პროქტამაკი
Proktamac
პროქტამაკი არის სამკურნალო პროდუქტი, რომელიც ტრადიციულად გამოიყენება ბუასილთან დაკავშირებული ჩივილების დროს. პროქტამაკი ასევე გამოიყენება სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთებითი მდგომარეობების, ასევე სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებისა და ნახეთქების დროს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- benzocainum + extractum compositum spissum + matricariae extractum spissum + hippocastani cortice + tormenillae rhizomate + belladonae extractum spissum + millefolii herba + cytisi scoparii herba
- ფორმა და შეფუთვა
- რექტალური სუპოზიტორია №12 (2X6)
- მწარმოებელი
- Wroclawskie Zaklady Zielarskie „HERBAPOL” S.A., პოლონეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვაზოპროტექტორები, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები
- ATC კოდი
- C05AD03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045191
- რეგისტრირებულია
- 7 აპრილი 2026, მოქმედებს 7 აპრილი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Wroclawskie Zaklady Zielarskie „HERBAPOL” S.A. (პოლონეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პროქტამაკი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პროქტამაკი არის სამკურნალო პროდუქტი, რომელიც ტრადიციულად გამოიყენება ბუასილთან დაკავშირებული ჩივილების დროს. პროქტამაკი ასევე გამოიყენება სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთებითი მდგომარეობების, ასევე სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებისა და ნახეთქების დროს.
პროდუქტი არის ტრადიციული სამკურნალო პროდუქტი, რომელიც გამოიყენება სპეციფიკური ჩვენებების დროს, ექსკლუზიურად ხანგრძლივი გამოყენების საფუძველზე.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები - 1 სუპოზიტორია ღამეში; მძიმე შემთხვევებში - 2-დან 3 სუპოზიტორამდე დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა
სუპოზიტორები გამოიყენება ტკივილის შემსუბუქებამდე, მაგრამ არა უმეტეს 7 დღისა. გაუმჯობესების არარსებობის შემთხვევაში, რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
მიღების მეთოდი და გზა
გამოყენებამდე, გახსენით ფოლგის სამკუთხა ბოლო, ამოიღეთ სუპოზიტორია ბლისტერიდან და მოათავსეთ სწორ ნაწლავში.
თუ მიიღეთ პროქტამაკის საჭიროზე მეტი დოზა
თუ იყენებთ უფრო დიდ დოზას ან არასწორად იყენებთ სამკურნალო საშუალებას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ პროქტამაკის გამოყენება
უკუჩვენებები
თუ შეწყვიტეთ პროქტამაკის გამოყენება
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო არასასურველი ეფექტი
ჯერჯერობით, პროქტამაკის სამკურნალო პროდუქტის გამოყენებისას არასასურველი ეფექტები არ დაფიქსირებულა. თუმცა, ყველა მედიკამენტის მსგავსად, პროქტამაკმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ აღენიშნება.
პოტენციური გვერდითი ეფექტები წარმოდგენილია MedDRA სისტემა-ორგანოს კლასის და სიხშირის მიხედვით: უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები: მეთემოგლობინემია - სიხშირე უცნობია.
იმუნური სისტემის დარღვევები: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის მძიმე ალერგიული რეაქციები (ქოშინი, კვინკეს დაავადება, სისხლძარღვოვანი კოლაფსი, ანაფილაქსიური შოკი) - სიხშირე უცნობია.
- როგორ ინახება პროქტამაკი
შეინახეთ მედიკამენტი 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე ან კოლოფზე. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ მედიკამენტები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რასაც შეიცავს პროქტამაკი
აქტიური ნივთიერებები ერთ სუპოზიტორიაში (2 გ):
ბენზოკაინი - 100 მგ
სქელი ექსტრაქტი, რომელიც შედგება შოტლანდიური ცოცხის ბალახისგან, ცხენის წაბლის ქერქისგან, ტორმენტილის ფესურასგან, ფარსმანდუკის ბალახისგან (Extractum compositum spissum (4: 1) ex: Cytisi scoparii herba, Hippocastani cortice, Tormentillae rhizomate, Millefolii herba) - 80 მგ
ექსტრაქტორი: ეთანოლი 40% VIV
გვირილის ყვავილის სქელი ექსტრაქტი (Matricariae extractum spissum) (3:1) - 50 მგ
ექსტრაქტორი: გაწმენდილი წყალი
ბელადონას ფესვის სტანდარტიზებული სქელი ექსტრაქტი (Belladonnae radicis
extractum spissum normatum); 11,12 მგ-დან 20 მგ-მდე ბელადონას ფესვის სქელი ექსტრაქტი (4:1) (Belladonnae rqdicis extractum spissum (4:1)) - 20 მგ
ექსტრაქტორი ეთანოლი 70% (V/V) და 0 მგ-დან 8.88 მგ-მდე გლიცეროლი
დამხმარე ნივთიერებები: გლიცეროლი და მყარი ცხიმი.
პროქტამაკის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
თეთრი PVC/PE ფოლგის ბლისტერები მუყაოს კოლოფში. 2 ბლისტერი, თითოეულში 6 ცალი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
Wroclawskie Zaklady Zielarskie "Herbapol" S.A. 50-951 Wroclaw
ul. Sw. Mikolaja 65/68, პოლონეთი
[email protected]______________________________________________________________________
2025 წლის ოქტომბერი
სიფრთხილის ზომები
განავალში სისხლის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს.
დიდი ზომის ბუასილის შემთხვევაში, სუპოზიტორიის შეყვანის შემდეგ (დაახლოებით 5-10 წუთი), შეიძლება აღინიშნოს ტკივილი ზეწოლის დროს, რომელიც სუპოზიტორიის გახსნის შემდეგ ქრება.
მოქმედების არარსებობის ან სიმპტომების გამწვავების შემთხვევაში, შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს.
ბენზოკაინის შემცველი ადგილობრივი გამოყენების პროდუქტების გამოყენებისას არსებობს მეთემოგლობინემიის პოტენციური რისკი. მეთემოგლობინემიის სიმპტომები (ფერმკრთალი ან მონაცრისფრო-ლურჯი კანი, ტუჩები და ფრჩხილები, ქოშინი, დაღლილობა, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, გულისცემის გახშირება) შეიძლება განვითარდეს ბენზოკაინის ერთჯერადი ან მრავალჯერადი მიღების შემდეგ რამდენიმე წუთიდან ერთ ან ორ საათამდე პერიოდში. რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
პროქტამაკის გამოყენება ბავშვებში
უსაფრთხოების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო, ამ პრეპარატის გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში არ არის რეკომენდებული.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც ბოლო დროს იღებდით ან ამჟამად იღებთ, ასევე იმ მედიკამენტების შესახებ, რომელთა მიღებასაც გეგმავთ.
პროქტამაკის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა.
ჯერჯერობით ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ცოცხის ბალახის ექსტრაქტით გამოწვეული აბორტის რისკის გამო, ორსულებმა არ უნდა გამოიყენონ პროქტამაკი.
პრეპარატის უსაფრთხოება მეძუძურ ქალებში არ არის შესწავლილი, ამიტომ ამ პერიოდში პროქტამაკის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ნაყოფიერებაზე ზემოქმედება უცნობია.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ ჩატარებულა კვლევები ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე პროქტამაკის ზემოქმედების შესახებ. დღემდე, პროქტამაკის ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე არ არის გამოვლენილი.
- როგორ გამოიყენება პროქტამაკი
ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
დღემდე, პროქტამაკის გამოყენებისას არასასურველი ეფექტები არ დაფიქსირებულა.
შესაძლო არასასურველი ეფექტები განისაზღვრება MedDRA-ს სისტემური ორგანოს კლასისა და სიხშირის მიხედვით შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (>1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (>1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10000) და უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).
პროქტამაკის სამკურნალო პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს:
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები: მეთემოგლობინემია - სიხშირე უცნობია. იმუნური სისტემის დარღვევები: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის მძიმე ალერგიული რეაქცია (ქოშინი, კვინკეს დაავადება, სისხლძარღვოვანი კოლაფსი, ანაფილაქსიური შოკი) - სიხშირე უცნობია.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება
საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება მნიშვნელოვანია სამკურნალო პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ. ეს სამკურნალო პრეპარატის სარგებლის/რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ჯანდაცვის სპეციალისტებს მოეთხოვებათ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ Departament Monitorowania Niepozadanych Dzialan Produktow Leczniczych Urzedu Rejestracji Produktow Leczniczych, Wyrobow Medycznych i Produktow Biobojczych
Al. Jerozolimskie 181C, 02-222 ვარშავა, ტელ. +48 22 492-13-01, ფაქსი +48 22 492-13-09
ელ-ფოსტა: [email protected]
გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეიძლება ასევე სავაჭრო ნებართვის მფლობელისთვის.
შენახვის პირობები
3 წელი.
- 4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვის
შეინახეთ 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
- 5 კონტეინერის სახეობა და შიგთავსი
თეთრი PVC /PE აპკისგან დამზადებული ბლისტერები მუყაოს კოლოფში.
2 ბლისტერი 6 ცალით.
- 6 განსაკუთრებული ზომები განადგურებისას და სხვა დამუშავებისას
განადგურებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს. ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
- სავაჭრო ნებართვის მფლობელი
Wroclawskie Zaklady Zielarskie ,,Herbapol" S.A.
50-951 ვროცლავი, სვ. მიკოლაიას ქ. 65/68
ტელ:+ 48 71 33 57 225
ფაქსი: + 48 71 372 47 40
ელ.ფოსტა: [email protected]
________________________________________________________________________________
2025 წლის ოქტომბერი
ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰემოროის და ნახეთქების სამკურნალო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისთვის, ადგილობრივი ანესთეტიკები, ბენზოკაინი. ათქ კოდი: C05AD03.
მოქმედების მექანიზმი
სუპოზიტორიის გამოყენება იწვევს ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას ბენზოკაინის ანესთეზიური ეფექტის გამო. პრეპარატი ასევე შეიცავს ადგილობრივად სისხლდენის შემაჩერებელ, ანთების საწინააღმდეგო და მომადუნებელ კომპონენტებს.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
რექტალური გამოყენების შემდეგ კომპონენტების ბიოშეღწევადობისა და ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
- 3 უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
ტოქსიკურობის კვლევები არ ჩატარებულა.
- ფარმაცევტული მახასიათებლები
- 1 დამხმარე ნივთიერებების სია
გლიცეროლი 150 მგ
მყარი ცხიმი
- 2 შეუთავსებლობა
არ გამოიყენება.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია პაციენტისთვის
პროქტამაკი
სუპოზიტორიები
პროქტამაკის სამკურნალო პროდუქტის გამოყენების დაწყებამდე წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ ფარმაცევტს.
თუ შეამჩნევთ რაიმე არასასურველ ეფექტს, მათ შორის ნებისმიერ შესაძლო არასასურველ ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ პუნქტი 4.
თუ 7 დღის შემდეგ გაუმჯობესება არ აღინიშნება ან პაციენტის მდგომარეობა გაუარესდება, მიმართეთ ექიმს.
რა ინფორმაციას შეიცავს ეს ფურცელი:
- რა არის პროქტამაკი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ პროქტამაკის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება პროქტამაკი
- შესაძლო არასასურველი ეფექტები
- როგორ ინახება პროქტამაკი
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რა არის პროქტამაკი და რისთვის გამოიყენება
პროქტამაკი არის რექტალური სუპოზიტორია, რომელიც ტრადიციულად გამოიყენება ბუასილის თანმხლები ჩივილების დროს.
პროქტამაკი ასევე გამოიყენება სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთების, გაღიზიანებისა და ნაპრალების დროს.
პროქტამაკის სუპოზიტორები ამსუბუქებენ ტკივილს ბენზოკაინის ანესთეზიური ეფექტის გამო. პროდუქტი ასევე შეიცავს ინგრედიენტებს ადგილობრივი სისხლდენის შემაჩერებელი, ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი მოქმედებით.
პროდუქტი განკუთვნილია ტრადიციული გამოყენებისთვის ზემოთ აღნიშნული ჩვენებების დროს და მისი ეფექტურობა ეფუძნება მხოლოდ ხანგრძლივ გამოყენებას და გამოცდილებას.
- რა უნდა იცოდეთ პროქტამაკის გამოყენებამდე
როდის არ გამოიყენება პროქტამაკი
თუ გაქვთ ალერგია ამ პრეპარატის აქტიურ ინგრედიენტებზე ან სხვა რომელიმე ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).
თუ გაქვთ ალერგია ბენზოკაინზე ან Asteraceae-ს ოჯახის (ადრე ცნობილი, როგორც რთულყვავილოვანი (Compositae)) მცენარეებზე.
მსხვილი ნაწლავის კიბოს შემთხვევაში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
განავალში სისხლის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს.
დიდი ზომის ბუასილის შემთხვევაში, სუპოზიტორიის შეყვანის შემდეგ (დაახლოებით 5-10 წუთი), შეიძლება აღინიშნოს ტკივილი ზეწოლის დროს, რომელიც სუპოზიტორიის გახსნის შემდეგ ქრება.
მოქმედების არარსებობის ან სიმპტომების გამწვავების შემთხვევაში, შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს.
ბენზოკაინის შემცველი ადგილობრივი გამოყენების პროდუქტების გამოყენებისას არსებობს მეთემოგლობინემიის პოტენციური რისკი. მეთემოგლობინემიის სიმპტომები (ფერმკრთალი ან მონაცრისფრო-ლურჯი კანი, ტუჩები და ფრჩხილები, ქოშინი, დაღლილობა, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, გულისცემის გახშირება) შეიძლება განვითარდეს ბენზოკაინის ერთჯერადი ან მრავალჯერადი მიღების შემდეგ რამდენიმე წუთიდან ერთ ან ორ საათამდე პერიოდში. რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
პროქტამაკის გამოყენება ბავშვებში
უსაფრთხოების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო, ამ პრეპარატის გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში არ არის რეკომენდებული.
სხვა მედიკამენტები და პროქტამაკი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც ბოლო დროს იღებდით ან ამჟამად იღებთ, ასევე იმ მედიკამენტების შესახებ, რომელთა მიღებასაც გეგმავთ.
პროქტამაკის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა.
ჯერჯერობით ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერებაზე ზემოქმედება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ცოცხის ბალახის ექსტრაქტით გამოწვეული აბორტის რისკის გამო, ორსულებმა არ უნდა გამოიყენონ პროქტამაკი.
პრეპარატის უსაფრთხოება მეძუძურ ქალებში არ არის შესწავლილი, ამიტომ ამ პერიოდში პროქტამაკის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ნაყოფიერებაზე ზემოქმედება უცნობია.
ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა
არ ჩატარებულა კვლევები ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე პროქტამაკის ზემოქმედების შესახებ. დღემდე, პროქტამაკის ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე არ არის გამოვლენილი.
- როგორ გამოიყენება პროქტამაკი
ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირება
მოზრდილები - 1 სუპოზიტორია ღამეში; მძიმე შემთხვევებში - 2-დან 3 სუპოზიტორამდე დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა
სუპოზიტორები გამოიყენება ტკივილის შემსუბუქებამდე, მაგრამ არა უმეტეს 7 დღისა. გაუმჯობესების არარსებობის შემთხვევაში, რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
მიღების მეთოდი და გზა
გამოყენებამდე, გახსენით ფოლგის სამკუთხა ბოლო, ამოიღეთ სუპოზიტორია ბლისტერიდან და მოათავსეთ სწორ ნაწლავში.
თუ მიიღეთ პროქტამაკის საჭიროზე მეტი დოზა
თუ იყენებთ უფრო დიდ დოზას ან არასწორად იყენებთ სამკურნალო საშუალებას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ პროქტამაკის გამოყენება
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.
თუ შეწყვიტეთ პროქტამაკის გამოყენება
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო არასასურველი ეფექტი
ჯერჯერობით, პროქტამაკის სამკურნალო პროდუქტის გამოყენებისას არასასურველი ეფექტები არ დაფიქსირებულა. თუმცა, ყველა მედიკამენტის მსგავსად, პროქტამაკმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ აღენიშნება.
პოტენციური გვერდითი ეფექტები წარმოდგენილია MedDRA სისტემა-ორგანოს კლასის და სიხშირის მიხედვით: უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები: მეთემოგლობინემია - სიხშირე უცნობია.
იმუნური სისტემის დარღვევები: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის მძიმე ალერგიული რეაქციები (ქოშინი, კვინკეს დაავადება, სისხლძარღვოვანი კოლაფსი, ანაფილაქსიური შოკი) - სიხშირე უცნობია.
- როგორ ინახება პროქტამაკი
შეინახეთ მედიკამენტი 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე ან კოლოფზე. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ მედიკამენტები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რასაც შეიცავს პროქტამაკი
აქტიური ნივთიერებები ერთ სუპოზიტორიაში (2 გ):
ბენზოკაინი - 100 მგ
სქელი ექსტრაქტი, რომელიც შედგება შოტლანდიური ცოცხის ბალახისგან, ცხენის წაბლის ქერქისგან, ტორმენტილის ფესურასგან, ფარსმანდუკის ბალახისგან (Extractum compositum spissum (4: 1) ex: Cytisi scoparii herba, Hippocastani cortice, Tormentillae rhizomate, Millefolii herba) - 80 მგ
ექსტრაქტორი: ეთანოლი 40% VIV
გვირილის ყვავილის სქელი ექსტრაქტი (Matricariae extractum spissum) (3:1) - 50 მგ
ექსტრაქტორი: გაწმენდილი წყალი
ბელადონას ფესვის სტანდარტიზებული სქელი ექსტრაქტი (Belladonnae radicis
extractum spissum normatum); 11,12 მგ-დან 20 მგ-მდე ბელადონას ფესვის სქელი ექსტრაქტი (4:1) (Belladonnae rqdicis extractum spissum (4:1)) - 20 მგ
ექსტრაქტორი ეთანოლი 70% (V/V) და 0 მგ-დან 8.88 მგ-მდე გლიცეროლი
დამხმარე ნივთიერებები: გლიცეროლი და მყარი ცხიმი.
პროქტამაკის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
თეთრი PVC/PE ფოლგის ბლისტერები მუყაოს კოლოფში. 2 ბლისტერი, თითოეულში 6 ცალი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
Wroclawskie Zaklady Zielarskie "Herbapol" S.A. 50-951 Wroclaw
ul. Sw. Mikolaja 65/68, პოლონეთი
[email protected]______________________________________________________________________
2025 წლის ოქტომბერი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.





