პედექსი არის ანტიპარაზიტული საშუალება და გამოიყენება ტილების გასანადგურებლად მათი განვითარების ყველა ეტაპზე (წილი, მატლი, მწერი) მოზრდილებში და ბავშვებში 2 თვის ასაკიდან.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პერმეტრინი (permethrin)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ/გ 60მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი მუქი ფერის მინის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- „LMP“ LTD, ლატვია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ექტოპარაზიტების, მათ შორის მუნის ტკიპას, ინსექტიციდების და რეპელენტების საწინააღმდეგო საშუალებები, პირეთრინები, სინთეზური ნაერთების ჩათვლით
- ATC კოდი
- P03AC04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044100
- რეგისტრირებულია
- 7 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 7 ოქტომბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „LMP“ LTD (ლატვია)
- განმცხადებელი
- შპს „იმპექსფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პედექსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პედექსი არის ანტიპარაზიტული საშუალება და გამოიყენება ტილების გასანადგურებლად მათი განვითარების ყველა ეტაპზე (წილი, მატლი, მწერი) მოზრდილებში და ბავშვებში 2 თვის ასაკიდან.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის გამოიყენეთ პედექსი თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად.
ნებისმიერი გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა
ხსნარში დასველებული ტამპონით ასველებენ თმას და თავის კანს. თმის სიგრძისა და სიხშირის მიხედვით, ერთი თავის დასამუშავებლად საჭიროა 25-დან 50 მლ-მდე ხსნარი. დამუშავების შემდეგ თავზე იხვევენ დოლბანდს და აყოვნებენ 40 წუთი, შემდეგ თმას იბანენ საპნით ან შამპუნით. მკვდარი ტილებისა და წილების მოსაშორებლად საჭიროა თმის დავარცხნა ხშირკბილებიანი სავარცხლით.
თუ პერმეტრინით მკურნალობიდან 7-10 დღის შემდეგ აღმოჩენილი იქნება ცოცხალი ტილები, პერმეტრინით დამუშავება უნდა განმეორდეს. თუ 14-20 დღის შემდეგ კვლავ რჩება ცოცხალი ტილები, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მკურნალობის სხვა ალტერნატივებზე.
თუ ფიქრობთ, რომ პედექსის ეფექტი ძალიან ძლიერი ან არასაკმარისია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაიტანეთ საჭიროზე მეტი პედექსი
ვინაიდან აქტიური ნივთიერება პერმეტრინი პრაქტიკულად არ შეიწოვება სისხლის ნაკადში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პედექსის ადგილობრივი გამოყენებისას შესაძლებელი იყოს დოზის გადაჭარბება. თუმცა, არ შეიძლება სრულიად გამოირიცხოს რაიმე გვერდითი მოქმედება, რომელიც გავლენას ახდენს ცალკეულ ორგანოთა სისტემებზე ან მთელ ორგანიზმზე.
პედექსი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის! არ გამოიყენოთ შინაგანად!
რა უნდა გააკეთოთ, თუ შემთხვევით გადაყლაპეთ პედექსი
ხსნარის შემთხვევით მიღება, როგორც წესი, არ არის საშიში, მაგრამ მაინც რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
პედექსის გამოყენების შემდეგ ყოველთვის დაიბანეთ ხელები. მჭიდროდ დაახურეთ ბოთლს თავსახური.
- პედექსის შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, პედექსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ხსნარს აქვს უმნიშვნელო გამაღიზიანებელი ეფექტი ლორწოვან გარსზე, იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ქავილი, ერითემა, გამონაყარი, ადგილობრივი შეშუპება და წვის შეგრძნება აპლიკაციის ადგილზე. ამ შემთხვევაში, ხსნარის გამოყენება უნდა შეწყდეს.
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდითი მოვლენას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, ან თუ რომელიმე აღნიშნული გვერდითი მოვლენა განსაკუთრებით მძიმეა თქვენთვის, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ არის ცნობილი (შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემების მიხედვით): შეგრძნებები კანზე (პარესთეზია), როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტა, კანის წვის შეგრძნება.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა მეტი ინფორმაციის შეგროვებაში ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ.
უკუჩვენებები
- თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პერმეტრინის ან ხსნარის სხვა კომპონენტის მიმართ;
- 2 თვემდე ასაკის ბავშვები, რადგან ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არის საკმარისი.
სიფრთხილე გამოყენებისას
პედექსის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
განსაკუთრებული სიფრთხილე პედექსის გამოყენებისას აუცილებელია შემდეგ შემთხვევებში:
საჭიროა თავის არიდება ხსნარის თვალებში მოხვედრისგან, რადგან ხსნარი გამაღიზიანებლად მოქმედებს თვალის კონიუნქტივაზე. თუ ეს მაინც მოხდა, გამოირეცხეთ თბილი წყლის დიდი რაოდენობით;
2 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ;
საჭიროა თავის არიდება პრეპარატის მოხვედრისგან ჭრილობებზე და ინფიცირებულ კანზე;
ქრიზანთემების ან ასტრების ოჯახის სხვა მცენარეების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში, გამოიყენეთ პედექსი მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
სხვა მედიკამენტების გამოყენება
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელიც ახლახან მიიღეთ, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.
ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდი
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ, ან გეგმავთ ორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შესაძლო რისკფაქტორის გულდასმით შეფასების შემდეგ.
ძუძუთი კვების დროს აუცილებელია გულდასმით შეისწავლილი იქნეს რისკი - სარგებელის ფაქტორი, შეწყდეს ძუძუთი კვება ან უარი ითქვას პრეპარატის გამოყენებაზე.
სიფრთხილის ზომები
განსაკუთრებული მითითებები არ არის. გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება ან გამოყენებული მასალები უნდა განადგურდეს მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
სიფრთხილის მიზნით, ორსულობისას თავიდან უნდა იქნას აცილებული პედექსის გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფიზიკური ზემოქმედების მკურნალობის ალტერნატიული მეთოდები წარუმატებელი აღმოჩნდა და/ან პერმეტრინით მკურნალობა აუცილებელია ქალის კლინიკური მდგომარეობის გამო.
ძუძუთი კვება
მეძუძურ ქალებში პრეპარატის გამოყენებისას უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება ან პრეპარატის გამოყენება.
ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ თანაფარდობის სარგებელი/რისკი გულდასმით შეფასების შემდეგ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პედექსი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმების მომსახურების უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პედექსის ერთ-ერთი კომპონენტის შესახებ
მოცემული პრეპარატი შეიცავს 38 450 მგ ალკოჰოლს (ეთილის სპირტს) ყოველ 60 მლ მუქი შუშის ბოთლში, რაც შეესაბამება 640.8 მგ/მლ-ს. ამან შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება დაზიანებულ კანზე.
გვერდითი მოვლენები
- პედექსის შენახვა
ჭარბი დოზა
შეტყობინება ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ არ არის.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა პერმეტრინი. 1 გ ხსნარი შეიცავს 5 მგ პერმეტრინს.
დამხმარე ნივთიერებები: ეთილის სპირტი (96%), იზოპროპილის სპირტი, წიწვოვანი ეთერზეთი, გასუფთავებული წყალი.
პედექსის გარეგანი სახე და შეფუთვა
პედექსი არის მოყვითალო გამჭვირვალე სითხე, დასაშვებია მცირე ოპალესცენცია.
პედექსი, 5 მგ/გ ხსნარი 60 მლ მოთავსებულია მუქი მინის ფლაკონებში, რომლებიც გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფებში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში სინათლისგან და ნესტისგან დასაცავად. ინახება 25°C-მდე ტემპერატურაზე.
პედექსი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე, ფლაკონზე და კოლოფზე "ვარგისია".
ვარგისობის ვადა განეკუთვნება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამალი, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი - ეკტოპარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის მუნის საწინააღმდეგო საშუალებები, ინსექტიციდები და რეპელენტები, პირეტრინები, მათ შორის სინთეზური ნაერთები. ათქ კოდი: P03AC04.
პერმეტრინი პერმეტრინი წარმოადგენს სინთეზური პირეტროიდის ცის- და ტრანს- ფორმების იზომერების ნაზავს. ეს არის გარეგანად გამოსაყენებელი ინსექტიციდური და აკარიციდური საშუალება, რომელიც გავლენას ახდენს ბევრ მწერზე, მათ შორის ტილებზე. პერმეტრინი მოქმედებს მწერების ნერვული უჯრედების მემბრანებზე, არღვევს კალიუმის და ნატრიუმის იონების ნაკადს არხებში, რომლებიც არეგულირებენ მემბრანის პოლარიზაციას. რეპოლარიზაციის დარღვევის შედეგად ხდება მწერის დამბლა.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ესტერაზას ზეგავლენით პერმეტრინი სწრაფად იშლება ორგანიზმში არააქტიურ მეტაბოლიტებად, რომლებიც ორგანიზმიდან ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით.
- 3. უსაფრთხოების შესახებ პრეკლინიკური მონაცემები
ფარმაკოლოგიური უსაფრთხოების, ქრონიკული ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის, კანცეროგენურობის და რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებიდან მიღებული პრეკლინიკური მონაცემები არ მიუთითებენ ადამიანისთვის საშიშ რისკებზე.
- ფარმაცევტული ინფორმაცია
- 1. დამხმარე ნივთიერებები
ეთილის სპირტი (96%), იზოპროპილის სპირტი, წიწვოვანი ეთერზეთი, გასუფთავებული წყალი.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
პედექსი
Permethrinum
ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან თქვენი ექიმის მითითებით.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია! შეიძლება მოგვიანებით დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- თუ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა, მიმართეთ ფარმაცევტს.
- თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პ. 4.
მოცემულ ინსტრუქციაში თქვენ ნახავთ:
- რა არის პედექსი და რა მიზნით გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ პედექსის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება პედექსი
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- პედექსის შენახვა
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
- რა არის პედექსი და რა მიზნით გამოიყენება იგი
პედექსი არის ანტიპარაზიტული საშუალება და გამოიყენება ტილების გასანადგურებლად მათი განვითარების ყველა ეტაპზე (წილი, მატლი, მწერი) მოზრდილებში და ბავშვებში 2 თვის ასაკიდან.
- რა უნდა იცოდეთ პედექსის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ პედექსი შემდეგ შემთხვევებში:
- თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პერმეტრინის ან ხსნარის სხვა კომპონენტის მიმართ;
- 2 თვემდე ასაკის ბავშვები, რადგან ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არის საკმარისი.
სიფრთხილე გამოყენებისას
პედექსის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
განსაკუთრებული სიფრთხილე პედექსის გამოყენებისას აუცილებელია შემდეგ შემთხვევებში:
საჭიროა თავის არიდება ხსნარის თვალებში მოხვედრისგან, რადგან ხსნარი გამაღიზიანებლად მოქმედებს თვალის კონიუნქტივაზე. თუ ეს მაინც მოხდა, გამოირეცხეთ თბილი წყლის დიდი რაოდენობით;
2 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ;
საჭიროა თავის არიდება პრეპარატის მოხვედრისგან ჭრილობებზე და ინფიცირებულ კანზე;
ქრიზანთემების ან ასტრების ოჯახის სხვა მცენარეების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში, გამოიყენეთ პედექსი მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
სხვა მედიკამენტების გამოყენება
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელიც ახლახან მიიღეთ, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.
ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდი
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ, ან გეგმავთ ორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შესაძლო რისკფაქტორის გულდასმით შეფასების შემდეგ.
ძუძუთი კვების დროს აუცილებელია გულდასმით შეისწავლილი იქნეს რისკი - სარგებელის ფაქტორი, შეწყდეს ძუძუთი კვება ან უარი ითქვას პრეპარატის გამოყენებაზე.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების მომსახურება
პედექსი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმების მომსახურების უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პედექსის ერთ-ერთი კომპონენტის შესახებ
მოცემული პრეპარატი შეიცავს 38 450 მგ ალკოჰოლს (ეთილის სპირტს) ყოველ 60 მლ მუქი შუშის ბოთლში, რაც შეესაბამება 640.8 მგ/მლ-ს. ამან შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება დაზიანებულ კანზე.
- როგორ გამოიყენება პედექსი
ყოველთვის გამოიყენეთ პედექსი თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად.
ნებისმიერი გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა
ხსნარში დასველებული ტამპონით ასველებენ თმას და თავის კანს. თმის სიგრძისა და სიხშირის მიხედვით, ერთი თავის დასამუშავებლად საჭიროა 25-დან 50 მლ-მდე ხსნარი. დამუშავების შემდეგ თავზე იხვევენ დოლბანდს და აყოვნებენ 40 წუთი, შემდეგ თმას იბანენ საპნით ან შამპუნით. მკვდარი ტილებისა და წილების მოსაშორებლად საჭიროა თმის დავარცხნა ხშირკბილებიანი სავარცხლით.
თუ პერმეტრინით მკურნალობიდან 7-10 დღის შემდეგ აღმოჩენილი იქნება ცოცხალი ტილები, პერმეტრინით დამუშავება უნდა განმეორდეს. თუ 14-20 დღის შემდეგ კვლავ რჩება ცოცხალი ტილები, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მკურნალობის სხვა ალტერნატივებზე.
თუ ფიქრობთ, რომ პედექსის ეფექტი ძალიან ძლიერი ან არასაკმარისია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაიტანეთ საჭიროზე მეტი პედექსი
ვინაიდან აქტიური ნივთიერება პერმეტრინი პრაქტიკულად არ შეიწოვება სისხლის ნაკადში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პედექსის ადგილობრივი გამოყენებისას შესაძლებელი იყოს დოზის გადაჭარბება. თუმცა, არ შეიძლება სრულიად გამოირიცხოს რაიმე გვერდითი მოქმედება, რომელიც გავლენას ახდენს ცალკეულ ორგანოთა სისტემებზე ან მთელ ორგანიზმზე.
პედექსი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის! არ გამოიყენოთ შინაგანად!
რა უნდა გააკეთოთ, თუ შემთხვევით გადაყლაპეთ პედექსი
ხსნარის შემთხვევით მიღება, როგორც წესი, არ არის საშიში, მაგრამ მაინც რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
პედექსის გამოყენების შემდეგ ყოველთვის დაიბანეთ ხელები. მჭიდროდ დაახურეთ ბოთლს თავსახური.
- პედექსის შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, პედექსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ხსნარს აქვს უმნიშვნელო გამაღიზიანებელი ეფექტი ლორწოვან გარსზე, იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ქავილი, ერითემა, გამონაყარი, ადგილობრივი შეშუპება და წვის შეგრძნება აპლიკაციის ადგილზე. ამ შემთხვევაში, ხსნარის გამოყენება უნდა შეწყდეს.
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდითი მოვლენას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, ან თუ რომელიმე აღნიშნული გვერდითი მოვლენა განსაკუთრებით მძიმეა თქვენთვის, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ არის ცნობილი (შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემების მიხედვით): შეგრძნებები კანზე (პარესთეზია), როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტა, კანის წვის შეგრძნება.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა მეტი ინფორმაციის შეგროვებაში ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ.
- როგორ ინახება პედექსი
ინახება ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში სინათლისგან და ნესტისგან დასაცავად. ინახება 25°C-მდე ტემპერატურაზე.
პედექსი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე, ფლაკონზე და კოლოფზე "ვარგისია".
ვარგისობის ვადა განეკუთვნება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამალი, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს პედექსი
აქტიური ნივთიერებაა პერმეტრინი. 1 გ ხსნარი შეიცავს 5 მგ პერმეტრინს.
დამხმარე ნივთიერებები: ეთილის სპირტი (96%), იზოპროპილის სპირტი, წიწვოვანი ეთერზეთი, გასუფთავებული წყალი.
პედექსის გარეგანი სახე და შეფუთვა
პედექსი არის მოყვითალო გამჭვირვალე სითხე, დასაშვებია მცირე ოპალესცენცია.
პედექსი, 5 მგ/გ ხსნარი 60 მლ მოთავსებულია მუქი მინის ფლაკონებში, რომლებიც გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფებში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
შპს „ლმპ”, ვიეტალვასის ქუჩა 1, რიგა, LV-1009, ლატვია. HYPERLINK "mailto:[email protected]"[email protected]
ტექსტის ბოლო კორექციის თარიღი: 04/2024.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


