პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

პროვისტ-ოპტო

Provist-Opto

ურეცეპტოდ5მგ/მლინსტრუქცია ქართულადსაბერძნეთი
რისთვის გამოიყენება

პროვისტ-ოპტო არის თვალის წვეთები, ხსნარი ერთდოზიან კონტეინერში. იგი შეიცავს პრედნიზოლონის ნატრიუმის ფოსფატს, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, სახელწოდებით კორტიკოსტეროიდები; ამ მედიკამენტებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პრედნიზოლონი (prednisolone)
ფორმა და შეფუთვა
5მგ/მლ 0,5მლ თვალის წვეთები, ხსნარი ერთდოზიანი კონტეინერი №20
მწარმოებელი
Uni-Pharma Kleon Tsetis Pharmaceutical Laboratories S.A., საბერძნეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, კორტიკოსტეროიდები
ATC კოდი
S01BA04
რეგისტრაციის ნომერი
რ-041950
რეგისტრირებულია
4 სექტემბერი 2024, მოქმედებს 31 დეკემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „რიჩ გრუპ"
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაპროვისტ-ოპტო და სხვა წამალი ერთად

პროვისტ-ოპტო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პროვისტ-ოპტო არის თვალის წვეთები, ხსნარი ერთდოზიან კონტეინერში. იგი შეიცავს პრედნიზოლონის ნატრიუმის ფოსფატს, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, სახელწოდებით კორტიკოსტეროიდები; ამ მედიკამენტებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

პროვისტ-ოპტო გამოიყენება მოზრდილებში თვალის წინა ნაწილის თვალის ანთებითი დაავადებების მოკლევადიანი მკურნალობისთვის, რომლებიც არ გამოვლენილა ინფექციის გამო და რომლებიც პასუხობს კორტიკოსტეროიდულ მკურნალობაზე.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი დაგინიშნავთ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ექიმი სხვაგვარად არ დაგინიშნავთ, ჩაწვეთეთ 1-2 წვეთი 3-4 ჯერ დღეში დაზიანებული თვალ(ებ)ის ქვედა ქუთუთოში. მკურნალობის პირველი ორი დღის განმავლობაში, თქვენ შეიძლება დაგენიშნოთ თვალის წვეთების გამოყენება ყოველ 1-2 საათში ერთხელ. შემდგომ დღეებში და კვირებში გამოყენება ნელ-ნელა უნდა შემცირდეს.

მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი. თუ სიმპტომები არ გაქრა 2 დღის შემდეგ, მიმართეთ თქვენს ექიმს. თუ მკურნალობა გჭირდებათ 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, თქვენმა ოფთალმოლოგმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს თქვენი რქოვანა და თვალის/თვალების წნევა.

გამოყენება უნდა შემცირდეს ნელ-ნელა მომდევნო დღეებში და კვირებში.

გამოყენება ბავშვებში

უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ საკმარისი მონაცემების არარსებობის გამო, დოზირების შესახებ რეკომენდაციების გაცემა არ შეიძლება.

გამოყენების ინსტრუქცია

გამოიყენება მხოლოდ თვალში: ეს პრეპარატი არის თვალის წვეთები თვალში გამოსაყენებლად.

დაიბანეთ ხელები.

გახსენით შეფუთვა და ამოიღეთ კონტეინერი პაკეტიდან. მოაძრეთ ერთი ერთდოზიანი კონტეინერი სტრიპიდან (იხ. სურათი 1).

გადაატრიალეთ და მოქაჩეთ თავსახური კონტეინერის კორპუსიდან მოსახსნელად (იხ. სურათი 2).

თავი უკან გადაწიეთ და საჩვენებელი თითით ქვედა ქუთუთო ფრთხილად ჩამოწიეთ ქვემოთ, სანამ ქუთუთოსა და თვალს შორის არ შეიქნება „ჯიბე“. მიიტანეთ საწვეთურის წვერი თვალთან ძალიან ახლოს. აიხედეთ ზევით და შემდეგ ფრთხილად ჩაიწვეთეთ 1 ან 2 წვეთი ქვედა ქუთუთოში (იხ. სურათი 3).

დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, დარწმუნდით, რომ დისპენსერის წვერი არ ეხება თქვენს თვალს, ქუთუთოს ან თვალის ირგვლივ არეს ან სხვა ობიექტებს.

აუშვით თითი ქვედა ქუთუთოს, დახუჭეთ თვალი და დააჭირეთ თვალის კუთხეს ცხვირის გვერდით ერთი წუთის განმავლობაში ან ნაზად დახურეთ ქუთუთო (იხ. სურათი 4).

დაუყონებლივ მოიწმინდოთ ზედმეტად გამონაჟონი სახიდან. ეს ხელს უშლის პროვისტ-ოპტოს მოხვედრას დანარჩენ სხეულში ცრემლსადენი სადინარის და კანის გავლით.

თუ იყენებთ პროვისტ-ოპტოს ორივე თვალში, გაიმეორეთ პროცედურა მეორე თვალისთვისაც.

გამოყენების შემდეგ გადააგდეთ გახსნილი კონტეინერი.

თუ გამოიყენება ერთზე მეტი ადგილობრივი ოფთალმოლოგიური პრეპარატი, მედიკამენტები უნდა იქნას გამოყენებული მინიმუმ 5 წუთის ინტერვალით. თვალის მალამოების გამოყენება უნდა მოხდეს ბოლოს.

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი პროვისტ-ოპტო

თვალშ(ებ)ი ძალიან ბევრი წვეთის ჩაწვეთებამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი მოვლენები. თუ ძალიან ბევრი წვეთი ჩაიწვეთეთ თვალ(ებ)ში, ამოიბანეთ თვალ(ებ)ი სუფთა წყლით. თუ ეს წამალი შეცდომით დალეული იქნა, ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი მოვლენები. თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.

თუ დაგავიწყდათ პროვისტ-ოპტოს გამოყენება

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. ჩაიწვეთეთ გამოტოვებული დოზა, როგორც კი გაგახსენდებათ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თითქმის მოახლოებულია შემდეგი დოზის გამოყენების დრო. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის გამოყენების დრო, ჩაიწვეთეთ მხოლოდ ეს დოზა და არა ორმაგი დოზა.

თუ შეწყვეტთ პროვისტ-ოპტოს გამოყენებას

თქვენი ექიმი გეტყვით რამდენ ხანს უნდა გამოიყენოთ ეს პრეპარატი. მანამდე არ შეწყვიტოთ მკურნალობა, რადგან სიმპტომები შეიძლება განმეორდეს ან გაუარესდეს. არასოდეს შეწყვიტოთ მკურნალობა თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია პრედნიზოლონის ნატრიუმის ფოსფატის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში).

თუ გაწუხებთ თვალის ინფექცია, რომლის მკურნალობა არ მოხერხდა შესაბამისი თანათერაპიით.

თუ გაქვთ თვალის წყლული, რომლის მკურნალობა არ მოხერხდა შესაბამისი თანათერაპიით.

თუ გაქვთ მომატებული თვალის წნევა (გლაუკომა), რომელიც საკმარისად ვერ კონტროლდება სამკურნალო საშუალებებით.

თუ გაქვთ მწვავე ჰერპეს სიმპლექსის ინფექცია (დენდრიტული კერატიტი).

სიფრთხილის ზომები

პროვისტ-ოპტოს გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პროვოსტ-ოპტოს გამოყენება არ შეიძლება თვალების სიწითლის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაგიდასტურდათ ინფექცია.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ პროვოსტ-ოპტოს გამოყენებისას, თუ ანამნეზში გაქვთ თვალის ვირუსული ინფექცია (ჰერპესი). ამ შემთხვევაში პროვოსტ-ოპტოს გამოყენება შეიძლება მხოლოდ მკაცრი სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ. თუ ეს მდგომარეობა ოდესმე გქონიათ წარსულში, მიმართეთ თქვენს ექიმს ამ პრეპარატის გამოყენებამდე.

მიმართეთ თქვენს ექიმს პროვოსტ-ოპტოს გამოყენებამდე, თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა:

თვალის წყლულები ან ქსოვილის გათხელება ანამნეზში დაავადების ან თვალის მკურნალობის შედეგად.

თუ გაქვთ გლაუკომა ან თუ მკურნალობთ თვალის შიდა მომატებულ წნევას.

თუ გაგიკეთდათ ლინზის შემღვრევის ოპერაცია (კატარაქტა).

თვალის ინფექციები გამოწვეული ბაქტერიებით, ვირუსებით (მაგ. ჰერპეს ვირუსი) ან სოკოებით.

აცილებული ხანგრძლივი გამოყენება (ერთ თვეზე მეტი) თავიდან უნდა იქნას. თუ საჭიროა ხანგრძლივი გამოყენება (რამდენიმე კვირის განმავლობაში), ოფთალმოლოგმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს თვალის წნევა, თვალში წნევის მომატების რისკის გამო.

მიმართეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ მხედველობის დაბინდვა ან სხვა დარღვევა მხედველობის მხრივ.

კორტიკოსტეროიდებს შეუძლიათ შენიღბონ ან გააძლიერონ თვალის ინფექცია.

თუ რამდენიმე დღიანი გამოყენების შემდეგ სიმპტომები არ გაუმჯობესდა, მიმართეთ თქვენს ექიმს. ზოგიერთ შემთხვევაში, პროვისტ-ოპტოს გამოყენება შეიძლება შეწყდეს და განხილულ იქნას სხვა მკურნალობა.

პროვისტ-ოპტოს გამოყენებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იყენებდით ან იყენებდით სტეროიდების შემცველ თვალის სხვა წვეთებს, რადგან სტეროიდების ხშირმა ან ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი გვერდითი მოვლენები.

პროვისტ-ოპტოთი მკურნალობის დროს თავი უნდა შეიკავოთ კონტაქტური ლინზების გამოყენებისგან.

ბავშვები

პროვისტ-ოპტოს უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში ჯერ არ არის დადგენილი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

პროვისტ-ოპტოს გარდა, თუ თქვენ გჭირდებათ სხვა თვალის წვეთების გამოყენება, რომლებსაც შეუძლიათ წნევის გაზრდა თვალში, ეს გვერდითი მოვლენა შეიძლება გაძლიერდეს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

თუ ხართ ორსულად, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არის მოსალოდნელი, რომ ეს პრეპარატი იმოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, თუ მხედველობა დროებით დაბინდულია თვალის წვეთების ჩაწვეთების შემდეგ, სატრანსპორტო საშუალებების მართვამდე ან მექანიზმებთან მუშაობის დაწყებამდე დაელოდეთ სანამ თქვენი მხედველობა არ დაბრუნდება ნორმას.

პროვისტ-ოპტო შეიცავს ფოსფატებს

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 0.07 მგ ფოსფატს თითოეულ წვეთში, რაც უდრის 1.8 მგ/მლ-ს. თუ თქვენ აღგენიშნებათ თვალის წინა ფენის (რქოვანას) მკვეთრი დაზიანება, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ფოსფატებმა შეიძლება გამოიწვიოს რქოვანაზე შემღვრეული ლაქების გაჩენა, მკურნალობის დროს კალციუმის დაგროვების გამო.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყველას არ აღენიშნება.

თუ აღგენიშნებათ თვალის ტკივილი, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს, რადგან ეს შეიძლება გამოწვეული იყოს წყლულებით რქოვანაზე ან თვალის ზედაპირზე.

სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს:

უცნობი (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):

თვალში/თვალებში წნევის მომატება გახანგრძლივებული მკურნალობის დროს, წვის შეგრძნება, ჩხვლეტის შეგრძნება, თვალის გაღიზიანება, თვალში რაღაცის ჩავარდნის შეგრძნება;

ბუნდოვანი მხედველობა;

თვალის ლინზების შემღვრევა (კატარაქტა)

ჰიპერმგრძნობელობა, ჭინჭრის ციება, თავის ტკივილი, გუგის გაფართოება, გამონაყარი ან ქავილი, გემოს შეგრძნების დაქვეითება, თვალის ინფექცია გამოწვეული ბაქტერიებით, სოკოებით ან ვირუსებით.

შემდეგი გვერდითი მოვლენები გამოვლინდა თვალში ჩასაწვეთებელი სხვა გლუკოკორტიკოიდების გამოყენებისას: უცნობი (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით): თვალის ანთება, ქუთუთოების დაწევა, ფოკუსირების გაძნელება.

შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

განსაკუთრებით ბავშვებში, თირკმელზედა ჯირკვლების (სხეულის მცირე ჯირკვლები, რომლებიც წარმოქმნიან სხვადასხვა ჰორმონებს) დათრგუნვა შეიძლება აღინიშოს კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი, ადგილობრივი გამოყენების შემდეგ.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ აღგენიშნებათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ:

კვიპროსისთვის:

ფარმაცევტული სერვისები, ჯანდაცვის სამინისტრო, CY-1475 ნიქოზია,

ტელ: +357 22608607, ფაქსი: +357 22608669. ვებგვერდი: www.moh.gov.cy/phs.

საბერძნეთისთვის:

მედიკამენტების ეროვნულ სააგენტო, 284 მესოგეიონი, GR-15562, ჩოლარგოსი, ათენი, ტელ: +30 213 2040380/337, ფაქსი: +30 210 6549585, ვებგვერდი: http://www.eof.gr.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებაა პრედნიზოლონის ნატრიუმის ფოსფატი. თვალის წვეთების ყოველი მლ ხსნარი შეიცავს 5 მგ პრედნიზოლონის ნატრიუმის ფოსფატს.

სხვა ინგრედიენტებია: დინატრიუმის ედეტატი (E386), ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი (E339), ნატრიუმის ჰიდროქსიდი (E524)/ჰიდროქლორინის მჟავა (E507) (pH რეგულირებისთვის) და საინექციო წყალი.

პროვისტ-ოპტოს გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

პროვისტ-ოპტო არის სუფთა, უფერო ხსნარი.

თითოეული მუყაოს ყუთი შეიცავს ერთდოზიან კონტეინერებს (LDPE), რომელიც შევსებულია 0,5 მლ ხსნარით. კონტეინერები წარმოდგენილია პოლიეთილენის/ალუმინის/ქაღალდის პაკეტებში 5 ან 10 ერთჯერად კონტეინერებით.

10, 20, 30, 50 ან 100 ერთდოზიანი კონტეინერების შეფუთვა.

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

Uni-Pharma Kleon Tsetis Pharmaceutical Laboratories S.A. (უნი-ფარმა კლეონ ცეტის ფარმაცეუტიკალ ლაბორატორის ს.ა.)

მე-14 კმ ეროვნული გზა 1, 145 64 კიფისია, საბერძნეთი

ეს პრეპარატი ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში ავტორიზებულია შემდეგი სახელწოდებით:

მალტა: პროვისტ-ოპტო 5 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი ერთდოზიან კონტეინერში

კვიპროსი: პროვისტ-ოპტო 5 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი ერთდოზიან კონტეინერში

დანია: პროვისტოპტო

საბერძნეთი: პროვისტ-ოპტო 5 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი ერთდოზიან კონტეინერში

ფინეთი: პროვისტოპტო 5 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი ერთდოზიან კონტეინერში

ნიდერლანდები: პროვისტ-ოპტო 5 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი (oogdruppels, oplossing)

შვედეთი: პროვისტოპტო 5 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი ერთდოზიან კონტეინერში

ეს ფურცელი-ჩანართი უკანასკნელად განახლდა

კვიპროსისთვის: 06/2023

საბერძნეთისთვის: 07/2023

თარგმანი სწორია:

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება აღნიშნული თვის ბოლო დღეს.

ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს.

შეინახეთ კონტეინერი პაკეტში სინათლისგან დასაცავად.

პაკეტის პირველი გახსნის შემდეგ, შეინახეთ ერთდოზიანი კონტეინერები პაკეტში და გამოიყენეთ ისინი 30 დღის განმავლობაში.

ერთდოზიანი კონტეინერის გახსნის შემდეგ: გამოიყენეთ დაუყოვნებლივ და გამოყენების შემდეგ გადააგდეთ ერთდოზიანი კონტეინერი.

არ გადააგდოთ პრეპარატი გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

შეფუთვის ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

პროვისტ-ოპტო 5 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი ერთდოზიან კონტეინერში

პრედნიზოლონის ნატრიუმის ფოსფატი

ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ მისცეთ იგი სხვა პირებს. ამ პრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ დაავადების ისეთივე ნიშნები აქვთ, როგორიც თქვენ.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომელიც მოცემული არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

წინამდებარე ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

რას წარმოადგენს პროვისტ-ოპტო და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ პროვისტ-ოპტოს გამოყენებამდე

როგორ გამოიყენება პროვისტ-ოპტო

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორ ინახება პროვისტ-ოპტო

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს პროვისტ-ოპტო და რისთვის გამოიყენება

პროვისტ-ოპტო არის თვალის წვეთები, ხსნარი ერთდოზიან კონტეინერში. იგი შეიცავს პრედნიზოლონის ნატრიუმის ფოსფატს, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, სახელწოდებით კორტიკოსტეროიდები; ამ მედიკამენტებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

პროვისტ-ოპტო გამოიყენება მოზრდილებში თვალის წინა ნაწილის თვალის ანთებითი დაავადებების მოკლევადიანი მკურნალობისთვის, რომლებიც არ გამოვლენილა ინფექციის გამო და რომლებიც პასუხობს კორტიკოსტეროიდულ მკურნალობაზე.

რა უნდა იცოდეთ პროვისტ-ოპტოს გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ პროვისტ-ოპტო

თუ გაქვთ ალერგია პრედნიზოლონის ნატრიუმის ფოსფატის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში).

თუ გაწუხებთ თვალის ინფექცია, რომლის მკურნალობა არ მოხერხდა შესაბამისი თანათერაპიით.

თუ გაქვთ თვალის წყლული, რომლის მკურნალობა არ მოხერხდა შესაბამისი თანათერაპიით.

თუ გაქვთ მომატებული თვალის წნევა (გლაუკომა), რომელიც საკმარისად ვერ კონტროლდება სამკურნალო საშუალებებით.

თუ გაქვთ მწვავე ჰერპეს სიმპლექსის ინფექცია (დენდრიტული კერატიტი).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

პროვისტ-ოპტოს გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პროვოსტ-ოპტოს გამოყენება არ შეიძლება თვალების სიწითლის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაგიდასტურდათ ინფექცია.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ პროვოსტ-ოპტოს გამოყენებისას, თუ ანამნეზში გაქვთ თვალის ვირუსული ინფექცია (ჰერპესი). ამ შემთხვევაში პროვოსტ-ოპტოს გამოყენება შეიძლება მხოლოდ მკაცრი სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ. თუ ეს მდგომარეობა ოდესმე გქონიათ წარსულში, მიმართეთ თქვენს ექიმს ამ პრეპარატის გამოყენებამდე.

მიმართეთ თქვენს ექიმს პროვოსტ-ოპტოს გამოყენებამდე, თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა:

თვალის წყლულები ან ქსოვილის გათხელება ანამნეზში დაავადების ან თვალის მკურნალობის შედეგად.

თუ გაქვთ გლაუკომა ან თუ მკურნალობთ თვალის შიდა მომატებულ წნევას.

თუ გაგიკეთდათ ლინზის შემღვრევის ოპერაცია (კატარაქტა).

თვალის ინფექციები გამოწვეული ბაქტერიებით, ვირუსებით (მაგ. ჰერპეს ვირუსი) ან სოკოებით.

აცილებული ხანგრძლივი გამოყენება (ერთ თვეზე მეტი) თავიდან უნდა იქნას. თუ საჭიროა ხანგრძლივი გამოყენება (რამდენიმე კვირის განმავლობაში), ოფთალმოლოგმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს თვალის წნევა, თვალში წნევის მომატების რისკის გამო.

მიმართეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ მხედველობის დაბინდვა ან სხვა დარღვევა მხედველობის მხრივ.

კორტიკოსტეროიდებს შეუძლიათ შენიღბონ ან გააძლიერონ თვალის ინფექცია.

თუ რამდენიმე დღიანი გამოყენების შემდეგ სიმპტომები არ გაუმჯობესდა, მიმართეთ თქვენს ექიმს. ზოგიერთ შემთხვევაში, პროვისტ-ოპტოს გამოყენება შეიძლება შეწყდეს და განხილულ იქნას სხვა მკურნალობა.

პროვისტ-ოპტოს გამოყენებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იყენებდით ან იყენებდით სტეროიდების შემცველ თვალის სხვა წვეთებს, რადგან სტეროიდების ხშირმა ან ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი გვერდითი მოვლენები.

პროვისტ-ოპტოთი მკურნალობის დროს თავი უნდა შეიკავოთ კონტაქტური ლინზების გამოყენებისგან.

ბავშვები

პროვისტ-ოპტოს უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში ჯერ არ არის დადგენილი.

სხვა სამკურნალო საშუალებები და პროვისტ-ოპტო

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

პროვისტ-ოპტოს გარდა, თუ თქვენ გჭირდებათ სხვა თვალის წვეთების გამოყენება, რომლებსაც შეუძლიათ წნევის გაზრდა თვალში, ეს გვერდითი მოვლენა შეიძლება გაძლიერდეს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

თუ ხართ ორსულად, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

არ არის მოსალოდნელი, რომ ეს პრეპარატი იმოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, თუ მხედველობა დროებით დაბინდულია თვალის წვეთების ჩაწვეთების შემდეგ, სატრანსპორტო საშუალებების მართვამდე ან მექანიზმებთან მუშაობის დაწყებამდე დაელოდეთ სანამ თქვენი მხედველობა არ დაბრუნდება ნორმას.

პროვისტ-ოპტო შეიცავს ფოსფატებს

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 0.07 მგ ფოსფატს თითოეულ წვეთში, რაც უდრის 1.8 მგ/მლ-ს. თუ თქვენ აღგენიშნებათ თვალის წინა ფენის (რქოვანას) მკვეთრი დაზიანება, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ფოსფატებმა შეიძლება გამოიწვიოს რქოვანაზე შემღვრეული ლაქების გაჩენა, მკურნალობის დროს კალციუმის დაგროვების გამო.

  • როგორ გამოიყენება პროვისტ-ოპტო

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი დაგინიშნავთ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ექიმი სხვაგვარად არ დაგინიშნავთ, ჩაწვეთეთ 1-2 წვეთი 3-4 ჯერ დღეში დაზიანებული თვალ(ებ)ის ქვედა ქუთუთოში. მკურნალობის პირველი ორი დღის განმავლობაში, თქვენ შეიძლება დაგენიშნოთ თვალის წვეთების გამოყენება ყოველ 1-2 საათში ერთხელ. შემდგომ დღეებში და კვირებში გამოყენება ნელ-ნელა უნდა შემცირდეს.

მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი. თუ სიმპტომები არ გაქრა 2 დღის შემდეგ, მიმართეთ თქვენს ექიმს. თუ მკურნალობა გჭირდებათ 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, თქვენმა ოფთალმოლოგმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს თქვენი რქოვანა და თვალის/თვალების წნევა.

გამოყენება უნდა შემცირდეს ნელ-ნელა მომდევნო დღეებში და კვირებში.

გამოყენება ბავშვებში

უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ საკმარისი მონაცემების არარსებობის გამო, დოზირების შესახებ რეკომენდაციების გაცემა არ შეიძლება.

გამოყენების ინსტრუქცია

გამოიყენება მხოლოდ თვალში: ეს პრეპარატი არის თვალის წვეთები თვალში გამოსაყენებლად.

დაიბანეთ ხელები.

გახსენით შეფუთვა და ამოიღეთ კონტეინერი პაკეტიდან. მოაძრეთ ერთი ერთდოზიანი კონტეინერი სტრიპიდან (იხ. სურათი 1).

გადაატრიალეთ და მოქაჩეთ თავსახური კონტეინერის კორპუსიდან მოსახსნელად (იხ. სურათი 2).

თავი უკან გადაწიეთ და საჩვენებელი თითით ქვედა ქუთუთო ფრთხილად ჩამოწიეთ ქვემოთ, სანამ ქუთუთოსა და თვალს შორის არ შეიქნება „ჯიბე“. მიიტანეთ საწვეთურის წვერი თვალთან ძალიან ახლოს. აიხედეთ ზევით და შემდეგ ფრთხილად ჩაიწვეთეთ 1 ან 2 წვეთი ქვედა ქუთუთოში (იხ. სურათი 3).

დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, დარწმუნდით, რომ დისპენსერის წვერი არ ეხება თქვენს თვალს, ქუთუთოს ან თვალის ირგვლივ არეს ან სხვა ობიექტებს.

აუშვით თითი ქვედა ქუთუთოს, დახუჭეთ თვალი და დააჭირეთ თვალის კუთხეს ცხვირის გვერდით ერთი წუთის განმავლობაში ან ნაზად დახურეთ ქუთუთო (იხ. სურათი 4).

დაუყონებლივ მოიწმინდოთ ზედმეტად გამონაჟონი სახიდან. ეს ხელს უშლის პროვისტ-ოპტოს მოხვედრას დანარჩენ სხეულში ცრემლსადენი სადინარის და კანის გავლით.

თუ იყენებთ პროვისტ-ოპტოს ორივე თვალში, გაიმეორეთ პროცედურა მეორე თვალისთვისაც.

გამოყენების შემდეგ გადააგდეთ გახსნილი კონტეინერი.

თუ გამოიყენება ერთზე მეტი ადგილობრივი ოფთალმოლოგიური პრეპარატი, მედიკამენტები უნდა იქნას გამოყენებული მინიმუმ 5 წუთის ინტერვალით. თვალის მალამოების გამოყენება უნდა მოხდეს ბოლოს.

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი პროვისტ-ოპტო

თვალშ(ებ)ი ძალიან ბევრი წვეთის ჩაწვეთებამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი მოვლენები. თუ ძალიან ბევრი წვეთი ჩაიწვეთეთ თვალ(ებ)ში, ამოიბანეთ თვალ(ებ)ი სუფთა წყლით. თუ ეს წამალი შეცდომით დალეული იქნა, ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი მოვლენები. თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.

თუ დაგავიწყდათ პროვისტ-ოპტოს გამოყენება

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. ჩაიწვეთეთ გამოტოვებული დოზა, როგორც კი გაგახსენდებათ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თითქმის მოახლოებულია შემდეგი დოზის გამოყენების დრო. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის გამოყენების დრო, ჩაიწვეთეთ მხოლოდ ეს დოზა და არა ორმაგი დოზა.

თუ შეწყვეტთ პროვისტ-ოპტოს გამოყენებას

თქვენი ექიმი გეტყვით რამდენ ხანს უნდა გამოიყენოთ ეს პრეპარატი. მანამდე არ შეწყვიტოთ მკურნალობა, რადგან სიმპტომები შეიძლება განმეორდეს ან გაუარესდეს. არასოდეს შეწყვიტოთ მკურნალობა თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყველას არ აღენიშნება.

თუ აღგენიშნებათ თვალის ტკივილი, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს, რადგან ეს შეიძლება გამოწვეული იყოს წყლულებით რქოვანაზე ან თვალის ზედაპირზე.

სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს:

უცნობი (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):

თვალში/თვალებში წნევის მომატება გახანგრძლივებული მკურნალობის დროს, წვის შეგრძნება, ჩხვლეტის შეგრძნება, თვალის გაღიზიანება, თვალში რაღაცის ჩავარდნის შეგრძნება;

ბუნდოვანი მხედველობა;

თვალის ლინზების შემღვრევა (კატარაქტა)

ჰიპერმგრძნობელობა, ჭინჭრის ციება, თავის ტკივილი, გუგის გაფართოება, გამონაყარი ან ქავილი, გემოს შეგრძნების დაქვეითება, თვალის ინფექცია გამოწვეული ბაქტერიებით, სოკოებით ან ვირუსებით.

შემდეგი გვერდითი მოვლენები გამოვლინდა თვალში ჩასაწვეთებელი სხვა გლუკოკორტიკოიდების გამოყენებისას: უცნობი (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით): თვალის ანთება, ქუთუთოების დაწევა, ფოკუსირების გაძნელება.

შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

განსაკუთრებით ბავშვებში, თირკმელზედა ჯირკვლების (სხეულის მცირე ჯირკვლები, რომლებიც წარმოქმნიან სხვადასხვა ჰორმონებს) დათრგუნვა შეიძლება აღინიშოს კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი, ადგილობრივი გამოყენების შემდეგ.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ აღგენიშნებათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ:

კვიპროსისთვის:

ფარმაცევტული სერვისები, ჯანდაცვის სამინისტრო, CY-1475 ნიქოზია,

ტელ: +357 22608607, ფაქსი: +357 22608669. ვებგვერდი: www.moh.gov.cy/phs.

საბერძნეთისთვის:

მედიკამენტების ეროვნულ სააგენტო, 284 მესოგეიონი, GR-15562, ჩოლარგოსი, ათენი, ტელ: +30 213 2040380/337, ფაქსი: +30 210 6549585, ვებგვერდი: http://www.eof.gr.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

  • როგორ ინახება ფლიქსოკორტი

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება აღნიშნული თვის ბოლო დღეს.

ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს.

შეინახეთ კონტეინერი პაკეტში სინათლისგან დასაცავად.

პაკეტის პირველი გახსნის შემდეგ, შეინახეთ ერთდოზიანი კონტეინერები პაკეტში და გამოიყენეთ ისინი 30 დღის განმავლობაში.

ერთდოზიანი კონტეინერის გახსნის შემდეგ: გამოიყენეთ დაუყოვნებლივ და გამოყენების შემდეგ გადააგდეთ ერთდოზიანი კონტეინერი.

არ გადააგდოთ პრეპარატი გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს პროვისტ-ოპტო

მოქმედი ნივთიერებაა პრედნიზოლონის ნატრიუმის ფოსფატი. თვალის წვეთების ყოველი მლ ხსნარი შეიცავს 5 მგ პრედნიზოლონის ნატრიუმის ფოსფატს.

სხვა ინგრედიენტებია: დინატრიუმის ედეტატი (E386), ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი (E339), ნატრიუმის ჰიდროქსიდი (E524)/ჰიდროქლორინის მჟავა (E507) (pH რეგულირებისთვის) და საინექციო წყალი.

პროვისტ-ოპტოს გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

პროვისტ-ოპტო არის სუფთა, უფერო ხსნარი.

თითოეული მუყაოს ყუთი შეიცავს ერთდოზიან კონტეინერებს (LDPE), რომელიც შევსებულია 0,5 მლ ხსნარით. კონტეინერები წარმოდგენილია პოლიეთილენის/ალუმინის/ქაღალდის პაკეტებში 5 ან 10 ერთჯერად კონტეინერებით.

10, 20, 30, 50 ან 100 ერთდოზიანი კონტეინერების შეფუთვა.

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

Uni-Pharma Kleon Tsetis Pharmaceutical Laboratories S.A. (უნი-ფარმა კლეონ ცეტის ფარმაცეუტიკალ ლაბორატორის ს.ა.)

მე-14 კმ ეროვნული გზა 1, 145 64 კიფისია, საბერძნეთი

ეს პრეპარატი ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში ავტორიზებულია შემდეგი სახელწოდებით:

მალტა: პროვისტ-ოპტო 5 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი ერთდოზიან კონტეინერში

კვიპროსი: პროვისტ-ოპტო 5 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი ერთდოზიან კონტეინერში

დანია: პროვისტოპტო

საბერძნეთი: პროვისტ-ოპტო 5 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი ერთდოზიან კონტეინერში

ფინეთი: პროვისტოპტო 5 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი ერთდოზიან კონტეინერში

ნიდერლანდები: პროვისტ-ოპტო 5 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი (oogdruppels, oplossing)

შვედეთი: პროვისტოპტო 5 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი ერთდოზიან კონტეინერში

ეს ფურცელი-ჩანართი უკანასკნელად განახლდა

კვიპროსისთვის: 06/2023

საბერძნეთისთვის: 07/2023

თარგმანი სწორია:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა