პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

დეპორესი 0.05% ოფთალმოლოგიური ემულსია ერთდოზიან ფლაკონში

Depores %0.05 Oftalmik Eműlsiyon İçeren Tek Dozluk Flakon

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

დეპორესი ხელმისაწვდომია ერთ-დოზიანი ფლაკონების სახით, 0,4 მლ ემულსიის შემცველობით. თითო კოლოფი შეიცავს 30 ერთ-დოზიან ფლაკონს; მთლიანი შიგთავსი მოთავსებულია 3 მოსახევ პაკეტში, თითოეული შეიცავს 10 ერთ-დოზიან ფლაკონს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ციკლოსპორინი (ciclosporin)
ფორმა და შეფუთვა
0.05% (0,5მგ/მლ) 0,4მლ თვალის წვეთები, ემულსია ერთდოზიანი ფლაკონი №30 (3X10)
მწარმოებელი
Deva Holding A.Ş., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, ოფთალმოლოგიური სხვა საშუალებები
ATC კოდი
S01XA18
რეგისტრაციის ნომერი
რ-041617
რეგისტრირებულია
18 ივლისი 2024, მოქმედებს 18 ივლისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „რიჩ გრუპ"
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებადეპორესი 0.05% ოფთალმოლოგიური ემულსია ერთდოზიან ფლაკონში და სხვა წამალი ერთად

დეპორესი 0.05% ოფთალმოლოგიური ემულსია ერთდოზიან ფლაკონში — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დეპორესი ხელმისაწვდომია ერთ-დოზიანი ფლაკონების სახით, 0,4 მლ ემულსიის შემცველობით. თითო კოლოფი შეიცავს 30 ერთ-დოზიან ფლაკონს; მთლიანი შიგთავსი მოთავსებულია 3 მოსახევ პაკეტში, თითოეული შეიცავს 10 ერთ-დოზიან ფლაკონს.

დეპორესი შეიცავს ციკლოსპორინს, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და არეგულირებს იმუნურ სისტემას, რომელიც ასოცირდება თვალის ზედაპირთან თვალში ჩაწვეთებისას. არ არის გამოვლენილი ადამიანებში სისხლში გადასვლა ან სისხლში დაგროვება.

დეპორესი გამოიყენება ცრემლის წარმოქმნის გასაზრდელად იმ პაციენტებში, რომელთა ცრემლის წარმოქმნის დათრგუნვაც მოსალოდნელია თვალის სიმშრალესთან ასოცირებული თვალის ანთების გამო.

მიღების წესი და დოზირება

სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზირება/შეყვანის სიხშირე:

ჩაიწვეთეთ 1 წვეთი დეპორესის თვალის წვეთი, ემულსია თითო თვალში დღეში ორჯერ, დაახლოებით 12 საათიანი ინტერვალით.

მიღების წესი:

იმისათვის, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი, თეთრი, გაუმჭვირვალე ემულსია გამოყენებამდე, ფლაკონი რამდენიმეჯერ გადაატრიალეთ თავდაყირა.

არ შეახოთ საწვეთურის წვერი თვალს ან ნებისმიერ ზედაპირს, რათა თავიდან აიცილოთ წამლის მიკრობებით დაბინძურება.

დეპორესის შეიძლება გამოყენებულ იქნას ხელოვნური ცრემლთან ერთად; პრეპარატებს შორის გააკეთეთ 15 წუთიანი ინტერვალი.

დეპორესი განკუთვნილია მხოლოდ ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის. ემულსია ერთი ცალკეული ერთ-დოზიანი ფლაკონიდან უნდა იქნას გამოყენებული მყისიერად გახსნის შემდეგ ერთ ან ორივე თვალში, ხოლო დარჩენილი შიგთავსი უნდა განადგურდეს გამოყენების შემდეგ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

დეპორესის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი 16 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენება ხანდაზმულებში:

დეპორესის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ განსხვავდება ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტებში.

სპეციალური გამოყენების შემთხვევები:

თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა:

არ არსებობს მონაცემები ამ პოპულაციებში ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების შესახებ.

გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ფიქრობთ, რომ დეპორესის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია.

თუ თქვენ მიიღეთ უფრო მეტი დეპორესი, ვიდრე საჭიროა:

თუ თქვენ გამოიყენეთ დეპორესი იმაზე მეტი ვიდრე საჭიროა, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ დეპორესის გამოყენება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.

თუ შეწყვეტთ დეპორესის მიღებას

დეპორესით მკურნალობის შეწყვეტისას არანაირი ეფექტი არ არის.

უკუჩვენებები

თუ ალერგიული ხართ ან გაქვთ ეჭვი ალერგიაზე პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

თუ გაქვთ მიკროორგანიზმებით გამოწვეული თვალის ინფექცია.

ფრთხილად გამოიყენეთ დეპორესი შემდეგ სიტუაციებში:

არ გამოიყენოთ დეპორესი კონტაქტური ლინზების ტარებისას. თუ თვალებში ჩასმული გაქვთ კონტაქტური ლინზები, ამოიღეთ ისინი პრეპარატის გამოყენებამდე და შეგიძლიათ უკან ჩაისვათ დეპორესის ჩაწვეთებიდან 15 წუთის შემდეგ.

თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც გეხებოდათ წარსულში ნებისმიერ დროს, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.

დეპორესის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ვინაიდან გამოიყენება თვალებზე, დეპორესის ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელებთან არ არის მოსალოდნელი.

სიფრთხილის ზომები

ფასის ამოკვეთა

სერიის ნომ.

რეგისტრაციის ნომ.

რეგისტრაციის მისამართი

მწარმოებლის მისამართი

ხსნარის წარმოების მისამართი

შტრიხკოდი

2D-კოდი

ფარმაკოდი

ფერადი ზოლები

ბეჭდვის ფერი

თარგმანი სწორია:

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენი ექიმი გადაწყვეტს პრეპარატის გამოყენებას რისკის/სარგებლის თანაფარდობის შეფასების შემდეგ.

თუ მკურნალობის დროს დაადგენთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს პრეპარატის გამოყენებას რისკის/სარგებლის თანაფარდობის შეფასების შემდეგ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თუ თქვენ განიცდით თვალის დისკომფორტს ან დაბინდულ მხედველობას დეპორესის ჩაწვეთების შემდეგ, დაელოდეთ სანამ თქვენი მხედველობა აღდგება. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ ავტომობილის მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დეპორესში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ის არ შეიცავს რაიმე ნივთიერებას, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ გაფრთხილებას.

სხვა სამკურნალო პრეპარატებთან გამოყენება

თუ საჭიროა ერთზე მეტი წამლის ჩაწვეთება თვალში, გააკეთეთ 15 წუთიანი ინტერვალი ორ სხვადასხვა მედიკამენტს შორის.

თუ ამჟამად იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით რომელიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტს, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს დეპორესის შემავალი ინგრედიენტების მიმართ მგრძნობიარე პირებში.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე განვითარდა, შეწყვიტეთ დეპორესის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

ხელების, ფეხების, ტერფების, სახის, ტუჩების შეშუპება ან პირის ღრუს ან ყელის შეშუპება ისე, რომ გაძნელდა ყლაპვა ან სუნთქვა.

ეს არის ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენები.

თუ თქვენ გაქვთ ერთ-ერთი ასეთი სიმპტომი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია დეპორესის მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალზე იშვიათია.

აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ გვერდით მოვლენას:

თვალების წვა, ჩხვლეტა, სიწითლე, თვალიდან გამონადენი, წყლიანი თვალები, ტკივილი, უცხო სხეულის შეგრძნება, ქავილი და მხედველობის გაუარესება.

ეს არის დეპორესის მსუბუქი გვერდითი მოვლენები.

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების რეპორტინგი

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, ჩათვლით მოვლენებისა, რომლებიც არ არის აღწერილი არსებულ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

ასევე, განვითარებული გვერდითი მოვლენების შესახებ შეატყობინეთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr ნიშნულზე „წამლის გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება“ დაწკაპუნებით ან შეგიძლიათ დარეკოთ გვერდითი მოვლენების რეპორტინგის ხაზზე 0 800 314 00 08. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ შეტყობინებით თქვენ წვლილს შეიტანთ მისი უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

შენახვის პირობები

დეპორესის უნდა შევინახოთ თავის შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილებას.

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

პაკეტების გახსნის შემდეგ, ფლაკონი პაკეტებში უნდა იქნას გამოყენებული 28 დღის განმავლობაში.

ფლაკონები არის ერთჯერადი გამოყენებისთვის, დარჩენილი შიგთავსი უნდა განადგურდეს.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ დეპორესი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები!

გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

დეპორესი 0.05%

ერთდოზიანი ფლაკონი ოფთალმოლოგიური

ემულსიის შემცველობით

დევა

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია

დეპორესი 0.05% ერთ-დოზიანი ფლაკონი

თვალის წვეთები, ემულსია

ოფთალმოლოგიური გამოყენების

სტერილური, არ შეიცავს კონსერვანტებს

აქტიური ნივთიერება: 1 მლ ემულსია შეიცავს 0,5 მგ ციკლოსპორინს აქტიური ნივთიერების სახით.

დამხმარე ნივთიერებები: აბუსალათინის ზეთი, პოლისორბატი 80, კარბომერი 934, გლიცეროლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი

მედიკამენტის მიღებამდე, ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს წამალი დაგენიშნათ პირადად თქვენ, არ მისცეთ ის სხვებს.

ამ მედიკამენტის გამოყენებისას, როდესაც მიდიხართ ექიმთან ან საავადმყოფოში, აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ამ მედიკამენტს.

შეასრულეთ ზუსტად ის, რაც წერია ამ ინსტრუქციაში. არ გამოიყენოთ პრეპარატის რეკომენდებულ დოზაზე მაღალი ან დაბალი დოზები.

ინსტრუქციის შინაარსი:

  • რა არის დეპორესი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ დეპორესის გამოყენებამდე
  • დეპორესის მიღების წესი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • დეპორესის შენახვის პირობები
  • რა არის დეპორესი და რისთვის გამოიყენება

დეპორესი ხელმისაწვდომია ერთ-დოზიანი ფლაკონების სახით, 0,4 მლ ემულსიის შემცველობით. თითო კოლოფი შეიცავს 30 ერთ-დოზიან ფლაკონს; მთლიანი შიგთავსი მოთავსებულია 3 მოსახევ პაკეტში, თითოეული შეიცავს 10 ერთ-დოზიან ფლაკონს.

დეპორესი შეიცავს ციკლოსპორინს, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და არეგულირებს იმუნურ სისტემას, რომელიც ასოცირდება თვალის ზედაპირთან თვალში ჩაწვეთებისას. არ არის გამოვლენილი ადამიანებში სისხლში გადასვლა ან სისხლში დაგროვება.

დეპორესი გამოიყენება ცრემლის წარმოქმნის გასაზრდელად იმ პაციენტებში, რომელთა ცრემლის წარმოქმნის დათრგუნვაც მოსალოდნელია თვალის სიმშრალესთან ასოცირებული თვალის ანთების გამო.

  • რა უნდა იცოდეთ დეპორესის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ დეპორესი შემდეგი მდგომარეობების დროს

თუ ალერგიული ხართ ან გაქვთ ეჭვი ალერგიაზე პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

თუ გაქვთ მიკროორგანიზმებით გამოწვეული თვალის ინფექცია.

ფრთხილად გამოიყენეთ დეპორესი შემდეგ სიტუაციებში:

არ გამოიყენოთ დეპორესი კონტაქტური ლინზების ტარებისას. თუ თვალებში ჩასმული გაქვთ კონტაქტური ლინზები, ამოიღეთ ისინი პრეპარატის გამოყენებამდე და შეგიძლიათ უკან ჩაისვათ დეპორესის ჩაწვეთებიდან 15 წუთის შემდეგ.

დეპორესის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი 16 წლამდე ასაკის ბავშვებში.

დეპორესის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ განსხვავდება ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტებში.

თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც გეხებოდათ წარსულში ნებისმიერ დროს, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.

დეპორესის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ვინაიდან გამოიყენება თვალებზე, დეპორესის ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელებთან არ არის მოსალოდნელი.

ორსულობა

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენი ექიმი გადაწყვეტს პრეპარატის გამოყენებას რისკის/სარგებლის თანაფარდობის შეფასების შემდეგ.

თუ მკურნალობის დროს დაადგენთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს პრეპარატის გამოყენებას რისკის/სარგებლის თანაფარდობის შეფასების შემდეგ.

ავტომობილის მართვა და მანქანა დანადგარებთან მუშაობა

თუ თქვენ განიცდით თვალის დისკომფორტს ან დაბინდულ მხედველობას დეპორესის ჩაწვეთების შემდეგ, დაელოდეთ სანამ თქვენი მხედველობა აღდგება. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ ავტომობილის მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დეპორესში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ის არ შეიცავს რაიმე ნივთიერებას, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ გაფრთხილებას.

სხვა სამკურნალო პრეპარატებთან გამოყენება

თუ საჭიროა ერთზე მეტი წამლის ჩაწვეთება თვალში, გააკეთეთ 15 წუთიანი ინტერვალი ორ სხვადასხვა მედიკამენტს შორის.

თუ ამჟამად იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით რომელიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტს, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • დეპორესის მიღების წესი

სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზირება/შეყვანის სიხშირე:

ჩაიწვეთეთ 1 წვეთი დეპორესის თვალის წვეთი, ემულსია თითო თვალში დღეში ორჯერ, დაახლოებით 12 საათიანი ინტერვალით.

მიღების წესი:

იმისათვის, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი, თეთრი, გაუმჭვირვალე ემულსია გამოყენებამდე, ფლაკონი რამდენიმეჯერ გადაატრიალეთ თავდაყირა.

არ შეახოთ საწვეთურის წვერი თვალს ან ნებისმიერ ზედაპირს, რათა თავიდან აიცილოთ წამლის მიკრობებით დაბინძურება.

დეპორესის შეიძლება გამოყენებულ იქნას ხელოვნური ცრემლთან ერთად; პრეპარატებს შორის გააკეთეთ 15 წუთიანი ინტერვალი.

დეპორესი განკუთვნილია მხოლოდ ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის. ემულსია ერთი ცალკეული ერთ-დოზიანი ფლაკონიდან უნდა იქნას გამოყენებული მყისიერად გახსნის შემდეგ ერთ ან ორივე თვალში, ხოლო დარჩენილი შიგთავსი უნდა განადგურდეს გამოყენების შემდეგ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

დეპორესის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი 16 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენება ხანდაზმულებში:

დეპორესის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ განსხვავდება ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტებში.

სპეციალური გამოყენების შემთხვევები:

თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა:

არ არსებობს მონაცემები ამ პოპულაციებში ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების შესახებ.

გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ფიქრობთ, რომ დეპორესის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია.

თუ თქვენ მიიღეთ უფრო მეტი დეპორესი, ვიდრე საჭიროა:

თუ თქვენ გამოიყენეთ დეპორესი იმაზე მეტი ვიდრე საჭიროა, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ დეპორესის გამოყენება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.

თუ შეწყვეტთ დეპორესის მიღებას

დეპორესით მკურნალობის შეწყვეტისას არანაირი ეფექტი არ არის.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს დეპორესის შემავალი ინგრედიენტების მიმართ მგრძნობიარე პირებში.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე განვითარდა, შეწყვიტეთ დეპორესის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

ხელების, ფეხების, ტერფების, სახის, ტუჩების შეშუპება ან პირის ღრუს ან ყელის შეშუპება ისე, რომ გაძნელდა ყლაპვა ან სუნთქვა.

ეს არის ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენები.

თუ თქვენ გაქვთ ერთ-ერთი ასეთი სიმპტომი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია დეპორესის მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალზე იშვიათია.

აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ გვერდით მოვლენას:

თვალების წვა, ჩხვლეტა, სიწითლე, თვალიდან გამონადენი, წყლიანი თვალები, ტკივილი, უცხო სხეულის შეგრძნება, ქავილი და მხედველობის გაუარესება.

ეს არის დეპორესის მსუბუქი გვერდითი მოვლენები.

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების რეპორტინგი

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, ჩათვლით მოვლენებისა, რომლებიც არ არის აღწერილი არსებულ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

ასევე, განვითარებული გვერდითი მოვლენების შესახებ შეატყობინეთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr ნიშნულზე „წამლის გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება“ დაწკაპუნებით ან შეგიძლიათ დარეკოთ გვერდითი მოვლენების რეპორტინგის ხაზზე 0 800 314 00 08. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ შეტყობინებით თქვენ წვლილს შეიტანთ მისი უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

  • დეპორესის შენახვის პირობები

დეპორესის უნდა შევინახოთ თავის შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილებას.

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

პაკეტების გახსნის შემდეგ, ფლაკონი პაკეტებში უნდა იქნას გამოყენებული 28 დღის განმავლობაში.

ფლაკონები არის ერთჯერადი გამოყენებისთვის, დარჩენილი შიგთავსი უნდა განადგურდეს.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ დეპორესი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები!

გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

DEVA HOLDING A.Ş.

კუჩუკჩეკმეჩე/სტამბოლი

ტელ.: 0 212 692 92 92

ფაქსი: 0 212 697 00 24

წარმოების მისამართი:

Deva Holding A.Ş.

კარტეპე/კოჩაელი

გამოყენების ინსტრუქცა დამტკიცდა 07/02/2019

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა