ამპრილანი
Amprilan®
ამპრილანი შეიცავს აქტიურ ნივთიერება რამიპრილს. ის მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელთაც ეწოდებათ აგფ ინჰიბიტორები (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები). ამპრილანის მოქმედება განპირობებულია შემდეგი პირობებით: ორგანიზმის მიერ ნივთიერების გამომუშავების შემცირება, რომელსაც შეუძლია გაზარდოს არტერიული წნევა. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- რამიპრილი (ramipril)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- KRKA d.d., Novo mesto, სლოვენია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- C09AA05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039295
- რეგისტრირებულია
- 6 ოქტომბერი 2023, მოქმედებს 6 ოქტომბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- KRKA d.d., Novo mesto (სლოვენია)
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ამპრილანი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ამპრილანი შეიცავს აქტიურ ნივთიერება რამიპრილს. ის მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელთაც ეწოდებათ აგფ ინჰიბიტორები (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები).
ამპრილანის მოქმედება განპირობებულია შემდეგი პირობებით:
ორგანიზმის მიერ ნივთიერების გამომუშავების შემცირება, რომელსაც შეუძლია გაზარდოს არტერიული წნევა.
სისხლძარღვების მოდუნება და გაფართოება;
გულის მუშაობის შემსუბუქება სისხლის მოძრაობისას სისხლძარღვებში.
ამპრილანი ნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
მომატებული არტერიული წნევა (ჰიპერტონია);
მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის განვითარების რისკის შემცირება;
თირკმლის დაავადებების განვითარების რისკის შემცირება (იმისდა მიუხედავად, გაწუხებთ თუ არა დიაბეტი);
გულის დაავადების მკურნალობა, როდესაც გულს არ შეუძლია სისხლძარღვებში საკმარისი სისხლის გატარება (გულის უკმარისობა);
გულის შეტევის შემდგომი პერიოდის მკურნალობა (მიოკარდიუმის ინფარქტი), გართულებული გულის უკმარისობით.
თუ არ შეინიშნება გაუმჯობესება ან ვლინდება მდგომარეობის გაუარესება, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციების სრული დაცვით. მიმართეთ ექიმს თუ არ ხართ დარწმუნებული.
მიღების წესი
მიიღეთ ამპრილანი შიგნით დღის ერთსადაიმავე დროს.
გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად, სითხის საკმარისი რაოდენობის მიყოლებით.
არ დაფშვნათ და დაღეჭოთ ტაბლეტი.
დოზირება
მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა
ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 1,25 მგ ან 2,5 მგ დღეში ერთხელ.
თქვენმა ექიმმა შესაძლოა მოახდინოს დოზის კორექცია, რომელსაც იღებთ იქამდე, ვიდრე არტერიული წნევა არ დაექვემდებარება კონტროლს.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 10 მგ დღეში ერთხელ.
თუ უკვე იღებთ დიურეზულებს (შარდმდენი პრეპარატები), ექიმმა შეიძლება მოხსნას ან შეამციროს შარდმდენი საშუალების რაოდენობა, რომელსაც თქვენ იღებთ, ამპრილანის მიღების დაწყებადმე.
მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის განვითარების რისკის შემცირება
ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 2,5 მგ ერთხელ დღეში.
ექიმმა შეიძლება შედეგად გაზარდოს დოზა, რომელსაც თქვენ იღებთ.
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 10 მგ დღეში ერთხელ.
თირკმელების დაავადებების განვითარების რისკის პრევენცია
გამოყენების დაწყება შეიძლება დოზით 1,25 მგ ან 2,5 მგ დღეში ერთხელ.
თქვენმა ექიმმა შეიძლება შეგიცვალოთ დოზირება.
ჩვეულებრივი დოზაა 5 მგ ან 10 მგ დღეში ერთხელ.
გულის უკმარისობის მკურნალობა
ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 1,25 მგ დღეში ერთხელ.
თქვენმა ექიმმა შეიძლება შეგიცვალოთ დოზირება, რომელსაც იღებთ.
მაქსიმალური დოზაა 10 მგ დღეში. სასურველია დოზის დღეში ორ მიღებად გაყოფა.
მკურნალობა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ
ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 1,25მგ-დან დღეში ერთხელ 2,5 მგ-მდე დღეში ორჯერ.
თქვენმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა, რომელსაც იღებთ.
ჩვეულებრივი დოზაა 10 მგ დღეში. სასურველია დოზის დღეში ორ მიღებად გაყოფა.
ხანდაზმული პაციენტები
თქვენი ექიმი შეამცირებს საწყის დოზას და თქვენს მკურნალობის კორექციას მოახდენს უფრო ნელა.
თუ მიიღეთ ამპრილანის საჭიროზე მეტი დოზა
თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. არ მართოთ ავტომობილი! სთხოვეთ ვინმეს მიგიყვანოთ სასწრაფო დახმარების ცენტრში. თუ შესაძლებელია, თან წაიღეთ ტაბლეტები კოლოფით იმისათვის, რომ აჩვენოთ ექიმს თუ რა მიიღეთ.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ.
თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, მიიღეთ ჩვეულებრივი დოზა მომდევნო დოზის მიღების დროს.
თუ გსურთ პრეპარატი ამპრილანის მიღების შეწყვეტა
განაგრძეთ პრეპარატის მიღება მანამდე, სადამდეც დაგინიშნათ ექიმმა. არ შეწყვიტოთ ამპრილანის მიღება მხოლოდ იმიტომ, რომ თავი იგრძენით უკეთ. მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტისას შესაძლოა გამოვლინდეს დაავადების რეციდივი.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია რამიპრილის, სხვა ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6) (ალერგიის რეაქციის ნიშნები შეიძლება მოიცავდეს გამონაყარს, ყლაპვის და სუნთქვის გაძნელებას, ტუჩების, ყელის ან ენის შეშუპებას);
თუ ოდესმე გახასიათებდათ მწვავე ალერგიული რეაქცია, ეგრეთ წოდებული “ანგიონევროზული შეშუპება” (სიმპტომები მოიცავს ქავილს, ჭინჭრის ციებას, ხელებზე, ფეხებზე და ყელზე წითელ ლაქებს, შეშუპებას თვალების და ტუჩების გარშემო, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელებას).
თუ იტარებთ დიალიზს ან სისხლის ფილტრაციის ნებისმიერ სხვა ტიპს (გამოყენებული პრეპარატის მიხედვით, ამპრილანი შეიძლება არ შეგეფერებოდეთ)
თუ გაქვთ თირკმელების დაავადება, რომლის დროსაც თირკმელების სისხლით მომარაგება მცირდება (თირკმლის არტერიის სტენოზი)
თუ ხართ ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრში. ასევე მოერიდეთ ამპრილანის მიღებას ორსულობის ადრეულ სტადიაზე (იხ. პუნქტი „ორსულობა და ლაქტაცია“)
თუ გაქვთ ძალიან დაბალი ან არასტაბილური არტერიული წნევა. ექიმმა უნდა შეაფასოს თქვენი მდგომარეობა.
თუ გავქთ დიაბეტი ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა და მკურნალობთ წნევის დამწევი პრეპარატით, რომელიც შეიცავს ალისკირენს.
თუ მიიღეთ ან ამჟამად იღებთ საკუბიტრილს/ვალსარტანს, სამკურნალო საშუალებას, რომელიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ მოზრდილებში, ვინაიდან იზრდება ანგიონევროზული შეშუპების (ყელის არეში სწრაფი კანქვეშა შეშუპების) განვითარების რისკი.
არ მიიღოთ ამპრილანი თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენებიდან გეხებათ თქვენ. თუ არ ხართ დარწმუნებული რაიმეში, მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს ამპრილანის მიღებამდე.
სიფრთხილის ზომები
მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, ამპრილანის მიღებამდე:
თუ გაქვთ გულის, თირკმლის ან ღვიძლის დაავადება;
თუ გაქვთ მარილის ან სითხის მნიშვნელოვანი დანაკარგი (ღებინების, დიარეის, ძლიერი ოფლიანობის, მარილის დაბალი შემცველობის დიეტის, შარდმდენების ხანგრძლივი გამოყენების, დიალიზით მკურნალობის შედეგად);
თუ ერთდროულად იღებთ პრეპარატებს, იმისათვის, რომ შეამციროთ ალერგია ფუტკრის ან კრაზანას ნაკბენის მიმართ (დესენსიბილიზაცია);
თუ აპირებთ მიიღოთ გამაყუჩებელი. ეს შეიძლება აუცილებელი იყოს ქირურგიული ან სტომატოლოგიური ოპერაციის დროს. შეიძლება დაგჭირდეთ ამპრილანის მიღების შეწყვეტა ერთი დღით ადრე. კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;
თუ გაქვთ სისხლში კალიუმის მაღალი შემცველობა (სისხლის ანალიზის მიხედვით);
თუ იღებთ პრეპარატებს ან ექვემდებარებით ისეთ პირობებს, რამაც შეიძლება დაწიოს სისხლში ნატრიუმის დონე. თქვენმა ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ სისხლის რეგულარული ანალიზების ჩატარება, განსაკუთრებით ნატრიუმის სისხლში შემოწმებისთვის, განსაკუთრებით თუ ხანდაზმული ხართ;
თუ იღებთ პრეპარატებს, რომლებსაც ეწოდებათ mTOR ინჰიბიტორები (მაგ. ტემსიროლიმუსი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი) ან ვილდაგლიპტინი, ვინაიდან შეიძლება გაზარდონ ანგიონევროზული შეშუპების, სერიოზული ალერგიული რეაქციების რისკი;
თუ იღებთ შემდეგი წამლებიდან რომელიმეს, რომლებიც მითითებულია ქვევით, ვინაიდან იზრდება ანგიონევროზული შეშუპების (ყელის არეში სწრაფი კანქვეშა შეშუპების) განვითარების რისკი:
ტემსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც განეკუთვნება mTOR ინჰიბიტორების კლასს (გამოიყენება გადანერგილი ორგანოების მოცილების პრევენციისთვის და სიმსივნეების სამკურნალოდ),
რაცეკადოტრილი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ;
ვილდაგლიპტინი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ.
თუ გაქვთ სისხლძარღვების კოლაგენოზური დაავადება, როგორიც არის სკლეროდერმია ან სისტემური წითელი მგლურა;
თუ იღებთ შემდეგი პრეპარატებიდან რომელიმეს, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ;
ანგიოტენზინი II რეცეპტორების ბლოკატორები (არბ II) (ასევე ცნობილი როგორც “სარტანები” - მაგ, ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა, რაც უკავშირდება დიაბეტს;
ალისკირენი.
თქვენმა ექიმმა შესაძლოა რეგულარულად შეამოწმოს თქვენი თირკმლის ფუნქცია, სისხლის წნევა და ელექტროლიტების რაოდენობა (მაგ. კალიუმი) სისხლში.
იხ. ასევე ინფორმაცია პუნქტში “არ გამოიყენოთ ამპრილანი”.
უნდა აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ეჭვი გაქვთ რომ ხართ ორსულად (ან გეგმავთ ორსულობას). ამპრილანი არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ სტადიაზე. პრეპარატის მიღება დაუშვებელია ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრში, ვინაიდან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს (იხ. პუნქტი „ორსულობა და ლაქტაცია“).
ბავშვები და მოზარდები
ამპრილანი არ გამოიყენება ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, ვინაიდან უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში ჯერ არ არის დადგენილი.
თუ აღნიშნული მოვლენებიდან რომელიმე გეხებათ თქვენ (ან არ ხართ დარწმუნებული) მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის ამპრილანის გამოყენებამდე.
სხვა პრეპარტები და ამპრილანი
აცნობეთ მკურნალ ექიმს იმის შესახებ, რომ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარტები.
ამპრილანმა შესაძლოა იმოქმედოს სხვა ზოგიერთი პრეპარატის ეფექტზე. ასევე ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება იმოქმედოს ამპრილანის მოქმედებაზე.
გთხოვთ, აცნობეთ ექიმს თუ იღებთ სხვა შემდეგი სახის პრეპარატებს. მათ შეუძლიათ შეამცირონ ამპრილანის ეფექტი:
სამკურანლო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის და ანთების შესამსუბუქებლად (მაგ. არასტეროიდეული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასს), როგორიცაა იბუპროფენი ან იდნომეტაცინი და აცეტილსალიცილის მჟავა),
პრეპარატები, რომლებიც მიიღება დაბალი არტერიული წნევის, შოკის, გულის უკმარისობის, ასთმის ან ალერგიის დროს, როგორებიცაა, ნორადრენალინი ან ადრენალინი. მკურნალმა ექიმმა უნდა შეამოწმოს თქვენი წნევა.
გთხოვთ, აცობეთ ექიმს თუ იღებთ შემდეგი სამკურნალო საშუალებებიდან რომელიმეს. მათ შეიძლება გაზარდონ გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა, თუ იღებთ მათ ამრპილანთან ერთად.
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის და ანთების შესამსუბუქებლად (მაგ. არასტეროიდული ანთების საწინააღდეგო პრეპარატები (აასს), როგორიცაა იბუპროფენი ან ინდომეტაცინი და აცეტილსალიცილის მჟავა)
ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურანლო პრეპარატები (ქიმიოთერაპია),
დიურეზულები (შარდმდენი პრეპარატები), როგორიცაა ფუროსემიდი,
კალიუმის პრეპარატები (მარილის შემცვლელების ჩათვლით), კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეზულები და სხვა სამკურნალო პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ კალიუმის შემცველობის გაზრდა სისხლში (მაგალითად, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი, ჰეპარინი (სისხლის გასათხელებლად და თრომბების წარმოქმნის პრევენციისთვის); ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციებისთვის; ციკლოსპორინი, იმუნოდეპრესანტი, რომელიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოების მოცილების პრევენციისთვის),
ანთების სამკურნალო ჰორმონული საშუალებები, როგორიცაა პრედნიზოლონი,
ალოპურინოლი (გამოიყენება სისხლში შარდმჟავას დონის შესამცირებლად),
პროკაინამიდი (გულის რითმის დარღვევისას),
ვილდაგლიპტინი (გამოიყენება 2 ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ),
რაცეკადოტროლი, დიარეის სამკურნალო პრეპარატი;
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება გადანერგილი ორგანოების მოცილების პრევენციისთვის (ტემსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ეკუთვნის mTOR ინჰიბიტორების კლასს). იხილეთ თავი „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“.
გთხოვთ აცნობეთ ექიმს თუ იღებთ შემდეგი პრეპარატებიდან რომელიმეს. ამპრილანმა შეიძლება იმქომედოს მათ ეფექტურობაზე:
დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა სისხლში გლუკოზას შემამცირებელი პერორალური პრეპარატები და ინსულინი. ამპრილანმა შესაძლოა შეამციროს სისხლში შაქრის რაოდენობა. ამპრილანის გამოყენებისას შეამოწმეთ სისხლში შაქრის დონე.
ლითიუმი (ფსიქიკური დაავადებებისას). ამპრილანს შეუძლია გაზარდოს სისხლში ლითიუმის დონე. სისხლში ლითიუმის შემცველობა უნდა გაკონტროლდეს ექიმის მიერ.
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილიდან გეხებათ თქვენ (ან თუ არ ხართ დარწმუნებული), კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, ვიდრე მიიღებდეთ ამპრილანს.
ექიმმა შესაძლოა შეგიცვალოთ დოზირება ან/და მიიღოს სიფრთხილის სხვა ზომები:
თუ იღებთ ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორს ან ალისკირენს (იხ. ასევე ინფორმაცია სათაურებით “არ გამოიყენოთ ამპრილანი“ და “განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).
ამპრილანის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ალკოჰოლის გამოყენებამ ამპრილანთან შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გონებრივი აშლილობის მდგომარეობა. თუ არ ხართ დარწმუნებული რა რაოდენობის ალკოჰოლი შეიძლება მიიღოთ ამპრილანის გამოყენებისას, მიმართეთ ექიმს, ვინაიდან არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები და ალკოჰოლი აძლიერებენ ერთმანეთის ეფექტებს.
ამპრილანის გამოყენება შესაძლებელია საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
კლინიკური კვლევების მონაცემებმა აჩვენა, რომ აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენების ხარჯზე რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა, მონოთერაპიასთან შედარებით, ასოცირდება გვერდითი მოვლენების უფრო მაღალ სიხშრესთან, როგორებიც არის ჰიპოტონია, ჰიპერკალიემია და თირკმელების ფუნქციის დაქვეითება (მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობა) (იხილეთ პუნქტები 4.3, 4.4 და 5.1).
კომბინაციები უკუნაჩვენებია
აგფ ინჰიბიტორების საკუბიტრილი/ვალსარტანთან ერთად გამოყენება უკუნაჩვენებია, რადგან ეს ზრდის ანგიონევროზული შეშუპების რისკს (იხ. პუნქტები 4.3 და 4.4).
ექსტრაკორპორალური მკურნალობა, რომელიც იწვევს სისხლის კონტაქტს უარყოფითად დამუხტულ ზედაპირთან, როგორიც არის დიალიზი ან ჰემოფილტრაცია მაღალი ჰიდრავლიკური გამტარიანობის მქონე გარკვეული მემბრანების გამოყენებით (მაგალითად, პოლიაკრილონიტრილური მემბრანები) და დექსტრანის სულფატით დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზი ზრდის მძიმე ანაფილაქტოიდული რეაქციების განვითარების რისკს (იხ. პუნქტი 4.3.). თუ ეს მკურნალობა აუცილებელია, უნდა მოხდეს დიალიზისთვის სხვა ტიპის მემბრანების ან სხვა კლასის ჰიპოტენზიული პრეპარატების გამოყენების შესაძლებლობის განხილვა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ეჭვობთ ორსულობას ან გეგმავთ დაორსულებას, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ამპრილანის მიღებამდე.
ორსულობა
აცნობეთ ექიმს, თუ ფიქრობთ რომ ხართ ორსულად (ან შეიძლება დაორსულდეთ). ექიმი როგროც წესი გირჩევთ შეწყვიტოთ პრეაპრატის მიღება ორსულობის დადგომამდე ან დაუყოვნებლივ მას შემდეეგ, როგორც კი გაიგებთ რომ ხართ ორსულად და გირჩევთ მიიღოთ სხვა პრეპარატი ამპრილანის ნაცვლად. ამპრილანი არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ სტადიაზე, მისი მიღება დაუშვებელია 3 თვეზე მეტი ასაკის ორსულობისას, ვინაიდან შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს.
ძუძუთი კვება
აცნობეთ ექიმს, თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში ან აპირებთ ბავშვის ძუძუთი კვებას. ამპრილანი არ არის რეკომენდებული დედებში, რომლებიც კვებავენ ჩვილს ძუძუთი და ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ სხვა სახის მკურალობა, თუ გსურთ ძუძუთი კვების გაგრძელება, განსაკუთრებით თუ თქვენი ბავშვი არის ახალშობილი ან დღენაკლული.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
შეიძლება აღინიშნოს თავბრუსხვევა ამპრილანის მიღებისას. ეს მეტად მოსალოდენლია ამპრილანის მიღების დასაწყისში ან დოზის მომატებისას. მსგავსის განვითარებისას, თავი შეიკავეთ ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვისგან.
ამპრილანი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს
ზოგიერთი შაქრის აუტანლობისას, პრეპარატის მიღების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმის (23 მგ) დოზაში, ესე იგი, პრაქტიკულად „ნატრიუმის გარეშეა“.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად აღნიშნულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
შეწყვიტეთ ამპრილანის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე სერიოზული გვერდითი ეფექტის განვითარებას, ვინაიდან შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი მკურნალობა:
სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპება, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ასევე გამონაყარი და ქავილი. ეს შეიძლება იყოს მძიმე ალერგიული რეაქციების ნიშანი ამპრილანის მიმართ.
მძიმე კანისმიერი რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, წყლულები პირის ღრუში, უკვე არსებული კანის დაავადების გამწვავება, სიწითლე, კანის შებერილობა ან აქერცვლა (მაგალითად, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ან მულტიფორმული ერითემა).
დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გრძნობთ:
გულის რითმის აჩქარებას, არათანაბარ ან ძლიერ გულისცემას (გულისცემის შეგრძნება), გულმკერდში ტკივილს, გულმკერდზე ზეწოლის შეგრძნებას ან უფრო სერიოზულ მდგომარეობას, მათ შორის გულის შეტევას და ინსულტს.
ქოშინს ან ხველას. ეს შესაძლოა იყოს ფილტვების დაავადების ნიშნები.
სისხლჩაქცევები, ჩვეულებრივზე უფრო ხანგრძლივი სისხლდენები, სისხლდენის ნებისმიერი ნიშნები (მაგ. ღრძილებიდან სისხლდენა), პურპურული წერტილები და ლაქები კანზე, ინფექციური დაავადებების უფრო ხშირად განვითარება, ყელის ტკივილი და მომატებული ტემპერატურა, დაღლილობის შეგრძენბა, სისუსტე, თავბრუსხვევა ან კანის სიფერმკრთალე. მოცემული ნიშნები შეიძლება იყოს ძვლის ტვინის დაავადების ნიშნები.
კუჭის ძლიერ ტკივილს, რომელიც გადაეცემა ზურგში. ეს შეიძლება იყოს პანკრეატიტის სიმპტომი (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება).
ცხელება, შემცივნება, დაღლილობა, მადის დაკარგვა, კუჭის ტკივილი, გულისრევა, კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე). ეს შესაძლოა იყოს ღვიძლის დაავადების სიმპტომები, როგორიცაა ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება) ან ღვიძლის დაზიანება.
სხვა გვერდითი ეფექტები:
აცნობეთ ექიმს, თუ რომელიმე სიმპტომი სერიოზულია ან გრძელდება რამოდენიმე დღეზე მეტ ხანს.
ხშირი (შესაძლებელია განუვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს)
თავის ტკივილი ან დაღლილობის შეგრძნება;
თავბრუსხვევა (მეტადაა მოსალოდნელი მკურნალობის დასაწყისში ან დოზის მომატებისას);
გულისწასვლა, არტერიული წნევის უჩვეულო დაწემა (ჰიპოტონია), განსაკუთრებით უეცარი ადგომის ან დაჯდომისას;
მშრალი გამაღიზიანებელი ხველა, ცხვირის წიაღების ანთება (სინუსიტი) ან ბრონქიტი, ქოშინი;
კუჭის ან ნაწლავის ტკივილი, დიარეა, კუჭის პრობლემები, გულისრევა ან ღებინება;
გამონაყარი, ამობურცული კანის ზედაპირიდან ან გლუვი;
გულმკერდის ტკივილი;
კრუჩხვები ან კუნთების ტკივილი;
სისხლში კალიუმის მომატება (სისხლის ანალიზის საფუძველზე)
არახშირი (შესაძლებელია განუვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს)
წონასწორობის დარღვევა (ვერტიგო)
ქავილი და კანზე უჩვეულო შეგრძნება, მაგ. დაბუჟება, ჩხვლეტა, წვა ან „ჭიანჭველების ცოცვის“ შეგრძნება კანზე (პარესთეზია);
გემოს შეგრძნების დაკარგვა ან ცვლილება;
ძილის პრობლემები;
დეპრესია, შფოთვა, ნევროზულობა ან მოუსვენრობა;
ცხვირის დახშობა, სუნთქვის გაძნელება ან ასთმის გამწვავება;
ნაწლავის შეშუპება, რომელსაც ეწოდება “ნაწლავური ანგიოდისტროფია” ისეთი სიმტპომებით, როგორიცაა მუცლის ტკივილი, ღებინება და დიარეა;
გულძმარვა, ყაბზობა ან პირის სიმშრალე;
გახშირებული შარდვა დღის გნამავლობაში;
მომატებული ოფლიანობა;
მადის დაკარგვა ან დაქვეითება (ანორექსია);
გულისცემის გახშირება ან არარეგულარული გულისცემა, ხელების და ფეხების შეშუპება. ეს შესაძლოა იყოს ორგანიზმში სითხის შეკავების ნიშნები;
ჰიპერემია;
მხედველობის დაბინდვა;
სახსრების ტკივილი;
ცხელება;
მამაკცებში იმპოტენცია, ლიბიდოს დაქვეითება მამაკაცებსა და ქალებში;
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება (ეოზინოფილია), სისხლის ანალიზის საფუძველზე.
ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის და თირკმელების ფუნქციის ცვლილება ლაბორატორიული გამოკვლევების მიხედვით.
იშვიათი (შესაძლებელია განუვითარდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს)
კანკალი და ცნობიერების დარღვევა;
წითელი, შეშუპებული ენა;
კანის ძლიერი აშრევება ან აქერცვლა, ქავილი, ხორკლიანი გამონაყარი;
ფრჩხილების ცვლილებები (მაგ. დარბილება ან ფრჩხილის შრის აცლა ფრჩხილის ბალიშიდან);
კანზე გამონაყარი ან სისხლჩაქცევები;
ლაქები კანზე ან კიდურების გაციება;
გაწითელბა, ქავილი, თვალების შესიება ან გაწყლიანება;
სმენის დარღვევა და ყურებში ხმაური;
სისუსტის შეგრძნება;
ერითროციტების, ლეიკოციტების ან თრომბოციტების ან ჰემოგლობინის დონეების შემცირება სისხლის ანალიზის მიხედვით.
ძალიან იშვიათი (შესაძლებელია განუვითარდეს 10000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს)
ჰიპერმგრძნობელობა მზის სინათლის მიმართ.
უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)
კონცენტრირებული შარდი (მუქი ფერის), გულისრევა ან ღებინება, კუნთების სპაზმი, ცნობიერების დარღვევა და კრუნჩხვები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანტიდიურეზული ჰორმონის უჩვეულო სეკრეცია. თუ აგეღნიშნებათ მსგავსი სიმპტომები, რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ ექიმს.
სხვა გვერდითი ეფექტები:
გთხოვთ აცნობეთ ექიმს, თუ რომელიმე სიმპტომი სერიოზულია ან გაგრძელდა რამოდენიმე დღეზე მეტ ხანს:
ყურადღების კონცენტრაციის სირთულე;
პირის შეშუპება;
სისხლის ანალიზის მიხედვით სისხლში სისხლის უჯრედების სიმცირე;
სისხლის ანალიზის მიხედვით ნატრიუმის მცირე რაოდენობა სისხლში;
ხელის და ფეხის თითები იცვლიან ფერს სიცივეზე შემდგომ ჩხვლეტის და ტკივილის შეგრძნებით სითბოში (რეინოს ფენომენი);
მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება;
რეაქციების უნარის შენელება ან დარღვევა;
წვის შეგრძნება;
ყნოსვის შეგრძნების ცვლილება;
თმის ცვენა.
შეტყობინება გვერდითი რეაქციების შესახებ
თუ განვითარდება ნებისმიერი სახის გვერდითი რეაქცია, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის ისეთებზე, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი რეაქციების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
ჭარბი დოზა
სიმპტომები: აგფ ინჰიბიტორების დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს გადაჭარბებულ პერიფერიულ ვაზოდილატაციას (გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, შოკი), ბრადიკარდიას, წყლის და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევას, თირკმლის მწვავე უკმარისობას.
მკურნალობა: პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მუდმივი დაკვირვების ქვეშ და მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური და დამხმარე. შემოთავაზებული ზომები: პირველადი დეტოქსიკაცია (კუჭის ამორეცხვა, ადსორბენტების შეყვანა), ჰემოდინამიკური სტაბილურობის აღდგენა, ალფა-1-ადრენერგული აგონისტების ან ანგიოტენზინ II-ის (ანგიოტენზინამიდი) შეყვანა. რამიპრილის აქტიური მეტაბოლიტი რამიპრილატი თითქმის არ ჰემოდიალიზდება.
შემადგენლობა
აპრილანის შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს 1,25 მგ ან 2,5 მგ ან 5 მგ ან 10 მგ რამიპრილს.
დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პრეჟელატინიზირებული სახამებელი (სახამებელი 1500), ნატრიუმის სტეარილფუმარატი.
2,5 მგ ტაბლეტის შემადგენლობაში დამატებით შედის პიგმენტური ნარევი PB22886 ყვითელი (ლაქტოზას მონოჰიდრატი, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172)).
5 მგ ტაბლეტის შემადგენლობაში დამატებით შედის პიგმენტური ნარევი PB24899 ვარდისფერი (ლაქტოზას მონოჰიდრატი, რკინის ოქსიდი წითელი (E172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172)).
ამპრილანის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ამპრილანის ტაბლეტები 1,25 მგ: ოვალური, ბრტყელი ტაბლეტები თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ჩამოთლილი კიდეებით, გარსის გარეშე.
ამპრილანის ტაბლეტები 2,5 მგ: ოვალური, ბრტყელი ტაბლეტები ღია-ყვითელი ფერის ჩამოთლილი კიდეებით, გარსის გარეშე.
ამპრილანის ტაბლეტები 5 მგ: ოვალური, ბრტყელი ტაბლეტები ვარდისფერი ფერის ხილული ჩანართებით, ჩამოთლილი კიდეებით, გარსის გარეშე.
ამპრილანის ტაბლეტები 10 მგ: ოვალური, ბრტყელი ტაბლეტები თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ჩამოთლილი კიდეებით, გარსის გარეშე.
ერთი ბლისტერი შეიცავს 7 ტაბლეტს (ლამინირებული ოპა/ალუმინის/პვქ ფოლგა, ალუმინის ფოლგა). 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ერთი ბლისტერი შეიცავს 10 ტაბლეტს (ლამინირებული ოპა/ალუმინის/პვქ ფოლგა, ალუმინის ფოლგა). 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ნესტისგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა:
3 წელი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება თვის ბოლო დღე.
არ გადააგდოთ პრეპარატი წყალსადენ მილებში ან კანალიზაციაში. დააზუსტეთ ფარმაცევტთან, თუ როგორ უნდა მოხდეს პრეპარატების გადაგდება, რომელიც აღარ გჭირდებათ. მსგავსი ზომებით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი.
ათქ კოდი [C09AA05].
მოქმედების მექანიზმი
რამიპრილის აქტიური მეტაბოლიტი რამიპრილატი აინჰიბირებს ფერმენტ დიპეპტიდილკარბოქსიპეპტიდაზა I-ს (სინონიმები: ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტი, კინაზა II). პლაზმაში და ქსოვილებში ეს ფერმენტი ახდენს ანგიოტენზინ I-ის გარდაქმნას აქტიურ სისხლძარღვების შემავიწროვებელ ნივთიერება ანგიოტენზინ II-ად, ასევე შლის ვაზოდილატატორ ბრადიკინინს. ანგიოტენზინ II-ის ფორმირების შემცირება და ბრადიკინინის დაშლის ინჰიბირება იწვევს ვაზოდილატაციას.
რადგან ანგიოტენზინ II ასევე ასტიმულირებს ალდოსტერონის გამონთავისუფლებას, რამიპრილატი იწვევს ალდოსტერონის სეკრეციის შემცირებას. ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორით მონოთერაპიაზე საერთო პასუხი უფრო დაბალი იყო ჰიპერტონული დაავადების მქონე მუქკანიან პაციენტებში (რენინის დაბალი დონით), ვიდრე თეთრკანიან პაციენტებში.
ფარმაკოდინამიკური მოქმედება
ანტიჰიპერტენზიული თვისებები:
რამიპრილის მიღება იწვევს პერიფერიული არტერიების წინააღმდეგობის გამოხატულ შემცირებას. როგორც წესი, თირკმლების სისხლის მიმოქცევის და გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის ცვლილებები არ აღინიშნება. ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში რამიპრილის მიღება იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას "მწოლიარე" და "მდგომარე" პოზიციებში, გულის შეკუმშვათა სიხშირის კომპენსატორული ზრდის გარეშე.
უმეტეს პაციენტებში შესამჩნევი ჰიპოტენზიური ეფექტი დგება პერორალურად ერთჯერადი დოზის მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ. ერთჯერადი დოზის მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა პერორალურად მიღებიდან 3-6 საათის შემდეგ. ჩვეულებრივ, ერთჯერადი დოზის ჰიპოტენზიური მოქმედება გრძელდება 24 საათის განმავლობაში. რამიპრილით მკურნალობის დროს მაქსიმალური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მიიღწევა 3-4 კვირის შემდეგ და ნარჩუნდება ხანგრძლივი თერაპიის დროს 2 წლის განმავლობაში. რამიპრილის უეცარი შეწყვეტა არ იწვევს არტერიული წნევის სწრაფ და გადაჭარბებულ ზრდას.
გულის უკმარისობა:
როგორც შარდმდენებით ტრადიციული თერაპიის და საგულე გლიკოზიდებით ნებაყოფლობითი თერაპიის შემთხვევაში, რამიპრილმა აჩვენა ეფექტურობა NYHA-ს კლასიფიკაციის მიხედვით II-IV ფუნქციური კლასის გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში. პრეპარატი სასარგებლოდ მოქმედებს ჰემოდინამიკაზე (ამცირებს მარცხენა და მარჯვენა პარკუჭების შევსების წნევას, ამცირებს პერიფერიული სისხლძარღვების საერთო წინააღმდეგობას, ზრდის გულის წუთობრივ მოცულობას და გულის ინდექსს), ასევე ამცირებს ნეიროენდოკრინულ აქტივაციას.
კლინიკური ეფექტები და უსაფრთხოება
გულ-სისხლძარღვთა გართულებების პროფილაქტიკა
პლაცებოთი კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში (HOPE) რამიპრილს იყენებდნენ სტანდარტულ თერაპიაზე დამატებით პროფილაქტიკური საშუალების სახით, სისხლძარღვოვანი დარღვევების (მაგალითად, გულის იშემიური დაავადების გამწვავება, პერიფერიული არტერიების მაობლიტირებელი დაავადებები, ან ანამნეზში ინსულტის არსებობა) ან შაქრიანი დიაბეტის შედეგად მომატებული კარდიოვასკულარული რისკის და მინიმუმ ერთი დამატებითი რისკის ფაქტორის (მიკროალბუმინურია, ჰიპერტენზია, სისხლის საერთო ქოლესტერინის მომატება, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონის შემცირება, მწეველობა) მქონე 9,200 პაციენტში. ამ კვლევამ აჩვენა, რომ რამიპრილი მნიშვნელოვნად ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შედეგად ლეტალური გამოსავალის სიხშირეს.
HOPE კვლევის ძირითადი შედეგები
რამიპრილი
პლაცებო
ფარდობითი რისკი (95% ნდობის
ინტერვალი)
p
%
%
სულ პაციენტები
n = 4645
n = 4652
პირველადი
კომბინირებული კლინიკური შედეგები
14,0
17,8
0,78 (0,70–0,86)
< 0,001
მიოკარდიუმის ინფარქტი
9,9
12,3
0,80 (0,70–0,90)
< 0,001
ლეტალური გამოსავალი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შედეგად
6,1
8,1
0,74 (0,64–0,87)
< 0,001
ინსულტი
3,4
4,9
0,68(0,56–0,84)
< 0,001
მეორადი მოსალოდნელი კლინიკური შედეგები
სიკვდილი ნებისმიერი მიზეზით
10,4
12,2
0,84(0,75–0,95)
0,005
რევასკულარიზაციის
აუცილებლობა
16,0
18,3
0,85 (0,77–0,94)
0,002
ჰოსპიტალიზაცია
არასტაბილური სტენოკარდიის მიზეზით
12,1
12,3
0,98 (0,87–1,10)
NS
ჰოსპიტალიზაცია
გულის უკმარისობის მიზეზით
3,2
3,5
0,88 (0,70–1,10)
0,25
დიაბეტთან დაკავშირებული გართულებები
6,4
7,6
0,84 (0,72–0,98)
0,03
HOPE კვლევის ქვეკვლევამ MICRO-HOPE, შეისწავლა მკურნალობის მოქმედ სქემაზე 10 მგ რამიპრილის დამატების ეფექტი პლაცებოსთან შედარებით 55 წელზე უფროს (ზედა ასაკობრივი ზღვარის გარეშე) 3577 პაციენტში, ამასთანავე, უმეტესობას ქონდა მე-2 ტიპის დიაბეტი (და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სხვა რისკის ფაქტორი), ნორმოტენზია ან ჰიპერტონული დაავადება.
პირველადმა ანალიზმა აჩვენა, რომ 117 (6.5%) მონაწილეს, რომლებიც იღებდნენ რამიპრილს და 149 (8.4%) მონაწილეს, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს განუვითარდათ აშკარა ნეფროპათია, რაც შეესაბამება RRR 24%-ს; 95% ნდობის ინტერვალი [3-40], p = 0,027.
კვლევა REIN, მულტიცენტრული, რანდომიზებული, ორმაგი ბრმა, პარალელური ჯგუფი, პლაცებოთი კონტროლირებული კვლევა, რომლის მიზანია რამიპრილის ეფექტის შეფასება გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის (გფს) შემცირების სიჩქარეზე, ნორმალური არტერიული წნევის ან ჰიპერტონული დაავადების მქონე 352 პაციენტში (18- 70 წელი), რომლებსაც აქვთ მსუბუქი (ანუ შარდთან ერთად ცილის საშუალო გამოყოფა >1 და <3 გ/24 სთ) ან მძიმე პროტეინურია (≥3 გ/24 სთ) ქრონიკული არადიაბეტური ნეფროპათიის გამო. კვლევის დასაწყისში მოხდა ორივე ქვე-პოპულაციის განცალკევება.
ყველაზე მძიმე პროტეინურიის მქონე პაციენტების (ჯგუფი ნაადრევად გაიყო რამიპრილის ჯგუფში სარგებლის გამო) ძირითადმა ანალიზმა აჩვენა, რომ რამიპრილის გამოყენების დროს გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის შემცირების საშუალო სიხშირე თვეში უფრო დაბალი იყო, ვიდრე პლაცებოს გამოყენებისას; -0,54 (0,66), -0,88 (1,03) მლ/წთ/თვეში-ის წინააღმდეგ, p = 0,038. ამგვარად, ჯგუფთაშორისმა სხვაობამ შეადგინა 0,34 [0,03-0,65] თვეში და დაახლოებით 4 მლ/წთ/წელიწადში; რამიპრილის ჯგუფის პაციენტთა 23,1%-მა მიაღწია შრატში კრეატინინის კონცენტრაციის გაორმაგების კომბინირებულ მეორად საბოლოო წერტილს და/ან თირკმლის უკმარისობის ტერმინალურ სტადიას (დიალიზის ან თირკმლის ტრანსპლანტაციის საჭიროება), პლაცებოს ჯგუფის 45,5%-თან შედარებით (p = 0.02).
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა: ორმა მაშტაბურმა რანდომიზებულმა კონტროლირებულმა კვლევამ ONTARGET (ONgoing Telmisartan Alone და Ramipril Global Endpoint Trial-თან ერთად) და კვლევა VA NEPHRON-D-მ (ვეტერანებში ნეფროპათია დიაბეტის დროს) შეისწავლა აგფ ინჰიბიტორის ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორთან კომბინაციის გამოყენება.
ONTARGET - კვლევა, რომელიც ჩატარდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ან ცერებროვასკულური დაავადებების ან მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომელსაც თან ახლავს ორგანოების დაზიანების ნიშნები. VA NEPHRON D - კვლევა მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის და დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში. ამ კვლევებმა არ აჩვენა რაიმე მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი თირკმლისმიერ და/ან გულ-სისხლძარღვოვან შედეგებზე და სიკვდილიანობაზე, მაშინ, როდესაც მონოთერაპიასთან შედარებით, აღინიშნებოდა ჰიპერკალიემიის, თირკმლის მწვავე უკმარისობის და/ან ჰიპოტონიის მომატებული რისკი. მსგავსი ფარმაკოდინამიკური თვისებების გათვალისწინებით, ეს შედეგები ასევე მნიშვნელოვანია სხვა აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებისთვის.
შესაბამისად, არ უნდა მოხდეს ერთდროულად აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების გამოყენება დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
ALTITUDE (Aliskiren Trial in Type 2 Diabetes Using Cardiovascular and Renal Disease Endpoint) - კვლევა, რომლის მიზანი იყო აგფ ინჰიბიტორით ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორით სტანდარტულ თერაპიაზე ალისკირენის დამატების უპირატესობის შემოწმება, მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის და თირკმელების ქრონიკული დაავადების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ან ორივეს ერთად მქონე პაციენტებში.
კვლევა ნაადრევად შეწყდა საზიანო შედეგების მომატებული რისკის გამო. გულ-სისხლძარღვოვანი სიკვდილი და ინსულტი იყო როგორც ალისკირენის, ასევე პლაცებოს ჯგუფში, ხოლო გვერდითი ეფექტები და სერიოზული არასასურველი გამოვლინებები (ჰიპერკალიემია, ჰიპოტენზია და თირკმელების ფუნქციის დარღვევა) უფრო ხშირად აღინიშნებოდა ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.
მეორადი პროფილაქტიკა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ
კვლევაში AIRE ჩართული იყო მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ გულის უკმარისობის გარდამავალი/მუდმივი კლინიკური ნიშნების მქონე 2000-ზე მეტი პაციენტი. რამიპრილით მკურნალობა დაიწყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტიდან 3-10 დღის შემდეგ. კვლევამ აჩვენა, რომ შემდგომი დაკვირვების პერიოდში 15 თვის განმავლობაში, სიკვდილიანობამ იმ პაციენტებს შორის, რომლებიც იღებდნენ რამიპრილს, შეადგინა 16,9%, ხოლო პლაცებოს ჯგუფში - 22,6% (ფარდობითი რისკის შემცირება - 27% (95% ნდობის ინტერვალი (11-40%)).
პედიატრიული პოპულაცია
რანდომიზებულ, ორმაგ ბრმა, პლაცებოთი კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო არტერიული ჰიპერტენზიის (პირველადი ჰიპერტენზიის 73%) მქონე 6-16 წლის ასაკის 244-მა პედიატრიულმა პაციენტმა, პაციენტები იღებდნენ რამიპრილის დაბალ ან საშუალო ან მაღალ დოზას რამიპრილატის იმ პლაზმური კონცენტრაციის მისაღწევად, რაც შეესაბამება მოზრდილების დოზის დიაპაზონს - 1,25 მგ, 5 მგ და 20 მგ სხეულის მასაზე დაყრდნობით. 4 კვირის შემდეგ რამიპრილი არაეფექტური აღმოჩნდა სისტოლური არტერიული წნევის შემცირების საბოლოო წერტილში, მაგრამ ყველაზე მაღალი დოზის მიღების დროს შეამცირა დიასტოლური არტერიული წნევა. რამიპრილის როგორც საშუალო, ასევე მაღალმა დოზებმა აჩვენა სისტოლური და დიასტოლური წნევის მნიშვნელოვანი შემცირება დადასტურებული ჰიპერტენზიის მქონე ბავშვებში.
ეს ეფექტი არ აღინიშნებოდა 6-16 წლის ასაკის (პირველადი ჰიპერტონიის 75%) 218 პედიატრიული პაციენტის მონაწილეობით ჩატარებული 4-კვირიანი, დოზაზე დამოკიდებული, რანდომიზებული, ორმაგი ბრმა კვლევის დროს, სადაც როგორც დიასტოლური, ასევე სისტოლური წნევა ზომიერად მცირდებოდა, მაგრამ არ მომხდარა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დაბრუნება საბაზისო დონეზე სამივე შესწავლილი დოზის შემთხვევაში, რამიპრილის დაბალი დოზა (0,625-2,5 მგ), საშუალო დოზა (2,5 მგ-დან 10 მგ-მდე) ან მაღალი დოზა (5 მგ-დან 20 მგ-მდე) სხეულის წონაზე დაანგარიშებით. შესწავლილ პედიატრიულ პოპულაციაში რამიპრილს არ გააჩნდა ხაზოვანი დოზადამოკიდებული პასუხი.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ფარმაკოკინეტიკა და მეტაბოლიზმი
აბსორბცია
პერორალური მიღების შემდეგ რამიპრილი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; საკვების მიღება არ ანელებს შეწოვას. სისხლის შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1 საათის შემდეგ. აბსორბციის მაჩვენებელი არის არანაკლებ 56% და მნიშვნელოვნად არ არის დამოკიდებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტში საკვების არსებობაზე. 2,5 მგ და 5 მგ დოზით რამიპრილის პერორალური მიღების შემდეგ, აქტიური მეტაბოლიტის - რამიპრილატის ბიოშეღწევადობა შეადგენს 45%-ს.
რამიპრილი მეტაბოლიზდება ღვიძლში, აქტიურ მეტაბოლიტის - რამპრილატის წარმოქმნით. სისხლის შრატში რამიპრილატის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 2-4 საათის შემდეგ, წონასწორული კონცენტრაცია - პრეპარატის მიღების მე-4 დღეს.
განაწილება
რამიპრილის დაახლოებით 73% და რამიპრილატის 56% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს.
მეტაბოლიზმი
რამიპრილი თითქმის სრულად მეტაბოლიზდება რამიპრილატად და დიკეტოპიპერაზინულ ეთერად, დიკეტოპიპერაზინულ მჟავებად და რამიპრილის და რამიპრილატის გლუკურონიდებად.
გამოყოფა
მეტაბოლიტების გამოყოფა ძირითადად ხდება თირკმელებით.
რამიპრილატის პლაზმური კონცენტრაცია მცირდება პოლიფაზური გზით. ანგიოტენზინ გარდამქმნელ ფერმენტთან ძლიერი შეკავშირების და ფერმენტთან ნელი დისოციაციის გამო, პლაზმაში დაბალი კონცენტრაციების დროს რამიპრილატს აქვს გახანგრძლივებული გამოყოფის ტერმინალური სტადია.
თერაპიული დოზის დანიშვნის შემდეგ, 5-10 მგ დოზებისთვის რამიპრილატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 13-17 საათს და უფრო გრძელია 1,25-2,5 მგ დოზებისთვის. ასეთი განსხვავება განპირობებულია რამიპრილატის ძლიერი შეკავშირებით აგფ-თან.
კვლევებმა არ გამოავლინა პრეპარატის რძესთან ერთად გამოყოფა ერთჯერადი გამოყენების დროს, თუმცა, განმეორებითი გამოყენების ეფექტები ჯერ არ არის შესწავლილი.
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები (იხ. პუნქტი 4.2)
თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს რამიპრილის და მისი მეტაბოლიტების გამოყოფა ნელდება კრეატინინის კლირენსის შემცირების პროპორციულად. ეს იწვევს რამიპრილატის პლაზმური კონცენტრაციის ზრდას, რომელიც მცირდება უფრო ნელა, ვიდრე ინტაქტური თირკმელების მქონე პაციენტებში.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები (იხ. პუნქტი 4.2)
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, შეიძლება შენელდეს რამიპრილის მეტაბოლიზმი რამიპრილატამდე, ხოლო შრატში რამიპრილის კონცენტრაცია გაიზარდოს. მიუხედავად ამისა, რამიპრილატის მაქსიმალური შემცველობა ღვიძლის შემცირებული ფუნქციის მქონე პაციენტებში არ განსხვავდება ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში აღნიშნული მაქსიმალური შემცველობისაგან.
ლაქტაცია
10 მგ დოზით რამიპრილის ერთჯერადი პერორალური მიღების დროს, დედის რძეში დონე არ განისაზღვრებოდა. თუმცა, მრავალჯერადი მიღების დროს ეფექტი ცნობილი არ არის.
ბავშვები და მოზარდები
რამიპრილის ფარმაკოკინეტიკური პროფილი შეისწავლეს არტერიული ჰიპერტენზიის მქონე 2 – დან 16 წლამდე ასაკის 30 ბავშვში, სხეულის წონით >10 კგ. 0,05-0,2 მგ/კგ დოზების დროს რამიპრილი სწრაფად და ინტენსიურად მეტაბოლიზდებოდა რამიპრილატამდე. პლაზმაში რამიპრილატის პიკური კონცენტრაციები აღინიშნებოდა 2-3 საათის განმავლობაში. რამიპრილატის კლირენსი ძლიერ კორელირებდა სხეულის წონის ლოგარითმთან (p <0,01), ასევე დოზასთან (p 0,001). თითოეული დოზის ჯგუფისათვის კლირენსი და განაწილების მოცულობა იზრდება ბავშვების ასაკის მატებასთან ერთად. ბავშვებში 0,05 მგ/კგ დოზამ მიაღწია ზემოქმედების დონეს, რაც მოზრდილებში, რომლებმაც მიიღეს 5 მგ რამიპრილი, დონის სადარი იყო. ბავშვებში 0,2 მგ/კგ დოზამ გამოიწვია მოზრდილებისთვის მაქსიმალურ რეკომენდებული დოზაზე - დღეში 10 მგ-ზე უფრო მაღალი ზემოქმედების დონე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
ფურცელ-ჩანართი - ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ამპრილანი® ტაბლეტები 1,25 მგ; 2,5 მგ; 5 მგ; 10 მგ
Ramipril
პრეპარატის გამოყენებამდე სრულად წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი განკუთვნილია თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. შესაძლებელია ზიანი მიადგეთ მათ, მაშინაც კი თუ მათაც აღენიშნებათ თქვენივე მსგავსი სიმპტომები.
არასასურველი რეაქციების განვითარებისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციებზე, მათ შორის მათზე, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციის მე-4 ნაწილში.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
რას წარმოადგენს პრეპარატი ამპრილანი და რისთვის გამოიყენება?
რა უნდა იცოდეთ ამპრილანის მიღებამდე
ამპრილანის მიღების წესი
შესაძლო არასასურველი რეაქციები
ამპრილანის შენახვის პირობები
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაციები
რას წარმოადგენს პრეპარატი ამპრილანი და რისთვის გამოიყენება?
ამპრილანი შეიცავს აქტიურ ნივთიერება რამიპრილს. ის მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელთაც ეწოდებათ აგფ ინჰიბიტორები (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები).
ამპრილანის მოქმედება განპირობებულია შემდეგი პირობებით:
ორგანიზმის მიერ ნივთიერების გამომუშავების შემცირება, რომელსაც შეუძლია გაზარდოს არტერიული წნევა.
სისხლძარღვების მოდუნება და გაფართოება;
გულის მუშაობის შემსუბუქება სისხლის მოძრაობისას სისხლძარღვებში.
ამპრილანი ნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
მომატებული არტერიული წნევა (ჰიპერტონია);
მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის განვითარების რისკის შემცირება;
თირკმლის დაავადებების განვითარების რისკის შემცირება (იმისდა მიუხედავად, გაწუხებთ თუ არა დიაბეტი);
გულის დაავადების მკურნალობა, როდესაც გულს არ შეუძლია სისხლძარღვებში საკმარისი სისხლის გატარება (გულის უკმარისობა);
გულის შეტევის შემდგომი პერიოდის მკურნალობა (მიოკარდიუმის ინფარქტი), გართულებული გულის უკმარისობით.
თუ არ შეინიშნება გაუმჯობესება ან ვლინდება მდგომარეობის გაუარესება, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
- რა უნდა იცოდეთ ამპრილანის მიღებამდე
არ მიიღოთ ამპრილანი
თუ გაქვთ ალერგია რამიპრილის, სხვა ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6) (ალერგიის რეაქციის ნიშნები შეიძლება მოიცავდეს გამონაყარს, ყლაპვის და სუნთქვის გაძნელებას, ტუჩების, ყელის ან ენის შეშუპებას);
თუ ოდესმე გახასიათებდათ მწვავე ალერგიული რეაქცია, ეგრეთ წოდებული “ანგიონევროზული შეშუპება” (სიმპტომები მოიცავს ქავილს, ჭინჭრის ციებას, ხელებზე, ფეხებზე და ყელზე წითელ ლაქებს, შეშუპებას თვალების და ტუჩების გარშემო, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელებას).
თუ იტარებთ დიალიზს ან სისხლის ფილტრაციის ნებისმიერ სხვა ტიპს (გამოყენებული პრეპარატის მიხედვით, ამპრილანი შეიძლება არ შეგეფერებოდეთ)
თუ გაქვთ თირკმელების დაავადება, რომლის დროსაც თირკმელების სისხლით მომარაგება მცირდება (თირკმლის არტერიის სტენოზი)
თუ ხართ ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრში. ასევე მოერიდეთ ამპრილანის მიღებას ორსულობის ადრეულ სტადიაზე (იხ. პუნქტი „ორსულობა და ლაქტაცია“)
თუ გაქვთ ძალიან დაბალი ან არასტაბილური არტერიული წნევა. ექიმმა უნდა შეაფასოს თქვენი მდგომარეობა.
თუ გავქთ დიაბეტი ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა და მკურნალობთ წნევის დამწევი პრეპარატით, რომელიც შეიცავს ალისკირენს.
თუ მიიღეთ ან ამჟამად იღებთ საკუბიტრილს/ვალსარტანს, სამკურნალო საშუალებას, რომელიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ მოზრდილებში, ვინაიდან იზრდება ანგიონევროზული შეშუპების (ყელის არეში სწრაფი კანქვეშა შეშუპების) განვითარების რისკი.
არ მიიღოთ ამპრილანი თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენებიდან გეხებათ თქვენ. თუ არ ხართ დარწმუნებული რაიმეში, მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს ამპრილანის მიღებამდე.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, ამპრილანის მიღებამდე:
თუ გაქვთ გულის, თირკმლის ან ღვიძლის დაავადება;
თუ გაქვთ მარილის ან სითხის მნიშვნელოვანი დანაკარგი (ღებინების, დიარეის, ძლიერი ოფლიანობის, მარილის დაბალი შემცველობის დიეტის, შარდმდენების ხანგრძლივი გამოყენების, დიალიზით მკურნალობის შედეგად);
თუ ერთდროულად იღებთ პრეპარატებს, იმისათვის, რომ შეამციროთ ალერგია ფუტკრის ან კრაზანას ნაკბენის მიმართ (დესენსიბილიზაცია);
თუ აპირებთ მიიღოთ გამაყუჩებელი. ეს შეიძლება აუცილებელი იყოს ქირურგიული ან სტომატოლოგიური ოპერაციის დროს. შეიძლება დაგჭირდეთ ამპრილანის მიღების შეწყვეტა ერთი დღით ადრე. კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;
თუ გაქვთ სისხლში კალიუმის მაღალი შემცველობა (სისხლის ანალიზის მიხედვით);
თუ იღებთ პრეპარატებს ან ექვემდებარებით ისეთ პირობებს, რამაც შეიძლება დაწიოს სისხლში ნატრიუმის დონე. თქვენმა ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ სისხლის რეგულარული ანალიზების ჩატარება, განსაკუთრებით ნატრიუმის სისხლში შემოწმებისთვის, განსაკუთრებით თუ ხანდაზმული ხართ;
თუ იღებთ პრეპარატებს, რომლებსაც ეწოდებათ mTOR ინჰიბიტორები (მაგ. ტემსიროლიმუსი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი) ან ვილდაგლიპტინი, ვინაიდან შეიძლება გაზარდონ ანგიონევროზული შეშუპების, სერიოზული ალერგიული რეაქციების რისკი;
თუ იღებთ შემდეგი წამლებიდან რომელიმეს, რომლებიც მითითებულია ქვევით, ვინაიდან იზრდება ანგიონევროზული შეშუპების (ყელის არეში სწრაფი კანქვეშა შეშუპების) განვითარების რისკი:
ტემსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც განეკუთვნება mTOR ინჰიბიტორების კლასს (გამოიყენება გადანერგილი ორგანოების მოცილების პრევენციისთვის და სიმსივნეების სამკურნალოდ),
რაცეკადოტრილი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ;
ვილდაგლიპტინი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ.
თუ გაქვთ სისხლძარღვების კოლაგენოზური დაავადება, როგორიც არის სკლეროდერმია ან სისტემური წითელი მგლურა;
თუ იღებთ შემდეგი პრეპარატებიდან რომელიმეს, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ;
ანგიოტენზინი II რეცეპტორების ბლოკატორები (არბ II) (ასევე ცნობილი როგორც “სარტანები” - მაგ, ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა, რაც უკავშირდება დიაბეტს;
ალისკირენი.
თქვენმა ექიმმა შესაძლოა რეგულარულად შეამოწმოს თქვენი თირკმლის ფუნქცია, სისხლის წნევა და ელექტროლიტების რაოდენობა (მაგ. კალიუმი) სისხლში.
იხ. ასევე ინფორმაცია პუნქტში “არ გამოიყენოთ ამპრილანი”.
უნდა აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ეჭვი გაქვთ რომ ხართ ორსულად (ან გეგმავთ ორსულობას). ამპრილანი არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ სტადიაზე. პრეპარატის მიღება დაუშვებელია ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრში, ვინაიდან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს (იხ. პუნქტი „ორსულობა და ლაქტაცია“).
ბავშვები და მოზარდები
ამპრილანი არ გამოიყენება ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, ვინაიდან უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში ჯერ არ არის დადგენილი.
თუ აღნიშნული მოვლენებიდან რომელიმე გეხებათ თქვენ (ან არ ხართ დარწმუნებული) მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის ამპრილანის გამოყენებამდე.
სხვა პრეპარტები და ამპრილანი
აცნობეთ მკურნალ ექიმს იმის შესახებ, რომ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარტები.
ამპრილანმა შესაძლოა იმოქმედოს სხვა ზოგიერთი პრეპარატის ეფექტზე. ასევე ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება იმოქმედოს ამპრილანის მოქმედებაზე.
გთხოვთ, აცნობეთ ექიმს თუ იღებთ სხვა შემდეგი სახის პრეპარატებს. მათ შეუძლიათ შეამცირონ ამპრილანის ეფექტი:
სამკურანლო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის და ანთების შესამსუბუქებლად (მაგ. არასტეროიდეული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასს), როგორიცაა იბუპროფენი ან იდნომეტაცინი და აცეტილსალიცილის მჟავა),
პრეპარატები, რომლებიც მიიღება დაბალი არტერიული წნევის, შოკის, გულის უკმარისობის, ასთმის ან ალერგიის დროს, როგორებიცაა, ნორადრენალინი ან ადრენალინი. მკურნალმა ექიმმა უნდა შეამოწმოს თქვენი წნევა.
გთხოვთ, აცობეთ ექიმს თუ იღებთ შემდეგი სამკურნალო საშუალებებიდან რომელიმეს. მათ შეიძლება გაზარდონ გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა, თუ იღებთ მათ ამრპილანთან ერთად.
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის და ანთების შესამსუბუქებლად (მაგ. არასტეროიდული ანთების საწინააღდეგო პრეპარატები (აასს), როგორიცაა იბუპროფენი ან ინდომეტაცინი და აცეტილსალიცილის მჟავა)
ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურანლო პრეპარატები (ქიმიოთერაპია),
დიურეზულები (შარდმდენი პრეპარატები), როგორიცაა ფუროსემიდი,
კალიუმის პრეპარატები (მარილის შემცვლელების ჩათვლით), კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეზულები და სხვა სამკურნალო პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ კალიუმის შემცველობის გაზრდა სისხლში (მაგალითად, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი, ჰეპარინი (სისხლის გასათხელებლად და თრომბების წარმოქმნის პრევენციისთვის); ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციებისთვის; ციკლოსპორინი, იმუნოდეპრესანტი, რომელიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოების მოცილების პრევენციისთვის),
ანთების სამკურნალო ჰორმონული საშუალებები, როგორიცაა პრედნიზოლონი,
ალოპურინოლი (გამოიყენება სისხლში შარდმჟავას დონის შესამცირებლად),
პროკაინამიდი (გულის რითმის დარღვევისას),
ვილდაგლიპტინი (გამოიყენება 2 ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ),
რაცეკადოტროლი, დიარეის სამკურნალო პრეპარატი;
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება გადანერგილი ორგანოების მოცილების პრევენციისთვის (ტემსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ეკუთვნის mTOR ინჰიბიტორების კლასს). იხილეთ თავი „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“.
გთხოვთ აცნობეთ ექიმს თუ იღებთ შემდეგი პრეპარატებიდან რომელიმეს. ამპრილანმა შეიძლება იმქომედოს მათ ეფექტურობაზე:
დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა სისხლში გლუკოზას შემამცირებელი პერორალური პრეპარატები და ინსულინი. ამპრილანმა შესაძლოა შეამციროს სისხლში შაქრის რაოდენობა. ამპრილანის გამოყენებისას შეამოწმეთ სისხლში შაქრის დონე.
ლითიუმი (ფსიქიკური დაავადებებისას). ამპრილანს შეუძლია გაზარდოს სისხლში ლითიუმის დონე. სისხლში ლითიუმის შემცველობა უნდა გაკონტროლდეს ექიმის მიერ.
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილიდან გეხებათ თქვენ (ან თუ არ ხართ დარწმუნებული), კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, ვიდრე მიიღებდეთ ამპრილანს.
ექიმმა შესაძლოა შეგიცვალოთ დოზირება ან/და მიიღოს სიფრთხილის სხვა ზომები:
თუ იღებთ ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორს ან ალისკირენს (იხ. ასევე ინფორმაცია სათაურებით “არ გამოიყენოთ ამპრილანი“ და “განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).
ამპრილანის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ალკოჰოლის გამოყენებამ ამპრილანთან შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გონებრივი აშლილობის მდგომარეობა. თუ არ ხართ დარწმუნებული რა რაოდენობის ალკოჰოლი შეიძლება მიიღოთ ამპრილანის გამოყენებისას, მიმართეთ ექიმს, ვინაიდან არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები და ალკოჰოლი აძლიერებენ ერთმანეთის ეფექტებს.
ამპრილანის გამოყენება შესაძლებელია საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ეჭვობთ ორსულობას ან გეგმავთ დაორსულებას, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ამპრილანის მიღებამდე.
ორსულობა
აცნობეთ ექიმს, თუ ფიქრობთ რომ ხართ ორსულად (ან შეიძლება დაორსულდეთ). ექიმი როგროც წესი გირჩევთ შეწყვიტოთ პრეაპრატის მიღება ორსულობის დადგომამდე ან დაუყოვნებლივ მას შემდეეგ, როგორც კი გაიგებთ რომ ხართ ორსულად და გირჩევთ მიიღოთ სხვა პრეპარატი ამპრილანის ნაცვლად. ამპრილანი არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ სტადიაზე, მისი მიღება დაუშვებელია 3 თვეზე მეტი ასაკის ორსულობისას, ვინაიდან შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს.
ძუძუთი კვება
აცნობეთ ექიმს, თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში ან აპირებთ ბავშვის ძუძუთი კვებას. ამპრილანი არ არის რეკომენდებული დედებში, რომლებიც კვებავენ ჩვილს ძუძუთი და ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ სხვა სახის მკურალობა, თუ გსურთ ძუძუთი კვების გაგრძელება, განსაკუთრებით თუ თქვენი ბავშვი არის ახალშობილი ან დღენაკლული.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
შეიძლება აღინიშნოს თავბრუსხვევა ამპრილანის მიღებისას. ეს მეტად მოსალოდენლია ამპრილანის მიღების დასაწყისში ან დოზის მომატებისას. მსგავსის განვითარებისას, თავი შეიკავეთ ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვისგან.
ამპრილანი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს
ზოგიერთი შაქრის აუტანლობისას, პრეპარატის მიღების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმის (23 მგ) დოზაში, ესე იგი, პრაქტიკულად „ნატრიუმის გარეშეა“.
ამპრილანის მიღების წესი
პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციების სრული დაცვით. მიმართეთ ექიმს თუ არ ხართ დარწმუნებული.
მიღების წესი
მიიღეთ ამპრილანი შიგნით დღის ერთსადაიმავე დროს.
გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად, სითხის საკმარისი რაოდენობის მიყოლებით.
არ დაფშვნათ და დაღეჭოთ ტაბლეტი.
დოზირება
მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა
ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 1,25 მგ ან 2,5 მგ დღეში ერთხელ.
თქვენმა ექიმმა შესაძლოა მოახდინოს დოზის კორექცია, რომელსაც იღებთ იქამდე, ვიდრე არტერიული წნევა არ დაექვემდებარება კონტროლს.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 10 მგ დღეში ერთხელ.
თუ უკვე იღებთ დიურეზულებს (შარდმდენი პრეპარატები), ექიმმა შეიძლება მოხსნას ან შეამციროს შარდმდენი საშუალების რაოდენობა, რომელსაც თქვენ იღებთ, ამპრილანის მიღების დაწყებადმე.
მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის განვითარების რისკის შემცირება
ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 2,5 მგ ერთხელ დღეში.
ექიმმა შეიძლება შედეგად გაზარდოს დოზა, რომელსაც თქვენ იღებთ.
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 10 მგ დღეში ერთხელ.
თირკმელების დაავადებების განვითარების რისკის პრევენცია
გამოყენების დაწყება შეიძლება დოზით 1,25 მგ ან 2,5 მგ დღეში ერთხელ.
თქვენმა ექიმმა შეიძლება შეგიცვალოთ დოზირება.
ჩვეულებრივი დოზაა 5 მგ ან 10 მგ დღეში ერთხელ.
გულის უკმარისობის მკურნალობა
ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 1,25 მგ დღეში ერთხელ.
თქვენმა ექიმმა შეიძლება შეგიცვალოთ დოზირება, რომელსაც იღებთ.
მაქსიმალური დოზაა 10 მგ დღეში. სასურველია დოზის დღეში ორ მიღებად გაყოფა.
მკურნალობა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ
ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 1,25მგ-დან დღეში ერთხელ 2,5 მგ-მდე დღეში ორჯერ.
თქვენმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა, რომელსაც იღებთ.
ჩვეულებრივი დოზაა 10 მგ დღეში. სასურველია დოზის დღეში ორ მიღებად გაყოფა.
ხანდაზმული პაციენტები
თქვენი ექიმი შეამცირებს საწყის დოზას და თქვენს მკურნალობის კორექციას მოახდენს უფრო ნელა.
თუ მიიღეთ ამპრილანის საჭიროზე მეტი დოზა
თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. არ მართოთ ავტომობილი! სთხოვეთ ვინმეს მიგიყვანოთ სასწრაფო დახმარების ცენტრში. თუ შესაძლებელია, თან წაიღეთ ტაბლეტები კოლოფით იმისათვის, რომ აჩვენოთ ექიმს თუ რა მიიღეთ.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ.
თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, მიიღეთ ჩვეულებრივი დოზა მომდევნო დოზის მიღების დროს.
თუ გსურთ პრეპარატი ამპრილანის მიღების შეწყვეტა
განაგრძეთ პრეპარატის მიღება მანამდე, სადამდეც დაგინიშნათ ექიმმა. არ შეწყვიტოთ ამპრილანის მიღება მხოლოდ იმიტომ, რომ თავი იგრძენით უკეთ. მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტისას შესაძლოა გამოვლინდეს დაავადების რეციდივი.
შესაძლო არასასურველი რეაქციები
სხვა პრეპარატების მსგავსად აღნიშნულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
შეწყვიტეთ ამპრილანის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე სერიოზული გვერდითი ეფექტის განვითარებას, ვინაიდან შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი მკურნალობა:
სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპება, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ასევე გამონაყარი და ქავილი. ეს შეიძლება იყოს მძიმე ალერგიული რეაქციების ნიშანი ამპრილანის მიმართ.
მძიმე კანისმიერი რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, წყლულები პირის ღრუში, უკვე არსებული კანის დაავადების გამწვავება, სიწითლე, კანის შებერილობა ან აქერცვლა (მაგალითად, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ან მულტიფორმული ერითემა).
დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გრძნობთ:
გულის რითმის აჩქარებას, არათანაბარ ან ძლიერ გულისცემას (გულისცემის შეგრძნება), გულმკერდში ტკივილს, გულმკერდზე ზეწოლის შეგრძნებას ან უფრო სერიოზულ მდგომარეობას, მათ შორის გულის შეტევას და ინსულტს.
ქოშინს ან ხველას. ეს შესაძლოა იყოს ფილტვების დაავადების ნიშნები.
სისხლჩაქცევები, ჩვეულებრივზე უფრო ხანგრძლივი სისხლდენები, სისხლდენის ნებისმიერი ნიშნები (მაგ. ღრძილებიდან სისხლდენა), პურპურული წერტილები და ლაქები კანზე, ინფექციური დაავადებების უფრო ხშირად განვითარება, ყელის ტკივილი და მომატებული ტემპერატურა, დაღლილობის შეგრძენბა, სისუსტე, თავბრუსხვევა ან კანის სიფერმკრთალე. მოცემული ნიშნები შეიძლება იყოს ძვლის ტვინის დაავადების ნიშნები.
კუჭის ძლიერ ტკივილს, რომელიც გადაეცემა ზურგში. ეს შეიძლება იყოს პანკრეატიტის სიმპტომი (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება).
ცხელება, შემცივნება, დაღლილობა, მადის დაკარგვა, კუჭის ტკივილი, გულისრევა, კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე). ეს შესაძლოა იყოს ღვიძლის დაავადების სიმპტომები, როგორიცაა ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება) ან ღვიძლის დაზიანება.
სხვა გვერდითი ეფექტები:
აცნობეთ ექიმს, თუ რომელიმე სიმპტომი სერიოზულია ან გრძელდება რამოდენიმე დღეზე მეტ ხანს.
ხშირი (შესაძლებელია განუვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს)
თავის ტკივილი ან დაღლილობის შეგრძნება;
თავბრუსხვევა (მეტადაა მოსალოდნელი მკურნალობის დასაწყისში ან დოზის მომატებისას);
გულისწასვლა, არტერიული წნევის უჩვეულო დაწემა (ჰიპოტონია), განსაკუთრებით უეცარი ადგომის ან დაჯდომისას;
მშრალი გამაღიზიანებელი ხველა, ცხვირის წიაღების ანთება (სინუსიტი) ან ბრონქიტი, ქოშინი;
კუჭის ან ნაწლავის ტკივილი, დიარეა, კუჭის პრობლემები, გულისრევა ან ღებინება;
გამონაყარი, ამობურცული კანის ზედაპირიდან ან გლუვი;
გულმკერდის ტკივილი;
კრუჩხვები ან კუნთების ტკივილი;
სისხლში კალიუმის მომატება (სისხლის ანალიზის საფუძველზე)
არახშირი (შესაძლებელია განუვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს)
წონასწორობის დარღვევა (ვერტიგო)
ქავილი და კანზე უჩვეულო შეგრძნება, მაგ. დაბუჟება, ჩხვლეტა, წვა ან „ჭიანჭველების ცოცვის“ შეგრძნება კანზე (პარესთეზია);
გემოს შეგრძნების დაკარგვა ან ცვლილება;
ძილის პრობლემები;
დეპრესია, შფოთვა, ნევროზულობა ან მოუსვენრობა;
ცხვირის დახშობა, სუნთქვის გაძნელება ან ასთმის გამწვავება;
ნაწლავის შეშუპება, რომელსაც ეწოდება “ნაწლავური ანგიოდისტროფია” ისეთი სიმტპომებით, როგორიცაა მუცლის ტკივილი, ღებინება და დიარეა;
გულძმარვა, ყაბზობა ან პირის სიმშრალე;
გახშირებული შარდვა დღის გნამავლობაში;
მომატებული ოფლიანობა;
მადის დაკარგვა ან დაქვეითება (ანორექსია);
გულისცემის გახშირება ან არარეგულარული გულისცემა, ხელების და ფეხების შეშუპება. ეს შესაძლოა იყოს ორგანიზმში სითხის შეკავების ნიშნები;
ჰიპერემია;
მხედველობის დაბინდვა;
სახსრების ტკივილი;
ცხელება;
მამაკცებში იმპოტენცია, ლიბიდოს დაქვეითება მამაკაცებსა და ქალებში;
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება (ეოზინოფილია), სისხლის ანალიზის საფუძველზე.
ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის და თირკმელების ფუნქციის ცვლილება ლაბორატორიული გამოკვლევების მიხედვით.
იშვიათი (შესაძლებელია განუვითარდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს)
კანკალი და ცნობიერების დარღვევა;
წითელი, შეშუპებული ენა;
კანის ძლიერი აშრევება ან აქერცვლა, ქავილი, ხორკლიანი გამონაყარი;
ფრჩხილების ცვლილებები (მაგ. დარბილება ან ფრჩხილის შრის აცლა ფრჩხილის ბალიშიდან);
კანზე გამონაყარი ან სისხლჩაქცევები;
ლაქები კანზე ან კიდურების გაციება;
გაწითელბა, ქავილი, თვალების შესიება ან გაწყლიანება;
სმენის დარღვევა და ყურებში ხმაური;
სისუსტის შეგრძნება;
ერითროციტების, ლეიკოციტების ან თრომბოციტების ან ჰემოგლობინის დონეების შემცირება სისხლის ანალიზის მიხედვით.
ძალიან იშვიათი (შესაძლებელია განუვითარდეს 10000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს)
ჰიპერმგრძნობელობა მზის სინათლის მიმართ.
უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)
კონცენტრირებული შარდი (მუქი ფერის), გულისრევა ან ღებინება, კუნთების სპაზმი, ცნობიერების დარღვევა და კრუნჩხვები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანტიდიურეზული ჰორმონის უჩვეულო სეკრეცია. თუ აგეღნიშნებათ მსგავსი სიმპტომები, რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ ექიმს.
სხვა გვერდითი ეფექტები:
გთხოვთ აცნობეთ ექიმს, თუ რომელიმე სიმპტომი სერიოზულია ან გაგრძელდა რამოდენიმე დღეზე მეტ ხანს:
ყურადღების კონცენტრაციის სირთულე;
პირის შეშუპება;
სისხლის ანალიზის მიხედვით სისხლში სისხლის უჯრედების სიმცირე;
სისხლის ანალიზის მიხედვით ნატრიუმის მცირე რაოდენობა სისხლში;
ხელის და ფეხის თითები იცვლიან ფერს სიცივეზე შემდგომ ჩხვლეტის და ტკივილის შეგრძნებით სითბოში (რეინოს ფენომენი);
მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება;
რეაქციების უნარის შენელება ან დარღვევა;
წვის შეგრძნება;
ყნოსვის შეგრძნების ცვლილება;
თმის ცვენა.
შეტყობინება გვერდითი რეაქციების შესახებ
თუ განვითარდება ნებისმიერი სახის გვერდითი რეაქცია, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის ისეთებზე, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი რეაქციების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
ამპრილანის შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ნესტისგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა:
3 წელი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება თვის ბოლო დღე.
არ გადააგდოთ პრეპარატი წყალსადენ მილებში ან კანალიზაციაში. დააზუსტეთ ფარმაცევტთან, თუ როგორ უნდა მოხდეს პრეპარატების გადაგდება, რომელიც აღარ გჭირდებათ. მსგავსი ზომებით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
აპრილანის შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს 1,25 მგ ან 2,5 მგ ან 5 მგ ან 10 მგ რამიპრილს.
დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პრეჟელატინიზირებული სახამებელი (სახამებელი 1500), ნატრიუმის სტეარილფუმარატი.
2,5 მგ ტაბლეტის შემადგენლობაში დამატებით შედის პიგმენტური ნარევი PB22886 ყვითელი (ლაქტოზას მონოჰიდრატი, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172)).
5 მგ ტაბლეტის შემადგენლობაში დამატებით შედის პიგმენტური ნარევი PB24899 ვარდისფერი (ლაქტოზას მონოჰიდრატი, რკინის ოქსიდი წითელი (E172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172)).
ამპრილანის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ამპრილანის ტაბლეტები 1,25 მგ: ოვალური, ბრტყელი ტაბლეტები თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ჩამოთლილი კიდეებით, გარსის გარეშე.
ამპრილანის ტაბლეტები 2,5 მგ: ოვალური, ბრტყელი ტაბლეტები ღია-ყვითელი ფერის ჩამოთლილი კიდეებით, გარსის გარეშე.
ამპრილანის ტაბლეტები 5 მგ: ოვალური, ბრტყელი ტაბლეტები ვარდისფერი ფერის ხილული ჩანართებით, ჩამოთლილი კიდეებით, გარსის გარეშე.
ამპრილანის ტაბლეტები 10 მგ: ოვალური, ბრტყელი ტაბლეტები თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ჩამოთლილი კიდეებით, გარსის გარეშე.
ერთი ბლისტერი შეიცავს 7 ტაბლეტს (ლამინირებული ოპა/ალუმინის/პვქ ფოლგა, ალუმინის ფოლგა). 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ერთი ბლისტერი შეიცავს 10 ტაბლეტს (ლამინირებული ოპა/ალუმინის/პვქ ფოლგა, ალუმინის ფოლგა). 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
კრკა დ.დ., ნოვო მესტო, შმარიეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო სლოვენია
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


