B1, B6 და B12 ვიტამინების ჰიპო- და ავიტამინოზები. ნერვული სისტემის დაავადებები: ნევრიტი, პოლინევრიტი, ნევრალგია, პერიფერიული დამბლა და პარეზი, რადიკულიტი, ლუმბაგო, პლექსიტი, ნეკნთაშორისი ნევრალგია, სამწვერა ნერვის ნევრალგია, სახის ნერვის ნევრალგია, სახის ნერვის დამბლა, მრავლობითი სკლეროზი, ბავშვთა ცერებრალური დამბლა, …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პირიდოქსინი (pyridoxine) + თიამინი (thiamine) + ციანოკობალამინი (cyanocobalamin)
- ფორმა და შეფუთვა
- (250მგ + 250მგ + 1,5მგ)/5მლ 5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი მინის ამპულა №5
- მწარმოებელი
- DEMO S.A. Pharmaceutical Industry, საბერძნეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვიტამინები, ვიტამინი B1 კომბინაციაში B6 და/ან B12 ვიტამინებთან
- ATC კოდი
- A11DB
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046648
- რეგისტრირებულია
- 10 ნოემბერი 2026, მოქმედებს 10 ნოემბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- DEMO S.A. Pharmaceutical Industry (საბერძნეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ჯი.დი.ერ.ეს“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დემოტონი-B12 — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
B1, B6 და B12 ვიტამინების ჰიპო- და ავიტამინოზები.
ნერვული სისტემის დაავადებები: ნევრიტი, პოლინევრიტი, ნევრალგია, პერიფერიული დამბლა და პარეზი, რადიკულიტი, ლუმბაგო, პლექსიტი, ნეკნთაშორისი ნევრალგია, სამწვერა ნერვის ნევრალგია, სახის ნერვის ნევრალგია, სახის ნერვის დამბლა, მრავლობითი სკლეროზი, ბავშვთა ცერებრალური დამბლა, პერიფერიული ნერვების დამბლა
ანემია
ენცეფალოპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური)
ათეროსკლეროზი, ჰეპატიტი, როგორც კომბინირებული თერაპიის ნაწილი შაქრიან დიაბეტში
იზონიაზიდის ჯგუფის ანტიტუბერკულოზური საშუალებებითა და ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები: ართრიტი, ოსტეოართრიტი, რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი
მიღების წესი და დოზირება
დემოტონი-B12 შეიყვანება ღრმად კუნთებში ერთხელ დღეში.
პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ან უფრო მსუბუქ შემთხვევებში: 1 ამპულა ყოველ 2-3 დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი მოქმედი კომპონენტის მიმართ.
2 წლამდე ასაკის ბავშვები
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ვიტამინი B6 ააქტივებს პერიფერიულ დოფა-დეკარბოქსილაზას; ამიტომ, ის არ გამოიყენება ლევოდოპასთან ერთად.
ანტაციდები ამცირებს ვიტამინ B1-ის აბსორბციას.
ვიტამინ B6 ამცირებს ფენობარბიტალისა და ფენიტოინის თერაპიულ ეფექტს.
ანტიკოაგულანტები, იზონიაზიდი, ციკლოსერინი, პენიცილამინი და ჰიდრალაზინი ზრდიან ორგანიზმის მოთხოვნილებას ვიტამინ B6-ზე.
დოზირებული ფორმა:
5 მლ საინექციო ხსნარი; შეფუთვა 5 ამპულით.
გვერდითი მოვლენები
შეიძლება გამოვლინდეს მსუბუქი ალერგიული რეაქციები; შესაძლებელია გაღიზიანება ინექციის ადგილზე.
ჭარბი დოზა
ვიტამინ B6-ის ან მისი ანალოგების მაღალი დოზების (2-3 გ დღეში) ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება იწვევდეს პარესთეზიას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები:
თიამინის ჰიდროქლორიდი - ვიტამინი B1, 250 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი - ვიტამინი B6, 250 მგ
ციანოკობალამინი - ვიტამინი B12, 1500 მკგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ბიკარბონატი, ბენზილის სპირტი, გენტიზინის მჟავა ეთანოლამიდი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
დემოტონი-B12 წარმოადგენს მაღალი დოზებით ნეიროტროპული ვიტამინების B1, B6 და B12-ის კომბინაციას. ასეთ კომბინაციას უფრო დიდი ფარმაკოდინამიკური სინერგიზმი ახასიათებს, ვიდრე იგივე ვიტამინების ცალ-ცალკე გამოყენებით მიიღწევა.
მაღალი დოზები ასევე უზრუნველყოფს პრეპარატის ანალგეზიურ მოქმედებასა და სისხლწარმოქმნის პროცესების გაძლიერებას.
დემოტონი-B12-ში ვიტამინების ასეთი კომბინაცია ასტიმულირებს ორგანიზმის მეტაბოლურ პროცესებს და არეგულირებს ბევრ ფერმენტულ რეაქციას.
ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი) – ორგანიზმში მიმდინარე ფოსფორილირების პროცესების შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც არის მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტი. თიამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში. აქტიურად მონაწილეობს ნერვული იმპულსების სინაფსური გადაცემის პროცესებში.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) - აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. მონაწილეობს ნეირომედიატორების: დოფამინის, ადრენალინის, სეროტონინის, ჰისტამინის ბიოსინთეზში.
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) - აუცილებელია ნორმალური სისხლწარმოქმნის პროცესისათვის. ის მონაწილეობს ერითროციტების სინთეზში, ასევე მონაწილეობს მეთილირების პროცესებში. ხელს უწყობს მეთიონინის, ნუკლეინის მჟავების, ქოლინისა და კრეატინის სინთეზს.
ვიტამინი B12 დადებით ზეგავლენას ახდენს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე, მონაწილეობს ფერმენტების სინთეზში, რომელიც აუცილებელია მიელინურ გარსში ლიპოპროტეინების წარმოქმნისთვის.
ათეროსკლეროზის დროს ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში.
ციანოკობალამინის კოფერმენტული ფორმები - მეთილკობალამინი და ადენოზილკობალამინი აუცილებელია უჯრედების ზრდისა და რეპლიკაციისთვის.
შენახვის პირობები
შეინახეთ 25˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
შენახვის ვადა:
18 თვე.
გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის III კატეგორია - გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
დემოტონი B12
შემადგენლობა:

ჩვენებები:
B1, B6 და B12 ვიტამინების ჰიპო- და ავიტამინოზები.
ნერვული სისტემის დაავადებები: ნევრიტი, პოლინევრიტი, ნევრალგია, პერიფერიული დამბლა და პარეზი, რადიკულიტი, ლუმბაგო, პლექსიტი, ნეკნთაშორისი ნევრალგია, სამწვერა ნერვის ნევრალგია, სახის ნერვის ნევრალგია, სახის ნერვის დამბლა, მრავლობითი სკლეროზი, ბავშვთა ცერებრალური დამბლა, პერიფერიული ნერვების დამბლა
ანემია
ენცეფალოპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური)
ათეროსკლეროზი, ჰეპატიტი, როგორც კომბინირებული თერაპიის ნაწილი შაქრიან დიაბეტში
იზონიაზიდის ჯგუფის ანტიტუბერკულოზური საშუალებებითა და ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები: ართრიტი, ოსტეოართრიტი, რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი მოქმედი კომპონენტის მიმართ.
2 წლამდე ასაკის ბავშვები
გვერდითი მოვლენები:
შეიძლება გამოვლინდეს მსუბუქი ალერგიული რეაქციები; შესაძლებელია გაღიზიანება ინექციის ადგილზე.
დოზის გადაჭარბება:
ვიტამინ B6-ის ან მისი ანალოგების მაღალი დოზების (2-3 გ დღეში) ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება იწვევდეს პარესთეზიას.
დოზირება და შეყვანა:
დემოტონი-B12 შეიყვანება ღრმად კუნთებში ერთხელ დღეში.
პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ან უფრო მსუბუქ შემთხვევებში: 1 ამპულა ყოველ 2-3 დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე.
სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:
ვიტამინი B6 ააქტივებს პერიფერიულ დოფა-დეკარბოქსილაზას; ამიტომ, ის არ გამოიყენება ლევოდოპასთან ერთად.
ანტაციდები ამცირებს ვიტამინ B1-ის აბსორბციას.
ვიტამინ B6 ამცირებს ფენობარბიტალისა და ფენიტოინის თერაპიულ ეფექტს.
ანტიკოაგულანტები, იზონიაზიდი, ციკლოსერინი, პენიცილამინი და ჰიდრალაზინი ზრდიან ორგანიზმის მოთხოვნილებას ვიტამინ B6-ზე.
დოზირებული ფორმა:
5 მლ საინექციო ხსნარი; შეფუთვა 5 ამპულით.
შენახვის პირობები:
შეინახეთ 25˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
შენახვის ვადა:
18 თვე.
გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის III კატეგორია - გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
დემო ს.ა.
ათენი-ლამიას ეროვნული გზატკეცილი 21-ე კმ
14568 ათენი, საბერძნეთი
ტელეფონი: +30-210 8161802
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.