პრეპარატ სიკორას გამოყენებისას ნებისმიერი ჩვენებისას, რომელიც არ არის დაკავშირებული ტრანსპლანტაციასთან, უნდა იქნას დაცული შემდეგი ზოგადი რეკომენდაციები. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია განისაზღვროს თირკმლის ფუნქციური მდგომარეობის საწყისი დონე (როგორც მინიმუმ, უნდა ჩატარდეს ორი გაზომვა). …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ციკლოსპორინი (ciclosporin)
- ფორმა და შეფუთვა
- 25მგ რბილი კაფსულა №30 (3X10)
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- იმუნოსუპრესანტები, კალცინევრინის ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- L04AD01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039842
- რეგისტრირებულია
- 26 დეკემბერი 2023, მოქმედებს 26 დეკემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
სიკორა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატ სიკორას გამოყენებისას ნებისმიერი ჩვენებისას, რომელიც არ არის დაკავშირებული ტრანსპლანტაციასთან, უნდა იქნას დაცული შემდეგი ზოგადი რეკომენდაციები.
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია განისაზღვროს თირკმლის ფუნქციური მდგომარეობის საწყისი დონე (როგორც მინიმუმ, უნდა ჩატარდეს ორი გაზომვა). თირკმლის ფუნქციის შეფასება შესაძლებელია გორგლოვანი ფილტრაციის გამოთვლითი სიჩქარის ( გფგს )საფუძველზე, ამისათვის საჭიროა MDRD (Modification of Diet in Renal Disease Studi equation) ფორმულის გამოყენება მოზრდილებში და შესაბამისი ფორმულა ბავშვებში გფს-ის შესაფასებლად. აუცილებელია თირკმელების ფუნქციის ხშირი გაკონტროლება, ვინაიდან ციკლოსპორინის გამოყენების დროს ის შეიძლება დაირღვეს. თუ გფგს მცირდება 25%-ზე მეტით საწყის დონესთან მიმართებაში ერთზე მეტ განზომილებაში, ციკლოსპორინის დოზა უნდა შემცირდეს 25- 50%-ით. გფგს-ს შემცირებისას საწყის დონესთან მიმართებაში 35%-ზე მეტით უნდა იქნას განხილული საკითხი სამკურნალო საშუალების დოზის შემდგომი შემცირების შესახებ. ეს რეკომენდაციები უნდა იქნას დაცული იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც გფგს-ს მნიშვნელობები ნორმალური დიაპაზონის ფარგლებშია. თუ ციკლოსპორინის დოზის შემცირების დროს ერთი თვის განმავლობაში არ აღინიშნება გფგს-ს მაჩვენებლების მატება, პრეპარატ სიკორათი მკურნალობა უნდა შეწყდეს.
აუცილებელია რეგულარულად ტარდებოდეს არტერიული წნევის მონიტორინგი.
თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია სისხლში ბილირუბინის დონისა და ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების შეფასება, მკურნალობის დროს რეკომენდებულია ზემოაღნიშნული პარამეტრების გულდასმითი მონიტორინგი. თერაპიის დაწყებამდე და პერიოდულად მკურნალობის დროს მიზანშეწონილია სისხლის შრატში ლიპიდების, კალიუმის, მაგნიუმის და შარდმჟავას დონის შეფასება.
ზოგიერთ შემთხვევაში, მიზანშეწონილია სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციის კონტროლი პრეპარატ სიკორას გამოყენების დროს იმ ჩვენებებით, რომლებიც არ არის დაკავშირებული ტრანსპლანტაციასთან, მაგალითად, ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ციკლოსპორინის ფარმაკოკინეტიკაზე ან მკურნალობაზე უჩვეულო კლინიკური პასუხისას (მაგალითად, არასაკმარისი ეფექტურობა ან პრეპარატის მიმართ მომატებული აუტანლობა, თირკმლის ფუნქციის დარღვევების ჩათვლით).
პრეპარატი სიკორა, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერება ციკლოსპორინს, მიიღება შინაგანად. ციკლოსპორინის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის სახით გამოყენების შემთხვევაში საჭიროა გულდასმით იქნას შერჩეული სამკურნალო საშუალების ინტრავენური შეყვანისთვის განკუთვნილი დოზა, რომელიც პერორალური დოზის შესაბამისი იქნება; ამ დროს რეკომენდებულია კონსულტაციის გავლა ექიმთან, რომელსაც გააჩნია ციკლოსპორინის გამოყენების გამოცდილება.
ჯამური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ/კგ-ს (გარდა იმ პაციენტებისა, რომლებსაც აქვთ ენდოგენური უვეიტი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაკარგვა, და ნეფროზული სინდრომის მქონე ბავშვებისა).
შემანარჩუნებელი თერაპიისთვის ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს პრეპარატ სიკორას ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა, რომელსაც პაციენტი კარგად გადაიტანს.
თუ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში (კონკრეტული ინფორმაცია იხ. ქვემოთ) თერაპიაზე ადექვატური პასუხი ვერ იქნა მიღწეული ან ეფექტური დოზა არ შეესაბამება დოზას, რომელიც მითითებულია უსაფრთხო გამოყენების რეკომენდაციებში, პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ენდოგენური უვეიტი
რემისიის მისაღწევად რეკომენდებულია პრეპარატ სიკორას გამოყენება საწყისი დოზით 5 მგ/კგ/დღე-ღამეში (2 მიღებაზე) უვეალური ტრაქტის აქტიური ანთების ნიშნების გაქრობამდე და მხედველობის სიმახვილის გაუმჯობესებამდე. იმ შემთხვევებში, როდესაც დაავადება ძნელად ექვემდებარება მკურნალობას, დოზა შეიძლება იქნას გაზრდილი 7 მგ/კგ-მდე/დღე-ღამეში დროის შეზღუდული პერიოდის განმავლობაში.
იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატ სიკორათი მონოთერაპია საკმარისად ეფექტური არ არის, რემისიის მისაღწევად ან გამწვავების კუპირების მიზნით შეიძლება დამატებით გამოყენებულ იქნას სისტემური გკს, მაგალითად პრედნიზოლონი დოზით 0,2-0,6 მგ/კგ/დღე-ღამეში ან სხვა გკს ექვივალენტური დოზით. მკურნალობის 3 თვის შემდეგ, გკს-ს დოზა შეიძლება შემცირდეს მინიმალურ ეფექტურ დოზამდე.
შემანარჩუნებელი თერაპიის დროს პრეპარატ სიკორას დოზა ნელა უნდა შემცირდეს მინიმალურ ეფექტურ დოზამდე; რემისიის პერიოდში ის არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ/კგ/დღე-ღამეში.
იმუნოსუპრესანტების გამოყენებამდე აუცილებელია უვეიტის ინფექციური მიზეზების გამორიცხვა.
ნეფროზული სინდრომი
თირკმელების ნორმალური ფუნქციის დროს (პროტეინურიის გარდა) რემისიის მისაღწევად რეკომენდებულია პრეპარატის სიკორა გამოყენებულ იქნას დოზით 5 მგ/კგ/დღე-ღამეში (2 მიღებაზე) მოზრდილებში და დოზით 6 მგ/კგ/დღე-ღამეში ბავშვებში (2 მიღებაზე). თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში საწყისი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2,5 მგ/კგ/დღე-ღამეში (2 მიღებაზე).
როდესაც პრეპარატ სიკორათი მონოთერაპია საკმარისად ეფექტური არ არის, განსაკუთრებით სტეროიდ-რეზისტენტული ნეფროზული სინდრომის მქონე პაციენტებში, რეკომენდებულია პერორალური გკს-ების დამატებითი გამოყენება დაბალი დოზებით.
დრო, რომელიც საჭიროა გაუმჯობესების მისაღწევად, შეადგენს 3-6 თვეს გლომერულოპათიის ტიპიდან გამომდინარე. თუ დროის ამ პერიოდის გასვლის შემდეგ გაუმჯობესება არ შეინიშნება, პრეპარატ სიკორათი თერაპია უნდა შეწყდეს.
სამკურნალო საშუალების დოზა ინდივიდუალურად უნდა იქნას კორექტირებული თერაპიის ეფექტურობის (პროტეინურია) და უსაფრთხოების გათვალისწინებით, თუმცა ის არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ/კგ/დღე-ღამეში მოზრდილებში და 6 მგ/კგ/დღე-ღამეში ბავშვებში.
შემანარჩუნებელი თერაპიის დროს პრეპარატ სიკორას დოზა ნელა უნდა შემცირდეს მინიმალურ ეფექტურ დოზამდე .
რევმატოიდული ართრიტი
მკურნალობის პირველი 6 კვირის განმავლობაშიპრეპარატ სიკორას რეკომენდებული დოზა შეადგენს 3 მგ/კგ/დღე-ღამეში 2 მიღებაზე. თუ თერაპია საკმარისად ეფექტური არ არის, სადღეღამისო დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს სამკურნალო საშუალების ამტანუნარიანობის გათვალისწინებით, მაგრამ ის არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ/კგ/დღე-ღამეში. სრული კლინიკური პასუხის მისაღწევად შეიძლება საჭირო გახდეს 12 კვირამდე თერაპია.
შემანარჩუნებელი თერაპიის დროს უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატ სიკორას მინიმალური ეფექტური დოზა, ის უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, სამკურნალო საშუალების მიმართ ამტანობისუნარიანობის გათვალისწინებით.
პრეპარატი სიკორა შეიძლება იქნას გამოყენებული გკს-თან კომბინაციაში დაბალი დოზებით და/ან არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (აასს). პრეპარატი სიკორა ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას მეტოტრექსატთან კომბინაციაში (დაბალი კვირეული დოზა) პაციენტებში, რომლებშიც მეთოტრექსატით მონოთერაპია საკმარისად ეფექტური არ არის; ამ დროს პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 2,5 მგ/კგ/დღე-ღამეში 2 მიღებაზე, დოზა შეიძლება გაიზარდოს მკურნალობის ამტანუნარიანობის გათვალისწინებით.
ფსორიაზი
თერაპია პრეპარატ სიკორათი უნდა დანიშნოს იმ ექიმის მიერ, რომელსაც აქვს ფსორიაზის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გამოცდილება. დაავადების მიმდინარეობის სხვადასხვა ვარიანტებიდან გამომდინარე, თერაპია უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად. რემისიის მისაღწევად რეკომენდებულია სამკურნალო საშუალების გამოყენება საწყისი დოზით 2,5 მგ/კგ/დღე-ღამეში 2 მიღებაზე. თუ თერაპიის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში არ არის გაუმჯობესება, დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს, მაგრამ ის არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ/კგ/დღე-ღამეში. პრეპარატ სიკორას გამოყენება უნდა შეწყდეს, თუ პაციენტებს არ ექნებათ ადექვატური პასუხი მკურნალობაზე 5 მგ/კგ/დღე-ღამეში დოზით გამოყენების 6 კვირის შემდეგ ან ეფექტური დოზა არ შეესაბამება დოზას, რომელიც უსაფრთხოდ გამოყენების რეკომენდაციებშია მითითებული.
პრეპარატ სიკორას გამოყენება საწყისი დოზით 5 მგ/კგ/დღე-ღამეში გამართლებულია პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა საჭიროებს სწრაფ გაუმჯობესებას.
სათანადო პასუხის მიღწევის შემთხვევებში შესაძლებელია სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტა. დაავადების რეციდივის შემთხვევაში, შეგიძლიათ განაახლოთ თერაპია პრეპარატ სიკორათი, გამოიყენებთ რა მკურნალობისას დანიშნულ ეფექტურ დოზას. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს უწყვეტი შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება.
შემანარჩუნებელი თერაპიის დროს უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატ სიკორას მინიმალური ეფექტური დოზა, რომელიც უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად და არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ/კგ/დღე-ღამეში.
ატოპიური დერმატიტი
პრეპარატ სიკორათი თერაპია უნდა დანიშნოს ექიმმა, რომელსაც აქვს ატოპიური დერმატიტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გამოცდილება. დაავადების მიმდინარეობის სხვადასხვა ვარიანტებიდან გამომდინარე, თერაპია უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად. რეკომენდებული დოზა შეადგენს 2,5-5 მგ/კგ/დღე-ღამეში 2 მიღებაზე. თუ თერაპიის 2 კვირის შემდეგ საწყისი დოზით 2,5 მგ/კგ/დღე-ღამეში სათანადო პასუხი არ შეინიშნება, სამკურნალო საშუალების დოზა შეიძლება სწრაფად გაიზარდოს მაქსიმალურ დოზამდე 5 მგ/კგ-მდე/დღე-ღამეში. ძალიან მძიმე შემთხვევებში დაავადების სწრაფი და სათანადო კონტროლი უფრო დიდი ალბათობით მიიღწევა პრეპარატ სიკორას საწყისი დოზის 5 მგ/კგ/დღე-ღამეში გამოყენებით. შესაბამისი პასუხის მიღწევის შემდეგ სამკურნალო საშუალების დოზა თანდათან უნდა შემცირდეს; თუ შესაძლებელია, პრეპარატ სიკორათი თერაპია უნდა შეწყდეს. შემდგომში რეციდივის შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება განახლდეს.
რემისიის მისაღწევად (კანისმიერი სიმპტომების გაქრობა) შეიძლება საკმარისი იყოს თერაპიის 8 კვირიანი ხანგრძლივობის კურსი; დადგენილია, რომ პრეპარატით მკურნალობა 1 წლამდე დროის განმავლობაში არის ეფექტური და კარგად ასატანი ყველა აუცილებელი მაჩვენებლის სავალდებულო კონტროლის პირობით.
ციკლოსპორინის ერთი პერორალური სამკურნალო ფორმიდან მეორეზე გადასვლა
ციკლოსპორინის ერთი პერორალური სამკურნალო ფორმიდან მეორეზე გადასვლა უნდა განხორციელდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ამ დროს უნდა ხდებოდეს ციკლოსპორინის დონის კონტროლი იმ პაციენტებში სისხლში, რომლებსაც ჩაუტარდათ ტრანსპლანტაცია.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
ყველა ჩვენება
ციკლოსპორინი უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა თირკმელებით, თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში მისი ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ იცვლება. ამისდამიუხედავად, სამკურნალო საშუალების ნეფროტოქსიურობის რისკის გამო რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის გულდასმითი მონიტორინგის ჩატარება.
ჩვენებები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ტრანსპლანტაციასთან
ციკლოსპორინი არ უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში ისეთი ჩვენებების გამო, რომლებიც არ არის დაკავშირებული ტრანსპლანტაციასთან, გარდა ნეფროზული სინდრომისა. ნეფროზული სინდრომის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევები, სამკურნალო საშუალების საწყისი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2,5 მგ/კგ/დღე-ღამეში.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები
ციკლოსპორინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში. ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში ციკლოსპორინის კონცენტრაცია სისხლში შეიძლება გაიზარდოს დაახლოებით 2-3-ჯერ. პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით, შესაძლოა წარმოიქმნას სამკურნალო საშუალების დოზის შემცირების აუცილებლობა სისხლში მისი კონცენტრაციის რეკომენდებულ სამიზნე დიაპაზონში შესანარჩუნებლად; რეკომენდებულია სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციის კონტროლი მანამ, სანამ ის არ მიაღწევს სტაბილურ დონეს.
ბავშვები
კლინიკურ კვლევებში მონაწილეობდნენ 1 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები. ზოგიერთ კვლევაში ბავშვებს უჩნდებოდათ ციკლოსპორინის უფრო მაღალი დოზების (სხეულის წონის კგ-ზე გათვლით ) გამოყენების აუცილებლობა, ვიდრე მოზრდილებში, და ასევე ბავშვები უკეთესად იტანდნენ სამკურნალო საშუალების უფრო მაღალ დოზებს (სხეულის წონის კგ-ზე გათვლით) ვიდრე მოზრდილები.
პრეპარატ სიკორას გამოყენება ბავშვებში ჩვენებების გამო, რომლებიც არ არის დაკავშირებული ტრანსპლანტაციასთან (ნეფროზული სინდრომის გარდა) ,არ არის რეკომენდებული.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წლის და უფროსი ასაკის)
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ციკლოსპორინის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.
კლინიკურ კვლევებში, სადაც მონაწილეობდნენ რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტები, რომლებიც ღებულობდნენ პერორალურ თერაპიას ციკლოსპორინით, იყო დადგენილი, რომ 65 წლისა და უფროსი ასაკის პაციენტებში უფრო დიდი ალბათობით შეიძლება განვითარდეს სისტოლური არტერიული ჰიპერტენზია და სისხლის შრატში გაიზარდოს კრეატინინის კონცენტრაცია 50%-ით ან მეტით საწყის დონესთან შედარებით მკურნალობის 3-4 თვის შემდეგ.
აუცილებელია ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ციკლოსპორინის დოზა შეირჩეს სიფრთხილით; როგორც წესი, თერაპია უნდა იქნას დაწყებული დაბალი დოზებით რეკომენდებული დოზების დიაპაზონში ღვიძლის, თირკმელების ან გულის ფუნქციის დარღვევების უფრო მაღალ სიხშირესთან დაკავშირებით, და ასევე თანმხლები დაავადებების, სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენებისა და ამ პაციენტებში ინფექციებისადმი მომატებული მგრძნობელობის გათვალისწინებით.
მიღების წესი და დოზირება
ქვემოთ მოყვანილი სამკურნალო საშუალების შინაგანად მისაღები დოზების დიაპაზონი უნდა ჩაითვალოს მხოლოდ რეკომენდებულებად.
პრეპარატი სიკორა უნდა დაინიშნოს ექიმის მიერ ან მჭიდრო თანამშრომლობით ექიმთან, რომელსაც აქვს იმუნოსუპრესიული თერაპიის და/ან ორგანოების ტრანსპლანტაციის ჩატარების გამოცდილება.
ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული ჩვენებები
სოლიდური ორგანოების ტრანსპლანტაცია
პრეპარატ სიკორათი მკურნალობა უნდა დაიწყოს ტრანსპლანტაციამდე 12 საათით ადრე დოზით 10-15 მგ/კგ, გაყოფილი 2 მიღებაზე. ტრანსპლანტაციის შემდეგ ზემოაღნიშნული დოზა უნდა იქნას გამოყენებული სადღეღამისო დოზის სახით 1-2 კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც მას თანდათან ამცირებენ სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციის კონტროლის ქვეშ (დამტკიცებული ეროვნული კლინიკური პროტოკოლების მიხედვით) შემანარჩუნებელი დოზის 2-6 მგ/ კგ/დღე-ღამეში (2 მიღებაზე) მიღწევამდე.
სხვა იმუნოსუპრესანტებთან ერთდროული გამოყენების შემთხვევაში, მაგალითად გკს-სთან ან კომბინირებული სამკომპონენტიანი ან ოთხკომპონენტიანი თერაპიის სქემების შემადგენლობაში, პრეპარატი სიკორა შეიძლება გამოყენებულ იქნას უფრო დაბალი დოზით (მაგალითად, 3-6 მგ/კგ/დღე-ღამეში 2 მიღებაზე მკურნალობის საწყის ეტაპზე).
ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია
ციკლოსპორინის საწყისი დოზა უნდა იქნას მიღებული ტრანსპლანტაციამდე ერთი დღე-ღამით ადრე. უმეტეს შემთხვევაში სასურველია სამკურნალო საშუალების ინტრავენური შეყვანა, ამ დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 3-5 მგ/კგ/დღე-ღამეში, საინფუზიო თერაპია ციკლოსპორინით იმავე დოზით გრძელდება ტრანსპლანტაციის შემდეგ 2 კვირამდე დროის განმავლობაში (სამკურნალო პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს შესაბამისი დოზირებით და სამკურნალო ფორმით, რაც მოგვცემს მითითებული დოზირების დაცვის საშუალებას); შემდგომში გადადიან პრეპარატ სიკორათი პერორალურ შემანარჩუნებელ მკურნალობაზე დოზით დაახლოებით 12,5 მგ/კგ/დღე-ღამეში, დაყოფილი 2 მიღებაზე. შემანარჩუნებელი თერაპიის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 3 თვისა (სასურველია 6 თვე), შემდეგში პრეპარატის დოზა თანდათან მცირდება მის მთლიანად მოხსნამდე ტრანსპლანტაციის შემდეგ 1 წლის განმავლობაში.
თუ პრეპარატი სიკორა გამოიყენება საწყისი თერაპიის სახით, რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 12,5-15 მგ/კგ (2 მიღებაზე), რომელიც უნდა უნდა იქნას შეყვანილი ტრანსპლანტაციამდე ერთი დღე-ღამით ადრე.
თუ პაციენტს აქვს კუჭ-ნაწლავის დარღვევები, რომლებმაც შეიძლება შეამცირონ ციკლოსპორინის შეწოვა, შეიძლება წარმოიქმნას პრეპარატ სიკორას უფრო მაღალი დოზების გამოყენების ან ციკლოსპორინით ინტრავენური თერაპიის დანიშვნის აუცილებლობა.
ზოგიერთ პაციენტს ციკლოსპორინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შეიძლება განუვითარდეს დაავადება „ტრანსპლანტატი პატრონის წინააღმდეგ“, რომელიც , როგორც წესი, რეგრესირებს სამკურნალო საშუალებით თერაპიის განახლების შემდეგ. მსგავს სიტუაციებში პრეპარატის საწყისი დატვირთვის დოზა შინაგანად მიღების შემთხვევაში უნდა შეადგენდეს 10-12,5 მგ/კგ, შემდეგ გამოიყენება ყოველდღიური შემანარჩუნებელი დოზა, რომელიც ადრე უზრუნველყოფდა დამაკმაყოფილებელ პასუხს მკურნალობაზე. სიმძიმის მსუბუქი ხარისხის ქრონიკული დაავადების „ტრანსპლანტატი პატრონის წინააღმდეგ“ სამკურნალოდ პრეპარატი სიკორა უნდა იქნას გამოყენებული დაბალი დოზებით.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- კრაზანას ( Hypericum perforatum) შემცველი პრეპარატებების ერთდროული გამოყენება;
- ისეთი სამკურნალო საშუალებებების ერთდროული გამოყენება, რომლებიც წარმოადგენენ P-გლიკოპროტეინის (P- gp ) ეფლუსიური გადამტანის ან პოლიპეპტიდების ორგანული ანიონის გადამტან ( OATP ) სუბსტრატებს და რომელთა სისხლის პლაზმაში კონცენტრაციების მატება დაკავშირებულია მძიმე და/ან სიცოცხლისათვის საშიშ გვერდით რეაქციებთან ( მაგალითად, ბოზენტანი , დაბიგატრანის ეტექსილატი და ალისკირენი).
სიფრთხილის ზომები
სამედიცინო დაკვირვება
პრეპარატი სიკორა უნდა იქნას დანიშნული ექიმის მიერ, რომელსაც აქვს იმუნოსუპრესიული თერაპიის ჩატარების გამოცდილება და შეუძლია უზრუნველჰყოს პაციენტის შესაბამისი მეთვალყურეობა, რეგულარული სრული ფიზიკალური გამოკვლევის, არტერიული წნევის გაზომვისა და აუცილებელი ლაბორატორიული მაჩვენებლების მონიტორინგის ჩათვლით. პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს ტრანსპლანტაცია, პრეპარატით თერაპია უნდა ჩატარდეს დაწესებულებებში, რომლებიც უზრუნველყოფილია შესაბამისი ლაბორატორიული და დამხმარე სამედიცინო რესურსებით. ექიმი, რომელიც პასუხისმგებელია შემანარჩუნებელ თერაპიის ჩატარებაზე, უნდა იღებდეს სრულ ინფორმაციას პაციენტის მონიტორინგის დროს.
ლიმფომები და სხვა ავთვისებიანი სიმსივნეები
ისევე, როგორც სხვა იმუნოსუპრესანტების გამოყენების დროს, ციკლოსპორინის გამოყენებისას იზრდება ლიმფომებისა და სხვა ავთვისებიანი სიმსივნეების, განსაკუთრებით კანის, განვითარების რისკი. ეს რისკი, როგორც ჩანს, უფრო მეტადაა დაკავშირებული იმუნოსუპრესიის ინტენსივობასა და ხანგრძლივობასთან, ვიდრე კონკრეტული სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან.
მკურნალობის ისეთი სქემების გამოყენებისას, რომლებიც მოიცავს იმუნოსუპრესანტების კომბინაციებს ( მათ შორის ციკლოსპორინს), უნდა იქნას დაცული სიფრთხილე, ვინაიდან შეიძლება წარმოიქმნას ლიმფოპროლიფერაციული დაავადებები და სოლიდური ზომის სიმსივნეები ( იყო ცნობები ფატალური შემთხვევების შესახებ).
კანის ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების პოტენციური რისკის გამო, პაციენტები, რომლებიც იღებენ თერაპიას პრეპატრატით სიკორა, განსაკუთრებით ფსორიაზის ან ატოპიური დერმატიტის დროს, უნდა იყვნენ ინფორმირებულნი იმის შესახებ, რომ მათ თავიდან უნდა აიცილონ კანზე მზის პირდაპირი სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება. ასეთ პაციენტებს არ შეიძლება ერთდროულად ჩაუტარდეთ ულტრაიისფერი B დასხივება ან PUVA ( პსორალენის შემცველი პრეპარატი + ულტრაიისფერი A დასხივება) ფოტოქიმიოთერაპია.
ინფექციები
ისევე, როგორც სხვა იმუნოსუპრესანტების გამოყენების დროს, ციკლოსპორინის გამოყენებისას პაციენტებს აღენიშნებათ მიდრეკილება სხვადასხვა ბაქტერიული, სოკოვანი, პარაზიტული და ვირუსული ინფექციების მიმართ, რომელთა გაჩენა ხშირად განპირობებულია პირობითად პათოგენური გამომწვევებით. იყო შეტყობინებები, რომ პაციენტებში, რომლებიც იღებენ თერაპიას ციკლოსპორინით, ადგილი აქვს ლატენტური პოლიომავირუსული ინფექციების გააქტიურებას, რის შედეგადაც შეიძლება წარმოიქმნას პოლიომავირუს-ასოცირებული ნეფროპათია, განსაკუთრებით ნეფროპათია, რომელიც გამოწვეულია პოლიომავირუს BK-თი, ან პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია, რომელიც გამოწვეულია პოლიომავირუს JC- ს მიერ. ზემოაღნიშნული მდგომარეობები ხშირად დაკავშირებულია მაღალ საერთო იმუნოსუპრესიულ დატვირთვასთან და ისინი მხედველობაში უნდა იქნას მიღებული დიფერენციალური დიაგნოსტიკის ჩატარების დროს პაციენტებში დაქვეითებული იმუნიტეტით, რომლებსაც აქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევები ან ნევროლოგიური სიმპტომები. აღინიშნებოდა მსგავსი ინფექციების მძიმე შემთხვევები, მათ შორის ლეტალური შედეგით. უნდა იქნას გამოყენებული ეფექტური პრევენციური და თერაპიული სტრატეგიები, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც იღებენ ხანგრძლივ კომბინირებულ იმუნოსუპრესიულ თერაპიას.
ნეფროტოქსიკურობა
ციკლოსპორინით თერაპიის დროს შეიძლება გაიზარდოს სისხლის შრატში კრეატინინისა და შარდოვანას დონე (ხშირი და პოტენციურად მძიმე არასასურველი რეაქციები). ზემოაღნიშნული ფუნქციური ცვლილებები დამოკიდებულია დოზაზე და თავდაპირველად, როგორც წესი, აქვთ შექცევადი ხასიათი დოზის შემცირებისას. სამკურნალო საშუალების ხანგრძლივი გამოყენების დროს ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს სტრუქტურული ცვლილებები თირკმელებში (მაგალითად, ინტერსტიციული ფიბროზი); მსგავსი ცვლილებები პაციენტებში თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ უნდა იქნას დიფერენცირებული ცვლილებისაგან, რომლებიც დაკავშირებულია ტრანსპლანტანტის ჩამოცილების ქრონიკულ პროცესთან. ამიტომ, ასეთ პაციენტებში აუცილებელია თირკმლის ფუნქციის ხშირი კონტროლი დადგენილი ეროვნული კლინიკური პროტოკოლების შესაბამისად.
ჰეპატოტოქსიურობა
ციკლოსპორინით მკურნალობის დროს შეიძლება შეინიშნებოდეს სისხლის შრატში ბილირუბინის და ღვიძლის ფერმენტების დონეების დოზადამოკიდებული შექცევადი მატება. დარეგისტრირებულია სპონტანური შეტყობინებები ჰეპატოტოქსიური ზემოქმედებისა და ღვიძლის დაზიანების შესახებ, ქოლესტაზის, სიყვითლის, ჰეპატიტისა და ღვიძლის უკმარისობის ჩათვლით, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თერაპიას ციკლოსპორინით. მსგავსი შემთხვევების უმეტესობაში პაციენტებს აღენიშნებოდათ მნიშვნელოვანი თანმხლები დაავადებები ან მდგომარეობები და სხვა მიდრეკილების წარმომქმნელი ფაქტორები (მათ შორის ინფექციური გართულებები და ისეთი სამკურნალო საშუალებების ერთდროული მიღება, რომლებსაც აქვთ პოტენციური ჰეპატოტოქსიური მოქმედება). ზოგიერთ შემთხვევაში, უპირატესად პაციენტებს შორის, რომლებმაც გადაიტანეს ტრანსპლანტაცია, აღინიშნებოდა ლეტალური შედეგები. აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების გულდასმითი კონტროლი, ზემოთ ჩამოთვლილი მაჩვენებლების მხრივ დარღვევების დროს შესაძლოა წარმოიქმნას პრეპარატის დოზის შემცირების აუცილებლობა.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წლის და უფროსი ასაკის)
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში აუცილებელია თირკმლის ფუნქციის გულდასმითი კონტროლის გაწევა.
ციკლოსპორინის სისხლში კონცენტრაციის მონიტორინგი
პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს ტრანსპლანტაცია და იღებენ თერაპიას პრეპარატ სიკორათი, ციკლოსპორინის სისხლში კონცენტრაციის რუტინული მონიტორინგი წარმოადგენს უსაფრთხოების მნიშვნელოვან ღონისძიებას. სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციის დასადგენად სასურველია იქნას გამოყენებული სპეციფიკური მონოკლონური ანტისხეულები (უცვლელი სამკურნალო საშუალების ოდენობის გაზომვა); შეიძლება გამოყენებულ იქნას მაღალი ხარისხის თხევადი ქრომატოგრაფიის მეთოდი, რომელიც ასევე გვაძლევენ საშუალებას გავზომოთ უცვლელი სამკურნალო საშუალების კონცენტრაცია სისხლში. სისხლის პლაზმაში ან შრატში ციკლოსპორინის დონის განსაზღვრისას უნდა იქნას გამოყენებული სტანდარტული (დრო და ტემპერატურა) გამოყოფის მეთოდიკა. იმის დადასტურების მიზნით, რომ სამკურნალო საშუალების შერჩეული დოზა უზრუნველყოფს შესაფერის იმუნოსუპრესიას, ციკლოსპორინის დონის მონიტორინგის საწყის ეტაპზე იმ პაციენტების სისხლში, რომლებსაც გაუკეთდათ ღვიძლის ტრანსპლანტაცია, უნდა იქნას გამოყენებული მეთოდი, რომელიც განსაზღვრავს სპეციფიკური მონოკლონური ანტისხეულების რაოდენობას , ან პარალელურად უნდა იქნას გამოყენებული სპეციფიკური და არასპეციფიკური მონოკლონური ანტისხეულების რაოდენობის გაზომვის მეთოდები .
პაციენტებში, რომლებიც იღებენ თერაპიას პრეპარატ სიკორათი ჩვენებებით, რომლებიც არ არის დაკავშირებული ტრანსპლანტაციასთან, ზოგიერთ შემთხვევაში რეკომენდებულია სისხლში ციკლოსპორინის დონის კონტროლი, მათ შორის ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ პრეპარატის ფარმაკოკინეტიკაზე ან მკურნალობაზე უჩვეულო კლინიკური პასუხის შემთხვევაში (მაგალითად, არასაკმარისი ეფექტურობა ან გაზრდილი აუტანლობა პრეპარატ სიკორას მიმართ, თირკმლის ფუნქციის დარღვევების ჩათვლით).
ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ციკლოსპორინის კონცენტრაცია სისხლში, პლაზმაში ან სისხლის შრატში წარმოადგენს მხოლოდ ერთ ფაქტორს მრავალიდან, რომელიც განსაზღვრავენ პაციენტის კლინიკურ მდგომარეობას. ამიტომ, სამკურნალო საშუალების დოზირების რეჟიმის არჩევისას ზემოაღნიშნული გაზომვების შედეგები უნდა იქნას გათვალისწინებული სხვა კლინიკურ და ლაბორატორიულ მაჩვენებლებთან ერთად.
არტერიული ჰიპერტენზია
ციკლოსპორინის გამოყენებისას აუცილებელია რეგულარულად კონტროლდებოდეს არტერიული წნევა. არტერიული ჰიპერტენზიის განვითარდების დროს უნდა ჩატარდეს შესაბამისი ანტიჰიპერტენზიული თერაპია; სასურველია გამოყენებული იქნას ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, რომლებიც არ ახდენენ ზეგავლენას ციკლოსპორინის ფარმაკოკინეტიკაზე, მაგალითად ისრადიპინი.
სისხლში ლიპიდების დონის მომატება
ვინაიდან ციკლოსპორინით თერაპიის დროს დაფიქსირდა სისხლში ლიპიდების დონის უმნიშვნელო შექცევადი მატება, რეკომენდებულია სისხლის ლიპიდების დონის განსაზღვრა მკურნალობის დაწყების წინ და სამკურნალო საშუალების გამოყენების ერთი თვის შემდეგ. სისხლში ლიპიდების დონის გაზრდის შემთხვევაში უნდა იქნას განხილული საკვებთან ერთად მიღებული ცხიმების შეზღუდვა და საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის დოზის შემცირება.
ჰიპერკალიემია
ციკლოსპორინის გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალიემიის წარმოქმნის რისკი, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. პრეპარატ სიკორას გამოყენების დროს პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ კალიუმის შემცველ ან კალიუმის შემნახველ სამკურნალო საშუალებებს (კალიუმის შემნახველი დიურეზულები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები (არბ)) ან იღებენ დიდი რაოდენობით კალიუმს საკვებთან ერთად, ასევე უნდა იქნას დაცული სიფრთხილე. მსგავს სიტუაციებში საჭიროა სისხლში კალიუმის დონის კონტროლი.
ჰიპომაგნიემია
ციკლოპორინიდპორინის გამოყენების დროს მაგნიუმის კლირენსი იზრდება, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს სიმპტომური ჰიპომაგნიემია, განსაკუთრებით პერიტრანსპლანტაციურ პერიოდში. რეკომენდებულია სისხლში მაგნიუმის დონის კონტროლის ჩატარებაგი პერიტრანსპლანტაციის პერიოდში, განსაკუთრებით როდესაც პაციენტს აქვს ნევროლოგიური ნიშნები/სიმპტომები; საჭიროების შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული მაგნიუმის შემცველი პრეპარატები.
ჰიპერურიკემია
პრეპარატ სიკორას გამოყენებისას უნდა იქნას დაცული სიფრთხილე ჰიპერურიკემიის მქონე პაციენტებში.
ცოცხალი ატენუირებული ვაქცინების გამოყენება
ციკლოსპორინით მკურნალობის დროს ვაქცინაციის ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს. პრეპარატ სიკორას გამოყენებისას თავიდან უნდა იქნას აცილებული ცოცხალი შესუსტებული ვაქცინების გამოყენება.
მედიკამენტოზური ურთიერთქმედებები
პრეპარატ სიკორას კომბინირებული გამოყენებისას პრეპარატი ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდიან ან ამცირებს ციკლოსპორინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში CYP 3 A 4 და/ან P- gp აქტივობის შემცირების ან ზრდის ხარჯზე, უნდა იქნას დაცული სიფრთხილე.
უნდა იქნას გაკონტროლირებული ნეფროტოქსიური ზემოქმედება ციკლოსპორინისა და ისეთი სამკურნალო საშუალებების კომბინირებული გამოყენების საწყის ეტაპზე, რომლებიც ზრდიან ციკლოსპორინის კონცენტრაციას სისხლში ან აქვთ სინერგიული ნეფროტოქსიური ეფექტი. აუცილებელია ჩატარდეს პაციენტების კლინიკური მდგომარეობის გულდასმითი მონიტორინგი. შესაძლოა წარმოიქმნას სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციის მონიტორინგისა და პრეპარატის დოზის კორექტირების აუცილებლობა.
თავიდან უნდა იქნას აცილებული ციკლოსპორინის და ტაკროლიმუსის ერთდროული გამოყენება.
ციკლოსპორინი აინჰიბირებს CYP3A4, P-gp და OATP, ამიტომ ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც წარმოადგენენ ზემოაღნიშნული ფერმენტის სუბსტრატებს და/ან გადამტანებს, ამ უკანასკნელების კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეიძლება გაიზარდოს. თავიდან უნდა იქნას აცილებული მსგავსი კომბინაციების გამოყენება ან მათი გამოყენებისას უნდა იქნას დაცული სიფრთხილე. ციკლოსპორინთან ერთად გამოყენებისას სისხლში იზრდება 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ-კოფერმენტ A რედუქტაზას ინჰიბიტორების (HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები (სტატინები)) კონცენტრაცია. პრეპარატ სიკორასთან ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია შემცირდეს სტატინების დოზა, ასევე თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატ სიკორას კომბინირებული გამოყენება ზოგიერთ სტატინებთან სამედიცინო გამოყენების შესაბამის ინსტრუქციებში მითითებული რეკომენდაციების შესაბამისად. სტატინების გამოყენება დროებით უნდა შეჩერდეს ან შეწყდეს პაციენტებში მიოპათიის ნიშნებითა და სიმპტომებით ან რისკ-ფაქტორებით, რომლებიც განაწყობენ თირკმელების მძიმე დაზიანებისადმი, მათ შორის თირკმლის უკმარისობით, რომელიც წარმოიქმნა რაბდომიოლიზის ფონზე.
ციკლოსპორინისა და ლერკანიდიპინის ერთდროული გამოყენებისას ლერკანიდიპინის AUC -ის მნიშვნელობა იზრდებოდა 3-ჯერ, ხოლო ციკლოსპორინის AUC-ის მნიშვნელობა მატულობდა 21%-ით. თავიდან უნდა იქნას აცილებული ზემოაღნიშნული სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება. ციკლოსპორინის გამოყენებისას ლერკანიდიპინის მიღებიდან 3 საათის შემდეგ ამ უკანასკნელის AUC მნიშვნელობა არ იცვლებოდა, ხოლო ციკლოსპორინის AUC-ის მნიშვნელობამ მოიმატა 27%-ით. ზემოთ მითითებული სამკურნალო საშუალებების კომბინირებული გამოყენების დროს უნდა იქნას დაცული სიფრთხილე, მათ მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 3 საათისა.
დამატებითი სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენებისას იმ ჩვენებით, რომლებიც არ არის დაკავშირებული ტრანსპლანტაციასთან
ციკლოსპორინი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით (გარდა პაციენტებისა ნეფროზული სინდრომით, რომლებსაც აქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევების დასაშვები დონე), არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზიით, არაკონტროლირებადი ინფექციური დაავადებებით და ნებისმიერი ტიპის ავთვისებიანი სიმსივნით.
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია თირკმელების ფუნქციური მდგომარეობის საწყისი დონის შესაბამისად შეფასება (როგორც მინიმუმი, eGFR უნდა განისაზღვროს 2-ჯერ ). ციკლოსპორინით თერაპიის დროს ხშირად უნდა ჩატარდეს თირკმელების ფუნქციის კონტროლი, რათა აუცილებლობის შემთხვევაში სამკურნალო საშუალების დოზა იქნას სათანადოდ კორექტირებული.
დამატებითი სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენებისას ენდოგენური უვეიტის დროს
პრეპარატი სიკორა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ბეჰჩეტის დაავადების მქონე პაციენტებში ნევროლოგიური სინდრომით; ასეთ პაციენტებში აუცილებელია ნევროლოგიური სტატუსის გულდასმითი კონტროლი.
ბავშვებში ენდოგენური უვეიტის სამკურნალოდ პრეპარატის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.
დამატებითი სიფრთხილის ზომები ნეფროზული სინდრომის დროს პრეპარატის გამოყენებისას
პაციენტებში უკვე არსებული თირკმელების ფუნქციის დარღვეებით მკურნალობის საწყის ეტაპზე პრეპარატი სიკორა უნდა იქნას გამოყენებული დოზით 2,5 მგ/კგ/დღე-ღამეში; აუცილებელია ასეთი პაციენტების გულდასმითი მეთვალყურეობის უზრუნველყოფა.
ვინაიდან თირკმელების ფუნქციის ცვლილებები დამახასიათებელია თავად ნეფროზული სინდრომისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება წარმოიქმნას სირთულეები პაციენტებში თირკმლის ფუნქციის იმ დარღვევევის გამოვლენისას, რომლებიც განპირობებულია სამკურნალო საშუალების მიღებით. ეს გარემოება ხსნის იმ ფაქტს, რომ იშვიათ შემთხვევებში თირკმელების სტრუქტურული ცვლილებები, რომლებიც დაკავშირებულია სამკურნალო საშუალების მიღებასთან, აღინიშნებოდა სისხლის შრატში კრეატინინის დონის მატების არარსებობის შემთხვევაში. სტეროიდდამოკიდებული მინიმალური ცვლილებების ნეფროპათიის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ შემანარჩუნებელ თერაპიას პრეპარატ სიკორათი 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, უნდა იქნას განხილული საკითხი თირკმლის ბიოფსიის ჩატარების შესახებ.
ნეფროზული სინდრომის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ იმუნოსუპრესანტებს, ციკლოსპორინის ჩათვლით, იშვიათად აღინიშნებოდა ავთვისებიანი სიმსივნეების, მათ შორის ჰოჯკინის ლიმფომის, განვითარების შემთხვევები.
დამატებითი სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენებისას რევმატოიდული ართრიტის დროს
პრეპარატ სიკორათი თერაპიის 6 თვის შემდეგ უნდა იქნას ჩატარებული თირკმლის ფუნქციის კონტროლი ყოველ 4-8 კვირაში, ძირითადი დაავადების სტაბილურიად მომდინარეობის, სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენებისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით. თირკმელების ფუნქციის უფრო ხშირი მონიტორინგი აუცილებლად უნდა ჩატარდეს პრეპარატის დოზის გაზრდის ან თანმხლები აასს-თი თერაპიის დანიშვნის შემთხვევებში, მათ შორის მათი დოზის გაზრდისას.
თუ პრეპარატ სიკორათი მკურნალობის დროს ვითარდება არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც არ ექვემდებარება კონტროლს შესაბამისი ანტიჰიპერტენზიული თერაპიით, შეიძლება წარმოიქმნას პრეპარატის შეწყვეტის აუცილებლობა.
ისევე როგორც სხვა იმუნოსუპრესიული სამკურნალო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენებისას,პრეპარატ სიკორას გამოყენების დროს მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ლიმფოპროლიფერაციული დაავადებების წარმოქმნის გაზრდილი რისკი. განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა იქნას გამოჩენილი პრეპარატის მეთოტრექსატთან კომბინაციაში გამოყენებისას სინერგიული ნეფროტოქსიური ზემოქმედების გამო.
დამატებითი სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენებისას ფსორიაზის დროს
თუ პრეპარატ სიკორათი მკურნალობის დროს წარმოიქმნება არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც არ კონტროლდება შესაბამისი ანტიჰიპერტენზიული თერაპიით, რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
სამკურნალო საშუალება უნდა იქნას გამოყენებული ხანდაზმული ასაკის პაციენტებში მხოლოდ ფსორიაზის მაინვალიდიზირებელი ფორმების შემთხვევაში, ამ დროს აუცილებელია თირკმლის ფუნქციის გულდასმითი კონტროლი.
ბავშვებში ფსორიაზის მკურნალობისას პრეპარატის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.
ფსორიაზის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ თერაპიას ციკლოსპორინით, ისევე როგორც სტანდარტული იმუნოსუპრესიული თერაპიის გამოყენების შემთხვევაში, აღინიშნა ავთვისებიანი ნეოპლაზმების განვითარების შემთხვევები, განსაკუთრებით კანის. პრეპარატ სიკორათი მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ჩატარდეს ფსორიაზისთვის ატიპიური კანის არსებული დაზიანებების ბიოფსია, რომლებიც, სავარაუდოდ, შეიძლება ეკუთვნოდეს ავთვისებიან ნეოპლაზმებს ან კიბოსწინარე მდგომარეობას. სამკურნალო საშუალება უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ავთვისებიანი ნეოპლაზმებით ან კანის კიბოსწინარე დაავადებებით მხოლოდ მათი სათანადო მკურნალობის შემდეგ და ალტერნატიული ეფექტური თერაპიის არარსებობის შემთხვევაში.
ზოგიერთ პაციენტებთან ფსორიაზით, რომლებიც მკურნალობდნენ ციკლოსპორინით, იყო დარეგისტრირებული ლიმფოპროლიფერაციული დაავადებების წარმოქმნის შემთხვევები, მსგავს სიტუაციებში სამკურნალო საშუალების მიღების სწრაფად შეწყვეტის დროს ისინი რეგრესიას განიცდიდნენ.
პაციენტებს, რომლებიც იღებენ მკურნალობას პრეპარატ სიკორათი, არ შეიძლება ამავდროულად ჩაუტარდეთ ულტრაიისფერი B დასხივება ან PUVA ფოტოქიმიოთერაპია.
დამატებითი სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენებისას ატოპიური დერმატიტის დროს

ბავშვებში ატოპიური დერმატიტის სამკურნალოდ ციკლოსპორინის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში სამკურნალო საშუალება უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ატოპიური დერმატიტის მაინვალიდიზირებელი ფორმების შემთხვევაში, ამ დროს აუცილებელია თირკმელების ფუნქციის გულდასმითი კონტროლი.
კეთილთვისებიანი ლიმფადენოპათია, რომელიც, როგორც წესი, დაკავშირებულია ატოპიური დერმატიტის გამწვავებასთან, ქრება სპონტანურად ან დაავადების მიმდინარეობის ზოგადი გაუმჯობესების ფონზე.
რეგულარულად უნდა ჩატერდეს ლიმფადენოპათიის მქონე პაციენტების მონიტორინგი, რომელიც წარმოიქმნა ციკლოსპორინით მკურნალობის ფონზე.
ლიმფადენოპათიის დროს, რომელიც არ ქრება დაავადების მიმდინარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, სიფრთხილის ზომის სახით აუცილებელია ჩატარდეს ბიოფსია ლიმფომის გამორიცხვის მიზნით.
პრეპარატ სიკორას გამოყენების დაწყებამდე უნდა გამორიცხოთ ჰერპესული ინფექციის აქტიური ფორმების არსებობა (Herpes simplex), თუ ჰერპეტური ინფექციის გააქტიურება შეინიშნება სამკურნალო საშუალებით თერაპიის დაწყების შემდეგ, მაშინ ეს გარემოება არ არის მკურნალობის შეწყვეტის სავალდებულო მიზეზი, მძიმე შემთხვევების გარდა.
Staphylococcus aureus- ით გამოწვეული კანის ინფექციები არ წარმოადგენს პრეპარატ სიკორას გამოყენების აბსოლუტური უკუჩვენებას, თუმცა აუცილებელია მათი კონტროლირება შესაბამისი ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენებით. მოერიდეთ პრეპარატის ერთდროულ გამოყენებას პერორალურად მისაღებ ერითრომიცინთან, ვინაიდან ეს უკანასკნელი ზრდის ციკლოსპორინის კონცენტრაციას სისხლში; ამისდამიუხედავად, ალტერნატიული თერაპიის არარსებობის შემთხვევაში, რეკომენდებულია ციკლოსპორინის სისხლში კონცენტრაციისა და თირკმელების ფუნქციის გულდასმითი მონიტორინგი, და ასევე პაციენტების მონიტორინგის ჩატარება სამკურნალო საშუალების არასასურველი რეაქციების გამოვლენის მიზნით.

პრეპარატის გამოყენება ბავშვებში ჩვენებებით, რომლებიც არ არის დაკავშირებული ტრანსპლანტაციასთან
ბავშვებში სამკურნალო საშუალების გამოყენების ადეკვატური გამოცდილება ჩვენებებით, რომლებიც არ არის დაკავშირებული ტრანსპლანტაციასთან, გარდა ნეფროზული სინდრომისა, არ არსებობს. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 16 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩვენებებით, რომლებიც არ არის დაკავშირებული ტრანსპლანტაციასთან, გარდა ნეფროზული სინდრომისა.
დამხმარე ნივთიერებები
სიკორა 25 მგ შეიცავს 6.41 ობ. % ეთანოლს, ე.ი. 25 მგ-მდე დოზაზე (1 კაფსულა), რაც შეესაბამება 1,282 მლ ლუდს ან 0,534 მლ წითელ ღვინოს, სიკორა100 მგ შეიცავს 7,19 ობ.% ეთანოლს, ე.ი. 100 მგ-მდე დოზაზე (1 კაფსულა), რაც შეესაბამება 1,438 მლ ლუდს ან 0,599 მლ წითელ ღვინოს, ამიტომ პრეპარატმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებზე. ეს ასევე გასათვალისწინებელია პრეპარატის გამოყენებისას ქალებში ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში, ბავშვებში და მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, მაგალითად, ღვიძლის დაავადებებით ან ეპილეფსიით.
პრეპარატი სიკორა შეიცავს სორბიტოლს, რომელიც არის ფრუქტოზის წყარო, ამიტომ მისი გამოყენება არ შეიძლება ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებში.
ისეთი პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას ან ისეთი საკვების მიღებისას, რომელიც შეიცავს სორბიტოლს (ან ფრუქტოზას), მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ადიტიური ეფექტი. ერთად გამოყენებისას სორბიტოლის შემცველმა პერორალურმა პრეპარატებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ სხვა პერორალური სამკურნალო საშუალებების ბიოშეღწევადობაზე.
პრეპარატი სიკორა შეიცავს მაკროგოლგლიცეროლის …
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მედიკამენტოზური ურთიერთქმედებები
დადგენილია, რომ ციკლოსპორინი შედის ურთიერთქმედებაში სამკურნალო საშუალებების დიდ ნაწილთან. ქვემოთ ჩამოთვილია ისინი, რომელთათვის ციკლოსპორინთან ურთიერთქმედებები შესაბამისად დასაბუთებულია და კლინიკურად მნიშვნელოვანია. ცნობილია, რომ სხვადასხვა პრეპარატებს შეუძლია ციკლოსპორინის კონცენტრაციის მომატება ან შემცირება პლაზმაში ან მთელ სისხლში, როგორც წესი, იმ ფერმენტების ინჰიბირებისა ან ინდუცირების ხარჯზე, რომლებიც მონაწილეობენ ციკლოსპორინის მეტაბოლიზმში, კერძოდ CYP3A4.
ციკლოსპორინი არის CYP3A4, P-gp და OATR ინჰიბიტორი, ამიტომ კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში ისეთი საკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენების დროს, რომლებიც წარმოადგენენ ზემოხსენებული ფერმენტის და/ან გადამტანების სუბსტრატებს, შეიძლება გაიზარდოს. სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას ციკლოსპორინის ბიოხელმისაწვდომობა შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს. ტრანსპლანტაცია გადატანილ პაციენტებს ხშირად უნდა ჩაუტარდეთ სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციის კონტროლი და აუცილებლობის შემთხვევაში დოზის კორექცია, განსაკუთრებით ერთდროული გამოყენების დაწყებისას ან სხვა პრეპარატების მოხსნის დროს. ციკლოსპორინის მიმღებ პაციენტებთან იმ ჩვენებებით, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ტრანსპლანტაციასთან, დადგენილია ნაკლებად გამოხატული ურთიერთკავშირი სისხლში სამკურნალო საშუალების კონცენტრაციასა და კლინიკურ ეფექტს შორის. პრეპარატ სიკორას ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც ზრდიან ციკლოსპორინის დონეს სისხლში, ხშირი მონიტორინგი თირკმელების ფუნქციისა და არასასურველი რეაქციებისა, რომლებიც დაკავშირებულია ციკლოსპორნის გამოყენებასთან, შეიძლება იყოს უფრო მიზანშეწონილი, ვიდრე სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციის გაზომვა. პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ ციკლოსპორინის კონცენტრაციას სისხლში სავარაუდოა, რომ CYP3A4-ის და/ან P-gp ყველა ინდუქტორი ამცირებს ციკლოსპორინის კონცენტრაციას სისხლში, მათ შორის: ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, ოქსკარბაზეპინი, ფენიტოინი, ნაფცილინი, სულფადიმიდინი (ინტრავენური შეყვანა),პრობუკოლი, ორლისტატი, პრეპარატები რომლებიც შეიცავენ კრაზანას, თიკლოპიდინს, სულფინპირაზონს, ტერბინაფინს, ბოზენტანს. პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ კრაზანას, არ უნდა იქნას ერთდროულად გამოყენებული პრეპარატ სიკორასთან სისხლში ციკლოსპოორინის კონცენტრაციის დაქვეითებისა და სამკურნალო საშუალებისეფექტურობის შემცირების გამო.
რიფამპიცინთან ერთდროული გამოყენების დროს ციკლოსპორინის მეტაბოლიზმი კუჭ-ნაწლავში და ღვიძლში ძლიერდება, ამოტომ შეიძლება წარმოიქმნას ციკლოსპორინის დოზის 3-5 ჯერ გაზრდის აუცილებლობა.
კომბინირებული გამოყენებისას პერორალურ ოქტრეოტიდთან ციკლოსპორინის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტით მცირდება, ამიტომ შეიძლება წარმოიქმნას ციკლოსპორინის დოზის 50%-ით გაზრდის ან ციკლოსპორინით ინტრავენურ თერაპიაზე გადასვლის აუცილებლობა. პრეპარატები, რომლებიც ზრდიან ციკლოსპორინის კონცენტრაციას სისხლში CYP3A4-ის და/ან P-gp-ს ყველა ინჰიბიტორებს შეუძლიათ სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციის გაზრდა, მათ შორის: ნიკარდიპინს, მეტოკლოპრამიდს, პერორალურ კონტრაცეპტივებს, მეთილპრედნიზოლონს (მაღალი დოზები), ალოპურინოლს, ქოლის მჟავას და მისი წარმოებულებს, პროტეაზას ინჰიბიტორებს, იმატინიბს, კოლხიცინს, ნეფაზოდონს. მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებს: ერითრომიცინს შეუძლია გაზარდოს ციკლოსპორინის კონცენტრაცია სისხლში 4-7 ჯერ, რის გამოც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ამ უკანასკნელის ნეფროტოქსიური მოქმედება; კლარიტრომიცნინთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნა ციკლოსპორინის კონცენტრაციის მომატება სისხლში 2ჯერ; აზიტრომიცინი ზრდის ციკლოსპორინის დონეს სისხლში დაახლოებით 20% ით.
აზოლური ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს: კეტოკონაზოლი, ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი და ვორიკონაზოლი შეუძლიათ გაზარდონ ციკლოსპორინის კონცენტრაცია სისხლში 2-ჯერ მეტით.
ვერაპამილთან ერთად გამოყენებისას ციკლოსპორინის დონე სისხლში 2-3-ჯერ იზრდება.
ტელაპრევირთან კომბინირებული გამოყენებისას ციკლოსპორინის კონცენტრაცია სისხლში იზრდება დაახლოებით 4,64-ჯერ (შეფასებული AUC-ით).
ამიოდარონი მნიშვნელოვნად ზრდის ციკლოსპორინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, ხოლო სისხლის შრატში აღირიცხება კრეატინინის დონის ერთდროული მატება. ვინაიდან ამიოდარონს აქვს ძალიან გრძელი ნახევარგამოყოფის პერიოდი, ზემოაღნიშნული ურთიერთქმედება შეიძლება მოხდეს მისი გამოყენების შეწყვეტის შემდეგ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (დაახლოებით 50 დღე).
არსებობს ცნობები, რომ დანაზოლი ზრდის ციკლოსპორინის კონცენტრაციას სისხლში დაახლოებით 50%-ით.
დილთიაზემთან(90მგ დღე-ღამეში) ერთდროული გამოყენებისას სისხლის პლაზმაში ციკლოსპორინის კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს 50%-ით.
იმატინიბთან ერთად გამოყენებისას ციკლოსპორინის Cmax შეიძლება გაიზარდოს 20%-ით.
კანაბიდიოლი (P-gp ინჰიბიტორი ): არსებობს ცნობები, რომ კალცინეურინის სხვა ინჰიბიტორის კონცენტრაცია სისხლში იზრდება კანაბიდიოლთან ერთად გამოყენებისას. ეს ურთიერთქმედება შეიძლება განპირობებული იყოს P-gp შუამავლობითი პროცესის კალცინეურინის ინჰიბიტორის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში გამოყოფის ინჰიბირებით, რაც იწვევს მისი ბიოშეღწევადობის ზრდას. ამიტომ, ციკლოსპორინისა და კანაბიდიოლის ერთდროული გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა და გვერდითი რეაქციების გულდასმითი მონიტორინგი. პაციენტებში, ტრანსპლანტაციის გადატანით, საჭიროა ციკლოსპორინის მინიმალური კონცენტრაციის კონტროლი მთელ სისხლში და საჭიროების შემთხვევაში დოზის კორექტირება. პაციენტებში, რომლებიც იღებენ ციკლოსპორინის თერაპიას ტრანსპლანტაციის გარდა სხვა ჩვენებების გამო, გასათვალისწინებელია სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციის მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვევაში, პრეპარატის დოზის კორექტირება.
საკვებთან ურთიერთქმედება
გრეიფრუთის და გრეიფრუტის წვენთან ერთად მიღებისას ციკლოსპორინის ბიოშეღწევადობა იზრდება.
კომბინაციები, რომლებიც ზრდის ნეფროტოქსიკურობის რისკს
სიფრთხილეა საჭირო ციკლოსპორინის გამოყენებისას სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებსაც აქვთ სინერგიული ნეფროტოქსიური მოქმედებები, მათ შორის: ამინოგლიკოზიდები (მათ შორის გენტამიცინი, ტობრამიცინი), ამფოტერიცინი B, ციპროფლოქსაცინი, ვანკომიცინი, ტრიმეტოპრიმი (+ სულფამეტოქსაზოლი), ფიბრის მჟავას წარმოებულები(მაგალითად ბეზაფიბრატი, ფენოფიბრატი). არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მათ შორის დიკლოფენაკი, ნაპროქსენი, სულინდაკი), მელფალანი , H2- ჰისტამინის რეცეპტორების ანტაგონისტები (მაგალითად, ციმეტიდინი, რანიტიდინი), მეტოტრექსატი.
როდესაც ციკლოსპორინი გამოიყენება კომბინაციაში მედიკამენტებთან ერთად, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ სინერგიული ნეფროტოქსიური ეფექტი, აუცილებელია თირკმლის ფუნქციის ფრთხილად მონიტორინგი. თირკმელების ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევის შემთხვევაში, ერთდროულად გამოყენებული მედიკამენტების დოზები უნდა შემცირდეს ან განიხილებოდეს ალტერნატიული პრეპარატების გამოყენება.
ციკლოსპორინის და ტაკროლიმუსის ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული ნეფროტოქსიურობისა და ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების რისკის გამო CYP3A4 და /ან P- gp დონეზე .
თერაპია პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული საშუალებებით (პმას)
პმას თერაპიის დროს, ციკლოსპორინის ფარმაკოკინეტიკა შეიძლება შეიცვალოს ღვიძლის ფუნქციის ცვლილების შედეგად, რომელიც დაკავშირებულია C ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაციასთან. ასეთ სიტუაციებში უნდა ჩატარდეს გულდასმითი მონიტორინგი და განიხილოს ციკლოსპორინის დოზის კორექტირების აუცილებლობა, მკურნალობის ეფექტურობის მუდმივი შენარჩუნების მიზნით.
ციკლოსპორინის მოქმედება სხვა პრეპარატებზე
ციკლოსპორინი არის CYP3A4, P-gp და OATP ინჰიბიტორი. ციკლოსპორინთან კომბინირებისას შეიძლება გაიზარდოს იმ პრეპარატების კონცენტრაცია პლაზმაში, რომლებიც წარმოადგენენ CYP3A4- ის , P- gp და OATP- ის სუბსტრატს.
ციკლოსპორინთან ერთად გამოყენებისას დიგოქსინის, კოლხიცინის, გმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორების (სტატინები) და ეტოპოზიდის კლირენსი შეიძლება შემცირდეს. ამ პრეპარატებთან ერთად ციკლოსპორინის გამოყენებისას საჭიროა პაციენტის კლინიკური მონიტორინგი, რათა მოხდეს ტოქსიკური ეფექტების ადრეული გამოვლენა და დოზის შემდგომი შემცირება ან ზემოაღნიშნული პრეპარატების მიღების შეწყვეტა. ციკლოსპორინთან კომბინირებული გამოყენებისას სტატინების დოზები უნდა შემცირდეს, ასევე პრეპარატის კომბინირებული გამოყენება გარკვეულ სტატინებთან უნდა იქნას აცილებული სამედიცინო გამოყენების შესაბამის ინსტრუქციებში მითითებული რეკომენდაციების შესაბამისად. ინფორმაცია ყველაზე ხშირად გამოყენებული სტატინების კონცენტრაციის ცვლილების შესახებ სისხლში ციკლოსპორინთან ერთად გამოყენებისას მოცემულია ცხრილში. სტატინების გამოყენება დროებით უნდა შეჩერდეს ან შეწყდეს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მიოპათიის ნიშნები და სიმპტომები ან აქვთ რისკ-ფაქტორები, რომლებიც მიდრეკილნი არიან თირკმელების მძიმე დაზიანებისკენ, მათ შორის თირკმლის უკმარისობისკენ, რომელიც აღმოცენდებოდა რაბდომიოლიზის ფონზე.
ცხრილი. ინფორმაცია სისხლში ყველაზე ხშირად გამოყენებული სტატინების კონცენტრაციის ცვლილების შესახებ ციკლოსპორინთან ერთად გამოყენებისას.
სტატინები
დოზა (მგ)
სისხლში კონცენტრაციის მატება (გამრავლება)
ატორვასტატინი
10-80
8-10
სიმვასტატინი
10-80
6-8
ფლუვასტატინი
20-80
2-4
ლოვასტატინი
20-40
5-8
პრავასტატინი
20-80
5-10
როზუვასტატინი
5-40
5-10
პიტავასტატინი
1-4
4-6
რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენებისას ლერკანიდიპინთან ერთად.
ციკლოსპორინთან ერთად გამოყენებისას P-gp სუბსტრატის, ალისკირენის მნიშვნელობები Cmax და AUC, გაიზარდა დაახლოებით 2,5-ჯერ და 5-ჯერ, შესაბამისად, ხოლო ციკლოსპორინის ფარმაკოკინეტიკური პროფილი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. არ არის რეკომენდებული ციკლოსპორინისა და ალისკირენის კომბინირებული გამოყენება.
ვინაიდან ციკლოსპორინი აინჰიბირებს P-gp-ს, მისი ერთდროული გამოყენება დაბიგატრანის ეტექსილატთან არ არის რეკომენდებული.
როდესაც ნიფედიპინი და ციკლოსპორინი ერთად იყენებენ, ღრძილების ჰიპერპლაზიის სიხშირე შეიძლება გაიზარდოს ციკლოსპორინით მონოთერაპიასთან შედარებით.
დადგენილია, რომ ციკლოსპორინისა და დიკლოფენაკის ერთდროული გამოყენებისას ამ უკანასკნელის ბიოშეღწევადობა მნიშვნელოვნად იზრდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის შექცევადი დარღვევა. დიდი ალბათობით, დიკლოფენაკის ბიოშეღწევადობის ზრდა დაკავშირებულია მისი მეტაბოლიზმის დაქვეითებასთან პრესისტემური ელიმინაციის პროცესში (პირველი გავლის ეფექტი). ციკლოსპორინის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების კომბინირებული გამოყენებისას, რომლებიც ხასიათდება მეტაბოლიზმის დაბალი დონით პრესისტემური ელიმინაციის პროცესში (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა), არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ბიოშეღწევადობის ზრდა მოსალოდნელი არ არის.
კლინიკურ გამოკვლევებში ციკლოსპორინის მიკროემულსიის ფორმით, სრული დოზით და ევეროლიმუსის ან სიროლიმუსის ერთდროული გამოყენებისას, აღინიშნა სისხლის შრატში კრეატინინის დონის მატება, ეს ცვლილებები ხშირად შექცევადი იყო ციკლოსპორინის დოზის შემცირებისას. ევეროლიმუსი და სიროლიმუსი მცირე გავლენას ახდენდნენ ციკლოსპორინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრებზე. ციკლოსპორინთან კომბინირებისას ევეროლიმუსის და სიროლიმუსის კონცენტრაცია სისხლში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ციკლოსპორინის გამოყენებისას კალიუმის შემცველ ან კალიუმის შემნახველ საშუალებებთან ერთად (მაგ., კალიუმის შემნახველი დიურეზულები, აგფ ინჰიბიტორები, არბ), საჭიროა დავიცვათ სიფრთხილე, ვინაიდან ასეთი პრეპარატების გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს სისხლის შრატში კალიუმის კონცენტრაცია.
ციკლოსპორინმა შეიძლება გაზარდოს რეპაგლინიდის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, რაც იწვევს ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკს.
ბოზენტანის და ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენებისას ჯანმრთელ მოხალისეებში სისხლში ბოზენტანის კონცენტრაცია რამდენჯერმე გაიზარდა, ხოლო ციკლოსპორინის კონცენტრაცია შემცირდა 35%-ით. არ არის რეკომენდებული ბოზენტანის და ციკლოსპორინის ერთობლივი გამოყენება.
ამბრიზენტინის და ციკლოსპორინის მრავალჯერადი გამოყენებისას ჯანმრთელ მოხალისეებში ამბრიდენტანის კონცენტრაცია სისხლში გაიზარდა 2-ჯერ, ხოლო ციკლოსპორინის კონცენტრაცია სისხლში უმნიშვნელოდ გაიზარდა (დაახლოებით 10%-ით).
ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებში ციკლოსპორინის მაღალი დოზების და ანტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების (ინტრავენური შეყვანის) კომბინირებული გამოყენებისას (მაგალითად, დოქსორუბიცინი, მიტოქსანტრონი, დაუნორუბიცინი), აღინიშნა ამ უკანასკნელის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ზრდა სისხლში.
ციკლოსპორინით თერაპიის დროს ვაქცინაციის ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს; ციკლოსპორინით მკურნალობისას თავიდან უნდა იქნას აცილებული ცოცხალი ატენუირებული ვაქცინების გამოყენება.
ბავშვები
ურთიერთქმედების შესახებ კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ვირთხებსა და კურდღლებზე ჩატარებულ კვლევებში დადგინდა, რომ სამკურნალო საშუალებას აქვს რეპროდუქციული ტოქსიკურობა.
ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ორსული ქალები, რომლებიც იღებენ იმუნოსუპრესიულ თერაპიას ტრანსპლანტაციის შემდეგ (ციკლოსპორინის და ციკლოსპორინის შემცველი მკურნალობის სქემების ჩათვლით), არსებობს ნაადრევი მშობიარობის რისკი (37 კვირაზე ნაკლები).
გვაქვს შეზღუდული მონაცემები 7 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებსაც განიცადეს ციკლოსპორინის ზემოქმედება მუცლად ყოფნის დროს, თირკმლის ფუნქცია და არტერიული წნევა მათ ჰქონდათ ნორმალური მაჩვენებლების ფარგლებში. ამისდამიუხედავად, არ ჩატარებულა შესაბამისი კარგად კონტროლირებადი კვლევები ორსულ ქალებში, ამიტომ პრეპარატი სიკორა არ უნდა იქნას გამოყენებული ქალებში ორსულობის დროს, იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.
პრეპარატი სიკორას გამოყენებისას ორსულ ქალებში ასევე გასათვალისწინებელია, რომ მის შემადგენლობაში შედის ეთანოლი.
ლაქტაცია
ციკლოსპორინი გადადის დედის რძეში. პრეპარატ სიკორას ქალებში ძუძუთი კვების დროს გამოყენებისას ასევე გასათვალისწინებელია, რომ მის შემადგენლობაში შედის ეთანოლი. ქალებმა, რომლებიც იღებენ ციკლოსპორინით თერაპიას, აუცილებელია შეწყვიტონ ძუძუთი კვება სერიოზული არასასურველი რეაქციების პოტენციური რისკის გამო ბავშვევში (მათ შორის ახალშობილში), რომლებიც იმყოფებიან კვებაზე ძუძუთი. ძუძუთი კვების შეწყვეტის ან სამკურნალო საშუალების გამოყენების შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების დროს მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სამკურნალო საშუალების გამოყენების სარგებელი დედისთვის.
ფერტილობა
მონაცემები პრეპარატის გავლენის შესახებ ადამიანების ფერტილობაზე შეზღუდულია.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მონაცემები სამკურნალო საშუალების გავლენის შესახებ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ არსებობს
ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა
ძირითადი არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნებოდა კლინიკურ კვლევებში და დაკავშირებული იყო ციკლოსპორინის გამოყენებასთან, არის თირკმლის ფუნქციის დარღვევები, ტრემორი, ჰირსუტიზმი, არერიული ჰიპერტენზია, დიარეა, ანორექსია, გულისრევა და ღებინება.
ციკლოსპორინის გამოყენებასთან დაკავშირებულ მრავალ არასასურველ რეაქციას გააჩნია დოზადამოკიდებული ხასიათი და შექცევადია სამკურმალო საშუალების დოზის შემცირების შემთხვევაში. გამოყენების სხვადასხვა ჩვენების დროს ციკლოსპორინის არასასურველი რეაქციების სპექტრი ზოგადად ერთმანეთის მსგავსია, თუმცა არასასურველი რეაქციების სიხშირე და სიმძიმე შეიძლება ვარირებდეს. პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს ტრანსპლანტაცია, უფრო მაღალი საწყისი დოზების გამოყენებისა და მკურნალობის უფრო ხანგრძლივი პერიოდის გამო არასასურველი რეაქციები აღინიშნება უფრო ხშირად და, როგორც წესი, აქვთ უფრო მძიმე ხასიათი, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც იღებენ სამკურნალო საშუალებით თერაპიას სხვა ჩვენებების გამო.
ინფექციები და პარაზიტული დაავადებები
პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ იმუნოსუპრესიულ თერაპიას (ციკლოსპორინისა და ციკლოსპორინის შემცველი მკურნალობის სქემების ჩათვლით) მატულობს ადგილობრივი და გენერალიზებული ინფექციების (ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი, პარაზიტული) განვითარების რისკი. ასევე შესაძლებელია უკვე არსებული ინფექციური დაავადებების გამწვავებაც; პოლიომავირუსული ინფექციების რეაქტივაციის შედეგად შეიძლება განვითარდეს პოლიომავირუს-ასოცირებული ნეფროპათია ან პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია, რომელიც გამოწვეულია JC პოლიომავირუსით. არის შეტყობინებები მძიმე შემთხვევების შესახებ, მათ შორის ლეტალური შედეგების.
კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი ნეოპლაზმები (კისტებისა და პოლიპების ჩათვლით)
პაციენტებს, რომლებიც იღებენ იმუნოსუპრესიულ თერაპიას (ციკლოსპორინის და ციკლოსპორინის შემცველი მკურნალობის სქემების ჩათვლით) აქვთ ლიმფომების, ლიმფოპროლიფერაციული დაავადებების და სხვა ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების რისკი, განსაკუთრებით კანის. ავთვისებიანი ნეოპლაზმების სიხშირე იზრდება თერაპიის ინტენსივობისა და ხანგრძლივობის მატებასთან ერთად. ზოგიერთ ავთვისებიან ნეოპლაზმს შეიძლება ფატალური შედეგიც ჰქონდეს.
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს სისტემურ- ორგანული კლასების მიხედვით. თითოეულ კატეგორიის ფარგლებში არასასურველი რეაქციები კლასიფიცირდება იმის მიხედვით, თუ რამდენად ხშირად გვხვდება და წარმოდგენილია კლების თანმიმდევრობით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე). სიხშირის თითოეულ ჯგუფის ფარგლებში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ხშირად – ლეიკოპენია; არახშირად – თრომბოციტოპენია, ანემია; იშვიათად – ჰემოლიზურ -ურემიული სინდრომი, მიკროანგიოპათიური ჰემოლიზური ანემია; სიხშირე უცნობია* – თრომბოზული მიკროანგიოპათია, თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა.
ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: ძალიან ხშირად – ჰიპერლიპიდემია; ხშირად - ჰიპერგლიკემია, ანორექსია, ჰიპერურიკემია, ჰიპერკალიემია, ჰიპომაგნიემია.
ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად - ტრემორი, თავის ტკივილი; ხშირად - კრუნჩხვები, პარესთეზია; არახშირად - ენცეფალოპათია, უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომის ჩათვლით, ისეთი ნიშნებითა და სიმპტომებით, როგორიცაა კრუნჩხვები, ცნობიერების აღრევა, დეზორიენტაცია, საპასუხო რეაქციის სიჩქარის დაქვეითება, აჟიტირება, უძილობა, მხედველობის დარღვევები, კორტიკული სიბრმავე, კომა, პარეზები და ნათხემისმიერი ატაქსია; იშვიათად – მოტორული პოლინეიროპათია; ძალიან იშვიათად - მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება, პაპილოედემას ჩათვლით, მხედველობის შესაძლო დარღვევებით, რომლებიც დაკავშირებულია კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიასთან; სიხშირე უცნობია * – შაკიკი.
დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები : სიხშირე უცნობია* – სმენის დარღვევა # .
სისხლძარღვების მხრივ: ძალიან ხშირად – არტერიული ჰიპერტენზია; ხშირად - ალები.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი/ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, ღრძილების ჰიპერპლაზია, პეპტიური წყლული; იშვიათად - პანკრეატიტი.
ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების მხრივ: ხშირად - დარღვევები ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების მხრივ; სიხშირე უცნობია* - ჰეპატოტოქსიურობა და ღვიძლის დაზიანება, ქოლესტაზის, სიყვითლის, ჰეპატიტისა და ღვიძლის უკმარისობის ჩათვლით, ზოგიერთ შემთხვევაში ლეტალური შედეგით.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ძალიან ხშირად – ჰირსუტიზმი; ხშირად - აკნე, ჰიპერტრიქოზი; არახშირად - ალერგიული რეაქციები.
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ხშირად – მიალგია, კუნთების სპაზმი; იშვიათად - კუნთების სისუსტე, მიოპათია; სიხშირე უცნობია* – ტკივილი ქვედა კიდურებში.
თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: ძალიან ხშირად - თირკმლის ფუნქციის დარღვევები.
სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ: იშვიათად - მენსტრუალური ციკლის დარღვევა, გინეკომასტია.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე: ხშირად - სხეულის ტემპერატურის მომატება, დაღლილობა; არახშირად - შეშუპება, სხეულის მასის მომატება.
- პოსტმარკეტინგულ პერიოდში დარეგისტრირებული არასასურველი რეაქციები, რომელთა სიხშირის შეფასება არსებული მონაცემების საფუძველზე არ არის შესაძლებელი.
# პოსტმარკეტინგულ პერიოდში შემოსულია შეტყობინებები სმენის დაქვეითების შესახებ პაციენტებში, რომლრბსაც აქვთ ციკლოსპორინის მაღალი კონცენტრაცია სისხლში.
სხვა არასასურველი რეაქციები აღინიშნა პოსტმარკეტინგულ პერიოდში
დარეგისტრირებულია სპონტანური შეტყობინებები ჰეპატოტოქსიურობისა და ღვიძლის დაზიანების შესახებ, ქოლესტაზის, სიყვითლის, ჰეპატიტისა და ღვიძლის უკმარისობის ჩათვლით, პაციენტებში, რომლებიც იღებენ თერაპიას ციკლოსპორინით. მსგავსი შემთხვევების უმეტესობაში პაციენტებს აღენიშნებოდათ მნიშვნელოვანი თანმხლები დაავადებები ან მდგომარეობები და მიდრეკილების წარმომქმნელი სხვა ფაქტორები (მათ შორის ინფექციური გართულებები და ისეთი სამკურნალო საშუალებების ერთდროული მიღება, რომლებსაც აქვთ პოტენციური ჰეპატოტოქსიური ეფექტი). ზოგიერთ შემთხვევაში, ძირითადად პაციენტებში, რომლებსაც გაკეთებული აქვთ ტრანსპლანტაცია, დაფიქსირდა ლეტალური შედეგები.
მწვავე და ქრონიკული ნეფროტოქსიურობა
პაციენტებში, რომლებიც იღებენ კალცინევრინის ინჰიბიტორებით თერაპიას (ციკლოსპორინის და მკურნალობის ციკლოსპორინის შემცველი სქემების ჩათვლით) იზრდება მწვავე ან ქრონიკული ნეფროტოქსიური ზემოქმედების რისკი; მსგავსი მოქმედება აღინიშნა ციკლოსპორინის გამოყენების დროს კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგულ პერიოდში. მწვავე ნეფროტოქსიური ზემოქმედების შემთხვევაში რეგისტრირდებოდა ელექტროლიტური ბალანსის ისეთი დარღვევები, როგორიცაა ჰიპერკალიემია, ჰიპომაგნიემია და ჰიპერურიკემია. შემოსულია ცნობები თირკმელებში ქრონიკული მორფოლოგიური ცვლილებების შესახებ, არტერიოლარული ჰიალინოზის, მილაკოვანი ატროფიისა და ინტერსტიციული ფიბროზის ჩათვლით.
ტკივილი ქვედა კიდურებში
დარეგისტრირებულია შემთხვევები ქვედა კიდურებში ტკივილის წარმოქმნის შესახებ, რომლებიც იყო დაკავშირებული ციკლოსპორინის გამოყენებასთან. ტკივილი ქვედა კიდურებში ასევე იყო ტკივილის სინდრომის ერთ-ერთი შემადგენელი, რომელიც იყო განპირობებული კალცინეურინის ინჰიბიტორების გამოყენებით.
ბავშვები
კლინიკურ კვლევებში 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, ციკლოსპორინის უსაფრთხოების პროფილი სტანდარტული დოზებით გამოყენებისას შეესაბამებოდა ასეთივე პროფილს მოზრდილებში.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სამკურნალო საშუალების მიმართ სერიოზული არასასურველი რეაქცია ან წარმოიქმნა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ ინფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
მონაცემები ციკლოსპორინის მწვავე ჭარბი დოზირების შესახებ შეზღუდულია. ციკლოსპორინის პერორალურად მიღებისას 10 გ-მდე დოზით (დაახლოებით 150 მგ/კგ) განვითარდა მსუბუქი კლინიკური სიმპტომები, როგორიცაა ღებინება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ტაქიკარდია; ზოგიერთ შემთხვევაში დაფიქსირდა თირკმელების შექცევადი, ზომიერად მძიმე დისფუნქცია. ციკლოსპორინის შემთხვევითი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში (ინტრავენური შეყვანა) დღენაკლულ ახალშობილებში ნეონატალურ პერიოდში აღინიშნა მძიმე ინტოქსიკაციის სიმპტომები.
მკურნალობა
ჭარბი დოზირების ყველა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური და დამხმარე მკურნალობა. პრეპარატის პერორალური მიღებიდან პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში შეიძლება მიზანშეწონილი იყოს ღებინების გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა. ციკლოსპორინი პრაქტიკულად არ გამოიყოფა ორგანიზმიდან დიალიზისა და ნახშიროვანი ჰემოპერფუზით.
შემადგენლობა
კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ციკლოსპორინი 25 მგ ან 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ეთანოლი, all-rac-α-ტოკოფერილის აცეტატი, მაკროგოლგლიცერინის ჰიდროქსისტეარატი, საშუალო ჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები, მონო- და დიგლიცერიდები; კაფსულა: ჟელატინი, თხევადი სორბიტოლი, ნაწილობრივ დეჰიდრატირებული, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი შავი.
პრეპარატის ათქ კოდი L04AD01
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შენახვის პირობები
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. No: 50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბული).
WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş. ”, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No. 50 Güneşli Bağcılar / İstanbul)
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტინეოპლასტიური და იმუნომოდულატორული საშუალებები. იმუნოსუპრესანტები. კალცინევრინის ინჰიბიტორები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ციკლოსპორინი (ასევე ცნობილია როგორც ციკლოსპორინი A) წარმოადგენს ციკლურ პოლიპეპტიდს, რომელიც შედგება 11 ამინომჟავისგან. ციკლოსპორინი არის ძლიერი მოქმედების იმუნოსუპრესიული სამკურნალო საშუალება, რომელიც ცხოველებში ახანგრძლივებს კანის, გულის, თირკმელების, პანკრეასის, ძვლის ტვინის, წვრილი ნაწლავის და ფილტვების ალოგენური ტრანსპლანტატების სიცოცხლის ვადას. კვლევებში დადგენილია, რომ ციკლოსპორინი თრგუნავს უჯრედული რეაქციების განვითარებას, მათ შორის იმუნურ რეაქციებს ალოტრანსპლანტატის მიმართ, შენელებული ტიპის კანისმიერ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებს, ექსპერიმენტულ ალერგიულ ენცეფალომიელიტს, ართრიტს, რომელიც განპირობებულია ფროუნდის ადიუვანტით, დაავადებას „ტრანსპლანტანტი პატრონის წინააღმდეგ“ და ანტისხეულების წარმოქმნის პროცესს, რომელიც განპირობებულია T- ლიმფოციტებით. ასევე უჯრედულ დონეზე ციკლოსპორინი აინჰიბირებს ლიმფოკინების წარმოქმნასა და გამოთავისუფლებას, ინტერლეუკინ-2-ის (T-ლიმფოციტების ზრდის ფაქტორი) ჩათვლით. ციკლოსპორინი ბლოკავს ლიმფოციტების განვითარების უჯრედულ ციკლს G 0 ან G1 ფაზაში და აინჰიბირებს ლიმფოკინების ანტიგენგანპირობებულ გათავისუფლებას გააქტიურებული T ლიმფოციტების მიერ.
ამჟამად არსებული მტკიცებულებები მოწმობენ, რომ ციკლოსპორინი ახდენს სპეციფიკურ, შექცევად მოქმედებას ლიმფოციტებზე. ციტოსტატიკებისგან განსხვავებით, ის არ თრგუნავს ჰემატოპოეზს და არ ახდენს გავლენას ფაგოციტების ფუნქციაზე.
ციკლოსპორინის გამოყენების ეფექტურობა ტრანსპლანტანტის ჩამოცილებისა და „ტრანსპლანტანტი პატრონის წინააღმდეგ“ დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის დადგენილია ადამიანის ძვლის ტვინისა და სოლიდური ორგანოების გადანერგვის დროს. ციკლოსპორინი ეფექტურია ღვიძლის გადანერგვისას როგორც C ჰეპატიტის ვირუსის მქონე, ასევე მის არმქონე რეციპიენტ პაციენტებში. ციკლოსპორინის გამოყენების ეფექტურობა ასევე დადგენილია ისეთი სხვადასხვა მდგომარეობის მკურნალობის დროს, რომლებიც აუტოიმუნურია ან შეიძლება ჩაითვალოს ასეთებად.
ბავშვები
დადგენილია ციკლოსპორინის ეფექტურობა სტეროიდდამოკიდებული ნეფროზული სინდრომის დროს.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
პერორალური მიღებიდან ციკლოსპორინის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (Cmax) მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ, სამკურნალო საშუალების აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 20-50%. ცხიმის მაღალი შემცველობის საკვებთან ერთდროულად მიღებისას, „კონცენტრაცია-დროის“ მრუდის ქვეშ არსებული ფართობისა (AUC) და ციკლოსპორინის Cmax მნიშვნელობები მცირდება შესაბამისად 13%-ით და 33%-ით. დოზების თერაპიულ დიაპაზონში აღინიშნება წრფივი დამოკიდებულება ციკლოსპორინის დოზასა და მის სისხლის პლაზმაში კონცენტრაციას შორის (შეფასებულია AUC-ის მიხედვით ). ციკლოსპორინის AUC და Cmax მნიშვნელობების ინდივიდუალური და ინტრაინდივიდუალური ვარიაბელობა შეადგენს 10-20 %.
განაწილება
ციკლოსპორინი უფრო მეტად ნაწილდება სისხლის კალაპოტის გარეთ, განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს 3,5 ლ/კგ. სისხლში ციკლოსპორინის 33-47% გვხვდება პლაზმაში, 4-9% ლიმფოციტებში, 5-12% გრანულოციტებში და 41-58% ერითროციტებში. სისხლის პლაზმის ცილებთან (ძირითადად ლიპოპროტეინებთან) სამკურნალო საშუალების შეკავშირების ხარისხი შეადგენს დაახლოებით 90%-ს.
მეტაბოლიზმი
ღვიძლში ციკლოსპორინი განიცდის ინტენსიურ მეტაბოლიზმს, რის შედეგადაც წარმოიქმნება დაახლოებით 15 მეტაბოლიტი; უპირატესად სამკურნალო საშუალების ბიოტრანსფორმაციის პროცესში იღებს მონაწილეობას ციტოქრომ P 450 სისტემის იზოფერმენტი CYP3A4. ძირითადი მეტაბოლური გზებია ციკლოსპორინის მოლეკულის სხვადასხვა უბნის მონოჰიდროქსილირება, დიჰიდროქსილირება და N-დემეთილირება. ყველა იდენტიფიცირებულ მეტაბოლიტს აქვს სამკურნალო საშუალების საწყისი პეპტიდური სტრუქტურა უცვლელი სახით, ზოგიერთ მათგანს გააჩნია უმნიშვნელოდ გამოხატული იმუნოსუპრესიული მოქმედება (ციკლოსპორინის აქტივობის 10%-მდე უცვლელი სახით).
გამოყოფა
ციკლოსპორინი გამოიყოფა ძირითადად ნაღველთან ერთად, პერორალურად მიღებისას სამკურნალო საშუალების დოზის მხოლოდ 6% გამოიყოფა შარდით (უცვლელი სახით გამოიყოფა მხოლოდ 0,1%).
ციკლოსპორინის ნახევარგამოყოფის ტერმინალური პერიოდის მნიშვნელობები იყო ძალიან ცვალებადი განსაზღვრისათვის გამოყენებული მეთოდისა და გამოსაკვლევად არჩეული პოპულაციიდან გამომდინარე; ჯანმრთელ მოხალისეებში ნახევარგამოყოფის ტერმინალური პერიოდი შეადგენდა დაახლოებით 6.3 საათს, ხოლო ღვიძლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში შეადგენდა 20.4 საათს. სამკურნალო საშუალების ნახევარგამოყოფის პერიოდი პაციენტებში, რომლებმაც გაუკეთდა თირკმლის ტრანსპლანტაცია, შეადგენდა დაახლოებით 11 საათს (დიაპაზონი 4 საათიდან 25 საათამდე).
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები
კლინიკურ კვლევაში თირკმელების დაავადების ტერმინალური სტადიის მქონე პაციენტებში, ციკლოსპორინის სისტემური კლირენსი შეადგენდა თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტების საშუალო სისტემური კლირენსის დაახლოებით 2/3. შეყვანილი დოზის 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა ორგანიზმიდან დიალიზის მეშვეობით.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ციკლოსპორინის კონცენტრაცია სისხლში იზრდება დაახლოებით 2-3-ჯერ. კლინიკურ კვლევაში ღვიძლის მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებში (ბიოფსის შედეგებით დადასტურებული ციროზი), სამკურნალო საშუალების ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა 20,4 საათს (დიაპაზონი, 10,8 სთ-დან 48,0 საათამდე); ჯანმრთელ მოხალისეებში ზემოაღნიშნული პარამეტრი მერყეობდა დიაპაზონში 7.4 საათიდან 11.0 საათამდე.
ბავშვები
მონაცემები ბავშვებში სამკურნალო საშუალების ფარმაკოკინეტიკის შესახებ შეზღუდულია. 3-16 წლის ასაკის 15 ბავშვში, რომლებსაც გაუკეთდა თირკმლის ტრანსპლანტაცია, ციკლოსპორინის (მთლიანი სისხლი) საერთო კლირენსმა ინტრავენური შეყვანის შემდეგ შეადგინა 10,6 ± 3,7 მლ/წთ/კგ. კლინიკურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 2-16 წლის ასაკის 7 ბავშვი, რომლებსაც გაუკეთდა თირკმლის ტრანსპლანტაცია, ციკლოსპორინის კლირენსი შეადგენდა 9,8-15,5 მლ/წთ/კგ. 0,65-6 წლის ასაკის 9 პაციენტის, რომლებსაც ჩაუტარდათ ღვიძლის ტრანსპლანტაცია, სამკურნალო საშუალების კლირენსი შეადგენდა 9,3 ± 5,4 მლ/წთ/კგ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
სიკორა
სავაჭრო დასახელება
სიკორა, Sikora
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ციკლოსპორინი, Ciclosporin
სამკურნალო ფორმა
კაფსულები.
აღწერა:
სიკორა 25 მგ: ჟელატინის რბილი კაფსულები, მრგვალი, ნაცრისფერი, გამჭვირვალე უფერო ხსნარის შემცველი.
სიკორა 100 მგ: ჟელატინის რბილი კაფსულები, წაგრძელებული ფორმის, ნაცრისფერი, გამჭვირვალე, უფერო ხსნარის შემცველი.
შემადგენლობა
კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ციკლოსპორინი 25 მგ ან 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ეთანოლი, all-rac-α-ტოკოფერილის აცეტატი, მაკროგოლგლიცერინის ჰიდროქსისტეარატი, საშუალო ჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები, მონო- და დიგლიცერიდები; კაფსულა: ჟელატინი, თხევადი სორბიტოლი, ნაწილობრივ დეჰიდრატირებული, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი შავი.
პრეპარატის ათქ კოდი L04AD01
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლასტიური და იმუნომოდულატორული საშუალებები. იმუნოსუპრესანტები. კალცინევრინის ინჰიბიტორები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ციკლოსპორინი (ასევე ცნობილია როგორც ციკლოსპორინი A) წარმოადგენს ციკლურ პოლიპეპტიდს, რომელიც შედგება 11 ამინომჟავისგან. ციკლოსპორინი არის ძლიერი მოქმედების იმუნოსუპრესიული სამკურნალო საშუალება, რომელიც ცხოველებში ახანგრძლივებს კანის, გულის, თირკმელების, პანკრეასის, ძვლის ტვინის, წვრილი ნაწლავის და ფილტვების ალოგენური ტრანსპლანტატების სიცოცხლის ვადას. კვლევებში დადგენილია, რომ ციკლოსპორინი თრგუნავს უჯრედული რეაქციების განვითარებას, მათ შორის იმუნურ რეაქციებს ალოტრანსპლანტატის მიმართ, შენელებული ტიპის კანისმიერ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებს, ექსპერიმენტულ ალერგიულ ენცეფალომიელიტს, ართრიტს, რომელიც განპირობებულია ფროუნდის ადიუვანტით, დაავადებას „ტრანსპლანტანტი პატრონის წინააღმდეგ“ და ანტისხეულების წარმოქმნის პროცესს, რომელიც განპირობებულია T- ლიმფოციტებით. ასევე უჯრედულ დონეზე ციკლოსპორინი აინჰიბირებს ლიმფოკინების წარმოქმნასა და გამოთავისუფლებას, ინტერლეუკინ-2-ის (T-ლიმფოციტების ზრდის ფაქტორი) ჩათვლით. ციკლოსპორინი ბლოკავს ლიმფოციტების განვითარების უჯრედულ ციკლს G 0 ან G1 ფაზაში და აინჰიბირებს ლიმფოკინების ანტიგენგანპირობებულ გათავისუფლებას გააქტიურებული T ლიმფოციტების მიერ.
ამჟამად არსებული მტკიცებულებები მოწმობენ, რომ ციკლოსპორინი ახდენს სპეციფიკურ, შექცევად მოქმედებას ლიმფოციტებზე. ციტოსტატიკებისგან განსხვავებით, ის არ თრგუნავს ჰემატოპოეზს და არ ახდენს გავლენას ფაგოციტების ფუნქციაზე.
ციკლოსპორინის გამოყენების ეფექტურობა ტრანსპლანტანტის ჩამოცილებისა და „ტრანსპლანტანტი პატრონის წინააღმდეგ“ დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის დადგენილია ადამიანის ძვლის ტვინისა და სოლიდური ორგანოების გადანერგვის დროს. ციკლოსპორინი ეფექტურია ღვიძლის გადანერგვისას როგორც C ჰეპატიტის ვირუსის მქონე, ასევე მის არმქონე რეციპიენტ პაციენტებში. ციკლოსპორინის გამოყენების ეფექტურობა ასევე დადგენილია ისეთი სხვადასხვა მდგომარეობის მკურნალობის დროს, რომლებიც აუტოიმუნურია ან შეიძლება ჩაითვალოს ასეთებად.
ბავშვები
დადგენილია ციკლოსპორინის ეფექტურობა სტეროიდდამოკიდებული ნეფროზული სინდრომის დროს.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
პერორალური მიღებიდან ციკლოსპორინის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (Cmax) მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ, სამკურნალო საშუალების აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 20-50%. ცხიმის მაღალი შემცველობის საკვებთან ერთდროულად მიღებისას, „კონცენტრაცია-დროის“ მრუდის ქვეშ არსებული ფართობისა (AUC) და ციკლოსპორინის Cmax მნიშვნელობები მცირდება შესაბამისად 13%-ით და 33%-ით. დოზების თერაპიულ დიაპაზონში აღინიშნება წრფივი დამოკიდებულება ციკლოსპორინის დოზასა და მის სისხლის პლაზმაში კონცენტრაციას შორის (შეფასებულია AUC-ის მიხედვით ). ციკლოსპორინის AUC და Cmax მნიშვნელობების ინდივიდუალური და ინტრაინდივიდუალური ვარიაბელობა შეადგენს 10-20 %.
განაწილება
ციკლოსპორინი უფრო მეტად ნაწილდება სისხლის კალაპოტის გარეთ, განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს 3,5 ლ/კგ. სისხლში ციკლოსპორინის 33-47% გვხვდება პლაზმაში, 4-9% ლიმფოციტებში, 5-12% გრანულოციტებში და 41-58% ერითროციტებში. სისხლის პლაზმის ცილებთან (ძირითადად ლიპოპროტეინებთან) სამკურნალო საშუალების შეკავშირების ხარისხი შეადგენს დაახლოებით 90%-ს.
მეტაბოლიზმი
ღვიძლში ციკლოსპორინი განიცდის ინტენსიურ მეტაბოლიზმს, რის შედეგადაც წარმოიქმნება დაახლოებით 15 მეტაბოლიტი; უპირატესად სამკურნალო საშუალების ბიოტრანსფორმაციის პროცესში იღებს მონაწილეობას ციტოქრომ P 450 სისტემის იზოფერმენტი CYP3A4. ძირითადი მეტაბოლური გზებია ციკლოსპორინის მოლეკულის სხვადასხვა უბნის მონოჰიდროქსილირება, დიჰიდროქსილირება და N-დემეთილირება. ყველა იდენტიფიცირებულ მეტაბოლიტს აქვს სამკურნალო საშუალების საწყისი პეპტიდური სტრუქტურა უცვლელი სახით, ზოგიერთ მათგანს გააჩნია უმნიშვნელოდ გამოხატული იმუნოსუპრესიული მოქმედება (ციკლოსპორინის აქტივობის 10%-მდე უცვლელი სახით).
გამოყოფა
ციკლოსპორინი გამოიყოფა ძირითადად ნაღველთან ერთად, პერორალურად მიღებისას სამკურნალო საშუალების დოზის მხოლოდ 6% გამოიყოფა შარდით (უცვლელი სახით გამოიყოფა მხოლოდ 0,1%).
ციკლოსპორინის ნახევარგამოყოფის ტერმინალური პერიოდის მნიშვნელობები იყო ძალიან ცვალებადი განსაზღვრისათვის გამოყენებული მეთოდისა და გამოსაკვლევად არჩეული პოპულაციიდან გამომდინარე; ჯანმრთელ მოხალისეებში ნახევარგამოყოფის ტერმინალური პერიოდი შეადგენდა დაახლოებით 6.3 საათს, ხოლო ღვიძლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში შეადგენდა 20.4 საათს. სამკურნალო საშუალების ნახევარგამოყოფის პერიოდი პაციენტებში, რომლებმაც გაუკეთდა თირკმლის ტრანსპლანტაცია, შეადგენდა დაახლოებით 11 საათს (დიაპაზონი 4 საათიდან 25 საათამდე).
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები
კლინიკურ კვლევაში თირკმელების დაავადების ტერმინალური სტადიის მქონე პაციენტებში, ციკლოსპორინის სისტემური კლირენსი შეადგენდა თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტების საშუალო სისტემური კლირენსის დაახლოებით 2/3. შეყვანილი დოზის 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა ორგანიზმიდან დიალიზის მეშვეობით.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ციკლოსპორინის კონცენტრაცია სისხლში იზრდება დაახლოებით 2-3-ჯერ. კლინიკურ კვლევაში ღვიძლის მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებში (ბიოფსის შედეგებით დადასტურებული ციროზი), სამკურნალო საშუალების ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა 20,4 საათს (დიაპაზონი, 10,8 სთ-დან 48,0 საათამდე); ჯანმრთელ მოხალისეებში ზემოაღნიშნული პარამეტრი მერყეობდა დიაპაზონში 7.4 საათიდან 11.0 საათამდე.
ბავშვები
მონაცემები ბავშვებში სამკურნალო საშუალების ფარმაკოკინეტიკის შესახებ შეზღუდულია. 3-16 წლის ასაკის 15 ბავშვში, რომლებსაც გაუკეთდა თირკმლის ტრანსპლანტაცია, ციკლოსპორინის (მთლიანი სისხლი) საერთო კლირენსმა ინტრავენური შეყვანის შემდეგ შეადგინა 10,6 ± 3,7 მლ/წთ/კგ. კლინიკურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 2-16 წლის ასაკის 7 ბავშვი, რომლებსაც გაუკეთდა თირკმლის ტრანსპლანტაცია, ციკლოსპორინის კლირენსი შეადგენდა 9,8-15,5 მლ/წთ/კგ. 0,65-6 წლის ასაკის 9 პაციენტის, რომლებსაც ჩაუტარდათ ღვიძლის ტრანსპლანტაცია, სამკურნალო საშუალების კლირენსი შეადგენდა 9,3 ± 5,4 მლ/წთ/კგ.
გამოყენების ჩვენებები
ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული ჩვენებები
სოლიდური ორგანოების ტრანსპლანტაცია
- სოლიდური ორგანოების გადანერგვის შემდეგ ტრანსპლანტანტის ჩამოცილების პროფილაქტიკა;
- ტრანსპლანტანტის ჩამოცილების მკურნალობა პაციენტებში, რომლებიც ადრე ღებულობდნენ სხვა იმუნოსუპრესანტებს.
ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია
- ტრანსპლანტანტის ჩამოცილების პროფილაქტიკა ძვლის ტვინის და ღეროვანი უჯრედების ალოგენური გადანერგვის შემდეგ;
- დაავადების „ტრანსპლანტატი პატრონის წინააღმდეგ“ პროფილაქტიკა და მკურნალობა.
ჩვენებები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ტრანსპლანტაციასთან
ენდოგენური უვეიტი
- არაინფექციური ეტიოლოგიის შუა ან უკანა უვეიტის მკურნალობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაკარგვა პაციენტებში, რომლებისთვისაც სტანდარტული თერაპია არაეფექტურია ან დაკავშირებულია აუტანელი არასასურველი რეაქციების განვითარებასთან;
- უვეიტის მკურნალობა, რომელსაც ახასიათებს ანთების განმეორებითი შეტევები ბადურის ჩათრევით, ბეჰჩეტის დაავადების მქონე პაციენტებში ნევროლოგიური სიმპტომიკის გარეშე.
ნეფროზული სინდრომი
- სტეროიდდამოკიდებული და სტეროიდრეზისტენტული ნეფროზული სინდრომი, რომელიც დაკავშირებულია გორგლების პირველად პათოლოგიასთან, ისეთთან, როგორიცაა მინიმალური ცვლილებების ნეფროპათია, კეროვანი და სეგმენტური გლომერულონეფრიტი, მემბრანული გლომერულონეფრიტი;
- რემისიის მიღწევა და შენარჩუნება;
- გლუკოკორტიკოსტეროიდებით (გკს) გამოწვეული რემისიის შენარჩუნება, გკს-ის მოხსნის შესაძლებლობით.
რევმატოიდული ართრიტი
- აქტიური რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმების მკურნალობა.
ფსორიაზი
- მძიმე ფსორიაზის მკურნალობა პაციენტებში, რომლებშიც სტანდარტული თერაპია არაეფექტურია ან მიჩნეულია არამიზანშეწონილად.
ატოპიური დერმატიტი
- ატოპიური დერმატიტის მძიმე ფორმები სისტემური თერაპიის საჭიროების შემთხვევაში.
გამოყენების წესი და დოზები
დოზირება
ქვემოთ მოყვანილი სამკურნალო საშუალების შინაგანად მისაღები დოზების დიაპაზონი უნდა ჩაითვალოს მხოლოდ რეკომენდებულებად.
პრეპარატი სიკორა უნდა დაინიშნოს ექიმის მიერ ან მჭიდრო თანამშრომლობით ექიმთან, რომელსაც აქვს იმუნოსუპრესიული თერაპიის და/ან ორგანოების ტრანსპლანტაციის ჩატარების გამოცდილება.
ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული ჩვენებები
სოლიდური ორგანოების ტრანსპლანტაცია
პრეპარატ სიკორათი მკურნალობა უნდა დაიწყოს ტრანსპლანტაციამდე 12 საათით ადრე დოზით 10-15 მგ/კგ, გაყოფილი 2 მიღებაზე. ტრანსპლანტაციის შემდეგ ზემოაღნიშნული დოზა უნდა იქნას გამოყენებული სადღეღამისო დოზის სახით 1-2 კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც მას თანდათან ამცირებენ სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციის კონტროლის ქვეშ (დამტკიცებული ეროვნული კლინიკური პროტოკოლების მიხედვით) შემანარჩუნებელი დოზის 2-6 მგ/ კგ/დღე-ღამეში (2 მიღებაზე) მიღწევამდე.
სხვა იმუნოსუპრესანტებთან ერთდროული გამოყენების შემთხვევაში, მაგალითად გკს-სთან ან კომბინირებული სამკომპონენტიანი ან ოთხკომპონენტიანი თერაპიის სქემების შემადგენლობაში, პრეპარატი სიკორა შეიძლება გამოყენებულ იქნას უფრო დაბალი დოზით (მაგალითად, 3-6 მგ/კგ/დღე-ღამეში 2 მიღებაზე მკურნალობის საწყის ეტაპზე).
ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია
ციკლოსპორინის საწყისი დოზა უნდა იქნას მიღებული ტრანსპლანტაციამდე ერთი დღე-ღამით ადრე. უმეტეს შემთხვევაში სასურველია სამკურნალო საშუალების ინტრავენური შეყვანა, ამ დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 3-5 მგ/კგ/დღე-ღამეში, საინფუზიო თერაპია ციკლოსპორინით იმავე დოზით გრძელდება ტრანსპლანტაციის შემდეგ 2 კვირამდე დროის განმავლობაში (სამკურნალო პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს შესაბამისი დოზირებით და სამკურნალო ფორმით, რაც მოგვცემს მითითებული დოზირების დაცვის საშუალებას); შემდგომში გადადიან პრეპარატ სიკორათი პერორალურ შემანარჩუნებელ მკურნალობაზე დოზით დაახლოებით 12,5 მგ/კგ/დღე-ღამეში, დაყოფილი 2 მიღებაზე. შემანარჩუნებელი თერაპიის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 3 თვისა (სასურველია 6 თვე), შემდეგში პრეპარატის დოზა თანდათან მცირდება მის მთლიანად მოხსნამდე ტრანსპლანტაციის შემდეგ 1 წლის განმავლობაში.
თუ პრეპარატი სიკორა გამოიყენება საწყისი თერაპიის სახით, რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 12,5-15 მგ/კგ (2 მიღებაზე), რომელიც უნდა უნდა იქნას შეყვანილი ტრანსპლანტაციამდე ერთი დღე-ღამით ადრე.
თუ პაციენტს აქვს კუჭ-ნაწლავის დარღვევები, რომლებმაც შეიძლება შეამცირონ ციკლოსპორინის შეწოვა, შეიძლება წარმოიქმნას პრეპარატ სიკორას უფრო მაღალი დოზების გამოყენების ან ციკლოსპორინით ინტრავენური თერაპიის დანიშვნის აუცილებლობა.
ზოგიერთ პაციენტს ციკლოსპორინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შეიძლება განუვითარდეს დაავადება „ტრანსპლანტატი პატრონის წინააღმდეგ“, რომელიც , როგორც წესი, რეგრესირებს სამკურნალო საშუალებით თერაპიის განახლების შემდეგ. მსგავს სიტუაციებში პრეპარატის საწყისი დატვირთვის დოზა შინაგანად მიღების შემთხვევაში უნდა შეადგენდეს 10-12,5 მგ/კგ, შემდეგ გამოიყენება ყოველდღიური შემანარჩუნებელი დოზა, რომელიც ადრე უზრუნველყოფდა დამაკმაყოფილებელ პასუხს მკურნალობაზე. სიმძიმის მსუბუქი ხარისხის ქრონიკული დაავადების „ტრანსპლანტატი პატრონის წინააღმდეგ“ სამკურნალოდ პრეპარატი სიკორა უნდა იქნას გამოყენებული დაბალი დოზებით.
ჩვენებები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ტრანსპლანტაციასთან
პრეპარატ სიკორას გამოყენებისას ნებისმიერი ჩვენებისას, რომელიც არ არის დაკავშირებული ტრანსპლანტაციასთან, უნდა იქნას დაცული შემდეგი ზოგადი რეკომენდაციები.
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია განისაზღვროს თირკმლის ფუნქციური მდგომარეობის საწყისი დონე (როგორც მინიმუმ, უნდა ჩატარდეს ორი გაზომვა). თირკმლის ფუნქციის შეფასება შესაძლებელია გორგლოვანი ფილტრაციის გამოთვლითი სიჩქარის ( გფგს )საფუძველზე, ამისათვის საჭიროა MDRD (Modification of Diet in Renal Disease Studi equation) ფორმულის გამოყენება მოზრდილებში და შესაბამისი ფორმულა ბავშვებში გფს-ის შესაფასებლად. აუცილებელია თირკმელების ფუნქციის ხშირი გაკონტროლება, ვინაიდან ციკლოსპორინის გამოყენების დროს ის შეიძლება დაირღვეს. თუ გფგს მცირდება 25%-ზე მეტით საწყის დონესთან მიმართებაში ერთზე მეტ განზომილებაში, ციკლოსპორინის დოზა უნდა შემცირდეს 25- 50%-ით. გფგს-ს შემცირებისას საწყის დონესთან მიმართებაში 35%-ზე მეტით უნდა იქნას განხილული საკითხი სამკურნალო საშუალების დოზის შემდგომი შემცირების შესახებ. ეს რეკომენდაციები უნდა იქნას დაცული იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც გფგს-ს მნიშვნელობები ნორმალური დიაპაზონის ფარგლებშია. თუ ციკლოსპორინის დოზის შემცირების დროს ერთი თვის განმავლობაში არ აღინიშნება გფგს-ს მაჩვენებლების მატება, პრეპარატ სიკორათი მკურნალობა უნდა შეწყდეს.
აუცილებელია რეგულარულად ტარდებოდეს არტერიული წნევის მონიტორინგი.
თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია სისხლში ბილირუბინის დონისა და ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების შეფასება, მკურნალობის დროს რეკომენდებულია ზემოაღნიშნული პარამეტრების გულდასმითი მონიტორინგი. თერაპიის დაწყებამდე და პერიოდულად მკურნალობის დროს მიზანშეწონილია სისხლის შრატში ლიპიდების, კალიუმის, მაგნიუმის და შარდმჟავას დონის შეფასება.
ზოგიერთ შემთხვევაში, მიზანშეწონილია სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციის კონტროლი პრეპარატ სიკორას გამოყენების დროს იმ ჩვენებებით, რომლებიც არ არის დაკავშირებული ტრანსპლანტაციასთან, მაგალითად, ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ციკლოსპორინის ფარმაკოკინეტიკაზე ან მკურნალობაზე უჩვეულო კლინიკური პასუხისას (მაგალითად, არასაკმარისი ეფექტურობა ან პრეპარატის მიმართ მომატებული აუტანლობა, თირკმლის ფუნქციის დარღვევების ჩათვლით).
პრეპარატი სიკორა, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერება ციკლოსპორინს, მიიღება შინაგანად. ციკლოსპორინის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის სახით გამოყენების შემთხვევაში საჭიროა გულდასმით იქნას შერჩეული სამკურნალო საშუალების ინტრავენური შეყვანისთვის განკუთვნილი დოზა, რომელიც პერორალური დოზის შესაბამისი იქნება; ამ დროს რეკომენდებულია კონსულტაციის გავლა ექიმთან, რომელსაც გააჩნია ციკლოსპორინის გამოყენების გამოცდილება.
ჯამური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ/კგ-ს (გარდა იმ პაციენტებისა, რომლებსაც აქვთ ენდოგენური უვეიტი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაკარგვა, და ნეფროზული სინდრომის მქონე ბავშვებისა).
შემანარჩუნებელი თერაპიისთვის ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს პრეპარატ სიკორას ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა, რომელსაც პაციენტი კარგად გადაიტანს.
თუ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში (კონკრეტული ინფორმაცია იხ. ქვემოთ) თერაპიაზე ადექვატური პასუხი ვერ იქნა მიღწეული ან ეფექტური დოზა არ შეესაბამება დოზას, რომელიც მითითებულია უსაფრთხო გამოყენების რეკომენდაციებში, პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ენდოგენური უვეიტი
რემისიის მისაღწევად რეკომენდებულია პრეპარატ სიკორას გამოყენება საწყისი დოზით 5 მგ/კგ/დღე-ღამეში (2 მიღებაზე) უვეალური ტრაქტის აქტიური ანთების ნიშნების გაქრობამდე და მხედველობის სიმახვილის გაუმჯობესებამდე. იმ შემთხვევებში, როდესაც დაავადება ძნელად ექვემდებარება მკურნალობას, დოზა შეიძლება იქნას გაზრდილი 7 მგ/კგ-მდე/დღე-ღამეში დროის შეზღუდული პერიოდის განმავლობაში.
იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატ სიკორათი მონოთერაპია საკმარისად ეფექტური არ არის, რემისიის მისაღწევად ან გამწვავების კუპირების მიზნით შეიძლება დამატებით გამოყენებულ იქნას სისტემური გკს, მაგალითად პრედნიზოლონი დოზით 0,2-0,6 მგ/კგ/დღე-ღამეში ან სხვა გკს ექვივალენტური დოზით. მკურნალობის 3 თვის შემდეგ, გკს-ს დოზა შეიძლება შემცირდეს მინიმალურ ეფექტურ დოზამდე.
შემანარჩუნებელი თერაპიის დროს პრეპარატ სიკორას დოზა ნელა უნდა შემცირდეს მინიმალურ ეფექტურ დოზამდე; რემისიის პერიოდში ის არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ/კგ/დღე-ღამეში.
იმუნოსუპრესანტების გამოყენებამდე აუცილებელია უვეიტის ინფექციური მიზეზების გამორიცხვა.
ნეფროზული სინდრომი
თირკმელების ნორმალური ფუნქციის დროს (პროტეინურიის გარდა) რემისიის მისაღწევად რეკომენდებულია პრეპარატის სიკორა გამოყენებულ იქნას დოზით 5 მგ/კგ/დღე-ღამეში (2 მიღებაზე) მოზრდილებში და დოზით 6 მგ/კგ/დღე-ღამეში ბავშვებში (2 მიღებაზე). თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში საწყისი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2,5 მგ/კგ/დღე-ღამეში (2 მიღებაზე).
როდესაც პრეპარატ სიკორათი მონოთერაპია საკმარისად ეფექტური არ არის, განსაკუთრებით სტეროიდ-რეზისტენტული ნეფროზული სინდრომის მქონე პაციენტებში, რეკომენდებულია პერორალური გკს-ების დამატებითი გამოყენება დაბალი დოზებით.
დრო, რომელიც საჭიროა გაუმჯობესების მისაღწევად, შეადგენს 3-6 თვეს გლომერულოპათიის ტიპიდან გამომდინარე. თუ დროის ამ პერიოდის გასვლის შემდეგ გაუმჯობესება არ შეინიშნება, პრეპარატ სიკორათი თერაპია უნდა შეწყდეს.
სამკურნალო საშუალების დოზა ინდივიდუალურად უნდა იქნას კორექტირებული თერაპიის ეფექტურობის (პროტეინურია) და უსაფრთხოების გათვალისწინებით, თუმცა ის არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ/კგ/დღე-ღამეში მოზრდილებში და 6 მგ/კგ/დღე-ღამეში ბავშვებში.
შემანარჩუნებელი თერაპიის დროს პრეპარატ სიკორას დოზა ნელა უნდა შემცირდეს მინიმალურ ეფექტურ დოზამდე .
რევმატოიდული ართრიტი
მკურნალობის პირველი 6 კვირის განმავლობაშიპრეპარატ სიკორას რეკომენდებული დოზა შეადგენს 3 მგ/კგ/დღე-ღამეში 2 მიღებაზე. თუ თერაპია საკმარისად ეფექტური არ არის, სადღეღამისო დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს სამკურნალო საშუალების ამტანუნარიანობის გათვალისწინებით, მაგრამ ის არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ/კგ/დღე-ღამეში. სრული კლინიკური პასუხის მისაღწევად შეიძლება საჭირო გახდეს 12 კვირამდე თერაპია.
შემანარჩუნებელი თერაპიის დროს უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატ სიკორას მინიმალური ეფექტური დოზა, ის უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, სამკურნალო საშუალების მიმართ ამტანობისუნარიანობის გათვალისწინებით.
პრეპარატი სიკორა შეიძლება იქნას გამოყენებული გკს-თან კომბინაციაში დაბალი დოზებით და/ან არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (აასს). პრეპარატი სიკორა ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას მეტოტრექსატთან კომბინაციაში (დაბალი კვირეული დოზა) პაციენტებში, რომლებშიც მეთოტრექსატით მონოთერაპია საკმარისად ეფექტური არ არის; ამ დროს პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 2,5 მგ/კგ/დღე-ღამეში 2 მიღებაზე, დოზა შეიძლება გაიზარდოს მკურნალობის ამტანუნარიანობის გათვალისწინებით.
ფსორიაზი
თერაპია პრეპარატ სიკორათი უნდა დანიშნოს იმ ექიმის მიერ, რომელსაც აქვს ფსორიაზის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გამოცდილება. დაავადების მიმდინარეობის სხვადასხვა ვარიანტებიდან გამომდინარე, თერაპია უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად. რემისიის მისაღწევად რეკომენდებულია სამკურნალო საშუალების გამოყენება საწყისი დოზით 2,5 მგ/კგ/დღე-ღამეში 2 მიღებაზე. თუ თერაპიის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში არ არის გაუმჯობესება, დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს, მაგრამ ის არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ/კგ/დღე-ღამეში. პრეპარატ სიკორას გამოყენება უნდა შეწყდეს, თუ პაციენტებს არ ექნებათ ადექვატური პასუხი მკურნალობაზე 5 მგ/კგ/დღე-ღამეში დოზით გამოყენების 6 კვირის შემდეგ ან ეფექტური დოზა არ შეესაბამება დოზას, რომელიც უსაფრთხოდ გამოყენების რეკომენდაციებშია მითითებული.
პრეპარატ სიკორას გამოყენება საწყისი დოზით 5 მგ/კგ/დღე-ღამეში გამართლებულია პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა საჭიროებს სწრაფ გაუმჯობესებას.
სათანადო პასუხის მიღწევის შემთხვევებში შესაძლებელია სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტა. დაავადების რეციდივის შემთხვევაში, შეგიძლიათ განაახლოთ თერაპია პრეპარატ სიკორათი, გამოიყენებთ რა მკურნალობისას დანიშნულ ეფექტურ დოზას. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს უწყვეტი შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება.
შემანარჩუნებელი თერაპიის დროს უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატ სიკორას მინიმალური ეფექტური დოზა, რომელიც უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად და არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ/კგ/დღე-ღამეში.
ატოპიური დერმატიტი
პრეპარატ სიკორათი თერაპია უნდა დანიშნოს ექიმმა, რომელსაც აქვს ატოპიური დერმატიტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გამოცდილება. დაავადების მიმდინარეობის სხვადასხვა ვარიანტებიდან გამომდინარე, თერაპია უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად. რეკომენდებული დოზა შეადგენს 2,5-5 მგ/კგ/დღე-ღამეში 2 მიღებაზე. თუ თერაპიის 2 კვირის შემდეგ საწყისი დოზით 2,5 მგ/კგ/დღე-ღამეში სათანადო პასუხი არ შეინიშნება, სამკურნალო საშუალების დოზა შეიძლება სწრაფად გაიზარდოს მაქსიმალურ დოზამდე 5 მგ/კგ-მდე/დღე-ღამეში. ძალიან მძიმე შემთხვევებში დაავადების სწრაფი და სათანადო კონტროლი უფრო დიდი ალბათობით მიიღწევა პრეპარატ სიკორას საწყისი დოზის 5 მგ/კგ/დღე-ღამეში გამოყენებით. შესაბამისი პასუხის მიღწევის შემდეგ სამკურნალო საშუალების დოზა თანდათან უნდა შემცირდეს; თუ შესაძლებელია, პრეპარატ სიკორათი თერაპია უნდა შეწყდეს. შემდგომში რეციდივის შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება განახლდეს.
რემისიის მისაღწევად (კანისმიერი სიმპტომების გაქრობა) შეიძლება საკმარისი იყოს თერაპიის 8 კვირიანი ხანგრძლივობის კურსი; დადგენილია, რომ პრეპარატით მკურნალობა 1 წლამდე დროის განმავლობაში არის ეფექტური და კარგად ასატანი ყველა აუცილებელი მაჩვენებლის სავალდებულო კონტროლის პირობით.
ციკლოსპორინის ერთი პერორალური სამკურნალო ფორმიდან მეორეზე გადასვლა
ციკლოსპორინის ერთი პერორალური სამკურნალო ფორმიდან მეორეზე გადასვლა უნდა განხორციელდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ამ დროს უნდა ხდებოდეს ციკლოსპორინის დონის კონტროლი იმ პაციენტებში სისხლში, რომლებსაც ჩაუტარდათ ტრანსპლანტაცია.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
ყველა ჩვენება
ციკლოსპორინი უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა თირკმელებით, თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში მისი ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ იცვლება. ამისდამიუხედავად, სამკურნალო საშუალების ნეფროტოქსიურობის რისკის გამო რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის გულდასმითი მონიტორინგის ჩატარება.
ჩვენებები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ტრანსპლანტაციასთან
ციკლოსპორინი არ უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში ისეთი ჩვენებების გამო, რომლებიც არ არის დაკავშირებული ტრანსპლანტაციასთან, გარდა ნეფროზული სინდრომისა. ნეფროზული სინდრომის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევები, სამკურნალო საშუალების საწყისი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2,5 მგ/კგ/დღე-ღამეში.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები
ციკლოსპორინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში. ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში ციკლოსპორინის კონცენტრაცია სისხლში შეიძლება გაიზარდოს დაახლოებით 2-3-ჯერ. პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით, შესაძლოა წარმოიქმნას სამკურნალო საშუალების დოზის შემცირების აუცილებლობა სისხლში მისი კონცენტრაციის რეკომენდებულ სამიზნე დიაპაზონში შესანარჩუნებლად; რეკომენდებულია სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციის კონტროლი მანამ, სანამ ის არ მიაღწევს სტაბილურ დონეს.
ბავშვები
კლინიკურ კვლევებში მონაწილეობდნენ 1 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები. ზოგიერთ კვლევაში ბავშვებს უჩნდებოდათ ციკლოსპორინის უფრო მაღალი დოზების (სხეულის წონის კგ-ზე გათვლით ) გამოყენების აუცილებლობა, ვიდრე მოზრდილებში, და ასევე ბავშვები უკეთესად იტანდნენ სამკურნალო საშუალების უფრო მაღალ დოზებს (სხეულის წონის კგ-ზე გათვლით) ვიდრე მოზრდილები.
პრეპარატ სიკორას გამოყენება ბავშვებში ჩვენებების გამო, რომლებიც არ არის დაკავშირებული ტრანსპლანტაციასთან (ნეფროზული სინდრომის გარდა) ,არ არის რეკომენდებული.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წლის და უფროსი ასაკის)
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ციკლოსპორინის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.
კლინიკურ კვლევებში, სადაც მონაწილეობდნენ რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტები, რომლებიც ღებულობდნენ პერორალურ თერაპიას ციკლოსპორინით, იყო დადგენილი, რომ 65 წლისა და უფროსი ასაკის პაციენტებში უფრო დიდი ალბათობით შეიძლება განვითარდეს სისტოლური არტერიული ჰიპერტენზია და სისხლის შრატში გაიზარდოს კრეატინინის კონცენტრაცია 50%-ით ან მეტით საწყის დონესთან შედარებით მკურნალობის 3-4 თვის შემდეგ.
აუცილებელია ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ციკლოსპორინის დოზა შეირჩეს სიფრთხილით; როგორც წესი, თერაპია უნდა იქნას დაწყებული დაბალი დოზებით რეკომენდებული დოზების დიაპაზონში ღვიძლის, თირკმელების ან გულის ფუნქციის დარღვევების უფრო მაღალ სიხშირესთან დაკავშირებით, და ასევე თანმხლები დაავადებების, სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენებისა და ამ პაციენტებში ინფექციებისადმი მომატებული მგრძნობელობის გათვალისწინებით.
გამოყენების წესი
კაფსულები მიიღება პერორალურად, ისინი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად.
სამკურნალო საშუალების სადღეღამისო დოზა უნდა გაიყოს 2 მიღებად, რომელიც თანაბრად უნდა გადანაწილდეს მთელი დღის განმავლობაში. რეკომენდებულია პრეპარატის მიღება რეგულარული გრაფიკის მიხედვით, დროისა და საკვების მიღების გათვალისწინებით.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- კრაზანას ( Hypericum perforatum) შემცველი პრეპარატებების ერთდროული გამოყენება;
- ისეთი სამკურნალო საშუალებებების ერთდროული გამოყენება, რომლებიც წარმოადგენენ P-გლიკოპროტეინის (P- gp ) ეფლუსიური გადამტანის ან პოლიპეპტიდების ორგანული ანიონის გადამტან ( OATP ) სუბსტრატებს და რომელთა სისხლის პლაზმაში კონცენტრაციების მატება დაკავშირებულია მძიმე და/ან სიცოცხლისათვის საშიშ გვერდით რეაქციებთან ( მაგალითად, ბოზენტანი , დაბიგატრანის ეტექსილატი და ალისკირენი).
არასასურველი რეაქციები
უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა
ძირითადი არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნებოდა კლინიკურ კვლევებში და დაკავშირებული იყო ციკლოსპორინის გამოყენებასთან, არის თირკმლის ფუნქციის დარღვევები, ტრემორი, ჰირსუტიზმი, არერიული ჰიპერტენზია, დიარეა, ანორექსია, გულისრევა და ღებინება.
ციკლოსპორინის გამოყენებასთან დაკავშირებულ მრავალ არასასურველ რეაქციას გააჩნია დოზადამოკიდებული ხასიათი და შექცევადია სამკურმალო საშუალების დოზის შემცირების შემთხვევაში. გამოყენების სხვადასხვა ჩვენების დროს ციკლოსპორინის არასასურველი რეაქციების სპექტრი ზოგადად ერთმანეთის მსგავსია, თუმცა არასასურველი რეაქციების სიხშირე და სიმძიმე შეიძლება ვარირებდეს. პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს ტრანსპლანტაცია, უფრო მაღალი საწყისი დოზების გამოყენებისა და მკურნალობის უფრო ხანგრძლივი პერიოდის გამო არასასურველი რეაქციები აღინიშნება უფრო ხშირად და, როგორც წესი, აქვთ უფრო მძიმე ხასიათი, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც იღებენ სამკურნალო საშუალებით თერაპიას სხვა ჩვენებების გამო.
ინფექციები და პარაზიტული დაავადებები
პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ იმუნოსუპრესიულ თერაპიას (ციკლოსპორინისა და ციკლოსპორინის შემცველი მკურნალობის სქემების ჩათვლით) მატულობს ადგილობრივი და გენერალიზებული ინფექციების (ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი, პარაზიტული) განვითარების რისკი. ასევე შესაძლებელია უკვე არსებული ინფექციური დაავადებების გამწვავებაც; პოლიომავირუსული ინფექციების რეაქტივაციის შედეგად შეიძლება განვითარდეს პოლიომავირუს-ასოცირებული ნეფროპათია ან პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია, რომელიც გამოწვეულია JC პოლიომავირუსით. არის შეტყობინებები მძიმე შემთხვევების შესახებ, მათ შორის ლეტალური შედეგების.
კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი ნეოპლაზმები (კისტებისა და პოლიპების ჩათვლით)
პაციენტებს, რომლებიც იღებენ იმუნოსუპრესიულ თერაპიას (ციკლოსპორინის და ციკლოსპორინის შემცველი მკურნალობის სქემების ჩათვლით) აქვთ ლიმფომების, ლიმფოპროლიფერაციული დაავადებების და სხვა ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების რისკი, განსაკუთრებით კანის. ავთვისებიანი ნეოპლაზმების სიხშირე იზრდება თერაპიის ინტენსივობისა და ხანგრძლივობის მატებასთან ერთად. ზოგიერთ ავთვისებიან ნეოპლაზმს შეიძლება ფატალური შედეგიც ჰქონდეს.
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს სისტემურ- ორგანული კლასების მიხედვით. თითოეულ კატეგორიის ფარგლებში არასასურველი რეაქციები კლასიფიცირდება იმის მიხედვით, თუ რამდენად ხშირად გვხვდება და წარმოდგენილია კლების თანმიმდევრობით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე). სიხშირის თითოეულ ჯგუფის ფარგლებში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ხშირად – ლეიკოპენია; არახშირად – თრომბოციტოპენია, ანემია; იშვიათად – ჰემოლიზურ -ურემიული სინდრომი, მიკროანგიოპათიური ჰემოლიზური ანემია; სიხშირე უცნობია* – თრომბოზული მიკროანგიოპათია, თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა.
ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: ძალიან ხშირად – ჰიპერლიპიდემია; ხშირად - ჰიპერგლიკემია, ანორექსია, ჰიპერურიკემია, ჰიპერკალიემია, ჰიპომაგნიემია.
ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად - ტრემორი, თავის ტკივილი; ხშირად - კრუნჩხვები, პარესთეზია; არახშირად - ენცეფალოპათია, უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომის ჩათვლით, ისეთი ნიშნებითა და სიმპტომებით, როგორიცაა კრუნჩხვები, ცნობიერების აღრევა, დეზორიენტაცია, საპასუხო რეაქციის სიჩქარის დაქვეითება, აჟიტირება, უძილობა, მხედველობის დარღვევები, კორტიკული სიბრმავე, კომა, პარეზები და ნათხემისმიერი ატაქსია; იშვიათად – მოტორული პოლინეიროპათია; ძალიან იშვიათად - მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება, პაპილოედემას ჩათვლით, მხედველობის შესაძლო დარღვევებით, რომლებიც დაკავშირებულია კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიასთან; სიხშირე უცნობია * – შაკიკი.
დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები : სიხშირე უცნობია* – სმენის დარღვევა # .
სისხლძარღვების მხრივ: ძალიან ხშირად – არტერიული ჰიპერტენზია; ხშირად - ალები.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი/ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, ღრძილების ჰიპერპლაზია, პეპტიური წყლული; იშვიათად - პანკრეატიტი.
ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების მხრივ: ხშირად - დარღვევები ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების მხრივ; სიხშირე უცნობია* - ჰეპატოტოქსიურობა და ღვიძლის დაზიანება, ქოლესტაზის, სიყვითლის, ჰეპატიტისა და ღვიძლის უკმარისობის ჩათვლით, ზოგიერთ შემთხვევაში ლეტალური შედეგით.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ძალიან ხშირად – ჰირსუტიზმი; ხშირად - აკნე, ჰიპერტრიქოზი; არახშირად - ალერგიული რეაქციები.
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ხშირად – მიალგია, კუნთების სპაზმი; იშვიათად - კუნთების სისუსტე, მიოპათია; სიხშირე უცნობია* – ტკივილი ქვედა კიდურებში.
თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: ძალიან ხშირად - თირკმლის ფუნქციის დარღვევები.
სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ: იშვიათად - მენსტრუალური ციკლის დარღვევა, გინეკომასტია.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე: ხშირად - სხეულის ტემპერატურის მომატება, დაღლილობა; არახშირად - შეშუპება, სხეულის მასის მომატება.
- პოსტმარკეტინგულ პერიოდში დარეგისტრირებული არასასურველი რეაქციები, რომელთა სიხშირის შეფასება არსებული მონაცემების საფუძველზე არ არის შესაძლებელი.
# პოსტმარკეტინგულ პერიოდში შემოსულია შეტყობინებები სმენის დაქვეითების შესახებ პაციენტებში, რომლრბსაც აქვთ ციკლოსპორინის მაღალი კონცენტრაცია სისხლში.
სხვა არასასურველი რეაქციები აღინიშნა პოსტმარკეტინგულ პერიოდში
დარეგისტრირებულია სპონტანური შეტყობინებები ჰეპატოტოქსიურობისა და ღვიძლის დაზიანების შესახებ, ქოლესტაზის, სიყვითლის, ჰეპატიტისა და ღვიძლის უკმარისობის ჩათვლით, პაციენტებში, რომლებიც იღებენ თერაპიას ციკლოსპორინით. მსგავსი შემთხვევების უმეტესობაში პაციენტებს აღენიშნებოდათ მნიშვნელოვანი თანმხლები დაავადებები ან მდგომარეობები და მიდრეკილების წარმომქმნელი სხვა ფაქტორები (მათ შორის ინფექციური გართულებები და ისეთი სამკურნალო საშუალებების ერთდროული მიღება, რომლებსაც აქვთ პოტენციური ჰეპატოტოქსიური ეფექტი). ზოგიერთ შემთხვევაში, ძირითადად პაციენტებში, რომლებსაც გაკეთებული აქვთ ტრანსპლანტაცია, დაფიქსირდა ლეტალური შედეგები.
მწვავე და ქრონიკული ნეფროტოქსიურობა
პაციენტებში, რომლებიც იღებენ კალცინევრინის ინჰიბიტორებით თერაპიას (ციკლოსპორინის და მკურნალობის ციკლოსპორინის შემცველი სქემების ჩათვლით) იზრდება მწვავე ან ქრონიკული ნეფროტოქსიური ზემოქმედების რისკი; მსგავსი მოქმედება აღინიშნა ციკლოსპორინის გამოყენების დროს კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგულ პერიოდში. მწვავე ნეფროტოქსიური ზემოქმედების შემთხვევაში რეგისტრირდებოდა ელექტროლიტური ბალანსის ისეთი დარღვევები, როგორიცაა ჰიპერკალიემია, ჰიპომაგნიემია და ჰიპერურიკემია. შემოსულია ცნობები თირკმელებში ქრონიკული მორფოლოგიური ცვლილებების შესახებ, არტერიოლარული ჰიალინოზის, მილაკოვანი ატროფიისა და ინტერსტიციული ფიბროზის ჩათვლით.
ტკივილი ქვედა კიდურებში
დარეგისტრირებულია შემთხვევები ქვედა კიდურებში ტკივილის წარმოქმნის შესახებ, რომლებიც იყო დაკავშირებული ციკლოსპორინის გამოყენებასთან. ტკივილი ქვედა კიდურებში ასევე იყო ტკივილის სინდრომის ერთ-ერთი შემადგენელი, რომელიც იყო განპირობებული კალცინეურინის ინჰიბიტორების გამოყენებით.
ბავშვები
კლინიკურ კვლევებში 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, ციკლოსპორინის უსაფრთხოების პროფილი სტანდარტული დოზებით გამოყენებისას შეესაბამებოდა ასეთივე პროფილს მოზრდილებში.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სამკურნალო საშუალების მიმართ სერიოზული არასასურველი რეაქცია ან წარმოიქმნა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ ინფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
განსაკუთრებული მითითებები
სამედიცინო დაკვირვება
პრეპარატი სიკორა უნდა იქნას დანიშნული ექიმის მიერ, რომელსაც აქვს იმუნოსუპრესიული თერაპიის ჩატარების გამოცდილება და შეუძლია უზრუნველჰყოს პაციენტის შესაბამისი მეთვალყურეობა, რეგულარული სრული ფიზიკალური გამოკვლევის, არტერიული წნევის გაზომვისა და აუცილებელი ლაბორატორიული მაჩვენებლების მონიტორინგის ჩათვლით. პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს ტრანსპლანტაცია, პრეპარატით თერაპია უნდა ჩატარდეს დაწესებულებებში, რომლებიც უზრუნველყოფილია შესაბამისი ლაბორატორიული და დამხმარე სამედიცინო რესურსებით. ექიმი, რომელიც პასუხისმგებელია შემანარჩუნებელ თერაპიის ჩატარებაზე, უნდა იღებდეს სრულ ინფორმაციას პაციენტის მონიტორინგის დროს.
ლიმფომები და სხვა ავთვისებიანი სიმსივნეები
ისევე, როგორც სხვა იმუნოსუპრესანტების გამოყენების დროს, ციკლოსპორინის გამოყენებისას იზრდება ლიმფომებისა და სხვა ავთვისებიანი სიმსივნეების, განსაკუთრებით კანის, განვითარების რისკი. ეს რისკი, როგორც ჩანს, უფრო მეტადაა დაკავშირებული იმუნოსუპრესიის ინტენსივობასა და ხანგრძლივობასთან, ვიდრე კონკრეტული სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან.
მკურნალობის ისეთი სქემების გამოყენებისას, რომლებიც მოიცავს იმუნოსუპრესანტების კომბინაციებს ( მათ შორის ციკლოსპორინს), უნდა იქნას დაცული სიფრთხილე, ვინაიდან შეიძლება წარმოიქმნას ლიმფოპროლიფერაციული დაავადებები და სოლიდური ზომის სიმსივნეები ( იყო ცნობები ფატალური შემთხვევების შესახებ).
კანის ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების პოტენციური რისკის გამო, პაციენტები, რომლებიც იღებენ თერაპიას პრეპატრატით სიკორა, განსაკუთრებით ფსორიაზის ან ატოპიური დერმატიტის დროს, უნდა იყვნენ ინფორმირებულნი იმის შესახებ, რომ მათ თავიდან უნდა აიცილონ კანზე მზის პირდაპირი სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება. ასეთ პაციენტებს არ შეიძლება ერთდროულად ჩაუტარდეთ ულტრაიისფერი B დასხივება ან PUVA ( პსორალენის შემცველი პრეპარატი + ულტრაიისფერი A დასხივება) ფოტოქიმიოთერაპია.
ინფექციები
ისევე, როგორც სხვა იმუნოსუპრესანტების გამოყენების დროს, ციკლოსპორინის გამოყენებისას პაციენტებს აღენიშნებათ მიდრეკილება სხვადასხვა ბაქტერიული, სოკოვანი, პარაზიტული და ვირუსული ინფექციების მიმართ, რომელთა გაჩენა ხშირად განპირობებულია პირობითად პათოგენური გამომწვევებით. იყო შეტყობინებები, რომ პაციენტებში, რომლებიც იღებენ თერაპიას ციკლოსპორინით, ადგილი აქვს ლატენტური პოლიომავირუსული ინფექციების გააქტიურებას, რის შედეგადაც შეიძლება წარმოიქმნას პოლიომავირუს-ასოცირებული ნეფროპათია, განსაკუთრებით ნეფროპათია, რომელიც გამოწვეულია პოლიომავირუს BK-თი, ან პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია, რომელიც გამოწვეულია პოლიომავირუს JC- ს მიერ. ზემოაღნიშნული მდგომარეობები ხშირად დაკავშირებულია მაღალ საერთო იმუნოსუპრესიულ დატვირთვასთან და ისინი მხედველობაში უნდა იქნას მიღებული დიფერენციალური დიაგნოსტიკის ჩატარების დროს პაციენტებში დაქვეითებული იმუნიტეტით, რომლებსაც აქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევები ან ნევროლოგიური სიმპტომები. აღინიშნებოდა მსგავსი ინფექციების მძიმე შემთხვევები, მათ შორის ლეტალური შედეგით. უნდა იქნას გამოყენებული ეფექტური პრევენციური და თერაპიული სტრატეგიები, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც იღებენ ხანგრძლივ კომბინირებულ იმუნოსუპრესიულ თერაპიას.
ნეფროტოქსიკურობა
ციკლოსპორინით თერაპიის დროს შეიძლება გაიზარდოს სისხლის შრატში კრეატინინისა და შარდოვანას დონე (ხშირი და პოტენციურად მძიმე არასასურველი რეაქციები). ზემოაღნიშნული ფუნქციური ცვლილებები დამოკიდებულია დოზაზე და თავდაპირველად, როგორც წესი, აქვთ შექცევადი ხასიათი დოზის შემცირებისას. სამკურნალო საშუალების ხანგრძლივი გამოყენების დროს ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს სტრუქტურული ცვლილებები თირკმელებში (მაგალითად, ინტერსტიციული ფიბროზი); მსგავსი ცვლილებები პაციენტებში თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ უნდა იქნას დიფერენცირებული ცვლილებისაგან, რომლებიც დაკავშირებულია ტრანსპლანტანტის ჩამოცილების ქრონიკულ პროცესთან. ამიტომ, ასეთ პაციენტებში აუცილებელია თირკმლის ფუნქციის ხშირი კონტროლი დადგენილი ეროვნული კლინიკური პროტოკოლების შესაბამისად.
ჰეპატოტოქსიურობა
ციკლოსპორინით მკურნალობის დროს შეიძლება შეინიშნებოდეს სისხლის შრატში ბილირუბინის და ღვიძლის ფერმენტების დონეების დოზადამოკიდებული შექცევადი მატება. დარეგისტრირებულია სპონტანური შეტყობინებები ჰეპატოტოქსიური ზემოქმედებისა და ღვიძლის დაზიანების შესახებ, ქოლესტაზის, სიყვითლის, ჰეპატიტისა და ღვიძლის უკმარისობის ჩათვლით, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თერაპიას ციკლოსპორინით. მსგავსი შემთხვევების უმეტესობაში პაციენტებს აღენიშნებოდათ მნიშვნელოვანი თანმხლები დაავადებები ან მდგომარეობები და სხვა მიდრეკილების წარმომქმნელი ფაქტორები (მათ შორის ინფექციური გართულებები და ისეთი სამკურნალო საშუალებების ერთდროული მიღება, რომლებსაც აქვთ პოტენციური ჰეპატოტოქსიური მოქმედება). ზოგიერთ შემთხვევაში, უპირატესად პაციენტებს შორის, რომლებმაც გადაიტანეს ტრანსპლანტაცია, აღინიშნებოდა ლეტალური შედეგები. აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების გულდასმითი კონტროლი, ზემოთ ჩამოთვლილი მაჩვენებლების მხრივ დარღვევების დროს შესაძლოა წარმოიქმნას პრეპარატის დოზის შემცირების აუცილებლობა.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წლის და უფროსი ასაკის)
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში აუცილებელია თირკმლის ფუნქციის გულდასმითი კონტროლის გაწევა.
ციკლოსპორინის სისხლში კონცენტრაციის მონიტორინგი
პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს ტრანსპლანტაცია და იღებენ თერაპიას პრეპარატ სიკორათი, ციკლოსპორინის სისხლში კონცენტრაციის რუტინული მონიტორინგი წარმოადგენს უსაფრთხოების მნიშვნელოვან ღონისძიებას. სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციის დასადგენად სასურველია იქნას გამოყენებული სპეციფიკური მონოკლონური ანტისხეულები (უცვლელი სამკურნალო საშუალების ოდენობის გაზომვა); შეიძლება გამოყენებულ იქნას მაღალი ხარისხის თხევადი ქრომატოგრაფიის მეთოდი, რომელიც ასევე გვაძლევენ საშუალებას გავზომოთ უცვლელი სამკურნალო საშუალების კონცენტრაცია სისხლში. სისხლის პლაზმაში ან შრატში ციკლოსპორინის დონის განსაზღვრისას უნდა იქნას გამოყენებული სტანდარტული (დრო და ტემპერატურა) გამოყოფის მეთოდიკა. იმის დადასტურების მიზნით, რომ სამკურნალო საშუალების შერჩეული დოზა უზრუნველყოფს შესაფერის იმუნოსუპრესიას, ციკლოსპორინის დონის მონიტორინგის საწყის ეტაპზე იმ პაციენტების სისხლში, რომლებსაც გაუკეთდათ ღვიძლის ტრანსპლანტაცია, უნდა იქნას გამოყენებული მეთოდი, რომელიც განსაზღვრავს სპეციფიკური მონოკლონური ანტისხეულების რაოდენობას , ან პარალელურად უნდა იქნას გამოყენებული სპეციფიკური და არასპეციფიკური მონოკლონური ანტისხეულების რაოდენობის გაზომვის მეთოდები .
პაციენტებში, რომლებიც იღებენ თერაპიას პრეპარატ სიკორათი ჩვენებებით, რომლებიც არ არის დაკავშირებული ტრანსპლანტაციასთან, ზოგიერთ შემთხვევაში რეკომენდებულია სისხლში ციკლოსპორინის დონის კონტროლი, მათ შორის ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ პრეპარატის ფარმაკოკინეტიკაზე ან მკურნალობაზე უჩვეულო კლინიკური პასუხის შემთხვევაში (მაგალითად, არასაკმარისი ეფექტურობა ან გაზრდილი აუტანლობა პრეპარატ სიკორას მიმართ, თირკმლის ფუნქციის დარღვევების ჩათვლით).
ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ციკლოსპორინის კონცენტრაცია სისხლში, პლაზმაში ან სისხლის შრატში წარმოადგენს მხოლოდ ერთ ფაქტორს მრავალიდან, რომელიც განსაზღვრავენ პაციენტის კლინიკურ მდგომარეობას. ამიტომ, სამკურნალო საშუალების დოზირების რეჟიმის არჩევისას ზემოაღნიშნული გაზომვების შედეგები უნდა იქნას გათვალისწინებული სხვა კლინიკურ და ლაბორატორიულ მაჩვენებლებთან ერთად.
არტერიული ჰიპერტენზია
ციკლოსპორინის გამოყენებისას აუცილებელია რეგულარულად კონტროლდებოდეს არტერიული წნევა. არტერიული ჰიპერტენზიის განვითარდების დროს უნდა ჩატარდეს შესაბამისი ანტიჰიპერტენზიული თერაპია; სასურველია გამოყენებული იქნას ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, რომლებიც არ ახდენენ ზეგავლენას ციკლოსპორინის ფარმაკოკინეტიკაზე, მაგალითად ისრადიპინი.
სისხლში ლიპიდების დონის მომატება
ვინაიდან ციკლოსპორინით თერაპიის დროს დაფიქსირდა სისხლში ლიპიდების დონის უმნიშვნელო შექცევადი მატება, რეკომენდებულია სისხლის ლიპიდების დონის განსაზღვრა მკურნალობის დაწყების წინ და სამკურნალო საშუალების გამოყენების ერთი თვის შემდეგ. სისხლში ლიპიდების დონის გაზრდის შემთხვევაში უნდა იქნას განხილული საკვებთან ერთად მიღებული ცხიმების შეზღუდვა და საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის დოზის შემცირება.
ჰიპერკალიემია
ციკლოსპორინის გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალიემიის წარმოქმნის რისკი, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. პრეპარატ სიკორას გამოყენების დროს პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ კალიუმის შემცველ ან კალიუმის შემნახველ სამკურნალო საშუალებებს (კალიუმის შემნახველი დიურეზულები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები (არბ)) ან იღებენ დიდი რაოდენობით კალიუმს საკვებთან ერთად, ასევე უნდა იქნას დაცული სიფრთხილე. მსგავს სიტუაციებში საჭიროა სისხლში კალიუმის დონის კონტროლი.
ჰიპომაგნიემია
ციკლოპორინიდპორინის გამოყენების დროს მაგნიუმის კლირენსი იზრდება, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს სიმპტომური ჰიპომაგნიემია, განსაკუთრებით პერიტრანსპლანტაციურ პერიოდში. რეკომენდებულია სისხლში მაგნიუმის დონის კონტროლის ჩატარებაგი პერიტრანსპლანტაციის პერიოდში, განსაკუთრებით როდესაც პაციენტს აქვს ნევროლოგიური ნიშნები/სიმპტომები; საჭიროების შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული მაგნიუმის შემცველი პრეპარატები.
ჰიპერურიკემია
პრეპარატ სიკორას გამოყენებისას უნდა იქნას დაცული სიფრთხილე ჰიპერურიკემიის მქონე პაციენტებში.
ცოცხალი ატენუირებული ვაქცინების გამოყენება
ციკლოსპორინით მკურნალობის დროს ვაქცინაციის ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს. პრეპარატ სიკორას გამოყენებისას თავიდან უნდა იქნას აცილებული ცოცხალი შესუსტებული ვაქცინების გამოყენება.
მედიკამენტოზური ურთიერთქმედებები
პრეპარატ სიკორას კომბინირებული გამოყენებისას პრეპარატი ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდიან ან ამცირებს ციკლოსპორინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში CYP 3 A 4 და/ან P- gp აქტივობის შემცირების ან ზრდის ხარჯზე, უნდა იქნას დაცული სიფრთხილე.
უნდა იქნას გაკონტროლირებული ნეფროტოქსიური ზემოქმედება ციკლოსპორინისა და ისეთი სამკურნალო საშუალებების კომბინირებული გამოყენების საწყის ეტაპზე, რომლებიც ზრდიან ციკლოსპორინის კონცენტრაციას სისხლში ან აქვთ სინერგიული ნეფროტოქსიური ეფექტი. აუცილებელია ჩატარდეს პაციენტების კლინიკური მდგომარეობის გულდასმითი მონიტორინგი. შესაძლოა წარმოიქმნას სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციის მონიტორინგისა და პრეპარატის დოზის კორექტირების აუცილებლობა.
თავიდან უნდა იქნას აცილებული ციკლოსპორინის და ტაკროლიმუსის ერთდროული გამოყენება.
ციკლოსპორინი აინჰიბირებს CYP3A4, P-gp და OATP, ამიტომ ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც წარმოადგენენ ზემოაღნიშნული ფერმენტის სუბსტრატებს და/ან გადამტანებს, ამ უკანასკნელების კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეიძლება გაიზარდოს. თავიდან უნდა იქნას აცილებული მსგავსი კომბინაციების გამოყენება ან მათი გამოყენებისას უნდა იქნას დაცული სიფრთხილე. ციკლოსპორინთან ერთად გამოყენებისას სისხლში იზრდება 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ-კოფერმენტ A რედუქტაზას ინჰიბიტორების (HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები (სტატინები)) კონცენტრაცია. პრეპარატ სიკორასთან ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია შემცირდეს სტატინების დოზა, ასევე თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატ სიკორას კომბინირებული გამოყენება ზოგიერთ სტატინებთან სამედიცინო გამოყენების შესაბამის ინსტრუქციებში მითითებული რეკომენდაციების შესაბამისად. სტატინების გამოყენება დროებით უნდა შეჩერდეს ან შეწყდეს პაციენტებში მიოპათიის ნიშნებითა და სიმპტომებით ან რისკ-ფაქტორებით, რომლებიც განაწყობენ თირკმელების მძიმე დაზიანებისადმი, მათ შორის თირკმლის უკმარისობით, რომელიც წარმოიქმნა რაბდომიოლიზის ფონზე.
ციკლოსპორინისა და ლერკანიდიპინის ერთდროული გამოყენებისას ლერკანიდიპინის AUC -ის მნიშვნელობა იზრდებოდა 3-ჯერ, ხოლო ციკლოსპორინის AUC-ის მნიშვნელობა მატულობდა 21%-ით. თავიდან უნდა იქნას აცილებული ზემოაღნიშნული სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება. ციკლოსპორინის გამოყენებისას ლერკანიდიპინის მიღებიდან 3 საათის შემდეგ ამ უკანასკნელის AUC მნიშვნელობა არ იცვლებოდა, ხოლო ციკლოსპორინის AUC-ის მნიშვნელობამ მოიმატა 27%-ით. ზემოთ მითითებული სამკურნალო საშუალებების კომბინირებული გამოყენების დროს უნდა იქნას დაცული სიფრთხილე, მათ მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 3 საათისა.
დამატებითი სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენებისას იმ ჩვენებით, რომლებიც არ არის დაკავშირებული ტრანსპლანტაციასთან
ციკლოსპორინი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით (გარდა პაციენტებისა ნეფროზული სინდრომით, რომლებსაც აქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევების დასაშვები დონე), არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზიით, არაკონტროლირებადი ინფექციური დაავადებებით და ნებისმიერი ტიპის ავთვისებიანი სიმსივნით.
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია თირკმელების ფუნქციური მდგომარეობის საწყისი დონის შესაბამისად შეფასება (როგორც მინიმუმი, eGFR უნდა განისაზღვროს 2-ჯერ ). ციკლოსპორინით თერაპიის დროს ხშირად უნდა ჩატარდეს თირკმელების ფუნქციის კონტროლი, რათა აუცილებლობის შემთხვევაში სამკურნალო საშუალების დოზა იქნას სათანადოდ კორექტირებული.
დამატებითი სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენებისას ენდოგენური უვეიტის დროს
პრეპარატი სიკორა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ბეჰჩეტის დაავადების მქონე პაციენტებში ნევროლოგიური სინდრომით; ასეთ პაციენტებში აუცილებელია ნევროლოგიური სტატუსის გულდასმითი კონტროლი.
ბავშვებში ენდოგენური უვეიტის სამკურნალოდ პრეპარატის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.
დამატებითი სიფრთხილის ზომები ნეფროზული სინდრომის დროს პრეპარატის გამოყენებისას
პაციენტებში უკვე არსებული თირკმელების ფუნქციის დარღვეებით მკურნალობის საწყის ეტაპზე პრეპარატი სიკორა უნდა იქნას გამოყენებული დოზით 2,5 მგ/კგ/დღე-ღამეში; აუცილებელია ასეთი პაციენტების გულდასმითი მეთვალყურეობის უზრუნველყოფა.
ვინაიდან თირკმელების ფუნქციის ცვლილებები დამახასიათებელია თავად ნეფროზული სინდრომისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება წარმოიქმნას სირთულეები პაციენტებში თირკმლის ფუნქციის იმ დარღვევევის გამოვლენისას, რომლებიც განპირობებულია სამკურნალო საშუალების მიღებით. ეს გარემოება ხსნის იმ ფაქტს, რომ იშვიათ შემთხვევებში თირკმელების სტრუქტურული ცვლილებები, რომლებიც დაკავშირებულია სამკურნალო საშუალების მიღებასთან, აღინიშნებოდა სისხლის შრატში კრეატინინის დონის მატების არარსებობის შემთხვევაში. სტეროიდდამოკიდებული მინიმალური ცვლილებების ნეფროპათიის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ შემანარჩუნებელ თერაპიას პრეპარატ სიკორათი 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, უნდა იქნას განხილული საკითხი თირკმლის ბიოფსიის ჩატარების შესახებ.
ნეფროზული სინდრომის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ იმუნოსუპრესანტებს, ციკლოსპორინის ჩათვლით, იშვიათად აღინიშნებოდა ავთვისებიანი სიმსივნეების, მათ შორის ჰოჯკინის ლიმფომის, განვითარების შემთხვევები.
დამატებითი სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენებისას რევმატოიდული ართრიტის დროს
პრეპარატ სიკორათი თერაპიის 6 თვის შემდეგ უნდა იქნას ჩატარებული თირკმლის ფუნქციის კონტროლი ყოველ 4-8 კვირაში, ძირითადი დაავადების სტაბილურიად მომდინარეობის, სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენებისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით. თირკმელების ფუნქციის უფრო ხშირი მონიტორინგი აუცილებლად უნდა ჩატარდეს პრეპარატის დოზის გაზრდის ან თანმხლები აასს-თი თერაპიის დანიშვნის შემთხვევებში, მათ შორის მათი დოზის გაზრდისას.
თუ პრეპარატ სიკორათი მკურნალობის დროს ვითარდება არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც არ ექვემდებარება კონტროლს შესაბამისი ანტიჰიპერტენზიული თერაპიით, შეიძლება წარმოიქმნას პრეპარატის შეწყვეტის აუცილებლობა.
ისევე როგორც სხვა იმუნოსუპრესიული სამკურნალო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენებისას,პრეპარატ სიკორას გამოყენების დროს მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ლიმფოპროლიფერაციული დაავადებების წარმოქმნის გაზრდილი რისკი. განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა იქნას გამოჩენილი პრეპარატის მეთოტრექსატთან კომბინაციაში გამოყენებისას სინერგიული ნეფროტოქსიური ზემოქმედების გამო.
დამატებითი სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენებისას ფსორიაზის დროს
თუ პრეპარატ სიკორათი მკურნალობის დროს წარმოიქმნება არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც არ კონტროლდება შესაბამისი ანტიჰიპერტენზიული თერაპიით, რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
სამკურნალო საშუალება უნდა იქნას გამოყენებული ხანდაზმული ასაკის პაციენტებში მხოლოდ ფსორიაზის მაინვალიდიზირებელი ფორმების შემთხვევაში, ამ დროს აუცილებელია თირკმლის ფუნქციის გულდასმითი კონტროლი.
ბავშვებში ფსორიაზის მკურნალობისას პრეპარატის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.
ფსორიაზის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ თერაპიას ციკლოსპორინით, ისევე როგორც სტანდარტული იმუნოსუპრესიული თერაპიის გამოყენების შემთხვევაში, აღინიშნა ავთვისებიანი ნეოპლაზმების განვითარების შემთხვევები, განსაკუთრებით კანის. პრეპარატ სიკორათი მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ჩატარდეს ფსორიაზისთვის ატიპიური კანის არსებული დაზიანებების ბიოფსია, რომლებიც, სავარაუდოდ, შეიძლება ეკუთვნოდეს ავთვისებიან ნეოპლაზმებს ან კიბოსწინარე მდგომარეობას. სამკურნალო საშუალება უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ავთვისებიანი ნეოპლაზმებით ან კანის კიბოსწინარე დაავადებებით მხოლოდ მათი სათანადო მკურნალობის შემდეგ და ალტერნატიული ეფექტური თერაპიის არარსებობის შემთხვევაში.
ზოგიერთ პაციენტებთან ფსორიაზით, რომლებიც მკურნალობდნენ ციკლოსპორინით, იყო დარეგისტრირებული ლიმფოპროლიფერაციული დაავადებების წარმოქმნის შემთხვევები, მსგავს სიტუაციებში სამკურნალო საშუალების მიღების სწრაფად შეწყვეტის დროს ისინი რეგრესიას განიცდიდნენ.
პაციენტებს, რომლებიც იღებენ მკურნალობას პრეპარატ სიკორათი, არ შეიძლება ამავდროულად ჩაუტარდეთ ულტრაიისფერი B დასხივება ან PUVA ფოტოქიმიოთერაპია.
დამატებითი სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენებისას ატოპიური დერმატიტის დროს
თუ პრეპარატ სიკორათი მკურნალობის დროს წარმოიქმნება არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც არ კონტროლდება შესაბამისი ანტიჰიპერტენზიული თერაპიით, რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
ბავშვებში ატოპიური დერმატიტის სამკურნალოდ ციკლოსპორინის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში სამკურნალო საშუალება უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ატოპიური დერმატიტის მაინვალიდიზირებელი ფორმების შემთხვევაში, ამ დროს აუცილებელია თირკმელების ფუნქციის გულდასმითი კონტროლი.
კეთილთვისებიანი ლიმფადენოპათია, რომელიც, როგორც წესი, დაკავშირებულია ატოპიური დერმატიტის გამწვავებასთან, ქრება სპონტანურად ან დაავადების მიმდინარეობის ზოგადი გაუმჯობესების ფონზე.
რეგულარულად უნდა ჩატერდეს ლიმფადენოპათიის მქონე პაციენტების მონიტორინგი, რომელიც წარმოიქმნა ციკლოსპორინით მკურნალობის ფონზე.
ლიმფადენოპათიის დროს, რომელიც არ ქრება დაავადების მიმდინარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, სიფრთხილის ზომის სახით აუცილებელია ჩატარდეს ბიოფსია ლიმფომის გამორიცხვის მიზნით.
პრეპარატ სიკორას გამოყენების დაწყებამდე უნდა გამორიცხოთ ჰერპესული ინფექციის აქტიური ფორმების არსებობა (Herpes simplex), თუ ჰერპეტური ინფექციის გააქტიურება შეინიშნება სამკურნალო საშუალებით თერაპიის დაწყების შემდეგ, მაშინ ეს გარემოება არ არის მკურნალობის შეწყვეტის სავალდებულო მიზეზი, მძიმე შემთხვევების გარდა.
Staphylococcus aureus- ით გამოწვეული კანის ინფექციები არ წარმოადგენს პრეპარატ სიკორას გამოყენების აბსოლუტური უკუჩვენებას, თუმცა აუცილებელია მათი კონტროლირება შესაბამისი ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენებით. მოერიდეთ პრეპარატის ერთდროულ გამოყენებას პერორალურად მისაღებ ერითრომიცინთან, ვინაიდან ეს უკანასკნელი ზრდის ციკლოსპორინის კონცენტრაციას სისხლში; ამისდამიუხედავად, ალტერნატიული თერაპიის არარსებობის შემთხვევაში, რეკომენდებულია ციკლოსპორინის სისხლში კონცენტრაციისა და თირკმელების ფუნქციის გულდასმითი მონიტორინგი, და ასევე პაციენტების მონიტორინგის ჩატარება სამკურნალო საშუალების არასასურველი რეაქციების გამოვლენის მიზნით.
პაციენტებს, რომლებიც იღებენ მკურნალობას პრეპარატ სიკორათი, არ შეიძლება ამავდროულად ჩაუტარდეთ ულტრაიისფერი B დასხივება ან PUVA ფოტოქიმიოთერაპია.
პრეპარატის გამოყენება ბავშვებში ჩვენებებით, რომლებიც არ არის დაკავშირებული ტრანსპლანტაციასთან
ბავშვებში სამკურნალო საშუალების გამოყენების ადეკვატური გამოცდილება ჩვენებებით, რომლებიც არ არის დაკავშირებული ტრანსპლანტაციასთან, გარდა ნეფროზული სინდრომისა, არ არსებობს. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 16 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩვენებებით, რომლებიც არ არის დაკავშირებული ტრანსპლანტაციასთან, გარდა ნეფროზული სინდრომისა.
დამხმარე ნივთიერებები
სიკორა 25 მგ შეიცავს 6.41 ობ. % ეთანოლს, ე.ი. 25 მგ-მდე დოზაზე (1 კაფსულა), რაც შეესაბამება 1,282 მლ ლუდს ან 0,534 მლ წითელ ღვინოს, სიკორა100 მგ შეიცავს 7,19 ობ.% ეთანოლს, ე.ი. 100 მგ-მდე დოზაზე (1 კაფსულა), რაც შეესაბამება 1,438 მლ ლუდს ან 0,599 მლ წითელ ღვინოს, ამიტომ პრეპარატმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებზე. ეს ასევე გასათვალისწინებელია პრეპარატის გამოყენებისას ქალებში ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში, ბავშვებში და მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, მაგალითად, ღვიძლის დაავადებებით ან ეპილეფსიით.
პრეპარატი სიკორა შეიცავს სორბიტოლს, რომელიც არის ფრუქტოზის წყარო, ამიტომ მისი გამოყენება არ შეიძლება ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებში.
ისეთი პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას ან ისეთი საკვების მიღებისას, რომელიც შეიცავს სორბიტოლს (ან ფრუქტოზას), მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ადიტიური ეფექტი. ერთად გამოყენებისას სორბიტოლის შემცველმა პერორალურმა პრეპარატებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ სხვა პერორალური სამკურნალო საშუალებების ბიოშეღწევადობაზე.
პრეპარატი სიკორა შეიცავს მაკროგოლგლიცეროლის ჰიდროქსისტეარატს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კუჭის აშლილობა და დიარეა.
გავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
მონაცემები სამკურნალო საშუალების გავლენის შესახებ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ არსებობს
ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობა
ვირთხებსა და კურდღლებზე ჩატარებულ კვლევებში დადგინდა, რომ სამკურნალო საშუალებას აქვს რეპროდუქციული ტოქსიკურობა.
ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ორსული ქალები, რომლებიც იღებენ იმუნოსუპრესიულ თერაპიას ტრანსპლანტაციის შემდეგ (ციკლოსპორინის და ციკლოსპორინის შემცველი მკურნალობის სქემების ჩათვლით), არსებობს ნაადრევი მშობიარობის რისკი (37 კვირაზე ნაკლები).
გვაქვს შეზღუდული მონაცემები 7 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებსაც განიცადეს ციკლოსპორინის ზემოქმედება მუცლად ყოფნის დროს, თირკმლის ფუნქცია და არტერიული წნევა მათ ჰქონდათ ნორმალური მაჩვენებლების ფარგლებში. ამისდამიუხედავად, არ ჩატარებულა შესაბამისი კარგად კონტროლირებადი კვლევები ორსულ ქალებში, ამიტომ პრეპარატი სიკორა არ უნდა იქნას გამოყენებული ქალებში ორსულობის დროს, იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.
პრეპარატი სიკორას გამოყენებისას ორსულ ქალებში ასევე გასათვალისწინებელია, რომ მის შემადგენლობაში შედის ეთანოლი.
ლაქტაცია
ციკლოსპორინი გადადის დედის რძეში. პრეპარატ სიკორას ქალებში ძუძუთი კვების დროს გამოყენებისას ასევე გასათვალისწინებელია, რომ მის შემადგენლობაში შედის ეთანოლი. ქალებმა, რომლებიც იღებენ ციკლოსპორინით თერაპიას, აუცილებელია შეწყვიტონ ძუძუთი კვება სერიოზული არასასურველი რეაქციების პოტენციური რისკის გამო ბავშვევში (მათ შორის ახალშობილში), რომლებიც იმყოფებიან კვებაზე ძუძუთი. ძუძუთი კვების შეწყვეტის ან სამკურნალო საშუალების გამოყენების შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების დროს მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სამკურნალო საშუალების გამოყენების სარგებელი დედისთვის.
ფერტილობა
მონაცემები პრეპარატის გავლენის შესახებ ადამიანების ფერტილობაზე შეზღუდულია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
მედიკამენტოზური ურთიერთქმედებები
დადგენილია, რომ ციკლოსპორინი შედის ურთიერთქმედებაში სამკურნალო საშუალებების დიდ ნაწილთან. ქვემოთ ჩამოთვილია ისინი, რომელთათვის ციკლოსპორინთან ურთიერთქმედებები შესაბამისად დასაბუთებულია და კლინიკურად მნიშვნელოვანია. ცნობილია, რომ სხვადასხვა პრეპარატებს შეუძლია ციკლოსპორინის კონცენტრაციის მომატება ან შემცირება პლაზმაში ან მთელ სისხლში, როგორც წესი, იმ ფერმენტების ინჰიბირებისა ან ინდუცირების ხარჯზე, რომლებიც მონაწილეობენ ციკლოსპორინის მეტაბოლიზმში, კერძოდ CYP3A4.
ციკლოსპორინი არის CYP3A4, P-gp და OATR ინჰიბიტორი, ამიტომ კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში ისეთი საკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენების დროს, რომლებიც წარმოადგენენ ზემოხსენებული ფერმენტის და/ან გადამტანების სუბსტრატებს, შეიძლება გაიზარდოს. სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას ციკლოსპორინის ბიოხელმისაწვდომობა შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს. ტრანსპლანტაცია გადატანილ პაციენტებს ხშირად უნდა ჩაუტარდეთ სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციის კონტროლი და აუცილებლობის შემთხვევაში დოზის კორექცია, განსაკუთრებით ერთდროული გამოყენების დაწყებისას ან სხვა პრეპარატების მოხსნის დროს. ციკლოსპორინის მიმღებ პაციენტებთან იმ ჩვენებებით, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ტრანსპლანტაციასთან, დადგენილია ნაკლებად გამოხატული ურთიერთკავშირი სისხლში სამკურნალო საშუალების კონცენტრაციასა და კლინიკურ ეფექტს შორის. პრეპარატ სიკორას ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც ზრდიან ციკლოსპორინის დონეს სისხლში, ხშირი მონიტორინგი თირკმელების ფუნქციისა და არასასურველი რეაქციებისა, რომლებიც დაკავშირებულია ციკლოსპორნის გამოყენებასთან, შეიძლება იყოს უფრო მიზანშეწონილი, ვიდრე სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციის გაზომვა. პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ ციკლოსპორინის კონცენტრაციას სისხლში სავარაუდოა, რომ CYP3A4-ის და/ან P-gp ყველა ინდუქტორი ამცირებს ციკლოსპორინის კონცენტრაციას სისხლში, მათ შორის: ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, ოქსკარბაზეპინი, ფენიტოინი, ნაფცილინი, სულფადიმიდინი (ინტრავენური შეყვანა),პრობუკოლი, ორლისტატი, პრეპარატები რომლებიც შეიცავენ კრაზანას, თიკლოპიდინს, სულფინპირაზონს, ტერბინაფინს, ბოზენტანს. პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ კრაზანას, არ უნდა იქნას ერთდროულად გამოყენებული პრეპარატ სიკორასთან სისხლში ციკლოსპოორინის კონცენტრაციის დაქვეითებისა და სამკურნალო საშუალებისეფექტურობის შემცირების გამო.
რიფამპიცინთან ერთდროული გამოყენების დროს ციკლოსპორინის მეტაბოლიზმი კუჭ-ნაწლავში და ღვიძლში ძლიერდება, ამოტომ შეიძლება წარმოიქმნას ციკლოსპორინის დოზის 3-5 ჯერ გაზრდის აუცილებლობა.
კომბინირებული გამოყენებისას პერორალურ ოქტრეოტიდთან ციკლოსპორინის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტით მცირდება, ამიტომ შეიძლება წარმოიქმნას ციკლოსპორინის დოზის 50%-ით გაზრდის ან ციკლოსპორინით ინტრავენურ თერაპიაზე გადასვლის აუცილებლობა. პრეპარატები, რომლებიც ზრდიან ციკლოსპორინის კონცენტრაციას სისხლში CYP3A4-ის და/ან P-gp-ს ყველა ინჰიბიტორებს შეუძლიათ სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციის გაზრდა, მათ შორის: ნიკარდიპინს, მეტოკლოპრამიდს, პერორალურ კონტრაცეპტივებს, მეთილპრედნიზოლონს (მაღალი დოზები), ალოპურინოლს, ქოლის მჟავას და მისი წარმოებულებს, პროტეაზას ინჰიბიტორებს, იმატინიბს, კოლხიცინს, ნეფაზოდონს. მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებს: ერითრომიცინს შეუძლია გაზარდოს ციკლოსპორინის კონცენტრაცია სისხლში 4-7 ჯერ, რის გამოც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ამ უკანასკნელის ნეფროტოქსიური მოქმედება; კლარიტრომიცნინთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნა ციკლოსპორინის კონცენტრაციის მომატება სისხლში 2ჯერ; აზიტრომიცინი ზრდის ციკლოსპორინის დონეს სისხლში დაახლოებით 20% ით.
აზოლური ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს: კეტოკონაზოლი, ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი და ვორიკონაზოლი შეუძლიათ გაზარდონ ციკლოსპორინის კონცენტრაცია სისხლში 2-ჯერ მეტით.
ვერაპამილთან ერთად გამოყენებისას ციკლოსპორინის დონე სისხლში 2-3-ჯერ იზრდება.
ტელაპრევირთან კომბინირებული გამოყენებისას ციკლოსპორინის კონცენტრაცია სისხლში იზრდება დაახლოებით 4,64-ჯერ (შეფასებული AUC-ით).
ამიოდარონი მნიშვნელოვნად ზრდის ციკლოსპორინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, ხოლო სისხლის შრატში აღირიცხება კრეატინინის დონის ერთდროული მატება. ვინაიდან ამიოდარონს აქვს ძალიან გრძელი ნახევარგამოყოფის პერიოდი, ზემოაღნიშნული ურთიერთქმედება შეიძლება მოხდეს მისი გამოყენების შეწყვეტის შემდეგ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (დაახლოებით 50 დღე).
არსებობს ცნობები, რომ დანაზოლი ზრდის ციკლოსპორინის კონცენტრაციას სისხლში დაახლოებით 50%-ით.
დილთიაზემთან(90მგ დღე-ღამეში) ერთდროული გამოყენებისას სისხლის პლაზმაში ციკლოსპორინის კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს 50%-ით.
იმატინიბთან ერთად გამოყენებისას ციკლოსპორინის Cmax შეიძლება გაიზარდოს 20%-ით.
კანაბიდიოლი (P-gp ინჰიბიტორი ): არსებობს ცნობები, რომ კალცინეურინის სხვა ინჰიბიტორის კონცენტრაცია სისხლში იზრდება კანაბიდიოლთან ერთად გამოყენებისას. ეს ურთიერთქმედება შეიძლება განპირობებული იყოს P-gp შუამავლობითი პროცესის კალცინეურინის ინჰიბიტორის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში გამოყოფის ინჰიბირებით, რაც იწვევს მისი ბიოშეღწევადობის ზრდას. ამიტომ, ციკლოსპორინისა და კანაბიდიოლის ერთდროული გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა და გვერდითი რეაქციების გულდასმითი მონიტორინგი. პაციენტებში, ტრანსპლანტაციის გადატანით, საჭიროა ციკლოსპორინის მინიმალური კონცენტრაციის კონტროლი მთელ სისხლში და საჭიროების შემთხვევაში დოზის კორექტირება. პაციენტებში, რომლებიც იღებენ ციკლოსპორინის თერაპიას ტრანსპლანტაციის გარდა სხვა ჩვენებების გამო, გასათვალისწინებელია სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციის მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვევაში, პრეპარატის დოზის კორექტირება.
საკვებთან ურთიერთქმედება
გრეიფრუთის და გრეიფრუტის წვენთან ერთად მიღებისას ციკლოსპორინის ბიოშეღწევადობა იზრდება.
კომბინაციები, რომლებიც ზრდის ნეფროტოქსიკურობის რისკს
სიფრთხილეა საჭირო ციკლოსპორინის გამოყენებისას სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებსაც აქვთ სინერგიული ნეფროტოქსიური მოქმედებები, მათ შორის: ამინოგლიკოზიდები (მათ შორის გენტამიცინი, ტობრამიცინი), ამფოტერიცინი B, ციპროფლოქსაცინი, ვანკომიცინი, ტრიმეტოპრიმი (+ სულფამეტოქსაზოლი), ფიბრის მჟავას წარმოებულები(მაგალითად ბეზაფიბრატი, ფენოფიბრატი). არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მათ შორის დიკლოფენაკი, ნაპროქსენი, სულინდაკი), მელფალანი , H2- ჰისტამინის რეცეპტორების ანტაგონისტები (მაგალითად, ციმეტიდინი, რანიტიდინი), მეტოტრექსატი.
როდესაც ციკლოსპორინი გამოიყენება კომბინაციაში მედიკამენტებთან ერთად, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ სინერგიული ნეფროტოქსიური ეფექტი, აუცილებელია თირკმლის ფუნქციის ფრთხილად მონიტორინგი. თირკმელების ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევის შემთხვევაში, ერთდროულად გამოყენებული მედიკამენტების დოზები უნდა შემცირდეს ან განიხილებოდეს ალტერნატიული პრეპარატების გამოყენება.
ციკლოსპორინის და ტაკროლიმუსის ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული ნეფროტოქსიურობისა და ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების რისკის გამო CYP3A4 და /ან P- gp დონეზე .
თერაპია პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული საშუალებებით (პმას)
პმას თერაპიის დროს, ციკლოსპორინის ფარმაკოკინეტიკა შეიძლება შეიცვალოს ღვიძლის ფუნქციის ცვლილების შედეგად, რომელიც დაკავშირებულია C ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაციასთან. ასეთ სიტუაციებში უნდა ჩატარდეს გულდასმითი მონიტორინგი და განიხილოს ციკლოსპორინის დოზის კორექტირების აუცილებლობა, მკურნალობის ეფექტურობის მუდმივი შენარჩუნების მიზნით.
ციკლოსპორინის მოქმედება სხვა პრეპარატებზე
ციკლოსპორინი არის CYP3A4, P-gp და OATP ინჰიბიტორი. ციკლოსპორინთან კომბინირებისას შეიძლება გაიზარდოს იმ პრეპარატების კონცენტრაცია პლაზმაში, რომლებიც წარმოადგენენ CYP3A4- ის , P- gp და OATP- ის სუბსტრატს.
ციკლოსპორინთან ერთად გამოყენებისას დიგოქსინის, კოლხიცინის, გმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორების (სტატინები) და ეტოპოზიდის კლირენსი შეიძლება შემცირდეს. ამ პრეპარატებთან ერთად ციკლოსპორინის გამოყენებისას საჭიროა პაციენტის კლინიკური მონიტორინგი, რათა მოხდეს ტოქსიკური ეფექტების ადრეული გამოვლენა და დოზის შემდგომი შემცირება ან ზემოაღნიშნული პრეპარატების მიღების შეწყვეტა. ციკლოსპორინთან კომბინირებული გამოყენებისას სტატინების დოზები უნდა შემცირდეს, ასევე პრეპარატის კომბინირებული გამოყენება გარკვეულ სტატინებთან უნდა იქნას აცილებული სამედიცინო გამოყენების შესაბამის ინსტრუქციებში მითითებული რეკომენდაციების შესაბამისად. ინფორმაცია ყველაზე ხშირად გამოყენებული სტატინების კონცენტრაციის ცვლილების შესახებ სისხლში ციკლოსპორინთან ერთად გამოყენებისას მოცემულია ცხრილში. სტატინების გამოყენება დროებით უნდა შეჩერდეს ან შეწყდეს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მიოპათიის ნიშნები და სიმპტომები ან აქვთ რისკ-ფაქტორები, რომლებიც მიდრეკილნი არიან თირკმელების მძიმე დაზიანებისკენ, მათ შორის თირკმლის უკმარისობისკენ, რომელიც აღმოცენდებოდა რაბდომიოლიზის ფონზე.
ცხრილი. ინფორმაცია სისხლში ყველაზე ხშირად გამოყენებული სტატინების კონცენტრაციის ცვლილების შესახებ ციკლოსპორინთან ერთად გამოყენებისას.
სტატინები
დოზა (მგ)
სისხლში კონცენტრაციის მატება (გამრავლება)
ატორვასტატინი
10-80
8-10
სიმვასტატინი
10-80
6-8
ფლუვასტატინი
20-80
2-4
ლოვასტატინი
20-40
5-8
პრავასტატინი
20-80
5-10
როზუვასტატინი
5-40
5-10
პიტავასტატინი
1-4
4-6
რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენებისას ლერკანიდიპინთან ერთად.
ციკლოსპორინთან ერთად გამოყენებისას P-gp სუბსტრატის, ალისკირენის მნიშვნელობები Cmax და AUC, გაიზარდა დაახლოებით 2,5-ჯერ და 5-ჯერ, შესაბამისად, ხოლო ციკლოსპორინის ფარმაკოკინეტიკური პროფილი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. არ არის რეკომენდებული ციკლოსპორინისა და ალისკირენის კომბინირებული გამოყენება.
ვინაიდან ციკლოსპორინი აინჰიბირებს P-gp-ს, მისი ერთდროული გამოყენება დაბიგატრანის ეტექსილატთან არ არის რეკომენდებული.
როდესაც ნიფედიპინი და ციკლოსპორინი ერთად იყენებენ, ღრძილების ჰიპერპლაზიის სიხშირე შეიძლება გაიზარდოს ციკლოსპორინით მონოთერაპიასთან შედარებით.
დადგენილია, რომ ციკლოსპორინისა და დიკლოფენაკის ერთდროული გამოყენებისას ამ უკანასკნელის ბიოშეღწევადობა მნიშვნელოვნად იზრდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის შექცევადი დარღვევა. დიდი ალბათობით, დიკლოფენაკის ბიოშეღწევადობის ზრდა დაკავშირებულია მისი მეტაბოლიზმის დაქვეითებასთან პრესისტემური ელიმინაციის პროცესში (პირველი გავლის ეფექტი). ციკლოსპორინის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების კომბინირებული გამოყენებისას, რომლებიც ხასიათდება მეტაბოლიზმის დაბალი დონით პრესისტემური ელიმინაციის პროცესში (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა), არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ბიოშეღწევადობის ზრდა მოსალოდნელი არ არის.
კლინიკურ გამოკვლევებში ციკლოსპორინის მიკროემულსიის ფორმით, სრული დოზით და ევეროლიმუსის ან სიროლიმუსის ერთდროული გამოყენებისას, აღინიშნა სისხლის შრატში კრეატინინის დონის მატება, ეს ცვლილებები ხშირად შექცევადი იყო ციკლოსპორინის დოზის შემცირებისას. ევეროლიმუსი და სიროლიმუსი მცირე გავლენას ახდენდნენ ციკლოსპორინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრებზე. ციკლოსპორინთან კომბინირებისას ევეროლიმუსის და სიროლიმუსის კონცენტრაცია სისხლში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ციკლოსპორინის გამოყენებისას კალიუმის შემცველ ან კალიუმის შემნახველ საშუალებებთან ერთად (მაგ., კალიუმის შემნახველი დიურეზულები, აგფ ინჰიბიტორები, არბ), საჭიროა დავიცვათ სიფრთხილე, ვინაიდან ასეთი პრეპარატების გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს სისხლის შრატში კალიუმის კონცენტრაცია.
ციკლოსპორინმა შეიძლება გაზარდოს რეპაგლინიდის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, რაც იწვევს ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკს.
ბოზენტანის და ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენებისას ჯანმრთელ მოხალისეებში სისხლში ბოზენტანის კონცენტრაცია რამდენჯერმე გაიზარდა, ხოლო ციკლოსპორინის კონცენტრაცია შემცირდა 35%-ით. არ არის რეკომენდებული ბოზენტანის და ციკლოსპორინის ერთობლივი გამოყენება.
ამბრიზენტინის და ციკლოსპორინის მრავალჯერადი გამოყენებისას ჯანმრთელ მოხალისეებში ამბრიდენტანის კონცენტრაცია სისხლში გაიზარდა 2-ჯერ, ხოლო ციკლოსპორინის კონცენტრაცია სისხლში უმნიშვნელოდ გაიზარდა (დაახლოებით 10%-ით).
ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებში ციკლოსპორინის მაღალი დოზების და ანტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების (ინტრავენური შეყვანის) კომბინირებული გამოყენებისას (მაგალითად, დოქსორუბიცინი, მიტოქსანტრონი, დაუნორუბიცინი), აღინიშნა ამ უკანასკნელის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ზრდა სისხლში.
ციკლოსპორინით თერაპიის დროს ვაქცინაციის ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს; ციკლოსპორინით მკურნალობისას თავიდან უნდა იქნას აცილებული ცოცხალი ატენუირებული ვაქცინების გამოყენება.
ბავშვები
ურთიერთქმედების შესახებ კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
მონაცემები ციკლოსპორინის მწვავე ჭარბი დოზირების შესახებ შეზღუდულია. ციკლოსპორინის პერორალურად მიღებისას 10 გ-მდე დოზით (დაახლოებით 150 მგ/კგ) განვითარდა მსუბუქი კლინიკური სიმპტომები, როგორიცაა ღებინება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ტაქიკარდია; ზოგიერთ შემთხვევაში დაფიქსირდა თირკმელების შექცევადი, ზომიერად მძიმე დისფუნქცია. ციკლოსპორინის შემთხვევითი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში (ინტრავენური შეყვანა) დღენაკლულ ახალშობილებში ნეონატალურ პერიოდში აღინიშნა მძიმე ინტოქსიკაციის სიმპტომები.
მკურნალობა
ჭარბი დოზირების ყველა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური და დამხმარე მკურნალობა. პრეპარატის პერორალური მიღებიდან პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში შეიძლება მიზანშეწონილი იყოს ღებინების გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა. ციკლოსპორინი პრაქტიკულად არ გამოიყოფა ორგანიზმიდან დიალიზისა და ნახშიროვანი ჰემოპერფუზით.
გამოშვების ფორმა
სიკორა 25 მგ
კაფსულები.
10 კაფსულა ბლისტერში. 3 ან 5 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
30 ან 50 კაფსულა მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონი, პლასტმასის ხრახნიანი დამცავი თავსახურით, რომელიც აღჭურვილია ბავშვებისგან დაცვის სისტემით. 1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
სიკორა 100 მგ
კაფსულები.
10 კაფსულა ბლისტერში. 3 ან 5 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შენახვის პირობები
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. No: 50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბული).
WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş. ”, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No. 50 Güneşli Bağcılar / İstanbul)
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.