პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
იმუნოსუპრესანტები

სანდიმუნ ნეორალი

Sandimmun Neoral®

რეცეპტით25მგინსტრუქცია ქართულადსლოვენია
რისთვის გამოიყენება

ისეთი ჩვენებების შემთხვევაში, რომლებიც არ უკავშირდებიან ტრანსპლანტაციას, სანდიმუნ ნეორალის® გამოყენებისას საჭიროა შემდეგი წესების დაცვა: მკურნალობის დაწყებამდე უნდა დადგინდეს სისხლის შრატში კრეატინინის დონე სულ მცირე ორჯერ; მკურნალობის დროს უნდა შეფასდეს თირკმლის ფუნქცია დოზის კორექციისთვის. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ციკლოსპორინი (ciclosporin)
ფორმა და შეფუთვა
25მგ რბილი კაფსულა №50 (5X10)
მწარმოებელი
LEK PHARMACEUTICALS D.D (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Catalent Germany Eberbach Gmbh(გერმანია)), სლოვენია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
იმუნოსუპრესანტები, კალცინეურინის ინჰიბიტორები
ATC კოდი
L04AD01
რეგისტრაციის ნომერი
რ-041889
რეგისტრირებულია
20 აგვისტო 2024, მოქმედებს 20 აგვისტო 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Novartis Pharma Services AG (შვეიცარია)
განმცხადებელი
სს ნოვარტის ფარმა სერვისიზ წარმომადგენლობა საქართველო
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებასანდიმუნ ნეორალი და სხვა წამალი ერთად

სანდიმუნ ნეორალი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ისეთი ჩვენებების შემთხვევაში, რომლებიც არ უკავშირდებიან ტრანსპლანტაციას, სანდიმუნ ნეორალის® გამოყენებისას საჭიროა შემდეგი წესების დაცვა:

მკურნალობის დაწყებამდე უნდა დადგინდეს სისხლის შრატში კრეატინინის დონე სულ მცირე ორჯერ; მკურნალობის დროს უნდა შეფასდეს თირკმლის ფუნქცია დოზის კორექციისთვის.

დასაშვებია მხოლოდ მიღების პერორალური მეთოდი (არ გამოიყენება კონცენტრატი ინტრავენური ინფუზიისათვის), დღიური დოზა იყო 2 მიღებად.

დღიურმა დოზამ საერთო ჯამში არასდროს არ უნდა გაადაჭარბოს 5 მგ/კგ-ს, გარდა მხედველობისათვის საშიში ენდოგენური უვეიტის მქონე პაციენტებისა და ნეფროზული სინდრომის მქონე ბავშვებისა.

შემანარჩუნებელი მკურნალობისათვის მინიმალური ეფექტური და კარგად ასატანი დოზების დადგენა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად.

სანდიმუნ ნეორალით® მკურნალობა უნდა შეწყდეს თუ პაციენტებში გარკვეული დროის განმავლობაში (კონკრეტული ინფორმაცია იხ. ქვემოთ) ვერ მიიღწევა სათანადო რეაქცია ან ეფექტური დოზა არათავსებადია უსაფრთხოების მხრივ დადგენილ მითითებებთან.

ენდოგენური უვეიტი

რემისიის ინდუქციის მიზნით ინიშნება პრეპარატის საწყისი დღიური დოზა 5 მგ/კგ, ორ მიღებად, პერორალურად, აქტიური ანთების ნიშნების გაქრობამდე და მხედველობის სიმკვეთრის გაუმჯობესებამდე. ისეთ შემთხვევებში, რომლებიც ძნელად ექვემდებარებიან მკურნალობას, შესაძლებელია მცირე ხნით დღიური დოზის 7 მგ/კგ-მდე გაზრდა.

თუ მდგომარეობის გაკონტროლება ვერ ხერხდება მხოლოდ სანდიმუნ ნეორალის® საშუალებით, მაშინ საწყისი რემისიის მისაღწევად ან ანთების შეტევის კუპირების მიზნით შესაძლებელია სისტემური გლუკოკორტიკოიდების დამატება, პრედნიზოლონის დღიური დოზით 0,2-0,6 მგ/კგ (ან სხვა გლუკოკორტიკოსტეროიდი ექვივალენტური დოზით).

შემანარჩუნებელი მკურნალობის დროს დოზა უნდა შემცირდეს ნელ-ნელა უმცირესი ეფექტური დოზის მიღწევამდე, რომელიც დაავადების რემისიის პერიოდში არ უნდა აჭარბებდეს დღეში 5 მგ/კგ-ს.

ნეფროზული სინდრომი

რემისიის ინდუქციის მიზნით რეკომენდებული დღიური დოზა მიიღება პერორალურად 2 ჯერზე. თუ თირკმლის ფუნქცია ნორმალურია (არ გაითვალისწინება პროტეინურია), რეკომენდებული დღიური დოზა არის:

5 მგ/კგ მოზრილებისათვის;

6 მგ/კგ ბავშვებისათვის.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში საწყისმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს დღეში 2,5 მგ/კგ-ს.

თუ მხოლოდ სანდიმუნ ნეორალის® საშუალებით ვერ მიიღწეა დამაკმაყოფილებელი ეფექტი, განსაკუთრებით სტეროიდრეზისტენტურ პაციენტებში, მაშინ რეკომენდებულია პერორალური გლუკოკორტიკოიდების დაბალ დოზებთან კომბინაცია.

თუ 3 თვიანი მკურნალობის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესება სანდიმუნ ნეორალის® მიღება უნდა შეწყდეს.

დოზები უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად ეფექტურობის (პროტეინურია) და უსაფრთხოების (კრეატინინის დონე სისხლში) მაჩვენებლების გათვალისწინებით, მაგრამ დოზამ არ უნდა გადააჭარბოს დღეში 5 მგ/კგ-ს მოზრდილებში და 6 მგ/კგ-ს ბავშვებში.

შემანარჩუნებელი მკურნალობის დროს დოზა უნდა შემცირდეს ნელ-ნელა მინიმალურ ეფექტურ დოზამდე.

რევმატოიდული ართრიტი

მკურნალობის პირველი 6 კვირის განმავლობაში რეკომენდებული დოზა შეადგენს დღეში 3 მგ/კგ-ს, 2 მიღებად. არასათანადო ეფექტის შემთხვევაში დღიური დოზა შეიძლება ნელ-ნელა გაიზარდოს პაციენტის ამტანობის მიხედვით, მაგრამ არ უნდა გადააჭარბოს 5 მგ/კგ-ს. სრული ეფექტის მისაღწევად შესაძლოა საჭირო გახდეს სანდიმუნ ნეორალის® დაახლოებით 12 კვირის განმავლობაში მიღება.

შემანარჩუნებელი მკურნალობის დროს დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად პრეპარატის ამტანობის მიხედვით.

სანდიმუნ ნეორალი® შეიძლება დაინიშნოს გლუკოკორტიკოიდების და/ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების დაბალ დოზებთან ერთად. სანდიმუნ ნეორალი® ასევე შეიძლება დაინიშნოს მეტოტრექსატის დაბალი დოზების 1 კვირიან კურსთან კომბინაციაში იმ პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში მეტოტრექსატის მონოთერაპიაზე რეაქცია არადამაკმაყოფილებელია. სანდიმუნ ნეორალის® საწყისი დოზა შეადგენს დღეში 2,5 მგ/კგ-ს 2 მიღებად, ამასთანავე დოზა შეიძლება გაიზარდოს ისეთ დონემდე, რომლის ზღვარიც განისაზღვრება ამტანობით.

ფსორიაზი

ვინაიდან აღნიშული დაავადება ცვალებადი ხასიათისაა, შესაბამისად მკურნალობა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად. რემისიის ინდუქციისათვის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს დღეში 2,5 მგ/კგ-ს პერორალურად, 2 მიღებად. თუ 1 თვიანი მკურნალობის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესება შესაძლებელია დღიური დოზის ნელ-ნელა გაზრდა, მაგრამ არ უნდა გადააჭარბოს 5 მგ/კგ-ს. მკურნალობა უნდა შეწყდეს თუ დღეში 5 მგ/კგ დოზებით 6 კვირიანი მკურნალობის შემდეგ ვერ მიიღწევა დამაკმაყოფილებელი ეფექტი ფსორიაზის გამოვლინების მხრივ ან ეფექტური დოზა არ შეესაბამება უსაფრთხოების დადგენილ მაჩვენებლებს.

დღეში 5 მგ/კგ საწყისი დოზის მიღება გამართლებულია პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა საჭიროებს სწრაფად გაუმჯობესებას. დამაკმაყოფილებელი ეფექტის მიღწევის შემთხვევაში შესაძლებელია სანდიმუნ ნეორალის® შეწყვეტა, ხოლო ახალი რეციდივის შემთხვევაში მკურნალობა უნდა განმეორდეს წინა ეფექტური დოზებით. ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობა.

შემანარჩუნებელი მკურნალობის დროს დოზების შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, მინიმალურ ეფექტურ დონემდე და არ უნდა გადააჭარბოს დღეში 5 მგ/კგ-ს.

ატოპიური დერმატიტი

ვინაიდან აღნიშნული მდგომარეობა ცვალებადი ხასიათისაა, შესაბამისად მკურნალობა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად. რეკომენდებული დოზა შეადგენს დღეში 2,5-5 მგ/კგ-ს, პერორალურად 2 მიღებად. თუ 2 კვირის განმავლობაში დღეში 2,5 მგ/კგ საწყისი დოზის მიღებისას არ მიიღწევა დამაკმაყოფილებელი ეფექტი, მაშინ დღიური დოზა შეიძლება სწრაფად გაიზარდოს მაქსიმალურ დოზამდე, რომელიც შეადგენს 5 მგ/კგ-ს. ძალიან მძიმე შემთხვევების დროს დაავადების სწრაფი და სათანადო კონტროლის მიღწევა შესაძლებელია საწყისი დღიური 5 მგ/კგ დოზით. დამაკმაყოფილებელი ეფექტის მიღწევის შემდეგ დოზა ნელ-ნელა უნდა შემცირდეს და თუ შესაძლებელია სანდიმუნ ნეორალის® მიღება უნდა შეწყდეს. რეციდივის შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის განმეორებითი კურსის ჩატარება.

მართალია 8 კვირიანი მკურნალობის კურსი შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს კანის საფარის გასაწმენდად, მაგრამ დამტკიცებულია, რომ დაახლოებით 1 წლიანი მკურნალობა ეფექტურია და კარგად აიტანება იმ პირობით თუ კონტროლდება ყველა საჭირო მაჩვენებელი.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

თირკმლის უკმარისობა

ციკლოსპორინი ექვემდებარება მინიმალურ თირკმლისმიერ გამოყოფას და მისი ფარმაკოკინეტიკა არ არის დამოკიდებული თირკმლის უკმარისობაზე. თუმცა, ნეფროტოქსიური პოტენციალის გათვალისწინებით რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის გულდასმით გაკონტროლება.

ჩვენებები, რომლებიც არ უკავშირდებიან ტრანსპლანტაციას

ციკლოსპორინი არ მიიღება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევები, გარდა ნეფროზული სინდრომისა. ნეფროზული სინდრომის და თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში საწყისმა დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 2,5 მგ/კგ-ს.

ღვიძლის უკმარისობა

ციკლოსპორინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში. ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი მერყეობდა 6,3 საათიდან (ჯანმრთელ მოხალისეებში) 20,4 საათამდე (ღვიძლის მწვავე დაავადებების მქონე პაციენტებში). ღვიძლის სერიოზული დაავადების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს პრეპარატის დოზების შემცირება შემანარჩუნებელ დონემდე რეკომენდებული სამიზნე დიაპაზონის ფარგლებში.

პედიატრია

ბავშვებში ციკლოსპორინის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. კლინიკურ კვლევებში მონაწილეობდნენ 1 წლიდან ასაკის ბავშვები, რომელთაც აძლევდნენ ციკლოსპორინის სტანდარტულ დოზებს განსაკუთრებული პრობლემების გარეშე. რამდენიმე კვლევაში პედიატრიულ პაციენტებს დასჭირდათ ციკლოსპორინის უფრო მაღალი ასატანი დოზები (სხეულის 1 კგ-ზე) მოზრდილ პაციენტებთან შედარებით.

სანდიმუნ ნეორალის® გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში ისეთი ჩვენებების დროს, რომლებიც არ არის დაკავშირებული ტრანსპლანტაციასთან, გარდა ნეფროზული სინდრომისა.

ხანდაზმული ასაკი (≥ 65 წელი)

ხანდაზმულ პაციენტებში სანდიმუნ ნეორალის® გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია, თუმცა პრეპარატის რეკომენდებული დოზების მიღებისას არ დაფიქსირებულა შეტყობინებები სპეციფიკური პრობლემების შესახებ.

ციკლოსპორინის პერორალური დოზების გამოყენებით ჩატარებულ რევმატოიდული ართრიტის კლინიკურ კვლევებში პაციენტების 17,5% იყო ≥65 წლის. მკურნალობის დროს უფრო ხშირად აღინიშნებოდა სისტოლური ჰიპერტენზია და 3-4 თვიანი მკურნალობის შემდეგ შრატში კრეატინინის დონის ≥50%-ით მომატება საწყის მაჩვენებლებთან შედარებით.

ტრანსპლანტაციის შემდეგ და ფსორიაზით დაავადებულ პაციენტებში ჩატარებულ ციკლოსპორინის კლინიკურ კვლევებში ≥65 წლის პაციენტების რაოდენობა არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ განსაზღვრულიყო ახალგაზრდებთან შედარებით რეაქციების მხრივ დაფიქსირებული განსხვავებები. კლინიკურ გამოცდილებაში არ გამოვლენილა რეაქციების მხრივ განსხვავებები ხანდაზმულ და ახალგაზრდა პაციენტებს შორის.

ზოგადად სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში დოზების შერჩევისას, ჩვეულებრივ მკურნალობა იწყება მინიმალური დოზით, რაც განპირობებულია იმით, რომ მოცემული ჯგუფის პაციენტებში ხშირად აღინიშნება ღვიძლის, თირკმლის ან გულის ფუნქციების დაქვეითება, ასევე თანმხლები დაავადებები ან სხვა სახის მკურნალობა.

ციკლოსპორინის ერთი პერორალური ფორმიდან მეორეზე გადასვლა

ციკლოსპორინის ერთი პერორალური ფორმიდან მეორეზე გადასვლა უნდა მოხდეს სიფრთხილით და ექიმის მეთვალყურეობით. გამოშვების ახალი ფორმის მიღებასთან ერთად უნდა გაკონტროლდეს სისხლში ციკლოსპორინის დონე, რომ მიღწეულ იქნეს აღნიშნულ ფორმაზე გადასვლამდე დაფიქსირებული დონე.

მიღების წესი და დოზირება

სანდიმუნ ნეორალის® სადღეღამისო დოზა ყოველთვის უნდა გაიყოს 2 მიღებად.

შეწოვის და გამოყოფის გამოხატული ინტერ- და ინტრაინდივიდუალური ცვალებადობის, ასევე პრეპარატებთან ურთიერთქმედების ალბათობის გათვალისწინებით დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად კლინიკური შედეგის და ამტანობის მიხედვით. მოხმარებამდე კაფსულები არ უნდა ამოიღოთ ბლისტერიდან. კონტურულ უჯრედული შეფუთვის გახსნის შემდეგ აღინიშნება დამახასიათებელი სუნი, რაც ნორმალური მოვლენაა. კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად.

ტრანსპლანტაციის შემდეგ პაციენტებში უნდა ჩატარდეს სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციის რეგულარული მონიტორინგი, რათა თავიდან იქნას აცილებული გვერდითი ეფექტების განვითარება მაღალი დონის გამო და დაბალი კონცენტრაცით გამოწვეული ორგანოს მოცილება.

მკურნალობისას პაციენტებში, რომლთა ჩვენებებიც არ უკავშირდება ტრანსპლანტაციას, სისხლში ციკლოსპორინის დონის მონიტორინგს შეზღუდული მნიშვნელობა აქვს, გარდა მკურნალობის მოულოდნელი წარუმატებლობის ან რეციდივის შემთხვევებისა, როდესაც შეიძლება იყოს მიზანშეწონილი დადგინდეს ძალიან დაბალი კონცენტრაციის შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს მკურნალობის რეჟიმის დაუცველობით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეწოვის დარღვევით ან ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებით.

ტრანსპლანტაცია

პარენქიმატოზული ორგანოების გადანერგვა

სანდიმუნ ნეორალი® ინიშნება ოპერაციამდე 12 საათით ადრე დღიური დოზით 10-15 მგ/კგ (ორი მიღება). ოპერაციის შემდეგ 1-2 კვირის განმავლობაში პრეპარატი მიიღება ყოველ დღე იგივე დოზით, შემდეგ სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციის კონტროლის ფონზე დოზას თანდათან ამცირებენ შემანარჩუნებელი დღიური დოზის 2-6 მგ/კგ მიღწევამდე (ორი მიღება).

როდესაც სანდიმუნ ნეორალი® გამოიყენება სხვა იმუნოსუპრესიულ საშუალებებთან ერთად, (მაგ., კორტიკოსტეროიდებთან ან სამკომპონენტიანი ან ოთხკომპონენტიანი თერაპიის შემადგენლობაში) შესაძლებელია უფრო დაბალი დოზების დანიშვნა (მაგ.: 3-6 მგ/კგ დაყოფილი 2 დოზად საწყისი მკურნალობისთვის).

თუ გამოიყენება სანდიმუნის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარისთვის, რეკომენდებული დოზა პერორალური გამოყენებისათვის შეადგენს სანდიმუნ ნეორალის® შესაბამისი დოზის დაახლოებით ერთ მესამედს და რეკომენდებულია პაციენტების პერორალურ გამოყენებაზე გადაყვანა რაც შეიძლება სწრაფად.

ძვლის ტვინის გადანერგვა

საწყისი დოზა მიიღება ძვლის ტვინის გადანერგვის წინა დღეს. რეკომენდებული დღიური დოზა არის 12,5-15 მგ/კგ, 2 მიღება. აღნიშნული დოზები მიიღება გადანერგვის შემდეგ 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ გრძელდება პრეპარატ სანდიმუნ ნეორალის® შემანარჩუნებელი მკურნალობა დღიური დოზით დაახლოებით 12,5 მგ/კგ. შემანარჩუნებელი მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 3 თვეს (სასურველია 6 თვე), ამის შემდეგ კი დოზა თანდათან მცირდება სრულ მოხსნამდე 1 წლის განმავლობაში.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების შემთხვევაში, როდესაც მცირდება შეწოვა, შესაძლოა საჭირო გახდეს სანდიმუნ ნეორალის® უფრო მაღალი დოზების მიღება.

სანდიმუნ ნეორალის® შეწყვეტისას ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა განუვითარდეს რეაქცია „ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ“, რაც ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის განახლების შემდეგ. ასეთ შემთხვევებში უნდა დაინიშნოს საწყისი დოზა 10-12,5 მგ/კგ პერორალურად, შემდეგ კი ყოველდღიური შემანარჩუნებელი დოზა, რომელიც მანამდე საკმარისი იყო. აღნიშნული მდგომარეობის სამკურნალოდ, რომელიც სუსტად გამოხატული ფორმით მიმდინარეობს ქრონიკულად, მიიღება სანდიმუნ ნეორალის® დაბალი დოზები.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ციკლოსპორინის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

კრაზანას ( Hypericum Perforatum ) შემცველ პრეპარატებთან კომბინაცია.

პრეპარატებთან კომბინაცია, რომლებიც წარმოადგენენ P-გლიკოპროტეინის ეფლუქსურ გადამტანებს და ორგანული ანიონის ტრანსპორტერ ცილებს, რომელთა პლაზმური კონცენტრაციის მატება იწვევს სერიოზულ და/ან სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობებს, მაგალითად, ბოზენტანი, დაბიგატრან ეტექსილატი და ალისკირენი.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატ სანდიმუნ ნეორალის® დანიშვნა უნდა მოხდეს მხოლოდ ისეთი ექიმების მიერ, რომელთაც გააჩნიათ იმუნოდეპრესიული მკურნალობის ჩატარების გამოცდილება და რომლებიც უზრუნველყოფენ პაციენტებზე სათანადო დაკვირვებას, მათ შორის რეგულარულ სრულ გამოკვლევას, არტერიული წნევის გაზომვას და უსაფრთხოების მხრივ ლაბორატორიული მაჩვენებლების გაკონტროლებას. ტრანსპლანტაციის შემდეგ პრეპარატის მიღებისას პაციენტებზე დაკვირვება უნდა მოხდეს მხოლოდ ისეთ დაწესებულებებში, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან გამოცდილების მქონე სამედიცინო პერსონალით, სათანადო ლაბორატორიული და სხვა სახის რესურსებით. შემანარჩუნებელ მკურნალობაზე პასუხისმგებელი ექიმი უნდა ფლობდეს სრულ ინფორმაციას პაციენტის მართვის პროცესის შესახებ.

ლიმფომები და სხვა ავთვისებიანი სიმსივნეები

სხვა იმუნოდეპრესანტების მსგავსად ციკლოსპორინი ზრდის ლიმფომების და სხვა, განსაკუთრებით კანის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების განვითარების რისკს. რისკის ზრდას უფრო მეტად იწვევს იმუნოდეპრესიის ხარისხი და ხანგრძლივობა, ვიდრე კონკრეტული პრეპარატის გამოყენება. იმუნოდეპრესანტების კომპლექსური სახით გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო, რომ არ განვითარდეს ლიმფოპროლიფერაციული დარღვევები და პარენქიმატოზული ორგანოების სიმსივნეები, მათ შორის დადასტურებული ლეტალური გამოსავალით.

ვინაიდან არსებობს კანის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების განვითარების ალბათობა, შესაბამისად პაციენტებს, რომლებიც იღებენ სანდიმუნ ნეორალს®, უნდა მიეცეთ გაფრთხილება, რომ ზედმეტად მზის ქვეშ ყოფნა დამცავი საშუალებების გარეშე მავნეა და დაუშვებელია ამავდროულად ულტრაიისფერი დასხივების მიღება ან PUVA (ფსორალენ+ულტრაიისფერი სხივები) თერაპია.

ინფექციები

სხვა იმუნოდეპრესანტების მსგავსად ციკლოსპორინის მიღება განაპირობებს სხვადასხვა ბაქტერიული, სოკოვანი, პარაზიტული და ვირუსული ინფექციების განვითარებას, რომლებიც ხშირად გამოწვეულია ოპორტუნისტული პათოგენებით.

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ციკლოსპორინს, აღინიშნა ლატენტური პოლიომავირუსული ინფექციების გააქტიურება, რამაც შესაძლოა განაპირობოს პოლიომავირუსით გამოწვეული ნეფროპათია (PVAN), განსაკუთრებით კი კოხის ჩხირით გამოწვეული ვისურული ნეფროპათია (BKVN) ან JC-ვირუსით გამოწვეული პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია (PML). ასეთი პრობლემები ხშირად დაკავშირებულია ძლიერ იმუნოდეპრესიულ დატვირთვასთან და საჭიროა მათი გათვალისწინება სუსტი იმუნიტეტის მქონე პაციენტების დიფერენციალური დიაგნოსტიკის დროს, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება ან ნევროლოგიური სიმპტომები. არსებობს ინფორმაცია სერიოზული და/ან ლეტალური შედეგების შესახებ. საჭიროა ეფექტური პრევენციული და თერაპიული სტრატეგიის გამოყენება, განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთაც სჭირდებათ მრავალკომპონენტიანი ხანგრძლივი იმუნოდეპრესიული მკურნალობა.

მწვავე და ქრონიკული ნეფროტოქსიურობა

სანდიმუნ ნეორალით® მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხშირად ვლიდნება პოტენციურად სერიოზული გართულება, როგორიც არის შრატში კრეატინინის და შარდოვანას დონის მომატება. აღნიშნული ფუნქციური ცვლილებები დამოკიდებულია დოზებზე და შექცევადი ხასიათისაა; ჩვეულებრივ აღნიშნული მაჩვენებლები ნორმას უბრუნდებიან დოზების შემცირების შემდეგ. ზოგიერთ პაციენტში პრეპარატის ხანგრძლივად მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელების სტრუქტურული ცვლილებები (მაგ: არტერიოლების ჰიალინოზი, მილაკოვანი ატროფია და ინტერსტიციური ფიბროზი), რომელთა დიფერენცირება უნდა მოხდეს ორგანოს ქრონიკული მოცილებისათვის დამახასიათებელი ნიშნებისაგან თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ. გულდასმით უნდა გაკონტროლდეს თირკმლის ფუნქციის მაჩვენებლები. ნორმიდან გადახრის შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება.

ჰეპატოტოქსიურობა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

სანდიმუნ ნეორალმა® ასევე შეიძლება გამოიწვიოს შრატში ბილირუბინის და ღვიძლის ფერმენტების დოზაზე დამოკიდებული შექცევადი ხასიათის ზრდა. არსებობს შეტყობინებები ჰეპატოტოქსიურობის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, მათ შორის ქოლესტაზის, სიყვითლის, ჰეპატიტის და ღვიძლის უკმარისობის შესახებ. უმეტესად ასეთი შემთხვევები გამოვლინდა ისეთ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებოდათ სერიოზული თანმხლები და ძირითადი დაავადებები, დამამძიმებელი ფაქტორები, მათ შორის ინფექციური გართულებები და ჰეპატოტოქსიური პოტენციალის მქონე თანმხლები მკურნალობა. ზოგ შემთხვევაში, ძირითადად კი ტრანსპლანტატის მქონე პაციენტებში დაფიქსირდა ლეტალური გამოსავალი. გულდასმით უნდა გაკონტროლდეს ღვიძლის ფუნქციის შესაბამისი მაჩვენებლები. ნორმიდან გადახრის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება.

პრეპარატის გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში

ხანდაზმულ პაციენტებში განსაკუთრებით ყურადღებით უნდა გაკონტროლდეს თირკმლის ფუნქცია.

ციკლოსპორინი დონის კონტროლი ტრანსპლანტატის მქონე პაციენტებში

ტრანსპლანტატის მქონე პაციენტებში სანდიმუნ ნეორალის® გამოყენებისას უსაფრთხოების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლში ციკლოსპორინის დონის რეგულარულად გაკონტროლება.

სისხლში ციკლოსპორინის დონის განსაზღვრა სასურველია მოხდეს სპეციფიკური მონოკლონური ანტისხეულების საშუალებით (უცვლელი პრეპარატის რაოდენობის განსაზღვრა) ან მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიის მეთოდით. პლაზმაში ან შრატში რაოდენობრივი განსაზღვრა უნდა მოხდეს დაყოფის სტანდარტული მეთოდით (დრო და ტემპერატურა).

ღვიძლის ტრანსპლანტატის მქონე პაციენტებში იმუნოსუპრესიის შესაბამისი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით სისხლში ციკლოსპორინის დონის გაკონტროლება მკურნალობის საწყის ეტაპზე უნდა მოხდეს მხოლოდ სპეციფიკური მონოკლონური ანტისხეულების საშუალებით ან სპეციფიკური და არასპეციფიკური მონოკლონური ანტისხეულების გამოყენებით პარალელური განსაზღვრის მეთოდით.

მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ ციკლოსპორინის დონე სისხლში, პლაზმაში ან შრატში წარმოადგენს იმ მრავალ ფაქტორიდან ერთ-ერთს, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე. შესაბამისად შედეგები განიხილება როგორც მხოლოდ მკურნალობის რეკომენდაცია მთელ რიგ სხვა კლინიკურ და ბიოქიმიურ მაჩვენებლებთან კონტექსტში.

არტერიული წნევის კონტროლი

სანდიმუნ ნეორალით® მკურნალობის დროს რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს არტერიული წნევის მაჩვენებლები. არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევაში არტერიული წნევის დასაწევად უნდა ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა. უპირატესობა ენიჭება ისეთ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებს, რომლებიც ზეგავლენას არ ახდენენ ციკლოსპორინის ფარმაკოკინეტიკაზე (მაგ.: ისრადიპინი).

სისხლში ლიპიდების დონის მომატება

არსებობს ცალკეული შეტყობინებები სისხლში ლიპიდების დონის უმნიშვნელო, შექცევადი ხასიათის ზრდის შესახებ. ლიპიდების დონე უნდა შემოწმდეს მკურნალობის დაწყებამდე ერთი თვით ადრე და მკურნალობის დასრულებიდან ერთ თვეში. ლიპიდების დონის ზრდის შემთხვევაში საჭიროა კვების რაციონში ცხიმის წილის შემცირება და აუცილებლობისას უნდა გადაიხედოს დოზების შემცირების საკითხი.

ჰიპერკალიემია

ციკლოსპორინის მიღებისას იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი, განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ თირკმლის ფუნქცია. ციკლოსპორინი სიფრთხილით ინიშნება კალიუმის დამზოგველ პრეპარატებთან (მაგ.: კალიუმის დამზოგველი შარდმდენები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები) და კალიუმის შემცველ საშუალებებთან ერთად ან კალიუმით მდიდარ დიეტაზე მყოფ პაციენტებში. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია კალიუმის დონის გაკონტროლება.

ჰიპომაგნიემია

ციკლოსპორინის მიღებისას იზრდება მაგნიუმის კლირენსი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სიმპტომური ჰიპომაგნიემია, განსაკუთრებით პერიტრანსპლანტაციურ პერიოდში. აღნიშნულ პერიოდში რეკომენდებულია სისხლის შრატში მაგნიუმის დონის გაკონტროლება, განსაკუთრებით კი თუ აღინიშნება ნევროლოგიური სიმპტომები. საჭიროების შემთხვევაში დამატებით ინიშნება მაგნიუმის პრეპარატები.

ჰიპერურიკემია

სიფრთხილეა საჭირო ჰიპერურიკემიის მქონე პაციენტების მკურნალობისას.

ცოცხალი დასუსტებული ვაქცინები

პრეპარატ სანდიმუნ ნეორალით® მკურნალობის დროს ვაქციანაცია შესაძლოა ნაკლებ ეფექტური აღმოჩნდეს. ცოცხალი დასუსტებული ვაქცინების გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სიფრთხილეა საჭირო ლერკანიდიპინის და ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენებისას.

ციკლოსპორინმა შესაძლოა გაზარდოს სისხლში ისეთი პრეპარატების კონცენტრაცია, რომლებიც წარმოადგენენ P-გლიკოპროტეინის ტრანსპორტერების ან ორგანული ანიონ ტრანსპორტერი ცილების სუბსტრატებს, როგორიც არის ალისკირენი, დაბიგატრინი ან ბოსენტანი. ციკლოსპორინის და ალისკირენის ერთობლივად გამოყენება არ არის რეკომენდებული. მოერიდეთ ციკლოსპორინის დაბიგატრინთან ან ბოსენტანთან კომბინაციას. აღნიშნული რეკომენდაციები ეფუძნება მოცემული ურთიერთქმედების შესაძლო კლინიკურ ზეგავლენას.

ციკლოსპორინისა და კრაზანას (Hypericum perforatum) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ციკლოსპორინის დონის შემცირება, რამაც თავის მხრივ, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ციკლოსპორინის კლინიკურ ეფექტურობაზე. ამგვარად, უნდა მოერიდოთ ციკლოსპორინისა და კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი მცენარეული პრეპარატების ერთდროულად მიღებას.

განსაკუთრებული დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი

ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში, ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტებში, ალკოჰოლიზმით დაავადებულ პირებში, ბავშვებში პრეპარატ სანდიმუნ ნეორალის® დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ეთანოლის შემცველობა.

სიფრთხილის სხვა ზომები ისეთი ჩვენებების დროს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ტრანსპლანტაციასთან

პრეპარატი სანდიმუნ ნეორალი® არ მიიღება პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ თირკმლის ფუნქცია (გარდა ნეფროზული სინდრომისა, როდესაც თირკმლის ფუნქციის დარღვევა დასაშვები ხარისხისაა), აღენიშნებათ არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტონია, არაკონტროლირებადი ინფექციები და ნებისმიერი სახის ავთვისებიანი სიმსივნე.

სიფრთხილის სხვა ზომები ენდოგენური უვეიტის დროს

ვინაიდან პრეპარატმა სანდიმუნ ნეორალმა® შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა, შესაბამისად აუცილებელია თირკმლის ფუნქციის ხშირად გაკონტროლება. თუ რამდენჯერმე შემოწმებისას შრატში კრეატინინის დონე საწყის მაჩვენებელთან (პრეპარატ სანდიმუნ ნეორალით® მკურნალობის დაწყებამდე) შედარებით >30%-ით მაღალია, მაშინ დოზები უნდა შემცირდეს 25-50%-ით. თუ ზრდა საწყისი მაჩვენებლიდან 50%-ს აღემატება, უნდა განიხილებოდეს შემდგომი შემცირება. აღნიშნული რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია იმ შემთხვევაშიც კი თუ კრეატინინის კონცენტრაციის მაჩვენებელი კვლავ ლაბორატორიული ნორმის ფარგლებში რჩება.

სანდიმუნ ნეორალი® სიფრთხილით ინიშნება ბეჰჩეტის ნევროლოგიური სინდრომის მქონე პაციენტებში. ასეთ პაციენტებში გულდასმით უნდა გაკონტროლდეს ნევროლოგიური სტატუსი.

ენდოგენური უვეიტის მქონე ბავშვებში სანდიმუნ ნეორალის® გამოყენება სათანადოდ არ არის შესწავლილი.

სიფრთხილი სხვა ზომები ნეფროზული სინდრომის დროს

ვინაიდან პრეპარატმა სანდიმუნ ნეორალმა® შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა, შესაბამისად აუცილებელია თირკმლის ფუნქციის ხშირად გაკონტროლება. თუ რამდენჯერმე შემოწმებისას შრატში კრეატინინის დონე საწყის მაჩვენებელთან (პრეპარატ სანდიმუნ ნეორალით® მკურნალობის დაწყებამდე) შედარებით >30%-ით მაღალია, მაშინ დოზები უნდა შემცირდეს 25-50%-ით. თუ ზრდა საწყისი მაჩვენებლიდან 50%-ს აღემატება, უნდა განიხილებოდეს შემდგომი შემცირება. თუ პაციენტს თავიდანვე აღენიშნება თირკმლის ფუნქციის დარღვევა საწყისი დღიური დოზა შეადგენს 2,5 მგ/კგ-ს. ყურადღებით უნდა გაკონტროლდეს ასეთი პაციენტების მდგომარეობა.

ნეფროზული სინდრომით გამოწვეული თირკმლის ფუნქციის ცვლილების გამო ზოგიერთ პაციენტში ძნელია პრეპარატ სანდიმუნ ნეორალით® გამოწვეული თირკმლის ფუნქციის დარღვევის გამოვლენა. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ რიგ შემთხვევებში პრეპარატ სანდიმუნ ნეორალით® გამოწვეული თირკმლის სტრუქტურული ცვლილებები აღინიშნა შრატში კრეატინინის დონის მომატების გარეშე. სტეროიდდამოკიდებული ნეფროპათიის მქონე პაციენტებში, როდესაც სანდიმუნ ნეორალის® შემანარჩუნებელი მკურნალობა 1 წელზე მეტ ხანს გრძელდება მცირე ცვლილების შემთხვევაში ნაჩვენებია თირკმლის ბიოფსია.

ნეფროზული სინდრომის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ იმუნოდეპრესანტებს (მათ შორის ციკლოსპორინს) აღინიშნა ავთვისებიანი სიმსივნეების (ჰოჯკინის ლიმფომის ჩათვლით) იშვიათი შემთხვევები.

სიფრთხილის სხვა ზომები რევმატოიდული ართრიტის დროს

ვინაიდან პრეპარატმა სანდიმუნ ნეორალმა® შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა, შესაბამისად მკურნალობის დაწყებამდე უნდა დადგინდეს შრატში კრეატინინის საწყისი საწმუნო დონე სულ მცირე ორჯერ. პირველი სამი თვის განმავლობაში კრეატინინის დონე უნდა გაკონტროლდეს 2 კვირიანი ინტერვალებით, შემდეგ თვეში 1-ჯერ. 6 თვიანი მკურნალობის შემდეგ შრატში კრეატინინის დონე უნდა შემოწმდეს ყოველ 4-8 კვირაში ძირითადი დაავადების სტაბილურობის, თანმხლები მკურნალობის და თანმხლები დაავადების გათვალისწინებით. შრატში კრეატინინის დონე უფრო ხშირად უნდა გაკონტროლდეს სანდიმუნ ნეორალის® დოზების მომატებისას, თანმხლები მკურნალობის სახით ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების დანიშვნისას ან მათი დოზების მომატებისას. თუ რამდენჯერმე შემოწმებისას შრატში კრეატინინის დონე საწყის მაჩვენებელთან (მკურნალობის დაწყებამდე) შედარებით >30%-ით მაღალია, მაშინ დოზები უნდა შემცირდეს. თუ შრატში კრეატინინის დონე იზრდება >50%-ით, მაშინ დოზა უნდა შემცირდეს 50%-ით. აღნიშნული რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია იმ შემთხვევაშიც კი თუ კრეატინინის კონცენტრაციის მაჩვენებელი კვლავ ლაბორატორიული ნორმის ფარგლებში რჩება. თუ დოზების შემცირების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში არ მცირდება შრატში კრეატინინის დონე, მაშინ სანდიმუნ ნეორალის® მიღება უნდა შეწყდეს.

სანდიმუნ ნეორალის® მიღება ასევე უნდა შეწყდეს თუ მკურნალობის პერიოდში განვითარდა არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტონია.

ისევე, როგორც სხვა იმუნოდეპრესანტებით ხანგრძლივად მკურნალობისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ლიმფოპროლიფერაციული დარღვევის განვითარების მაღალი რისკი. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო თუ პრეპარატი სანდიმუნ ნეორალი® მიიღება მეტოტრექსატთან კომბინაციაში.

დამატებითი სიფრთხილის ზომები ფსორიაზის დროს

პრეპარატმა სანდიმუნ ნეორალმა® შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა, შესაბამისად მკურნალობის დაწყებამდე უნდა დადგინდეს შრატში კრეატინინის საწყისი საწმუნო დონე სულ მცირე ორჯერ. პირველი სამი თვის განმავლობაში კრეატინინის დონე უნდა გაკონტროლდეს 2 კვირიანი ინტერვალებით, შემდეგ თუ კრეატინინის დონე სტაბილურია 1 თვიანი ინტერვალებით. თუ რამდენჯერმე შემოწმებისას შრატში კრეატინინის დონე საწყის მაჩვენებელთან (მკურნალობის დაწყებამდე) შედარებით >30%-ით მაღალია, მაშინ დოზები უნდა შემცირდეს 25-50%-ით. თუ ზრდა საწყისი მაჩვენებლიდან 50%-ს აღემატება, უნდა განიხილებოდეს შემდგომი შემცირება. აღნიშნული რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია იმ შემთხვევაშიც კი თუ კრეატინინის კონცენტრაციის მაჩვენებელი კვლავ ლაბორატორიული ნორმის ფარგლებში რჩება. თუ დოზების შემცირების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში არ მცირდება შრატში კრეატინინის დონე, მაშინ სანდიმუნ ნეორალის® მიღება უნდა შეწყდეს.

სანდიმუნ ნეორალის® მიღება ასევე უნდა შეწყდეს, თუ მკურნალობის პერიოდში განვითარდა არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია.

ხანდაზმულ პაციენტებში სანდიმუნ ნეორალის® მიღება დასაშვებია მხოლოდ ისეთი ფსორიაზის შემთხვევაში, რომელიც იწვევს უუნარობას, ამასთანავე საჭიროა თირკმლის ფუნქციის ყურადღებით კონტროლი.

ფსორიაზის მქონე ბავშვებში სანდიმუნ ნეორალის® გამოყენება სათანადოდ არ არის შესწავლილი.

ფსორიაზით დაავადებულ პაციენტებში სხვა იმუნოდეპრესანტების მსგავსად სანდიმუნ ნეორალის® ხანგრძლივად მიღებისას აღინიშნა ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები, განსაკუთრებით კი კანის. კანის ისეთი დაზიანების შემთხვევაში, რომელიც არ ახასიათებს ფსორიაზს და ავთვისებიანობაზე ან წინასიმსივნურ მდგომარეობაზე ეჭვის არსებობისას პრეპარატ სანდიმუნ ნეორალით® მკურნალობის დაწყებამდე უნდა გაკეთდეს ბიოფსია. ავთვისებიანი დაავადების ან წინასიმსივნური მდგომარეობის დროს სანდიმუნ ნეორალის® მიღება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი მკურნალობის შემდეგ და ალტერნატიული ეფექტური მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში.

ფსორიაზით დაავადებულ რამდენიმე პაციენტს სანდიმუნ ნეორალით® მკურნალობისას აღენიშნა ლიმფოპროლიფერაციული დაავადება. ამ შემთხვევებში საჭირო გახდა პრეპარატის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

სანდიმუნ ნეორალით® მკურნალობისას დაუშვებელია B ტიპის ულტრაიისფერი დასხივების მიღება ან PUVA (ფსორალენ+ულტრაიისფერი სხივები) თერაპია.

სიფრთხილის სხვა ზომები ატოპიური დერმატიტის დროს

ვინაიდან პრეპარატმა სანდიმუნ ნეორალმა® შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა, შესაბამისად მკურნალობის დაწყებამდე უნდა დადგინდეს შრატში კრეატინინის საწყისი საწმუნო დონე სულ მცირე ორჯერ. პირველი სამი თვის განმავლობაში კრეატინინის დონე უნდა გაკონტროლდეს 2 კვირიანი ინტერვალებით, შემდეგ თუ კრეატინინის დონე სტაბილურია 1 თვიანი ინტერვალებით.

თუ რამდენჯერმე შემოწმებისას შრატში კრეატინინის დონე საწყის მაჩვენებელთან (მკურნალობის დაწყებამდე) შედარებით >30%-ით მაღალია, მაშინ დოზები უნდა შემცირდეს 25-50%-ით. თუ ზრდა საწყისი მაჩვენებლიდან 50%-ს აღემატება, უნდა განიხილებოდეს შემდგომი შემცირება. აღნიშნული რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია იმ შემთხვევაშიც კი თუ კრეატინინის კონცენტრაციის მაჩვენებელი კვლავ ლაბორატორიული ნორმის ფარგლებში რჩება. თუ დოზების შემცირების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში არ მცირდება შრატში კრეატინინის დონე, მაშინ სანდიმუნ ნეორალის® მიღება უნდა შეწყდეს. სანდიმუნ ნეორალის® მიღება ასევე უნდა შეწყდეს, თუ მკურნალობის პერიოდში განვითარდა არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია.

ატოპიური დერმატიტის მქონე ბავშვებში სანდიმუნ ნეორალის® გამოყენება არ არის სათანადოდ შესწავლილი.

ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატ სანდიმუნ ნეორალის® დანიშვნა დასაშვებია მხოლოდ ფსორიაზის მწვავე ფორმების შემთხვევაში, ამასთანავე ყურადღებით უნდა გაკონტროლდეს თირკმლის ფუნქცია.

კეთილთვისებიანი ლიმფოადენოპათია ჩვეულებრივ უკავშირდება ატოპიური დერმატიტის გამწვავებას, იგი ქრება თავისით ან დაავადების მიმდინარეობის ზოგადი გაუმჯობესების დროს. ციკლოსპორინით მკურნალობის ფონზე განვითარებული ლიმფოადენოპათია უნდა გაკონტროლდეს რეგულარულად. თუ დაავადების გაუმჯობესების მიუხედავად ლიმფოადენოპათია კვლავ ნარჩუნდება საჭიროა ბიოფსიის გაკეთება ლიმფომის გამორიცხვის მიზნით.

აქტიური მიმდინარეობის მარტივი ჰერპესის მკურნალობა უნდა მოხდეს პრეპარატ სანდიმუნ ნეორალის® მიღებამდე. თუ მკურნალობა უკვე დაწყებულია მარტივი ჰერპესის გამო პრეპარატის შეწყვეტა არ არის საჭირო, გარდა მწვავე შემთხვევებისა.

ოქროსფერი სტაფილოკოკით (Staphylococcus aureus) გამოწვეული კანის ინფექციური დაავადებები არ წარმოადგენენ სანდიმუნ ნეორალის® გამოყენების აბსოლუტურ უკუჩვენებას, მაგრამ მათი გაკონტროლება უნდა მოხდეს შესაბამისი ანტიბაქტერიული პრეპარატებით. მოერიდეთ ერითრომიცინის პერორალურად მიღებას, რადგან იგი ზრდის სისხლში ციკლოსპორინის დონეს, მაგრამ ალტერნატიული მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში რეკომენდებულია გაკონტროლდეს სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაცია, თირკმლის ფუნქცია და ციკლოსპორინით გამოწვეული გვერდითი ეფექტები.

სანდიმუნ ნეორალით® მკურნალობისას დაუშვებელია B ტიპის ულტრაიისფერი დასხივების მიღება ან PUVA (ფსორალენულტრაიისფერი სხივები) თერაპია.

პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულ ქალებში ციკლოსპორინის გამოყენების საკმარისი და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. ორსულ ქალებში სანდიმუნ ნეორალის® გამოყენების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია. ორსულ ქალებში, რომლებიც ტრანსპლანტაციის შემდეგ გადიან იმუნოდეპრესანტებით, მათ შორის ციკლოსპორინით ან ციკლოსპორინის შემცველი რეჟიმით მკურნალობას არსებობს ნაადრევი მშობიარობის (<37 კვირა) რისკი. მონაცემებმა არ გამოავლინა სპონტანური აბორტის, სერიოზული თანდაყოლილი დეფექტების ან დედის გართულებების უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე ზოგადად პოპულაციაში.

ვირთაგვებსა და კურდღლებში ნაყოფის განვითარებაზე ციკლოსპორინის ზემოქმედების კვლევებმა აჩვენა ემბრიოფეტალური ტოქსიკურობა ადამიანისთვის რეკომენდებულ მაქსიმალურ დოზაზე ნაკლების დოზების გამოყენებისას (სხეულის ზედაპირზე გადაანგარიშებით).

დაკვირვებები რაოდენობრივად შეზღუდულია 7 წლამდე ბავშვებში, რომლებიც მუცლად ყოფნის პერიოდში (in utero) იმყოფებოდნენ ციკლოსპორინის ზემოქმედების ქვეშ. ამ ბავშვებს თირკმლის ფუნქცია და არტერიული წნევა ნორმაში ჰქონდათ.

სანდიმუნ ნეორალი® არ მიიღება ორსულობის დროს გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი ამართლებს ნაყოფისათვის მოსალოდნელ რისკს.

ორსულ ქალებში პრეპარატის დანიშვნისას ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ეთანოლის შემცველობა სანდიმუნ ნეორალის® შემადგენლობაში.

ციკლოსპორინი გადადის დედის რძეში. მკურნალობის პერიოდში დაუშვებელია ძუძუთი კვება. ძუძუთი კვების დროს დედის მიერ სანდიმუნ ნეორალის® მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი რეაქციები ახალშობილებში/ჩვილებში, შესაბამისად უნდა გადაწყდეს ძუძუთი კვების ან პრეპარატის შეწყვეტის საკითხი იმის გათვალისწინებით თუ რამდენად მნიშვნელოვანია დედისათვის მკურნალობა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სანდიმუნ ნეორალმა® შეიძლება გამოიწვიოს ნევროლოგიური და მხედველობის დარღვევები. სიფრთხილეა საჭირო ავტომობილის მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას. ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე სანდიმუნ ნეორალის® ზემოქმედების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა.

გვერდითი მოვლენები

კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას გამოვლენილი ძირითადი გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია პრეპარატ სანდიმუნ ნეორალის® გამოყენებასთან, მოიცავს თირკმლის ფუნქციის დარღვევას, ტრემორს, ჰირსუტიზმს, არტერიულ ჰიპერტენზიას, დიარეას, ანორექსიას, გულისრევას და ღებინებას.

პრეპარატით გამოწვეული გვერდითი რეაქციების უმეტესობა დამოკიდებულია დოზირების რეჟიმზე და შექცევადი ხასიათისაა დოზების შემცირებისას. საერთო ჯამში გვერდითი რეაქციების დიაპაზონი ერთნაირია სხვადასხვა ჩვენებების დროს, თუმცა განსხვავდება მათი სიხშირე და სიმწვავე. პაციენტებში, რომელთაც ჩაუტარდათ ტრანსპლანტაცია, მაღალი საწყისი დოზების და ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობის საჭიროების გამო გვერდითი ეფექტები უფრო ხშირია და ჩვეულებრივ გაცილებით გამოხატულია ვიდრე სხვა ჩვენებების შემთხვევაში.

პრეპარატის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ დაფიქსირდა ანაფილაქტოიდური რეაქციები.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ იმუნოდეპრესანტებს, მათ შორის სანდიმუნ ნეორალს® ან გადიან ციკლოსპორინის შემცველ მკურნალობას, იზრდება ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი და პარაზიტული ინფექციების განვითარების რისკი. შესაძლებელია გენერალიზებული და ლოკალური ინფექციების განვითარება, ასევე მკურნალობის დაწყებამდე არსებული ინფექციური დაავადებების გამწვავება. პოლიომავირუსული ინფექციების ხელახალმა აქტივაციამ შესაძლოა განაპირობოს პოლიომავირუსით გამოწვეული ნეფროპათიის (PVAN) ან JC-ვირუსით გამოწვეული პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიის (PML) განვითარება. არსებობს ინფორმაცია სერიოზული და/ან ლეტალური შემთხვევების შესახებ.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ იმუნოდეპრესანტებს, მათ შორის სანდიმუნ ნეორალს® ან გადიან ციკლოსპორინის შემცველ მკურნალობას, იზრდება ლიმფომების ან ლიმფოპროლიფერაციული დაავადებების და სხვა, განსაკუთრებით კანის ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების რისკი. ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების განვითარების სიხშირე იზრდება მკურნალობის ინტენსივობის და ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად. ზოგიერთი ავთვისებიანი სიმსივნე იწვევს ლეტალურ შედეგს.

პრეპარატის გვერდითი რეაქციები (კლინიკური კვლევების მიხედვით) ჩამოთვლილია MedDRA-ს (ნორმატიულ-სამართლებრივი საქმიანობის სამედიცინო ლექსიკონი) ორგანოთა კლასების საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით. თითოეულ კლასში გვერდითი რეაქციები დაჯგუფებულია სიხშირის მიხედვით, პირველ რიგში მოცემულია ყველაზე ხშირი მოვლენები. გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია სიმწვავის კლებადობის მიხედვით. სიხშირის კატეგორია განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით (CIOMS III): ძალიან ხშირად ( 1/10); ხშირად ( 1/100, <1/10); ნაკლებად ხშირად (≥ 1/1 000, <1/100), იშვიათად (≥ 1/10 000, <1/1 000), ძალიან იშვიათად (<1/10 000), ცალკეული შემთხვევების ჩათვლით.

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ:

ხშირად: ლეიკოპენია.

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ:

ძალიან ხშირად: ანორექსია, ჰიპერგლიკემია.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:

ძალიან ხშირად: ტრემორი, თავის ტკივილი.

ხშირად: კონვულსიები, პარესთეზია.

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ:

ძალიან ხშირად: ჰიპერტენზია.

ხშირად: ჰიპერემია.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

ძალიან ხშირად: გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი მუცლის არეში, დიარეა, ღრძილების ჰიპერპლაზია.

ხშირად: პეპტიდური წყლული.

დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ:

ხშირად: ჰეპატოტოქსიურობა.

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:

ძალიან ხშირად: ჰირსუტიზმი.

ხშირად: აკნე, გამონაყარი.

დარღვევები თირკმელების და საშარდე გზების მხრივ:

ძალიან ხშირად: თირკმელების ფუნქციის დარღვევა.

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ:

ძალიან ხშირად: მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა პრეპარატის შეყვანის ადგილას:

ხშირად: ციებ-ცხელება. შეშუპება.

გვერდითი რეაქციები პოსტმარკეტინგული კვლევების მიხედვით (სიხშირე უცნობია)

თრომბული მიკროანგიოპათია, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, თრომბული თრომბოციტოპენიური პურპურა, ანემია, თრომბოციტოპენია.

ჰიპერლიპიდემია; ჰიპერურიკემია; ჰიპერკალიემია; ჰიპომაგნიემია.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:

ენცეფალოპათია, უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომის ჩათვლით, ისეთი ნიშნები და სიმპტომები, როგორიც არის კრუჩხვები, გონების არევა, ორიენტაციი დარღვევა, რეაქციის დაქვეითება, აღგზნება, უძილობა, მხედველობის დარღვევები, ქერქული სიბრმავე, კომა, პარეზები, ნათხემის ატაქსია, მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება, მათ შორის მხედველობის ნერვის დვრილის შეშუპება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის დარღვევა კეთილთვისებიანი ქალასშიდა ჰიპერტენზიის ფონზე, პერიფერიული ნეიროპათია, შაკიკი.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

მწვავე პანკრეატიტი.

ჰეპატოტოქსიურობა და ღვიძლის დაზიანებები, მათ შორის ქოლესტაზი, სიყვითლე, ჰეპატიტი და ღვიძლის უკმარისობა, ზოგჯერ ლეტალური გამოსავალით.

ჰიპერტრიქოზი.

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:

მიოპათია; კუნთების სპაზმები, მიალგია, კუნთების სისუსტე, ქვედა კიდურების ტკივილი.

გინეკომასტია.

დაღლილობა, წონის მომატება.

პრეპარატის ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ჰეპატოტოქსიურობა და ღვიძლის დაზიანება

დაფიქსირდა შეტყობინებები ჰეპატოტოქსიურობის და ღვიძლის დაზიანების, მათ შორის ქოლესტაზის, სიყვითლის, ჰეპატიტის და ღვიძლის უკმარისობის შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ციკლოსპორინს. შემთხვევების უმეტესობა ეხებოდა პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებოდათ სერიოზული თანმხლები დაავადებები, სხვადასხვა საწყისი გარემოებები და სხვა დამამძიმებელი ფაქტორები, მათ შორის ინფექციური გართულებები და პოტენციურად ჰეპატოტოქსიური პრეპარატების თანმხლები მიღება. ზოგ შემთხვევაში, ძირითადად კი ტრანსპლანტაციის შემდეგ დაფიქსირდა ლეტალური გამოსავალი.

მწვავე და ქრონიკული ნეფროტოქსიურობა

კალცინევრინის ინჰიბიტორებით (CNIs), მათ შორის ციკლოსპორინით და ციკლოსპორინის შემცველი რეჟიმით მკურნალობის დროს იზრდება მწვავე ან ქრონიკული ნეფროტოქსიურობის განვითარების რისკი. არსებობს შეტყობინებები სანდიმუნ ნეორალის® გამოყენებასთან დაკავშირებული შემთხვევების შესახებ. მწვავე ნეფროტოქსიურობასთან ასოცირდებოდა იონური ჰემოსტაზის დარღვევა (ჰიპერკალიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპერურიკემია), რაც უმეტესაც განვითარდა მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში. არსებობს ინფორმაცია ქრონიკული მორფოლოგიური ცვლილებების (არტერიოლების ჰიალინოზი, მილაკოვანი ატროფია და ინტერსტიციური ფიბროზი) შესახებ.

ქვედა კიდურების ტკივილი

არსებობს შეტყობინებები ქვედა კიდურების ტკივილის შესახებ, რომელიც უკავშირდება ციკლოსპორინის გამოყენებას. ქვედა კიდურების ტკივილი წარმოადგენდა ლიტერატურაში აღწერილი კალცინევრინის ინჰიბიტორებით (Calcineurin-Inhibitor Induced Pain Syndrome (CIPS)) სტიმულირებული ტკივილის სინდრომის გამოვლინებას.

ჭარბი დოზა

მონაცემები ციკლოსპორინის ჭარბი დოზირების მწვავე შემთხვევების შესახებ შეზღუდულია.

სიმპტომები: 10 გ-ზე მეტი პერორალური დოზების (დაახლოებით 150 მგ/კგ) მიღებისას კლინიკური შედეგები შედარებით უმნიშვნელო იყო (ღებინება, ძილიანობა, თავის ტკივილი, ტაქიკარდი) და ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა საშუალო სიმწვავის თირკმლის ფუნქციის შექცევადი ხასიათის დარღვევები. დღენაკლულ ახალშობილებში პრეპარატის შემთხვევითმა პარენტერალურმა ჭარბმა დოზამ გამოიწვია მწვავე ინტოქსიკაცია.

მკურნალობა: დოზის გადაჭარბებისას ყველა შემთხვევაში საჭიროა სიმპტომური მკურნალობის ჩატარება და ზოგადი შემანარჩუნებელი ზომების მიღება. ჭარბი დოზის მიღებიდან პირველი საათების განმავლობაში უნდა მოხდეს ღებინების პროვოცირება და კუჭის ამორეცხვა. პრეპარატი პრაქტიკულად არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით და ჰემოპერფუზიით აქტივირებული ნახშირის გამოყენებით.

შემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ციკლოსპორინი 25 მგ, 50 მგ და 100 მგ ციკლოსპორინი,

დამხმარე ნივთიერებები: ალფა-ტოკოფეროლი, ეთანოლი უწყლო, სიმინდის ზეთის მონო- და დი-ტრიგლიცერიდები, პოლიეტოქსილირებული ჰიდროგენიზირებული აბუსალათინის ზეთი, პროპილენგლიკოლი.

კაფსულის გარსის შემადგენლობა: რკინის ოქსიდი შავი (Е172) (25 და 100 მგ კაფსულები), ტიტანის დიოქსიდი (Е171), გლიცერინი 85%, ნარჩენი გამხსნელები, პროპილენგლიკოლი, ჟელატინი.

საკვები საღებავი წარწერისათვის: კარმინის მჟავა (Е120), ალუმინის ქლორიდის ჰექსაჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, პროპილენგლიკოლი, ჰიპრომელოზა, იზოპროპილის სპირტი, გაწმენდილი წყალი.

აღწერილობა

რბილი ჟელატინის კაფსულები:

25 მგ კაფსულები: ოვალური ფორმის, მორუხო ცისფერი რბილი ჟელატინის კაფსულები, წითელი ფერის წარწერით «NVR 25 mg»;

50 მგ კაფსულები: მოგრძო ფორმის, მოყვითალო თეთრი რბილი ჟელატინის კაფსულები, წითელი ფერის წარწერით «NVR 50 mg »;

100 მგ კაფსულები: მოგრძო ფორმის, მორუხო ცისფერი რბილი ჟელატინის კაფსულები, წითელი ფერის წარწერით «NVR 100 mg».

შენახვის პირობები

2 წელი.

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25 0С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა

№50 მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები და იმუნომოდულატორები. იმუნოსუპრესანტები. კალცინევრინის ინჰიბიტორები. ციკლოსპორინი.

ათქ კოდი: L04AD01

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ციკლოსპორინი (ციკლოსპორინ A) წარმოადგენს ციკლურ პოლიპეპტიდს, რომლის შემადგენლობაში შედის 11 ამინომჟავა. ციკლოსპორინი ძლიერ მოქმედი იმუნოდეპრესანტია, რომელიც ზრდის კანის, გულის, თირკმელების, კუჭქვეშა ჯირკვლის, ძვლის ტვინის, წვრილი ნაწლავის, ფილტვების ალოგენური ტრანსპლანტატების სიცოცხლის ხანგრძლივობას. ციკლოსპორინი თრგუნავს შემდეგი მოვლენების განვითარებას: უჯრედული რეაქციები ალოტრანსპლანტატებთან მიმართებაში, შენელებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობით რეაქციები, ალერგიული ენცეფალომიელიტი, ფროინდის ადიუვანტით განპირობებული ართრიტი, რეაქცია „ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ“ და Т-ლიმფოციტებზე დამოკიდებული ანტისხეულების წარმოქმნა. უჯრედულ დონეზე იგი თრგუნავს ლიმფოკინების, მათ შორის ინტერლეიკინ 2-ის (T-ლიმფოციტების ზრდის ფაქტორი) წარმოქმნას და გამოთავისუფლებას. ციკლოსპორინი ახდენს მოსვენებულ მდგომარეობაში ლიმფოციტების ბლოკირებას G0 ან G1 უჯრედული ციკლის ფაზაში და თრგუნავს T-ლიმფოციტებით აქტივირებული ლიმფოკინების ანტიგენ-დამოკიდებულ გამოთავისუფლებას.

ციკლოსპორინი სპეციფიკურად და შექცევადად მოქმედებს ლიმფოციტებზე.

ციტოსტატიკური საშუალებებისაგან განსხვავებით ციკლოსპორინი არ თრგუნავს ჰემოპოეზს და ზეგავლენას არ ახდენს ფაგოციტური უჯრედების ფუნქციაზე. პაციენტები, რომლებიც იღებენ სანდიმუნ ნეორალს®, ნაკლებად არიან მიდრეკილნი ინფექციების მიმართ, ვიდრე ის პაციენტები, რომლებიც გადიან სხვა ტიპის იმუნოსუპრესიულ თერაპიას.

ფარმაკოკინეტიკა

სანდიმუნ ნეორალის® პერორალურად მიღების შემდეგ სისხლში ციკლოსპორინის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო (Tmax​) შეადგენდა 1,5-2 საათს. ციკლოსპორინის აბსოლუტური პერორალური ბიოშეღწევადობა სანდიმუნ ნეორალის მიღების შემდეგ შეადგენს დაახლოებით 41%-ს, საინფუზიო ხსნარისთვის განკუთვნილ სანდიმუნის კონცენტრატთან შედარებით. სანდიმუნ ნეორალის პერორალური ხსნარი და სანდიმუნ ნეორალის რბილი ჟელატინის კაფსულები ბიოექვივალენტურია.

პრეპარატი სანდიმუნ ნეორალი® უზრუნველყოფს ციკლოსპორინის დოზა-დამოკიდებულ ხაზოვნებას (AUCB​) თერაპიული დოზების ფარგლებში, აბსორბციის სტაბილური პროფილით. ციკლოსპორინის შეწოვაზე პრაქტიკულად გავლენა არ მოუხდენია საკვების თანმხლებ მიღებას და ცირკადულ რიტმს.

აღნიშნული თვისებების წყალობით მცირდება ციკლოსპორინის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების ცვალებადობა ადამიანის ორგანიზმში და იზრდება კორელაციური კავშირი პრეპარატის ბაზალურ კონცენტრაციასა და მის სისტემურ ზემოქმედებას შორის.

ბიოშეღწევადობა

სანდიმუნ ნეორალის® შემანარჩუნებელი თერაპია უზრუნველყოფს ციკლოსპორინის უფრო მუდმივ ეფექტს მთელი დღის განმავლობაში, ისევე როგორც მთელი მკურნალობის პერიოდში.

სისხლში 33-47% ციკლოსპორინი პლაზმაშია, 4-9% ლიმფოციტებში, 5-12% გრანულოციტებში და 41-58% ერითროციტებში. პლაზმის ცილებთან შეკავშირება (ძირითადად ლიპოპროტეინებით) შეადგენს დაახლოებით 90%-ს.

ციკლოსპორინი მნიშვნელოვანწილად ექვემდებარება ბიოტრანსფორმაციას, რომლის შედეგად წარმოიქმნება დაახლოებით 15 მეტაბოლიტი. ორგანიზმიდან პრეპარატი გამოიყოფა ძირითადად ნაღველით, მიღებული პერორალური დოზის მხოლოდ 6% გამოიყოფა შარდით (უცვლელი ფორმით გამოიყოფა მხოლოდ 0,1%).

ციკლოსპორინის ნახევარგამოყოფის პერიოდი საკმაოდ ცვალებადია, რაც დამოკიდებულია ანალიზის მეთოდზე და მიზნობრივ პოპულაციაზე. T1/2 შეადგენს 6,3-20,4 საათს.

ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებული ჯგუფის პაციენტებში

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობა მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს ფარმაკოკინეტიკაზე, რადგან ციკლოსპორინის გამოყოდა ძირითადად ხდება ნაღველით.

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის უკმარისობა ახანგრძლივებს ციკლოსპორინის გამოყოფას. პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის მწვავე დარღვევები საჭიროა შრატში კრეატინინის დონის და სისხლში ციკლოსპორინის დონის გულდასმით გაკონტროლება და დოზების შესაბამისად კორექცია.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

სანდიმუნ ნეორალი®

SANDIMMUN NEORAL®

სავაჭრო სახელწოდება

სანდიმუნ ნეორალი®

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება

ციკლოსპორინი

წამლის ფორმა:

კაფსულები

შემადგენლობა:

გამოყენების ჩვენებები

ტრანსპლანტაცია

პარენქიმატოზული ორგანოების გადანერგვა:

თირკმლის, ღვიძლის, გულის, ფილტვის, კუჭქვეშა ჯირკვლის ალოტრანსპლანტატების, ასევე ფილტვის და გულის კომბინირებული ტრანსპლანტატის მოცილების პრევენცია;

ტრანსპლანტატის მოცილების მკურნალობა პაციენტებში, რომლებიც მანამდე იღებდნენ სხვა იმუნოდეპრესანტებს.

ძვლის ტვინის გადანერგვა:

ტრანსპლანტატის მოცილების პრევენცია ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ;

რეაქციის "ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ" პრევენცია და მკურნალობა.

ჩვენებები, რომლებიც არ უკავშირდებიან ტრანსპლანტაციას

ენდოგენური უვეიტი:

არაინფექციური ეტიოლოგიის აქტიური, მხედველობისათვის საშიში შუა ან უკანა უვეიტის მკურნალობა პაციენტებში, როდესაც ტრადიციული მკურნალობა არაეფექტურია ან იწვევს მიუღებელი გვერდითი ეფექტების განვითარებას.

ბეხჩეტის უვეიტის მკურნალობა ანთების განმეორებითი შეტევებით, რომელიც ვრცელდება ბადურაზე.

ნეფროზული სინდრომი:

სტეროიდდამოკიდებული და სტეროიდრეზისტენტული ნეფროზული სინდრომი მოზრდილებსა და ბავშვებში, რაც განპირობებულია თირკმლის გორგლების პათოლოგიებით, როგორიც არის ნეფროპათია მინიმალური ცვლილებებით, კეროვანი და სეგმენტური გლომერულოსკლეროზი, მემბრანული გლომერულონეფრიტი;

ინდუქცია ან რემისიის შენარჩუნება ნეფროზული სინრომის დროს;

სტეროიდებით გამოწვეული რემისიის შენარჩუნება, რაც იძლევა მათი მოხსნის საშუალებას;

რევმატოიდული ართრიტი:

აქტიური რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმები.

ფსორიაზი:

ფსორიაზის მძიმე ფორმები, როდესაც სტანდარტული მკურნალობა არაეფექტურია ან მიუღებელია.

ატოპიური დერმატიტი:

ატოპიური დერმატიტის მძიმე ფორმები, როდესაც აუცილებელია სისტემური თერაპია.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ციკლოსპორინის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

კრაზანას ( Hypericum Perforatum ) შემცველ პრეპარატებთან კომბინაცია.

პრეპარატებთან კომბინაცია, რომლებიც წარმოადგენენ P-გლიკოპროტეინის ეფლუქსურ გადამტანებს და ორგანული ანიონის ტრანსპორტერ ცილებს, რომელთა პლაზმური კონცენტრაციის მატება იწვევს სერიოზულ და/ან სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობებს, მაგალითად, ბოზენტანი, დაბიგატრან ეტექსილატი და ალისკირენი.

გამოყენების წესი და დოზები

სანდიმუნ ნეორალის® სადღეღამისო დოზა ყოველთვის უნდა გაიყოს 2 მიღებად.

შეწოვის და გამოყოფის გამოხატული ინტერ- და ინტრაინდივიდუალური ცვალებადობის, ასევე პრეპარატებთან ურთიერთქმედების ალბათობის გათვალისწინებით დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად კლინიკური შედეგის და ამტანობის მიხედვით. მოხმარებამდე კაფსულები არ უნდა ამოიღოთ ბლისტერიდან. კონტურულ უჯრედული შეფუთვის გახსნის შემდეგ აღინიშნება დამახასიათებელი სუნი, რაც ნორმალური მოვლენაა. კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად.

ტრანსპლანტაციის შემდეგ პაციენტებში უნდა ჩატარდეს სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციის რეგულარული მონიტორინგი, რათა თავიდან იქნას აცილებული გვერდითი ეფექტების განვითარება მაღალი დონის გამო და დაბალი კონცენტრაცით გამოწვეული ორგანოს მოცილება.

მკურნალობისას პაციენტებში, რომლთა ჩვენებებიც არ უკავშირდება ტრანსპლანტაციას, სისხლში ციკლოსპორინის დონის მონიტორინგს შეზღუდული მნიშვნელობა აქვს, გარდა მკურნალობის მოულოდნელი წარუმატებლობის ან რეციდივის შემთხვევებისა, როდესაც შეიძლება იყოს მიზანშეწონილი დადგინდეს ძალიან დაბალი კონცენტრაციის შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს მკურნალობის რეჟიმის დაუცველობით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეწოვის დარღვევით ან ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებით.

ტრანსპლანტაცია

პარენქიმატოზული ორგანოების გადანერგვა

სანდიმუნ ნეორალი® ინიშნება ოპერაციამდე 12 საათით ადრე დღიური დოზით 10-15 მგ/კგ (ორი მიღება). ოპერაციის შემდეგ 1-2 კვირის განმავლობაში პრეპარატი მიიღება ყოველ დღე იგივე დოზით, შემდეგ სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციის კონტროლის ფონზე დოზას თანდათან ამცირებენ შემანარჩუნებელი დღიური დოზის 2-6 მგ/კგ მიღწევამდე (ორი მიღება).

როდესაც სანდიმუნ ნეორალი® გამოიყენება სხვა იმუნოსუპრესიულ საშუალებებთან ერთად, (მაგ., კორტიკოსტეროიდებთან ან სამკომპონენტიანი ან ოთხკომპონენტიანი თერაპიის შემადგენლობაში) შესაძლებელია უფრო დაბალი დოზების დანიშვნა (მაგ.: 3-6 მგ/კგ დაყოფილი 2 დოზად საწყისი მკურნალობისთვის).

თუ გამოიყენება სანდიმუნის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარისთვის, რეკომენდებული დოზა პერორალური გამოყენებისათვის შეადგენს სანდიმუნ ნეორალის® შესაბამისი დოზის დაახლოებით ერთ მესამედს და რეკომენდებულია პაციენტების პერორალურ გამოყენებაზე გადაყვანა რაც შეიძლება სწრაფად.

ძვლის ტვინის გადანერგვა

საწყისი დოზა მიიღება ძვლის ტვინის გადანერგვის წინა დღეს. რეკომენდებული დღიური დოზა არის 12,5-15 მგ/კგ, 2 მიღება. აღნიშნული დოზები მიიღება გადანერგვის შემდეგ 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ გრძელდება პრეპარატ სანდიმუნ ნეორალის® შემანარჩუნებელი მკურნალობა დღიური დოზით დაახლოებით 12,5 მგ/კგ. შემანარჩუნებელი მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 3 თვეს (სასურველია 6 თვე), ამის შემდეგ კი დოზა თანდათან მცირდება სრულ მოხსნამდე 1 წლის განმავლობაში.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების შემთხვევაში, როდესაც მცირდება შეწოვა, შესაძლოა საჭირო გახდეს სანდიმუნ ნეორალის® უფრო მაღალი დოზების მიღება.

სანდიმუნ ნეორალის® შეწყვეტისას ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა განუვითარდეს რეაქცია „ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ“, რაც ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის განახლების შემდეგ. ასეთ შემთხვევებში უნდა დაინიშნოს საწყისი დოზა 10-12,5 მგ/კგ პერორალურად, შემდეგ კი ყოველდღიური შემანარჩუნებელი დოზა, რომელიც მანამდე საკმარისი იყო. აღნიშნული მდგომარეობის სამკურნალოდ, რომელიც სუსტად გამოხატული ფორმით მიმდინარეობს ქრონიკულად, მიიღება სანდიმუნ ნეორალის® დაბალი დოზები.

ჩვენებები, რომლებიც არ უკავშირდებიან ტრანსპლანტაციას

ისეთი ჩვენებების შემთხვევაში, რომლებიც არ უკავშირდებიან ტრანსპლანტაციას, სანდიმუნ ნეორალის® გამოყენებისას საჭიროა შემდეგი წესების დაცვა:

მკურნალობის დაწყებამდე უნდა დადგინდეს სისხლის შრატში კრეატინინის დონე სულ მცირე ორჯერ; მკურნალობის დროს უნდა შეფასდეს თირკმლის ფუნქცია დოზის კორექციისთვის.

დასაშვებია მხოლოდ მიღების პერორალური მეთოდი (არ გამოიყენება კონცენტრატი ინტრავენური ინფუზიისათვის), დღიური დოზა იყო 2 მიღებად.

დღიურმა დოზამ საერთო ჯამში არასდროს არ უნდა გაადაჭარბოს 5 მგ/კგ-ს, გარდა მხედველობისათვის საშიში ენდოგენური უვეიტის მქონე პაციენტებისა და ნეფროზული სინდრომის მქონე ბავშვებისა.

შემანარჩუნებელი მკურნალობისათვის მინიმალური ეფექტური და კარგად ასატანი დოზების დადგენა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად.

სანდიმუნ ნეორალით® მკურნალობა უნდა შეწყდეს თუ პაციენტებში გარკვეული დროის განმავლობაში (კონკრეტული ინფორმაცია იხ. ქვემოთ) ვერ მიიღწევა სათანადო რეაქცია ან ეფექტური დოზა არათავსებადია უსაფრთხოების მხრივ დადგენილ მითითებებთან.

ენდოგენური უვეიტი

რემისიის ინდუქციის მიზნით ინიშნება პრეპარატის საწყისი დღიური დოზა 5 მგ/კგ, ორ მიღებად, პერორალურად, აქტიური ანთების ნიშნების გაქრობამდე და მხედველობის სიმკვეთრის გაუმჯობესებამდე. ისეთ შემთხვევებში, რომლებიც ძნელად ექვემდებარებიან მკურნალობას, შესაძლებელია მცირე ხნით დღიური დოზის 7 მგ/კგ-მდე გაზრდა.

თუ მდგომარეობის გაკონტროლება ვერ ხერხდება მხოლოდ სანდიმუნ ნეორალის® საშუალებით, მაშინ საწყისი რემისიის მისაღწევად ან ანთების შეტევის კუპირების მიზნით შესაძლებელია სისტემური გლუკოკორტიკოიდების დამატება, პრედნიზოლონის დღიური დოზით 0,2-0,6 მგ/კგ (ან სხვა გლუკოკორტიკოსტეროიდი ექვივალენტური დოზით).

შემანარჩუნებელი მკურნალობის დროს დოზა უნდა შემცირდეს ნელ-ნელა უმცირესი ეფექტური დოზის მიღწევამდე, რომელიც დაავადების რემისიის პერიოდში არ უნდა აჭარბებდეს დღეში 5 მგ/კგ-ს.

ნეფროზული სინდრომი

რემისიის ინდუქციის მიზნით რეკომენდებული დღიური დოზა მიიღება პერორალურად 2 ჯერზე. თუ თირკმლის ფუნქცია ნორმალურია (არ გაითვალისწინება პროტეინურია), რეკომენდებული დღიური დოზა არის:

5 მგ/კგ მოზრილებისათვის;

6 მგ/კგ ბავშვებისათვის.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში საწყისმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს დღეში 2,5 მგ/კგ-ს.

თუ მხოლოდ სანდიმუნ ნეორალის® საშუალებით ვერ მიიღწეა დამაკმაყოფილებელი ეფექტი, განსაკუთრებით სტეროიდრეზისტენტურ პაციენტებში, მაშინ რეკომენდებულია პერორალური გლუკოკორტიკოიდების დაბალ დოზებთან კომბინაცია.

თუ 3 თვიანი მკურნალობის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესება სანდიმუნ ნეორალის® მიღება უნდა შეწყდეს.

დოზები უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად ეფექტურობის (პროტეინურია) და უსაფრთხოების (კრეატინინის დონე სისხლში) მაჩვენებლების გათვალისწინებით, მაგრამ დოზამ არ უნდა გადააჭარბოს დღეში 5 მგ/კგ-ს მოზრდილებში და 6 მგ/კგ-ს ბავშვებში.

შემანარჩუნებელი მკურნალობის დროს დოზა უნდა შემცირდეს ნელ-ნელა მინიმალურ ეფექტურ დოზამდე.

რევმატოიდული ართრიტი

მკურნალობის პირველი 6 კვირის განმავლობაში რეკომენდებული დოზა შეადგენს დღეში 3 მგ/კგ-ს, 2 მიღებად. არასათანადო ეფექტის შემთხვევაში დღიური დოზა შეიძლება ნელ-ნელა გაიზარდოს პაციენტის ამტანობის მიხედვით, მაგრამ არ უნდა გადააჭარბოს 5 მგ/კგ-ს. სრული ეფექტის მისაღწევად შესაძლოა საჭირო გახდეს სანდიმუნ ნეორალის® დაახლოებით 12 კვირის განმავლობაში მიღება.

შემანარჩუნებელი მკურნალობის დროს დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად პრეპარატის ამტანობის მიხედვით.

სანდიმუნ ნეორალი® შეიძლება დაინიშნოს გლუკოკორტიკოიდების და/ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების დაბალ დოზებთან ერთად. სანდიმუნ ნეორალი® ასევე შეიძლება დაინიშნოს მეტოტრექსატის დაბალი დოზების 1 კვირიან კურსთან კომბინაციაში იმ პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში მეტოტრექსატის მონოთერაპიაზე რეაქცია არადამაკმაყოფილებელია. სანდიმუნ ნეორალის® საწყისი დოზა შეადგენს დღეში 2,5 მგ/კგ-ს 2 მიღებად, ამასთანავე დოზა შეიძლება გაიზარდოს ისეთ დონემდე, რომლის ზღვარიც განისაზღვრება ამტანობით.

ფსორიაზი

ვინაიდან აღნიშული დაავადება ცვალებადი ხასიათისაა, შესაბამისად მკურნალობა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად. რემისიის ინდუქციისათვის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს დღეში 2,5 მგ/კგ-ს პერორალურად, 2 მიღებად. თუ 1 თვიანი მკურნალობის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესება შესაძლებელია დღიური დოზის ნელ-ნელა გაზრდა, მაგრამ არ უნდა გადააჭარბოს 5 მგ/კგ-ს. მკურნალობა უნდა შეწყდეს თუ დღეში 5 მგ/კგ დოზებით 6 კვირიანი მკურნალობის შემდეგ ვერ მიიღწევა დამაკმაყოფილებელი ეფექტი ფსორიაზის გამოვლინების მხრივ ან ეფექტური დოზა არ შეესაბამება უსაფრთხოების დადგენილ მაჩვენებლებს.

დღეში 5 მგ/კგ საწყისი დოზის მიღება გამართლებულია პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა საჭიროებს სწრაფად გაუმჯობესებას. დამაკმაყოფილებელი ეფექტის მიღწევის შემთხვევაში შესაძლებელია სანდიმუნ ნეორალის® შეწყვეტა, ხოლო ახალი რეციდივის შემთხვევაში მკურნალობა უნდა განმეორდეს წინა ეფექტური დოზებით. ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობა.

შემანარჩუნებელი მკურნალობის დროს დოზების შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, მინიმალურ ეფექტურ დონემდე და არ უნდა გადააჭარბოს დღეში 5 მგ/კგ-ს.

ატოპიური დერმატიტი

ვინაიდან აღნიშნული მდგომარეობა ცვალებადი ხასიათისაა, შესაბამისად მკურნალობა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად. რეკომენდებული დოზა შეადგენს დღეში 2,5-5 მგ/კგ-ს, პერორალურად 2 მიღებად. თუ 2 კვირის განმავლობაში დღეში 2,5 მგ/კგ საწყისი დოზის მიღებისას არ მიიღწევა დამაკმაყოფილებელი ეფექტი, მაშინ დღიური დოზა შეიძლება სწრაფად გაიზარდოს მაქსიმალურ დოზამდე, რომელიც შეადგენს 5 მგ/კგ-ს. ძალიან მძიმე შემთხვევების დროს დაავადების სწრაფი და სათანადო კონტროლის მიღწევა შესაძლებელია საწყისი დღიური 5 მგ/კგ დოზით. დამაკმაყოფილებელი ეფექტის მიღწევის შემდეგ დოზა ნელ-ნელა უნდა შემცირდეს და თუ შესაძლებელია სანდიმუნ ნეორალის® მიღება უნდა შეწყდეს. რეციდივის შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის განმეორებითი კურსის ჩატარება.

მართალია 8 კვირიანი მკურნალობის კურსი შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს კანის საფარის გასაწმენდად, მაგრამ დამტკიცებულია, რომ დაახლოებით 1 წლიანი მკურნალობა ეფექტურია და კარგად აიტანება იმ პირობით თუ კონტროლდება ყველა საჭირო მაჩვენებელი.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

თირკმლის უკმარისობა

ციკლოსპორინი ექვემდებარება მინიმალურ თირკმლისმიერ გამოყოფას და მისი ფარმაკოკინეტიკა არ არის დამოკიდებული თირკმლის უკმარისობაზე. თუმცა, ნეფროტოქსიური პოტენციალის გათვალისწინებით რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის გულდასმით გაკონტროლება.

ჩვენებები, რომლებიც არ უკავშირდებიან ტრანსპლანტაციას

ციკლოსპორინი არ მიიღება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევები, გარდა ნეფროზული სინდრომისა. ნეფროზული სინდრომის და თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში საწყისმა დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 2,5 მგ/კგ-ს.

ღვიძლის უკმარისობა

ციკლოსპორინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში. ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი მერყეობდა 6,3 საათიდან (ჯანმრთელ მოხალისეებში) 20,4 საათამდე (ღვიძლის მწვავე დაავადებების მქონე პაციენტებში). ღვიძლის სერიოზული დაავადების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს პრეპარატის დოზების შემცირება შემანარჩუნებელ დონემდე რეკომენდებული სამიზნე დიაპაზონის ფარგლებში.

პედიატრია

ბავშვებში ციკლოსპორინის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. კლინიკურ კვლევებში მონაწილეობდნენ 1 წლიდან ასაკის ბავშვები, რომელთაც აძლევდნენ ციკლოსპორინის სტანდარტულ დოზებს განსაკუთრებული პრობლემების გარეშე. რამდენიმე კვლევაში პედიატრიულ პაციენტებს დასჭირდათ ციკლოსპორინის უფრო მაღალი ასატანი დოზები (სხეულის 1 კგ-ზე) მოზრდილ პაციენტებთან შედარებით.

სანდიმუნ ნეორალის® გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში ისეთი ჩვენებების დროს, რომლებიც არ არის დაკავშირებული ტრანსპლანტაციასთან, გარდა ნეფროზული სინდრომისა.

ხანდაზმული ასაკი (≥ 65 წელი)

ხანდაზმულ პაციენტებში სანდიმუნ ნეორალის® გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია, თუმცა პრეპარატის რეკომენდებული დოზების მიღებისას არ დაფიქსირებულა შეტყობინებები სპეციფიკური პრობლემების შესახებ.

ციკლოსპორინის პერორალური დოზების გამოყენებით ჩატარებულ რევმატოიდული ართრიტის კლინიკურ კვლევებში პაციენტების 17,5% იყო ≥65 წლის. მკურნალობის დროს უფრო ხშირად აღინიშნებოდა სისტოლური ჰიპერტენზია და 3-4 თვიანი მკურნალობის შემდეგ შრატში კრეატინინის დონის ≥50%-ით მომატება საწყის მაჩვენებლებთან შედარებით.

ტრანსპლანტაციის შემდეგ და ფსორიაზით დაავადებულ პაციენტებში ჩატარებულ ციკლოსპორინის კლინიკურ კვლევებში ≥65 წლის პაციენტების რაოდენობა არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ განსაზღვრულიყო ახალგაზრდებთან შედარებით რეაქციების მხრივ დაფიქსირებული განსხვავებები. კლინიკურ გამოცდილებაში არ გამოვლენილა რეაქციების მხრივ განსხვავებები ხანდაზმულ და ახალგაზრდა პაციენტებს შორის.

ზოგადად სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში დოზების შერჩევისას, ჩვეულებრივ მკურნალობა იწყება მინიმალური დოზით, რაც განპირობებულია იმით, რომ მოცემული ჯგუფის პაციენტებში ხშირად აღინიშნება ღვიძლის, თირკმლის ან გულის ფუნქციების დაქვეითება, ასევე თანმხლები დაავადებები ან სხვა სახის მკურნალობა.

ციკლოსპორინის ერთი პერორალური ფორმიდან მეორეზე გადასვლა

ციკლოსპორინის ერთი პერორალური ფორმიდან მეორეზე გადასვლა უნდა მოხდეს სიფრთხილით და ექიმის მეთვალყურეობით. გამოშვების ახალი ფორმის მიღებასთან ერთად უნდა გაკონტროლდეს სისხლში ციკლოსპორინის დონე, რომ მიღწეულ იქნეს აღნიშნულ ფორმაზე გადასვლამდე დაფიქსირებული დონე.

გვერდითი რეაქციები

კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას გამოვლენილი ძირითადი გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია პრეპარატ სანდიმუნ ნეორალის® გამოყენებასთან, მოიცავს თირკმლის ფუნქციის დარღვევას, ტრემორს, ჰირსუტიზმს, არტერიულ ჰიპერტენზიას, დიარეას, ანორექსიას, გულისრევას და ღებინებას.

პრეპარატით გამოწვეული გვერდითი რეაქციების უმეტესობა დამოკიდებულია დოზირების რეჟიმზე და შექცევადი ხასიათისაა დოზების შემცირებისას. საერთო ჯამში გვერდითი რეაქციების დიაპაზონი ერთნაირია სხვადასხვა ჩვენებების დროს, თუმცა განსხვავდება მათი სიხშირე და სიმწვავე. პაციენტებში, რომელთაც ჩაუტარდათ ტრანსპლანტაცია, მაღალი საწყისი დოზების და ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობის საჭიროების გამო გვერდითი ეფექტები უფრო ხშირია და ჩვეულებრივ გაცილებით გამოხატულია ვიდრე სხვა ჩვენებების შემთხვევაში.

პრეპარატის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ დაფიქსირდა ანაფილაქტოიდური რეაქციები.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ იმუნოდეპრესანტებს, მათ შორის სანდიმუნ ნეორალს® ან გადიან ციკლოსპორინის შემცველ მკურნალობას, იზრდება ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი და პარაზიტული ინფექციების განვითარების რისკი. შესაძლებელია გენერალიზებული და ლოკალური ინფექციების განვითარება, ასევე მკურნალობის დაწყებამდე არსებული ინფექციური დაავადებების გამწვავება. პოლიომავირუსული ინფექციების ხელახალმა აქტივაციამ შესაძლოა განაპირობოს პოლიომავირუსით გამოწვეული ნეფროპათიის (PVAN) ან JC-ვირუსით გამოწვეული პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიის (PML) განვითარება. არსებობს ინფორმაცია სერიოზული და/ან ლეტალური შემთხვევების შესახებ.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ იმუნოდეპრესანტებს, მათ შორის სანდიმუნ ნეორალს® ან გადიან ციკლოსპორინის შემცველ მკურნალობას, იზრდება ლიმფომების ან ლიმფოპროლიფერაციული დაავადებების და სხვა, განსაკუთრებით კანის ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების რისკი. ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების განვითარების სიხშირე იზრდება მკურნალობის ინტენსივობის და ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად. ზოგიერთი ავთვისებიანი სიმსივნე იწვევს ლეტალურ შედეგს.

პრეპარატის გვერდითი რეაქციები (კლინიკური კვლევების მიხედვით) ჩამოთვლილია MedDRA-ს (ნორმატიულ-სამართლებრივი საქმიანობის სამედიცინო ლექსიკონი) ორგანოთა კლასების საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით. თითოეულ კლასში გვერდითი რეაქციები დაჯგუფებულია სიხშირის მიხედვით, პირველ რიგში მოცემულია ყველაზე ხშირი მოვლენები. გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია სიმწვავის კლებადობის მიხედვით. სიხშირის კატეგორია განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით (CIOMS III): ძალიან ხშირად ( 1/10); ხშირად ( 1/100, <1/10); ნაკლებად ხშირად (≥ 1/1 000, <1/100), იშვიათად (≥ 1/10 000, <1/1 000), ძალიან იშვიათად (<1/10 000), ცალკეული შემთხვევების ჩათვლით.

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ:

ხშირად: ლეიკოპენია.

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ:

ძალიან ხშირად: ანორექსია, ჰიპერგლიკემია.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:

ძალიან ხშირად: ტრემორი, თავის ტკივილი.

ხშირად: კონვულსიები, პარესთეზია.

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ:

ძალიან ხშირად: ჰიპერტენზია.

ხშირად: ჰიპერემია.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

ძალიან ხშირად: გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი მუცლის არეში, დიარეა, ღრძილების ჰიპერპლაზია.

ხშირად: პეპტიდური წყლული.

დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ:

ხშირად: ჰეპატოტოქსიურობა.

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:

ძალიან ხშირად: ჰირსუტიზმი.

ხშირად: აკნე, გამონაყარი.

დარღვევები თირკმელების და საშარდე გზების მხრივ:

ძალიან ხშირად: თირკმელების ფუნქციის დარღვევა.

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ:

ძალიან ხშირად: მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა პრეპარატის შეყვანის ადგილას:

ხშირად: ციებ-ცხელება. შეშუპება.

გვერდითი რეაქციები პოსტმარკეტინგული კვლევების მიხედვით (სიხშირე უცნობია)

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ:

თრომბული მიკროანგიოპათია, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, თრომბული თრომბოციტოპენიური პურპურა, ანემია, თრომბოციტოპენია.

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ:

ჰიპერლიპიდემია; ჰიპერურიკემია; ჰიპერკალიემია; ჰიპომაგნიემია.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:

ენცეფალოპათია, უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომის ჩათვლით, ისეთი ნიშნები და სიმპტომები, როგორიც არის კრუჩხვები, გონების არევა, ორიენტაციი დარღვევა, რეაქციის დაქვეითება, აღგზნება, უძილობა, მხედველობის დარღვევები, ქერქული სიბრმავე, კომა, პარეზები, ნათხემის ატაქსია, მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება, მათ შორის მხედველობის ნერვის დვრილის შეშუპება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის დარღვევა კეთილთვისებიანი ქალასშიდა ჰიპერტენზიის ფონზე, პერიფერიული ნეიროპათია, შაკიკი.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

მწვავე პანკრეატიტი.

დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ:

ჰეპატოტოქსიურობა და ღვიძლის დაზიანებები, მათ შორის ქოლესტაზი, სიყვითლე, ჰეპატიტი და ღვიძლის უკმარისობა, ზოგჯერ ლეტალური გამოსავალით.

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:

ჰიპერტრიქოზი.

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:

მიოპათია; კუნთების სპაზმები, მიალგია, კუნთების სისუსტე, ქვედა კიდურების ტკივილი.

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ:

გინეკომასტია.

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა პრეპარატის შეყვანის ადგილას:

დაღლილობა, წონის მომატება.

პრეპარატის ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ჰეპატოტოქსიურობა და ღვიძლის დაზიანება

დაფიქსირდა შეტყობინებები ჰეპატოტოქსიურობის და ღვიძლის დაზიანების, მათ შორის ქოლესტაზის, სიყვითლის, ჰეპატიტის და ღვიძლის უკმარისობის შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ციკლოსპორინს. შემთხვევების უმეტესობა ეხებოდა პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებოდათ სერიოზული თანმხლები დაავადებები, სხვადასხვა საწყისი გარემოებები და სხვა დამამძიმებელი ფაქტორები, მათ შორის ინფექციური გართულებები და პოტენციურად ჰეპატოტოქსიური პრეპარატების თანმხლები მიღება. ზოგ შემთხვევაში, ძირითადად კი ტრანსპლანტაციის შემდეგ დაფიქსირდა ლეტალური გამოსავალი.

მწვავე და ქრონიკული ნეფროტოქსიურობა

კალცინევრინის ინჰიბიტორებით (CNIs), მათ შორის ციკლოსპორინით და ციკლოსპორინის შემცველი რეჟიმით მკურნალობის დროს იზრდება მწვავე ან ქრონიკული ნეფროტოქსიურობის განვითარების რისკი. არსებობს შეტყობინებები სანდიმუნ ნეორალის® გამოყენებასთან დაკავშირებული შემთხვევების შესახებ. მწვავე ნეფროტოქსიურობასთან ასოცირდებოდა იონური ჰემოსტაზის დარღვევა (ჰიპერკალიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპერურიკემია), რაც უმეტესაც განვითარდა მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში. არსებობს ინფორმაცია ქრონიკული მორფოლოგიური ცვლილებების (არტერიოლების ჰიალინოზი, მილაკოვანი ატროფია და ინტერსტიციური ფიბროზი) შესახებ.

ქვედა კიდურების ტკივილი

არსებობს შეტყობინებები ქვედა კიდურების ტკივილის შესახებ, რომელიც უკავშირდება ციკლოსპორინის გამოყენებას. ქვედა კიდურების ტკივილი წარმოადგენდა ლიტერატურაში აღწერილი კალცინევრინის ინჰიბიტორებით (Calcineurin-Inhibitor Induced Pain Syndrome (CIPS)) სტიმულირებული ტკივილის სინდრომის გამოვლინებას.

ჭარბი დოზა

მონაცემები ციკლოსპორინის ჭარბი დოზირების მწვავე შემთხვევების შესახებ შეზღუდულია.

სიმპტომები: 10 გ-ზე მეტი პერორალური დოზების (დაახლოებით 150 მგ/კგ) მიღებისას კლინიკური შედეგები შედარებით უმნიშვნელო იყო (ღებინება, ძილიანობა, თავის ტკივილი, ტაქიკარდი) და ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა საშუალო სიმწვავის თირკმლის ფუნქციის შექცევადი ხასიათის დარღვევები. დღენაკლულ ახალშობილებში პრეპარატის შემთხვევითმა პარენტერალურმა ჭარბმა დოზამ გამოიწვია მწვავე ინტოქსიკაცია.

მკურნალობა: დოზის გადაჭარბებისას ყველა შემთხვევაში საჭიროა სიმპტომური მკურნალობის ჩატარება და ზოგადი შემანარჩუნებელი ზომების მიღება. ჭარბი დოზის მიღებიდან პირველი საათების განმავლობაში უნდა მოხდეს ღებინების პროვოცირება და კუჭის ამორეცხვა. პრეპარატი პრაქტიკულად არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით და ჰემოპერფუზიით აქტივირებული ნახშირის გამოყენებით.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატ სანდიმუნ ნეორალის® დანიშვნა უნდა მოხდეს მხოლოდ ისეთი ექიმების მიერ, რომელთაც გააჩნიათ იმუნოდეპრესიული მკურნალობის ჩატარების გამოცდილება და რომლებიც უზრუნველყოფენ პაციენტებზე სათანადო დაკვირვებას, მათ შორის რეგულარულ სრულ გამოკვლევას, არტერიული წნევის გაზომვას და უსაფრთხოების მხრივ ლაბორატორიული მაჩვენებლების გაკონტროლებას. ტრანსპლანტაციის შემდეგ პრეპარატის მიღებისას პაციენტებზე დაკვირვება უნდა მოხდეს მხოლოდ ისეთ დაწესებულებებში, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან გამოცდილების მქონე სამედიცინო პერსონალით, სათანადო ლაბორატორიული და სხვა სახის რესურსებით. შემანარჩუნებელ მკურნალობაზე პასუხისმგებელი ექიმი უნდა ფლობდეს სრულ ინფორმაციას პაციენტის მართვის პროცესის შესახებ.

ლიმფომები და სხვა ავთვისებიანი სიმსივნეები

სხვა იმუნოდეპრესანტების მსგავსად ციკლოსპორინი ზრდის ლიმფომების და სხვა, განსაკუთრებით კანის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების განვითარების რისკს. რისკის ზრდას უფრო მეტად იწვევს იმუნოდეპრესიის ხარისხი და ხანგრძლივობა, ვიდრე კონკრეტული პრეპარატის გამოყენება. იმუნოდეპრესანტების კომპლექსური სახით გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო, რომ არ განვითარდეს ლიმფოპროლიფერაციული დარღვევები და პარენქიმატოზული ორგანოების სიმსივნეები, მათ შორის დადასტურებული ლეტალური გამოსავალით.

ვინაიდან არსებობს კანის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების განვითარების ალბათობა, შესაბამისად პაციენტებს, რომლებიც იღებენ სანდიმუნ ნეორალს®, უნდა მიეცეთ გაფრთხილება, რომ ზედმეტად მზის ქვეშ ყოფნა დამცავი საშუალებების გარეშე მავნეა და დაუშვებელია ამავდროულად ულტრაიისფერი დასხივების მიღება ან PUVA (ფსორალენ+ულტრაიისფერი სხივები) თერაპია.

ინფექციები

სხვა იმუნოდეპრესანტების მსგავსად ციკლოსპორინის მიღება განაპირობებს სხვადასხვა ბაქტერიული, სოკოვანი, პარაზიტული და ვირუსული ინფექციების განვითარებას, რომლებიც ხშირად გამოწვეულია ოპორტუნისტული პათოგენებით.

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ციკლოსპორინს, აღინიშნა ლატენტური პოლიომავირუსული ინფექციების გააქტიურება, რამაც შესაძლოა განაპირობოს პოლიომავირუსით გამოწვეული ნეფროპათია (PVAN), განსაკუთრებით კი კოხის ჩხირით გამოწვეული ვისურული ნეფროპათია (BKVN) ან JC-ვირუსით გამოწვეული პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია (PML). ასეთი პრობლემები ხშირად დაკავშირებულია ძლიერ იმუნოდეპრესიულ დატვირთვასთან და საჭიროა მათი გათვალისწინება სუსტი იმუნიტეტის მქონე პაციენტების დიფერენციალური დიაგნოსტიკის დროს, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება ან ნევროლოგიური სიმპტომები. არსებობს ინფორმაცია სერიოზული და/ან ლეტალური შედეგების შესახებ. საჭიროა ეფექტური პრევენციული და თერაპიული სტრატეგიის გამოყენება, განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთაც სჭირდებათ მრავალკომპონენტიანი ხანგრძლივი იმუნოდეპრესიული მკურნალობა.

მწვავე და ქრონიკული ნეფროტოქსიურობა

სანდიმუნ ნეორალით® მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხშირად ვლიდნება პოტენციურად სერიოზული გართულება, როგორიც არის შრატში კრეატინინის და შარდოვანას დონის მომატება. აღნიშნული ფუნქციური ცვლილებები დამოკიდებულია დოზებზე და შექცევადი ხასიათისაა; ჩვეულებრივ აღნიშნული მაჩვენებლები ნორმას უბრუნდებიან დოზების შემცირების შემდეგ. ზოგიერთ პაციენტში პრეპარატის ხანგრძლივად მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელების სტრუქტურული ცვლილებები (მაგ: არტერიოლების ჰიალინოზი, მილაკოვანი ატროფია და ინტერსტიციური ფიბროზი), რომელთა დიფერენცირება უნდა მოხდეს ორგანოს ქრონიკული მოცილებისათვის დამახასიათებელი ნიშნებისაგან თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ. გულდასმით უნდა გაკონტროლდეს თირკმლის ფუნქციის მაჩვენებლები. ნორმიდან გადახრის შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება.

ჰეპატოტოქსიურობა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

სანდიმუნ ნეორალმა® ასევე შეიძლება გამოიწვიოს შრატში ბილირუბინის და ღვიძლის ფერმენტების დოზაზე დამოკიდებული შექცევადი ხასიათის ზრდა. არსებობს შეტყობინებები ჰეპატოტოქსიურობის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, მათ შორის ქოლესტაზის, სიყვითლის, ჰეპატიტის და ღვიძლის უკმარისობის შესახებ. უმეტესად ასეთი შემთხვევები გამოვლინდა ისეთ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებოდათ სერიოზული თანმხლები და ძირითადი დაავადებები, დამამძიმებელი ფაქტორები, მათ შორის ინფექციური გართულებები და ჰეპატოტოქსიური პოტენციალის მქონე თანმხლები მკურნალობა. ზოგ შემთხვევაში, ძირითადად კი ტრანსპლანტატის მქონე პაციენტებში დაფიქსირდა ლეტალური გამოსავალი. გულდასმით უნდა გაკონტროლდეს ღვიძლის ფუნქციის შესაბამისი მაჩვენებლები. ნორმიდან გადახრის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება.

პრეპარატის გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში

ხანდაზმულ პაციენტებში განსაკუთრებით ყურადღებით უნდა გაკონტროლდეს თირკმლის ფუნქცია.

ციკლოსპორინი დონის კონტროლი ტრანსპლანტატის მქონე პაციენტებში

ტრანსპლანტატის მქონე პაციენტებში სანდიმუნ ნეორალის® გამოყენებისას უსაფრთხოების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლში ციკლოსპორინის დონის რეგულარულად გაკონტროლება.

სისხლში ციკლოსპორინის დონის განსაზღვრა სასურველია მოხდეს სპეციფიკური მონოკლონური ანტისხეულების საშუალებით (უცვლელი პრეპარატის რაოდენობის განსაზღვრა) ან მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიის მეთოდით. პლაზმაში ან შრატში რაოდენობრივი განსაზღვრა უნდა მოხდეს დაყოფის სტანდარტული მეთოდით (დრო და ტემპერატურა).

ღვიძლის ტრანსპლანტატის მქონე პაციენტებში იმუნოსუპრესიის შესაბამისი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით სისხლში ციკლოსპორინის დონის გაკონტროლება მკურნალობის საწყის ეტაპზე უნდა მოხდეს მხოლოდ სპეციფიკური მონოკლონური ანტისხეულების საშუალებით ან სპეციფიკური და არასპეციფიკური მონოკლონური ანტისხეულების გამოყენებით პარალელური განსაზღვრის მეთოდით.

მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ ციკლოსპორინის დონე სისხლში, პლაზმაში ან შრატში წარმოადგენს იმ მრავალ ფაქტორიდან ერთ-ერთს, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე. შესაბამისად შედეგები განიხილება როგორც მხოლოდ მკურნალობის რეკომენდაცია მთელ რიგ სხვა კლინიკურ და ბიოქიმიურ მაჩვენებლებთან კონტექსტში.

არტერიული წნევის კონტროლი

სანდიმუნ ნეორალით® მკურნალობის დროს რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს არტერიული წნევის მაჩვენებლები. არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევაში არტერიული წნევის დასაწევად უნდა ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა. უპირატესობა ენიჭება ისეთ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებს, რომლებიც ზეგავლენას არ ახდენენ ციკლოსპორინის ფარმაკოკინეტიკაზე (მაგ.: ისრადიპინი).

სისხლში ლიპიდების დონის მომატება

არსებობს ცალკეული შეტყობინებები სისხლში ლიპიდების დონის უმნიშვნელო, შექცევადი ხასიათის ზრდის შესახებ. ლიპიდების დონე უნდა შემოწმდეს მკურნალობის დაწყებამდე ერთი თვით ადრე და მკურნალობის დასრულებიდან ერთ თვეში. ლიპიდების დონის ზრდის შემთხვევაში საჭიროა კვების რაციონში ცხიმის წილის შემცირება და აუცილებლობისას უნდა გადაიხედოს დოზების შემცირების საკითხი.

ჰიპერკალიემია

ციკლოსპორინის მიღებისას იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი, განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ თირკმლის ფუნქცია. ციკლოსპორინი სიფრთხილით ინიშნება კალიუმის დამზოგველ პრეპარატებთან (მაგ.: კალიუმის დამზოგველი შარდმდენები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები) და კალიუმის შემცველ საშუალებებთან ერთად ან კალიუმით მდიდარ დიეტაზე მყოფ პაციენტებში. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია კალიუმის დონის გაკონტროლება.

ჰიპომაგნიემია

ციკლოსპორინის მიღებისას იზრდება მაგნიუმის კლირენსი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სიმპტომური ჰიპომაგნიემია, განსაკუთრებით პერიტრანსპლანტაციურ პერიოდში. აღნიშნულ პერიოდში რეკომენდებულია სისხლის შრატში მაგნიუმის დონის გაკონტროლება, განსაკუთრებით კი თუ აღინიშნება ნევროლოგიური სიმპტომები. საჭიროების შემთხვევაში დამატებით ინიშნება მაგნიუმის პრეპარატები.

ჰიპერურიკემია

სიფრთხილეა საჭირო ჰიპერურიკემიის მქონე პაციენტების მკურნალობისას.

ცოცხალი დასუსტებული ვაქცინები

პრეპარატ სანდიმუნ ნეორალით® მკურნალობის დროს ვაქციანაცია შესაძლოა ნაკლებ ეფექტური აღმოჩნდეს. ცოცხალი დასუსტებული ვაქცინების გამოყენება არ არის რეკომენდებული.

პრეპარატებთან ურთიერთქმედება

სიფრთხილეა საჭირო ლერკანიდიპინის და ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენებისას.

ციკლოსპორინმა შესაძლოა გაზარდოს სისხლში ისეთი პრეპარატების კონცენტრაცია, რომლებიც წარმოადგენენ P-გლიკოპროტეინის ტრანსპორტერების ან ორგანული ანიონ ტრანსპორტერი ცილების სუბსტრატებს, როგორიც არის ალისკირენი, დაბიგატრინი ან ბოსენტანი. ციკლოსპორინის და ალისკირენის ერთობლივად გამოყენება არ არის რეკომენდებული. მოერიდეთ ციკლოსპორინის დაბიგატრინთან ან ბოსენტანთან კომბინაციას. აღნიშნული რეკომენდაციები ეფუძნება მოცემული ურთიერთქმედების შესაძლო კლინიკურ ზეგავლენას.

ციკლოსპორინისა და კრაზანას (Hypericum perforatum) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ციკლოსპორინის დონის შემცირება, რამაც თავის მხრივ, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ციკლოსპორინის კლინიკურ ეფექტურობაზე. ამგვარად, უნდა მოერიდოთ ციკლოსპორინისა და კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი მცენარეული პრეპარატების ერთდროულად მიღებას.

განსაკუთრებული დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი

ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში, ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტებში, ალკოჰოლიზმით დაავადებულ პირებში, ბავშვებში პრეპარატ სანდიმუნ ნეორალის® დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ეთანოლის შემცველობა.

სიფრთხილის სხვა ზომები ისეთი ჩვენებების დროს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ტრანსპლანტაციასთან

პრეპარატი სანდიმუნ ნეორალი® არ მიიღება პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ თირკმლის ფუნქცია (გარდა ნეფროზული სინდრომისა, როდესაც თირკმლის ფუნქციის დარღვევა დასაშვები ხარისხისაა), აღენიშნებათ არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტონია, არაკონტროლირებადი ინფექციები და ნებისმიერი სახის ავთვისებიანი სიმსივნე.

სიფრთხილის სხვა ზომები ენდოგენური უვეიტის დროს

ვინაიდან პრეპარატმა სანდიმუნ ნეორალმა® შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა, შესაბამისად აუცილებელია თირკმლის ფუნქციის ხშირად გაკონტროლება. თუ რამდენჯერმე შემოწმებისას შრატში კრეატინინის დონე საწყის მაჩვენებელთან (პრეპარატ სანდიმუნ ნეორალით® მკურნალობის დაწყებამდე) შედარებით >30%-ით მაღალია, მაშინ დოზები უნდა შემცირდეს 25-50%-ით. თუ ზრდა საწყისი მაჩვენებლიდან 50%-ს აღემატება, უნდა განიხილებოდეს შემდგომი შემცირება. აღნიშნული რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია იმ შემთხვევაშიც კი თუ კრეატინინის კონცენტრაციის მაჩვენებელი კვლავ ლაბორატორიული ნორმის ფარგლებში რჩება.

სანდიმუნ ნეორალი® სიფრთხილით ინიშნება ბეჰჩეტის ნევროლოგიური სინდრომის მქონე პაციენტებში. ასეთ პაციენტებში გულდასმით უნდა გაკონტროლდეს ნევროლოგიური სტატუსი.

ენდოგენური უვეიტის მქონე ბავშვებში სანდიმუნ ნეორალის® გამოყენება სათანადოდ არ არის შესწავლილი.

სიფრთხილი სხვა ზომები ნეფროზული სინდრომის დროს

ვინაიდან პრეპარატმა სანდიმუნ ნეორალმა® შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა, შესაბამისად აუცილებელია თირკმლის ფუნქციის ხშირად გაკონტროლება. თუ რამდენჯერმე შემოწმებისას შრატში კრეატინინის დონე საწყის მაჩვენებელთან (პრეპარატ სანდიმუნ ნეორალით® მკურნალობის დაწყებამდე) შედარებით >30%-ით მაღალია, მაშინ დოზები უნდა შემცირდეს 25-50%-ით. თუ ზრდა საწყისი მაჩვენებლიდან 50%-ს აღემატება, უნდა განიხილებოდეს შემდგომი შემცირება. თუ პაციენტს თავიდანვე აღენიშნება თირკმლის ფუნქციის დარღვევა საწყისი დღიური დოზა შეადგენს 2,5 მგ/კგ-ს. ყურადღებით უნდა გაკონტროლდეს ასეთი პაციენტების მდგომარეობა.

ნეფროზული სინდრომით გამოწვეული თირკმლის ფუნქციის ცვლილების გამო ზოგიერთ პაციენტში ძნელია პრეპარატ სანდიმუნ ნეორალით® გამოწვეული თირკმლის ფუნქციის დარღვევის გამოვლენა. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ რიგ შემთხვევებში პრეპარატ სანდიმუნ ნეორალით® გამოწვეული თირკმლის სტრუქტურული ცვლილებები აღინიშნა შრატში კრეატინინის დონის მომატების გარეშე. სტეროიდდამოკიდებული ნეფროპათიის მქონე პაციენტებში, როდესაც სანდიმუნ ნეორალის® შემანარჩუნებელი მკურნალობა 1 წელზე მეტ ხანს გრძელდება მცირე ცვლილების შემთხვევაში ნაჩვენებია თირკმლის ბიოფსია.

ნეფროზული სინდრომის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ იმუნოდეპრესანტებს (მათ შორის ციკლოსპორინს) აღინიშნა ავთვისებიანი სიმსივნეების (ჰოჯკინის ლიმფომის ჩათვლით) იშვიათი შემთხვევები.

სიფრთხილის სხვა ზომები რევმატოიდული ართრიტის დროს

ვინაიდან პრეპარატმა სანდიმუნ ნეორალმა® შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა, შესაბამისად მკურნალობის დაწყებამდე უნდა დადგინდეს შრატში კრეატინინის საწყისი საწმუნო დონე სულ მცირე ორჯერ. პირველი სამი თვის განმავლობაში კრეატინინის დონე უნდა გაკონტროლდეს 2 კვირიანი ინტერვალებით, შემდეგ თვეში 1-ჯერ. 6 თვიანი მკურნალობის შემდეგ შრატში კრეატინინის დონე უნდა შემოწმდეს ყოველ 4-8 კვირაში ძირითადი დაავადების სტაბილურობის, თანმხლები მკურნალობის და თანმხლები დაავადების გათვალისწინებით. შრატში კრეატინინის დონე უფრო ხშირად უნდა გაკონტროლდეს სანდიმუნ ნეორალის® დოზების მომატებისას, თანმხლები მკურნალობის სახით ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების დანიშვნისას ან მათი დოზების მომატებისას. თუ რამდენჯერმე შემოწმებისას შრატში კრეატინინის დონე საწყის მაჩვენებელთან (მკურნალობის დაწყებამდე) შედარებით >30%-ით მაღალია, მაშინ დოზები უნდა შემცირდეს. თუ შრატში კრეატინინის დონე იზრდება >50%-ით, მაშინ დოზა უნდა შემცირდეს 50%-ით. აღნიშნული რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია იმ შემთხვევაშიც კი თუ კრეატინინის კონცენტრაციის მაჩვენებელი კვლავ ლაბორატორიული ნორმის ფარგლებში რჩება. თუ დოზების შემცირების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში არ მცირდება შრატში კრეატინინის დონე, მაშინ სანდიმუნ ნეორალის® მიღება უნდა შეწყდეს.

სანდიმუნ ნეორალის® მიღება ასევე უნდა შეწყდეს თუ მკურნალობის პერიოდში განვითარდა არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტონია.

ისევე, როგორც სხვა იმუნოდეპრესანტებით ხანგრძლივად მკურნალობისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ლიმფოპროლიფერაციული დარღვევის განვითარების მაღალი რისკი. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო თუ პრეპარატი სანდიმუნ ნეორალი® მიიღება მეტოტრექსატთან კომბინაციაში.

დამატებითი სიფრთხილის ზომები ფსორიაზის დროს

პრეპარატმა სანდიმუნ ნეორალმა® შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა, შესაბამისად მკურნალობის დაწყებამდე უნდა დადგინდეს შრატში კრეატინინის საწყისი საწმუნო დონე სულ მცირე ორჯერ. პირველი სამი თვის განმავლობაში კრეატინინის დონე უნდა გაკონტროლდეს 2 კვირიანი ინტერვალებით, შემდეგ თუ კრეატინინის დონე სტაბილურია 1 თვიანი ინტერვალებით. თუ რამდენჯერმე შემოწმებისას შრატში კრეატინინის დონე საწყის მაჩვენებელთან (მკურნალობის დაწყებამდე) შედარებით >30%-ით მაღალია, მაშინ დოზები უნდა შემცირდეს 25-50%-ით. თუ ზრდა საწყისი მაჩვენებლიდან 50%-ს აღემატება, უნდა განიხილებოდეს შემდგომი შემცირება. აღნიშნული რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია იმ შემთხვევაშიც კი თუ კრეატინინის კონცენტრაციის მაჩვენებელი კვლავ ლაბორატორიული ნორმის ფარგლებში რჩება. თუ დოზების შემცირების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში არ მცირდება შრატში კრეატინინის დონე, მაშინ სანდიმუნ ნეორალის® მიღება უნდა შეწყდეს.

სანდიმუნ ნეორალის® მიღება ასევე უნდა შეწყდეს, თუ მკურნალობის პერიოდში განვითარდა არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია.

ხანდაზმულ პაციენტებში სანდიმუნ ნეორალის® მიღება დასაშვებია მხოლოდ ისეთი ფსორიაზის შემთხვევაში, რომელიც იწვევს უუნარობას, ამასთანავე საჭიროა თირკმლის ფუნქციის ყურადღებით კონტროლი.

ფსორიაზის მქონე ბავშვებში სანდიმუნ ნეორალის® გამოყენება სათანადოდ არ არის შესწავლილი.

ფსორიაზით დაავადებულ პაციენტებში სხვა იმუნოდეპრესანტების მსგავსად სანდიმუნ ნეორალის® ხანგრძლივად მიღებისას აღინიშნა ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები, განსაკუთრებით კი კანის. კანის ისეთი დაზიანების შემთხვევაში, რომელიც არ ახასიათებს ფსორიაზს და ავთვისებიანობაზე ან წინასიმსივნურ მდგომარეობაზე ეჭვის არსებობისას პრეპარატ სანდიმუნ ნეორალით® მკურნალობის დაწყებამდე უნდა გაკეთდეს ბიოფსია. ავთვისებიანი დაავადების ან წინასიმსივნური მდგომარეობის დროს სანდიმუნ ნეორალის® მიღება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი მკურნალობის შემდეგ და ალტერნატიული ეფექტური მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში.

ფსორიაზით დაავადებულ რამდენიმე პაციენტს სანდიმუნ ნეორალით® მკურნალობისას აღენიშნა ლიმფოპროლიფერაციული დაავადება. ამ შემთხვევებში საჭირო გახდა პრეპარატის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

სანდიმუნ ნეორალით® მკურნალობისას დაუშვებელია B ტიპის ულტრაიისფერი დასხივების მიღება ან PUVA (ფსორალენ+ულტრაიისფერი სხივები) თერაპია.

სიფრთხილის სხვა ზომები ატოპიური დერმატიტის დროს

ვინაიდან პრეპარატმა სანდიმუნ ნეორალმა® შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა, შესაბამისად მკურნალობის დაწყებამდე უნდა დადგინდეს შრატში კრეატინინის საწყისი საწმუნო დონე სულ მცირე ორჯერ. პირველი სამი თვის განმავლობაში კრეატინინის დონე უნდა გაკონტროლდეს 2 კვირიანი ინტერვალებით, შემდეგ თუ კრეატინინის დონე სტაბილურია 1 თვიანი ინტერვალებით.

თუ რამდენჯერმე შემოწმებისას შრატში კრეატინინის დონე საწყის მაჩვენებელთან (მკურნალობის დაწყებამდე) შედარებით >30%-ით მაღალია, მაშინ დოზები უნდა შემცირდეს 25-50%-ით. თუ ზრდა საწყისი მაჩვენებლიდან 50%-ს აღემატება, უნდა განიხილებოდეს შემდგომი შემცირება. აღნიშნული რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია იმ შემთხვევაშიც კი თუ კრეატინინის კონცენტრაციის მაჩვენებელი კვლავ ლაბორატორიული ნორმის ფარგლებში რჩება. თუ დოზების შემცირების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში არ მცირდება შრატში კრეატინინის დონე, მაშინ სანდიმუნ ნეორალის® მიღება უნდა შეწყდეს. სანდიმუნ ნეორალის® მიღება ასევე უნდა შეწყდეს, თუ მკურნალობის პერიოდში განვითარდა არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია.

ატოპიური დერმატიტის მქონე ბავშვებში სანდიმუნ ნეორალის® გამოყენება არ არის სათანადოდ შესწავლილი.

ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატ სანდიმუნ ნეორალის® დანიშვნა დასაშვებია მხოლოდ ფსორიაზის მწვავე ფორმების შემთხვევაში, ამასთანავე ყურადღებით უნდა გაკონტროლდეს თირკმლის ფუნქცია.

კეთილთვისებიანი ლიმფოადენოპათია ჩვეულებრივ უკავშირდება ატოპიური დერმატიტის გამწვავებას, იგი ქრება თავისით ან დაავადების მიმდინარეობის ზოგადი გაუმჯობესების დროს. ციკლოსპორინით მკურნალობის ფონზე განვითარებული ლიმფოადენოპათია უნდა გაკონტროლდეს რეგულარულად. თუ დაავადების გაუმჯობესების მიუხედავად ლიმფოადენოპათია კვლავ ნარჩუნდება საჭიროა ბიოფსიის გაკეთება ლიმფომის გამორიცხვის მიზნით.

აქტიური მიმდინარეობის მარტივი ჰერპესის მკურნალობა უნდა მოხდეს პრეპარატ სანდიმუნ ნეორალის® მიღებამდე. თუ მკურნალობა უკვე დაწყებულია მარტივი ჰერპესის გამო პრეპარატის შეწყვეტა არ არის საჭირო, გარდა მწვავე შემთხვევებისა.

ოქროსფერი სტაფილოკოკით (Staphylococcus aureus) გამოწვეული კანის ინფექციური დაავადებები არ წარმოადგენენ სანდიმუნ ნეორალის® გამოყენების აბსოლუტურ უკუჩვენებას, მაგრამ მათი გაკონტროლება უნდა მოხდეს შესაბამისი ანტიბაქტერიული პრეპარატებით. მოერიდეთ ერითრომიცინის პერორალურად მიღებას, რადგან იგი ზრდის სისხლში ციკლოსპორინის დონეს, მაგრამ ალტერნატიული მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში რეკომენდებულია გაკონტროლდეს სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაცია, თირკმლის ფუნქცია და ციკლოსპორინით გამოწვეული გვერდითი ეფექტები.

სანდიმუნ ნეორალით® მკურნალობისას დაუშვებელია B ტიპის ულტრაიისფერი დასხივების მიღება ან PUVA (ფსორალენულტრაიისფერი სხივები) თერაპია.

პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულ ქალებში ციკლოსპორინის გამოყენების საკმარისი და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. ორსულ ქალებში სანდიმუნ ნეორალის® გამოყენების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია. ორსულ ქალებში, რომლებიც ტრანსპლანტაციის შემდეგ გადიან იმუნოდეპრესანტებით, მათ შორის ციკლოსპორინით ან ციკლოსპორინის შემცველი რეჟიმით მკურნალობას არსებობს ნაადრევი მშობიარობის (<37 კვირა) რისკი. მონაცემებმა არ გამოავლინა სპონტანური აბორტის, სერიოზული თანდაყოლილი დეფექტების ან დედის გართულებების უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე ზოგადად პოპულაციაში.

ვირთაგვებსა და კურდღლებში ნაყოფის განვითარებაზე ციკლოსპორინის ზემოქმედების კვლევებმა აჩვენა ემბრიოფეტალური ტოქსიკურობა ადამიანისთვის რეკომენდებულ მაქსიმალურ დოზაზე ნაკლების დოზების გამოყენებისას (სხეულის ზედაპირზე გადაანგარიშებით).

დაკვირვებები რაოდენობრივად შეზღუდულია 7 წლამდე ბავშვებში, რომლებიც მუცლად ყოფნის პერიოდში (in utero) იმყოფებოდნენ ციკლოსპორინის ზემოქმედების ქვეშ. ამ ბავშვებს თირკმლის ფუნქცია და არტერიული წნევა ნორმაში ჰქონდათ.

სანდიმუნ ნეორალი® არ მიიღება ორსულობის დროს გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი ამართლებს ნაყოფისათვის მოსალოდნელ რისკს.

ორსულ ქალებში პრეპარატის დანიშვნისას ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ეთანოლის შემცველობა სანდიმუნ ნეორალის® შემადგენლობაში.

ციკლოსპორინი გადადის დედის რძეში. მკურნალობის პერიოდში დაუშვებელია ძუძუთი კვება. ძუძუთი კვების დროს დედის მიერ სანდიმუნ ნეორალის® მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი რეაქციები ახალშობილებში/ჩვილებში, შესაბამისად უნდა გადაწყდეს ძუძუთი კვების ან პრეპარატის შეწყვეტის საკითხი იმის გათვალისწინებით თუ რამდენად მნიშვნელოვანია დედისათვის მკურნალობა.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

სანდიმუნ ნეორალმა® შეიძლება გამოიწვიოს ნევროლოგიური და მხედველობის დარღვევები. სიფრთხილეა საჭირო ავტომობილის მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას. ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე სანდიმუნ ნეორალის® ზემოქმედების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა.

პრეპარატებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები

ურთიერთქმედება საკვებთან

გრეიფრუტის წვენთან ერთად მიღებისას იზრდება ციკლოსპორინის ბიოშეღწევადობა.

პრეპარატებთან ურთიერთქმედება

რიგი პრეპარატები იწვევენ პლაზმაში ან მთლიან სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციის ზრდას ან შემცირებას ღვიძლის ფერმენტების, განსაკუთრებით კი CYP3A4-ის კონკურენტული დათრგუნვის ან მოქმედების ინდუქციის გზით, რომლებიც მონაწილეობენ ციკლოსპორინის მეტაბოლიზმის და გამოყოფის პროცესში. ციკლოსპორინი არის P-გლიკოპროტეინის სუბსტრატი, ამიტომ P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორებს ან ინდუქტორებს შეიძლება გავლენა ჰქონდეთ ციკლოსპორინის კონცენტრაციაზე. ციკლოსპორინი არის CYP3A4-ის ინჰიბიტორი და მულტიპრეპარატული P-გლიკოპროტეინის ეფლუქსური ტრანსპორტერი. შესაბამისად შესაძლოა გაიზარდოს პლაზმაში თანმხლები პრეპარატების კონცენტრაცია, რომლებიც წარმოადგენენ CYP3A4-ის და Pgp-ის სუბსტრატებს.

თუ გარდაუვალია ისეთი პრეპარატების მიღება, რომლებიც ურთიერთქმედებენ ციკლოსპორინთან, საჭიროა შემდეგი ძირითადი რეკომენდაციების გათვალისწინება:

პაციენტები, რომელთაც აქვთ ტრანსპლანტატები: ხშირად უნდა შემოწმდეს სისხლში ციკლოსპორინის დონე და საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს დოზების კორექცია, განსაკუთრებით თანმხლები პრეპარატის დაწყებისას ან შეწყვეტისას.

პაციენტები, რომელთაც არ აქვთ ტრანსპლანტატები: სისხლში ციკლოსპორინის დონის გაკონტროლების აუცილებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან ურთიერთკავშირი სისხლში დაფიქსირებულ დონეებს და კლინიკურ ეფექტებს შორის არ არის მკაფიო. ისეთი პრეპარატების თანმხლები გამოყენებისას, რომლებიც იწვევენ ციკლოსპორინის დონის ზრდას, საჭიროა უფრო ხშირად მოხდეს თირკმლის ფუნქციის შეფასება და გულდასმით გაკონტროლდეს ციკლოსპორინით გამოწვეული გვერდითი ეფექტები, ვიდრე სისხლში ციკლოსპორინის დონის გაკონტროლება.

ურთიერთქმედებები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ ნეფროტოქსიურობის გაძლიერება

თირკმლის ფუნქცია (გასაკუთრებით შრატში კრეატინინის დონე) გულდასმით უნდა გაკონტროლდეს პაციენტებში ისეთი პრეპარატების ერთდროულად მიღებისას, რომლებმაც სინერგიული მოქმედების წყალობით შესაძლოა გამოიწვიონ ნეფროტოქსიურობა. თირკმლის ფუნქციის სერიოზული დარღვევის შემთხვევაში უნდა შემცირდეს მეორე პრეპარატის დოზა ან გადაიხედოს ალტერნატიული მკურნალობის საკითხი.

სიფრთხილეა საჭირო ციკლოსპორინის გამოყენებისას სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ავლენენ ნეფროზულ სინერგიას, როგორიცაა: ამინოგლიკოზიდები (გენტამიცინის და ტობრამიცინის ჩათვლით), ამფოტერიცინ B, ციპროფლოქსაცინი, ვანკომიცინი, ტრიმეტოპრიმი (+სულფამეტოქსაზოლი); ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (დიკლოფენაკის, ნაპროქსენის და სულინდაკის ჩათვლით); მელფალანი, ჰისტამინური H2-რეცეპტორების ანტაგონისტები (მაგ.: ციმეტიდინი, რანიტიდინი), მეტოტრექსატი.

მოერიდეთ ტაკროლიმუსთან კომბინაციას, რადგან იზრდება ნეფროტოქსიურობის განვითარების რისკი.

დიკლოფენაკის და ციკლოსპორინის ერთობლივად მიღება იწვევს დიკლოფენაკის ბიოშეღწევადობის მნიშვნელოვნად ზრდას, რამაც შეიძლება განაპირობოს შექცევადი ხასიათის თირკმლის უკმარისობა. ბიოშეღწევადობის ზრდას სავარაუდოდ იწვევს დიკლოფენაკის „პირველადი გავლის“ ძლიერი ეფექტის შემცირება. ციკლოსპორინთან ერთად ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღებისას, რომელთაც ახასიათებთ „პირველადი გავლის“ სუსტი ეფექტი (მაგ.: აცეტილსალიცილის მჟავა), როგორც წესი არ აღინიშნება მათი ბიოშეღწევადობის ზრდა.

რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში სიფრთხილეა საჭირო ციკლოსპორინის და მეტოტრექსატის ერთობლივად მიღებისას, რადგან არსებობს ნეფროტოქსიური სინერგიის განვითარების რისკი.

არსებობს ინფორმაცია თირკმლის ფუნქციის სერიოზული, შექცევადი ხასიათის დარღვევების ცალკეული შემთხვევების შესახებ ტრანსპლანტატის მქონე პაციენტებში (შესაბამისად იზრდება კრეატინინის დონე სისხლის შრატში) ფიბრინის მჟავის წარმოებულებთან (მაგ.: ბეზაფიბრატი, ფენოფიბრატი) ერთად მიღებისას. შესაბამისად, ასეთ პაციენტებში საჭიროა თირკმლის ფუნქციის ყურადღებით გაკონტროლება. თირკმლის ფუნქციის სერიოზულად გაუარესების შემთხვევაში პრეპარატების ერთობლივად მიღება უნდა გამოირიცხოს.

პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ ციკლოსპორინის კონცენტრაციას

ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, ოქსკარბაზეპინი, ფენიტოინი; ნაფცილინი, სულფადიმიდინი ინტრავენურად; ორლისტატი, რიფამპიცინი, ოქტრეოტიდი, პრობუკოლი, კრაზანას შემცველი პრეპარტები, ტიკლოპიდინი, სულფინპირაზონი, ტერბინაფინი, ბოზენტანი.

პრეპარატები, რომლებიც ზრდიან ციკლოსპორინის კონცენტრაციას

ანტიბიოტიკები-მაკროლიდები (მაგ.: ერითრომიცინი, აზიტრომიცინი და კლარიტრომიცინი); კეტოკონაზოლი, ფლუკონაზოლი და იტრაკონაზოლი, ვორიკონაოლი; დილთიაზემი, ნიკარდიპინი, ვერაპამილი; მეტოკლოპრამიდი; პერორალური კონტრაცეპტივები; დანაზოლი; მეთილპრედნიზოლონი (მაღალი დოზებით); ალოპურინოლი; ამიოდარონი; ქოლიუმის მჟავა და მისი წარმოებულები; პროტეაზას ინჰიბიტორები; იმატინიბი; კოლხიცინი; ნეფაზოდონი.

სხვა მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები პრეპარატებთან

ნიფედიპინის და ციკლოსპორინის ერთდროულად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღრძილების ჰიპერპლაზიის შემთხვევების ზრდა ციკლოსპორინის მონოთერაპიასთან შედარებით.

ციკლოსპორინის და ლერკანიდიპინის ერთდროულად მიღების შემდეგ ლერკანიდიპინის AUC იზრდება სამჯერ, ხოლო ციკლოსპორინის AUC იზრდება 21%-ით. შესაბამისად სიფრთხილით ინიშნება ციკლოსპორინის და ლერკანიდიპინის კომბინაცია.

ციკლოსპორინიმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს დიგოქსინის, კოლხიცინის, პრედნიზოლონის, ჰმგ-კო A-რედუქტაზას (სტატინები) ინჰიბიტორების, ეტოპოზიდის, ალისკირენის, ბოსენტანის ან დაბიგატრანის კლირენსის შემცირება.

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დიგოქსინს ციკლოსპორინით მკურნალობის დაწყებისას რამდენიმე დღის განმავლობაში აღინიშნა სათითურით სერიოზული ინტოქსიკაცია. იყო შეტყობინება ციკლოსპორინის უნარზე, გააძლიეროს კოლხიცინის ტოქსიკური ეფექტები, როგორიცაა მიოპათია და ნეიროპათია, განსაკუთრებით თირკმლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში.

ციკლოსპორინის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლოვასტატინს, სიმვასტატინს, ატორვასტატინს, პრავასტატინს და იშვიათად ფლუვასტატინს, აღინიშნა მიოტოქსიურობის, მათ შორის კუნთების ტკივილის და სისუსტის, მიოზიტის და რაბდომიოლიზის შემთხვევები. ციკლოსპორინთან ერთად მიღებისას აღნიშნული სტატინების დოზები უნდა შემცირდეს ჩვენებების შესაბამისად. სტატინებით მკურნალობა შესაძლოა დროებით შეჩერდეს ან შეწყდეს პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მიოპათიის სიმპტომები ან თირკმლის ფუნქციის სერიოზული დარღვევების რისკ ფაქტორები, მათ შორის მეორადი დაავადების სახით თირკმლის უკმარისობა, რომელიც ვითარდება რაბდომიოლიზის შედეგად.

ევეროლიმუსის ან სიროლიმუსის და ციკლოსპორინის (მიკროემულსია) სრული დოზების ერთობლივად მიღებისას იზრდება შრატში კრეატინინის დონე. აღნიშნული ეფექტი ხშირად შექცევადია ციკლოსპორინის დოზების შემცირების შემდეგ. ევეროლიმუსი და სიროლიმუსი უმნიშვნელო ზეგავლენას ახდენენ ციკლოსპორინის ფარმაკოკინეტიკაზე. ციკლოსპორინთან ერთად მიღებისას მნიშვნელოვნად იზრდება ევეროლიმუსის და სიროლიმუსის კონცენტრაციები სისხლში.

სიფრთხილით ინიშნება ციკლოსპორინის და კალიუმის დამზოგველი პრეპარატების (მაგ.: კალიუმის დამზოგველი შარდმდენები, აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები) ან კალიუმის შემცველი პრეპარატების კომბინაცია, რადგან შესაძლოა კალიუმის დონე მნიშვნელოვნად გაიზარდოს სისხლის შრატში.

ჯანმრთელ მოხალისეებში ბოსენტანის და ციკლოსპორინის ერთდროულმა გამოყენებამ გამოიწვია ბოსენტანის ექსპოზიციის დაახლოებით 2-ჯერ ზრდა და ციკლოსპორინის ექსპოზიციის 35%-ით შემცირება. ციკლოსპორინმა ასევე შესაძლოა გამოიწვიოს რეპაგლინიდის პლაზმური დონის ზრდა, რაც თავის მხრივ ზრდის ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკს.

ციკლოსპორინის და ალისკირენის ერთობლივად მიღებისას ალისკირენის Cmax გაიზარდა დაახლოებით 2,5-ჯერ, ხოლო AUC 5-ჯერ. თუმცა ციკლოსპორინის ფარმაკოკინეტიკური პროფილი მნიშვნელოვნად არ შეცლილა.

დაბიგატრანის და ციკლოსპორინის ერთობლივად მიღება იწვევს სისხლის პლაზმაში დაბიგატრანის კონცენტრაციის ზრდას, რაც გამოწვეულია ციკლოსპორინის Pgp დამთრგუნველი მოქმედებით. დაბიგატრინს აქვს ვიწრო თერაპიული ინდექსი და სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის ზრდამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენის რისკის ზრდა.

ამბრისენტანის მრავალჯერადი დოზების და ციკლოსპორინის მიღებამ გამოიწვია ამბრისენტანის ზემოქმედების დაახლოებით 2-ჯერ ზრდა, ხოლო ციკლოსპორინის ზემოქმედება გაიზარდა უმნიშვნელოდ (დაახლოებით 10%-ით).

ონკოლოგიურ პაციენტებში ანტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების ინტრავენური დოზების და ციკლოსპორინის ძალიან მაღალი დოზების მიღებისას მნიშვნელოვნად გაიზარდა ანტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების (მაგ.: დოქსორუბიცინი, მიტოქსანტრონი, დაუნორუბიცინი) ზემოქმედება.

რეკომენდაციები

პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ ან ზრდიან ციკლოსპორინის ბიოშეღწევადობას

ტრანსპლანტატის მქონე პაციენტებში ხშირად უნდა შემოწმდეს სისხლში ციკლოსპორინის დონე, განსაკუთრებით სხვა პრეპარატებით მკურნალობის დაწყებისას და დასრულებისას; საჭიროების შემთხვევაში სანდიმუნ ნეორალის® დოზა უნდა დაკორექტირდეს.

ისეთი ჩვენებების დროს, რომლებიც არ უკავშირდებიან ტრანსპლანტაციას, სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციის გაკონტროლება პირობითია, რადგან ურთიერთკავშირი სისხლში დაფიქსირებულ დონეებს და კლინიკურ ეფექტებს შორის ნაკლებად მკაფიოდ არის გამოხატული. ისეთი პრეპარატების თანმხლები გამოყენებისას, რომლებიც იწვევენ ციკლოსპორინის დონის ზრდას, საჭიროა უფრო ხშირად მოხდეს თირკმლის ფუნქციის შეფასება და გულდასმით გაკონტროლდეს სანდიმუნ ნეორალით® გამოწვეული გვერდითი ეფექტები, ვიდრე სისხლში ციკლოსპორინის დონის გაკონტროლება.

ნიფედიპინი

ნიფედიპინის ციკლოსპორინთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ღრძილების ჰიპერპლაზიის სიხშირის ზრდა მხოლოდ ციკლოსპორინთან შედარებით. ნიფედიპინის ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული პაციენტებში, რომლებსაც უვითარდებათ ღრძილების ჰიპერპლაზია, როგორც ციკლოსპორინის გვერდითი ეფექტი.

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (ასაპ)

პაციენტები, რომლებიც იღებენ „პირველადი გავლის“ მაღალი ეფექტის მქონე ასაპ-ს (მაგ.: დიკლოფენაკი), საჭიროა მათი დოზების შემცირება იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც არ იღებენ სანდიმუნ ნეორალს®.

დიგოქსინი, კოლხიცინი, ჰმგ-კო-A რედუქტაზას ინჰიბიტორები

თუ აღნიშნული პრეპარატებიდან რომელიმე გამოიყენება სანდიმუნ ნეორალთან® ერთად, საჭიროა განსაკუთრებული კლინიკური კონტროლი ტოქსიურობის ნაადრევად გამოვლენის, დოზების შემცირების ან პრეპარატის შეწყვეტის მიზნით.

პრეპარატებთან ურთიერთქმედება დიდი ალბათობით მოსალოდნელია ხანდაზმულ პაციენტებში.

ურთიერთქმედება, რომელიც იწვევს სხვა პრეპარატების დონის შემცირებას

ციკლოსპორინისა და ნატრიუმის მიკოფენოლატის ან მოფეტილის ერთდროულმა გამოყენებამ ტრანსპლანტატის მქონე პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს მიკოფენოლის მჟავის საშუალო ექსპოზიციის 20-50%-ით შემცირება სხვა იმუნოსუპრესიულ საშუალებებთან შედარებით. ეს ინფორმაცია მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ამ პრეპარატების ერთდროულად დანიშვნისას.

ციკლოსპორინის ერთჯერადი დოზის (200 მგ ან 600 მგ) და ელტრომბოპაგის ერთჯერადი დოზის (50 მგ) ერთობლივად მიღებისას შემცირდა პლაზმაში ელტრომბოპაგის AUC 18-24%-ით და Cmax 25-39%-ით. ეს შემცირება არ განიხილება, როგორც კლინიკურად მნიშვნელოვანი.

ვარგისობის ვადა

2 წელი.

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25 0С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა

№50 მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი

კატალენტ ჯერმანი ებერბახ გმბჰ, გერმანია/Catalent Germany Eberbach GmbH, Germany.

მისამართი

გამელსბახერის ქ., 2, D-69412 ებერბახი, გერმანია / Gammelsbacher Str. 2, D-69412 Eberbach, Germany.

მწარმოებელი (შეფუთვა)

ლეკ ფარმაცევტიკალს დ.დ., სლოვენია / Lek Pharmaceuticals d.d., Slovenia.

მისამართი

ვეროვშკოვას 57, 1526 ლუბლიანა, სლოვენია /Verovskova 57, 1526, lubliana, Slovenia

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ნოვარტის ფარმა აგ, შვეიცარია

მისამართი

ლიხტშტრასე 35, 4056 ბაზელი, შვეიცარია

გვერდითი მოვლენების განვითარებისას და/ან ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიების არსებობისას, გვაცნობეთ ელ-ფოსტაზე: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა