კორდარონის® 200 მგ ტაბლეტები შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ამიოდარონის ჰიდროქლორიდს და მიეკუთვნება ანტიარითმული სამკურნალო საშუალებების ჯგუფს. პრეპარატი არეგულირებს გულის მოქმედებას, ის გამოიყენება გულის რიტმის დარღვევების სამკურნალოდ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ამიოდარონის (amiodarone)
- ფორმა და შეფუთვა
- 200მგ ტაბლეტი №30 (2X15)
- მწარმოებელი
- Opella Healthcare Hungary Ltd, უნგრეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კარდიალური თერაპია, ანტიარითმიული საშუალებები, კლასი III
- ATC კოდი
- C01BD01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042749
- რეგისტრირებულია
- 7 თებერვალი 2025, მოქმედებს 7 თებერვალი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Sanofi-aventis Private Co. Ltd (უნგრეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ფაინენშლ ჩეინ კორპორეიშნ“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კორდარონი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კორდარონის® 200 მგ ტაბლეტები შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ამიოდარონის ჰიდროქლორიდს და მიეკუთვნება ანტიარითმული სამკურნალო საშუალებების ჯგუფს. პრეპარატი არეგულირებს გულის მოქმედებას, ის გამოიყენება გულის რიტმის დარღვევების სამკურნალოდ.
პრეპარატი გამოიყენება შემდეგი დაავადებების პროფილაქტიკისთვის:
რიტმის საშიში პარკუჭოვანი დარღვევების (მაგალითად, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭების ფიბრილაცია) პროფილაქტიკა;
ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომით გამოწვეული რიტმის დარღვევების (ტაქიარითმიის) პროფილაქტიკა;
რიტმის სხვა დარღვევების (მაგალითად, წინაგულების ფიბრილაცია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია) პროფილაქტიკა, თუ სხვა პრეპარატებს არ აქვს სათანადო მოქმედება ან მათი გამოყენება უკუნაჩვენებია.
კორდარონი® შესაფერისია მაღალი ხარისხის რისკის (გულის სიმპტომური უკმარისობა, პარკუჭების ფუნქციების დაქვეითება მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ) მქონე პაციენტებში რიტმის დარღვევების შედეგად სიკვდილის თავიდან ასაცილებლად.
გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
რიტმის დარღვევების (წინაგულების ფიბრილაცია და ფრიალი) შემთხვევაში გამოყენება შეიძლება გულის შეკუმშვათა სიხშირის შენელებისთვის ან სინუსური რიტმის აღდგენისთვის.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
დოზირების რეჟიმი
დამტვირთავი (~გამაჯერებელი~) დოზა: შეიძლება გამოყენებული იქნას გაჯერების სხვადასხვა რეჟიმები.
სტაციონარში: საწყისი დოზა, განაწილებული რამდენიმე მიღებაზე, შეადგენს 600-800 მგ-დან (1200 მგ მაქსიმალურ დოზამდე) დღე-ღამეში ჯამური დოზის 10 გ-ის მიღწევამდე (ჩვეულებრივ, 5-8 დღის განმავლობაში).
ამბულატორულად: საწყისი დოზა, განაწილებული რამდენიმე მიღებაზე, შეადგენს 600-დან 800 მგ-მდე დღე-ღამეში ჯამური დოზის 10 გ-ის მიღწევამდე (ჩვეულებრივ, 10-14 დღის განმავლობაში).
შემანარჩუნებელი დოზა: სხვადასხვა პაციენტებში შეიძლება ვარირებდეს 100-დან 400 მგ-მდე დღე-ღამეში. საჭიროა მინიმალური ეფექტიანი დოზის გამოყენება ინდივიდუალური თერაპიული ეფექტის მიხედვით.
პრეპარატ კორდარონს აქვს ძალიან დიდი ნახევარგამოყოფის პერიოდი, ამიტომ მისი მიღება შეიძლება დღეგამოშვებით ან მის მიღებებს შორის კვირაში 2 დღიანი ინტერვალის დაცვით.
საშუალო თერაპიული ერთჯერადი დოზაა 200 მგ.
საშუალო თერაპიული სადღეღამისო დოზაა 400 მგ
მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 400 მგ.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 1200 მგ.
დოზის შემცირება/პრეპარატის მოხსნა
პრეპარატის გვერდითი მოვლენები ნელნელა ალაგდება ქსოვილებში ამიოდარონის კონცენტრაციის შემცირებასთან ერთად. პრეპარატის მოხსნის შემდეგ ნარჩენი, ქსოვილთან დაკავშირებული ამიოდარონი, შეიძლება ახდენდეს დამცავ ანტიარითმულ მოქმედებას ერთი თვის განმავლობაში. თუმცა, გასათვალისწინებელია ამ პერიოდში არითმიის განვითარების რისკი.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ამიოდარონი მაღალი ხარისხით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს და მას აქვს ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდი (იხ. პარაგრაფი 5.2). სიცოცხლისთვის საშიში არითმიების მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდის გამო დოზის გამოტოვება არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ზოგად თერაპიულ ეფექტზე. საჭიროა მინიმალური ეფექტიანი დოზების გამოყენება და პაციენტის რეგულარული კონტროლი ამიოდარონის ჭარბი დოზის კლინიკური სიმპტომატიკის გამოვლენის თვალსაზრისით. საჭიროების შემთხვევაში თერაპია შეიძლება დაკორექტირდეს.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში საჭიროა მინიმალური ეფექტიანი დოზის გამოყენება გამოხატული ბრადიკარდიისა და გამტარობის დარღვევების განვითარების რისკის გამო (იხ. პარაგრაფი 4.4.). განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მონიტორინგს.
ბავშვები
ბავშვებში ამიოდარონის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის.
გამოყენების წესი
ტაბლეტები მიიღება პერორალურად საკვების მიღებამდე, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია იოდის, ამიოდარონის ჰიდროქლორიდის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6);
თუ ცნობილია, რომ გაქვთ გულის გარკვეული დაავადებები (გულის პათოლოგიურად ნელი ფუნქციონირება, გულის გამტარობის ზოგიერთი დარღვევა) და არ გაქვთ ჩადგმული მუდმივი კარდიოსტიმულატორი (რიტმის მარეგულირებელი მოწყობილობა);
თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა;
თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებსაც ასევე შეუძლია გავლენა იქონიოს გულის მოქმედებაზე (იხ. პარაგრაფი “სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი კორდარონი®”);
თუ ხართ ორსულად (გამონაკლისი შემთხვევების გარდა) ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ (იხ. პარაგრაფი “ორსულობა და ძუძუთი კვება”).
სიფრთხილის ზომები
პრეპარატ კორდარონის® გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ ნებისმიერი შემდეგი მდგომარეობა ან დაავადება:
ფილტვების ნებისმიერი დაავადება ან ასთმა (ხველის, ქოშინის შემთხვევები შეიძლება მიუთითებდეს ფილტვების დაზიანებაზე);
გულის დაავადება;
ღვიძლის დაავადებები;
ადრე ნამკურნალები ფარისებრი ჯირკვლის დაავადება;
თუ დაგეგმილი გაქვთ ქირურგიული ჩარევა, უნდა აცნობოთ ექიმ-ანესთეზიოლოგს, რომ იღებთ კორდარონს®;
თუ გაქვთ მხედველობასთან დაკავშირებული რაიმე პრომლება (კერძოდ, მხედველობის ნერვის ნევრიტი). მკურნალობის პერიოდში და მკურნალობიდან რამდენიმე თვის განმავლობაში თავი უნდა დაიცვათ მზის სხივებისგან და უი-გამოსხივებისგან, ან/და დაიცვათ კანი მზისგან, რადგან პრეპარატს შეიძლება ჰქონდეს ფოტოსენსიბილიზაციის მოქმედება;
თუ ხართ გულის გადანერგვის მოლოდინში, მკურნალ ექიმს შეუძლია შეცვალოს მკურნალობა. ეს განპირობებულია იმით, რომ გულის გადანერგვამდე ამიოდარონის გამოყენებას თან ახლავს სიცოცხლისთვის საშიში გართულების განვითარების მომატებული რისკი (ტრანსპლანტატის პირველადი დისფუნქცია): გადანერგილი გული სათანადოდ არ ფუნქციონირებს ოპერაციიდან პირველი 24 საათის განმავლობაში.
ბავშვთა ასაკი: ბავშვებში გამოყენება რეკომენდებული არ არის.
პრეპარატის გამოყენების დროს პერიოდულად უნდა გაიაროთ ექიმის მიერ დანიშნული ზოგიერთი საკონტროლო კვლევა: კარდიოლოგიური შემოწმება, ეკგ, გულ-მკერდის ორგანოების რენტგენოლოგიური კვლევა, ლაბორატორიული კვლევები (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, ღვიძლის ფერმენტები, სისხლში კალიუმის დონე), ასევე ოფთალმოლოგიური გამოკვლევა.
დამატებითი მონაცემები
პრეპარატის გამოყენებისას ცნობილია კანის მძიმე რეაქციების გამოვლენის შესახებ, კერძოდ, კანზე სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში გამონაყარის შესახებ, როგორიცაა პირის ღრუს, თვალების და საშოს ლორწოვან გარსზე გამონაყარით მიმდინარე დაზიანებები, კანზე ლაქოვანი უბნების წარმოქმნა, რომლებიც დაფარულია გამონაყარით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), და ბუშტუკების წარმოქმნის შესახებ, კანის ზედა საფარის აშრევებით (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), ზოგ შემთხვევაში ლეტალური შედეგით. კანის რეაქციების არსებობისას პრეპარატით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან მიმართვა.
მძიმე, სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში მდგომარეობები - შენელებული გულისცემა (ბრადიკარდია), გულის გაჩერება (გულის გამტარობის დარღვევები) შეიძლება გამოვლინდეს ცალკეული ანტივირუსული პრეპარატების (C ჰეპატიტის სამკურნალოდ) და კორდარონის® ტაბლეტების ერთდროულად გამოყენებისას. თუ ასეთი მკურნალობა აუცილებელია და მკურნალობის დროს ძალიან მცირდება გულის შეკუმშვათა სიხშირე, არ ისინჯება ან ცუდად ისინჯება პულსი, აღინიშნება ქოშინი, გაბრუება, გულისცემის შეგრძნება, გონების დაკარგვა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. რიტმის ასეთი დარღვევების დადასტურებული მაღალი რისკის მქონე პაციენტებში სოფოსბუვირით კომბინირებული მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში, საჭიროა გულდასმით დაკვირვება სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში (იხ. პარაგრაფი “სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი კორდარონი®”).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ მკურნალ ექიმს, რომ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან გეგმავთ რომელიმე სხვა პრეპარატის მიღების დაწყებას.
სხვა სამკურნალო საშუალებასთან ერთად პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, რადგან ერთდროულად გამოყენებისას სამკურნალო საშუალებების მოქმედება შეიძლება შეიცვალოს, ასევე შეიძლება გამოვლინდეს არასასურველი რეაქციები.
დაუშვებელია პრეპარატ კორდარონის® გამოყენება ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ქვემოთ მითითებულ ნებისმიერ პრეპარატს:
გულის რიტმის დარღვევების სამკურნალო ცალკეული სამკურნალო საშუალებები, მაგალითად, ქინიდინის რიგის პრეპარატები, სოტალოლი, ბეპრიდილი;
ზოგიერთი სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება ფსიქოზების (შიზოფრენიის) სამკურნალოდ (ნეიროლეფსიურები);
სხვა სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ვინკამინი, ციზაპრიდი, ინტრევანური ერითრომიცინი, საინექციო პენტამიდინი, რადგან ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს რიტმის პოტენციურად ლეტალური დარღვევები.
რეკომენდებული არ არის ერთდროულად გამოყენება:
ნაწლავის პერისტალტიკის მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები: კალიუმის დაკარგვის გამო იზრდება რიტმის ზოგიერთი დარღვევის განვითარების რისკი. ამიოდარონთან კომბინირებისას საჭიროა სხვა ჯგუფის საფაღარათო საშუალებების გამოყენება.
დილთიაზემი, ვერაპამილი: იზრდება გულისცემის შენელებისა და გულის გამტარობის დარღვევების რისკი, ამიტომ მათი ერთდროულად გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ბეტა-ბლოკერები: შეიძლება განვითარდეს გულის ფუნქციონირებისა და გულის გამტარობის დარღვევა.
საჭიროა ფტორქინოლონური ანტიბიოტიკების გამოყენებისგან თავის შეკავება.
ამიოდარონით მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია CYP3A4-ის ფერმენტის ინჰიბიტორების (მაგალითად, კლარითრომიცინი, გრეიპფრუტის წვენი) გამოყენებისგან თავის შეკავება.
რეკომენდებული არ არის C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებთან (სოფოსბუვირი C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან, მაგალითად დაკლატასვირი, სიმეპრევირი, ლედიპასვირი, კომბინაციაში) ერთდროულად გამოყენება, რადგან ამ შემთხვევაში იზრდება გულისცემის შენელებისა და გულის გაჩერების რისკი (იხ. პარაგრაფი 2).
ამ პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენება საჭიროებს ექიმის შეფასებას:
სისხლში კალიუმის დონის დამაქვეითებელი სამკურნალო საშუალებები (იზრდება რიტმის ცალკეული დარღვევების რისკი): ზოგიერთი (ერთკომპონენტიანი ან კომბინირებული) დიურეზული, გლუკო-, მინერალოკორტიკოიდები, ტეტრაკოზაქტიდი, ამფოტერიცინი B. მნიშვნელოვანია ჰიპოკალიემიის განვითარების თავიდან აცილება და მისი კორეგირება, განვითარების შემთხვევაში.
ანტიკოაგულანტური ტაბლეტები (ვარფარინი, დაბიგატრანი): შეიძლება საჭირო იყოს დოზირების შეცვლა.
ფუტკარას პრეპარატები: შეიძლება განვითარდეს გამტარობის დარღვევები, რიტმის დარღვევები.
ფენიტოინი: სისხლის პლაზმაში ფენიტოინის კონცენტრაციის მომატებას თან ახლავს დოზის გადაჭარბების ნიშნები, პირველ რიგში, სიმპტომებით ნერვული სისტემის მხრივ.
ციკლოსპორინი: იზრდება თირკმელების დაზიანების რისკი.
ფლეკაინიდი: შეიძლება გაიზარდოს პლაზმაში ფლეკაინიდის დონე, საჭიროა ფლეკაინიდის დოზირების შეცვლა.
CYP3A4-ის ფერმენტის მეტაბოლიზატორ სხვა პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებისას მათი ტოქსიკურობა შეიძლება გაიზარდოს: მაგალითად, ფენტანილი, ლიდოკაინი, სილდენაფილი, მიდაზოლამი, ტრიაზოლამი, დიჰიდროერგოტამინი, ერგოტამინი, კოლხიცინი.
სისხლში ლიპიდების (ცხიმების) დონის დამაქვეითებელი გარკვეული სტატინები, მაგალითად სიმვასტატინი, ლოვასტატინი, ატორვასტატინი.
ზოგადი საანესთეზიო საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას ცნობილია მძიმე გართულებების შესახებ. ერთეულ შემთხვევებში, უშუალოდ ქირურგიული ჩარევის შემდეგ აღინიშნა მძიმე რესპირატორული დარღვევები. არსებობს მოსაზრება ჟანგბადის ტოქსიკური მოქმედების შესაძლო გაძლიერების შესახებ.
გულისცემის ან/და გულის გამტარობის შენელების გამომწვევ პრეპარატებთან ერთად: საჭიროა კლინიკური დაკვირვება და ეკგ კონტროლი.
სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატებთან, რომლებიც გამოიყენება რიტმის დარღვევების სამკურნალოდ: შესაძლებელია სასიკეთო მოქმედება, მაგრამ საჭიროა მკაცრი დაკვირვება და ეკგ მონიტორინგი.
შეიძლება საჭირო იყოს ზემოაღნიშნული პრეპარატების დოზის კორექტირება პრეპარატ კორდარონი® 200 მგ-თან ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში. ამასთან დაკავშირებით, კორდარონთან მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ მკურნალ ექიმს, რომ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან გეგმავთ რომელიმე სხვა პრეპარატის მიღების დაწყებას.
პრეპარატ კორდარონის® მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად
პრეპარატ კორდარონის® მიღების დროს რეკომენდებული არ არის გრეიპფრუტის წვენის მიღება, რადგან მას შეუძლია გაზარდოს სისხლში ამიოდარონის კონცენტრაცია.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
ორსულობა:
კორდარონი® გავლენას ახდენს ნაყოფის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებაზე. ამიტომ, ორსულობის დროს ამიოდარონით მკურნალობა უკუნაჩვენებია, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა.
ძუძუთი კვება:
იმის გათვალისწინებით, რომ ამიოდარონი გადადის დედის რძეში, ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება უკუნაჩვენებია.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ამიოდარონის მიღების შედეგად მხედველობის დარღვევების განვითარების შემთხვევაში შეიძლება გაუარესდეს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარი.
პრეპარატი კორდარონი® შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს
პრეპარატ კორდარონის® ერთ ტაბლეტში რძის შაქრის (ლაქტოზის მონოჰიდრატის) შემცველობა შეადგენს 71.0 მგ-ს. თუ მკურნალი ექიმისგან თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ მგრძნობელობა შაქრის ზოგიერთი სახეობის მიმართ, ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე მიმართეთ ექიმს.
- პრეპარატ კორდარონის® გამოყენება
პრეპარატი უნდა მიიღოთ მკურნალი ექიმის მიერ დანიშნული დოზირების და ხანგრძლივობის მკაცრად დაცვით. დოზირებასთან დაკავშირებით ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ სხვა დანიშნულება არ არის მოცემული მკურნალი ექიმის მიერ, რეკომენდებული დოზაა:
დამტვირთავი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს ერთ ტაბლეტს სამჯერ დღეში 8-10 დღის განმავლობაში, შემდეგ მკურნალი ექიმი ნიშნავს შემანარჩუნებელ დოზას ნახევარი ტაბლეტიდან ორ ტაბლეტამდე დღეში.
თუ ექიმი ნიშნავს ½ ტაბლეტს, მისი გაყოფა მარტივად შეიძლება ორ ნაწილად.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
ბავშვებში ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. თქვენი ბავშვისთვის შესაბამის დოზას განსაზღვრავს ექიმი.
თუ მიიღეთ პრეპარატ კორდარონის® საჭიროზე მეტი დოზა
აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.
სიმპტომები: შენელებული გულისცემა, სისხლის მიმოქცევის უკმარისობა, რიტმის დარღვევები, ღვიძლის დაზიანებები.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ კორდარონის® მიღება
თუ გამოტოვეთ პრეპარატის ერთი დოზა, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ, მაგრამ თუ უკვე მომდევნო დოზის მიღების დრო მოახლოვდა, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის ასანაზღაურებლად, რადგან ამ შემთხვევაში გამოიწვევთ დოზის გადაჭარბების რისკს.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
ძალიან ხშირად (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
მხედველობის დარღვევებისას (არამკვეთრი მხედველობა, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, ფერადი რგოლების დანახვა მზის სინათლის გარშემო) საჭიროა სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევა (მხედველობის მძიმე დაზიანებების განვითარების თავიდან ასაცილებლად). მკურნალობის დასრულების შემდეგ ეს მოვლენები ალაგდება.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ღებინება, გულისრევა, გემოს შეგრძნებების დარღვევები). ჩვეულებრივ დოზის შემცირებასთან ერთად აღინიშნება მათი ალაგება.
მკურნალობის დასაწყისში ღვიძლის ფერმენტების მნიშვნელობების ზომიერი მომატება;
ფოტოსენსიბილიზაცია.
ხშირად (შეიძლება განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):
გულისცემის შენელება (ბრადიკარდია);
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების დარღვევები (ფუნქციის დაქვეითება ან გაზრდა, რაც ზოგ შემთხვევაში შეიძლება იწვევდეს ლეტალურ შედეგს). საყურადღებოა შემდეგი სიმპტომების გამოვლენა: წონის მატება, აპათია, ძილიანობა, მნიშვნელოვნად შენელებული პულსი, ასევე წონის დაუდგენელი მიზეზით შემცირება, გულის პრობლემების განვითარება, ფსიქიატრიული სიმპტომები.
ღვიძლის დაავადებების განვითარება (ზოგჯერ ლეტალური შედეგით), რაც ხასიათდება ლაბორატორიული კვლევების შედეგების გადაცდომებით, ზოგჯერ სიყვითლით;
ტრემორი, კოშმარები, ძილის დარღვევები;
შეკრულობა;
კანზე გამონაყარი ქავილით (ეგზემა);
სუნთქვის დარღვევები, ხველა, ქოშინი - შეიძლება იყოს ფილტვების ანთებითი დაავადებების სიმპტომები (მაგალითად, შემაერთებელი ქსოვილების ანთება, ფიბროზი, პლევრიტი, სპეციფიკური პნევმონია), და პოტენციურად შეიძლება იწვევდეს ლეტალურ შედეგს;
კანის მონაცრისფრო ან მოცისფერო პიგმენტაცია მაღალი დღიური დოზებით ხანგრძლივი მკურნალობისას; მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ეს ლაქები კანზე თანდათანობით ქრება.
არც ისე ხშირად (შეიძლება განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):
გულის რიტმის, გულის გამტარობის დარღვევები. აღწერილია გულის გაჩერების შემთხვევები არითმიის განვითარების ან მისი გაუარესების შემდეგ. აქტუალური მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია იმის დადგენა, იყო თუ არა ეს შემთხვევები გამოწვეული პრეპარატების მიღებით, გულის მდგომარეობით თუ არაეფექტიანი მკურნალობით. ამიოდარონის არითმოგენური ეფექტი უფრო იშვიათად აღინიშნა, ვიდრე სხვა ანტიარითმული საშუალებების გამოყენებისას, და ჩვეულებრივ ვლინდება ზოგიერთ სამკურნალო საშუალებასთან კომბინაციაში ან ელექტროლიტური ბალანსის დარღვევებისას.
ნევრალგია ან მიალგია;
სიმშრალე პირის ღრუში.
ძალიან იშვიათად (შეიძლება განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):
ცვლილებები სისხლის ანალიზში (სხვადასხვა ტიპის ანემია, თრომბოციტების რიცხვის შემცირება), დაღლილობა;
მნიშვნელოვნად შენელებული გულისცემა, განსაკუთრებით ხანდაზმულებში (ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს გულის გაჩერება), რაც იწვევს მიღების შეწყვეტის აუცილებლობას;
მხედველობის ნერვის დაზიანება ან ანთება, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს სიბრმავე;
ღვიძლის ქრონიკული დაავადებები (ჰეპატიტი, ციროზი), ზოგჯერ ლეტალური შედეგით;
სისხლში კრეატინინის დონის მომატება;
თავის ტკივილი, კეთილთვისებიანი ქალაშიდა ჰიპერტენზია, არამკვეთრი სიარული (მოძრაობის დარღვევა);
იმპოტენცია, სათესლე ჯირკვლის დანამატების ანთება;
მსტვინავი სუნთქვა ბრონქების შევიწროების გამო პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სუნთქვის მძიმე უკმარისობა და ასთმა;
ქოშინი, შეიძლება იყოს სასუნთქი სისტემის დაავადებების - სუნთქვის უკმარისობის სიმპტომი (ეგრედ წოდებული მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი მოზრდილებში (ARDS)), ზოგჯერ ლეტალური შედეგით. ჩვეულებრივ შეიძლება განვითარდეს უშუალოდ ქირურგიული ჩარევის შემდეგ.
ვასკულიტი;
კანზე გამონაყარი, თმის ცვენა, ექსფოლიაციური დერმატიტი;
ცუდი გუნება-განწყობა, ცნობიერების არევა ან სისუსტის შეგრძნება, გულისრევა, უმადობა, გაღიზიანებადობა. ეს შეიძლება მიუთითებდეს ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომზე.
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე განვითარების სიხშირის დადგენა შეუძლებელია):
სხეულის მომატებული ტემპერატურა, ყელის ტკივილი, წყლულები პირის ღრუს ლორწოვან გარსებზე (ნეიტროპენია);
გარკვეული ტიპის ლეიკოციტების ძალიან დაბალი რიცხვი (აგრანულოციტოზი);
მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია, ანაფილაქსიური შოკი), რომლის ნიშნები, სხვებთან ერთად, არის ჭინჭრის ციება მთლიან სხეულზე, არტერიული წნევის მოულოდნელად დაცემა (რომელიც შეიძლება იწვევდეს გონების დაკარგვასაც კი), ქოშინი ან შეშუპების განვითარება კისრისა და ყელის არეში;
ანგიონევროზული შეშუპება, კვინკეს შეშუპება (კანისა და სახის ლორწოვანი გარსების, ქუთუთოებისა და ხახის შეშუპება);
მადის დაქვეითება;
კუნთების არაკონტროლირებული მოძრაობები, სახსრების გაჭედვა, ტრემორი (პარკინსონიზმი) და აგზნებული მდგომარეობა;
ყნოსვის დარღვევა (პაროსმია);
ცნობიერების დარღვევა (დელირიუმი), გონების დაკარგვა, ჰალუცინაცია;
აჩქარებული გულისცემა, რომელიც შეიძლება იყოს გულის რიტმის დარღვევის სიმპტომი, სახელწოდებით torsades de pointes (~პირუეტის~ ტიპის ტაქიკარდია);
შეიძლება გაიზარდოს ფილტვისმიერი სისხლდენის რისკი;
კუჭქვეშა ჯირკვლის მოულოდნელი ანთება (მწვავე პანკრეატიტი);
ჭინჭრის ციება;
სიცოცხლისთვის საშიში რეაქციები კანის მხრივ, რომლებიც ხასიათდება გამონაყარით, ბუშტუკების განვითარებით, კანის ზედაპირის აშრევებით და ტკივილით (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ტენ), სტივენს-ჯონსონის სინდრომი (სჯს), კანის ბუშტუკოვანი ანთება (ბულოზური დერმატიტი) და სამკურნალწამლო რეაქცია პრეპარატზე ეოზინოფილიით (ერთი ტიპის ლეიკოციტების პროლიფერაცია) და (სისტემური) გამოვლინებებით მთლიან სხეულზე (ეგრედ წოდებული DRESS-სინდრომი);
მგლურას მსგავსი სინდრომი (სისტემური წითელი მგლურა - lupus erythematosus /SLE/ - აუტოიმუნური დაავადება, როდესაც იმუნური სისტემა აზიანებს ადამიანის რამდენიმე ორგანოს; რის შედეგადაც ვითარდება სახსრების ტკივილი, უმოძრაობა და შესიება, ასევე შეიძლება განვითარდეს კანის პეპლისებური სიწითლე ლოყებზე);
უჯრედული ქსოვილის სწრაფი გამრავლება (გრანულომა), მათ შორის ძვლის ტვინის გრანულომა;
ლიბიდოს დაქვეითება;
სიცოცხლისთვის საშიში გართულება, რომელიც ვითარდება გულის გადანერგვის შემდეგ (ტრანსპლანტატის პირველადი დისფუნქცია), როდესაც გადანერგილი გული არ ფუნქციონირებს სათანადოდ (იხ. პარაგრაფი 2: “განსაკუთრებული მითითება და სიფრთხილის ზომები”).
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
რომელიმე არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით ეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
- პრეპარატ კორდარონის® შენახვა
შეინახეთ +30˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
ძალიან დიდი დოზების პერორალურად მიღებისას რეგისტრირებულია სინუსური ბრადიკარდიის, გულის გაჩერების, პარკუჭოვანი ტაქიკარდიის შეტევების, ~პირუეტის~ ტიპის პაროქსიზმული პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის და ღვიძლის დაზიანების რამდენიმე შემთხვევა. შესაძლებელია ატრიოვენტრიკულური გამტარობის შენელება, არსებული გულის უკმარისობის გაძლიერება.
მკურნალობა
თუ პრეპარატი ახლახანს მიღებულია, ნაჩვენებია კუჭის გამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება. სხვა შემთხვევებში ტარდება სიმპტომური თერაპია: ბრადიკარდიისას - ბეტა-ადრენომიმეტური საშუალებები ან ელექტროკარდიოსტიმულატორის ჩადგმა, ~პირუეტის~ ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიისას - მაგნიუმის მარილების ინტრავენური შეყვანა ან კარდიოსტიმულაცია.
ამიოდარონი და მისი მეტაბოლიტები არ გამოიყოფა ჰემოდიალიზის დროს.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არის.
შემადგენლობა
პრეპარატი კორდარონი® შეიცავს
მოქმედ ნივთიერებას: ამიოდარონის ჰიდროქლორიდი 200 მგ ერთ ტაბლეტში.
სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): ლაქტოზის მონოჰიდრატი (71.0 მგ), სიმინდის სახამებელი, პოლივიდონი K90F (E1201), სილიციუმის დიოქსიდი უწყლო კოლოიდური (E551), მაგნიუმის სტეარატი (E470).
პრეპარატ კორდარონის® აღწერა და შეფუთვის შიგთავსი:
თეთრიდან მოყვითალო-თეთრი ფერის მრგვალი ტაბლეტები გამყოფი ხაზით და გრავირებით: გულის ფორმის სიმბოლო და “200” ერთ მხარეს.
15 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ბლისტერში. 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში შეფუთვის ჩანართთან ერთად.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
შენახვის პირობები
3 წელი.
- 4 სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას
შეინახეთ არაუმეტეს 30˚C-ზე ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში (ბლისტერი კოლოფში).
- 5 პირველადი შეფუთვის აღწერა და შემადგენლობა
15 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ბლისტერში. 2 ბლისტერი თითოში 15 ტაბლეტით მუყაოს კოლოფში შეფუთვის ჩანართთან ერთად.
- 6 სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები გამოყენებული პრეპარატის ან მისი გამოყენების შემდეგ მიღებული ნარჩენების განადგურებისას და სხვა მანიპულაციები პრეპარატთან დაკავშირებით
სპეციალური მოთხოვნები არ არის.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
ფარმაკოლოგიური თვისებები
სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს ~პირუეტის~ ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია ან გაახანგრძლივოს QT ინტერვალი
სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს ~პირუეტის~ ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია
უკუნაჩვენებია კომბინირებული თერაპია სამკურნალო საშუალებებთან, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს ~პირუეტის~ ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია, რადგან ამ შემთხვევაში იზრდება პოტენციურად ლეტალური ~პირუეტის~ ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების რისკი. ამ სამკურნალო საშუალებებს მიეკუთვნება:
Iა კლასის ანტიარითმული პრეპარატები (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, პროკაინამიდი);
III კლასის ანტიარითმული პრეპარატები (დოფეტილიდი, იბუტილიდი, ბრეტილიუმის ტოზილატი), დრონედარონი, სოტალოლი;
სხვა (არა ანტიარითმული) პრეპარატები, როგორიცია:
ნეიროლეფსიურები: ფენოთიაზინები (ქლორპრომაზინი, ციამემაზინი, ლევომეპრომაზინი, თიორიდაზინი, ტრიფლუოპერაზინი, ფლუფენაზინი), ბენზამიდები (ამისულპრიდი, სულტოპრიდი, სულპირიდი, თიაპრიდი), ბუტიროფენონები (დროპერიდოლი, ჰალოპერიდოლი); სერტინდოლი, პიმოზიდი;
ანტიდეპრესანტები: ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (ციტალოპრამი, ესციტალოპრამი);
ანტიბაქტერიული საშუალებები: ფტორქინოლონები (ლევოფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, სპარფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი); მაკროლიდები (ინტრავენური ერითრომიცინი, აზითრომიცინი, კლარითრომიცინი, როქსითრომიცინი, სპირამიცინი), კო-ტრიმოქსაზოლი;
სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები: აზოლები (ვორიკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ფლუკონაზოლი);
მალარიის საწინააღმდეგო საშუალებები (ქინინი, ქლოროქინი, მეფლოქინი, ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი);
ანტიპროტოზოული საშუალებები (პარენტერალური პენტამიდინი);
სიმსივნის სამკურნალო საშუალებები (ვანდეტანიბი, დარიშხანის ტრიოქსიდი, ოქსალიპლატინი);
ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები (დომპერიდონი, ონდანსეტრონი);
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკაზე გავლენის მქონე საშუალებები (ციზაპრიდი);
ანტიჰისტამინური საშუალებები (მიზოლასტინი, ასტემიზოლი, ტერფენადინი);
სხვა სამკურნალო საშუალებები (დიფემანილის მეთილსულფატი, ბეპრიდილი).
სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც შეუძლია გაახანგრძლივოს QT ინტერვალი
ამიოდარონის ერთდროულად გამოყენება სამკურნალო საშუალებებთან, რომლებსაც შეუძლია გაახანგრძლივოს QT ინტერვალი, უნდა იყოს დაფუძნებული ინდივიდუალურად მოსალოდნელი სარგებელისა და პოტენციური რისკის თანაფარდობის გულდასმით შეფასებაზე (~პირუეტის~ ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების რისკის გაზრდის შესაძლებლობა) (იხ. პარაგრაფი 4.4.), ასეთი კომბინაციის გამოყენებისას პაციენტებს რეგულარულად უნდა ჩაუტარდეთ ეკგ-კონტროლი (QT ინტერვალის გახანგრძლივების გამოსავლენად), ასევე განისაზღვროს სისხლში კალიუმისა და მაგნიუმის შემცველობა.
არარეკომენდებული კომბინაციები
სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს ჰიპოკალიემია
ნაწლავის პერისტალტიკის მასტიმულირებელ საფაღარათო საშუალებებთან, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს ჰიპოკალიემია და გაზარდოს ~პირუეტის~ ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების რისკი. ამიოდარონთან ერთად უნდა გამოიყენოთ სხვა ჯგუფების საფაღარათო საშუალებები.
კომბინაციები, რომლებიც გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით
ჰიპოკალიემიის გამომწვევ დიურეზულებთან (მონოთერაპიაში ან სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში)
სისტემურ კორტიკოსტეროიდებთან (გლუკოკორტიკოსტეროიდებთან, მინერალოკორტიკოსტეროიდებთან), ტეტრაკოზაქტიდთან.
ამფოტერიცინი B-სთან (ინტრავენური).
საჭიროა ჰიპოკალიემიის განვითარების თავიდან აცილება, მისი განვითარების შემთხვევაში კი სისხლში კალიუმის შემცველობის ნორმალურ მნიშვნელობებამდე აღდგენა, სისხლში ელექტროლიტების შემცველობის და ეკგ კონტროლი (QT ინტერვალის შესაძლო გახანგრძლივების თვალსაზრისით), ხოლო ~პირუეტის~ ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების შემთხვევაში ანტიარითმული საშუალებები არ უნდა დაინიშნოს. საჭიროა პარკუჭების კარდიოსტიმულაციის დაწყება; შეიძლება მაგნიუმის მარილების ინტრავენური შეყვანა.
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ამცირებს გულის რიტმს ან იწვევს ავტომატიზმისა და გამტარობის დარღვევებს
სინუსურ კვანძზე დამთრგუნველი მოქმედების და ატრიოვენტრიკულური გამტარობის გამახანგრძლივებელ პრეპარატებთან (მაგალითად, დიგოქსინი, ბეტა-ადრენობლოკერები, კალციუმის ~ნელი~ არხების ბლოკერები, გულის რიტმის შესამცირებელი [ვერაპამილი, დილთიაზემი] პრეპარატები, ივაბრადინი) ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ამიოდარონის ელექტროფიზიოლოგიური და ჰემოდინამიკური ეფექტების და გამოიწვიოს გამოხატული ბრადიკარდიის განვითარება, სინუსური კვანძის გაჩერება და ატრიოვენტრიკულური ბლოკადა. ამ სამკურნალო საშუალებებთან ამიოდარონის კომბინირებული თერაპია რეკომენდებული არ არის.
სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ამცირებს გულის რიტმს (კლონიდინი, გუანფაცინი, ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები [დონეპეზილი, გალანტამინი, რივასტიგმინი, ტაკრინი, ამბენონიუმის ქლორიდი, პირიდოსტიგმინის ბრომიდი, ნეოსტიგმინის პრომიდი], პილოკარპინი)
ჭარბი ბრადიკარდიის განვითარების რისკი ამიოდარონთან ერთდროულად გამოყენებისას (კუმულაციური მოქმედება).
სამკურნალო საშუალებები ზოგადი ანესთეზიისთვის
ზოგადი ანესთეზიის ჩატარებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამიოდარონს, რეგისტრირებულია შემდეგი მძიმე გართულებების განვითარების რისკი: ბრადიკარდია (რეზისტენტული ატროპინის შეყვანის მიმართ), არტერიული წნევის დაქვეითება, გამტარობის დარღვევები, გულის წუთმოცულობის დაქვეითება.
აღინიშნა სასუნთქი სისტემის მხრივ მძიმე გართულებების ძალიან იშვიათი შემთხვევები, ზოგჯერ ლეტალური შედეგით (მოზრდილთა მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი), რომელიც განვითარდა უშუალოდ ქირურგიული ჩარევის შემდეგ და მისი განვითარება უკავშირდება გავლენას ჟანგბადის მაღალ კონცენტრაციებთან.
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები
ამიოდარონის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე
ამიოდარონი ან/და მისი მეტაბოლიტი დეზეთილამიოდარონი თრგუნავს CYP1A1, CYP1A2, CYP3A4, CYP2C9, CYP2D6 და Р-გლიკოპროტეინის (P-gp) იზოფერმენტებს და შეუძლია გაზარდოს მათი სუბსტრატების სისტემური ექსპოზიცია. ამიოდარონის ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდის გამო ეს ზემოქმედება შეიძლება აღინიშნოს მისი მიღების შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი.
Р-გლიკოპროტეინის (P-gp) სუბსტრატები
ამიოდარონი წარმოადგენს P-gp-ის ინჰიბიტორს. მოსალოდნელია, რომ მისი ერთდროულად გამოყენება P-gp-ის სუბსტრატებთან გამოიწვევს ამ უკანასკნელთა სისტემური ექსპოზიციის გაზრდას.
საგულე გლიკოზიდები (ფუტკარას პრეპარატები)
შესაძლებელია განვითარდეს ავტომატიზმის (გამოხატული ბრადიკარდია) და წინაგულ-პარკუჭოვანი გამტარობის დარღვევები. გარდა ამისა, დიგოქსინისა და ამიოდარონის კომბინაციამ შეიძლება გაზარდოს სისხლის პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაცია (მისი კლირენსის შემცირების გამო). ამიტომ, დიგოქსინის ამიოდარონთან კომბინირებისას საჭიროა სისხლში დიგოქსინის კონცენტრაციის განსაზღვრა და დიგიტალისით ინტოქსიკაციის შესაძლო კლინიკური და ელექტროკარდიოგრაფიული მოვლენების კონტროლი. შეიძლება საჭირო გახდეს დიგოქსინის დოზების შემცირება.
დაბიგატრანი
საჭიოა სიფრთხილის ზომების დაცვა ამიოდარონისა და დაბიგატრანის ერთდროულად გამოყენებისას სისხლდენის განვითარების რისკის გამო. შეიძლება საჭირო იყოს დაბიგატრანის დოზის კორექტირება მისი გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.
იზოფერმენტ CYP2C9-ის სუბსტრატები
ამიოდარონი ზრდის სისხლში იზოფერმენტ CYP2C9-ის ისეთი სუბსტრატების კონცენტრაციას, როგორიცაა ვარფარინი ან ფენიტოინი, იზოფერმენტ CYP2C9-ის ინჰიბირების ხარჯზე.
ვარფარინი
ვარფარინის ამიოდარონთან კომბინირებისას შეიძლება გაძლიერდეს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტის მოქმედება, რაც ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს. უფრო ხშირად უნდა განისაზღვროს პროთრომბინული დრო სნთ-ის (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა) მაჩვენებლის განსაზღვრის გზით და ჩატარდეს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების დოზის კორექტირება ამიოდარონით მკურნალობის დროს და მისი მიღების შეწყვეტის შემდეგ.
ფენიტოინი
ფენიტოინის ამიოდარონთან შეთავსებისას შეიძლება განვითარდეს ფენიტოინის დოზის გადაჭარბება, რაც შეიძლება იწვევდეს ნევროლოგიური სიმპტომების განვითარებას; საჭიროა კლინიკური მონიტოორინგი და ფენიტოინის დოზის შემცირება დოზის გადაჭარბების პირველივე ნიშნებისას, სასურველია სისხლის პლაზმაში ფენიტოინის კონცენტრაციის განსაზღვრა.
იზოფერმენტ CYP2D6-ის სუბსტრატები
ფლეკაინიდი
ამიოდარონი ზრდის ფლეკაინიდის პლაზმურ კონცენტრაციას იზოფერმენტ CYP2D6-ის ინჰიბირების ხარჯზე, ამიტომ საჭიროა ფლეკაინიდის დოზების კორექტირება.
იზოფერმენტ CYP3A4-ის სუბსტრატები
იზოფერმენტ CYP3A4-ის ინჰიბიტორის, ამიოდარონის, შეთავსებისას ამ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც წარმოადგენენ იზოფერმენტ CYP3A4-ის სუბსტრატებს, შეიძლება გაიზარდოს მათი პლაზმური კონცენტრაციები, რაც შეიძლება იწვევდეს მათი ტოქსიკურობის გაზრდას ან/და ფარმაკოდინამიკური ეფექტების გაძლიერებას, ასევე შეიძლება საჭირო იყოს მათი დოზების შემცირება. ქვემოთ ჩამოთვლილია ასეთი სამკურნალო საშუალებები.
ციკლოსპორინი
ციკლოსპორინის შეთავსება ამიოდარონთან შეიძლება იწვევდეს სისხლის პლაზმაში ციკლოსპორინის კოცენტრაციის გაზრდას, საჭირა დოზის კორექტირება.
ფენტანილი
კომბინაცია ამიოდარონთან შეიძლება ზრდიდეს ფენტანილის ფარმაკოდინამიკურ ეფექტებს და მისი ტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკს.
ჰმგ-კოА-რედუქტაზას ინჰიბიტორები (სტატინები) (სიმვასტატინი, ატორვასტატინი და ლოვასტატინი)
კუნთის ტოქსიკურობის (რაბდომიოლიზი) რისკის გაზრდა ამიოდარონისა და ისეთი სტატინების ერთდროულად გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზდება იზოფერმენტ CYP3A4-ის საშუალებით. რეკომენდებულია სტატინების გამოყენება, რომლებიც არ მეტაბოლიზდება იზოფერმენტ CYP3A4-ის საშუალებით.
სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მეტაბოლიზდება იზოფერმენტ CYP3A4-ის საშუალებით: ლიდოკაინი (სინუსური ბრადიკარდიის და ნევროლოგიური სიმპტომების განვითარების რისკი), ტაკროლიმუსი (ნეფროტოქსიკურობის განვითარების რისკი), სილდენაფილი (მისი გვერდითი ეფექტების გაზრდის რისკი), მიდაზოლამი (ფსიქომოტორული ეფექტების განვითარების რისკი), ტრიაზოლამი, დიჰიდროერგოტამინი, ერგოტამინი, კოლხიცინი.
იზოფერმენტ CYP2D6-ის და CYP3A4-ის სუბსტრატები
დექსტრომეტორფანი
ამიოდარონი აინჰიბირებს იზოფერმენტს CYP2D6 და CYP3A4 და თეორიულად შეუძლია გაზარდოს დექსტრომეტორფანის პლაზმური კონცენტრაცია.
კლოპიდოგრელი
კლოპიდოგრელი, არააქტიური თიენოპირიმიდინული სამკურნალო საშუალება, მეტაბოლიზდება ღვიძლში აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. შესაძლებელია ურთიერთქმედება კლოპიდოგრელსა და ამიოდარონს შორის, რომელიც შეიძლება იწვევდეს კლოპიდოგრელის ეფექტიანობის შემცირებას.
სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა ამიოდარონზე
იზოფერმენტ CYP3A4-ის და CYP2C8-ის ინჰიბიტორები
იზოფერმენტ CYP3A4-ის და CYP2C8-ის ინჰიბიტორებს აქვთ ამიოდარონის მეტაბოლიზმის ინჰიბირების, სისხლში მისი კონცენტრაციის გაზრდის პოტენციალი და, შესაბამისად, მისი ფარმაკოდინამიკური და გვერდითი მოვლენების გაზრდის რისკი.
ამიოდარონით მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია იზოფერმენტ CYP3A4-ის ინჰიბიტორების (მაგალითად, გრეიპფრუტის წენის და ზოგიერთი სამკურნალო საშუალების, როგორიცაა ციმეტიდინი და აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები, მ.შ. ინდინავირი) მიღებისგან თავის შეკავება. ამიოდარონთან ერთდროულად გამოყენებისას აივ-პროტეაზას ინჰიბიტორებს შეუძლია გაზარდოს სისხლში ამიოდარონის კონცენტრაცია.
იზოფერმენტ CYP3A4-ის ინდუქტორები
რიფამპიცინი
რიფამპიცინი წარმოადგენს იზოფერმენტ CYP3A4-ის მძლავრ ინდუქტორს, ამიოდარონთან ერთდროულად გამოყენებისას მას შეუძლია შეამციროს ამიოდარონის და დეზეთილამიოდარონის პლაზმური კონცენტრაციები.
კრაზანას პრეპარატები
კრაზანა წარმოადგენს იზოფერმენტ CYP3A4-ის მძლავრ ინდუქტორს. ამიტომ, თეორიულად შესაძლებელია ამიოდარონის პლაზმური კონცენტრაციის დაქვეითება და მისი ეფექტის შემცირება (კლინიკური მონაცემები არ არის).
სხვა სამკურნალწამლო ურთიერთქმედება
სოფოსბუვირი მონოთერაპიაში ან C ჰეპატიტის ვირუსის წინააღმდეგ პირდაპირი მოქმედების სხვა ანტივირუსულ პრეპარატებთან, როგორიცაა დაკლატასვირი, სიმეპრევირი, ლედიპასვირი, კომბინაციაში
რეკომენდებული არ არის ამიოდარონის ერთდროულად გამოყენება სოფოსბუვირთან მონოთერაპიაში ან C ჰეპატიტის ვირუსის წინააღმდეგ პირდაპირი მოქმედების სხვა ანტივირუსულ პრეპარატებთან, როგორიცაა დაკლატასვირი, სიმეპრევირი, ლედიპასვირი, კომბინაციაში, რადგან ეს შეიძლება იწვევდეს მძიმე, კლინიკური სიმპტომატიკით მიმდინარე ბრადიკარდიის განვითარებას. ასეთი ბრადიკარდიის განვითარების მექანიზმი უცნობია.
თუ ამ პრეპარატების ერთდროულად გამოყენებისგან თავის არიდება შეუძლებელია, რეკომენდებულია გულის ფუნქციის მონიტორინგი (იხ. პარაგრაფი 4.4.).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ჩანართი – ინფორმაცია პაციენტისათვის
კორდარონი®, 200 მგ, ტაბლეტები
მოქმედი ნივთიერება: ამიოდარონის ჰიდროქლორიდი
პრეპარატის გამოყენებამდე სრულად წაიკითხეთ ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას
შეინახეთ ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან მედდას.
პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.
თუ გამოგივლინდათ რომელიმე არასასურველი რეაქცია, მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის მითითებული ჩანართის მე-4 პარაგრაფში.
ჩანართის შინაარსი:
რას წარმოადგენს პრეპარატი კორდარონი® და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ პრეპარატ კორდარონის® გამოყენებამდე
პრეპარატ კორდარონის® გამოყენება
შესაძლო არასასურველი რეაქციები
პრეპარატ კორდარონის® შენახვა
შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს პრეპარატი კორდარონი® და რისთვის გამოიყენება
კორდარონის® 200 მგ ტაბლეტები შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ამიოდარონის ჰიდროქლორიდს და მიეკუთვნება ანტიარითმული სამკურნალო საშუალებების ჯგუფს. პრეპარატი არეგულირებს გულის მოქმედებას, ის გამოიყენება გულის რიტმის დარღვევების სამკურნალოდ.
პრეპარატი გამოიყენება შემდეგი დაავადებების პროფილაქტიკისთვის:
რიტმის საშიში პარკუჭოვანი დარღვევების (მაგალითად, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭების ფიბრილაცია) პროფილაქტიკა;
ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომით გამოწვეული რიტმის დარღვევების (ტაქიარითმიის) პროფილაქტიკა;
რიტმის სხვა დარღვევების (მაგალითად, წინაგულების ფიბრილაცია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია) პროფილაქტიკა, თუ სხვა პრეპარატებს არ აქვს სათანადო მოქმედება ან მათი გამოყენება უკუნაჩვენებია.
კორდარონი® შესაფერისია მაღალი ხარისხის რისკის (გულის სიმპტომური უკმარისობა, პარკუჭების ფუნქციების დაქვეითება მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ) მქონე პაციენტებში რიტმის დარღვევების შედეგად სიკვდილის თავიდან ასაცილებლად.
გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
რიტმის დარღვევების (წინაგულების ფიბრილაცია და ფრიალი) შემთხვევაში გამოყენება შეიძლება გულის შეკუმშვათა სიხშირის შენელებისთვის ან სინუსური რიტმის აღდგენისთვის.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ კორდარონის® მიღების დაწყებამდე
არ მიიღოთ კორდარონის® ტაბლეტები:
თუ გაქვთ ალერგია იოდის, ამიოდარონის ჰიდროქლორიდის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6);
თუ ცნობილია, რომ გაქვთ გულის გარკვეული დაავადებები (გულის პათოლოგიურად ნელი ფუნქციონირება, გულის გამტარობის ზოგიერთი დარღვევა) და არ გაქვთ ჩადგმული მუდმივი კარდიოსტიმულატორი (რიტმის მარეგულირებელი მოწყობილობა);
თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა;
თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებსაც ასევე შეუძლია გავლენა იქონიოს გულის მოქმედებაზე (იხ. პარაგრაფი “სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი კორდარონი®”);
თუ ხართ ორსულად (გამონაკლისი შემთხვევების გარდა) ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ (იხ. პარაგრაფი “ორსულობა და ძუძუთი კვება”).
განსაკუთრებული მითითება და უსაფრთხოების ზომები
პრეპარატ კორდარონის® გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ ნებისმიერი შემდეგი მდგომარეობა ან დაავადება:
ფილტვების ნებისმიერი დაავადება ან ასთმა (ხველის, ქოშინის შემთხვევები შეიძლება მიუთითებდეს ფილტვების დაზიანებაზე);
გულის დაავადება;
ღვიძლის დაავადებები;
ადრე ნამკურნალები ფარისებრი ჯირკვლის დაავადება;
თუ დაგეგმილი გაქვთ ქირურგიული ჩარევა, უნდა აცნობოთ ექიმ-ანესთეზიოლოგს, რომ იღებთ კორდარონს®;
თუ გაქვთ მხედველობასთან დაკავშირებული რაიმე პრომლება (კერძოდ, მხედველობის ნერვის ნევრიტი). მკურნალობის პერიოდში და მკურნალობიდან რამდენიმე თვის განმავლობაში თავი უნდა დაიცვათ მზის სხივებისგან და უი-გამოსხივებისგან, ან/და დაიცვათ კანი მზისგან, რადგან პრეპარატს შეიძლება ჰქონდეს ფოტოსენსიბილიზაციის მოქმედება;
თუ ხართ გულის გადანერგვის მოლოდინში, მკურნალ ექიმს შეუძლია შეცვალოს მკურნალობა. ეს განპირობებულია იმით, რომ გულის გადანერგვამდე ამიოდარონის გამოყენებას თან ახლავს სიცოცხლისთვის საშიში გართულების განვითარების მომატებული რისკი (ტრანსპლანტატის პირველადი დისფუნქცია): გადანერგილი გული სათანადოდ არ ფუნქციონირებს ოპერაციიდან პირველი 24 საათის განმავლობაში.
ბავშვთა ასაკი: ბავშვებში გამოყენება რეკომენდებული არ არის.
პრეპარატის გამოყენების დროს პერიოდულად უნდა გაიაროთ ექიმის მიერ დანიშნული ზოგიერთი საკონტროლო კვლევა: კარდიოლოგიური შემოწმება, ეკგ, გულ-მკერდის ორგანოების რენტგენოლოგიური კვლევა, ლაბორატორიული კვლევები (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, ღვიძლის ფერმენტები, სისხლში კალიუმის დონე), ასევე ოფთალმოლოგიური გამოკვლევა.
დამატებითი მონაცემები
პრეპარატის გამოყენებისას ცნობილია კანის მძიმე რეაქციების გამოვლენის შესახებ, კერძოდ, კანზე სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში გამონაყარის შესახებ, როგორიცაა პირის ღრუს, თვალების და საშოს ლორწოვან გარსზე გამონაყარით მიმდინარე დაზიანებები, კანზე ლაქოვანი უბნების წარმოქმნა, რომლებიც დაფარულია გამონაყარით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), და ბუშტუკების წარმოქმნის შესახებ, კანის ზედა საფარის აშრევებით (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), ზოგ შემთხვევაში ლეტალური შედეგით. კანის რეაქციების არსებობისას პრეპარატით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან მიმართვა.
მძიმე, სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში მდგომარეობები - შენელებული გულისცემა (ბრადიკარდია), გულის გაჩერება (გულის გამტარობის დარღვევები) შეიძლება გამოვლინდეს ცალკეული ანტივირუსული პრეპარატების (C ჰეპატიტის სამკურნალოდ) და კორდარონის® ტაბლეტების ერთდროულად გამოყენებისას. თუ ასეთი მკურნალობა აუცილებელია და მკურნალობის დროს ძალიან მცირდება გულის შეკუმშვათა სიხშირე, არ ისინჯება ან ცუდად ისინჯება პულსი, აღინიშნება ქოშინი, გაბრუება, გულისცემის შეგრძნება, გონების დაკარგვა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. რიტმის ასეთი დარღვევების დადასტურებული მაღალი რისკის მქონე პაციენტებში სოფოსბუვირით კომბინირებული მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში, საჭიროა გულდასმით დაკვირვება სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში (იხ. პარაგრაფი “სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი კორდარონი®”).
სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი კორდარონი®
აცნობეთ მკურნალ ექიმს, რომ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან გეგმავთ რომელიმე სხვა პრეპარატის მიღების დაწყებას.
სხვა სამკურნალო საშუალებასთან ერთად პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, რადგან ერთდროულად გამოყენებისას სამკურნალო საშუალებების მოქმედება შეიძლება შეიცვალოს, ასევე შეიძლება გამოვლინდეს არასასურველი რეაქციები.
დაუშვებელია პრეპარატ კორდარონის® გამოყენება ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ქვემოთ მითითებულ ნებისმიერ პრეპარატს:
გულის რიტმის დარღვევების სამკურნალო ცალკეული სამკურნალო საშუალებები, მაგალითად, ქინიდინის რიგის პრეპარატები, სოტალოლი, ბეპრიდილი;
ზოგიერთი სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება ფსიქოზების (შიზოფრენიის) სამკურნალოდ (ნეიროლეფსიურები);
სხვა სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ვინკამინი, ციზაპრიდი, ინტრევანური ერითრომიცინი, საინექციო პენტამიდინი, რადგან ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს რიტმის პოტენციურად ლეტალური დარღვევები.
რეკომენდებული არ არის ერთდროულად გამოყენება:
ნაწლავის პერისტალტიკის მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები: კალიუმის დაკარგვის გამო იზრდება რიტმის ზოგიერთი დარღვევის განვითარების რისკი. ამიოდარონთან კომბინირებისას საჭიროა სხვა ჯგუფის საფაღარათო საშუალებების გამოყენება.
დილთიაზემი, ვერაპამილი: იზრდება გულისცემის შენელებისა და გულის გამტარობის დარღვევების რისკი, ამიტომ მათი ერთდროულად გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ბეტა-ბლოკერები: შეიძლება განვითარდეს გულის ფუნქციონირებისა და გულის გამტარობის დარღვევა.
საჭიროა ფტორქინოლონური ანტიბიოტიკების გამოყენებისგან თავის შეკავება.
ამიოდარონით მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია CYP3A4-ის ფერმენტის ინჰიბიტორების (მაგალითად, კლარითრომიცინი, გრეიპფრუტის წვენი) გამოყენებისგან თავის შეკავება.
რეკომენდებული არ არის C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებთან (სოფოსბუვირი C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან, მაგალითად დაკლატასვირი, სიმეპრევირი, ლედიპასვირი, კომბინაციაში) ერთდროულად გამოყენება, რადგან ამ შემთხვევაში იზრდება გულისცემის შენელებისა და გულის გაჩერების რისკი (იხ. პარაგრაფი 2).
ამ პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენება საჭიროებს ექიმის შეფასებას:
სისხლში კალიუმის დონის დამაქვეითებელი სამკურნალო საშუალებები (იზრდება რიტმის ცალკეული დარღვევების რისკი): ზოგიერთი (ერთკომპონენტიანი ან კომბინირებული) დიურეზული, გლუკო-, მინერალოკორტიკოიდები, ტეტრაკოზაქტიდი, ამფოტერიცინი B. მნიშვნელოვანია ჰიპოკალიემიის განვითარების თავიდან აცილება და მისი კორეგირება, განვითარების შემთხვევაში.
ანტიკოაგულანტური ტაბლეტები (ვარფარინი, დაბიგატრანი): შეიძლება საჭირო იყოს დოზირების შეცვლა.
ფუტკარას პრეპარატები: შეიძლება განვითარდეს გამტარობის დარღვევები, რიტმის დარღვევები.
ფენიტოინი: სისხლის პლაზმაში ფენიტოინის კონცენტრაციის მომატებას თან ახლავს დოზის გადაჭარბების ნიშნები, პირველ რიგში, სიმპტომებით ნერვული სისტემის მხრივ.
ციკლოსპორინი: იზრდება თირკმელების დაზიანების რისკი.
ფლეკაინიდი: შეიძლება გაიზარდოს პლაზმაში ფლეკაინიდის დონე, საჭიროა ფლეკაინიდის დოზირების შეცვლა.
CYP3A4-ის ფერმენტის მეტაბოლიზატორ სხვა პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებისას მათი ტოქსიკურობა შეიძლება გაიზარდოს: მაგალითად, ფენტანილი, ლიდოკაინი, სილდენაფილი, მიდაზოლამი, ტრიაზოლამი, დიჰიდროერგოტამინი, ერგოტამინი, კოლხიცინი.
სისხლში ლიპიდების (ცხიმების) დონის დამაქვეითებელი გარკვეული სტატინები, მაგალითად სიმვასტატინი, ლოვასტატინი, ატორვასტატინი.
ზოგადი საანესთეზიო საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას ცნობილია მძიმე გართულებების შესახებ. ერთეულ შემთხვევებში, უშუალოდ ქირურგიული ჩარევის შემდეგ აღინიშნა მძიმე რესპირატორული დარღვევები. არსებობს მოსაზრება ჟანგბადის ტოქსიკური მოქმედების შესაძლო გაძლიერების შესახებ.
გულისცემის ან/და გულის გამტარობის შენელების გამომწვევ პრეპარატებთან ერთად: საჭიროა კლინიკური დაკვირვება და ეკგ კონტროლი.
სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატებთან, რომლებიც გამოიყენება რიტმის დარღვევების სამკურნალოდ: შესაძლებელია სასიკეთო მოქმედება, მაგრამ საჭიროა მკაცრი დაკვირვება და ეკგ მონიტორინგი.
შეიძლება საჭირო იყოს ზემოაღნიშნული პრეპარატების დოზის კორექტირება პრეპარატ კორდარონი® 200 მგ-თან ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში. ამასთან დაკავშირებით, კორდარონთან მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ მკურნალ ექიმს, რომ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან გეგმავთ რომელიმე სხვა პრეპარატის მიღების დაწყებას.
პრეპარატ კორდარონის® მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად
პრეპარატ კორდარონის® მიღების დროს რეკომენდებული არ არის გრეიპფრუტის წვენის მიღება, რადგან მას შეუძლია გაზარდოს სისხლში ამიოდარონის კონცენტრაცია.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
ორსულობა:
კორდარონი® გავლენას ახდენს ნაყოფის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებაზე. ამიტომ, ორსულობის დროს ამიოდარონით მკურნალობა უკუნაჩვენებია, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა.
ძუძუთი კვება:
იმის გათვალისწინებით, რომ ამიოდარონი გადადის დედის რძეში, ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება უკუნაჩვენებია.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ამიოდარონის მიღების შედეგად მხედველობის დარღვევების განვითარების შემთხვევაში შეიძლება გაუარესდეს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარი.
პრეპარატი კორდარონი® შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს
პრეპარატ კორდარონის® ერთ ტაბლეტში რძის შაქრის (ლაქტოზის მონოჰიდრატის) შემცველობა შეადგენს 71.0 მგ-ს. თუ მკურნალი ექიმისგან თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ მგრძნობელობა შაქრის ზოგიერთი სახეობის მიმართ, ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე მიმართეთ ექიმს.
- პრეპარატ კორდარონის® გამოყენება
პრეპარატი უნდა მიიღოთ მკურნალი ექიმის მიერ დანიშნული დოზირების და ხანგრძლივობის მკაცრად დაცვით. დოზირებასთან დაკავშირებით ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ სხვა დანიშნულება არ არის მოცემული მკურნალი ექიმის მიერ, რეკომენდებული დოზაა:
დამტვირთავი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს ერთ ტაბლეტს სამჯერ დღეში 8-10 დღის განმავლობაში, შემდეგ მკურნალი ექიმი ნიშნავს შემანარჩუნებელ დოზას ნახევარი ტაბლეტიდან ორ ტაბლეტამდე დღეში.
თუ ექიმი ნიშნავს ½ ტაბლეტს, მისი გაყოფა მარტივად შეიძლება ორ ნაწილად.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
ბავშვებში ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. თქვენი ბავშვისთვის შესაბამის დოზას განსაზღვრავს ექიმი.
თუ მიიღეთ პრეპარატ კორდარონის® საჭიროზე მეტი დოზა
აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.
სიმპტომები: შენელებული გულისცემა, სისხლის მიმოქცევის უკმარისობა, რიტმის დარღვევები, ღვიძლის დაზიანებები.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ კორდარონის® მიღება
თუ გამოტოვეთ პრეპარატის ერთი დოზა, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ, მაგრამ თუ უკვე მომდევნო დოზის მიღების დრო მოახლოვდა, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის ასანაზღაურებლად, რადგან ამ შემთხვევაში გამოიწვევთ დოზის გადაჭარბების რისკს.
- შესაძლო არასასურველი რეაქციები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
ძალიან ხშირად (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
მხედველობის დარღვევებისას (არამკვეთრი მხედველობა, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, ფერადი რგოლების დანახვა მზის სინათლის გარშემო) საჭიროა სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევა (მხედველობის მძიმე დაზიანებების განვითარების თავიდან ასაცილებლად). მკურნალობის დასრულების შემდეგ ეს მოვლენები ალაგდება.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ღებინება, გულისრევა, გემოს შეგრძნებების დარღვევები). ჩვეულებრივ დოზის შემცირებასთან ერთად აღინიშნება მათი ალაგება.
მკურნალობის დასაწყისში ღვიძლის ფერმენტების მნიშვნელობების ზომიერი მომატება;
ფოტოსენსიბილიზაცია.
ხშირად (შეიძლება განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):
გულისცემის შენელება (ბრადიკარდია);
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების დარღვევები (ფუნქციის დაქვეითება ან გაზრდა, რაც ზოგ შემთხვევაში შეიძლება იწვევდეს ლეტალურ შედეგს). საყურადღებოა შემდეგი სიმპტომების გამოვლენა: წონის მატება, აპათია, ძილიანობა, მნიშვნელოვნად შენელებული პულსი, ასევე წონის დაუდგენელი მიზეზით შემცირება, გულის პრობლემების განვითარება, ფსიქიატრიული სიმპტომები.
ღვიძლის დაავადებების განვითარება (ზოგჯერ ლეტალური შედეგით), რაც ხასიათდება ლაბორატორიული კვლევების შედეგების გადაცდომებით, ზოგჯერ სიყვითლით;
ტრემორი, კოშმარები, ძილის დარღვევები;
შეკრულობა;
კანზე გამონაყარი ქავილით (ეგზემა);
სუნთქვის დარღვევები, ხველა, ქოშინი - შეიძლება იყოს ფილტვების ანთებითი დაავადებების სიმპტომები (მაგალითად, შემაერთებელი ქსოვილების ანთება, ფიბროზი, პლევრიტი, სპეციფიკური პნევმონია), და პოტენციურად შეიძლება იწვევდეს ლეტალურ შედეგს;
კანის მონაცრისფრო ან მოცისფერო პიგმენტაცია მაღალი დღიური დოზებით ხანგრძლივი მკურნალობისას; მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ეს ლაქები კანზე თანდათანობით ქრება.
არც ისე ხშირად (შეიძლება განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):
გულის რიტმის, გულის გამტარობის დარღვევები. აღწერილია გულის გაჩერების შემთხვევები არითმიის განვითარების ან მისი გაუარესების შემდეგ. აქტუალური მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია იმის დადგენა, იყო თუ არა ეს შემთხვევები გამოწვეული პრეპარატების მიღებით, გულის მდგომარეობით თუ არაეფექტიანი მკურნალობით. ამიოდარონის არითმოგენური ეფექტი უფრო იშვიათად აღინიშნა, ვიდრე სხვა ანტიარითმული საშუალებების გამოყენებისას, და ჩვეულებრივ ვლინდება ზოგიერთ სამკურნალო საშუალებასთან კომბინაციაში ან ელექტროლიტური ბალანსის დარღვევებისას.
ნევრალგია ან მიალგია;
სიმშრალე პირის ღრუში.
ძალიან იშვიათად (შეიძლება განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):
ცვლილებები სისხლის ანალიზში (სხვადასხვა ტიპის ანემია, თრომბოციტების რიცხვის შემცირება), დაღლილობა;
მნიშვნელოვნად შენელებული გულისცემა, განსაკუთრებით ხანდაზმულებში (ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს გულის გაჩერება), რაც იწვევს მიღების შეწყვეტის აუცილებლობას;
მხედველობის ნერვის დაზიანება ან ანთება, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს სიბრმავე;
ღვიძლის ქრონიკული დაავადებები (ჰეპატიტი, ციროზი), ზოგჯერ ლეტალური შედეგით;
სისხლში კრეატინინის დონის მომატება;
თავის ტკივილი, კეთილთვისებიანი ქალაშიდა ჰიპერტენზია, არამკვეთრი სიარული (მოძრაობის დარღვევა);
იმპოტენცია, სათესლე ჯირკვლის დანამატების ანთება;
მსტვინავი სუნთქვა ბრონქების შევიწროების გამო პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სუნთქვის მძიმე უკმარისობა და ასთმა;
ქოშინი, შეიძლება იყოს სასუნთქი სისტემის დაავადებების - სუნთქვის უკმარისობის სიმპტომი (ეგრედ წოდებული მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი მოზრდილებში (ARDS)), ზოგჯერ ლეტალური შედეგით. ჩვეულებრივ შეიძლება განვითარდეს უშუალოდ ქირურგიული ჩარევის შემდეგ.
ვასკულიტი;
კანზე გამონაყარი, თმის ცვენა, ექსფოლიაციური დერმატიტი;
ცუდი გუნება-განწყობა, ცნობიერების არევა ან სისუსტის შეგრძნება, გულისრევა, უმადობა, გაღიზიანებადობა. ეს შეიძლება მიუთითებდეს ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომზე.
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე განვითარების სიხშირის დადგენა შეუძლებელია):
სხეულის მომატებული ტემპერატურა, ყელის ტკივილი, წყლულები პირის ღრუს ლორწოვან გარსებზე (ნეიტროპენია);
გარკვეული ტიპის ლეიკოციტების ძალიან დაბალი რიცხვი (აგრანულოციტოზი);
მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია, ანაფილაქსიური შოკი), რომლის ნიშნები, სხვებთან ერთად, არის ჭინჭრის ციება მთლიან სხეულზე, არტერიული წნევის მოულოდნელად დაცემა (რომელიც შეიძლება იწვევდეს გონების დაკარგვასაც კი), ქოშინი ან შეშუპების განვითარება კისრისა და ყელის არეში;
ანგიონევროზული შეშუპება, კვინკეს შეშუპება (კანისა და სახის ლორწოვანი გარსების, ქუთუთოებისა და ხახის შეშუპება);
მადის დაქვეითება;
კუნთების არაკონტროლირებული მოძრაობები, სახსრების გაჭედვა, ტრემორი (პარკინსონიზმი) და აგზნებული მდგომარეობა;
ყნოსვის დარღვევა (პაროსმია);
ცნობიერების დარღვევა (დელირიუმი), გონების დაკარგვა, ჰალუცინაცია;
აჩქარებული გულისცემა, რომელიც შეიძლება იყოს გულის რიტმის დარღვევის სიმპტომი, სახელწოდებით torsades de pointes (~პირუეტის~ ტიპის ტაქიკარდია);
შეიძლება გაიზარდოს ფილტვისმიერი სისხლდენის რისკი;
კუჭქვეშა ჯირკვლის მოულოდნელი ანთება (მწვავე პანკრეატიტი);
ჭინჭრის ციება;
სიცოცხლისთვის საშიში რეაქციები კანის მხრივ, რომლებიც ხასიათდება გამონაყარით, ბუშტუკების განვითარებით, კანის ზედაპირის აშრევებით და ტკივილით (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ტენ), სტივენს-ჯონსონის სინდრომი (სჯს), კანის ბუშტუკოვანი ანთება (ბულოზური დერმატიტი) და სამკურნალწამლო რეაქცია პრეპარატზე ეოზინოფილიით (ერთი ტიპის ლეიკოციტების პროლიფერაცია) და (სისტემური) გამოვლინებებით მთლიან სხეულზე (ეგრედ წოდებული DRESS-სინდრომი);
მგლურას მსგავსი სინდრომი (სისტემური წითელი მგლურა - lupus erythematosus /SLE/ - აუტოიმუნური დაავადება, როდესაც იმუნური სისტემა აზიანებს ადამიანის რამდენიმე ორგანოს; რის შედეგადაც ვითარდება სახსრების ტკივილი, უმოძრაობა და შესიება, ასევე შეიძლება განვითარდეს კანის პეპლისებური სიწითლე ლოყებზე);
უჯრედული ქსოვილის სწრაფი გამრავლება (გრანულომა), მათ შორის ძვლის ტვინის გრანულომა;
ლიბიდოს დაქვეითება;
სიცოცხლისთვის საშიში გართულება, რომელიც ვითარდება გულის გადანერგვის შემდეგ (ტრანსპლანტატის პირველადი დისფუნქცია), როდესაც გადანერგილი გული არ ფუნქციონირებს სათანადოდ (იხ. პარაგრაფი 2: “განსაკუთრებული მითითება და სიფრთხილის ზომები”).
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
რომელიმე არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით ეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
- პრეპარატ კორდარონის® შენახვა
შეინახეთ +30˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
პრეპარატი კორდარონი® შეიცავს
მოქმედ ნივთიერებას: ამიოდარონის ჰიდროქლორიდი 200 მგ ერთ ტაბლეტში.
სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): ლაქტოზის მონოჰიდრატი (71.0 მგ), სიმინდის სახამებელი, პოლივიდონი K90F (E1201), სილიციუმის დიოქსიდი უწყლო კოლოიდური (E551), მაგნიუმის სტეარატი (E470).
პრეპარატ კორდარონის® აღწერა და შეფუთვის შიგთავსი:
თეთრიდან მოყვითალო-თეთრი ფერის მრგვალი ტაბლეტები გამყოფი ხაზით და გრავირებით: გულის ფორმის სიმბოლო და “200” ერთ მხარეს.
15 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ბლისტერში. 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში შეფუთვის ჩანართთან ერთად.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
Sanofi-Aventis Private Co. Ltd., უნგრეთი
1045 ბუდაპეშტი, ტოს ქუჩა 1-5, უნგრეთი
მწარმოებელი
Opella Healthcare Hungary Limited Liability Company (Opella Healthcare Hungary Ltd.)
ოპელლა ჰელსქეა უნგრეთი ლტდ., უნგრეთი
წარმოების ადგილი:
ვერესეგიჰაზი, ლევაის ქუჩა 5
უნგრეთი
მომხმარებლების პრეტენზიები გაუგზავნეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს:
ბელარუსის რესპუბლიკაში:
შპს ~სვიქს ბიოფარმა~, 220004 მინსკი, დიმიტროვის ქუჩა 5, ოფისი 5/40, ბელარუსის რესპუბლიკა,
ტელეფონი: +375 (17) 329-0770
უზბეკეთის რესპუბლიკაში:
შპს ~SWIXX BIOPHARMA~
უზბეკეთი, ქ. ტაშკენტი, 100015,
ოიბეკის ქ. 24, ოფისის ბლოკი 3დ,
ტელეფონი: +998 78 150-04-80
ჩანართის გადახედვის თარიღი:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



