი.
- უნდა ჩაიცვათ სუფთა ტანსაცმელი, თეთრეული და ტანსაცმელი ცხელ წყალში უნდა გაირეცხოს და დაუთოვდეს ცხელი უთოს მეშვეობით.
მუნის გავრცელების თავიდან აცილების გზები
- მთელი ოჯახი უნდა შემოწმდეს და გაფრთხილდეს ყველა მეგობარი ან ნათესავი, რომელიც შეიძლება ინფიცირებული იყოს.
- აუცილებელია ოჯახის ყველა წევრის მკურნალობა მუნის წინააღმდეგ.
- რადგან მუნი შეიძლება ცოცხალი იყოს ნივთებზე 2-3 დღის განმავლობაში, ყველა ნივთი და ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს მდუღარე წყლით 20 წუთის განმავლობაში, ხოლო ყველა ტანსაცმლის შიდა ნაწილი (ტანსაცმელი, ზეწრები, ბალიშისპირები და ა.შ.), რომელიც სხეულთან კონტაქტში შედის, უნდა გაუთოვდეს ცხელი უთოთი.
- სახლი და მანქანა სრულად უნდა გაიწმინდოს მტვერსასრუტით.
2 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში და ხანდაზმულებში:
გამოიყენება ისევე, როგორც 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და ხანდაზმულებში. თუმცა, რადგან ამ პაციენტთა პოპულაციაში მუნის დაზიანებები ვრცელდება სახეზე, კისერზე, თავის კანსა და ყურებზე, ეფექტურია სკაბესტის ამ ადგილებშიც წასმა. პაციენტების დაახლოებით 90%-ში მუნით ინვაზია ლოსიონის ერთჯერადი წასმით წყდება. თუ არ არის საწყისი დაზიანებების განკურნევის ნიშნები ან თუ ახალი დაზიანებები გაჩნდა, შეიძლება მეორედ წასმა პირველი წასმიდან არანაკლებ 7 დღის შემდეგ.
ბოქვენის ტილების მკურნალობა
სკაბესტი უნდა წაისვათ ბოქვენის მიდამოზე, ანუსის გარშემო, ბარძაყის შიდა ნაწილიდან მუხლებამდე და ტანზე არსებულ თმაზე, რომელიც ბოქვენის მიდამოებამდე ვრცელდება. სახეზე ნებისმიერი თმა, წამწამებისა და წარბების გარდა, ასევე უნდა დამუშავდეს, თუ დასნებოვნებულია ტილებითა და წილებით. თუ აღმოაჩენთ ტილებსა და წილებს წამწამებზე, ისინი უნდა მოიცილოთ პინცეტით. სკაბესტი არ უნდა წაისვათ ამ ადგილას, რადგან შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს. დასნებოვნება შეიძლება მთლიანად აღმოიფხვრას ერთი წასმით. თუმცა, მეორე მკურნალობა უნდა ჩატარდეს, თუ მკურნალობიდან 7 დღის შემდეგ ადრე დამუშავებულ ადგილას ცოცხალი ტილები აღმოჩნდება.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
მუნის მკურნალობა
12 წლამდე ასაკის ბავშვები:
120 მლ ბოთლიდან გამოსაყენებელი ლოსიონის სავარაუდო რაოდენობა მითითებულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.
2 თვიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ბოთლის 1/30;
1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ბოთლის 1/15;
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ბოთლის 1/7.
იმ შემთხვევებში, როდესაც დასამუშავებულია თავი, კისერი, თავის კანი და ყურები, დოზა შეიძლება გაიზარდოს მთელი სხეულის დაფარვის უზრუნველსაყოფად.
ბოქვენის ტილების მკურნალობა
ბავშვებისა და შედარებით ნაკლები თმიანის საფარის მქონე პირებისთვის საჭირო იქნება პროპორციულად ნაკლები ლოსიონი.
გამოყენება ხანდაზმულებში: 70 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებმა უნდა გამოიყენონ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა: მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ სკაბესტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ იყენებთ სკაბესტის საჭიროზე მეტ დოზას:
სკაბესტის ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი გვერდითი მოვლენები ან კანის უფრო სერიოზული რეაქციები. სიმპტომური მკურნალობა ნაჩვენებია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარებისას. თუ თქვენი შვილი შემთხვევით გადაყლაპავს სკაბესტის შემცველობას, მიღებიდან 2 საათის განმავლობაში უნდა განიხილოთ კუჭის ამორეცხვა.
თუ გამოიყენეთ სკაბესტის საჭიროზე მეტი დოზა, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ სკაბესტის გამოყენება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციისთვის.
თუ შეწყვეტთ სკაბესტის გამოყენებას
გამოიყენეთ ექიმის დანიშნულებისამებრ.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია სიხშირის მიხედვით შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი: შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტს
ხშირი: შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტს
არახშირი: შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტს
იშვიათი: შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტს
ძალიან იშვიათი: შეიძლება აღენიშნებოდეს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს
უცნობი: სიხშირის შეფასება არსებული მონაცემებით შეუძლებელია.
უცნობი
ტკივილი
კანის დისკომფორტი, რომელიც განისაზღვრება, როგორც წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება, ერითემა, შეშუპება, ეგზემა, სიწითლე და ქავილი
დაბუჟება
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. შეგიძლიათ ასევე გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ შეატყობინოთ ვებგვერდზე www.titck.gov.tr „წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების“ მეშვეობით ან თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრის (TUFAM) გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზის გამოყენებით ტელეფონის ნომერზე 0 800 314 00 08 დარეკვით. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.
- როგორ ინახება სკაბესტი?
შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები ნაგავში! გადაყარეთ ისინი გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ დადგენილი შეგროვების სისტემის მეშვეობით.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი:
Avixa İlaç San. ve Tic.A.Ş.
ბაშაქშეჰირი/სტამბოლი-თურქეთი
მწარმოებელი:
Exeltis Ilaç ve Tic. A.Ş.
Çerkezköy/Tekirdağ-Türkiye
ეს პაციენტის საინფორმაციო ფურცელი ბოლოს დამტკიცდა 29/05/2020.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


