პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის

პრედნიზოლონი

Prednisolone

რეცეპტით5მგინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
რისთვის გამოიყენება

პრეპარატის სახელწოდებაა პრედნიზოლონის ტაბლეტები. პრეპარატი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს პრედნიზოლონს. პრედნიზოლონი მიეკუთვნება სტეროიდული პრეპარატების ჯგუფს. სტეროიდების სრული სახელწოდებაა კორტიკოსტეროიდები. კორტიკოსტეროიდები ორგანიზმში ბუნებრივად არსეობს და უზრუვნელყოფს მის ჯანმრთელობას და სიჯანსაღეს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პრედნიზოლონი (prednisolone)
ფორმა და შეფუთვა
5მგ ტაბლეტი №28
მწარმოებელი
CP Pharmaceuticals Ltd, დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის, გლუკოკორტიკოიდები
ATC კოდი
H02AB06
რეგისტრაციის ნომერი
რ-040294
რეგისტრირებულია
21 თებერვალი 2024, მოქმედებს 21 თებერვალი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაპრედნიზოლონი და სხვა წამალი ერთად

პრედნიზოლონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატის სახელწოდებაა პრედნიზოლონის ტაბლეტები.

პრეპარატი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს პრედნიზოლონს. პრედნიზოლონი მიეკუთვნება სტეროიდული პრეპარატების ჯგუფს. სტეროიდების სრული სახელწოდებაა კორტიკოსტეროიდები.

კორტიკოსტეროიდები ორგანიზმში ბუნებრივად არსეობს და უზრუვნელყოფს მის ჯანმრთელობას და სიჯანსაღეს. ორგანიზმის ბუნებრივი მარაგის გარდა, კორტიკოსტეროიდების (მაგ. პრედნიზოლონის ტაბლეტების) გარე წყაროდან მიღება ეფექტური საშუალებაა ანთებითი პროცესით მიმდინარე მრავალი დაავადების სამკურნალოდ. პრედნიზოლონი ამცირებს ანთებას, რაც, მკურნალობის გარეშე შესაძლოა პროგრესირდეს და გააუარესოს ზოგადი მდგომარეობა. მაქსიმალური ეფექტისთვის, პრედნიზოლონის მიღება საჭიროა რეგულარულად.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ამ ინსტრუქციის მიხედვით ან მკურნალი ექიმის მითითებების გათვალისწინებით. ნებისმიერი გაურკვეველი საკითხისთვის, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

მაქსიმალური ეფექტისთვის, პრეპარატის მიღება საჭიროა რეგულარულად.

ტაბლეტები იყლაპება მთლიანად (დაღეჭვის გარეშე), წყალთან ერთად. მიიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

გამოყენება მოზრდილებში და ხანდაზმული ასაკის პირებში

გვერდითი მოვლენების მინიმიზაციის მიზნით, ექიმმა მკურნალობა შესაძლოა დაიწყოს მცირე დოზებით.

ექიმმა პრედნიზოლონის ტაბლეტებით მკურნალობა შესაძლოა დაიწყოს 5-60 მგ-მდე დღიური დოზით, რაც შესაძლოა გადანაწილდეს რამოდენიმე მიღებად დღის განმავლობაში, ან მიღებულ იქნას ერთიანი დოზის სახით დილით, საუზმის შემდეგ, ან ორმაგი დოზის სახით ყოველ მეორე დღეს. მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, დღიური დოზა შესაძლოა შემცირდეს 2.5-15 მგ-მდე დღეში, თუმცა ექიმმა შესაძლოა მიზანშეწონილად მიიჩნიოს უფრო მაღალი დოზების გამოყენება რამოდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში.

გამოყენება ბავშვებში

პრედნიზოლონის ტაბლეტების გამოყენება ძალიან იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია ბავშვებში, სპეციფიკური მდგომარეობების სამკურნალოდ. გამოყენებულ უნდა იქნეს უმცირესი ეფექტური დოზა, რაც შეიძლება მცირე პერიოდით.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია პრედნიზოლონის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (შემადგენლობა იხ. მე-6 თავში).

თუ პაციენტს აქვს ნებისმიერი ინფექცია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უტარდება აღნიშნული ინფექციის მიმართ სპეციფიკური მკურნალობა.

თუ პაციენტს აღენიშნება თვალების ჰერპესული ინფექცია.

თუ პაციენტს აქვს გალაქტოზას ან ლაქტოზას აუთვისებლობა ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია.

სიფრთხილის ზომები

პაციენტმა პრედნიზოლონის ტაბლეტების მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ:

ოდესმე ჰქონია მძიმე დეპრესია ან მანიაკალური დეპრესია (ბიპოლარული აშლილობა). ეს ითვალისწინებს დეპრესიის არსებობას სტეროიდული პრეპარატით, როგორიცაა პრედნიზოლონის ტაბლეტები, მკურნალობის დაწყებამდე;

მისი ოჯახის რომელიმე წევრს ჰქონია აღნიშნული ფსიქიკური აშლილობები.

პაციენტმა პრედნიზოლონის ტაბლეტების მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ რომელიმე ზემოთ ხსენებული ეხება მას.

ასევე, პრედნიზოლონის ტაბლეტების მიღებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია შემდეგი მდგომარეობების არსებობისას:

ოსტეოპოროზი (ძვლოვანი ქსოვილის განლევა), განსაკუთრებით პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფ ქალებში;

მაღალი არტერიული წნევა ან გულის უკმარისობა;

შაქრიანი დიაბეტი ან შაქრიანი დიაბეტის ოჯახური ანამნეზი;

ტუბერკულოზი (ფილტვების დაავადება), ახლანდელი ან გადატანილი;

მიმდინარე გლაუკომა (თვალების მდგომარეობა, რომელიც აზიანებს მხედველობას), გლაუკომა პირად ან ოჯახურ ანამნეზში;

სტეროიდული პრეპარატებით მკურნალობით განპირობებული კუნთების სისუსტე ანამნეზში;

ღვიძლის ან თირკმელების მძიმე დაზიანება;

ეპილეფსია, გულყრები/კრუნჩხვები ანამნეზში;

კუჭის წყლული;

ჰიპოთირეოზი, რაც შესაძლოა გამოვლინდეს დაღლილობით და წონის მატებით;

ახლო წარსულში გადატანილი გულის შეტევა;

სისხლის კოლტების არსებობა ანამნეზში (მაგ. ღრმა ვენების თრომბოზი ან თრომბოემბოლია);

დაგეგმილი ვაქცინაცია;

კუშინგის დაავადება (ჰორმონული დაავადება, რომელიც სხვადასხვა სიმპტომებს, მათ შორის წონის სწრაფ მატებას, განსაკუთრებით ტორსის და სახის მიდამოში, კანის შეთხელებას და ჭარბოფლიანობას;

დუშენის კუნთოვანი დისტროფია;

ნაწლავთა ანთებითი დაავადება, მაგ. კრონის დაავადება;

მიმდინარე იმუნოსუპრესიული თერაპია, მაგ. კიბოს სამკურნალოდ;

სკლეროდერმია (ასევე ცნობილი, როგორც სისტემური სკლეროზი - აუტოიმუნური დაავადება). > 15 მგ დღიურმა დოზამ შესაძლოა გაზარდოს ისეთი გართულების განვითარების რისკი, როგორიცაა სკლეროდერმიასთან ასოცირებული თირკმლის კრიზი. ნიშნები მოიცავს არტერიული წნევის მატებას და შარდის გამოყოფის დაქვეითებას. მკურნალმა ექიმმა შესაძლოა მოითხოვოს არტერიული წნევის და გამოყოფილი შარდის რაოდენობის რეგულარული კონტროლი.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ჩვილებში, ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატის გამოყენებამდე, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, რადგან, პრეპარატმა შესაძლოა შეაფერხოს მათი ზრდა-განვითარება.

გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში

ხანდაზმული ასაკის პაციენტებმა, პრედნიზოლონის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. ვინაიდან აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში გაზრდილია ინფექციების, ძვლების სისუსტის, არტერიული ჰიპერტენზიის, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერკალიემიის ან კანის შეთხელების რისკი, პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, რათა თავიდან აირიდოს ნებისმიერი სიცოცხლისთვის საშიში წამლისმიერი რეაქცია.

ჩუტყვავილა და სარტყისებრი ლიქენი: პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს თუ პრედნიზოლონით მკურნალობის დაწყებიდან 3 თვის პერიოდში ექნება კონტაქტი ჩუტყვავილით ან სარტყისებრი ლიქენით ინფიცირებულ პირთან.

წითელა: პაციენტმა თავი უნდა აარიდოს წითელათი ინფიცირებულ პირებთან კონტაქტს. კონტაქტის შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები პრედნიზოლონის ტაბლეტებით მკურნალობის პერიოდში

ამ პრეპარატის მიღებისას შესაძლოა განვითარდეს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები (დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. მე-4 თავი “შესაძლო გვერდითი მოვლენები”).

მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები შესაძლოა იყოს სერიოზული ხასიათის

აღნიშნული პრობლემები, ჩვეულებრივ, პრედნიზოლონით მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ან კვირაში ვლინდება

მათი განვითარება უფრო მოსალოდნელია მაღალი დოზებით მკურნალობისას

მათი უმეტესობა გაივლის დოზის შემცირების ან პრეპარატის მოხსნის შემდგომ. თუმცა, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების გახანგრძლივების შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს სპეციფიკური თერაპია.

მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების ნებისმიერი ნიშნის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ ვლინდება დეპრესია ან სუიციდური აზრები. იშვიათ შემთხვევებში, მსგავსი ტიპის პრობლემები ვითარდება დოზის შემცირების ან პრეპარატის მოხსნის პარალელურად.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზეც. ზოგიერთმა წამალმა შესაძლოა გააძლიეროს პრედნიზოლონის ტაბლეტების მოქმედება, რა შემთხვევაშიც (მათ შორის თუ პაციენტი ღებულობს აივ-ინფექციის სამკურნალო პრეპარატებს: რიტონავირი, კობიცისტატი) ექიმმა შესაძლოა აიყვანოს პაციენტი მკაცრი მონიტორინგის ქვეშ. წამალთშორისი ურთიერთქმედება შესაძლოა განვითარდეს შემდეგ პრეპარატებთან:

ანტიეპილეფსიური პრეპარატები, მათ შორის ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი, ფენიტოინი, პრიმიდონე და ფენობარბიტონი, რომლებიც გამოიყენება გულყრების/კრუნჩხვების ან ეპილეფსიის სამკურნალოდ;

ანტივირუსული პრეპარატები, მათ შორის რიტონავირი, რაც გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ;

ანტიბიოტიკები, მათ შორის ერითრომიცინი, რიფამპიცინი და რიფაბუტინი, რომლებიც გამოიყენება ზოგიერთი ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ;

თალიდომინი და ამინოგლუტეთიმიდი, გამოიყენება ზოგიერთი ტიპის კიბოს სამკურნალოდ;

კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტები, მაგ. ვარფარინი, რომელიც გამოიყენება სისხლის გათხელებისთვის;

ასპირინი და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (ასაპ-ები), მაგ. იბუპროფენი და ინდომეტაცინი, რაც გამოიყენება ანთების და ტკივილის სამკურნალოდ;

სომატროპინი და ზრდის ჰორმონები;

იზონიაზიდი, გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ;

სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგ. კეტოკონაზოლი და ამფოტერიცინი, რაც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ;

ციკლოსპორინი, რომელიც გამოიყენება რევმატული დაავადებების, კანისმიერი ჩივილების, ანთების ან გადანერგვის შემდგომი რეაქციის დროს;

რიტონავირი და ინდინავირი, გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ;

ცოცხალი ვაქცინები;

მიორელაქსანტები, რომლებიც გამოიყენება ქირურგიული ოპერაციების დროს;

საგულე გლიკოზიდები, მაგ. დიგოქსინი და მსგავსი პრეპარატები, გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ;

სალბუტამოლი, ფორმოტეროლი, ფენოტერალი, რიტოდრინე, ბამბუტეროლი, სალმეტეროლი, ტერბუტალინი და სხვა სიმპატომიმეტური საშუალებები, რაც გამოიყენება სუნთქვის გაძნელების (ასთმის) დროს;

ინსულინ და სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ;

არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო პრეპარატები;

თეოფილინი, რომელიც გამოიყენება ასთმის და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სამკურნალოდ;

მარყუჟოვანი შარდმდენები, მაგ. ფუროსემიდი, რომელიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ, და თიაზიდური შარდმდენები, მაგ. ბენდროფლუმეთიაზიდი, რომელიც გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის დროს ან სხეულიდან ჭარბი სითხის მოცილების მიზნით;

ქალის სასქესო ჰორმონები - ესტროგენები, მაგ. პერორალური კონტრაცეპტივები ან ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია;

მიფეპრისტონი, რომელიც გამოიყენება მშობიარობის ან აბორტის დროს;

ციტოტოქსიკური პრეპარატები, მაგ. მეთოტრექსატი, რომელიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ;

ვაქცინები: ვაქცინაციამდე, ექიმს უნდა ეცნობოს სტეროიდების გამოყენების შესახებ. სტეროიდები გავლენას ახდენენ იმუნურ პასუხზე და მათი გამოყენების პერიოდში ცოცხალი ვაქცინით აცრა არ უნდა მოხდეს;

კარბენოქსოლონი, რომელიც გამოიყენება წყლულების სამკურნალოდ;

ანტიმუსკარინული/ანტიქოლინერგული პრეპარატები;

იმუნოსუპრესანტები, რომლებიც აქვეითებენ ორგანიზმის იმუნურ პასუხს;

ანტაციდები, მათ შორის მაგნიუმის ტრისილიკატი ან ალუმინის ჰიდროქსიდი, გამოიყენება გულძმარვის და მოუნელებლობის სამკურნალოდ;

აცეტაზოლამიდი, რომელიც გამოიყენება გლაუკომას და ეპილეფსიის სამკურნალოდ;

ანტითიროიდული საშუალებები, მაგ. კარბიმაზოლი.

პრედნიზოლონის ტაბლეტებმა შესაძლოა ასევე შეამციროს ჩასახვის საწინააღმდეგო სპირალის (საშვილოსნოსშიგა მოწყობილობა) ეფექტურობა.

პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ ეპარება ეჭვი მიიღოს თუ არა პრეპარატი.

ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან

პრედნიზოლონის ტაბლეტები მიიღება წყლის მიყოლებით. პრედნიზოლონის ტაბლეტების მიღება შესაძლებელია ჭამამდე ან ჭამის შემდეგ.

პრეპარატით მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძირტკბილას მოხმარებისგან თავის არიდება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ არის ორსულად, აპირებს დაორსულებას ან ძუძუთი კვებავს ბავშვს. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს მიზანშეწონილია თუ არა პრედნიზოლონის ტაბლეტების მიღება.

ნებისმიერი პრეპარატი მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს ან ფარამცევტს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი ან სხვა მექანიზმები თუ პრედნიზოლონის ტაბლეტების მიღების შემდეგ ვითარდება თავბრუსხვევა ან დაღლილობა, სანამ აღნიშნული ეფექტები არ გაივლის.

პრედნიზოლონის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას

ზოგიერთი ტიპის შაქრის აუთვისებლობის შემთხვევაში, პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა წამალს, პრედნიზოლონის ტაბლეტებსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.

შემდეგი ალერგიული რეაქციების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრედნიზოლონის ტაბლეტების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს:

სახის, ენის ან სხეულის შეშუპება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება, შოკი და კოლაფსი.

ნებისმიერი მძიმე ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

ნებისმიერი საშიში გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს:

პანკრეასის ანთება (ხასიათდება ძალიან ძლიერი მუცლის ტკივილით);

მტკივნეული წყლულები კანზე.

სტეროიდებმა, მათ შორის პრედნიზოლონმა შესაძლოა გამოიწვიონ სერიოზული ფსიქიკური პრობლემები. აღნიშნული ხშირია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში და ვითარდება 100-დან დაახლოებით 5 შემთხვევაში.

შემდეგიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს:

დეპრესიულობა, მათ შორის სუიციდური აზრები.

ჭარბი ეიფორია (მანია) ან ცვალებადი გუნება-განწყობა

შფოთვა, ძილის დარღვევა, აზროვნების გაძნელება ან კონფუზია, მეხსირების დარღვევები

მხედველობითი, სმენითი ან ტაქტილური ჰალუცინაციები

უცნაური და შემაშინებელი ფიქრები, ქცევის ცვლილება ან მარტოობის შეგრძნება.

სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:

დაღლილობა

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება

თრომბოზი

გულისრევა და ღებინება

გულის პრობლემები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ქოშინი

კონვულსიები

თავბრუსხვევა

ვერტიგო

თავის ტკივილი

ქალაწნევის მატება (შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, გულისრევა და ღებინება)

უძილობა

კანის შეთხელება

სისხლნაჟღენთები

სტრიები

მოწითალო ლაქები კანზე

ქავილი

გამონაყარი

ურტიკარია

აკნე

ჭარბი თმიანობა

ჭრილობის შეხორცების გახანგრძლივება

ჭარბი ოფლიანობა

კანის ტესტების, მაგ. ტუბერკულინის ტესტის შედეგის ცვლილება ან შენიღბვა

ზრდა-განვითარების შეფერხება ჩვილებში, ბავშვებში და მოზარდებში

მენსტრუალური ციკლის რეგულარობის მოშლა ან შეწყვეტა

სახის სიმგრვალე

წონის მატება

შაქრის დონის მატება სისხლში

ნახშირწყლოვანი დისბალანსი შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში

ეიფორია

მკურნალობაზე დამოკიდებულების შეგრძნება

დეპრესია

ზოგადი თვითშეგრძნების გაუარესება

მხედველობის პრობლემები

შიზოფრენიის გაუარესება

ეპილეფსიის გაუარესება

ინსულტის რისკის ზრდა ჰორტონის დაავადების მქონე პაციენტებში

ინტრაოკულარული წნევის მომატება (გლაუკომა)

ლინზის გათეთრება ან შემღვრება (კატარაქტა)

თვალის ნერვის წნევის მატება, თვალის ქსოვილის შეთხელება (სკლერასა და რქოვანა გარსის)

თვალების წინ წამოწევა

თვალის ვირუსული და სოკოვანი ინფექციების გაუარესება

ინფექციების მომატებული რისკი

არსებული ინფექციების გაუარესება

შესაძლოა შეინიღბოს ინფექციის ნიშნები

გადატანილი ინფექციების, მაგ. ტუბერკულოზის ხელახლა გააქტიურება

კუნთების განლევა ხელების ზედა ნაწილებში და ფეხებში

კუნთების ტკივილი

ძვლების გამყიფება ან განლევა

ძვლების მოტეხილობები

მყესების გაწყვეტა

მოუნელებლობა

კუჭის წყლულები სისხლდენით ან პერფორაციით

შებერილობა

საყლაპავის წყლულები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დისკომფორტის შეგრძნება ყლაპვისას

კანდიდიაზი (რძიანა)

მუცლის ტკივილი

მადის მომატება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს წონის მატება

ფაღარათი

წყლის და მარილის შეკავება

არტერიული ჰიპერტენზია

ზოგიერთი ჰორმონის დონის ცვლილება, მინერალური დისბალანსი ან ცილა სისხლის ანალიზში

ქოლესტერინის ან ცხიმოვანი მჟავების მომატებული რაოდენობა სისხლში.

უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები

სკლეროდერმიასთან ასოცირებული თირკმლის კრიზი, სკლეროდერმიის (აუტოიმუნური დაავადება) მქონე პაციენტებში. ნიშნები მოიცავს არტერიული წნევის მატებას და შარდის გამოყოფის დაქვეითებას.

გულისცემის გაიშვიათება.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება შესაძლებელია ყვითელი ბარათის სქემის გამოყენებით, ვებ-გვერდზე: www.mhra.gov.uk/yellowcard ან MHRA Yellow Card უნდა მოიძებნოს Google Play ან Apple App Store-ში.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიაკითხოს უახლოეს საავადმყოფოს. პაციენტმა თან უნდა იქონიოს დარჩენილი ტაბლეტები და გამოყენების ინსტრუქცია.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში

გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს პირველივე შესაძლებლობისას თუ ის არ ემთხვევა შემდეგი დოზისთვის განკუთვნილ დროს, რა შემთხვევაშიც, გამოტოვებული დოზის მიღება აღარ უნდა მოხდეს.

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.

მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში

პრეპარატის მიღება არ უნდა შეწყდეს ექიმისგან დამოუკიდებლად - შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს პრედნიზოლონის თანდათან მოხსნა, დოზის ეტაპობრივი შემცირებით.

ექიმი გადაწყვეტს პრეპარატის მოხსნის სიჩქარეს, რაც დამოკიდებული იქნება ჩატარებული მკურნალობის ხანგრძლივობაზე, მკურნალობის მიმართ პაციენტის ინდივიდუალურ რეაგირებაზე, სტანდარტულ დოზასა და დაავადების ტიპზე.

პრეპარატის უეცრად მოხსნის შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს თირკმელზედა ჯირკვალთან ასოცირებული მძიმე პრობლემები. ასევე შესაძლოა განვითარდეს “პრეპარატის მოხსნის სიმპტომები”, მათ შორის ცხელება, კუნთების ტკივილი, სისუსტე, სახსრების ტკივილი, რინორეა, თვალების ინფექცია (კონიუნქტივიტი), მტკივნეული ქავანა გამონაყარი კანზე, წონის კლება, ფსიქიკური ცვლილებები, გუნება-განწყობის ცვლილებები, გულისრევა და/ან ღებინება, არტერიული ჰიპოტენზია, გულისწასვლის შეგრძნება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და ნამკურნალები მდგომარეობის სიმპტომების ხელახალი განვითარება.

ბავშვებში შესაძლოა განვითარდეს თვალის ნერვების შეშუპება თავის ტვინში და თავის ტვინის ირგვლივ მომატებული წნევის გამო. არსებული გულყრები შესაძლოა გაძლიერდეს/გახშირდეს.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვებისთვის, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

შემადგენლობა

პრედნიზოლონის ტაბლეტების შემადგენლობა

პრეპარატი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს პრედნიზოლონს.

თითოეული პრედნიზოლონის 1 მგ ტაბლეტი შეიცავს 1 მგ პრედნიზოლონს. თითოეული პრედნიზოლონის 5 მგ ტაბლეტი შეიცავს 5 მგ პრედნიზოლონს.

დამხამრე ნივთიერებებია ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, სტეარინმჟავა, სტერილური ტალკი და მაგნიუმის სტეარატი.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან ნაგავში. გამოუყენებელი მედიკამენტის მოცილების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვის.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

Gგამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

პრედნიზოლონი 1 მგ და 5 მგ ტაბლეტები

(ინსტრუქიის დარჩენილ ნაწილში მოხსენიებულია, როგორც პრედნიზოლონის ტაბლეტები)

პრედნიზოლონის გამოყენების ინსტრუქცია - სათაურები

პრედნიზოლონი სტეროიდული პრეპარატია, რომელიც ინიშნება სხვადასხვა, მათ შორის საშიში მდგომარეობების სამკურნალოდ.

მაქსიმალური ეფექტისთვის, პრეპარატის მიღება საჭიროა რეგულარულად.

პრეპარატის მიღება არ უნდა შეწყდეს ექიმისგან დამოუკიდებლად - შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს პრედნიზოლონის თანდათან მოხსნა, დოზის ეტაპობრივი შემცირებით.

ზოგიერთ შემთხვევაში, პრედნიზოლონის ტაბლეტებმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები (დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. მე-4 თავი “შესაძლო გვერდითი მოვლენები”). ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, მაგ. გუნება-განწყობის ცვლილებები (დეპრესიულობა ან ეიფორია) ან დისპეფსიური მოვლენები შესაძლოა განვითარდეს მკურნალობის დაწყებისთანავე. ნებისმიერი სახის ცუდი თვითშეგრძნების მიუხედავად, პაციენტმა უნდა განაგრძნოს პრეპარატის მიღება, თუმცა დაუყოვნებლივ მიმართოს მკურნალ ექიმს.

ზოგიერთი გვერდითი მოვლენა ვითარდება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ. აღნიშნული შესაძლოა მოიცავდეს სისუსტეს კიდურებში ან მრგვალი ფორმის სახეს (ე.წ. მთვარისებრი სახე) (დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. მე-4 თავი “შესაძლო გვერდითი მოვლენები”).

თუ მკურნალობის ხანგრძლივობა აჭარბებს 3 კვირას, პაციენტს მიეცემა ლურჯი “სტეროიდის ბარათი”. პაციენტმა მუდმივად თან უნდა ატაროს და აჩვენოს ის ექიმს ან ექთან ყოველი ვიზიტისას.

პაციენტმა მაქსიმალურად უნდა აარიდოს თავი ჩუტყვავილით ან სარტყისებრი ლიქენით ინფიცირებულ ადამიანებს თუ მას არ აქვს გადატანილი აღნიშნული ინფექციები. პრედნიზოლონით მკურნალობის პერიოდში, ხსენებული ინფექციების მიმდინარეობა შესაძლოა იყოს ჩვეულებრივზე მძიმე. ჩუტყვავილასთან ან სარტყისებრ ლიქენთან კონტაქტის შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

ახლა, პაციენტი უნდა გაეცნოს ინსტრუქციის დარჩენილ ნაწილს. მასში მოცემულია მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის უსაფრთხო და ეფექტური გამოყენებისთვის, რაც შესაძლოა განსაკუთრებული მნიშვნელობის იყოს პაციენტისთვის.

პაციენტმა უნდა შეინახოს ინსტრუქცია მკურნალობის დასრულებამდე.

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიცავს

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის. დაუშვებელია პრეპარატის სხვისთვის მიცემა იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმპტომები ერთნაირია.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში (იხ. ნაწილი 4).

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს პრედნიზოლონის ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება ის

რა უნდა იცოდეს პაციენტმა პრედნიზოლონის ტაბლეტების გამოყენებამდე

პრედნიზოლონის ტაბლეტების გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

პრედნიზოლონის ტაბლეტების შენახვის წესი

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

  • რას წარმოადგენს პრედნიზოლონის ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება ის

პრეპარატის სახელწოდებაა პრედნიზოლონის ტაბლეტები.

პრეპარატი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს პრედნიზოლონს. პრედნიზოლონი მიეკუთვნება სტეროიდული პრეპარატების ჯგუფს. სტეროიდების სრული სახელწოდებაა კორტიკოსტეროიდები.

კორტიკოსტეროიდები ორგანიზმში ბუნებრივად არსეობს და უზრუვნელყოფს მის ჯანმრთელობას და სიჯანსაღეს. ორგანიზმის ბუნებრივი მარაგის გარდა, კორტიკოსტეროიდების (მაგ. პრედნიზოლონის ტაბლეტების) გარე წყაროდან მიღება ეფექტური საშუალებაა ანთებითი პროცესით მიმდინარე მრავალი დაავადების სამკურნალოდ. პრედნიზოლონი ამცირებს ანთებას, რაც, მკურნალობის გარეშე შესაძლოა პროგრესირდეს და გააუარესოს ზოგადი მდგომარეობა. მაქსიმალური ეფექტისთვის, პრედნიზოლონის მიღება საჭიროა რეგულარულად.

  • რა უნდა იცოდეს პაციენტმა პრედნიზოლონის ტაბლეტების გამოყენებამდე

პრედნიზოლონის ტაბლეტები არ მიიღება:

თუ პაციენტი ალერგიულია პრედნიზოლონის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (შემადგენლობა იხ. მე-6 თავში).

თუ პაციენტს აქვს ნებისმიერი ინფექცია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უტარდება აღნიშნული ინფექციის მიმართ სპეციფიკური მკურნალობა.

თუ პაციენტს აღენიშნება თვალების ჰერპესული ინფექცია.

თუ პაციენტს აქვს გალაქტოზას ან ლაქტოზას აუთვისებლობა ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია.

გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები

პაციენტმა პრედნიზოლონის ტაბლეტების მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ:

ოდესმე ჰქონია მძიმე დეპრესია ან მანიაკალური დეპრესია (ბიპოლარული აშლილობა). ეს ითვალისწინებს დეპრესიის არსებობას სტეროიდული პრეპარატით, როგორიცაა პრედნიზოლონის ტაბლეტები, მკურნალობის დაწყებამდე;

მისი ოჯახის რომელიმე წევრს ჰქონია აღნიშნული ფსიქიკური აშლილობები.

პაციენტმა პრედნიზოლონის ტაბლეტების მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ რომელიმე ზემოთ ხსენებული ეხება მას.

ასევე, პრედნიზოლონის ტაბლეტების მიღებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია შემდეგი მდგომარეობების არსებობისას:

ოსტეოპოროზი (ძვლოვანი ქსოვილის განლევა), განსაკუთრებით პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფ ქალებში;

მაღალი არტერიული წნევა ან გულის უკმარისობა;

შაქრიანი დიაბეტი ან შაქრიანი დიაბეტის ოჯახური ანამნეზი;

ტუბერკულოზი (ფილტვების დაავადება), ახლანდელი ან გადატანილი;

მიმდინარე გლაუკომა (თვალების მდგომარეობა, რომელიც აზიანებს მხედველობას), გლაუკომა პირად ან ოჯახურ ანამნეზში;

სტეროიდული პრეპარატებით მკურნალობით განპირობებული კუნთების სისუსტე ანამნეზში;

ღვიძლის ან თირკმელების მძიმე დაზიანება;

ეპილეფსია, გულყრები/კრუნჩხვები ანამნეზში;

კუჭის წყლული;

ჰიპოთირეოზი, რაც შესაძლოა გამოვლინდეს დაღლილობით და წონის მატებით;

ახლო წარსულში გადატანილი გულის შეტევა;

სისხლის კოლტების არსებობა ანამნეზში (მაგ. ღრმა ვენების თრომბოზი ან თრომბოემბოლია);

დაგეგმილი ვაქცინაცია;

კუშინგის დაავადება (ჰორმონული დაავადება, რომელიც სხვადასხვა სიმპტომებს, მათ შორის წონის სწრაფ მატებას, განსაკუთრებით ტორსის და სახის მიდამოში, კანის შეთხელებას და ჭარბოფლიანობას;

დუშენის კუნთოვანი დისტროფია;

ნაწლავთა ანთებითი დაავადება, მაგ. კრონის დაავადება;

მიმდინარე იმუნოსუპრესიული თერაპია, მაგ. კიბოს სამკურნალოდ;

სკლეროდერმია (ასევე ცნობილი, როგორც სისტემური სკლეროზი - აუტოიმუნური დაავადება). > 15 მგ დღიურმა დოზამ შესაძლოა გაზარდოს ისეთი გართულების განვითარების რისკი, როგორიცაა სკლეროდერმიასთან ასოცირებული თირკმლის კრიზი. ნიშნები მოიცავს არტერიული წნევის მატებას და შარდის გამოყოფის დაქვეითებას. მკურნალმა ექიმმა შესაძლოა მოითხოვოს არტერიული წნევის და გამოყოფილი შარდის რაოდენობის რეგულარული კონტროლი.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ჩვილებში, ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატის გამოყენებამდე, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, რადგან, პრეპარატმა შესაძლოა შეაფერხოს მათი ზრდა-განვითარება.

გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში

ხანდაზმული ასაკის პაციენტებმა, პრედნიზოლონის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. ვინაიდან აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში გაზრდილია ინფექციების, ძვლების სისუსტის, არტერიული ჰიპერტენზიის, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერკალიემიის ან კანის შეთხელების რისკი, პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, რათა თავიდან აირიდოს ნებისმიერი სიცოცხლისთვის საშიში წამლისმიერი რეაქცია.

ჩუტყვავილა და სარტყისებრი ლიქენი: პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს თუ პრედნიზოლონით მკურნალობის დაწყებიდან 3 თვის პერიოდში ექნება კონტაქტი ჩუტყვავილით ან სარტყისებრი ლიქენით ინფიცირებულ პირთან.

წითელა: პაციენტმა თავი უნდა აარიდოს წითელათი ინფიცირებულ პირებთან კონტაქტს. კონტაქტის შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები პრედნიზოლონის ტაბლეტებით მკურნალობის პერიოდში

ამ პრეპარატის მიღებისას შესაძლოა განვითარდეს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები (დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. მე-4 თავი “შესაძლო გვერდითი მოვლენები”).

მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები შესაძლოა იყოს სერიოზული ხასიათის

აღნიშნული პრობლემები, ჩვეულებრივ, პრედნიზოლონით მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ან კვირაში ვლინდება

მათი განვითარება უფრო მოსალოდნელია მაღალი დოზებით მკურნალობისას

მათი უმეტესობა გაივლის დოზის შემცირების ან პრეპარატის მოხსნის შემდგომ. თუმცა, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების გახანგრძლივების შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს სპეციფიკური თერაპია.

მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების ნებისმიერი ნიშნის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ ვლინდება დეპრესია ან სუიციდური აზრები. იშვიათ შემთხვევებში, მსგავსი ტიპის პრობლემები ვითარდება დოზის შემცირების ან პრეპარატის მოხსნის პარალელურად.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზეც. ზოგიერთმა წამალმა შესაძლოა გააძლიეროს პრედნიზოლონის ტაბლეტების მოქმედება, რა შემთხვევაშიც (მათ შორის თუ პაციენტი ღებულობს აივ-ინფექციის სამკურნალო პრეპარატებს: რიტონავირი, კობიცისტატი) ექიმმა შესაძლოა აიყვანოს პაციენტი მკაცრი მონიტორინგის ქვეშ. წამალთშორისი ურთიერთქმედება შესაძლოა განვითარდეს შემდეგ პრეპარატებთან:

ანტიეპილეფსიური პრეპარატები, მათ შორის ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი, ფენიტოინი, პრიმიდონე და ფენობარბიტონი, რომლებიც გამოიყენება გულყრების/კრუნჩხვების ან ეპილეფსიის სამკურნალოდ;

ანტივირუსული პრეპარატები, მათ შორის რიტონავირი, რაც გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ;

ანტიბიოტიკები, მათ შორის ერითრომიცინი, რიფამპიცინი და რიფაბუტინი, რომლებიც გამოიყენება ზოგიერთი ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ;

თალიდომინი და ამინოგლუტეთიმიდი, გამოიყენება ზოგიერთი ტიპის კიბოს სამკურნალოდ;

კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტები, მაგ. ვარფარინი, რომელიც გამოიყენება სისხლის გათხელებისთვის;

ასპირინი და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (ასაპ-ები), მაგ. იბუპროფენი და ინდომეტაცინი, რაც გამოიყენება ანთების და ტკივილის სამკურნალოდ;

სომატროპინი და ზრდის ჰორმონები;

იზონიაზიდი, გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ;

სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგ. კეტოკონაზოლი და ამფოტერიცინი, რაც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ;

ციკლოსპორინი, რომელიც გამოიყენება რევმატული დაავადებების, კანისმიერი ჩივილების, ანთების ან გადანერგვის შემდგომი რეაქციის დროს;

რიტონავირი და ინდინავირი, გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ;

ცოცხალი ვაქცინები;

მიორელაქსანტები, რომლებიც გამოიყენება ქირურგიული ოპერაციების დროს;

საგულე გლიკოზიდები, მაგ. დიგოქსინი და მსგავსი პრეპარატები, გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ;

სალბუტამოლი, ფორმოტეროლი, ფენოტერალი, რიტოდრინე, ბამბუტეროლი, სალმეტეროლი, ტერბუტალინი და სხვა სიმპატომიმეტური საშუალებები, რაც გამოიყენება სუნთქვის გაძნელების (ასთმის) დროს;

ინსულინ და სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ;

არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო პრეპარატები;

თეოფილინი, რომელიც გამოიყენება ასთმის და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სამკურნალოდ;

მარყუჟოვანი შარდმდენები, მაგ. ფუროსემიდი, რომელიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ, და თიაზიდური შარდმდენები, მაგ. ბენდროფლუმეთიაზიდი, რომელიც გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის დროს ან სხეულიდან ჭარბი სითხის მოცილების მიზნით;

ქალის სასქესო ჰორმონები - ესტროგენები, მაგ. პერორალური კონტრაცეპტივები ან ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია;

მიფეპრისტონი, რომელიც გამოიყენება მშობიარობის ან აბორტის დროს;

ციტოტოქსიკური პრეპარატები, მაგ. მეთოტრექსატი, რომელიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ;

ვაქცინები: ვაქცინაციამდე, ექიმს უნდა ეცნობოს სტეროიდების გამოყენების შესახებ. სტეროიდები გავლენას ახდენენ იმუნურ პასუხზე და მათი გამოყენების პერიოდში ცოცხალი ვაქცინით აცრა არ უნდა მოხდეს;

კარბენოქსოლონი, რომელიც გამოიყენება წყლულების სამკურნალოდ;

ანტიმუსკარინული/ანტიქოლინერგული პრეპარატები;

იმუნოსუპრესანტები, რომლებიც აქვეითებენ ორგანიზმის იმუნურ პასუხს;

ანტაციდები, მათ შორის მაგნიუმის ტრისილიკატი ან ალუმინის ჰიდროქსიდი, გამოიყენება გულძმარვის და მოუნელებლობის სამკურნალოდ;

აცეტაზოლამიდი, რომელიც გამოიყენება გლაუკომას და ეპილეფსიის სამკურნალოდ;

ანტითიროიდული საშუალებები, მაგ. კარბიმაზოლი.

პრედნიზოლონის ტაბლეტებმა შესაძლოა ასევე შეამციროს ჩასახვის საწინააღმდეგო სპირალის (საშვილოსნოსშიგა მოწყობილობა) ეფექტურობა.

პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ ეპარება ეჭვი მიიღოს თუ არა პრეპარატი.

ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან

პრედნიზოლონის ტაბლეტები მიიღება წყლის მიყოლებით. პრედნიზოლონის ტაბლეტების მიღება შესაძლებელია ჭამამდე ან ჭამის შემდეგ.

პრეპარატით მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძირტკბილას მოხმარებისგან თავის არიდება.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ არის ორსულად, აპირებს დაორსულებას ან ძუძუთი კვებავს ბავშვს. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს მიზანშეწონილია თუ არა პრედნიზოლონის ტაბლეტების მიღება.

ნებისმიერი პრეპარატი მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს ან ფარამცევტს.

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა

პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი ან სხვა მექანიზმები თუ პრედნიზოლონის ტაბლეტების მიღების შემდეგ ვითარდება თავბრუსხვევა ან დაღლილობა, სანამ აღნიშნული ეფექტები არ გაივლის.

პრედნიზოლონის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას

ზოგიერთი ტიპის შაქრის აუთვისებლობის შემთხვევაში, პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

  • პრედნიზოლონის ტაბლეტების გამოყენების წესი

პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ამ ინსტრუქციის მიხედვით ან მკურნალი ექიმის მითითებების გათვალისწინებით. ნებისმიერი გაურკვეველი საკითხისთვის, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

მაქსიმალური ეფექტისთვის, პრეპარატის მიღება საჭიროა რეგულარულად.

ტაბლეტები იყლაპება მთლიანად (დაღეჭვის გარეშე), წყალთან ერთად. მიიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

გამოყენება მოზრდილებში და ხანდაზმული ასაკის პირებში

გვერდითი მოვლენების მინიმიზაციის მიზნით, ექიმმა მკურნალობა შესაძლოა დაიწყოს მცირე დოზებით.

ექიმმა პრედნიზოლონის ტაბლეტებით მკურნალობა შესაძლოა დაიწყოს 5-60 მგ-მდე დღიური დოზით, რაც შესაძლოა გადანაწილდეს რამოდენიმე მიღებად დღის განმავლობაში, ან მიღებულ იქნას ერთიანი დოზის სახით დილით, საუზმის შემდეგ, ან ორმაგი დოზის სახით ყოველ მეორე დღეს. მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, დღიური დოზა შესაძლოა შემცირდეს 2.5-15 მგ-მდე დღეში, თუმცა ექიმმა შესაძლოა მიზანშეწონილად მიიჩნიოს უფრო მაღალი დოზების გამოყენება რამოდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში.

გამოყენება ბავშვებში

პრედნიზოლონის ტაბლეტების გამოყენება ძალიან იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია ბავშვებში, სპეციფიკური მდგომარეობების სამკურნალოდ. გამოყენებულ უნდა იქნეს უმცირესი ეფექტური დოზა, რაც შეიძლება მცირე პერიოდით.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიაკითხოს უახლოეს საავადმყოფოს. პაციენტმა თან უნდა იქონიოს დარჩენილი ტაბლეტები და გამოყენების ინსტრუქცია.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში

გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს პირველივე შესაძლებლობისას თუ ის არ ემთხვევა შემდეგი დოზისთვის განკუთვნილ დროს, რა შემთხვევაშიც, გამოტოვებული დოზის მიღება აღარ უნდა მოხდეს.

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.

მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში

პრეპარატის მიღება არ უნდა შეწყდეს ექიმისგან დამოუკიდებლად - შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს პრედნიზოლონის თანდათან მოხსნა, დოზის ეტაპობრივი შემცირებით.

ექიმი გადაწყვეტს პრეპარატის მოხსნის სიჩქარეს, რაც დამოკიდებული იქნება ჩატარებული მკურნალობის ხანგრძლივობაზე, მკურნალობის მიმართ პაციენტის ინდივიდუალურ რეაგირებაზე, სტანდარტულ დოზასა და დაავადების ტიპზე.

პრეპარატის უეცრად მოხსნის შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს თირკმელზედა ჯირკვალთან ასოცირებული მძიმე პრობლემები. ასევე შესაძლოა განვითარდეს “პრეპარატის მოხსნის სიმპტომები”, მათ შორის ცხელება, კუნთების ტკივილი, სისუსტე, სახსრების ტკივილი, რინორეა, თვალების ინფექცია (კონიუნქტივიტი), მტკივნეული ქავანა გამონაყარი კანზე, წონის კლება, ფსიქიკური ცვლილებები, გუნება-განწყობის ცვლილებები, გულისრევა და/ან ღებინება, არტერიული ჰიპოტენზია, გულისწასვლის შეგრძნება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და ნამკურნალები მდგომარეობის სიმპტომების ხელახალი განვითარება.

ბავშვებში შესაძლოა განვითარდეს თვალის ნერვების შეშუპება თავის ტვინში და თავის ტვინის ირგვლივ მომატებული წნევის გამო. არსებული გულყრები შესაძლოა გაძლიერდეს/გახშირდეს.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვებისთვის, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა წამალს, პრედნიზოლონის ტაბლეტებსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.

შემდეგი ალერგიული რეაქციების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრედნიზოლონის ტაბლეტების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს:

სახის, ენის ან სხეულის შეშუპება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება, შოკი და კოლაფსი.

ნებისმიერი მძიმე ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

ნებისმიერი საშიში გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს:

პანკრეასის ანთება (ხასიათდება ძალიან ძლიერი მუცლის ტკივილით);

მტკივნეული წყლულები კანზე.

სტეროიდებმა, მათ შორის პრედნიზოლონმა შესაძლოა გამოიწვიონ სერიოზული ფსიქიკური პრობლემები. აღნიშნული ხშირია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში და ვითარდება 100-დან დაახლოებით 5 შემთხვევაში.

შემდეგიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს:

დეპრესიულობა, მათ შორის სუიციდური აზრები.

ჭარბი ეიფორია (მანია) ან ცვალებადი გუნება-განწყობა

შფოთვა, ძილის დარღვევა, აზროვნების გაძნელება ან კონფუზია, მეხსირების დარღვევები

მხედველობითი, სმენითი ან ტაქტილური ჰალუცინაციები

უცნაური და შემაშინებელი ფიქრები, ქცევის ცვლილება ან მარტოობის შეგრძნება.

სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:

დაღლილობა

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება

თრომბოზი

გულისრევა და ღებინება

გულის პრობლემები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ქოშინი

კონვულსიები

თავბრუსხვევა

ვერტიგო

თავის ტკივილი

ქალაწნევის მატება (შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, გულისრევა და ღებინება)

უძილობა

კანის შეთხელება

სისხლნაჟღენთები

სტრიები

მოწითალო ლაქები კანზე

ქავილი

გამონაყარი

ურტიკარია

აკნე

ჭარბი თმიანობა

ჭრილობის შეხორცების გახანგრძლივება

ჭარბი ოფლიანობა

კანის ტესტების, მაგ. ტუბერკულინის ტესტის შედეგის ცვლილება ან შენიღბვა

ზრდა-განვითარების შეფერხება ჩვილებში, ბავშვებში და მოზარდებში

მენსტრუალური ციკლის რეგულარობის მოშლა ან შეწყვეტა

სახის სიმგრვალე

წონის მატება

შაქრის დონის მატება სისხლში

ნახშირწყლოვანი დისბალანსი შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში

ეიფორია

მკურნალობაზე დამოკიდებულების შეგრძნება

დეპრესია

ზოგადი თვითშეგრძნების გაუარესება

მხედველობის პრობლემები

შიზოფრენიის გაუარესება

ეპილეფსიის გაუარესება

ინსულტის რისკის ზრდა ჰორტონის დაავადების მქონე პაციენტებში

ინტრაოკულარული წნევის მომატება (გლაუკომა)

ლინზის გათეთრება ან შემღვრება (კატარაქტა)

თვალის ნერვის წნევის მატება, თვალის ქსოვილის შეთხელება (სკლერასა და რქოვანა გარსის)

თვალების წინ წამოწევა

თვალის ვირუსული და სოკოვანი ინფექციების გაუარესება

ინფექციების მომატებული რისკი

არსებული ინფექციების გაუარესება

შესაძლოა შეინიღბოს ინფექციის ნიშნები

გადატანილი ინფექციების, მაგ. ტუბერკულოზის ხელახლა გააქტიურება

კუნთების განლევა ხელების ზედა ნაწილებში და ფეხებში

კუნთების ტკივილი

ძვლების გამყიფება ან განლევა

ძვლების მოტეხილობები

მყესების გაწყვეტა

მოუნელებლობა

კუჭის წყლულები სისხლდენით ან პერფორაციით

შებერილობა

საყლაპავის წყლულები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დისკომფორტის შეგრძნება ყლაპვისას

კანდიდიაზი (რძიანა)

მუცლის ტკივილი

მადის მომატება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს წონის მატება

ფაღარათი

წყლის და მარილის შეკავება

არტერიული ჰიპერტენზია

ზოგიერთი ჰორმონის დონის ცვლილება, მინერალური დისბალანსი ან ცილა სისხლის ანალიზში

ქოლესტერინის ან ცხიმოვანი მჟავების მომატებული რაოდენობა სისხლში.

უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები

სკლეროდერმიასთან ასოცირებული თირკმლის კრიზი, სკლეროდერმიის (აუტოიმუნური დაავადება) მქონე პაციენტებში. ნიშნები მოიცავს არტერიული წნევის მატებას და შარდის გამოყოფის დაქვეითებას.

გულისცემის გაიშვიათება.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება შესაძლებელია ყვითელი ბარათის სქემის გამოყენებით, ვებ-გვერდზე: www.mhra.gov.uk/yellowcard ან MHRA Yellow Card უნდა მოიძებნოს Google Play ან Apple App Store-ში.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

  • პრედნიზოლონის ტაბლეტების შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან ნაგავში. გამოუყენებელი მედიკამენტის მოცილების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვის.

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

პრედნიზოლონის ტაბლეტების შემადგენლობა

პრეპარატი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს პრედნიზოლონს.

თითოეული პრედნიზოლონის 1 მგ ტაბლეტი შეიცავს 1 მგ პრედნიზოლონს. თითოეული პრედნიზოლონის 5 მგ ტაბლეტი შეიცავს 5 მგ პრედნიზოლონს.

დამხამრე ნივთიერებებია ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, სტეარინმჟავა, სტერილური ტალკი და მაგნიუმის სტეარატი.

გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა

პრედნიზოლონი 1 მგ ტაბლეტები: თეთრი, წრიული, ბრტყელი ტაბლეტები გამყოფი ხაზით და ამოტვიფრული სიმბოლოებით - “CP” ცალ მხარეს და “PL5” მეორე მხარეს.

პრედნიზოლონი 5 მგ ტაბლეტები: თეთრი, წრიული, ბრტყელი ტაბლეტები გამყოფი ხაზით და ამოტვიფრული სიმბოლოებით - “CP” ცალ მხარეს და “PL5” მეორე მხარეს.

ორივე დოზირებული ფორმის ტაბლეტები ხელმისაწვდომია #1000 კონტეინერებში ან #28 ბლისტერულ შეფუთვებში.

სავაჭრი ლიცენზიის მფლობელი:

უოქჰარდტ უკ ლტდ, აშ როუდ ნორს, ვრექჰემი, LL13 9UF, დიდი ბრიტანეთი

Wockhardt UK Ltd, Ash Road North, Wrexham, LL13 9UF, UK

მწარმოებელი:

სიპი ფარმაცეტიქალს ლტდ, აშ როუდ ნორს, ვრექჰემი, LL13 9UF, დიდი ბრიტანეთი

CP Pharmaceuticals Ltd, Ash Road North, Wrexham, LL13 9UF, UK

ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღი: 01/2023.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა