- ატარაქსი, ფსიქიკური აშლილობის, მოუსვენრობის და შფოთვის სამკურნალოდ, ასევე ქავილის სამკურნალოდ გამოყენებული წამალია. - ატარაქსი, თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის, დაყოფის ხაზის მქონე, აპკით შემოგარსული ტაბლეტებია. თითოეულ კოლოფში 30 ტაბლეტია მოთვსებული. ატარაქსი გამოიყენება; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ჰიდროქსიზინი (hydroxyzine)
- ფორმა და შეფუთვა
- 25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოლეფსური საშუალებები, დიფენილმეთანის წარმოებულები
- ATC კოდი
- N05BB01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0301
- რეგისტრირებულია
- 15 ივლისი 2022, მოქმედებს 15 ივლისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
ატარაქსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
- ატარაქსი, ფსიქიკური აშლილობის, მოუსვენრობის და შფოთვის სამკურნალოდ, ასევე ქავილის სამკურნალოდ გამოყენებული წამალია.
- ატარაქსი, თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის, დაყოფის ხაზის მქონე, აპკით შემოგარსული ტაბლეტებია. თითოეულ კოლოფში 30 ტაბლეტია მოთვსებული.
ატარაქსი გამოიყენება;
- ზრდასრულებში შფოთვითი (წუხილის) დარღვევების დროს გამოვლენილი სიმპტომების სამკურნალოდ,
- ქავილის სამკურნალოდ
- ქირურგიული ჩარევების წინ, პრეოპერაციული მომზადებისთვის
- ატარაქსის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ატარაქსი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენება:
თუ, ატარაქსის მოქმედი ნივთიერების ანდა დამხმარე ნივთირებებიდან რომელიმეს მიმართ, ცეტირიზინის, პიპერაზინის წარმოებულების, ამინოფილინის ანდა ეთილენდიამინის მიმართ ალერგიული რეაქცია (მომატებული მგრძნობელობა) გაქვთ.
თუ, ეკგ-ზე (ელექტროკარდიოგრამაზე) ,,QT ინტერვალის გახანგრძლივების’’ სახელით წოდებული გულის რითმის დარღვევა გამოვლინდება.
თუ, გულ-სისხლძარღვთა დაავადება გაქვთ ანდა წარსულში გქონდათ ანდა გულის ცემის სიხშირე ძალიან დაბალი გაქვთ.
თუ, სხეულში მარილების შემცველობის დონე დაბალი გაქვთ (მაგ.კალიუმი ანდა მაგნიუმის დაბალი დონეები).
თუ, გულის ცემის რითმის პრობლემების გამო ანდა გულის რითმზე მოქმედ განსაზღვრულ წამლებს ღებულობთ (იხილეთ ნაწილი-,,სხვა წამლებთან ერთად გამოყენება)
თუ, თქვენს ოჯახში გულის პრობლემების გამო უეცარი სიკვდილის ანამნეზი გაქვთ.
თუ, პორფირია (იშვითი მეტაბოლური დარღვევა) გაქვთ.
თუ, ორსულად ხართ ანდა ბავშვს ძუძუთი კვებავთ, წამალი სიფრთხილით გამოიყენეთ.
ატარაქსი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:
თუ, უნებლიე სერიული კუნთოვანი სპაზმი, კრუნჩხვები (კონვულიები) გაქვთ,
თუ, დახურულ კუთხოვანი გლაუკომა (თვალის შიგა წნევის მომატება), პროსტატის კეთილთვისებიანი ზრდა, ასთმა, ქრონიკული ობსტრუქციული ფილტვების დაავადება, შარდის ბუშტის გამომყოფი ნაწილის დახშობა, მიასთენია გრავის (კუნთების ძლიერი სისუსტე და ადვილად დაღლა, განსზღვრული ნეირო-კუნთოვანი დაავადება-ნერვულ-კუნთოვანი დაავადება) ანდა დემენცია გაქვთ, თუ, კუჭ-ნაწლავის (კუჭის-ნაწლავების) მოქმედება შენელებულია,
ატარაქსი, შეიძლება დაკავშირებული იყოს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის-გულის რითმის დარღვევის მომატების მაღალ რისკთან. ამიტომ, თუ გულთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ ანდა რეცეპტის გარეშე გაცემული წამლების ჩათვლით, სხვა წამლებსაც ღებულობთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.
თუ, ხანდაზმული ხართ ანდა ღვიძლის ფუნქციების დარღვევა გაქვთ ანდა საშუალო ანდა მძიმე ხარისხის თირკმლების უკმარისობა გაქვთ, ექიმმა წამლის დოზის რეგულირება უნდა გაგიკეთოთ, ექიმის მითითებები გაითვალისწინეთ.
თუ, ატარაქსის მიღების დროს გამოვლინება: გულის ფრიალი, სუნთქვის გაძნელება, გულის ცემის რითმის დარღვევები ანდა ცნობიერების დაკარგვის მსგავსი მდგომარეობები, მაშინვე სამედიცინო დახმარება მოითხოვეთ. ასეთ მდგომარეობაში, ატარაქსის მიღება უნდა შეწყვიტოთ.
თუ,აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ პერიოდში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ,თქვენს ექიმს აცნობეთ.
ატარქსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ატარაქსი, ალკოჰოლთან ერთად არ მიიღოთ. ალკოჰოლმა, ამ წამლის ეფექტი შეიძლება გაზარდოს.
ატარაქსის მიღება შესაძლებელია როგორც უზმოზე, ასევე საკვების მიღების შემდეგ.
მიღების წესი და დოზირება
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
წამლის დოზა და გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ტიპზე, მკურნალობაზე მიღებულ პასუხსა და დაავადების სიმძიმეზე.
ატარაქსის ყველაზე დაბალი და ეფექტური დოზა, შეძლებისდაგვარად ყველაზე ხანმოკლე დროის განმავლობაში უნდა იქნას გამოყენებული.
ზრდასრულებში:
შფოთვითი (წუხილის) დარღვევების სიმპტომების სამკურნალოდ: ჩვეული დოზაა: 50 მგ დღეში (დილით ½ ტაბ, შუადღეზე- ½ ტაბ. და საღამოს-1 ტაბ. მიიღეთ). უფრო მძიმე შემთხვევებში, დოზა შეიძლება 100 მგ დღეში გაიზარდოს.
ქავილის სიმპტომების სამკურნალოდ:
მკურნალობის საწყისი დოზაა: 1 ტაბ. ძილის წინ. საჭიროების შემთხვევაში, მდგომარეობის შესაბამისად, დოზა შეიძლება გაიზარდოს: 1 ტაბ. 3-4 ჯერ დღეში.
ქირურგიული ჩარევების წინ წინასწარი მკურნალობის მიზნით:
50 მგ დღეში 1 ანდა 2 ჯერ ( 2 ტაბლეტი): ანესთეზიამდე, წინა ღამით გაკეთებული ჩარევის შემდეგ და კიდევ ოპერაციამდე 1 საათით ადრე მიეცემა. 24 საათის განმავლობაში მიღებული ჯამური დოზა 100 მგ ( 4 ტაბლეტი) არ უნდა აღემატებოდეს.
ზრდასრულებში, საჭიროების ყველა შემთვევაში ყველაზე მაღალი დღიური დოზა 100 მგ უნდა იყოს.
მიცემის გზა და მეთოდი:
ატარაქსის ტაბლეტები პირის გზით მიიღება.
ატარაქსის ტაბლეტები, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად (1 ჭიქა წყალი) უნდა გადაიყლაპოს.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ქავილის სიმპტომების სამკურნალოდ:
12 თვიდან 6 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი: დღიური დოზა, სხეულის წონის თითოეულ კგ -ზე 1-2,5 მგ- მდე დოზა, რომელიც გაყოფის გზით მიიღება.
6 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში, სხეულის წონის თითოეულ კგ-ზე 1-2 მგ -მდე დოზა, გაყოფით მიიღება.
ქირურგიული ჩარევების წინ წინასწარი მკურნალობის მიზნით:
ანესთეზიამდე, წინა ღამით სხეულის წონის თითოეულ კგ-ზე 1მგ სახით მიეცემა, ამ დოზის შემდეგ, ოპერაციამდე 1 საათით ადრე, სხეული წონის თითოეულ კგ-ზე 1მგ-იანი ერთჯერადი დოზა მიეცემა.
40 კგ-მდე წონის მქონე ბავშვებში, საჭიროების ყველა შემთხვევაში ყველაზე მაღალი დღიური დოზაა: 2მგ/კგ/დღეში.
40 კგ და მეტი წონის მქონე ბავშვებში, საჭიროების ყველა შემთხვევაში დღიური მაქსიმალური დოზაა: 100 მგ.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ხანდაზმულებში, ავადმყოფის მკურნალობის შედეგად მიღებული პასუხის შესაბამისად დოზა უნდა დარეგულირდეს. ხანდაზმულებში, მკურნალობის საწყისი რეკომენდირებული დოზა, ზრდასრულებისთვის რეკომენდირებული დოზის ნახევარია.
ხანდაზმულ ავადმყოფებში ყველაზე მაღალი დღიური დოზა: 50 მგ უნდა იყოს.
უკუჩვენებები
ბაქტერიული ინფექციები (მაგალითად, ერითრომიცინი, მოქსიფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი)
სოკოვანი ინფექციები (მაგალითად, პენტამიდინი)
გულთან დაკავშირებული პრობლემები ან მაღალი წნევა (მაგალითად, ქინიდინი, დისოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი)
ფსიქოზები (მაგალითად, ჰალოპერიდოლი)
დეპრესია (მაგალითად, ციტალოპრამი, ესციტალოპრამი)
კუჭ-ნაწლავის დარღვევები (მაგალითად, პრუკალოპრიდი)
ალერგია
მალარია (მაგალითად, მეფლოქინი, ჰიდროქსიქლოროქინი)
კიბო (მაგალითად, ტორემიფენი, ვანდეტანიბი)
მედიკამენტების ბოროტად გამოყენება ან ძლიერი ტკივილი (მეტადონი)
თუ ატარაქსს იყენებთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ზემოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (როგორიცაა, ფსიქოტროპული საშუალებები, საანესთეზიო საშუალებები, ანტიეპილეფსიური საშუალებები - ეპილეფსიის შეტევების დროს გამოყენებული პრეპარატები, დამამშვიდებელი, საძილე ან ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები), ან ანტიქოლინერგული ზემოქმედების მქონე პრეპარატებთან ერთად, შესაძლებელია გაიზარდოს ზოგიერთი ან ყველა ამ პრეპარატის ზემოქმედება, რის გამოც შესაძლებელია საჭირო გახდეს ექიმის მიერ დოზის კორექტირება.
ატარაქსი იწვევს ბეტაჰისტინის (გამოიყენება მენიერის დაავადების სამკურნალოდ) და ანტიქოლინესთერაზული პრეპარატების (გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა თვალის წნევა) ზემოქმედების დაქვეითებას.
არ გამოიყენოთ ატარაქსი მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ), სედატიურ (დამამშვიდებელ) პრეპარატებთან ერთად.
ციმეტიდინმა, რომელიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის წყლულების სამკურნალოდ, ატარაქსთან ერთად მიღებისას შესაძლებელია გაზარდოს ატარაქსის ტაბლეტების ზემოქმედება.
თუ ატარაქსს მიიღებთ ფენიტოინთან ერთად, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის შეტევის სამკურნალოდ, დაქვეითდება ფენიტოინის ზემოქმედება.
აქტიური ნივთიერება ჰიდროქსიზინი ღვიძლში ახდენს გარკვეული ფერმენტების (CYP2D6) ინჰიბირებას (დათრგუნვას), რის გამოც მაღალი დოზებით იწვევს სხვა ისეთ პრეპარატებთან ურთიერთქმედებას, რომელთა მეტაბოლიზება (დაშლა) ხდება ამ ფერმენტებით.
აქტიური ნივთიერება ჰიდროქსიზინი მეტაბოლიზდება ალკოჰოლ-დეჰიდროგენაზათი და CYP3A4/5 ფერმენტებით, რის გამოც ამ ფერმენტების ინჰიბიტორ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას მოსალოდნელია სისხლში ჰიდროქსიზინის დონის მატება.
ალერგიაზე ნებისმიერი კანის ტესტის ან მეტაქოლინის გამოყენებით სასუნთქი გზების ჰიპერმგრძნობელობის დასადგენი ტესტის (ბრონქოპროვოკაციული ტესტი) ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე უნდა შეწყდეს ატარაქსის ტაბლეტებით მკურნალობა.
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის ფუნქციების დარღვევის დროს, საშუალო და მძიმე ხარისხის თირკმლების უკმარისობის მქონე ავადმყოფებში, დოზა უნდა შემცირდეს.
თუ ფიქრობთ, რომ ატარაქსის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
თუ, ატარაქსის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ
თუ, ატარაქსის საჭირო დოზაზე მეტი დოზა მიიღეთ, მაშინვე თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ატარაქსის საჭირო დოზაზე მეტი დოზა მიიღეთ, განსაკუთრებით, თუ ეს ავადმყოფი ბავშვია, სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში გამოვლენილი სიმპტომების მიმართ შეიძლება მკურნალობის ჩატარება. გულის ცემის რითმის დარღევის პრობლემების ალბათობის (QT ინერვალის გახანგრძლივება ანდა Torsade de Pointes მსგავსი) გამო, საჭიროა ეკგ დაკვირვება.
დოზის მნიშვნელოვანი რაოდენობით გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება იყოს: გულისრევა, ღებინება, ტაქიკარდია, ცხელება, ძილიანობა, გუგის რეფლექსის ცვლილება, კანკალი, გონების არევა (კონფუზია), ჰალუცინაციები, ცნობიერების დაკარგვა, სუნთქვის გაძნელება, კრუნჩხვები (კონვულსია), სისხლის არტერიული წნევის დაცემა და დაბალი პულსი (ბრადიკარდია), გულის რითმის დარღვევები. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება ღრმა კომაში და გულ-ფილტვის (კარდიო-რესპირატორული) უკმარისობაში გადაიზარდოს.
თუ, ატარაქსის მიღება დაგავიწყდათ
ექიმის მიერ მოცემული მითითებების შესაბამისად წამლის მიღება გააგრძელეთ.
დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
მოვლენები, რომელიც ატარქსით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
ატარაქსით მკურნალობის ხანგრძლივობა, კლინიკურ გამოვლინებებზე და ინდივიდუალურად, დაავადების მიმდინარეობაზეა დამოკიდებული.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამალის შემთვევაში, ატარაქსში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ატარაქსის გამოყენება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს სასწრაფოს განყოფილებას მიმართეთ:
მომატებული მგრძნობელობა
ანაფილაქსიური შოკი (ხელების, ფეხების, სახის და ტუჩების შეშუპება ანდა განსაკუთრებით ხახის შეშუპება, რაც სუნთქვის გაძნელებას იწვევს)
ბრონქების გარდმავალი შევიწროება (ბრონქოსპაზმი)
ანგიო-ნევროზული შეშუპება (ხელების, ფეხების, მაჯების, სახის, ტუჩების შეშუპება ანდა განსაკუთრებით, ხახის შეშუპება, რაც იწვევს ყლაპვის და სუნთქვის გაძნელებას)
გულის ფრიალი, სუნთქვის გაძნელება, გულის რითმის დარღვევები ანდა ცნობიერების დაკარგვა
უეცრად დაწყებული და ცხელებით მიმდინარე, სხეულზე ჩირქოვანი ბუშტუკების გაჩენა (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემოზური პუსტულოზური დაავადება)
კანზე გამონაყარი, რომელიც ხასიათდება ბუშტუკების განვითარებით და პატარა, სამიზნე დაფის მსგავსი (ცენტრალურად მუქი ლაქები, ირგვლივ კი უფრო ღია ფერის ლაქები და გარე ნაწილში მუქი ფერის რკალი) ლაქებით (მულტიფორმული ერითემა)
ბუშტუკების გაჩენა, განსაკუთრებით პირის, ცხვირის ღრუში, თვალის და სასქესო ორგანოების მიდამოში, რომელსაც თან ახლავს კანის აშრევება, გენერალიზებული გამონაყარი (სტევენს-ჯონსონის სინდრომი)
ყველა ჩამოთვლილი ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.
თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ატარაქსის მიმართ ალერგია გაქვთ. ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა დაგჭირდეთ.
ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
ძალიან გავრცელებული
ძილიანობა (სომნოლეციო)
გავრცელებული:
სედაცია
თავის ტკივილი
სისუსტე
პირის სიმშრალე
ნაკლებად გავრცელებული:
მომატებული მოუსვენრობა, შფოთვა (აჟიტაცია)
გონების არევა (კონფუზია)
გაბრუების შეგრძნება
უძილობა
კანკალი
გულისრევა
სხეულში ტეხვის შეგრძნება
ცხელება
იშვიათი:
მომატებული მგრძნობელობა
ორიენტაციის დარღვევა
ჰალუციანციები, არ არსებულის დანახვა ანდა გაგონება
კუნთების უნებლიე კრუნჩხვები (კონვულსია)
ნებითი მოძრაობების შესრულების გაძნელება(დისკინეზია)
თვალის აკომოდაციის დარღვევები
მხედველობის შემღვრევა
წუთში გულის ცემის სიხშირის (პულსის) მომატება, ტაქსიკარდია
სისხლის არტერიული წნევის დაცემა (ჰიპოტენზია)
ყაბზობა
ღებინება
ღვიძლის ფუნქციური სინჯების ანორმალობა
ქავილი
ერითემატოზული (წითელი) გამონაყარი
მაკულო-პაპულარული (პატარა ლაქისებრი ბუშტუკოვანი გამონაყარი)
ურტიკარია(ჭინჭრის ციება)
კანის ზედაპირული შრის ანთება (დერმატიტი)
არ/ვერ მოშარდვის გამო შარდის ბუშტში შარდის ჭარბი დაგროვება (შარდის რეტენცია)
ძალიან იშვიათი:
ანაფილაქსიური შოკი
ბრონქების გარდამავალი შევიწროება (ბრონქოსპაზმი)
ანგიო-ნევროზული შეშუპება (ხელების, ფეხების, მაჯების, სახის, ტუჩების შეშუპება ანდა განსაკუთრებით, ხახის შეშუპება, რაც იწვევს ყლაპვის და სუნთქვის გაძნელებას)
ჭარბი ოფლიანობა
ფიქსირებული წამლისმიერი ერუფცია (გამონაყარი)

ბუშტუკების გაჩენა, განსაკუთრებით პირის, ცხვირის ღრუში, თვალის და სასქესო ორგანოების მიდამოში, რომელსაც თან ახლავს კანის აშრევება, გენერალიზებული გამონაყარი(სტევენს-ჯონსონის სინდრომი)
უცნობი:
ეკგ-ზე QT ინერვალის გახანგრძლივება,Torsade de Pointes (ეკგ-ზე ზოგიერთი განსაზღვრული ანორმალობა, გულის რითმის დარვევები)
ჰეპატიტი
გონების დაკარგვა (სინკოპე)
დაავადება, რომლის დროსაც ბუშტუკები წარმოიქმნება (კანის სერიოზული აშრევება და აცლით გამოვლენილი ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი და სითხის სავსე ბუშტუკები განვითრება, რომელიც შემდეგ სკდება და ზემოდან ქერქს იკეთებს, ზედაპირული იარების სახით მიმდინარე პემფიგოიდური დაავადება)
გვერდითი ეფექტების სიხშირე და ინტენსივობა დღიური დოზის ინდივიდუალური და ფრთხილი რეგულაციით შეიძლება შემცირდეს. ხანდაზმულ ავადმყოფებში გვერდითი ეფექტების გამოვლინების რისკი უფრო მაღალია.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
- ატარაქსის შენახვა
ატარაქსი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ <250C ოთახის ტემპერატურაზე.
სინათლეზე მგრძნობელობის გამო, წამალი თავის კოლოფში შეინაეხთ.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ატარაქსი არ გამოიყენოთ.
თუ, წამლის გამოყენების ბოლო ვადა გასულია ანდა პრეპარატი არ გამოგიყენებიათ, ნაგავში არ ჩააგდოთ. გარემოს და ურბანული დაცვის სამინისტროს მიერ მითითებულ შემკრებ სისტემას გადაეცით.
ლიცენზიის მფლობელი:
ს.ს. UCB Pharma
პალადიუმის თაუერი, ბარბაროსის დასახლ. ქარდელენის ქ.N:2, სართული:24/80
34746 ათაშეჰირი/სტამბული
წარმოების ადგილი:
ს.ს. PharmaVision სანაი ვე თიჯარეთ
დავუთფაშას ქ.N:145.
34010 თოფქაფი/სტამბული
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 21.05.2021-ში დამოწმებულია.
თარჯიმანი ნაილა იდნოევი
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ისეთი მედიკამენტების ერთდროული გამოყენებისას, რომლებთაც გააჩნიათ ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი ან ანტიქოლინერგული ეფექტები, საჭიროა გათვალისწინებული იქნეს ატარაქსის გაძლიერებული ეფექტი და დოზა ინდივიდუალურად უნდა დარეგულირდეს. ალკოჰოლი ასევე აძლიერებს ატარაქსის ეფექტს.
ატარაქსი ახდენს ბეტაჰისტინის და ანტიქოლინერგული საშუალებების ეფექტების ბლოკირებას. ალერგიის ტესტების ან მეტაქოლინის ბრონქო-გამომწვევი ტესტების შედეგებზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, მკურნალობა უნდა შეწყდეს ტესტირებამდე სულ მცირე 5 დღით ადრე.
თავი უნდა აარიდოთ ატარაქსის მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ერთდროულ გამოყენებას. ატარაქსი აინჰიბირებს ადრენალინის პრესორულ ეფექტს. ვირთხებში ჰიდროქსიზინი აინჰიბირებს ფენიტოინის კრუნჩხვის საწინააღმდეგო ეფექტს.
ციმეტიდინი, რომელიც მიიღება 600 მგ დღეში ორჯერ, ზრდის ჰიდროქსიზინის შრატის კონცენტრაციას 36%-ით და ამცირებს მეტაბოლიტის ცეტირიზინის პიკურ კონცენტრაციას 20%-ით. ატარაქსი არის CYP2D6 ინჰიბიტორი (Ki: 3.9 მიკროM; 1.7 მკგ/მლ) და მაღალი დოზებით გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს წამლისმიერი ურთიერთქმედება CYP2D6 სუბსტრატებთან.
100 მიკრომ კონცენტრაციის დროს, ატარაქსს არ აქვს დამთრგუნველი ეფექტი UDP-გლუკურონილტრანსფერაზას იზოფორმებზე 1A1 და 1A6 ადამიანის ღვიძლის მიკროსომებში. პიკური პლაზმური კონცენტრაციების (IC50: 103-140 მიკრომ; 46-52 მკგ/მლ) მნიშვნელოვნად მაღალი კონცენტრაციების დროს, ის აინჰიბირებს ციტოქრომ P450 2C9, 2C19 და 3A4 იზოფორმებს. ამიტომ, არ არის მოსალოდნელი, რომ ატარაქსი გავლენას მოახდენს იმ პრეპარატების მეტაბოლიზმზე, რომლებიც წარმოადგენენ ამ ფერმენტების სუბსტრატებს. 100 მიკრომ ცეტირიზინის მეტაბოლიტს არ აქვს დამთრგუნველი ეფექტი ადამიანის ღვიძლის ციტოქრომ P450 (1A2, 2A6, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 3A4) და UDP-გლუკურონილტრანსფერაზას იზოფორმებზე.
უკუნაჩვენები კომბინაციები
ჰიდროქსიზინის ერთდროული გამოყენება QT ინტერვალის გახანგრძლივების და/ან ,,პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაჰიკარდიის გამომწვევ პრეპარატებთან, როგორიცაა IA კლასის (მაგ., ქინიდინი, დიზოპირამიდი) და III კლასის (მაგ., ამიოდარონი, სოტალოლი) ანტიარითმული საშუალებები, ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალება, ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალება (მაგ., ჰალოპერიდოლი), ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (მაგ., ციტალოპრამი, ესციტალოპრამი), ზოგიერთი მალარიის საწინააღმდეგო საშუალება (მაგ., მეფლოქინი და ჰიდროქსიქლოროქინი), ზოგიერთი ანტიბიოტიკი (მაგ., ერითრომიცინი, ლევოფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი), ზოგიერთი სოკოს საწინააღმდეგო საშუალება (მაგ., პენტამიდინი), ზოგიერთი კუჭ-ნაწლავის პრეპარატი, ზოგიერთი სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატი (მაგ., ტორემიფენი, ვანდეტანიბი) ან მეტადონი, ზრდის გულის არითმიების რისკს. ამიტომ, ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი 4.3).
კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილეს
სიფრთხილეა საჭირო ჰიპოკალიემიისა და ბრადიკარდიის გამომწვევ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას. ჰიდროქსიზინი მეტაბოლიზდება ალკოჰოლ დეჰიდროგენაზას და CYP3A4/5-ის მეშვეობით. სისხლში ჰიდროქსიზინის კონცენტრაციის მომატება მოსალოდნელია, როდესაც ერთდროულად გამოიყენება ამ ფერმენტების ძლიერი ინჰიბიტორები. თუმცა, თუ მხოლოდ ერთი მეტაბოლური გზაა დათრგუნული, მეორე გზამ შეიძლება ნაწილობრივ კომპენსირება მოახდინოს.
დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ
პედიატრიული პოპულაცია
პედიატრიულ პოპულაციაში ურთიერთქმედების დამატებითი კვლევები არ ჩატარებულა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
წამლის მიღებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.
თუ, ორსულად ხართ ანდა ფიქრობთ,რომ ორსულად ხართ, გთხოვთ, ატარაქსი არ მიიღოთ და ექიმს დაუკავშირდით.
ატარაქსი, ორსულობის პერიოდში არ უნდა იქნას გამოყენებული.
თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს დაუკავშირდით.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის მიღებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.
ატარაქსი, დედის რძეში გადადის, ამიტომ ატარაქსის მომხმარებელმა დედებმა და ბავშვის ძუძუთი კვების მსურველმა დედებმა, ატარაქსის მიღება უნდა შეწყვიტონ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ატარაქსმა, შეიძლება გავლენა მოახდინოს კონცენტრირებისა და გამღიზიანებლეზე უკუ რეაქციის უნარზე, ამიტომ ავტომობილი ანდა მექანიზმები არ მართოთ. ატარაქსის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
ატარაქსი, ლაქტოზას შეიცავს. თუ, ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით იცით, რომ თქვენ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა გაქვთ, ამ წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თუ, ქვემოთ ჩმოთვლილი დაავადებების სამკურნალოდ წამლებს ღებულობთ, ატარაქსი არ გამოიყენოთ:
ბაქტერიული ინფექციები (მაგ. ერითრომიცინი, მოქსიფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი)
სოკოვანი ინფექციები (მაგ. პენტამიდინი)
გულთან დაკავშირებული პრობლემები
ეკგ-ზე QT ინტერვალის გახანგრძლივება, Torsade de Pointes (ელექტროკარდიოგრამაზე ზოგიერთი განსაზღვრული ანორმალობის გამოვლენა, გულის რითმის დარღვევები) (მაგ.ქინიდინი, დისოპირამინი, ამიოდარონი, სოტალოლი)
ფსიქოზები (მაგ.ჰალოპერიდოლი)
დეპრესიები (მაგ.სიტალოპრამი, ესსიტალოპრიდი)
კუჭ-ნაწლავის დარღვევები (მაგ.პრუკალოპრიდი)
ალერგია
მალარია (მაგ. მეფლოკინი, ჰიდროქსიქლოროქინი)
სიმსივნე (მაგ.ტორემიფენი, ვანდეტანიბი)
წამლების ბოროტად გამოყენებისას ანდა ძლიერი ტკივილის სამკურნალო (მეტადონი)
თუ, ატარაქსს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედ წამლებთან ერთად (ფქსიქოტროპულები, ანესთეზიური საშუალებები, ანტიეპილეფსიური-გულყრების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები, დამამშვიდებელი, საძილე წამლები ანდა ტკივილგამაყუჩებელი წამლების მსგავსი) ანდა ანტიქოლონერგული ეფექტის მქონე წამლებთან ერთად პარალელურად იყენებთ, ამ წამლებიდან ზოგიერთის ანდა ყველას ეფექტის შესაძლო მომატების გამო, ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს დოზის რეგულაცია.
ატარაქსი, ბეტაჰისტინის (მენიერის დაავადების სამკრუნალოდ გამოიყენება) და ანტიქოლინესტერაზას პრეპარატების (თვალის შიგა წნევის სამკურნალოდ გამოიყენება) ეფექტს ამცირებს.
ატარაქსი, მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან (დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენება), სედაციურ (დამამშვიდებელ) წამლებთან ერთად პარალელურ რეჟიმში არ გამოიყენოთ.
კუჭ-ნაწლავის სისტემის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული ციმეტიდინის და ატარაქსის პარალელურ რეჟიმში გამოყენებისას, ციმეტიდინმა შეიძლება ატარაქსის ეფექტი გაზარდოს.
თუ, ატარაქსს ეპილეფსიური გულყრების სამკურნალო წამალთან- ფენიტოინთან ერთად მიიღებთ, ამ დროს ფენიტოინის ეფექტი შეიძლება შემცირდეს.
ატარაქსის აქტიური ნივთიერება, ჰიდროქსიზინი, ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის (CYP2D6)ინჰიბირებას ახდენს (თრგუნავს), ამიტომ მაღალი დოზებით მიღებისას, ამ ფერმენტებით მეტაბოლიზებულ (დაშლილ) სხვა ნივთიერებებთან შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს.
ატარაქსის აქტიური ნივთიერება, ჰიდროქსიზინი, ალკოჰოლ დეჰიდროგენაზას და CYP3A4/5 ფერმენტებით მეტაბოლიზდება, ამიტომ ამ ფერმენტების ინჰიბიტორ წამლებთნ ერთად გამოყენებისას, მოსალოდნელია სისხლში ჰიდროქსიზინის დონის მომატება.
ნებისმიერი კანის ალერგიული ტესტის ანდა მეტაქოლინით განხორციელებული ანდა სასუნთქი გზების მომატებული მგრძნობელობის განმსაზღვრელი სინჯების (ბრონქოპროვოკაციული ტესტი) გაკეთებამდე სიფრთილის მიზნით, 1 კვირით ადრე საჭიროა ატარაქსის მიღების შეწყვეტა
თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.
ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.
არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
უცნობია: შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.
ძალიან ხშირი:
ძილიანობა (სომნოლენცია)
ხშირი:
სედაცია
თავის ტკივილი
სისუსტე
პირის სიმშრალე
არახშირი:
ძლიერი აღგზნება (აჟიტაცია)
ცნობიერების დაბინდვა (კონფუზია)
დაბნეულობის შეგრძნება
უძილობა
ტრემორი
გულისრევა
ზოგადი სისუსტე
ცხელება
იშვიათი:
ჰიპერმგრძნობელობა
დეზორიენტაცია
არარსებული ობიექტების დანახვა ან გაგონება (ჰალუცინაციები)
კუნთების უნებლიე კრუნჩხვა (კონვულსია)
გააზრებული მოძრაობის გაძნელება (დისკინეზია)
თვალის შეგუების უნარის დარღვევა (აკომოდაციის დარღვევა)
დაბინდული მხედველობა
წუთში გულისცემის რაოდენობის (პულსის) მომატება (ტაქიკარდია)
არტერიული წნევის დაქვეითება (ჰიპოტენზია)
ყაბზობა
ღებინება
ღვიძლის ფუნქციურ სინჯებში დარღვევები
ქავილი
ერითემატოზული გამონაყარი (სიწითლე)
მაკულოპაპულური (მცირე ლაქების სახით ამობურცული) გამონაყარი
ჭინჭრის ციება (ურტიკარია)
კანის ზედა ფენის ანთება (დერმატიტი)
მოშარდვის შეუძლებლობის გამო შარდის ბუშტში დიდი რაოდენობით შარდის დაგროვება (შარდის რეტენცია)
ძალიან იშვიათი:
ანაფილაქსიური შოკი
ბრონქების დროებითი შევიწროება (ბრონქოსპაზმი)
ანგიონევროზული ედემა (ხელების, ტერფების, კოჭების, მაჯების, სახის, ტუჩების შეშუპება ან პირის ღრუს ან ყელის შეშუპება, რომელიც იწვევს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას)
გაძლიერებული ოფლიანობა
ფიქსირებული წამლისმიერი ერუპცია (გამონაყარი)
კანის დაავადება, რომელიც უეცრად იწყება და ვლინდება ცხელებასთან ერთად მთელს სხეულზე ჩირქოვანი ბუშტუკების სახით (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი)
კანზე გამონაყარი, რომელიც შესაძლებელია გამოვლინდეს ბუშტუკების სახით და ჰგავდეს პატარა სამიზნეებს (ცენტრში მუქი ლაქები, ირგვლივ უფრო ღია ფერის მიდამო და გარეთა ნაწილში მუქი რკალი) (მულტიფორმული ერითემა)
გავრცელებული გამონაყარი, რომელსაც ახლავს ბუშტუკები და კანის აქერცვლა, განაკუთრებით პირის, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენს-ჯონსონის სინდრომი).
უცნობია:
ელექტროკარდიოგრამაზე QT ინტერვალის გახანგრძლივება, Torsade de Pointes (პირუეტული ტაქიკარდია) (გულის რითმის გარკვეული დარღვევები, რომელთა დადგენა ხდება ელექტროკარდიოგრამაზე)
ჰეპატიტი
გონების დაკარგვა (სინკოპე)
ბუშტუკების წარმომქმნელი დაავადებები (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, რომელიც ვლინდება კანის სერიოზული აქერცვლით, და დაავადება პემფიგოიდი, რომლის დროსაც ვითარდება სითხით სავსე ბუშტუკები, ამ ბუშტუკების გასკდომის შემდეგ კანზე ჩნდება ქერქი, დაავადება მიმდინარეობს ზედაპირული იარებით).
გვერდითი რეაქციების სიხშირის და ინტენსივობის შემცირება შესაძლებელია, თუ მოხდება დღიური დოზის ინდივიდუალურად, სიფრთხილის დაცვით კორექტირება. ასაკოვან პაციენტებში უფრო მაღალია გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი მოვლენები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
- ატარაქსის შენახვა
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, თავის შეფუთვაში.
შეინახეთ 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
ახასიათებს სინათლის მიმართ მგრძნობელობა, რის გამოც პრეპარატი შეინახეთ თავის კოლოფში.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ ატარაქსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის თარიღის შემდეგ.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს, ურბანიზაციის და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი: სს იუ სი ბი ფარმა
პალადიუმ ტაუერი, ბარბაროსის უბანი, ქარდელენის ქუჩა №:2, სართული: 24/80 34746 ათაშეჰირი / სტამბოლი
წარმოების ადგილი: სს ფარმავიჟენ სანაი ვე თიჯარეთ
დავუთფაშას გამზირი №145 34010 თოფქაფი/სტამბოლი
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 14.08.2024 წელს.
ATT-KT/01.10.2024
ჭარბი დოზა
სიმპტომები
მძიმე დოზის გადაჭარბების სიმპტომები, როგორც წესი, დაკავშირებულია ანტიქოლინერგულ გადატვირთვასთან, ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესიასთან ან ცნს-ის პარადოქსულ სტიმულაციასთან. ესენია გულისრევა, ღებინება, ტაქიკარდია, ცხელება, ძილიანობა, გუგების რეფლექსების დარღვევა, კანკალი, დაბნეულობა ან ჰალუცინაციები. ამ სიმპტომებს შეიძლება მოჰყვეს ცნობიერების ცვლილება, სუნთქვის დათრგუნვა, კრუნჩხვები, ჰიპოტენზია ან გულის არითმიები, მათ შორის ბრადიკარდია. შეიძლება განვითარდეს კომის გაღრმავება და კარდიორესპირატორული კოლაფსი.
მკურნალობა
უნდა ჩატარდეს მკაცრი მონიტორინგი სასუნთქი გზების, სასუნთქი და სისხლის მიმოქცევის სისტემების მდგომარეობაზე უწყვეტი ეკგ-ს ჩაწერის გამოყენებით და შესაბამისი ჟანგბადით უზრუნველყოფა უნდა იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერ დროს. გულის და არტერიული წნევის მონიტორინგი უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ პაციენტი 24 საათის განმავლობაში არ გამოვლინდება სიმპტომების გარეშე. შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობის მქონე პაციენტებში უნდა გადაიხედოს სხვა მედიკამენტების და ალკოჰოლის თანმხლები გამოყენება და საჭიროებისამებრ უნდა დაინიშნოს ჟანგბადი, ნალოქსონი, გლუკოზა და თიამინი. თუ საჭიროა ვაზოპრესორები, უნდა დაინიშნოს ნორეპინეფრინი ან მეტარამინოლი. ადრენალინი არ უნდა იქნას გამოყენებული.
იპეკაკის სიროფი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სიმპტომები ან რომლებსაც შეიძლება სწრაფად დაემართოთ დაბნეულობა, კომა ან კრუნჩხვები, რადგან შეიძლება განვითარდეს ასპირაციული პნევმონია. კლინიკურად მნიშვნელოვანი რაოდენობის მიღების შემთხვევაში, ჯერ უნდა ჩატარდეს ენდოტრაქეული ინტუბაცია, შემდეგ კი კუჭის ამორეცხვა. შეიძლება მიღებულ იქნას აქტივირებული ნახშირი, მაგრამ ეფექტურობის შესახებ მონაცემები არასაკმარისია. ჰემოდიალიზის ან ჰემოპერფუზიის სარგებელი არასაიმედოა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
ლიტერატურული მონაცემები მიუთითებს, რომ თერაპიული დოზებით ფიზიოსტიგმინი შეიძლება სასარგებლო იყოს მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში, მუდმივი ანტიქოლინერგული ეფექტების შემთხვევებში, რომლებიც სხვა მედიკამენტებზე არ რეაგირებს. ფიზოსტიგმინი არ უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ პაციენტის სიფხიზლის შესანარჩუნებლად. ციკლურ ანტიდეპრესანტებთან ერთად მიღებისას, ფიზოსტიგმინმა შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები და გულის გაჩერება. ფიზოსტიგმინი არ უნდა იქნას გამოყენებული გულის გამტარობის დარღვევების მქონე პაციენტებში.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე.
ჰიდროქსიზინის დიჰიდროქლორიდის სინათლის მიმართ მგრძნობელობის გამო, მედიკამენტი უნდა შეინახოთ საწყის კოლოფში.
- 5. შეფუთვის ფორმა და შემცველობა
პვქ/ალუმინის ბლისტერი შეიცავს 30 აპკით შემოგარსულ ტაბლეტს.
- 6. ადამიანის სამკურნალო პროდუქტის ნარჩენების განადგურება და სხვა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს ,,სამედიცინო ნარჩენების კონტროლის რეგულაციებისა“ და ,,შეფუთვის ნარჩენების კონტროლის რეგულაციების“ შესაბამისად.
- ლიცენზიის მფლობელი
UCB Pharma A.S.
პალადიუმის შენობა, ბარბაროს დასახლება, კარდელენის ქუჩა
No: 2 სართული: 24/80 34746 ატაშეჰირი, სტამბული
- ლიცენზიის ნომერი(ები)
181/92
- პირველადი ლიცენზიის გაცემის თარიღი/ლიცენზიის განახლების თარიღი
პირველადი ლიცენზიის გაცემის თარიღი: 05.03.1997
ლიცენზიის განახლების თარიღი: 01.12.2006
- სამედიცინო პროდუქტის გამოყენების ინსტრუქციის ტექსტის შემოწმების თარიღი
- 08.2024
თარგმანი სწორია:
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფსიქოლეპტიკები, ანქსიოლიზები, დიფენილმეთანის წარმოებულები
ATC კოდი: N05BB01
აქტიური ნივთიერება, ჰიდროქსიზინის დიჰიდროქლორიდი, არის დიფენილმეთანის წარმოებული, რომელსაც ქიმიური მსგავსება არ აქვს ფენოთიაზინებთან, რეზერპინთან, მეპრობამატთან ან ბენზოდიაზეპინებთან.
მოქმედების მექანიზმი
ჰიდროქსიზინის დიჰიდროქლორიდი არ თრგუნავს თავის ტვინის ქერქს, თუმცა მისი ეფექტები შეიძლება განპირობებული იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის სუბკორტიკალური არეალის გარკვეულ საკვანძო რეგიონებში აქტივობის დათრგუნვით.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ექსპერიმენტულად და კლინიკურად დადასტურდა ანტიჰისტამინური და ბრონქოდილატაციური ეფექტები. ღებინების საწინააღმდეგო ეფექტები დადასტურდა როგორც აპომორფინის, ასევე ვერილოიდის ტესტებში. ფარმაკოლოგიური და კლინიკური კვლევები აჩვენებს, რომ ჰიდროქსიზინის თერაპიული დოზები არ ზრდის კუჭის სეკრეციას ან მჟავიანობას და, უმეტეს შემთხვევაში, ავლენს მსუბუქ ანტისეკრეტორულ ეფექტს. ჰიდროქსიზინი ამცირებს შეშუპებას და სიწითლეს ჰისტამინის ან ანტიგენების კანშიდა ინექციის შემდეგ ჯანმრთელ ზრდასრულ მოხალისეებსა და ბავშვებში. ჰიდროქსიზინი ასევე ამსუბუქებს ქავილს ჭინჭრის ციების, ეგზემის და დერმატიტის სხვადასხვა ფორმის დროს.
ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში ერთჯერადი დოზის ანტიჰისტამინური ეფექტი შეიძლება გაგრძელდეს მიღებიდან 96 საათამდე.
ჯანსაღ მოხალისეებში ელექტროენცეფალოგრამის ჩანაწერები აჩვენებს ანქსიოლიზურ და სედატიურ პროფილს. პაციენტებში ანქსიოლიზური ეფექტები დადასტურდა სხვადასხვა ჩვეულებრივი ფსიქომეტრიული ტესტების გამოყენებით. შფოთვისა და უძილობის მქონე პაციენტებში პოლისომნოგრაფიული ჩანაწერები აჩვენებს ძილის საერთო ხანგრძლივობის ზრდას, ღამის გამოღვიძების შემცირებას და ჩაძინების დროის შემცირებას 50 მგ ერთჯერადი ან განმეორებითი დღიური დოზების შემდეგ. შფოთვის მქონე პაციენტებში კუნთების ტონუსის შემცირება დაფიქსირდა დღეში 50 მგ სამი დოზის მიღების შემდეგ. მეხსიერების დაკარგვა არ დაფიქსირებულა. შფოთვის მქონე პაციენტებში მკურნალობის ოთხი კვირის შემდეგ არანაირი ნიშანი ან სიმპტომი არ დაფიქსირებულა.
ეფექტის გამოვლენის დაწყება
პერორალური მიღებისას ანტიჰისტამინური ეფექტი დაახლოებით ერთი საათის შემდეგ იწყება. სედატიური ეფექტი იწყება სიროფის პერორალური მიღებისას 5-10 წუთის შემდეგ და ტაბლეტის მიღებისას 30-45 წუთის შემდეგ.
ჰიდროქსიზინს ასევე აქვს სპაზმოლიზური და სიმპათოლიზური ეფექტები. მას აქვს დაბალი აფინურობა მუსკარინული რეცეპტორების მიმართ. ჰიდროქსიზინს აქვს მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი თვისებები
აბსორბცია
ჰიდროქსიზინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პლაზმაში მაქსიმალური დონე (Cmax) მიიღწევა პერორალური მიღებიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ. მოზრდილებში 25 მგ და 50 მგ ერთჯერადი პერორალური დოზების შემდეგ, Cmax კონცენტრაცია შესაბამისად 30 და 70 ნგ/მლ-ია. ჰიდროქსიზინის ზემოქმედების სიჩქარე და ხარისხი ძალიან ჰგავს ტაბლეტის ან სიროფის სახით მიღებისას. განმეორებითი, დღეში ერთხელ მიღების შემდეგ, კონცენტრაციები იზრდება 30%-ით.
ჰიდროქსიზინის პერორალური ბიოშეღწევადობა ინტრამუსკულარულ (i.m.) გამოყენებასთან შედარებით დაახლოებით 80%-ია. 50 მგ ერთჯერადი i.m. დოზის შემდეგ, Cmax კონცენტრაცია, როგორც წესი, 65 ნგ/მლ-ია.
განაწილება
ჰიდროქსიზინი ფართოდ ნაწილდება მთელ სხეულში და ქსოვილებში უფრო უხვად არის, ვიდრე პლაზმაში. მოზრდილებში განაწილების აშკარა მოცულობაა 7–16 ლ/კგ. პერორალური მიღების შემდეგ ჰიდროქსიზინი აღწევს კანში. ერთჯერადი და მრავალჯერადი დოზების შემდეგ, ჰიდროქსიზინის კანში კონცენტრაცია უფრო მაღალია, ვიდრე შრატისმიერი კონცენტრაცია. ჰიდროქსიზინი გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და პლაცენტარულ ბარიერს, ხოლო ნაყოფის კონცენტრაცია უფრო მაღალია, ვიდრე დედის კონცენტრაცია.
ბიოტრანსფორმაცია
ჰიდროქსიზინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება. ძირითადი მეტაბოლიტი, ცეტირიზინი, კარბოქსილის მჟავას მეტაბოლიტი (პერორალური დოზის დაახლოებით 45%), წარმოიქმნება ალკოჰოლ დეჰიდროგენაზას მეშვეობით. ამ მეტაბოლიტს გააჩნია მნიშვნელოვანი პერიფერიული H1 ანტაგონისტური თვისებები.
სხვა აღმოჩენილი მეტაბოლიტებია N-დეალკილირებული და O-დეალკილირებული მეტაბოლიტები პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდით 59 საათის განმავლობაში. ეს მეტაბოლური გზები ძირითადად რეგულირდება CYP3A4/5-ით.
გამოყოფა
ჰიდროქსიზინის ნახევარგამოყოფის პერიოდი მოზრდილებში დაახლოებით 14 საათია (დიაპაზონი: 7–20 საათი). კვლევებით შეფასებულია, რომ ორგანიზმიდან მისი საერთო კლირენსი შეადგენს 13 მლ/წთ/კგ-ს. დოზის მხოლოდ 0.8% გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით. ძირითადი მეტაბოლიტი, ცეტირიზინი, გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით (პერორალური და კუნთშიდა ჰიდროქსიზინის დოზების 25% და 16%, შესაბამისად).
პაციენტის სპეციფიური მახასიათებლები
თირკმლის უკმარისობა
ჰიდროქსიზინის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი იქნა თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე 8 პაციენტში (კრეატინინის კლირენსი: 24 ± 7 მლ/წთ). კარბოქსილის მეტაბოლიტის, ცეტირიზინის ზემოქმედების გაზრდის (AUC/AUC) მიუხედავად, ჰიდროქსიზინის ექსპოზიციის მნიშვნელოვანი ცვლილება არ დაფიქსირებულა. ეს მეტაბოლიტი ეფექტურად არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით. ჰიდროქსიზინის მრავალჯერადი დოზების მიღების შემდეგ, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ჰიდროქსიზინის დღიური დოზა უნდა შემცირდეს ცეტირიზინის მეტაბოლიტის მნიშვნელოვანი დაგროვების თავიდან ასაცილებლად (იხ. ნაწილი 4.2).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
პირველადი ბილიარული ციროზით გამოწვეული ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ორგანიზმიდან საერთო კლირენსი დაახლოებით ჯანმრთელ სუბიექტებში არსებული კლირენსის 66%-ს შეადგენს. დაფიქსირდა ნახევარგამოყოფის პერიოდის 37 საათამდე გაგრძელება და კარბოქსილის მეტაბოლიტის, ცეტირიზინის, შრატის კონცენტრაცია გაიზარდა ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დღიური დოზა ან დოზირების სიხშირე უნდა შემცირდეს (იხ. ნაწილი 4.2).
გერიატრიული პოპულაცია
ჰიდროქსიზინის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი იქნა ცხრა ჯანმრთელ ხანდაზმულ პაციენტში (69.5 ± 3.7 წლის) 0.7 მგ/კგ ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ. ჰიდროქსიზინის ნახევარგამოყოფის პერიოდი გაგრძელდა 29 საათამდე, ხოლო განაწილების აშკარა მოცულობა გაიზარდა 22.5 ლ/კგ-მდე. ხანდაზმულ პაციენტებში რეკომენდებულია ჰიდროქსიზინის დღიური დოზის შემცირება (იხ. ნაწილი 4.2).
პედიატრიული პოპულაცია
ჰიდროქსიზინის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი იქნა 12 პედიატრიულ პაციენტში (6.1 ± 4.6 წელი; 22.0 ± 12.0 კგ) 0.7 მგ/კგ ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ. პლაზმური კლირენსი დაახლოებით 2.5-ჯერ მეტი იყო, ვიდრე მოზრდილებში. ნახევარგამოყოფის პერიოდი უფრო მოკლე იყო, ვიდრე მოზრდილებში, დაახლოებით 4 საათი 1 წლის პაციენტებში და დაახლოებით 11 საათი 14 წლის პაციენტებში. დოზის კორექცია საჭიროა პედიატრიულ პაციენტებში (იხილეთ ნაწილი 4.2).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ატარაქსიR 25 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი
მიიღება ორალური (პირის) გზით.
მოქმედი ნივთიერება: თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი 25 მგ ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორიდს შეიცავს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი (ცხოველური წარმოშობის), მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი. ტაბლეტის საფარი: ოპადრი Y-1-7000 (ტიტანის დიოქსიდი (E171), ჰიდროქსიპროპილმეთილ ცელულოზა 2910 5cp, მაკროგოლ 400 (პოიეთილენგლიკოლ 400)).
აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.
აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
რა არის და რისთვის გამოიყენება ატარაქსი?
ატარაქსის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
როგორ გამოიყენება ატარაქსი?
რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
ატარაქსის შენახვა
- რა არის და რისთვის გამოიყენება ატარაქსი?
- ატარაქსი, ფსიქიკური აშლილობის, მოუსვენრობის და შფოთვის სამკურნალოდ, ასევე ქავილის სამკურნალოდ გამოყენებული წამალია.
- ატარაქსი, თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის, დაყოფის ხაზის მქონე, აპკით შემოგარსული ტაბლეტებია. თითოეულ კოლოფში 30 ტაბლეტია მოთვსებული.
ატარაქსი გამოიყენება;
- ზრდასრულებში შფოთვითი (წუხილის) დარღვევების დროს გამოვლენილი სიმპტომების სამკურნალოდ,
- ქავილის სამკურნალოდ
- ქირურგიული ჩარევების წინ, პრეოპერაციული მომზადებისთვის
- ატარაქსის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ატარაქსი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენება:
თუ, ატარაქსის მოქმედი ნივთიერების ანდა დამხმარე ნივთირებებიდან რომელიმეს მიმართ, ცეტირიზინის, პიპერაზინის წარმოებულების, ამინოფილინის ანდა ეთილენდიამინის მიმართ ალერგიული რეაქცია (მომატებული მგრძნობელობა) გაქვთ.
თუ, ეკგ-ზე (ელექტროკარდიოგრამაზე) ,,QT ინტერვალის გახანგრძლივების’’ სახელით წოდებული გულის რითმის დარღვევა გამოვლინდება.
თუ, გულ-სისხლძარღვთა დაავადება გაქვთ ანდა წარსულში გქონდათ ანდა გულის ცემის სიხშირე ძალიან დაბალი გაქვთ.
თუ, სხეულში მარილების შემცველობის დონე დაბალი გაქვთ (მაგ.კალიუმი ანდა მაგნიუმის დაბალი დონეები).
თუ, გულის ცემის რითმის პრობლემების გამო ანდა გულის რითმზე მოქმედ განსაზღვრულ წამლებს ღებულობთ (იხილეთ ნაწილი-,,სხვა წამლებთან ერთად გამოყენება)
თუ, თქვენს ოჯახში გულის პრობლემების გამო უეცარი სიკვდილის ანამნეზი გაქვთ.
თუ, პორფირია (იშვითი მეტაბოლური დარღვევა) გაქვთ.
თუ, ორსულად ხართ ანდა ბავშვს ძუძუთი კვებავთ, წამალი სიფრთხილით გამოიყენეთ.
ატარაქსი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:
თუ, უნებლიე სერიული კუნთოვანი სპაზმი, კრუნჩხვები (კონვულიები) გაქვთ,
თუ, დახურულ კუთხოვანი გლაუკომა (თვალის შიგა წნევის მომატება), პროსტატის კეთილთვისებიანი ზრდა, ასთმა, ქრონიკული ობსტრუქციული ფილტვების დაავადება, შარდის ბუშტის გამომყოფი ნაწილის დახშობა, მიასთენია გრავის (კუნთების ძლიერი სისუსტე და ადვილად დაღლა, განსზღვრული ნეირო-კუნთოვანი დაავადება-ნერვულ-კუნთოვანი დაავადება) ანდა დემენცია გაქვთ, თუ, კუჭ-ნაწლავის (კუჭის-ნაწლავების) მოქმედება შენელებულია,
ატარაქსი, შეიძლება დაკავშირებული იყოს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის-გულის რითმის დარღვევის მომატების მაღალ რისკთან. ამიტომ, თუ გულთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ ანდა რეცეპტის გარეშე გაცემული წამლების ჩათვლით, სხვა წამლებსაც ღებულობთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.
თუ, ხანდაზმული ხართ ანდა ღვიძლის ფუნქციების დარღვევა გაქვთ ანდა საშუალო ანდა მძიმე ხარისხის თირკმლების უკმარისობა გაქვთ, ექიმმა წამლის დოზის რეგულირება უნდა გაგიკეთოთ, ექიმის მითითებები გაითვალისწინეთ.
თუ, ატარაქსის მიღების დროს გამოვლინება: გულის ფრიალი, სუნთქვის გაძნელება, გულის ცემის რითმის დარღვევები ანდა ცნობიერების დაკარგვის მსგავსი მდგომარეობები, მაშინვე სამედიცინო დახმარება მოითხოვეთ. ასეთ მდგომარეობაში, ატარაქსის მიღება უნდა შეწყვიტოთ.
თუ,აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ პერიოდში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ,თქვენს ექიმს აცნობეთ.
ატარქსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ატარაქსი, ალკოჰოლთან ერთად არ მიიღოთ. ალკოჰოლმა, ამ წამლის ეფექტი შეიძლება გაზარდოს.
ატარაქსის მიღება შესაძლებელია როგორც უზმოზე, ასევე საკვების მიღების შემდეგ.
ორსულობა
წამლის მიღებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.
თუ, ორსულად ხართ ანდა ფიქრობთ,რომ ორსულად ხართ, გთხოვთ, ატარაქსი არ მიიღოთ და ექიმს დაუკავშირდით.
ატარაქსი, ორსულობის პერიოდში არ უნდა იქნას გამოყენებული.
თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს დაუკავშირდით.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის მიღებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.
ატარაქსი, დედის რძეში გადადის, ამიტომ ატარაქსის მომხმარებელმა დედებმა და ბავშვის ძუძუთი კვების მსურველმა დედებმა, ატარაქსის მიღება უნდა შეწყვიტონ.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
ატარაქსმა, შეიძლება გავლენა მოახდინოს კონცენტრირებისა და გამღიზიანებლეზე უკუ რეაქციის უნარზე, ამიტომ ავტომობილი ანდა მექანიზმები არ მართოთ. ატარაქსის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
ატარაქსი, ლაქტოზას შეიცავს. თუ, ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით იცით, რომ თქვენ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა გაქვთ, ამ წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თუ, ქვემოთ ჩმოთვლილი დაავადებების სამკურნალოდ წამლებს ღებულობთ, ატარაქსი არ გამოიყენოთ:
ბაქტერიული ინფექციები (მაგ. ერითრომიცინი, მოქსიფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი)
სოკოვანი ინფექციები (მაგ. პენტამიდინი)
გულთან დაკავშირებული პრობლემები
ეკგ-ზე QT ინტერვალის გახანგრძლივება, Torsade de Pointes (ელექტროკარდიოგრამაზე ზოგიერთი განსაზღვრული ანორმალობის გამოვლენა, გულის რითმის დარღვევები) (მაგ.ქინიდინი, დისოპირამინი, ამიოდარონი, სოტალოლი)
ფსიქოზები (მაგ.ჰალოპერიდოლი)
დეპრესიები (მაგ.სიტალოპრამი, ესსიტალოპრიდი)
კუჭ-ნაწლავის დარღვევები (მაგ.პრუკალოპრიდი)
ალერგია
მალარია (მაგ. მეფლოკინი, ჰიდროქსიქლოროქინი)
სიმსივნე (მაგ.ტორემიფენი, ვანდეტანიბი)
წამლების ბოროტად გამოყენებისას ანდა ძლიერი ტკივილის სამკურნალო (მეტადონი)
თუ, ატარაქსს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედ წამლებთან ერთად (ფქსიქოტროპულები, ანესთეზიური საშუალებები, ანტიეპილეფსიური-გულყრების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები, დამამშვიდებელი, საძილე წამლები ანდა ტკივილგამაყუჩებელი წამლების მსგავსი) ანდა ანტიქოლონერგული ეფექტის მქონე წამლებთან ერთად პარალელურად იყენებთ, ამ წამლებიდან ზოგიერთის ანდა ყველას ეფექტის შესაძლო მომატების გამო, ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს დოზის რეგულაცია.
ატარაქსი, ბეტაჰისტინის (მენიერის დაავადების სამკრუნალოდ გამოიყენება) და ანტიქოლინესტერაზას პრეპარატების (თვალის შიგა წნევის სამკურნალოდ გამოიყენება) ეფექტს ამცირებს.
ატარაქსი, მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან (დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენება), სედაციურ (დამამშვიდებელ) წამლებთან ერთად პარალელურ რეჟიმში არ გამოიყენოთ.
კუჭ-ნაწლავის სისტემის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული ციმეტიდინის და ატარაქსის პარალელურ რეჟიმში გამოყენებისას, ციმეტიდინმა შეიძლება ატარაქსის ეფექტი გაზარდოს.
თუ, ატარაქსს ეპილეფსიური გულყრების სამკურნალო წამალთან- ფენიტოინთან ერთად მიიღებთ, ამ დროს ფენიტოინის ეფექტი შეიძლება შემცირდეს.
ატარაქსის აქტიური ნივთიერება, ჰიდროქსიზინი, ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის (CYP2D6)ინჰიბირებას ახდენს (თრგუნავს), ამიტომ მაღალი დოზებით მიღებისას, ამ ფერმენტებით მეტაბოლიზებულ (დაშლილ) სხვა ნივთიერებებთან შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს.
ატარაქსის აქტიური ნივთიერება, ჰიდროქსიზინი, ალკოჰოლ დეჰიდროგენაზას და CYP3A4/5 ფერმენტებით მეტაბოლიზდება, ამიტომ ამ ფერმენტების ინჰიბიტორ წამლებთნ ერთად გამოყენებისას, მოსალოდნელია სისხლში ჰიდროქსიზინის დონის მომატება.
ნებისმიერი კანის ალერგიული ტესტის ანდა მეტაქოლინით განხორციელებული ანდა სასუნთქი გზების მომატებული მგრძნობელობის განმსაზღვრელი სინჯების (ბრონქოპროვოკაციული ტესტი) გაკეთებამდე სიფრთილის მიზნით, 1 კვირით ადრე საჭიროა ატარაქსის მიღების შეწყვეტა
თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
- როგორ გამოიყენება ატარაქსი ?
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
წამლის დოზა და გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ტიპზე, მკურნალობაზე მიღებულ პასუხსა და დაავადების სიმძიმეზე.
ატარაქსის ყველაზე დაბალი და ეფექტური დოზა, შეძლებისდაგვარად ყველაზე ხანმოკლე დროის განმავლობაში უნდა იქნას გამოყენებული.
ზრდასრულებში:
შფოთვითი (წუხილის) დარღვევების სიმპტომების სამკურნალოდ: ჩვეული დოზაა: 50 მგ დღეში (დილით ½ ტაბ, შუადღეზე- ½ ტაბ. და საღამოს-1 ტაბ. მიიღეთ). უფრო მძიმე შემთხვევებში, დოზა შეიძლება 100 მგ დღეში გაიზარდოს.
ქავილის სიმპტომების სამკურნალოდ:
მკურნალობის საწყისი დოზაა: 1 ტაბ. ძილის წინ. საჭიროების შემთხვევაში, მდგომარეობის შესაბამისად, დოზა შეიძლება გაიზარდოს: 1 ტაბ. 3-4 ჯერ დღეში.
ქირურგიული ჩარევების წინ წინასწარი მკურნალობის მიზნით:
50 მგ დღეში 1 ანდა 2 ჯერ ( 2 ტაბლეტი): ანესთეზიამდე, წინა ღამით გაკეთებული ჩარევის შემდეგ და კიდევ ოპერაციამდე 1 საათით ადრე მიეცემა. 24 საათის განმავლობაში მიღებული ჯამური დოზა 100 მგ ( 4 ტაბლეტი) არ უნდა აღემატებოდეს.
ზრდასრულებში, საჭიროების ყველა შემთვევაში ყველაზე მაღალი დღიური დოზა 100 მგ უნდა იყოს.
მიცემის გზა და მეთოდი:
ატარაქსის ტაბლეტები პირის გზით მიიღება.
ატარაქსის ტაბლეტები, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად (1 ჭიქა წყალი) უნდა გადაიყლაპოს.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ქავილის სიმპტომების სამკურნალოდ:
12 თვიდან 6 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი: დღიური დოზა, სხეულის წონის თითოეულ კგ -ზე 1-2,5 მგ- მდე დოზა, რომელიც გაყოფის გზით მიიღება.
6 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში, სხეულის წონის თითოეულ კგ-ზე 1-2 მგ -მდე დოზა, გაყოფით მიიღება.
ქირურგიული ჩარევების წინ წინასწარი მკურნალობის მიზნით:
ანესთეზიამდე, წინა ღამით სხეულის წონის თითოეულ კგ-ზე 1მგ სახით მიეცემა, ამ დოზის შემდეგ, ოპერაციამდე 1 საათით ადრე, სხეული წონის თითოეულ კგ-ზე 1მგ-იანი ერთჯერადი დოზა მიეცემა.
40 კგ-მდე წონის მქონე ბავშვებში, საჭიროების ყველა შემთხვევაში ყველაზე მაღალი დღიური დოზაა: 2მგ/კგ/დღეში.
40 კგ და მეტი წონის მქონე ბავშვებში, საჭიროების ყველა შემთხვევაში დღიური მაქსიმალური დოზაა: 100 მგ.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ხანდაზმულებში, ავადმყოფის მკურნალობის შედეგად მიღებული პასუხის შესაბამისად დოზა უნდა დარეგულირდეს. ხანდაზმულებში, მკურნალობის საწყისი რეკომენდირებული დოზა, ზრდასრულებისთვის რეკომენდირებული დოზის ნახევარია.
ხანდაზმულ ავადმყოფებში ყველაზე მაღალი დღიური დოზა: 50 მგ უნდა იყოს.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის ფუნქციების დარღვევის დროს, საშუალო და მძიმე ხარისხის თირკმლების უკმარისობის მქონე ავადმყოფებში, დოზა უნდა შემცირდეს.
თუ ფიქრობთ, რომ ატარაქსის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
თუ, ატარაქსის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ
თუ, ატარაქსის საჭირო დოზაზე მეტი დოზა მიიღეთ, მაშინვე თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ატარაქსის საჭირო დოზაზე მეტი დოზა მიიღეთ, განსაკუთრებით, თუ ეს ავადმყოფი ბავშვია, სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში გამოვლენილი სიმპტომების მიმართ შეიძლება მკურნალობის ჩატარება. გულის ცემის რითმის დარღევის პრობლემების ალბათობის (QT ინერვალის გახანგრძლივება ანდა Torsade de Pointes მსგავსი) გამო, საჭიროა ეკგ დაკვირვება.
დოზის მნიშვნელოვანი რაოდენობით გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება იყოს: გულისრევა, ღებინება, ტაქიკარდია, ცხელება, ძილიანობა, გუგის რეფლექსის ცვლილება, კანკალი, გონების არევა (კონფუზია), ჰალუცინაციები, ცნობიერების დაკარგვა, სუნთქვის გაძნელება, კრუნჩხვები (კონვულსია), სისხლის არტერიული წნევის დაცემა და დაბალი პულსი (ბრადიკარდია), გულის რითმის დარღვევები. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება ღრმა კომაში და გულ-ფილტვის (კარდიო-რესპირატორული) უკმარისობაში გადაიზარდოს.
თუ, ატარაქსის მიღება დაგავიწყდათ
ექიმის მიერ მოცემული მითითებების შესაბამისად წამლის მიღება გააგრძელეთ.
დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
მოვლენები, რომელიც ატარქსით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
ატარაქსით მკურნალობის ხანგრძლივობა, კლინიკურ გამოვლინებებზე და ინდივიდუალურად, დაავადების მიმდინარეობაზეა დამოკიდებული.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამალის შემთვევაში, ატარაქსში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ატარაქსის გამოყენება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს სასწრაფოს განყოფილებას მიმართეთ:
მომატებული მგრძნობელობა
ანაფილაქსიური შოკი (ხელების, ფეხების, სახის და ტუჩების შეშუპება ანდა განსაკუთრებით ხახის შეშუპება, რაც სუნთქვის გაძნელებას იწვევს)
ბრონქების გარდმავალი შევიწროება (ბრონქოსპაზმი)
ანგიო-ნევროზული შეშუპება (ხელების, ფეხების, მაჯების, სახის, ტუჩების შეშუპება ანდა განსაკუთრებით, ხახის შეშუპება, რაც იწვევს ყლაპვის და სუნთქვის გაძნელებას)
გულის ფრიალი, სუნთქვის გაძნელება, გულის რითმის დარღვევები ანდა ცნობიერების დაკარგვა
უეცრად დაწყებული და ცხელებით მიმდინარე, სხეულზე ჩირქოვანი ბუშტუკების გაჩენა (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემოზური პუსტულოზური დაავადება)
კანზე გამონაყარი, რომელიც ხასიათდება ბუშტუკების განვითარებით და პატარა, სამიზნე დაფის მსგავსი (ცენტრალურად მუქი ლაქები, ირგვლივ კი უფრო ღია ფერის ლაქები და გარე ნაწილში მუქი ფერის რკალი) ლაქებით (მულტიფორმული ერითემა)
ბუშტუკების გაჩენა, განსაკუთრებით პირის, ცხვირის ღრუში, თვალის და სასქესო ორგანოების მიდამოში, რომელსაც თან ახლავს კანის აშრევება, გენერალიზებული გამონაყარი (სტევენს-ჯონსონის სინდრომი)
ყველა ჩამოთვლილი ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.
თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ატარაქსის მიმართ ალერგია გაქვთ. ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა დაგჭირდეთ.
ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
ძალიან გავრცელებული
ძილიანობა (სომნოლეციო)
გავრცელებული:
სედაცია
თავის ტკივილი
სისუსტე
პირის სიმშრალე
ნაკლებად გავრცელებული:
მომატებული მოუსვენრობა, შფოთვა (აჟიტაცია)
გონების არევა (კონფუზია)
გაბრუების შეგრძნება
უძილობა
კანკალი
გულისრევა
სხეულში ტეხვის შეგრძნება
ცხელება
იშვიათი:
მომატებული მგრძნობელობა
ორიენტაციის დარღვევა
ჰალუციანციები, არ არსებულის დანახვა ანდა გაგონება
კუნთების უნებლიე კრუნჩხვები (კონვულსია)
ნებითი მოძრაობების შესრულების გაძნელება(დისკინეზია)
თვალის აკომოდაციის დარღვევები
მხედველობის შემღვრევა
წუთში გულის ცემის სიხშირის (პულსის) მომატება, ტაქსიკარდია
სისხლის არტერიული წნევის დაცემა (ჰიპოტენზია)
ყაბზობა
ღებინება
ღვიძლის ფუნქციური სინჯების ანორმალობა
ქავილი
ერითემატოზული (წითელი) გამონაყარი
მაკულო-პაპულარული (პატარა ლაქისებრი ბუშტუკოვანი გამონაყარი)
ურტიკარია(ჭინჭრის ციება)
კანის ზედაპირული შრის ანთება (დერმატიტი)
არ/ვერ მოშარდვის გამო შარდის ბუშტში შარდის ჭარბი დაგროვება (შარდის რეტენცია)
ძალიან იშვიათი:
ანაფილაქსიური შოკი
ბრონქების გარდამავალი შევიწროება (ბრონქოსპაზმი)
ანგიო-ნევროზული შეშუპება (ხელების, ფეხების, მაჯების, სახის, ტუჩების შეშუპება ანდა განსაკუთრებით, ხახის შეშუპება, რაც იწვევს ყლაპვის და სუნთქვის გაძნელებას)
ჭარბი ოფლიანობა
ფიქსირებული წამლისმიერი ერუფცია (გამონაყარი)
უეცრად დაწყებული და ცხელებით მიმდინარე, სხეულზე ჩირქოვანი ბუშტუკების გაჩენა (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემოზური პუსტულოზური დაავადება)
კანზე გამონაყარი, რომელიც ხასიათდება ბუშტუკების განვითარებით და პატარა, სამიზნე დაფის მსგავსი (ცენტრალურად მუქი ლაქები, ირგვლივ კი უფრო ღია ფერის ლაქები და გარე ნაწილში მუქი ფერის რკალი) ლაქებით (მულტიფორმული ერითემა)
ბუშტუკების გაჩენა, განსაკუთრებით პირის, ცხვირის ღრუში, თვალის და სასქესო ორგანოების მიდამოში, რომელსაც თან ახლავს კანის აშრევება, გენერალიზებული გამონაყარი(სტევენს-ჯონსონის სინდრომი)
უცნობი:
ეკგ-ზე QT ინერვალის გახანგრძლივება,Torsade de Pointes (ეკგ-ზე ზოგიერთი განსაზღვრული ანორმალობა, გულის რითმის დარვევები)
ჰეპატიტი
გონების დაკარგვა (სინკოპე)
დაავადება, რომლის დროსაც ბუშტუკები წარმოიქმნება (კანის სერიოზული აშრევება და აცლით გამოვლენილი ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი და სითხის სავსე ბუშტუკები განვითრება, რომელიც შემდეგ სკდება და ზემოდან ქერქს იკეთებს, ზედაპირული იარების სახით მიმდინარე პემფიგოიდური დაავადება)
გვერდითი ეფექტების სიხშირე და ინტენსივობა დღიური დოზის ინდივიდუალური და ფრთხილი რეგულაციით შეიძლება შემცირდეს. ხანდაზმულ ავადმყოფებში გვერდითი ეფექტების გამოვლინების რისკი უფრო მაღალია.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
- ატარაქსის შენახვა
ატარაქსი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ <250C ოთახის ტემპერატურაზე.
სინათლეზე მგრძნობელობის გამო, წამალი თავის კოლოფში შეინაეხთ.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ატარაქსი არ გამოიყენოთ.
თუ, წამლის გამოყენების ბოლო ვადა გასულია ანდა პრეპარატი არ გამოგიყენებიათ, ნაგავში არ ჩააგდოთ. გარემოს და ურბანული დაცვის სამინისტროს მიერ მითითებულ შემკრებ სისტემას გადაეცით.
ლიცენზიის მფლობელი:
ს.ს. UCB Pharma
პალადიუმის თაუერი, ბარბაროსის დასახლ. ქარდელენის ქ.N:2, სართული:24/80
34746 ათაშეჰირი/სტამბული
წარმოების ადგილი:
ს.ს. PharmaVision სანაი ვე თიჯარეთ
დავუთფაშას ქ.N:145.
34010 თოფქაფი/სტამბული
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 21.05.2021-ში დამოწმებულია.
თარჯიმანი ნაილა იდნოევი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.