სერტოსპანი
Sertospan
სერტოსპანი ნაჩვენებია მწვავე და ქრონიკული მდგომარეობების სისტემური და ადგილობრივი თერაპიისთვის, რომლის დროსაც ჩვეულებრივ აღინიშნება პასუხი გლუკოკორტიკოსტეროიდებით (გკს) მკურნალობაზე, კერძოდ: ძვალ-კუნთოვანი სისტემის და რბილი ქსოვილების დაავადებები შემდეგი დაავადებების მწვავე ან ქრონიკული ფორმის გამწვავების ხანმოკლე …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბეტამეთაზონი (betamethasone)
- ფორმა და შეფუთვა
- (5მგ + 2მგ)/მლ 1მლ ი.მ., სახსარშიდა, სახსარახლო, ინტრაბურსალური, კანში, რბილ ქსოვილებში და პათოლოგიურ კერაში შესაყვანი საინექციო სუსპენზია მინის ამპულა №1
- მწარმოებელი
- Mefar Ilac Sanayii A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის, გლუკოკორტიკოიდები
- ATC კოდი
- H02AB01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041946
- რეგისტრირებულია
- 3 სექტემბერი 2024, მოქმედებს 3 სექტემბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
სერტოსპანი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სერტოსპანი ნაჩვენებია მწვავე და ქრონიკული მდგომარეობების სისტემური და ადგილობრივი თერაპიისთვის, რომლის დროსაც ჩვეულებრივ აღინიშნება პასუხი გლუკოკორტიკოსტეროიდებით (გკს) მკურნალობაზე, კერძოდ:
ძვალ-კუნთოვანი სისტემის და რბილი ქსოვილების დაავადებები
შემდეგი დაავადებების მწვავე ან ქრონიკული ფორმის გამწვავების ხანმოკლე დამხმარე თერაპია: ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი (ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს უფრო დაბალი შემანარჩუნებელი დოზის გამოყენება), ბურსიტი, ანკილოზირებადი სპონდილიტი, ეპიკონდილიტი, რადიკულიტი, კოკციგოდინია, იშიასი, ლუმბაგო, ტორტიკოლისი, სინოვიალური კისტები, ეგზოსტოზი, ფასციიტი.
კოლაგენოზები
სისტემური წითელი მგლურას ზოგიერთი სახეობის, სკლეროდერმიის, დერმატომიოზიტის, კვანძოვანი პოლიარტერიიტის გამწვავება ან შემანარჩუნებელი თერაპია.
ალერგიული დაავადებები
სამკურნალო საშუალებებზე და მწერების ნაკბენებზე ასთმური სტატუსისა და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების ადიუვანტური თერაპია.
ალერგიული დაავადებების მძიმე და დამაინვალიდებელი ფორმები, რომლებიც არ პასუხობენ სტანდარტულ მკურნალობას, განსაკუთრებით მწვავე სტადიაში და გამწვავების პერიოდში: ქრონიკული ბრონქული ასთმა, სეზონური ან მთელი წლის ალერგიული რინიტი, ალერგიული ბრონქიტის მძიმე ფორმა, ანგიონევროზული შეშუპება, შრატისმიერი დაავადება, ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმიტი, კონტაქტური დერმატიტი, ჭინჭრის ციება, გამოხატული ფოტოდერმიტი.
კანის დაავადებები
ჰიპერტროფიკული ბრტყელი სირსველი, ლიპოიდური ნეკრობიოზი (პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით), კეროვანი ალოპეცია, დისკოიდური წითელი მგლურა, ფსორიაზი, კელოიდები, ბუშტოსანა, ჰერპესის ფორმის დერმატიტი, კისტოზური ფერისმჭამელები.
ნეოპლასტიკური პროცესები
მოზრდილებში ლეიკოზების და ლიმფომების და ბავშვებში მწვავე ლეიკოზების პალიატიური მკურნალობა.
სხვა დაავადებები
ადრენოგენიტალური სინდრომი, წყლულოვანი კოლიტი, რეგიონარული ილეიტი, სპრუ, ტერფების დაავადებები (ბურსიტი მყარი კოჟრის ფონზე, ტერფის დიდი თითის ძნელად მოძრაობა (hallux rigidus), ტერფის მეხუთე თითის ვარუსული დეფორმირება), მდგომარეობები, რომლებიც საჭიროებენ სუბკონიუნქტივურ ინექციას, სისხლის პათოლოგიური ცვლილებები, რომლებიც პასუხობენ გკს-ით მკურნალობას, ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი.
მიღების წესი და დოზირება
გკს ჩვეულებრივ გამოიყენება როგორც დამხმარე მკურნალობა და არ ცვლის ძირითად თერაპიას.
გკს პარენტერალურად შეყვანა უნდა ჩატარდეს ექსტრემალურ სიტუაციებში და იმ შემთხვევებში, როდესაც გკს პერორალური მიღება მიზანშეწონილი და სასურველი არ არის. თუ გარკვეული დროის პერიოდში გაუმჯობესება არ აღინიშნება, გკს პარენტერალურად შეყვანა უნდა შეწყდეს. გკს-ით მკურნალობა ასევე უნდა შეწყდეს ქრონიკული დაავადების სპონტანური რემისიის დროს.
ზოგადი რეკომენდაციები დოზირების შესახებ
სერტოსპანი გამოიყენება კუნთში, სახსარში, სახსრის მიდამოში, ინტრაბურსალურად, კანში და კერაში შესაყვანად.
კრისტალური სუსპენზიის ადგილობრივად შეყვანა მოითხოვს ინექციის უზადო ტექნიკას. შეყვანა უნდა ჩატარდეს ასეპტიკის წესების დაცვით (იხ. "რეკომენდაციები ადგილობრივი გამოყენებისას ინექციების ჩატარების ტექნიკის შესახებ").
სერტოსპანი არ არის განკუთვნილი ვენაში შესაყვანად როგორც საწყისი მკურნალობა ექსტრემალურ შემთხვევებში. პრეპარატის კანქვეშ შეყვანა რეკომენდებული არ არის.
გამოყენებამდე საჭიროა ამპულის შენჯღრევა.
დოზირების რეჟიმი დგინდება ინდივიდუალურად დაავადების ტიპის და თერაპიული ეფექტის მიხედვით.
არასასურველი რეაქციების განვითარების რისკის შესამცირებლად პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს, როგორც კი პაციენტის მდგომარეობა იძლევა ამის საშუალებას, და შემდეგ პაციენტი გადაყვანილი უნდა იქნას თერაპიაზე პერორალური გკს-ით. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ პაციენტის მდგომარეობა არ დასტაბილურდება. უმეტეს მსუბუქ შემთხვევაში სასურველი ეფექტი აღინიშნება ერთი ინექციის შემდეგ. ხანგრძლივი მკურნალობა, ე.ი. მრავალჯერადი გამოყენება 3-4 კვირიანი ინტერვალებით, უნდა ჩატარდეს მხოლოდ სარგებლისა და რისკების შეფასების შემდეგ. ხანგრძლივი მკურნალობის აუცილებლობისას, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მეთვალყურეობის ქვეშ ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენის მიზნით, რომლებიც საჭიროებს პრეპარატის დოზის შემცირებას ან გამოყენების შეწყვეტას.
პაციენტის გადაყვანისას სხვა გკს-ით მკურნალობაზე, გასათვალისწინებელია დოზების ეკვივალენტობა.
ბავშვები
ბავშვებში პრეპარატის დოზირების რეჟიმი დგინდება, როგორც წესი, უფრო მეტად დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით, ვიდრე ასაკის, წონის ან სიმაღლის გათვალისწინებით.
6 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობის და უსაფრთხოების კვლევები არ ჩატარებულა.
სისტემური გამოყენება (კუნთში შეყვანა)
მწვავე მდგომარეობების მკურნალობისას ხანგრძლივი ეფექტის მისაღწევად ნაჩვენებია სერტოსპანის კუნთში შეყვანა.
სისტემური თერაპიის დროს პრეპარატის საწყისი დოზა უმეტეს შემთხვევაში 1-2 მლ შეადგენს, საჭიროებისას შეიძლება პრეპარატის 3-4 კვირაში განმეორებით გამოყენება. დოზა და გამოყენების სიხშირე დამოკიდებულია დაავადების სიმძიმის ხარისხზე და კლინიკურ ეფექტზე. საჭიროა პრეპარატის მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება.
უმეტესი დერმატოლოგიური დაავადების და მსუბუქი ალერგიული მდგომარეობების დროს ეფექტი აღინიშნება პრეპარატის დაბალი დოზებით (1 მლ) გამოყენებისას; განსაკუთრებულ შემთხვევებში (ასთმური სტატუსი, მძიმე ალერგიული რეაქციები ან სისტემური წითელი მგლურა) შეიძლება საჭირო გახდეს უფრო მაღალი საწყისი დოზა - 2 მლ.
დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში სათანადო კლინიკური პასუხის არქონისას, სერტოსპანით მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაიწყოს სხვა შესაფერისი თერაპიის ჩატარება.
პრეპარატი შეიყვანება ღრმად დუნდულის კუნთში, ასეპტიკური პირობების მკაცრად დაცვით.
ადგილობრივი გამოყენება (სახსარში, კერაში შეყვანა)
პრეპარატის ინექცია ჩვეულებრივ არ იწვევს ტკივილს, ტკივილის მეორეული ირადიაცია, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას სახსარში ინექციიდან რამდენიმე საათში, ასევე იშვიათად აღინიშნება. იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა ადგილობრივ ანესთეზიურთან ერთად გამოყენება, სერტოსპანის შერევა შეიძლება შპრივში (არა ამპულაში ან ფლაკონში) ლიდოკაინის, პროკაინის 1% ან 2%-იან ხსნართან ან სხვა ანესთეზიურებთან, რომლებიც არ შეიცავენ პარაბენებს ან ფენოლებს. დაცული უნდა იქნას შესაბამისი პრეპარატების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციებში მითითებული სიფრთხილის ზომები. ადგილობრივი ანესთეზიურის შეყვანა სერტოსპანის ამპულაში არ შეიძლება. თავიდან შპრიცში იღებენ პრეპარატის საჭირო დოზას, შემდეგ იმავე შპრიცში იღებენ ადგილობრივი ანესთეზიურის საჭირო რაოდენობას.
სერტოსპანის შერევა სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ შეიძლება შესაძლო შეუთავსებლობის გამო.
სახსარში შ ეყვანა
სახსარში შესაყვანი დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად და დამოკიდებულია სახსრის ზომაზე და დაავადების სიმძიმეზე. შემდეგი დოზების გამოყენება შეიძლება როგორც რეკომენდებული:
ძალიან დიდი სახსრები (მაგალითად, მენჯბარძაყის): 1-2 მლ;
დიდი სახსრები (მაგალითად, მუხლის, წვივის, მხრის): 1 მლ;
საშუალო სახსრები (მაგალითად, იდაყვის, მაჯის): 0,5-1 მლ;
პატარა სახსრები (მაგალითად, მაჯა-ფალანგის, ფალანგშუა, მკერდ-ლავიწის და ლავიწ-აკრომიონის): 0,25-0,5 მლ.
ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ ინექციები უნდა გამეორდეს 4-6 კვირიანი ან მეტი ინტერვალით, პირველი ინექციის შემდეგ ეფექტის მიხედვით.
კერაში შეყვანა
მყესების და სასახსრე ჩანთების სხვადასხვა დაზიანებების მკურნალობისას რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 მლ. ბურსიტის მწვავე ფორმებისას შეიძლება ნაჩვენები იყოს საწყისი დოზა 1 მლ-დან 2 მლ-მდე.
ინექციების ჩატარებისას საჭიროა სიფრთხილე (პრეპარატის შეყვანა უნდა მოხდეს დაზიანებული მყესის სინოვიალურ გარსში, და არა თვით მყესში). ეპიკონდილიტის შემთვევაში პრეპარატი შეიყვანება ყველაზე მტკივნეულ ადგილას.
სახსრების კაფსულების ან მყესების საშოების სინოვიალური კისტების დროს შეიყვანება 0,5 მლ უშუაოდ კისტაში.
ტერფის დაზიანების უმრავლესობისას რეკომენდებული დოზები შეადგენენ 0,25 მლ ან 0,5 მლ. მწვავე პოდაგრული ართრიტის დროს შეიძლება საჭირო გახდეს დოზები 1 მლ-მდე.
კანში (არა კანქვეშ) ინექციისთვის კანში კერების დროს დოზა შეადგენს 0,2 მლ/კანის ზედაპირის სმ2. კერის გარშემო თანაბრად აკეთებენ ჩხვლეტებს, ტუბერკულინური შპრიცის და 0,9 მმ დიამეტრის ნემსის გამოყენებით. რეკომენდებულია კვირაში არა უმეტეს 1 მლ შეყვანა.
რეკომენდაციები ადგილობრივი გამოყენებისას ინექციების შეყვანის ტექნიკის შესახებ
სერტოსპანი შეიყვანება ასეპტიკურ პირობებში. სახსარშიდა ინფექციის არსებობისას პრეპარატის შეყვანა არ შეიძლება. სახსარში სეპტიკური/ინფექციური პროცესის გამოსარიცხად უნდა ჩატარდეს სინოვიალური სითხის გამოკვლევა. ტკივილის მნიშვნელოვნად გაძლიერება ლოკალური შეშუპებით, სახსრების მოძრაობის მდგრადი შეზღუდვით, ტემპერატურის მომატებით და საერთო სისუსტით მოწმობს სეპტიკური ართრიტის განვითარებას. ინფექციური პროცესის დადასტურებისას საჭიროა შესაბამისი ანტიბაქტერიული თერაპიის დაწყება.
სახსარში შეყვანისას თერაპიული ეფექტის არქონა ხშირად ხდება ინექციის ჩატარების არასწორი ტექნიკის გამო, როდესაც ნემსი არ ხვდება სახსრის ღრუში. გარშემო ქსოვილებში ინექცია არ უზრუნველყოფს რაიმე გაუმჯობესებას. სახსარში სწორად შეყვანისას (სინოვიალური სითხის ასპირაცია ადასტურებს სახსრის ხვრელის მიღწევას) თერაპიული ეფექტის არქონისას განმეორებითი ინექციების ეფექტურობა უმნიშვნელოა.
ტენდინიტის და ტენოსინოვიტის დროს ინექციების ჩატარებისას საჭიროა სიფრთხილე (პრეპარატი შეიყვანება დაზიანებული მყესის სინოვიალურ გარსში, და არა თვით მყესში).
გკს მიკროკრისტალურმა ნაწილაკებმა კანქვეშა უჯრედისში შეიძლება შეამცირონ ანთებითი რეაქციები, თუმვა ასეთ ნაწილაკებს შეუძლიათ უჯრედების კომპონენტების დაშლა და შემაერთებელ ქსოვილში ცვლილებების გამოწვევა. კანის და/ან კანქვეშა ქსოვილების ამ იშვიათ ცვლილებებს შეიძლება ახლდეს კანის დაზიანება ("ჩაღრმავევების" წარმოქმნა) ინექციის ადგილას. ასეთი მდგომარეობის სიმძიმის ხარისხი დამოკიდებულია შეყვანილი გკს რაოდენობაზე. კანი აღდგება რამდენიმე თვეში ან გკს ყველა კრისტალის რეზორბციის შემდეგ.
ინტრასინოვიალური და კუნთში ინექციების გაკეთების დროს მოერიდეთ პრეპარატის დერმაში შევანის ან დიფუზიის შემთხვევებს. არ შეიძლება ინექციის გაკეთება დელტოიდურ კუნთში კანქვეშა ატროფიის წარმოქმნის მაღალი სიხშირის გამო.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერებების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
ვენაში და სისხლძარღვში შეყვანა;
ინტრატეკალური და ეპიდურალური შეყვანა;
შეყვანა არასტაბილურ ან ინფიცირებულ სახსარში, სხვა ინფიცირებულ უბნებში ან მალათაშუა სივრცეში;
სისტემური სოკოვანი ინფექციები;
6 წელზე უმცროსი ბავშვთა ასაკი;
მწვავე ინფექციები (სარტყელისებრი სირსველი, ჰერპესი, ჩუტყვავილა), პარაზიტული დაავადებები, პოლიომიელიტი (ბულბოენცეფალიტური ფორმის გარდა), ლომფადენიტი ბცჟ ვაქცინაციის შემდეგ, ამების ინფექცია, ოფთალმოლოგიური ჰერპესი;
შეყვანა 8 კვირის განმავლობაში პროფილაქტიკურ აცრებამდე და 2 კვირის განმავლობაში მათ შემდეგ;
სახსარში შეყვანა და ინფილტრაციული თერაპია: ავასკულარული ოსტეონეკროზი, მყესის გაგლეჯვა, შარკოს ნეიროართროპათია;
ხანგრძლივი მკურნალობისას: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლული, ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი (დადებითი რეაქცია HBsAg-ზე), დახურულკუთხოვანი ან ღიაკუთხოვანი გლაუკომა.
სიფრთხილის ზომები
იყო შეტყობინებები გკს ეპიდურალურ ინექციასთან დაკავშირებული მძიმე ნევროლოგიური გართულებების შესახებ, ზოგჯერ ლეტალური დასასრულით, ზურგის ტვინის ინფარქტის, პარაპლეგიის, კვადროპლეგიის, კორტიკალური სიბრმავის და ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის ჩათვლით.
ზემოაღნიშნული ნევროლოგიური გართულებები დარეგისტრირებული იყო როგორც ფლუოროსკოპიით, ასევე მის გარეშე. გკს ეპიდურალური შეყვანის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის, ამიტომ გკს ეპიდურალურად შეყვანა არ შეიძლება.
გკს პარენტერალური თერაპიისას იშვიათ შემთხვევებში შეიძლება წარმოიქმნას ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები, როგორებიც არის ხორხის შეშუპება, ბრონქოსპაზმი და ანაფილაქსიური შოკი, განსაკუთრებით ალერგიული რეაქციებისკენ მიდრეკილ პაციენტებში (მაგალითად, ბრონქული ასთმა ან ალერგია სამკურნალო საშუალებებზე). მსგავსი რეაქციების განვითარებისას აუცილებელია გადაუდებელი თერაპიის ჩატარება (ადრენალინის შეყვანა, მოცირკულარე სითხის მოცულობის შევსება, სარეანიმაციო ღონისძიებები).
იყო შეტყობინებები სიმპატო-ადრენალური კრიზების განვითარების შემთხვევების შესახებ, მათ შორის ლეტალური დასასრულით, სისტემური კორტიკოსტეროიდების შეყვანის შემდეგ პაციენტებში ფეოქრომოციტომით. პაციენტებში სავარაუდო ან დიაგნოსტირებული ფეოქრომოციტომით კორტიკოსტეროიდები უნდა დაინიშნოს მხოლოდ რისკი/სარგებლის შეფარდების შეფასების შემდეგ. თუ პაციენტებს, რომლებსაც უტარდებათ თერაპია ბეტამეთაზონით, აღენიშნებათ სიმპატო-ადრენალური კრიზის განვითარების რისკის დამადასტურებელი სიმპტომები, როგორებიც არის ჰიპერტენზიული კრიზი, გულის უკმარისობა, ტაქიკარდია, თავის ტკივილი, ტკივილი მუცელში და/ან ტკივილი გულმკერდის უჯრედში, განხილული უნდა იქნას საკითხი პაციენტში ადრე არადიაგნოსტირებული ფეოქრომოციტომის არსებობის შესახებ.
იმის გათვალისწინებით, რომ გკს მკურნალობისას გართულებები დამოკიდებულია დოზაზე და თერაპიის ხანგრძლივობაზე, უპირატესობები და რისკები უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
ყველა გკს მსგავსად, ბეტამეთაზონის მაქსიმალური ეფექტი ვითარდება რამდენიმე საათის განმავლობაში, ამიტომ სერტოსპანის გამოყენება არ შეიძლება სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობებში (მაგალითად, ასთმური სტატუსი, მძიმე ალერგიული რეაქციები) დაუყოვნებლივი მოქმედების პრეპარატებთან კომბინაციის გარეშე.
ბრონქული ასთმის გართულებისას სერტოსპანის შეყვანა მხოლოდ დამატებითი მკურნალობაა და არ ცვლის ძირითად თერაპიას. გაურთულებელი რესპირატორული დაავადებების დროს გკს გამოყენება არ შეიძლება.
გკს თერაპიას შეიძლება ახლდეს ფსიქოზური აშლილობების განვითარება, რომლებიც ვლინდება როგორც ეიფორია, უძილობა და განწყობის ან პიროვნების ცვალებადობა; შეიძლება წარმოიქმნას მძიმე დეპრესია შემდგომ ფსიქოზის გამოვლინებებით. გკს შეუძლიათ არსებული ფსიქოზური ლაბილობის ან ფსიქოზური ტენდენციების გაძლიერება.
ასევე სიფრთხილე რეკომენდებულია შემდეგი დაავადებების ან მდგომარეობების დროს:
არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი პერფორაციის რისკით, დივერტიკულიტი, ცოტახნის წინ დადებული მსხვილი ნაწლავის ანასტომები, კუჭის ან ნაწლავის წყლული;
აბსცესი ან სხვა ჩირქოვანი პროცესები;
ეპილეფსია;
დახურულკუთხოვანი ან ღიაკუთხოვანი გლაუკომა;
ცოტახნის წინ გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, მძიმე არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა (გკს ზეგავლენა ელექტროლიზურ ბალანსზე);
ჰიპოთირეოზი და ღვიძლის ციროზი (გკს ეფექტების გაძლიერება);
შაკიკი;
მიასთენია გრავის და აცეტილქოლინესტერაზის ინჰიბიტორების ერთდროულად გამოყენება (აცეტილქოლინესტერაზის ინჰიბიტორების ეფექტურობა მცირდება, რაც ზრდის მიასთენიური კრიზის წარმოქმნის რისკს);
გკს და სალიცილატების ხანგრძლივი კომბინირებული თერაპია (კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენების და წყლულების წარმოქმნის მაღალი რისკი, რომლებიც შეიძლება პროგრესირდეს პერფორაციამდე; გკს დოზის შემცირება უნდა მოხდეს სიფრთხილით სალიცილატებით მოწამვლის რისკის გამო);
ერთდროულად აცეტილსალიცილის შეყვანა პაციენტებში ჰიპოპროთრომბინემიით;
მიდრეკილება თრომბოზების მიმართ;
ფსიქიკური დაავადებები ანამნეზში;
თირკმლის უკმარისობა.
პოსტმენოპაუზაში მყოფ ქალებში და ხანდაზმულ პაციენტებში გკს პარენტერალური თერაპია უნდა ჩატარდეს მხოლოდ მკაფიო ჩვენებების არსებობისას და სარგებელი/რისკის შეფარდების შეფასების შემდეგ ოსტეოპოროზის განვითარების მაღალი ალბათობის გამო.
კგს ხანგრძლივმა თერაპიამ ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის უკმარისობა ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის (აკტჰ) გამოთავისუფლების ინჰიბირების ხარჯზე, რომელიც შეიძლება პროგრესირდეს თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ატროფიამდე. თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა შეიძლება გაგრძელდეს წლამდე და მეტი და ხასიათდება რისკით პაციენტებისთვის სტრესულ სიტუაციებში. პაციენტებისთვის, რომლებსაც თერაპია უტარდებათ გკს-ით, სწრაფად მოქმედი გკს გამოყენება რეკომენდებულია სტრესულ მოვლენამდე, მის დროს და მის შემდეგ (მაგალითად, ქირურგიული ჩარევა, მძიმე ტრავმა, მძიმე ინფექცია).
ხანგრძლივი თერაპიის შეწყვეტისას პრეპარატის დოზის შემცირება უნდა მოხდეს თანდათან და ძალიან ნელა თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის უკმარისობის განვითარების პრევენციისთვის.
გკს-ით ხანგრძლივმა თერაპიამ შეიძლება ხელი შეუწყოს უკანა სუბკაფსულური კატარაქტის, გლაუკომის განვითარებას მხედველობის ნერვის შესაძლო დაზიანებით და სოკოვანი ინფექციების გამომწვევებით და ვირუსებით გამოწვეული თვალის მეორეული ინფექციებით.
გკს გამოყენებისას მწვავე და ქრონიკული ინფექციები უნდა გაკონტროლდეს ანტიბიოტიკებით ან ქიმიოთერაპიის საშუალებებით. გკს-ბს შეუძლიათ ინფექციის სიმპტომების შენიღბვა.
ცოცხალი ვირუსული ვაქცინების გამოყენება, ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინის ჩათვლით, უკუნაჩვენებია გკს თერაპიის დროს. პაციენტებში, რომლებიც იღებენ გკს მაღალ დოზებს, იზრდება ნევროლოგიური გართულებების და იმუნური პასუხის დაქვეითების რისკი.
პაციენტებში ლეტალური ტუბერკულოზით ან დადებითი რეაქციით ტუბერკულინზე გკს თერაპია უნდა ჩატარდეს მხოლოდ მკაფიო ჩვენებების არსებობისას და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში ამ პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ ანტიტუბერკულოზური ქიმიოთერაპია. იმ შემთხვევებში, როდესაც ქიმიოპროფილაქტიკისთვის გამოიყენება რიფამპიცინი, გასათვალისწინებელია, რომ იგი აძლიერებს გკს მეტაბოლიზმს (ღვიძლის კლირენსის გაზრდა); მსგავს სიტუაციებში შეიძლება საჭირო გახდეს გკს დოზის კორექტირება. სერტოსპანის გამოყენება პაციენტებში ფულმინანტური ან მილიარული ტუბერკულოზით შეიძლება მხოლოდ კომბინაციაში შესაბამის ტუბერკულოსტაზურ თერაპიასთან.
გკს სისტემური თერაპიის დროს წარმოქმნილი ჩუტყვავილა შეიძლება მნიშვნელოვნად პროგრესირდეს და გამოიწვიოს სიკვდილი, განსაკუთრებით ბავშვებში. ეს მდგომარეობა საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას. რიკის ჯგუფის პაციენტებისთვის ნაჩვენებია ქიმიოპროფილაქტიკა ან პასიური იმუნოპროფილაქტიკა.
გკს იმუნოსუპრესიული ეფექტის გამო სერტოსპანით ხანგრძლივი თერაპიისთვის სხვა შედარებით მსუბუქი უკუჩვენებებია: მარტივი ჰერპესი, სარტყელისებრი სირსველი, ლატენტური ამებიაზი, პოლიომიელიტი (ბულბოენცეფალური ფორმის გარდა), მეორეული ლიმფომები ბცჟ ვაქცინაციის შემდეგ, კარცინომები მეტასტაზებით.
ბავშვებში გკს ხანგრძლივ თერაპიას შეიძლება ახლდეს ზრდის დარღვევა და თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის დისფუნქცია, ამიტომ კარგად უნდა გაკონტროლდეს ზრდა და განვითარება ბავშვებში, რომლებსაც უტარდებათ თერაპია სერტოსპანით.
პრეპარატის გამოყენება მოითხოვს ინექციის ასეპტიკური ტექნიკის მკაცრად დაცვას. სახსარშიდა ინექციების ჩატარებისას შეიძლება აღინიშნოს გკს სისტემური ეფექტები ადგილობრივ მოქმედებასთან დამატებად. კანქვეშ არასწორი შეყვანა იწვევს შექცევადი კანქვეშა ატროფიის რისკს.
სიმპტომური გაუმჯობესებისას გკს სახსარშიდა ინექციის შემდეგ უნდა მოერიდოთ სახსრის ზედმეტად დატვირთვას სახსრის დაზიანების პრევენციის მიზნით.
გკს თერაპიის დროს შეიძლება მანიფესტირდეს ლატენტური შაქრიანი დიაბეტი. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ხშირად წარმოიქმნება ინსულინის უფრო მაღალი დოზების გამოყენების საჭიროება. გკს კატაბოლურ და ანაბოლურ ეფექტებს შეიძლება ახლდეს აზოტის უარყოფითი ბალანსი, ამიტომ პაციენტებისთვის აუცილებელია საკმარისი რაოდენობით ცილების მიღება.
სისტემური და ადგილობრივი გკს გამოყენებისას (ინტრანაზალური, ინჰალაციური და თვალშიდა შეყვანის ჩათვლით) შეიძლება წარმოიქმნას მხედველობის დარღვევები. თუ პაციენტს გამოუვლინდა ისეთი სიმპტომები, როგორებიც არის მხედველობის სიმახვილის დარღვევა ან სხვა მხედველობითი დარღვევები, პაციენტი გაგზავნილი უნდა იქნას ოფთალმოლოგთან შესაძლო მიზეზების შესაფასებლად, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს კატარაქტას, გლაუკომას ან იშვიათ დაავადებებს, როგორიც არის ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია, რომლებიც დარეგისტრირდა გკს სისტემური და ადგილობრივი გამოყენების შემდეგ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცეტილსალიცილის მჟავა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები: შესაძლებელია ზემოაღნიშნული სამკურნალო საშუალებების ულცეროგენული ეფექტის გაძლიერება, რასაც ახლავს კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენების რისკის გაზრდა.
ანტიბიოტიკები/სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები: ტროლეადნდომიცინთან, ერითრომიცინთან და კეტოკონაზოლთან ერთად გამოყენებისას ძლიერდება ბეტამეთაზონის მოქმედება და იზრდება არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი. რიფამპიცინს შეუძლია ბეტამეთაზონის ეფექტურობის დაქვეითება, რის შედეგადაც შეიძლება საჭირო გახდეს ბეტამეთაზონის დოზის კორექტირება.
CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორები: გკს (ბეტამეთაზონის ჩათვლით) მეტაბოლიზდება CYP3A4. CYP3A4 ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებამ (მაგალითად, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კლარითრომიცინი, რიტონავირი, კობიცისტატის შემცველი პრეპარატები) შეიძლება გამოიწვიოს გკს ეფექტის გაძლიერება და გკს სისტემური არასასურველი რეაქციების რისკის გაზრდა. მსგავსი კომბინაციების ერთად გამოყენება არ შეიძლება იმ შემთხვევების გარდა, როდესაც თერაპიის სარგებელი აღემატება გკს სისტემური არასასურველი რეაქციების წარმოქმნის რისკის, ასეთ სიტუაციებში უზრუნველყოფილი უნდა იქნას პაციენტზე დაკვირვება გკს სისტემური არასასურველი რეაქციების შესაძლო გამოვლინების გამო.
ანტიქოლინერგიული საშუალებები: ატროპინს და სხვა ანტიქოლინერგიულ საშუალებებს შეუძლიათ უკვე არსებული თვალშიდა მაღალი წნევის გაზრდა.
ანტიქოლინესტერაზული საშუალებები: ნეოსტიგმინს და პირიდოსტიგმინს შეუძლიათ მიასთენიური კრიზის გამოწვევა.
ჰიპოგლიკემიური საშუალებები: ინსულინთან ან პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან ერთად დანიშვნისას უნდა გაკონტროლდეს გლუკოზის დონე სისხლში და, საჭიროებისას, დაკორექტირდეს ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზები.
ჰიპოტენზიური საშუალებები: შესაძლებელია ანტიჰიპერტენზიული მოქმედების შემცირება გკს მინერალოკორტიკოიდული ეფექტის ხარჯზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება.
ანტიკოაგულანტები: გკს და კუმარინული რიგის ანტიკოაგულანტების ერთად გამოყენებისას უფრო ხშირად უნდა გაკონტროლდეს პროთრომბინული დრო, ვინაიდან ანტიკოაგულოანტების ეფექტურობა, როგორც წესი, მცირდება. საჭიროებისას ანტიკოაგულანტის დოზა უნდა დაკორექტირდეს.
კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებები: ფენობარბიტალს და ფენიტოინს შეუძლიათ ბეტამეთაზონის ეფექტურობის დაქვეითება. თერაპიის არასაკმარისი ეფექტურობისას ბეტამეთაზონის დოზა უნდა გაიზრადოს.
დიურეზულები: გკს და ჰიპოგლიკემიური დიურეზულების ერთად გამოყენებისას პაციენტი უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ ჰიპოკალიემიის შესაძლო გამოვლინების გამო. საჭიროებისას უნდა ჩატარდეს ჩანაცვლებითი თერაპია კალიუმის პრეპარატებით.
საგულე გლიკოზიდურები: გკს-თან ერთად გამოყენებისას შეიძლება გაძლიერდეს საგულე გლიკოზიდურების ტოქსიკური მოქმედება ორგანიზმში კალიუმის დეფიციტის გამო (არითმიების განვითარების რისკი).
ვაქცინები: გკს იმუნოდეპრესიული მოქმედების გამო შეიძლება გაძლიერდეს ცოცხალი ვირუსული ვაქცინების მოქმედება, როგორებიც არის პოლიომელიტის, პაროტიტის, წითელას, წითურას და ჩუტყვავილას საწინააღმდეგო, ბცჟ. შესაძლებელია დისემინირებული ვირუსული ინფექციების განვითარება. ინაქტივირებულ ვაქცინებზე იმუნური პასუხი შეიძლება შემცირდეს.
იმუნოდეპრესიულები: მეთოტრექსატთან ერთად გამოყენების შემთხვევაში გკს-ის უფრო დაბალი დოზა შეიძლება უფრო ეფექტური იყოს სამკურნალო საშუალებების სინერგიული ეფექტის გამო. ციკლოსპორინი ამცირებს გკს-ის კლირენსს, სავარაუდოდ ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების კონკურენტული ინჰიბირების ხარჯზე, ხოლო გკს-ებს, განსაკუთრებით მაღალი დოზებით გამოყენებისას, შეუძლიათ სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციის გაზრდა. ამიტომ კომბინირებული თერაპიის დროს უნდა გაკონტროლდეს სისხლში ციკლოსპორინის დონე და საჭიროებისას დაკორექტირდეს მისი დოზა. არსებობს ცერებრალური წარმოშობის კრუნჩხვების წარმოქმნის მაღალი რისკი.
ნეიროკუნთების ბლოკატორები: შეიძლება შემცირდეს პანკურონიუმის ეფექტურობა.
ესტროგენები: შესაძლებელია გკს ეფექტების გაძლიერება.
ფსიქოტროპული საშუალებები: შეიძლება შემცირდეს ანქსიოლიზურების და ანტიფსიქოზურების ეფექტები. საჭიროებისას ზემოაღნიშნული სამკურნალო საშუალებების დოზები უნდა დაკორექტირდეს.
სალიცილატები: სალიცილატების ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს. გკს დოზების შემცირების დროს სალიცილატების ტოქსიკური მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს, რის შედეგადაც იზრდება კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის, წყლულებისა და პერფორაციების განვითარების რისკი.
სიმპატომიმეზურები: სალბუტამოლის ეფექტის და ტოქსიკური მოქმედების გაძლიერება.
ციტოსტაზურები: შესაძლებელია ციკლოფოსფამიდის ეფექტურობის დაქვეითება.
სომატოტროპინი: შესაძლებელია სომატოტროპინის ეფექტურობის დაქვეითება.
პრაზიკვანტელი: გკს-ებს შეუძლიათ სისხლში პრაზიკვანტელის კონცენტრაციის შემცირება.
ქლოროქინი, ჰიდროქსიქლოროქინი, მეფლოქინი: მიოპათიებისა და კარდიომიოპათიების განვითარების რისკის გაზრდა.
პროტირელინი: პროტირელინის გამოყენებისას სისხლში თტჰ-ს დონე ნაკლებად იზრდება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგინდა, რომ ბეტამეთაზონი უარყოფითად მოქმედებს ნაყოფზე. ორსულობის პერიოდში სამკურნალო საშუალების ქალებში გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. უცნობია აღწევს თუ არა ბეტამეთაზონი პლაცენტის ბარიერში. ორსულობის დროს სამკურნალო საშუალების ხანგრძლივი გამოყენებისას საშვილოსნოშიდა განვითარების დარღვევის რისკის გამორიცხვა არ შეიძლება. ქალებში ორსულობის გვიან ვადებში ბეტამეთაზონის გამოყენებისას არსებობს ნაყოფის თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ატროფიის რისკი.
სერტოსპანის გამოყენება ქალებში ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც პოტენციური სარგებელი ქალისთვის აღემატება რისკს ნაყოფისთვის. ჩვენებების არსებობისას პრედნიზოლონს (ან პრედნიზონს) უპირატესობა უნდა მიენიჭოს ყველა სხვა გკს-თან და, კერძოდ, ფტორირებულ გკს-თან შედარებით, ვინაიდან იგი ნაკლებად აღწევს პლაცენტაში.
ქალებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ექიმს ფაქტობრივი ან სავარაუდო ორსულობის შესახებ.
ახალშობილი ბავშვები, რომლების დედები ორსულობის დროს მაღალი დოზებით იღებდნენ გკს, უნდა იმყოფებოდნენ მეთვალყურეობის ქვეშ ჰიპოკორტიციზმის ნიშნების შესაძლო გამოვლენის გამო, საჭიროებისას უნდა ჩატარდეს ჩანაცვლებითი თერაპია შემდგომი გკს დოზის შემცირებით.
კვლევებმა გამოავლინეს ნეონატალური ჰიპოგლიკემიის მაღალი რისკი ბეტამეთაზონის ხანმოკლე კურსის დანიშვნის შემდეგ ქალებში გვიანი ნაადრევი მშობიარობის რისკით.
ლაქტაცია
გკს გამოიყოფა დედის რძესთან ერთად და შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინონ ბავშვების თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციაზე და ზრდაზე. გკს გამოყენებისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ინფორმაცია პრეპარატის ზეგავლენის შესახებ ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე არ არსებობს.
გვერდითი მოვლენები
არასასურველი რეაქციები დამოკიდებულია დოზაზე, შეყვანის წესზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე, ასევე პაციენტის ასაკზე, სქესზე და დაავადების ტიპზე.
ხანმოკლე მკურნალობისას არასასურველი რეაქციების წარმოქმნის რისკი მინიმალურია. მიუხედავად ამისა, გასათვალისწინებელია, რომ კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა (ხშირად დაკავშირებულია სტრესულ სიტუაციასთან) გკს-ით მკურნალობისას შეიძლება უსიმპტომო იყოს.
მაღალი დოზებით გკს ხანგრძლივი მკურნალობისას, ე.ი. კუშინგის ზღვრული დოზის გადაჭარბებისას (>1 მგ ბეტამეთაზონი დღეში) შეიძლება განვითარდეს ცნობილი არასასურველი რეაქციები.
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვევით სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად MedDRA მიხედვით.
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: ლიმფოციტების რაოდენობასა და ფუნქციაზე უარყოფითი ზეგავლენის გამო - ჰიპერმგრძნობელობა ინფექციების მიმართ, ფარული ინფექციები, ლატენტური ინფექციების გააქტიურება, ოპორტუნისტული ინფექციები.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ლეიკოციტოზი, ლიმფოპენია, ეოზინოპენია.
იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, რომლებიც შეიძლება იშვიათად პროგრესირებდნენ ანაფილაქსიურ რეაქციებამდე ჰიპოტენზიით, ცირკულატორული კოლაფსით და/ან ბრონქოსპაზმით.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: კუშინგის სინდრომის კლინიკური სიმპტომატიკა, ზრდის შეჩერება ბავშვებში, მეორეული ადრენოკორტიკული და ჰიპოფიზური უკმარისობა, განსაკუთრებით ტრავმასთან დაკავშირებულ სტრესულ სიტუაციაში, სიმპატო-ადრენალური კრიზი პაციენტებში ფეოქრომოციტომით (მათ შორის არადიაგნოსტირებული).
ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: აზოტის უარყოფითი ბალანსი ცილების მეტაბოლიზმის გამო, ლიპომატოზი, წონის მომატება, მადის გაძლიერება, ორგანიზმში ნატრიუმის და სითხის შეკავება, კალიუმის, კალციუმის და ფოსფატების დაკარგვა, ჰიპოკალიემიური ალკალოზი, ტოლერანტობის დაქვეითება გლუკოზის მიმართ, ლატენტური შაქრიანი დიაბეტის მანიფესტირება.
დარღვევები ფსიქიკის მხრივ: ეიფორია, უძილობა, განწყობის ცვალებადობა, პიროვნების შეცვლა, აფექტური აშლილობების გამწვავება და ფსიქოზებისკენ მიდრეკილებისას მისი მანიფესტირება, მძიმე დეპრესია.
ნერვული სისტემის მხრივ: კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ქალაშიდა წნევის მომატება მხედველობის ნერვის დისკის შეშუპებით (თავის ტვინის ცრუშეშუპება) ჩვეულებრივ თერაპიის დასრულების შემდეგ.
მხედველობის ორგანოს მხრივ: უკანა სუბკასულარული კატარაქტა, თვალშიდა წნევის მომატება, გლაუკომა, ეგზოფტალმი, სიბრმავის ერთეული შემთხვევები კერაში შეყვანის შემდეგ სახისა და თავის არეში, მხედველობის სიმახვილის დარღვევა.
გულის მხრივ: მიოკარდიუმის გაგლეჯვა ცოტახნის წინ გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ, გულის შეგუბებითი უკმარისობა მიდრეკილების მქონე პაციენტებში.
სისხლძარღვების მხრივ: თრომბოემბოლია, ჰიპერტენზია, წამოხურებები.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, კუჭის წყლული შესაძლო პერფორაციით და სისხლდენით, წვრილი ან მსხვილი ნაწლავის პერფორაცია, განსაკუთრებით ნაწლავის ანთებითი დაავადებების მქონე პაციენტებში, მუცლის შებერილობა, პანკრეატიტი, წყლულოვანი ეზოფაგიტი.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: პეტექიები და ეგქიმოზები, ჭარბი ოფლდენა, სახის ჰიპერემია, ჰიპო- და ჰიპერპიგმენტაცია, კანის ატროფია ("პერგამენტის კანი") წითელი ფერის დაჭიმვებით, ტელეანგლიექტაზიები, კაპილარების მაღალი მტვრევადობა, ჰიპერტრიქოზი, სტეროიდული ფერისმჭამელები, ჭრილობების შენელებული შეხორცება, როზაცეას ტიპის პერიორალური დერმატიტი, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგალითად, წამლისმიერი ეგზანთემა, ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება).
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: კუნთების სისუსტე, კუნთების ატროფია, ოსტეოპოროზი (განსაკუთრებით ქალებში პოსტმენოპაუზაში), ასეპტიკური ოსტეონეკროზი (მათ შორის მენჯის ძვლის ყელის და მხრის ძვლის), ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობა, ძვლების პათოლოგიური მოტეხილობა (გრძელი მილისებრი ძვლების ჩათვლით), მყესის გაგლეჯვა, პოსტინექციური გამწვავება (სახსრის ანთება), შარკოს ართროპათია, კორტიკოსტეროიდული მიოპათია, მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებში სიმპტომების გაუარესება, ასეპტიკური აბსცესი.
სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლის მხრივ: მენსტრუალური ციკლის დარღვევა.
ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას: შეუძლოდ ყოფნა, ჭრილობების ნელა შეხორცება, როზაცეას ტიპის პერიორალური დერმატიტი, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგალითად, ინტრასინოვიალური და კერაში შეყვანისას - ინფექციები შეყვანის ადგილას ასეპტიკის წესების დარღვევის დროს). ბეტამეთაზონის (ან სხვა გკს) განმეორებით კუნთში (ასევე სახსარში და კერაში) შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილების ადგილობრივი მნიშვნელოვანი დაზიანება (ატროფიის და ნეკროზის ჩათვლით).
ზეგავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: რეაქციის დაქვეითება ან არქონა კანზე ტესტების ჩატარებისას.
იშვიათ შემთხვევებში შეიძლება წარმოიქმნას ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ბენზილის სპირტის მიმართ.
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს შეუძლიათ ჰიპერმგრძნობელობის, მათ შორის შენელებული ტიპის რეაქციების და, იშვიათ შემთვევებში, ბრონქოსპაზმის გამოწვევა.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია. პაციენტში სამკურნალო საშუალების მიმართ სერიოზული არასაურველი რეაქციის გამოვლინების ან ახალი არასასურველი რეაქციის წარმოქმნის დროს, რომელიც არ არის აღწერილი ამ თავში, გთხოვთ ინფორმირება მოახდინოთ ფარმაკოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
სიმპტომები: ბეტამეთაზონის მწვავე ჭარბი დოზა არ იწვევს სიცოცხლისათვის საშიშ სიტუაციებს. გკს მაღალი დოზების რამდენიმე დღის განმავლობაში შეყვანა არ იწვევს არასასურველ შედეგებს (ძალიან მაღალი დოზების გამოყენების ან შაქრიანი დიაბეტის, გლაუკომის, კნტ მწვავე ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებების დროს გამოყენების ან დიგიტალისის პრეპარატებთან, ანტიკოაგულანტებთან ან კალიუმის გამომტან დიურეზულებთან ერთად გამოყენების შემთვევების გარდა).
მკურნალობა: საჭიროა პაციენტის მდგომარეობის ექიმის მიერ კონტროლი; უნდა შენარჩუნდეს სითხის ოპტიმალური მოხმარება და პლაზმაში და სისხლში ელექტროლიტების (განსაკუთრებით ნატრიუმის იონების და კალიუმის შეფარდების) შემცველობის კონტროლი. საჭიროებისას უნდა ჩატარდეს შესაბამისი თერაპია.
შემადგენლობა
სუსპენზიის 1 ამპულა შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: ბეტამეთაზონის დიპროპიონატი 6,43 (5 მგ ბეტამეთაზონის ეკვივალენტი), ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატი 2,63 მგ (2 მგ ბეტამეთაზონის ეკვივალენტი).
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ედეტატი, დინატრიუმის ფოსფატი უწყლო, ნატრიუმის ქლორიდი, პოლისორბატი 80, ქლორწყალბადმჟავა, ბენზილის სპირტი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის კარმელოზა, მაკროგოლი, საინექციო წყალი.
წამლის ფორმა
საინექციო სუსპენზია.
აღწერილობა: თეთრი ფერის სუსპენდირებადი ნაწილაკების შემცველი, უცხო მინარევებისგან თავისუფალი ოდნავ ბლანტი სითხე.
შენახვის პირობები
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.
განსაკუთრებული მითითებები შენახვის შესახებ
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
არ გაყინოთ.
შეფუთვის სახეობა და შიგთავსი
საინექციო სუსპენზია 1 მლ უფერო შუშის ამპულაში.
1 ამპულა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
5 ამპულა კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში. 1 კონტურული უჯრედული შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზებისთვის და სხვა სამუშაოებისთვის
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
სისტემური გამოყენების კორტიკოსტეროიდები. გლუკოკორტიკოიდები. ათქ კოდი: Н02АВ01.
მოქმედების მექანიზმი
სერტოსპანი შეიცავს ბეტამეთაზონის, ფტორირებული გლუკოკორტიკოსტეროიდის (გკს) ორი ეთერის (რომელთაგან ერთი ადვილად განზავებადია, ხოლო მეორე ძნელად განზავებადი) კომბინაციას, რომელსაც ქსოვილებზე გავრცელებადი ანთების საწინააღმდეგო, ანტირევმატიული და ანტიალერგიული მოქმედება გააჩნია, სერტოსპანი წარმოადგენს ორფაზიანი მოქმედების მქონე სტერილურ კრისტალურ სუსპენზიას. განზავებადი ნატრიუმის ფოსფატის ფორმით ბეტამეთაზონი უზრუნველყოფს პრეპარატის მოქმედების სწრაფად დაწყებას, ვინაიდან სამკურნალო საშუალების ქსოვილებში რეზორბცია ხდება ინექციისთანავე. პროლონგირებული ეფექტი მიიღწევა ბეტამეთაზონის დიპროპიონატის მიკროკრისტალური სუსპენზიის ხარჯზე, რომელიც წარმოქმნის დეპოს და ამგვარად უზრუნველყოფს სიმპტომების კონტროლს დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
ყველა გკს მსგავსად, ბეტამეთაზონის ეფექტურობა დაკავშირებულია უჯრედებში სპეციფიკური ცილების სინთეზის სტიმულირებასთან, რომლებიც პასუხს აგებენ ბიოლოგიურ თვისებებზე. ვინაიდან მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია უჯრედების ბირთვებში პროცესებზე ზეგავლენასთან, გკს-ის მაქსიმალური ფარმაკოლოგიური ეფექტი ვლინდება ნელა პარენტერალური შეყვანის შემდეგაც კი (აღინიშნება დაახლოებით 2 საათში ხსნადი მარილის შეყვანის შემდეგ), მისი ხანგრძლივობა აღემატება სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდს.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
პრეპარატის მოქმედების ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. ინექციის შემდეგ, როგორც წესი, კლინიკური მოქმედების საშუალო ხანგრძლივობა 3-დან 4 კვირამდე შეადგენს სისტემური შეყვანისას (კუნთში) და 4-დან 6 კვირამდე ადგილობრივი შეყვანისას.
ბეტამეთაზონის (ხსნადი ფორმით) დოზის ანთების საწინააღმდეგო ფარდობითი ეკვივალენტობა სხვა გკს-თან შედარებით შეადგენს: 1 მგ ბეტამეთაზონი = 1,25 მგ დექსმეთაზონი = 6,5 მგ ტრიამცინოლონი ან მეთილპრედნიზოლონი = 8,5 მგ პრედნიზონი ან პრედნიზოლონი = 35 მგ ჰიდროკორტიზონი = 40 მგ კორტიზონი.
ანთების საწინააღმდეგო ეფექტის ხანგრძლივობა დაახლოებით შეესაბამება ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის ღერძს.
ბეტამეთაზონის მინერალოკორტიკოიდული ეფექტი გამოხატულია უმნიშვნელოდ.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატის (პრეპარატის ხსნადი კომპონენტი) ინექციის შემდეგ სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 60 წუთში.
ბეტამეთაზონის დიპროპიონატის (კრისტალური სუსპენზიის სახით წარმოდგენილი პრეპარატის კომპონენტი) რეზორბციის შესახებ რაოდენობრივი მონაცემები არ არსებობს, თუმცა პრეპარატის მოქმედების ხანგრძლივობა მიუთითებს იმაზე, რომ მისი რეზორბციის სიჩქარე ძალიან დაბალია (რამდენიმე დღე ან კვირაც კი).
განაწილება
კონცენტრაციების თერაპიულ დიაპაზონში ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატის შეერთების ხარისხი სისხლის პლაზმის ცილებთან (ძირითადად შრატის ალბუმინთან) შეადგენს დაახლოებით 60-70%. ბეტამეთაზონის განაწილების მოცულობა შეადგენს 1,4 ± 0,3 ლ/კგ. სამკურნალო საშუალების ზურგის ტვინის სითხეში, ფილტვებში, ნაღვლის ბუშტში, წინამდებარე ჯირკვალში, ძვლის ქსოვილში და ნერწყვში განაწილების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
უცნობია, აღწევს თუ არა ბეტამეთაზონი პლაცენტის ბარიერში და დედის რძეში, როგორც ეს დამახასიათებელია სხვა გკს-თვის.
მეტაბოლიზმი და გამოყოფა
პერარორალურად ან პარენტერალურად შეყვანილი ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 5 საათს ნახევარგამოყოფის ბიოლოგიური პერიოდით 36-დან 54 საათამდე.
ბეტამეთაზონის თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს 2,9 ± 0,9 მლ/წთ/კგ.
რადიოაქტიური მარკერების გამოყენებით კვლევებში დადგენილია, რომ ბეტამეთაზონი ხსნადი ნატრიუმის ფოსფატის ფორმით პრაქტიკულად მთლიანად გამოიყოფა ორგანიზმიდან შეყვანიდან პირველ 2 დღეში, მაშინ, როდესაც ბეტამეთაზონი სუსპენდირებული დიპროპიონატის ფორმით ორგანიზმიდან გამოიყოფა მხოლოდ 52%-ით 10 დღის შემდეგ.
ბეტამეთაზონის ეთერები ჰიდროლიზდება ინექციის ადგილის ქსოვილებში ფარმაკოლოგიურად აქტიურ ბეტამეთაზონამდე.
სხვა გკს მსგავსად, მეტამეთაზონი მეტაბოლიზდება ღვიძლში. ძირითადად გამოიყოფა სანაღვლე გზებით კონიუგირებული ფორმით გლუკორონის მჟავასთან ერთად.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში
თირკმლის მძიმე უკმარისობის და ჰიპოთირეოზის დროს გკს მეტაბოლიზმი ნელდება, რასაც შეიძლება ახლდეს ბეტამეთაზონის მოქმედების გაძლიერება.
ჰიპოალბუმინემიის და ჰიპერბილირუბინემიის დროს შეიძლება გაძლიერდეს სისხლის პლაზმის ცილებთან შეუერთებელი აქტიური (ე.ი. ფარმაკოლოგიურად აქტიური) მოქმედი ნივთიერების ფრაქცია.
გკს ნახევარგამოყოფის პერიოდი ორსულობის დროს იზრდება, ხოლო პლაზმისმიერი კლირენსი ახალშობილებში უფრო დაბალია, ვიდრე ბავშვებსა და მოზრდილებში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო პრეპარატის
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
სერტოსპანი
სამკურნალო პრეპარატის დასახელება
სერტოსპანი, Sertospan
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ბეტამეთაზონი, Betamethasone
შემადგენლობა
სუსპენზიის 1 ამპულა შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: ბეტამეთაზონის დიპროპიონატი 6,43 (5 მგ ბეტამეთაზონის ეკვივალენტი), ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატი 2,63 მგ (2 მგ ბეტამეთაზონის ეკვივალენტი).
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ედეტატი, დინატრიუმის ფოსფატი უწყლო, ნატრიუმის ქლორიდი, პოლისორბატი 80, ქლორწყალბადმჟავა, ბენზილის სპირტი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის კარმელოზა, მაკროგოლი, საინექციო წყალი.
წამლის ფორმა
საინექციო სუსპენზია.
აღწერილობა: თეთრი ფერის სუსპენდირებადი ნაწილაკების შემცველი, უცხო მინარევებისგან თავისუფალი ოდნავ ბლანტი სითხე.
გამოყენების ჩვენებები
სერტოსპანი ნაჩვენებია მწვავე და ქრონიკული მდგომარეობების სისტემური და ადგილობრივი თერაპიისთვის, რომლის დროსაც ჩვეულებრივ აღინიშნება პასუხი გლუკოკორტიკოსტეროიდებით (გკს) მკურნალობაზე, კერძოდ:
ძვალ-კუნთოვანი სისტემის და რბილი ქსოვილების დაავადებები
შემდეგი დაავადებების მწვავე ან ქრონიკული ფორმის გამწვავების ხანმოკლე დამხმარე თერაპია: ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი (ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს უფრო დაბალი შემანარჩუნებელი დოზის გამოყენება), ბურსიტი, ანკილოზირებადი სპონდილიტი, ეპიკონდილიტი, რადიკულიტი, კოკციგოდინია, იშიასი, ლუმბაგო, ტორტიკოლისი, სინოვიალური კისტები, ეგზოსტოზი, ფასციიტი.
კოლაგენოზები
სისტემური წითელი მგლურას ზოგიერთი სახეობის, სკლეროდერმიის, დერმატომიოზიტის, კვანძოვანი პოლიარტერიიტის გამწვავება ან შემანარჩუნებელი თერაპია.
ალერგიული დაავადებები
სამკურნალო საშუალებებზე და მწერების ნაკბენებზე ასთმური სტატუსისა და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების ადიუვანტური თერაპია.
ალერგიული დაავადებების მძიმე და დამაინვალიდებელი ფორმები, რომლებიც არ პასუხობენ სტანდარტულ მკურნალობას, განსაკუთრებით მწვავე სტადიაში და გამწვავების პერიოდში: ქრონიკული ბრონქული ასთმა, სეზონური ან მთელი წლის ალერგიული რინიტი, ალერგიული ბრონქიტის მძიმე ფორმა, ანგიონევროზული შეშუპება, შრატისმიერი დაავადება, ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმიტი, კონტაქტური დერმატიტი, ჭინჭრის ციება, გამოხატული ფოტოდერმიტი.
კანის დაავადებები
ჰიპერტროფიკული ბრტყელი სირსველი, ლიპოიდური ნეკრობიოზი (პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით), კეროვანი ალოპეცია, დისკოიდური წითელი მგლურა, ფსორიაზი, კელოიდები, ბუშტოსანა, ჰერპესის ფორმის დერმატიტი, კისტოზური ფერისმჭამელები.
ნეოპლასტიკური პროცესები
მოზრდილებში ლეიკოზების და ლიმფომების და ბავშვებში მწვავე ლეიკოზების პალიატიური მკურნალობა.
სხვა დაავადებები
ადრენოგენიტალური სინდრომი, წყლულოვანი კოლიტი, რეგიონარული ილეიტი, სპრუ, ტერფების დაავადებები (ბურსიტი მყარი კოჟრის ფონზე, ტერფის დიდი თითის ძნელად მოძრაობა (hallux rigidus), ტერფის მეხუთე თითის ვარუსული დეფორმირება), მდგომარეობები, რომლებიც საჭიროებენ სუბკონიუნქტივურ ინექციას, სისხლის პათოლოგიური ცვლილებები, რომლებიც პასუხობენ გკს-ით მკურნალობას, ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი.
გამოყენების წესი და დოზები
გკს ჩვეულებრივ გამოიყენება როგორც დამხმარე მკურნალობა და არ ცვლის ძირითად თერაპიას.
გკს პარენტერალურად შეყვანა უნდა ჩატარდეს ექსტრემალურ სიტუაციებში და იმ შემთხვევებში, როდესაც გკს პერორალური მიღება მიზანშეწონილი და სასურველი არ არის. თუ გარკვეული დროის პერიოდში გაუმჯობესება არ აღინიშნება, გკს პარენტერალურად შეყვანა უნდა შეწყდეს. გკს-ით მკურნალობა ასევე უნდა შეწყდეს ქრონიკული დაავადების სპონტანური რემისიის დროს.
ზოგადი რეკომენდაციები დოზირების შესახებ
სერტოსპანი გამოიყენება კუნთში, სახსარში, სახსრის მიდამოში, ინტრაბურსალურად, კანში და კერაში შესაყვანად.
კრისტალური სუსპენზიის ადგილობრივად შეყვანა მოითხოვს ინექციის უზადო ტექნიკას. შეყვანა უნდა ჩატარდეს ასეპტიკის წესების დაცვით (იხ. "რეკომენდაციები ადგილობრივი გამოყენებისას ინექციების ჩატარების ტექნიკის შესახებ").
სერტოსპანი არ არის განკუთვნილი ვენაში შესაყვანად როგორც საწყისი მკურნალობა ექსტრემალურ შემთხვევებში. პრეპარატის კანქვეშ შეყვანა რეკომენდებული არ არის.
გამოყენებამდე საჭიროა ამპულის შენჯღრევა.
დოზირების რეჟიმი დგინდება ინდივიდუალურად დაავადების ტიპის და თერაპიული ეფექტის მიხედვით.
არასასურველი რეაქციების განვითარების რისკის შესამცირებლად პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს, როგორც კი პაციენტის მდგომარეობა იძლევა ამის საშუალებას, და შემდეგ პაციენტი გადაყვანილი უნდა იქნას თერაპიაზე პერორალური გკს-ით. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ პაციენტის მდგომარეობა არ დასტაბილურდება. უმეტეს მსუბუქ შემთხვევაში სასურველი ეფექტი აღინიშნება ერთი ინექციის შემდეგ. ხანგრძლივი მკურნალობა, ე.ი. მრავალჯერადი გამოყენება 3-4 კვირიანი ინტერვალებით, უნდა ჩატარდეს მხოლოდ სარგებლისა და რისკების შეფასების შემდეგ. ხანგრძლივი მკურნალობის აუცილებლობისას, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მეთვალყურეობის ქვეშ ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენის მიზნით, რომლებიც საჭიროებს პრეპარატის დოზის შემცირებას ან გამოყენების შეწყვეტას.
პაციენტის გადაყვანისას სხვა გკს-ით მკურნალობაზე, გასათვალისწინებელია დოზების ეკვივალენტობა.
ბავშვები
ბავშვებში პრეპარატის დოზირების რეჟიმი დგინდება, როგორც წესი, უფრო მეტად დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით, ვიდრე ასაკის, წონის ან სიმაღლის გათვალისწინებით.
6 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობის და უსაფრთხოების კვლევები არ ჩატარებულა.
სისტემური გამოყენება (კუნთში შეყვანა)
მწვავე მდგომარეობების მკურნალობისას ხანგრძლივი ეფექტის მისაღწევად ნაჩვენებია სერტოსპანის კუნთში შეყვანა.
სისტემური თერაპიის დროს პრეპარატის საწყისი დოზა უმეტეს შემთხვევაში 1-2 მლ შეადგენს, საჭიროებისას შეიძლება პრეპარატის 3-4 კვირაში განმეორებით გამოყენება. დოზა და გამოყენების სიხშირე დამოკიდებულია დაავადების სიმძიმის ხარისხზე და კლინიკურ ეფექტზე. საჭიროა პრეპარატის მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება.
უმეტესი დერმატოლოგიური დაავადების და მსუბუქი ალერგიული მდგომარეობების დროს ეფექტი აღინიშნება პრეპარატის დაბალი დოზებით (1 მლ) გამოყენებისას; განსაკუთრებულ შემთხვევებში (ასთმური სტატუსი, მძიმე ალერგიული რეაქციები ან სისტემური წითელი მგლურა) შეიძლება საჭირო გახდეს უფრო მაღალი საწყისი დოზა - 2 მლ.
დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში სათანადო კლინიკური პასუხის არქონისას, სერტოსპანით მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაიწყოს სხვა შესაფერისი თერაპიის ჩატარება.
პრეპარატი შეიყვანება ღრმად დუნდულის კუნთში, ასეპტიკური პირობების მკაცრად დაცვით.
ადგილობრივი გამოყენება (სახსარში, კერაში შეყვანა)
პრეპარატის ინექცია ჩვეულებრივ არ იწვევს ტკივილს, ტკივილის მეორეული ირადიაცია, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას სახსარში ინექციიდან რამდენიმე საათში, ასევე იშვიათად აღინიშნება. იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა ადგილობრივ ანესთეზიურთან ერთად გამოყენება, სერტოსპანის შერევა შეიძლება შპრივში (არა ამპულაში ან ფლაკონში) ლიდოკაინის, პროკაინის 1% ან 2%-იან ხსნართან ან სხვა ანესთეზიურებთან, რომლებიც არ შეიცავენ პარაბენებს ან ფენოლებს. დაცული უნდა იქნას შესაბამისი პრეპარატების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციებში მითითებული სიფრთხილის ზომები. ადგილობრივი ანესთეზიურის შეყვანა სერტოსპანის ამპულაში არ შეიძლება. თავიდან შპრიცში იღებენ პრეპარატის საჭირო დოზას, შემდეგ იმავე შპრიცში იღებენ ადგილობრივი ანესთეზიურის საჭირო რაოდენობას.
სერტოსპანის შერევა სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ შეიძლება შესაძლო შეუთავსებლობის გამო.
სახსარში შ ეყვანა
სახსარში შესაყვანი დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად და დამოკიდებულია სახსრის ზომაზე და დაავადების სიმძიმეზე. შემდეგი დოზების გამოყენება შეიძლება როგორც რეკომენდებული:
ძალიან დიდი სახსრები (მაგალითად, მენჯბარძაყის): 1-2 მლ;
დიდი სახსრები (მაგალითად, მუხლის, წვივის, მხრის): 1 მლ;
საშუალო სახსრები (მაგალითად, იდაყვის, მაჯის): 0,5-1 მლ;
პატარა სახსრები (მაგალითად, მაჯა-ფალანგის, ფალანგშუა, მკერდ-ლავიწის და ლავიწ-აკრომიონის): 0,25-0,5 მლ.
ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ ინექციები უნდა გამეორდეს 4-6 კვირიანი ან მეტი ინტერვალით, პირველი ინექციის შემდეგ ეფექტის მიხედვით.
კერაში შეყვანა
მყესების და სასახსრე ჩანთების სხვადასხვა დაზიანებების მკურნალობისას რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 მლ. ბურსიტის მწვავე ფორმებისას შეიძლება ნაჩვენები იყოს საწყისი დოზა 1 მლ-დან 2 მლ-მდე.
ინექციების ჩატარებისას საჭიროა სიფრთხილე (პრეპარატის შეყვანა უნდა მოხდეს დაზიანებული მყესის სინოვიალურ გარსში, და არა თვით მყესში). ეპიკონდილიტის შემთვევაში პრეპარატი შეიყვანება ყველაზე მტკივნეულ ადგილას.
სახსრების კაფსულების ან მყესების საშოების სინოვიალური კისტების დროს შეიყვანება 0,5 მლ უშუაოდ კისტაში.
ტერფის დაზიანების უმრავლესობისას რეკომენდებული დოზები შეადგენენ 0,25 მლ ან 0,5 მლ. მწვავე პოდაგრული ართრიტის დროს შეიძლება საჭირო გახდეს დოზები 1 მლ-მდე.
კანში (არა კანქვეშ) ინექციისთვის კანში კერების დროს დოზა შეადგენს 0,2 მლ/კანის ზედაპირის სმ2. კერის გარშემო თანაბრად აკეთებენ ჩხვლეტებს, ტუბერკულინური შპრიცის და 0,9 მმ დიამეტრის ნემსის გამოყენებით. რეკომენდებულია კვირაში არა უმეტეს 1 მლ შეყვანა.
რეკომენდაციები ადგილობრივი გამოყენებისას ინექციების შეყვანის ტექნიკის შესახებ
სერტოსპანი შეიყვანება ასეპტიკურ პირობებში. სახსარშიდა ინფექციის არსებობისას პრეპარატის შეყვანა არ შეიძლება. სახსარში სეპტიკური/ინფექციური პროცესის გამოსარიცხად უნდა ჩატარდეს სინოვიალური სითხის გამოკვლევა. ტკივილის მნიშვნელოვნად გაძლიერება ლოკალური შეშუპებით, სახსრების მოძრაობის მდგრადი შეზღუდვით, ტემპერატურის მომატებით და საერთო სისუსტით მოწმობს სეპტიკური ართრიტის განვითარებას. ინფექციური პროცესის დადასტურებისას საჭიროა შესაბამისი ანტიბაქტერიული თერაპიის დაწყება.
სახსარში შეყვანისას თერაპიული ეფექტის არქონა ხშირად ხდება ინექციის ჩატარების არასწორი ტექნიკის გამო, როდესაც ნემსი არ ხვდება სახსრის ღრუში. გარშემო ქსოვილებში ინექცია არ უზრუნველყოფს რაიმე გაუმჯობესებას. სახსარში სწორად შეყვანისას (სინოვიალური სითხის ასპირაცია ადასტურებს სახსრის ხვრელის მიღწევას) თერაპიული ეფექტის არქონისას განმეორებითი ინექციების ეფექტურობა უმნიშვნელოა.
ტენდინიტის და ტენოსინოვიტის დროს ინექციების ჩატარებისას საჭიროა სიფრთხილე (პრეპარატი შეიყვანება დაზიანებული მყესის სინოვიალურ გარსში, და არა თვით მყესში).
გკს მიკროკრისტალურმა ნაწილაკებმა კანქვეშა უჯრედისში შეიძლება შეამცირონ ანთებითი რეაქციები, თუმვა ასეთ ნაწილაკებს შეუძლიათ უჯრედების კომპონენტების დაშლა და შემაერთებელ ქსოვილში ცვლილებების გამოწვევა. კანის და/ან კანქვეშა ქსოვილების ამ იშვიათ ცვლილებებს შეიძლება ახლდეს კანის დაზიანება ("ჩაღრმავევების" წარმოქმნა) ინექციის ადგილას. ასეთი მდგომარეობის სიმძიმის ხარისხი დამოკიდებულია შეყვანილი გკს რაოდენობაზე. კანი აღდგება რამდენიმე თვეში ან გკს ყველა კრისტალის რეზორბციის შემდეგ.
ინტრასინოვიალური და კუნთში ინექციების გაკეთების დროს მოერიდეთ პრეპარატის დერმაში შევანის ან დიფუზიის შემთხვევებს. არ შეიძლება ინექციის გაკეთება დელტოიდურ კუნთში კანქვეშა ატროფიის წარმოქმნის მაღალი სიხშირის გამო.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერებების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
ვენაში და სისხლძარღვში შეყვანა;
ინტრატეკალური და ეპიდურალური შეყვანა;
შეყვანა არასტაბილურ ან ინფიცირებულ სახსარში, სხვა ინფიცირებულ უბნებში ან მალათაშუა სივრცეში;
სისტემური სოკოვანი ინფექციები;
6 წელზე უმცროსი ბავშვთა ასაკი;
მწვავე ინფექციები (სარტყელისებრი სირსველი, ჰერპესი, ჩუტყვავილა), პარაზიტული დაავადებები, პოლიომიელიტი (ბულბოენცეფალიტური ფორმის გარდა), ლომფადენიტი ბცჟ ვაქცინაციის შემდეგ, ამების ინფექცია, ოფთალმოლოგიური ჰერპესი;
შეყვანა 8 კვირის განმავლობაში პროფილაქტიკურ აცრებამდე და 2 კვირის განმავლობაში მათ შემდეგ;
სახსარში შეყვანა და ინფილტრაციული თერაპია: ავასკულარული ოსტეონეკროზი, მყესის გაგლეჯვა, შარკოს ნეიროართროპათია;
ხანგრძლივი მკურნალობისას: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლული, ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი (დადებითი რეაქცია HBsAg-ზე), დახურულკუთხოვანი ან ღიაკუთხოვანი გლაუკომა.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
იყო შეტყობინებები გკს ეპიდურალურ ინექციასთან დაკავშირებული მძიმე ნევროლოგიური გართულებების შესახებ, ზოგჯერ ლეტალური დასასრულით, ზურგის ტვინის ინფარქტის, პარაპლეგიის, კვადროპლეგიის, კორტიკალური სიბრმავის და ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის ჩათვლით.
ზემოაღნიშნული ნევროლოგიური გართულებები დარეგისტრირებული იყო როგორც ფლუოროსკოპიით, ასევე მის გარეშე. გკს ეპიდურალური შეყვანის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის, ამიტომ გკს ეპიდურალურად შეყვანა არ შეიძლება.
გკს პარენტერალური თერაპიისას იშვიათ შემთხვევებში შეიძლება წარმოიქმნას ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები, როგორებიც არის ხორხის შეშუპება, ბრონქოსპაზმი და ანაფილაქსიური შოკი, განსაკუთრებით ალერგიული რეაქციებისკენ მიდრეკილ პაციენტებში (მაგალითად, ბრონქული ასთმა ან ალერგია სამკურნალო საშუალებებზე). მსგავსი რეაქციების განვითარებისას აუცილებელია გადაუდებელი თერაპიის ჩატარება (ადრენალინის შეყვანა, მოცირკულარე სითხის მოცულობის შევსება, სარეანიმაციო ღონისძიებები).
იყო შეტყობინებები სიმპატო-ადრენალური კრიზების განვითარების შემთხვევების შესახებ, მათ შორის ლეტალური დასასრულით, სისტემური კორტიკოსტეროიდების შეყვანის შემდეგ პაციენტებში ფეოქრომოციტომით. პაციენტებში სავარაუდო ან დიაგნოსტირებული ფეოქრომოციტომით კორტიკოსტეროიდები უნდა დაინიშნოს მხოლოდ რისკი/სარგებლის შეფარდების შეფასების შემდეგ. თუ პაციენტებს, რომლებსაც უტარდებათ თერაპია ბეტამეთაზონით, აღენიშნებათ სიმპატო-ადრენალური კრიზის განვითარების რისკის დამადასტურებელი სიმპტომები, როგორებიც არის ჰიპერტენზიული კრიზი, გულის უკმარისობა, ტაქიკარდია, თავის ტკივილი, ტკივილი მუცელში და/ან ტკივილი გულმკერდის უჯრედში, განხილული უნდა იქნას საკითხი პაციენტში ადრე არადიაგნოსტირებული ფეოქრომოციტომის არსებობის შესახებ.
იმის გათვალისწინებით, რომ გკს მკურნალობისას გართულებები დამოკიდებულია დოზაზე და თერაპიის ხანგრძლივობაზე, უპირატესობები და რისკები უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
ყველა გკს მსგავსად, ბეტამეთაზონის მაქსიმალური ეფექტი ვითარდება რამდენიმე საათის განმავლობაში, ამიტომ სერტოსპანის გამოყენება არ შეიძლება სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობებში (მაგალითად, ასთმური სტატუსი, მძიმე ალერგიული რეაქციები) დაუყოვნებლივი მოქმედების პრეპარატებთან კომბინაციის გარეშე.
ბრონქული ასთმის გართულებისას სერტოსპანის შეყვანა მხოლოდ დამატებითი მკურნალობაა და არ ცვლის ძირითად თერაპიას. გაურთულებელი რესპირატორული დაავადებების დროს გკს გამოყენება არ შეიძლება.
გკს თერაპიას შეიძლება ახლდეს ფსიქოზური აშლილობების განვითარება, რომლებიც ვლინდება როგორც ეიფორია, უძილობა და განწყობის ან პიროვნების ცვალებადობა; შეიძლება წარმოიქმნას მძიმე დეპრესია შემდგომ ფსიქოზის გამოვლინებებით. გკს შეუძლიათ არსებული ფსიქოზური ლაბილობის ან ფსიქოზური ტენდენციების გაძლიერება.
ასევე სიფრთხილე რეკომენდებულია შემდეგი დაავადებების ან მდგომარეობების დროს:
არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი პერფორაციის რისკით, დივერტიკულიტი, ცოტახნის წინ დადებული მსხვილი ნაწლავის ანასტომები, კუჭის ან ნაწლავის წყლული;
აბსცესი ან სხვა ჩირქოვანი პროცესები;
ეპილეფსია;
დახურულკუთხოვანი ან ღიაკუთხოვანი გლაუკომა;
ცოტახნის წინ გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, მძიმე არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა (გკს ზეგავლენა ელექტროლიზურ ბალანსზე);
ჰიპოთირეოზი და ღვიძლის ციროზი (გკს ეფექტების გაძლიერება);
შაკიკი;
მიასთენია გრავის და აცეტილქოლინესტერაზის ინჰიბიტორების ერთდროულად გამოყენება (აცეტილქოლინესტერაზის ინჰიბიტორების ეფექტურობა მცირდება, რაც ზრდის მიასთენიური კრიზის წარმოქმნის რისკს);
გკს და სალიცილატების ხანგრძლივი კომბინირებული თერაპია (კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენების და წყლულების წარმოქმნის მაღალი რისკი, რომლებიც შეიძლება პროგრესირდეს პერფორაციამდე; გკს დოზის შემცირება უნდა მოხდეს სიფრთხილით სალიცილატებით მოწამვლის რისკის გამო);
ერთდროულად აცეტილსალიცილის შეყვანა პაციენტებში ჰიპოპროთრომბინემიით;
მიდრეკილება თრომბოზების მიმართ;
ფსიქიკური დაავადებები ანამნეზში;
თირკმლის უკმარისობა.
პოსტმენოპაუზაში მყოფ ქალებში და ხანდაზმულ პაციენტებში გკს პარენტერალური თერაპია უნდა ჩატარდეს მხოლოდ მკაფიო ჩვენებების არსებობისას და სარგებელი/რისკის შეფარდების შეფასების შემდეგ ოსტეოპოროზის განვითარების მაღალი ალბათობის გამო.
კგს ხანგრძლივმა თერაპიამ ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის უკმარისობა ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის (აკტჰ) გამოთავისუფლების ინჰიბირების ხარჯზე, რომელიც შეიძლება პროგრესირდეს თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ატროფიამდე. თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა შეიძლება გაგრძელდეს წლამდე და მეტი და ხასიათდება რისკით პაციენტებისთვის სტრესულ სიტუაციებში. პაციენტებისთვის, რომლებსაც თერაპია უტარდებათ გკს-ით, სწრაფად მოქმედი გკს გამოყენება რეკომენდებულია სტრესულ მოვლენამდე, მის დროს და მის შემდეგ (მაგალითად, ქირურგიული ჩარევა, მძიმე ტრავმა, მძიმე ინფექცია).
ხანგრძლივი თერაპიის შეწყვეტისას პრეპარატის დოზის შემცირება უნდა მოხდეს თანდათან და ძალიან ნელა თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის უკმარისობის განვითარების პრევენციისთვის.
გკს-ით ხანგრძლივმა თერაპიამ შეიძლება ხელი შეუწყოს უკანა სუბკაფსულური კატარაქტის, გლაუკომის განვითარებას მხედველობის ნერვის შესაძლო დაზიანებით და სოკოვანი ინფექციების გამომწვევებით და ვირუსებით გამოწვეული თვალის მეორეული ინფექციებით.
გკს გამოყენებისას მწვავე და ქრონიკული ინფექციები უნდა გაკონტროლდეს ანტიბიოტიკებით ან ქიმიოთერაპიის საშუალებებით. გკს-ბს შეუძლიათ ინფექციის სიმპტომების შენიღბვა.
ცოცხალი ვირუსული ვაქცინების გამოყენება, ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინის ჩათვლით, უკუნაჩვენებია გკს თერაპიის დროს. პაციენტებში, რომლებიც იღებენ გკს მაღალ დოზებს, იზრდება ნევროლოგიური გართულებების და იმუნური პასუხის დაქვეითების რისკი.
პაციენტებში ლეტალური ტუბერკულოზით ან დადებითი რეაქციით ტუბერკულინზე გკს თერაპია უნდა ჩატარდეს მხოლოდ მკაფიო ჩვენებების არსებობისას და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში ამ პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ ანტიტუბერკულოზური ქიმიოთერაპია. იმ შემთხვევებში, როდესაც ქიმიოპროფილაქტიკისთვის გამოიყენება რიფამპიცინი, გასათვალისწინებელია, რომ იგი აძლიერებს გკს მეტაბოლიზმს (ღვიძლის კლირენსის გაზრდა); მსგავს სიტუაციებში შეიძლება საჭირო გახდეს გკს დოზის კორექტირება. სერტოსპანის გამოყენება პაციენტებში ფულმინანტური ან მილიარული ტუბერკულოზით შეიძლება მხოლოდ კომბინაციაში შესაბამის ტუბერკულოსტაზურ თერაპიასთან.
გკს სისტემური თერაპიის დროს წარმოქმნილი ჩუტყვავილა შეიძლება მნიშვნელოვნად პროგრესირდეს და გამოიწვიოს სიკვდილი, განსაკუთრებით ბავშვებში. ეს მდგომარეობა საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას. რიკის ჯგუფის პაციენტებისთვის ნაჩვენებია ქიმიოპროფილაქტიკა ან პასიური იმუნოპროფილაქტიკა.
გკს იმუნოსუპრესიული ეფექტის გამო სერტოსპანით ხანგრძლივი თერაპიისთვის სხვა შედარებით მსუბუქი უკუჩვენებებია: მარტივი ჰერპესი, სარტყელისებრი სირსველი, ლატენტური ამებიაზი, პოლიომიელიტი (ბულბოენცეფალური ფორმის გარდა), მეორეული ლიმფომები ბცჟ ვაქცინაციის შემდეგ, კარცინომები მეტასტაზებით.
ბავშვებში გკს ხანგრძლივ თერაპიას შეიძლება ახლდეს ზრდის დარღვევა და თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის დისფუნქცია, ამიტომ კარგად უნდა გაკონტროლდეს ზრდა და განვითარება ბავშვებში, რომლებსაც უტარდებათ თერაპია სერტოსპანით.
პრეპარატის გამოყენება მოითხოვს ინექციის ასეპტიკური ტექნიკის მკაცრად დაცვას. სახსარშიდა ინექციების ჩატარებისას შეიძლება აღინიშნოს გკს სისტემური ეფექტები ადგილობრივ მოქმედებასთან დამატებად. კანქვეშ არასწორი შეყვანა იწვევს შექცევადი კანქვეშა ატროფიის რისკს.
სიმპტომური გაუმჯობესებისას გკს სახსარშიდა ინექციის შემდეგ უნდა მოერიდოთ სახსრის ზედმეტად დატვირთვას სახსრის დაზიანების პრევენციის მიზნით.
გკს თერაპიის დროს შეიძლება მანიფესტირდეს ლატენტური შაქრიანი დიაბეტი. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ხშირად წარმოიქმნება ინსულინის უფრო მაღალი დოზების გამოყენების საჭიროება. გკს კატაბოლურ და ანაბოლურ ეფექტებს შეიძლება ახლდეს აზოტის უარყოფითი ბალანსი, ამიტომ პაციენტებისთვის აუცილებელია საკმარისი რაოდენობით ცილების მიღება.
სისტემური და ადგილობრივი გკს გამოყენებისას (ინტრანაზალური, ინჰალაციური და თვალშიდა შეყვანის ჩათვლით) შეიძლება წარმოიქმნას მხედველობის დარღვევები. თუ პაციენტს გამოუვლინდა ისეთი სიმპტომები, როგორებიც არის მხედველობის სიმახვილის დარღვევა ან სხვა მხედველობითი დარღვევები, პაციენტი გაგზავნილი უნდა იქნას ოფთალმოლოგთან შესაძლო მიზეზების შესაფასებლად, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს კატარაქტას, გლაუკომას ან იშვიათ დაავადებებს, როგორიც არის ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია, რომლებიც დარეგისტრირდა გკს სისტემური და ადგილობრივი გამოყენების შემდეგ.
ურთიერთქმედება CYP3A4 ძლიერ ინჰიბიტორებთან
გკს (ბეტამეთაზონის ჩათვლით) მეტაბოლიზდება CYP3A4. CYP3A4 ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებამ (მაგალითად, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კლარითრომიცინი, რიტონავირი, კობიცისტატის შემცველი პრეპარატები) შეიძლება გამოიწვიოს გკს ეფექტის გაძლიერება და გკს სისტემური არასასურველი რეაქციების რისკის გაზრდა. მსგავსი კომბინაციების ერთად გამოყენება არ შეიძლება იმ შემთხვევების გარდა, როდესაც თერაპიის სარგებელი აღემატება გკს სისტემური არასასურველი რეაქციების წარმოქმნის რისკის, ასეთ სიტუაციებში უზრუნველყოფილი უნდა იქნას პაციენტზე დაკვირვება გკს სისტემური არასასურველი რეაქციების შესაძლო გამოვლინების გამო.
ზეგავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე
შეიძლება შემცირდეს შემდეგი ბიოლოგიური პარამეტრები: ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ედს), კოაგულაციის დრო (ლი-უაიტის მიხედვით), სისხლის პლაზმაში შარდმჟავას, კალიუმის, თირეოტროპული ჰორმონის (თტჰ), თიროქსინის, ტრიიოდთირონინის, ტესტოსტერონის კონცენტრაცია; 17-კეტოსტეროიდების კონცენტრაცია შარდში.
შემდეგი ბიოლოგიური პარამეტრები შეიძლება გაიზარდოს: სისხლის პლაზმაში ნატრიუმის, ქლორიდების, გლუკოზის, ქოლესტერინის დონე; შარდში კალციუმის, კრეატინინის, გლუკოზის დონე (მიდრეკილების შემთხვევაში).
შესაძლებელია რეაქციის დაქვეითება კანის ალერგიის სინჯებზე. ნიტროლურჯი ტეტრაზოლიუმის აღდგენის ტესტმა ბაქტერიული ინფექციის გამოსავლენად შეიძლება ცრუუარყოფითი შედეგები აჩვენოს.
დამხმარე ნივთიერებები
სერტოსპანი შეიცავს 9,0 მგ ბენზილის სპირტს ერთ ამპულაში (1 მლ), რაც შეესაბამება 9,0 მგ/მლ. ბენზილს სპირტს შეუძლია ალერგიული რეაქციების გამოწვევა. დიდი რაოდენობებით მისი გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით და მხოლოდ აუცილებლობისას, განსაკუთრებით ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში და პაციენტებში ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევებით, კუმულაციის და არასასურველი რეაქციების განვითარების რისკის გამო (მეტაბოლური აციდოზი).
სერტოსპანი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს, თითოეულ მათგანს შეუძლია ალერგიული რეაქციების (მათ შორის გადავადებულის) და, გამონაკლის შემთხვევებში, ბრონქოსპაზმის გამოწვევა.
სერტოსპანი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს ერთ ამპულაში, ე.ი. პრაქტიკულად "არ შეიცავს ნატრიუმს".
შეუთავსებლობა
ადგილობრივი ანესთეზიურის პრეპარატთან ერთად ამპულაში შეყვანა არ შეიძლება. თავიდან შპრიცში იღებენ პრეპარატის საჭირო დოზას, შემდეგ იგივე შპრიცში იღებენ ადგილობრივი ანესთეზიურის საჭირო რაოდენობას.
სერტოსპანია შერევა სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ შეიძლება შესაძლო შეუთავსებლობის გამო.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
აცეტილსალიცილის მჟავა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები: შესაძლებელია ზემოაღნიშნული სამკურნალო საშუალებების ულცეროგენული ეფექტის გაძლიერება, რასაც ახლავს კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენების რისკის გაზრდა.
ანტიბიოტიკები/სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები: ტროლეადნდომიცინთან, ერითრომიცინთან და კეტოკონაზოლთან ერთად გამოყენებისას ძლიერდება ბეტამეთაზონის მოქმედება და იზრდება არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი. რიფამპიცინს შეუძლია ბეტამეთაზონის ეფექტურობის დაქვეითება, რის შედეგადაც შეიძლება საჭირო გახდეს ბეტამეთაზონის დოზის კორექტირება.
CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორები: გკს (ბეტამეთაზონის ჩათვლით) მეტაბოლიზდება CYP3A4. CYP3A4 ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებამ (მაგალითად, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კლარითრომიცინი, რიტონავირი, კობიცისტატის შემცველი პრეპარატები) შეიძლება გამოიწვიოს გკს ეფექტის გაძლიერება და გკს სისტემური არასასურველი რეაქციების რისკის გაზრდა. მსგავსი კომბინაციების ერთად გამოყენება არ შეიძლება იმ შემთხვევების გარდა, როდესაც თერაპიის სარგებელი აღემატება გკს სისტემური არასასურველი რეაქციების წარმოქმნის რისკის, ასეთ სიტუაციებში უზრუნველყოფილი უნდა იქნას პაციენტზე დაკვირვება გკს სისტემური არასასურველი რეაქციების შესაძლო გამოვლინების გამო.
ანტიქოლინერგიული საშუალებები: ატროპინს და სხვა ანტიქოლინერგიულ საშუალებებს შეუძლიათ უკვე არსებული თვალშიდა მაღალი წნევის გაზრდა.
ანტიქოლინესტერაზული საშუალებები: ნეოსტიგმინს და პირიდოსტიგმინს შეუძლიათ მიასთენიური კრიზის გამოწვევა.
ჰიპოგლიკემიური საშუალებები: ინსულინთან ან პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან ერთად დანიშვნისას უნდა გაკონტროლდეს გლუკოზის დონე სისხლში და, საჭიროებისას, დაკორექტირდეს ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზები.
ჰიპოტენზიური საშუალებები: შესაძლებელია ანტიჰიპერტენზიული მოქმედების შემცირება გკს მინერალოკორტიკოიდული ეფექტის ხარჯზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება.
ანტიკოაგულანტები: გკს და კუმარინული რიგის ანტიკოაგულანტების ერთად გამოყენებისას უფრო ხშირად უნდა გაკონტროლდეს პროთრომბინული დრო, ვინაიდან ანტიკოაგულოანტების ეფექტურობა, როგორც წესი, მცირდება. საჭიროებისას ანტიკოაგულანტის დოზა უნდა დაკორექტირდეს.
კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებები: ფენობარბიტალს და ფენიტოინს შეუძლიათ ბეტამეთაზონის ეფექტურობის დაქვეითება. თერაპიის არასაკმარისი ეფექტურობისას ბეტამეთაზონის დოზა უნდა გაიზრადოს.
დიურეზულები: გკს და ჰიპოგლიკემიური დიურეზულების ერთად გამოყენებისას პაციენტი უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ ჰიპოკალიემიის შესაძლო გამოვლინების გამო. საჭიროებისას უნდა ჩატარდეს ჩანაცვლებითი თერაპია კალიუმის პრეპარატებით.
საგულე გლიკოზიდურები: გკს-თან ერთად გამოყენებისას შეიძლება გაძლიერდეს საგულე გლიკოზიდურების ტოქსიკური მოქმედება ორგანიზმში კალიუმის დეფიციტის გამო (არითმიების განვითარების რისკი).
ვაქცინები: გკს იმუნოდეპრესიული მოქმედების გამო შეიძლება გაძლიერდეს ცოცხალი ვირუსული ვაქცინების მოქმედება, როგორებიც არის პოლიომელიტის, პაროტიტის, წითელას, წითურას და ჩუტყვავილას საწინააღმდეგო, ბცჟ. შესაძლებელია დისემინირებული ვირუსული ინფექციების განვითარება. ინაქტივირებულ ვაქცინებზე იმუნური პასუხი შეიძლება შემცირდეს.
იმუნოდეპრესიულები: მეთოტრექსატთან ერთად გამოყენების შემთხვევაში გკს-ის უფრო დაბალი დოზა შეიძლება უფრო ეფექტური იყოს სამკურნალო საშუალებების სინერგიული ეფექტის გამო. ციკლოსპორინი ამცირებს გკს-ის კლირენსს, სავარაუდოდ ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების კონკურენტული ინჰიბირების ხარჯზე, ხოლო გკს-ებს, განსაკუთრებით მაღალი დოზებით გამოყენებისას, შეუძლიათ სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციის გაზრდა. ამიტომ კომბინირებული თერაპიის დროს უნდა გაკონტროლდეს სისხლში ციკლოსპორინის დონე და საჭიროებისას დაკორექტირდეს მისი დოზა. არსებობს ცერებრალური წარმოშობის კრუნჩხვების წარმოქმნის მაღალი რისკი.
ნეიროკუნთების ბლოკატორები: შეიძლება შემცირდეს პანკურონიუმის ეფექტურობა.
ესტროგენები: შესაძლებელია გკს ეფექტების გაძლიერება.
ფსიქოტროპული საშუალებები: შეიძლება შემცირდეს ანქსიოლიზურების და ანტიფსიქოზურების ეფექტები. საჭიროებისას ზემოაღნიშნული სამკურნალო საშუალებების დოზები უნდა დაკორექტირდეს.
სალიცილატები: სალიცილატების ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს. გკს დოზების შემცირების დროს სალიცილატების ტოქსიკური მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს, რის შედეგადაც იზრდება კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის, წყლულებისა და პერფორაციების განვითარების რისკი.
სიმპატომიმეზურები: სალბუტამოლის ეფექტის და ტოქსიკური მოქმედების გაძლიერება.
ციტოსტაზურები: შესაძლებელია ციკლოფოსფამიდის ეფექტურობის დაქვეითება.
სომატოტროპინი: შესაძლებელია სომატოტროპინის ეფექტურობის დაქვეითება.
პრაზიკვანტელი: გკს-ებს შეუძლიათ სისხლში პრაზიკვანტელის კონცენტრაციის შემცირება.
ქლოროქინი, ჰიდროქსიქლოროქინი, მეფლოქინი: მიოპათიებისა და კარდიომიოპათიების განვითარების რისკის გაზრდა.
პროტირელინი: პროტირელინის გამოყენებისას სისხლში თტჰ-ს დონე ნაკლებად იზრდება.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგინდა, რომ ბეტამეთაზონი უარყოფითად მოქმედებს ნაყოფზე. ორსულობის პერიოდში სამკურნალო საშუალების ქალებში გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. უცნობია აღწევს თუ არა ბეტამეთაზონი პლაცენტის ბარიერში. ორსულობის დროს სამკურნალო საშუალების ხანგრძლივი გამოყენებისას საშვილოსნოშიდა განვითარების დარღვევის რისკის გამორიცხვა არ შეიძლება. ქალებში ორსულობის გვიან ვადებში ბეტამეთაზონის გამოყენებისას არსებობს ნაყოფის თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ატროფიის რისკი.
სერტოსპანის გამოყენება ქალებში ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც პოტენციური სარგებელი ქალისთვის აღემატება რისკს ნაყოფისთვის. ჩვენებების არსებობისას პრედნიზოლონს (ან პრედნიზონს) უპირატესობა უნდა მიენიჭოს ყველა სხვა გკს-თან და, კერძოდ, ფტორირებულ გკს-თან შედარებით, ვინაიდან იგი ნაკლებად აღწევს პლაცენტაში.
ქალებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ექიმს ფაქტობრივი ან სავარაუდო ორსულობის შესახებ.
ახალშობილი ბავშვები, რომლების დედები ორსულობის დროს მაღალი დოზებით იღებდნენ გკს, უნდა იმყოფებოდნენ მეთვალყურეობის ქვეშ ჰიპოკორტიციზმის ნიშნების შესაძლო გამოვლენის გამო, საჭიროებისას უნდა ჩატარდეს ჩანაცვლებითი თერაპია შემდგომი გკს დოზის შემცირებით.
კვლევებმა გამოავლინეს ნეონატალური ჰიპოგლიკემიის მაღალი რისკი ბეტამეთაზონის ხანმოკლე კურსის დანიშვნის შემდეგ ქალებში გვიანი ნაადრევი მშობიარობის რისკით.
ლაქტაცია
გკს გამოიყოფა დედის რძესთან ერთად და შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინონ ბავშვების თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციაზე და ზრდაზე. გკს გამოყენებისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე
ინფორმაცია პრეპარატის ზეგავლენის შესახებ ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე არ არსებობს.
არასასურველი რეაქციები
არასასურველი რეაქციები დამოკიდებულია დოზაზე, შეყვანის წესზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე, ასევე პაციენტის ასაკზე, სქესზე და დაავადების ტიპზე.
ხანმოკლე მკურნალობისას არასასურველი რეაქციების წარმოქმნის რისკი მინიმალურია. მიუხედავად ამისა, გასათვალისწინებელია, რომ კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა (ხშირად დაკავშირებულია სტრესულ სიტუაციასთან) გკს-ით მკურნალობისას შეიძლება უსიმპტომო იყოს.
მაღალი დოზებით გკს ხანგრძლივი მკურნალობისას, ე.ი. კუშინგის ზღვრული დოზის გადაჭარბებისას (>1 მგ ბეტამეთაზონი დღეში) შეიძლება განვითარდეს ცნობილი არასასურველი რეაქციები.
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვევით სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად MedDRA მიხედვით.
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: ლიმფოციტების რაოდენობასა და ფუნქციაზე უარყოფითი ზეგავლენის გამო - ჰიპერმგრძნობელობა ინფექციების მიმართ, ფარული ინფექციები, ლატენტური ინფექციების გააქტიურება, ოპორტუნისტული ინფექციები.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ლეიკოციტოზი, ლიმფოპენია, ეოზინოპენია.
იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, რომლებიც შეიძლება იშვიათად პროგრესირებდნენ ანაფილაქსიურ რეაქციებამდე ჰიპოტენზიით, ცირკულატორული კოლაფსით და/ან ბრონქოსპაზმით.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: კუშინგის სინდრომის კლინიკური სიმპტომატიკა, ზრდის შეჩერება ბავშვებში, მეორეული ადრენოკორტიკული და ჰიპოფიზური უკმარისობა, განსაკუთრებით ტრავმასთან დაკავშირებულ სტრესულ სიტუაციაში, სიმპატო-ადრენალური კრიზი პაციენტებში ფეოქრომოციტომით (მათ შორის არადიაგნოსტირებული).
ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: აზოტის უარყოფითი ბალანსი ცილების მეტაბოლიზმის გამო, ლიპომატოზი, წონის მომატება, მადის გაძლიერება, ორგანიზმში ნატრიუმის და სითხის შეკავება, კალიუმის, კალციუმის და ფოსფატების დაკარგვა, ჰიპოკალიემიური ალკალოზი, ტოლერანტობის დაქვეითება გლუკოზის მიმართ, ლატენტური შაქრიანი დიაბეტის მანიფესტირება.
დარღვევები ფსიქიკის მხრივ: ეიფორია, უძილობა, განწყობის ცვალებადობა, პიროვნების შეცვლა, აფექტური აშლილობების გამწვავება და ფსიქოზებისკენ მიდრეკილებისას მისი მანიფესტირება, მძიმე დეპრესია.
ნერვული სისტემის მხრივ: კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ქალაშიდა წნევის მომატება მხედველობის ნერვის დისკის შეშუპებით (თავის ტვინის ცრუშეშუპება) ჩვეულებრივ თერაპიის დასრულების შემდეგ.
მხედველობის ორგანოს მხრივ: უკანა სუბკასულარული კატარაქტა, თვალშიდა წნევის მომატება, გლაუკომა, ეგზოფტალმი, სიბრმავის ერთეული შემთხვევები კერაში შეყვანის შემდეგ სახისა და თავის არეში, მხედველობის სიმახვილის დარღვევა.
გულის მხრივ: მიოკარდიუმის გაგლეჯვა ცოტახნის წინ გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ, გულის შეგუბებითი უკმარისობა მიდრეკილების მქონე პაციენტებში.
სისხლძარღვების მხრივ: თრომბოემბოლია, ჰიპერტენზია, წამოხურებები.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, კუჭის წყლული შესაძლო პერფორაციით და სისხლდენით, წვრილი ან მსხვილი ნაწლავის პერფორაცია, განსაკუთრებით ნაწლავის ანთებითი დაავადებების მქონე პაციენტებში, მუცლის შებერილობა, პანკრეატიტი, წყლულოვანი ეზოფაგიტი.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: პეტექიები და ეგქიმოზები, ჭარბი ოფლდენა, სახის ჰიპერემია, ჰიპო- და ჰიპერპიგმენტაცია, კანის ატროფია ("პერგამენტის კანი") წითელი ფერის დაჭიმვებით, ტელეანგლიექტაზიები, კაპილარების მაღალი მტვრევადობა, ჰიპერტრიქოზი, სტეროიდული ფერისმჭამელები, ჭრილობების შენელებული შეხორცება, როზაცეას ტიპის პერიორალური დერმატიტი, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგალითად, წამლისმიერი ეგზანთემა, ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება).
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: კუნთების სისუსტე, კუნთების ატროფია, ოსტეოპოროზი (განსაკუთრებით ქალებში პოსტმენოპაუზაში), ასეპტიკური ოსტეონეკროზი (მათ შორის მენჯის ძვლის ყელის და მხრის ძვლის), ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობა, ძვლების პათოლოგიური მოტეხილობა (გრძელი მილისებრი ძვლების ჩათვლით), მყესის გაგლეჯვა, პოსტინექციური გამწვავება (სახსრის ანთება), შარკოს ართროპათია, კორტიკოსტეროიდული მიოპათია, მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებში სიმპტომების გაუარესება, ასეპტიკური აბსცესი.
სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლის მხრივ: მენსტრუალური ციკლის დარღვევა.
ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას: შეუძლოდ ყოფნა, ჭრილობების ნელა შეხორცება, როზაცეას ტიპის პერიორალური დერმატიტი, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგალითად, ინტრასინოვიალური და კერაში შეყვანისას - ინფექციები შეყვანის ადგილას ასეპტიკის წესების დარღვევის დროს). ბეტამეთაზონის (ან სხვა გკს) განმეორებით კუნთში (ასევე სახსარში და კერაში) შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილების ადგილობრივი მნიშვნელოვანი დაზიანება (ატროფიის და ნეკროზის ჩათვლით).
ზეგავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: რეაქციის დაქვეითება ან არქონა კანზე ტესტების ჩატარებისას.
იშვიათ შემთხვევებში შეიძლება წარმოიქმნას ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ბენზილის სპირტის მიმართ.
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს შეუძლიათ ჰიპერმგრძნობელობის, მათ შორის შენელებული ტიპის რეაქციების და, იშვიათ შემთვევებში, ბრონქოსპაზმის გამოწვევა.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია. პაციენტში სამკურნალო საშუალების მიმართ სერიოზული არასაურველი რეაქციის გამოვლინების ან ახალი არასასურველი რეაქციის წარმოქმნის დროს, რომელიც არ არის აღწერილი ამ თავში, გთხოვთ ინფორმირება მოახდინოთ ფარმაკოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
სიმპტომები: ბეტამეთაზონის მწვავე ჭარბი დოზა არ იწვევს სიცოცხლისათვის საშიშ სიტუაციებს. გკს მაღალი დოზების რამდენიმე დღის განმავლობაში შეყვანა არ იწვევს არასასურველ შედეგებს (ძალიან მაღალი დოზების გამოყენების ან შაქრიანი დიაბეტის, გლაუკომის, კნტ მწვავე ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებების დროს გამოყენების ან დიგიტალისის პრეპარატებთან, ანტიკოაგულანტებთან ან კალიუმის გამომტან დიურეზულებთან ერთად გამოყენების შემთვევების გარდა).
მკურნალობა: საჭიროა პაციენტის მდგომარეობის ექიმის მიერ კონტროლი; უნდა შენარჩუნდეს სითხის ოპტიმალური მოხმარება და პლაზმაში და სისხლში ელექტროლიტების (განსაკუთრებით ნატრიუმის იონების და კალიუმის შეფარდების) შემცველობის კონტროლი. საჭიროებისას უნდა ჩატარდეს შესაბამისი თერაპია.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების კორტიკოსტეროიდები. გლუკოკორტიკოიდები. ათქ კოდი: Н02АВ01.
მოქმედების მექანიზმი
სერტოსპანი შეიცავს ბეტამეთაზონის, ფტორირებული გლუკოკორტიკოსტეროიდის (გკს) ორი ეთერის (რომელთაგან ერთი ადვილად განზავებადია, ხოლო მეორე ძნელად განზავებადი) კომბინაციას, რომელსაც ქსოვილებზე გავრცელებადი ანთების საწინააღმდეგო, ანტირევმატიული და ანტიალერგიული მოქმედება გააჩნია, სერტოსპანი წარმოადგენს ორფაზიანი მოქმედების მქონე სტერილურ კრისტალურ სუსპენზიას. განზავებადი ნატრიუმის ფოსფატის ფორმით ბეტამეთაზონი უზრუნველყოფს პრეპარატის მოქმედების სწრაფად დაწყებას, ვინაიდან სამკურნალო საშუალების ქსოვილებში რეზორბცია ხდება ინექციისთანავე. პროლონგირებული ეფექტი მიიღწევა ბეტამეთაზონის დიპროპიონატის მიკროკრისტალური სუსპენზიის ხარჯზე, რომელიც წარმოქმნის დეპოს და ამგვარად უზრუნველყოფს სიმპტომების კონტროლს დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
ყველა გკს მსგავსად, ბეტამეთაზონის ეფექტურობა დაკავშირებულია უჯრედებში სპეციფიკური ცილების სინთეზის სტიმულირებასთან, რომლებიც პასუხს აგებენ ბიოლოგიურ თვისებებზე. ვინაიდან მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია უჯრედების ბირთვებში პროცესებზე ზეგავლენასთან, გკს-ის მაქსიმალური ფარმაკოლოგიური ეფექტი ვლინდება ნელა პარენტერალური შეყვანის შემდეგაც კი (აღინიშნება დაახლოებით 2 საათში ხსნადი მარილის შეყვანის შემდეგ), მისი ხანგრძლივობა აღემატება სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდს.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
პრეპარატის მოქმედების ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. ინექციის შემდეგ, როგორც წესი, კლინიკური მოქმედების საშუალო ხანგრძლივობა 3-დან 4 კვირამდე შეადგენს სისტემური შეყვანისას (კუნთში) და 4-დან 6 კვირამდე ადგილობრივი შეყვანისას.
ბეტამეთაზონის (ხსნადი ფორმით) დოზის ანთების საწინააღმდეგო ფარდობითი ეკვივალენტობა სხვა გკს-თან შედარებით შეადგენს: 1 მგ ბეტამეთაზონი = 1,25 მგ დექსმეთაზონი = 6,5 მგ ტრიამცინოლონი ან მეთილპრედნიზოლონი = 8,5 მგ პრედნიზონი ან პრედნიზოლონი = 35 მგ ჰიდროკორტიზონი = 40 მგ კორტიზონი.
ანთების საწინააღმდეგო ეფექტის ხანგრძლივობა დაახლოებით შეესაბამება ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის ღერძს.
ბეტამეთაზონის მინერალოკორტიკოიდული ეფექტი გამოხატულია უმნიშვნელოდ.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატის (პრეპარატის ხსნადი კომპონენტი) ინექციის შემდეგ სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 60 წუთში.
ბეტამეთაზონის დიპროპიონატის (კრისტალური სუსპენზიის სახით წარმოდგენილი პრეპარატის კომპონენტი) რეზორბციის შესახებ რაოდენობრივი მონაცემები არ არსებობს, თუმცა პრეპარატის მოქმედების ხანგრძლივობა მიუთითებს იმაზე, რომ მისი რეზორბციის სიჩქარე ძალიან დაბალია (რამდენიმე დღე ან კვირაც კი).
განაწილება
კონცენტრაციების თერაპიულ დიაპაზონში ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატის შეერთების ხარისხი სისხლის პლაზმის ცილებთან (ძირითადად შრატის ალბუმინთან) შეადგენს დაახლოებით 60-70%. ბეტამეთაზონის განაწილების მოცულობა შეადგენს 1,4 ± 0,3 ლ/კგ. სამკურნალო საშუალების ზურგის ტვინის სითხეში, ფილტვებში, ნაღვლის ბუშტში, წინამდებარე ჯირკვალში, ძვლის ქსოვილში და ნერწყვში განაწილების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
უცნობია, აღწევს თუ არა ბეტამეთაზონი პლაცენტის ბარიერში და დედის რძეში, როგორც ეს დამახასიათებელია სხვა გკს-თვის.
მეტაბოლიზმი და გამოყოფა
პერარორალურად ან პარენტერალურად შეყვანილი ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 5 საათს ნახევარგამოყოფის ბიოლოგიური პერიოდით 36-დან 54 საათამდე.
ბეტამეთაზონის თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს 2,9 ± 0,9 მლ/წთ/კგ.
რადიოაქტიური მარკერების გამოყენებით კვლევებში დადგენილია, რომ ბეტამეთაზონი ხსნადი ნატრიუმის ფოსფატის ფორმით პრაქტიკულად მთლიანად გამოიყოფა ორგანიზმიდან შეყვანიდან პირველ 2 დღეში, მაშინ, როდესაც ბეტამეთაზონი სუსპენდირებული დიპროპიონატის ფორმით ორგანიზმიდან გამოიყოფა მხოლოდ 52%-ით 10 დღის შემდეგ.
ბეტამეთაზონის ეთერები ჰიდროლიზდება ინექციის ადგილის ქსოვილებში ფარმაკოლოგიურად აქტიურ ბეტამეთაზონამდე.
სხვა გკს მსგავსად, მეტამეთაზონი მეტაბოლიზდება ღვიძლში. ძირითადად გამოიყოფა სანაღვლე გზებით კონიუგირებული ფორმით გლუკორონის მჟავასთან ერთად.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში
თირკმლის მძიმე უკმარისობის და ჰიპოთირეოზის დროს გკს მეტაბოლიზმი ნელდება, რასაც შეიძლება ახლდეს ბეტამეთაზონის მოქმედების გაძლიერება.
ჰიპოალბუმინემიის და ჰიპერბილირუბინემიის დროს შეიძლება გაძლიერდეს სისხლის პლაზმის ცილებთან შეუერთებელი აქტიური (ე.ი. ფარმაკოლოგიურად აქტიური) მოქმედი ნივთიერების ფრაქცია.
გკს ნახევარგამოყოფის პერიოდი ორსულობის დროს იზრდება, ხოლო პლაზმისმიერი კლირენსი ახალშობილებში უფრო დაბალია, ვიდრე ბავშვებსა და მოზრდილებში.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.
განსაკუთრებული მითითებები შენახვის შესახებ
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
არ გაყინოთ.
შეფუთვის სახეობა და შიგთავსი
საინექციო სუსპენზია 1 მლ უფერო შუშის ამპულაში.
1 ამპულა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
5 ამპულა კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში. 1 კონტურული უჯრედული შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზებისთვის და სხვა სამუშაოებისთვის
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი
სავაჭრო ნიშნისა და სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელია კომპანია
“ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.”, თურქეთი
“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.”, TURKEY
წარმოებულია
"მეფარ ილაჩ სანაი ა.შ."-ს მიერ, თურქეთი
(რამაზანოღლუ მაჰ. ენსარ ჯად. #20, 34906 კურტკოი-პენდიკ / სტამბული)
“Mefar İlaç Sanayii A.Ş.”, Turkey
(Ramazanoğlu Mah. Ensar Cad. No: 20, 34906 Kurtköy-Pendik / İstanbul).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


