რამიპრილი ნორმონი 10მგ ტაბლეტები EFG
Ramipril Normon 10mg comprimidos EFG
რა უნდა იცოდეს პაციენტმა რამიპრილი ნორმონის მიღებამდე
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- რამიპრილი (ramipril)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ ტაბლეტი №28
- მწარმოებელი
- LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- C09AA05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045263
- რეგისტრირებულია
- 22 აპრილი 2026, მოქმედებს 22 აპრილი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
რამიპრილი ნორმონი 10მგ ტაბლეტები EFG — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა რამიპრილი ნორმონის მიღებამდე
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად მკურნალი ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
რა რაოდენობით მიიღება პრეპარატი
არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა
ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 1.25 მგ-ს ან 2.5 მგ-ს ერთხელ დღეში;
სისხლის წნევის დარეგულირებამდე ექიმი მოახდენს დოზის კორექციას;
მაქსიმალური დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღეში;
თუ პაციენტი უკვე იღებს დიურეტიკებს (შარდმდენ საშუალებებს) რამიპრილი ნორმონით მკურნალობის დაწყებამდე, ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს ან შეამციროს დიურეტიკების დოზა.
მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის განვითარების რისკის შემცირება
ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს ერთხელ დღეში;
შემდგომში მკურნალმა ექიმმა შეიძლება გაზარდოს წამლის დოზა;
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღეში.
თირკმლის პრობლემების რისკის ან მისი პროგრესირების შემცირება
საწყისი დოზა შეიძლება იყოს 1.25 მგ ან 2.5 მგ ერთხელ დღეში;
ექიმი მოახდენს დოზის კორექციას;
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 5 მგ ან 10 მგ-ს ერთხელ დღეში.
გულის უკმარისობის მკურნალობა
ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 1.25 მგ-ს ერთხელ დღეში;
ექიმი მოახდენს დოზის კორექციას;
მაქსიმალური დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღეში. სასურველია მთლიანი დოზის 2 ნაწილად მიღება.
მკურნალობა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ
ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 1.25 მგ-ს ერთხელ დღეში ან 2.5 მგ-ს ორჯერ დღეში;
ექიმი მოახდენს დოზის კორექციას;
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღეში. სასურველია მთლიანი დოზის 2 ნაწილად მიღება.
ხანდაზმულები
ექიმი შეამცირებს საწყისი დოზას და მკურნალობის პერიოდში დოზის კორექციას უფრო ნელა მოახდენს.
მედიკამენტის მიღება
პრეპარატი მიიღება პერორალურად, ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს.
რამიპრილი ნორმონი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად სითხის მიყოლებით.
დაუშვებელია ტაბლეტების გასრესვა ან დაღეჭვა.
რამიპრილი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს ან მიმართოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. დაუშვებელია მანქანის მართვა, პაციენტი საავადმყოფოში უნდა გადაიყვანოს სხვა პირმა ან მოხდეს სასწრაფო დახმარების გამოძახება. პაციენტმა თან უნდა იქონიოს პრეპარატის შეფუთვა, რათა ექიმმა ზუსტად იცოდეს, თუ რა მედიკამენტი მიიღო პაციენტმა.
ასევე შეიძლება ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსხურში დარეკვა (ტელ.: +34 91 562 04 20), მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.
რამიპრილი ნორმონის მიღების დავიწყებისას
დოზის გამოტოვებისას პაციენტმა უნდა მიიღოს მომდევნო დოზა დანიშნულების მიხედვით;
დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია რამიპრილის, სხვა აგფ ინჰიბიტორების ან მე-6 პარაგრაფში ჩამოთვლილი პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ.
ალერგიული რეაქციის ნიშნები შეიძლება მოიცავდეს გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპებას;
თუ პაციენტს როდესმე ჰქონია სერიოზული ალერგიული რეაქცია, ე.წ. ანგიონევროზული შეშუპება, რომლის ნიშნებია ქავილი, ჭინჭრის ციება (ურტიკარია), წითელი ლაქები ხელებზე, ფეხებსა და ყელში, ხორხის და ენის შეშუპება, თვალებისა და ტუჩების ირგვლივ შეშუპება, სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება;
თუ პაციენტი იღებდა ან ამჟამად იღებს საკუბიტრილს/ვალზარტანს, მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ხანგრძლივი (ქრონიკული) გულის უკმარისობის სამკურნალოდ ზრდასრულებში;
თუ პაციენტს უტარდება დიალიზი ან სისხლის სხვა ტიპის ფილტრაცია. გამოყენებული მოწყობილობის მიხედვით განისაზღვრება, არის თუ არა რამიპრილი ნორმონით მკურნალობა შესაფერისი პაციენტისთვის.
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის არტერიის სტენოზი (თირკმელების პრობლემები, როცა მათი სისხლის მომარაგება მცირდება);
ორსულობის ბოლო 6 თვეში (იხ. ,,ორსულობა და ძუძუთი კვება”);
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლის დაბალი ან არასტაბილური წნევა. მკურნალი ექიმი შეაფასებს ამ მდგომარეობას;
თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი ან თირკმლის დაქვეითებული ფუნქცია აქვს და იღებს ალისკირენის შემცველ სისხლის წნევის დამაქვეითებელ პრეპარატებს.
დაუშვებელია რამიპრილი ნორმონის მიღება, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი. რამიპრილი ნორმონის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
სიფრთხილის ზომები
რამიპრილი ნორმონის მიღებამდე უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს:
თუ პაციენტს აქვს გულის, ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები;
თუ პაციენტმა დაკარგა დიდი რაოდენობით მარილები ან სითხე (ღებინების, დიარეის, ჩვეულებრივზე ჭარბი ოფლიანობის, მარილების დაბალი შემცველობის დიეტის, შარდმდენების ხანგრძლივად გამოყენების ან დიალიზის გამო);
თუ პაციენტი იტარებს თერაპიას ფუტკრის ან კრაზანას შხამის მიმართ ალერგიის შესამცირებლად (დესენსიბილიზაცია);
თუ პაციენტს უნდა გაუკეთდეს საანესთეზიო საშუალებები ქირურგიული ან სტომატოლოგიური პროცედურების გამო. შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა ერთი დღით ადრე. რჩევისთვის საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა;
თუ სისხლში მომატებულია კალიუმის დონე (ჩანს სისხლის ანალიზით);
თუ პაციენტი იღებს ისეთ პრეპარატებს ან აღენიშნება ისეთი მდგომარეობა, რომლებიც იწვევენ სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითებას. ასეთ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის ანალიზების რეგულარულად აღება, კერძოდ, სისხლში ნატრიუმის დონის შემოწმება, განსაკუთრებთ, თუ პაციენტი ხანდაზმულია;
თუ პაციენტი იღებს მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ ანგიონევროზული შეშუპების, სერიოზული ალერგიული რეაქციის, რისკი, როგორიცაა mTOR ინჰიბიტორები (მაგ.: ტემსიროლიმუსი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი), ვილდაგლიპტინი, ნეპრილიზინის (NEP) ინჰიბიტორები (როგორიცაა რაცეკადოტრილი) ან საკუბიტრილი/ვალზარტანი. საკუბიტრილი/ვალზარტანისათვის იხ. პარაგრაფი 2 “დაუშვებელია რამიპრილი ნორმონის მიღება”;
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლძარვების კოლაგენოზი, როგორიცაა სკლეროდერმია ან სისტემური წითელი მგლურა;
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი არის ორსულად (ან ფიქრობს, რომ არის ორსულად). რამიპრილი ნორმონი არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ 3 თვეში და შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ზიანი ორსულობის 3 თვის შემდეგ (იხ. პარაგრაფი ქვემოთ “ორსულობა და ძუძუთი კვება”);
თუ პაციენტი მაღალი წნევის სამკურნალოდ იღებს ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე პრეპარატს:
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებს (ე.წ. სარტანებს, მაგ.: ვალზარტანს, ტელმიზარტანს, ირბეზარტანს), განსაკუთრებით, თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტით გამოწვეული თირკმელების პრობლემები;
ალისკირენს.
მკურნალი ექიმი რეგულარული ინტერვალებით შეამოწმებს თირკმელების ფუნქციას, სისხლის წნევასა და ელექტროლიტებს (მაგ., კალიუმს) სისხლში. იხ. აგრეთვე “დაუშვებლია რამიპრილი ნორმონის მიღება”.
ბავშვები და მოზარდები
რამიპრილი ნორმონის მიღება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, ვინაიდან ბავშვებში რამიპრილი ნორმონის უსაფრთხოება და ეფექტიანობა არ არის დადგენილი.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი (ან არ არის დარწმუნებული), რამიპრილი ნორმონის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს. რადგან რამიპრილმა ნორმონმა შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი პრეპარატის მოქმედების მექანიზმზე, ასევე ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება იმოქმედოს რამიპრილი ნორმონზე.
საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში იღებდა ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე პრეპარატს. მათ შეიძლება დააქვეითონ რამიპრილი ნორმონის ეფექტი:
ტკივილგამაყუჩებელი ან ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ.: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (NSAID), როგორიცაა იბუპროფენი, ინდომეტაცინი და ასპირინი);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ჰიპოტენზიის, შოკის, გულის უკმარისობის, ასთმის ან ალერგიული მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორიცაა: ეფედრინი, ნორადრენალინი ან ადრენალინი. ამ დროს ექიმი შეამოწმებს პაციენტის სისხლის წნევას.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს. ამ პრეპარატებმა რამიპრილ ნორმონთან ერთად მიღების შემთხვევაში, შეიძლება გაზარდონ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი:
საკუბიტრილი/ვალზარტანი – გამოიყენება ხანგრძლივი (ქრონიკული) გულის უკმარისობის სამკურნალოდ ზრდასრულებში (იხ. პარაგრაფი 2 “დაუშვებელია რამიპრილი ნორმონის მიღება”);
ტკივილგამაყუჩებელი ან ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (NSAID), როგორიცაა იბუპროფენი, ინდომეტაცინი და ასპირინი);
კიბოს საწინააღმდეგო საშუალებები (ქიმიოთერაპიული საშუალებები);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოების მოცილების პრევენციისთვის, როგორიცაა. ციკლოსპორინი;
შარდმდენები, როგორიცაა ფუროსემიდი;
პრეპარატები, რომლებიც ზრდიან სისხლში კალიუმის შემცველობას, მაგ.: სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი, კალიუმის მარილები, ტრიმეტოპრიმი ცალკე ან სულფომეტოქსაზოლთან კომბინაციაში (გამოიყენება ინფექციების დროს) და ჰეპარინი (სისხლის გამათხევადებელი საშუალება);
ანთების საწინააღმდეგო სტეროიდული საშუალებები, როგორიცაა პრედნიზოლონი;
ალოპურინოლი (აქვეითებს სისხლში შარდმჟავას დონეს);
პროკაინამიდი (გამოიყენება გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ);
ტემსიროლიმუსი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ);
სიროლიმუსი, ევეროლიმუსი (გამოიყენება გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისაათვის);
ვილდაგლიპტინი (გამოიყენება მე-2 ტიის დიაბეტის სამკურნალოდ);
რაცეკადოტრილი (გამოიყენება დიარეის დროს);
ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა და/ან მიიღოს სიფრთხილის სხვა ზომები, თუ პაციენტი იღება ანგიოტენზინი II რეცეპტორების ბლოკატორებს (არბ) ან ალისკირენს (იხ. ასევე ინფორმაცია პარაგრაფებში “დაუშვებელია რამიპრილი ნორმონის მიღება” და “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, თუ იღებს ქვემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ მედიკამენტს. რამიპრილმა ნორმონმა შეიძლება გავლენა იქონიოს ამ პრეპატატების ეფექტზე:
დიაბეტის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა შიგნით მისაღები ჰიპოგლიკემიური საშუალებები და ინსულინი. რამიპრილმა ნორმონმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის დაწევა. რამიპრილი ნორმონით მკურნალობის დროს ყურადღებით უნდა გაკონტროლდეს სისხლში შაქრის დონე;
ლითიუმი (გამოიყენება ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ). რამიპრილმა ნორმონმა შეიზლება გაზარდოს სისხლში ლითიუმის რაოდენობა. ექიმმა უნდა გააკონტროლოს სისხლში ლითიუმის დონე;
თუ რომელიმე ზემოთ ხსენებული ეხება პაციენტს (ან თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული), უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს რამიპრილი ნორმონის მიღებამდე.
რამიპრილი ნორმონის მიღება საკვებთან და ალკოჰოლთან ერთად
რამიპრილ ნორმონთან ერთად ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გაბრუება. თუ პაციენტს აინტერესებს რა რაოდენობის ალკოჰოლის მიღება შეიძლება რამიპრილ ნორმონთან ერთად, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, რადგან ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები და ალკოჰოლი აძლიერებენ ერთმანეთის ეფექტებს.
რამიპრილი ნორმონის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის (შესაძლო ორსულობის) შემთხვევაში საჭიროა ექიმის ინფორმირება.
არ არის რეკომენდებული რამიპრილი ნორმონის მიღება ფეხმძიმობის პირველ 12 კვირაში და მისი მიღება დაუშვებელია ორსულობის მე-13 კვირიდან, რადგან შეიძლება საზიანო იყოს ნაყოფისათვის. რამიპრილი ნორმონით მკურნალობის დროს ფეხმძიმობის დადგომისას საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. თუ პაციენტი გეგმავს ორსულობას, საჭიროა მისი ალტერნატიული მკურნალობით ჩანაცვლება.
ძუძუთი კვება
არ არის რეკომენდებული რამიპრილი ნორმონის მიღება ძუძუთი კვების დროს.
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
რამიპრილი ნორმონის მიღებისას შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა. ეს ძირითადად, დამახასიათებელია რამიპრილი ნორმონით მკურნალობის დაწყებისას ან დოზის გაზრდისას. ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია ავტომობილის მართვა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობა.
რამიპრილი ნორმონი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად არ შეიცავს ნატრიუმს.
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
თუ პაციენტს აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სერიოზული გვერდითი მოვლენა, უნდა შეწყვიტოს რამიპრილი ნორმონის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს მკურნალ ექიმს, შესაძლოა მას დასჭირდეს გადაუდებელი დახმარება:
სახის, ტუჩების ან ხორხის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ასევე, ქავილი და გამონაყარი. ეს შესაძლოა რამიპრილი ნორმონით გამოწვეული მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშანი იყოს;
კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, წყლულები პირის ღრუში, უკვე არსებული კანის დაავადებების გამწვავება, კანის სიწითლე, კანზე ბუშტუკების განვითარება ან კანის აშრევება (ე.წ. სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და მულტიფორმული ერითემა).
დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს შემდეგი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში:
აჩქარებული გულისცემა, არარეგულარული ან ძლიერი გულისცემა (გულის ფრიალი), ტკივილი გულმკერდის არეში, მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში ან სხვა სერიოზული პრობლემები მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის ჩათვლით;
ქოშინი ან ხველა. ეს შესაძლოა იყოს ფილტვების პრობლემების ნიშნები;
ადვილად განვითარებული სისხლჩაქცევები, ჩვეულებრივზე გახანგრძლივებული სისხლდენა, ან სისხლდენის ნებისმიერი ნიშანი (მაგ.: სისხლდენა ღრძილებიდან), კანზე იასამნისფერი ლაქები, ლაქები კანზე ან გაადვილებული ინფიცირება, ყელის ტკივილი და ცხელება, დაღლილობა, გულის წასვლა, თავბრუსხვევა ან სიფერმკრთალე. ეს შეიძლება სისხლის ან ძვლის ტვინის პრობლემების ნიშნები იყოს;
მუცლის ძლიერი ტკივილი ირადიაციით წელის არეში. ეს შეიძლება იყოს პანკრეატიტის (პანკრეასის ანთების) ნიშანი;
ცხელება, შემცივნება, დაღლილობა, მადის დაკარგვა, კუჭის ტკივილი, გულისრევა, კანისა და თვალების გაყვითლება (სიყვითლე). ეს შეიძლება ღვიძლის პრობლემების, როგორიცაა ჰეპატიტი (ღვიძლის ანთები) ან ღვიძლის დაზიანების ნიშნები იყოს.
სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს:
თუ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ ხასიათს ან გაგრძელდება რამდენიმე დღეზე მეტ ხანს, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს.
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
თავის ტკივილი ან დაღლილობა;
თავბრუსხვევის შეგრძნება. სიმპტომები უფრო ხშირად ვლინდება რამიპრილი ნორმონით მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდის შემდეგ;
გულისწასვლა, ჰიპოტენზია (მკვეთრად დაქვეითებული სისხლის წნევა), განსაკუთრებით სწრაფად ადგომის ან დაჯდომის დროს;
მშრალი შემაწუხებელი ხველა, წიაღების ანთება (სინუსიტი) ან ბრონქიტი, ქოშინი;
კუჭის ან ნაწლავების ტკივილი, დიარეა, დისპეფსია, გულისრევის შეგრძნება, ღებინება;
გამონაყარი კანზე ამობურცული ზედაპირით ან მის გარეშე;
ტკივილი გულმკერდის არეში;
კუნთების სპაზემბი ან ტკივილი;
სისხლის ანალიზებში კალიუმის მომატებული დონე.
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
წონასწორობის დარღვევა (ვერტიგო);
ქავილი და კანის უჩვეულო შეგრძნებები, როგორიცაა დაბუჟების, ჩხვლეტის, წიწკნის ან წვის შეგრძნება (პარესთეზიები);
გემოს დაკარგვა ან მისი ცვლილებები;
ძილის დარღვევები;
დეპრესია, შფოთვა, აგზნებადობა ან მოუსვენრობა;
ცხვირის გაჭედვა, სუნთქვის გაძნელება ან ასთმის მიმდინარეობის გაუარესება;
ნაწლავების შეშუპება, ე.წ. ნაწლავების ანგიონევროზული შეშუპება, რომელიც ხასიათდება მუცლის ტკივილით, ღებინებითა და დიარეით;
გულძმარვა, ყაბზობა ან პირის სიმშრალე;
გაძლიერებული შარდვა ჩვეულებრივთან შედარებით დღის განმავლობაში;
გაძლიერებული ოფლიანობა;
მადის დაქვეითება ან დაკარგვა (ანორექსია);
აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემა;
ხელებისა და ფეხების შეშუპება, რაც წყლის შეკავების ნიშანი შეიძლება იყოს;
ალები;
მხედველობის დაბინდვა;
სახსრების ტკივილი;
ცხელება;
სექსუალური დისფუნქცია, ლიბიდოს დაქვეითება ქალებსა და მამაკაცებში;
სისხლის ანალიზში სისხლის გარკვეული თეთრი უჯრედების რაოდენობის გაზრდა (ეოზინოფილია);
ღვიძლის, პანკრეასისა და თირკმელების ფუნქციების ცვლილებები სისხლის ანალიზების მიხედვით;
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
გაბრუება ან ცნობიერების დაბინდვა;
წითელი და შეშუპებული ენა;
კანის ძლიერი აქერცვლა ან აშრევება, ქავილი, კვანძოვანი გამონაყარი;
ფრჩხილების პრობლემები (ფრჩხილების დარბილება ან მოცილება);
გამონაყარი კანზე ან სისხლჩაქცევები;
კანზე ლაქები და ცივი კიდურები;
თვალების სიწითლე, ქავილი და ცრემლდენა;
სმენის დარღვევა ან ყურებში ხმური;
სისუსტე;
სისხლის ანალიზებში სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების, თრომბოციტებისა და ჰემოგლობინის რაოდენობის დაქვეითება.
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
სინათლისადმი ჩვეულებრივზე მეტად მომატებული მგრძნობელობა;
სხვა აღწერილი გვერდითი მოვლენები:
თუ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ ხასიათს ან გაგრძელდება რამდენიმე დღეზე მეტხანს, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს.
კონცენტრაციის დარღვევა;
პირის ღრუს შეშუპება;
სისხლის ანალიზში სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება;
სისხლის ანალიზში ნატრიუმის დონის დაქვეითება;
კონცენტრირებული შარდი (მუქი ფერის), გულისრევა, კუნთების სპაზმები, ცნობიერების დაბინდვა და გულყრები, რაც გამოწვეულია ADH-ის (ანტიდიურეზული ჰორმონის) არასათანადო სეკრეციით. ამ სიმპტომების განვითარებისას საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა;
სიცივის დროს ხელისა და ფეხის თითების ფერის ცვლილება და გათბობისას ჩხვლეტის ან ტკივილის შეგრძნება (რეინოს სინდრომი);
სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში;
შენელებული ან დარღვეული რეაქციები;
წვის შეგრძნება;
ყნოსვის შეგრძნების ცვლილება;
თმის ცვენა.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: https://www.noificaram.es.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა რამიპრილი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ რამიპრილს.
დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, დაბალი ჩანაცვლების ჰიდროქსიპროპილცელულოზა, რკინის წითელი ოქსიდი (E-172), ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, მაგნიუმის სტეარატეი
რამიპრილი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
მოვარდისფერო, მრგვალი, ორმხრივამობურცული და გამყოფი ხაზით ტაბლეტები.
მოწოდებულია შეფუთვით, რომელიც შეიცავს 28 ტაბლეტს ბლისტერებზე.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6
28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6
28760 ტრეს კანტოსი – მადრიდი (ესპანეთი)
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია 2024 წლის ივლისი.
ეს ინსტრუქცია არ შეიცავს სრულ ინფორმაციას მედიკამენტის შესახებ, დამატებით კითხვების არსებობისას ან თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
პრეპარატის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob
პრეპარატის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მედიკამენტის გამოყენების ინსტრუქციაში და შეფუთვაზე არსებული QR კოდის სმარტფონით დასკანერებით. ასევე ამ ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელია ვებგვერდზე: https://cima.aemps.es/cima/dochtml/p/68276/P_68276.html
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინახება არაუმეტეს 25°C-ზე.
ინახება ორიგინალი შეფუთვით სინათლისაგან და ნესტისაგან დასაცავად.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი კონტეინერის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის ან კონტეინერების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
რამიპრილი ნორმონი 10 მგ ტაბლეტები
რამიპრილი
მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ეს მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისთვის.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს რამიპრილი ნორმონი და მისი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა რამიპრილი ნორმონის მიღებამდე
რამიპრილი ნორმონის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
რამიპრილი ნორმონის შენახვის წესი
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს რამიპრილი ნორმონი და მისი გამოყენება
რამიპრილი ნორმონი შეიცავს მედიცამენტ რამიპრილს. ის მიეკუთვნება ე.წ. აგფ ინჰიბიტორების (ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების) ჯგუფს. რამიპრილი ნორმონი ხასიათდება შემდეგი სახის მოქმედებით:
ორგანიზმში ამცირებს იმ ნივთიერებების გამოყოფას, რომლებიც იწვევენ არტერიული წნევის მომატებას;
იწვევს სისხლძარღვების რელაქსაციასა და გაფართოებას;
აადვილებს გულის მიერ სისხლის გადატუმბვას ორგანიზმში.
რამიპრილი ნორმონი გამოიყენება:
მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ;
მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის რისკის შესამცირებლად;
თირკმლის პრობლემების რისკის შესამცირებლად ან თირკმლის პრობლემების პროგრესირების შესამცირებლად (დიაბეტის არსებობის ან არარსებობის დროს);
გულის სამკურნალოდ, როდესაც გულს არ შეუძლია საკმარისი რაოდენობის სისხლის გადატუმბვა ორგანიზმში (გულის უკმარისობა);
გულის შეტევის (მიკოარდიუმის ინფარქტის) შემდეგ გულის უკმარისობის სამკურნალოდ.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა რამიპრილი ნორმონის მიღებამდე
დაუშვებელია რამიპრილი ნორმონის მიღება:
თუ პაციენტი ალერგიულია რამიპრილის, სხვა აგფ ინჰიბიტორების ან მე-6 პარაგრაფში ჩამოთვლილი პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ.
ალერგიული რეაქციის ნიშნები შეიძლება მოიცავდეს გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპებას;
თუ პაციენტს როდესმე ჰქონია სერიოზული ალერგიული რეაქცია, ე.წ. ანგიონევროზული შეშუპება, რომლის ნიშნებია ქავილი, ჭინჭრის ციება (ურტიკარია), წითელი ლაქები ხელებზე, ფეხებსა და ყელში, ხორხის და ენის შეშუპება, თვალებისა და ტუჩების ირგვლივ შეშუპება, სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება;
თუ პაციენტი იღებდა ან ამჟამად იღებს საკუბიტრილს/ვალზარტანს, მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ხანგრძლივი (ქრონიკული) გულის უკმარისობის სამკურნალოდ ზრდასრულებში;
თუ პაციენტს უტარდება დიალიზი ან სისხლის სხვა ტიპის ფილტრაცია. გამოყენებული მოწყობილობის მიხედვით განისაზღვრება, არის თუ არა რამიპრილი ნორმონით მკურნალობა შესაფერისი პაციენტისთვის.
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის არტერიის სტენოზი (თირკმელების პრობლემები, როცა მათი სისხლის მომარაგება მცირდება);
ორსულობის ბოლო 6 თვეში (იხ. ,,ორსულობა და ძუძუთი კვება”);
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლის დაბალი ან არასტაბილური წნევა. მკურნალი ექიმი შეაფასებს ამ მდგომარეობას;
თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი ან თირკმლის დაქვეითებული ფუნქცია აქვს და იღებს ალისკირენის შემცველ სისხლის წნევის დამაქვეითებელ პრეპარატებს.
დაუშვებელია რამიპრილი ნორმონის მიღება, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი. რამიპრილი ნორმონის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
რამიპრილი ნორმონის მიღებამდე უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს:
თუ პაციენტს აქვს გულის, ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები;
თუ პაციენტმა დაკარგა დიდი რაოდენობით მარილები ან სითხე (ღებინების, დიარეის, ჩვეულებრივზე ჭარბი ოფლიანობის, მარილების დაბალი შემცველობის დიეტის, შარდმდენების ხანგრძლივად გამოყენების ან დიალიზის გამო);
თუ პაციენტი იტარებს თერაპიას ფუტკრის ან კრაზანას შხამის მიმართ ალერგიის შესამცირებლად (დესენსიბილიზაცია);
თუ პაციენტს უნდა გაუკეთდეს საანესთეზიო საშუალებები ქირურგიული ან სტომატოლოგიური პროცედურების გამო. შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა ერთი დღით ადრე. რჩევისთვის საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა;
თუ სისხლში მომატებულია კალიუმის დონე (ჩანს სისხლის ანალიზით);
თუ პაციენტი იღებს ისეთ პრეპარატებს ან აღენიშნება ისეთი მდგომარეობა, რომლებიც იწვევენ სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითებას. ასეთ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის ანალიზების რეგულარულად აღება, კერძოდ, სისხლში ნატრიუმის დონის შემოწმება, განსაკუთრებთ, თუ პაციენტი ხანდაზმულია;
თუ პაციენტი იღებს მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ ანგიონევროზული შეშუპების, სერიოზული ალერგიული რეაქციის, რისკი, როგორიცაა mTOR ინჰიბიტორები (მაგ.: ტემსიროლიმუსი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი), ვილდაგლიპტინი, ნეპრილიზინის (NEP) ინჰიბიტორები (როგორიცაა რაცეკადოტრილი) ან საკუბიტრილი/ვალზარტანი. საკუბიტრილი/ვალზარტანისათვის იხ. პარაგრაფი 2 “დაუშვებელია რამიპრილი ნორმონის მიღება”;
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლძარვების კოლაგენოზი, როგორიცაა სკლეროდერმია ან სისტემური წითელი მგლურა;
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი არის ორსულად (ან ფიქრობს, რომ არის ორსულად). რამიპრილი ნორმონი არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ 3 თვეში და შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ზიანი ორსულობის 3 თვის შემდეგ (იხ. პარაგრაფი ქვემოთ “ორსულობა და ძუძუთი კვება”);
თუ პაციენტი მაღალი წნევის სამკურნალოდ იღებს ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე პრეპარატს:
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებს (ე.წ. სარტანებს, მაგ.: ვალზარტანს, ტელმიზარტანს, ირბეზარტანს), განსაკუთრებით, თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტით გამოწვეული თირკმელების პრობლემები;
ალისკირენს.
მკურნალი ექიმი რეგულარული ინტერვალებით შეამოწმებს თირკმელების ფუნქციას, სისხლის წნევასა და ელექტროლიტებს (მაგ., კალიუმს) სისხლში. იხ. აგრეთვე “დაუშვებლია რამიპრილი ნორმონის მიღება”.
ბავშვები და მოზარდები
რამიპრილი ნორმონის მიღება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, ვინაიდან ბავშვებში რამიპრილი ნორმონის უსაფრთხოება და ეფექტიანობა არ არის დადგენილი.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი (ან არ არის დარწმუნებული), რამიპრილი ნორმონის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.
სხვა მედიკამენტები და რამიპრილი ნორმონი
ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს. რადგან რამიპრილმა ნორმონმა შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი პრეპარატის მოქმედების მექანიზმზე, ასევე ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება იმოქმედოს რამიპრილი ნორმონზე.
საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში იღებდა ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე პრეპარატს. მათ შეიძლება დააქვეითონ რამიპრილი ნორმონის ეფექტი:
ტკივილგამაყუჩებელი ან ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ.: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (NSAID), როგორიცაა იბუპროფენი, ინდომეტაცინი და ასპირინი);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ჰიპოტენზიის, შოკის, გულის უკმარისობის, ასთმის ან ალერგიული მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორიცაა: ეფედრინი, ნორადრენალინი ან ადრენალინი. ამ დროს ექიმი შეამოწმებს პაციენტის სისხლის წნევას.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს. ამ პრეპარატებმა რამიპრილ ნორმონთან ერთად მიღების შემთხვევაში, შეიძლება გაზარდონ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი:
საკუბიტრილი/ვალზარტანი – გამოიყენება ხანგრძლივი (ქრონიკული) გულის უკმარისობის სამკურნალოდ ზრდასრულებში (იხ. პარაგრაფი 2 “დაუშვებელია რამიპრილი ნორმონის მიღება”);
ტკივილგამაყუჩებელი ან ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (NSAID), როგორიცაა იბუპროფენი, ინდომეტაცინი და ასპირინი);
კიბოს საწინააღმდეგო საშუალებები (ქიმიოთერაპიული საშუალებები);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოების მოცილების პრევენციისთვის, როგორიცაა. ციკლოსპორინი;
შარდმდენები, როგორიცაა ფუროსემიდი;
პრეპარატები, რომლებიც ზრდიან სისხლში კალიუმის შემცველობას, მაგ.: სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი, კალიუმის მარილები, ტრიმეტოპრიმი ცალკე ან სულფომეტოქსაზოლთან კომბინაციაში (გამოიყენება ინფექციების დროს) და ჰეპარინი (სისხლის გამათხევადებელი საშუალება);
ანთების საწინააღმდეგო სტეროიდული საშუალებები, როგორიცაა პრედნიზოლონი;
ალოპურინოლი (აქვეითებს სისხლში შარდმჟავას დონეს);
პროკაინამიდი (გამოიყენება გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ);
ტემსიროლიმუსი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ);
სიროლიმუსი, ევეროლიმუსი (გამოიყენება გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისაათვის);
ვილდაგლიპტინი (გამოიყენება მე-2 ტიის დიაბეტის სამკურნალოდ);
რაცეკადოტრილი (გამოიყენება დიარეის დროს);
ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა და/ან მიიღოს სიფრთხილის სხვა ზომები, თუ პაციენტი იღება ანგიოტენზინი II რეცეპტორების ბლოკატორებს (არბ) ან ალისკირენს (იხ. ასევე ინფორმაცია პარაგრაფებში “დაუშვებელია რამიპრილი ნორმონის მიღება” და “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, თუ იღებს ქვემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ მედიკამენტს. რამიპრილმა ნორმონმა შეიძლება გავლენა იქონიოს ამ პრეპატატების ეფექტზე:
დიაბეტის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა შიგნით მისაღები ჰიპოგლიკემიური საშუალებები და ინსულინი. რამიპრილმა ნორმონმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის დაწევა. რამიპრილი ნორმონით მკურნალობის დროს ყურადღებით უნდა გაკონტროლდეს სისხლში შაქრის დონე;
ლითიუმი (გამოიყენება ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ). რამიპრილმა ნორმონმა შეიზლება გაზარდოს სისხლში ლითიუმის რაოდენობა. ექიმმა უნდა გააკონტროლოს სისხლში ლითიუმის დონე;
თუ რომელიმე ზემოთ ხსენებული ეხება პაციენტს (ან თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული), უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს რამიპრილი ნორმონის მიღებამდე.
რამიპრილი ნორმონის მიღება საკვებთან და ალკოჰოლთან ერთად
რამიპრილ ნორმონთან ერთად ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გაბრუება. თუ პაციენტს აინტერესებს რა რაოდენობის ალკოჰოლის მიღება შეიძლება რამიპრილ ნორმონთან ერთად, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, რადგან ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები და ალკოჰოლი აძლიერებენ ერთმანეთის ეფექტებს.
რამიპრილი ნორმონის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობა
ორსულობის (შესაძლო ორსულობის) შემთხვევაში საჭიროა ექიმის ინფორმირება.
არ არის რეკომენდებული რამიპრილი ნორმონის მიღება ფეხმძიმობის პირველ 12 კვირაში და მისი მიღება დაუშვებელია ორსულობის მე-13 კვირიდან, რადგან შეიძლება საზიანო იყოს ნაყოფისათვის. რამიპრილი ნორმონით მკურნალობის დროს ფეხმძიმობის დადგომისას საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. თუ პაციენტი გეგმავს ორსულობას, საჭიროა მისი ალტერნატიული მკურნალობით ჩანაცვლება.
ძუძუთი კვება
არ არის რეკომენდებული რამიპრილი ნორმონის მიღება ძუძუთი კვების დროს.
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
რამიპრილი ნორმონის მიღებისას შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა. ეს ძირითადად, დამახასიათებელია რამიპრილი ნორმონით მკურნალობის დაწყებისას ან დოზის გაზრდისას. ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია ავტომობილის მართვა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობა.
რამიპრილი ნორმონი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად არ შეიცავს ნატრიუმს.
რამიპრილი ნორმონი მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად მკურნალი ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
რა რაოდენობით მიიღება პრეპარატი
არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა
ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 1.25 მგ-ს ან 2.5 მგ-ს ერთხელ დღეში;
სისხლის წნევის დარეგულირებამდე ექიმი მოახდენს დოზის კორექციას;
მაქსიმალური დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღეში;
თუ პაციენტი უკვე იღებს დიურეტიკებს (შარდმდენ საშუალებებს) რამიპრილი ნორმონით მკურნალობის დაწყებამდე, ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს ან შეამციროს დიურეტიკების დოზა.
მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის განვითარების რისკის შემცირება
ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს ერთხელ დღეში;
შემდგომში მკურნალმა ექიმმა შეიძლება გაზარდოს წამლის დოზა;
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღეში.
თირკმლის პრობლემების რისკის ან მისი პროგრესირების შემცირება
საწყისი დოზა შეიძლება იყოს 1.25 მგ ან 2.5 მგ ერთხელ დღეში;
ექიმი მოახდენს დოზის კორექციას;
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 5 მგ ან 10 მგ-ს ერთხელ დღეში.
გულის უკმარისობის მკურნალობა
ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 1.25 მგ-ს ერთხელ დღეში;
ექიმი მოახდენს დოზის კორექციას;
მაქსიმალური დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღეში. სასურველია მთლიანი დოზის 2 ნაწილად მიღება.
მკურნალობა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ
ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 1.25 მგ-ს ერთხელ დღეში ან 2.5 მგ-ს ორჯერ დღეში;
ექიმი მოახდენს დოზის კორექციას;
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღეში. სასურველია მთლიანი დოზის 2 ნაწილად მიღება.
ხანდაზმულები
ექიმი შეამცირებს საწყისი დოზას და მკურნალობის პერიოდში დოზის კორექციას უფრო ნელა მოახდენს.
მედიკამენტის მიღება
პრეპარატი მიიღება პერორალურად, ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს.
რამიპრილი ნორმონი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად სითხის მიყოლებით.
დაუშვებელია ტაბლეტების გასრესვა ან დაღეჭვა.
რამიპრილი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს ან მიმართოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. დაუშვებელია მანქანის მართვა, პაციენტი საავადმყოფოში უნდა გადაიყვანოს სხვა პირმა ან მოხდეს სასწრაფო დახმარების გამოძახება. პაციენტმა თან უნდა იქონიოს პრეპარატის შეფუთვა, რათა ექიმმა ზუსტად იცოდეს, თუ რა მედიკამენტი მიიღო პაციენტმა.
ასევე შეიძლება ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსხურში დარეკვა (ტელ.: +34 91 562 04 20), მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.
რამიპრილი ნორმონის მიღების დავიწყებისას
დოზის გამოტოვებისას პაციენტმა უნდა მიიღოს მომდევნო დოზა დანიშნულების მიხედვით;
დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
თუ პაციენტს აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სერიოზული გვერდითი მოვლენა, უნდა შეწყვიტოს რამიპრილი ნორმონის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს მკურნალ ექიმს, შესაძლოა მას დასჭირდეს გადაუდებელი დახმარება:
სახის, ტუჩების ან ხორხის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ასევე, ქავილი და გამონაყარი. ეს შესაძლოა რამიპრილი ნორმონით გამოწვეული მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშანი იყოს;
კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, წყლულები პირის ღრუში, უკვე არსებული კანის დაავადებების გამწვავება, კანის სიწითლე, კანზე ბუშტუკების განვითარება ან კანის აშრევება (ე.წ. სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და მულტიფორმული ერითემა).
დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს შემდეგი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში:
აჩქარებული გულისცემა, არარეგულარული ან ძლიერი გულისცემა (გულის ფრიალი), ტკივილი გულმკერდის არეში, მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში ან სხვა სერიოზული პრობლემები მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის ჩათვლით;
ქოშინი ან ხველა. ეს შესაძლოა იყოს ფილტვების პრობლემების ნიშნები;
ადვილად განვითარებული სისხლჩაქცევები, ჩვეულებრივზე გახანგრძლივებული სისხლდენა, ან სისხლდენის ნებისმიერი ნიშანი (მაგ.: სისხლდენა ღრძილებიდან), კანზე იასამნისფერი ლაქები, ლაქები კანზე ან გაადვილებული ინფიცირება, ყელის ტკივილი და ცხელება, დაღლილობა, გულის წასვლა, თავბრუსხვევა ან სიფერმკრთალე. ეს შეიძლება სისხლის ან ძვლის ტვინის პრობლემების ნიშნები იყოს;
მუცლის ძლიერი ტკივილი ირადიაციით წელის არეში. ეს შეიძლება იყოს პანკრეატიტის (პანკრეასის ანთების) ნიშანი;
ცხელება, შემცივნება, დაღლილობა, მადის დაკარგვა, კუჭის ტკივილი, გულისრევა, კანისა და თვალების გაყვითლება (სიყვითლე). ეს შეიძლება ღვიძლის პრობლემების, როგორიცაა ჰეპატიტი (ღვიძლის ანთები) ან ღვიძლის დაზიანების ნიშნები იყოს.
სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს:
თუ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ ხასიათს ან გაგრძელდება რამდენიმე დღეზე მეტ ხანს, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს.
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
თავის ტკივილი ან დაღლილობა;
თავბრუსხვევის შეგრძნება. სიმპტომები უფრო ხშირად ვლინდება რამიპრილი ნორმონით მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდის შემდეგ;
გულისწასვლა, ჰიპოტენზია (მკვეთრად დაქვეითებული სისხლის წნევა), განსაკუთრებით სწრაფად ადგომის ან დაჯდომის დროს;
მშრალი შემაწუხებელი ხველა, წიაღების ანთება (სინუსიტი) ან ბრონქიტი, ქოშინი;
კუჭის ან ნაწლავების ტკივილი, დიარეა, დისპეფსია, გულისრევის შეგრძნება, ღებინება;
გამონაყარი კანზე ამობურცული ზედაპირით ან მის გარეშე;
ტკივილი გულმკერდის არეში;
კუნთების სპაზემბი ან ტკივილი;
სისხლის ანალიზებში კალიუმის მომატებული დონე.
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
წონასწორობის დარღვევა (ვერტიგო);
ქავილი და კანის უჩვეულო შეგრძნებები, როგორიცაა დაბუჟების, ჩხვლეტის, წიწკნის ან წვის შეგრძნება (პარესთეზიები);
გემოს დაკარგვა ან მისი ცვლილებები;
ძილის დარღვევები;
დეპრესია, შფოთვა, აგზნებადობა ან მოუსვენრობა;
ცხვირის გაჭედვა, სუნთქვის გაძნელება ან ასთმის მიმდინარეობის გაუარესება;
ნაწლავების შეშუპება, ე.წ. ნაწლავების ანგიონევროზული შეშუპება, რომელიც ხასიათდება მუცლის ტკივილით, ღებინებითა და დიარეით;
გულძმარვა, ყაბზობა ან პირის სიმშრალე;
გაძლიერებული შარდვა ჩვეულებრივთან შედარებით დღის განმავლობაში;
გაძლიერებული ოფლიანობა;
მადის დაქვეითება ან დაკარგვა (ანორექსია);
აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემა;
ხელებისა და ფეხების შეშუპება, რაც წყლის შეკავების ნიშანი შეიძლება იყოს;
ალები;
მხედველობის დაბინდვა;
სახსრების ტკივილი;
ცხელება;
სექსუალური დისფუნქცია, ლიბიდოს დაქვეითება ქალებსა და მამაკაცებში;
სისხლის ანალიზში სისხლის გარკვეული თეთრი უჯრედების რაოდენობის გაზრდა (ეოზინოფილია);
ღვიძლის, პანკრეასისა და თირკმელების ფუნქციების ცვლილებები სისხლის ანალიზების მიხედვით;
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
გაბრუება ან ცნობიერების დაბინდვა;
წითელი და შეშუპებული ენა;
კანის ძლიერი აქერცვლა ან აშრევება, ქავილი, კვანძოვანი გამონაყარი;
ფრჩხილების პრობლემები (ფრჩხილების დარბილება ან მოცილება);
გამონაყარი კანზე ან სისხლჩაქცევები;
კანზე ლაქები და ცივი კიდურები;
თვალების სიწითლე, ქავილი და ცრემლდენა;
სმენის დარღვევა ან ყურებში ხმური;
სისუსტე;
სისხლის ანალიზებში სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების, თრომბოციტებისა და ჰემოგლობინის რაოდენობის დაქვეითება.
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
სინათლისადმი ჩვეულებრივზე მეტად მომატებული მგრძნობელობა;
სხვა აღწერილი გვერდითი მოვლენები:
თუ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ ხასიათს ან გაგრძელდება რამდენიმე დღეზე მეტხანს, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს.
კონცენტრაციის დარღვევა;
პირის ღრუს შეშუპება;
სისხლის ანალიზში სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება;
სისხლის ანალიზში ნატრიუმის დონის დაქვეითება;
კონცენტრირებული შარდი (მუქი ფერის), გულისრევა, კუნთების სპაზმები, ცნობიერების დაბინდვა და გულყრები, რაც გამოწვეულია ADH-ის (ანტიდიურეზული ჰორმონის) არასათანადო სეკრეციით. ამ სიმპტომების განვითარებისას საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა;
სიცივის დროს ხელისა და ფეხის თითების ფერის ცვლილება და გათბობისას ჩხვლეტის ან ტკივილის შეგრძნება (რეინოს სინდრომი);
სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში;
შენელებული ან დარღვეული რეაქციები;
წვის შეგრძნება;
ყნოსვის შეგრძნების ცვლილება;
თმის ცვენა.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: https://www.noificaram.es.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
რამიპრილი ნორმონის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინახება არაუმეტეს 25°C-ზე.
ინახება ორიგინალი შეფუთვით სინათლისაგან და ნესტისაგან დასაცავად.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი კონტეინერის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის ან კონტეინერების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს რამიპრილი ნორმონი
აქტიური ნივთიერებაა რამიპრილი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ რამიპრილს.
დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, დაბალი ჩანაცვლების ჰიდროქსიპროპილცელულოზა, რკინის წითელი ოქსიდი (E-172), ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, მაგნიუმის სტეარატეი
რამიპრილი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
მოვარდისფერო, მრგვალი, ორმხრივამობურცული და გამყოფი ხაზით ტაბლეტები.
მოწოდებულია შეფუთვით, რომელიც შეიცავს 28 ტაბლეტს ბლისტერებზე.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6
28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6
28760 ტრეს კანტოსი – მადრიდი (ესპანეთი)
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია 2024 წლის ივლისი.
ეს ინსტრუქცია არ შეიცავს სრულ ინფორმაციას მედიკამენტის შესახებ, დამატებით კითხვების არსებობისას ან თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
პრეპარატის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob
პრეპარატის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მედიკამენტის გამოყენების ინსტრუქციაში და შეფუთვაზე არსებული QR კოდის სმარტფონით დასკანერებით. ასევე ამ ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელია ვებგვერდზე: https://cima.aemps.es/cima/dochtml/p/68276/P_68276.html
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.




