რეციდივების პროფილაქტიკა: - სიცოცხლისთვის საშიში პარკუჭოვანი ტაქიკარდია: მკურნალობა უნდა დაიწყოს სტაციონარულ პირობებში სათანადო კონტროლით; - ელექტროკარდიოგრაფიულად დადასტურებული, სიმპტომური და ინვალიდობის გამომწვევი პარკუჭოვანი ტაქიკარდია; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ამიოდარონის (amiodarone)
- ფორმა და შეფუთვა
- 200მგ ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (Tekirdag), თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კარდიალური თერაპია, ანტიარითმიული საშუალებები, კლასი III
- ATC კოდი
- C01BD01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046701
- რეგისტრირებულია
- 17 ნოემბერი 2026, მოქმედებს 17 ნოემბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
როტარიტმილი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რეციდივების პროფილაქტიკა:
- სიცოცხლისთვის საშიში პარკუჭოვანი ტაქიკარდია: მკურნალობა უნდა დაიწყოს სტაციონარულ პირობებში სათანადო კონტროლით;
- ელექტროკარდიოგრაფიულად დადასტურებული, სიმპტომური და ინვალიდობის გამომწვევი პარკუჭოვანი ტაქიკარდია;
- სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია, დადასტურებული ელექტროკარდიოგრაფიით, როდესაც არსებობს მკურნალობის დადგენილი საჭიროება იმ შემთხვევებში, როდესაც სხვა კლასის ანტიარითმული პრეპარატები არაეფექტურია ან არსებობს მათი გამოყენების უკუჩვენებები;
- მოციმციმე არითმია (პარკუჭების ფიბრილაცია).
სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის მკურნალობა:
- გულის შეკუმშვათა სიხშირის (HR) შენელება ან სინუსური რიტმის აღდგენა წინაგულების თრთოლვის ან ფიბრილაციის დროს.
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია გულის იშემიური დაავადების და/ან მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
მიღების წესი და დოზირება
საწყისი თერაპია
ჩვეულებრივი დოზირების რეჟიმია 1 ტაბლეტი (200 მგ) 3-ჯერ დღე-ღამეში 8-10 დღის განმავლობაში.
ზოგიერთ შემთხვევაში, მკურნალობის დასაწყისში შეიძლება გამოყენებულ იქნას უფრო მაღალი დოზები (4 ან 5 ტაბლეტი დღეში), მაგრამ მხოლოდ მოკლე პერიოდის განმავლობაში და ელექტროკარდიოგრამის (ეკგ) მონიტორინგით.
შემანარჩუნებელი თერაპია
შემანარჩუნებელი თერაპიისთვის უნდა შეირჩეს მინიმალური ეფექტური დოზა, რომელიც, პაციენტის ინდივიდუალური რეაქციიდან გამომდინარე, შეიძლება მერყეობდეს ½ ტაბლეტიდან დღეში (1 ტაბლეტი დღეგამოშვებით) 2 ტაბლეტამდე დღეში.
ბავშვები
ამიოდარონის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი არ არის, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდირებული. ამჟამად ხელმისაწვდომი მონაცემები აღწერილია ნაწილებში „ფარმაკოდინამიკური თვისებები“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევებით
ვინაიდან ამიოდარონი უმნიშვნელო ხარისხით გამოიყოფა თირკმელებით, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით
არ არსებობს გამოყენების კლინიკური გამოცდილება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით.
გამოყენების წესი
პრეპარატი განკუთვნილია შიგნით მიღებისთვის.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა იოდის, ამიოდარონის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- სინუსური ბრადიკარდია და სინოატრიული გულის ბლოკადა, გარდა გულის რითმის ხელოვნური წამყვანით კორექციის შემთხვევებისა;
- სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, გარდა გულის რითმის ხელოვნური წამყვანით კორექციის შემთხვევებისა (სინუსური კვანძის გაჩერების რისკი);
- ატრიოვენტრიკულური გამტარობის მძიმე დარღვევები გულის რითმის ხელოვნური წამყვანით მდგომარეობის კორექციის არარსებობისას;
- ჰიპერთირეოზი, ამიოდარონის გამოყენებისას მისი სიმძიმის გაზრდის რისკის გამო (ამიოდარონის მიღების ფონზე მდგომარეობის შესაძლო გაუარესების გამო);
- ორსულობის II და III ტრიმესტრი;
- ძუძუთი კვება;
- შემდეგ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება:
- პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია (ანტიპარაზიტული პრეპარატების, ნეიროლეფსიური საშუალებების და მეტადონის გარდა): Ia კლასის ანტიარითმული პრეპარატები (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი); III კლასის ანტიარითმული პრეპარატები (სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი); სხვა პრეპარატები, როგორიცაა: დარიშხანის ნაერთები, ბეპრიდილი, ციზაპრიდი, ციტალოპრამი, ესციტალოპრამი, დიფემანილი, დოლასეტრონი (ინტრავენური შეყვანა), დომპერიდონი, დრონედარონი, ერითრომიცინი (ინტრავენური შეყვანა), ლევოფლოქსაცინი, მექიტაზინი, მიზოლასტინი, მოქსიფლოქსაცინი, პრუკალოპრიდი, სპირამიცინი (ინტრავენური შეყვანა), ტორემიფენი, ვინკამინი (ინტრავენური შეყვანა);
- ტელაპრევირი;
- კობიცისტატი.
სიფრთხილის ზომები
სიმპტომები გულის მხრივ
პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე უნდა ჩატარდეს ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევა.
ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის მიღების ფონზე გულის შეკუმშვათა სიხშირე შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს.
ამიოდარონის გამოყენებისას შეინიშნება ცვლილებები ეკგ-ზე, მათ შორის QT ინტერვალის გახანგრძლივება რეპოლარიზაციის ფაზის გახანგრძლივების გამო, ამასთან იზრდება U კბილის წარმოქმნის რისკი. ეს პრეპარატის თერაპიული გაჯერების ნიშანია, მაგრამ არა მისი ტოქსიკურობის ნიშანი.
მეორე ან მესამე ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის მკურნალობის ფონზე სინოატრიული ბლოკადის ან ბიფასციკულური ბლოკადის გაჩენა მოითხოვს პრეპარატის მიღების შეწყვეტას. პირველი ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის განვითარება მოითხოვს პაციენტზე დაკვირვების გაძლიერებას.
იყო შეტყობინებები ახალი არითმიების ან ადრე ნამკურნალები არითმიების გაუარესების შემთხვევების შესახებ.
ასეთი არითმოგენური ეფექტი შესაძლებელია, კერძოდ, QT ინტერვალის გახანგრძლივების ხელშემწყობი ფაქტორების არსებობისას, მაგალითად, გამოყენება გარკვეულ პრეპარატებთან კომბინაციაში და/ან ჰიპოკალიემია. QT ინტერვალის გახანგრძლივებაზე ერთნაირი ზემოქმედებისას „პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდიის განვითარების რისკი, სავარაუდოდ, უფრო დაბალია ამიოდარონის გამოყენებისას, სხვა ანტიარითმულ პრეპარატებტან შედარებით.
დარღვევები ფარისებრი ჯირკვლის მხრივ
ამიოდარონი შეიცავს იოდს, რომელიც ამახინჯებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ზოგიერთ მაჩვენებელს (რადიოაქტიური იოდის შთანთქმა, იოდის რაოდენობა, რომელიც დაკავშირებულია გლობულინთან). თუმცა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასება (ტრიიოდთირონინი (T3), თიროქსინი (T4), მაღალი მგრძნობელობის ანალიზი თირეოტროპულ ჰორმონზე (TSH)) კვლავ შესაძლებელია.
ამიოდარონმა შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, კერძოდ, პაციენტებში ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციით ანამნეზში. TSH ანალიზის ჩატარება რეკომენდირებულია ყველა პაციენტისთვის მკურნალობის დაწყებამდე და შემდეგ რეგულარულად მკურნალობის დროს და თერაპიის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ასევე დისთირეოზის კლინიკური ეჭვის შემთხვევაში.
დარღვევები ფილტვების მხრივ
ქოშინის ან არაპროდუქტიული მშრალი ხველის გაჩენა, როგორც იზოლირებულის, ასევე ზოგადი მდგომარეობის გაუარესებასთან ასოცირებულის, შეიძლება დაკავშირებული იყოს ფილტვის ტოქსიკურობის განვითარებასთან, მაგალითად, ინტერსტიციული პნევმონიტის განვითარება, და საჭიროებს პაციენტის რენტგენოლოგიურ გამოკვლევას.
დარღვევები ღვიძლის მხრივ
რეკომენდირებულია ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი მკურნალობის დასაწყისში და შემდეგ რეგულარულად ამიოდარონით მკურნალობის დროს.
დარღვევები ნერვ-კუნთოვანი სისტემის მხრივ
ამიოდარონმა შეიძლება გამოიწვიოს პერიფერიული სენსორული, მოტორული ან შერეული ნეიროპათია და მიოპათია.
დარღვევები მხედველობის მხრივ
მხედველობის მკაფიოობის ან მხედველობის სიმახვილის დაქვეითების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევა, მათ შორის ოფთალმოსკოპია. ამიოდარონით მკურნალობა უნდა შეწყდეს ამიოდარონით გამოწვეული ოპტიკური ნეიროპათიის ან მხედველობითი ნერვის ნევრიტის განვითარების შემთხვევაში, სიბრმავის განვითარების პოტენციურ რისკთან დაკავშირებით.
კანის მძიმე რეაქციები
შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში ან ფატალური კანის რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. ამიოდარონის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, თუ გამოვლინდება ნიშნები ან სიმპტომები, რომლებიც მიანიშნებს ასეთ მდგომარეობებზე (მაგ., პროგრესირებადი ბუშტუკოვანი გამონაყარი ან ლორწოვანი გარსის დაზიანებები).
მძიმე ბრადიკარდია და გულის გამტარობის დარღვევები
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამიოდარონს ერთდროულად სოფოსბუვირთან კომბინაციაში პირდაპირი მოქმედების სხვა ანტივირუსულ საშუალებებთან (DAAs) C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) სამკურნალოდ, როგორიცაა დაკლატასვირი, სიმეპრევირი ან ლედიპასვირი, იყო შეტყობინებები მძიმე ბრადიკარდიის და სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში გულის გამტარობის დარღვევების განვითარების შესახებ.
როგორც წესი, ბრადიკარდია ვითარდებოდა რამდენიმე საათში ან დღეში, თუმცა არის შეტყობინებები ბრადიკარდიის განვითარების შესახებ უფრო ხანგრძლივი პერიოდის (ჩვეულებრივ, 2 კვირამდე) შემდეგ სამკურნალო საშუალებების გამოყენების დაწყებიდან HCV თერაპიისთვის.
სოფოსბუვირის მიმღებ პაციენტებში ამიოდარონი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა ანტიარითმული საშუალებები ცუდად აიტანება ან უკუნაჩვენებია.
იმ შემთხვევებში, როდესაც ამიოდარონის თანმხლები მიღება საჭიროდ ითვლება, რეკომენდირებულია გულის ფუნქციის სათანადო მონიტორინგი სტაციონარის პირობებში პირველი 48 საათის განმავლობაში პრეპარატების კომბინირებული გამოყენების დაწყების შემდეგ; შემდგომში პაციენტებმა ყოველდღიურად უნდა აკონტროლონ გულის შეკუმშვათა სიხშირე ამბულატორიულ პირობებში ან დამოუკიდებლად, როგორც მინიმუმ, თერაპიის 2 კვირის განმავლობაში.
ზემოთ აღნიშნული გულის ფუნქციის მონიტორინგი ასევე უნდა ჩატარდეს სოფოსბუვირით მკურნალობის დასაწყისში მონოთერაპიის სახით ან სხვა DAAs კომბინაციაში პაციენტებში, რომლებმაც შეწყვიტეს ამიოდარონის მიღება ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამიოდარონის ნახევარგამოყოფის ხანგრძლივ პერიოდთან დაკავშირებით.
ყველა პაციენტი, რომელიც იღებს ან ცოტა ხნის წინ იღებდა ამიოდარონს და სოფოსბუვირს ერთად სხვა ანტივირუსულ საშუალებებთან კომბინაციაში, უნდა იყოს გაფრთხილებული ბრადიკარდიის და გულის გამტარობის დარღვევების სიმპტომების შესახებ და ექიმთან დაუყოვნებლივი მიმართვის აუცილებლობის შესახებ ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში.
წამლისმიერი ურთიერთქმედება
კომბინაციები ისეთ პრეპარატებთან, როგორიცაა:
- β-ბლოკატორები, გარდა სოტალოლისა (კომბინაცია, რომლის გამოყენებაც უკუნაჩვენებია) და ესმოლოლისა (კომბინაცია, რომლის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა),
- ვერაპამილი და დილთიაზემი,
უნდა განიხილებოდეს მხოლოდ სიცოცხლისთვის საშიში პარკუჭოვანი არითმიების პროფილაქტიკისთვის.
ამიოდარონის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდირებული შემდეგ პრეპარატებთან: ციკლოსპორინი, დილტიაზემი (ინექცია) ან ვერაპამილი (ინექცია), გარკვეული ანტიპარაზიტული პრეპარატები (ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი და პენტამიდინი), გარკვეული ნეიროლეპტიკები (ამისულპრიდი, ქლორპრომაზინი, ციამემაზინი, დროპერიდოლი, ფლუპენტიქსოლი, ფლუფენაზინი, ჰალოპერიდოლი, ლევომეპრომაზინი, პიმოზიდი, პიპამპერონი, პიპოტიაზინი, სერტინდოლი, სულპირიდი, სულტოპრიდი, ტიაპრიდი, ზუკლოპენტიქსოლი), ფტორქინოლონები (ლევოფლოქსაცინისა და მოქსიფლოქსაცინის გარდა), ნაწლავების პერისტალტიკის მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები, მეტადონი ან ფინგოლიმოდი. სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენებისას
ელექტროლიტური დარღვევები, მათ შორის ჰიპოკალიემია
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ყველა სიტუაცია, რომელშიც პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ჰიპოკალიემია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არითმოგენური ეფექტები. ჰიპოკალიემია უნდა დაკორექტირდეს ამიოდარონის მიღების დაწყებამდე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ანტიარითმიული პრეპარატები
ბევრი ანტიარითმიული პრეპარატი თრგუნავს გულის ავტომატიზმს, გამტარობას და მიოკარდიუმის შეკუმშვას.
სხვადასხვა კლასის ანტიარითმიული პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება იქონიოს დადებითი თერაპიული ეფექტი, მაგრამ, როგორც წესი, ასეთი კომბინაციების გამოყენება მოითხოვს პაციენტის კლინიკური სტატუსის და ეკგ-ს სათანადო მონიტორინგს. ანტიარითმიულ პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენება, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია (მაგ. დიზოპირამიდი, ქინიდინის წარმოებულები, სოტალოლი) უკუნაჩვენებია.
ერთი და იგივე კლასის ანტიარითმიული პრეპარატების კომბინირებული გამოყენება არ არის რეკომენდირებული, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რადგან ასეთი მკურნალობა ზრდის გულის მხრივ გვერდითი რეაქციების განვითარების რისკს.
ამიოდარონის კომბინირებული გამოყენება პრეპარატებთან, რომლებიც ახდენენ უარყოფით ინოტროპულ მოქმედებას, იწვევენ ბრადიკარდიას და/ან ატრიოვენტრიკულური გამტარობის შენელებას, მოითხოვს სიფრთხილეს და სათანადო კლინიკურ დაკვირვებას და ეკგ მონიტორინგს.
სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიარდიის გამოწვევა
ეს მძიმე არითმია შეიძლება გამოწვეული იყოს რიგი პრეპარატებით, მათ შორის ანტიარითმიული პრეპარატებით. წინასწარგანწყობის ფაქტორებია ჰიპოკალიემია (იხ. „სისხლში კალიუმის დონის დამწევი პრეპარატები“), ბრადიკარდია (იხ. „გულის შეკუმშვათა სიხშირის შემამცირებელი პრეპარატები“) ან QT ინტერვალის თანდაყოლილი ან შეძენილი გახანგრძლივება.
სამკურნალო საშუალებებს, რომლებსაც შეუძლიათ „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის გამოწვევა, მიეკუთვნება Ia და III კლასის ანტიარითმიული საშუალებები და ზოგიერთ ნეიროლეპტიკები. დოლასეტრონის, ერითრომიცინის, სპირამიცინის და ვინკამინის შემთხვევაში, ასეთი ურთიერთქმედება ხდება მხოლოდ ინტრავენური შეყვანისთვის სამკურნალო ფორმების გამოყენებისას.
ორი პრეპარატის ერთდროული გამოყენება, რომელთაგან თითოეული არის პრეპარატი, რომელიც განაპირობებს „პირიეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარებას, ზოგადად უკუნაჩვენებია.
თუმცა, ამ პრეპარატებიდან ზოგიერთი, მათი აუცილებლობის გამო, გამონაკლისს წარმოადგენს და უკუნაჩვენებია მხოლოდ იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც იწვევენ „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვან ტაქიკარდიას. მათ მიეკუთვნება მეტადონი, ანტიპარაზიტული პრეპარატები (ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი, პენტამიდინი) და ნეიროლეფსიური საშუალებები.
გულის შეკუმშვათა სიხშირის დამწევი პრეპარატები
ბევრ პრეპარატს, კერძოდ, Ia კლასის ანტიარითმულ საშუალებებს, β-ბლოკატორებს, ზოგიერთ III კლასის ანტიარითმულ საშუალებას, ზოგიერთ კალციუმის არხის ბლოკატორებს, დიგიტალისს, პილოკარპინს და ანტიქოლინესტერაზას პრეპარატებს, შეუძლია ბრადიკარდიის გამოწვევა.
ამიოდარონის გავლენა სხვა პრეპარატებზე
ამიოდარონი და/ან მისი მეტაბოლიტი, დეზეთილამიოდარონი, აინჰიბირებს CYP1A1, CYP1A2, CYP3A4, CYP2C9, CYP2D6 და P-გლიკოპროტეინს და შეიძლება გაზარდოს ზემოთ ჩამოთვლილი იზოფერმენტების სუბსტრატების კონცენტრაცია სისხლში. ამიოდარონის ხანგრძლივი მოქმედების გათვალისწინებით, ასეთი ურთიერთქმედებები შეიძლება აღინიშნოს ამიოდარონით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში.
სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა ამიოდარონზე
CYP3A4 და CYP2C8 ინჰიბიტორებმა შეიძლება დათრგუნონ ამიოდარონის მეტაბოლიზმი და ამით გაზარდონ მისი ექსპოზიცია.
რეკომენდირებულია თავი აარიდოთ ამიოდარონის და CYP3A4 ინჰიბიტორების (მაგ., გრეიფრუტის წვენი და გარკვეული სამკურნალო საშუალებები) ერთდროულ გამოყენებას.
კომბინაციები, რომელთა გამოყენება უკუნაჩვენებია
მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ „პირუეტის’“ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია (გარდა ანტიპარაზიტული პრეპარატებისა, ნეიროლეფსიური საშუალებებისა და მეტადონისა (იხ. „კომბინაციები, რომელთა გამოყენება არ არის რეკომენდირებული“)):
- Ia კლასის ანტიარითმიული საშუალებები (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი);
- III კლასის ანტიარითმული საშუალებები (დოფეტილიდი, იბუტილიდი, სოტალოლი);
- სხვა პრეპარატები, როგორიცაა: დარიშხანის ნაერთები, ბეპრიდილი, ცისაპრიდი, ციტალოპრამი, ესციტალოპრამი, დიფემანილი, დოლასეტრონი (ინტრავენური შეყვანა), დომპერიდონი, დრონედარონი, ერითრომიცინი (ინტრავენური შეყვანა), ლევოფლოქსაცინი, მექიტაზინი, მიზოლასტინი, მოქსიფლოქსაცინი, პრუკალოპრიდი, სპირამიცინი (ინტრავენური შეყვანა), ტორემიფენი, ვინკამინი (ინტრავენური შეყვანა).
პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის, განვითარების რისკის გაზრდა.
ტელაპრევირი
ავტომატიზმისა და გულის გამტარობის დარღვევა გამოხატული ბრადიკარდიის განვითარების რისკით.
კობიცისტატი
არსებობს ამიოდარონის გვერდითი რეაქციების სიხშირის გაზრდის რისკი მეტაბოლიზმის შემცირების შედეგად.
კომბინაციები, რომელთა გამოყენება არ არის რეკომენდირებული
სოფოსბუვირი
სოფოსბუვირისა და სხვა ანტივირუსული პრეპარატების კომბინირებული გამოყენებისას ამიოდარონთან ერთად შეიძლება განვითარდეს მძიმე სიმპტომური ბრადიკარდია; ამიოდარონი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ალტერნატიული ანტიარითმიული თერაპია, ამასთან რეკომენდირებულია პაციენტების სათანადო მონიტორინგის ჩატარება.
CYP3A4 სუბსტრატები
ამიოდარონი არის CYP3A4 ინჰიბიტორი და ზრდის CYP3A4 სუბსტრატების კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი ტოქსიკურობის ზრდა.
ციკლოსპორინი
ციკლოსპორინის შრატისმიერი კონცენტრაციის მომატება ღვიძლში მისი მეტაბოლიზმის შემცირების გამო ნეფროტოქსიური ეფექტების გამოვლინების რისკით.
აუცილებელია სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციის კონტროლი, თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი და ციკლოსპორინის დოზის კორექტირება.
დილთიაზემი (საინექციო შეყვანა)
ბრადიკარდიისა და ატრიოვენტრიკულური ბლოკადის განვითარების რისკი.
თუ პრეპარატების ასეთი კომბინაციის გამოყენების თავიდან აცილება შეუძლებელია, აუცილებელია სათანადო კლინიკური დაკვირვების ჩატარება და რეგულარული ეკგ-მონიტორინგი.
ფინგოლიმოდი
ბრადიკარდიით გამოწვეული ეფექტების გაძლიერება, რაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში გახდეს. ეს განსაკუთრებით ეხება β-ბლოკატორებს, რომლებიც თრგუნავენ ადრენერგული კომპენსაციის მექანიზმებს. პრეპარატის პირველი დოზის გამოყენების შემდეგ აუცილებელია კლინიკური დაკვირვების ჩატარება და ეკგ-ს უწყვეტი მონიტორინგი 24 საათის განმავლობაში.
ვერაპამილი (საინექციო შეყვანა)

თუ პრეპარატების ასეთი კომბინაციის გამოყენების თავიდან აცილება შეუძლებელია, აუცილებელია სათანადო კლინიკური დაკვირვების ჩატარება და ეკგ-ს მუდმივი მონიტორინგი.
ანტიპარაზიტული პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია (ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი, პენტამიდინი)
პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის, განვითარების რისკის გაზრდა. თუ არსებობს ასეთი შესაძლებლობა, უნდა შეწყდეს ორი პრეპარატიდან ერთ-ერთის მიღება. თუ ამ კომბინაციის გამოყენების თავიდან აცილება შეუძლებელია, აუცილებელია QT ინტერვალის წინასწარი შეფასება და ეკგ-ს მონიტორინგის ჩატარება.
ნეიროლეპტიკები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია (ამისულპრიდი, ქლორპრომაზინი, ციამემაზინი, დროპერიდოლი, ფლუპენტიქსოლი, ფლუფენაზინი, ჰალოპერიდოლი, ლევომეპრომაზინი, პიმოზიდი, პიპამპერონი, პიპოთიაზინი, სერტინდოლი, სულპირიდი, სულტოპრიდი, ტიაპრიდი, ზუკლოპენტიქსოლი)

მეტადონი

ფტორქინოლონები, გარდა ლევოფლოქსაცინისა და მოქსიფლოქსაცინისა (კომბინაციები, რომელთა გამოყენება უკუნაჩვენებია)

ნაწლავის პერისტალტიკის მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები
პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის, განვითარების რისკის გაზრდა (ამასთან, ჰიპოკალიემია ხელშემწყობი ფაქტორია). პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მოხდეს ჰიპოკალიემიის კორექცია (გამომწვევი მიზეზის მიუხედავად) და კლინიკური დაკვირვების უზრუნველყოფა, ეკგ-ს და სისხლში ელექტროლიტების დონის მონიტორინგი.
ფიდაქსომიცინი
ფიდაქსომიცინის პლაზმური კონცენტრაციების მომატება.
კომბინაციები, რომელთა გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა
P-გლიკოპროტეინის სუბსტრატები
ამიოდარონი არის P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორი. P-გლიკოპროტეინის სუბსტრატებთან ერთდროულად გამოყენებისას, მათი კონცენტრაცია სისხლში შეიძლება გაიზარდოს.
დიგიტალისის პრეპარატები
ავტომატიზმის შემცირება (გამოხატული ბრადიკარდია) და ატრიოვენტრიკულური გამტარობის დარღვევა.
დიგოქსინის გამოყენებისას, მისი კლირენსის შემცირების გამო, შეინიშნება სისხლში დიგოქსინის დონის მომატება.
უნდა ჩატარდეს კლინიკური და ეკგ მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა კონტროლდებოდეს სისხლში დიგოქსინის დონე და დაკორექტირდეს დიგოქსინის დოზა.
დაბიგატრანი
დაბიგატრანის პლაზმური კონცენტრაციების მომატება სისხლდენის მომატებული რისკით. თუ დაბიგატრანი გამოიყენება ქირურგიული ჩარევის ჩატარების შემდეგ, უნდა ჩატარდეს კლინიკური მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვევაში, დაბიგატრანის დოზა უნდა დაკორექტირდეს, არაუმეტეს 150 მგ დღეში.
CYP2C9 სუბსტრატები
ამიოდარონი ზრდის იმ ნივთიერებების კონცენტრაციას, რომლებიც წარმოადგენენ CYP2C9 სუბსტრატებს, როგორიცაა K ვიტამინის ანტაგონისტები და ფენიტოინი.
K ვიტამინის ანტაგონისტები
K ვიტამინის ანტაგონისტების ეფექტის გაძლიერება და სისხლდენის რისკის გაზრდა. უფრო ხშირად უნდა გაკონტროლდეს პროთრომბინული დროის მაჩვენებელი (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა (INR)) და ანტიკოაგულანტების დოზები უნდა დაკორექტირდეს ამიოდარონით მკურნალობის დროს და მისი მიღების შეწყვეტიდან 8 დღის განმავლობაში.
ფენიტოინი (ასევე ექსტრაპოლაციის გზით და ფოსფენიტოინი)
სისხლის პლაზმაში ფენიტოინის კონცენტრაციის მომატება დოზის გადაჭარბების ნიშნებით, განსაკუთრებით ნევროლოგიურის (ფენიტოინის მეტაბოლიზმის დათრგუნვა ღვიძლში). აუცილებელია კლინიკური მონიტორინგი, სისხლის პლაზმაში ფენიტოინის დონის კონტროლი და, საჭიროების შემთხვევაში, ფენიტოინის დოზის კორექცია.
CYP2D6 სუბსტრატები (ფლეკაინიდი)
ამიოდარონი ზრდის ფლეკაინიდის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში ციტოქრომ CYP2D6-ის ინჰიბირების გზით. ამიტომ, უნდა მოხდეს ფლეკაინიდის დოზის კორექცია.
CYP3A4 სუბსტრატები
ამიოდარონი არის CYP3A4 ინჰიბიტორი და ზრდის ზემოთ აღნიშნული იზოფერმენტის სუბსტრატების კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, რაც იწვევს მათი ტოქსიკური მოქმედების აღნიშვნის რისკის ზრდას.
სტატინები (სიმვასტატინი, ატორვასტატინი, ლოვასტატინი)
როდესაც ამიოდარონი მიიღება CYP3A4-ით მეტაბოლიზებულ სტატინებთან ერთად, როგორიცაა სიმვასტატინი, ატორვასტატინი და ლოვასტატინი, იზრდება კუნთების ტოქსიკურობის (მაგ., რაბდომიოლიზის) განვითარების რისკი. რეკომენდირებულია ისეთი სტატინების გამოყენება, რომლებიც არ მეტაბოლიზდება CYP3A4-ით.
ტაკროლიმუსი
სისხლში ტაკროლიმუსის კონცენტრაციის მომატება ამიოდარონის მიერ მისი მეტაბოლიზმის ინჰიბირების გამო.
აუცილებელია სისხლში ტაკროლიმუსის კონცენტრაციის კონტროლი, თირკმლის ფუნქციის მონიტორინგის ჩატარება და ტაკროლიმუსის დოზის კორექტირება კომბინირებული თერაპიის დროს და ამიოდარონის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
ლიდოკაინი
სისხლის პლაზმაში ლიდოკაინის კონცენტრაციის მომატების რისკი ამიოდარონის მიერ ღვიძლში მისი მეტაბოლიზმის ინჰიბირების შედეგად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები ნერვული სისტემის და გულის მხრივ. აუცილებელია კლინიკური გამოვლინებების და ეკგ-ს მონიტორინგი, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სისხლის ლაზმაში ლიდოკაინის კონცენტრაციის რაოდენობრივი განსაზღვრა და მისი დოზის კორექტირება ამიოდარონით მკურნალობის დროს და მისი მოხსნის შემდეგ.
სხვა პრეპარატები, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP3A4-ით (სიროლიმუსი, სილდენაფილი, მიდაზოლამი, დიჰიდროერგოტამინი, ერგოტამინი, კოლხიცინი, ტრიაზოლამი)
ამიოდარონი არის CYP3A4 ინჰიბიტორი და ზრდის ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატების კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, რასაც შეიძლება თან ახლდეს მათი ტოქსიკური ეფექტის ზრდა.
β-ბლოკატორები, გარდა სოტალოლისა და ესმოლოლისა
ავტომატიზმის და გამტარობის დარღვევა (კომპენსატორული სიმპათიკური მექანიზმების დათრგუნვა). რეკომენდირებულია კლინიკური გამოვლინებების და ეკგ-ს მონიტორინგი.
გულის უკმარისობის დროს გამოყენებული β-ბლოკატორები (ბისოპროლოლი, კარვედილოლი, მეტოპროლოლი, ნებივოლოლი)
ავტომატიზმის და მიოკარდიუმის გამტარობის დარღვევა გამოხატული ბრადიკარდიის რისკით.
პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის, განვითარების რისკის ზრდა. რეკომენდირებულია კლინიკური გამოვლინებების და ეკგ-ს რეგულარული მონიტორინგი.
ესმოლოლი
კუმშვადობის, ავტომატიზმის და გამტარობის დარღვევა (კომპენსატორული სიმპათიკური მექანიზმების დათრგუნვა). რეკომენდირებულია კლინიკური გამოვლინებების და ეკგ-ს მონიტორინგი.
დილტიაზემი (პერორალური მიღება)
ბრადიკარდიის ან ატრიოვენტრიკულური ბლოკადის განვითარების რისკი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. რეკომენდირებულია კლინიკური გამოვლინებების და ეკგ-ს მონიტორინგი.
ვერაპამილი (პერორალური მიღება)

ზოგიერთი მაკროლიდები (აზითრომიცინი, კლარითრომიცინი, როქსითრომიცინი)
პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის, განვითარების რისკის ზრდა. რეკომენდირებულია ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენების ფონზე კლინიკური გამოვლინებების და ეკგ-ს მონიტორინგის ჩატარება.
სისხლში კალიუმის დონის დამწევი პრეპარატები: ჰიპოკალიემიის გამომწვევი შარდმდენები (მონოთერაპიის სახით გამოყენებისას ან კომბინირებული გამოყენებისას), ამფოტერიცინი B (ინტრავენური შეყვანა), გლუკოკორტიკოიდები (სისტემური გამოყენება), ტეტრაკოზაქტიდი
პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (ჰიპოკალიემია ხელშემწყობი ფაქტორია) რისკის გაზრდა. პრეპარატის დანიშვნამდე აუცილებელია ჰიპოკალიემიის აღმოფხვრა და კლინიკური დაკვირვების დაწესება, ეკგ-ს და სისხლში ელექტროლიტების მონიტორინგის ჩატარება.
გულის შეკუმშვათა სიხშირის დამწევი პრეპარატები.
პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის, განვითარების რისკის გაზრდა. რეკომენდირებულია კლინიკური გამოვლინებების და ეკგ-ს მონიტორინგი.
ორლისტატი
ამიოდარონის და მისი აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაციების შემცირების რისკი. რეკომენდირებულია კლინიკური დაკვირვება და, საჭიროების შემთხვევაში, ეკგ-ს მონიტორინგი.
ტამსულოზინი
ტამსულოზინის გვერდითი რეაქციების გაძლიერების რისკი ღვიძლში მისი მეტაბოლიზმის ინჰიბირების შედეგად. ამიოდარონით მკურნალობის დროს და მისი გამოყენების შეწყვეტის შემდეგ უნდა ჩატარდეს კლინიკური მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვევაში, ტამსულოზინის დოზის კორექტირება.
ვორიკონაზოლი
პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების რისკი ზრდა, რადგან ამიოდარონის მეტაბოლიზმი შეიძლება შემცირდეს. კლინიკური გამოვლინებები და ეკგ უნდა კონტროლდებოდეს და, საჭიროების შემთხვევაში, ამიოდარონის დოზა უნდა დაკორექტირდეს.
კომბინაციები, რომელთა გამოყენება საჭიროებს ყურადღებით განხილვას
პილოკარპინი
გამოხატული ბრადიკარდიის რისკი (გულის შეკუმშვათა სიხშირის შემამცირებელი პრეპარატების ადიტიური ეფექტი).
ორსულობა და ძუძუთი კვება
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ტერატოგენული ეფექტები არ დაფიქსირებულა, ამიტომ ადამიანებში მალფორმაციის ეფექტები მოსალოდნელი არ არის. ეს ეფუძნება 2 ცხოველთა სახეობაზე სათანადოდ ჩატარებული კვლევების შედეგებს, რომლებშიც დადგენილია, რომ ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ მანკებს ადამიანებში, ცხოველებში ტერატოგენულია.
არ არის საკმარისი შესაბამისი კლინიკური მონაცემები ამიოდარონის შესაძლო ტერატოგენული ეფექტის შესაფასებლად ორსულობის პირველ ტრიმესტრში მისი გამოყენებისას.
ვინაიდან ნაყოფის ფარისებრი ჯირკვალი იოდის შეკავშირებას მხოლოდ ორსულობის მე-14 კვირიდან (ამენორეა) იწყებს, მოსალოდნელი არ არის, რომ ამიოდარონი მასზე გავლენას მოახდენს მისი წინა გამოყენების შემთხვევაში. იოდის სიჭარბემ პრეპარატის გამოყენებისას მეორე და მესამე ტრიმესტრში შეიძლება გამოიწვიოს ახალშობილში ჰიპოთირეოზის ლაბორატორიული სიმპტომების გაჩენა ან თუნდაც კლინიკურად მნიშვნელოვანი ჩიყვის ფორმირება. ამიტომ, პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია დაწყებული ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან.
ლაქტაცია
ამიოდარონი და მისი მეტაბოლიტები, მათ შორის იოდი, მნიშვნელოვანი რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. ახალშობილში ჰიპოთირეოზის განვითარების რისკის გათვალისწინებით, ამიოდარონით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ამიოდარონის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მონაცემების საფუძველზე, არ არსებობს მტკიცებულება მისი გავლენის შესახებ სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან საქმიანობის სხვა პოტენციურად საშიში სახეობებით დაკავების უნარზე. თუმცა, სიფრთხილის ზომის სახით, პაციენტებისთვის რითმის მძიმე დარღვევების შეტევებით პრეპარატით როტარიტმილი მკურნალობის პერიოდში, რეკომენდირებულია თავი შეიკავონ სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან და პოტენციურად საშიში აქტივობებისგან, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების კონცენტრაციის და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს. გასათვალისწინებელია ნერვული სისტემის და მხედველობის ორგანოს მხრიდან გვერდითი რეაქციების განვითარების შესაძლებლობა.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად MedDRA-ს მიხედვით. გვერდითი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირი (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათი (≥ 1/10,000, მაგრამ < 1/1,000); ძალიან იშვიათი (< 1/10,000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით ვერ შეფასდება).
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათი - თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, აპლასტიური ანემია; სიხშირე უცნობია - ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი.
იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები, მათ შორის შოკი.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირი - დისთირეოზი (T4 დონის მომატება ნორმალური ან ოდნავ შემცირებული T3 დონის დროს სისხლში) კლინიკური გამოვლინებების გარეშე (არ წარმოადგენს პრეპარატის მიღების შეწყვეტის საფუძველს); ხშირი - ჰიპოთირეოზი* (თან ახლავს ტიპიური სიმპტომები: წონის მატება, სიცივის მიმართ მგრძნობელობა, აპათია, ძილიანობა), ჰიპერთირეოზი# (სიმპტომების უმნიშვნელო გამოხატულების გამო უფრო რთულია გამოვლენა: წონის უმნიშვნელო კლება, ანტიანგინალური და/ან ანტიარითმული პრეპარატების ეფექტურობის დაქვეითება, ხანდაზმულებში შეიძლება გამოვლინდეს ფსიქიკური დარღვევებით თირეოტოქსიკოზამდე); ძალიან იშვიათად - ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეციის სინდრომი (SIADH), განსაკუთრებით ამიოდარონის იმ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ჰიპონატრიემია (იხ. „გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე“).
ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: სიხშირე უცნობია - მადის დაქვეითება.
ფსიქიკის დარღვევები: ხშირად - ლიბიდოს დაქვეითება; სიხშირე უცნობია - ცნობიერევის არევა, დელირიუმი, ჰალუცინაციები.
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - ტრემორი ან სხვა ექსტრაპირამიდული სიმპტომები, ძილის დარღვევები, მათ შორის ღამის კოშმარები, პერიფერიული სენსორული, მოტორული ან შერეული ნეიროპათია1; არახშირი - მიოპათია1; ძალიან იშვიათი - ნათხემის ატაქსია, კეთილთვისებიანი ქალასშიდა ჰიპერტენზია, თავის ტკივილი (თავის ტკივილის აღნიშვნის შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს გამოკვლევა მისი შესაძლო მიზეზის დასადგენად); სიხშირე უცნობია - პარკინსონიზმის სინდრომი, პაროსმია.
მხედველობის ორგანოს მხრივ: ძალიან ხშირად - მიკროდეპოზიტები რქოვანაში2; ძალიან იშვიათად - ოპტიკური ნეიროპათია (მხედველობის ნერვის ნევრიტი) მხედველობის სიმახვილის დარღვევით, მხედველობის დაქვეითებით და თვალის ფსკერზე პაპილარული შეშუპებით, რაც შეიძლება გადაიზარდოს მხედველობის სიმახვილის მეტ-ნაკლებად მძიმე შემცირებაში. ზემოაღნიშნული ეფექტის კავშირი ამიოდარონის მიღებასთან ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. თუმცა, მხედველობითი ნერვის ნევრიტის განვითარების სხვა აშკარა მიზეზის არარსებობის შემთხვევაში, რეკომენდირებულია მკურნალობის შეწყვეტა.
გულის მხრივ: ხშირად - ბრადიკარდია, ჩვეულებრივ ზომიერი და დოზადამოკიდებული; არახშირი - მიოკარდიუმის გამტარობის დარღვევები (სინოატრიალური ბლოკადა, სხვადასხვა ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა); ძალიან იშვიათად - გამოხატული ბრადიკარდია და, გამონაკლის შემთხვევებში, სინუსური კვანძის გაჩერება, რაც დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევაში (სინუსური კვანძის დისფუნქციის ფონზე, ხანდაზმულ პაციენტებში); სიხშირე უცნობია - „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია.
სისხლძარღვების მხრივ: ძალიან იშვიათად - ვასკულიტი.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: ხშირად - დიფუზური ინტერსტიციალური ან ალვეოლური პნევმონიტი და მაობლითირებელი ბრონქიოლიტი პნევმონიით (BOOP), ზოგჯერ ფატალური შედეგით3; ძალიან იშვიათად - ბრონქოსპაზმი, განსაკუთრებით ასთმის, მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომის მქონე პაციენტებში, ზოგჯერ ფატალური შედეგით, ჩვეულებრივ ვითარდება ქირურგიული ჩარევების შემდეგ ადრეულ პერიოდში (მაღალი კონცენტრაციის ჟანგბადთან შესაძლო ურთიერთქმედების შედეგად); სიხშირე უცნობია - ფილტვისმიერი სისხლდენა, რომელიც ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს ჰემოპტიზის სახით (ეს გვერდითი რეაქციები ხშირად ასოცირდება ამიოდარონით გამოწვეულ პნევმოპათიასთან).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირად - საჭმლის მონელების დარღვევები (გულისრევა, ღებინება, დისგევზია), ჩვეულებრივ, მკურნალობის დასაწყისში ვლინდება და ქრება დოზის შემცირების შემდეგ; სიხშირე უცნობია - პანკრეატიტი/მწვავე პანკრეატიტი, პირის სიმშრალე, ყაბზობა.
ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: ძალიან ხშირად - ჩვეულებრივ, სისხლში ტრანსამინაზების დონის ზომიერი და იზოლირებული მატება (ნორმაზე 1,5-დან 3-ჯერ მეტი), ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ან სპონტანურად; ხშირი - ღვიძლის მწვავე დაზიანება სისხლში ტრანსამინაზების დონის მომატებით და/ან სიყვითლით, ზოგჯერ ფატალური, რაც მოითხოვს პრეპარატის მოხსნას; ძალიან იშვიათი - ღვიძლის ქრონიკული დაზიანება ხანგრძლივი მკურნალობის დროს4.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ძალიან ხშირი - ფოტომგრძნობელობა5; ხშირი - კანის ციანოზური ან ციანოზურ-ნაცრისფერი პიგმენტაცია, რომელიც ვლინდება მაღალი დღიური დოზების ხანგრძლივი გამოყენების ფონზე. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, პიგმენტაცია ნელა ქრება (10-დან 24 თვემდე); ძალიან იშვიათი - ერითემა სხივური თერაპიის ფონზე, კანზე გამონაყარი (ჩვეულებრივ არასპეციფიკური), ექსფოლიატიური დერმატიტი (პრეპარატთან კავშირი დადგენილი არ არის), ალოპეცია; სიხშირე უცნობია - ეგზემა, კანის მძიმე რეაქციები, ზოგჯერ ფატალური, როგორიცაა ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი) და სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ბულოზური დერმატიტი, მედიკამენტური რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: სიხშირე უცნობია - მგლურას მსგავსი სინდრომი.
სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ: ძალიან იშვიათი - ეპიდიდიმიტი (პრეპარატის გამოყენებასთან მიზეზობრივი-შედეგობრივი კავშირი მკაფიოდ დადგენილი არ არის).
ზოგადი დარღვევები შეყვანის ადგილას: სიხშირე უცნობია - გრანულომის წარმოქმნა, ძირითადად ძვლის ტვინში.
გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: იშვიათი - ჰიპონატრიემია, რამაც შეიძლება მიუთითოს SIADH; ძალიან იშვიათი - თირკმლის დაზიანება კრეატინინის დონის ზომიერი მატებით.
ტრავმა, ინტოქსიკაცია და მანიპულაციების გართულებები: სიხშირე უცნობია - ტრანსპლანტატის პირველადი დისფუნქცია გულის გადანერგვის შემდეგ.
- სისხლში TSH დონის მნიშვნელოვანი მატება ადასტურებს დიაგნოზს. მკურნალობის შეწყვეტა იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციის თანდათანობით დაბრუნებას 1-3 თვის განმავლობაში, ამიტომ პრეპარატის შეწყვეტა სავალდებულო არ არის: იმ შემთხვევაში, თუ ამიოდარონის გამოყენება აუცილებელია, პრეპარატით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს ჰორმონჩანაცვლებით თერაპიასთან კომბინაციაში ლევოთიროქსინის გამოყენებით, რომლის დოზა შეიძლება დარეგულირდეს სისხლში TSH დონის მიხედვით.
# სისხლში TSH დონის მნიშვნელოვანი შემცირება (განისაზღვრება ულტრამგრძნობიარე ანალიზის გამოყენებით) ადასტურებს დიაგნოზს. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ამიოდარონის მოხსნა, რაც, როგორც წესი, საკმარისია კლინიკური ნორმალიზაციისთვის 3-4 კვირის განმავლობაში. ვინაიდან მძიმე შემთხვევებში ეს გვერდითი რეაქცია შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს, შესაბამისი თერაპია დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. თუ პაციენტის მდგომარეობა გაუარესდება, როგორც თავად თირეოტოქსიკოზის გამო, ასევე მიოკარდიუმის ჟანგბადის მოთხოვნილებასა და მიწოდებას შორის საშიში დისბალანსის გამო, შესაძლოა საჭირო გახდეს კორტიკოსტეროიდებით თერაპია (1 მგ/კგ) და უნდა გაგრძელდეს საკმარისად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (3 თვე). იყო შეტყობინებები ჰიპერთირეოზის შემთხვევების შესახებ, რომელიც დარეგისტრირებული იყო ამიოდარონით მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგ.
1 პერიფერიული სენსორული, მოტორული ან შერეული ნეიროპათია და მიოპათია შეიძლება განვითარდეს მკურნალობის რამდენიმე თვის შემდეგ, მაგრამ ზოგჯერ ისინი რამდენიმე წლის შემდეგაც ვითარდება. ეს გვერდითი რეაქციები, როგორც წესი, შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. თუმცა, გამოჯანმრთელება შეიძლება იყოს არასრული, ძალიან ნელი და მიღწეული იყოს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტიდან მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ.
2 თითქმის ყოველთვის გვხვდება მოზრდილებში და, როგორც წესი, ლოკალიზებულია გუგის ქვეშ არსებულ მიდამოში და არ წარმოადგენს მკურნალობის გაგრძელების უკუჩვენებას. გამონაკლის შემთხვევებში შეუძლიათ განაპირობონ მხედველობის მკაფიოობის დარღვევის ან ფერადი შარავანდების აღნიშვნა კაშკაშა სინათლის წყაროების გარშემო. რქოვანაში მიკროდეპოზიტები, რომლებიც წარმოიქმნება ლიპიდების კომპლექსით, ყოველთვის ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
3 ფიზიკური დატვირთვის დროს ქოშინის ან მშრალი ხველის განვითარება, როგორც იზოლირებულის, ასევე ასოცირებულის ზოგადი მდგომარეობის გაუარესებასთან (მომატებული დაღლილობა, წონის დაკლება, სხეულის ტემპერატურის მომატება), მოითხოვს რენტგენოლოგიურ გამოკვლევას და, საჭიროების შემთხვევაში, პრეპარატის მოხსნას, რადგან ფილტვების ამ დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს ფილტვის ფიბროზი.
ამიოდარონის ადრეული შეწყვეტა გლუკოკორტიკოსტეროიდებით თერაპიის დანიშვნასთან ერთად ან მის გარეშე, იწვევს სიმპტომების თანდათანობით გაქრობას. კლინიკური ნიშნები, როგორც წესი, 3-4 კვირის განმავლობაში ქრება, რენტგენოლოგიური სურათისა და ფილტვის ფუნქციის გაუმჯობესება უფრო ნელა (რამდენიმე თვის განმავლობაში) ხდება.
იყო შეტყობინებები პლევრიტის განვითარების რამდენიმე შემთხვევის შესახებ, ჩვეულებრივ ასოცირებულის ფილტვების ინტერსტიციულ დაავადებასთან.
4 ჰისტოლოგიური ცვლილებები შეესაბამება ფსევდოალკოჰოლურ ჰეპატიტს. მკაფიოდ გამოხატული კლინიკური და ლაბორატორიული ნიშნების არარსებობა (არასტაბილური ჰეპატომეგალია, სისხლში ტრანსამინაზების დონის მატება ნორმაზე 1.5-5-ჯერ მეტად) ღვიძლის ფუნქციის რეგულარული მონიტორინგის საფუძველია.
ღვიძლის ქრონიკული დაზიანების დიაგნოზი უნდა იქნას გათვალისწინებული იმ შემთხვევაშიც, თუ 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობის შემდეგ სისხლში ტრანსამინაზების დონე ზომიერადაც კი იზრდება. კლინიკური სიმპტომები და ნორმიდან ლაბორატორიული მაჩვენებლების გადახრები, როგორც წესი, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ქრება. თუმცა, აღწერილია შეუქცევადი დარღვევების რამდენიმე შემთხვევა.
5 პაციენტებს ურჩევენ, მკურნალობის დროს თავი აარიდონ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებას (ულტრაიისფერი გამოსხივება).
შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ
მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებები სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს აღენიშნება სერიოზული გვერდითი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი გვერდითი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
ამიოდარონის მწვავე ჭარბი დოზირების შემთხვევები პერორალურად მიღებისას არ არის საკმარისად დოკუმენტირებული.
იყო შეტყობინებები სინუსური ბრადიკარდიის, პარკუჭოვანი არითმიის, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის, ღვიძლის ფუნქციის დარღვევების აღნიშვნის რამდენიმე შემთხვევების შესახებ.
მკურნალობა
მკურნალობა სიმპტომურია. პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური პროფილის გათვალისწინებით, რეკომენდირებულია პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი საკმარისად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გულის ფუნქციის მონიტორინგი.
ამიოდარონი და მისი მეტაბოლიტები არ გამოიყოფა დიალიზით.
შემადგენლობა
ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ამიოდარონის ჰიდროქლორიდი 200 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, პოვიდონი (K90), მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, სიმინდის სახამებელი ნაწილობრივ პრეჟელატინიზებული.
სამკურნალო ფორმა
ტაბლეტები.
აღწერა: მრგვალი, ბრტყელი, თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე ტაბლეტები გამყოფი ხაზით ერთ მხარეს.
შენახვის პირობები
5 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის განსაკუთრებული მითითებები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
ტაბლეტები.
10 ტაბლეტი ბლისტერში.
3 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოებისთვის
სპეციალური მოთხოვნები არ არსებობს.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(ჩოსბ გ.ო. პაშა მაჰ. 6. ჯად. #30 ჩერქეზქოი/ტექირდაგი)
"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.", TURKEY
(ÇOSB G.O. Paşa Mah. 6. Cad. No: 30 Çerkezköy / Tekirdaĝ).
ფარმაკოლოგიური თვისებები
გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი პრეპარატები. III კლასის ანტიარითმული პრეპარატები. ათქ კოდი: C01BD01.
ანტიარითმული თვისებები:
- კარდიომიოციტების მოქმედების პოტენციალის მე-3 ფაზის გახანგრძლივება, ძირითადად კალიუმის არხების ინჰიბირების ხარჯზე (III კლასი ვოგან-უილიამსის კლასიფიკაციის მიხედვით);
- სინუსური კვანძის ავტომატიზმის შემცირება, რაც იწვევს გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირებას (ეს ეფექტი არ იბლოკება ატროპინით);
- არაკონკურენტული α- და β-ანტიადრენერგული მოქმედება;
- სინოატრიული, წინაგულოვანი და ატრიოვენტრიკულური გამტარობის შენელება, რომელიც უფრო გამოხატული ხდება გულის რითმის გახშირებასთან ერთად;
- ცვლილებების არარსებობა პარკუჭშიდა გამტარობის მხრივ;
- რეფრაქტერული პერიოდის გაზრდა და მიოკარდიუმის აგზნებადობის შემცირება წინაგულოვან, ატრიოვენტრიკულურ და პარკუჭოვან დონეზე;
- გამტარობის შენელება და რეფრაქტერული პერიოდების გახანგრძლივება დამატებით ატრიოვენტრიკულურ გამტარ გზებში.
სხვა თვისებები:
- მიოკარდიუმის მიერ ჟანგბადის მოხმარების შემცირება სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდეგობის ზომიერი შემცირების და გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირების გამო;
- კორონარული სისხლის ნაკადის გაზრდა კორონარული არტერიების გლუვ კუნთებზე პირდაპირი ზემოქმედების გამო და გულის გამოტყორცნის შენარჩუნება წნევის და პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირებით უარყოფითი ინოტროპული ეფექტის არარსებობის შემთხვევაში.
ჩატარდა 13 კონტროლირებადი რანდომიზირებული პროსპექტული კვლევის მეტა-ანალიზი, რომელშიც მონაწილეობდა 6553 პაციენტი ახლახან გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით (78%) ან გულის ქრონიკული უკმარისობით (22%).
პაციენტებზე შემდგომი დაკვირვების საშუალო ხანგრძლივობის პერიოდი მერყეობდა 0.4-დან 2.5 წლამდე. ყოველდღიური შემანარჩუნებელი დოზა შეადგენდა საშუალოდ 200-400 მგ-ს.
დადგენილი იყო, რომ ამიოდარონი სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ამცირებდა საერთო სიკვდილიანობის მაჩვენებელს 13%-ით (95% CI: 0.78-0.99; p = 0.030) და გულის რითმის დარღვევის შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელს 29%-ით (95% CI: 0.59-0.85; p = 0.0003). თუმცა, ეს შედეგები სიფრთხილით უნდა იქნას განმარტებული, კვლევების ანალიზში ჩართული ჰეტეროგენულობის გათვალისწინებით, რაც ძირითადად დაკავშირებულია პაციენტთა შერჩეულ პოპულაციასთან, შემდგომი დაკვირვების პერიოდის ხანგრძლივობასთან, მეთოდოლოგიასთან და კვლევის შედეგებთან.
მკურნალობა შეწყვიტა ამიოდარონის ჯგუფის პაციენტების 41%-მა და პლაცებო ჯგუფის პაციენტების 27%-მა.
ჰიპოთირეოზი განუვითარდა ამიოდარონის მიმღებ პაციენტთა 7%-ს პლაცებო ჯგუფში 1%-თან შედარებით. ჰიპერთირეოზი გამოვლინდა ამიოდარონის მიმღებ პაციენტთა 1.4%-ში პლაცებო ჯგუფში 0.5%-თან შედარებით.
ფილტვის ინტერსტიციალური დაავადება განუვითარდა ამიოდარონის მიმღებ პაციენტთა 1.6%-ს პლაცებო ჯგუფში 0.5%-თან შედარებით.
ბავშვები
ამიოდარონის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კონტროლირებადი კლინიკური კვლევები ბავშვებში არ ჩატარებულა. ამიოდარონის გამოყენების უსაფრთხოების მეტა-ანალიზი ჩატარდა 1118 ბავშვში, რომლებსაც აღენიშნებოდათ სხვადასხვა ტიპის არითმია (მონაცემები გამოქვეყნებულია ლიტერატურულ წყაროებში).
კლინიკური კვლევების ჩარჩოებში ბავშვებში გამოყენებული იყო ამიოდარონის შემდეგი დოზები:
- დატვირთვის დოზა: 10-20 მგ/კგ/დღეში 7-10 დღის განმავლობაში (500 მგ/მ2/დღეში სხეულის ზედაპირის ფართობზე გაანგარიშებით);
- შემანარჩუნებელი დოზა: პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მინიმალური ეფექტური დოზით; მკურნალობაზე ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით, ის შეიძლება მერყეობდეს 5-დან 10 მგ-მდე/კგ/დღეში (250 მგ/მ2/დღეში სხეულის ზედაპირის ფართობზე გაანგარიშებით).
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ამიოდარონი ნელა შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, პრეპარატს აქვს მაღალი აფინურობა სხვადასხვა ქსოვილების მიმართ. ამიოდარონის ბიოშეღწევადობა პერორალური მიღების შემდეგ მერყეობს 30%-დან 80%-მდე სხვადასხვა პაციენტებში (საშუალო მნიშვნელობა შეადგენს დაახლოებით 50%-ს). ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 3-7 საათში. თერაპიული ეფექტი ვითარდება საშუალოდ პრეპარატის მიღების დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში (რამდენიმე დღიდან ორ კვირამდე).
ამიოდარონს აქვს ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი მნიშვნელოვანი ინტერინდივიდუალური ვარიაბელურობით (20-დან 100 დღემდე). მკურნალობის პირველი დღეების განმავლობაში, ამიოდარონი გროვდება სხეულის უმეტეს ქსოვილებში, განსაკუთრებით ცხიმოვან ქსოვილში. ორგანიზმიდან პრეპარატის გამოდევნის პროცესი იწყება რამდენიმე დღის შემდეგ, ხოლო სისხლის პლაზმაში წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა რამდენიმე თვის განმავლობაში, პაციენტის ინდივიდუალური მახასიათებლების მიხედვით. ამიოდარონის ზემოაღნიშნული თვისებების გათვალისწინებით, ქსოვილებში თერაპიული ეფექტის განვითარებისთვის აუცილებელი კონცენტრაციების სწრაფად მისაღწევად, პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული დატვირთვის დოზით.
პრეპარატში შემავალი იოდის ნაწილი გამოიყოფა და შარდში იოდიდის სახით გვხვდება (6 მგ იოდი 24 საათში, ამიოდარონის 200 მგ დღიური დოზის დროს). პრეპარატის დანარჩენი ნაწილი და შესაბამისად, იოდის უმეტესი ნაწილი, ღვიძლში გავლის შემდეგ გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით.
რადგან ამიოდარონი მცირე რაოდენობით გამოიყოფა თირკმელებით, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
გამოყენების შეწყვეტის შემდეგ, პრეპარატი ორგანიზმიდან რამდენიმე თვის განმავლობაში გამოიყოფა; გასათვალისწინებელია პრეპარატის ნარჩენი ეფექტი 10 დღიდან 1 თვემდე განმავლობაში.
ამიოდარონი ძირითადად მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 სისტემის იზოფერმენტით CYP3A4, ასევე CYP2C8-ით. ამიოდარონი და მისი მეტაბოლიტი დეზეთილამიოდარონი წარმოადგენენ CYP1A1, CYP1A2, CYP2C9, CYP2C19, CYP2D6, CYP3A4, CYP2A6, CYP2B6 და CYP2C8 იზოფერმენმტების პოტენციურ ინჰიბიტორებს in vitro. ამიოდარონს და დეზეთილამიოდარონს შეუძლიათ ისეთი სატრანსპორტო ცილების ინჰიბირება, როგორიცაა P-გლიკოპროტეინი და ორგანული კატიონების ტრანსპორტიორი ტიპი 2. ერთ კვლევაში დაფიქსირდა სისხლში კრეატინინის 1.1%-ით ზრდა (ორგანული კათიონების ტრანსპორტიორის სუბსტრატი ტიპი 2).
In vivo კვლევების მონაცემები მიუთითებს ამიოდარონსა და CYP3A4, CYP2C9, CYP2D6 და P-გლიკოპროტეინის სუბსტრატებს შორის ურთიერთქმედებაზე.
ბავშვები
ბავშვებში პრეპარატის გამოყენების კონტროლირებადი კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. არსებობს შეზღუდული მონაცემები, რომლებიც მიუთითებს ფარმაკოკინეტიკაში განსხვავების არარსებობაზე მოზრდილებსა და ბავშვებს შორის.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სამკურნალო პრეპარატის
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
როტარიტმილი
სამკურნალო პრეპარატის დასახელება
როტარიტმილი, Rotaritmil
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ამიოდარონი, Amiodarone
შემადგენლობა
ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ამიოდარონის ჰიდროქლორიდი 200 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, პოვიდონი (K90), მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, სიმინდის სახამებელი ნაწილობრივ პრეჟელატინიზებული.
სამკურნალო ფორმა
ტაბლეტები.
აღწერა: მრგვალი, ბრტყელი, თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე ტაბლეტები გამყოფი ხაზით ერთ მხარეს.
გამოყენების ჩვენებები
რეციდივების პროფილაქტიკა:
- სიცოცხლისთვის საშიში პარკუჭოვანი ტაქიკარდია: მკურნალობა უნდა დაიწყოს სტაციონარულ პირობებში სათანადო კონტროლით;
- ელექტროკარდიოგრაფიულად დადასტურებული, სიმპტომური და ინვალიდობის გამომწვევი პარკუჭოვანი ტაქიკარდია;
- სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია, დადასტურებული ელექტროკარდიოგრაფიით, როდესაც არსებობს მკურნალობის დადგენილი საჭიროება იმ შემთხვევებში, როდესაც სხვა კლასის ანტიარითმული პრეპარატები არაეფექტურია ან არსებობს მათი გამოყენების უკუჩვენებები;
- მოციმციმე არითმია (პარკუჭების ფიბრილაცია).
სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის მკურნალობა:
- გულის შეკუმშვათა სიხშირის (HR) შენელება ან სინუსური რიტმის აღდგენა წინაგულების თრთოლვის ან ფიბრილაციის დროს.
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია გულის იშემიური დაავადების და/ან მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
გამოყენების წესი და დოზირება
დოზირება
საწყისი თერაპია
ჩვეულებრივი დოზირების რეჟიმია 1 ტაბლეტი (200 მგ) 3-ჯერ დღე-ღამეში 8-10 დღის განმავლობაში.
ზოგიერთ შემთხვევაში, მკურნალობის დასაწყისში შეიძლება გამოყენებულ იქნას უფრო მაღალი დოზები (4 ან 5 ტაბლეტი დღეში), მაგრამ მხოლოდ მოკლე პერიოდის განმავლობაში და ელექტროკარდიოგრამის (ეკგ) მონიტორინგით.
შემანარჩუნებელი თერაპია
შემანარჩუნებელი თერაპიისთვის უნდა შეირჩეს მინიმალური ეფექტური დოზა, რომელიც, პაციენტის ინდივიდუალური რეაქციიდან გამომდინარე, შეიძლება მერყეობდეს ½ ტაბლეტიდან დღეში (1 ტაბლეტი დღეგამოშვებით) 2 ტაბლეტამდე დღეში.
ბავშვები
ამიოდარონის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი არ არის, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდირებული. ამჟამად ხელმისაწვდომი მონაცემები აღწერილია ნაწილებში „ფარმაკოდინამიკური თვისებები“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევებით
ვინაიდან ამიოდარონი უმნიშვნელო ხარისხით გამოიყოფა თირკმელებით, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით
არ არსებობს გამოყენების კლინიკური გამოცდილება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით.
გამოყენების წესი
პრეპარატი განკუთვნილია შიგნით მიღებისთვის.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა იოდის, ამიოდარონის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- სინუსური ბრადიკარდია და სინოატრიული გულის ბლოკადა, გარდა გულის რითმის ხელოვნური წამყვანით კორექციის შემთხვევებისა;
- სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, გარდა გულის რითმის ხელოვნური წამყვანით კორექციის შემთხვევებისა (სინუსური კვანძის გაჩერების რისკი);
- ატრიოვენტრიკულური გამტარობის მძიმე დარღვევები გულის რითმის ხელოვნური წამყვანით მდგომარეობის კორექციის არარსებობისას;
- ჰიპერთირეოზი, ამიოდარონის გამოყენებისას მისი სიმძიმის გაზრდის რისკის გამო (ამიოდარონის მიღების ფონზე მდგომარეობის შესაძლო გაუარესების გამო);
- ორსულობის II და III ტრიმესტრი;
- ძუძუთი კვება;
- შემდეგ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება:
- პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია (ანტიპარაზიტული პრეპარატების, ნეიროლეფსიური საშუალებების და მეტადონის გარდა): Ia კლასის ანტიარითმული პრეპარატები (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი); III კლასის ანტიარითმული პრეპარატები (სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი); სხვა პრეპარატები, როგორიცაა: დარიშხანის ნაერთები, ბეპრიდილი, ციზაპრიდი, ციტალოპრამი, ესციტალოპრამი, დიფემანილი, დოლასეტრონი (ინტრავენური შეყვანა), დომპერიდონი, დრონედარონი, ერითრომიცინი (ინტრავენური შეყვანა), ლევოფლოქსაცინი, მექიტაზინი, მიზოლასტინი, მოქსიფლოქსაცინი, პრუკალოპრიდი, სპირამიცინი (ინტრავენური შეყვანა), ტორემიფენი, ვინკამინი (ინტრავენური შეყვანა);
- ტელაპრევირი;
- კობიცისტატი.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
განსაკუთრებული გაფრთხილებები პრეპარატის გამოყენებისას
სიმპტომები გულის მხრივ
პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე უნდა ჩატარდეს ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევა.
ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის მიღების ფონზე გულის შეკუმშვათა სიხშირე შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს.
ამიოდარონის გამოყენებისას შეინიშნება ცვლილებები ეკგ-ზე, მათ შორის QT ინტერვალის გახანგრძლივება რეპოლარიზაციის ფაზის გახანგრძლივების გამო, ამასთან იზრდება U კბილის წარმოქმნის რისკი. ეს პრეპარატის თერაპიული გაჯერების ნიშანია, მაგრამ არა მისი ტოქსიკურობის ნიშანი.
მეორე ან მესამე ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის მკურნალობის ფონზე სინოატრიული ბლოკადის ან ბიფასციკულური ბლოკადის გაჩენა მოითხოვს პრეპარატის მიღების შეწყვეტას. პირველი ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის განვითარება მოითხოვს პაციენტზე დაკვირვების გაძლიერებას.
იყო შეტყობინებები ახალი არითმიების ან ადრე ნამკურნალები არითმიების გაუარესების შემთხვევების შესახებ.
ასეთი არითმოგენური ეფექტი შესაძლებელია, კერძოდ, QT ინტერვალის გახანგრძლივების ხელშემწყობი ფაქტორების არსებობისას, მაგალითად, გამოყენება გარკვეულ პრეპარატებთან კომბინაციაში და/ან ჰიპოკალიემია. QT ინტერვალის გახანგრძლივებაზე ერთნაირი ზემოქმედებისას „პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდიის განვითარების რისკი, სავარაუდოდ, უფრო დაბალია ამიოდარონის გამოყენებისას, სხვა ანტიარითმულ პრეპარატებტან შედარებით.
დარღვევები ფარისებრი ჯირკვლის მხრივ
ამიოდარონი შეიცავს იოდს, რომელიც ამახინჯებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ზოგიერთ მაჩვენებელს (რადიოაქტიური იოდის შთანთქმა, იოდის რაოდენობა, რომელიც დაკავშირებულია გლობულინთან). თუმცა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასება (ტრიიოდთირონინი (T3), თიროქსინი (T4), მაღალი მგრძნობელობის ანალიზი თირეოტროპულ ჰორმონზე (TSH)) კვლავ შესაძლებელია.
ამიოდარონმა შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, კერძოდ, პაციენტებში ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციით ანამნეზში. TSH ანალიზის ჩატარება რეკომენდირებულია ყველა პაციენტისთვის მკურნალობის დაწყებამდე და შემდეგ რეგულარულად მკურნალობის დროს და თერაპიის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ასევე დისთირეოზის კლინიკური ეჭვის შემთხვევაში.
დარღვევები ფილტვების მხრივ
ქოშინის ან არაპროდუქტიული მშრალი ხველის გაჩენა, როგორც იზოლირებულის, ასევე ზოგადი მდგომარეობის გაუარესებასთან ასოცირებულის, შეიძლება დაკავშირებული იყოს ფილტვის ტოქსიკურობის განვითარებასთან, მაგალითად, ინტერსტიციული პნევმონიტის განვითარება, და საჭიროებს პაციენტის რენტგენოლოგიურ გამოკვლევას.
დარღვევები ღვიძლის მხრივ
რეკომენდირებულია ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი მკურნალობის დასაწყისში და შემდეგ რეგულარულად ამიოდარონით მკურნალობის დროს.
დარღვევები ნერვ-კუნთოვანი სისტემის მხრივ
ამიოდარონმა შეიძლება გამოიწვიოს პერიფერიული სენსორული, მოტორული ან შერეული ნეიროპათია და მიოპათია.
დარღვევები მხედველობის მხრივ
მხედველობის მკაფიოობის ან მხედველობის სიმახვილის დაქვეითების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევა, მათ შორის ოფთალმოსკოპია. ამიოდარონით მკურნალობა უნდა შეწყდეს ამიოდარონით გამოწვეული ოპტიკური ნეიროპათიის ან მხედველობითი ნერვის ნევრიტის განვითარების შემთხვევაში, სიბრმავის განვითარების პოტენციურ რისკთან დაკავშირებით.
კანის მძიმე რეაქციები
შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში ან ფატალური კანის რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. ამიოდარონის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, თუ გამოვლინდება ნიშნები ან სიმპტომები, რომლებიც მიანიშნებს ასეთ მდგომარეობებზე (მაგ., პროგრესირებადი ბუშტუკოვანი გამონაყარი ან ლორწოვანი გარსის დაზიანებები).
მძიმე ბრადიკარდია და გულის გამტარობის დარღვევები
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამიოდარონს ერთდროულად სოფოსბუვირთან კომბინაციაში პირდაპირი მოქმედების სხვა ანტივირუსულ საშუალებებთან (DAAs) C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) სამკურნალოდ, როგორიცაა დაკლატასვირი, სიმეპრევირი ან ლედიპასვირი, იყო შეტყობინებები მძიმე ბრადიკარდიის და სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში გულის გამტარობის დარღვევების განვითარების შესახებ.
როგორც წესი, ბრადიკარდია ვითარდებოდა რამდენიმე საათში ან დღეში, თუმცა არის შეტყობინებები ბრადიკარდიის განვითარების შესახებ უფრო ხანგრძლივი პერიოდის (ჩვეულებრივ, 2 კვირამდე) შემდეგ სამკურნალო საშუალებების გამოყენების დაწყებიდან HCV თერაპიისთვის.
სოფოსბუვირის მიმღებ პაციენტებში ამიოდარონი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა ანტიარითმული საშუალებები ცუდად აიტანება ან უკუნაჩვენებია.
იმ შემთხვევებში, როდესაც ამიოდარონის თანმხლები მიღება საჭიროდ ითვლება, რეკომენდირებულია გულის ფუნქციის სათანადო მონიტორინგი სტაციონარის პირობებში პირველი 48 საათის განმავლობაში პრეპარატების კომბინირებული გამოყენების დაწყების შემდეგ; შემდგომში პაციენტებმა ყოველდღიურად უნდა აკონტროლონ გულის შეკუმშვათა სიხშირე ამბულატორიულ პირობებში ან დამოუკიდებლად, როგორც მინიმუმ, თერაპიის 2 კვირის განმავლობაში.
ზემოთ აღნიშნული გულის ფუნქციის მონიტორინგი ასევე უნდა ჩატარდეს სოფოსბუვირით მკურნალობის დასაწყისში მონოთერაპიის სახით ან სხვა DAAs კომბინაციაში პაციენტებში, რომლებმაც შეწყვიტეს ამიოდარონის მიღება ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამიოდარონის ნახევარგამოყოფის ხანგრძლივ პერიოდთან დაკავშირებით.
ყველა პაციენტი, რომელიც იღებს ან ცოტა ხნის წინ იღებდა ამიოდარონს და სოფოსბუვირს ერთად სხვა ანტივირუსულ საშუალებებთან კომბინაციაში, უნდა იყოს გაფრთხილებული ბრადიკარდიის და გულის გამტარობის დარღვევების სიმპტომების შესახებ და ექიმთან დაუყოვნებლივი მიმართვის აუცილებლობის შესახებ ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში.
წამლისმიერი ურთიერთქმედება
კომბინაციები ისეთ პრეპარატებთან, როგორიცაა:
- β-ბლოკატორები, გარდა სოტალოლისა (კომბინაცია, რომლის გამოყენებაც უკუნაჩვენებია) და ესმოლოლისა (კომბინაცია, რომლის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა),
- ვერაპამილი და დილთიაზემი,
უნდა განიხილებოდეს მხოლოდ სიცოცხლისთვის საშიში პარკუჭოვანი არითმიების პროფილაქტიკისთვის.
ამიოდარონის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდირებული შემდეგ პრეპარატებთან: ციკლოსპორინი, დილტიაზემი (ინექცია) ან ვერაპამილი (ინექცია), გარკვეული ანტიპარაზიტული პრეპარატები (ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი და პენტამიდინი), გარკვეული ნეიროლეპტიკები (ამისულპრიდი, ქლორპრომაზინი, ციამემაზინი, დროპერიდოლი, ფლუპენტიქსოლი, ფლუფენაზინი, ჰალოპერიდოლი, ლევომეპრომაზინი, პიმოზიდი, პიპამპერონი, პიპოტიაზინი, სერტინდოლი, სულპირიდი, სულტოპრიდი, ტიაპრიდი, ზუკლოპენტიქსოლი), ფტორქინოლონები (ლევოფლოქსაცინისა და მოქსიფლოქსაცინის გარდა), ნაწლავების პერისტალტიკის მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები, მეტადონი ან ფინგოლიმოდი. სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენებისას
ელექტროლიტური დარღვევები, მათ შორის ჰიპოკალიემია
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ყველა სიტუაცია, რომელშიც პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ჰიპოკალიემია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არითმოგენური ეფექტები. ჰიპოკალიემია უნდა დაკორექტირდეს ამიოდარონის მიღების დაწყებამდე.
გვერდითი რეაქციები
„გვერდითი რეაქციების“ ნაწილში ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები ყველაზე ხშირად დაკავშირებულია პრეპარატის მაღალი დოზებით მიღებასთან, მათი თავიდან აცილება ან მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია მინიმალური შემანარჩუნებელი დოზის სათანადოდ შერჩევით.
ფოტოსენსიბილიზაცია
პრეპარატით მკურნალობის დროს პაციენტებს ურჩევენ, თავი აარიდონ მზის პირდაპირ სხივებს და გამოიყენონ მზისგან დამცავი საშუალებები.
ბავშვები
ამიოდარონის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში არ არის შეფასებული კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში.
პაციენტები ელექტროკარდიოსტიმულატორით/იმპლანტირებული დეფიბრილატორით
პაციენტებში იმპლანტირებული გულის დეფიბრილატორებით ან კარდიოსტიმულატორებით დეფიბრილაციის ზღურბლის და/ან რეაქციის ზღურბლის გაზრდის რისკის გამო, უნდა შემოწმდეს ამ მოწყობილობების სწორი ფუნქციონირება ამიოდარონის მიღების დაწყებამდე და რამდენჯერმე მისი გამოყენების დაწყების შემდეგ, ასევე პრეპარატის დოზის ყოველი კორექტირებისას.
ანესთეზია
ქირურგიული ჩარევის წინ ანესთეზიოლოგს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამიოდარონს.
გვერდითმა რეაქციებმა ამიოდარონით ხანგრძლივ მკურნალობასთან დაკავშირებით შეიძლება გაზარდონ ჰემოდინამიკური რისკი, დაკავშირებული ზოგად ან ადგილობრივ ანესთეზიასთან.
გვერდითი რეაქციები მოიცავენ, კერძოდ, ბრადიკარდიას, არტერიულ ჰიპოტენზიას, სისხლის მიმოქცევის წუთმოცულობის შემცირებას და გულის გამტარობის დარღვევას.
გარდა ამისა, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის ზოგიერთი შემთხვევა დაფიქსირდა ადრეულ პოსტოპერაციულ პერიოდში პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამიოდარონს. ამიტომ, რეკომენდირებულია პაციენტების სათანადო მონიტორინგის ჩატარება ფილტვების მექანიკური ვენტილაციის დროს.
ტრანსპლანტაცია
რეტროსპექტული კვლევების თანახმად, გულის ტრანსპლანტაციამდე ამიოდარონის გამოყენება დაკავშირებულია ტრანსპლანტატის პირველადი დისფუნქციის (PGD) განვითარების გაზრდილ რისკთან. PGD არის გულის ტრანსპლანტაციის დროს სიცოცხლისთვის საშიში გართულება, რომელიც ვლინდება როგორც მარცხენა, მარჯვენა ან ორივე პარკუჭის დისფუნქცია, რომელიც ვითარდება გულის ტრანსპლანტაციიდან 24 საათის განმავლობაში და რომლისთვის სხვა მიზეზი არ არის დადგენილი. მძიმე PGD შეიძლება შეუქცევადი იყოს.
გულის ტრანსპლანტაციის მომლოდინე პაციენტებს რაც შეიძლება ადრე უნდა დაენიშნოთ ალტერნატიული ანტიარითმიული პრეპარატი.
დამხმარე ნივთიერებები
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებების მქონე პაციენტებმა, რომლებიც ხასიათდება გალაქტოზის აუტანლობით, ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციით, არ უნდა მიიღონ ეს სამკურნალო პროდუქტი.
შეუთავსებლობა
არ გამოიყენება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ანტიარითმიული პრეპარატები
ბევრი ანტიარითმიული პრეპარატი თრგუნავს გულის ავტომატიზმს, გამტარობას და მიოკარდიუმის შეკუმშვას.
სხვადასხვა კლასის ანტიარითმიული პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება იქონიოს დადებითი თერაპიული ეფექტი, მაგრამ, როგორც წესი, ასეთი კომბინაციების გამოყენება მოითხოვს პაციენტის კლინიკური სტატუსის და ეკგ-ს სათანადო მონიტორინგს. ანტიარითმიულ პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენება, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია (მაგ. დიზოპირამიდი, ქინიდინის წარმოებულები, სოტალოლი) უკუნაჩვენებია.
ერთი და იგივე კლასის ანტიარითმიული პრეპარატების კომბინირებული გამოყენება არ არის რეკომენდირებული, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რადგან ასეთი მკურნალობა ზრდის გულის მხრივ გვერდითი რეაქციების განვითარების რისკს.
ამიოდარონის კომბინირებული გამოყენება პრეპარატებთან, რომლებიც ახდენენ უარყოფით ინოტროპულ მოქმედებას, იწვევენ ბრადიკარდიას და/ან ატრიოვენტრიკულური გამტარობის შენელებას, მოითხოვს სიფრთხილეს და სათანადო კლინიკურ დაკვირვებას და ეკგ მონიტორინგს.
სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიარდიის გამოწვევა
ეს მძიმე არითმია შეიძლება გამოწვეული იყოს რიგი პრეპარატებით, მათ შორის ანტიარითმიული პრეპარატებით. წინასწარგანწყობის ფაქტორებია ჰიპოკალიემია (იხ. „სისხლში კალიუმის დონის დამწევი პრეპარატები“), ბრადიკარდია (იხ. „გულის შეკუმშვათა სიხშირის შემამცირებელი პრეპარატები“) ან QT ინტერვალის თანდაყოლილი ან შეძენილი გახანგრძლივება.
სამკურნალო საშუალებებს, რომლებსაც შეუძლიათ „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის გამოწვევა, მიეკუთვნება Ia და III კლასის ანტიარითმიული საშუალებები და ზოგიერთ ნეიროლეპტიკები. დოლასეტრონის, ერითრომიცინის, სპირამიცინის და ვინკამინის შემთხვევაში, ასეთი ურთიერთქმედება ხდება მხოლოდ ინტრავენური შეყვანისთვის სამკურნალო ფორმების გამოყენებისას.
ორი პრეპარატის ერთდროული გამოყენება, რომელთაგან თითოეული არის პრეპარატი, რომელიც განაპირობებს „პირიეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარებას, ზოგადად უკუნაჩვენებია.
თუმცა, ამ პრეპარატებიდან ზოგიერთი, მათი აუცილებლობის გამო, გამონაკლისს წარმოადგენს და უკუნაჩვენებია მხოლოდ იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც იწვევენ „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვან ტაქიკარდიას. მათ მიეკუთვნება მეტადონი, ანტიპარაზიტული პრეპარატები (ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი, პენტამიდინი) და ნეიროლეფსიური საშუალებები.
გულის შეკუმშვათა სიხშირის დამწევი პრეპარატები
ბევრ პრეპარატს, კერძოდ, Ia კლასის ანტიარითმულ საშუალებებს, β-ბლოკატორებს, ზოგიერთ III კლასის ანტიარითმულ საშუალებას, ზოგიერთ კალციუმის არხის ბლოკატორებს, დიგიტალისს, პილოკარპინს და ანტიქოლინესტერაზას პრეპარატებს, შეუძლია ბრადიკარდიის გამოწვევა.
ამიოდარონის გავლენა სხვა პრეპარატებზე
ამიოდარონი და/ან მისი მეტაბოლიტი, დეზეთილამიოდარონი, აინჰიბირებს CYP1A1, CYP1A2, CYP3A4, CYP2C9, CYP2D6 და P-გლიკოპროტეინს და შეიძლება გაზარდოს ზემოთ ჩამოთვლილი იზოფერმენტების სუბსტრატების კონცენტრაცია სისხლში. ამიოდარონის ხანგრძლივი მოქმედების გათვალისწინებით, ასეთი ურთიერთქმედებები შეიძლება აღინიშნოს ამიოდარონით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში.
სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა ამიოდარონზე
CYP3A4 და CYP2C8 ინჰიბიტორებმა შეიძლება დათრგუნონ ამიოდარონის მეტაბოლიზმი და ამით გაზარდონ მისი ექსპოზიცია.
რეკომენდირებულია თავი აარიდოთ ამიოდარონის და CYP3A4 ინჰიბიტორების (მაგ., გრეიფრუტის წვენი და გარკვეული სამკურნალო საშუალებები) ერთდროულ გამოყენებას.
კომბინაციები, რომელთა გამოყენება უკუნაჩვენებია
მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ „პირუეტის’“ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია (გარდა ანტიპარაზიტული პრეპარატებისა, ნეიროლეფსიური საშუალებებისა და მეტადონისა (იხ. „კომბინაციები, რომელთა გამოყენება არ არის რეკომენდირებული“)):
- Ia კლასის ანტიარითმიული საშუალებები (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი);
- III კლასის ანტიარითმული საშუალებები (დოფეტილიდი, იბუტილიდი, სოტალოლი);
- სხვა პრეპარატები, როგორიცაა: დარიშხანის ნაერთები, ბეპრიდილი, ცისაპრიდი, ციტალოპრამი, ესციტალოპრამი, დიფემანილი, დოლასეტრონი (ინტრავენური შეყვანა), დომპერიდონი, დრონედარონი, ერითრომიცინი (ინტრავენური შეყვანა), ლევოფლოქსაცინი, მექიტაზინი, მიზოლასტინი, მოქსიფლოქსაცინი, პრუკალოპრიდი, სპირამიცინი (ინტრავენური შეყვანა), ტორემიფენი, ვინკამინი (ინტრავენური შეყვანა).
პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის, განვითარების რისკის გაზრდა.
ტელაპრევირი
ავტომატიზმისა და გულის გამტარობის დარღვევა გამოხატული ბრადიკარდიის განვითარების რისკით.
კობიცისტატი
არსებობს ამიოდარონის გვერდითი რეაქციების სიხშირის გაზრდის რისკი მეტაბოლიზმის შემცირების შედეგად.
კომბინაციები, რომელთა გამოყენება არ არის რეკომენდირებული
სოფოსბუვირი
სოფოსბუვირისა და სხვა ანტივირუსული პრეპარატების კომბინირებული გამოყენებისას ამიოდარონთან ერთად შეიძლება განვითარდეს მძიმე სიმპტომური ბრადიკარდია; ამიოდარონი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ალტერნატიული ანტიარითმიული თერაპია, ამასთან რეკომენდირებულია პაციენტების სათანადო მონიტორინგის ჩატარება.
CYP3A4 სუბსტრატები
ამიოდარონი არის CYP3A4 ინჰიბიტორი და ზრდის CYP3A4 სუბსტრატების კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი ტოქსიკურობის ზრდა.
ციკლოსპორინი
ციკლოსპორინის შრატისმიერი კონცენტრაციის მომატება ღვიძლში მისი მეტაბოლიზმის შემცირების გამო ნეფროტოქსიური ეფექტების გამოვლინების რისკით.
აუცილებელია სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციის კონტროლი, თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი და ციკლოსპორინის დოზის კორექტირება.
დილთიაზემი (საინექციო შეყვანა)
ბრადიკარდიისა და ატრიოვენტრიკულური ბლოკადის განვითარების რისკი.
თუ პრეპარატების ასეთი კომბინაციის გამოყენების თავიდან აცილება შეუძლებელია, აუცილებელია სათანადო კლინიკური დაკვირვების ჩატარება და რეგულარული ეკგ-მონიტორინგი.
ფინგოლიმოდი
ბრადიკარდიით გამოწვეული ეფექტების გაძლიერება, რაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში გახდეს. ეს განსაკუთრებით ეხება β-ბლოკატორებს, რომლებიც თრგუნავენ ადრენერგული კომპენსაციის მექანიზმებს. პრეპარატის პირველი დოზის გამოყენების შემდეგ აუცილებელია კლინიკური დაკვირვების ჩატარება და ეკგ-ს უწყვეტი მონიტორინგი 24 საათის განმავლობაში.
ვერაპამილი (საინექციო შეყვანა)
ბრადიკარდიისა და ატრიოვენტრიკულური ბლოკადის განვითარების რისკი.
თუ პრეპარატების ასეთი კომბინაციის გამოყენების თავიდან აცილება შეუძლებელია, აუცილებელია სათანადო კლინიკური დაკვირვების ჩატარება და ეკგ-ს მუდმივი მონიტორინგი.
ანტიპარაზიტული პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია (ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი, პენტამიდინი)
პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის, განვითარების რისკის გაზრდა. თუ არსებობს ასეთი შესაძლებლობა, უნდა შეწყდეს ორი პრეპარატიდან ერთ-ერთის მიღება. თუ ამ კომბინაციის გამოყენების თავიდან აცილება შეუძლებელია, აუცილებელია QT ინტერვალის წინასწარი შეფასება და ეკგ-ს მონიტორინგის ჩატარება.
ნეიროლეპტიკები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია (ამისულპრიდი, ქლორპრომაზინი, ციამემაზინი, დროპერიდოლი, ფლუპენტიქსოლი, ფლუფენაზინი, ჰალოპერიდოლი, ლევომეპრომაზინი, პიმოზიდი, პიპამპერონი, პიპოთიაზინი, სერტინდოლი, სულპირიდი, სულტოპრიდი, ტიაპრიდი, ზუკლოპენტიქსოლი)
პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის, განვითარების რისკის გაზრდა.
მეტადონი
პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის, განვითარების რისკის გაზრდა.
ფტორქინოლონები, გარდა ლევოფლოქსაცინისა და მოქსიფლოქსაცინისა (კომბინაციები, რომელთა გამოყენება უკუნაჩვენებია)
პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის, განვითარების რისკის გაზრდა.
ნაწლავის პერისტალტიკის მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები
პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის, განვითარების რისკის გაზრდა (ამასთან, ჰიპოკალიემია ხელშემწყობი ფაქტორია). პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მოხდეს ჰიპოკალიემიის კორექცია (გამომწვევი მიზეზის მიუხედავად) და კლინიკური დაკვირვების უზრუნველყოფა, ეკგ-ს და სისხლში ელექტროლიტების დონის მონიტორინგი.
ფიდაქსომიცინი
ფიდაქსომიცინის პლაზმური კონცენტრაციების მომატება.
კომბინაციები, რომელთა გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა
P-გლიკოპროტეინის სუბსტრატები
ამიოდარონი არის P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორი. P-გლიკოპროტეინის სუბსტრატებთან ერთდროულად გამოყენებისას, მათი კონცენტრაცია სისხლში შეიძლება გაიზარდოს.
დიგიტალისის პრეპარატები
ავტომატიზმის შემცირება (გამოხატული ბრადიკარდია) და ატრიოვენტრიკულური გამტარობის დარღვევა.
დიგოქსინის გამოყენებისას, მისი კლირენსის შემცირების გამო, შეინიშნება სისხლში დიგოქსინის დონის მომატება.
უნდა ჩატარდეს კლინიკური და ეკგ მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა კონტროლდებოდეს სისხლში დიგოქსინის დონე და დაკორექტირდეს დიგოქსინის დოზა.
დაბიგატრანი
დაბიგატრანის პლაზმური კონცენტრაციების მომატება სისხლდენის მომატებული რისკით. თუ დაბიგატრანი გამოიყენება ქირურგიული ჩარევის ჩატარების შემდეგ, უნდა ჩატარდეს კლინიკური მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვევაში, დაბიგატრანის დოზა უნდა დაკორექტირდეს, არაუმეტეს 150 მგ დღეში.
CYP2C9 სუბსტრატები
ამიოდარონი ზრდის იმ ნივთიერებების კონცენტრაციას, რომლებიც წარმოადგენენ CYP2C9 სუბსტრატებს, როგორიცაა K ვიტამინის ანტაგონისტები და ფენიტოინი.
K ვიტამინის ანტაგონისტები
K ვიტამინის ანტაგონისტების ეფექტის გაძლიერება და სისხლდენის რისკის გაზრდა. უფრო ხშირად უნდა გაკონტროლდეს პროთრომბინული დროის მაჩვენებელი (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა (INR)) და ანტიკოაგულანტების დოზები უნდა დაკორექტირდეს ამიოდარონით მკურნალობის დროს და მისი მიღების შეწყვეტიდან 8 დღის განმავლობაში.
ფენიტოინი (ასევე ექსტრაპოლაციის გზით და ფოსფენიტოინი)
სისხლის პლაზმაში ფენიტოინის კონცენტრაციის მომატება დოზის გადაჭარბების ნიშნებით, განსაკუთრებით ნევროლოგიურის (ფენიტოინის მეტაბოლიზმის დათრგუნვა ღვიძლში). აუცილებელია კლინიკური მონიტორინგი, სისხლის პლაზმაში ფენიტოინის დონის კონტროლი და, საჭიროების შემთხვევაში, ფენიტოინის დოზის კორექცია.
CYP2D6 სუბსტრატები (ფლეკაინიდი)
ამიოდარონი ზრდის ფლეკაინიდის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში ციტოქრომ CYP2D6-ის ინჰიბირების გზით. ამიტომ, უნდა მოხდეს ფლეკაინიდის დოზის კორექცია.
CYP3A4 სუბსტრატები
ამიოდარონი არის CYP3A4 ინჰიბიტორი და ზრდის ზემოთ აღნიშნული იზოფერმენტის სუბსტრატების კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, რაც იწვევს მათი ტოქსიკური მოქმედების აღნიშვნის რისკის ზრდას.
სტატინები (სიმვასტატინი, ატორვასტატინი, ლოვასტატინი)
როდესაც ამიოდარონი მიიღება CYP3A4-ით მეტაბოლიზებულ სტატინებთან ერთად, როგორიცაა სიმვასტატინი, ატორვასტატინი და ლოვასტატინი, იზრდება კუნთების ტოქსიკურობის (მაგ., რაბდომიოლიზის) განვითარების რისკი. რეკომენდირებულია ისეთი სტატინების გამოყენება, რომლებიც არ მეტაბოლიზდება CYP3A4-ით.
ტაკროლიმუსი
სისხლში ტაკროლიმუსის კონცენტრაციის მომატება ამიოდარონის მიერ მისი მეტაბოლიზმის ინჰიბირების გამო.
აუცილებელია სისხლში ტაკროლიმუსის კონცენტრაციის კონტროლი, თირკმლის ფუნქციის მონიტორინგის ჩატარება და ტაკროლიმუსის დოზის კორექტირება კომბინირებული თერაპიის დროს და ამიოდარონის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
ლიდოკაინი
სისხლის პლაზმაში ლიდოკაინის კონცენტრაციის მომატების რისკი ამიოდარონის მიერ ღვიძლში მისი მეტაბოლიზმის ინჰიბირების შედეგად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები ნერვული სისტემის და გულის მხრივ. აუცილებელია კლინიკური გამოვლინებების და ეკგ-ს მონიტორინგი, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სისხლის ლაზმაში ლიდოკაინის კონცენტრაციის რაოდენობრივი განსაზღვრა და მისი დოზის კორექტირება ამიოდარონით მკურნალობის დროს და მისი მოხსნის შემდეგ.
სხვა პრეპარატები, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP3A4-ით (სიროლიმუსი, სილდენაფილი, მიდაზოლამი, დიჰიდროერგოტამინი, ერგოტამინი, კოლხიცინი, ტრიაზოლამი)
ამიოდარონი არის CYP3A4 ინჰიბიტორი და ზრდის ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატების კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, რასაც შეიძლება თან ახლდეს მათი ტოქსიკური ეფექტის ზრდა.
β-ბლოკატორები, გარდა სოტალოლისა და ესმოლოლისა
ავტომატიზმის და გამტარობის დარღვევა (კომპენსატორული სიმპათიკური მექანიზმების დათრგუნვა). რეკომენდირებულია კლინიკური გამოვლინებების და ეკგ-ს მონიტორინგი.
გულის უკმარისობის დროს გამოყენებული β-ბლოკატორები (ბისოპროლოლი, კარვედილოლი, მეტოპროლოლი, ნებივოლოლი)
ავტომატიზმის და მიოკარდიუმის გამტარობის დარღვევა გამოხატული ბრადიკარდიის რისკით.
პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის, განვითარების რისკის ზრდა. რეკომენდირებულია კლინიკური გამოვლინებების და ეკგ-ს რეგულარული მონიტორინგი.
ესმოლოლი
კუმშვადობის, ავტომატიზმის და გამტარობის დარღვევა (კომპენსატორული სიმპათიკური მექანიზმების დათრგუნვა). რეკომენდირებულია კლინიკური გამოვლინებების და ეკგ-ს მონიტორინგი.
დილტიაზემი (პერორალური მიღება)
ბრადიკარდიის ან ატრიოვენტრიკულური ბლოკადის განვითარების რისკი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. რეკომენდირებულია კლინიკური გამოვლინებების და ეკგ-ს მონიტორინგი.
ვერაპამილი (პერორალური მიღება)
ბრადიკარდიის ან ატრიოვენტრიკულური ბლოკადის განვითარების რისკი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. რეკომენდირებულია კლინიკური გამოვლინებების და ეკგ-ს მონიტორინგი.
ზოგიერთი მაკროლიდები (აზითრომიცინი, კლარითრომიცინი, როქსითრომიცინი)
პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის, განვითარების რისკის ზრდა. რეკომენდირებულია ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენების ფონზე კლინიკური გამოვლინებების და ეკგ-ს მონიტორინგის ჩატარება.
სისხლში კალიუმის დონის დამწევი პრეპარატები: ჰიპოკალიემიის გამომწვევი შარდმდენები (მონოთერაპიის სახით გამოყენებისას ან კომბინირებული გამოყენებისას), ამფოტერიცინი B (ინტრავენური შეყვანა), გლუკოკორტიკოიდები (სისტემური გამოყენება), ტეტრაკოზაქტიდი
პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (ჰიპოკალიემია ხელშემწყობი ფაქტორია) რისკის გაზრდა. პრეპარატის დანიშვნამდე აუცილებელია ჰიპოკალიემიის აღმოფხვრა და კლინიკური დაკვირვების დაწესება, ეკგ-ს და სისხლში ელექტროლიტების მონიტორინგის ჩატარება.
გულის შეკუმშვათა სიხშირის დამწევი პრეპარატები.
პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის, განვითარების რისკის გაზრდა. რეკომენდირებულია კლინიკური გამოვლინებების და ეკგ-ს მონიტორინგი.
ორლისტატი
ამიოდარონის და მისი აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაციების შემცირების რისკი. რეკომენდირებულია კლინიკური დაკვირვება და, საჭიროების შემთხვევაში, ეკგ-ს მონიტორინგი.
ტამსულოზინი
ტამსულოზინის გვერდითი რეაქციების გაძლიერების რისკი ღვიძლში მისი მეტაბოლიზმის ინჰიბირების შედეგად. ამიოდარონით მკურნალობის დროს და მისი გამოყენების შეწყვეტის შემდეგ უნდა ჩატარდეს კლინიკური მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვევაში, ტამსულოზინის დოზის კორექტირება.
ვორიკონაზოლი
პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების რისკი ზრდა, რადგან ამიოდარონის მეტაბოლიზმი შეიძლება შემცირდეს. კლინიკური გამოვლინებები და ეკგ უნდა კონტროლდებოდეს და, საჭიროების შემთხვევაში, ამიოდარონის დოზა უნდა დაკორექტირდეს.
კომბინაციები, რომელთა გამოყენება საჭიროებს ყურადღებით განხილვას
პილოკარპინი
გამოხატული ბრადიკარდიის რისკი (გულის შეკუმშვათა სიხშირის შემამცირებელი პრეპარატების ადიტიური ეფექტი).
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ტერატოგენული ეფექტები არ დაფიქსირებულა, ამიტომ ადამიანებში მალფორმაციის ეფექტები მოსალოდნელი არ არის. ეს ეფუძნება 2 ცხოველთა სახეობაზე სათანადოდ ჩატარებული კვლევების შედეგებს, რომლებშიც დადგენილია, რომ ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ მანკებს ადამიანებში, ცხოველებში ტერატოგენულია.
არ არის საკმარისი შესაბამისი კლინიკური მონაცემები ამიოდარონის შესაძლო ტერატოგენული ეფექტის შესაფასებლად ორსულობის პირველ ტრიმესტრში მისი გამოყენებისას.
ვინაიდან ნაყოფის ფარისებრი ჯირკვალი იოდის შეკავშირებას მხოლოდ ორსულობის მე-14 კვირიდან (ამენორეა) იწყებს, მოსალოდნელი არ არის, რომ ამიოდარონი მასზე გავლენას მოახდენს მისი წინა გამოყენების შემთხვევაში. იოდის სიჭარბემ პრეპარატის გამოყენებისას მეორე და მესამე ტრიმესტრში შეიძლება გამოიწვიოს ახალშობილში ჰიპოთირეოზის ლაბორატორიული სიმპტომების გაჩენა ან თუნდაც კლინიკურად მნიშვნელოვანი ჩიყვის ფორმირება. ამიტომ, პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია დაწყებული ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან.
ლაქტაცია
ამიოდარონი და მისი მეტაბოლიტები, მათ შორის იოდი, მნიშვნელოვანი რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. ახალშობილში ჰიპოთირეოზის განვითარების რისკის გათვალისწინებით, ამიოდარონით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია.
გავლენა ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე
ამიოდარონის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მონაცემების საფუძველზე, არ არსებობს მტკიცებულება მისი გავლენის შესახებ სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან საქმიანობის სხვა პოტენციურად საშიში სახეობებით დაკავების უნარზე. თუმცა, სიფრთხილის ზომის სახით, პაციენტებისთვის რითმის მძიმე დარღვევების შეტევებით პრეპარატით როტარიტმილი მკურნალობის პერიოდში, რეკომენდირებულია თავი შეიკავონ სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან და პოტენციურად საშიში აქტივობებისგან, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების კონცენტრაციის და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს. გასათვალისწინებელია ნერვული სისტემის და მხედველობის ორგანოს მხრიდან გვერდითი რეაქციების განვითარების შესაძლებლობა.
გვერდითი რეაქციები
გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად MedDRA-ს მიხედვით. გვერდითი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირი (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათი (≥ 1/10,000, მაგრამ < 1/1,000); ძალიან იშვიათი (< 1/10,000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით ვერ შეფასდება).
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათი - თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, აპლასტიური ანემია; სიხშირე უცნობია - ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი.
იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები, მათ შორის შოკი.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირი - დისთირეოზი (T4 დონის მომატება ნორმალური ან ოდნავ შემცირებული T3 დონის დროს სისხლში) კლინიკური გამოვლინებების გარეშე (არ წარმოადგენს პრეპარატის მიღების შეწყვეტის საფუძველს); ხშირი - ჰიპოთირეოზი* (თან ახლავს ტიპიური სიმპტომები: წონის მატება, სიცივის მიმართ მგრძნობელობა, აპათია, ძილიანობა), ჰიპერთირეოზი# (სიმპტომების უმნიშვნელო გამოხატულების გამო უფრო რთულია გამოვლენა: წონის უმნიშვნელო კლება, ანტიანგინალური და/ან ანტიარითმული პრეპარატების ეფექტურობის დაქვეითება, ხანდაზმულებში შეიძლება გამოვლინდეს ფსიქიკური დარღვევებით თირეოტოქსიკოზამდე); ძალიან იშვიათად - ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეციის სინდრომი (SIADH), განსაკუთრებით ამიოდარონის იმ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ჰიპონატრიემია (იხ. „გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე“).
ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: სიხშირე უცნობია - მადის დაქვეითება.
ფსიქიკის დარღვევები: ხშირად - ლიბიდოს დაქვეითება; სიხშირე უცნობია - ცნობიერევის არევა, დელირიუმი, ჰალუცინაციები.
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - ტრემორი ან სხვა ექსტრაპირამიდული სიმპტომები, ძილის დარღვევები, მათ შორის ღამის კოშმარები, პერიფერიული სენსორული, მოტორული ან შერეული ნეიროპათია1; არახშირი - მიოპათია1; ძალიან იშვიათი - ნათხემის ატაქსია, კეთილთვისებიანი ქალასშიდა ჰიპერტენზია, თავის ტკივილი (თავის ტკივილის აღნიშვნის შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს გამოკვლევა მისი შესაძლო მიზეზის დასადგენად); სიხშირე უცნობია - პარკინსონიზმის სინდრომი, პაროსმია.
მხედველობის ორგანოს მხრივ: ძალიან ხშირად - მიკროდეპოზიტები რქოვანაში2; ძალიან იშვიათად - ოპტიკური ნეიროპათია (მხედველობის ნერვის ნევრიტი) მხედველობის სიმახვილის დარღვევით, მხედველობის დაქვეითებით და თვალის ფსკერზე პაპილარული შეშუპებით, რაც შეიძლება გადაიზარდოს მხედველობის სიმახვილის მეტ-ნაკლებად მძიმე შემცირებაში. ზემოაღნიშნული ეფექტის კავშირი ამიოდარონის მიღებასთან ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. თუმცა, მხედველობითი ნერვის ნევრიტის განვითარების სხვა აშკარა მიზეზის არარსებობის შემთხვევაში, რეკომენდირებულია მკურნალობის შეწყვეტა.
გულის მხრივ: ხშირად - ბრადიკარდია, ჩვეულებრივ ზომიერი და დოზადამოკიდებული; არახშირი - მიოკარდიუმის გამტარობის დარღვევები (სინოატრიალური ბლოკადა, სხვადასხვა ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა); ძალიან იშვიათად - გამოხატული ბრადიკარდია და, გამონაკლის შემთხვევებში, სინუსური კვანძის გაჩერება, რაც დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევაში (სინუსური კვანძის დისფუნქციის ფონზე, ხანდაზმულ პაციენტებში); სიხშირე უცნობია - „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია.
სისხლძარღვების მხრივ: ძალიან იშვიათად - ვასკულიტი.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: ხშირად - დიფუზური ინტერსტიციალური ან ალვეოლური პნევმონიტი და მაობლითირებელი ბრონქიოლიტი პნევმონიით (BOOP), ზოგჯერ ფატალური შედეგით3; ძალიან იშვიათად - ბრონქოსპაზმი, განსაკუთრებით ასთმის, მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომის მქონე პაციენტებში, ზოგჯერ ფატალური შედეგით, ჩვეულებრივ ვითარდება ქირურგიული ჩარევების შემდეგ ადრეულ პერიოდში (მაღალი კონცენტრაციის ჟანგბადთან შესაძლო ურთიერთქმედების შედეგად); სიხშირე უცნობია - ფილტვისმიერი სისხლდენა, რომელიც ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს ჰემოპტიზის სახით (ეს გვერდითი რეაქციები ხშირად ასოცირდება ამიოდარონით გამოწვეულ პნევმოპათიასთან).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირად - საჭმლის მონელების დარღვევები (გულისრევა, ღებინება, დისგევზია), ჩვეულებრივ, მკურნალობის დასაწყისში ვლინდება და ქრება დოზის შემცირების შემდეგ; სიხშირე უცნობია - პანკრეატიტი/მწვავე პანკრეატიტი, პირის სიმშრალე, ყაბზობა.
ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: ძალიან ხშირად - ჩვეულებრივ, სისხლში ტრანსამინაზების დონის ზომიერი და იზოლირებული მატება (ნორმაზე 1,5-დან 3-ჯერ მეტი), ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ან სპონტანურად; ხშირი - ღვიძლის მწვავე დაზიანება სისხლში ტრანსამინაზების დონის მომატებით და/ან სიყვითლით, ზოგჯერ ფატალური, რაც მოითხოვს პრეპარატის მოხსნას; ძალიან იშვიათი - ღვიძლის ქრონიკული დაზიანება ხანგრძლივი მკურნალობის დროს4.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ძალიან ხშირი - ფოტომგრძნობელობა5; ხშირი - კანის ციანოზური ან ციანოზურ-ნაცრისფერი პიგმენტაცია, რომელიც ვლინდება მაღალი დღიური დოზების ხანგრძლივი გამოყენების ფონზე. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, პიგმენტაცია ნელა ქრება (10-დან 24 თვემდე); ძალიან იშვიათი - ერითემა სხივური თერაპიის ფონზე, კანზე გამონაყარი (ჩვეულებრივ არასპეციფიკური), ექსფოლიატიური დერმატიტი (პრეპარატთან კავშირი დადგენილი არ არის), ალოპეცია; სიხშირე უცნობია - ეგზემა, კანის მძიმე რეაქციები, ზოგჯერ ფატალური, როგორიცაა ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი) და სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ბულოზური დერმატიტი, მედიკამენტური რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: სიხშირე უცნობია - მგლურას მსგავსი სინდრომი.
სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ: ძალიან იშვიათი - ეპიდიდიმიტი (პრეპარატის გამოყენებასთან მიზეზობრივი-შედეგობრივი კავშირი მკაფიოდ დადგენილი არ არის).
ზოგადი დარღვევები შეყვანის ადგილას: სიხშირე უცნობია - გრანულომის წარმოქმნა, ძირითადად ძვლის ტვინში.
გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: იშვიათი - ჰიპონატრიემია, რამაც შეიძლება მიუთითოს SIADH; ძალიან იშვიათი - თირკმლის დაზიანება კრეატინინის დონის ზომიერი მატებით.
ტრავმა, ინტოქსიკაცია და მანიპულაციების გართულებები: სიხშირე უცნობია - ტრანსპლანტატის პირველადი დისფუნქცია გულის გადანერგვის შემდეგ.
- სისხლში TSH დონის მნიშვნელოვანი მატება ადასტურებს დიაგნოზს. მკურნალობის შეწყვეტა იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციის თანდათანობით დაბრუნებას 1-3 თვის განმავლობაში, ამიტომ პრეპარატის შეწყვეტა სავალდებულო არ არის: იმ შემთხვევაში, თუ ამიოდარონის გამოყენება აუცილებელია, პრეპარატით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს ჰორმონჩანაცვლებით თერაპიასთან კომბინაციაში ლევოთიროქსინის გამოყენებით, რომლის დოზა შეიძლება დარეგულირდეს სისხლში TSH დონის მიხედვით.
# სისხლში TSH დონის მნიშვნელოვანი შემცირება (განისაზღვრება ულტრამგრძნობიარე ანალიზის გამოყენებით) ადასტურებს დიაგნოზს. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ამიოდარონის მოხსნა, რაც, როგორც წესი, საკმარისია კლინიკური ნორმალიზაციისთვის 3-4 კვირის განმავლობაში. ვინაიდან მძიმე შემთხვევებში ეს გვერდითი რეაქცია შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს, შესაბამისი თერაპია დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. თუ პაციენტის მდგომარეობა გაუარესდება, როგორც თავად თირეოტოქსიკოზის გამო, ასევე მიოკარდიუმის ჟანგბადის მოთხოვნილებასა და მიწოდებას შორის საშიში დისბალანსის გამო, შესაძლოა საჭირო გახდეს კორტიკოსტეროიდებით თერაპია (1 მგ/კგ) და უნდა გაგრძელდეს საკმარისად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (3 თვე). იყო შეტყობინებები ჰიპერთირეოზის შემთხვევების შესახებ, რომელიც დარეგისტრირებული იყო ამიოდარონით მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგ.
1 პერიფერიული სენსორული, მოტორული ან შერეული ნეიროპათია და მიოპათია შეიძლება განვითარდეს მკურნალობის რამდენიმე თვის შემდეგ, მაგრამ ზოგჯერ ისინი რამდენიმე წლის შემდეგაც ვითარდება. ეს გვერდითი რეაქციები, როგორც წესი, შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. თუმცა, გამოჯანმრთელება შეიძლება იყოს არასრული, ძალიან ნელი და მიღწეული იყოს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტიდან მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ.
2 თითქმის ყოველთვის გვხვდება მოზრდილებში და, როგორც წესი, ლოკალიზებულია გუგის ქვეშ არსებულ მიდამოში და არ წარმოადგენს მკურნალობის გაგრძელების უკუჩვენებას. გამონაკლის შემთხვევებში შეუძლიათ განაპირობონ მხედველობის მკაფიოობის დარღვევის ან ფერადი შარავანდების აღნიშვნა კაშკაშა სინათლის წყაროების გარშემო. რქოვანაში მიკროდეპოზიტები, რომლებიც წარმოიქმნება ლიპიდების კომპლექსით, ყოველთვის ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
3 ფიზიკური დატვირთვის დროს ქოშინის ან მშრალი ხველის განვითარება, როგორც იზოლირებულის, ასევე ასოცირებულის ზოგადი მდგომარეობის გაუარესებასთან (მომატებული დაღლილობა, წონის დაკლება, სხეულის ტემპერატურის მომატება), მოითხოვს რენტგენოლოგიურ გამოკვლევას და, საჭიროების შემთხვევაში, პრეპარატის მოხსნას, რადგან ფილტვების ამ დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს ფილტვის ფიბროზი.
ამიოდარონის ადრეული შეწყვეტა გლუკოკორტიკოსტეროიდებით თერაპიის დანიშვნასთან ერთად ან მის გარეშე, იწვევს სიმპტომების თანდათანობით გაქრობას. კლინიკური ნიშნები, როგორც წესი, 3-4 კვირის განმავლობაში ქრება, რენტგენოლოგიური სურათისა და ფილტვის ფუნქციის გაუმჯობესება უფრო ნელა (რამდენიმე თვის განმავლობაში) ხდება.
იყო შეტყობინებები პლევრიტის განვითარების რამდენიმე შემთხვევის შესახებ, ჩვეულებრივ ასოცირებულის ფილტვების ინტერსტიციულ დაავადებასთან.
4 ჰისტოლოგიური ცვლილებები შეესაბამება ფსევდოალკოჰოლურ ჰეპატიტს. მკაფიოდ გამოხატული კლინიკური და ლაბორატორიული ნიშნების არარსებობა (არასტაბილური ჰეპატომეგალია, სისხლში ტრანსამინაზების დონის მატება ნორმაზე 1.5-5-ჯერ მეტად) ღვიძლის ფუნქციის რეგულარული მონიტორინგის საფუძველია.
ღვიძლის ქრონიკული დაზიანების დიაგნოზი უნდა იქნას გათვალისწინებული იმ შემთხვევაშიც, თუ 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობის შემდეგ სისხლში ტრანსამინაზების დონე ზომიერადაც კი იზრდება. კლინიკური სიმპტომები და ნორმიდან ლაბორატორიული მაჩვენებლების გადახრები, როგორც წესი, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ქრება. თუმცა, აღწერილია შეუქცევადი დარღვევების რამდენიმე შემთხვევა.
5 პაციენტებს ურჩევენ, მკურნალობის დროს თავი აარიდონ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებას (ულტრაიისფერი გამოსხივება).
შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ
მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებები სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს აღენიშნება სერიოზული გვერდითი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი გვერდითი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები
ამიოდარონის მწვავე ჭარბი დოზირების შემთხვევები პერორალურად მიღებისას არ არის საკმარისად დოკუმენტირებული.
იყო შეტყობინებები სინუსური ბრადიკარდიის, პარკუჭოვანი არითმიის, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის, ღვიძლის ფუნქციის დარღვევების აღნიშვნის რამდენიმე შემთხვევების შესახებ.
მკურნალობა
მკურნალობა სიმპტომურია. პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური პროფილის გათვალისწინებით, რეკომენდირებულია პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი საკმარისად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გულის ფუნქციის მონიტორინგი.
ამიოდარონი და მისი მეტაბოლიტები არ გამოიყოფა დიალიზით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი პრეპარატები. III კლასის ანტიარითმული პრეპარატები. ათქ კოდი: C01BD01.
ანტიარითმული თვისებები:
- კარდიომიოციტების მოქმედების პოტენციალის მე-3 ფაზის გახანგრძლივება, ძირითადად კალიუმის არხების ინჰიბირების ხარჯზე (III კლასი ვოგან-უილიამსის კლასიფიკაციის მიხედვით);
- სინუსური კვანძის ავტომატიზმის შემცირება, რაც იწვევს გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირებას (ეს ეფექტი არ იბლოკება ატროპინით);
- არაკონკურენტული α- და β-ანტიადრენერგული მოქმედება;
- სინოატრიული, წინაგულოვანი და ატრიოვენტრიკულური გამტარობის შენელება, რომელიც უფრო გამოხატული ხდება გულის რითმის გახშირებასთან ერთად;
- ცვლილებების არარსებობა პარკუჭშიდა გამტარობის მხრივ;
- რეფრაქტერული პერიოდის გაზრდა და მიოკარდიუმის აგზნებადობის შემცირება წინაგულოვან, ატრიოვენტრიკულურ და პარკუჭოვან დონეზე;
- გამტარობის შენელება და რეფრაქტერული პერიოდების გახანგრძლივება დამატებით ატრიოვენტრიკულურ გამტარ გზებში.
სხვა თვისებები:
- მიოკარდიუმის მიერ ჟანგბადის მოხმარების შემცირება სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდეგობის ზომიერი შემცირების და გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირების გამო;
- კორონარული სისხლის ნაკადის გაზრდა კორონარული არტერიების გლუვ კუნთებზე პირდაპირი ზემოქმედების გამო და გულის გამოტყორცნის შენარჩუნება წნევის და პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირებით უარყოფითი ინოტროპული ეფექტის არარსებობის შემთხვევაში.
ჩატარდა 13 კონტროლირებადი რანდომიზირებული პროსპექტული კვლევის მეტა-ანალიზი, რომელშიც მონაწილეობდა 6553 პაციენტი ახლახან გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით (78%) ან გულის ქრონიკული უკმარისობით (22%).
პაციენტებზე შემდგომი დაკვირვების საშუალო ხანგრძლივობის პერიოდი მერყეობდა 0.4-დან 2.5 წლამდე. ყოველდღიური შემანარჩუნებელი დოზა შეადგენდა საშუალოდ 200-400 მგ-ს.
დადგენილი იყო, რომ ამიოდარონი სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ამცირებდა საერთო სიკვდილიანობის მაჩვენებელს 13%-ით (95% CI: 0.78-0.99; p = 0.030) და გულის რითმის დარღვევის შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელს 29%-ით (95% CI: 0.59-0.85; p = 0.0003). თუმცა, ეს შედეგები სიფრთხილით უნდა იქნას განმარტებული, კვლევების ანალიზში ჩართული ჰეტეროგენულობის გათვალისწინებით, რაც ძირითადად დაკავშირებულია პაციენტთა შერჩეულ პოპულაციასთან, შემდგომი დაკვირვების პერიოდის ხანგრძლივობასთან, მეთოდოლოგიასთან და კვლევის შედეგებთან.
მკურნალობა შეწყვიტა ამიოდარონის ჯგუფის პაციენტების 41%-მა და პლაცებო ჯგუფის პაციენტების 27%-მა.
ჰიპოთირეოზი განუვითარდა ამიოდარონის მიმღებ პაციენტთა 7%-ს პლაცებო ჯგუფში 1%-თან შედარებით. ჰიპერთირეოზი გამოვლინდა ამიოდარონის მიმღებ პაციენტთა 1.4%-ში პლაცებო ჯგუფში 0.5%-თან შედარებით.
ფილტვის ინტერსტიციალური დაავადება განუვითარდა ამიოდარონის მიმღებ პაციენტთა 1.6%-ს პლაცებო ჯგუფში 0.5%-თან შედარებით.
ბავშვები
ამიოდარონის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კონტროლირებადი კლინიკური კვლევები ბავშვებში არ ჩატარებულა. ამიოდარონის გამოყენების უსაფრთხოების მეტა-ანალიზი ჩატარდა 1118 ბავშვში, რომლებსაც აღენიშნებოდათ სხვადასხვა ტიპის არითმია (მონაცემები გამოქვეყნებულია ლიტერატურულ წყაროებში).
კლინიკური კვლევების ჩარჩოებში ბავშვებში გამოყენებული იყო ამიოდარონის შემდეგი დოზები:
- დატვირთვის დოზა: 10-20 მგ/კგ/დღეში 7-10 დღის განმავლობაში (500 მგ/მ2/დღეში სხეულის ზედაპირის ფართობზე გაანგარიშებით);
- შემანარჩუნებელი დოზა: პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მინიმალური ეფექტური დოზით; მკურნალობაზე ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით, ის შეიძლება მერყეობდეს 5-დან 10 მგ-მდე/კგ/დღეში (250 მგ/მ2/დღეში სხეულის ზედაპირის ფართობზე გაანგარიშებით).
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ამიოდარონი ნელა შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, პრეპარატს აქვს მაღალი აფინურობა სხვადასხვა ქსოვილების მიმართ. ამიოდარონის ბიოშეღწევადობა პერორალური მიღების შემდეგ მერყეობს 30%-დან 80%-მდე სხვადასხვა პაციენტებში (საშუალო მნიშვნელობა შეადგენს დაახლოებით 50%-ს). ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 3-7 საათში. თერაპიული ეფექტი ვითარდება საშუალოდ პრეპარატის მიღების დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში (რამდენიმე დღიდან ორ კვირამდე).
ამიოდარონს აქვს ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი მნიშვნელოვანი ინტერინდივიდუალური ვარიაბელურობით (20-დან 100 დღემდე). მკურნალობის პირველი დღეების განმავლობაში, ამიოდარონი გროვდება სხეულის უმეტეს ქსოვილებში, განსაკუთრებით ცხიმოვან ქსოვილში. ორგანიზმიდან პრეპარატის გამოდევნის პროცესი იწყება რამდენიმე დღის შემდეგ, ხოლო სისხლის პლაზმაში წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა რამდენიმე თვის განმავლობაში, პაციენტის ინდივიდუალური მახასიათებლების მიხედვით. ამიოდარონის ზემოაღნიშნული თვისებების გათვალისწინებით, ქსოვილებში თერაპიული ეფექტის განვითარებისთვის აუცილებელი კონცენტრაციების სწრაფად მისაღწევად, პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული დატვირთვის დოზით.
პრეპარატში შემავალი იოდის ნაწილი გამოიყოფა და შარდში იოდიდის სახით გვხვდება (6 მგ იოდი 24 საათში, ამიოდარონის 200 მგ დღიური დოზის დროს). პრეპარატის დანარჩენი ნაწილი და შესაბამისად, იოდის უმეტესი ნაწილი, ღვიძლში გავლის შემდეგ გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით.
რადგან ამიოდარონი მცირე რაოდენობით გამოიყოფა თირკმელებით, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
გამოყენების შეწყვეტის შემდეგ, პრეპარატი ორგანიზმიდან რამდენიმე თვის განმავლობაში გამოიყოფა; გასათვალისწინებელია პრეპარატის ნარჩენი ეფექტი 10 დღიდან 1 თვემდე განმავლობაში.
ამიოდარონი ძირითადად მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 სისტემის იზოფერმენტით CYP3A4, ასევე CYP2C8-ით. ამიოდარონი და მისი მეტაბოლიტი დეზეთილამიოდარონი წარმოადგენენ CYP1A1, CYP1A2, CYP2C9, CYP2C19, CYP2D6, CYP3A4, CYP2A6, CYP2B6 და CYP2C8 იზოფერმენმტების პოტენციურ ინჰიბიტორებს in vitro. ამიოდარონს და დეზეთილამიოდარონს შეუძლიათ ისეთი სატრანსპორტო ცილების ინჰიბირება, როგორიცაა P-გლიკოპროტეინი და ორგანული კატიონების ტრანსპორტიორი ტიპი 2. ერთ კვლევაში დაფიქსირდა სისხლში კრეატინინის 1.1%-ით ზრდა (ორგანული კათიონების ტრანსპორტიორის სუბსტრატი ტიპი 2).
In vivo კვლევების მონაცემები მიუთითებს ამიოდარონსა და CYP3A4, CYP2C9, CYP2D6 და P-გლიკოპროტეინის სუბსტრატებს შორის ურთიერთქმედებაზე.
ბავშვები
ბავშვებში პრეპარატის გამოყენების კონტროლირებადი კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. არსებობს შეზღუდული მონაცემები, რომლებიც მიუთითებს ფარმაკოკინეტიკაში განსხვავების არარსებობაზე მოზრდილებსა და ბავშვებს შორის.
ვარგისიანობის ვადა
5 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის განსაკუთრებული მითითებები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
ტაბლეტები.
10 ტაბლეტი ბლისტერში.
3 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოებისთვის
სპეციალური მოთხოვნები არ არსებობს.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(ჩოსბ გ.ო. პაშა მაჰ. 6. ჯად. #30 ჩერქეზქოი/ტექირდაგი)
"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.", TURKEY
(ÇOSB G.O. Paşa Mah. 6. Cad. No: 30 Çerkezköy / Tekirdaĝ).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.