დიპრომეტა
Diprometa
კორტიკოსტეროიდული თერაპია წარმოადგენს დამხმარე თერაპიას და არ ცვლის ჩვეულებრივ თერაპიას. ინტრამუსკულური შეყვანა დიპრომეტა ნაჩვენებია სხვადასხვა რევმატული დაავადების, დერმატოლოგიური, ალერგიული, კოლაგენური დაავადებების და კორტიკოსტეროიდებზე მორეაგირე სხვა დაავადებების სამკურნალოდ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბეტამეთაზონი (betamethasone)
- ფორმა და შეფუთვა
- (5მგ + 2მგ)/მლ 1მლ ი.მ., სახსარშიდა, სახსარახლო, რბილ ქსოვილებში, ინტრაბურსალური, კანში და პათოლოგიურ კერაში შესაყვანი საინექციო სუსპენზია წინასწარ შევსებული მზა შპრიცი №1
- მწარმოებელი
- S. C. ROMPHARM COMPANY S.R.L., რუმინეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის, გლუკოკორტიკოიდები
- ATC კოდი
- H02AB01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038467
- რეგისტრირებულია
- 28 ივნისი 2023, მოქმედებს 28 ივნისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „Rompharm Company Georgia“ LLC (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „რომფარმ კომპანი საქართველო“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დიპრომეტა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კორტიკოსტეროიდული თერაპია წარმოადგენს დამხმარე თერაპიას და არ ცვლის ჩვეულებრივ თერაპიას.
ინტრამუსკულური შეყვანა
დიპრომეტა ნაჩვენებია სხვადასხვა რევმატული დაავადების, დერმატოლოგიური, ალერგიული, კოლაგენური დაავადებების და კორტიკოსტეროიდებზე მორეაგირე სხვა დაავადებების სამკურნალოდ.
ინტრაარტიკულური, პერიარტიკულური და რბილ ქსოვილებში შეყვანა
როგორც დამატებითი თერაპია ხანმოკლე მკურნალობისთვის (პაციენტებში მწვავე ეპიზოდებით ან გართულებების დროს) ოსტეოარტჰრიტის, რევმატოიდული ართრიტის დროს.
დაზიანების უბანში შეყვანა
დერმატოლოგიურ შემთხვევებში.
ტერფის ქსოვილებში ადგილობრივი შეყვანა
დამატებითი თერაპიის სახით ხანმოკლე მკურნალობისთვის (პაციენტებიში მწვავე ეპიზოდებით ან გართულებისას) ბურსიტის დროს მკვრივი ან რბილი კოჟრის ქვეშ, ბურსიტის დროს ქუსლის დეზისას, ფეხის რიგიდული ცერა თითის ბურსიტი, ფეხის ნეკა თითის ბურსიტი, სინოვიური ცისტა, მორტონის ნევრალგია (მეტატარსალგია); ტენოსინოვიტი, კუბოიდური პერიოსტიტი.
სპეციალური მდგომარეობები
ალერგიული მდგომარეობები
ასთმური სტატუსი, ქრონიკული ბრონქული ასთმა, სეზონური ან სრული წლის განმავლობაში მინდინარე რინიტი, მწვავე ალერგიული ბრონქიტი, კონტაქტური დერმატიტი, ატოპიური დერმატიტი, თივის ცხელება, ანგიონევროზული შეშუპება, შრატისმიერი დაავადება, წამალზე ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, მწერების ნაკბენები.
რევმატიული დარღვევები
ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, ბურსიტი, ლუმბაგო, იშიაზი, კოქციდინია, მწვავე პოდაგრული ართრიტი, კისერმრუდობა, ნერვული წნულის კისტა, მაანკილოზებელი სპონდილიტი, რადიკულიტი, ეგზოსტოზი, ფასციიტი.
დერმატოლოგიური მდგომარეობები
ატოპიური დერმატიტი (მონეტისებური ეკზემა); ნეიროდერმიტი (სატრყლისებრი მარტივი ლიქენი); კონტაქტური დერმატიტი; მწვავე ფოტოდერმატიტი; ჭინჭრის ციება; ბრტყელი ლიქენი; დიაბეტური ლიპოიდური ნეკრობიოზი; ბუდობრივი გამელოტება; დისკოიდური წითელი მგლურა; ფსორიაზი; კელოიდები, პემფიგუსი; ჰერპეტიფორმული დერამტიტი; ცისტური აკნე.
კოლაგენური დაავადებები
გართულებისას ან შემანარჩუნებელი თერაპიის სახით გავრცელებული წითელი მგლურას ცალკეულ შემთხვევებში, კვანძოვანი პოლიარტერიტის, სკლეროდერმიის და დერმატომიოზიტის დროს.
ნეოპლაზური დაავადებები:
მოზრდილებში ლეიკემიის და ლიმფომების პალიატიური მკურნალობისთვის; ბავშვთა მწვავე ლეიკოზი.
სხვა მდგომარეობები
ადრენოგენიტალური სინდრომი; წყლულოვანი კოლიტი; რეგიონული ილეიტი; სპრუ; სისხლის კორტიკოსტეროიდ-დამოკიდებული დისკრაზია; ნეფრიტი; ნეფროზული სინდრომი.
პირველადი ან მეორადი ადრენოკორტიკული უკმარისობისას შეიძლება დიპრომეტას გამოყენება, მაგრამ ის უნდა შეივსოს მინერალოკორტიკოსტეროიდებით თუ კი ეს შესაძლებელია.
მიღების წესი და დოზირება
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ!
დოზირების მოთხოვნები ცვალებადია და უნდა იყოს გათვლილი ინდივიდუალურად, კონკრეტული დაავადების, მისი სიმძიმისა და დაავადებაზე პაციენტის პასუხის გათვალისწინებით.
დოზირება
დოზა უნდა იყოს რაც შეიძლება მცირე და მკურნალობის პერიოდი რაც შეიძლება ხანმოკლე.
საწყისი დოზა უნდა შენარჩუნდეს და დარეგულირდეს სანამ არ განვითარდება დამაკმაყოფილებელი შედეგი. თუ დამაკმაყოფილებელი კლინიკური შედეგი არ ვითარდება შესაბამის პერიოდში, დიპრომეტათი მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაინიშნოს სხვა შესაბამისი თერაპია.
დადებითი შედეგის მიღწევის შემდეგ უნდა განისაზღვროს საჭირო შემანარჩუნებელი დოზირება, საწყისი დოზების დროის შესაბამისი ინტერვალებით შემცირებით, სანამ არ იქნება მიღწეული მიღებული კლინიკური შედეგის შესანარჩუნებლად საკმარისი ყველაზე მცირე დოზა.
გამოყენების მეთოდი
დიპრომეტა არ არის განკუთვნილი ინტრავენური და კანქვეშა შეყვანისთვის.
სისტემური გამოყენება
სისტემური თერაპიისთვის მკურნალობა უმრავლეს შემთხვევებში იწყება 1 ან 2 მლ-ით და მეორდება საჭიროებისამებრ. მიიღება ღრმა ინტრამუსკულური (იმ) ინექციით დუნდულა კუნთში. დოზირება და მიღების სიხშირე დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობის სიმძიმესა და თერაპიულ ეფექტზე.
მწვავე დაავადებების დროს, როგორიც არის ერითემატოზული მგლურა ან ასთმური სტატუსი, რომლის მოხსნაც მოხერხდა შესაბამისი სასიცოცხლო პროცედურებით, მკურნალობის საწყის ეტაპზე შეიძლება საჭირო იყოს 2მლ.
დერმატოლოგიური მდგომარეობების დიდი უმრავლესობა პასუხობს კორტიკოსტეროიდების ინტრამუსკულურ ინექციაზე. დადგენილია, რომ 1 მლ განმეორებითი ინტრამუსკულური ინექცია, პასუხიდან გამომდინარე, არის საკმარისი.
სასუნთქი სისტემის დაავადებებში სიმპტომების შემსუბუქება განვითარდა 1 მლ დიპრომეტას ინტრამუსკულური ინექციიდან რამდენიმე საათში. ბრონქული ასთმის, თივის ცხელების, ალერგიული ბრონქიტის და ალერგიული რინიტის სიმპტომების ეფექტური კონტროლი მიღებულია დიპრომეტას 1-2 მლ-ით.
მწვავე ან ქრონიკული ბურსიტის მკურნალობისთვის კარგი შედეგები მიიღება დიპრომეტას 1-2 მლ ინტრამუსკულური ინექციით, გამეორება ხდება საჭიროებისამებრ.
ადგილობრივი გამოყენება
იშვიათად საჭიროა საანესთეზიო საშუალების თანმხლები გამოყენება (ინექციის დროს ტკივილი ფაქტიურად არ არის გამოხატული).
საჭიროა ისეთი საანესთეზიო საშუალებების გამოყენებისგან თავის შეკავება, რომლებიც შეიცავენ მეთილპარაბენს, პროპილპარაბენს, ფენოლს, და სხვ.
ეს სამკურნალწამლო პროდუქტი არ უნდა შეერიოს სხვა სამკურნალო საშუალებებს (იხ. პუნქტი 6.2 შეუთავსებლობა).
მწვავე ბურსიტის დროს: (სუბდელტოიდური, სუბაკრომიული და პრეპატელარული ბურსიტი):
დიპრომეტას 1-2 მლ ინტრაბურსულ ინექციას შეუძლია ტკივილის შემცირება და მოძრაობის სრული დიაპაზონის აღდგენა რამდენიმე საათის განმავლობაში.
ქრონიკული ბურსიტის დროს:
მას შემდეგ რაც მოხდება მწვავე სიმპტომების კონტროლი, ქრონიკული ბურსიტის მკურნალობა შესაძლებელია შემცირებული დოზებით.
ტენოსინოვიტის, ტენდინიტის და პერიტენდინიტის დროს:
დიპრომეტას ერთმა ინექციამ მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს. ამ მდგომარეობების ქრონიკული ფორმების დროს აუცილებელია ინექციის გამეორება პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.
რევმატოიდული ართრიტი და ოსტეოართრიტი:
დიპრომეტას 0.5-2 მლ სახსარშიდა დანიშნვა ახდენს რევმატოიდულ ართრიტთან და ოსტეოართრიტთან ასოცირებული ტკივილის, მტკივნეულობის და სიმყიფის შემსუბუქებას 2-4 საათის განმავლობაში. შემსუბუქების ხანგრძლივობა, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება ორივე დაავადების დროს, უმეტეს შემთხვევებში შეადგენს ოთხ ან მეტ კვირას. დიპრომეტას სახსარშიდა ინექცია კარგად აიტანება სახსრის და სახსარგარე ქსოვილების მიერ.
სახსარშიდა ინექციის რეკომენდებული დოზებია:
მსხვილი სახსრები (მაგ., მუხლის, ბარძაყის) – 1-2 მლ
საშუალო სახსრები (მაგ., იდაყვის) – 0.5-1 მლ
წვრილი სახსრები (მაგ., მტევნის) – 0.25-0.5 მლ
დერმატოლოგიური მდგომარეობების დროს:
დერმატოლოგიური მდგომარეობები პასუხობენ დაზიანების უბანში დიპრომეტას შეყვანაზე. ზოგიერთი დაზიანების პასუხი, რომლის პირდაპირი მკურნალობა ვერ ხერხდება, შეიძლება მიღწეული იყოს პრეპარატის მცირე სისტემური ეფექტით.
დაზიანების ადგილზე შეყვანით მკურნალობისას, რეკომენდებულია დიპრომეტას კანქვეშა დოზა 0.2 მლ/სმ2, 26 ზომა ნემსის გამოყენებით. ყველა უბანში შეყვანილი დიპრომეტას საერთო რაოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს კვირაში 1 მლ-ს.
ტერფის დაავადებებისას, რომლებიც მგძნობიარეა კოტრიკოსტეროიდებზე:
ბურსიტის დროს ბებერების ქვეშ უნდა გაკეთდეს ორი თანმიმდევრობითი ინექცია, თითოეული 0.25 მლ. ზოგიერთ პირობებში, მაგალითად რიგიდული ცერა თითი (ფეხის ცერა თითის მოხრის ადგილი დეფორმაცია), ნეკა თითის ვარუსი (ნეკა თითის შიდა გადახრა) და მწვავე პოდაგრული ართრიტი. შემსუბუქების დაწყება შეიძლება მოხდეს სწრაფად. შემთხვევათა უმეტეობაში გამოიყენება 25 ზომა ნემსი.
რეკომენდებყული დოზები და ინტერვალები დაახლოებით ერთი კვირისთვის:
ბურსიტი მკვრივი ან რბილი კოჟრების ქვეშ 0.25 - 0.5 მლ;
ბურსიტი ქუსლის დეზის ქვეშ 0.5 მლ;
ბურსიტი რიგიდული ცერა თითის ზევით 0.5 მლ;
ბურსიტი ნეკა თითის ვარუსის ზევით 0.5 მლ;
სინოვიური ცისტა 0.25 - 0.5 მლ;
მორტონის ნევრალგია (მეტატარსალგია) 0.25 - 0.5 მლ;
ტენოსინოვიტი 0.5 მლ;
კუბოიდური პერიოსტიტი 0.5 მლ;
მწვავე პოდაგრული ართრიტი 0.5 - 1 მლ.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ბეტამეთაზონის, სხვა კორტიკოსტეროიების ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია პუნქტში 6.1.
სისტემური სოკოვანი ინფექციები.
დიპრომეტა არ გამოიყენება ინტრამუსკულურად იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა.
სიფრთხილის ზომები
დიპრომეტა განკუთვნილი არ არის ინტრავენური ან კანქვეშა მიღებისთვის.
იყო შეტყობინებები სერიოზული ნევროლოგიური დარღვევების შესახებ, ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით, კორტიკოსტეროიდების ეპიდურული ინექციის ჩატარებისას. სხვა დარღვევებს შორის იყო შეტყობინებები ზურგის ტვინის ინფარტის, პარაპლეგიის, კვადრიპლეგიის, ქერქოვანი სიბრმავის და ინსულტის შესახებ. ეს სერიოზული ნევროლოგიური დარღვევები აღინიშნა როგორც რენტგენოსკოპიული გამოკვლევების გამოყენებით, ასევე - მათ გარეშე. კორტიკოსტეროიდების ეპიდურული შეყვანის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის, ამიტომ დაუშვებელია მათი შეყვანა ეპიდურულად.
დიპრომეტას გამოყენებისას აუცილებელია ასეპტიკის წესების მკაცრი დაცვა.
დიპრომეტა შეიცავს ბეტამეთაზონის ორ ეთერს, რომელთაგან ერთი - ნატრიუმის ბეტამეთაზონის ფოსფატი, სწრაფად ქრება ინექციის ადგილიდან. აქედან გამომდინარე ექიმმა პრეპარატის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოს დიპრომეტას ამ ხსნადი ნაწილის სისტემური ეფექტის პოტენციალი.
ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ პრეპარატით მკურნალობის მოულოდნელად შეწყვეტის ან დოზის მკვეთრი დაქვეითებისას (ძალიან მაღალი დოზების შემთხვევაში, გამოყენების ხანმოკლე პერიოდის შემდეგ), ასევე კორტიკოსტეროიდების მიმართ მომატებული მოთხოვნილების დროს (სტრესის შედეგად: ინფექციები, ტრავმა, ქირურგიული ჩარევა) შესაძლოა დამძიმდეს თირკმელზედას ქერქის უკმარისობა.
ამიტომ, დოზა უნდა შემცირდეს თანდათანობით. სტრესული სიტუაციების დროს ზოგჯერ აუცილებელია კორტიკოსტეროიდების მიღების განახლება ან მათი დოზის მომატება.
დოზის შემცირება უნდა მოხდეს მკაცრი სამედიცინო დაკვირვებით, ზოგჯერ აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის კონტროლი ერთ წლამდე პერიოდის განმავლობაში ხანგრძლივი მკურნალობის შეწყვეტის ან მომატებული დოზების გამოყენების შემდეგ.
თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის სიმპტომებია დისკომფორტი, კუნთების სისუსტე, ფსიქიკური აშლილობა, ლეთარგია, კუნთებისა და ძვლების ტკივილი, კანის აშრევება, ქოშინი, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, ცხელება, ჰიპოგლიკემია, ჰიპოტენზია, დეჰიდრატაცია ან სიკვდილიც კი მკურნალობის უეცარი შეწყვეტის შემდეგ. თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის მკურნალობა მოიცავს კორტიკოსტეროიდების, მინერალოკორტიკოიდების, წყლის, ნატრიუმის ქლორიდის და გლუკოზის მიღებას.
ანაფილაქტოიდური რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც პარენტერალურად იღებდნენ კორტიკოსტეროიდებს; ამიტომ, პრეპარატის შეყვანამდე საჭიროა სათანადო უსაფრთხოების ზომების მიღება, განსაკუთრებით, თუ პაციენტს ანამნეზში აქვს ალერგია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი თერაპიისას, აუცილებელია განიხილებოდეს საკითხი პრეპარატის პარენტერალური გამოყენებიდან პერორალურზე გადასასვლელად, პოტენციური სარგებელისა და რისკების განხილვით.
სახსარშიდა ინექციისთვის საჭიროა იცოდეთ, რომ:
- სახსარშიდა ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს სისტემური და ადგილობრივი ეფექტები.
- საჭიროა ნებისმიერი სასახსრე სითხის დათვალიერება, რომ გამოირიცხოს სეპტიური პროცესი.
- საჭიროა ადრე ინფიცირებულ სახსარში ადგილობრივი ინექციისთვის თავის არიდება.
- ტკივილის და ადგილობრივი შეშუპების გაძლიერება, სახსრებში მოძრაობის შეზღუდვა, ცხელება და შეუძლოდ ყოფნა მიუთითებს სეპტიკურ ართრიტზე. თუ დასტურდება სეფსისი, საჭიროა დაინიშნოს შესაბამისი ანტიმიკრობული თერაპია.
- კორტიკოსტეროიდების ინექცია არ უნდა გაკეთდეს არასტაბილურ სახსარში, ინფიცირებულ ადგილზე ან მალთაშუა სივრცეში.
- ოსტეოართრიტულ სახსრებში განმეორებითმა ინექციამ შეიძლება გაზარდოს სახსრის დესქტრუქცია.
- უნდა მოერიდონ მყესებში კორტიკოსტეროიდების პირდაპირ ინექციას, რადგან მოგვიანებით შეიძლება განვითარდეს მყესის გაწყვეტა.
კორტიკოსტეროიდების ინტრამუსკულური ინექცია კეთდება ღრმად კუნთში, რათა თავიდან იქნას აცილებული ქსოვილების ადგილობრივი ატროფია.
კორტიკოსტეროიდის შეყვანა რბილ ქსოვილში ან დაზიენებულ უბანში და სახსრის გარშემო შეიძლება იწვევდეს სისტემურ და ადგილობრივ ეფექტებს.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
დიაბეტით დაავადებულებში ბეტამეტაზონის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ხანმოკლე დროის განმავლობაში და მკაცრი სამედიცინო კონტროლით, მისი გლუკოკორტიკოიდული თვისებების (გლუკოზაში ცილების ტრანსფორმაცია) გათვალისწინებით.
აღნიშნავენ გლუკოკორტიკოსტეროიდების ეფექტის გაზრდას ჰიპოთირეოზის ან ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში.
საჭიროა დიპრომეტას გამოყენებისგან თავის არიდება თვალის ჰერპესული დაზიანების მქონე პაციენტებში (რქოვანას პერფორაციის საშიშროების არსებობის გამო).
პრეპარატის გამოყენებისას შესაძლოა ფსიქიკური დარღვევების განვითარება (განსაკუთრებით ემოციურად არასტაბილური ან ფსიქოზების მიმართ მიდრეკილების მქონე პაციენტებში).
ამ შემთხვევაში საჭიროა უსაფრთხოების ზომების დაცვა:
არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტის, პერფორაციის საშიშროების, აბსცესის ან სხვა პიოგენური ინფექციების დროს;
დივერტიკულიტის;
ნაწლავის ანასტომოზის;
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების;
თირკმელების უკმარისობის;
არტერიული ჰიპერტენზიის;
ოსტეოპოროზის;
მძიმე მიასთენიის;
გლაუკომის;
მწვავე ფსიქოზის;
ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების;
ზრდის შეფერხების;
ტუბერკულოზის;
კუშინგის სინდრომის;
დიაბეტის;
გულის უკმარისობის;
ეპილეფსიის დროს, რომელიც ცუდად ექვემდებარება თერაპიას;
თრომბოემბოლიისადმი ან თრომბოფლებიტისადმი მიდრეკილების;
ორსულობის დროს.
ვინაიდან გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობის გართულებები დამოკიდებულია დოზაზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე, რისკი/სარგებელის შეფასება უნდა მოხდეს თითოეულ პაციენტთან მიმართებაში დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით.
კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შენიღბოს ინფექციის ზოგიერთი ნიშანი და ახალი ინფექციები შეიძლება განვითარდეს მათი გამოყენებისას. კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შეიძლება მოხდეს რეზისტენტობის დაქვეითება და ინფექციის ლოკალიზების შეუძლებლობა.
გლუკოკორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს უკანა სუბკაფსულარული კატარაქტის (განსაკუთრებით ბავშვებში) ან გლაუკომის განვითარება მხედველობის ნერვის შესაძლო დაზიანებით და ხელი შეუწყოს თვალის მეორადი ინფექციის (სოკოვანი ან ვირუსული) განვითარებას.
საჭიროა ოფთალმოლოგიური გამოკვლევების რეგულარული ჩატარება, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ 6 კვირაზე მეტხანს.
კორტიკოსტეროიდების საშუალო და მაღალი დოზებით გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის მატება, ქსოვილებში სითხისა და ნატრიუმის შეკავება, ასევე ორგანიზმიდან კალიუმის გამოყოფის მატება. ეს ეფექტები ნაკლებად სავარაუდოა სინთეზური წარმოებულების გამოყენების შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დიდი დოზებით გამოიყენება. რეკომენდებულია დიეტა მარილის შეზღუდული რაოდენობით გამოყენებით და კალიუმის შემცველი პრეპარატების დამატებითი მიღებით. ყველა კორტიკოსტეროიდი ზრდის კალციუმის ექსკრეციას.
ავადმყოფებში, რომლებსაც უტარდებათ გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობის კურსი, არ შეიძლება ყვავილის აცრის გაკეთება.
კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის პერიოდში (განსაკუთრებით, მაღალი დოზებით) არ შეიძლება სხვა იმუნიზაციის ჩატარება, ნევროლოგიური დარღვევების განვითარების რისკისა და დაბალი იმუნური პასუხის (ანტისხეულების წარმოქმნის არარსებობა) გათვალისწინებით.
ჩანაცვლებითი თერაპიის შემთხვევაში (მაგალითად, ადისონის დაავადების დროს) იმუნიზაციის ჩატარება შეიძლება.
პაციენტებში, კერძოდ კი ბავშვებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტერიდებს იმუნიტეტის დამთრგუნველი დოზით, საჭიროა ჩუტყვავილას და წითელას მქონე ავადმყოფებთან კონტაქტისგან თავის არიდება.
აქტიური ტუბერკულოზის დროს პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ფულმინანტური ან დისემინირებული ტუბერკულოზის დროს, შესაბამის ანტიტუბერკულოზურ თერაპიასთან ერთად.
თუ კორტიკოსტეროიდები ენიშნებათ პაციენტებს ტუბერკულოზის ლატენტური ფორმით ან დადებითი რეაქციით ტუბერკულინზე, აუცილებელია ჩატარდეს განსაკუთრებული მეთვალყურეობა პაციენტის მდგომარეობაზე, ვინაიდან შესაძლებელია დაავადებების რეაქტივაცია. ხანგრძლივი კორტიკოსტეროიდული თერაპიის დროს პაციენტებმა უნდა ჩაიტარონ ქიმიოპროფილაქტიკა.
თუ ქიმიოპროფილაქტიკის პროგრამაში გამოიყენება რიფამპიცინი, საჭიროა კორტიკოსტეროიდების ღვიძლისმიერ მეტაბოლურ კლირენსზე მისი ეფექტის განხილვა: შეიძლება საჭირო გახდეს კორტიკოსტეროიდების დოზირების რეგულირება.
რადგან კორსიკოსტეროიდების მიღებამ შეიძლება დაარღვიოს ზრდის პროცესი და გამოიწვიოს ენდოგენური კორტიკსოტეროიდების პროდუქციის ინჰიბირება ჩვილებსა და ბავშვებში, საჭიროა იმ პაციენტების ზრდის და განვითარების ინტენსიური შეფასება, რომლებიც ხანგრძლივ თერაპიას იტარებენ.
კორტიკოსტეროიდები ზოგიერთ პაციენტში შეიძლება მოქმედებდეს სპერმატოზოიდების მობილობაზე და რაოდენობაზე.
დიპრომეტა შეიცავს ბენზილის სპირტს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ტოქსიკური რეაქციები და ანაფილაქტოიდური რეაქციები ჩვილებში და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.
დიპრომეტას გამოყენება დღენაკლულებში და ახალშობილებში არ შეიძლება.
დიპრომეტა შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს (E218) და პროპილპარაჰიდროქსი-ბენზოატს (E216), რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (შესაძლოა შეყოვნებული) და განსაკუთრებულ შემთხვევებში ბრონქოსპაზმი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პრეპარატების შორის ურთიერთქმედება
ფენობარბიტალის, რიფამპიცინის, ფენიტოინის ან ეფედრინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს კორტიკოსტეროიდების მეტაბოლიზმი, აქედან გამომდინარე შეამციროს თერაპიული ეფექტი.
კორტიკოსტეროდებით თერაპიის დროს პაციენტებმა არ უნდა ჩაიტარონ ყვავილზე ვაქცინაცია. სხვა იმუნიზაციის პროცედურები არ უნდა ჩატარდეს პაციენტებში, რომლებიც კორტიკოსტეროიდებს იღებენ (განსაკუთრებით მაღალი დოზით), რადგან არსებობს ნევროლოგიური გართულებების და ანტისხეულების საპასუხო რეაქციის ნაკლებობის პოტენციური საფრთხე. თუმცა იმუნიზაციის პროცედურები შეიძლება ჩატარდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს ჩანაცვლებითი თერაპიის სახით, მაგ., ადისონის დაავადების დროს.
კორტიკოსტეროიდების და თიაზიდური დიურეზული საშუალებების კობმინაცია ზრდის გლუკოზისადმი ინტოლერანტობის რისკს.
კორტიკოსტეროდების ჭარბი ეფექტები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდს და ესტროგენს ერთდროულად.
საგულე გლიკოზიდებთან ერთად კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს არითმიის შესაძლებლობა ან დიგიტალისის პრეპარატების ტოქსიკურობა, რომელიც დაკავშირებულია ჰიპოკალიემიასთან. კალიუმის გამომყოფ შარდმდენებთან ერთად კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ჰიპოკალიემია; ამ შემთხვევაში აუცილებელია კალიუმის დოზის განსაზღვრა. კორტიკოსტეროიდები შეიძლება აძლიერებდეს კალიუმის გამოყოფას, რომელიც გამოწვეულია ამფოტერიცინ B-თი. ყველა პაციენტში, რომელიც იღებს ამ პრეპარატების კომბინაციას, საჭიროა შრატში ელექტროლიტების, განსაკუთრებით კალიუმის დონის ინტენსიური მონიტორინგი.
კორტიკოსტეროიდების კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტებნთან ერთად მიღებამ შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს ანტიკოაგულაციური ეფექტი, შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის ცვლილება. პაციენტებმა, რომლებიც ანტიკაოგულანტებს იღებენ გლუკოკორტიკოიდებთან ერთად, უნდა გაითვალისწინონ კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული გასტროინტესტინური წყლული ან ნაწლავის ჰემორაგიის მომატებული რისკი.
კორტიკოსტეროიდები შეიძლება აქვეითებდეს სალიცილატის პლაზმურ დონეს. კორტიკოსტეროიდების დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში, პაციენტებში უნდა შემოწმდეს სალიცილიზმი. სალიცილატებთან გლუკოკორტიკოიდების კავშირმა შეიძლება გაზარდოს გასტროინტესტინური წყლულის სიხშირე და სიმწვავე.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ან ალკოჰოლის გლუკოკორტიკოიდებთან კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გასტროინტესტინური წყლულის განვითარების რისკი ან სიმწვავე.
დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში შეიძლება აუცილებელი გახდეს ორალური ანტიდიაბეტური საშუალებების ან ინსულინის დოზის ცვლილება, გლუკოკორტიკოიდების შინაგანი ჰიპერგლიკემიური ეფექტის გათვალისწინებით.
გლუკოკორტიკოიდებთან კომბინირებულმა თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს სომატოტროპინისადმი საპასუხო რეაქციების ინჰიბირება.
სომატოტროპინის გამოყენებისას ბეტამეთაზონის დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 300-450 მკგ (0.3-0.45 მგ)/მ2–ს სხეულის ზედაპირზე დღეში.
გავლენა ლაბორატორიულ ტესტებზე:
კორტიკოსტეროიდები შეიძლება მოქმედებდეს ნიტრო ლურჯ ტეტრაზოლიუმის ტესტზე, ბაქტერიული ინფექციის დროს და გამოიწვიოს ცრუ-უარყოფითი შედეგები.
კორტიკოთერაპია უნდა გაითვალისწინონ ბიოლოგიური ტესტების და პარამეტრების მთელი სერიების ინტერპრეტაციისას (მაგ., კანის ტესტები, თირეოიდული ჰორმონების დონე).
ორსულობა და ძუძუთი კვება
კონტროლირებული კვლევების არ არსებიბის გამო, ორსულებში, მეძუძურ ქალებში და რეპროდუქციული ასაკის ქალებში პრეპარატი ინიშნება დედისთვის სარგებლისა და ნაყოფისთვის/ბავშვისთვის პოტენციური რისკის თანაფარდობის გულდასმით შეფასების შემდეგ.
ორსულობა
კორტიკოსტეროიდების პრენატალურ პერიოდში დანიშვნის დროს, უნდა შეფასდეს დადებითი და უარყოფითი მხარეები და კლინიკური სარგებელი უნდა შედარდეს გვერდით ეფექტებთან (ზრდის ინჰიბირების და ინფექციის რისკის მომატების ჩათვლით).
ზოგ შემთხვევაში საჭიროა კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის კურსის ჩატარება ორსულობის პერიოდში ან დოზის გაზრდაც კი (მაგალითად, კორტიკოსტეროიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის შემთხვევაში).
ბეტამეტაზონის ინტრამუსკულური შეყვანა იწვევს ნაყოფში დისპნოეს სიხშირის მნიშვნელოვნად შემცირებას, თუ პრეპარატი შეყვანილი იქნება მშობიარობამდე 24 საათზე მეტი დროით ადრე (ორსულობის 32-ე კვირამდე).
არსებული მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ პროფილაქტიკური კორტიკოსტეროიდების გამოყენება გესტაციის 32-ე კვირის შემდეგ კვლავ საეჭვოა. შესაბამისად, ექიმმა უნდა შეაფასოს დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი და ნაყოფისათვის პოტენციურ საფრთხე კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას გესტაციის 32-ე კვირის შემდეგ.
კორტიკოსტეროიდები არ ინიშნება ჰიალინური მემბრანების დაავადების სამკურნალოდ დაბადების შემდგომ.
ჰიალინური მემბრანების დაავადების პროფილაქტიკური მკურნალობისას დღენაკლულ ახალშობილებში თავიდან უნდა იქნას აცილებული კორტიკოსტეროიდების გამოყენება ორსულებში პრეეკლამფსიით ან ეკლამფსიით, ასევე პლაცენტის დაზიანების დროს.
ჰიპოადრენალიზმის ნიშნების გამოსავლენად, საჭიროა იმ ქალების ჩვილებზე ინტენსიური დაკვირვება, რომლებიც ორსულობის დროს იღებდნენ კორტიკოსტეროიდების მნიშვნელოვან დოზებს.
ახალშობილებში, რომელთა დედებიც მშობიარობის წინ იღებდნენ ბეტამეთაზონის ინექციებს, დაფიქსირდა ზრდის ფეტალური ჰორმონების გამომუშავების დროებითი შეფერხება და, სავარაუდოდ, ჰიპოფიზის ჰორმონებისაც, რომლებიც არეგულირებენ სტეროიდების გამომუშავებას ნაყოფის თირკმელზედა ჯირკვლების როგორც საბოლოოდ ჩამოყალიბებული, ასევე ფეტალური უბნების მიერ. თუმცა, ემბრიონა- ლური ჰიდროკორტიზონის ინჰიბირება არ უშლის ხელს ჰიპოფიზურ-ადრენალურ რეაქციებს სტრესზე მათი დაბადების შემდეგ.
ვინაიდან კორტიკოსტეროიდები გადის პლაცენტურ ბარიერს, საჭიროა იმ დედების ახალშობილის და ჩვილის განსაკუთრებით ყურადღებით შემოწმება თანდაყოლილი კატარაქტის თვალსაზრისით, რომლებიც იღებდნენ კორტიკოსტეროიდებს ორსულობის დიდი ან გარკვეული ნაწილის განმავლობაში.
ქალებში, რომლებიც იღებდნენ კორტრიკოსტეროიდებს ორსულობის პერიოდში, უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მშობიარობის დროს, ბავშვის დაბადებით გამოწვეული სტრესის გამო თირკმელზედას ქერქის უკმარისობის გამოსავლენად.
ლაქტაცია:
კორტიკოსტეროიდები გადიან პლაცენტურ ბარიერს და გამოიყოფიან დედის რძეში.
ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებში დიპრომეტას არასასურველი ეფექტების პოტენციალის გამო, უნდა შეწყდეს ან ლაქტაცია ან პრეპარტით მკურნალობა, დედისთვის მისი მნიშვნელობის მიხევით.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მაღალი დოზის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო ცენტრალურ ეფექტებთან მიმართებაში (ეიფორია, უძილობა) და მხედველობის დარღვევის შემთხვევაში, რომელიც შეიძლება განვითარდეს ხანგრძლივი მკურნალობის დროს.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი რეაქციები, რომლებიც აღინიშნებოდა ბეტამეტაზონის გამოყენებისას, ისევე, როგორც სხვა კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, განპირობებულია სამკურნალო საშუალების დოზითა და გამოყენების ხანგრძლივობით.
ზოგადად, როგორც კორტიკოსტეროიდების გვერდითი ეფექტები, უნდა აღინიშნოს შემდეგი ეფექტები:
დარღვევები სითხის და ელექტროლიტების მხრივ
ნატრიუმის შეკავება
კალიუმის დაკარგვა
ჰიპოკალიემიური ალკალოზი
სითხის შეკავება
გულის შეგუბებითი უკმარისობა მიდრეკილ პაციენტებში
ჰიპერტენზია
ძვალკუნთოვანი
კუნთების სისუსტე
კუნთოვანი მასის დაკარგვა
მიასთენიური სიმპტომების გაუარესება, მიასთენია გრავის სიმპტომები
ოსტეოპოროზი, ზოგჯერ ძვლის ინტენსიური ტკივილით და სპონტანური მოტეხილობით (ვერტებრული კომპრესიული მოტეხილობა)
ძვლის ასეპტიკური ნეკროზი (ბარძაყის და მხრის ძვლის თავები)
მყესის გაწყვეტა
სტეროიდული მიოპათია
პათოლოგიური მოტეხილობა
სახსრების არასტაბილურობა
დერმატოლოგიური
კანის ატროფია
ჭრილობის შეხორცების შეფერხება
თხელი მგრძნობიარე კანი
პეტექიები
ეკქიმოზი
ალერგიული დერმატიტი
ანგიონევროზული შეშუპება
სახის ერითემა
მომატებული ოფლიანობა
ურტიკარია
გასტროინტესტინური
პეპტიური წყლული შემდგომი შესაძლო პერფორაციით და ჰემორაგიით
პანკრეატიტი
მუცლის დაჭიმულობა
ნაწლავის პერფორაცია
წყლულოვანი ეზოფაგიტი
ღებინება
გულისრევა
ნევროლოგიური
კონვულსიები
ვერტიგო
თავის ტკივილი
მომატებული ქალასშიდა წნევა პაპილედემით (ტვინის ფსევდოტუმორი)
ფსიქიატრიული
ეიფორია
ხასიათის ლაბილობა
პერსონალური ცვლილებები და მძიმე დეპრესია
მომატებული გაღიზიანება
უძილობა
ფსიქოზური გამოვლინება, განსაკუთრებით ფსიქიატრული ანამნეზის მქონე პაციენტებში
დეპრესია
ოფთალმოლოგიური
მომატებული თვალშიდა წნევა (ტვინის ფსევდოტუმორი: იხ. ნევროლოგიური)
გლაუკომა
უკანა სუბკაფსულური კატარაქტა
ეგზოფთალმი
ენდოკრინული
კუშინგის დაავადების კლინიკური სიმპტომატოლოგია
მენსტრუალური დარღვევები
ინსულინზე ან ორალურ ჰიპოგლიკემიურ აგენტებზე გაზრდილი მოთხოვნილება დიაბეტის დროს.
ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ან ბავშვის ზრდის დათრგუნვა
ნახშირწყლებისადმი ტოლერატობის დაქვეითება
ლატენტური შაქრიანი დიაბეტის გამოვლინება
მეორადი ადრენოკორტიკალური და ჰიპოფიზური უპასუხობა, განსაკუთრებით სტრესის დროს, როგორიცაა ტრავმა, ოპერაცია ან ავადმყოფობა.
მეტაბოლური
აზოტის უარყოფითი ბალანსი, ცილების კატაბოლიზმის გამო
ლიპომატოზი
წონის მატება
იმუნური სისტემის დარღვევები
კორტიკოსტეროიდები შეიძლება თრგუნავდეს რეაქციებს კანის ტესტებზე, ნიღბავდეს ინფექციების ნიშნებს, ააქტიურებდეს ლატენტურ ინფექციებს და ამცირებდეს ინფექციებისადმი რეზისტენტობას, განსაკუთრებით მიკობაქტერიების, ტუბერკულოზის, Candida albicans და ვირუსებისადმი.
სხვა
ანაფილაქსიური ან ალერგიული რეაქციები, ჰიპოტენზიური რეაქციები ან შოკის მსგავსი რეაქციები.
კორტიკოსტეროიდების პარენტერულ გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი გვერდითი რეაქციები:
სიბრმავის იშვიათი შემთხვევები, რაც დაკავშირებულია დაზიანებულ არეში თერაპიასთან სახის და თავის მიდამოში
ჰიპერპიგმენტაცია ან ჰიპოპიგმენტაცია
კანქვეშა და კანის ატროფია
სტერილური აბსცესი
პოსტინექციური ანთება (ინტრა-არტიკულარული გამოყენების შემდეგ)
შარკოს მსგავსი ართროპათია.
პრეპარატის განმეორებითი სახსარშიდა შეყვანის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს სახსრების დაზიანება. არის დაინფიცირების რისკი.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
სამკურნალო პრეპარატის დარეგისტრირების შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ მონაცემების შეტყობინება მნიშვნელოვანია. ეს საშუალებას იძლევა სამკურნალო პრეპარატის მოხმარებისას განხორციელდეს სარგებელი/რისკის ბალანსის მუდმივი კონტროლი. ჯანდაცვის სპეციალისტებს სთხოვენ განახორციელონ ინფორმაციის მიწოდება შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
გლუკოკორტიკოიდებით (ბეტამეთაზონის ჩათვლით) მწვავე ჭარბი დოზირება არ იწვევს სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციებს.
ყველაზე ექსტრიმალური დოზების გამოკლებით, გკლუკოკორტიკოსტეროიდების რამდენიმე დღის განმავლობაში ჭარბი მიღებაც კი არ გამოიწვევს საზიანო შედეგებს, კონკრეტული უკუჩვენებების არ არსებობისას, პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, გლაუკომით ან აქტიური პეპტიური წყლულით ან ისეთი პრეპარატების მიმღებ პაციენტებში, როგორიც არის სათითურა, კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტები ან კალიუმის გამომყოფი სხვა დიურეტიკები.
მკურნალობა
კორტიკოსტეროიდების მეტაბოლური მოქმედებით ან ძირითადი ან თანმხლები დაავადების ეფექტებით გამოწვეული გართულებების დროს, აგრეთვე სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შედეგად გამოწვეული გართულებებისას, უნდა ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა.
საჭიროა სითხის ადეკვატური მიღების შენარჩუნება და შრატში და შარდში ელექტროლიტების მონიტორინგი, განსაკუთრებით საყურადღებოა ნატრიუმის და კალიუმის ბალანსი. საჭიროებისას უნდა მოხდეს ელექტროლიტური დისბალანსის მკურნალობა.
შემადგენლობა
საინექციო სუსპენზიის 1 მლ შეიცავს 5 მგ ბეტამეთაზონს (დიპროპიონატის სახით) და 2 მგ ბეტამეთაზონს (ნატრიუმის ფოსფატის სახით).
თითოეული მზა შპრიცი შეიცავს 1 მლ საინექციო სუსპენიზიას.
დამხმარე ნივთიერებები ნაცნობი ეფექტით:
საინექციო სუსპენზიის თითოეული მლ შეიცავს 9 მგ ბენზილის სპირტს, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატს (E218) და პროპილ პარჰიდროქსიბენზოატს (E216).
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალისთვის იხილეთ პუნქტი 6.1
შენახვის პირობები
2 წელი.
- 4 განსაკუთრებული უსაფთხოების ზომები შენახვისთვის
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
მზა შპრიცი ინახება ორიგინალურ შეფუთვაში.
- 5 კონტეინერის ბუნება და შემადგენლობა:
1 მლ საინექციო სუსპენზიის შემცველი უფერო შუშის მზა შპრიცი დგუშით და დგუშის ღერძით.
შეფუთვაში 1 მზა შპრიცი.
- 6 განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები განადგურებისა და შენახვისთვის:
მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
ნებისმიერი გამოუყენებელი ან ნარჩენი პროდუქტის გადაგდება უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სისტემური გამოყენების კორტიკოსტეროიდები. გლუკოკირტიკოსტეროიდები. ათქ კოდი: Н02АВ01.
ბეტამეტაზონი წარმოადგენს სინთეტიკურ გლუკოკორტიკოიდს. მას გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და იმუნოსუპრესული მოქმედება.
ბეტამეთაზონს გააჩნია უმნიშვნელო მინერალოკორტიკოიდული აქტივობა. გლუკოკორტიკოსტეროიდები აღწევენ უჯრედის მემბრანაში და წარმოქმნიან კომპლექსებს ციტოპლაზმის სპეციფიკურ რეცეპტორებთან. ეს კომპლექსები შემდგომ აღწევენ უჯრედის ბირთვში, უკავშირდებიან დნმ-ს (ქრომატინი) და ასტიმულირებენ საინფორმაციო რნმ-ის ტრანსკრიფციას და სხვადასხვა ფერმენტების ცილების შემდგომ სინთეზს. ეს ფერმენტები საბოლოო ჯამში პასუხისმგებელი არიან იმ ეფექტებზე, რომლებიც გლუკოკორტიკოიდების სისტემური გამოყენებისას შეინიშნება. გარდა ანთებით და იმუნურ პროცესებზე მნიშვნელოვანი ზემოქმედებისა, გლუკოკორტიკოიდები ასევე გავლენას ახდენს ნახშირწყლების, ცილების და ლიპიდების მეტაბოლიზმზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ჩონჩხის კუნთებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
გავლენა ანთებით პროცესზე და იმუნურ პასუხზე:
გლუკოკორტიკოიდებს გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო, იმუნოდეპრესიული და ანტიალერგიული თვისებები. ამ თვისებების წყალობით მიიღწევა შემდეგი თერაპიული ეფექტები: იმუნოაქტიური უჯრედების რაოდენობის შემცირება ანთების კერასთან ახლოს; ვაზოდილაციის შემცირება; ლიზოსომური მემბრანების სტაბილიზაცია; ფაგოციტოზის ინჰიბირება; პროსტაგლანდინების და მასთან მონათესავე ნაერთების წარმოების შემცირება.
პრეპარატის ანტიანთებითი მოქმედება დაახლოებით 25-ჯერ აღემატება ჰიდროკორტიზონის მოქმედებას და 8-10-ჯერ აღემატება პრედნიზოლონის მოქმედებას (წონით თანაფარდობაში).
მოქმედება ნახშირწყლებისა და ცილების მეტაბოლიზმზე:
გლუკოკორტიკოიდები ასტიმულირებს ცილების კატაბოლიზმს. ღვიძლში გლუკონეოგენეზის პროცესის მეშვეობით გამოთავისუფლებული ამინომჟავები გარდაიქმნება გლუკოზად და გლიკოგენად. გლუკოზის აბსორბცია პერიფერიულ ქსოვილებში მცირდება, რაც იწვევს ჰიპერგლიკემიასა და გლუკოზურიას, განსაკუთრებით დიაბეტის მიდრეკილების მქონე პაციენტებში.
მოქმედება ლიპიდების მეტაბოლიზმზე:
გლუკოკორტიკოიდებს გააჩნია ლიპოლიზური მოქმედება. ლიპოლიზი განსაკუთრებით გამოხატულია კიდურების დონეზე. გარდა ამისა, გლუკოკორტიკოიდები ხელს უწყობს ლიპოგენეზს, რაც ძირითადად გამოიხატება ტორსის, კისრისა და თავის მიდამოში. გლუკოკორტიკოიდების მოქმედებების კომპლექსი გამოიხატება ცხიმოვანი მასების გადანაწილების სახით.
კორტიკოსტეროიდების მაქსიმალური ფარმაკოლოგიური მოქმედება ვლინდება უფრო გვიან, ვიდრე პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა სისხლის შრატში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ სამკურნალო საშუალებების მოქმედების დიდი ნაწილი დამყარებულია არა პირდაპირ მედიკამენტოზურ მოქმედებაზე, არამედ ფერმენტების აქტივობის ცვლილებაზე.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ბეტამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი და ბეტამეტაზონის დიპროპიონატი შეიწოვება ინექციის ადგილზე, ამით უზრუნველყოფს თერაპიული მოქმედების სწრაფ დაწყებას, აგრეთვე სხვა ადგილობრივ და ზოგად ფარმაკოლოგიურ ეფექტებს.
ბეტამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი სწრაფად იხსნება წყალში და მეტაბოლიზირებს ორგანიზმში ბეტამეტაზონამდე (ბიოლოგიურად აქტიური კორტიკოიდი). 2,63 მგ ბეტამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი ექვივალენტურია 2 მგ ბეტამეტაზონისა.
ბეტამეტაზონის დიპროპიონატის გამოყენება ხელს უწყობს სამკურნალო საშუალების ხანგრძლივი მოქმედების მიღწევას. ეს ნივთიერება, პრაქტიკულად, არ იხსნება, წარმოადგენს დეპოს, ამგვარად, შეწოვა უფრო შენელებულია, სიმპტომების შემსუბუქება კი უფრო ხანგრძლივდება.
კონცენტრაცია სისხლში
ინტრამუსკულური ინექცია
ბეტამეტაზონის
ნატრიუმის ფოსფატი
დიპროპიონატი
მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში
1 საათი მიღების შემდეგ
ნელი აბსორბცია
პლაზმაში ნახევარგამოყოფის პერიოდი ერთი დოზის შეყვანის შემდეგ
3-5 საათი
პროგრესული მეტაბოლიზმი
გამოყოფა
24 საათი
10 დღეზე მეტი
ნახევარგამოყოფის ბიოლოგიური პერიოდი
36-54 საათი
ბეტამეტაზონი მეტაბოლიზირდება ღვიძლში. დაკავშირება ხდება ძირითადად ალბუმინთან. პაცინეტებში, რომლებსაც გააჩნიათ ღვიძლის დაავადებები, ბეტამეტაზონის მეტაბოლიზმი უფრო ხანგრძლივია ან შენელებულია.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
პრეპარატის ზოგადი დახასიათება
- სამედიცინო პროდუქტის დასახელება
დიპრომეტა 5 მგ/მლ+2 მგ/მლ საინექციო სუსპენზია მზა შპრიცში.
- ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
საინექციო სუსპენზიის 1 მლ შეიცავს 5 მგ ბეტამეთაზონს (დიპროპიონატის სახით) და 2 მგ ბეტამეთაზონს (ნატრიუმის ფოსფატის სახით).
თითოეული მზა შპრიცი შეიცავს 1 მლ საინექციო სუსპენიზიას.
დამხმარე ნივთიერებები ნაცნობი ეფექტით:
საინექციო სუსპენზიის თითოეული მლ შეიცავს 9 მგ ბენზილის სპირტს, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატს (E218) და პროპილ პარჰიდროქსიბენზოატს (E216).
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალისთვის იხილეთ პუნქტი 6.1
- ფარმაცევტული ფორმა.
საინექციო სუსპენზია.
- კლინიკური მახასიათებლები
- 1. თერაპიული ჩვენებები
კორტიკოსტეროიდული თერაპია წარმოადგენს დამხმარე თერაპიას და არ ცვლის ჩვეულებრივ თერაპიას.
ინტრამუსკულური შეყვანა
დიპრომეტა ნაჩვენებია სხვადასხვა რევმატული დაავადების, დერმატოლოგიური, ალერგიული, კოლაგენური დაავადებების და კორტიკოსტეროიდებზე მორეაგირე სხვა დაავადებების სამკურნალოდ.
ინტრაარტიკულური, პერიარტიკულური და რბილ ქსოვილებში შეყვანა
როგორც დამატებითი თერაპია ხანმოკლე მკურნალობისთვის (პაციენტებში მწვავე ეპიზოდებით ან გართულებების დროს) ოსტეოარტჰრიტის, რევმატოიდული ართრიტის დროს.
დაზიანების უბანში შეყვანა
დერმატოლოგიურ შემთხვევებში.
ტერფის ქსოვილებში ადგილობრივი შეყვანა
დამატებითი თერაპიის სახით ხანმოკლე მკურნალობისთვის (პაციენტებიში მწვავე ეპიზოდებით ან გართულებისას) ბურსიტის დროს მკვრივი ან რბილი კოჟრის ქვეშ, ბურსიტის დროს ქუსლის დეზისას, ფეხის რიგიდული ცერა თითის ბურსიტი, ფეხის ნეკა თითის ბურსიტი, სინოვიური ცისტა, მორტონის ნევრალგია (მეტატარსალგია); ტენოსინოვიტი, კუბოიდური პერიოსტიტი.
სპეციალური მდგომარეობები
ალერგიული მდგომარეობები
ასთმური სტატუსი, ქრონიკული ბრონქული ასთმა, სეზონური ან სრული წლის განმავლობაში მინდინარე რინიტი, მწვავე ალერგიული ბრონქიტი, კონტაქტური დერმატიტი, ატოპიური დერმატიტი, თივის ცხელება, ანგიონევროზული შეშუპება, შრატისმიერი დაავადება, წამალზე ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, მწერების ნაკბენები.
რევმატიული დარღვევები
ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, ბურსიტი, ლუმბაგო, იშიაზი, კოქციდინია, მწვავე პოდაგრული ართრიტი, კისერმრუდობა, ნერვული წნულის კისტა, მაანკილოზებელი სპონდილიტი, რადიკულიტი, ეგზოსტოზი, ფასციიტი.
დერმატოლოგიური მდგომარეობები
ატოპიური დერმატიტი (მონეტისებური ეკზემა); ნეიროდერმიტი (სატრყლისებრი მარტივი ლიქენი); კონტაქტური დერმატიტი; მწვავე ფოტოდერმატიტი; ჭინჭრის ციება; ბრტყელი ლიქენი; დიაბეტური ლიპოიდური ნეკრობიოზი; ბუდობრივი გამელოტება; დისკოიდური წითელი მგლურა; ფსორიაზი; კელოიდები, პემფიგუსი; ჰერპეტიფორმული დერამტიტი; ცისტური აკნე.
კოლაგენური დაავადებები
გართულებისას ან შემანარჩუნებელი თერაპიის სახით გავრცელებული წითელი მგლურას ცალკეულ შემთხვევებში, კვანძოვანი პოლიარტერიტის, სკლეროდერმიის და დერმატომიოზიტის დროს.
ნეოპლაზური დაავადებები:
მოზრდილებში ლეიკემიის და ლიმფომების პალიატიური მკურნალობისთვის; ბავშვთა მწვავე ლეიკოზი.
სხვა მდგომარეობები
ადრენოგენიტალური სინდრომი; წყლულოვანი კოლიტი; რეგიონული ილეიტი; სპრუ; სისხლის კორტიკოსტეროიდ-დამოკიდებული დისკრაზია; ნეფრიტი; ნეფროზული სინდრომი.
პირველადი ან მეორადი ადრენოკორტიკული უკმარისობისას შეიძლება დიპრომეტას გამოყენება, მაგრამ ის უნდა შეივსოს მინერალოკორტიკოსტეროიდებით თუ კი ეს შესაძლებელია.
- 2. დოზირება და მიღების წესი
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ!
დოზირების მოთხოვნები ცვალებადია და უნდა იყოს გათვლილი ინდივიდუალურად, კონკრეტული დაავადების, მისი სიმძიმისა და დაავადებაზე პაციენტის პასუხის გათვალისწინებით.
დოზირება
დოზა უნდა იყოს რაც შეიძლება მცირე და მკურნალობის პერიოდი რაც შეიძლება ხანმოკლე.
საწყისი დოზა უნდა შენარჩუნდეს და დარეგულირდეს სანამ არ განვითარდება დამაკმაყოფილებელი შედეგი. თუ დამაკმაყოფილებელი კლინიკური შედეგი არ ვითარდება შესაბამის პერიოდში, დიპრომეტათი მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაინიშნოს სხვა შესაბამისი თერაპია.
დადებითი შედეგის მიღწევის შემდეგ უნდა განისაზღვროს საჭირო შემანარჩუნებელი დოზირება, საწყისი დოზების დროის შესაბამისი ინტერვალებით შემცირებით, სანამ არ იქნება მიღწეული მიღებული კლინიკური შედეგის შესანარჩუნებლად საკმარისი ყველაზე მცირე დოზა.
გამოყენების მეთოდი
დიპრომეტა არ არის განკუთვნილი ინტრავენური და კანქვეშა შეყვანისთვის.
სისტემური გამოყენება
სისტემური თერაპიისთვის მკურნალობა უმრავლეს შემთხვევებში იწყება 1 ან 2 მლ-ით და მეორდება საჭიროებისამებრ. მიიღება ღრმა ინტრამუსკულური (იმ) ინექციით დუნდულა კუნთში. დოზირება და მიღების სიხშირე დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობის სიმძიმესა და თერაპიულ ეფექტზე.
მწვავე დაავადებების დროს, როგორიც არის ერითემატოზული მგლურა ან ასთმური სტატუსი, რომლის მოხსნაც მოხერხდა შესაბამისი სასიცოცხლო პროცედურებით, მკურნალობის საწყის ეტაპზე შეიძლება საჭირო იყოს 2მლ.
დერმატოლოგიური მდგომარეობების დიდი უმრავლესობა პასუხობს კორტიკოსტეროიდების ინტრამუსკულურ ინექციაზე. დადგენილია, რომ 1 მლ განმეორებითი ინტრამუსკულური ინექცია, პასუხიდან გამომდინარე, არის საკმარისი.
სასუნთქი სისტემის დაავადებებში სიმპტომების შემსუბუქება განვითარდა 1 მლ დიპრომეტას ინტრამუსკულური ინექციიდან რამდენიმე საათში. ბრონქული ასთმის, თივის ცხელების, ალერგიული ბრონქიტის და ალერგიული რინიტის სიმპტომების ეფექტური კონტროლი მიღებულია დიპრომეტას 1-2 მლ-ით.
მწვავე ან ქრონიკული ბურსიტის მკურნალობისთვის კარგი შედეგები მიიღება დიპრომეტას 1-2 მლ ინტრამუსკულური ინექციით, გამეორება ხდება საჭიროებისამებრ.
ადგილობრივი გამოყენება
იშვიათად საჭიროა საანესთეზიო საშუალების თანმხლები გამოყენება (ინექციის დროს ტკივილი ფაქტიურად არ არის გამოხატული).
საჭიროა ისეთი საანესთეზიო საშუალებების გამოყენებისგან თავის შეკავება, რომლებიც შეიცავენ მეთილპარაბენს, პროპილპარაბენს, ფენოლს, და სხვ.
ეს სამკურნალწამლო პროდუქტი არ უნდა შეერიოს სხვა სამკურნალო საშუალებებს (იხ. პუნქტი 6.2 შეუთავსებლობა).
მწვავე ბურსიტის დროს: (სუბდელტოიდური, სუბაკრომიული და პრეპატელარული ბურსიტი):
დიპრომეტას 1-2 მლ ინტრაბურსულ ინექციას შეუძლია ტკივილის შემცირება და მოძრაობის სრული დიაპაზონის აღდგენა რამდენიმე საათის განმავლობაში.
ქრონიკული ბურსიტის დროს:
მას შემდეგ რაც მოხდება მწვავე სიმპტომების კონტროლი, ქრონიკული ბურსიტის მკურნალობა შესაძლებელია შემცირებული დოზებით.
ტენოსინოვიტის, ტენდინიტის და პერიტენდინიტის დროს:
დიპრომეტას ერთმა ინექციამ მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს. ამ მდგომარეობების ქრონიკული ფორმების დროს აუცილებელია ინექციის გამეორება პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.
რევმატოიდული ართრიტი და ოსტეოართრიტი:
დიპრომეტას 0.5-2 მლ სახსარშიდა დანიშნვა ახდენს რევმატოიდულ ართრიტთან და ოსტეოართრიტთან ასოცირებული ტკივილის, მტკივნეულობის და სიმყიფის შემსუბუქებას 2-4 საათის განმავლობაში. შემსუბუქების ხანგრძლივობა, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება ორივე დაავადების დროს, უმეტეს შემთხვევებში შეადგენს ოთხ ან მეტ კვირას. დიპრომეტას სახსარშიდა ინექცია კარგად აიტანება სახსრის და სახსარგარე ქსოვილების მიერ.
სახსარშიდა ინექციის რეკომენდებული დოზებია:
მსხვილი სახსრები (მაგ., მუხლის, ბარძაყის) – 1-2 მლ
საშუალო სახსრები (მაგ., იდაყვის) – 0.5-1 მლ
წვრილი სახსრები (მაგ., მტევნის) – 0.25-0.5 მლ
დერმატოლოგიური მდგომარეობების დროს:
დერმატოლოგიური მდგომარეობები პასუხობენ დაზიანების უბანში დიპრომეტას შეყვანაზე. ზოგიერთი დაზიანების პასუხი, რომლის პირდაპირი მკურნალობა ვერ ხერხდება, შეიძლება მიღწეული იყოს პრეპარატის მცირე სისტემური ეფექტით.
დაზიანების ადგილზე შეყვანით მკურნალობისას, რეკომენდებულია დიპრომეტას კანქვეშა დოზა 0.2 მლ/სმ2, 26 ზომა ნემსის გამოყენებით. ყველა უბანში შეყვანილი დიპრომეტას საერთო რაოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს კვირაში 1 მლ-ს.
ტერფის დაავადებებისას, რომლებიც მგძნობიარეა კოტრიკოსტეროიდებზე:
ბურსიტის დროს ბებერების ქვეშ უნდა გაკეთდეს ორი თანმიმდევრობითი ინექცია, თითოეული 0.25 მლ. ზოგიერთ პირობებში, მაგალითად რიგიდული ცერა თითი (ფეხის ცერა თითის მოხრის ადგილი დეფორმაცია), ნეკა თითის ვარუსი (ნეკა თითის შიდა გადახრა) და მწვავე პოდაგრული ართრიტი. შემსუბუქების დაწყება შეიძლება მოხდეს სწრაფად. შემთხვევათა უმეტეობაში გამოიყენება 25 ზომა ნემსი.
რეკომენდებყული დოზები და ინტერვალები დაახლოებით ერთი კვირისთვის:
ბურსიტი მკვრივი ან რბილი კოჟრების ქვეშ 0.25 - 0.5 მლ;
ბურსიტი ქუსლის დეზის ქვეშ 0.5 მლ;
ბურსიტი რიგიდული ცერა თითის ზევით 0.5 მლ;
ბურსიტი ნეკა თითის ვარუსის ზევით 0.5 მლ;
სინოვიური ცისტა 0.25 - 0.5 მლ;
მორტონის ნევრალგია (მეტატარსალგია) 0.25 - 0.5 მლ;
ტენოსინოვიტი 0.5 მლ;
კუბოიდური პერიოსტიტი 0.5 მლ;
მწვავე პოდაგრული ართრიტი 0.5 - 1 მლ.
- 3. უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ბეტამეთაზონის, სხვა კორტიკოსტეროიების ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია პუნქტში 6.1.
სისტემური სოკოვანი ინფექციები.
დიპრომეტა არ გამოიყენება ინტრამუსკულურად იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა.
- 4. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
დიპრომეტა განკუთვნილი არ არის ინტრავენური ან კანქვეშა მიღებისთვის.
იყო შეტყობინებები სერიოზული ნევროლოგიური დარღვევების შესახებ, ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით, კორტიკოსტეროიდების ეპიდურული ინექციის ჩატარებისას. სხვა დარღვევებს შორის იყო შეტყობინებები ზურგის ტვინის ინფარტის, პარაპლეგიის, კვადრიპლეგიის, ქერქოვანი სიბრმავის და ინსულტის შესახებ. ეს სერიოზული ნევროლოგიური დარღვევები აღინიშნა როგორც რენტგენოსკოპიული გამოკვლევების გამოყენებით, ასევე - მათ გარეშე. კორტიკოსტეროიდების ეპიდურული შეყვანის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის, ამიტომ დაუშვებელია მათი შეყვანა ეპიდურულად.
დიპრომეტას გამოყენებისას აუცილებელია ასეპტიკის წესების მკაცრი დაცვა.
დიპრომეტა შეიცავს ბეტამეთაზონის ორ ეთერს, რომელთაგან ერთი - ნატრიუმის ბეტამეთაზონის ფოსფატი, სწრაფად ქრება ინექციის ადგილიდან. აქედან გამომდინარე ექიმმა პრეპარატის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოს დიპრომეტას ამ ხსნადი ნაწილის სისტემური ეფექტის პოტენციალი.
ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ პრეპარატით მკურნალობის მოულოდნელად შეწყვეტის ან დოზის მკვეთრი დაქვეითებისას (ძალიან მაღალი დოზების შემთხვევაში, გამოყენების ხანმოკლე პერიოდის შემდეგ), ასევე კორტიკოსტეროიდების მიმართ მომატებული მოთხოვნილების დროს (სტრესის შედეგად: ინფექციები, ტრავმა, ქირურგიული ჩარევა) შესაძლოა დამძიმდეს თირკმელზედას ქერქის უკმარისობა.
ამიტომ, დოზა უნდა შემცირდეს თანდათანობით. სტრესული სიტუაციების დროს ზოგჯერ აუცილებელია კორტიკოსტეროიდების მიღების განახლება ან მათი დოზის მომატება.
დოზის შემცირება უნდა მოხდეს მკაცრი სამედიცინო დაკვირვებით, ზოგჯერ აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის კონტროლი ერთ წლამდე პერიოდის განმავლობაში ხანგრძლივი მკურნალობის შეწყვეტის ან მომატებული დოზების გამოყენების შემდეგ.
თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის სიმპტომებია დისკომფორტი, კუნთების სისუსტე, ფსიქიკური აშლილობა, ლეთარგია, კუნთებისა და ძვლების ტკივილი, კანის აშრევება, ქოშინი, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, ცხელება, ჰიპოგლიკემია, ჰიპოტენზია, დეჰიდრატაცია ან სიკვდილიც კი მკურნალობის უეცარი შეწყვეტის შემდეგ. თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის მკურნალობა მოიცავს კორტიკოსტეროიდების, მინერალოკორტიკოიდების, წყლის, ნატრიუმის ქლორიდის და გლუკოზის მიღებას.
ანაფილაქტოიდური რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც პარენტერალურად იღებდნენ კორტიკოსტეროიდებს; ამიტომ, პრეპარატის შეყვანამდე საჭიროა სათანადო უსაფრთხოების ზომების მიღება, განსაკუთრებით, თუ პაციენტს ანამნეზში აქვს ალერგია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი თერაპიისას, აუცილებელია განიხილებოდეს საკითხი პრეპარატის პარენტერალური გამოყენებიდან პერორალურზე გადასასვლელად, პოტენციური სარგებელისა და რისკების განხილვით.
სახსარშიდა ინექციისთვის საჭიროა იცოდეთ, რომ:
- სახსარშიდა ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს სისტემური და ადგილობრივი ეფექტები.
- საჭიროა ნებისმიერი სასახსრე სითხის დათვალიერება, რომ გამოირიცხოს სეპტიური პროცესი.
- საჭიროა ადრე ინფიცირებულ სახსარში ადგილობრივი ინექციისთვის თავის არიდება.
- ტკივილის და ადგილობრივი შეშუპების გაძლიერება, სახსრებში მოძრაობის შეზღუდვა, ცხელება და შეუძლოდ ყოფნა მიუთითებს სეპტიკურ ართრიტზე. თუ დასტურდება სეფსისი, საჭიროა დაინიშნოს შესაბამისი ანტიმიკრობული თერაპია.
- კორტიკოსტეროიდების ინექცია არ უნდა გაკეთდეს არასტაბილურ სახსარში, ინფიცირებულ ადგილზე ან მალთაშუა სივრცეში.
- ოსტეოართრიტულ სახსრებში განმეორებითმა ინექციამ შეიძლება გაზარდოს სახსრის დესქტრუქცია.
- უნდა მოერიდონ მყესებში კორტიკოსტეროიდების პირდაპირ ინექციას, რადგან მოგვიანებით შეიძლება განვითარდეს მყესის გაწყვეტა.
კორტიკოსტეროიდების ინტრამუსკულური ინექცია კეთდება ღრმად კუნთში, რათა თავიდან იქნას აცილებული ქსოვილების ადგილობრივი ატროფია.
კორტიკოსტეროიდის შეყვანა რბილ ქსოვილში ან დაზიენებულ უბანში და სახსრის გარშემო შეიძლება იწვევდეს სისტემურ და ადგილობრივ ეფექტებს.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
დიაბეტით დაავადებულებში ბეტამეტაზონის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ხანმოკლე დროის განმავლობაში და მკაცრი სამედიცინო კონტროლით, მისი გლუკოკორტიკოიდული თვისებების (გლუკოზაში ცილების ტრანსფორმაცია) გათვალისწინებით.
აღნიშნავენ გლუკოკორტიკოსტეროიდების ეფექტის გაზრდას ჰიპოთირეოზის ან ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში.
საჭიროა დიპრომეტას გამოყენებისგან თავის არიდება თვალის ჰერპესული დაზიანების მქონე პაციენტებში (რქოვანას პერფორაციის საშიშროების არსებობის გამო).
პრეპარატის გამოყენებისას შესაძლოა ფსიქიკური დარღვევების განვითარება (განსაკუთრებით ემოციურად არასტაბილური ან ფსიქოზების მიმართ მიდრეკილების მქონე პაციენტებში).
ამ შემთხვევაში საჭიროა უსაფრთხოების ზომების დაცვა:
არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტის, პერფორაციის საშიშროების, აბსცესის ან სხვა პიოგენური ინფექციების დროს;
დივერტიკულიტის;
ნაწლავის ანასტომოზის;
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების;
თირკმელების უკმარისობის;
არტერიული ჰიპერტენზიის;
ოსტეოპოროზის;
მძიმე მიასთენიის;
გლაუკომის;
მწვავე ფსიქოზის;
ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების;
ზრდის შეფერხების;
ტუბერკულოზის;
კუშინგის სინდრომის;
დიაბეტის;
გულის უკმარისობის;
ეპილეფსიის დროს, რომელიც ცუდად ექვემდებარება თერაპიას;
თრომბოემბოლიისადმი ან თრომბოფლებიტისადმი მიდრეკილების;
ორსულობის დროს.
ვინაიდან გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობის გართულებები დამოკიდებულია დოზაზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე, რისკი/სარგებელის შეფასება უნდა მოხდეს თითოეულ პაციენტთან მიმართებაში დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით.
კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შენიღბოს ინფექციის ზოგიერთი ნიშანი და ახალი ინფექციები შეიძლება განვითარდეს მათი გამოყენებისას. კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შეიძლება მოხდეს რეზისტენტობის დაქვეითება და ინფექციის ლოკალიზების შეუძლებლობა.
გლუკოკორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს უკანა სუბკაფსულარული კატარაქტის (განსაკუთრებით ბავშვებში) ან გლაუკომის განვითარება მხედველობის ნერვის შესაძლო დაზიანებით და ხელი შეუწყოს თვალის მეორადი ინფექციის (სოკოვანი ან ვირუსული) განვითარებას.
საჭიროა ოფთალმოლოგიური გამოკვლევების რეგულარული ჩატარება, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ 6 კვირაზე მეტხანს.
კორტიკოსტეროიდების საშუალო და მაღალი დოზებით გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის მატება, ქსოვილებში სითხისა და ნატრიუმის შეკავება, ასევე ორგანიზმიდან კალიუმის გამოყოფის მატება. ეს ეფექტები ნაკლებად სავარაუდოა სინთეზური წარმოებულების გამოყენების შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დიდი დოზებით გამოიყენება. რეკომენდებულია დიეტა მარილის შეზღუდული რაოდენობით გამოყენებით და კალიუმის შემცველი პრეპარატების დამატებითი მიღებით. ყველა კორტიკოსტეროიდი ზრდის კალციუმის ექსკრეციას.
ავადმყოფებში, რომლებსაც უტარდებათ გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობის კურსი, არ შეიძლება ყვავილის აცრის გაკეთება.
კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის პერიოდში (განსაკუთრებით, მაღალი დოზებით) არ შეიძლება სხვა იმუნიზაციის ჩატარება, ნევროლოგიური დარღვევების განვითარების რისკისა და დაბალი იმუნური პასუხის (ანტისხეულების წარმოქმნის არარსებობა) გათვალისწინებით.
ჩანაცვლებითი თერაპიის შემთხვევაში (მაგალითად, ადისონის დაავადების დროს) იმუნიზაციის ჩატარება შეიძლება.
პაციენტებში, კერძოდ კი ბავშვებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტერიდებს იმუნიტეტის დამთრგუნველი დოზით, საჭიროა ჩუტყვავილას და წითელას მქონე ავადმყოფებთან კონტაქტისგან თავის არიდება.
აქტიური ტუბერკულოზის დროს პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ფულმინანტური ან დისემინირებული ტუბერკულოზის დროს, შესაბამის ანტიტუბერკულოზურ თერაპიასთან ერთად.
თუ კორტიკოსტეროიდები ენიშნებათ პაციენტებს ტუბერკულოზის ლატენტური ფორმით ან დადებითი რეაქციით ტუბერკულინზე, აუცილებელია ჩატარდეს განსაკუთრებული მეთვალყურეობა პაციენტის მდგომარეობაზე, ვინაიდან შესაძლებელია დაავადებების რეაქტივაცია. ხანგრძლივი კორტიკოსტეროიდული თერაპიის დროს პაციენტებმა უნდა ჩაიტარონ ქიმიოპროფილაქტიკა.
თუ ქიმიოპროფილაქტიკის პროგრამაში გამოიყენება რიფამპიცინი, საჭიროა კორტიკოსტეროიდების ღვიძლისმიერ მეტაბოლურ კლირენსზე მისი ეფექტის განხილვა: შეიძლება საჭირო გახდეს კორტიკოსტეროიდების დოზირების რეგულირება.
რადგან კორსიკოსტეროიდების მიღებამ შეიძლება დაარღვიოს ზრდის პროცესი და გამოიწვიოს ენდოგენური კორტიკსოტეროიდების პროდუქციის ინჰიბირება ჩვილებსა და ბავშვებში, საჭიროა იმ პაციენტების ზრდის და განვითარების ინტენსიური შეფასება, რომლებიც ხანგრძლივ თერაპიას იტარებენ.
კორტიკოსტეროიდები ზოგიერთ პაციენტში შეიძლება მოქმედებდეს სპერმატოზოიდების მობილობაზე და რაოდენობაზე.
დიპრომეტა შეიცავს ბენზილის სპირტს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ტოქსიკური რეაქციები და ანაფილაქტოიდური რეაქციები ჩვილებში და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.
დიპრომეტას გამოყენება დღენაკლულებში და ახალშობილებში არ შეიძლება.
დიპრომეტა შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს (E218) და პროპილპარაჰიდროქსი-ბენზოატს (E216), რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (შესაძლოა შეყოვნებული) და განსაკუთრებულ შემთხვევებში ბრონქოსპაზმი.
- 5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
პრეპარატების შორის ურთიერთქმედება
ფენობარბიტალის, რიფამპიცინის, ფენიტოინის ან ეფედრინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს კორტიკოსტეროიდების მეტაბოლიზმი, აქედან გამომდინარე შეამციროს თერაპიული ეფექტი.
კორტიკოსტეროდებით თერაპიის დროს პაციენტებმა არ უნდა ჩაიტარონ ყვავილზე ვაქცინაცია. სხვა იმუნიზაციის პროცედურები არ უნდა ჩატარდეს პაციენტებში, რომლებიც კორტიკოსტეროიდებს იღებენ (განსაკუთრებით მაღალი დოზით), რადგან არსებობს ნევროლოგიური გართულებების და ანტისხეულების საპასუხო რეაქციის ნაკლებობის პოტენციური საფრთხე. თუმცა იმუნიზაციის პროცედურები შეიძლება ჩატარდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს ჩანაცვლებითი თერაპიის სახით, მაგ., ადისონის დაავადების დროს.
კორტიკოსტეროიდების და თიაზიდური დიურეზული საშუალებების კობმინაცია ზრდის გლუკოზისადმი ინტოლერანტობის რისკს.
კორტიკოსტეროდების ჭარბი ეფექტები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდს და ესტროგენს ერთდროულად.
საგულე გლიკოზიდებთან ერთად კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს არითმიის შესაძლებლობა ან დიგიტალისის პრეპარატების ტოქსიკურობა, რომელიც დაკავშირებულია ჰიპოკალიემიასთან. კალიუმის გამომყოფ შარდმდენებთან ერთად კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ჰიპოკალიემია; ამ შემთხვევაში აუცილებელია კალიუმის დოზის განსაზღვრა. კორტიკოსტეროიდები შეიძლება აძლიერებდეს კალიუმის გამოყოფას, რომელიც გამოწვეულია ამფოტერიცინ B-თი. ყველა პაციენტში, რომელიც იღებს ამ პრეპარატების კომბინაციას, საჭიროა შრატში ელექტროლიტების, განსაკუთრებით კალიუმის დონის ინტენსიური მონიტორინგი.
კორტიკოსტეროიდების კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტებნთან ერთად მიღებამ შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს ანტიკოაგულაციური ეფექტი, შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის ცვლილება. პაციენტებმა, რომლებიც ანტიკაოგულანტებს იღებენ გლუკოკორტიკოიდებთან ერთად, უნდა გაითვალისწინონ კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული გასტროინტესტინური წყლული ან ნაწლავის ჰემორაგიის მომატებული რისკი.
კორტიკოსტეროიდები შეიძლება აქვეითებდეს სალიცილატის პლაზმურ დონეს. კორტიკოსტეროიდების დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში, პაციენტებში უნდა შემოწმდეს სალიცილიზმი. სალიცილატებთან გლუკოკორტიკოიდების კავშირმა შეიძლება გაზარდოს გასტროინტესტინური წყლულის სიხშირე და სიმწვავე.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ან ალკოჰოლის გლუკოკორტიკოიდებთან კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გასტროინტესტინური წყლულის განვითარების რისკი ან სიმწვავე.
დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში შეიძლება აუცილებელი გახდეს ორალური ანტიდიაბეტური საშუალებების ან ინსულინის დოზის ცვლილება, გლუკოკორტიკოიდების შინაგანი ჰიპერგლიკემიური ეფექტის გათვალისწინებით.
გლუკოკორტიკოიდებთან კომბინირებულმა თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს სომატოტროპინისადმი საპასუხო რეაქციების ინჰიბირება.
სომატოტროპინის გამოყენებისას ბეტამეთაზონის დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 300-450 მკგ (0.3-0.45 მგ)/მ2–ს სხეულის ზედაპირზე დღეში.
გავლენა ლაბორატორიულ ტესტებზე:
კორტიკოსტეროიდები შეიძლება მოქმედებდეს ნიტრო ლურჯ ტეტრაზოლიუმის ტესტზე, ბაქტერიული ინფექციის დროს და გამოიწვიოს ცრუ-უარყოფითი შედეგები.
კორტიკოთერაპია უნდა გაითვალისწინონ ბიოლოგიური ტესტების და პარამეტრების მთელი სერიების ინტერპრეტაციისას (მაგ., კანის ტესტები, თირეოიდული ჰორმონების დონე).
- 6. ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
კონტროლირებული კვლევების არ არსებიბის გამო, ორსულებში, მეძუძურ ქალებში და რეპროდუქციული ასაკის ქალებში პრეპარატი ინიშნება დედისთვის სარგებლისა და ნაყოფისთვის/ბავშვისთვის პოტენციური რისკის თანაფარდობის გულდასმით შეფასების შემდეგ.
ორსულობა
კორტიკოსტეროიდების პრენატალურ პერიოდში დანიშვნის დროს, უნდა შეფასდეს დადებითი და უარყოფითი მხარეები და კლინიკური სარგებელი უნდა შედარდეს გვერდით ეფექტებთან (ზრდის ინჰიბირების და ინფექციის რისკის მომატების ჩათვლით).
ზოგ შემთხვევაში საჭიროა კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის კურსის ჩატარება ორსულობის პერიოდში ან დოზის გაზრდაც კი (მაგალითად, კორტიკოსტეროიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის შემთხვევაში).
ბეტამეტაზონის ინტრამუსკულური შეყვანა იწვევს ნაყოფში დისპნოეს სიხშირის მნიშვნელოვნად შემცირებას, თუ პრეპარატი შეყვანილი იქნება მშობიარობამდე 24 საათზე მეტი დროით ადრე (ორსულობის 32-ე კვირამდე).
არსებული მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ პროფილაქტიკური კორტიკოსტეროიდების გამოყენება გესტაციის 32-ე კვირის შემდეგ კვლავ საეჭვოა. შესაბამისად, ექიმმა უნდა შეაფასოს დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი და ნაყოფისათვის პოტენციურ საფრთხე კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას გესტაციის 32-ე კვირის შემდეგ.
კორტიკოსტეროიდები არ ინიშნება ჰიალინური მემბრანების დაავადების სამკურნალოდ დაბადების შემდგომ.
ჰიალინური მემბრანების დაავადების პროფილაქტიკური მკურნალობისას დღენაკლულ ახალშობილებში თავიდან უნდა იქნას აცილებული კორტიკოსტეროიდების გამოყენება ორსულებში პრეეკლამფსიით ან ეკლამფსიით, ასევე პლაცენტის დაზიანების დროს.
ჰიპოადრენალიზმის ნიშნების გამოსავლენად, საჭიროა იმ ქალების ჩვილებზე ინტენსიური დაკვირვება, რომლებიც ორსულობის დროს იღებდნენ კორტიკოსტეროიდების მნიშვნელოვან დოზებს.
ახალშობილებში, რომელთა დედებიც მშობიარობის წინ იღებდნენ ბეტამეთაზონის ინექციებს, დაფიქსირდა ზრდის ფეტალური ჰორმონების გამომუშავების დროებითი შეფერხება და, სავარაუდოდ, ჰიპოფიზის ჰორმონებისაც, რომლებიც არეგულირებენ სტეროიდების გამომუშავებას ნაყოფის თირკმელზედა ჯირკვლების როგორც საბოლოოდ ჩამოყალიბებული, ასევე ფეტალური უბნების მიერ. თუმცა, ემბრიონა- ლური ჰიდროკორტიზონის ინჰიბირება არ უშლის ხელს ჰიპოფიზურ-ადრენალურ რეაქციებს სტრესზე მათი დაბადების შემდეგ.
ვინაიდან კორტიკოსტეროიდები გადის პლაცენტურ ბარიერს, საჭიროა იმ დედების ახალშობილის და ჩვილის განსაკუთრებით ყურადღებით შემოწმება თანდაყოლილი კატარაქტის თვალსაზრისით, რომლებიც იღებდნენ კორტიკოსტეროიდებს ორსულობის დიდი ან გარკვეული ნაწილის განმავლობაში.
ქალებში, რომლებიც იღებდნენ კორტრიკოსტეროიდებს ორსულობის პერიოდში, უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მშობიარობის დროს, ბავშვის დაბადებით გამოწვეული სტრესის გამო თირკმელზედას ქერქის უკმარისობის გამოსავლენად.
ლაქტაცია:
კორტიკოსტეროიდები გადიან პლაცენტურ ბარიერს და გამოიყოფიან დედის რძეში.
ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებში დიპრომეტას არასასურველი ეფექტების პოტენციალის გამო, უნდა შეწყდეს ან ლაქტაცია ან პრეპარტით მკურნალობა, დედისთვის მისი მნიშვნელობის მიხევით.
- 7 გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე
მაღალი დოზის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო ცენტრალურ ეფექტებთან მიმართებაში (ეიფორია, უძილობა) და მხედველობის დარღვევის შემთხვევაში, რომელიც შეიძლება განვითარდეს ხანგრძლივი მკურნალობის დროს.
- 8. არასასურველი ეფექტები
გვერდითი რეაქციები, რომლებიც აღინიშნებოდა ბეტამეტაზონის გამოყენებისას, ისევე, როგორც სხვა კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, განპირობებულია სამკურნალო საშუალების დოზითა და გამოყენების ხანგრძლივობით.
ზოგადად, როგორც კორტიკოსტეროიდების გვერდითი ეფექტები, უნდა აღინიშნოს შემდეგი ეფექტები:
დარღვევები სითხის და ელექტროლიტების მხრივ
ნატრიუმის შეკავება
კალიუმის დაკარგვა
ჰიპოკალიემიური ალკალოზი
სითხის შეკავება
გულის შეგუბებითი უკმარისობა მიდრეკილ პაციენტებში
ჰიპერტენზია
ძვალკუნთოვანი
კუნთების სისუსტე
კუნთოვანი მასის დაკარგვა
მიასთენიური სიმპტომების გაუარესება, მიასთენია გრავის სიმპტომები
ოსტეოპოროზი, ზოგჯერ ძვლის ინტენსიური ტკივილით და სპონტანური მოტეხილობით (ვერტებრული კომპრესიული მოტეხილობა)
ძვლის ასეპტიკური ნეკროზი (ბარძაყის და მხრის ძვლის თავები)
მყესის გაწყვეტა
სტეროიდული მიოპათია
პათოლოგიური მოტეხილობა
სახსრების არასტაბილურობა
დერმატოლოგიური
კანის ატროფია
ჭრილობის შეხორცების შეფერხება
თხელი მგრძნობიარე კანი
პეტექიები
ეკქიმოზი
ალერგიული დერმატიტი
ანგიონევროზული შეშუპება
სახის ერითემა
მომატებული ოფლიანობა
ურტიკარია
გასტროინტესტინური
პეპტიური წყლული შემდგომი შესაძლო პერფორაციით და ჰემორაგიით
პანკრეატიტი
მუცლის დაჭიმულობა
ნაწლავის პერფორაცია
წყლულოვანი ეზოფაგიტი
ღებინება
გულისრევა
ნევროლოგიური
კონვულსიები
ვერტიგო
თავის ტკივილი
მომატებული ქალასშიდა წნევა პაპილედემით (ტვინის ფსევდოტუმორი)
ფსიქიატრიული
ეიფორია
ხასიათის ლაბილობა
პერსონალური ცვლილებები და მძიმე დეპრესია
მომატებული გაღიზიანება
უძილობა
ფსიქოზური გამოვლინება, განსაკუთრებით ფსიქიატრული ანამნეზის მქონე პაციენტებში
დეპრესია
ოფთალმოლოგიური
მომატებული თვალშიდა წნევა (ტვინის ფსევდოტუმორი: იხ. ნევროლოგიური)
გლაუკომა
უკანა სუბკაფსულური კატარაქტა
ეგზოფთალმი
ენდოკრინული
კუშინგის დაავადების კლინიკური სიმპტომატოლოგია
მენსტრუალური დარღვევები
ინსულინზე ან ორალურ ჰიპოგლიკემიურ აგენტებზე გაზრდილი მოთხოვნილება დიაბეტის დროს.
ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ან ბავშვის ზრდის დათრგუნვა
ნახშირწყლებისადმი ტოლერატობის დაქვეითება
ლატენტური შაქრიანი დიაბეტის გამოვლინება
მეორადი ადრენოკორტიკალური და ჰიპოფიზური უპასუხობა, განსაკუთრებით სტრესის დროს, როგორიცაა ტრავმა, ოპერაცია ან ავადმყოფობა.
მეტაბოლური
აზოტის უარყოფითი ბალანსი, ცილების კატაბოლიზმის გამო
ლიპომატოზი
წონის მატება
იმუნური სისტემის დარღვევები
კორტიკოსტეროიდები შეიძლება თრგუნავდეს რეაქციებს კანის ტესტებზე, ნიღბავდეს ინფექციების ნიშნებს, ააქტიურებდეს ლატენტურ ინფექციებს და ამცირებდეს ინფექციებისადმი რეზისტენტობას, განსაკუთრებით მიკობაქტერიების, ტუბერკულოზის, Candida albicans და ვირუსებისადმი.
სხვა
ანაფილაქსიური ან ალერგიული რეაქციები, ჰიპოტენზიური რეაქციები ან შოკის მსგავსი რეაქციები.
კორტიკოსტეროიდების პარენტერულ გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი გვერდითი რეაქციები:
სიბრმავის იშვიათი შემთხვევები, რაც დაკავშირებულია დაზიანებულ არეში თერაპიასთან სახის და თავის მიდამოში
ჰიპერპიგმენტაცია ან ჰიპოპიგმენტაცია
კანქვეშა და კანის ატროფია
სტერილური აბსცესი
პოსტინექციური ანთება (ინტრა-არტიკულარული გამოყენების შემდეგ)
შარკოს მსგავსი ართროპათია.
პრეპარატის განმეორებითი სახსარშიდა შეყვანის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს სახსრების დაზიანება. არის დაინფიცირების რისკი.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
სამკურნალო პრეპარატის დარეგისტრირების შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ მონაცემების შეტყობინება მნიშვნელოვანია. ეს საშუალებას იძლევა სამკურნალო პრეპარატის მოხმარებისას განხორციელდეს სარგებელი/რისკის ბალანსის მუდმივი კონტროლი. ჯანდაცვის სპეციალისტებს სთხოვენ განახორციელონ ინფორმაციის მიწოდება შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით.
- 9 ჭარბი დოზირება
სიმპტომები
გლუკოკორტიკოიდებით (ბეტამეთაზონის ჩათვლით) მწვავე ჭარბი დოზირება არ იწვევს სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციებს.
ყველაზე ექსტრიმალური დოზების გამოკლებით, გკლუკოკორტიკოსტეროიდების რამდენიმე დღის განმავლობაში ჭარბი მიღებაც კი არ გამოიწვევს საზიანო შედეგებს, კონკრეტული უკუჩვენებების არ არსებობისას, პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, გლაუკომით ან აქტიური პეპტიური წყლულით ან ისეთი პრეპარატების მიმღებ პაციენტებში, როგორიც არის სათითურა, კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტები ან კალიუმის გამომყოფი სხვა დიურეტიკები.
მკურნალობა
კორტიკოსტეროიდების მეტაბოლური მოქმედებით ან ძირითადი ან თანმხლები დაავადების ეფექტებით გამოწვეული გართულებების დროს, აგრეთვე სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შედეგად გამოწვეული გართულებებისას, უნდა ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა.
საჭიროა სითხის ადეკვატური მიღების შენარჩუნება და შრატში და შარდში ელექტროლიტების მონიტორინგი, განსაკუთრებით საყურადღებოა ნატრიუმის და კალიუმის ბალანსი. საჭიროებისას უნდა მოხდეს ელექტროლიტური დისბალანსის მკურნალობა.
- ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1 ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების კორტიკოსტეროიდები. გლუკოკირტიკოსტეროიდები. ათქ კოდი: Н02АВ01.
ბეტამეტაზონი წარმოადგენს სინთეტიკურ გლუკოკორტიკოიდს. მას გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და იმუნოსუპრესული მოქმედება.
ბეტამეთაზონს გააჩნია უმნიშვნელო მინერალოკორტიკოიდული აქტივობა. გლუკოკორტიკოსტეროიდები აღწევენ უჯრედის მემბრანაში და წარმოქმნიან კომპლექსებს ციტოპლაზმის სპეციფიკურ რეცეპტორებთან. ეს კომპლექსები შემდგომ აღწევენ უჯრედის ბირთვში, უკავშირდებიან დნმ-ს (ქრომატინი) და ასტიმულირებენ საინფორმაციო რნმ-ის ტრანსკრიფციას და სხვადასხვა ფერმენტების ცილების შემდგომ სინთეზს. ეს ფერმენტები საბოლოო ჯამში პასუხისმგებელი არიან იმ ეფექტებზე, რომლებიც გლუკოკორტიკოიდების სისტემური გამოყენებისას შეინიშნება. გარდა ანთებით და იმუნურ პროცესებზე მნიშვნელოვანი ზემოქმედებისა, გლუკოკორტიკოიდები ასევე გავლენას ახდენს ნახშირწყლების, ცილების და ლიპიდების მეტაბოლიზმზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ჩონჩხის კუნთებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
გავლენა ანთებით პროცესზე და იმუნურ პასუხზე:
გლუკოკორტიკოიდებს გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო, იმუნოდეპრესიული და ანტიალერგიული თვისებები. ამ თვისებების წყალობით მიიღწევა შემდეგი თერაპიული ეფექტები: იმუნოაქტიური უჯრედების რაოდენობის შემცირება ანთების კერასთან ახლოს; ვაზოდილაციის შემცირება; ლიზოსომური მემბრანების სტაბილიზაცია; ფაგოციტოზის ინჰიბირება; პროსტაგლანდინების და მასთან მონათესავე ნაერთების წარმოების შემცირება.
პრეპარატის ანტიანთებითი მოქმედება დაახლოებით 25-ჯერ აღემატება ჰიდროკორტიზონის მოქმედებას და 8-10-ჯერ აღემატება პრედნიზოლონის მოქმედებას (წონით თანაფარდობაში).
მოქმედება ნახშირწყლებისა და ცილების მეტაბოლიზმზე:
გლუკოკორტიკოიდები ასტიმულირებს ცილების კატაბოლიზმს. ღვიძლში გლუკონეოგენეზის პროცესის მეშვეობით გამოთავისუფლებული ამინომჟავები გარდაიქმნება გლუკოზად და გლიკოგენად. გლუკოზის აბსორბცია პერიფერიულ ქსოვილებში მცირდება, რაც იწვევს ჰიპერგლიკემიასა და გლუკოზურიას, განსაკუთრებით დიაბეტის მიდრეკილების მქონე პაციენტებში.
მოქმედება ლიპიდების მეტაბოლიზმზე:
გლუკოკორტიკოიდებს გააჩნია ლიპოლიზური მოქმედება. ლიპოლიზი განსაკუთრებით გამოხატულია კიდურების დონეზე. გარდა ამისა, გლუკოკორტიკოიდები ხელს უწყობს ლიპოგენეზს, რაც ძირითადად გამოიხატება ტორსის, კისრისა და თავის მიდამოში. გლუკოკორტიკოიდების მოქმედებების კომპლექსი გამოიხატება ცხიმოვანი მასების გადანაწილების სახით.
კორტიკოსტეროიდების მაქსიმალური ფარმაკოლოგიური მოქმედება ვლინდება უფრო გვიან, ვიდრე პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა სისხლის შრატში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ სამკურნალო საშუალებების მოქმედების დიდი ნაწილი დამყარებულია არა პირდაპირ მედიკამენტოზურ მოქმედებაზე, არამედ ფერმენტების აქტივობის ცვლილებაზე.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ბეტამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი და ბეტამეტაზონის დიპროპიონატი შეიწოვება ინექციის ადგილზე, ამით უზრუნველყოფს თერაპიული მოქმედების სწრაფ დაწყებას, აგრეთვე სხვა ადგილობრივ და ზოგად ფარმაკოლოგიურ ეფექტებს.
ბეტამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი სწრაფად იხსნება წყალში და მეტაბოლიზირებს ორგანიზმში ბეტამეტაზონამდე (ბიოლოგიურად აქტიური კორტიკოიდი). 2,63 მგ ბეტამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი ექვივალენტურია 2 მგ ბეტამეტაზონისა.
ბეტამეტაზონის დიპროპიონატის გამოყენება ხელს უწყობს სამკურნალო საშუალების ხანგრძლივი მოქმედების მიღწევას. ეს ნივთიერება, პრაქტიკულად, არ იხსნება, წარმოადგენს დეპოს, ამგვარად, შეწოვა უფრო შენელებულია, სიმპტომების შემსუბუქება კი უფრო ხანგრძლივდება.
კონცენტრაცია სისხლში
ინტრამუსკულური ინექცია
ბეტამეტაზონის
ნატრიუმის ფოსფატი
დიპროპიონატი
მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში
1 საათი მიღების შემდეგ
ნელი აბსორბცია
პლაზმაში ნახევარგამოყოფის პერიოდი ერთი დოზის შეყვანის შემდეგ
3-5 საათი
პროგრესული მეტაბოლიზმი
გამოყოფა
24 საათი
10 დღეზე მეტი
ნახევარგამოყოფის ბიოლოგიური პერიოდი
36-54 საათი
ბეტამეტაზონი მეტაბოლიზირდება ღვიძლში. დაკავშირება ხდება ძირითადად ალბუმინთან. პაცინეტებში, რომლებსაც გააჩნიათ ღვიძლის დაავადებები, ბეტამეტაზონის მეტაბოლიზმი უფრო ხანგრძლივია ან შენელებულია.
- 3 უსაფრთხოების წინაკლინიკური მონაცემები
არ განიხილება.
- ფარმაცევტული თვისებები
- 1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E218)
პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E216)
ბენზილის სპირტი
მაკროგოლი 4000
ნატრიუმის კარმელოზა
დინატრიუმ ფოსფატის დოდეკაჰიდრატი
დინატრიუმ ედეტატი
ნატრიუმის ქლორიდი
პოლისორბატი 80
მარილმჟავას 1M ხსნარი
საინექციო წყალი
- 2 შეუთავსებლობა
შეთავსებადობის კვლევების არ არსებობის გამო ეს სამედიცინო პროდუქტი არ უნდა შეურიონ სხვა პროდუქტებს.
- 3 ვარგისობის ვადა
2 წელი.
- 4 განსაკუთრებული უსაფთხოების ზომები შენახვისთვის
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
მზა შპრიცი ინახება ორიგინალურ შეფუთვაში.
- 5 კონტეინერის ბუნება და შემადგენლობა:
1 მლ საინექციო სუსპენზიის შემცველი უფერო შუშის მზა შპრიცი დგუშით და დგუშის ღერძით.
შეფუთვაში 1 მზა შპრიცი.
- 6 განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები განადგურებისა და შენახვისთვის:
მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
ნებისმიერი გამოუყენებელი ან ნარჩენი პროდუქტის გადაგდება უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
- სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
LLC Rompharm Company Georgia
- სავაჭრო ლიცენზიის ნომერი (ები)
025610
- პირველადი რეგისტრაციის / ხელახალი რეგისტრაციის თარიღი
22/06/2018
- ტექსტი გადახედვის თარიღი
თებერვალი 2023
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


