პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვიტამინები

რეგიმედი

Regimed

ურეცეპტოდ100მგ + 200მგ + 0,2მგინსტრუქცია ქართულადმაკედონია
რისთვის გამოიყენება

გამოიყენება ნევროლოგიურ პრაქტიკაში კომპლექსური თერაპიის ერთ-ერთი კომპონენტის სახით, ისეთი დაავადებების დრო, როგორებიცაა: ტრიგემინალური ნევრალგია; სხვადასხვა გენეზის პოლინევრიტები (დიაბეტური და ალკოჰოლური პოლინეიროპათიის ჩათვლით); ნევრიტები (პერიფერიული ნერვების ანთებითი დაავადებები); ნეკნთაშუა ნევრალგია; …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
100მგ + 200მგ + 0,2მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20 (2X10)
მწარმოებელი
REPLEK FARM Ltd. Skopje, მაკედონია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვიტამინები, ვიტამინი B1 კომბინაციაში B6 და/ან B12 ვიტამინებთან
ATC კოდი
A11DB
რეგისტრაციის ნომერი
რ-037142
რეგისტრირებულია
11 იანვარი 2023, მოქმედებს 11 იანვარი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
SPEY MEDICAL Ltd. (დიდი ბრიტანეთი)
განმცხადებელი
შპს „ვეგაფარმ-ჯორჯია“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებარეგიმედი და სხვა წამალი ერთად

რეგიმედი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

გამოიყენება ნევროლოგიურ პრაქტიკაში კომპლექსური თერაპიის ერთ-ერთი კომპონენტის სახით, ისეთი დაავადებების დრო, როგორებიცაა:

ტრიგემინალური ნევრალგია;

სხვადასხვა გენეზის პოლინევრიტები (დიაბეტური და ალკოჰოლური პოლინეიროპათიის ჩათვლით);

ნევრიტები (პერიფერიული ნერვების ანთებითი დაავადებები);

ნეკნთაშუა ნევრალგია;

იშიალგია (საჯდომი ნერვის დაზიანება, გამოწვეული მისი ანთებით ან კომპრესიით), ლუმბაგო (წელის სინდრომი ან წელკავი, რომლის ძირითადი სინდრომია წელის მკვეთრი ტკივილი) და ლუმბოიშიალგია;

პლექსიტი (მხრის, გავა-წელის ან კისრის);

ფესვის სინდრომი (რადიკულოპათია), განვითარებული ხერხემლის დეგენერაციული დაავადებების ფონზე.

სახის ნერვის ნეიროპათია (ბელის დამბლის და პროზოპლეგიის ჩათვლით).

მიღების წესი და დოზირება

შიგნით, ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად და მცირე რაოდენობის სითხის დაყოლებით.

ინიშნება თითო ტაბლეტი 1-3 ჯერ დღეში.

კურსის ხანგრძლივობა - ექიმის რეკომენდაციით.

არ არის რეკომენდირებული მკურნალობა პრეპარატის მაღალი დოზებით 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ

ბავშვთა ასაკი (პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის გამოკვლეული).

სიფრთხილის ზომები

ციანოკობალამინს შეუძლია ფოლიუმის მჟავის დეფიციტის სიმპტომების მასკირება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პირიდოქსინი ამცირებს ლევოდოპას პარკინსონის საწინააღმდეგო ეფექტურობას.

ეთანოლი მკვეთრად ამცირებს თიამინის შეწოვას.

პრეპარატ რეგიმედის მიღების დროს არ არის რეკომენდირებული პოლივიტამინური კომპლექსების მიღება, რომლებიც შეიცავენ B ჯგუფის ვიტამინებს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

რეგომედი არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მათვის უნარზე.

გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატი კარგად გადაიტანება ავადმყოფების მიერ. ერთეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ტაქიკარდია, კანის რეაქციები ქავილის და ჭინჭრის ციების სახით.

ამა თუ იმ არასასურველი ეფექტების აღნიშვნისას საჭიროა დაუყოვნებლივ ტაბლეტების მიღების შეწყვეტა და მკურნალ ექიმთან კონსულტაციის ჩატარება.

ჭარბი დოზა

პრეპარატ რეგიმედის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინების ჭარბი დოზირების კლინიკური სიმპტომები შეიძლება მოსალოდნელი იყოს მხოლოდ მაღალი დოზების მიღების შემდეგ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში.

სიმპტომები: ნევროპათია ატაქსიით და მგრძნობელობის დარღვევვით, ცერებრალური კრუნჩხვები ელექტროენცეფალოგრაფიის ცვლილებებით, ალერგიული რეაქციები.

მკურნალობა: ჭარბი დოზირების გამოვლინებების სიმძიმის მიხედვით, საჭიროა კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის დანიშვნა, შედგომი სიმპტომატური მკურნალობა.

შემადგენლობა

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

თიამინის ჰიდროქლორიდი (B1) 100 მგ

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (B6) 200 მგ

ციანოკობალამინი (B12) 0, 2 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, პოვიდონი, მეთილცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი, ტიტანის დიოქსიდი.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა:

მითითებულია შეფუთვაზე.

ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

სავაჭრო მარკის და სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:

SPEY MEDICAL Ltd.,

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

წარმოებულია:

რეპლეკ ფარმა ლტდ., სკოპიე-ს მიერ

სკოპიე, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა

ფარმაკოლოგიური თვისებები

B1 ვიტამინის კომბინაცია B6 და B12 ვიტამინებთან

ათქ კოდი: ათქ A11DB.

ფარმკოლოგიური მოქმედება:

ფარმაკოდინამიკა:

თიამინი (ვიტამინი B1) ადამიანის ორგანიზმში, ფოსფორილირების პროცესების შედეგად, გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციების კოფერმენტს. თიამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში. აქტიურად მონაწილეობს სინაფსებში ნერვული აგზნების გატარების პროცესებში.

პირიდოქსინი (ვიტამინი B6) აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ფოსფორილირებული ფორმით წარმოადგენს კოფერმენტს ამინომჟავების მეტაბოლიზმში (დეკარბოქსილირება, გადაამინირება და სხვ.). მოქმედებს როგორც უმნიშვნელოვანესი ფერმენტების კოფერმენტი, რომლებიც მოქმედებენ ნერვულ ქსოვილებში. მონაწილეობს მრავალი ნეირომედიატორების ბიოსინთეზში - როგორიცაა დოფამინი, ნორადრენალინი, ადრენალინი, ჰისტამინი და გამა-ამინოზეთოვანი მჟავა.

ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) აუცილებელია ნორმალური სისხლმბადი ფუნქციისათვის და ერითროციტების მომწიფებისათვის, ასევე მონაწილეობს რიგ ბიოქიმიურ რეაქციებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზმის ცხოველმყოფელობას - მეთილის ჯგუფის გადატანაში, ნუკლეინის მჟავების, ცილის სინთეზში, ამინომჟავების, ნახშირწყლების, ლიპიდების ცვლაში. ახდენს დადებით გავლენას პროცესებზე ნერვულ სისტემაში (ნუკლეინის მჟავების სინთეზი, ცერებროზიდების და ფოსფოლიპიდების ლიპიდური შემადგენლობა). ციანოკობალამინის კოფერმენტული ფორმები - მეთილკობალამინი და ადენოზილკობალამინი, აუცილებელია უჯრედების რეპლიკაციისა და ზრდისათვის.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატის კომპონენტები წყალში ხსნადი ვიტამინებია, რაც გამორიცხავს ორგანიზმში მათ კუმულაციის შესაძლებლობას.

თიამინი და პირიდოქსინი აბსორბირდება ნაწლავის ზედა ნაწილში, აბსორბციის ხარისხი დამოკიდებულია დოზაზე. ციანოკობალამინის აბსორბცია იწყება კუჭში, ციანოკობალამინის მიწოდება ქსოვილებში ხორციელდება სატრანსპორტო ცილით ტრანსკობალამინი II-ით. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ყველა ვიტამინი მეტაბოლიზირდება ღვიძლში.

თიამინის და პირიდოქსინის გამოყოფა ორგანიზმიდან ხორციელდება თირკმელებით (დაახლოებით 8-10% გამოიყოფა უცვლელი სახით).

ციანოკობალამინი გამოიყოფა, ძირითადად, ნაღველით, თირკმელებით მისი გამოყოფის ხარისხი შეადგენს 6-დან 30%-მდე.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

რეგიმედი

სავაჭრო დასახელება: რეგიმედი.

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: თიამინი + პირიდოქსინი + ციანოკობალამინი.

სამკურნალო ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

შემადგენლობა: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

თიამინის ჰიდროქლორიდი (B1) 100 მგ

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (B6) 200 მგ

ციანოკობალამინი (B12) 0, 2 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, პოვიდონი, მეთილცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი, ტიტანის დიოქსიდი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: B1 ვიტამინის კომბინაცია B6 და B12 ვიტამინებთან

ათქ კოდი: ათქ A11DB.

ფარმკოლოგიური მოქმედება:

ფარმაკოდინამიკა:

თიამინი (ვიტამინი B1) ადამიანის ორგანიზმში, ფოსფორილირების პროცესების შედეგად, გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციების კოფერმენტს. თიამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში. აქტიურად მონაწილეობს სინაფსებში ნერვული აგზნების გატარების პროცესებში.

პირიდოქსინი (ვიტამინი B6) აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ფოსფორილირებული ფორმით წარმოადგენს კოფერმენტს ამინომჟავების მეტაბოლიზმში (დეკარბოქსილირება, გადაამინირება და სხვ.). მოქმედებს როგორც უმნიშვნელოვანესი ფერმენტების კოფერმენტი, რომლებიც მოქმედებენ ნერვულ ქსოვილებში. მონაწილეობს მრავალი ნეირომედიატორების ბიოსინთეზში - როგორიცაა დოფამინი, ნორადრენალინი, ადრენალინი, ჰისტამინი და გამა-ამინოზეთოვანი მჟავა.

ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) აუცილებელია ნორმალური სისხლმბადი ფუნქციისათვის და ერითროციტების მომწიფებისათვის, ასევე მონაწილეობს რიგ ბიოქიმიურ რეაქციებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზმის ცხოველმყოფელობას - მეთილის ჯგუფის გადატანაში, ნუკლეინის მჟავების, ცილის სინთეზში, ამინომჟავების, ნახშირწყლების, ლიპიდების ცვლაში. ახდენს დადებით გავლენას პროცესებზე ნერვულ სისტემაში (ნუკლეინის მჟავების სინთეზი, ცერებროზიდების და ფოსფოლიპიდების ლიპიდური შემადგენლობა). ციანოკობალამინის კოფერმენტული ფორმები - მეთილკობალამინი და ადენოზილკობალამინი, აუცილებელია უჯრედების რეპლიკაციისა და ზრდისათვის.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატის კომპონენტები წყალში ხსნადი ვიტამინებია, რაც გამორიცხავს ორგანიზმში მათ კუმულაციის შესაძლებლობას.

თიამინი და პირიდოქსინი აბსორბირდება ნაწლავის ზედა ნაწილში, აბსორბციის ხარისხი დამოკიდებულია დოზაზე. ციანოკობალამინის აბსორბცია იწყება კუჭში, ციანოკობალამინის მიწოდება ქსოვილებში ხორციელდება სატრანსპორტო ცილით ტრანსკობალამინი II-ით. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ყველა ვიტამინი მეტაბოლიზირდება ღვიძლში.

თიამინის და პირიდოქსინის გამოყოფა ორგანიზმიდან ხორციელდება თირკმელებით (დაახლოებით 8-10% გამოიყოფა უცვლელი სახით).

ციანოკობალამინი გამოიყოფა, ძირითადად, ნაღველით, თირკმელებით მისი გამოყოფის ხარისხი შეადგენს 6-დან 30%-მდე.

გამოყენების ჩვენებები:

გამოიყენება ნევროლოგიურ პრაქტიკაში კომპლექსური თერაპიის ერთ-ერთი კომპონენტის სახით, ისეთი დაავადებების დრო, როგორებიცაა:

ტრიგემინალური ნევრალგია;

სხვადასხვა გენეზის პოლინევრიტები (დიაბეტური და ალკოჰოლური პოლინეიროპათიის ჩათვლით);

ნევრიტები (პერიფერიული ნერვების ანთებითი დაავადებები);

ნეკნთაშუა ნევრალგია;

იშიალგია (საჯდომი ნერვის დაზიანება, გამოწვეული მისი ანთებით ან კომპრესიით), ლუმბაგო (წელის სინდრომი ან წელკავი, რომლის ძირითადი სინდრომია წელის მკვეთრი ტკივილი) და ლუმბოიშიალგია;

პლექსიტი (მხრის, გავა-წელის ან კისრის);

ფესვის სინდრომი (რადიკულოპათია), განვითარებული ხერხემლის დეგენერაციული დაავადებების ფონზე.

სახის ნერვის ნეიროპათია (ბელის დამბლის და პროზოპლეგიის ჩათვლით).

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ

ბავშვთა ასაკი (პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის გამოკვლეული).

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

გამოყენების წესი და დოზირება:

შიგნით, ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად და მცირე რაოდენობის სითხის დაყოლებით.

ინიშნება თითო ტაბლეტი 1-3 ჯერ დღეში.

კურსის ხანგრძლივობა - ექიმის რეკომენდაციით.

არ არის რეკომენდირებული მკურნალობა პრეპარატის მაღალი დოზებით 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში.

გვერდითი მოქმედება:

პრეპარატი კარგად გადაიტანება ავადმყოფების მიერ. ერთეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ტაქიკარდია, კანის რეაქციები ქავილის და ჭინჭრის ციების სახით.

ამა თუ იმ არასასურველი ეფექტების აღნიშვნისას საჭიროა დაუყოვნებლივ ტაბლეტების მიღების შეწყვეტა და მკურნალ ექიმთან კონსულტაციის ჩატარება.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატ რეგიმედის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინების ჭარბი დოზირების კლინიკური სიმპტომები შეიძლება მოსალოდნელი იყოს მხოლოდ მაღალი დოზების მიღების შემდეგ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში.

სიმპტომები: ნევროპათია ატაქსიით და მგრძნობელობის დარღვევვით, ცერებრალური კრუნჩხვები ელექტროენცეფალოგრაფიის ცვლილებებით, ალერგიული რეაქციები.

მკურნალობა: ჭარბი დოზირების გამოვლინებების სიმძიმის მიხედვით, საჭიროა კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის დანიშვნა, შედგომი სიმპტომატური მკურნალობა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

პირიდოქსინი ამცირებს ლევოდოპას პარკინსონის საწინააღმდეგო ეფექტურობას.

ეთანოლი მკვეთრად ამცირებს თიამინის შეწოვას.

პრეპარატ რეგიმედის მიღების დროს არ არის რეკომენდირებული პოლივიტამინური კომპლექსების მიღება, რომლებიც შეიცავენ B ჯგუფის ვიტამინებს.

განსაკუთრებული მითითებები:

ციანოკობალამინს შეუძლია ფოლიუმის მჟავის დეფიციტის სიმპტომების მასკირება.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მათვის უნარზე:

რეგომედი არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მათვის უნარზე.

გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

გამოშვების ფორმა:

10 ტაბლეტი თითოეულ ბლისტერში. 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა:

მითითებულია შეფუთვაზე.

ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

სავაჭრო მარკის და სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:

SPEY MEDICAL Ltd.,

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

წარმოებულია:

რეპლეკ ფარმა ლტდ., სკოპიე-ს მიერ

სკოპიე, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა