პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოლეფსური საშუალებები

რელიკვა

Relikva

რეცეპტით2მგ/მლინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

რელიკვას მოქმედი ნივთიერება არის ჰიდროქსიზინი, რომელსაც გააჩნია ანტიჰისტამინური, სედაციური და ანქსიოლიზური მოქმედება. დანიშნულებისამებრ გამოყენება მოზრდილებში შფოთვის სიმპტომური მკურნალობა ქავილის სიმპტომური მკურნალობა პრემედიკაცია ოპერაციის წინ

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ჰიდროქსიზინი (hydroxyzine)
ფორმა და შეფუთვა
2მგ/მლ 200მლ სიროფი ჟოლოს არომატით ფლაკონი №1 საზომ ჭიქასთან ერთად
მწარმოებელი
P.P.F HASCO-LEK S.A, პოლონეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოლეფსური საშუალებები, დიფენილმეთანის წარმოებულები
ATC კოდი
N05BB01
რეგისტრაციის ნომერი
რ-034861
რეგისტრირებულია
5 აპრილი 2022, მოქმედებს 29 ოქტომბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
P.P.F HASCO-LEK S.A (პოლონეთი)
განმცხადებელი
შპს „ჯი.დი.ერ.ეს.“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებარელიკვა და სხვა წამალი ერთად

რელიკვა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რელიკვას მოქმედი ნივთიერება არის ჰიდროქსიზინი, რომელსაც გააჩნია ანტიჰისტამინური, სედაციური და ანქსიოლიზური მოქმედება.

დანიშნულებისამებრ გამოყენება

მოზრდილებში შფოთვის სიმპტომური მკურნალობა

ქავილის სიმპტომური მკურნალობა

პრემედიკაცია ოპერაციის წინ

მიღების წესი და დოზირება

მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების ზუსტად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რელიკვა გამოიყენება ყველაზე დაბალი ეფექტიანი დოზით. მკურნალობა უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე.

მოზრდილებსა და 40 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 100 მგ-ს.

ჩვეულებრივი დოზირება მოცემულია ქვემოთ.

მოზრდილები

შფოთვის სიმპტომური მკურნალობა:

50 მგ დღე-ღამეში 2 ან 3 მიღებაზე განაწილებით; მძიმე შემთხვევებში შეიძლება დღე-ღამეში 100 მგ-ის გამოყენება.

ქავილის სიმპტომური მკურნალობა:

მკურნალობის დაწყება საჭიროა 25 მგ-ით ძილის წინ, საჭიროების შემთხვევაში დოზის გაზრდით 25 მგ-მდე 3 ან 4-ჯერ დღეში.

პრემედიკაცია ოპერაციის წინ:

50 ან 100 მგ ერთჯერადი დოზის სახით.

ბავშვები (12 თვიდან) და მოზარდები

ქავილის სიმპტომური მკურნალობა:

1 მგ-დან სხეულის მასის კგ-ზე დღე-ღამეში 2 მგ-მდე სხეულის მასის კგ-ზე დღე-ღამეში განაწილებული დოზების სახით.

პრემედიკაცია ოპერაციის წინ:

  • 6 მგ ჰიდროქსიზინი სხეულის მასის კგ-ზე ერთჯერადი დოზის სახით.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 2 მგ-ს სხეულის მასის კგ-ზე დღე-ღამეში.

ბავშვებსა და მოზარდებში 40 კგ-მდე სხეულის მასით, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 2 მგ-ს სხეულის მასის კგ-ზე დღე-ღამეში.

ბავშვებსა და მოზარდებში 40 კგ-ზე მეტი სხეულის მასით, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 100 მგ-ს.

დოზირების გაადვილების მიზნით შეფუთვაში წარმოდგენილია საზომი საშუალება.

დოზის კორექტირება

თქვენი ექიმი დააკორექტირებს დოზას ინდივიდუალურად, რეკომენდებული დოზების ფარგლებში, მკურნალობაზე თქვენი რეაქციის მიხედვით.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულებში რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზის განახევრებით. ამ ჯგუფში მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 50 მგ-ს.

თირკმელების ზომიერი ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტები

თირკმელების ზომიერი ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზა უნდა შემცირდეს პრეპარატ ცეტირიზინის მეტაბოლიტის დაქვეითებული გამოყოფის გამო.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია დღიური დოზის შემცირება 33%-ით.

თუ გამოიყენეთ რელიკვას საჭიროზე მეტი დოზა

თუ მიიღეთ ან გამოიყენეთ რელიკვას ძალიან დიდი დოზა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, განსაკუთრებით თუ დაზიანდა თქვენი შვილი.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია მოქმედი ნივთიერების ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6);

თუ გაქვთ ალერგია ცეტირიზინის, პიპერაზინის სხვა წარმოებულების, ამინოფილინის, ეთილენდიამინის მიმართ;

თუ გაქვთ პორფირია (დაავადება, რომელიც ითვალისწინებს ჰემოგლობინის კომპონენტის - ჰემის პათოლოგიურ წარმოებას);

თუ პაციენტის ეკგ (ელექტროკარდიოგრამა) აჩვენებს გულის რიტმის დარღვევას, სახელწოდებით QT გახანგრძლივება;

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ გულ-სისხლძარღვთა დაავადება ან ძალიან დაბალი გულისცემა;

თუ გაქვთ სისხლის შრატში ელექტროლიტების დაბალი დონე (მაგალითად, კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე);

თუ იღებთ არითმიის სამკურნალო გარკვეულ პრეპარატებს ან გულის რიტმზე გავლენის მქონე პრეპარატებს (იხ. “რელიკვა და სხვა პრეპარატები“);

თუ პაციენტის ოჯახის ანამნეზში არსებობს გულის დაავადებით მოულოდნელად განვითარებული სიკვდილი;

ძუძუთი კვების ან ორსულობის პერიოდში;

თუ გაქვთ მემკვიდრეობითი აუტანლობა შაქრის ზოგიერთი სახეობის მიმართ.

სიფრთხილის ზომები

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რელიკვას გამოყენებამდე.

დაიცავით სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები რელიკვასთან დაკავშირებით:

თუ გაქვთ მიდრეკილება კრუნჩხვების განვითარების მიმართ (ბავშვებში ეს უფრო ხშირად აღინიშნა, ვიდრე მოზრდილებში);

თუ გაქვთ გლაუკომა, შარდის ბუშტის ობსტრუქცია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დარღვევა, მიასთენია გრავის (დაავადება, რომელსაც ახასიათებს ჩონჩხის კუნთების სისუსტე ან დაღლილობა ხშირი ვარჯიშის დროს; პირველი სიმპტომებია ჩამოწეული ქუთუთოები, გაორებული მხედველობა, ცხვირში ლაპარაკი, ღეჭვის გაძნელება), ყლაპვის გაძნელება, ზედა კიდურების აწევის და სიარულის გაძნელება; იშვიათად სასუნთქი კუნთების სისუსტე) ან დემენცია (გონებრივი შესაძლებლობების დაკარგვა);

თუ ასევე, იღებთ ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველ სხვა პრეპარატებს ან ანტიქოლინერგულ საშუალებებს (ამ პაციენტებში შეიძლება საჭირო იყოს დოზის კორექტირება).

რელიკვა შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის არითმიების მომატებულ რისკთან, რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში. ამიტომ, აცნობეთ თქვენს ექიმს გულის მხრივ ნებისმიერი დარღვევის არსებობის ან ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღების შესახებ, ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების ჩათვლით.

თუ რელიკვას მიღების პერიოდში განვითარდა გულის მხრივ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სწრაფი გულისცემა (პალპიტაცია), სუნთქვის გაძნელება ან გონების დაკარგვა, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის. ჰიდროქსიზინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

რელიკვას სიროფის მიღება უნდა შეწყდეს ალერგიაზე ტესტის ჩატარებამდე ან მეტაქოლინით ბრონქების გამოკვლევამდე არანაკლებ 5 დღით ადრე, რათა თავიდან იქნას აცილებული ამ ანალიზების ზემოქმედება პრეპარატზე.

რელიკვა და სხვა პრეპარატები

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი. ეს ითვალისწინებს პრეპარატებს, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ. რელიკვამ შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა პრეპარატების მოქმედებაზე. სხვა პრეპარატებს შეუძლია გავლენა იქონიოს რელიკვას მოქმედებაზე.

ეს ეხება შემდეგ პრეპარატებს:

ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი ან ანტიქოლინერგული პრეპარატები,

ალკოჰოლი და ალკოჰოლდეჰიდროგენაზას ინჰიბიტორები,

ბეტაჰისტინი და ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები,

მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები,

ადრენალინი,

გულის არითმიის გამომწვევი პრეპარატები.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ჰიდროქსიზინის გამოყენებისას ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტებთან ან ანტიქოლინერგულ პრეპარატებთან ერთად, გასათვალისწინებელია ეფექტის გაძლიერების შესაძლებობა. საჭიროა დოზის ინდივიდუალური კორექცია.

ალკოჰოლი აძლიერებს ჰიდროქსიზინის ეფექტს.

ჰიდროქსიზინი ანტაგონისტურია ბეტაჰისტინისა და ქოლინესთერაზას ინჰიბიტორების მიმართ. ალერგიის ტესტამდე ან მეტოქოლინურ ბრონქიალურ ტესტამდე სულ მცირე 5 დღით ადრე საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა ტესტის შედეგებზე გავლენის თავიდან აცილების მიზნით.

ჰიდროქსიზინის გამოყენება მონოამინ ოქსიდაზა (მაო) ინჰიბიტორებთან ერთად თავიდან უნდა იქნას აცილებული.

ჰიდროქსიზინი აქვეითებს არტერიულ წნევას - ზრდის რა ადრენალინის ეფექტს.

ჰიდროქსიზინმა შეამცირა ფენიტოინის კრუნჩხვის საწინააღმდეგო ეფექტი ვირთხებში.

600 მგ ციმეტიდინის მიღება დღეში ორჯერ ზრდის ჰიდროქსიზინის კონცენტრაციას პლაზმაში 36%-ით და ამცირებს ჰიდროქსიზინის მეტაბოლიტის - ცეტირიზინის კონცენტრაციას 20%-ით.

ჰიდროქსიზინი წარმოადგენს CYP2D6 ინჰიბიტორს, ხოლო მაღალ დოზებზე შეუძლია CYP2D6 სუბსტრატთან ურთიერთქმედება.

100 μM კონცენტრაციით, ადამიანის ღვიძლის უჯრედების მიკროსომებში, ჰიდროქსიზინი არ აინჰიბირებს UDP-გლუკურონილ ტრანსფერაზას - 1A1 და 1A6 იზოფერმენტებს. ჰიდროქსიზინი აინჰიბირებს ციტოქრომა P450 იზოფერმენტების (2C9, 2C19 და 3A4) აქტივობას, თუმცა იმ კონცენტრაციებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატება სისხლის პლაზმაში არსებულ მათ მაქსიმალურ კონცენტრაციებს (IC50: 103-140 μM: 46-52 მკგ/მლ). შესაბამისად, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ჰიდროქსიზინის გამოყენება უარყოფითად იმოქმედებს იმ პრეპარატების მეტაბოლიზმზე, რომლებიც აღნიშნული ფერმენტების სუბსტრატებს წარმოადგენენ.

მეტაბოლიტ - ცეტირიზინს, 100 μM კონცენტრაციაზე, ციტოქრომა P450-სა (1A2, 2A6, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 3A4 იზოფერმენტები) ან UDP-გლუკურონილ ტრანსფერაზას იზოფერმენტებზე მაინჰიბირებელი მოქმედება არ გააჩნია.

უკუნაჩვენები კომბინაციები:

ჰიდროქსიზინის თანმხლები გამოყენება ზოგიერთ პრეპარატთან ახანგრძლივებს QT ინტერვალს და/ან იწვევს torsades de pointes-ს, მაგალითად როგორიცაა IA კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (მაგალითად, ქინიდინი, დისოპირამიდი), III კლასის პრეპარატები (მაგალითად, ამიოდრონი, სოტალოლი), ზოგიერთი ანტიჰისტამინი, ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალება (მაგალითად, ჰალოპერიდოლი), ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (მაგალითად, ციტალოპრამი, ესციტალოპრამი), მალარიის საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად, მეფლოქინი და ჰიდროქსიქლოროქინი), ზოგიერთი ანტიბიოტიკი (მაგალითად, ერითრომიცინი, ლევოფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, სოკოს საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად, პენტამიდინი), კუჭ-ნაწლავის დარღვევების სამკურნალო ზოგიერთი სამკურნალო საშუალება (მაგალითად, პრუკალოპრიდი), კიბოს სამკურნალო ზოგიერთი სამკურნალო საშუალება (მაგალითად, ტორემიფენი, ვანდეტანიბი), მეტადონი, ზრდის გულის არითმიის განვითარების რისკს. შესაბამისად აღნიშნულ პრეპარატებთან ერთად გამოყენება უკუნაჩვენებია (იხილეთ პუნქტი 4.3).

კომბინაცია, რომელიც საჭიროებს სიფრთხილეს:

აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა ჰიდროქსიზინის გამოყენებისას ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც იწვევს ბრადიკარდიას და ჰიპოკალიემიას.

ჰიდროქსიზინი მეტაბოლიზდება ალკოჰოლის დეჰიდროგენაზით და CYP3A4/5-ით. აღნიშნული ფერმენტების ძლიერი ინჰიბიტორების სახით ცნობილ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, მოსალოდნელია სისხლში ჰიდროქსიზინის დონის მომატება. იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ ერთი მეტაბოლური გზა ინჰიბირდება, მეორეს შეუძლია მისი ნაწილობრივ კომპენსაცია.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რელიკვა უკუნაჩვენებია ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში. თუ საჭიროა რელიკვას მიღება, ძუძუთი კვება უნდა შეწყვიტოთ.

შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ შესაბამისი კონტრაცეფტული საშუალებები ჰიდროქსიზინით მკურნალობის პერიოდში ორსულობის თავიდან ასაცილებლად.

ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორიდით გამოყენებით ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით არ არის ნაჩვენები უარყოფითი გავლენა ფერტილობაზე. ადამიანის ფერტილობაზე ჰიდროქსიზინის გავლენის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

რელიკვას გამოყენების პერიოდში სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა არ შეიძლება, რადგან ეს გავლენას ახდენს რეაქციისა და კონცენტრაციის უნარზე.

რელიკვა შეიცავს საქაროზას

რელიკვას 1 მლ შეიცავს 0,685 გ საქაროზას.

თუ თქვენთვის ექიმისგან ცნობილია შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ აუტანლობის შესახებ, მოცემული სამედიცინო პროდუქტის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს. საქაროზის შემცველობა გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. საქაროზა შეიძლება მავნე იყოს კბილებისთვის.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

სიხშირე განსაზღვრულია შემდეგი წესით:

ძალიან ხშირი (10-დან 1-ზე მეტი პაციენტი),

ხშირი (100-დან 1-10 პაციენტი),

არახშირი (100-დან 1-10 პაციენტი),

იშვიათი (10000-დან 1-10 პაციენტი),

ძალიან იშვიათი (აღენიშნება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს),

უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია)

ძალიან ხშირი: ძილიანობა.

ხშირი: სიმშრალე პირის ღრუში, დაღლილობა, თავის ტკივილი, სიმშვიდე (რომელსაც ეწოდება სედაცია).

არახშირი: გულისრევა, ცუდი გუნება-განწყობა, ცხელება, თავბრუსხვევა, უძილობა, ტრემორი, მოუსვენრობა, დაბნეულობა.

იშვიათი: გახშირებული გულისცემა (რომელსაც ეწოდება ტაქიკარდია), აკომოდაციის დარღვევა, არამკვეთრი მხედველობა, შეკრულობა, ღებინება, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ღვიძლის ფუნქციის განმსაზღვრელი ანალიზების პათოლოგიური პასუხები, კრუნჩხვა, კიდურებისა და სხვეულის სხვა ნაწილების უნებლიე არაკოორდინირებული მოძრაობები (რომელსაც ეწოდება დისკინეზია), დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები, შარდის შეკავება, ქავილი, ერითემატოზური გამონაყარი, მაკულოპაპულარული გამონაყარი, ჭინჭრის ციება, დერმატიტი, ჰიპოტენზია.

ძალიან იშვიათი: ჰალუცინაცია, ანაფილაქსიური შოკი (გამოწვეული მძიმე სისტემური ალერგიული რეაქციით, მისი სიმტომებია: ქოშინი, ყელისა და ხახის შეშუპება, კანის ქავილი და სიწითლე, თავის ტკივილი, “მოჭერის“ შეგრძნება, თავბრუსხვევა, ძლიერი სისუსტე ცნობიერების დაკარგვამდე და მის ჩათვლით). ანაფლიქსიური შოკი მძიმე შემთხვევებში შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში, ბრონქოსპაზმი, ანგიონევროზული შეშუპება (კანზე გამონაყარი არათანაბარი ფორმის ლაქების სახით, ბუშტუკები და შეშუპება), მომატებული ოფლიანობა, მუდმივი სამკურნალწამლო გამონაყარი, მწვავე გენერალიზებული პუსტულოზური გამონაყარი (პუსტულოზური გამონაყარი გაწითლებულ კანზე, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს შეშუპება და ზოგადი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება), მულტიფორმული ერითემა (კანზე გამონაყარი, რომელიც შეიძლება იწვევდეს მცირე ზომის ბუშტუკებს: მუქი ფერის ლაქები გარშემო ღია ფერის უბნებით და მუქი წრით), სტივენს-ჯონსონის სინდრომი (ფართო გამონაყარი ბუშტუკებით და აქერცლილი კანით, ძირითადად პირის, ტუჩების, ცხვირის და გენიტალიების არეში).

უცნობია:

ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ-ზე QT გახანგრძლივება ან torsade de pointes), ჰეპატიტი, ცნობიერების დაკარგვა (გულის წასვლა), ბულოზური დაზიანებები, მაგალითად, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (იშვიათი მდგომარეობა, რომელიც იწვევს დიდი უბნის ეპიდერმისს, კანის გარე შრის აშრევება; ჩვეულებრივ, აღინიშნება პირის, თვალების, ცხვირის და გენიტალიების არეში), პემფიგოიდი (კანის აუტოიმუნური დაავადება, რომელსაც ახასიათებს მკვრივი ბუშტუკები, ერითემატოზური შეშუპებისა და გამონაყარის ფონზე და გარეგნულად უცვლელ კანზე).

შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის გულის არითმიის განვითარების შემთხვევაში, როგორიცაა სწრაფი გულისცემა (პალპიტაცია), სუნთქვის გაძნელება, ცნობიერების დაკარგვა.

გარდა ამისა, შემდეგი გვერდითი მოქმედება აღინიშნა ჰიდროქსიზინის ძირითად მეტაბოლიტ ცეტირიზინთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება ასევე განვითარდეს ჰიდროქსიზინის შეყვანის შემდეგ: თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (ე.წ. თრომბოციტოპენია), აგრესიულობა, დეპრესია, ტიკები, დისტონია (სხეულის სხვადასხვა ნაწილების უნებლიე მოძრაობები), პარესთეზია (კრუნჩხვა) თვალის გუგის მოძრაობით, დიარეა, შარდვის გაძნელება, უნებლიე შარდვა, დაღლილობა და სისუსტე (ე.წ. ასთენია), შეშუპება, წონაში მატება.

რელიკვას მიღებისას ზოგ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს სხვა გვერდითი მოქმედება.

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ გააგზავნოთ შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით.

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება შეიძლება ასევე გაეგზავნოს სავაჭრო ლიცენზიის მფლობელს.

გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

ჭარბი დოზა

საჭიროა ეკგ ჩატარება, რადგან შეიძლება განვითარდეს არითმია, როგორიცაა QT გახანგრძლივება ან torsade de pontes.

რელიკვას დოზის გადაჭარბების სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, გახშირებული გულისცემა (რომელსაც ეწოდება ტაქიკარდია), ცხელება, ძილიანობა, გუგის რეფლექსის დარღვევა, ტრემორი, ცნობიერების არევა ან ჰალუცინაცია ცნობიერების დაქვეითებით, სუნთქვის დაქვეითება (რომელსაც ეწოდება სუნთქვის დათრგუნვა), კრუნჩხვა, ჰიპოტენზია ან არითმია, და კომისა და კარდიოპულმონარული კოლაფსის დამძიმება.

თუ დაგავიწყდათ რელიკვას გამოყენება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

თუ შეწყვიტეთ რელიკვას გამოყენება

თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა

რელიკვას შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება არის ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორიდი.

1 მლ სიროფი შეიცავს 2 მგ ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორიდს.

სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): საქაროზა (დაახლოებით 0.685 გ 1 მლ-ში), ნატრიუმის ჰიდროქსიდი 30%, ჟოლოს არომატიზატორი AR0320, გასუფთავებული წყალი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

რელიკვას აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

უფერო ან ოდნავ ყავისფერი სითხე ჟოლოს არომატით მინის ფლაკონში, რომელიც დახურულია ალუმინის თავსახურით და მოთავსებულია მუყაოს კოლოფში პპ საზომ საშუალებასთან ერთად.

200 მლ (200 მლ 1 ბოთლი)

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25˚C-ზე.

სინათლისგან დაცვის მიზნით შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე,

არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება არ შეიძლება. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფსიქოლეპტიკური საშუალებები; ანქსიოლიზური საშუალებები;

ათქ კოდი: N05BB01

ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს დიფენილმეთანის წარმოებულს, ქიმიური სტრუქტურით, რომელიც განსხვავდება ფენოთიაზინის, რეზერპინის, მეპრობამატის ან ბენზოდიაზეპინების წარმოებულებისაგან.

მოქმედების მექანიზმი

ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორი არ აინჰიბირებს თავის ტვინის ქერქის ფუნქციას. მან შეიძლება იმოქმედოს ცნს-ის ზოგიერთი მთავარი სუბკორტიკული უბნის აქტივობის ინჰიბირებით.

ფარმადოდინამიკური ეფექტები

ანტიჰისტამინური და ბრონქოდილატაციური ეფექტები ექსპერიმენტულად დამტკიცებული და კლინიკურად დადასტურებულია. ჰიდროქსიზინის პირღებინების საწინააღმდეგო ეფექტი ნაჩვენები იყო აპომორფინის ტესტითა და ვერილოიდის ტესტით. ფარმაკოლოგიურმა და კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჰიდროქსიზინი თერაპიული დოზებით არ ზრდის კუჭის წვენის სეკრეციას ან მჟავიანობას და უმეტეს შემთხვევაში გააჩნია მსუბუქი ანტისეკრეტორული მოქმედება. ბუშტუკოვანი ერითემის შემცირება აღინიშნა ჯანმრთელ მოზრდილ მოხალისეებსა და ბავშვებში ჰისტამინის ან ანტიგენების ინტრადერმული შეყვანის შემდეგ. ჰიდროქსიზინი ასევე ამცირებს ქავილს ჭინჭრის ციების, ეგზემისა და დერმატიტის სხვადასხვა ფორმების დროს. ღვიძლის უკმარისობის დროს, ჰიდროქსიზინის ერთჯერადი დოზის ანტიჰისტამინური ეფექტი შეიძლება გახანგრძლივდეს მიღებიდან 96 საათამდე.

ჯანმრთელ მოხალისეებში ეკგ ჩანაწერებმა აჩვენა ჰიდროქსიზინის ანქსიოლიზურ-სედაციური ეფექტი. ანქსიოლიზური აქტივობა დადასტურდა პაციენტებში სხვადასხვა კლასიკური ფსიქომეტრიული ტესტით. შფოთვითი აშლილობებისა და უძილობის მქონე პაციენტებში ძილის პოლისომნოგრაფიკულმა ჩანაწერებმა გამოავლინა ძილის საერთო დროის მომატება, ღამით ღვიძილის საერთო დროის შემცირება და დაძინების დროის შემცირება 50 მგ ჰიდროქსიზინის გამოყენებისას დღეში ერთ ან რამდენიმე დოზად. შფოთვითი აშლილობების მქონე პაციენტებში, კუნთების ტონუსის შემცირება აღინიშნა 3x50 მგ ჰიდროქსიზინის დღიური დოზირების შემდეგ. მეხსიერების დარღვევები არ აღინიშნა. შფოთვითი აშლილობების მქონე პაციენტებში ჰიდროქსიზინით 4-კვირიანი მკურნალობის შემდეგ, მოხსნის სიმპტომები არ გამოვლინდა.

მოქმედების დაწყება

ჰიდროქსიზინის ანტიჰისტამინური ეფექტი პრეპარატის პერორალური მიღებიდან დაახლოებით ერთ საათში იწყება. სედაციური ეფექტი იწყება სიროფის პერორალური მიღებიდან 5-10 წუთში და ტაბლეტების მიღებიდან 30-45 წუთში.

ჰიდროქსიზინს ასევე გააჩნია სპაზმოლიზური და სიმპათოლიზური ეფექტები. მას აქვს სუსტი აფინიტეტი მუსკარინული რეცეპტორების მიმართ. ჰიდროქსიზინი მსუბუქ ანალგეზიურ მოქმედებას ავლენს.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

ჰიდროქსიზინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა პერორალური მიღებიდან დაახლოებით ორ საათში. მოზრდილებში 25 მგ და 50 მგ ჰიდროქსიზინის ერთჯერადი დოზირების შემდეგ, Cmax ჩვეულებრივ არის 30 და 70 ნგ/მლ, შესაბამისად. ჰიდროქსიზინის ზემოქმედების სიჩქარე და ხარისხი ერთნაირია სიროფის და ტაბლეტების სახით მიღებისას. ჰიდროქსიზინის შემდგომი დოზის მიღებისას დღეში ერთხელ, კონცენტრაცია იზრდება 30%-თ. ჰიდროქსიზინის პერორალური ბიოშეღწევადობა კუნთში შეყვანასთან შედარებით დაახლოებით 80%-ს უდრის. კუნთში ერთჯერადი 50 მგ დოზის შეყვანის შემდეგ Cmax ჩვეულებრივ შეადგენს 65 ნგ/მლ-ს.

განაწილება

ჰიდროქსიზინი ფართოდ ნაწილდება ორგანიზმში და ზოგადად უფრო მაღალ კონცენტრაციებს აღწევს ქსოვილებში, ვიდრე პლაზმაში. განაწილების მოცულობა მოზრდილებში არის 7-16 ლ/კგ. ჰიდროქსიზინი აღწევს კანში პერორალური მიღების შემდეგ. ჰიდროქსიზინის კონცენტრაცია კანში უფრო მაღალია, ვიდრე შრატში, როგორც ერთჯერადი, ასევე მრავალჯერადი დოზირების შემდეგ.

ჰიდროქსიზინი კვეთს ჰემატოენცეფალურ ბარიერს და პლაცენტას, და აღწევს უფრო მაღალ კონცენტრაციებს ნაყოფში, ვიდრე დედაში.

მეტაბოლიზმი

ჰიდროქსიზინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება და მისი მთავარი მეტაბოლიტის, ცეტირიზინის წარმოქმნაში ჩართულია ალკოჰოლის დეჰიდროგენაზა (პერორალური დოზის 45%). აღნიშნულ მეტაბოლიტს პერიფერიულ H1 რეცეპტორებზე გამოხატული მაბლოკირებელი მოქმედება გააჩნია. იდენტიფიცირებულია ჰიდროქსიზინის რამდენიმე სხვა მეტაბოლიტი, N-დეალკილირებული და O-დეალკილირებული მეტაბოლიტის ჩათვლით 59-საათიანი ნახევრად გამოყოფის პერიოდით პლაზმაში. აღნიშნული მეტაბოლიტები CYP3A4/5 მონაწილეობით წარმოიქმნება.

გამოყოფა

მოზრდილებში ჰიდროქსიზინის ნახევრად გამოყოფის პერიოდი დაახლოებით 14 საათს შეადგენს (დიაპაზონი: 7-20 საათი). აშკარა საერთო კლირენსი კვლევებში იყო 13 მლ/წთ/კგ. ჰიდროქსიზინის დოზის მხოლოდ 0.8% გამოიყოფა შეუცვლელი სახით შარდში. ჰიდროქსიზინის მთავარი მეტაბოლიტი - ციტერიზინი გამოიყოფა შარდში (ჰიდროქსიზინის პერორალური დოზის 25% და კუნთში შეყვანილი დოზის 16%).

განსაკუთრებული პოპულაცია

ხანდაზმულები

ჰიდროქსიზინის ფარმაკოკინეტიკური მახასაითებლები შესწავლილ იქნა 9 ჯანმრთელ ხანდაზმულში (69.5±3.7 წელი) 0.7 მგ/კგ ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ. ჰიდროქსიზინის ნახევრად გამოყოფის პერიოდი გახანგრძლივდა 29 საათამდე, ხოლო განაწილების მოცულობა გაიზარდა 22.5 ლ/კგ-მდე. აქედან გამომდინარე, ხანდაზმულ პაციენტებში რეკომენდებულია ჰიდროქსიზინის დღიური დოზის შემცირება (იხილეთ პუნქტი 4.2).

ბავშვები და მოზარდები

ჰიდროქსიზინის ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები შეფასდა 12 ბავშვში (6.1±4.6 წელი; 22.0±12.0 კგ) 0.7 მგ/კგ ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ. ჰიდროქსიზინის პლაზმური კლირენსი 2.5-ჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე მოზრდილებში. ნახევრად გამოყოფის პერიოდი უფრო ხანმოკლე იყო, ვიდრე მოზრდილებში. ის შეადგენდა დაახლოებით 4 საათს 1 წლის ასაკის პაციენტებისათვის და 11 საათს - 14 წლის ასაკის პაციენტებისათვის. შესაბამისად, ჰიდროქსიზინის დოზა საჭიროებს კორექციას ბავშვებში (იხილეთ პუნქტი 4.2).

ღვიძლის უკმარისობა

ბილიარული ციროზით გამოწვეული ღვიძლის მეორადი უკმარისობის მქონე პაციენტებში, ჰიდროქსიზინის საერთო კლირენსი იყო 66% ჯანმრთელი სუბიექტებისთვის. ნახევრად გამოყოფის პერიოდი გახანგრძლივდა 37 საათამდე, ხოლო ცეტირიზინის მეტაბოლიტის კონცენტრაცია შრატში უფრო მაღალი იყო, ვიდრე ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე ახალგაზრდა სუბიეტებში. შესაბამისად, ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ჰიდროქსიზინის დღიური დოზა და დოზირების სიხშირე უნდა შემცირდეს (იხილეთ პუნქტი 4.2).

თირკმლის უკმარისობა

ჰიდროქსიზინის ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლების შეაფასეს თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე 8 პაციენტში (კრეატინინის კლირენსი: 24 ± 7 მლ/წთ). ჰიდროქსიზინის AUC სიდიდე მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, მაშინ როდესაც მთავარი მეტაბოლიტის - ცეტირიზინისათვის ის გაიზარდა. ცეტირიზინი არ გამოიყოფა ეფექტიანად ჰემოდიალიზით. შესაბამისად, ჰიდროქსიზინის მრავალჯერადი მიღების შემდეგ ცეტირიზინის გამოხატული აკუმულაციის თავიდან აცილების მიზნით, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში საჭიროა ჰიდროქსიზინის დღიური დოზის შემცირება (იხილეთ პუნქტი 4.2).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისათვის

რელიკვა

2 მგ/მლ, სიროფი

ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორიდი

მოცემული პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოცემული პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენსას ემთხვევა.

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში, რაც ითვალისწინებს ნებისმიერ სიმპტომს, გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

ჩანართის შინაარსი:

  • რას წარმოადგენს რელიკვა და რისთვის გამოიყენება იგი
  • რა უნდა იცოდეთ რელიკვას გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება რელიკვა
  • შესაძლო გვერდითი მოქმედება
  • როგორ ინახება რელიკვა
  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს რელიკვა და რისთვის გამოიყენება იგი

რელიკვას მოქმედი ნივთიერება არის ჰიდროქსიზინი, რომელსაც გააჩნია ანტიჰისტამინური, სედაციური და ანქსიოლიზური მოქმედება.

დანიშნულებისამებრ გამოყენება

მოზრდილებში შფოთვის სიმპტომური მკურნალობა

ქავილის სიმპტომური მკურნალობა

პრემედიკაცია ოპერაციის წინ

  • რა უნდა იცოდეთ რელიკვას გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ რელიკვა

თუ გაქვთ ალერგია მოქმედი ნივთიერების ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6);

თუ გაქვთ ალერგია ცეტირიზინის, პიპერაზინის სხვა წარმოებულების, ამინოფილინის, ეთილენდიამინის მიმართ;

თუ გაქვთ პორფირია (დაავადება, რომელიც ითვალისწინებს ჰემოგლობინის კომპონენტის - ჰემის პათოლოგიურ წარმოებას);

თუ პაციენტის ეკგ (ელექტროკარდიოგრამა) აჩვენებს გულის რიტმის დარღვევას, სახელწოდებით QT გახანგრძლივება;

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ გულ-სისხლძარღვთა დაავადება ან ძალიან დაბალი გულისცემა;

თუ გაქვთ სისხლის შრატში ელექტროლიტების დაბალი დონე (მაგალითად, კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე);

თუ იღებთ არითმიის სამკურნალო გარკვეულ პრეპარატებს ან გულის რიტმზე გავლენის მქონე პრეპარატებს (იხ. “რელიკვა და სხვა პრეპარატები“);

თუ პაციენტის ოჯახის ანამნეზში არსებობს გულის დაავადებით მოულოდნელად განვითარებული სიკვდილი;

ძუძუთი კვების ან ორსულობის პერიოდში;

თუ გაქვთ მემკვიდრეობითი აუტანლობა შაქრის ზოგიერთი სახეობის მიმართ.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რელიკვას გამოყენებამდე.

დაიცავით სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები რელიკვასთან დაკავშირებით:

თუ გაქვთ მიდრეკილება კრუნჩხვების განვითარების მიმართ (ბავშვებში ეს უფრო ხშირად აღინიშნა, ვიდრე მოზრდილებში);

თუ გაქვთ გლაუკომა, შარდის ბუშტის ობსტრუქცია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დარღვევა, მიასთენია გრავის (დაავადება, რომელსაც ახასიათებს ჩონჩხის კუნთების სისუსტე ან დაღლილობა ხშირი ვარჯიშის დროს; პირველი სიმპტომებია ჩამოწეული ქუთუთოები, გაორებული მხედველობა, ცხვირში ლაპარაკი, ღეჭვის გაძნელება), ყლაპვის გაძნელება, ზედა კიდურების აწევის და სიარულის გაძნელება; იშვიათად სასუნთქი კუნთების სისუსტე) ან დემენცია (გონებრივი შესაძლებლობების დაკარგვა);

თუ ასევე, იღებთ ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველ სხვა პრეპარატებს ან ანტიქოლინერგულ საშუალებებს (ამ პაციენტებში შეიძლება საჭირო იყოს დოზის კორექტირება).

რელიკვა შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის არითმიების მომატებულ რისკთან, რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში. ამიტომ, აცნობეთ თქვენს ექიმს გულის მხრივ ნებისმიერი დარღვევის არსებობის ან ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღების შესახებ, ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების ჩათვლით.

თუ რელიკვას მიღების პერიოდში განვითარდა გულის მხრივ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სწრაფი გულისცემა (პალპიტაცია), სუნთქვის გაძნელება ან გონების დაკარგვა, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის. ჰიდროქსიზინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

რელიკვას სიროფის მიღება უნდა შეწყდეს ალერგიაზე ტესტის ჩატარებამდე ან მეტაქოლინით ბრონქების გამოკვლევამდე არანაკლებ 5 დღით ადრე, რათა თავიდან იქნას აცილებული ამ ანალიზების ზემოქმედება პრეპარატზე.

რელიკვა და სხვა პრეპარატები

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი. ეს ითვალისწინებს პრეპარატებს, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ. რელიკვამ შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა პრეპარატების მოქმედებაზე. სხვა პრეპარატებს შეუძლია გავლენა იქონიოს რელიკვას მოქმედებაზე.

ეს ეხება შემდეგ პრეპარატებს:

ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი ან ანტიქოლინერგული პრეპარატები,

ალკოჰოლი და ალკოჰოლდეჰიდროგენაზას ინჰიბიტორები,

ბეტაჰისტინი და ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები,

მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები,

ადრენალინი,

გულის არითმიის გამომწვევი პრეპარატები.

არ მიიღოთ რელიკვა, თუ იღებთ პრეპარატებს შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

ბაქტერიული ინფექციები (მაგალითად, ანტიბიოტიკები, როგორიცაა ერითრომიცინი, მოქსიფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი),

სოკოვანი ინფექციები (მაგალითად, პენტამიდინი),

გულის დაავადება ან მაღალი არტერიული წნევა (მაგალითად, ამიოდარონი, ქინიდინი, დიზოპირამიდი, სოტალოლი),

ფსიქოზები (მაგალითად, ჰალოპერიდოლი),

დეპრესია (მაგალითად, ციტალოპრამი, ესციტალოპრამი),

კუჭ-ნაწლავის დაავადებები (მაგალითად, პრუკალოპრიდი),

ალერგიები,

მალარია (მაგალითად, მეფლოქინი, ჰიდროქსიქლოროქინი);

კიბო (მაგალითად, ტორემიფენი, ვანდეტანიბი),

ნარკოდამოკიდებულება ან ძლიერი ტკივილი (მეტადონი).

რელიკვა და ალკოჰოლი

არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება რელიკვას მიღების პერიოდში, რადგან ის აძლიერებს ამ პრეპარატის მოქმედებას.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რელიკვა უკუნაჩვენებია ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში. თუ საჭიროა რელიკვას მიღება, ძუძუთი კვება უნდა შეწყვიტოთ.

შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ შესაბამისი კონტრაცეფტული საშუალებები ჰიდროქსიზინით მკურნალობის პერიოდში ორსულობის თავიდან ასაცილებლად.

ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორიდით გამოყენებით ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით არ არის ნაჩვენები უარყოფითი გავლენა ფერტილობაზე. ადამიანის ფერტილობაზე ჰიდროქსიზინის გავლენის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

რელიკვას გამოყენების პერიოდში სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა არ შეიძლება, რადგან ეს გავლენას ახდენს რეაქციისა და კონცენტრაციის უნარზე.

რელიკვა შეიცავს საქაროზას

რელიკვას 1 მლ შეიცავს 0,685 გ საქაროზას.

თუ თქვენთვის ექიმისგან ცნობილია შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ აუტანლობის შესახებ, მოცემული სამედიცინო პროდუქტის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს. საქაროზის შემცველობა გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. საქაროზა შეიძლება მავნე იყოს კბილებისთვის.

  • როგორ გამოიყენება რელიკვა

მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების ზუსტად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რელიკვა გამოიყენება ყველაზე დაბალი ეფექტიანი დოზით. მკურნალობა უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე.

მოზრდილებსა და 40 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 100 მგ-ს.

ჩვეულებრივი დოზირება მოცემულია ქვემოთ.

მოზრდილები

შფოთვის სიმპტომური მკურნალობა:

50 მგ დღე-ღამეში 2 ან 3 მიღებაზე განაწილებით; მძიმე შემთხვევებში შეიძლება დღე-ღამეში 100 მგ-ის გამოყენება.

ქავილის სიმპტომური მკურნალობა:

მკურნალობის დაწყება საჭიროა 25 მგ-ით ძილის წინ, საჭიროების შემთხვევაში დოზის გაზრდით 25 მგ-მდე 3 ან 4-ჯერ დღეში.

პრემედიკაცია ოპერაციის წინ:

50 ან 100 მგ ერთჯერადი დოზის სახით.

ბავშვები (12 თვიდან) და მოზარდები

ქავილის სიმპტომური მკურნალობა:

1 მგ-დან სხეულის მასის კგ-ზე დღე-ღამეში 2 მგ-მდე სხეულის მასის კგ-ზე დღე-ღამეში განაწილებული დოზების სახით.

პრემედიკაცია ოპერაციის წინ:

  • 6 მგ ჰიდროქსიზინი სხეულის მასის კგ-ზე ერთჯერადი დოზის სახით.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 2 მგ-ს სხეულის მასის კგ-ზე დღე-ღამეში.

ბავშვებსა და მოზარდებში 40 კგ-მდე სხეულის მასით, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 2 მგ-ს სხეულის მასის კგ-ზე დღე-ღამეში.

ბავშვებსა და მოზარდებში 40 კგ-ზე მეტი სხეულის მასით, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 100 მგ-ს.

დოზირების გაადვილების მიზნით შეფუთვაში წარმოდგენილია საზომი საშუალება.

დოზის კორექტირება

თქვენი ექიმი დააკორექტირებს დოზას ინდივიდუალურად, რეკომენდებული დოზების ფარგლებში, მკურნალობაზე თქვენი რეაქციის მიხედვით.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულებში რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზის განახევრებით. ამ ჯგუფში მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 50 მგ-ს.

თირკმელების ზომიერი ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტები

თირკმელების ზომიერი ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზა უნდა შემცირდეს პრეპარატ ცეტირიზინის მეტაბოლიტის დაქვეითებული გამოყოფის გამო.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია დღიური დოზის შემცირება 33%-ით.

თუ გამოიყენეთ რელიკვას საჭიროზე მეტი დოზა

თუ მიიღეთ ან გამოიყენეთ რელიკვას ძალიან დიდი დოზა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, განსაკუთრებით თუ დაზიანდა თქვენი შვილი.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში გამოიყენეთ სიმპტომური მკურნალობა. საჭიროა ეკგ ჩატარება, რადგან შეიძლება განვითარდეს არითმია, როგორიცაა QT გახანგრძლივება ან torsade de pontes.

რელიკვას დოზის გადაჭარბების სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, გახშირებული გულისცემა (რომელსაც ეწოდება ტაქიკარდია), ცხელება, ძილიანობა, გუგის რეფლექსის დარღვევა, ტრემორი, ცნობიერების არევა ან ჰალუცინაცია ცნობიერების დაქვეითებით, სუნთქვის დაქვეითება (რომელსაც ეწოდება სუნთქვის დათრგუნვა), კრუნჩხვა, ჰიპოტენზია ან არითმია, და კომისა და კარდიოპულმონარული კოლაფსის დამძიმება.

თუ დაგავიწყდათ რელიკვას გამოყენება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

თუ შეწყვიტეთ რელიკვას გამოყენება

თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

სიხშირე განსაზღვრულია შემდეგი წესით:

ძალიან ხშირი (10-დან 1-ზე მეტი პაციენტი),

ხშირი (100-დან 1-10 პაციენტი),

არახშირი (100-დან 1-10 პაციენტი),

იშვიათი (10000-დან 1-10 პაციენტი),

ძალიან იშვიათი (აღენიშნება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს),

უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია)

ძალიან ხშირი: ძილიანობა.

ხშირი: სიმშრალე პირის ღრუში, დაღლილობა, თავის ტკივილი, სიმშვიდე (რომელსაც ეწოდება სედაცია).

არახშირი: გულისრევა, ცუდი გუნება-განწყობა, ცხელება, თავბრუსხვევა, უძილობა, ტრემორი, მოუსვენრობა, დაბნეულობა.

იშვიათი: გახშირებული გულისცემა (რომელსაც ეწოდება ტაქიკარდია), აკომოდაციის დარღვევა, არამკვეთრი მხედველობა, შეკრულობა, ღებინება, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ღვიძლის ფუნქციის განმსაზღვრელი ანალიზების პათოლოგიური პასუხები, კრუნჩხვა, კიდურებისა და სხვეულის სხვა ნაწილების უნებლიე არაკოორდინირებული მოძრაობები (რომელსაც ეწოდება დისკინეზია), დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები, შარდის შეკავება, ქავილი, ერითემატოზური გამონაყარი, მაკულოპაპულარული გამონაყარი, ჭინჭრის ციება, დერმატიტი, ჰიპოტენზია.

ძალიან იშვიათი: ჰალუცინაცია, ანაფილაქსიური შოკი (გამოწვეული მძიმე სისტემური ალერგიული რეაქციით, მისი სიმტომებია: ქოშინი, ყელისა და ხახის შეშუპება, კანის ქავილი და სიწითლე, თავის ტკივილი, “მოჭერის“ შეგრძნება, თავბრუსხვევა, ძლიერი სისუსტე ცნობიერების დაკარგვამდე და მის ჩათვლით). ანაფლიქსიური შოკი მძიმე შემთხვევებში შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში, ბრონქოსპაზმი, ანგიონევროზული შეშუპება (კანზე გამონაყარი არათანაბარი ფორმის ლაქების სახით, ბუშტუკები და შეშუპება), მომატებული ოფლიანობა, მუდმივი სამკურნალწამლო გამონაყარი, მწვავე გენერალიზებული პუსტულოზური გამონაყარი (პუსტულოზური გამონაყარი გაწითლებულ კანზე, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს შეშუპება და ზოგადი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება), მულტიფორმული ერითემა (კანზე გამონაყარი, რომელიც შეიძლება იწვევდეს მცირე ზომის ბუშტუკებს: მუქი ფერის ლაქები გარშემო ღია ფერის უბნებით და მუქი წრით), სტივენს-ჯონსონის სინდრომი (ფართო გამონაყარი ბუშტუკებით და აქერცლილი კანით, ძირითადად პირის, ტუჩების, ცხვირის და გენიტალიების არეში).

უცნობია:

ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ-ზე QT გახანგრძლივება ან torsade de pointes), ჰეპატიტი, ცნობიერების დაკარგვა (გულის წასვლა), ბულოზური დაზიანებები, მაგალითად, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (იშვიათი მდგომარეობა, რომელიც იწვევს დიდი უბნის ეპიდერმისს, კანის გარე შრის აშრევება; ჩვეულებრივ, აღინიშნება პირის, თვალების, ცხვირის და გენიტალიების არეში), პემფიგოიდი (კანის აუტოიმუნური დაავადება, რომელსაც ახასიათებს მკვრივი ბუშტუკები, ერითემატოზური შეშუპებისა და გამონაყარის ფონზე და გარეგნულად უცვლელ კანზე).

შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის გულის არითმიის განვითარების შემთხვევაში, როგორიცაა სწრაფი გულისცემა (პალპიტაცია), სუნთქვის გაძნელება, ცნობიერების დაკარგვა.

გარდა ამისა, შემდეგი გვერდითი მოქმედება აღინიშნა ჰიდროქსიზინის ძირითად მეტაბოლიტ ცეტირიზინთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება ასევე განვითარდეს ჰიდროქსიზინის შეყვანის შემდეგ: თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (ე.წ. თრომბოციტოპენია), აგრესიულობა, დეპრესია, ტიკები, დისტონია (სხეულის სხვადასხვა ნაწილების უნებლიე მოძრაობები), პარესთეზია (კრუნჩხვა) თვალის გუგის მოძრაობით, დიარეა, შარდვის გაძნელება, უნებლიე შარდვა, დაღლილობა და სისუსტე (ე.წ. ასთენია), შეშუპება, წონაში მატება.

რელიკვას მიღებისას ზოგ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს სხვა გვერდითი მოქმედება.

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ გააგზავნოთ შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით.

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება შეიძლება ასევე გაეგზავნოს სავაჭრო ლიცენზიის მფლობელს.

გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

  • როგორ ინახება რელიკვა

შეინახეთ არაუმეტეს 25˚C-ზე.

სინათლისგან დაცვის მიზნით შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე,

არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება არ შეიძლება. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

რელიკვას შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება არის ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორიდი.

1 მლ სიროფი შეიცავს 2 მგ ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორიდს.

სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): საქაროზა (დაახლოებით 0.685 გ 1 მლ-ში), ნატრიუმის ჰიდროქსიდი 30%, ჟოლოს არომატიზატორი AR0320, გასუფთავებული წყალი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

რელიკვას აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

უფერო ან ოდნავ ყავისფერი სითხე ჟოლოს არომატით მინის ფლაკონში, რომელიც დახურულია ალუმინის თავსახურით და მოთავსებულია მუყაოს კოლოფში პპ საზომ საშუალებასთან ერთად.

200 მლ (200 მლ 1 ბოთლი)

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

„PRZEDSIĘBIORSTWO PRODUKCJI FARMACEUTYCZNEJ HASCO-LEK” S.A., პოლონეთი

51-131 ვროცლავი, ზმიგროდსკის ქუჩა 242E

მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა