პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოლეფსური საშუალებები

ჰიდროქსიზინი-ზნ

HYDROXYZINE-ZN

რეცეპტით25მგინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

სედაციური, ტრანკვილიზატორული და ანტიჰისტამინური თვისებების გათვალისწინებით, ჰიდროქსიზინი ნაჩვენებია: - შფოთვითი მდგომარეობების სიმპტომური მკურნალობისას ზრდასრულ პირებში; - ალერგიული ქავილის სიმპტომური თერაპიისას.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ჰიდროქსიზინი (hydroxyzine)
ფორმა და შეფუთვა
25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
«PHARMEX GROUP» LLC, უკრაინა; „Pharmex Group“ LLC, უკრაინა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოლეფსური საშუალებები, დიფენილმეთანის წარმოებულები
ATC კოდი
N05BB01
რეგისტრაციის ნომერი
რ-044400
რეგისტრირებულია
27 ნოემბერი 2025, მოქმედებს 27 ნოემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Kharkov Pharmaceutical Factory «Zdorovie Narodu» LTD (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „საბა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაჰიდროქსიზინი-ზნ და სხვა წამალი ერთად

ჰიდროქსიზინი-ზნ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სედაციური, ტრანკვილიზატორული და ანტიჰისტამინური თვისებების გათვალისწინებით, ჰიდროქსიზინი ნაჩვენებია:

  • შფოთვითი მდგომარეობების სიმპტომური მკურნალობისას ზრდასრულ პირებში;
  • ალერგიული ქავილის სიმპტომური თერაპიისას.

მიღების წესი და დოზირება

სამკურნალო საშუალებას ღებულობენ პერორალურად.

ჰიდროქსიზინი გამოყენებული უნდა იყოს მინიმალური ეფექტური დოზით და უმოკლეს დროის პერიოდში.

ზრდასრულები:

შფოთვითი მდგომარეობების სიმპტომური მკურნალობისათვის: 50-100მგ დღეში, ანუ 25 მგ-იანი 2-4 ტაბლეტი საღამოს, ძილის წინ, შფოთვითი მდგომარეობის განვითარების შემთხვევაში, განსაკუთრებით – უძილობისას

ალერგიული ქავილის სიმპტომური მკურნალობისათვის: 25-100მგ დღეში, ანუ 1-4 25მგ-იანი ტაბლეტი დღეში.

მაქსიმალური დღიური დოზა ზრდასრული პირებისა და 40კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებისათვის, შეადგენს 100მგ-ს.

მკურნალობის ხანგრძლივობას სიმპტომების საფუძველზე განსაზღვრავს ექიმი და ადგენს მინიმალურ შესაძლო მხარდამჭერ დოზას.

იმის გათვალისწინებით, რომ ჰიდროქსიზინზე პასუხი სხვადასხვა პაციენთებში შეიძლება სხვაგასხვაგვარი იყოს, რეკომენდირებულია მკურნალობის დაწყება დაბალი დოზებითა და მათი თანდათანობითი გაზრდით ყველაზე ოპტიმალურ დოზამდე, რომელიც შესაბამისად იქნება კორექტირებული პაციენტის პასუხის მიხედვით.

ბავშვები:

ალერგიული ქავილის სიმპტომური მკურნალობისათვის:

12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები და მოზარდები (40კგ-ზე მეტი სხეულის მასით): 25-100მგ/დღეში, ანუ 1-4 25მგ-იანი ტაბლეტი დღეში;

9-დან 12 წლამდე ბავშვები (28-40კგ სხეულის მასით): 25-75მგ/დღეში, ანუ 1-3 25მგ-იანი ტაბლეტი დღეში;

7-დან 9 წლამდე ბავშვები (23-28კგ სხეულის მასით): 25-50მგ/დღეში, ანუ 1-2 25მგ-იანი ტაბლეტი დღეში;

4-დან 7 წლამდე ბავშვები (17-23კგ სხეულის მასით): 25-37,5მგ/დღეში, ანუ 1-11/2 25მგ-იანი ტაბლეტი დღეში;

3-დან 4 წლამდე ბავშვები (12,5-17კგ სხეულის მასით): 12,5-25მგ/დღეში, ანუ 11/2-1 25მგ-იანი ტაბლეტი დღეში.

დოზა გამოიანგარიშება სხეულის მასის მიხედვით, 1მგ/კგ/დღე-დან მაქსიმუმ 2მგ/კგ/დღე-მდე დიაპაზონში გასანაწილებელ დოზებად.

40კგ-მდე სხეულის მასის ბავშვებისათვის დღიური დოზაა 2მგ/კგ/დღე, 40კგ-ზე მეტი სხეულის მასის ბავშვებისათვბის კი დღიური დოზა შეადგენს 100მგ-ს.

განსაკუთრებული პოპულაციები

ხანდაზმული ასაკის პაციენთები

ხანდაზმული ასაკის პაციენთებისათვის მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 50მგ-ს (იხ. ნაწილი <<გამოყენების თავისებურებები>>).

თირკმლის უკმარისობა

დროებითი ეფექტის მიღწევის საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება ნახევრამდე შემცირდეს. ეს ასევე შეიძლება ეხებოდეს თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენთებს

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენთებისათვის, რეკომენდირებულია, რომ დღიური დოზა შემცირდეს 33%-ით.

ბავშვები

ბავშვებისათვის სამკურნალო საშუალების მიღების წესი დაწვრილებითა აღწერილია ნაწილში <<მიღების წესი და დოზები>>.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების, ცეტირიზინის, პიპერაზინის, ამინოფილინის ან ეთილენდიამინის სხვა წარმოებულების მიმართ;

პორფირია;

QT ინთერვალის დიაგნოსტირებული შეძენილი ან მემკვიდრეობითი გახანგრძლივება;

QT ინთერვალის გახანგრძლივების რისკ-ფაქტორების არსებობა, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დიაგნოსტირებული დაავადებები, ელექტროლიტების მნიშვნელოვანი დისბალანსი (ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია), უეცარი გარდაცვალება გულის მიზეზით ოჯახის ანამნეზში, გამოხატული ბრადიკარდია, სხვა პრეპარატებთან თანმხლები მიღებით, რომლებიც ახანგრძივებენ QT ინთერვალს და/ან აინდუცირებენ <<პირუეტის.>> ტიპის პარკუჭოვან პოლიმორფულ ტაქიკარდიას (იხ. ნაწილები <<გამოყენების თავისებურებები>> და <<ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები>>.

ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდი (იხ. ნაწილი <<მიღება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში>>)

სიფრთხილის ზომები

ჰიდროქსიზინი სიფრთხილის დაცვით უნდა დაენიშნოს კრუნჩხვითი რეაქციებისადმი მიდრეკილ პაციენთებს.

ანტიქოლინერგიული ეფექტის გამო, ეს პრეპარატი სიფრთხილის დაცვით უნდა დაენიშნოს პაციენთებს, რომლებსაც აქვთ გლაუკომა, პროსტატას ჰიპერტროფია, გაძნელებული შარდგამოყოფა, კუჭნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დაქვეითება, გრავისის მიასტენია, დემენცია.

პაციენთებისათვის, რომლებიც მკურნალობენ ცენტრალური ნევული სისტემის (ცნს) სხვა დეპრესანთებით ან ქოლინობლოკატორებით, ჰიდროქსიზინის დოზა უნდა დაკორექტირდეს (იხ. ნაწილი <<ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები>>).

ჰიდროქსიზინი-ზნ-ით მკურნალობის პერიოდში, პაციენთებმა თავი უნდა შეიკავონ ალკოჰოლის ან სხვა სედაციური პრეპარატების მიღებისაგან (იხ. ნაწილი <<ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები>>).

ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე

ჰიდროქსიზინის გამოყენება უკავშირდებოდა QT ინთერვალის გახანგრძლივებას ეკგ-ზე. პოსტმარკეტინგული დაკვირვებების დროს დაფიქსირდა QT ინთერვალის გახანგრძლივებისა და <<პირუეტის>> ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის შემთხვევები, პაციენთებში, რომლებიც ღებულობდნენ ჰიდროქსიზინს. ამ პაციენთების უმეტესობას ჰქონდათ სხვა რისკ-ფაქტორებიც, კერძოდ – ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა და თანმხლები მკურნალობა, რაც შესაძლოა ხელსაც კი უწყობდა ამ სიმპტომების განვითარებას (იხ. ნაწილი <<გვერდითი რეაქციები>>).

ჰიდროქსიზინი გამოყენებული უნდა იყოს მინიმალური ეფექტური დოზით და უმოკლეს დროის პერიოდში. ისეთი სიმპტომების ან ნიშნების წარმოშობისას, რომლებიც შეიძლება გულის არითმიას უკავშირდებოდეს, ჰიდროქსიზინით მკურნალობა უნდა შეწყდეს, პაციენთებმა კი დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს.

პაციენთებს უნდა გაეწიოთ რეკომენდაცია, რომ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობონ გულის მხრივ რაიმე სიმპტომების წარმოშობის შესახებ.

კანის რეაქციები

ჰიდროქსიზინის გამოყენებისას, აღნიშნულია სიცოცხლისათვის საშიში კანის/იმუნოლოგიური რეაქციები, როგორებიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულეზი ან ანგიონევროზული შეშუპება.

პაციენთები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ ამ ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ, ასევე საჭიროა მათი მეთვალყურეობა კანის/იმუნოლოგიურ რეაქციების განვითარების მხრივ. სტივენს-ჯონსონის სინდრომის, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულეზის ან ანგიონევროზული შეშუპების წარმოქმნის ყველაზე დიდი რისკი არსებობს მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღიდან, რამდენიმე კვირამდე პერიოდში.

სტივენს-ჯონსონის სინდრომის, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულეზის ან ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომების ან ნიშნების არსებობის შემთხვევაში (მაგალითად პროგრესირებადი გამონაყარი კანზე, რასაც ხშირად თან ახლავს ტკივილი, ბუშტუკების წარმოქმნა კანზე, ლორწოვანი გარსების დაზიანება და ზოგჯერ ცხელებაც), პაციენტმა სამკურნალო საშუალების მიღება უნდა შეწყვიტოს და სამედიცინო მუშაკს უნდა მიმართოს დახმარებისათვის.

სტივენს-ჯონსონის სინდრომის, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულეზის ან ანგიონევროზული შეშუპების მკურნალობისას, საუკეთესო შედეგები მიიღწევა ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გზით, აგრეთვე საეჭვო პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტით. უკეთესი პროგნოზი კეთდება პრეპარატის ადრეული მოხსნის შემთხვევაში.

თუ სამკურნალო საშუალების მიღებისას პაციენტს უვითარდება სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულეზი ან ანგიონევროზული შეშუპება, მას აღარასოდეს უნდა მიეცეს ეს პრეპარატი.

ხანდაზმული ასაკის პაციენთები

ხანდაზმული ასაკის პაციენთებისათვის ჰიდროქსიზონის მიცემა რეკომენდირებული არ არის, ამ პოპულაციაში ჰიდროქსიზინის გამოყოფის შემცირების გამო უფრო დაბალი ასაკის პაციენთებთან შედარებით, და ასევე გვერდითი მოვლენების განვითარების დიდი რისკის გათვალისწინებით (მაგალითად Aანტიქოლინერგიული ეფექტები) (იხ. ნაწილები <<მიღების წესი და დოზები>> და <<გვერდითი რეაქციები>>)

ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, აგრეთვე თირკმლის უკმარისობის ზომიერი ან მძიმე ფორმის მქონე პაციენთებისათვის, პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს (იხ. ნაწილი <<მიღების წესი და დოზები>>).

თუ პაციენტს დაგენილი აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია

პედიატრიული პოპულაცია

ადრეული ასაკის ბავშვებს უფრო მეტად ახასიათებთ გვერდითი ეფექტების განვითარება ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (იხ. ნაწილი <<გვერდითი რეაქციები>>). ბავშვებში კრუნჩხვების განვითარება უფრო ხშირად აღინიშნება, ვიდრე ზრდასრულ პირებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

უკუნაჩვენები კომბინაციები

ჰიდროქსიზინის გამოყენება სხვა პრეპარატებთან კომბინირებით, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინთერვალს და/ან აინდუცირებენ <<პირუეტის>> ტიპის პარკუჭოვან პოლიმორფულ ტაქიკარდიას, როგორებიცაა 1A კლასის (მაგალითად ქინიდიმი, დიზოპირამიდი) და III კლასის (მაგალითად ამიოდარონი, სოტალოლი), ანტიარითმიული პრეპარატები, ზოგიერთი ანტოჰისტამინური პრეპარატი, ზოგიერთი ნეიროლეფსიური საშუალება (მაგალითად ჰალოპერიდოლი), ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (მაგალითად ციტალოპრამი, ესციტალოპრამი), მალარიის საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად მეფლოქინი და ჰიდროქსიქლოროქინი), ზოგიერთი ანტიბიოტიკი (მაგალითად ერითრომიცინი, ლევოფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი), სოკოს საწინააღმდეგო ზოგიერთი საშუალება (მაგალითად პენტამიდინი), კუჭნაწლავის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად პრუკალოპრიდი), ზოგიერთი პრეპარატი, რომლებიც კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება (მაგალითად ტორემიფენი, ვანდეტანიბი), მეთადონი, გულის არითმიის რისკს ამაღლებს. ამიტომ, აღნიშნული კომბინაციები უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი <<უკუჩვენებები>>).

კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ უსაფრთხოების ზომებს

ბრადიკარდიის შემთხვევვაში, სიფრთხილის დაცვაა საჭირო იმ პრეპარატების გამოყენებისას, რომლებიც იწვევენ ჰიპოკალიემიას. ასევე სიფრთხილეა საჭირო ჰიდროქსიზინის გამოყენებისას რეკომენდირებულზე უფრო მაღალი დოზებით, როდესაც ეს პრეპარატი პაციენტს ეძლევა იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებსაც შეუძლით გამოიწვიონ გულის არითმია, მაგალითად, როგორებიცაა ქინიდინი, ლითიუმი, თიორიდაზინი, ტრიციკლური ანტიდეპრესანთები, ატროპინი და მათი მსგავსი პრეპარატები.

გასათვალისწინებელია ჰიდროქსიზინი-ზნ-ის გაძლიერებული მოქმედება მისი მიცემისას პაციენთებისათვის იმ სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას ან ავლენენ ანტიქოლინერგიულ ეფექტს. ასეთ შემთხვევაში, მათი დოზები შეირჩევა ინდივიდუალურად. ჰიდროქსიზინი-ზნ-ის ეფექტებს აპოტენცირებს ასევე ალკოჰოლი.

თავიდან უნდა იქნას აცილებული ჰიდროქსიზინი-ზნ-ის დანიშვნა მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებთან ერთად.

ანტიკოაგულანთებით მკურნალობისას, მკურნალობის დაწყებამდე უნდა შემოწმდეს ჰემოსტაზი.

ეს პრეპარატი აბრკოლებს ადრენალინის პრესორულ მოქმედებას, არის ფენიტოინის კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედებების ანტაგონისტი ვირთაგვებში, ასევე აბრკოლებს ბეტაჰისტინისა და ქოლინესტერაზას ბლოკატორი პრეპარატების ეფექტებს.

აუცილებელია, რომ ამ პრეპარატით მკურნალობა შეწყდეს ალერგიული ტესტის ჩატარებამდე ან მეტაქონილით პროვოკაციული სინჯის აღებამდე არანაკლებ 5 დღით ადრე, რათა თავიდან იქნას აცილებული მისი გავლენა ტესტების შედეგებზე.

ჰიდროქსიზინის შეყვანამ შეიძლება შეუქმნას დაბრკოლებები 17-ჰიდროქსიკორტიკოსტეროიდების განსაზღვრას შარდში.

ციმეტიდინი 600 მგ-ის დღეში ორჯერადმა დოზამ 36%-ით აამაღლა სისხლის შრატში ჰიდროქსიზინის კონცენტრაცია და 20%-ით შეამცირა ცეტირიზინის მეტაბოლიტის პიკური კონცენტრაციები.

ჰიდროქსიზინი-ზნ წარმოადგენს CYP2D6-ის (K1 (Ki): 3.9მკმოლი; 1.7 მკგ/მლ) ინჰიბიტორს და მაღალი დოზების შემთხვევაში, შეუძლია გამოიწვიოს მედიკამენტოზური ურთიერთქმედება CYP2D6-ის სუბსტრატებთან (მეტოპროლოლი, პროპაფენონი, თიმოლოლი, ამიტრიპტილინი, კლომიპრამინი, დეზიპრამინი, იმიპრამინი, პაროქსეტინი, ჰალოპერიდოლი, რისპერიდონი, თიორიდაზინი, არიპიპრაზოლი, კოდეინი, დექსტრომეტორფანი, დულოქსეტინი, ფლეკაინიდი, მექსილეტინი, ონდანსეტრონი, თემოქსიფენი, ტრამადოლი, ვენლაფაქსინი).

სამკურნალო საშუალება არ ახდენს მაინჰიბირებელ ზემოქმედებას 100მკმოლ კონცენტრაციისას უდფ-გლუკურონილტრანსფერაზას 1A1 და 1A6 იზოფორმებზე ადამიანის ღვიძლის მიკროსომებში. იგი ახდენს P450 ციტოქრომას 2C9/C10, 2C19 და 3A4 იზოფორმების ინჰიბიციას, როდესაც მისი კონცენტრაცია პლაზმაში, პიკურ კონცენტრაციებზე მაღალია (K150 (IC50):103-140მკმოლი; 46-52მკ/მლ). ამიტომ, ნაკლებია ალბათობა, რომ სამკურნალო საშუალებას შეუძლია დაარღვიოს იმ სამკურნალოპრეპარატების მეტაბოლიზმი, რომლებიც ამ ფერმენთების სუბსტრატებს წარმოადგენენ.

100მკმოლ კონცენტრაციისას, მეტაბოლიტ ცეტირიზინს არ აქვს მაინჰიბირებელი ეფექტი ადამიანის ღვიძლის P450 ციტოქრომაზე და უდფ-გლუკურონილტრანსფერაზას იზოფორმებზე.

ჰიდროქსიზინი მეტაბოლიზდება ალკოჰოლდეჰიდროგენეზათი და CYP3A4/5-ით. ჰიდროქსიზინის კონცენტრაციის ამაღლება სისხლში. შეიძლება მოსალოდნელი იყოს მაშინ, როდესაც ჰიდროქსიზინი გამოიყენება ამ ფერმენთების ცნობილ ძლიერ ინჰიბიტორ პრეპარატებთან კომბინაციაში (ტელიტრომიცინი, კლარიტრომიცინი, დელავირდინი, სტირეპენტოლი, კეტოკონაზოლი, ვორიკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოზაკონააზოლი და აივ პროტეაზას ზოგიერთი ინჰიბიტორი, მათ შორის ატაზანავირი, ინდინავირი, ნელფინავირი, ტიტონავირი, საკვინავირი, ლოპინავირი/რიტონავირი, საკვინავირი/რიტონავირი და ტიპრანოვირი/რიტონავირი) თუმცაღა, როდესაც ინჰიბირდება მეტაბოლიზმის მხოლოდ რომელიმე ერთი გზა, მაშინ სხვა გზებს შეუძლიათ მოახდინონ მისი ნაწილობრივი კომპენსაცია.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის რეპროდუქციული ტოქსიკურობა დადგენილია ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით. ჰიდროქსიზინი ლახავს პლაცენტარულ ბარიერს, რაც იწვევს მის უფრო მაღალ კონცენტრაციებს ნაყოფში, დედის ორგანიზმთან შედარებით. ამჟამად, რელევანტური ეპიდემიოლოგიური მონაცემები ორსულობის პერიოდში ჰიდროქსიზინის ეფექტების შესახებ არ არსებობს. ამიტომ, სამკურნალო საშუალება ორსულობის პერიოდში უკუნაჩვენებია.

ახალშობილებში, რომელთა დედები ორსულობის გვიან პერიოდში და/ან მშობიარობის პერიოდში ღებულობდნენ სამკურნალო საშუალებას, აღენიშნებოდათ შემდეგი მოვლენები: ჰიპოტონია, მოძრაობითი დარღვევები, მათ შორის ექსტრაპირამიდული დარღვევები, კლონური მოძრაობები, ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, ნეონატალური ჰიპოქსიური მდგომარეობა ან შარდის შეკავება. ამიტომ, სამკურნალო საშუალება ორსულობის პერიოდი უკუნაჩვენებია.

ძუძუთი კვება.

ჰიდროქსიზინის ძირითადი მეტაბოლიტი ცეტირიზინი, აღწევს დედის რძეში.

რძეში ჰიდროქიზინის ექსკრეციის შესახებ კვლევები ჩატარებული არ არის, მაგრამ მძიმე ხარისხის გვერდითი ეფექტები გამოვლენილია ახალშობილებში/ჩვილებში, რომელთა დედები ჰიდროქსიზინს ღებულობდნენ სამკურნალოდ.

სამკურნალო საშუალება უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების პერიოდში. ამ პრეპარატით მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ფერტილობაა. ადამიანის ფერტილობაზე ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ არის.

ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოტანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას

ჰიდროქსიზინს შეუძლია უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს რეაგირების სისწრაფეზე და ყურადღების კონცენტრირების უნარზე. პაციენთებმა უნდა იცოდნენ ამის შესახებ, და სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ავტომობილის მართვისას ან ზუსტ მექანიზმებთან მუშაობისას.

თავი უნდა შევიკავოთ ჰიდროქსიზინი-ზნ-ისა და ალკოჰოლის ან სხვა სედატიური პრეპარატების ერთდროულად მიღებისაგან, რადგან ეს კომბინაციები ზემოაღნიშნულ ეფექტებს აძლიერებს.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი რეაქციები ძირითადად დაკავშირებულია ცნს-ის დეპრესიასთან ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე პარადოქსულ მასტიმულირებელ ეფექტებთან, ანტიქოლინერგულ აქტივობასთან ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებთან.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში ჩამოთვლილია პოსტმარკეტინგული გამოყენების დროს და პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები ჰიდროქსიზინის შემთხვევაში, სულ მცირე 1%-იანი სიხშირით (735 სუბიექტი, რომელიც იღებდა ჰიდროქსიზინს დღეში 50 მგ-მდე დოზით და 630 სუბიექტი, რომელიც იღებდა პლაცებოს).

კლინიკურ კვლევებში გვერდითი რეაქციების სიხშირე ასევე მოცემულია პროცენტულად, როდესაც ეს შესაძლებელია; პოსტმარკეტინგული გამოყენების დროს დაფიქსირებული გვერდითი რეაქციების სიხშირის სანდოდ შეფასება შეუძლებელია.

პრეპარატის გამოყენების დროს დაფიქსირებული შემდეგი გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია ორგანოების სისტემის მიხედვით MeDDRA-ს [მარეგულირებელი საქმიანობის სამედიცინო ლექსიკონი] მიხედვით და სიხშირის მიხედვით შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (> 1/10); ხშირი (> 1/100-დან < 1/10-მდე); არახშირი (> 1/1000-დან < 1/100-მდე); იშვიათი (> 1/10,000, < 1/1,000); ძალიან იშვიათი (< 1/10,000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

კლინიკური კვლევების დროს გამოვლინდა ზოგიერთი გვერდითი რეაქცია ქვემოთ ჩამოთვლილი სიხშირით. თუმცა, ზოგიერთი გვერდითი რეაქცია სპონტანურად დაფიქსირდა პოსტმარკეტინგული გამოყენების დროს. იმ შემთხვევებში, როდესაც სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით, ის ჩამოთვლილია, როგორც <<უცნობი>>.

გვერდითი რეაქციები

გვერდითი რეაქციების სიხშირე (%)

იმუნური სისტემის მხრივ:

ჰიპერმგრძნობელობა

იშვიათად

ანაფილაქსიური შოკი

ძალიან იშვიათად

ფსიქიკური დარღვევები:

აგზნება

არახშირად

დაბნეულობა

არახშირად

დეზორიენტაცია

იშვიათად

ჰალუცინაციები

იშვიათად

ნევროლოგიური დარღვევები:

ძილიანობა

ძალიან ხშირად (13.74)

თავის ტკივილი

ხშირად (1.63)

სედაცია

ხშირად

თავბრუსხვევა

არახშირად

უძილობა

არახშირად

ტრემორი

არახშირად

კრუნჩხვები

იშვიათად

დისკინეზია

იშვიათად

გონების დაკარგვა (სინკოპე)

სიხშირე უცნობია

მხედველობის ორგანოების მხრივ:

აკომოდაციის დარღვევა

იშვიათად

დაბინდული მხედველობა

იშვიათად

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:

ტაქიკარდია

იშვიათად

QT ინტერვალის გახანგრძლივება (იხილეთ განყოფილება „განაცხადის მახასიათებლები“)

სიხშირე უცნობია

პარკუჭოვანი არითმია (მაგ., torsades de poinTes)

სიხშირე უცნობია

სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:

არტერიული ჰიპოტენზია

იშვიათად

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ:

ბრონქოსპაზმი

ძალიან იშვიათად

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

პირის სიმშრალე

ხშირად (1.22)

გულისრევა

არახშირად

ყაბზობა

იშვიათად

ღებინება

იშვიათად

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ:

ღვიძლის ფუნქციური ტესტების ცვლილებები

იშვიათად

ჰეპატიტი

სიხშირე უცნობია

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:

ქავილი

იშვიათად

ერითემატოზული გამონაყარი

იშვიათად

მაკულოპაპულური გამონაყარი

იშვიათად

ჭინჭრის ციება

იშვიათად

დერმატიტი

იშვიათად

ანგიონევროზული შეშუპება

ძალიან იშვიათად

გაძლიერებული ოფლიანობა

ძალიან იშვიათად

ფიქსირებული წამლისმიერი ერითემა

ძალიან იშვიათად

მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი

ძალიან იშვიათად

მულტიფორმული ერითემა

ძალიან იშვიათად

სტივენს-ჯონსონის სინდრომი

ძალიან იშვიათად

ბულოზური მდგომარეობები (მაგ. ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, პემფიგოიდი)

სიხშირე უცნობია

საშარდე სისტემის მხრივ:

შარდის შეკავება

იშვიათად

ზოგადი დარღვევები:

სწრაფი დაღლილობა

ხშირად (1.36)

ზოგადი სისუსტე

არახშირად

ცხელება

არახშირად

ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილებები:

წონის მატება

სიხშირე უცნობია

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

შემდეგი გვერდითი რეაქციები დაკავშირებულია ცეტირიზინთან, ჰიდროქსიზინის მთავარ მეტაბოლიტთან: თრომბოციტოპენია, აგრესია, დეპრესია, ტიკები, დისტონია, პარესთეზია, ოკულოგირული კრიზისი, დიარეა, დიზურია, შარდის შეუკავებლობა, სისუსტე, შეშუპება, წონის მატება - და შესაბამისად, პოტენციურად შეიძლება განვითარდეს ჰიდროქსიზინის გამოყენებისას.

გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია სამკურნალო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ. ეს იძლევა სამკურნალო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას. ჯანდაცვის სპეციალისტებმა ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინება უნდა გაგზავნონ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

ამ პრეპარატის მნიშვნელოვანი ჭარბი დოზით მიღების სიმპტომები უპირატესად უკავშირდება ზედმეტ ანტიქოლინერგიულ დატვირთვას, ცნს-ის დათრგუნვას ან პარადოქსალურ სტიმულაციას. მნიშვნელოვნად ჭარბი დოზის სიმპტომები შეიძლება იყოს: გულისრევა, პირღებინება, ტაქიკარდია, ჰიპერთერმია, ძილიანობა, თვალის გუგის რეფლექსების დარღვევა, ტრემორი, ცნობიერების დაბინდვა ან ჰალუცინაციები. ამის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს გონებრივი აქტივობის დონის შემცირება, სუნთქვის დათრგუნვა, კრუნჩხვები, არტერიული ჰიპოტენზია ან კარდიოარითმია ბრადიკარდიის ჩათვლით. შესაძლებელია ასევე კომის სიმძიმის ხარიხის ამაღლება და კარდიორესპირატორული კოლაფსის წარმოშობა.

მკურნალობა

აუცილებელია სასუნთქი გზების, სუნთქვის, სისხლის მიმოქცევის მდგომარეობის მკაცრი კონტროლი ეკგ-ის უწვეტი ჩაწერითა და ჟანგბადის საკმარისი მარაგის უზრუნველყოფით. ასევე საჭიროა პაციენტის გულის მაჩვენებლებისა და არტერიული წნევის 24-საათიანი მონიტორინგი ასეთი სიმპტომების გაქრობის შემდეგ.

ცვლადი ფსიქიური სტატუსის მქონე პაციენთების მიმართ, აუცილებელია მათი შემოწმება ორგანიზმში ალკოჰოლის ამ სხვა პრეპარატების არსებობაზე. აუცილებლობის შემთხვევებში, უნდა დაინიშნოს ჟანგბადი, ნალოქსონი, გლუკოზა, თიამინი.

ვაზოპრესული ეფექტის მიღების საჭიროების შემთხვევაში პაციენტს უნდა დაენიშნოს ნორადრენალინი ან მეტარამენოლი. ადრენალინის დანიშვნა არ შეიძლება.

კომი ან კრუნჩხვების განვითარების შემთხვევაში, მგრძნობელობის სწრაფი შემცირების სიმპტომების ან მიდრეკილებების მქონე პაციენთებისათვის იპეკაკუანის სიროფის მიცემა არ შეიძლება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ასპირაციული პნევმონია.

პრეპარატის კლინიკურად მნიშვნელოვანი რაოდენობით გადაყლაპვის შემთხვევაში, შეიძლება ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა წინასწარი ენდოტრაქეალური ინტუბაციით. შეიძლება ასევე გამოვიყენოთ გააქტიურებული ნახშირი, მაგრამ, მის ეფექტურობას მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობის შემთხვევები ადასტურებს. ჰემოდიალიზი ან ჰემოპერფუზია მიზანშეწონილი არ არის. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

პუბლიკაციების მონაცემები გვიჩვენებს, რომ მძიმე, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ანტიქოლინერგიული ეფექტების არსებობისას, რომლებიც ცუდად ექვემდებარება მკურნალობას და არ რეაგირებენ პრეპარატებზე, შესაძლოა სასარგებლო იყოს ფიზოსტიგმინის საცდელი თერაპიული დოზები. გონზე მყოფი პაციენთებისათვის ფიზოსტიგმინის მიცემა მხოლოდ მხარდამჭერი თერაპიის სახით, არ შეიძლება. თუ პაციენტს ჰიდროქსიზინთან ერთად ციკლური ანტიდეპრესანთებიც ეძლევა, მაშინ ფიზოსტიგმინმა შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევები და გაჩერება, რაც ცუდად ექვემდებარება მკურნალობას. გულის გამტარი სისტემის დარღვევებისას, ფიზოსტიგმინის დანიშვნა არ შეიძლება.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ჰიდროქსიზინი

1 ტაბლეტი შეიცავს 25მგ ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორიდს;

დამხმარე ნივთიერებები: ცელაქტოზა 80 [ლაქტოზას მონოჰიდრატისა და ფხვნილისებური ცელულოზას ნარევი (75:25), სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი 400, ტიტანის დიოქსიდი (E 171).

სამკურნალწამლო ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი ცილინდრული ფორმის, ორმხრივ ამობურცული ზედაპირით, გამყოფი ნაზოლით ერთი მხრიდან

შენახვის პირობები

5 წელი.

შენახვის პირობები:

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე

შეფუთვა:

10 ტაბლეტი ბლისტერში; 3 ბლისტერი კოლოფში

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანქსიოლიზური საშუალებები. დიფენილმეთანის წარმოებულები.

ათქ კოდი: N05BB01

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა

ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს წარმოებულ ნივთიერებას, დიფენილმეთანის ნაერთს. რომლიც არ არის ქიმიურად დაკავშირებული ფენოთიაზინებთან, რეზერპინთან, მეპრობამატთან ან ბენზოდიაზეპინებთან.

მოქმედების მექნიზმი

ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორიდი არ წარმოადგენს თავის ტვინის ქერქის დეპრესანტს, მაგრამ მისი მოქმედება შეიძლება დაკავშირებული იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის სუბკორტიკალური მონაკვეთის ზოგიერთი ძირითადი ზონის აქტივობის დათრგუნვასთან.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

პრეპარატის ანტიჰისტამინური და ბრონქოდილატაციური მოქმედება გამოვლენილია ექსპერიმენტალურად და დადასტურებულია კლინიკურად. ფარმაკოლოგიური და კლინიკური კვლევები ადასტურებს, რომ თერაპიულ დოზებში, ჰიდროქსიზინი არ ზრდის კუჭის სეკრეციას ან მჟავიანობას და უმეტეს შემთხვევებში ავლენს მსუბუქ ანტისეკრეტორულ აქტივობას. ბუშტუკებისა და შეწითლებების შემცირება აღინიშნა ჯანმრთელ ზრდასრულ მოხალისე პაციენთებსა და ბავშვებში, ჰისტამინის ან ანტიგენების კანქვეშა ინექციის შემდგომ. ჰიდროქსიზინმა ასევე გამოავლინა ეფექტურობა ქავილის შემსუბუქებაში, ჭინჭრის ციების, ეგზემის, დერმატიტის სხვადასხვა ფორმების შემთხვევაში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევებისას, ერთჯერადი დოზის ანტიჰისტამინური ეფექტი შეიძლება გახანგრძლივდეს პრეპარატის მიღებიდან 96 საათამდე.

პრეპარატის ანქსიოლიზურ-სედაციურ პროფილს ადასტურებს ჯანმრთელი მოხალისე პირების ეეგ მონაცემები. პრეპარატის ანქსიოლიზური ეფექტი დადასტურდა პაციენთების სხვადასხვა კლასიკური ფსიქომეტრული ტესტირებებით. შფოთვის, უძილობის, მდგომარეობების მქონე პაციენთების პოლისომნოგრაფიის მონაცემებით დასტურდება, რომ პრეპარატის 50მგ დოზის ერთჯერადი ან განმეორებითი ყოველდღიური მიღებისას, პაციენთებში ხანგრძლივდება ძილის საერთო დრო და მცირდება ღამით გაღვიძების დროის პერიოდები და ძილის ლატენტურობა. შფოთის მდგომარეობაში მყოფ პაციენთებს კუნთების ტონუსის შემცირება აღინიშნა დღიური 3 х 50მგ დოზის მიღებისას.

მეხსიერების დარღვევები დაფიქსირებული არ ყოფილა. შფოთვის მდგომარეობაში მყოფ პაციენთებში წამლის მოხსნის სიმპტომები ან ნიშნები არ გამოვლენილა მკურნალობის დასრულებიდან 4-კვირიან პერიოდში.

პერორალური ფარმაცევტული ფორმების მიღების შემთხვევაში, ანტიჰისტამინური ეფექტი იწყება დაახლოებით 1 სააათის შემდეგ. პერორალური თხევადი ფორმების შემთხვევაში, სედაციური ეფექტი იწყება 5-10 წუთის შემდეგ, ტაბლეტების შემთხვევაში კი 30-45 წუთის შემდეგ.

ჰიდროქსიზინი ასევე ავლენს სპაზმოლიზურ და სიმპატოლიზურ ეფექტებს. მას აქვს სუსტი აფინიტეტი მუსკარინული რეცეპტორების მიმართ. ჰიდროქსიზინი ავლენს მსუბუქ ანალგეზიურ ეფექტს.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია. ჰიდროქსიზინი სწრაფად შეიწოვება კუჭნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (Cmax) მიიღწევა პრეპარატის პერორალური მიღებიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ. 25მგ და 50მგ ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ Cmax კონცენტრაცია ზრდასრულ პაციენთებში, როგორც წესი შეადგენს 30 და 70 ნგ/მლ-ს, შესაბამისად. დღეში 1-ჯერ პრეპარატის განმეორებითი გამოყენებისას, მაქსიმალური კონცენტრაცია 30%-ით იზრდება. ჰიდროქსიზინის ბიოშეღწევადობა პერორალური მიღებისას, ი/მ შეყვანასთან შედარებით, შეადგენს დაახლოებით 80%-ს.

განაწილება. ჰიდროქსიზინი ფართოდ ვრცელდება ორგანიზმში და უფრო მეტ კონცენტრაციას აღწევს ქსოვილებში ვიდრე პლაზმაში. ზრდასრულ პაციენთებში განაწილების ხილული მოცულობა შეადგენს 7-დან 16 ლკ/კგ-მდე. ჰიდროქსიზინი აღწევს კანში პერორალური მიღების შემდეგ. როგორც ერთჯერადი, ისე მრავალჯერადი მიღების შემდეგ, ჰიდროქსიზინის კონცენტრაცია კანში უფრო მაღალია, ვიდრე სისხლის შრატში. ჰიდროქსიზინი ლახავს ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერებს, რაც იწვვს მის უფრო მაღალ კონცენტრაციას ნაყოფში, ვიდრე დედაში.

ბიოტრანსფორმაცია. ჰიდროქსიზინი მნიშვნელოვანი ხარისხით მეტაბოლიზდება. მთავარი მეტაბოლიტის - ცეტირიზინის, კარბონმჟავას მეტაბოლიტის (პერორალური დოზის დაახლოებით 45%) წარმოქმნა სტიმულირდება ალკოჰოლდეჰიდროგენაზით. ეს მეტაბოლიტი წარმოადგენს პერიფერიულ H1-ანტაგონისტს. სხვა იდენტიფიცირებული მეტაბოლიტები მოიცავენ N-დეალკილირებულ მეტაბოლიტს და O-დეალკილირებულ მეტაბოლიტს 59-საათიანი ნახევარგამოყოფის პერიოდით. მეტაბოლიზმის ეს გზები განპირობებულია ძირითადად CYP3A4/5-ით.

ელიმინაცია, ჰიდროქსიზინის ნახევარგამოყოფის პერიოდი ზრდასრულ პაციენთებში, შეადგენს დაახლოებით 14 საათს (7–20 საათიან დიაპაზონში). გამოკვლევების პროცესში გაანგარიშებული, ორგანიზმის საერთო კლირენსი შეადგენს 13მლ/წთ/კგ-ს. დოზის მხოლოდ 0.8% გამოიყოფა შარდთან ერთად, შეუცვლელი სახით. მთავარი მეტაბოლიტი ცეტირიზინი, გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად, შეუცვლელი სახით (პერორალურად მიღებული ჰიდროქსიზინის 25%)

განსაკუთრებული პოპულაციები

ხანდაზმული ასაკის პაციენთები

ჰიდროქსიზინის ფარმაკოკინეტიკა გამოკვლეული იქნა ხანდაზმული ასაკის (69,5 +/-3,7 წელი) 9 ჯანმრთელი მოხალისის შემთხვევაში, პრეპარატის 0.7მგ/კგ ერთჯერადი პერორალური დოზის მიცემით. ჰიდროქსიზინის ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივდა 29 საათამდე, ხოლო განაწილების ხილული მოცულობა კი გაიზარდა 22,5ლ/კგ-მდე. ამდენად, ხანდაზმული ასაკის პაციენთებისათვის. რეკომენდირებულია ჰიდროქსიზინის დღიური დოზის შემცირება (იხ. Gანყოფილება <<გამოყენების მეთოდი და დოზები>>).

ბავშვები. ჰიდროქსიზინის ფარმაკოკინეტიკა შეფასდა 12 ბავშვის (6,1+/-4,6 წელი; 22+/-12კგ) შემთხვევაში, პრეპარატის 0.7მგ/კგ ერთჯერადი პერორალური დოზის მიცემით. პლაზმის კლირენსმა შეადგინა 2,5-ჯერ მეტი ზრდასრული პირების კლირენსთან შედარებით, ნახევარგამოყოფის პერიოდმა კი, რომელიც კი უფრო ხანმოკლე იყო, ვიდრე ზრდასრულ პაციენთებში, შეადგინა დაახლოებით 4 საათი 1 წლის ასაკის ბავშვებში და 11 საათი 14 წლის ასაკის ბავშვებში. ბავშვებში გამოყენებისას საჭიროა დოზის კორექცია (იხ. განყოფილება <<გამოყენების მეთოდი და დოზები>>).

ღვიძლის უკმარისობა. გამოკვლევაში მონაწილე, პირველადი ბილიალური ციროზით გამოწვეული ღვიძლის მეორადი დისფუნქციის მქონე პაციენთებში, საერთო კლირენსმა შეადგინა კვლევაში მონაწილე ჯანმრთელი პირების კლირენსის მაჩვენებლის დაახლოებით 66%. ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა 37 საათამდე, ცეტირიზინის კარბოქსილური მეტაბოლიტების კონცენტრაცია სისხლის შრატში კი, უფრო მაღალი აღმოჩნდა ვიდრე ახალგაზრდა, ჯანმრთელი, ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პირებში. ამიტომ, ღვიძლის ფუქნციის დარღვევების მქონე პაციენთებში, ჰიდროქსიზინის დღიური დოზები ან დოზების სიხშირე უნდა შემცირდეს.

თირკმლის უკმარისობა. ჰიდროქსიზინის ფარმაკოკინეტიკა გამოკვლეული იქნა თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე (კრეატინინის კლირენსი 24±7 მლ/წთ) 8 პაციენტში. ჰიდროქსიზინის AUC (ფართობი ფარმაკოკინეტიკური მრუდის ქვეშ) რელევანტურად არ ცვალებადობდა, მაშინ როცა ცეტირიზინის კარბოქსილური მეტაბოლიტის AUC მომატებული იყო. ეს მეტაბოლიტი ეფექტურად არ გამოიყოფა ჰემოდიალიზის მეშვეობით.

იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ცეტირიზინის მეტაბოლიტის დაგროვება ჰიდროქსიზინის მრავალჯერადი დოზების მიღების შემდეგ, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენთებისათვის ამ პრეპარატის დღიური დოზა უნდა შემცირდეს (იხ. Gანყოფილება <<გამოყენების მეთოდი და დოზები>>).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

ჰიდროქსიზინი-ზნ

(HYDROXYZINE-ZN)

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: ჰიდროქსიზინი

1 ტაბლეტი შეიცავს 25მგ ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორიდს;

დამხმარე ნივთიერებები: ცელაქტოზა 80 [ლაქტოზას მონოჰიდრატისა და ფხვნილისებური ცელულოზას ნარევი (75:25), სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი 400, ტიტანის დიოქსიდი (E 171).

სამკურნალწამლო ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი ცილინდრული ფორმის, ორმხრივ ამობურცული ზედაპირით, გამყოფი ნაზოლით ერთი მხრიდან

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანქსიოლიზური საშუალებები. დიფენილმეთანის წარმოებულები.

ათქ კოდი: N05BB01

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა

ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს წარმოებულ ნივთიერებას, დიფენილმეთანის ნაერთს. რომლიც არ არის ქიმიურად დაკავშირებული ფენოთიაზინებთან, რეზერპინთან, მეპრობამატთან ან ბენზოდიაზეპინებთან.

მოქმედების მექნიზმი

ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორიდი არ წარმოადგენს თავის ტვინის ქერქის დეპრესანტს, მაგრამ მისი მოქმედება შეიძლება დაკავშირებული იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის სუბკორტიკალური მონაკვეთის ზოგიერთი ძირითადი ზონის აქტივობის დათრგუნვასთან.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

პრეპარატის ანტიჰისტამინური და ბრონქოდილატაციური მოქმედება გამოვლენილია ექსპერიმენტალურად და დადასტურებულია კლინიკურად. ფარმაკოლოგიური და კლინიკური კვლევები ადასტურებს, რომ თერაპიულ დოზებში, ჰიდროქსიზინი არ ზრდის კუჭის სეკრეციას ან მჟავიანობას და უმეტეს შემთხვევებში ავლენს მსუბუქ ანტისეკრეტორულ აქტივობას. ბუშტუკებისა და შეწითლებების შემცირება აღინიშნა ჯანმრთელ ზრდასრულ მოხალისე პაციენთებსა და ბავშვებში, ჰისტამინის ან ანტიგენების კანქვეშა ინექციის შემდგომ. ჰიდროქსიზინმა ასევე გამოავლინა ეფექტურობა ქავილის შემსუბუქებაში, ჭინჭრის ციების, ეგზემის, დერმატიტის სხვადასხვა ფორმების შემთხვევაში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევებისას, ერთჯერადი დოზის ანტიჰისტამინური ეფექტი შეიძლება გახანგრძლივდეს პრეპარატის მიღებიდან 96 საათამდე.

პრეპარატის ანქსიოლიზურ-სედაციურ პროფილს ადასტურებს ჯანმრთელი მოხალისე პირების ეეგ მონაცემები. პრეპარატის ანქსიოლიზური ეფექტი დადასტურდა პაციენთების სხვადასხვა კლასიკური ფსიქომეტრული ტესტირებებით. შფოთვის, უძილობის, მდგომარეობების მქონე პაციენთების პოლისომნოგრაფიის მონაცემებით დასტურდება, რომ პრეპარატის 50მგ დოზის ერთჯერადი ან განმეორებითი ყოველდღიური მიღებისას, პაციენთებში ხანგრძლივდება ძილის საერთო დრო და მცირდება ღამით გაღვიძების დროის პერიოდები და ძილის ლატენტურობა. შფოთის მდგომარეობაში მყოფ პაციენთებს კუნთების ტონუსის შემცირება აღინიშნა დღიური 3 х 50მგ დოზის მიღებისას.

მეხსიერების დარღვევები დაფიქსირებული არ ყოფილა. შფოთვის მდგომარეობაში მყოფ პაციენთებში წამლის მოხსნის სიმპტომები ან ნიშნები არ გამოვლენილა მკურნალობის დასრულებიდან 4-კვირიან პერიოდში.

პერორალური ფარმაცევტული ფორმების მიღების შემთხვევაში, ანტიჰისტამინური ეფექტი იწყება დაახლოებით 1 სააათის შემდეგ. პერორალური თხევადი ფორმების შემთხვევაში, სედაციური ეფექტი იწყება 5-10 წუთის შემდეგ, ტაბლეტების შემთხვევაში კი 30-45 წუთის შემდეგ.

ჰიდროქსიზინი ასევე ავლენს სპაზმოლიზურ და სიმპატოლიზურ ეფექტებს. მას აქვს სუსტი აფინიტეტი მუსკარინული რეცეპტორების მიმართ. ჰიდროქსიზინი ავლენს მსუბუქ ანალგეზიურ ეფექტს.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია. ჰიდროქსიზინი სწრაფად შეიწოვება კუჭნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (Cmax) მიიღწევა პრეპარატის პერორალური მიღებიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ. 25მგ და 50მგ ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ Cmax კონცენტრაცია ზრდასრულ პაციენთებში, როგორც წესი შეადგენს 30 და 70 ნგ/მლ-ს, შესაბამისად. დღეში 1-ჯერ პრეპარატის განმეორებითი გამოყენებისას, მაქსიმალური კონცენტრაცია 30%-ით იზრდება. ჰიდროქსიზინის ბიოშეღწევადობა პერორალური მიღებისას, ი/მ შეყვანასთან შედარებით, შეადგენს დაახლოებით 80%-ს.

განაწილება. ჰიდროქსიზინი ფართოდ ვრცელდება ორგანიზმში და უფრო მეტ კონცენტრაციას აღწევს ქსოვილებში ვიდრე პლაზმაში. ზრდასრულ პაციენთებში განაწილების ხილული მოცულობა შეადგენს 7-დან 16 ლკ/კგ-მდე. ჰიდროქსიზინი აღწევს კანში პერორალური მიღების შემდეგ. როგორც ერთჯერადი, ისე მრავალჯერადი მიღების შემდეგ, ჰიდროქსიზინის კონცენტრაცია კანში უფრო მაღალია, ვიდრე სისხლის შრატში. ჰიდროქსიზინი ლახავს ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერებს, რაც იწვვს მის უფრო მაღალ კონცენტრაციას ნაყოფში, ვიდრე დედაში.

ბიოტრანსფორმაცია. ჰიდროქსიზინი მნიშვნელოვანი ხარისხით მეტაბოლიზდება. მთავარი მეტაბოლიტის - ცეტირიზინის, კარბონმჟავას მეტაბოლიტის (პერორალური დოზის დაახლოებით 45%) წარმოქმნა სტიმულირდება ალკოჰოლდეჰიდროგენაზით. ეს მეტაბოლიტი წარმოადგენს პერიფერიულ H1-ანტაგონისტს. სხვა იდენტიფიცირებული მეტაბოლიტები მოიცავენ N-დეალკილირებულ მეტაბოლიტს და O-დეალკილირებულ მეტაბოლიტს 59-საათიანი ნახევარგამოყოფის პერიოდით. მეტაბოლიზმის ეს გზები განპირობებულია ძირითადად CYP3A4/5-ით.

ელიმინაცია, ჰიდროქსიზინის ნახევარგამოყოფის პერიოდი ზრდასრულ პაციენთებში, შეადგენს დაახლოებით 14 საათს (7–20 საათიან დიაპაზონში). გამოკვლევების პროცესში გაანგარიშებული, ორგანიზმის საერთო კლირენსი შეადგენს 13მლ/წთ/კგ-ს. დოზის მხოლოდ 0.8% გამოიყოფა შარდთან ერთად, შეუცვლელი სახით. მთავარი მეტაბოლიტი ცეტირიზინი, გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად, შეუცვლელი სახით (პერორალურად მიღებული ჰიდროქსიზინის 25%)

განსაკუთრებული პოპულაციები

ხანდაზმული ასაკის პაციენთები

ჰიდროქსიზინის ფარმაკოკინეტიკა გამოკვლეული იქნა ხანდაზმული ასაკის (69,5 +/-3,7 წელი) 9 ჯანმრთელი მოხალისის შემთხვევაში, პრეპარატის 0.7მგ/კგ ერთჯერადი პერორალური დოზის მიცემით. ჰიდროქსიზინის ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივდა 29 საათამდე, ხოლო განაწილების ხილული მოცულობა კი გაიზარდა 22,5ლ/კგ-მდე. ამდენად, ხანდაზმული ასაკის პაციენთებისათვის. რეკომენდირებულია ჰიდროქსიზინის დღიური დოზის შემცირება (იხ. Gანყოფილება <<გამოყენების მეთოდი და დოზები>>).

ბავშვები. ჰიდროქსიზინის ფარმაკოკინეტიკა შეფასდა 12 ბავშვის (6,1+/-4,6 წელი; 22+/-12კგ) შემთხვევაში, პრეპარატის 0.7მგ/კგ ერთჯერადი პერორალური დოზის მიცემით. პლაზმის კლირენსმა შეადგინა 2,5-ჯერ მეტი ზრდასრული პირების კლირენსთან შედარებით, ნახევარგამოყოფის პერიოდმა კი, რომელიც კი უფრო ხანმოკლე იყო, ვიდრე ზრდასრულ პაციენთებში, შეადგინა დაახლოებით 4 საათი 1 წლის ასაკის ბავშვებში და 11 საათი 14 წლის ასაკის ბავშვებში. ბავშვებში გამოყენებისას საჭიროა დოზის კორექცია (იხ. განყოფილება <<გამოყენების მეთოდი და დოზები>>).

ღვიძლის უკმარისობა. გამოკვლევაში მონაწილე, პირველადი ბილიალური ციროზით გამოწვეული ღვიძლის მეორადი დისფუნქციის მქონე პაციენთებში, საერთო კლირენსმა შეადგინა კვლევაში მონაწილე ჯანმრთელი პირების კლირენსის მაჩვენებლის დაახლოებით 66%. ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა 37 საათამდე, ცეტირიზინის კარბოქსილური მეტაბოლიტების კონცენტრაცია სისხლის შრატში კი, უფრო მაღალი აღმოჩნდა ვიდრე ახალგაზრდა, ჯანმრთელი, ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პირებში. ამიტომ, ღვიძლის ფუქნციის დარღვევების მქონე პაციენთებში, ჰიდროქსიზინის დღიური დოზები ან დოზების სიხშირე უნდა შემცირდეს.

თირკმლის უკმარისობა. ჰიდროქსიზინის ფარმაკოკინეტიკა გამოკვლეული იქნა თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე (კრეატინინის კლირენსი 24±7 მლ/წთ) 8 პაციენტში. ჰიდროქსიზინის AUC (ფართობი ფარმაკოკინეტიკური მრუდის ქვეშ) რელევანტურად არ ცვალებადობდა, მაშინ როცა ცეტირიზინის კარბოქსილური მეტაბოლიტის AUC მომატებული იყო. ეს მეტაბოლიტი ეფექტურად არ გამოიყოფა ჰემოდიალიზის მეშვეობით.

იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ცეტირიზინის მეტაბოლიტის დაგროვება ჰიდროქსიზინის მრავალჯერადი დოზების მიღების შემდეგ, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენთებისათვის ამ პრეპარატის დღიური დოზა უნდა შემცირდეს (იხ. Gანყოფილება <<გამოყენების მეთოდი და დოზები>>).

კლინიკური მახასიათებლები:

ჩვენებები:

სედაციური, ტრანკვილიზატორული და ანტიჰისტამინური თვისებების გათვალისწინებით, ჰიდროქსიზინი ნაჩვენებია:

  • შფოთვითი მდგომარეობების სიმპტომური მკურნალობისას ზრდასრულ პირებში;
  • ალერგიული ქავილის სიმპტომური თერაპიისას.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების, ცეტირიზინის, პიპერაზინის, ამინოფილინის ან ეთილენდიამინის სხვა წარმოებულების მიმართ;

პორფირია;

QT ინთერვალის დიაგნოსტირებული შეძენილი ან მემკვიდრეობითი გახანგრძლივება;

QT ინთერვალის გახანგრძლივების რისკ-ფაქტორების არსებობა, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დიაგნოსტირებული დაავადებები, ელექტროლიტების მნიშვნელოვანი დისბალანსი (ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია), უეცარი გარდაცვალება გულის მიზეზით ოჯახის ანამნეზში, გამოხატული ბრადიკარდია, სხვა პრეპარატებთან თანმხლები მიღებით, რომლებიც ახანგრძივებენ QT ინთერვალს და/ან აინდუცირებენ <<პირუეტის.>> ტიპის პარკუჭოვან პოლიმორფულ ტაქიკარდიას (იხ. ნაწილები <<გამოყენების თავისებურებები>> და <<ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები>>.

ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდი (იხ. ნაწილი <<მიღება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში>>)

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები.

უკუნაჩვენები კომბინაციები

ჰიდროქსიზინის გამოყენება სხვა პრეპარატებთან კომბინირებით, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინთერვალს და/ან აინდუცირებენ <<პირუეტის>> ტიპის პარკუჭოვან პოლიმორფულ ტაქიკარდიას, როგორებიცაა 1A კლასის (მაგალითად ქინიდიმი, დიზოპირამიდი) და III კლასის (მაგალითად ამიოდარონი, სოტალოლი), ანტიარითმიული პრეპარატები, ზოგიერთი ანტოჰისტამინური პრეპარატი, ზოგიერთი ნეიროლეფსიური საშუალება (მაგალითად ჰალოპერიდოლი), ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (მაგალითად ციტალოპრამი, ესციტალოპრამი), მალარიის საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად მეფლოქინი და ჰიდროქსიქლოროქინი), ზოგიერთი ანტიბიოტიკი (მაგალითად ერითრომიცინი, ლევოფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი), სოკოს საწინააღმდეგო ზოგიერთი საშუალება (მაგალითად პენტამიდინი), კუჭნაწლავის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად პრუკალოპრიდი), ზოგიერთი პრეპარატი, რომლებიც კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება (მაგალითად ტორემიფენი, ვანდეტანიბი), მეთადონი, გულის არითმიის რისკს ამაღლებს. ამიტომ, აღნიშნული კომბინაციები უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი <<უკუჩვენებები>>).

კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ უსაფრთხოების ზომებს

ბრადიკარდიის შემთხვევვაში, სიფრთხილის დაცვაა საჭირო იმ პრეპარატების გამოყენებისას, რომლებიც იწვევენ ჰიპოკალიემიას. ასევე სიფრთხილეა საჭირო ჰიდროქსიზინის გამოყენებისას რეკომენდირებულზე უფრო მაღალი დოზებით, როდესაც ეს პრეპარატი პაციენტს ეძლევა იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებსაც შეუძლით გამოიწვიონ გულის არითმია, მაგალითად, როგორებიცაა ქინიდინი, ლითიუმი, თიორიდაზინი, ტრიციკლური ანტიდეპრესანთები, ატროპინი და მათი მსგავსი პრეპარატები.

გასათვალისწინებელია ჰიდროქსიზინი-ზნ-ის გაძლიერებული მოქმედება მისი მიცემისას პაციენთებისათვის იმ სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას ან ავლენენ ანტიქოლინერგიულ ეფექტს. ასეთ შემთხვევაში, მათი დოზები შეირჩევა ინდივიდუალურად. ჰიდროქსიზინი-ზნ-ის ეფექტებს აპოტენცირებს ასევე ალკოჰოლი.

თავიდან უნდა იქნას აცილებული ჰიდროქსიზინი-ზნ-ის დანიშვნა მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებთან ერთად.

ანტიკოაგულანთებით მკურნალობისას, მკურნალობის დაწყებამდე უნდა შემოწმდეს ჰემოსტაზი.

ეს პრეპარატი აბრკოლებს ადრენალინის პრესორულ მოქმედებას, არის ფენიტოინის კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედებების ანტაგონისტი ვირთაგვებში, ასევე აბრკოლებს ბეტაჰისტინისა და ქოლინესტერაზას ბლოკატორი პრეპარატების ეფექტებს.

აუცილებელია, რომ ამ პრეპარატით მკურნალობა შეწყდეს ალერგიული ტესტის ჩატარებამდე ან მეტაქონილით პროვოკაციული სინჯის აღებამდე არანაკლებ 5 დღით ადრე, რათა თავიდან იქნას აცილებული მისი გავლენა ტესტების შედეგებზე.

ჰიდროქსიზინის შეყვანამ შეიძლება შეუქმნას დაბრკოლებები 17-ჰიდროქსიკორტიკოსტეროიდების განსაზღვრას შარდში.

ციმეტიდინი 600 მგ-ის დღეში ორჯერადმა დოზამ 36%-ით აამაღლა სისხლის შრატში ჰიდროქსიზინის კონცენტრაცია და 20%-ით შეამცირა ცეტირიზინის მეტაბოლიტის პიკური კონცენტრაციები.

ჰიდროქსიზინი-ზნ წარმოადგენს CYP2D6-ის (K1 (Ki): 3.9მკმოლი; 1.7 მკგ/მლ) ინჰიბიტორს და მაღალი დოზების შემთხვევაში, შეუძლია გამოიწვიოს მედიკამენტოზური ურთიერთქმედება CYP2D6-ის სუბსტრატებთან (მეტოპროლოლი, პროპაფენონი, თიმოლოლი, ამიტრიპტილინი, კლომიპრამინი, დეზიპრამინი, იმიპრამინი, პაროქსეტინი, ჰალოპერიდოლი, რისპერიდონი, თიორიდაზინი, არიპიპრაზოლი, კოდეინი, დექსტრომეტორფანი, დულოქსეტინი, ფლეკაინიდი, მექსილეტინი, ონდანსეტრონი, თემოქსიფენი, ტრამადოლი, ვენლაფაქსინი).

სამკურნალო საშუალება არ ახდენს მაინჰიბირებელ ზემოქმედებას 100მკმოლ კონცენტრაციისას უდფ-გლუკურონილტრანსფერაზას 1A1 და 1A6 იზოფორმებზე ადამიანის ღვიძლის მიკროსომებში. იგი ახდენს P450 ციტოქრომას 2C9/C10, 2C19 და 3A4 იზოფორმების ინჰიბიციას, როდესაც მისი კონცენტრაცია პლაზმაში, პიკურ კონცენტრაციებზე მაღალია (K150 (IC50):103-140მკმოლი; 46-52მკ/მლ). ამიტომ, ნაკლებია ალბათობა, რომ სამკურნალო საშუალებას შეუძლია დაარღვიოს იმ სამკურნალოპრეპარატების მეტაბოლიზმი, რომლებიც ამ ფერმენთების სუბსტრატებს წარმოადგენენ.

100მკმოლ კონცენტრაციისას, მეტაბოლიტ ცეტირიზინს არ აქვს მაინჰიბირებელი ეფექტი ადამიანის ღვიძლის P450 ციტოქრომაზე და უდფ-გლუკურონილტრანსფერაზას იზოფორმებზე.

ჰიდროქსიზინი მეტაბოლიზდება ალკოჰოლდეჰიდროგენეზათი და CYP3A4/5-ით. ჰიდროქსიზინის კონცენტრაციის ამაღლება სისხლში. შეიძლება მოსალოდნელი იყოს მაშინ, როდესაც ჰიდროქსიზინი გამოიყენება ამ ფერმენთების ცნობილ ძლიერ ინჰიბიტორ პრეპარატებთან კომბინაციაში (ტელიტრომიცინი, კლარიტრომიცინი, დელავირდინი, სტირეპენტოლი, კეტოკონაზოლი, ვორიკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოზაკონააზოლი და აივ პროტეაზას ზოგიერთი ინჰიბიტორი, მათ შორის ატაზანავირი, ინდინავირი, ნელფინავირი, ტიტონავირი, საკვინავირი, ლოპინავირი/რიტონავირი, საკვინავირი/რიტონავირი და ტიპრანოვირი/რიტონავირი) თუმცაღა, როდესაც ინჰიბირდება მეტაბოლიზმის მხოლოდ რომელიმე ერთი გზა, მაშინ სხვა გზებს შეუძლიათ მოახდინონ მისი ნაწილობრივი კომპენსაცია.

გამოყენების თავისებურებები:

ჰიდროქსიზინი სიფრთხილის დაცვით უნდა დაენიშნოს კრუნჩხვითი რეაქციებისადმი მიდრეკილ პაციენთებს.

ანტიქოლინერგიული ეფექტის გამო, ეს პრეპარატი სიფრთხილის დაცვით უნდა დაენიშნოს პაციენთებს, რომლებსაც აქვთ გლაუკომა, პროსტატას ჰიპერტროფია, გაძნელებული შარდგამოყოფა, კუჭნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დაქვეითება, გრავისის მიასტენია, დემენცია.

პაციენთებისათვის, რომლებიც მკურნალობენ ცენტრალური ნევული სისტემის (ცნს) სხვა დეპრესანთებით ან ქოლინობლოკატორებით, ჰიდროქსიზინის დოზა უნდა დაკორექტირდეს (იხ. ნაწილი <<ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები>>).

ჰიდროქსიზინი-ზნ-ით მკურნალობის პერიოდში, პაციენთებმა თავი უნდა შეიკავონ ალკოჰოლის ან სხვა სედაციური პრეპარატების მიღებისაგან (იხ. ნაწილი <<ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები>>).

ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე

ჰიდროქსიზინის გამოყენება უკავშირდებოდა QT ინთერვალის გახანგრძლივებას ეკგ-ზე. პოსტმარკეტინგული დაკვირვებების დროს დაფიქსირდა QT ინთერვალის გახანგრძლივებისა და <<პირუეტის>> ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის შემთხვევები, პაციენთებში, რომლებიც ღებულობდნენ ჰიდროქსიზინს. ამ პაციენთების უმეტესობას ჰქონდათ სხვა რისკ-ფაქტორებიც, კერძოდ – ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა და თანმხლები მკურნალობა, რაც შესაძლოა ხელსაც კი უწყობდა ამ სიმპტომების განვითარებას (იხ. ნაწილი <<გვერდითი რეაქციები>>).

ჰიდროქსიზინი გამოყენებული უნდა იყოს მინიმალური ეფექტური დოზით და უმოკლეს დროის პერიოდში. ისეთი სიმპტომების ან ნიშნების წარმოშობისას, რომლებიც შეიძლება გულის არითმიას უკავშირდებოდეს, ჰიდროქსიზინით მკურნალობა უნდა შეწყდეს, პაციენთებმა კი დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს.

პაციენთებს უნდა გაეწიოთ რეკომენდაცია, რომ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობონ გულის მხრივ რაიმე სიმპტომების წარმოშობის შესახებ.

კანის რეაქციები

ჰიდროქსიზინის გამოყენებისას, აღნიშნულია სიცოცხლისათვის საშიში კანის/იმუნოლოგიური რეაქციები, როგორებიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულეზი ან ანგიონევროზული შეშუპება.

პაციენთები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ ამ ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ, ასევე საჭიროა მათი მეთვალყურეობა კანის/იმუნოლოგიურ რეაქციების განვითარების მხრივ. სტივენს-ჯონსონის სინდრომის, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულეზის ან ანგიონევროზული შეშუპების წარმოქმნის ყველაზე დიდი რისკი არსებობს მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღიდან, რამდენიმე კვირამდე პერიოდში.

სტივენს-ჯონსონის სინდრომის, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულეზის ან ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომების ან ნიშნების არსებობის შემთხვევაში (მაგალითად პროგრესირებადი გამონაყარი კანზე, რასაც ხშირად თან ახლავს ტკივილი, ბუშტუკების წარმოქმნა კანზე, ლორწოვანი გარსების დაზიანება და ზოგჯერ ცხელებაც), პაციენტმა სამკურნალო საშუალების მიღება უნდა შეწყვიტოს და სამედიცინო მუშაკს უნდა მიმართოს დახმარებისათვის.

სტივენს-ჯონსონის სინდრომის, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულეზის ან ანგიონევროზული შეშუპების მკურნალობისას, საუკეთესო შედეგები მიიღწევა ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გზით, აგრეთვე საეჭვო პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტით. უკეთესი პროგნოზი კეთდება პრეპარატის ადრეული მოხსნის შემთხვევაში.

თუ სამკურნალო საშუალების მიღებისას პაციენტს უვითარდება სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულეზი ან ანგიონევროზული შეშუპება, მას აღარასოდეს უნდა მიეცეს ეს პრეპარატი.

ხანდაზმული ასაკის პაციენთები

ხანდაზმული ასაკის პაციენთებისათვის ჰიდროქსიზონის მიცემა რეკომენდირებული არ არის, ამ პოპულაციაში ჰიდროქსიზინის გამოყოფის შემცირების გამო უფრო დაბალი ასაკის პაციენთებთან შედარებით, და ასევე გვერდითი მოვლენების განვითარების დიდი რისკის გათვალისწინებით (მაგალითად Aანტიქოლინერგიული ეფექტები) (იხ. ნაწილები <<მიღების წესი და დოზები>> და <<გვერდითი რეაქციები>>)

ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, აგრეთვე თირკმლის უკმარისობის ზომიერი ან მძიმე ფორმის მქონე პაციენთებისათვის, პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს (იხ. ნაწილი <<მიღების წესი და დოზები>>).

თუ პაციენტს დაგენილი აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია

პედიატრიული პოპულაცია

ადრეული ასაკის ბავშვებს უფრო მეტად ახასიათებთ გვერდითი ეფექტების განვითარება ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (იხ. ნაწილი <<გვერდითი რეაქციები>>). ბავშვებში კრუნჩხვების განვითარება უფრო ხშირად აღინიშნება, ვიდრე ზრდასრულ პირებში.

მიღება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულობა. პრეპარატის რეპროდუქციული ტოქსიკურობა დადგენილია ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით. ჰიდროქსიზინი ლახავს პლაცენტარულ ბარიერს, რაც იწვევს მის უფრო მაღალ კონცენტრაციებს ნაყოფში, დედის ორგანიზმთან შედარებით. ამჟამად, რელევანტური ეპიდემიოლოგიური მონაცემები ორსულობის პერიოდში ჰიდროქსიზინის ეფექტების შესახებ არ არსებობს. ამიტომ, სამკურნალო საშუალება ორსულობის პერიოდში უკუნაჩვენებია.

ახალშობილებში, რომელთა დედები ორსულობის გვიან პერიოდში და/ან მშობიარობის პერიოდში ღებულობდნენ სამკურნალო საშუალებას, აღენიშნებოდათ შემდეგი მოვლენები: ჰიპოტონია, მოძრაობითი დარღვევები, მათ შორის ექსტრაპირამიდული დარღვევები, კლონური მოძრაობები, ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, ნეონატალური ჰიპოქსიური მდგომარეობა ან შარდის შეკავება. ამიტომ, სამკურნალო საშუალება ორსულობის პერიოდი უკუნაჩვენებია.

ძუძუთი კვება.

ჰიდროქსიზინის ძირითადი მეტაბოლიტი ცეტირიზინი, აღწევს დედის რძეში.

რძეში ჰიდროქიზინის ექსკრეციის შესახებ კვლევები ჩატარებული არ არის, მაგრამ მძიმე ხარისხის გვერდითი ეფექტები გამოვლენილია ახალშობილებში/ჩვილებში, რომელთა დედები ჰიდროქსიზინს ღებულობდნენ სამკურნალოდ.

სამკურნალო საშუალება უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების პერიოდში. ამ პრეპარატით მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ფერტილობაა. ადამიანის ფერტილობაზე ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ არის.

ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოტანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას

ჰიდროქსიზინს შეუძლია უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს რეაგირების სისწრაფეზე და ყურადღების კონცენტრირების უნარზე. პაციენთებმა უნდა იცოდნენ ამის შესახებ, და სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ავტომობილის მართვისას ან ზუსტ მექანიზმებთან მუშაობისას.

თავი უნდა შევიკავოთ ჰიდროქსიზინი-ზნ-ისა და ალკოჰოლის ან სხვა სედატიური პრეპარატების ერთდროულად მიღებისაგან, რადგან ეს კომბინაციები ზემოაღნიშნულ ეფექტებს აძლიერებს.

მიღების წესი და დოზები:

სამკურნალო საშუალებას ღებულობენ პერორალურად.

ჰიდროქსიზინი გამოყენებული უნდა იყოს მინიმალური ეფექტური დოზით და უმოკლეს დროის პერიოდში.

ზრდასრულები:

შფოთვითი მდგომარეობების სიმპტომური მკურნალობისათვის: 50-100მგ დღეში, ანუ 25 მგ-იანი 2-4 ტაბლეტი საღამოს, ძილის წინ, შფოთვითი მდგომარეობის განვითარების შემთხვევაში, განსაკუთრებით – უძილობისას

ალერგიული ქავილის სიმპტომური მკურნალობისათვის: 25-100მგ დღეში, ანუ 1-4 25მგ-იანი ტაბლეტი დღეში.

მაქსიმალური დღიური დოზა ზრდასრული პირებისა და 40კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებისათვის, შეადგენს 100მგ-ს.

მკურნალობის ხანგრძლივობას სიმპტომების საფუძველზე განსაზღვრავს ექიმი და ადგენს მინიმალურ შესაძლო მხარდამჭერ დოზას.

იმის გათვალისწინებით, რომ ჰიდროქსიზინზე პასუხი სხვადასხვა პაციენთებში შეიძლება სხვაგასხვაგვარი იყოს, რეკომენდირებულია მკურნალობის დაწყება დაბალი დოზებითა და მათი თანდათანობითი გაზრდით ყველაზე ოპტიმალურ დოზამდე, რომელიც შესაბამისად იქნება კორექტირებული პაციენტის პასუხის მიხედვით.

ბავშვები:

ალერგიული ქავილის სიმპტომური მკურნალობისათვის:

12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები და მოზარდები (40კგ-ზე მეტი სხეულის მასით): 25-100მგ/დღეში, ანუ 1-4 25მგ-იანი ტაბლეტი დღეში;

9-დან 12 წლამდე ბავშვები (28-40კგ სხეულის მასით): 25-75მგ/დღეში, ანუ 1-3 25მგ-იანი ტაბლეტი დღეში;

7-დან 9 წლამდე ბავშვები (23-28კგ სხეულის მასით): 25-50მგ/დღეში, ანუ 1-2 25მგ-იანი ტაბლეტი დღეში;

4-დან 7 წლამდე ბავშვები (17-23კგ სხეულის მასით): 25-37,5მგ/დღეში, ანუ 1-11/2 25მგ-იანი ტაბლეტი დღეში;

3-დან 4 წლამდე ბავშვები (12,5-17კგ სხეულის მასით): 12,5-25მგ/დღეში, ანუ 11/2-1 25მგ-იანი ტაბლეტი დღეში.

დოზა გამოიანგარიშება სხეულის მასის მიხედვით, 1მგ/კგ/დღე-დან მაქსიმუმ 2მგ/კგ/დღე-მდე დიაპაზონში გასანაწილებელ დოზებად.

40კგ-მდე სხეულის მასის ბავშვებისათვის დღიური დოზაა 2მგ/კგ/დღე, 40კგ-ზე მეტი სხეულის მასის ბავშვებისათვბის კი დღიური დოზა შეადგენს 100მგ-ს.

განსაკუთრებული პოპულაციები

ხანდაზმული ასაკის პაციენთები

ხანდაზმული ასაკის პაციენთებისათვის მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 50მგ-ს (იხ. ნაწილი <<გამოყენების თავისებურებები>>).

თირკმლის უკმარისობა

დროებითი ეფექტის მიღწევის საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება ნახევრამდე შემცირდეს. ეს ასევე შეიძლება ეხებოდეს თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენთებს

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენთებისათვის, რეკომენდირებულია, რომ დღიური დოზა შემცირდეს 33%-ით.

ბავშვები

ბავშვებისათვის სამკურნალო საშუალების მიღების წესი დაწვრილებითა აღწერილია ნაწილში <<მიღების წესი და დოზები>>.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები

ამ პრეპარატის მნიშვნელოვანი ჭარბი დოზით მიღების სიმპტომები უპირატესად უკავშირდება ზედმეტ ანტიქოლინერგიულ დატვირთვას, ცნს-ის დათრგუნვას ან პარადოქსალურ სტიმულაციას. მნიშვნელოვნად ჭარბი დოზის სიმპტომები შეიძლება იყოს: გულისრევა, პირღებინება, ტაქიკარდია, ჰიპერთერმია, ძილიანობა, თვალის გუგის რეფლექსების დარღვევა, ტრემორი, ცნობიერების დაბინდვა ან ჰალუცინაციები. ამის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს გონებრივი აქტივობის დონის შემცირება, სუნთქვის დათრგუნვა, კრუნჩხვები, არტერიული ჰიპოტენზია ან კარდიოარითმია ბრადიკარდიის ჩათვლით. შესაძლებელია ასევე კომის სიმძიმის ხარიხის ამაღლება და კარდიორესპირატორული კოლაფსის წარმოშობა.

მკურნალობა

აუცილებელია სასუნთქი გზების, სუნთქვის, სისხლის მიმოქცევის მდგომარეობის მკაცრი კონტროლი ეკგ-ის უწვეტი ჩაწერითა და ჟანგბადის საკმარისი მარაგის უზრუნველყოფით. ასევე საჭიროა პაციენტის გულის მაჩვენებლებისა და არტერიული წნევის 24-საათიანი მონიტორინგი ასეთი სიმპტომების გაქრობის შემდეგ.

ცვლადი ფსიქიური სტატუსის მქონე პაციენთების მიმართ, აუცილებელია მათი შემოწმება ორგანიზმში ალკოჰოლის ამ სხვა პრეპარატების არსებობაზე. აუცილებლობის შემთხვევებში, უნდა დაინიშნოს ჟანგბადი, ნალოქსონი, გლუკოზა, თიამინი.

ვაზოპრესული ეფექტის მიღების საჭიროების შემთხვევაში პაციენტს უნდა დაენიშნოს ნორადრენალინი ან მეტარამენოლი. ადრენალინის დანიშვნა არ შეიძლება.

კომი ან კრუნჩხვების განვითარების შემთხვევაში, მგრძნობელობის სწრაფი შემცირების სიმპტომების ან მიდრეკილებების მქონე პაციენთებისათვის იპეკაკუანის სიროფის მიცემა არ შეიძლება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ასპირაციული პნევმონია.

პრეპარატის კლინიკურად მნიშვნელოვანი რაოდენობით გადაყლაპვის შემთხვევაში, შეიძლება ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა წინასწარი ენდოტრაქეალური ინტუბაციით. შეიძლება ასევე გამოვიყენოთ გააქტიურებული ნახშირი, მაგრამ, მის ეფექტურობას მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობის შემთხვევები ადასტურებს. ჰემოდიალიზი ან ჰემოპერფუზია მიზანშეწონილი არ არის. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

პუბლიკაციების მონაცემები გვიჩვენებს, რომ მძიმე, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ანტიქოლინერგიული ეფექტების არსებობისას, რომლებიც ცუდად ექვემდებარება მკურნალობას და არ რეაგირებენ პრეპარატებზე, შესაძლოა სასარგებლო იყოს ფიზოსტიგმინის საცდელი თერაპიული დოზები. გონზე მყოფი პაციენთებისათვის ფიზოსტიგმინის მიცემა მხოლოდ მხარდამჭერი თერაპიის სახით, არ შეიძლება. თუ პაციენტს ჰიდროქსიზინთან ერთად ციკლური ანტიდეპრესანთებიც ეძლევა, მაშინ ფიზოსტიგმინმა შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევები და გაჩერება, რაც ცუდად ექვემდებარება მკურნალობას. გულის გამტარი სისტემის დარღვევებისას, ფიზოსტიგმინის დანიშვნა არ შეიძლება.

გვერდითი რეაქციები.

გვერდითი რეაქციები ძირითადად დაკავშირებულია ცნს-ის დეპრესიასთან ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე პარადოქსულ მასტიმულირებელ ეფექტებთან, ანტიქოლინერგულ აქტივობასთან ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებთან.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში ჩამოთვლილია პოსტმარკეტინგული გამოყენების დროს და პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები ჰიდროქსიზინის შემთხვევაში, სულ მცირე 1%-იანი სიხშირით (735 სუბიექტი, რომელიც იღებდა ჰიდროქსიზინს დღეში 50 მგ-მდე დოზით და 630 სუბიექტი, რომელიც იღებდა პლაცებოს).

კლინიკურ კვლევებში გვერდითი რეაქციების სიხშირე ასევე მოცემულია პროცენტულად, როდესაც ეს შესაძლებელია; პოსტმარკეტინგული გამოყენების დროს დაფიქსირებული გვერდითი რეაქციების სიხშირის სანდოდ შეფასება შეუძლებელია.

პრეპარატის გამოყენების დროს დაფიქსირებული შემდეგი გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია ორგანოების სისტემის მიხედვით MeDDRA-ს [მარეგულირებელი საქმიანობის სამედიცინო ლექსიკონი] მიხედვით და სიხშირის მიხედვით შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (> 1/10); ხშირი (> 1/100-დან < 1/10-მდე); არახშირი (> 1/1000-დან < 1/100-მდე); იშვიათი (> 1/10,000, < 1/1,000); ძალიან იშვიათი (< 1/10,000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

კლინიკური კვლევების დროს გამოვლინდა ზოგიერთი გვერდითი რეაქცია ქვემოთ ჩამოთვლილი სიხშირით. თუმცა, ზოგიერთი გვერდითი რეაქცია სპონტანურად დაფიქსირდა პოსტმარკეტინგული გამოყენების დროს. იმ შემთხვევებში, როდესაც სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით, ის ჩამოთვლილია, როგორც <<უცნობი>>.

გვერდითი რეაქციები

გვერდითი რეაქციების სიხშირე (%)

იმუნური სისტემის მხრივ:

ჰიპერმგრძნობელობა

იშვიათად

ანაფილაქსიური შოკი

ძალიან იშვიათად

ფსიქიკური დარღვევები:

აგზნება

არახშირად

დაბნეულობა

არახშირად

დეზორიენტაცია

იშვიათად

ჰალუცინაციები

იშვიათად

ნევროლოგიური დარღვევები:

ძილიანობა

ძალიან ხშირად (13.74)

თავის ტკივილი

ხშირად (1.63)

სედაცია

ხშირად

თავბრუსხვევა

არახშირად

უძილობა

არახშირად

ტრემორი

არახშირად

კრუნჩხვები

იშვიათად

დისკინეზია

იშვიათად

გონების დაკარგვა (სინკოპე)

სიხშირე უცნობია

მხედველობის ორგანოების მხრივ:

აკომოდაციის დარღვევა

იშვიათად

დაბინდული მხედველობა

იშვიათად

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:

ტაქიკარდია

იშვიათად

QT ინტერვალის გახანგრძლივება (იხილეთ განყოფილება „განაცხადის მახასიათებლები“)

სიხშირე უცნობია

პარკუჭოვანი არითმია (მაგ., torsades de poinTes)

სიხშირე უცნობია

სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:

არტერიული ჰიპოტენზია

იშვიათად

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ:

ბრონქოსპაზმი

ძალიან იშვიათად

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

პირის სიმშრალე

ხშირად (1.22)

გულისრევა

არახშირად

ყაბზობა

იშვიათად

ღებინება

იშვიათად

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ:

ღვიძლის ფუნქციური ტესტების ცვლილებები

იშვიათად

ჰეპატიტი

სიხშირე უცნობია

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:

ქავილი

იშვიათად

ერითემატოზული გამონაყარი

იშვიათად

მაკულოპაპულური გამონაყარი

იშვიათად

ჭინჭრის ციება

იშვიათად

დერმატიტი

იშვიათად

ანგიონევროზული შეშუპება

ძალიან იშვიათად

გაძლიერებული ოფლიანობა

ძალიან იშვიათად

ფიქსირებული წამლისმიერი ერითემა

ძალიან იშვიათად

მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი

ძალიან იშვიათად

მულტიფორმული ერითემა

ძალიან იშვიათად

სტივენს-ჯონსონის სინდრომი

ძალიან იშვიათად

ბულოზური მდგომარეობები (მაგ. ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, პემფიგოიდი)

სიხშირე უცნობია

საშარდე სისტემის მხრივ:

შარდის შეკავება

იშვიათად

ზოგადი დარღვევები:

სწრაფი დაღლილობა

ხშირად (1.36)

ზოგადი სისუსტე

არახშირად

ცხელება

არახშირად

ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილებები:

წონის მატება

სიხშირე უცნობია

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

შემდეგი გვერდითი რეაქციები დაკავშირებულია ცეტირიზინთან, ჰიდროქსიზინის მთავარ მეტაბოლიტთან: თრომბოციტოპენია, აგრესია, დეპრესია, ტიკები, დისტონია, პარესთეზია, ოკულოგირული კრიზისი, დიარეა, დიზურია, შარდის შეუკავებლობა, სისუსტე, შეშუპება, წონის მატება - და შესაბამისად, პოტენციურად შეიძლება განვითარდეს ჰიდროქსიზინის გამოყენებისას.

გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია სამკურნალო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ. ეს იძლევა სამკურნალო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას. ჯანდაცვის სპეციალისტებმა ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინება უნდა გაგზავნონ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით.

ვარგისობის ვადა: 5 წელი.

შენახვის პირობები:

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე

შეფუთვა:

10 ტაბლეტი ბლისტერში; 3 ბლისტერი კოლოფში

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი, სერიის გამოშვებაზე პასუხისმგებელი:

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება `ხარკოვის ფარმაცევტული საწარმო `ზდოროვიე ნაროდუ~

უკრაინა, 61002, ხარკოვის ოლქი, ქ. ხარკოვი, კულიკოვსკაიას ქუჩა, სახლი 41.

მწარმოებელი:

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება `ფარმექს გრუპ”

უკრაინა, 08301, კიევის ოლქი, ქალაქი ბორისპოლი, შევჩენკოს ქუჩა, სახლი 100

ბოლო გადახედვის თარიღი: 18.11.2024

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა