პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
უროლოგიური საშუალებები

სალოვერი MR

SALOVER MR

რეცეპტით0,4მგინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
რისთვის გამოიყენება

ქვედა საშარდე გზების სიმპტომები (LUTS) ასოცირებული წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან (BPH).

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტამსულოზინი (tamsulosin)
ფორმა და შეფუთვა
0,4მგ პროლონგირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
GE Pharmaceuticals Ltd. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Synthon Hispania S.L.(ესპანეთი)), ბულგარეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
უროლოგიური საშუალებები, ალფა-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტები
ATC კოდი
G04CA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-036931
რეგისტრირებულია
29 ნოემბერი 2022, მოქმედებს 29 ნოემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
“AVERSI-PHARMA” LLC (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებასალოვერი MR და სხვა წამალი ერთად

სალოვერი MR — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ქვედა საშარდე გზების სიმპტომები (LUTS) ასოცირებული წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან (BPH).

მიღების წესი და დოზირება

ერთი ტაბლეტი დღეში.

სალოვერი MR–ის მიღება არ არის დამოკიდებული საკვებზე.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

დოზის კორექცია თირკმლის უკმარისობის დროს საჭირო არ არის.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობით დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხ. ასევე 4.3. უკუჩვენებები).

პედიატრიული პოპულაცია

ბავშვებში სალოვერი MR-ის გამოყენების შესაბამისი ჩვენება არ არსებობს.

ტამსულოზინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და მოზარდებში დადგენილი არ არის. დღეისათვის ხელმისაწვდომი მონაცემები აღწერილია პუნქტში 5.1.

მიღების წესი

პერორალური

ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, არ შეიძლება მისი დაფხვნა ან დაღეჭვა, ვინაიდან ეს ხელს უშლის აქტიური ნივთიერების გახანგრძლივებულ გამოყოფას.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მიმართ, წამლით გამოწვეული ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით, ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც მოცემულია პუნქტში 6.1.

ორთოსტატული ჰიპოტენზიის ანამნეზი.

ღვიძლის მძიმე უკმარისობა.

სიფრთხილის ზომები

სხვა α1-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტების მსგავსად, სალოვერი MR-ით მკურნალობის დროს ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია არტერიული წნევის დაქვეითება, რის შედეგადაც, იშვიათად, შეიძლება განვითარდეს სინკოპე. ორთოსტატული ჰიპოტენზიის პირველი ნიშნების განვითარებისთანავე (თავბრუსხვევა, სისუსტე) პაციენტი უნდა წამოჯდეს ან დაწვეს სიმპტომების გაქრობამდე.

სალოვერი MR-ით თერაპიის დაწყებამდე პაციენტი უნდა შემოწმდეს და გამოირიცხოს სხვა პათოლოგიების არსებობა, რამაც შეიძლება იგივე სიმპტომები გამოიწვიოს, როგორიცაა პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია. თითით სწორი ნაწლავის გამოკვლევა და აუცილებლობის შემთხვევაში პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) განსაზღვრა უნდა ჩატარდეს მკურნალობამდე და რეგულარულად შემდგომ.

თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობა (კრეატინინის კლირენსი < 10 მლ/წთ) სიფრთხილით უნდა ჩატარდეს, რადგან ეს პაციენტები არ არის შესწავლილი.

„ფერადი გარსის ინტრაოპერაციული მოდუნების სინდრომი“ (IFIS, შევიწროვებული გუგის სინდრომის ვარიანტი) დაფიქსირდა კატარაქტისა და გლაუკომის ოპერაციის დროს ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ ან ადრე მკურნალობდნენ ტამსულოზინით. IFIS-მა შეიძლება გაზარდოს თვალის გართულებების რისკი ოპერაციის დროს და მის შემდეგ.

სასურველია სალოვერი MR-ის შეწყვეტა კატარაქტის ან გლაუკომის ოპერაციამდე 1-2 კვირით ადრე, თუმცა მკურნალობის შეწყვეტის სარგებელი ჯერ არ არის დადგენილი. IFIS ასევე დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებმაც ტამსულოზინის მიღება ოპერაციამდე დიდი ხნის ადრე შეწყვიტეს.

ტამსულოზინით თერაპიის დაწყება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებისთვისაც დაგეგმილია კატარაქტის ან გლაუკომის ოპერაცია.

წინასაოპერაციო შეფასების დროს ქირურგებმა და ოფთალმოლოგების გუნდმა უნდა გაითვალისწინონ მკურნალობდნენ თუ არა ტამსულოზინით პაციენტები, რომლებსაც დაგეგმილი აქვთ კატარაქტის ან გლაუკომის ოპერაცია, რათა დარწმუნდნენ, რომ ოპერაციის დროს IFIS-ის მართვისთვის შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.

სალოვერი MR არ უნდა დაინიშნოს CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან კომბინაციაში პაციენტებში CYP2D6 სუსტი მეტაბოლიზატორის ფენოტიპით.

ტამსულოზინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული CYP3A4-ის ძლიერ და ზომიერ ინჰიბიტორებთან ერთად (იხ. პუნქტი 4.5).

შესაძლებელია, ტაბლეტის ნარჩენები გამოვლინდეს განავალში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ურთიერთქმედების შემსწავლელი კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში.

სალოვერი MR ატენოლოლთან, ენალაპრილთან ან თეოფილინთან ერთად გამოყენებისას მათ ეფექტებზე ზემოქმედებას არ ახდენს.

ციმეტიდინთან ერთად გამოყენება იწვევს პლაზმაში ტამსულოზინის დონის მატებას, ხოლო ფუროსემიდის დონის დაქვეითებას, თუმცა ვინაიდან დონე ნორმალურ დიაპაზონში რჩება, დოზის კორექცია საჭირო არ არის.

In vitro, არც დიაზეპამი და არც პროპრანოლოლი, ტრიქლორმეთიაზიდი, ქლორმადინონი, ამიტრიპტილინი, დიკლოფენაკი, გლიბენკლამიდი, სიმვასტატინი და ვარფარინი არ ცვლის ტამსულოზინის თავისუფალ ფრაქციას სისხლის პლაზმაში. არც ტამსულოზინი ცვლის დიაზეპამის, პროპრანოლოლის, ტრიქლორმეთიაზიდის და ქლორმადინონის თავისუფალ ფრაქციებს.

თუმცა, დიკლოფენაკმა და ვარფარინმა შეიძლება გაზარდონ ტამსულოზინის ელიმინაციის სიჩქარე.

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ექსპოზიციის გაზრდა. კეტოკონაზოლთან (ცნობილი ძლიერი CYP3A4 ინჰიბიტორი) ერთად გამოყენებამ გამოიწვია ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის AUC და Cmax მატება 2,8 და 2,2 კოეფიციენტით, შესაბამისად.

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი არ ინიშნება CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან კომბინაციაში პაციენტებში CYP2D6 სუსტი მეტაბოლიზატორის ფენოტიპით.

სალოვერი MR სიფრთხილით გამოიყენება CYP3A4-ის ძლიერ და ზომიერ ინჰიბიტორებთან ერთად.

ტამსულოზინ ჰიდროქლორიდის გამოყენებამ პაროქსეტინთან, CYP2D6-ის ძლიერ ინჰიბიტორთან ერთად, გამოიწვია ტამსულოზინის Cmax და AUC გაზრდა 1,3 და 1,6 კოეფიციენტით, შესაბამისად, თუმცა ეს ზრდა კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის.

სხვა α1-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოტენზიური ეფექტი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

სალოვერი MR-ის გამოყენება ქალებში არ არის ნაჩვენები.

ეაკულაციის დარღვევები დაფიქსირდა ტამსულოზინის მოკლე და გრძელვადიან კლინიკურ კვლევებში. ეაკულაციის დარღვევის, რეტროგრადული ეაკულაციის და ეაკულაციის უუნარობის მოვლენები აღწერილია ავტორიზაციის შემდგომ ფაზაში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ თავბრუსხვევის განვითარების შესაძლებლობა.

გვერდითი მოვლენები

MedDRA სისტემის ორგანოთა კლასი

ხშირი (≥1/100; <1/10)

არახშირი (≥1/1,000; <1/100)

იშვიათი (≥1/10,000; <1/1,000)

ძალიან იშვიათი (<1/10,000)

უცნობი (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება)

ნერვული სისტემის დარღვევები

თავბრუ (1.3%)

თავის ტკივილი

სინკოპე

მხედველობის დარღვევები

მხედველობის დაბინდვა, მხედველობის დაქვეითება

სიმპტომები გულის მხრივ

გულის ფრიალი

სიმპტომები სისხლძარღვების მხრივ

ორთოსტატული ჰიპოტენზია

სუნთქვის, გულმკერდისა და შუასაყრის დარღვევები

რინიტი

ცხვირიდან სისხლდენა

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ყაბზობა, ფაღარათი, გულისრევა, ღებინება

პირის სიმშრალე

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება

ანგიონევროზული შეშუპება

სტივენს-ჯონსონის სინდრომი

მრავალფორმული ერითემა, ექსფოლიაციური დერმატიტი

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ ცვლილებები

ეაკულაციის დარღვევები, რეტროგრადული ეაკულაცია, ეაკულაციის უუნარობა

პრიაპიზმი

ზოგადი ჩივილები და ადგილობრივი მოვლენები

ასთენია

კატარაქტისა და გლაუკომის ქირურგიული ჩარევის დროს შევიწროვებული გუგის მდგომარეობა, რომელიც ცნობილია როგორც „ფერადი გარსის ინტრაოპერაციული მოდუნების სინდრომი“ (IFIS) ასოცირდება ტამსულოზინით თერაპიასთან პოსტმარკეტინგული მეთვალყურეობის დროს (იხ. პუნქტი 4.4).

პოსტმარკეტინგული გამოცდილება: გარდა ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებისა, დაფიქსირდა წინაგულების ფიბრილაცია, არითმია, ტაქიკარდია და ქოშინი ტამსულოზინის გამოყენებასთან დაკავშირებით. ვინაიდან სპონტანური შეტყობინებები მიღებულია მსოფლიო გამოცდილებიდან, გვერდითი მოვლენების სიხშირე და ტამსულოზინის როლი მათ გამოწვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს სარწმუნოდ.

საეჭვო გვერდითი მოვლენების რეპორტინგი

საეჭვო გვერდითი მოვლენების რეპორტინგი მნიშვნელოვანია პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ. ის სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ჯანდაცვის სპეციალისტებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ <ივსება ეროვნულ დონეზე>.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

სალოვერი MR-ის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპოტენზიური მოვლენები, ეს ეფექტები დაფიქსირდა ჭარბი დოზირების დროს.

მკურნალობა

ჭარბი დოზირების შემდეგ განვითარებული მწვავე ჰიპოტენზიის შემთხვევაში საჭიროა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხარდაჭერა. არტერიული წნევის აღდგენა და გულისცემის ნორმალიზება შესაძლებელია პაციენტის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადაყვანისას. საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი და ზოგადი სიმპტომური საშუალებების გამოყენება.

დიალიზი ნაკლებად დაეხმარება, რადგან ტამსულოზინი ძალიან ძლიერად უკავშირდება პლაზმის ცილებს

შეწოვის შეფერხების მიზნით შესაძლებელია პირღებინების გამოწვევა. დიდი დოზის მიღებისას, გამოიყენება კუჭის გამორეცხვა და გააქტიურებული ნახშირი და ოსმოსური საფაღარათო საშუალებები, როგორიცაა ნატრიუმის სულფატი.

შემადგენლობა

ერთი გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტი შეიცავს 0.400 მგ ტამსულოზინ ჰიდროქლორიდს, რაც 0.367 მგ ტამსულოზინის ექვივალენტურია.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. პუნქტში 6.1.

წამლის ფორმა

გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტი.

თეთრი, ჭდის გარეშე, მრგვალი ტაბლეტები 9 მმ დიამეტრით, ერთ მხარეს გრავირებით "T9SL" და "0.4" მეორე მხარეს.

შენახვის პირობები

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში სინათლისაგან დაცულ ადგილას.

შეფუთვა

პვქ/პვდქ/ალ ბლისტერული შეფუთვა 30 ტაბლეტით

(NL/H/1894)

პვქ/Aclar/ ალ ბლისტერული შეფუთვა 30 ტაბლეტით

(NL/H/1894)

oPA/ალ/პვქ/ალ ბლისტერული შეფუთვა 30 ტაბლეტით

(NL/H/1894)

ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში

უტილიზაციის განსაკუთრებული პირობები

სპეციალური მოთხოვნები არ არსებობს.

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის/ჰიპერტროფიის დროს გამოყენებული პრეპარატები, ალფა-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტები; ათქ კოდი: G04C A02.

მოქმედების მექანიზმი

სალოვერი MR შერჩევითად და კონკურენტულად უკავშირდება პოსტსინაფსურ α1-ადრენორეცეპტორებს, კერძოდ კი α1A და α1D ქვეტიპებს. ეს იწვევს წინამდებარე ჯირკვლისა და შარდსაწვეთის გლუვი კუნთების მოდუნებას.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

სალოვერი MR ზრდის შარდის დინების მაქსიმალურ სიჩქარეს. ხსნის ობსტრუქციას წინამდებარე ჯირკვლისა და შარდსაწვეთის გლუვი კუნთების მოდუნების გზით, რითაც აუმჯობესებს შარდვის პროცესს.

დაკვირვების მონაცემები უჩვენებს, რომ სალოვერი MR-ის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ოპერაციის ან კათეტერიზაციის საჭიროების გადავადება.

α1-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტებს შეუძლიათ არტერიული წნევის დაქვეითება პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირებით. ტამსულოზინის კვლევების დროს კლინიკურად მნიშვნელოვანი არტერიული წნევის შემცირება არ დაფიქსირებულა.

ბავშვთა ასაკი

ორმაგი ბრმა, რანდომიზებული, პლაცებო კონტროლირებადი კვლევა დოზის დიაპაზონით ჩატარდა ნეიროპათიური შარდის ბუშტის მქონე ბავშვებში. სულ 161 ბავშვი იყო რანდომულ ჯგუფში და მკურნალობდა ტამსულოზინის 3 დოზიდან 1 დოზით (დაბალი [0,001-დან 0,002 მგ/კგ], საშუალო [0,002-დან 0,004 მგ/კგ-მდე] და მაღალი [0,004-დან 0,008 მგ/კგ-მდე]), ან პლაცებოთი. პასუხი განისაზღვრა, როგორც პირველადი საბოლოო წერტილი პაციენტებში, რომლებსაც დეტრუზორული კუნთის გაჟონვის წერტილის წნევა (LPP) შემცირებულია <40 სმ H2O-მდე, ორი შეფასების საფუძველზე იმავე დღეს. მეორადი საბოლოო წერტილი იყო: დეტრუზორული კუნთის გაჟონვის წერტილის წნევის ფაქტობრივი და პროცენტული ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან, ჰიდრონეფროზისა და ჰიდრურეთერის გაუმჯობესება ან სტაბილიზაცია და კათეტერიზაციის შედეგად მიღებული შარდის მოცულობის ცვლილება და კათეტერიზაციის დროს შარდვის რაოდენობა, კათეტერიზაციის დღიურებში ჩანაწერების მიხედვით. პლაცებოს ჯგუფსა და ტამსულოზინის 3 დოზირების ჯგუფიდან ნებისმიერ ჯგუფს შორის პირველადი და მეორადი საბოლოო წერტილისთვის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები არ იქნა ნაპოვნი. დამატებითმა ანალიზებმა ქვეჯგუფებში ეს დასკვნები დაადასტურა (მაგ. ასაკი, ანტიქოლინერგული გამოყენება, წონა, გეოგრაფიული მდებარეობა). დოზირების არცერთი დონისათვის დოზადამოკიდებული ეფექტი არ გამოვლენილა.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

ტამსულოზინის გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ფორმულა უზრუნველყოფს ტამსულოზინის თანმიმდევრულ ნელ გამოყოფას, რაც იწვევს ადექვატურ ექსპოზიციას, მცირე ცვლილებებით, 24 საათის განმავლობაში.

ტამსულოზინი, რომელიც მიიღება ტამსულოზინის გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტების სახით, შეიწოვება ნაწლავიდან. მიღებული დოზიდან, სავარაუდოდ დაახლოებით 57% შეიწოვება.

საკვების მიღება გავლენას არ ახდენს ტამსულოზინ ჰიდროქლორიდის გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტების სახით მიღებული სალოვერი MR-ის შეწოვის სიჩქარესა და ხარისხზე.

ტამსულოზინი წრფივ ფარმაკოკინეტიკას ავლენს.

სალოვერი MR-ის ერთჯერადი დოზის უზმოზე მიღების შემდეგ, ტამსულოზინის კონცენტრაცია პლაზმაში პიკს საშუალოდ 6 საათის განმავლობაში აღწევს. წონასწორულ მდგომარეობაში, რომელიც მრავალჯერადი დოზირების მე-4 დღეს მიიღწევა, პლაზმაში ტამსულოზინის კონცენტრაცია პიკს აღწევს 4-დან 6 საათამდე, უზმოზე და ჭამის შემდეგ. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია იზრდება დაახლოებით 6 ნგ/მლ-დან პირველი დოზის შემდეგ 11 ნგ/მლ-მდე წონასწორულ მდგომარეობაში.

სალოვერი MR–ის გახანგრძლივებული გამოთავისუფლების გამო ტამსულოზინის მინიმალური კონცენტრაცია პლაზმაში შეადგენს მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის 40%-ს უზმოზე და კვების პირობებში.

ერთჯერადი და ასევე მრავალჯერადი დოზირების შემდეგ პაციენტთა შორის პლაზმის დონეების მნიშვნელოვანი ცვალებადობა აღინიშნება.

განაწილება

მამაკაცებში სალოვერი MR დაახლოებით 99% უკავშირდება პლაზმის ცილებს. განაწილების მოცულობა მცირეა (დაახლოებით 0,2 ლ/კგ).

ბიოტრანსფორმაცია

სალოვერი MR-ს გააჩნია დაბალი პირველი გავლის ეფექტი, ნელი მეტაბოლიზმის გამო. ტამსულოზინის უმეტესობა წარმოდგენილია პლაზმაში უცვლელი აქტიური ნივთიერების სახით. იგი მეტაბოლიზდება ღვიძლში.

არცერთი მეტაბოლიტი ორიგინალურ ნაერთზე უფრო აქტიური არ არის.

გამოყოფა

სალოვერი MR და მისი მეტაბოლიტები ძირითადად შარდით გამოიყოფა. უცვლელი აქტიური ნივთიერების სახით გამოყოფილი რაოდენობა, ტამსულოზინის გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტების სახით მიღებული დოზის დაახლოებით 4 - 6%-ს შეადგენს.

ტამსულოზინის ერთჯერადი დოზირების შემდეგ და წონასწორულ მდგომარეობაში, ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 19 - 15 საათს შეადგენდა.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

  • 3.1 პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება - ძირითადი

სალოვერი MR

<ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ> გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტები

თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

ერთი გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტი შეიცავს 0.400 მგ ტამსულოზინ ჰიდროქლორიდს, რაც 0.367 მგ ტამსულოზინის ექვივალენტურია.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. პუნქტში 6.1.

წამლის ფორმა

გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტი.

თეთრი, ჭდის გარეშე, მრგვალი ტაბლეტები 9 მმ დიამეტრით, ერთ მხარეს გრავირებით "T9SL" და "0.4" მეორე მხარეს.

კლინიკური მახასიათებლები

თერაპიული ჩვენებები

ქვედა საშარდე გზების სიმპტომები (LUTS) ასოცირებული წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან (BPH).

დოზირება და მიღების წესი

დოზირება

ერთი ტაბლეტი დღეში.

სალოვერი MR–ის მიღება არ არის დამოკიდებული საკვებზე.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

დოზის კორექცია თირკმლის უკმარისობის დროს საჭირო არ არის.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობით დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხ. ასევე 4.3. უკუჩვენებები).

პედიატრიული პოპულაცია

ბავშვებში სალოვერი MR-ის გამოყენების შესაბამისი ჩვენება არ არსებობს.

ტამსულოზინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და მოზარდებში დადგენილი არ არის. დღეისათვის ხელმისაწვდომი მონაცემები აღწერილია პუნქტში 5.1.

მიღების წესი

პერორალური

ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, არ შეიძლება მისი დაფხვნა ან დაღეჭვა, ვინაიდან ეს ხელს უშლის აქტიური ნივთიერების გახანგრძლივებულ გამოყოფას.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მიმართ, წამლით გამოწვეული ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით, ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც მოცემულია პუნქტში 6.1.

ორთოსტატული ჰიპოტენზიის ანამნეზი.

ღვიძლის მძიმე უკმარისობა.

სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

სხვა α1-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტების მსგავსად, სალოვერი MR-ით მკურნალობის დროს ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია არტერიული წნევის დაქვეითება, რის შედეგადაც, იშვიათად, შეიძლება განვითარდეს სინკოპე. ორთოსტატული ჰიპოტენზიის პირველი ნიშნების განვითარებისთანავე (თავბრუსხვევა, სისუსტე) პაციენტი უნდა წამოჯდეს ან დაწვეს სიმპტომების გაქრობამდე.

სალოვერი MR-ით თერაპიის დაწყებამდე პაციენტი უნდა შემოწმდეს და გამოირიცხოს სხვა პათოლოგიების არსებობა, რამაც შეიძლება იგივე სიმპტომები გამოიწვიოს, როგორიცაა პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია. თითით სწორი ნაწლავის გამოკვლევა და აუცილებლობის შემთხვევაში პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) განსაზღვრა უნდა ჩატარდეს მკურნალობამდე და რეგულარულად შემდგომ.

თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობა (კრეატინინის კლირენსი < 10 მლ/წთ) სიფრთხილით უნდა ჩატარდეს, რადგან ეს პაციენტები არ არის შესწავლილი.

„ფერადი გარსის ინტრაოპერაციული მოდუნების სინდრომი“ (IFIS, შევიწროვებული გუგის სინდრომის ვარიანტი) დაფიქსირდა კატარაქტისა და გლაუკომის ოპერაციის დროს ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ ან ადრე მკურნალობდნენ ტამსულოზინით. IFIS-მა შეიძლება გაზარდოს თვალის გართულებების რისკი ოპერაციის დროს და მის შემდეგ.

სასურველია სალოვერი MR-ის შეწყვეტა კატარაქტის ან გლაუკომის ოპერაციამდე 1-2 კვირით ადრე, თუმცა მკურნალობის შეწყვეტის სარგებელი ჯერ არ არის დადგენილი. IFIS ასევე დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებმაც ტამსულოზინის მიღება ოპერაციამდე დიდი ხნის ადრე შეწყვიტეს.

ტამსულოზინით თერაპიის დაწყება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებისთვისაც დაგეგმილია კატარაქტის ან გლაუკომის ოპერაცია.

წინასაოპერაციო შეფასების დროს ქირურგებმა და ოფთალმოლოგების გუნდმა უნდა გაითვალისწინონ მკურნალობდნენ თუ არა ტამსულოზინით პაციენტები, რომლებსაც დაგეგმილი აქვთ კატარაქტის ან გლაუკომის ოპერაცია, რათა დარწმუნდნენ, რომ ოპერაციის დროს IFIS-ის მართვისთვის შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.

სალოვერი MR არ უნდა დაინიშნოს CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან კომბინაციაში პაციენტებში CYP2D6 სუსტი მეტაბოლიზატორის ფენოტიპით.

ტამსულოზინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული CYP3A4-ის ძლიერ და ზომიერ ინჰიბიტორებთან ერთად (იხ. პუნქტი 4.5).

შესაძლებელია, ტაბლეტის ნარჩენები გამოვლინდეს განავალში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ურთიერთქმედების შემსწავლელი კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში.

სალოვერი MR ატენოლოლთან, ენალაპრილთან ან თეოფილინთან ერთად გამოყენებისას მათ ეფექტებზე ზემოქმედებას არ ახდენს.

ციმეტიდინთან ერთად გამოყენება იწვევს პლაზმაში ტამსულოზინის დონის მატებას, ხოლო ფუროსემიდის დონის დაქვეითებას, თუმცა ვინაიდან დონე ნორმალურ დიაპაზონში რჩება, დოზის კორექცია საჭირო არ არის.

In vitro, არც დიაზეპამი და არც პროპრანოლოლი, ტრიქლორმეთიაზიდი, ქლორმადინონი, ამიტრიპტილინი, დიკლოფენაკი, გლიბენკლამიდი, სიმვასტატინი და ვარფარინი არ ცვლის ტამსულოზინის თავისუფალ ფრაქციას სისხლის პლაზმაში. არც ტამსულოზინი ცვლის დიაზეპამის, პროპრანოლოლის, ტრიქლორმეთიაზიდის და ქლორმადინონის თავისუფალ ფრაქციებს.

თუმცა, დიკლოფენაკმა და ვარფარინმა შეიძლება გაზარდონ ტამსულოზინის ელიმინაციის სიჩქარე.

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ექსპოზიციის გაზრდა. კეტოკონაზოლთან (ცნობილი ძლიერი CYP3A4 ინჰიბიტორი) ერთად გამოყენებამ გამოიწვია ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის AUC და Cmax მატება 2,8 და 2,2 კოეფიციენტით, შესაბამისად.

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი არ ინიშნება CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან კომბინაციაში პაციენტებში CYP2D6 სუსტი მეტაბოლიზატორის ფენოტიპით.

სალოვერი MR სიფრთხილით გამოიყენება CYP3A4-ის ძლიერ და ზომიერ ინჰიბიტორებთან ერთად.

ტამსულოზინ ჰიდროქლორიდის გამოყენებამ პაროქსეტინთან, CYP2D6-ის ძლიერ ინჰიბიტორთან ერთად, გამოიწვია ტამსულოზინის Cmax და AUC გაზრდა 1,3 და 1,6 კოეფიციენტით, შესაბამისად, თუმცა ეს ზრდა კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის.

სხვა α1-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოტენზიური ეფექტი.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

სალოვერი MR-ის გამოყენება ქალებში არ არის ნაჩვენები.

ეაკულაციის დარღვევები დაფიქსირდა ტამსულოზინის მოკლე და გრძელვადიან კლინიკურ კვლევებში. ეაკულაციის დარღვევის, რეტროგრადული ეაკულაციის და ეაკულაციის უუნარობის მოვლენები აღწერილია ავტორიზაციის შემდგომ ფაზაში.

ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ თავბრუსხვევის განვითარების შესაძლებლობა.

გვერდითი მოვლენები

MedDRA სისტემის ორგანოთა კლასი

ხშირი (≥1/100; <1/10)

არახშირი (≥1/1,000; <1/100)

იშვიათი (≥1/10,000; <1/1,000)

ძალიან იშვიათი (<1/10,000)

უცნობი (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება)

ნერვული სისტემის დარღვევები

თავბრუ (1.3%)

თავის ტკივილი

სინკოპე

მხედველობის დარღვევები

მხედველობის დაბინდვა, მხედველობის დაქვეითება

სიმპტომები გულის მხრივ

გულის ფრიალი

სიმპტომები სისხლძარღვების მხრივ

ორთოსტატული ჰიპოტენზია

სუნთქვის, გულმკერდისა და შუასაყრის დარღვევები

რინიტი

ცხვირიდან სისხლდენა

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ყაბზობა, ფაღარათი, გულისრევა, ღებინება

პირის სიმშრალე

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება

ანგიონევროზული შეშუპება

სტივენს-ჯონსონის სინდრომი

მრავალფორმული ერითემა, ექსფოლიაციური დერმატიტი

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ ცვლილებები

ეაკულაციის დარღვევები, რეტროგრადული ეაკულაცია, ეაკულაციის უუნარობა

პრიაპიზმი

ზოგადი ჩივილები და ადგილობრივი მოვლენები

ასთენია

კატარაქტისა და გლაუკომის ქირურგიული ჩარევის დროს შევიწროვებული გუგის მდგომარეობა, რომელიც ცნობილია როგორც „ფერადი გარსის ინტრაოპერაციული მოდუნების სინდრომი“ (IFIS) ასოცირდება ტამსულოზინით თერაპიასთან პოსტმარკეტინგული მეთვალყურეობის დროს (იხ. პუნქტი 4.4).

პოსტმარკეტინგული გამოცდილება: გარდა ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებისა, დაფიქსირდა წინაგულების ფიბრილაცია, არითმია, ტაქიკარდია და ქოშინი ტამსულოზინის გამოყენებასთან დაკავშირებით. ვინაიდან სპონტანური შეტყობინებები მიღებულია მსოფლიო გამოცდილებიდან, გვერდითი მოვლენების სიხშირე და ტამსულოზინის როლი მათ გამოწვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს სარწმუნოდ.

საეჭვო გვერდითი მოვლენების რეპორტინგი

საეჭვო გვერდითი მოვლენების რეპორტინგი მნიშვნელოვანია პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ. ის სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ჯანდაცვის სპეციალისტებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ <ივსება ეროვნულ დონეზე>.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები

სალოვერი MR-ის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპოტენზიური მოვლენები, ეს ეფექტები დაფიქსირდა ჭარბი დოზირების დროს.

მკურნალობა

ჭარბი დოზირების შემდეგ განვითარებული მწვავე ჰიპოტენზიის შემთხვევაში საჭიროა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხარდაჭერა. არტერიული წნევის აღდგენა და გულისცემის ნორმალიზება შესაძლებელია პაციენტის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადაყვანისას. საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი და ზოგადი სიმპტომური საშუალებების გამოყენება.

დიალიზი ნაკლებად დაეხმარება, რადგან ტამსულოზინი ძალიან ძლიერად უკავშირდება პლაზმის ცილებს

შეწოვის შეფერხების მიზნით შესაძლებელია პირღებინების გამოწვევა. დიდი დოზის მიღებისას, გამოიყენება კუჭის გამორეცხვა და გააქტიურებული ნახშირი და ოსმოსური საფაღარათო საშუალებები, როგორიცაა ნატრიუმის სულფატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის/ჰიპერტროფიის დროს გამოყენებული პრეპარატები, ალფა-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტები; ათქ კოდი: G04C A02.

მოქმედების მექანიზმი

სალოვერი MR შერჩევითად და კონკურენტულად უკავშირდება პოსტსინაფსურ α1-ადრენორეცეპტორებს, კერძოდ კი α1A და α1D ქვეტიპებს. ეს იწვევს წინამდებარე ჯირკვლისა და შარდსაწვეთის გლუვი კუნთების მოდუნებას.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

სალოვერი MR ზრდის შარდის დინების მაქსიმალურ სიჩქარეს. ხსნის ობსტრუქციას წინამდებარე ჯირკვლისა და შარდსაწვეთის გლუვი კუნთების მოდუნების გზით, რითაც აუმჯობესებს შარდვის პროცესს.

დაკვირვების მონაცემები უჩვენებს, რომ სალოვერი MR-ის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ოპერაციის ან კათეტერიზაციის საჭიროების გადავადება.

α1-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტებს შეუძლიათ არტერიული წნევის დაქვეითება პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირებით. ტამსულოზინის კვლევების დროს კლინიკურად მნიშვნელოვანი არტერიული წნევის შემცირება არ დაფიქსირებულა.

ბავშვთა ასაკი

ორმაგი ბრმა, რანდომიზებული, პლაცებო კონტროლირებადი კვლევა დოზის დიაპაზონით ჩატარდა ნეიროპათიური შარდის ბუშტის მქონე ბავშვებში. სულ 161 ბავშვი იყო რანდომულ ჯგუფში და მკურნალობდა ტამსულოზინის 3 დოზიდან 1 დოზით (დაბალი [0,001-დან 0,002 მგ/კგ], საშუალო [0,002-დან 0,004 მგ/კგ-მდე] და მაღალი [0,004-დან 0,008 მგ/კგ-მდე]), ან პლაცებოთი. პასუხი განისაზღვრა, როგორც პირველადი საბოლოო წერტილი პაციენტებში, რომლებსაც დეტრუზორული კუნთის გაჟონვის წერტილის წნევა (LPP) შემცირებულია <40 სმ H2O-მდე, ორი შეფასების საფუძველზე იმავე დღეს. მეორადი საბოლოო წერტილი იყო: დეტრუზორული კუნთის გაჟონვის წერტილის წნევის ფაქტობრივი და პროცენტული ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან, ჰიდრონეფროზისა და ჰიდრურეთერის გაუმჯობესება ან სტაბილიზაცია და კათეტერიზაციის შედეგად მიღებული შარდის მოცულობის ცვლილება და კათეტერიზაციის დროს შარდვის რაოდენობა, კათეტერიზაციის დღიურებში ჩანაწერების მიხედვით. პლაცებოს ჯგუფსა და ტამსულოზინის 3 დოზირების ჯგუფიდან ნებისმიერ ჯგუფს შორის პირველადი და მეორადი საბოლოო წერტილისთვის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები არ იქნა ნაპოვნი. დამატებითმა ანალიზებმა ქვეჯგუფებში ეს დასკვნები დაადასტურა (მაგ. ასაკი, ანტიქოლინერგული გამოყენება, წონა, გეოგრაფიული მდებარეობა). დოზირების არცერთი დონისათვის დოზადამოკიდებული ეფექტი არ გამოვლენილა.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

ტამსულოზინის გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ფორმულა უზრუნველყოფს ტამსულოზინის თანმიმდევრულ ნელ გამოყოფას, რაც იწვევს ადექვატურ ექსპოზიციას, მცირე ცვლილებებით, 24 საათის განმავლობაში.

ტამსულოზინი, რომელიც მიიღება ტამსულოზინის გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტების სახით, შეიწოვება ნაწლავიდან. მიღებული დოზიდან, სავარაუდოდ დაახლოებით 57% შეიწოვება.

საკვების მიღება გავლენას არ ახდენს ტამსულოზინ ჰიდროქლორიდის გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტების სახით მიღებული სალოვერი MR-ის შეწოვის სიჩქარესა და ხარისხზე.

ტამსულოზინი წრფივ ფარმაკოკინეტიკას ავლენს.

სალოვერი MR-ის ერთჯერადი დოზის უზმოზე მიღების შემდეგ, ტამსულოზინის კონცენტრაცია პლაზმაში პიკს საშუალოდ 6 საათის განმავლობაში აღწევს. წონასწორულ მდგომარეობაში, რომელიც მრავალჯერადი დოზირების მე-4 დღეს მიიღწევა, პლაზმაში ტამსულოზინის კონცენტრაცია პიკს აღწევს 4-დან 6 საათამდე, უზმოზე და ჭამის შემდეგ. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია იზრდება დაახლოებით 6 ნგ/მლ-დან პირველი დოზის შემდეგ 11 ნგ/მლ-მდე წონასწორულ მდგომარეობაში.

სალოვერი MR–ის გახანგრძლივებული გამოთავისუფლების გამო ტამსულოზინის მინიმალური კონცენტრაცია პლაზმაში შეადგენს მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის 40%-ს უზმოზე და კვების პირობებში.

ერთჯერადი და ასევე მრავალჯერადი დოზირების შემდეგ პაციენტთა შორის პლაზმის დონეების მნიშვნელოვანი ცვალებადობა აღინიშნება.

განაწილება

მამაკაცებში სალოვერი MR დაახლოებით 99% უკავშირდება პლაზმის ცილებს. განაწილების მოცულობა მცირეა (დაახლოებით 0,2 ლ/კგ).

ბიოტრანსფორმაცია

სალოვერი MR-ს გააჩნია დაბალი პირველი გავლის ეფექტი, ნელი მეტაბოლიზმის გამო. ტამსულოზინის უმეტესობა წარმოდგენილია პლაზმაში უცვლელი აქტიური ნივთიერების სახით. იგი მეტაბოლიზდება ღვიძლში.

არცერთი მეტაბოლიტი ორიგინალურ ნაერთზე უფრო აქტიური არ არის.

გამოყოფა

სალოვერი MR და მისი მეტაბოლიტები ძირითადად შარდით გამოიყოფა. უცვლელი აქტიური ნივთიერების სახით გამოყოფილი რაოდენობა, ტამსულოზინის გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტების სახით მიღებული დოზის დაახლოებით 4 - 6%-ს შეადგენს.

ტამსულოზინის ერთჯერადი დოზირების შემდეგ და წონასწორულ მდგომარეობაში, ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 19 - 15 საათს შეადგენდა.

პრეკლინიკური უსაფრთხოების ზომები

ერთჯერადი და მრავალჯერადი დოზირების ტოქსიკურობის კვლევები ჩატარდა თაგვებში, ვირთაგვებსა და ძაღლებში. გარდა ამისა, შეისწავლეს რეპროდუქციული ტოქსიკურობა ვირთაგვებში, კანცეროგენობა თაგვებსა და ვირთხებში და in vivo და in vitro გენოტოქსიურობა.

ზოგადი ტოქსიკურობის პროფილი, გამოვლენილი ტამსულოზინის მაღალი დოზებით, შეესაბამება α-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტების ცნობილ ფარმაკოლოგიურ მოქმედებებს.

ძალიან მაღალი დოზების დროს ეკგ შეიცვალა ძაღლებში. ეს პასუხი ითვლება კლინიკურად არარელევანტურად. ტამსულოზინმა გამოხატული გენოტოქსიურ თვისებები არ გამოავლინა.

დაფიქსირდა მდედრი ვირთაგვებისა და თაგვების სარძევე ჯირკვლების პროლიფერაციული ცვლილებების მომატებული შემთხვევები. ეს მონაცემები, რომლებიც, სავარაუდოდ, განპირობებულია ჰიპერპროლაქტინემიით და მხოლოდ მაღალი დოზებირების დროს გამოვლინდა, განიხილება, როგორც უმნიშვნელო.

ფარმაცევტული მახასიათებლები

დამხმარე ნივთიერებები

ტაბლეტის ბირთვი:

ჰიპრომელოზა

მიკროკრისტალური ცელულოზა

კარბომერი

სილიციუმი კოლოიდური უწყლო

წითელი რკინის ოქსიდი (E172)

მაგნიუმის სტეარატი

ტაბლეტის გარსი :

მიკროკრისტალური ცელულოზა

ჰიპრომელოზა

კარბომერი

სილიციუმი კოლოიდური უწყლო

მაგნიუმის სტეარატი

შეუთავსებლობა

არ აღინიშნება.

ვარგისობა

3 წელი

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის განსაკუთრებული პირობები

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში სინათლისაგან დაცულ ადგილას.

შეფუთვა

პვქ/პვდქ/ალ ბლისტერული შეფუთვა 30 ტაბლეტით

(NL/H/1894)

პვქ/Aclar/ ალ ბლისტერული შეფუთვა 30 ტაბლეტით

(NL/H/1894)

oPA/ალ/პვქ/ალ ბლისტერული შეფუთვა 30 ტაბლეტით

(NL/H/1894)

ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში

უტილიზაციის განსაკუთრებული პირობები

სპეციალური მოთხოვნები არ არსებობს.

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

  • მწარმოებელი:

Ge Pharmaceuticals Ltd.

Industrial Zone, Chekanitza

South Area

2140 Botevgrad

Bulgaria

  • ლიცენზიის მფლობელი: Synthon BV, Microweg 22,

Nijmegen, The Netherlands

  • ვაჭრობის ნებართვის მფლობელი

შპს ავერსი-ფარმა

აღმაშენებლის გამზ. 148, თბილისი, საქართველო

სკ 211386695

ვაჭრობის ნებართვის ნომერ(ებ)ი

< [ივსება ეროვნულ დონეზე]>

პირველი ავტორიზაციის/ავტორიზაციის განახლების თარიღი

< [ივსება ეროვნულ დონეზე]>

ტექსტის გადახედვის თარიღი

< [ივსება ეროვნულ დონეზე]>

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა