პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კარდიალური თერაპია

ამიოკორდინი

Amiokordin®

რეცეპტით150მგინსტრუქცია ქართულადსლოვენია
რისთვის გამოიყენება

პაროქსიზმალური ტაქიკარდიის შეტევების კუპირება: პარკუჭოვანი პაროქსიზმალური ტაქიკარდიის შეტევების კუპირება; პარკუჭზედა პაროქსიზმალური ტაქიკარდიის შეტევების კუპირება პარკუჭების შეკუმშვის მაღალი სიხშირით, განსაკუთრებით ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომის ფონზე; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ამიოდარონის (amiodarone)
ფორმა და შეფუთვა
150მგ/3მლ 3მლ ი.ვ. საინექციო/საინფუზიო ხსნარი ამპულა №5 (1X5)
მწარმოებელი
KRKA d.d. Novo mesto, სლოვენია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კარდიალური თერაპია, ანტიარითმიული საშუალებები, კლასი III
ATC კოდი
C01BD01
რეგისტრაციის ნომერი
რ-034231
რეგისტრირებულია
21 იანვარი 2022, მოქმედებს 21 იანვარი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
KRKA d.d. Novo mesto (სლოვენია)
განმცხადებელი
შპს „პსპ ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაამიოკორდინი და სხვა წამალი ერთად

ამიოკორდინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პაროქსიზმალური ტაქიკარდიის შეტევების კუპირება:

პარკუჭოვანი პაროქსიზმალური ტაქიკარდიის შეტევების კუპირება;

პარკუჭზედა პაროქსიზმალური ტაქიკარდიის შეტევების კუპირება პარკუჭების შეკუმშვის მაღალი სიხშირით, განსაკუთრებით ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომის ფონზე;

პაროქსიზმალური და მდგრადი ფორმის მოციმციმე არითმიების (წინა გულების ფიბრილაცია) და წინაგულების ციმციმის კუპირება.

კარდიორეანიმაცია გულის გაჩერებისას, გამოწვეული დეფიბრილაციის მიმართ რეზისტენტული პარკუჭების ფიბრილაციით.

მიღების წესი და დოზირება

ამიოკორდინის საინექციო ხსნარი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელმისაწვდომია გულის მონიტორინგის, დეფიბრილაციისა და კარდიოსტიმულაციის საშუალებები.

ამიოკორდინის საინექციო ხსნარის გამოყენება შეიძლება კარდიოვერსია-მუდმივი დენის დეფიბრილაციამდე (DC).

დოზირება ყოველთვის უნდა დაკორექტირდეს პაციენტის მდგომარეობისა და საჭიროების მიხედვით.

პრეპარატი ამიოკორდინი, ვენებში შესაყვანი ხსნარი, განკუთვნილია ისეთ შემთხვევებში გამოსაყენებლად, როდესაც საჭიროა ანტიარითმიული ეფექტის სწრაფად მიღწევა ან თუ შეუძლებელია პრეპარატის შიგნით მიღება.

გადაუდებელი კლინიკური სიტუაციების გარდა, პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ სტაციონარში ინტენსიური თერაპიის ბლოკში ელექტროკარდიოგრამის და არტერიული წნევის მუდმივი კონტროლით.

ვენებში შეყვანისას პრეპარატ ამიოკორდინის შერევა არ შეიძლება სხვა პრეპარატებთან. არ შეიძლება სხვა პრეპარატების შეყვანა იმავე საინფუზიო სისტემაში, რომელშიც შეყვანილია ამიოკორდინი. გამოიყენება მხოლოდ გაზავებული სახით. პრეპარატ ამიოკორდინის გასაზავებლად გამოიყენება მხოლოდ 5% დექსტროზას ხსნარი (გლუკოზის). შეყვანის ადგილას რეაქციების თავიდან ასაცილებლად მიოკორდინის შეყვანა უნდა მოხდეს ცენტრალური ვენური კათეტერით, გარდა კარდიორეანიმაციის შემთხვევებისა დეფიბრილაციის მიმართ რეზისტენტული პარკუჭების ფიბრილაციისას, როდესაც, ცენტრალურ ვენასთან დაშვების არარსებობისას, შეიძლება პერიფერიულ ვენაში პრეპარატის შეყვანა (როგორც წესი, ყველაზე მსხვილ ვენაში მაქსიმალური სისხლის ნაკადით) (იხ. თავი „განსაკუთრებული მითითებები“).

გულის რითმის მძიმე დარღვევები იმ შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია პრეპარატის შიგნით მიღება (გარდა კარდიორეანიმაციის შემთხვევებისა გულის გაჩერების დროს, გამოწვეული დეფიბრილაციის მიმართ რეზისტენტული პარკუჭების ფიბრილაციით)

ვენებში წვეთებით შეყვანა ცენტრალური ვენური კათეტერით

როგორც წესი, დამტვირთავი დოზა შეადგენს 5მგ/კგ სხეულის მასაზე 250 მლ 5% დექსტროაზას (გლუკოზის) ხსნარში და შეჰყავთ სეძლებისდაგვარად ელექტრონული ტუმბოთი 20-120 წუთის განმავლობაში. ვენებში წვეთებით შეყვანა შეიძლება განმეორებით 2-3-ჯერ 24 საათის განმავლობაში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1200 მგ-ს. პრეპარატის შეყვანის სიჩქარე კორექტირდება კლინიკური ეფექტის მიხედვით. თერაპიული მოქმედება ვლინდება შეყვანის პირველივე წუთებში და თანადათა მცირდება ინფუზიის შეწყვეტის შემდეგ, ამიტომ, თუ აუცილებელია ამიოკორდონის ვენებში შეყვანი ხსნარით მკურნალობის გაგრძელება, რეკომენდებულია გადასვლა პრეპარატის მუდმივ ვენებში წვეთებით შეყვანაზე.

შემანარჩუნებელი დოზები: 10-20 მგ/კგ/24 საათი (ჩვეულებრივ 600-800 მგ, მაგრამ შეიძლება გაიზარდოს 1200 მგ-მდე 24 საათის განმავლობაში) 250 მლ 5% დექსტროაზას (გლუკოზის) ხსნარში რამდენიმე დღის განმავლობაში. ინფუზიით მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება 4-დან 5 დღემდე. ინფუზიის პირველი დღიდან უნდა დაიწყოს პრეპარატ ამიოკორდინის შიგნით მიღებაზე თანდათან გადასვლა (3 ტაბლეტი 200 მგ დღე-ღამეში). დოზა შეიძლება გაიზარდოს 4 ან 5 ტაბლეტამდეც კი დღე-ღამეში 200 მგ-მდე.

ვენებში ნაკადით შეყვანა

ვენებში ნაკადით შეყვანა ჩვეულებრივ რეკომენდებული არ არის ჰემოდინამიკური რისკის (შეიძლება არტერიული წნევის მკვეთრად შემცირება, კოლაფსი) გამო, უპირატესობა ენიჭება პრეპარატის ინფუზიურ შეყვანას, თუ ეს შესაძლებელია.

ვენებში ნაკადით შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში მკურნალობის სხვა სახეობების არაეფექტიანობისას და მხოლოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ეკგ-ს, არტერიული წნევის მუდმივი მონიტორინგით.

დოზა შეადგენს 5 მგ/კგ-ს სხეულის მასაზე. დეფიბრილაციის მიმართ რეზისტენტული პარკუჭების ფიბრილაციისას კარდიორეანიმაციის შემთხვევების გარდა, პრეპარატ ამიოკორდინის ვენებში შეყვანა უნდა ჩატარდეს არა ნაკლებ 3 წუთის განმავლობაში. პრეპარატ ამიოკორდინის განმეორებით შეყვანა უნდა მოხდეს პირველი ინექციიდან მხოლოდ მინიმუმ 15 წუთის შემდეგ, მაშინაც კი, თუ პირველი ინექციისას შეიყვანებოდა მხოლოდ ერთი ამპულის შემცველობა (შეუქცევადი კოლაფსის განვითარების შესაძლებლობა). თერაპიული ეფექტი დგება პირველი წუთების განმავლობაში, ხოლო შემდეგ თანდათან მცირდება. ამგვარად, გადასხმა საჭიროა ეფექტის შესანარჩუნებლად.

თუ აუცილებელია პრეპარატ ამიოკორდინის შეყვანის გაგრძელება, შეყვანილი უნდა იყოს ინფუზიის სახით.

კარდიორეანიმაცია გულის გაჩერებისას, გამოწვეული დეფიბრილაციის მიმართ რეზისტენტული პარკუჭების ფიბრილაციით/პარკუჭოვანი ტაქიკარდია პულსის გარეშე

ვენებში ნაკადით შეყვანა

პირველი დოზა შეადგენს 300 მგ-ს (ან 5მგ/კგ პრეპარატი ამიოკორდინი) 20მლ 5% დექსტროზას (გლუკოზის) ხსნარში და შეჰყავთ ვენებში ნაკადით.

თუ არ ხდება ფიბრილაციის კუპირება, შეიძლება დამატებით პრეპარატ ამიოკორდინის ვენებში ნაკადით შეყვანა დოზით 150 მგ (ან 2,5 მგ/კგ).

გადასვლა ვენებში თერაპიიდან პერორალურ თერაპიაზე

როგორც კი მიღებული იყო ადეკვატური პასუხი, უნდა დაიწყოს პერორალური თერაპია ერთდროულად ჩვეულებრივ დამტვირთავი დოზით (ესე იგი 200 მგ დღეში სამჯერ). ამიოდარონი თანდათან უნდა შეწყდეს.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტების მკურნალობისას რეკომენდებულია პრეპარატ ამიოკორდინის ყველაზე დაბალი დამტვირთავი და შემანარჩუნებელი დოზის გამოყენება. რადგან არ არსებობს მტკიცებულება, რომ პაციენტთა ამ ჯუფისათვის დოზირების მოთხოვნები განსხვავებულია, ისინი შეიძლება უფრო მგრძნობიარე იყვნენ ბრადიკარდიის და გამტარობის დეფექტების მიმართ, თუ გამოყენებული იქნება ძალიან მაღალი დოზა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მონიტორინგს.

თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვვები

თირკმელების და ღვიძლის დარღვევების მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ბავშვები

ბავშვებში ამიოდარონის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა იოდის, ამიოდარონის ან პრეპარატის დამხმარე საშუალებების მიმართ (ერთი ამპულა შეიცავს დაახლოებით 56 მგ იოდს).

სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი (სინუსური ბრადიკარდია, სინოატრიალური ბლოკადა) რითმის ხელოვნური მატარებლის (კარდიოსტიმულატორის) არარსებობისას (სინუსური კვანძის „გაჩერების“ რისკი).

II და III ხარისხის ატრივენტრიკულური ბლოკადა რითმის მუდმივი ხელოვნური მატარებლის (კარდიოსტიმულატორის) არარსებობისას.

პარკუჭშიდა გამტარობის დარღვევები (ორ- და სამ-წერტილოვანი ბლოკადები) რითმის მუდმივი ხელოვნური მატარებლის (კარდიოსტიმულატორის) არარსებობისას. გამტარობის ასეთი დარღვევებისას პრეპარატ ამიოკორდინის გამოყენება ვენებში შეიძლება მხოლოდ სპეციალიზებულ განყოფილებებში რითმის დროებითი მატარებლით (კარდიოსტიმულატორით).

ისეთი პრეპარატების ერთდროული გამოყენება, რომლებსაც შეუძლიათ QT ინტერვალის დაგრძელება და პაროქსიზმალური ტაქიკარდიების, მათ შორის „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების გამოწვევა (იხ. თავი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“):

ანტიარითმიული პრეპარატები: IA კლასის (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი პროკაინამიდი), III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (დოფეტილიდი, იბუტილიდი, ბრეტილიუმ ტოზილატი), სოტალოლი;

სხვა (არა ანტიარითმიული) პრეპარატები, როგორიცაა ბეპრიდილი, ვინკამინი, ზოგიერთი ნეიროლეპტიკი: ფენოთიაზინები (ქლორპრომაზინი, ციამმემაზინი, ლევომეპრომაზინი, თიორიდაზინი, ტრიფლუოპერაზინი, ფლუფენაზინი), ბენზამიდები (ამისულპრიდი, სულტოპრიდი, სულპრიდი, თიაპრიდი, ვერალიპრიდი), ბუტიროფენონები (დროპერიდოლი, ჰალოპერიდოლი), სერტინდოლი, პიმოზიდი, ციზაპრიდი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდური ანტიბიოტიკები (კერძოდ, ერითრომიცინი ვენებში შესაყვანი, სპირამიცინი), აზოლები, მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები (ქინინი, ქლოროქინი, მეფლოქსინი, ჰალოფანტრინი), პენტამიდინი პარენტერალური შეყვანისას, დიფემანილის მეთილსულფატი, მიზოლასტინი, ასტემიზოლი, ტერფენადინი, ფტორქინოლონები.

თანდაყოლილი ან შეძენილი QT ინტერვალის დაგრძელება.

არტერიული წნევის გამოხატული დაწევა, კოლაფსი, კადიოგენური შოკი.

ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია.

ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია (ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი). ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონალური ტესტები უნდა ჩატარდეს აუცილებლობისას ყველა პაციენტში თერაპიის დაწყების წინ.

ორსულობა (იხ. პუნქტი „გამოყენება ორსულობისას და ძუძუთი კვების პერიოდში“).

ძუძუთი კვების პერიოდი (იხ. თავი „გამოყენება ორსულობისას და ძუძუთი კვების პერიოდში“).

18 წლამდე ასაკი (ეფექტიანობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის).

ვენებში ნაკადით შეყვანა უკუნაჩვენებია არტერიული ჰიპოტენზიის, სუნთქვის მძიმე უკმარისობის, კარდიომიოპათიის ან გულის უკმარისობის დროს (შეიძლება დამძიმდეს ეს მდგომარეობები).

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უკუჩვენება არ ეხება პრეპარატ ამიოკორდინის გამოყენებას კარდიორეანიმაციის ჩატარებისას გულის გაჩერების დროს, რომელიც გამოწვეულია დეფიბრილაციის მიმართ რეზისტენტული პარკუჭების ფიბრილაციით.

სიფრთხილის ზომები

არტერიული ჰიპოტენზიის, დეკომპენსირებული ან მძიმე ქრონიკული გულის უკმარისობის (III-IV ფუნქციონალური კლასი NYHA-ს კლასიფიკაციით), ღვიძლის უკმარისობის, ბრონქული ასთმის, სუნთქვის მძიმე უკმარისობის დროს, ხანდაზმული ასაკის პაციენტებში (გამოხატული ბრადიკარდიის განვითარების მაღალი რისკი), I ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადისას.

ამიოკორდინის ვენებში ნაკადით შეყვანა, როგორც წესი, რეკომენდებული არ არის ჰემოდინამიკური რისკების გამო (არტერიული წნევის გამოხატული დაწევა, სისხლძარღვების კოლაფსი), უპირატესობა ენიჭება პრეპარატის ვენებში წვეთებით შეყვანას.

ამიოკორდინის ვენებში ნაკადით შეყვანა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ინტენსიური თერაპიის ბლოკში ეკგ-ს (ბრადიკარდიის და არითმოგენური მოქმედების განვითარების რისკის გამო) და არტერიული წნევის (არტერიული წნევის შესაძლო შემცირების გამო) მუდმივი კონტროლით.

შეყვანის ადგილას რეაქციების განვითარების თავიდან ასაცილებლად (იხ. თავი „გვერდითი მოქმედება“), რეკომენდებულია პრეპარატ ამიოკორდინის, ვენებში შესაყვანი ხსნარის შეყვანა ცენტრალური ვენური კათეტერით. მხოლოდ კარდიორეანიმაციის შემთხვევაში გულის გაჩერებისას, რომელიც გამოწვეულია დეფიბრილაციის მიმართ რეზისტენტული პარკუჭების ფიბრილაციით, ცენტრალური ვენური დაშვების არარსებობისას (დაყენებული ცენტრალური ვენური კათეტერის არარსებობისას) პრეპარატ ამიოკორდინის, ვენებში შესაყვანი ხსნარის შეყვანა შეიძლება მსხვილ პერიფერიულ ვენაში მაქსიმალური სისხლის ნაკადით.

კარდიორეანიმაციის შემდეგ პრეპარატ ამიოკორდინით მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობისას პრეპარატ ამიოკორდინის შეყვანა უნდა მოხდეს ვენებში წვეთებით ცენტრალური ვენური კათეტერით არტერიული წნევის და ეკგ-ს მუდმივი კონტროლით.

არ შეიძლება პრეპარატ ამიოკორდინის შერევა ერთ შპრიცში ან საწვეთურში სხვა სამკურნალო საშუალებებთან. არ შეიძლება სხვა პრეპარატების შეყვანა იმავე საინფუზიო სისტემის ხაზში, რითაც შეიყვანება ამიოკორდინი (იხ. თავი „გამოყენების წესი და დოზები“). ინფუზიის გზით შეყვანისას ამიოკორდინის საინექციო ხსნარმა შეიძლება შეამციროს წვეთების ზომა, და აუცილებლობისას, უნდა დაკორექტირდეს ინფუზიის სიჩქარე.

რეაქციები გულის მხრივ

აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ჰიპოტენზიის და დეკომპენსირებული კარდიომიოპათიის და გულის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ამიოდარონს გააჩნია დაბალი პროარითმიული ეფექტი. ცნობილია რითმის ახალი დარღვევების განვითარების ან უკვე არსებული რითმის დარღვევების დამძიმების შემთხვევების შესახებ, ზოგჯერ ლეთალური გამოსავლით. ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რთულია, ჩატარდეს დიფერენციალური დიაგნოზი პრეპარატის არასაკმარის ეფექტიანობასა და მის არითმოგენურ მოქმედებას შორის, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის სიმძიმის გაღრმავებით ან მის გარეშე. პროარითმიული ეფექტები, როგორც წესი, ვითარდება წამალთშორისი ურთიერთქმედებების და/ან ელექტროლიტური დარღვევების კონტექსტში. პრეპარატ ამიოკორდინის გამოყენებისას არითმოგენური მოქმედების შესახებ ცნობილი იყო მნიშვნელოვნად უფრო იშვიათად, ვიდრე სხვა ანტიარითმიული პრეპარატების გამოყენებისას და, როგორც წესი, ისინი ვლინდებოდა ისეთი ფაქტორების არსებობისას, რომლებიც ზრდიან QT ინტერვალის ხანგრძლივობას, როგორიცაა ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და/ან სისხლში ელექტროლიტების შემცველობის დარღვევა (იხ. თავები „გვერდითი მოქმედება“ და „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“). ამიოკორდინის მიერ QT ინტერვალის ხანგრძლივობის გაზრდის უნარის მიუხედავად, მან აჩვენა დაბალი აქტივობა „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის პროვოცირებასთან მიმართებაში.

ძალიან მაღალმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ბრადიკარდია და გამტარობის დარღვევა იდიოვენტრიკულური რითმის გამოვლენით, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში ან Digitalis-ით თერაპიის დროს. ასეთ პირობებში ამიოდარონით მკურნალობა უნდა შეწყდეს. აუცილებლობისას შეიძლება დაინიშნოს ბეტა-ადრენოსტიმულატორები ან გლუკაგონი. ამიოდარონის ნახევრად დაშლის ხანგრძლივი პერიოდის გამო, თუ ბრადიკარდია მძიმე და სიმპტომატურია, განხილული უნდა იყოს კარდიოსტიმულატორის შეყვანის შესაძლებლობა.

ამიოდარონის ფარმაკოლოგიურმა ეფექტმა შეიძლება გამოიწვიოს ეკგ-ს ცვლილებები: QT ინტერვალის დაგრძელება (ხანგრძლივი რეპოლარიზაციის გამო) და U კბილის და დეფორმირებული T კბილების განვითარება. ეს ცვლილებები არ წარმოადგენს კარდიოტოქსიკურობის ნიშნებს.

ტრანსპლანტატის პირველადი დისფუნქცია გულის გადანერგვის შემდეგ

ტრანსპლანტატის მიმღებში ამიოდარონის დანიშვნა რეტროსპექტიულ კვლევებში გულის გადანერგვის შემდეგ დაკავშირებულია ტრანსპლანტატის პირველადი დისფუნქციის (ტპდ) განვითარების მომატებულ რისკთან.

ტპდ წარმოადგენს გულის გადანერგვის სიცოცხლისათვის საშიშ გართულებას, რომელიც ვლინდება მარცხენა, მარჯვენა ან ორივე პარკუჭის დისფუნქციით გულის გადანერგვის ოპერაციის შემდეგ 24 საათის განმავლობაში. ტპდ-ს განვითარების იდენტიფიცირებადი მეორადი მიზეზი არ არსებობს (იხ. თავი „გვერდითი მოვლენები“). მწვავე ტპდ შეიძლება იყოს შეუქცევადი.

იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებიც დგანან გულის გადანერგვის რიგში, აუცილებელია გათვალისწინებული იყოს საკითხი პაციენტისთვის ალტერნატიული ანტიარითმიული პრეპარატის დანიშვნის შესახებ გადანერგვამდე რაც შეიძლება მალე.

მძიმე ბრადიკარდია და გულის ბლოკადა

ბრადიკარდიის და გულის ბლოკადის სიცოცხლისათვის საშიში შემთხვევები გამოვლინდა პაციენტებისთვის სოფოსბუვირის შემცველი თერაპიის დანიშვნისას ამიოდარონთან ერთად.

ბრადიკარდია, როგორც წესი, ვითარდებოდა რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში, ხოლო უფრო გვიანი შემთხვევები ძირითადად ვითარდებოდა ორ კვირამდე C ჰეპატიტის ვირუსის მკურნალობის დაწყებიდან.

ამიოდარონი უნდა დაინიშნოს სოფოსბუვირის შემცველი თერაპიის მიმღებ პაციენტებში მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ალტერნატიული ანტიარითმიული მკურნალობა პაციენტის მიერ ვერ გადაიტანება ან უკუნაჩვენებია მისთვის.

ერთდროულად ამიოდარონის გამოყენების აუცილებლობისას, დანიშვნიდან პირველი 48 საათის განმავლობაში რეკომენდებულია კარდიომონიტორული დაკვირვება საავადმყოფოს პირობებში, რის შემდეგაც შეიძლება გადასვლა ყოველდღიურ ამბულატორიულ მონიტორინგზე ან გულის შეკუმშვების სიხშირის თვითკონტროლზე მინიმუმ მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში.

ამიოდარონის ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდის გამო, ზემოთ მოცემულ რეჟიმში კარდიომონიტორინგი უნდა ჩატარდეს იმ პაციენტებშიც, რომლებმაც წინა თვეების განმავლობაში შეწყვიტეს ამიოდარონით მკურნალობა და რომლებსაც დაენიშნებათ სოფოსბუვირის შემცველი თერაპია.

ყველა პაციენტს, რომელიც იღებს ამიოდარონს სოფოსბუვირის შემცველ თერაპიასთან ერთად, უნდა მიეცეს გაფრთხილება ბრადიკარდიისა და გულის ბლოკადის სიმპტომების შესახებ, აგრეთვე მათი განვითარებისას სასწრაფოდ ექიმთან მიმართვის აუცილებლობაზე.

ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია

ამიოდარონმა შეიძლება გამოიწიოს ჰიპერთირეოზი, განსაკუთრებით პირად ისტორიაში ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მქონე პაციენტებში ან იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ/ადრე იღბდნენ პერორალურ ამიოდარონს. უნდა გაიზომოს usTSH დონე შრატში, თუ არსებობს ეჭვი ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციაზე (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“).

ამიოდარონი შეიცავს იოდს და ამგვარად შეიძლება ხელი შეუშალოს რადიოიოდის შთანთქმას. თუმცა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ტესტები (T3 თავისუფალი, T4 თავისუფალი, usTSH) რჩება ინტერპრეტირებადი. ამიოდარონი თრგუნავს ლევოთიროქსინის (T4) პერიფერიულ გადაქმნას ტრიიოდტირონინად (T3) და შეიძლება გამოიწვიოს იზოლირებული ბიოქიმიური ცვლილებები (შრატში თავისუფალი T4, თავისუფალი T3 რაოდენობა, ოდნავ შემცირებული ან ნორმალურიც კი) კლინიკური ეუთირეოზის მქონე პაციენტებში. ასეთ შემთხვევებში არ არსებობს ამიოდარონით მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობა, თუ არ არის ფარისებრი ჯირკვლის დაავადების კლინიკური ან შემდგომი ბიოლოგიური (usTSH) ნიშნები.

ჰიპოთირეოზი შეიძლება განვითარდეს ამიოდარონით თერაპიის დროს, აგრეთვე მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში. მწვავე შემთხვევებმა, რომლებიც ვლინდება თირეოტოქსიკოზის სახით, ზოგჯრ შეიძლება გამოიწვიოს სასიკვდილო გამოსავალი და საჭიროებს სწრაფ მკურნალობას.

დარღვევები ფილტვების მხრივ

ქოშინის ან მშრალი ხველის განვითარება შეიძლება დაკავშირებული იყოს ფილტვის ტოქსიკურობასთან, კერძოდ, ინტერსტიციალური პნევმონიტის განვითარებასთან. ძალიან იშვიათ შემთხვევებში ინტერსტიციალური პნევმონიტის განვითარება აღინიშნებოდა პრეპარატ ამიოკორდინის ვენებში შეყვანის შემდეგ. ინტერსტიციალური პნევმონიტის განვითარებაზე ეჭვის არსებობისას იმ პაციენტებში, რომლებშიც ვითარდება ძლიერი ქოშინი, როგორც იზოლირებული, ისე საერთო მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად (მომატებული დაღლილობა, სხეულის მასის შემცირება, ცხელება), უნდა ჩატარდეს ფილტვების რენტგენოლოგიური გამოკვლევა. უნდა მოხდეს ამიოკორდინის გამოყენების აუცილებლობის ხელახალი შეფასება. თუმცა, პრეპარატის ადრეული მოხსნისას ინტერსტიციალური პნევმონიტი, როგორც წესი, შექცევადია (კლინიკური სიმპტომები ჩვეულებრივ გადის 3-4 კვირის განმავლობაში რენტგენოლოგიური სურათის და ფილტვების ფუნქციის შემდგომი უფრო ნელი გაუმჯობესებით რამდენიმე კვირის განმავლობაში). განხილული უნდა იყოს საკითხი გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობის შესახებ. კლინიკური სიმპტომები ხშირად იხსნება რამდენიმე კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც აღინიშნება უფრო ნელი რადიოლოგიური გაუმჯობესება და ფილტვების ფუნქციის გაუმჯობესება. ზოგიერთი პაციენტის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს მიუხედავად ამიოდარონის შეწყვეტისა. ცნობილია ფილტვის ტოქსიკურობის სასიკვდილო შემთხვევების შესახებ.

გარდა ამისა, პრეპარატ ამიოკორდინის შეყვანისას, პაციენტებში ძალიან იშვიათად, ჩვეულებრივ უშუალოდ ქირურგიული ჩარევის შემდეგ აღინიშნა სერიოზული სუნთქვის გართულება (მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი მოზრდილებში), ზოგჯერ ლეთალური გამოსავლით; დასაშვებია მისი განვითარების შესაძლებლობა ჟანგბადის მაღალ კონცენტრაციებთან ურთიერთქმედებასთან დაკავშირებით (იხილეთ თავი „გვერდითი მოქმედება“).

დარღვევები ღვიძლის მხრივ

რეკომენდებულია „ღვიძლისმიერი“ ფუნქციონალური ტესტების გულდასმითი მონიტორინგი („ღვიძლისმიერი“ ტრანსამინაზების აქტივობის კონტროლი) პრეპარატ ამიოკორდინის გამოყენების დაწყებისას და რეგულარულად პრეპარატით მკურნალობის დროს. პრეპარატ ამიოკორდინის ვენებში შეყვანიდან პირველი 24 საათის განმავლობაში შეიძლება განვითარდეს ღვიძლის მწვავე დაზიანება (მათ შორის ჰეპატოცელულარული უკმარისობა ან ღვიძლის უკმარისობა, ზოგჯერ ლეთალური გამოსავლით) და ღვიძლის ქრონიკული დაზიანება. ამიტომ, „ღვიძლისმიერი“ ტრანსამინაზების აქტივობის მომატებისას, ნორმის ზედა ზღვარზე 3-ჯერ მეტად, პრეპარატ ამიოკორდინის დოზა უნდა შემცირდეს ან მისი მიღება უნდა შეწყდეს.

პრეპარატ ამიოკორდინის შიგნით მიღებისას ღვიძლის ქრონიკული უკმარისობის კლინიკური და ლაბორატორიული ნიშნები შეიძლება მინიმალურად იყოს გამოხატული (ჰეპატომეგალია, ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მეტად) და შექცევადი პრეპარატის მოხსნის შემდეგ, თუმცა, ცნობილია სასიკვდილო გამოსავლის შემთხვევების შესახებ.

მძიმე ბულოზური რეაქციები

პრეპარატ ამიოკორდინით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, თუ განვითარდა სიცოცხლისათვის საშიში სიმპტომები და გამოვლინებები ან ფატალური რეაქციებიც კი სტივენს ჯონსონის სნდრომის, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის სახით, კერძოდ: პროგრესირებადი კანზე გამონაყარის განვითარება, ხშირად ბუშტუკებით, ან ლორწოვანი გარსების დაზიანება.

მხედველობის დარღვევები

თუ ვითარდება მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის დაქვეითება, დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევა, მათ შორის ფუნდოსკოპია. ოპტიკური ნეიროპათიის და/ან მხედველობის ნერვის ნევრიტის განვითარებისას საჭიროა ამიოდარონის მოხსნა სიბრმავის პოტენციური განვითარების გამო. თუ არ განვითარდა არამკვეთრი მხედველობა და მხედველობის დაქვეითება, ოფთალმოლოგიური გამოკვლევის ჩატარება რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ.

წამალთშორისი ურთიერთქმედება

რეკომენდებული არ არის პრეპარატ ამიოკორდინის გამოყენება ერთდროულად შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად: ბეტა-ადრენობლოკატორები, „ნელი“ კალციუმის არხის ბლოკატორები, გულის რითმის შემამცირებელი (ვერაპამილი, დილთიაზემი), საფაღარათე საშუალებები, ნაწლავების პერისტალტიკის მასტიმულირებელი საშუალებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ჰიპოკალიემია. განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო ჰიპოტონიის, სუნთქვის მძიმე დარღვევის ან გულის მწვავე უკმარისობის შემთხვევაში (იხ. თავი „უკუჩვენებები“).

ჰიპოკალიემია

ჰიპოკალიემია უნდა დაკორექტირდეს პრეპარატ ამიოკორდინის გამოყენების დაწყებამდე.

ბავშვები

ბავშვებში პრეპარატ ამიოკორდინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა შესწავლილი არ არის. პრეპარატ ამიოკორდინის ვენებში შესაყვანი ხსნარის ამპულები შეიცავს ბენზილის სპირტს. ცნობილია ახალშობილებში მოგუდვის განვითარება სასიკვდილო შედეგით ბენზილის სპირტის შემცველი ხსნარების ვენებში შეყვანისას. აღნიშნული გართულების განვითარების სიმპტომებია: მოგუდვის მწვავე განვითარება, არტერიული წნევის დაწევა, ბრადიკარდია და კოლაფსი.

ზოგადი და ადგილობრივი ანესთეზია

ქირურგიულ ჩარევამდე ექიმ-ანესთეზიოლოგს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რომ პაციენტს გაუკეთდა პრეპარატი ამიოკორდინი. პრეპარატ ამიოკორდინით მკურნალობამ შეიძლება გააძლიეროს ჰემოდინამიკური რისკი ადგილობრივი ან ზოგადი ანესთეზიისას (ეს განსაკუთრებით ეხება გულის რითმის შემცირებას, გამტარობის შენელებას და გულის შეკუმშვების შემცირებას).

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები

პრეპარატ ამიოკორდინმა შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები, განსაკუთრებით, პირად ან საოჯახო ანამნეზში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში. ამიტომ, ამიოკორდინის ვენებში შეყვანიდან პრეპარატ ამიოკორდინის შიგნით შეყვანაზე გადასვლისას, როგორც მკურნალობის დროს, ასევე მკურნალობის დასრულებიდან რამდენიმე თვე, უნდა ჩატარდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გულდასმითი კლინიკური და ლაბორატორიული კონტროლი. თუ არსებობს ეჭვი ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციაზე, უნდა ჩატარდეს სისხლის შრატში TSH-ს კონცენტრაციების განსაზღვრა (TSH-ზე ზემგღზნობიარე ანალიზით). პრეპარატი ამიოკორდინი შეიცავს იოდს და ამიტომ, შეიძლება გამოიწვიოს რადიოაქტიური იოდის შთანთქმის დარღვევა, რამაც შეიძლება დაამახინჯოს ფარისებრი ჯირკვლის რადიოიზოტოპური კველევები, თუმცა, მისი გამოყენება გავლენას არ ახდენს T3, T4 და თირეოტროპული ჰორმონის სანდო განსაზღვრაზე სისხლის პლაზმაში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ამიოდარონს ასევე შეუძლია CYP1A2, CYP2C19 და CYP2D6-ის ინჰიბირება საკუთარი ძირითადი მეტაბოლიტით. მოსალოდნელია, რომ ერთობლივი გამოყენებისას ამიოდარონი ზრდის პლაზმაში იმ პრეპარატების კონცენტრაციას, რომელთა მეტაბოლიზმი დამოკიდებულია CYP1A2, CYP2C19 და СYP2D6-ზე.

ამიოდარონთან სხვა წამალთშორისი ურთიერთქმედებები

აღინიშნა მძიმე, სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში ბრადიკარდიის და გულის ბლოკადის შემთხვევები, როდესაც ამიოდარონი მიიღებოდა სოფოსბუვირთან ერთად C ჰეპატიტის ვირუსის სხვა პირდაპირი მოქმედების ანტივირუსულ პრეპარატთან ერთად, როგორიცაა დაკლატასვირი, სიმეპრევირი ან ლედიპასვირი. ამიტომ, ამ აგენტების ერთობლივი გამოყენება ამიოდარონთან რეკომენდებული არ არის. ბრადიკარდიის ამ ეფექტის მექანიზმი უცნობია.

თუ შეუძლებელია ერთობლივი შეყვანისაგან თავის შეკავება, რეკომენდებულია გულის მონიტორინგი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

დღეისათვის არსებული კლინიკური ინფორმაცია არასაკმარისია ორსულობის პირველ ტრიმესტრში ამიოდარონის გამოყენებისას ემბრიონის განვითარების მხრივ დეფექტების განვითარების შესაძლებლობის ან შეუძლებლობის განსაზღვრისათვის.

ვინაიდან ნაყოფის ფარისებრი ჯირკვალი იწყებს იოდის შეკავშირებას მხოლოდ ორსულობის (ამენორეის)მე-14 კვირას, მოსალოდნელი არ არის ამიოდარონის მიერ მასზე ზემოქმედება მისი უფრო ადრეული გამოყენებისას. პრეპარატის გამოყენებისას ჭარბმა იოდმა ამ პერიოდის შემდეგ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოთირეოზის ლაბორატორიული სიმპტომების გამოვლინება ახალშობილებში და კლინიკურად მნიშვნელოვანი ჩიყვის ფორმირება.

ნაყოფის ფარისებრ ჯირკვალზე პრეპარატის ზემოქმედების გათვალისწინებით, ამიოდარონი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აღემატება რისკს (გულის რითმის სიცოცხლისათვის საშიში პარკუჭოვანი დარღვევებისას).

ლაქტაციის პერიოდი

ამიოდარონი გადადის დედის რძეში მნიშვნელოვანი რაოდენობებით, ამიტომ, უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების პერიოდში (პრეპარატი უნდა მოიხსნას ან ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს).

გავლენა ავტომობილის მართვაზე

უსაფრთხოების მონაცემების გათვალისწინებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ამიოდარონი არღვევს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან სხვა პოტენციურად სახიფათო საქმიანობის შესრულების უნარს. თუმცა, სიფრთხილის ზომის სახით, იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც აქვთ რითმის მძიმე დარღვევების პაროქსიზმები ამიოკორდინით მკურნალობის პერიოდში, სასურველია სატრანსპორტო საშუალებების მართვის და პოტენციურად სახიფათო საქმიანობის შესრულებისაგან თავის შეკავება, რაც მოითხოვს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირად (>10%); ხშირად (>1%, <10%); არახშირად (>0,1%, <1%); იშვიათად (>0,01%, <0,1%) და ძალიან იშვიათად, ცალკეული ცნობების ჩათვლით (<0,01%); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია).

დარღვევები სისხლისა და ლიმფატური სისტემის მხრივ:

ამიოდარონის მიმღებ პაციენტებში შემთხვევით აღმოჩნდა ძვლის ტვინის გრანულომები, რისი კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

დარღვევები გულისა და სისხლძარღვების მხრივ:

ხშირად: ბრადიკარდია, ჩვეულებრივ ზომიერი, არტერიული წნევის დაწევა, ჩვეულებრივ ზომიერი და გარდამავალი. ჭარბი დოზირებისას ან პრეპარატის ძალიან სწრაფად შეყვანისას აღინიშნა არტერიული წნევის გამოხატული დაწევის ან კოლაფსის შემთხვევები;

ძალიან იშვიათად: არითმოგენური მოქმედება (რითმის ახალი დარღვევების განვითარება ან რითმის არსებული დარღვევების დამძიმება, ზოგ შემთხვევაში გულის შემდგომი გაჩერებით), გამოხატული ბრადიკარდია, სინუსური კვანძის გაჩერება, რაც საჭიროებს ამიოდარონით მკურნალობის შეწყვეტას, განსაკუთრებით სინუსური კვანძის დისფუნქციის მქონე პაციენტებში და/ან ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, სისხლის „მოწოლები“ და კანის საფარზე, სიცხის შეგრძნებით;

სიხშირე უცნობია: „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია (იხ. თავი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“, ქვეპუნქტი „ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები“, თავი „განსაკუთრებული მითითებები“).

დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ:

ძალიან იშვიათად: ანტიდიურეტიკული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი;

სიხშირე უცნობია: ჰიპერთირეოზი.

მხედველობის დარღვევები:

სიხშირე უცნობია: ოპტიკური ნევროპათია/ნევრიტი, რომლებიც შეიძლება პროგრესირდეს სიბრმავემდე;

დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:

ძალიან იშვიათად: გულისრევა;

სიხშირე უცნობია: პანკრეატიტი/მწვავე პანკრეატიტი.

ზოგადი აშლილობები და მდგომარეობები შეყვანის ადგილას:

ხშირად: რეაქციები შეყვანის ადგილას, როგორიცაა ტკივილი, ერითემა, შეშუპება, ნეკროზი, ექსტრავაზაცია, ინფილტრაცია, ანთება, თრომბოფლებიტი, ფლებიტი, ცელულიტი, ინფექციები, კანის პიგმენტაციის ცვლილებები.

დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ:

ძალიან იშვიათად: სისხლის შრატში „ღვიძლისმიერი“ ტრანსამინაზების აქტივობის იზოლირებული მომატება, ჩვეულებრივ ზომიერი (ნორმის ზედა ზღვარის გადაჭარბება 1,5-დან 3-ჯერ მეტად), რომლებიც ვლინდება მკურნალობის დასაწყისში. „ღვიძლისმიერი“ ტრანსამინაზების აქტივობა შეიძლება დაუბრუნდეს ნორმალურ მნიშვნელობებს დოზის შემცირებისას ან სპონტანურადაც კი, ღვიძლის მწვავე დაზიანება „ღვიძლისმიერი“ ტრანსამინაზების აქტივობის მომატებით და/ან სიყვითლით, ღვიძლის უკმარისობის განვითარების ჩათვლით, ზოგჯერ ლეთალური გამოსავლით (იხ. თავი „განსაკუთრებული მითითებები“).

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:

ძალიან იშვიათად: ანაფილაქსური შოკი;

სიხშირე უცნობია: ანგიონევროტული შეშუპება (კვინკეს შეშუპება).

დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ:

სიხშირე უცნობია: მადის დაქვეითება.

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ:

სიხშირე უცნობია: ტკივილი წელისა და ხერხემლის წელ-გავის ნაწილში.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:

ძალიან იშვიათად: კეთილთვისებიანი ქალასშიდა ჰიპერტენზია (თავის ტვინის ფსევდოსიმსივნე), თავის ტკივილი;

სიხშირე უცნობია: პარკინსონიზმი.

ფსიქიკის დარღვევები:

სიხშირე უცნობია: ცნობიერების არევის მდგომარეობა, დელირიუმი, ჰალუცინაციები.

დარღვევები სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ:

სიხშირე უცნობია: ლიბიდოს დაქვეითება.

დარღვევები სუნთქვის სისტემის, გულ-მკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ:

ძალიან იშვიათად: ინტერსტიციალური პნევმონიტი ან ფიბროზი, ზოგჯერ სასიკვდილო გამოსავლით (იხ. თავი „განსაკუთრებული მითითებები“), მძიმე რესპირატორული გართულებები (მოზრდილთა მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი), ზოგჯერ ლეთალური გამოსავლით (იხ. თავი „განსაკუთრებული მითითებები“, „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“), ბრონქოსპაზმი და/ან აპნოე სუნთქვის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:

ძალიან იშვიათად: მომატებული ოფლიანობა;

სიხშირე უცნობია: ეგზემა, ჭინჭრის ციება, კანის მძიმე რეაქციაბი, ზოგჯერ ფატალური, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის/სტივენს-ჯონსონის სინდრომის ჩათვლით, ბულოზური დერმატიტი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით.

სერიოზული არასასურველი ეფექტების განვითარების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ტრავმები, ინტოქსიკაციები და პროცედურების გართულებები

სიხშირე უცნობია: ტრანსპლანტატის პირველადი დისფუნქცია გულის გადანერგვის შემდეგ (იხ. თავი „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები).

ჭარბი დოზა

ინფორმაცია ამიოდარონის ჭარბი დოზირების შესახებ ვენებში გამოყენებისას არ არის.

არსებობს გარკვეული ინფორმაცია ტაბლეტების ფორმით შიგნით მიღებული ამიოდარონის მწვავე ჭარბი დოზირების შესახებ. აღწერილია სინუსური ბრადკარდიის, გულის გაჩერების, პარკუჭოვანი ტაქიკარდიების, „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმალური პარკუჭოვანი ტაქიკარდიების, სისხლის მიმოქცევის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევების, არტერიული წნევის გამოხატული დაწევის რამდენიმე შემთხვევა.

მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომატური (ბრადიკარდიისას - ბეტა-ადრენოსტიმულატორების გამოყენება ან კარდიოსტიმულატორის დაყენება, ან გლუკაგონის გამოყენება, „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიისას - მაგნიუმის მარილების ვენებში შეყვანა, კარდიოსტიმულაცია). შეიძლება ასევე განვითარდეს პარკუჭოვანი ტაქიკარდიის შეტევები, რომლებიც სპონტანურად გაივლის. ამიოდარონის ფარმაკოკინეტიკის გამო რეკომენდებულია პაციენტებზე ადეკვატური და ხანგრძლივი დაკვირვება, განსაკუთრებით გულის მდგომარეობაზე.

არც ამიოდარონი და არც მისი მეტაბოლიტები არ გამოიდევნება ჰემოდიალიზის დროს. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

შემადგენლობა

აქტიურ ნივთიერებას 150 მგ ამიოდარონის ჰიდროქლორიდს. დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, პოლისორბატი 80, საინექციო წყალი.

აღწერილობა გამჭვირვალე ხსნარი ოდნავ მოყვითალო ფერის.

შენახვის პირობები

არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

2 წელი.

არ გამოიყენება შეფუთვაზე მითიტებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი პრეპარატი, რომლებიც ურთიერთქმედებენ ამიოდარონთან, არის ვარფარინი, დიგოქსინი, ფენიტოინი და ნებისმიერი პრეპარატი, რომელიც აგრძელებს QT ინტერვალს.

სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ „პირუეტის“ ტიპის ორმიმართულებიანი პარკუჭოვანი ტაქიკარდიის გამოწვევა და QT ინტერვალის ხანგრძლივობის გაზრდა

სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის გამოწვევა

უკუნაჩვენებია კომბინირებული თერაპია სამკურნალო საშუალებებთან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია, რადგან ამასთან იზრდება პოტენციურად ლეთალური „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების რისკი. ამ პრეპარატებს მიეკუთვნება:

ანტიარითმიული სამკურნალო საშუალებები: IA კლასის (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, პროკაინამიდი), სოტალოლი;

სხვა (არაანტიარითმიული) სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ბეპრიდილი, ვინკამინი, ზოგიერთი ნეიროლეპტიკი: ფენოთიაზინები (ქლორპრომაზინი, ციამემაზინი, ლევომენრომაზინი, თიორიდაზინი, ტრიფლუოპერაზინი, ფლუფენაზინი), ბენზამიდები (ამისულპრიდი, სულტოპრიდი, სულპრიდი, თიაპრიდი, ვერალიპრიდი), ბუტიროფენონები (დროპერიდოლი, ჰალოპერიდოლი), სერტინდოლი, პიმოზიდი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ციზაპრიდი, მაკროლიდური ანტიბიოტიკები (ერითრომიცინი ვენებში შესაყვანი, სპირამიცინი), აზოლები, მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები (ქინინი, ქლოროქინი, მეფლოქინი, ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი), პენტამიდინი პარენტერალური შეყვანისას, დიფემანილის მეთილსულფატი, მიზოლლასტინი, ასტემიზოლი, ტერფენადინი.

სამკურნალო საშუალებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ QT ინტერვალის ხანგრძლივობის გაზრდა

ამიოდარონთან ერთად ისეთი სამკურნალო საშუალებების გამოყენება, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ QT ინტერვალის ხანგრძლივობის გაზრდა, უნდა ეფუძნებოდეს თითოეული პაციენტისთვის მოსალოდნელი სარგებლისა და პოტენციური რისკის გულდასმით შეფასებას („პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების მზარდი რისკის ალბათობა), ასეთი კომბინაციების გამოყენებისას აუცილებელია პაციენტთა ეკგ-ს მუდმივი მონიტორინგი (QT ინტერვალის დაგრძელების გამოსავლენად), აგრეთვე სისხლში კალიუმის და მაგნიუმის შემცველობის კონტროლი. იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამიოდარონს, თავიდან უნდა იქნას აცილებული ფტორქინოლონების, მათ შორის მოქსიფლოქსაცინის გამოყენება. იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამიოდარონს ფტორქინოლონებთან ერთად, იშვიათად აღინიშნა QT ინტრვალის დაგრძელება, „პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდიით ან მის გარეშე.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ამცირებენ გულის რითმს ან იწვევენ ავტომატიზმის ან გამტარობის დარღვევებს

რეკომენდებული არ არის ამ სამკურნალო საშუალებებთან კომბინირებული თერაპია.

ბეტა-ადრენობლოკატორებმა, „ნელი“ კალციუმის არხის ბლოკატორებმა, რომლებიც ამცირებენ გულის რითმს (ვერაპამილი, დილთიაზემი), შეიძლება გამოიწვიონ ავტომატიზმის (ძლიერი ბრადიკარდიის განვითარება) და გამტარობის დარღვევები.

სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ ჰიპოკალიემიის გამოწვევა

შემდეგ პრეპარატებთან არარეკომენდებული კომბინაციები:

ნაწლავების პერისტალტიკის მასტიმულირებელი საფაღარათე საშუალებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ჰიპოკალიემია, გაზარდონ „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების რისკი. ამიოდარონთან ერთად გამოყენებული უნდა იყოს სხვა ჯგუფის საფაღარათე საშუალებები.

კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილეს გამოყენებისას:

დიურეტიკები, რომლებიც იწვევენ ჰიპოკალიემიას (მონოთერაპიაში ან სხვა სამკურნალო საშუალებებან კომბინაციებში);

სისტემური კორტიკოსტეროიდები (გლუკოკორტიკოსტეროიდები, მინერალოკორტიკოსტეროიდები), ტეტრაკოზაქტიდი;

ამფოტერიცინი B (ვენებში შეყვანა).

აუცილებელია ჰიპოკალიემიის განვითარების თავიდან აცილება, ხოლო მისი განვითარებისას უნდა აღდგეს სისხლში კალიუმის შემცველობა ნორმალურ მნიშვნელობამდე, გაკონტროლდეს სისხლში ელექტროლიტების შემცველობა და ეკგ (QT ინტერვალის შესაძლო დაგრძელებაზე), ხოლო „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარებისას არ გამოიყენება ანტიარითმიული პრეპარატები (უნდა დაიწყოს პარკუჭოვანი კარდიოსტიმულაცია, შეიძლება მაგნიუმის მარილების ვენებში შეყვანა).

სამკურნალო საშუალებები ზოგადი ანესთეზიისთვის

ცნობილია შემდეგი მძიმე გართულებების განვითარების შესაძლებლობის შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამიოდარონს, ზოგადი ანესთეზიის ჩატარებისას: ბრადიკარდია (რეზისტენტული ატროპინის შეყვანაზე), არტერიული წნევის დაწევა, გამტარობის დარღვევები, გულის გამოტყორცნის შემცირება. აღინიშნა სუნთქვის სისტემის მხრივ მძიმე გართულებების ძალიან იშვიათი შემთხვევები, ზოგჯერ ლეთალური გამოსავლით (მოზრდილთა მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი), რომელიც ვითარდებოდა უშუალოდ ქირურგიული ჩარევის შემდეგ, რომლის განვითარება დაკავშირებულია ჟანგბადის მაღალ კონცენტრაციებთან ურთიერთქმედებასთან.

გრეიფრუტის წვენი თრგუნავს P450 3A4 ციტოქრომს და შეიძლება გაზარდოს პლაზმაში ამიოდარონის კონცენტრაცია. გრეიპფრუტის წვენის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული პერორალური ამიოდარონით მკურნალობისას.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ამცირებენ გულის რითმს (კლონიდინი, გუანფაცინი, ქოლინესტერაზას ინჰიბიტორები [დონეპეზილი, გალანტამინი, რივასტიგმინი, ტაკრინი, ამბენონიუმის ქლორიდი, პირიდოსტიგმინის ბრომიდი, ნეოსტიგმინის ბრომიდი], პილოკარპინი)

ძლიერი ბრადიკარდიის განვითარების რისკი (კუმულაციური ეფექტები).

ამიოდარონის ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებზე

ამიოდარონი და/ან მისი მეტაბოლიტი დეზეთილამიოდარონი აინჰიბირებენ CYPA1A, CYP1A2, CYP3A4, CYP2C9, CYP2D6 და P-gp იზოფერმენტებს და შეიძლება გაზარდონ იმ სამკურნალო საშუალებების სისტემური ექსპოზიცია, რომლებიც მათი სუბსტრატებია. ამიოდარონის ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდის გამო მოცემული ურთიერთქმედება შეიძლება აღინიშნოს მისი მიღების შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც არიან P-gp-ს სუბსტრატები

ამიოდარონი არის P-gp-ს ინჰიბიტორი. მოსალოდნელია, რომ მისი ერთდროული მიღება იმ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც წარმოადგენს P-gp სუბსტრატებს, იწვევს ამ უკანასკნელთა სისტემური ექსპოზიციის ზრდას.

გულის გლიკოზიდები (დიგიტალისის პრეპარატები)

ავტომატიზმის (გამოხატული ბრადიკარდია) და წინა გულის პარკუჭოვანი გამტარობის დარღვევების განვითარების შესაძლებლობა. გარდა ამისა, ამიოდარონთან დიგოქსინის კომბინაციისას შეიძლება გაიზარდოს სისხლის პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციები (მისი კლირენსის შემცირების გამო). პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციის ზრდა იწვევს დიგოქსინის მაღალ დონესთან დაკავშირებულ სიმპტომებს და ნიშნებს. ამიტომ ამიოდარონთან დიგოქსინის ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია სისხლში დიგოქსინის კონცენტრაციის განსაზღვრა და დიგიტალისური ინტოქსიკაციის შესაძლო კლინიკური და ელექტროკარდიოგრაფიული გამოვლინებების კონტროლი. შეიძლება საჭირო გახდეს დიგოქსინის დოზების შემცირება. ასევე შესაძლებელია სინერგიული ეფექტი გულის შეკუმშვების სიხშირეზე და ანტრიოვენტრიკულურ გამტარობაზე.

დაბიგატრინი

აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ამიოდარონის და დაბიგატრანის ერთდროული გამოყენებისას სისხლდენის განვითარების რისკის გამო. შეიძლება საჭირო გახდეს დაბიგატრანის დოზების კორექცია მისი გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული მითითებების შესაბამისად.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც CYP2C9 იზოფერმენტის სუბსტრატებია

ამიოდარონი ზრდის სისხლში იმ სამკურნალო საშუალებების კონცენტრაციას, რომლებიც CYP2C9 იზოფერმენტის სუბსტრატებია, როგორიცაა ვარფარინი ან ფენიტოინი CYP2C9 იზოფერმენტის ინჰიბირების ხარჯზე.

ვარფარინი

ამიოდარონთან ვარფარინის კომბინაციისას შეიძლება გაძლიერდეს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტის ეფექტები, რაც ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს. პროთრომბინის დრო უფრო ხშირად უნდა გაკონტროლდეს საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების მაჩვენებლების განსაზღვრის გზით და უნდა მოხდეს არადპირდაპირი ანტიკოაგულანტების დოზების კორექცია, როგორც მკურნალობის დროს, ისე მისი მიღების შეწყვეტის შემდეგ.

ფენიტოინი

ამიოდარონთან ფენიტოინის ერთდროული გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ფენიტოინი ჭარბი დოზირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნევროლოგიური სიმპტომების განვითარება. აუცილებელია კლინიკური მონიტორინგი და ფენიტოინის დოზების შემცირება ჭარბი დოზირების პირველი ნიშნებისას, სასურველია სისხლის პლაზმაში ფენიტოინის კონცენტრაციების განსაზღვრა.

ფლეკაინიდი

ამიოდარონი ზრდის ფლეკაინიდის პლაზმურ კონცენტრაციას CYP2D6 იზოფერმენტის ინჰიბირების ხარჯზე, რის გამოც საჭიროა ფლეკაინიდის დოზის კორექცია. რეკომენდებულია ფლეკაინიდის დოზის შემცირება 50%-ით და პაციენტის გულდასმითი კონტროლი გვერდით ეფექტებზე. ასეთ გარემობებში მკაცრად რეკომენდებულია პლაზმაში ფლეკაინიდის დონის მონიტორინგი.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც CYP3A4 იზოფერმენტის სუბსტრატებია

ამიოდარონის, CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბიტორის, ერთდროული გამოყენებისას ამ სამკურნალო საშუალებებთან, შეიძლება გაიზარდოს მათი პლაზმური კონცენტრაციები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი ტოქსიკურობის გაზრდა და/ან ფარმაკოდინამიკური ეფექტების გაძლიერება, აგრეთვე შეიძლება საჭირო გახდეს მათი დოზების შემცირება. ქვემოთ ჩამოთვლილია ასეთი სამკურნალო საშუალებები.

  • ციკლოსპორინი

ამიოდარონთან ციკლოსპორინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სიხლის პლაზმაში ციკლოსპორინის კონცენტრაციები, აუცილებელია დოზების კორექცია. პლაზმაში ციკლოსპორინის დონეები შეიძლება გაიზარდოს 2-ჯერ კომბინაციაში გამოყენებისას.

ფენტანილი

ამიოდარონთან კომბინაციამ შეიძლება გაზარდოს ფენტანილის ფარმაკოდინამიკური ეფექტები და მათი ტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკი.

ჰმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორები (სტატინები) (სიმვასტატინი, ატორვასტატინი და ლოვასტატინი)

კუნთების ტოქსიკურობის (რაბდომიოლიზის) რისკის გაზრდა ამიოდარონის და სტატინების ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP3A4 იზოფერმენტით. რეკომენდებულია სტატინების გამოყენება, რომლებიც არ მეტაბოლიზდებიან CYP3A4 იზოფერმენტით.

სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP3A4 იზოფერმენტით: ლიდოკაინი (სინუსური ბრადიკარდიის და ნევროლოგიური სიმპტომების განვითარების რისკი), ტაკროლიმუსი (ნეფროტოქსიკურობის რისკი), სილდენაფილი (მისი გვერდითი ეფექტების გაზრდის რისკი), მიდაზოლამი (ფსიქომოტორული ეფექტების განვითარების რისკი), ტრიაზოლამი, დიჰიდროერგოტამინი, ერგოტამინი, კოლქიცინი.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც CYP2D6 და CYP3A4 იზოფერმენტების სუბსტრატებია

დექსტრომეტორფანი

ამიოდარონი აინჰიბირებს CYP2D6 და CYP3A4 იზოფერმენტებს და თეორიულად შეიძლება გაზარდოს დექსტრომეტორფანის კონცენტრაციები.

კლოპიდოგრელი

კლოპიდოგრელი არის არააქტიური თიენოპირიმიდინული სამკურნალო საშუალება, რომელიც მეტაბოლიზდება ღვიძლში აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. შეიძლება აღინიშნოს ურთიერთქმედება კლოპიდოგრელსა და ამიოდარონს შორის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კლოპიდოგრელის ეფექტიანობის შემცირება.

სხვა სამკურნალო საშუალებების ზემოქმედება ამიოდარონზე

CYP3A4 და CYP2C8 იზოფერმენტების ინჰიბიტორებს შეიძლება ჰქონდეთ ამიოდარონის მეტაბოლიზმის ინჰიბირების, სისხლში მისი კონცენტრაციის გაზრდის და შესაბამისად, მისი ფარმაკოდინამიკური და გვერდითი ეფექტების გაზრდის რისკის პოტენციალი.

რეკომენდებულია CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბიტორების მიღებისაგან თავის შეკავება (მაგალითად, გრეიპფრუტის წვენის და ზოგიერთი სამკურნალო საშუალების, როგორიცაა ციმეტიდინი და აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები (მათ შორის ინდინავირი) ამიოდარონით მკურნალობის დროს. აივ-პროტეაზას ინჰიბიტორებმა ამიოდარონთან ერთად გამოყენებისას შეიძლება გაზარდონ სისხლში ამიოდარონის კონცენტრაცია.

CYP3A4 იზოფერმენტის ინდუქტორები

რიფამპიცინი

რიფამპიცინი არის CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერი ინდუქტორი, ამიოდარონთან ერთად გამოყენებისას შეიძლება შეამციროს ამიოდარონის და დეეთილამიოდარონის პლაზმური კონცენტრაციები.

კრაზანას პრეპარატები

კრაზანა არის CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერი ინდუქტორი. ამის გამო თეორიულად შეიძლება აღინიშნოს ამიოდარონის პლაზმური კონცენტრაციის შემცირება და მისი ეფექტის დასუსტება (კლინიკური მონაცემები არ არსებობს).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ

ამიოკორდინი®

Amiokordin

სავაჭრო პატენტირებული სახელწოდება:

ამიოკორდინი®

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება ამიოდარონი

წამლის ფორმა ხსნარი ვენებში შესაყვანად.

შემადგენლობა ხსნარის 3 მლ (1 ამპულა) შეიცავს: აქტიურ ნივთიერებას 150 მგ ამიოდარონის ჰიდროქლორიდს. დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, პოლისორბატი 80, საინექციო წყალი.

აღწერილობა გამჭვირვალე ხსნარი ოდნავ მოყვითალო ფერის.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი პრეპარატები გულის დაავადებების სამკურნალოდ. არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატები III კლასის. ათქ კოდი: C01BD01.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა ამიოდარონი მიეკუთვნება III კლასის არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატებს (რეპოლარიზაციის ინჰიბიტორების კლასი) და გააჩნია ანტიარითმიული მოქმედეის უნიკალური მექანიზმი, ვინაიდან III კლასის ანტიარითმიკების თვისებების გარდა (კალიუმის არხების ბლოკადა), გააჩნია I კლასის ანტიარითმიკების (ნატრიუმის არხების ბლოკადა), IV კლასის ანტიარითმიკების (კალციუმის არხების ბლოკადა) ეფექტები და არაკონკურენტული ბეტა-ადრენომაბლოკირებელი მოქმედება.

ანტიარითმიული მოქმედების გარდა, გააჩნია ანტიანგინალური, კორონაროგამაფართოებელი, ალფა- და ბეტა-ადრენომაბლოკირებელი ეფექტები.

ანტიარითმიული თვისებები:

კარდიომიოციტების მოქმედების პოტენციალის მე-3 ფაზის ხანგრძლივობის გაზრდა, ძირითადად კალიუმის არხებში იონური დენის ბლოკირების ხარჯზე (ვილიამსის კლასიფიკაციით III კლასის ანტიარითმიული საშუალებების ეფექტი);

სინუსური კვანძის ავტომატიზმის შემცირება, რაც იწვევს გულის შეკუმშვების სიხშირის შემცირებას;

ალფა- და ბეტა-ადრენერგიული რეცეპტორების არაკონკურენტული ბლოკადა;

სინოატრიალური, წინა გულის და ატრიოვენტრიკულური გამტარობის შენელება, უფრო გამოხატული ტაქიკარდიისას;

პარკუჭების გამტარობის ცვლილებების არარსებობა;

რეფრაქტორული პერიოდების გაზრდა და წინაგულის და პარკუჭების მიოკარდიუმის აგზნებადობის შემცირება, აგრეთვე ატრიოვენტრიკულური კვანძის რეფრაქტორული პერიოდის გაზრდა;

გამტარობის შენელება და რეფრაქტორული პერიოდის ხანგრძლივობის გაზრდა წინაგულის-პარკუჭოვანი გამტარობის დამატებით კვანძებში.

ვენებში შესაყვანი ამიოდარონის უსაფრთხოება და ეფექტიანობა გულის გაჩერების მქონე პაციენტებში, რაც მოხდა მაშინ, როდესაც ადამიანი იმყოფებოდა არა საავადმყოფოში, პარკუჭების ფიბრილაციის შედეგად, დეფიბრილაციის მიმართ არამგრძნობიარე, შეფასდა ორი ორმაგი ბრმა კვლევისას: კვლევა “ARREST” - ამიოდარონის შედარება პლაცებოსთან და კვლევა “ALIVE” - ამიოდარონის შედარება ლიდოკაინთან. ორივე კვლევის პირველადი მაჩვენებელი იყო გადარჩენა ჰოსპიტალიზაციამდე.

კვლევაში „ARREST“, 504 პაციენტი გულის გაჩერებით, რომელიც მოხდა საავადმყოფოს ფარგლებს გარეთ პარკუჭების ფიბრილაციის ან პარკუჭოვანი ტაქიკარდიის შედეგად (პულსის არარსებობა), რომელიც არ რეაგირებდა დეფიბრილაციის სამ ან მეტ მცდელობაზე და ეპინეფრინზე, რანდომიზებული იყო ამიოდარონით მკურნალობის ჯგუფში დოზით 300 მგ გაზავებული 20 მლ 5% დექსტროზაში, პერიფერიულ ვენაში სწრაფად შეყვანით, (246 პაციენტი), ან ჯგუფში, რომელშიც ინიშნებოდა პლაცებო (258 პაციენტი). 197 პაციენტში (39%), რომლებმაც მიაღწიეს ჰოსპიტალიზაციამდე, ამიოდარონი არსებითად ზრდიდა წარმატებული რეანიმაციის და ჰოსპიტალიზაციის შანსებს; ამიოდარონის სამკურნალო ჯგუფში 44% და 34% პლაცებოს ჯგუფში, p=0,03. კორექციის შემდეგ, რომელიც ითვალისწინებდა გამოსავლის სხვა დამოუკიდებელ პროგნოზულ ფაქტორებს, ჰოსპიტალიზაციამდე მიღწევის შანსების კორექტირებული შეფარდება ამიოდარონით მკურნალობის ჯგუფში პლაცებოს ჯგუფთან შედარებით შეადგენდა 1,6 (95% ნდობის ინტერვალი, 1,1-2,4; p=0,02). ამიოდარონით მკურნალობის ჯგუფში პლაცებოს ჯგუფთან შედარებით უფრო მეტ პაციენტს ჰქონდა ჰიპოტონია (59% 29%-თან შედარებით, p=0.04) ან ბრადიკარდია (41% 25%-თან შედარებით, p=0,004).

“ALIVE” კვლევაში 347 პაციენტი პარკუჭების ფიბრილაციით, რომლებიც არ რეაგირებდნენ დეფიბრილაციის სამ მცდელობაზე, ეპინეფრინზე და დეფიბრილაციის დამატებით მცდელობაზე, ან პარკუჭების განმეორებითი ფიბრილაციით თავიდან წარმატებული დეფიბრილაციის შემდეგ, რანდომიზებული იყვნენ ამიოდარონით მკურნალობის ჯგუფში (5 მგ 1 კგ სხეულის მასაზე, გაზავებული 30 მლ 5% დექსტროზაში) ან ლიდოკაინით, პლაცებოს შესაბამისი, ან ლიდოკაინით (1,5 მგ სხეულის მასის კგ-ზე 10 მგ კონცენტრაციისას მილილიტრზე) და ამიოდარონით, პლაცებოს შესაბამისი, რომელიც შეიცავდა იგივე გამაზავებელს (პოლისორბატი 80). 347 პაციენტიდან, რომლებიც ჩართული იყვნენ კვლევაში, ამიოდარონი არსებითად ზრდიდა წარმატებული რეანიმაციის და ჰოსპიტალიზაციის შანსს: პაციენტთა 22,8%-ში, რომლებიც იღებდნენ ამიოდარონს (41 პაციენტი 180-დან) და პაციენტთა 12%-ში, რომლებიც იღებდნენ ლიდოკაინს (20 პაციენტი 167-დან), p=0,009. სხვა ფაქტორების კორექციის შემდეგ, რომლებსაც შეიძლება გავლენა მოეხდინათ გადარჩენის ალბათობაზე, ჰოსპიტალიზაციაზე შანსების კორექტირებული შეფარდება იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამიოდარონს იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ ლიდოკაინს, შეადგენდა 2,49-ს (95 სანდოობის ინტერვალი, 1,28-4,85; p=0,007). მკურნალობის ჯგუფებში პაციენტთა წილი, რომლებიც საჭიროებდნენ ბრადიკარდიის მკურნალობას ატროპინით ან დოფამინით პრესორულ თერაპიას, არ განსხვავდებოდა, აგრეთვე არ განსხვავდებოდა იმ პაციენტთა წილი, რომლებიც იღებდნენ არაშენიღბულ ლიდოკაინს.

პაციენტთა წილი, რომლებშიც ასისტოლია განვითარდა დეფიბრილაციის მცდელობის შემდეგ, რომელიც ჩატარდა თავდაპირველად საკვლევი პრეპარატის დანიშვნის შემდეგ, პაციენტთა ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ ლიდოკაინს, იყო არსებითად უფრო დიდი (28.9%), ვიდრე ამიოდარონის მიმღებ პაციენტთა ჯგუფში (18.4%), p=0,04.

სხვა ეფექტები:

მიოკარდიუმის მიერ ჟანგბადის მოხმარების შემცირება პერიფერიული წინააღმდეგობის და გულის შეკუმშვების სიხშირის ზომიერი შემცირების შედეგად, აგრეთვე მიოკარდიუმის შეკუმშვა ბეტა-ადრენომაბლოკირებული მოქმედებების შედეგად;

კორონარული სისხლის ნაკადის გაზრდა კორონარული არტერიების ტონუსზე პირდაპირი ზემოქმედების გამო;

გულის გამოტყორცნის შენარჩუნება, მიუხედავად მიოკარდიუმის შეკუმშვადობის რამდენადმე შემცირებისა, საერთო პერიფერიული წინააღმდეგობისა და აორტაში წნევის შემცირების ხარჯზე;

ზემოქმედება თირეოიდული ჰორმონების ცვლაზე: ტრიიოდტირონინის (T3) თიროქსინად (T4) გარდაქმნის ინჰიბირება (თიროქსინ-5-დეიოდინაზას ბლოკადა) და კარდიომიოციტებით და ჰეპატოციტებით ამ ჰორმონების მიტაცების ბლოკირება, რაც იწვევს მიოკარდიუმზე თირეოიდული ჰორმონების მასტიმულირებელი ზემოქმედების შესუსტებას;

გულის მუშაობის აღდგენა გულის გაჩერებისას, გამოწვეული დეფიბრილაციის მიმართ რეზისტენტული პარკუჭების ფიბრილაციით.

ფარმაკოკინეტიკა

ამიოდარონის ფარმაკოკინეტიკა უჩვეულო და რთულია და სრულად განმარტებული არ არის. ამიოდარონის ვენებში შეყვანისას მისი აქტივობა მიიღწევა მაქსიმუმ 15 წუთის შემდეგ და გადის შეყვანიდან დაახლოებით 4 საათის შემდეგ. ამიოდარონის შეყვანის შემდეგ მისი კონცენტრაცია სისხლში სწრაფად მცირდება ქსოვილებში პრეპარატის მოხვედრის შედეგად. განმეორებითი ინექციების არარსებობისას პრეპარატი თანდათან გამოიდევნება. ვენებში შეყვანის განახლებისას ან პრეპარატის შიგნით მიღებისას ამიოდარონი გროვდება ქსოვილებში. ამიოდარონს გააჩნია განაწილების დიდი მოცულობა და შეიძლება დაგროვდეს თითქმის ყველა ქსოვილში, განსაკუთრებით ცხიმოვან ქსოვილებში და აგრეთვე ღვიძლში, ფილტვებში, ელენთასა და რქოვანაში.

პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 95% (62% - ალბუმინთან, 33,5% - ბეტა-ლიპოპროტეინებთან).

ამიოდარონი მეტაბოლიზდება ღვიძლში CYP3A4 და CYP2C8 იზოფერმენტების დახმარებით. მისი მთავარი მეტაბოლიტი დეზეთილამიოდარონი - ფარმაკოლოგიურად აქტიურია და შეიძლება გააძლიეროს მთავარი ნაერთის ანტიარითმიული ეფექტი. ამიოდარონს და მის აქტიურ მეტაბოლიტს დეზეთილამიოდარონს in vitro პირობებში გააჩნიათ შემდეგი იზოფერმენტების ინჰიბირების უნარი CYP1A1, CYP1A2, CYP2C9, CYP2C19, CYP2D6, CYP3A4, CYP2A6, CYP2B6 და CYP2C8. ამიოდარონმა და დეზეთილამიოდარონმა აგრეთვე გამოავლინეს ზოგიერთი ტრანსპორტერის ინჰიბირების უნარი, როგორიცაა P-გლიკოპროტეინი (P-gp) და ორგანული კათიონების გადამტანი (ოკდ2). in vivo პირობებში აღინიშნება ამიოდარონის ურთიერთქმედება CYP3A4, CYP2C9, CYP2D6 და P-gp იზოფერმენტების სუბსტრატებთან.

ძირითადად გამოიდევნება ნაღველით და განავლით ნაწლავებით. ამიოდარონის გამოყოფა ხდება ძალიან ნელა. ამიოდარონი და მისი მეტაბოლიტები განისაზღვრება სისხლის პალზმაში მკურნალობის შეწყვეტიდან 9 თვის განმავლობაში.

კვლევამ, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯანმრთელი მოხალისეები, აგრეთვე პაციენტებში, რომლებსაც დანიშნული ჰქონდათ ამიოდარონი ვენებში, აჩვენა, რომ გამოთვლილი განაწილების მოცულობები და საერთო პლაზმური კლირენსი ორკამერიანი ღია მოდელის გამოყენებისას შედარებადი იყო ორივე ჯგუფში. ამიოდარონის ნახევარგამოყოფა ვენებში შეყვანის შემდეგ, როგორც ჩანს, იყო ორფაზიანი, განაწილების ეტაპის ხანგრძლივობა შეადგენდა 4 საათს. განაწილების ძალიან დიდი მოცულობა ცენტრალურ კამერაში შედარებით მცირე მოჩვენებით მოცულობასთან ერთად მოწმობს ქსოვილებში ფართო განაწილებაზე. ვენებში 400 მგ-ს ბოლუსური შეყვანისას ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი იყო დაახლოებით 11 საათი. ამიოდარონი და მისი მეტაბოლიტები არ გამოიდევნება ჰემოდიალიზით.

გამოყენების ჩვენებები

პაროქსიზმალური ტაქიკარდიის შეტევების კუპირება:

პარკუჭოვანი პაროქსიზმალური ტაქიკარდიის შეტევების კუპირება;

პარკუჭზედა პაროქსიზმალური ტაქიკარდიის შეტევების კუპირება პარკუჭების შეკუმშვის მაღალი სიხშირით, განსაკუთრებით ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომის ფონზე;

პაროქსიზმალური და მდგრადი ფორმის მოციმციმე არითმიების (წინა გულების ფიბრილაცია) და წინაგულების ციმციმის კუპირება.

კარდიორეანიმაცია გულის გაჩერებისას, გამოწვეული დეფიბრილაციის მიმართ რეზისტენტული პარკუჭების ფიბრილაციით.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა იოდის, ამიოდარონის ან პრეპარატის დამხმარე საშუალებების მიმართ (ერთი ამპულა შეიცავს დაახლოებით 56 მგ იოდს).

სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი (სინუსური ბრადიკარდია, სინოატრიალური ბლოკადა) რითმის ხელოვნური მატარებლის (კარდიოსტიმულატორის) არარსებობისას (სინუსური კვანძის „გაჩერების“ რისკი).

II და III ხარისხის ატრივენტრიკულური ბლოკადა რითმის მუდმივი ხელოვნური მატარებლის (კარდიოსტიმულატორის) არარსებობისას.

პარკუჭშიდა გამტარობის დარღვევები (ორ- და სამ-წერტილოვანი ბლოკადები) რითმის მუდმივი ხელოვნური მატარებლის (კარდიოსტიმულატორის) არარსებობისას. გამტარობის ასეთი დარღვევებისას პრეპარატ ამიოკორდინის გამოყენება ვენებში შეიძლება მხოლოდ სპეციალიზებულ განყოფილებებში რითმის დროებითი მატარებლით (კარდიოსტიმულატორით).

ისეთი პრეპარატების ერთდროული გამოყენება, რომლებსაც შეუძლიათ QT ინტერვალის დაგრძელება და პაროქსიზმალური ტაქიკარდიების, მათ შორის „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების გამოწვევა (იხ. თავი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“):

ანტიარითმიული პრეპარატები: IA კლასის (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი პროკაინამიდი), III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (დოფეტილიდი, იბუტილიდი, ბრეტილიუმ ტოზილატი), სოტალოლი;

სხვა (არა ანტიარითმიული) პრეპარატები, როგორიცაა ბეპრიდილი, ვინკამინი, ზოგიერთი ნეიროლეპტიკი: ფენოთიაზინები (ქლორპრომაზინი, ციამმემაზინი, ლევომეპრომაზინი, თიორიდაზინი, ტრიფლუოპერაზინი, ფლუფენაზინი), ბენზამიდები (ამისულპრიდი, სულტოპრიდი, სულპრიდი, თიაპრიდი, ვერალიპრიდი), ბუტიროფენონები (დროპერიდოლი, ჰალოპერიდოლი), სერტინდოლი, პიმოზიდი, ციზაპრიდი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდური ანტიბიოტიკები (კერძოდ, ერითრომიცინი ვენებში შესაყვანი, სპირამიცინი), აზოლები, მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები (ქინინი, ქლოროქინი, მეფლოქსინი, ჰალოფანტრინი), პენტამიდინი პარენტერალური შეყვანისას, დიფემანილის მეთილსულფატი, მიზოლასტინი, ასტემიზოლი, ტერფენადინი, ფტორქინოლონები.

თანდაყოლილი ან შეძენილი QT ინტერვალის დაგრძელება.

არტერიული წნევის გამოხატული დაწევა, კოლაფსი, კადიოგენური შოკი.

ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია.

ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია (ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი). ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონალური ტესტები უნდა ჩატარდეს აუცილებლობისას ყველა პაციენტში თერაპიის დაწყების წინ.

ორსულობა (იხ. პუნქტი „გამოყენება ორსულობისას და ძუძუთი კვების პერიოდში“).

ძუძუთი კვების პერიოდი (იხ. თავი „გამოყენება ორსულობისას და ძუძუთი კვების პერიოდში“).

18 წლამდე ასაკი (ეფექტიანობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის).

ვენებში ნაკადით შეყვანა უკუნაჩვენებია არტერიული ჰიპოტენზიის, სუნთქვის მძიმე უკმარისობის, კარდიომიოპათიის ან გულის უკმარისობის დროს (შეიძლება დამძიმდეს ეს მდგომარეობები).

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უკუჩვენება არ ეხება პრეპარატ ამიოკორდინის გამოყენებას კარდიორეანიმაციის ჩატარებისას გულის გაჩერების დროს, რომელიც გამოწვეულია დეფიბრილაციის მიმართ რეზისტენტული პარკუჭების ფიბრილაციით.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები სიფრთხილით

არტერიული ჰიპოტენზიის, დეკომპენსირებული ან მძიმე ქრონიკული გულის უკმარისობის (III-IV ფუნქციონალური კლასი NYHA-ს კლასიფიკაციით), ღვიძლის უკმარისობის, ბრონქული ასთმის, სუნთქვის მძიმე უკმარისობის დროს, ხანდაზმული ასაკის პაციენტებში (გამოხატული ბრადიკარდიის განვითარების მაღალი რისკი), I ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადისას.

ამიოკორდინის ვენებში ნაკადით შეყვანა, როგორც წესი, რეკომენდებული არ არის ჰემოდინამიკური რისკების გამო (არტერიული წნევის გამოხატული დაწევა, სისხლძარღვების კოლაფსი), უპირატესობა ენიჭება პრეპარატის ვენებში წვეთებით შეყვანას.

ამიოკორდინის ვენებში ნაკადით შეყვანა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ინტენსიური თერაპიის ბლოკში ეკგ-ს (ბრადიკარდიის და არითმოგენური მოქმედების განვითარების რისკის გამო) და არტერიული წნევის (არტერიული წნევის შესაძლო შემცირების გამო) მუდმივი კონტროლით.

შეყვანის ადგილას რეაქციების განვითარების თავიდან ასაცილებლად (იხ. თავი „გვერდითი მოქმედება“), რეკომენდებულია პრეპარატ ამიოკორდინის, ვენებში შესაყვანი ხსნარის შეყვანა ცენტრალური ვენური კათეტერით. მხოლოდ კარდიორეანიმაციის შემთხვევაში გულის გაჩერებისას, რომელიც გამოწვეულია დეფიბრილაციის მიმართ რეზისტენტული პარკუჭების ფიბრილაციით, ცენტრალური ვენური დაშვების არარსებობისას (დაყენებული ცენტრალური ვენური კათეტერის არარსებობისას) პრეპარატ ამიოკორდინის, ვენებში შესაყვანი ხსნარის შეყვანა შეიძლება მსხვილ პერიფერიულ ვენაში მაქსიმალური სისხლის ნაკადით.

კარდიორეანიმაციის შემდეგ პრეპარატ ამიოკორდინით მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობისას პრეპარატ ამიოკორდინის შეყვანა უნდა მოხდეს ვენებში წვეთებით ცენტრალური ვენური კათეტერით არტერიული წნევის და ეკგ-ს მუდმივი კონტროლით.

არ შეიძლება პრეპარატ ამიოკორდინის შერევა ერთ შპრიცში ან საწვეთურში სხვა სამკურნალო საშუალებებთან. არ შეიძლება სხვა პრეპარატების შეყვანა იმავე საინფუზიო სისტემის ხაზში, რითაც შეიყვანება ამიოკორდინი (იხ. თავი „გამოყენების წესი და დოზები“). ინფუზიის გზით შეყვანისას ამიოკორდინის საინექციო ხსნარმა შეიძლება შეამციროს წვეთების ზომა, და აუცილებლობისას, უნდა დაკორექტირდეს ინფუზიის სიჩქარე.

რეაქციები გულის მხრივ

აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ჰიპოტენზიის და დეკომპენსირებული კარდიომიოპათიის და გულის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ამიოდარონს გააჩნია დაბალი პროარითმიული ეფექტი. ცნობილია რითმის ახალი დარღვევების განვითარების ან უკვე არსებული რითმის დარღვევების დამძიმების შემთხვევების შესახებ, ზოგჯერ ლეთალური გამოსავლით. ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რთულია, ჩატარდეს დიფერენციალური დიაგნოზი პრეპარატის არასაკმარის ეფექტიანობასა და მის არითმოგენურ მოქმედებას შორის, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის სიმძიმის გაღრმავებით ან მის გარეშე. პროარითმიული ეფექტები, როგორც წესი, ვითარდება წამალთშორისი ურთიერთქმედებების და/ან ელექტროლიტური დარღვევების კონტექსტში. პრეპარატ ამიოკორდინის გამოყენებისას არითმოგენური მოქმედების შესახებ ცნობილი იყო მნიშვნელოვნად უფრო იშვიათად, ვიდრე სხვა ანტიარითმიული პრეპარატების გამოყენებისას და, როგორც წესი, ისინი ვლინდებოდა ისეთი ფაქტორების არსებობისას, რომლებიც ზრდიან QT ინტერვალის ხანგრძლივობას, როგორიცაა ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და/ან სისხლში ელექტროლიტების შემცველობის დარღვევა (იხ. თავები „გვერდითი მოქმედება“ და „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“). ამიოკორდინის მიერ QT ინტერვალის ხანგრძლივობის გაზრდის უნარის მიუხედავად, მან აჩვენა დაბალი აქტივობა „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის პროვოცირებასთან მიმართებაში.

ძალიან მაღალმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ბრადიკარდია და გამტარობის დარღვევა იდიოვენტრიკულური რითმის გამოვლენით, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში ან Digitalis-ით თერაპიის დროს. ასეთ პირობებში ამიოდარონით მკურნალობა უნდა შეწყდეს. აუცილებლობისას შეიძლება დაინიშნოს ბეტა-ადრენოსტიმულატორები ან გლუკაგონი. ამიოდარონის ნახევრად დაშლის ხანგრძლივი პერიოდის გამო, თუ ბრადიკარდია მძიმე და სიმპტომატურია, განხილული უნდა იყოს კარდიოსტიმულატორის შეყვანის შესაძლებლობა.

ამიოდარონის ფარმაკოლოგიურმა ეფექტმა შეიძლება გამოიწვიოს ეკგ-ს ცვლილებები: QT ინტერვალის დაგრძელება (ხანგრძლივი რეპოლარიზაციის გამო) და U კბილის და დეფორმირებული T კბილების განვითარება. ეს ცვლილებები არ წარმოადგენს კარდიოტოქსიკურობის ნიშნებს.

ტრანსპლანტატის პირველადი დისფუნქცია გულის გადანერგვის შემდეგ

ტრანსპლანტატის მიმღებში ამიოდარონის დანიშვნა რეტროსპექტიულ კვლევებში გულის გადანერგვის შემდეგ დაკავშირებულია ტრანსპლანტატის პირველადი დისფუნქციის (ტპდ) განვითარების მომატებულ რისკთან.

ტპდ წარმოადგენს გულის გადანერგვის სიცოცხლისათვის საშიშ გართულებას, რომელიც ვლინდება მარცხენა, მარჯვენა ან ორივე პარკუჭის დისფუნქციით გულის გადანერგვის ოპერაციის შემდეგ 24 საათის განმავლობაში. ტპდ-ს განვითარების იდენტიფიცირებადი მეორადი მიზეზი არ არსებობს (იხ. თავი „გვერდითი მოვლენები“). მწვავე ტპდ შეიძლება იყოს შეუქცევადი.

იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებიც დგანან გულის გადანერგვის რიგში, აუცილებელია გათვალისწინებული იყოს საკითხი პაციენტისთვის ალტერნატიული ანტიარითმიული პრეპარატის დანიშვნის შესახებ გადანერგვამდე რაც შეიძლება მალე.

მძიმე ბრადიკარდია და გულის ბლოკადა

ბრადიკარდიის და გულის ბლოკადის სიცოცხლისათვის საშიში შემთხვევები გამოვლინდა პაციენტებისთვის სოფოსბუვირის შემცველი თერაპიის დანიშვნისას ამიოდარონთან ერთად.

ბრადიკარდია, როგორც წესი, ვითარდებოდა რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში, ხოლო უფრო გვიანი შემთხვევები ძირითადად ვითარდებოდა ორ კვირამდე C ჰეპატიტის ვირუსის მკურნალობის დაწყებიდან.

ამიოდარონი უნდა დაინიშნოს სოფოსბუვირის შემცველი თერაპიის მიმღებ პაციენტებში მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ალტერნატიული ანტიარითმიული მკურნალობა პაციენტის მიერ ვერ გადაიტანება ან უკუნაჩვენებია მისთვის.

ერთდროულად ამიოდარონის გამოყენების აუცილებლობისას, დანიშვნიდან პირველი 48 საათის განმავლობაში რეკომენდებულია კარდიომონიტორული დაკვირვება საავადმყოფოს პირობებში, რის შემდეგაც შეიძლება გადასვლა ყოველდღიურ ამბულატორიულ მონიტორინგზე ან გულის შეკუმშვების სიხშირის თვითკონტროლზე მინიმუმ მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში.

ამიოდარონის ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდის გამო, ზემოთ მოცემულ რეჟიმში კარდიომონიტორინგი უნდა ჩატარდეს იმ პაციენტებშიც, რომლებმაც წინა თვეების განმავლობაში შეწყვიტეს ამიოდარონით მკურნალობა და რომლებსაც დაენიშნებათ სოფოსბუვირის შემცველი თერაპია.

ყველა პაციენტს, რომელიც იღებს ამიოდარონს სოფოსბუვირის შემცველ თერაპიასთან ერთად, უნდა მიეცეს გაფრთხილება ბრადიკარდიისა და გულის ბლოკადის სიმპტომების შესახებ, აგრეთვე მათი განვითარებისას სასწრაფოდ ექიმთან მიმართვის აუცილებლობაზე.

ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია

ამიოდარონმა შეიძლება გამოიწიოს ჰიპერთირეოზი, განსაკუთრებით პირად ისტორიაში ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მქონე პაციენტებში ან იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ/ადრე იღბდნენ პერორალურ ამიოდარონს. უნდა გაიზომოს usTSH დონე შრატში, თუ არსებობს ეჭვი ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციაზე (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“).

ამიოდარონი შეიცავს იოდს და ამგვარად შეიძლება ხელი შეუშალოს რადიოიოდის შთანთქმას. თუმცა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ტესტები (T3 თავისუფალი, T4 თავისუფალი, usTSH) რჩება ინტერპრეტირებადი. ამიოდარონი თრგუნავს ლევოთიროქსინის (T4) პერიფერიულ გადაქმნას ტრიიოდტირონინად (T3) და შეიძლება გამოიწვიოს იზოლირებული ბიოქიმიური ცვლილებები (შრატში თავისუფალი T4, თავისუფალი T3 რაოდენობა, ოდნავ შემცირებული ან ნორმალურიც კი) კლინიკური ეუთირეოზის მქონე პაციენტებში. ასეთ შემთხვევებში არ არსებობს ამიოდარონით მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობა, თუ არ არის ფარისებრი ჯირკვლის დაავადების კლინიკური ან შემდგომი ბიოლოგიური (usTSH) ნიშნები.

ჰიპოთირეოზი შეიძლება განვითარდეს ამიოდარონით თერაპიის დროს, აგრეთვე მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში. მწვავე შემთხვევებმა, რომლებიც ვლინდება თირეოტოქსიკოზის სახით, ზოგჯრ შეიძლება გამოიწვიოს სასიკვდილო გამოსავალი და საჭიროებს სწრაფ მკურნალობას.

დარღვევები ფილტვების მხრივ

ქოშინის ან მშრალი ხველის განვითარება შეიძლება დაკავშირებული იყოს ფილტვის ტოქსიკურობასთან, კერძოდ, ინტერსტიციალური პნევმონიტის განვითარებასთან. ძალიან იშვიათ შემთხვევებში ინტერსტიციალური პნევმონიტის განვითარება აღინიშნებოდა პრეპარატ ამიოკორდინის ვენებში შეყვანის შემდეგ. ინტერსტიციალური პნევმონიტის განვითარებაზე ეჭვის არსებობისას იმ პაციენტებში, რომლებშიც ვითარდება ძლიერი ქოშინი, როგორც იზოლირებული, ისე საერთო მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად (მომატებული დაღლილობა, სხეულის მასის შემცირება, ცხელება), უნდა ჩატარდეს ფილტვების რენტგენოლოგიური გამოკვლევა. უნდა მოხდეს ამიოკორდინის გამოყენების აუცილებლობის ხელახალი შეფასება. თუმცა, პრეპარატის ადრეული მოხსნისას ინტერსტიციალური პნევმონიტი, როგორც წესი, შექცევადია (კლინიკური სიმპტომები ჩვეულებრივ გადის 3-4 კვირის განმავლობაში რენტგენოლოგიური სურათის და ფილტვების ფუნქციის შემდგომი უფრო ნელი გაუმჯობესებით რამდენიმე კვირის განმავლობაში). განხილული უნდა იყოს საკითხი გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობის შესახებ. კლინიკური სიმპტომები ხშირად იხსნება რამდენიმე კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც აღინიშნება უფრო ნელი რადიოლოგიური გაუმჯობესება და ფილტვების ფუნქციის გაუმჯობესება. ზოგიერთი პაციენტის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს მიუხედავად ამიოდარონის შეწყვეტისა. ცნობილია ფილტვის ტოქსიკურობის სასიკვდილო შემთხვევების შესახებ.

გარდა ამისა, პრეპარატ ამიოკორდინის შეყვანისას, პაციენტებში ძალიან იშვიათად, ჩვეულებრივ უშუალოდ ქირურგიული ჩარევის შემდეგ აღინიშნა სერიოზული სუნთქვის გართულება (მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი მოზრდილებში), ზოგჯერ ლეთალური გამოსავლით; დასაშვებია მისი განვითარების შესაძლებლობა ჟანგბადის მაღალ კონცენტრაციებთან ურთიერთქმედებასთან დაკავშირებით (იხილეთ თავი „გვერდითი მოქმედება“).

დარღვევები ღვიძლის მხრივ

რეკომენდებულია „ღვიძლისმიერი“ ფუნქციონალური ტესტების გულდასმითი მონიტორინგი („ღვიძლისმიერი“ ტრანსამინაზების აქტივობის კონტროლი) პრეპარატ ამიოკორდინის გამოყენების დაწყებისას და რეგულარულად პრეპარატით მკურნალობის დროს. პრეპარატ ამიოკორდინის ვენებში შეყვანიდან პირველი 24 საათის განმავლობაში შეიძლება განვითარდეს ღვიძლის მწვავე დაზიანება (მათ შორის ჰეპატოცელულარული უკმარისობა ან ღვიძლის უკმარისობა, ზოგჯერ ლეთალური გამოსავლით) და ღვიძლის ქრონიკული დაზიანება. ამიტომ, „ღვიძლისმიერი“ ტრანსამინაზების აქტივობის მომატებისას, ნორმის ზედა ზღვარზე 3-ჯერ მეტად, პრეპარატ ამიოკორდინის დოზა უნდა შემცირდეს ან მისი მიღება უნდა შეწყდეს.

პრეპარატ ამიოკორდინის შიგნით მიღებისას ღვიძლის ქრონიკული უკმარისობის კლინიკური და ლაბორატორიული ნიშნები შეიძლება მინიმალურად იყოს გამოხატული (ჰეპატომეგალია, ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მეტად) და შექცევადი პრეპარატის მოხსნის შემდეგ, თუმცა, ცნობილია სასიკვდილო გამოსავლის შემთხვევების შესახებ.

მძიმე ბულოზური რეაქციები

პრეპარატ ამიოკორდინით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, თუ განვითარდა სიცოცხლისათვის საშიში სიმპტომები და გამოვლინებები ან ფატალური რეაქციებიც კი სტივენს ჯონსონის სნდრომის, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის სახით, კერძოდ: პროგრესირებადი კანზე გამონაყარის განვითარება, ხშირად ბუშტუკებით, ან ლორწოვანი გარსების დაზიანება.

მხედველობის დარღვევები

თუ ვითარდება მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის დაქვეითება, დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევა, მათ შორის ფუნდოსკოპია. ოპტიკური ნეიროპათიის და/ან მხედველობის ნერვის ნევრიტის განვითარებისას საჭიროა ამიოდარონის მოხსნა სიბრმავის პოტენციური განვითარების გამო. თუ არ განვითარდა არამკვეთრი მხედველობა და მხედველობის დაქვეითება, ოფთალმოლოგიური გამოკვლევის ჩატარება რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ.

წამალთშორისი ურთიერთქმედება

რეკომენდებული არ არის პრეპარატ ამიოკორდინის გამოყენება ერთდროულად შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად: ბეტა-ადრენობლოკატორები, „ნელი“ კალციუმის არხის ბლოკატორები, გულის რითმის შემამცირებელი (ვერაპამილი, დილთიაზემი), საფაღარათე საშუალებები, ნაწლავების პერისტალტიკის მასტიმულირებელი საშუალებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ჰიპოკალიემია. განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო ჰიპოტონიის, სუნთქვის მძიმე დარღვევის ან გულის მწვავე უკმარისობის შემთხვევაში (იხ. თავი „უკუჩვენებები“).

ჰიპოკალიემია

ჰიპოკალიემია უნდა დაკორექტირდეს პრეპარატ ამიოკორდინის გამოყენების დაწყებამდე.

ბავშვები

ბავშვებში პრეპარატ ამიოკორდინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა შესწავლილი არ არის. პრეპარატ ამიოკორდინის ვენებში შესაყვანი ხსნარის ამპულები შეიცავს ბენზილის სპირტს. ცნობილია ახალშობილებში მოგუდვის განვითარება სასიკვდილო შედეგით ბენზილის სპირტის შემცველი ხსნარების ვენებში შეყვანისას. აღნიშნული გართულების განვითარების სიმპტომებია: მოგუდვის მწვავე განვითარება, არტერიული წნევის დაწევა, ბრადიკარდია და კოლაფსი.

ზოგადი და ადგილობრივი ანესთეზია

ქირურგიულ ჩარევამდე ექიმ-ანესთეზიოლოგს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რომ პაციენტს გაუკეთდა პრეპარატი ამიოკორდინი. პრეპარატ ამიოკორდინით მკურნალობამ შეიძლება გააძლიეროს ჰემოდინამიკური რისკი ადგილობრივი ან ზოგადი ანესთეზიისას (ეს განსაკუთრებით ეხება გულის რითმის შემცირებას, გამტარობის შენელებას და გულის შეკუმშვების შემცირებას).

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები

პრეპარატ ამიოკორდინმა შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები, განსაკუთრებით, პირად ან საოჯახო ანამნეზში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში. ამიტომ, ამიოკორდინის ვენებში შეყვანიდან პრეპარატ ამიოკორდინის შიგნით შეყვანაზე გადასვლისას, როგორც მკურნალობის დროს, ასევე მკურნალობის დასრულებიდან რამდენიმე თვე, უნდა ჩატარდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გულდასმითი კლინიკური და ლაბორატორიული კონტროლი. თუ არსებობს ეჭვი ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციაზე, უნდა ჩატარდეს სისხლის შრატში TSH-ს კონცენტრაციების განსაზღვრა (TSH-ზე ზემგღზნობიარე ანალიზით). პრეპარატი ამიოკორდინი შეიცავს იოდს და ამიტომ, შეიძლება გამოიწვიოს რადიოაქტიური იოდის შთანთქმის დარღვევა, რამაც შეიძლება დაამახინჯოს ფარისებრი ჯირკვლის რადიოიზოტოპური კველევები, თუმცა, მისი გამოყენება გავლენას არ ახდენს T3, T4 და თირეოტროპული ჰორმონის სანდო განსაზღვრაზე სისხლის პლაზმაში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები

რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი პრეპარატი, რომლებიც ურთიერთქმედებენ ამიოდარონთან, არის ვარფარინი, დიგოქსინი, ფენიტოინი და ნებისმიერი პრეპარატი, რომელიც აგრძელებს QT ინტერვალს.

სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ „პირუეტის“ ტიპის ორმიმართულებიანი პარკუჭოვანი ტაქიკარდიის გამოწვევა და QT ინტერვალის ხანგრძლივობის გაზრდა

სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის გამოწვევა

უკუნაჩვენებია კომბინირებული თერაპია სამკურნალო საშუალებებთან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია, რადგან ამასთან იზრდება პოტენციურად ლეთალური „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების რისკი. ამ პრეპარატებს მიეკუთვნება:

ანტიარითმიული სამკურნალო საშუალებები: IA კლასის (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, პროკაინამიდი), სოტალოლი;

სხვა (არაანტიარითმიული) სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ბეპრიდილი, ვინკამინი, ზოგიერთი ნეიროლეპტიკი: ფენოთიაზინები (ქლორპრომაზინი, ციამემაზინი, ლევომენრომაზინი, თიორიდაზინი, ტრიფლუოპერაზინი, ფლუფენაზინი), ბენზამიდები (ამისულპრიდი, სულტოპრიდი, სულპრიდი, თიაპრიდი, ვერალიპრიდი), ბუტიროფენონები (დროპერიდოლი, ჰალოპერიდოლი), სერტინდოლი, პიმოზიდი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ციზაპრიდი, მაკროლიდური ანტიბიოტიკები (ერითრომიცინი ვენებში შესაყვანი, სპირამიცინი), აზოლები, მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები (ქინინი, ქლოროქინი, მეფლოქინი, ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი), პენტამიდინი პარენტერალური შეყვანისას, დიფემანილის მეთილსულფატი, მიზოლლასტინი, ასტემიზოლი, ტერფენადინი.

სამკურნალო საშუალებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ QT ინტერვალის ხანგრძლივობის გაზრდა

ამიოდარონთან ერთად ისეთი სამკურნალო საშუალებების გამოყენება, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ QT ინტერვალის ხანგრძლივობის გაზრდა, უნდა ეფუძნებოდეს თითოეული პაციენტისთვის მოსალოდნელი სარგებლისა და პოტენციური რისკის გულდასმით შეფასებას („პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების მზარდი რისკის ალბათობა), ასეთი კომბინაციების გამოყენებისას აუცილებელია პაციენტთა ეკგ-ს მუდმივი მონიტორინგი (QT ინტერვალის დაგრძელების გამოსავლენად), აგრეთვე სისხლში კალიუმის და მაგნიუმის შემცველობის კონტროლი. იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამიოდარონს, თავიდან უნდა იქნას აცილებული ფტორქინოლონების, მათ შორის მოქსიფლოქსაცინის გამოყენება. იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამიოდარონს ფტორქინოლონებთან ერთად, იშვიათად აღინიშნა QT ინტრვალის დაგრძელება, „პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდიით ან მის გარეშე.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ამცირებენ გულის რითმს ან იწვევენ ავტომატიზმის ან გამტარობის დარღვევებს

რეკომენდებული არ არის ამ სამკურნალო საშუალებებთან კომბინირებული თერაპია.

ბეტა-ადრენობლოკატორებმა, „ნელი“ კალციუმის არხის ბლოკატორებმა, რომლებიც ამცირებენ გულის რითმს (ვერაპამილი, დილთიაზემი), შეიძლება გამოიწვიონ ავტომატიზმის (ძლიერი ბრადიკარდიის განვითარება) და გამტარობის დარღვევები.

სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ ჰიპოკალიემიის გამოწვევა

შემდეგ პრეპარატებთან არარეკომენდებული კომბინაციები:

ნაწლავების პერისტალტიკის მასტიმულირებელი საფაღარათე საშუალებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ჰიპოკალიემია, გაზარდონ „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების რისკი. ამიოდარონთან ერთად გამოყენებული უნდა იყოს სხვა ჯგუფის საფაღარათე საშუალებები.

კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილეს გამოყენებისას:

დიურეტიკები, რომლებიც იწვევენ ჰიპოკალიემიას (მონოთერაპიაში ან სხვა სამკურნალო საშუალებებან კომბინაციებში);

სისტემური კორტიკოსტეროიდები (გლუკოკორტიკოსტეროიდები, მინერალოკორტიკოსტეროიდები), ტეტრაკოზაქტიდი;

ამფოტერიცინი B (ვენებში შეყვანა).

აუცილებელია ჰიპოკალიემიის განვითარების თავიდან აცილება, ხოლო მისი განვითარებისას უნდა აღდგეს სისხლში კალიუმის შემცველობა ნორმალურ მნიშვნელობამდე, გაკონტროლდეს სისხლში ელექტროლიტების შემცველობა და ეკგ (QT ინტერვალის შესაძლო დაგრძელებაზე), ხოლო „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარებისას არ გამოიყენება ანტიარითმიული პრეპარატები (უნდა დაიწყოს პარკუჭოვანი კარდიოსტიმულაცია, შეიძლება მაგნიუმის მარილების ვენებში შეყვანა).

სამკურნალო საშუალებები ზოგადი ანესთეზიისთვის

ცნობილია შემდეგი მძიმე გართულებების განვითარების შესაძლებლობის შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამიოდარონს, ზოგადი ანესთეზიის ჩატარებისას: ბრადიკარდია (რეზისტენტული ატროპინის შეყვანაზე), არტერიული წნევის დაწევა, გამტარობის დარღვევები, გულის გამოტყორცნის შემცირება. აღინიშნა სუნთქვის სისტემის მხრივ მძიმე გართულებების ძალიან იშვიათი შემთხვევები, ზოგჯერ ლეთალური გამოსავლით (მოზრდილთა მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი), რომელიც ვითარდებოდა უშუალოდ ქირურგიული ჩარევის შემდეგ, რომლის განვითარება დაკავშირებულია ჟანგბადის მაღალ კონცენტრაციებთან ურთიერთქმედებასთან.

გრეიფრუტის წვენი თრგუნავს P450 3A4 ციტოქრომს და შეიძლება გაზარდოს პლაზმაში ამიოდარონის კონცენტრაცია. გრეიპფრუტის წვენის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული პერორალური ამიოდარონით მკურნალობისას.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ამცირებენ გულის რითმს (კლონიდინი, გუანფაცინი, ქოლინესტერაზას ინჰიბიტორები [დონეპეზილი, გალანტამინი, რივასტიგმინი, ტაკრინი, ამბენონიუმის ქლორიდი, პირიდოსტიგმინის ბრომიდი, ნეოსტიგმინის ბრომიდი], პილოკარპინი)

ძლიერი ბრადიკარდიის განვითარების რისკი (კუმულაციური ეფექტები).

ამიოდარონის ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებზე

ამიოდარონი და/ან მისი მეტაბოლიტი დეზეთილამიოდარონი აინჰიბირებენ CYPA1A, CYP1A2, CYP3A4, CYP2C9, CYP2D6 და P-gp იზოფერმენტებს და შეიძლება გაზარდონ იმ სამკურნალო საშუალებების სისტემური ექსპოზიცია, რომლებიც მათი სუბსტრატებია. ამიოდარონის ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდის გამო მოცემული ურთიერთქმედება შეიძლება აღინიშნოს მისი მიღების შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც არიან P-gp-ს სუბსტრატები

ამიოდარონი არის P-gp-ს ინჰიბიტორი. მოსალოდნელია, რომ მისი ერთდროული მიღება იმ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც წარმოადგენს P-gp სუბსტრატებს, იწვევს ამ უკანასკნელთა სისტემური ექსპოზიციის ზრდას.

გულის გლიკოზიდები (დიგიტალისის პრეპარატები)

ავტომატიზმის (გამოხატული ბრადიკარდია) და წინა გულის პარკუჭოვანი გამტარობის დარღვევების განვითარების შესაძლებლობა. გარდა ამისა, ამიოდარონთან დიგოქსინის კომბინაციისას შეიძლება გაიზარდოს სისხლის პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციები (მისი კლირენსის შემცირების გამო). პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციის ზრდა იწვევს დიგოქსინის მაღალ დონესთან დაკავშირებულ სიმპტომებს და ნიშნებს. ამიტომ ამიოდარონთან დიგოქსინის ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია სისხლში დიგოქსინის კონცენტრაციის განსაზღვრა და დიგიტალისური ინტოქსიკაციის შესაძლო კლინიკური და ელექტროკარდიოგრაფიული გამოვლინებების კონტროლი. შეიძლება საჭირო გახდეს დიგოქსინის დოზების შემცირება. ასევე შესაძლებელია სინერგიული ეფექტი გულის შეკუმშვების სიხშირეზე და ანტრიოვენტრიკულურ გამტარობაზე.

დაბიგატრინი

აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ამიოდარონის და დაბიგატრანის ერთდროული გამოყენებისას სისხლდენის განვითარების რისკის გამო. შეიძლება საჭირო გახდეს დაბიგატრანის დოზების კორექცია მისი გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული მითითებების შესაბამისად.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც CYP2C9 იზოფერმენტის სუბსტრატებია

ამიოდარონი ზრდის სისხლში იმ სამკურნალო საშუალებების კონცენტრაციას, რომლებიც CYP2C9 იზოფერმენტის სუბსტრატებია, როგორიცაა ვარფარინი ან ფენიტოინი CYP2C9 იზოფერმენტის ინჰიბირების ხარჯზე.

ვარფარინი

ამიოდარონთან ვარფარინის კომბინაციისას შეიძლება გაძლიერდეს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტის ეფექტები, რაც ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს. პროთრომბინის დრო უფრო ხშირად უნდა გაკონტროლდეს საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების მაჩვენებლების განსაზღვრის გზით და უნდა მოხდეს არადპირდაპირი ანტიკოაგულანტების დოზების კორექცია, როგორც მკურნალობის დროს, ისე მისი მიღების შეწყვეტის შემდეგ.

ფენიტოინი

ამიოდარონთან ფენიტოინის ერთდროული გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ფენიტოინი ჭარბი დოზირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნევროლოგიური სიმპტომების განვითარება. აუცილებელია კლინიკური მონიტორინგი და ფენიტოინის დოზების შემცირება ჭარბი დოზირების პირველი ნიშნებისას, სასურველია სისხლის პლაზმაში ფენიტოინის კონცენტრაციების განსაზღვრა.

ფლეკაინიდი

ამიოდარონი ზრდის ფლეკაინიდის პლაზმურ კონცენტრაციას CYP2D6 იზოფერმენტის ინჰიბირების ხარჯზე, რის გამოც საჭიროა ფლეკაინიდის დოზის კორექცია. რეკომენდებულია ფლეკაინიდის დოზის შემცირება 50%-ით და პაციენტის გულდასმითი კონტროლი გვერდით ეფექტებზე. ასეთ გარემობებში მკაცრად რეკომენდებულია პლაზმაში ფლეკაინიდის დონის მონიტორინგი.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც CYP3A4 იზოფერმენტის სუბსტრატებია

ამიოდარონის, CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბიტორის, ერთდროული გამოყენებისას ამ სამკურნალო საშუალებებთან, შეიძლება გაიზარდოს მათი პლაზმური კონცენტრაციები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი ტოქსიკურობის გაზრდა და/ან ფარმაკოდინამიკური ეფექტების გაძლიერება, აგრეთვე შეიძლება საჭირო გახდეს მათი დოზების შემცირება. ქვემოთ ჩამოთვლილია ასეთი სამკურნალო საშუალებები.

  • ციკლოსპორინი

ამიოდარონთან ციკლოსპორინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სიხლის პლაზმაში ციკლოსპორინის კონცენტრაციები, აუცილებელია დოზების კორექცია. პლაზმაში ციკლოსპორინის დონეები შეიძლება გაიზარდოს 2-ჯერ კომბინაციაში გამოყენებისას.

ფენტანილი

ამიოდარონთან კომბინაციამ შეიძლება გაზარდოს ფენტანილის ფარმაკოდინამიკური ეფექტები და მათი ტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკი.

ჰმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორები (სტატინები) (სიმვასტატინი, ატორვასტატინი და ლოვასტატინი)

კუნთების ტოქსიკურობის (რაბდომიოლიზის) რისკის გაზრდა ამიოდარონის და სტატინების ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP3A4 იზოფერმენტით. რეკომენდებულია სტატინების გამოყენება, რომლებიც არ მეტაბოლიზდებიან CYP3A4 იზოფერმენტით.

სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP3A4 იზოფერმენტით: ლიდოკაინი (სინუსური ბრადიკარდიის და ნევროლოგიური სიმპტომების განვითარების რისკი), ტაკროლიმუსი (ნეფროტოქსიკურობის რისკი), სილდენაფილი (მისი გვერდითი ეფექტების გაზრდის რისკი), მიდაზოლამი (ფსიქომოტორული ეფექტების განვითარების რისკი), ტრიაზოლამი, დიჰიდროერგოტამინი, ერგოტამინი, კოლქიცინი.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც CYP2D6 და CYP3A4 იზოფერმენტების სუბსტრატებია

დექსტრომეტორფანი

ამიოდარონი აინჰიბირებს CYP2D6 და CYP3A4 იზოფერმენტებს და თეორიულად შეიძლება გაზარდოს დექსტრომეტორფანის კონცენტრაციები.

კლოპიდოგრელი

კლოპიდოგრელი არის არააქტიური თიენოპირიმიდინული სამკურნალო საშუალება, რომელიც მეტაბოლიზდება ღვიძლში აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. შეიძლება აღინიშნოს ურთიერთქმედება კლოპიდოგრელსა და ამიოდარონს შორის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კლოპიდოგრელის ეფექტიანობის შემცირება.

სხვა სამკურნალო საშუალებების ზემოქმედება ამიოდარონზე

CYP3A4 და CYP2C8 იზოფერმენტების ინჰიბიტორებს შეიძლება ჰქონდეთ ამიოდარონის მეტაბოლიზმის ინჰიბირების, სისხლში მისი კონცენტრაციის გაზრდის და შესაბამისად, მისი ფარმაკოდინამიკური და გვერდითი ეფექტების გაზრდის რისკის პოტენციალი.

რეკომენდებულია CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბიტორების მიღებისაგან თავის შეკავება (მაგალითად, გრეიპფრუტის წვენის და ზოგიერთი სამკურნალო საშუალების, როგორიცაა ციმეტიდინი და აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები (მათ შორის ინდინავირი) ამიოდარონით მკურნალობის დროს. აივ-პროტეაზას ინჰიბიტორებმა ამიოდარონთან ერთად გამოყენებისას შეიძლება გაზარდონ სისხლში ამიოდარონის კონცენტრაცია.

CYP3A4 იზოფერმენტის ინდუქტორები

რიფამპიცინი

რიფამპიცინი არის CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერი ინდუქტორი, ამიოდარონთან ერთად გამოყენებისას შეიძლება შეამციროს ამიოდარონის და დეეთილამიოდარონის პლაზმური კონცენტრაციები.

კრაზანას პრეპარატები

კრაზანა არის CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერი ინდუქტორი. ამის გამო თეორიულად შეიძლება აღინიშნოს ამიოდარონის პლაზმური კონცენტრაციის შემცირება და მისი ეფექტის დასუსტება (კლინიკური მონაცემები არ არსებობს).

ურთიერთქმედება სხვა CYP450 იზოფერმენტების სუბსტრატებთან

In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ამიოდარონს ასევე შეუძლია CYP1A2, CYP2C19 და CYP2D6-ის ინჰიბირება საკუთარი ძირითადი მეტაბოლიტით. მოსალოდნელია, რომ ერთობლივი გამოყენებისას ამიოდარონი ზრდის პლაზმაში იმ პრეპარატების კონცენტრაციას, რომელთა მეტაბოლიზმი დამოკიდებულია CYP1A2, CYP2C19 და СYP2D6-ზე.

ამიოდარონთან სხვა წამალთშორისი ურთიერთქმედებები

აღინიშნა მძიმე, სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში ბრადიკარდიის და გულის ბლოკადის შემთხვევები, როდესაც ამიოდარონი მიიღებოდა სოფოსბუვირთან ერთად C ჰეპატიტის ვირუსის სხვა პირდაპირი მოქმედების ანტივირუსულ პრეპარატთან ერთად, როგორიცაა დაკლატასვირი, სიმეპრევირი ან ლედიპასვირი. ამიტომ, ამ აგენტების ერთობლივი გამოყენება ამიოდარონთან რეკომენდებული არ არის. ბრადიკარდიის ამ ეფექტის მექანიზმი უცნობია.

თუ შეუძლებელია ერთობლივი შეყვანისაგან თავის შეკავება, რეკომენდებულია გულის მონიტორინგი.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობა

დღეისათვის არსებული კლინიკური ინფორმაცია არასაკმარისია ორსულობის პირველ ტრიმესტრში ამიოდარონის გამოყენებისას ემბრიონის განვითარების მხრივ დეფექტების განვითარების შესაძლებლობის ან შეუძლებლობის განსაზღვრისათვის.

ვინაიდან ნაყოფის ფარისებრი ჯირკვალი იწყებს იოდის შეკავშირებას მხოლოდ ორსულობის (ამენორეის)მე-14 კვირას, მოსალოდნელი არ არის ამიოდარონის მიერ მასზე ზემოქმედება მისი უფრო ადრეული გამოყენებისას. პრეპარატის გამოყენებისას ჭარბმა იოდმა ამ პერიოდის შემდეგ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოთირეოზის ლაბორატორიული სიმპტომების გამოვლინება ახალშობილებში და კლინიკურად მნიშვნელოვანი ჩიყვის ფორმირება.

ნაყოფის ფარისებრ ჯირკვალზე პრეპარატის ზემოქმედების გათვალისწინებით, ამიოდარონი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აღემატება რისკს (გულის რითმის სიცოცხლისათვის საშიში პარკუჭოვანი დარღვევებისას).

ლაქტაციის პერიოდი

ამიოდარონი გადადის დედის რძეში მნიშვნელოვანი რაოდენობებით, ამიტომ, უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების პერიოდში (პრეპარატი უნდა მოიხსნას ან ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს).

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვის უნარზე

უსაფრთხოების მონაცემების გათვალისწინებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ამიოდარონი არღვევს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან სხვა პოტენციურად სახიფათო საქმიანობის შესრულების უნარს. თუმცა, სიფრთხილის ზომის სახით, იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც აქვთ რითმის მძიმე დარღვევების პაროქსიზმები ამიოკორდინით მკურნალობის პერიოდში, სასურველია სატრანსპორტო საშუალებების მართვის და პოტენციურად სახიფათო საქმიანობის შესრულებისაგან თავის შეკავება, რაც მოითხოვს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

გამოყენების წესი და დოზები

ამიოკორდინის საინექციო ხსნარი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელმისაწვდომია გულის მონიტორინგის, დეფიბრილაციისა და კარდიოსტიმულაციის საშუალებები.

ამიოკორდინის საინექციო ხსნარის გამოყენება შეიძლება კარდიოვერსია-მუდმივი დენის დეფიბრილაციამდე (DC).

დოზირება ყოველთვის უნდა დაკორექტირდეს პაციენტის მდგომარეობისა და საჭიროების მიხედვით.

პრეპარატი ამიოკორდინი, ვენებში შესაყვანი ხსნარი, განკუთვნილია ისეთ შემთხვევებში გამოსაყენებლად, როდესაც საჭიროა ანტიარითმიული ეფექტის სწრაფად მიღწევა ან თუ შეუძლებელია პრეპარატის შიგნით მიღება.

გადაუდებელი კლინიკური სიტუაციების გარდა, პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ სტაციონარში ინტენსიური თერაპიის ბლოკში ელექტროკარდიოგრამის და არტერიული წნევის მუდმივი კონტროლით.

ვენებში შეყვანისას პრეპარატ ამიოკორდინის შერევა არ შეიძლება სხვა პრეპარატებთან. არ შეიძლება სხვა პრეპარატების შეყვანა იმავე საინფუზიო სისტემაში, რომელშიც შეყვანილია ამიოკორდინი. გამოიყენება მხოლოდ გაზავებული სახით. პრეპარატ ამიოკორდინის გასაზავებლად გამოიყენება მხოლოდ 5% დექსტროზას ხსნარი (გლუკოზის). შეყვანის ადგილას რეაქციების თავიდან ასაცილებლად მიოკორდინის შეყვანა უნდა მოხდეს ცენტრალური ვენური კათეტერით, გარდა კარდიორეანიმაციის შემთხვევებისა დეფიბრილაციის მიმართ რეზისტენტული პარკუჭების ფიბრილაციისას, როდესაც, ცენტრალურ ვენასთან დაშვების არარსებობისას, შეიძლება პერიფერიულ ვენაში პრეპარატის შეყვანა (როგორც წესი, ყველაზე მსხვილ ვენაში მაქსიმალური სისხლის ნაკადით) (იხ. თავი „განსაკუთრებული მითითებები“).

გულის რითმის მძიმე დარღვევები იმ შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია პრეპარატის შიგნით მიღება (გარდა კარდიორეანიმაციის შემთხვევებისა გულის გაჩერების დროს, გამოწვეული დეფიბრილაციის მიმართ რეზისტენტული პარკუჭების ფიბრილაციით)

ვენებში წვეთებით შეყვანა ცენტრალური ვენური კათეტერით

როგორც წესი, დამტვირთავი დოზა შეადგენს 5მგ/კგ სხეულის მასაზე 250 მლ 5% დექსტროაზას (გლუკოზის) ხსნარში და შეჰყავთ სეძლებისდაგვარად ელექტრონული ტუმბოთი 20-120 წუთის განმავლობაში. ვენებში წვეთებით შეყვანა შეიძლება განმეორებით 2-3-ჯერ 24 საათის განმავლობაში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1200 მგ-ს. პრეპარატის შეყვანის სიჩქარე კორექტირდება კლინიკური ეფექტის მიხედვით. თერაპიული მოქმედება ვლინდება შეყვანის პირველივე წუთებში და თანადათა მცირდება ინფუზიის შეწყვეტის შემდეგ, ამიტომ, თუ აუცილებელია ამიოკორდონის ვენებში შეყვანი ხსნარით მკურნალობის გაგრძელება, რეკომენდებულია გადასვლა პრეპარატის მუდმივ ვენებში წვეთებით შეყვანაზე.

შემანარჩუნებელი დოზები: 10-20 მგ/კგ/24 საათი (ჩვეულებრივ 600-800 მგ, მაგრამ შეიძლება გაიზარდოს 1200 მგ-მდე 24 საათის განმავლობაში) 250 მლ 5% დექსტროაზას (გლუკოზის) ხსნარში რამდენიმე დღის განმავლობაში. ინფუზიით მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება 4-დან 5 დღემდე. ინფუზიის პირველი დღიდან უნდა დაიწყოს პრეპარატ ამიოკორდინის შიგნით მიღებაზე თანდათან გადასვლა (3 ტაბლეტი 200 მგ დღე-ღამეში). დოზა შეიძლება გაიზარდოს 4 ან 5 ტაბლეტამდეც კი დღე-ღამეში 200 მგ-მდე.

ვენებში ნაკადით შეყვანა

ვენებში ნაკადით შეყვანა ჩვეულებრივ რეკომენდებული არ არის ჰემოდინამიკური რისკის (შეიძლება არტერიული წნევის მკვეთრად შემცირება, კოლაფსი) გამო, უპირატესობა ენიჭება პრეპარატის ინფუზიურ შეყვანას, თუ ეს შესაძლებელია.

ვენებში ნაკადით შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში მკურნალობის სხვა სახეობების არაეფექტიანობისას და მხოლოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ეკგ-ს, არტერიული წნევის მუდმივი მონიტორინგით.

დოზა შეადგენს 5 მგ/კგ-ს სხეულის მასაზე. დეფიბრილაციის მიმართ რეზისტენტული პარკუჭების ფიბრილაციისას კარდიორეანიმაციის შემთხვევების გარდა, პრეპარატ ამიოკორდინის ვენებში შეყვანა უნდა ჩატარდეს არა ნაკლებ 3 წუთის განმავლობაში. პრეპარატ ამიოკორდინის განმეორებით შეყვანა უნდა მოხდეს პირველი ინექციიდან მხოლოდ მინიმუმ 15 წუთის შემდეგ, მაშინაც კი, თუ პირველი ინექციისას შეიყვანებოდა მხოლოდ ერთი ამპულის შემცველობა (შეუქცევადი კოლაფსის განვითარების შესაძლებლობა). თერაპიული ეფექტი დგება პირველი წუთების განმავლობაში, ხოლო შემდეგ თანდათან მცირდება. ამგვარად, გადასხმა საჭიროა ეფექტის შესანარჩუნებლად.

თუ აუცილებელია პრეპარატ ამიოკორდინის შეყვანის გაგრძელება, შეყვანილი უნდა იყოს ინფუზიის სახით.

კარდიორეანიმაცია გულის გაჩერებისას, გამოწვეული დეფიბრილაციის მიმართ რეზისტენტული პარკუჭების ფიბრილაციით/პარკუჭოვანი ტაქიკარდია პულსის გარეშე

ვენებში ნაკადით შეყვანა

პირველი დოზა შეადგენს 300 მგ-ს (ან 5მგ/კგ პრეპარატი ამიოკორდინი) 20მლ 5% დექსტროზას (გლუკოზის) ხსნარში და შეჰყავთ ვენებში ნაკადით.

თუ არ ხდება ფიბრილაციის კუპირება, შეიძლება დამატებით პრეპარატ ამიოკორდინის ვენებში ნაკადით შეყვანა დოზით 150 მგ (ან 2,5 მგ/კგ).

გადასვლა ვენებში თერაპიიდან პერორალურ თერაპიაზე

როგორც კი მიღებული იყო ადეკვატური პასუხი, უნდა დაიწყოს პერორალური თერაპია ერთდროულად ჩვეულებრივ დამტვირთავი დოზით (ესე იგი 200 მგ დღეში სამჯერ). ამიოდარონი თანდათან უნდა შეწყდეს.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტების მკურნალობისას რეკომენდებულია პრეპარატ ამიოკორდინის ყველაზე დაბალი დამტვირთავი და შემანარჩუნებელი დოზის გამოყენება. რადგან არ არსებობს მტკიცებულება, რომ პაციენტთა ამ ჯუფისათვის დოზირების მოთხოვნები განსხვავებულია, ისინი შეიძლება უფრო მგრძნობიარე იყვნენ ბრადიკარდიის და გამტარობის დეფექტების მიმართ, თუ გამოყენებული იქნება ძალიან მაღალი დოზა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მონიტორინგს.

თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვვები

თირკმელების და ღვიძლის დარღვევების მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ბავშვები

ბავშვებში ამიოდარონის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის.

გვერდითი მოქმედება

გვერდითი ეფექტების სიხშირე განისაზღვრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციის შესაბამისად: ძალიან ხშირად (>10%); ხშირად (>1%, <10%); არახშირად (>0,1%, <1%); იშვიათად (>0,01%, <0,1%) და ძალიან იშვიათად, ცალკეული ცნობების ჩათვლით (<0,01%); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია).

დარღვევები სისხლისა და ლიმფატური სისტემის მხრივ:

ამიოდარონის მიმღებ პაციენტებში შემთხვევით აღმოჩნდა ძვლის ტვინის გრანულომები, რისი კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

დარღვევები გულისა და სისხლძარღვების მხრივ:

ხშირად: ბრადიკარდია, ჩვეულებრივ ზომიერი, არტერიული წნევის დაწევა, ჩვეულებრივ ზომიერი და გარდამავალი. ჭარბი დოზირებისას ან პრეპარატის ძალიან სწრაფად შეყვანისას აღინიშნა არტერიული წნევის გამოხატული დაწევის ან კოლაფსის შემთხვევები;

ძალიან იშვიათად: არითმოგენური მოქმედება (რითმის ახალი დარღვევების განვითარება ან რითმის არსებული დარღვევების დამძიმება, ზოგ შემთხვევაში გულის შემდგომი გაჩერებით), გამოხატული ბრადიკარდია, სინუსური კვანძის გაჩერება, რაც საჭიროებს ამიოდარონით მკურნალობის შეწყვეტას, განსაკუთრებით სინუსური კვანძის დისფუნქციის მქონე პაციენტებში და/ან ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, სისხლის „მოწოლები“ და კანის საფარზე, სიცხის შეგრძნებით;

სიხშირე უცნობია: „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია (იხ. თავი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“, ქვეპუნქტი „ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები“, თავი „განსაკუთრებული მითითებები“).

დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ:

ძალიან იშვიათად: ანტიდიურეტიკული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი;

სიხშირე უცნობია: ჰიპერთირეოზი.

მხედველობის დარღვევები:

სიხშირე უცნობია: ოპტიკური ნევროპათია/ნევრიტი, რომლებიც შეიძლება პროგრესირდეს სიბრმავემდე;

დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:

ძალიან იშვიათად: გულისრევა;

სიხშირე უცნობია: პანკრეატიტი/მწვავე პანკრეატიტი.

ზოგადი აშლილობები და მდგომარეობები შეყვანის ადგილას:

ხშირად: რეაქციები შეყვანის ადგილას, როგორიცაა ტკივილი, ერითემა, შეშუპება, ნეკროზი, ექსტრავაზაცია, ინფილტრაცია, ანთება, თრომბოფლებიტი, ფლებიტი, ცელულიტი, ინფექციები, კანის პიგმენტაციის ცვლილებები.

დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ:

ძალიან იშვიათად: სისხლის შრატში „ღვიძლისმიერი“ ტრანსამინაზების აქტივობის იზოლირებული მომატება, ჩვეულებრივ ზომიერი (ნორმის ზედა ზღვარის გადაჭარბება 1,5-დან 3-ჯერ მეტად), რომლებიც ვლინდება მკურნალობის დასაწყისში. „ღვიძლისმიერი“ ტრანსამინაზების აქტივობა შეიძლება დაუბრუნდეს ნორმალურ მნიშვნელობებს დოზის შემცირებისას ან სპონტანურადაც კი, ღვიძლის მწვავე დაზიანება „ღვიძლისმიერი“ ტრანსამინაზების აქტივობის მომატებით და/ან სიყვითლით, ღვიძლის უკმარისობის განვითარების ჩათვლით, ზოგჯერ ლეთალური გამოსავლით (იხ. თავი „განსაკუთრებული მითითებები“).

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:

ძალიან იშვიათად: ანაფილაქსური შოკი;

სიხშირე უცნობია: ანგიონევროტული შეშუპება (კვინკეს შეშუპება).

დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ:

სიხშირე უცნობია: მადის დაქვეითება.

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ:

სიხშირე უცნობია: ტკივილი წელისა და ხერხემლის წელ-გავის ნაწილში.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:

ძალიან იშვიათად: კეთილთვისებიანი ქალასშიდა ჰიპერტენზია (თავის ტვინის ფსევდოსიმსივნე), თავის ტკივილი;

სიხშირე უცნობია: პარკინსონიზმი.

ფსიქიკის დარღვევები:

სიხშირე უცნობია: ცნობიერების არევის მდგომარეობა, დელირიუმი, ჰალუცინაციები.

დარღვევები სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ:

სიხშირე უცნობია: ლიბიდოს დაქვეითება.

დარღვევები სუნთქვის სისტემის, გულ-მკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ:

ძალიან იშვიათად: ინტერსტიციალური პნევმონიტი ან ფიბროზი, ზოგჯერ სასიკვდილო გამოსავლით (იხ. თავი „განსაკუთრებული მითითებები“), მძიმე რესპირატორული გართულებები (მოზრდილთა მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი), ზოგჯერ ლეთალური გამოსავლით (იხ. თავი „განსაკუთრებული მითითებები“, „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“), ბრონქოსპაზმი და/ან აპნოე სუნთქვის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:

ძალიან იშვიათად: მომატებული ოფლიანობა;

სიხშირე უცნობია: ეგზემა, ჭინჭრის ციება, კანის მძიმე რეაქციაბი, ზოგჯერ ფატალური, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის/სტივენს-ჯონსონის სინდრომის ჩათვლით, ბულოზური დერმატიტი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით.

სერიოზული არასასურველი ეფექტების განვითარების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ტრავმები, ინტოქსიკაციები და პროცედურების გართულებები

სიხშირე უცნობია: ტრანსპლანტატის პირველადი დისფუნქცია გულის გადანერგვის შემდეგ (იხ. თავი „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები).

ჭარბი დოზირება

ინფორმაცია ამიოდარონის ჭარბი დოზირების შესახებ ვენებში გამოყენებისას არ არის.

არსებობს გარკვეული ინფორმაცია ტაბლეტების ფორმით შიგნით მიღებული ამიოდარონის მწვავე ჭარბი დოზირების შესახებ. აღწერილია სინუსური ბრადკარდიის, გულის გაჩერების, პარკუჭოვანი ტაქიკარდიების, „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმალური პარკუჭოვანი ტაქიკარდიების, სისხლის მიმოქცევის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევების, არტერიული წნევის გამოხატული დაწევის რამდენიმე შემთხვევა.

მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომატური (ბრადიკარდიისას - ბეტა-ადრენოსტიმულატორების გამოყენება ან კარდიოსტიმულატორის დაყენება, ან გლუკაგონის გამოყენება, „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიისას - მაგნიუმის მარილების ვენებში შეყვანა, კარდიოსტიმულაცია). შეიძლება ასევე განვითარდეს პარკუჭოვანი ტაქიკარდიის შეტევები, რომლებიც სპონტანურად გაივლის. ამიოდარონის ფარმაკოკინეტიკის გამო რეკომენდებულია პაციენტებზე ადეკვატური და ხანგრძლივი დაკვირვება, განსაკუთრებით გულის მდგომარეობაზე.

არც ამიოდარონი და არც მისი მეტაბოლიტები არ გამოიდევნება ჰემოდიალიზის დროს. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

გამოშვების ფორმა

ამპულები 150მგ/3მლ. 5 ამპულა ბლისტერში. 1 აბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთვაში.

შენახვის პირობები

არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

2 წელი.

არ გამოიყენება შეფუთვაზე მითიტებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი

კრკა, დ.დ., ნოვო მესტო, შმარიეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა