რამიპრილი - ჰარტილის® ტაბლეტების მოქმედი ნივთიერება – მიეკუთვნება ე.წ. აგფ (ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის) ინჰიბიტორების ჯგუფს. პრეპარატი ჰარტილი®: ამცირებს თქვენს ორგანიზმში ნივთიერებების გამომუშავებას, რომლებიც იწვევენ არტერიული წნევის მატებას; აფართოებს და ადუნებს სისხლძარღვებს; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- რამიპრილი (ramipril)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ ტაბლეტი №28 (4X7)
- მწარმოებელი
- „EGIS Pharmaceuticals“ PLC, უნგრეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- C09AA05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041749
- რეგისტრირებულია
- 1 აგვისტო 2024, მოქმედებს 1 აგვისტო 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „EGIS Pharmaceuticals“ PLC (უნგრეთი)
- განმცხადებელი
- დსს „ეგის ფარმაცეუტიკალს“ წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ჰარტილი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რამიპრილი - ჰარტილის® ტაბლეტების მოქმედი ნივთიერება – მიეკუთვნება ე.წ. აგფ (ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის) ინჰიბიტორების ჯგუფს.
პრეპარატი ჰარტილი®:
ამცირებს თქვენს ორგანიზმში ნივთიერებების გამომუშავებას, რომლებიც იწვევენ არტერიული წნევის მატებას;
აფართოებს და ადუნებს სისხლძარღვებს;
ამსუბუქებს გულის მუშაობას სისხლის გადმოქაჩვის დროს.
პრეპარატი ჰარტილი® განკუთვნილია:
მომატებული არტერიული წნევის (ჰიპერტონია) სამკურნალოდ;
თირკმელების დაავადების განვითარების რისკის შესამცირებლად ან გადასავადებლად (მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა შაქრიანი დიაბეტი);
მიოკარდის ინფარქტის ან ინსულტის გავითარების რისკის პროფილაქტიკისთვის;
გულის უკმარისობის სამკურნალოდ (როცა გულის უნარი, გადმოქაჩის საკმარისი რაოდენობის სისხლი ორგანიზმის სისხლძარღვებში, არის დაქვეითებული);
მიოკარდის ინფარქტის შემდგომი მდგომარეობის მკურნალობა გულის უკმარისობის განვითარებისას.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ჰარტილი® ექიმის მიერ დანიშნული დოზით. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირების რეჟიმი
არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა):
რეკომენდებული საწყისი დოზა – 1,25 მგ ან 2,5 მგ დღეში ერთხელ.
არტერიული წნევის კონტროლის მიზნით, თქვენმა მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია შეცვალოს დოზა, რომელსაც იღებთ.
მაქსიმალური დღეღამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ-ს.
თუ თქვენ უკვე იღებთ შარდმდენ საშუალებებს, თქვენმა მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია მოხსნას ან შეამციროს შარდმდენი პრეპარატის დოზა ჰარტილის® ტაბლეტებით მკურნალობის დაწყებამდე.
მიოკარდის ინფარქტის ან ინსულტის განვითარების რისკის შემცირება:
ჩვეულებრივ, რეკომენდებული საწყისი დოზა არის 2,5 მგ დღეში ერთხელ.
თქვენმა მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია გაზარდოს დოზა, რომელსაც თქვენ იღებთ.
ჩვეულებრივ, რეკომენდებული დღეღამური დოზა შეადგენს 10 მგ-ს.
თირკმლის დაავადების გაუარესების ან გადავადების პრევენცია:
რეკომენდებული საწყისი დოზა არის 1,25 მგ ან 2,5 მგ დღეში ერთხელ.
თქვენმა მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია შეცვალოს დოზა, რომელსაც იღებთ.
ჩვეულებრივ, რეკომენდებული დღეღამური დოზა შეადგენს 5 მგ-ს ან 10 მგ-ს.
გულის უკმარისობა:
ჩვეულებრივ, რეკომენდებული საწყისი დოზა არის 1,25 მგ დღეში ერთხელ.

მაქსიმალური დღეღამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ-ს. ეს დოზა, სასურველია, გაიყოს ორ მიღებად.
გულის უკმარისობა მიოკარდის ინფარქტის შემდეგ:
ჩვეულებრივ, რეკომენდებული საწყისი დოზა არის 1,25 მგ ან 2,5 მგ დღეში ორჯერ.

ჩვეულებრივ რეკომენდებული დღეღამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ-ს. ეს დოზა, სასურველია, გაიყოს ორ მიღებად.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
თქვენი მკურნალი ექიმი შეამცირებს საწყის დოზას და შეარჩევს თქვენთვის საჭირო დოზას უფრო ნელა.
ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები
ბავშვებში ამ პრეპარატის გამოყენების არასაკმარისი გამოცდილების გამო, ჰარტილი® არ უნდა დაინიშნოს ბავშვებში.
მიღების წესი
ტაბლეტები განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს დღე-ღამის ერთსა და იმავე მონაკვეთში. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჩაღეჭვის გარეშე, სითხის დაყოლებით.
ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად.
ტაბლეტების გაყოფა შესაძლებელია ორ თანაბარ დოზად, გამყოფ ღარზე გადატეხვის მეშვეობით.
თუ მიიღეთ ჰარტილის® ტაბლეტები დანიშნულზე მეტი რაოდენობით:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს სამედიცინო დახმარების ცენტრს. არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება საავადმყოფოში მისასვლელად! სთხოვეთ სხვა პირს მიგიყვანოთ სამედიცინო დაწესებულებაში ან გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. თან იქონიეთ ეს ინსტრუქცია და დარჩენილი ტაბლეტები, რათა აჩვენოთ ექიმს.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ჰარტილის® ტაბლეტების მიღება დროულად
გამოტოვეთ დროულად არ მიღებული დოზა და მიიღეთ მომდევნო დოზა ჩვეული რეჟიმით.
დოზის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია რამიპრილის, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) სხვა ნებისმიერი ინჰიბიტორის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც მოყვანილია მე-8 პარაგრაფში (ალერგიისათვის დამახასიათებელია ისეთი სიმპტომები, როგორიც არის: კანისმიერი გამონაყარი, გართულებული ყლაპვა და სუნთქვა, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპება);
თუ ადრე გქონიათ მძიმე ალერგიული რეაქციები, რომელთაც ეწოდებათ „ანგიონევროზული შეშუპება“. მისთვის დამახასიათებელია ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: ინტენსიური ქავილი, ჭინჭრის ციება, წითელი ლაქების გაჩენა ხელებზე, ფეხებზე და ყელში, ხორხის და ენის შეშუპება, ენის და თვალების ირგვლივ მიდამოს შეშუპება, გართულებული ყლაპვა ან სუნთქვა;
თუ იღებთ საკუბიტრილს/ვალსარტანს (სამკურნალო საშუალება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ მოზრდილებში);
თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა და იღებთ არტერიული წნევის შემამცირებელ მედიკამენტებს, რომლებიც შეიცავს ალისკირენს;
თუ თქვენ მკურნალობთ ჰემოდიალიზით ან სისხლის ფილტრაციის სხვა მეთოდებით. იმისდამიხედვით, თუ რა აღჭურვილობას იყნენებთ, პრეპარატი ჰარტილი® შესაძლებელია არ იყოს თქვენთვის მისაღები სამკურნალო საშალება;
თუ გაწუხებთ თირკმელების დაავადება, რომლის დროსაც მცირდება თირკმელების სისხლით მომარაგება (თირკმლის არტერიის შევიწროება);
თუ ხართ ორსულად (3 თვეზე მეტი ხნის ორსული) (იხ. პარაგრაფი ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება); ორსულობის ადრეულ სტადიაზე პრეპარატ ჰარტილის გამოყენება არ არის რეკომენდებული;
თუ გაქვთ შემცირებული ან არასტაბილური არტერიული წნევა; თქვენი მკურნალი ექიმი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;
არ გამოიყენოთ ჰარტილის® ტაბლეტები, თუ გეხებათ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა. თუ არ ხართ რამეში დარწმუნებული, მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატის ჰარტილი® ტაბლეტები მიღების დაწყებამდე, გაიარეთ კონსულტაცია თქვენ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან:
თუ თქვენ გაქვთ გულის, ღვიძლის ან თირკმელების დაავადება;
თუ აღგენიშნებათ სითხის ან მარილების მნიშვნელოვანი კარგვა (ღებინების, ფაღარათის, ჭარბი ოფლიანობის, მარილის შემზღუდავი დიეტის, შარდმდენი საშუალებების ხანგრძლივი გამოყენების, ჰემოდიალიზით მკურნალობის შემთხვევაში);
თუ ერთდროულად იყენებთ პრეპარატებს ფუტკრის და ბზიკის ნაკბენის მიმართ ალერგიის სამკურნალოდ (დესენსიბილიზაცია);
თუ დაგეგმილი გაქვთ ანესთეზიით მიმდინარე ქირურგიული ან სტომატოლოგიური ოპერაცია. შესაძლებელია საჭირო გახდეს პრეპარატ ჰარტილის® გამოყენების შეწყვეტა ოპერაციამდე ერთი დღით ადრე; კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს;
თუ სისხლში მომატებული გაქვთ კალიუმის დონე (სისხლის ლაბორატორიული ანალიზის შედეგებით);
თუ გაწუხებთ დაავადება ან იღებთ ისეთ სამკურნალო საშუალებებს, რომელთაც შეუძლიათ შეამცირონ ნატრიუმის დონე სისხლში. ასეთ შემთხვევაში, თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ რეგულარული სისხლის ანალიზები, სისხლში ნატრიუმის შემცველობის გასაკონტროლებლად; ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენ ხართ ხანდაზმული ასაკის პაციენტი;
თუ იღებთ ისეთ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ზრდიან ანგიონევროზული შეშუპების რისკს (მძიმე ალერგიული რეაქცია), როგორიცაა: mTOR ინჰიბიტორები (ტენსიროლიმუსი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი), ვილდაგლიპტინი ან ნეპრილიზინის ინჰიბიტორები (ნეპ) (როგორიცაა რაცეკადოტრილი) ან საკუბიტრილი/ვალსარტანი (ასევე, იხ. პარაგრაფი 2. ქვეპარაგრაფი „არ მიიღოთ პრეპარატი ჰარტილა®“);
თუ გაწუხებთ კოლაგენოზური სისხლძარღვთა დაავადება, როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა ან სკლეროდერმია;
თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს არტერიული წნევის შესამცირებლად:
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები - ეგრეთ წოდებული სარტანები, მაგალითად, ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ შაქართან დიაბეტთან დაკავშირებული თირკმელების დაავადება.
ალისკირენი.
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას. პრეპარატი ჰარტილის® გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში. ჰარტილი® უკუნაჩვენებია ორსულობის 3 თვეზე მეტი პერიოდის შემდეგ, რადგანაც პრეპარატის გამოყენებამ ამ პერიოდში შესაძლებელია სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს (იხ. პარაგრაფი ,,ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება“).
აგფ ინჰიბიტორები უფრო ხშირად იწვევენ ანგიონევროზულ შეშუპებას (ალერგიული რეაქცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანისმიერი გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპება) შავკანიან პაციენტებში, ვიდრე სხვა ეთნიკურ ჯგუფებში.
სხვა აგფ ინჰიბიტორების მსგავსად, რამიპრილი შეიძლება იყოს ნაკლებად ეფექტური არტერიული წნევის შესამცირებლად შავკანიან პაციენტებში, ვიდრე სხვა ეთნიკურ ჯგუფებში.
ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები
პრეპარატ ჰარტილის® გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებისა და მოზარდებში, ამ ასაკობრივ ჯგუფში საკმარისი კლინიკური გამოცდილების არ არსებობის გამო.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ამჟამად იყენებთ ან ბოლო პერიოდში იყენებდით ან აპირებთ მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატები, რადგანაც სამკურნალო პრეპარატებმა შესაძლებელია შეცვალონ ერთმანეთის ეფექტები.
თქვენს მკურნალ ექიმს შეუძლია შეცვალოს პრეპარატის დოზა ან მიიღოს სხვა სიფრთხილის ზომები, თუ თქვენ იღებთ ანგიენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებს (არბ) ან ალისკირენს (ასევე, იხ. პარაგრაფი „არ მიიღოთ ჰარტილის ტაბლეტები“ და „სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენებისას“).
გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილი მოქმედი ნივთიერებების შემცველ ნებისმიერ მედიკამენტს, რადგან მათ შეუძლიათ შეამცირონ პრეპარატ ჰარტილის® ეფექტურობა:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები), როგორიცაა: იბუპროფენი, ინდომეტაცინი ან აცეტილსალიცილის მჟავა;
დაბალი არტერიული წნევის, შოკის, გულის უკმარისობის, ასთმის ან ალერგიის სამკურნალო საშუალებები, მაგალითად, ეფედრინი, ნორადრენალინი, ადრენალინი. თქვენი მკურნალო ექიმი გააკონტროლებს თქვენს არტერიულ წნევას.
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე პრეპარატს. ამ პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ ჰარტილის® ტაბლეტებთან ერთად შეიძლება გაზარდოს გვერდითი ეფექტების რისკი:
საკუბიტრილი/ვალსარტი - გამოიყენება მოზრდილებში გულის უკმარისობის ხანგრძლივი (ქრონიკული) მკურნალობისთვის (იხ. პარაგრფი 2 „არ მიიღოთ ჰარტილის® ტაბლეტები“);
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები), როგორიცაა: იბუპროფენი, ინდომეტაცინი ან ასპირინი;
კიბოს სამკურნალო პრეპარატები (ქიმიოთერაპია);
გადანერგილი ორგანოს უარყოფის საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგალითად ციკლოსპორინი;
შარდმდენი საშუალებები, მაგალითად ფუროსემიდი;
პრეპარატები, რომლებიც იწვევენ სისხლში კალიუმის დონის მატებას, მაგალითად სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი, კალიუმის მარილები და ჰეპარინი (სისხლის გამათხელებელი საშუალება);
ანთებითი დაავადებების სამკურნალო სტეროიდები, მაგალითად, პრედნიზოლონი;
ალოპურინოლი (სისხლში შარდმჟავას დონის დასაწევი საშუალება);
პროკაინამიდი (გულის რითმის დარღვევის სამკურნალო საშუალება);
ტრიმეტოპრიმი და მისი კომბინაცია სულფამეტოქსაზოლთან (კო-ტრიმოქსაზოლი) (ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო პრეპარატი);
ტემსიროლიმუსი (კიბოს სამკურნალო პრეპარატი);
ევეროლიმუსი, სიროლიმუსი (გადანერგილი ორგანოს უარყოფის საწინააღმდეგო პრეპარატები);
ვილდაგლიპტინი (ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი);
რაცეკადოტრილი (ფაღარათის სამკურნალო პრეპარატი).
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს თუ იყენებთ ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელიმეს. ჰარტილმა® შესაძლებელია იმოქმედოს მათ ეფექტურობაზე:
ანტიდიაბეტური პრეპარატები (ინსულინი ან შიგნით მისაღები საშუალებები, რომლებიც ამცირებენ სისხლში შაქრის დონეს). ჰარტილს® შეუძლია შეამციროს შაქრის შემცველობა თქვენს სისხლში. რეგულარულად აკონტროლეთ შაქრის დონე სისხლში პრეპარატ ჰარტილით® მკურნალობის დროს;
ლითიუმი (ფსიქიკური აშლილობების სამკურნალო საშუალება). ჰარტილმა® შესაძლებელია გაზარდოს ლითიუმის დონე თქვენს სისხლში. პრეპარატ ჰარტილით® მკურნალობის დროს, თქვენი მკურნალო ექიმი საგულდაგულოდ გააკონტროლებს სისხლში ლითიუმის დონეს.
თუ თქვენ იყენებთ ზემოთ ჩამოთვლილი სამკურნალო საშუალებიდან რომელიმეს (ან არ ხართ რამეში დარწმუნებული), პრეპარატ ჰარტილის® მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.
ჰარტილის® ტაბლეტების მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის გამოყენებისას, ჰარტილმა® შესაძლებელია გამოიწვიოს თავბრუსხვევა. თუ არ ხართ დარწმუნებული, რა რაოდენობის ალკოჰოლის მიღება არის შესაძლებელი ჰარტილის® ტაბლეტების გამოყენებისას, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, რადგანაც არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები და ალკოჰოლი აძლიერებენ ერთმანეთის ეფექტს.
ჰარტილის® ტაბლეტების მიღება შესაძლებელია კვებისაგან დამოუკიდებლად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად, ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე.
ორსულობა
თუ დაორსულდით ან ფიქრობთ, რომ დაორსულდით პრეპარატ ჰარტილის® მიღების პერიოდში, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვეს მკურნალ ექიმს ამის შესახებ. ექიმი სავარაუდოდ გირჩევთ ჰარტილის® ტაბლეტების მიღების შეწყვეტას და სხვა ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტზე გადასვლას ჯერ კიდევ ორსულობის დადეგმვამდე.
ჰარტილის® ტაბლეტების მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში.
ჰარტილი® უკუნაჩვენებია ორსულობის 13 კვირის შემდეგ, რადგანაც პრეპარატმა შესაძლებელია ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს. თუ თქვენ დაორსულდით პრეპარატ ჰარტილის® გამოყენების პერიოდში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს. თქვენ უნდა გადახვიდეთ სხვა ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტზე ჯერ კიდევ ორსულობის დადეგმვამდე.
ძუძუთი კვება
პრეპარატი არ გამოიყენება ძუძუთი კვების პერიოდში.
ორსულობის და ძუძუთი კვების დროს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატ ჰარტილის® გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს თავბრუსხვევა. განსაკუთრებით კი მკურნალობის დაწყებისას ან დოზის გაზრდისას. აღნიშნულის გამოვლენის შემთხვევაში, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და არ იმუშაოთ მექანიზემბთან.
პრეპარატი ჰარტილი® ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას
ლაქტოზას აუტანლობის შემთხვევაში საჭიროა ტაბლეტებში ლაქტოზას შემცველობის გათვალისწინება.
ჰარტილი® 5 მგ ტაბლეტები: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 96,47 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს.
ჰარტილი® 10 მგ ტაბლეტები: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 193,2 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს.
თუ თქვენმა მკურნალმა ექიმმა გაგფრთხილათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი ტიპის შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, მოცემულმა პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
შეწყვიტეთ ჰარტილის® ტაბლეტების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, უახლოეს სამედიცინო დახმარების ცენტრს ქვემოთ მოცემული ნებისმიერი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რადგანაც თქვენ შესაძლებელია დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება:
სახის, ტუჩების, პირის ან ხორხის შეშუპება, რაც იწვევს გართულებულ სუნთქვას და ყლაპვას, ასევე ქავილი და გამონაყარი. ეს შესაძლებელია იყოს ჰარტილით® გამოწვეული მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნები.
მძიმე კანისმიერი რეაქციები, მათ შორის: კანისმიერი გამონაყარი, წყლულები პირის ღრუში, კანის არსებული დაავადების დამძიმება, კანის სიწითლე, ბუშტუკები კანზე და აქერცვლა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ან მულტიფორმული ერითემა).
დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, შემდეგი მდგომარეობების განვითარების შესახებ:
გახშირებული გულის შეკუმშვა, არარეგულარული ან ძლიერი გულის შეკუმშვა (გულისცემა), ტკივილი მკერდის არეში, შებოჭილობის შეგრძნება გულმკერდის არეში ან უფრო სერიოზული მდგომარეობები, მათ შორის გულის შეტევა და ინსულტი;
ქოშინი ან ხველა. ეს სიმპტომები შესაძლებელია მიუთითებდნენ დარღვევებზე ფილტვების მხრიდან;
მოულოდნელად განვითარებული სისხლჩაქცევები, ნორმასთან შედარებით გახანგრძლივებული სისხლდენა, სისხლდენის ნებისმიერი ნიშანი (მაგალითად, სისხლდენა ღრძილებიდან), იისფერი ლაქების გაჩენა კანზე, ინფექციური დაავადებების უფრო ხშირი განვთარება, ვიდრე ჩვეულებრივ, ყელის ტკივილი, ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, გულისწასვლა, ფერმკრთალი კანი. ეს სიმპტომები შესაძლებელია იყოს სისხლის ან ძვლის ტვინის დაავადების ნიშნები;
ძლიერი ტკივილი მუცლის არეში, რომელიც გადაეცემა ზურგის მიმართულებით. ეს შესაძლებელია იყოს კუჭ-ქვეშა ჯირკვლის ანთების ნიშნები (პანკრეატიტი);
ცხელება, შემცივნება, დაღლილობის შეგრძნება, მადის დაკარგვა, ტკივილი კუჭის არეში, გულისრევა, კანის და თვალების გაყვითლება (სიყვითლე). ეს სიმპტომები შესაძლებელია მიუთითებდეს ღვიძლის დაავადებაზე, მაგალითად ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება) ან ღვიძლის დაზიანებაზე;
კონცენტრირებული (მუქი) შარდი, გულისრევა, კუნთების სპაზმი, ცნობიერების დაბინდვა და ანტიდიურეზული ჰორმონის არასაკმარისი გამომუშავება. თუ თქვენ აღგენიშნებათ რომელიმე ეს სიმპტომი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
სხვა გვერდითი ეფექტები
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ რომელიმე ქვემოთ მოცემული გვერდითი ეფექტი გახდება სერიოზული ან არ გაქრება რამდენიმე დღეში.
ქვემოთ მითითებული გვერდითი ეფექტების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში;
ხშირი: ვლინდება 100-დან 1-10 პაციენტში;
არახშირი: ვლინდება 1 000-დან 1-10 პაციენტში;
იშვიათი: ვლინდება 10 000-დან 1-10 პაციენტში;
ძალიან იშვიათი: ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში;
სიხშირე უცნობია: სიხშირის დადგენა არსებული მონაცემებით შეუძლებელია.
ხშირი:
თავის ტკივილი ან დაღლილობა;
თავბრუსხვევა (მისი განვითარება უფრო მოსალოდნელია პრეპარატ ჰარტილით მკურნალობის დასაწყისში და დოზის გაზრდისას);
უგონო მდგომარეობა, არტერიული წნევის პათოლოგიური შემცირება (ჰიპოტონია), განსაკუთრებით კი ჯდომისას ან დგომისას პოზიციის უეცარი შეცვლისას;
მშრალი ხველა, ცხვირის დანამატი წიაღების ანთება (სინუსიტები), ბრონქიტი, ჰაერის უკმარისობა;
ტკივილი მუცლის ან კუჭის არეში, ფაღარათი, საკვების მოუნელებლობა, გულისრევა, ღებინება;
გამონაყარი კანზე, რომელიც არ ცვლის კანის ზედაპირის ფორმას;
ტკივილი მკერდის არეში;
კუნთების სპაზმი ან კუნთების ტკივილი;
კალიუმის მომატებული დონე სისხლში (სისხლის ანალიზის საფუძველზე).
არახშირი:
წონასწორობის დარღვევა (ვერტიგო);
ქავილი და კანის მგრძნობელობის ცვლილებები, როგორიცაა დაბუჟება, წვის შეგრძნება ან ჟრუანტელი კანზე (პარესთეზია);
გემოვნების აღქმის შეცვლა ან დაკარგვა;
ძილის დარღვევა;
დეპრესიის შეგრძნება, შფოთვა, ნევროზულობა, მოუსვენრობა;
ცხვირის დახშობა, სუნთქვის გაძნელება ან არსებული ასთმის გაუარესება;
ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება, რომელსაც თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, გულისრევა, ფაღარათი;
გულძმარვა, ყაბზობა, პირის სიმშრალე;
ნორმაზე მეტი რაოდენობით შარდის გამოყოფა დღე-ღამის განმავლობაში, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობა;
გაზრდილი ოფლიანობა;
მადის დაკარგვა ან გაუარესება (ანორექსია);
გულის შეკუმშვათა სიხშირის გაზრდა ან არარეგულარული გულისცემა;
ზედა და ქვედა კიდურების შეშუპება, რაც შეიძლება იყოს ორგანიზმში სითხის შეკავების მაჩვენებელი;
ცხელი ალები;
დაბინდული, არამკვეთრი მხედველობა;
სახსრების ტკივილი;
ცხელება;
იმპოტენცია მამაკაცებში, ლიბიდოს შემცირება მამაკაცებსა და ქალებში;
გარკვეული ტიპის სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ზრდა (ეოზინოფილია) სისხლის ანალიზის შედეგების საფუძველზე;
ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის ან თირკმლის ფუნქციის შეცვლა ლაბორატორიული კვლევის შედეგების საფუძველზე.
იშვიათი:
კანკალი და ცნობიერების დაბინდვა;
წითელი, შეშუპებული ენა;
კანის მძიმე განშრევება ან აქერცვლა, გარქოვანებული გამონაყარი ქავილით;
ფრჩხილების ცვლილება (დარბილება ან ფრჩხილის ფირფიტის განშრევება ფრჩხილის ბუდიდან);
გამონაყარი კანზე ან სილურჯე;
ლაქები კანზე ან ცივი კიდურები;
გაწითლებული, ქავილით თანმხლები, შეშუპებული ან წყლიანი თვალები;
სმენის დარღვევა და ხმაური ყურებში;
სისუსტის შეგრძნება;
სისხლის წითელი და თეთრი სხეულების, სისხლის ფირფიტების რაოდენობის ან ჰემოგლობინის დონის შემცირება, სისხლის ანალიზის შედეგის საფუძველზე.
ძალიან იშვიათი:
მომატებული მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ.

ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა;
პირის ღრუს შეშუპება;
სისხლის ანალიზით გამოვლენილი სისხლის სხეულების ნაკლებობა;
სისხლის ანალიზით გამოვლენილი ნატრიუმის ჩვეულებრივთან შედარებით ძალიან დაბალი დონე სისხლში;
ხელის და ფეხის თითების კანის ფერის შეცვლა სიცივეში, სითბოში შემდგომი ჩხვლეტის შეგრძნებით და მტკივნეულობით (რეინოს ფენომენი);
სარძევე ჯირკვლების გაზრდა მამაკაცებში;
რეაქციების შენელება ან დარღვევა;
წვის შეგრძნება;
ყნოსვის შეცვლა;
თმის ცვენა.
შეტყობინება შესაძლო არასასურველი რეაქციების შესახებ
თუ თქვენ გივლინდებათ რაიმე სახის გვერდითი რეაქციები, მიმართეთ ექიმს. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც არ არის მითითებული ფურცელ-ჩანართში. არასასურველი რეაქციების შესახებ, თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ სამკურნალო საშუალების არასასურველი რეაქციების (მოქმედების) საინფორმაციო მონაცემთა ბაზას, მათ შორის შეატყობინოთ წამლების არაეფექტურობის შესახებაც. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ გვაწვდით მეტ ინფორმაციას ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
აგფ ინჰიბიტორებით დოზის გადაჭარბების სიმპტომები, შეიძლება გამოვლინდეს პერიფერიული სისხლძარღვების გამოხატული გაფართოებით (გამოხატული ჰიპოტენზიით და შოკით), ბრადიკარდიით, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევით და თირკმლის უკმარისობით.
მკურნალობა
პაციენტის მდგომარეობა მუდმივად უნდა კონტროლდებოდეს, ხოლო დანიშნული მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური და მხარდამჭერი. მისაღები ზომები მოიცავს პირველად დეტოქსიკაციას (კუჭის ამორეცხვა, ადსორბენტების მიღება) და ჰემოდინამიკური მაჩვენებლების სტაბილურობის აღდგენას, მათ შორის ალფა-1-ადრენერგიული აგონისტების ან ანგიოტენზინი II-ის (ანგიოტენზინამიდი) დანიშვნას. რამიპრილატი - რამიპრილის აქტიური მეტაბოლიტი - ცუდად გამოიდევნება საერთო სისხლძარღვთა სისტემიდან ჰემოდიალიზის საშუალებით.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება:
ჰარტილი®, 5მგ: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 5მგ რამიპრილს.
ჰარტილი®, 10მგ: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 10მგ რამიპრილს.
დამხმარე ნივთიერებები:
ჰარტილი®, 5მგ ტაბლეტები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი 1500, ნატრიუმის სტეარილფუმარატი, რკინის ოქსიდი წითელი (E172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172).
ჰარტილი®, 10მგ ტაბლეტები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი 1500, ნატრიუმის სტეარილფუმარატი.
ჰარტილის® ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
გარეგნული სახე
ჰარტილი®, 5მგ ტაბლეტები
ღია ვარდისფერი ან მონარინჯისფრო-ვარდისფერი, შესაძლო მოწინწკლული ზედაპირით, ბრტყელი ოვალური ტაბლეტები, ნაჭდევით, გამყოფი ღარით, ტაბლეტის ერთ მხარეს გრავირებულია „R3“ და გვერდით ზედაპირებზე არის გამყოფი ღარები.
ჰარტილი®, 10მგ ტაბლეტები:
თეთრი ან თითქმის თეთრი ბრტყელი ოვალური ტაბლეტები, ნაჭდევით, გამყოფი ღარით, ტაბლეტის ერთ მხარეს გრავირებულია „R4“ და გვერდით ზედაპირებზე არის გამყოფი ღარები.
შეფუთვა
ერთ ბლისტერზე მოთავსებულია 7 ტაბლეტი. 2 ბლისტერი (14 ტაბლეტი) ან 4 ბლისტერი (28 ტაბლეტი) შეფუთულია მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეიძლება სამკურნალო საშუალების გადაყრა ჩამდინარე წყლებში და საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. თუ აუცილებელია პრეპარატის გადაყრა, რომელიც აღარ გჭირდებათ, გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევთან. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების პრევენციას.
- ვარგისობის ვადა
ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შედეგ.
ვარგისობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ხარისხის გაუარესების ხილული ნიშნების შემჩნევისას (ფერის შეცვლა).
- გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული კლასიფიკაცია: რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი პრეპარატები, აგფ ინჰიბიტორები,
ათქ კოდი: C09A A05
რამიპრილის მოქმედების მექანიზმი:
რამიპრილატი, რამიპრილის პროწამლის აქტიური მეტაბოლიტი, თრუგუნავს დიპეპტიდილ-კარბოქსი-პეპტიდაზა I-ის ფერმენტს (სინომიმები: ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტი; კინინაზა II). სისხლის პლაზმაში და ქსოვილებში ეს ფერმენტი ანგიოტენზინ I-ს გარდაქმნის აქტიურ სისხლძარღვების შემავიწროებელ ნივთიერებად - ანგიოტენზინ II-ად კატალიზირების საშუალებით და ასევე, ხელს უწყობს აქტიურ სისხლძარღვთა გამაფართოებელი ნივთიერების - ბრადიკინინის დაშლასაც. ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნის შემცირება და ბრადიკინინის დაშლის ინჰიბირება იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას.
ვინაიდან, ანგიოტენზინ II, ასევე, ასტიმულირებს ალდოსტერონის გამოთავისუფლებას, რამიპრილატი ამცირებს ალდოსტერონის სეკრეციას. აგფ ინფიბიტორის დანიშვნისას, მონოთერაპიის ეფექტურობის საშუალო მაჩვენებელი იყო უფრო დაბალი არტერიული ჰიპერტენიზიის მქონე (პაციეტების პოპულაცია ჰიპერტენზიით, და ჩვეულებისამებრ, რენინის დაბალი შემცველობით) შავკანიან პოპულაციაში (აფრო-კარიბული), ვიდრე სხვა კანის ფერის მქონე პაციენტებში.
ფარმაკოდინამიური ეფექტი
ანტიჰიპერტენზიული ეფექტი
რამიპრილის მიღებას თან სდევს პერიფერიული არტერიული წინაღობის შესამჩნევი დაქვეითება. როგორც წესი, პრეპარატი მნიშვნელოვნად არ ცვლის სისხლის მიმოქცევას თირკმელებში და გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარეს. რამიპრილის მიღებას თან სდევს ანტიჰიპერტენზიული მოქმედება პაციენტში, როგორც „მდგომიარე“, ასევე „მწოლიარე“ მდგომარეობაში და ამასთანავე, პრეპარატი არ იწვევს კომპენსატორულ ტაქიკარდიას.
რამიპრილის შიგნით (პერორალურად) ერთჯერადად მიღების შემდეგ, მისი ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ვლინდება დაახლოებით 1-2 საათში, აღწევს მაქსიმუმს 3-6 საათში და გრძელდება 24 საათის განმავლობაში.
რამიპრილის ყოველდღიურად მიღებისას მისი ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ეტაპობრივად იზრდება 3-4 კვირის განმავლობაში და ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში, ეს მოქმედება ნარჩუნდება 2 წლის განმავლობაში.
რამიპრილის მიღების უეცრად შეწყვეტას თან არ სდევს არტერიული წნევის სწრაფი მომატება.
პრეპარატი ასევე ამცირებს ნეიროენდოკრინულ გააქტიურებას.
გულის უკმაროსობა
დიურეზულ საშუალებებთან დამატებით საყოველთაოდ აღიარებული თერაპიისა და საგულე გლიკოზიდებით შესაძლო დამატებითი მკურნალობის გარდა, რამიპრილი ითვლება ეფექტურ პრეპარატად იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომელთაც აქვთ II-IV ფუნქციონალური კლასის გულის უკმარისობა NYHA-ის (ნიუ იორკის გულის ასოციაციის) კლასიფიკაციის მიხედვით. ამ პრეპარატს აქვს სასარგებლო გავლენა გულის ჰემოდინამიკაზე (ამცირებდა მარჯვენა და მარცხენა პარკუჭების შევსების წნევას, ამცირებდა პერიფერიული სისხლძარღვების მთლიან წინააღმდეგობას, ზრდიდა წუთობრივ მოცულობას და აუმჯობესებდა გულის ინდექსს).
პრეპარატი ასევე ამცირებს ნეიროენდოკრინულ აქტივაციას.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონული სისტემების (რაას) ორმაგი ბლოკადის კლინიკური კვლევის შედეგები
ორ მსხვილ, რანდომიზებულ კლინიკურ კვლევაში ONTARGET (Ongoing Telmisartan Alone and in combination with Ramipril Global Endpoint Trail) და VA NEPHRON-D (The Veterans Affairs Nephropaty in Diabetes) ხდებოდა აგფ ინჰიბიტორების და ARAT-ის კომბინაციის სარგებლის შესწავლა.
ONTARGET კვლევაში მონაწილეობას ღებულობდნენ ანამნეზში გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულარული დაავადებების მქონე პაციენტები ან ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტები, ორგანოების გამოხატული დაზიანებით.
VA NEPHRON-D კვლევაში მონაწილეობდნენ ტიპი 2 დიაბეტის და დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტები.
ამ კვლევებმა არ გამოავლინა რაიმე სახის დასაბუთებული უპირატესობა კლინიკურ შედეგებზე თირკმელების, გულ-სისხლძარღვთა სისტემების ან ლეტარული შედეგის თვალსაზრისით. ამავდორულად, აგფ ინჰიბიტორების და ატრა-ის კომბინაცია მონოთერაპიასთან შედარებით, ასოცირებული იყო ჰიპერკალემიის, თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევის და/ან ჰიპოტენზიის მომატებულ რისკთან.
ვინაიდან, აგფ ინჰიბიტორების და ატრა პრეპარატების ფარმაკოდინამიური პროფილი მსგავსია, ამოტომ ეს შედეგები ვრცელდება სხვა აგფ ინჰიბიტორებსა და ატრა-ებზეც.
ამგვარად, აგფ ინჰიბიტორების და ატრა პრეპარატების მიღება არ შეიძლება კომბინაციაში იმ პაციეტებისთვის, რომელთაც აქვთ დიაბეტური ნეფროპათია.
კლინიკურ კვლევაში ALTITUDE (Aliskiren Trial in Type 2 Dibetes Using Cardiovascular and Renal Disease Endpoints) შეისწავლებოდა აგფ ინჰიბიტორების და ატრა-ის სტანდარტულ თერაპიასთან ალისკირინის დამატების სარგებელი, იმ პაციენტებში, რომელთაც ჰქონდათ ტიპი 2 დიაბეტი თირკმელების ქრონიკული დაავადებებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ან დაავადებების ორივე ტიპი. გვერდითი ეფექტების გაზრდილი რისკის გამო, კვლევა ვადამდე ადრე შეწყდა. გულ-სისხლძარღვთა ან ინსულტის მიზეზით ლეტალური შედეგი უფრო ხშირად ვლინდებოდა ალესკირინის მიმღებ ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში. ანალოგიურად, გვერდითი ეფექტები და შედარებით სერიოზული გვერდითი ეფექტები (ჰიპერკალემია, ჰიპოტენზია და თირკმლის ფუნქციის დარღვევა) უფრო ხშირი იყო ალესკირინის მიმღებ ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.
გულ-სისხლძარღვთა პროფილაქტიკა და ნეფროპროტექტორული მოქმედება
პლაცებო-კონტროლირებად პროფილაქტიკურ კვლევაში HOPE, რამიპრილს ამატებდნენ სტანდარტულ თერაპიაში. კვლევაში ჩართული იყო 9200 პაციენტზე მეტი, რომელთაც ჰქონდათ გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების მომატებული რისკი, ან გადატანილი ჰქონდათ ათეროთრომბული გულ-სისხლძარღვთა დაავადება (კორონარული არტერიების დაავადება, ინსულტი, ან პერიფერიული სისხლძარღვების დაავადება ანამნეზში), ან ჰქონდათ შაქრიანი დიაბეტი, სულ მცირე ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორით (დოკუმენტირებული მიკროალბუმინურია, ჰიპერტონია, საერთო ქოლესტერინის მომატებული დონე, ქოლესტერინის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დაბალი დონე ან მოწევა). კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ რამიპრილი სტატისტიკურად დადასტრებულად ამცირებდა მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებისგან გამოწვეულ სიკვდილიანობის და ინსულტის სიხშირეს, როგორც მონოთერაპიისას ასევე, კომბინირებული საბოლოო წერტილის შემთხვევაშიც.
HOPE კვლევა: ძირითადი შედეგები
რამიპრილი %
პლაცებო %
შედარებითი რისკი (95% ნდობის ინტერვალი)
p-ის მნიშვნელობა
ყველა პაციენტი
n =4645
n=4652
პირველადი კომბინირებული წერტილი
14,0
17,8
0,78 (0,70-0,86)
<0,001
მიოკარდიუმის ინფარქტი
9,9
12,3
0,80 (0,70-0,90)
<0,001
გულ-სისხლძარღვთა დაავადებისგან გამოწვეულ სიკვდილიანობა
6,1
8,1
0,74 (0,64-0,87)
<0,001
ინსულტი
3,4
4,9
0,68 (0,56-0,84)
<0,001
მეორადი საბოლოო წერტილები
ნებისმიერი მიზეზისგან გამოწვეულ სიკვდილიანობა
10,4
12,2
0,84 (0,75-0,95)
0,005
რევასკულარიზაციის აუცილებლობა
16,0
18,3
0,85 (0,77-0,94)
0,002
ჰოსპოტალიზაცია არასტაბილური სტენოკარდიის გამო
12,1
12,3
0,98 (0,87-1,10)
სხვაობა არ არის დადასტურებული
ჰოსპოტალიზაცია გულის უკმარისობის გამო
3,2
3,5
0,88 (0,70-1,10)
0,25
დიაბეტთან დაკავშირებული გართულებები
6,4
7,6
0,84 (0,72-098)
0,03
MICRO-HOPE კვლევა
MICREO-HOPE კვლევაში (რომელიც წინასწარ დაიგეგმა HOPE კვლევის ფარგლებში) აანალიზებდნენ 10მგ რამიპრილის დამატების ზეგავლენას სტანდარტულ თერაპიულ რეჟიმზე, პლაცებოსთან შედარებით, 3 577 პაციენტში, რომელთა ასაკი იყო ≥55 (ასაკის შეუზღუდავად) და ჰქონდათ ნორმალური ან მომატებული არტერიული წნევა. ასევე, მათ უმრავლესობას ჰქონდა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სულ მცირე ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორი.
პირველადმა ანალიზმა აჩვენა, რომ 117 (6,5%) პაციენტს, რომელთაც მიიღეს რამიპრილი და 149 (8,4%) პაციენტს, რომელთაც მიიღეს პლაცებო, განუვითარდა აშკარა ნეფროპათია, რაც შეესაბამება ნეფროპათიის განვითარების შედარებითი რისკის შემცირებას 24%-ით, ნდობის ინტერვალი 95% [3-40], p=0,027.
REIN კვლევა
მულტი-ცენტრულ, რანდომიზებულ, პლაცებო-კონტროლირებად, ორმაგ-ბრმა კვლევაში REIN, შეისწავლიდნენ რამიპრილის ეფექტურობას გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის გაუარესების სიჩქარეზე 352 პაციენტში, რომელთაც ჰქონდათ ნორმალური არტერიული წნევა ან არტერიული ჰიპერტენზია (ასაკი 18-70 წელი), ზომიერი (ცილის გამოყოფა 1-დან 3მგ-მდე/დღე-ღამეში) ან მძიმე (ცილის გამოყოფა ≥3მგ/დღე-ღამეში) პროტეინურიით, რომელიც გამოწვეული იყო ქრონიკული არადიაბტური ნეფროპათიით. გამოხატული პროტეინურიის საფუძველზე, ეს პაციენტები დაიყო 2 ქვეჯგუფად.
უფრო მძიმე ფორმის პროტეინურიის მქონე პაციენტების კვლევის (ამ ქვეჯგუფში კვლევა ვადამდე ადრე შეწყდა, რამიპრილის დადებით ეფექტთან დაკავშირებით) შედეგების ძირითადმა ანალიზმა აჩვენა, რომ გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის საშუალო გაუარესება თვეში, უფრო ნაკლებად იყო გამოხატული რამიპრილის მიმღებ ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში (-0,54 (0,66) -0,88 (1,03) მლ/წთ/თვესთან შედარებით, p=0,038). სხვაობა ჯგუფებს შორის შეადგენდა 0,34-ს [0,03-0,65] თვეში და დაახლოებით 4 მლ/წთ/წელიწადში. 23%-ში იყო თირკმლის ტრანსპლანტაციის, ჰემოდიალიზის და შრატოვანი კრეატინინის დონის გაორმაგების აუცილებლობა, რაც ამტკიცებს, რომ რამიპილის ჯგუფში გამოვლენა იყო უფრო ნაკლები (23% პლაცებოს ჯგუფში 45%-თან შედარებით, p=0,02).
მეორადი პროფილაქტიკა მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ
AIRE კვლევაში მონაწილეობდა 2000-ზე მეტი პაციენტი, დროებითი ან მუდმივი გულის უკმარისობის ნიშნებით, მიოკარდიუმის ინფარქტის გამოვლენის შემდეგ. რამიპრილით მკურნალობას იწყებდნენ მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დაწყებიდან მე-3 - მე-10 დღეს. პაციენტებზე თანმდევი დაკვირვების საშუალო პერიოდი შეადგენდა 15 თვეს. კვლევამ დაადგინა, რომ 15 თვის შემდეგ სიკვდილიანობა რამიპრილის მიმღებ პაციენტების ჯგუფში იყო 16,9%, ხოლო პლაცებოს ჯგუფში - 22,6%, რაც შეესაბამება სიკვდილიანობის აბსოლუტურ შემცირებას 5,7 %-ით და შედარებითი რისკის შემცირებას 27 %-ით (ნდობის ინტერვალი 95% [11-40%]).
გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში
ორმაგ-ბრმა, რანდომიზირებულ, პლაცებო-კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა ჰიპერტენზიის მქონე 6-დან 16 წლამდე ასაკის 244 პაციენტი (73 %-ში პირველადი ჰიპერტენზია), რამიპრილი დაინიშნა დაბალ, საშუალო და მაღალ დოზებში, სადაც რამიპრილის კონცენტრაცია პლაზმაში (სხეულის მასის კგ-ზე გაანგარიშებით) შეესაბამოებოდა მოზრდილებისთვის რეკომენდებულ დოზებს - 1,25 მგ, 5 მგ და 20 მგ. 4 კვირის შემდეგ დადგინდა, რომ სისტოლური წნევის შემცირების თვალსაზრისით, რამიპრილი არ იყო ეფექტური კვლევის საბოლოო შედეგში. ამავდროულად, ყველაზე მაღალი დოზის მიღებისას, იგი ამცირებდა დიასტოლურ წნევას. მაღალი არტერიული წნევის მქონე ბავშვებში, რამიპრილი როგორც საშუალო, ასევე მაღალი დოზებით იწვევდა სისტოლური და დიასტოლური წნევის მნიშვნელოვნად დაწევას.
ასეთი მოქმედება არ გამოვლენილა, დოზის მომატების და შეწყვეტის 4 კვირიან, რანდომიზირებულ, ორმაგ ბრმა კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 6-დან 16 წლამდე ასაკის 218 პაციენტი (75 %-ში პირველადი ჰიპერტენზია). სხეულის წონაზე დამოკიდებულ სამივე დოზის მიღების შემთხვევაში ( დაბალი: 0,625 მგ /2,5 მგ, საშუალო: 2,5 მგ / 10 მგ და მაღალი 5 მგ / 20 მგ), როგორც დიასტოლური, ასევე სისტოლური წნევა გარკვეუწილად, მაგრამ სტატისტიკურად დაუსაბუთებლად, დაუბრუნდა თავდაპირველ დონეს. მოცემულ პედიატრიულ პოპულაციაში რამიპრილით მკურნალობის შედეგს არ ქონდა ხაზოვანი დოზა-დამოკიდებულება.
- 2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
შეწოვა
შიგნით მიღების შემდეგ, რამიპრილი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა ერთი საათის განმავლობაში. შარდში ნივთიერებების რაოდენობის გაზომვის შედეგების საფუძველზე, რამიპრილის შეწოვის დონე არის 56%-ზე მეტი. საკვების მიღება არ მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შეწოვაზე. შიგნით მიღების შემდეგ, აქტიური მეტაბილიტის - რამიპრილატის ბიოშეღწევადობა, რამიპრილის 2,5მგ და 5მგ დოზების შემთხვევაში, წარმადგენს 45%-ს. ერთადერთი აქტიური მეტაბილიტის - რამიპრილატის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა რამიპრილის მიღებიდან 2-4 საათის განმავლობაში. რამიპრილატის წონასწორობის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, ჩვეულებრივი დოზის დღეში ერთხელ მიღების შემთხვევაში, მიიღწევა დაახლოებით, პრეპარატის მიღებიდან მე-4 დღეს.
განაწილება
რამიპრილი და რამიპრილატი სისხლის შრატის ცილებს უკავშირდებიან დაახლოებით 73%-ით და 56%-ით.
ბიოგარდაქმნა
რამიპრილი თითქმის სრულად მეტაბოლიზირდება რამიპრილატად, დიკეტოპიპერაზინულ ეთერად და დიკეტოპიპერაზინულ მჟავად და რამიპრილის და რამიპრილატის გლუკურონიდებად.
გამოყოფა
მეტაბოლიზმის პროდუქტები, ძირითადად, გამოიყოფა თირკმელებით.
რამიპრილატს გააჩნია პოლიფაზური ფარმაკოკინეტიკური პროფილი. აგფ ფერმენტთან ძლიერი გაჯერებული კავშირის და ამ ფერმენტთან მისი ნელი დისოციაციის გამო, პლაზმაში ძალიან დაბალი კონცენტრაციისას, რამიპრილატისთვის დამახასიათებელია ნახევარგამოყოფის გახანგრძლივებული პერიოდი.
რამიპრილატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 13-17 საათს, რამიპრილის დღეში ერთხელ 5-10მგ დღეღამური დოზის განმეორებითად მიღების შემდეგ. თუმცა, უფრო დაბალი 1,25მგ-2,5მგ დოზის მიღების პირობებში, ეს პერიოდი უფრო ხანგრძლივდება. ეს განსხვავება შეიძლება აიხსნას პლაზმაში რამიპრილატის დაბალი კონცენტრაციისას, სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის ირიბი ცვლილების გამო გახანგრძლივებული საბოლოო ფაზით. ეს საბოლოო ფაზა არ არის დამოკიდებული დოზებზე, რაც მიუთითებს ფერმენტის რამიპრილატთან შეკავშირების ადგილების გაჯერების შესაძლებლობას.
პაციენტთა სპეციალური ჯგუფები
პაციენტები, თირკმლის ფუნქციის დარღვევით (იხ. პარაგრაფი 4.2)
პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ თირკმლის ფუნქცია, რამიპრილატის გამოყოფა თირკმელების საშუალებით მცირდება. რამიპრილატის თირკმლისმიერი კლირენსი არის კრეატინინის კლირენსის პირდაპირ პროპორციული. ამის ხარჯზე, რამიპრილატის კონცენტრაცია პალზმაში არის უფრო მაღალი და მისი გამოყოფა მიმდინარეობს უფრო მეტხანს, ვიდრე ნორმალური თირკმლის ფუნქციის მქონე პაციენტებში.
პაციენტები, ღვიძლის ფუნქციის დარღვევით (იხ. პარაგრაფი 4.2)
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში რამიპრილის მეტაბოლიზმი რამიპრილატად შეფერხებულია ღვიძლის ესთერაზების შემცირებული აქტივობის გამო. ამ პაციენტებში აღინიშნება რამიპრილის პლაზმური დონის მომატება. თუმცა, რამიპრილატის კონცენტრაციის პიკი ამ პაციენტებში ისეთივეა, როგორიც ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში.
ძუძუთი კვება
10 მგ რამიპრილის პერორალურად ერთჯერადად მიღების შემდეგ, მისმა მომატებულმა კონცენტრაციამ დედის რძეში ვერ მიაღწია გაზომვად დონეს. თუმცა, რამიპრილის მრავალჯერადი მიღების ეფექტი შესწავლილი არ არის.
ბავშვები და მოზარდები
რამიპრილის ფარმაკოკინეტიკურ პროფილს იკვლევდნენ ჰიპერტონიით დაავადებულ, 2-დან 16 წლამდე ასაკის, 30 ბავშვში, რომელთა სხეულის წონა იყო ≥ 10 კგ. 0.05-0.2 მგ/კგ დოზით დანიშნული რამიპრილი სწრაფად და მნიშვნელოვანი დონით მეტაბოლიზდებოდა რამიპრილატად, რომლის მაქსიმალური კონცენტრაცია განისაზღვრა პრეპარატის მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ. რამიპრილატის კლირენსი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია სხეულის მასაზე (p<0.01) და დოზაზე (p<0.001). კლირენსი და Vd იზრდებოდა ბავშვების ასაკის პროპორციულად ყველა დოზის ჯგუფში. ბავშვებში 0.05 მგ/კგ დოზა შეესაბამება 5მგ რამიპრილის დოზას მოზრდილებში. უფრო მაღალი დოზა 0.2მგ/კგ შეესაბამებოდა რამიპრილის მაქსიმალურ რეკომენდებულ 10 გ დოზას მოზრდილებისთვის.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
(ინფორმაცია პაციენტებისთვის)
ჰარტილი®
5 მგ, 10 მგ ტაბლეტები
(რამიპრილი)
პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით და სრულად წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელი, შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
დამატებითი კითხვების არსებობსი შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს სამკურნალო საშუალება განკუთვნილია პირადად თქვენთვის, ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. მან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ იმ შემთხვევაშიც, თუ მათი დაავადების სიმპტომები არის თქვენი სიმპტომების მსგავსი.
თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი ეფექტი, ან შენიშნავთ გვერდით ეფექტს, რომელიც მოცემული არ არის ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს (იხ. პარაგრაფი 4).
მოცემული ფურცელ-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
- რას წარმოადგენს პრეპარატი ჰარტილი® ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატის ჰარტილი® ტაბლეტები გამოყენებამდე
- როგორ მიიღება პრეპარატი ჰარტილი® ტაბლეტები
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ ინახება პრეპარატი ჰარტილი® ტაბლეტები
- ვარგისიანობის ვადა
- აფთიაქიდან გაცემის წესი
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
- რას წარმოადგენს პრეპარატი ჰარტილი® ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება
რამიპრილი - ჰარტილის® ტაბლეტების მოქმედი ნივთიერება – მიეკუთვნება ე.წ. აგფ (ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის) ინჰიბიტორების ჯგუფს.
პრეპარატი ჰარტილი®:
ამცირებს თქვენს ორგანიზმში ნივთიერებების გამომუშავებას, რომლებიც იწვევენ არტერიული წნევის მატებას;
აფართოებს და ადუნებს სისხლძარღვებს;
ამსუბუქებს გულის მუშაობას სისხლის გადმოქაჩვის დროს.
პრეპარატი ჰარტილი® განკუთვნილია:
მომატებული არტერიული წნევის (ჰიპერტონია) სამკურნალოდ;
თირკმელების დაავადების განვითარების რისკის შესამცირებლად ან გადასავადებლად (მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა შაქრიანი დიაბეტი);
მიოკარდის ინფარქტის ან ინსულტის გავითარების რისკის პროფილაქტიკისთვის;
გულის უკმარისობის სამკურნალოდ (როცა გულის უნარი, გადმოქაჩის საკმარისი რაოდენობის სისხლი ორგანიზმის სისხლძარღვებში, არის დაქვეითებული);
მიოკარდის ინფარქტის შემდგომი მდგომარეობის მკურნალობა გულის უკმარისობის განვითარებისას.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატის ჰარტილი® ტაბლეტები გამოყენებამდე
არ მიიღოთ ჰარტილის® შემდეგ შემთხვევებში:
თუ გაქვთ ალერგია რამიპრილის, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) სხვა ნებისმიერი ინჰიბიტორის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც მოყვანილია მე-8 პარაგრაფში (ალერგიისათვის დამახასიათებელია ისეთი სიმპტომები, როგორიც არის: კანისმიერი გამონაყარი, გართულებული ყლაპვა და სუნთქვა, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპება);
თუ ადრე გქონიათ მძიმე ალერგიული რეაქციები, რომელთაც ეწოდებათ „ანგიონევროზული შეშუპება“. მისთვის დამახასიათებელია ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: ინტენსიური ქავილი, ჭინჭრის ციება, წითელი ლაქების გაჩენა ხელებზე, ფეხებზე და ყელში, ხორხის და ენის შეშუპება, ენის და თვალების ირგვლივ მიდამოს შეშუპება, გართულებული ყლაპვა ან სუნთქვა;
თუ იღებთ საკუბიტრილს/ვალსარტანს (სამკურნალო საშუალება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ მოზრდილებში);
თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა და იღებთ არტერიული წნევის შემამცირებელ მედიკამენტებს, რომლებიც შეიცავს ალისკირენს;
თუ თქვენ მკურნალობთ ჰემოდიალიზით ან სისხლის ფილტრაციის სხვა მეთოდებით. იმისდამიხედვით, თუ რა აღჭურვილობას იყნენებთ, პრეპარატი ჰარტილი® შესაძლებელია არ იყოს თქვენთვის მისაღები სამკურნალო საშალება;
თუ გაწუხებთ თირკმელების დაავადება, რომლის დროსაც მცირდება თირკმელების სისხლით მომარაგება (თირკმლის არტერიის შევიწროება);
თუ ხართ ორსულად (3 თვეზე მეტი ხნის ორსული) (იხ. პარაგრაფი ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება); ორსულობის ადრეულ სტადიაზე პრეპარატ ჰარტილის გამოყენება არ არის რეკომენდებული;
თუ გაქვთ შემცირებული ან არასტაბილური არტერიული წნევა; თქვენი მკურნალი ექიმი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;
არ გამოიყენოთ ჰარტილის® ტაბლეტები, თუ გეხებათ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა. თუ არ ხართ რამეში დარწმუნებული, მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს.
სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენების დროს
პრეპარატის ჰარტილი® ტაბლეტები მიღების დაწყებამდე, გაიარეთ კონსულტაცია თქვენ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან:
თუ თქვენ გაქვთ გულის, ღვიძლის ან თირკმელების დაავადება;
თუ აღგენიშნებათ სითხის ან მარილების მნიშვნელოვანი კარგვა (ღებინების, ფაღარათის, ჭარბი ოფლიანობის, მარილის შემზღუდავი დიეტის, შარდმდენი საშუალებების ხანგრძლივი გამოყენების, ჰემოდიალიზით მკურნალობის შემთხვევაში);
თუ ერთდროულად იყენებთ პრეპარატებს ფუტკრის და ბზიკის ნაკბენის მიმართ ალერგიის სამკურნალოდ (დესენსიბილიზაცია);
თუ დაგეგმილი გაქვთ ანესთეზიით მიმდინარე ქირურგიული ან სტომატოლოგიური ოპერაცია. შესაძლებელია საჭირო გახდეს პრეპარატ ჰარტილის® გამოყენების შეწყვეტა ოპერაციამდე ერთი დღით ადრე; კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს;
თუ სისხლში მომატებული გაქვთ კალიუმის დონე (სისხლის ლაბორატორიული ანალიზის შედეგებით);
თუ გაწუხებთ დაავადება ან იღებთ ისეთ სამკურნალო საშუალებებს, რომელთაც შეუძლიათ შეამცირონ ნატრიუმის დონე სისხლში. ასეთ შემთხვევაში, თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ რეგულარული სისხლის ანალიზები, სისხლში ნატრიუმის შემცველობის გასაკონტროლებლად; ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენ ხართ ხანდაზმული ასაკის პაციენტი;
თუ იღებთ ისეთ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ზრდიან ანგიონევროზული შეშუპების რისკს (მძიმე ალერგიული რეაქცია), როგორიცაა: mTOR ინჰიბიტორები (ტენსიროლიმუსი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი), ვილდაგლიპტინი ან ნეპრილიზინის ინჰიბიტორები (ნეპ) (როგორიცაა რაცეკადოტრილი) ან საკუბიტრილი/ვალსარტანი (ასევე, იხ. პარაგრაფი 2. ქვეპარაგრაფი „არ მიიღოთ პრეპარატი ჰარტილა®“);
თუ გაწუხებთ კოლაგენოზური სისხლძარღვთა დაავადება, როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა ან სკლეროდერმია;
თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს არტერიული წნევის შესამცირებლად:
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები - ეგრეთ წოდებული სარტანები, მაგალითად, ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ შაქართან დიაბეტთან დაკავშირებული თირკმელების დაავადება.
ალისკირენი.
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას. პრეპარატი ჰარტილის® გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში. ჰარტილი® უკუნაჩვენებია ორსულობის 3 თვეზე მეტი პერიოდის შემდეგ, რადგანაც პრეპარატის გამოყენებამ ამ პერიოდში შესაძლებელია სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს (იხ. პარაგრაფი ,,ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება“).
აგფ ინჰიბიტორები უფრო ხშირად იწვევენ ანგიონევროზულ შეშუპებას (ალერგიული რეაქცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანისმიერი გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპება) შავკანიან პაციენტებში, ვიდრე სხვა ეთნიკურ ჯგუფებში.
სხვა აგფ ინჰიბიტორების მსგავსად, რამიპრილი შეიძლება იყოს ნაკლებად ეფექტური არტერიული წნევის შესამცირებლად შავკანიან პაციენტებში, ვიდრე სხვა ეთნიკურ ჯგუფებში.
ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები
პრეპარატ ჰარტილის® გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებისა და მოზარდებში, ამ ასაკობრივ ჯგუფში საკმარისი კლინიკური გამოცდილების არ არსებობის გამო.
სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი ჰარტილი® ტაბლეტები
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ამჟამად იყენებთ ან ბოლო პერიოდში იყენებდით ან აპირებთ მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატები, რადგანაც სამკურნალო პრეპარატებმა შესაძლებელია შეცვალონ ერთმანეთის ეფექტები.
თქვენს მკურნალ ექიმს შეუძლია შეცვალოს პრეპარატის დოზა ან მიიღოს სხვა სიფრთხილის ზომები, თუ თქვენ იღებთ ანგიენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებს (არბ) ან ალისკირენს (ასევე, იხ. პარაგრაფი „არ მიიღოთ ჰარტილის ტაბლეტები“ და „სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენებისას“).
გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილი მოქმედი ნივთიერებების შემცველ ნებისმიერ მედიკამენტს, რადგან მათ შეუძლიათ შეამცირონ პრეპარატ ჰარტილის® ეფექტურობა:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები), როგორიცაა: იბუპროფენი, ინდომეტაცინი ან აცეტილსალიცილის მჟავა;
დაბალი არტერიული წნევის, შოკის, გულის უკმარისობის, ასთმის ან ალერგიის სამკურნალო საშუალებები, მაგალითად, ეფედრინი, ნორადრენალინი, ადრენალინი. თქვენი მკურნალო ექიმი გააკონტროლებს თქვენს არტერიულ წნევას.
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე პრეპარატს. ამ პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ ჰარტილის® ტაბლეტებთან ერთად შეიძლება გაზარდოს გვერდითი ეფექტების რისკი:
საკუბიტრილი/ვალსარტი - გამოიყენება მოზრდილებში გულის უკმარისობის ხანგრძლივი (ქრონიკული) მკურნალობისთვის (იხ. პარაგრფი 2 „არ მიიღოთ ჰარტილის® ტაბლეტები“);
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები), როგორიცაა: იბუპროფენი, ინდომეტაცინი ან ასპირინი;
კიბოს სამკურნალო პრეპარატები (ქიმიოთერაპია);
გადანერგილი ორგანოს უარყოფის საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგალითად ციკლოსპორინი;
შარდმდენი საშუალებები, მაგალითად ფუროსემიდი;
პრეპარატები, რომლებიც იწვევენ სისხლში კალიუმის დონის მატებას, მაგალითად სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი, კალიუმის მარილები და ჰეპარინი (სისხლის გამათხელებელი საშუალება);
ანთებითი დაავადებების სამკურნალო სტეროიდები, მაგალითად, პრედნიზოლონი;
ალოპურინოლი (სისხლში შარდმჟავას დონის დასაწევი საშუალება);
პროკაინამიდი (გულის რითმის დარღვევის სამკურნალო საშუალება);
ტრიმეტოპრიმი და მისი კომბინაცია სულფამეტოქსაზოლთან (კო-ტრიმოქსაზოლი) (ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო პრეპარატი);
ტემსიროლიმუსი (კიბოს სამკურნალო პრეპარატი);
ევეროლიმუსი, სიროლიმუსი (გადანერგილი ორგანოს უარყოფის საწინააღმდეგო პრეპარატები);
ვილდაგლიპტინი (ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი);
რაცეკადოტრილი (ფაღარათის სამკურნალო პრეპარატი).
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს თუ იყენებთ ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელიმეს. ჰარტილმა® შესაძლებელია იმოქმედოს მათ ეფექტურობაზე:
ანტიდიაბეტური პრეპარატები (ინსულინი ან შიგნით მისაღები საშუალებები, რომლებიც ამცირებენ სისხლში შაქრის დონეს). ჰარტილს® შეუძლია შეამციროს შაქრის შემცველობა თქვენს სისხლში. რეგულარულად აკონტროლეთ შაქრის დონე სისხლში პრეპარატ ჰარტილით® მკურნალობის დროს;
ლითიუმი (ფსიქიკური აშლილობების სამკურნალო საშუალება). ჰარტილმა® შესაძლებელია გაზარდოს ლითიუმის დონე თქვენს სისხლში. პრეპარატ ჰარტილით® მკურნალობის დროს, თქვენი მკურნალო ექიმი საგულდაგულოდ გააკონტროლებს სისხლში ლითიუმის დონეს.
თუ თქვენ იყენებთ ზემოთ ჩამოთვლილი სამკურნალო საშუალებიდან რომელიმეს (ან არ ხართ რამეში დარწმუნებული), პრეპარატ ჰარტილის® მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.
ჰარტილის® ტაბლეტების მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის გამოყენებისას, ჰარტილმა® შესაძლებელია გამოიწვიოს თავბრუსხვევა. თუ არ ხართ დარწმუნებული, რა რაოდენობის ალკოჰოლის მიღება არის შესაძლებელი ჰარტილის® ტაბლეტების გამოყენებისას, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, რადგანაც არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები და ალკოჰოლი აძლიერებენ ერთმანეთის ეფექტს.
ჰარტილის® ტაბლეტების მიღება შესაძლებელია კვებისაგან დამოუკიდებლად.
ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი
თუ ხართ ორსულად, ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე.
ორსულობა
თუ დაორსულდით ან ფიქრობთ, რომ დაორსულდით პრეპარატ ჰარტილის® მიღების პერიოდში, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვეს მკურნალ ექიმს ამის შესახებ. ექიმი სავარაუდოდ გირჩევთ ჰარტილის® ტაბლეტების მიღების შეწყვეტას და სხვა ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტზე გადასვლას ჯერ კიდევ ორსულობის დადეგმვამდე.
ჰარტილის® ტაბლეტების მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში.
ჰარტილი® უკუნაჩვენებია ორსულობის 13 კვირის შემდეგ, რადგანაც პრეპარატმა შესაძლებელია ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს. თუ თქვენ დაორსულდით პრეპარატ ჰარტილის® გამოყენების პერიოდში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს. თქვენ უნდა გადახვიდეთ სხვა ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტზე ჯერ კიდევ ორსულობის დადეგმვამდე.
ძუძუთი კვება
პრეპარატი არ გამოიყენება ძუძუთი კვების პერიოდში.
ორსულობის და ძუძუთი კვების დროს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატ ჰარტილის® გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს თავბრუსხვევა. განსაკუთრებით კი მკურნალობის დაწყებისას ან დოზის გაზრდისას. აღნიშნულის გამოვლენის შემთხვევაში, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და არ იმუშაოთ მექანიზემბთან.
პრეპარატი ჰარტილი® ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას
ლაქტოზას აუტანლობის შემთხვევაში საჭიროა ტაბლეტებში ლაქტოზას შემცველობის გათვალისწინება.
ჰარტილი® 5 მგ ტაბლეტები: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 96,47 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს.
ჰარტილი® 10 მგ ტაბლეტები: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 193,2 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს.
თუ თქვენმა მკურნალმა ექიმმა გაგფრთხილათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი ტიპის შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
- როგორ მიიღება პრეპარატი ჰარტილი® ტაბლეტები
ყოველთვის მიიღეთ ჰარტილი® ექიმის მიერ დანიშნული დოზით. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირების რეჟიმი
არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა):
რეკომენდებული საწყისი დოზა – 1,25 მგ ან 2,5 მგ დღეში ერთხელ.
არტერიული წნევის კონტროლის მიზნით, თქვენმა მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია შეცვალოს დოზა, რომელსაც იღებთ.
მაქსიმალური დღეღამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ-ს.
თუ თქვენ უკვე იღებთ შარდმდენ საშუალებებს, თქვენმა მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია მოხსნას ან შეამციროს შარდმდენი პრეპარატის დოზა ჰარტილის® ტაბლეტებით მკურნალობის დაწყებამდე.
მიოკარდის ინფარქტის ან ინსულტის განვითარების რისკის შემცირება:
ჩვეულებრივ, რეკომენდებული საწყისი დოზა არის 2,5 მგ დღეში ერთხელ.
თქვენმა მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია გაზარდოს დოზა, რომელსაც თქვენ იღებთ.
ჩვეულებრივ, რეკომენდებული დღეღამური დოზა შეადგენს 10 მგ-ს.
თირკმლის დაავადების გაუარესების ან გადავადების პრევენცია:
რეკომენდებული საწყისი დოზა არის 1,25 მგ ან 2,5 მგ დღეში ერთხელ.
თქვენმა მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია შეცვალოს დოზა, რომელსაც იღებთ.
ჩვეულებრივ, რეკომენდებული დღეღამური დოზა შეადგენს 5 მგ-ს ან 10 მგ-ს.
გულის უკმარისობა:
ჩვეულებრივ, რეკომენდებული საწყისი დოზა არის 1,25 მგ დღეში ერთხელ.
თქვენმა მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია შეცვალოს დოზა, რომელსაც იღებთ.
მაქსიმალური დღეღამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ-ს. ეს დოზა, სასურველია, გაიყოს ორ მიღებად.
გულის უკმარისობა მიოკარდის ინფარქტის შემდეგ:
ჩვეულებრივ, რეკომენდებული საწყისი დოზა არის 1,25 მგ ან 2,5 მგ დღეში ორჯერ.
თქვენმა მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია შეცვალოს დოზა, რომელსაც იღებთ.
ჩვეულებრივ რეკომენდებული დღეღამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ-ს. ეს დოზა, სასურველია, გაიყოს ორ მიღებად.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
თქვენი მკურნალი ექიმი შეამცირებს საწყის დოზას და შეარჩევს თქვენთვის საჭირო დოზას უფრო ნელა.
ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები
ბავშვებში ამ პრეპარატის გამოყენების არასაკმარისი გამოცდილების გამო, ჰარტილი® არ უნდა დაინიშნოს ბავშვებში.
მიღების წესი
ტაბლეტები განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს დღე-ღამის ერთსა და იმავე მონაკვეთში. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჩაღეჭვის გარეშე, სითხის დაყოლებით.
ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად.
ტაბლეტების გაყოფა შესაძლებელია ორ თანაბარ დოზად, გამყოფ ღარზე გადატეხვის მეშვეობით.
თუ მიიღეთ ჰარტილის® ტაბლეტები დანიშნულზე მეტი რაოდენობით:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს სამედიცინო დახმარების ცენტრს. არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება საავადმყოფოში მისასვლელად! სთხოვეთ სხვა პირს მიგიყვანოთ სამედიცინო დაწესებულებაში ან გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. თან იქონიეთ ეს ინსტრუქცია და დარჩენილი ტაბლეტები, რათა აჩვენოთ ექიმს.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ჰარტილის® ტაბლეტების მიღება დროულად
გამოტოვეთ დროულად არ მიღებული დოზა და მიიღეთ მომდევნო დოზა ჩვეული რეჟიმით.
დოზის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, მოცემულმა პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
შეწყვიტეთ ჰარტილის® ტაბლეტების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, უახლოეს სამედიცინო დახმარების ცენტრს ქვემოთ მოცემული ნებისმიერი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რადგანაც თქვენ შესაძლებელია დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება:
სახის, ტუჩების, პირის ან ხორხის შეშუპება, რაც იწვევს გართულებულ სუნთქვას და ყლაპვას, ასევე ქავილი და გამონაყარი. ეს შესაძლებელია იყოს ჰარტილით® გამოწვეული მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნები.
მძიმე კანისმიერი რეაქციები, მათ შორის: კანისმიერი გამონაყარი, წყლულები პირის ღრუში, კანის არსებული დაავადების დამძიმება, კანის სიწითლე, ბუშტუკები კანზე და აქერცვლა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ან მულტიფორმული ერითემა).
დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, შემდეგი მდგომარეობების განვითარების შესახებ:
გახშირებული გულის შეკუმშვა, არარეგულარული ან ძლიერი გულის შეკუმშვა (გულისცემა), ტკივილი მკერდის არეში, შებოჭილობის შეგრძნება გულმკერდის არეში ან უფრო სერიოზული მდგომარეობები, მათ შორის გულის შეტევა და ინსულტი;
ქოშინი ან ხველა. ეს სიმპტომები შესაძლებელია მიუთითებდნენ დარღვევებზე ფილტვების მხრიდან;
მოულოდნელად განვითარებული სისხლჩაქცევები, ნორმასთან შედარებით გახანგრძლივებული სისხლდენა, სისხლდენის ნებისმიერი ნიშანი (მაგალითად, სისხლდენა ღრძილებიდან), იისფერი ლაქების გაჩენა კანზე, ინფექციური დაავადებების უფრო ხშირი განვთარება, ვიდრე ჩვეულებრივ, ყელის ტკივილი, ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, გულისწასვლა, ფერმკრთალი კანი. ეს სიმპტომები შესაძლებელია იყოს სისხლის ან ძვლის ტვინის დაავადების ნიშნები;
ძლიერი ტკივილი მუცლის არეში, რომელიც გადაეცემა ზურგის მიმართულებით. ეს შესაძლებელია იყოს კუჭ-ქვეშა ჯირკვლის ანთების ნიშნები (პანკრეატიტი);
ცხელება, შემცივნება, დაღლილობის შეგრძნება, მადის დაკარგვა, ტკივილი კუჭის არეში, გულისრევა, კანის და თვალების გაყვითლება (სიყვითლე). ეს სიმპტომები შესაძლებელია მიუთითებდეს ღვიძლის დაავადებაზე, მაგალითად ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება) ან ღვიძლის დაზიანებაზე;
კონცენტრირებული (მუქი) შარდი, გულისრევა, კუნთების სპაზმი, ცნობიერების დაბინდვა და ანტიდიურეზული ჰორმონის არასაკმარისი გამომუშავება. თუ თქვენ აღგენიშნებათ რომელიმე ეს სიმპტომი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
სხვა გვერდითი ეფექტები
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ რომელიმე ქვემოთ მოცემული გვერდითი ეფექტი გახდება სერიოზული ან არ გაქრება რამდენიმე დღეში.
ქვემოთ მითითებული გვერდითი ეფექტების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში;
ხშირი: ვლინდება 100-დან 1-10 პაციენტში;
არახშირი: ვლინდება 1 000-დან 1-10 პაციენტში;
იშვიათი: ვლინდება 10 000-დან 1-10 პაციენტში;
ძალიან იშვიათი: ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში;
სიხშირე უცნობია: სიხშირის დადგენა არსებული მონაცემებით შეუძლებელია.
ხშირი:
თავის ტკივილი ან დაღლილობა;
თავბრუსხვევა (მისი განვითარება უფრო მოსალოდნელია პრეპარატ ჰარტილით მკურნალობის დასაწყისში და დოზის გაზრდისას);
უგონო მდგომარეობა, არტერიული წნევის პათოლოგიური შემცირება (ჰიპოტონია), განსაკუთრებით კი ჯდომისას ან დგომისას პოზიციის უეცარი შეცვლისას;
მშრალი ხველა, ცხვირის დანამატი წიაღების ანთება (სინუსიტები), ბრონქიტი, ჰაერის უკმარისობა;
ტკივილი მუცლის ან კუჭის არეში, ფაღარათი, საკვების მოუნელებლობა, გულისრევა, ღებინება;
გამონაყარი კანზე, რომელიც არ ცვლის კანის ზედაპირის ფორმას;
ტკივილი მკერდის არეში;
კუნთების სპაზმი ან კუნთების ტკივილი;
კალიუმის მომატებული დონე სისხლში (სისხლის ანალიზის საფუძველზე).
არახშირი:
წონასწორობის დარღვევა (ვერტიგო);
ქავილი და კანის მგრძნობელობის ცვლილებები, როგორიცაა დაბუჟება, წვის შეგრძნება ან ჟრუანტელი კანზე (პარესთეზია);
გემოვნების აღქმის შეცვლა ან დაკარგვა;
ძილის დარღვევა;
დეპრესიის შეგრძნება, შფოთვა, ნევროზულობა, მოუსვენრობა;
ცხვირის დახშობა, სუნთქვის გაძნელება ან არსებული ასთმის გაუარესება;
ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება, რომელსაც თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, გულისრევა, ფაღარათი;
გულძმარვა, ყაბზობა, პირის სიმშრალე;
ნორმაზე მეტი რაოდენობით შარდის გამოყოფა დღე-ღამის განმავლობაში, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობა;
გაზრდილი ოფლიანობა;
მადის დაკარგვა ან გაუარესება (ანორექსია);
გულის შეკუმშვათა სიხშირის გაზრდა ან არარეგულარული გულისცემა;
ზედა და ქვედა კიდურების შეშუპება, რაც შეიძლება იყოს ორგანიზმში სითხის შეკავების მაჩვენებელი;
ცხელი ალები;
დაბინდული, არამკვეთრი მხედველობა;
სახსრების ტკივილი;
ცხელება;
იმპოტენცია მამაკაცებში, ლიბიდოს შემცირება მამაკაცებსა და ქალებში;
გარკვეული ტიპის სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ზრდა (ეოზინოფილია) სისხლის ანალიზის შედეგების საფუძველზე;
ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის ან თირკმლის ფუნქციის შეცვლა ლაბორატორიული კვლევის შედეგების საფუძველზე.
იშვიათი:
კანკალი და ცნობიერების დაბინდვა;
წითელი, შეშუპებული ენა;
კანის მძიმე განშრევება ან აქერცვლა, გარქოვანებული გამონაყარი ქავილით;
ფრჩხილების ცვლილება (დარბილება ან ფრჩხილის ფირფიტის განშრევება ფრჩხილის ბუდიდან);
გამონაყარი კანზე ან სილურჯე;
ლაქები კანზე ან ცივი კიდურები;
გაწითლებული, ქავილით თანმხლები, შეშუპებული ან წყლიანი თვალები;
სმენის დარღვევა და ხმაური ყურებში;
სისუსტის შეგრძნება;
სისხლის წითელი და თეთრი სხეულების, სისხლის ფირფიტების რაოდენობის ან ჰემოგლობინის დონის შემცირება, სისხლის ანალიზის შედეგის საფუძველზე.
ძალიან იშვიათი:
მომატებული მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ.
სხვა გვერდითი ეფექტები
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ რომელიმე ქვემოთ მოცემული გვერდითი ეფექტი გახდება სერიოზული ან არ გაქრება რამდენიმე დღეში.
ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა;
პირის ღრუს შეშუპება;
სისხლის ანალიზით გამოვლენილი სისხლის სხეულების ნაკლებობა;
სისხლის ანალიზით გამოვლენილი ნატრიუმის ჩვეულებრივთან შედარებით ძალიან დაბალი დონე სისხლში;
ხელის და ფეხის თითების კანის ფერის შეცვლა სიცივეში, სითბოში შემდგომი ჩხვლეტის შეგრძნებით და მტკივნეულობით (რეინოს ფენომენი);
სარძევე ჯირკვლების გაზრდა მამაკაცებში;
რეაქციების შენელება ან დარღვევა;
წვის შეგრძნება;
ყნოსვის შეცვლა;
თმის ცვენა.
შეტყობინება შესაძლო არასასურველი რეაქციების შესახებ
თუ თქვენ გივლინდებათ რაიმე სახის გვერდითი რეაქციები, მიმართეთ ექიმს. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც არ არის მითითებული ფურცელ-ჩანართში. არასასურველი რეაქციების შესახებ, თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ სამკურნალო საშუალების არასასურველი რეაქციების (მოქმედების) საინფორმაციო მონაცემთა ბაზას, მათ შორის შეატყობინოთ წამლების არაეფექტურობის შესახებაც. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ გვაწვდით მეტ ინფორმაციას ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
- როგორ ინახება პრეპარატი ჰარტილი® ტაბლეტები
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეიძლება სამკურნალო საშუალების გადაყრა ჩამდინარე წყლებში და საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. თუ აუცილებელია პრეპარატის გადაყრა, რომელიც აღარ გჭირდებათ, გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევთან. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების პრევენციას.
- ვარგისობის ვადა
ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შედეგ.
ვარგისობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ხარისხის გაუარესების ხილული ნიშნების შემჩნევისას (ფერის შეცვლა).
- გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ჰარტილის® ტაბლეტები
მოქმედი ნივთიერება:
ჰარტილი®, 5მგ: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 5მგ რამიპრილს.
ჰარტილი®, 10მგ: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 10მგ რამიპრილს.
დამხმარე ნივთიერებები:
ჰარტილი®, 5მგ ტაბლეტები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი 1500, ნატრიუმის სტეარილფუმარატი, რკინის ოქსიდი წითელი (E172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172).
ჰარტილი®, 10მგ ტაბლეტები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი 1500, ნატრიუმის სტეარილფუმარატი.
ჰარტილის® ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
გარეგნული სახე
ჰარტილი®, 5მგ ტაბლეტები
ღია ვარდისფერი ან მონარინჯისფრო-ვარდისფერი, შესაძლო მოწინწკლული ზედაპირით, ბრტყელი ოვალური ტაბლეტები, ნაჭდევით, გამყოფი ღარით, ტაბლეტის ერთ მხარეს გრავირებულია „R3“ და გვერდით ზედაპირებზე არის გამყოფი ღარები.
ჰარტილი®, 10მგ ტაბლეტები:
თეთრი ან თითქმის თეთრი ბრტყელი ოვალური ტაბლეტები, ნაჭდევით, გამყოფი ღარით, ტაბლეტის ერთ მხარეს გრავირებულია „R4“ და გვერდით ზედაპირებზე არის გამყოფი ღარები.
შეფუთვა
ერთ ბლისტერზე მოთავსებულია 7 ტაბლეტი. 2 ბლისტერი (14 ტაბლეტი) ან 4 ბლისტერი (28 ტაბლეტი) შეფუთულია მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ., 30-38
უნგრეთი
საწარმოო მოედანი:
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1165 ბუდაპეშტი, ბიოკენფიოლდის ქ., 118-120
უნგრეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.