პენემა
PENEMA
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებით-დეგენერაციული დაავადებები: რევმატოიდული, პოდაგრული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი (ბეხტერევის დაავადება), რბილი ქსოვილების რევმატოიდული დაზიანება, პერიფერიული სახსრების და ხერხემლის ოსტეოართროზი, მათ შორის რადიკულური სინდრომით, ტენდოვაგინიტი, ბურსიტი, იუვენილური …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ნაპროქსენი (naproxen)
- ფორმა და შეფუთვა
- 550მგ ტაბლეტი №10 (1X10)
- მწარმოებელი
- „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Biodeal Pharmaceuticals Ltd(ინდოეთი)), საქართველო
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
- ATC კოდი
- M01AE02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046632
- რეგისტრირებულია
- 5 ნოემბერი 2026, მოქმედებს 5 ნოემბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „AVERSI-RATIONAL“ LTD (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-რაციონალი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პენემა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებით-დეგენერაციული დაავადებები: რევმატოიდული, პოდაგრული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი (ბეხტერევის დაავადება), რბილი ქსოვილების რევმატოიდული დაზიანება, პერიფერიული სახსრების და ხერხემლის ოსტეოართროზი, მათ შორის რადიკულური სინდრომით, ტენდოვაგინიტი, ბურსიტი, იუვენილური რევმატოიდული ართრიტი.
მსუბუქი ან ზომიერი ტკივილის სინდრომი: მიალგია, ოსალგია, ნევრალგია, ართრალგია, ლუმბოიშიალგია, თავისა და კბილის ტკივილი, შაკიკი, ტენდინიტი, ანთებით მიმდინარე პოსტტრავმული ტკივილის სინდრომი (დაჭიმვა და დაჟეჟილობა), ოპერაციის შემდგომი ტკივილი (ტრავმატოლოგიაში, ორთოპედიაში, გინეკოლოგიაში, ყბა-სახის ქირურგიაში), ალგოდისმენორეა, ადნექსიტი.
გამოხატული ტკივილის სინდრომით მიმდინარე ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს კომპლექსური თერაპიის შემადგენელი ნაწილის სახით: ფარინგიტი, ტონზილიტი, ოტიტი.
ცხელების სინდრომი გაციებისა და ინფექციური დაავადებების დროს, პენემა გამოიყენება სიმპტომური თერაპიისთვის (ტკივილის, ანთების და სხეულის მომატებული ტემპერატურის შესამცირებლად) და ზეგავლენას არ ახდენს ძირითადი დაავადებების მიმდინარეობაზე.
მიღების წესი და დოზირება
დღიური დოზა ტკივილის მოსახსნელად არის 1-2 ტაბლეტი (550-1100 მგ).
ძალიან ძლიერი ტკივილისა და კუჭ–ნაწლავის დაავადებების ანამნეზის არარსებობის შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება გაზარდოს დღიური დოზა 3 ტაბლეტამდე (1650 მგ), თუმცა არა უმეტეს 2 კვირით.
თუ პენემა გამოიყენება სიცხის დამწევი საშუალების სახით, საწყისი დოზა არის 1 ტაბლეტი (550 მგ), შემდეგ ½ ტაბლეტი (275 მგ) ყოველ 6-8 საათში ერთხელ.
შაკიკის შეტევების პრევენციისათვის, რეკომენდებულია 1 ტაბლეტის მიღება დღეში 2-ჯერ. თუმცა, მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ შაკიკის შეტევების სიხშირე, ინტენსივობა და ხანგრძლივობა არ მცირდება 4-6 კვირის განმავლობაში. შაკიკის შეტევების პირველი ნიშნებისთანათვე მიიღება 1 ½ ტაბლეტი (825 მგ) და საჭიროების შემთხვევაში დამატებით ½ ან 1 ტაბლეტი (275 ან 550 მგ) 30 წუთში.
მენსტრუალური ტკივილისა და სპაზმების, საშვილოსნოსშიდა სპირალის (IUD) ჩადგმის შემდგომი ტკივილის და სხვა გინეკოლოგიური ტკივილის (ადნექსიტი, მშობიარობა, როგორც ანალგეზიური და ტოკოლიზური საშუალება) მოსახსნელად რეკომენდებულია საწყისი დოზა 1 ტაბლეტი (550 მგ) და შემდეგ ½ ტაბლეტი (275 მგ) 8 საათში ერთხელ შეტევის მოხსნამდე.
პოდაგრის მწვავე შეტევისას საწყისი დოზა არის 1 ½ ტაბლეტი (825 მგ), შემდეგ 1 ტაბლეტი (550 მგ) 8 საათში და შემდეგ ½ ტაბლეტი (275 მგ) 8 საათში ერთხელ შეტევების მოხსნამდე.
რევმატოიდული დაავადებების დროს (რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი), ნაპროქსენის საწყისი დოზა არის 1-2 ტაბლეტი (550-1100 მგ) დღეში 2-ჯერ დილით და საღამოს.
საწყისი დღიური დოზა 1 ½ (825 მგ) – 3 ტაბლეტი (1650 მგ) რეკომენდებულია პაციენტებისათვის გამოხატული ღამის ტკივილით და/ან გამოხატული დილის შებოჭილობით, იმ პაციენტებში, რომლებიც ნაპროქსენზე გადავიდნენ მაღალი დოზების სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებიდან და პაციენტებში ტკივილით, როგორც წამყვანი სიმპტომით. ჩვეული დოზა არის 1 ტაბლეტი (550 მგ) – 2 ტაბლეტი (1100 მგ) გაყოფილი ორ მიღებაზე.
დილის და საღამო დოზები შეიძლება განსხვავდებოდეს. მკურნალი ექიმის თანხმობით, შეიძლება დოზის შეცვლა სიმპტომების პრევალირების მიხედვით, მაგ. ღამის ტკივილი და/ან დილის შებოჭილობა.
პედიატრიული პოპულაცია
იუვენილური რევმატოიდული ართრიტი:
დღიური დოზა 10 მგ/კგ გაყოფილი 1–2 მიღებაზე რეკომენდებულია 9 წელზე მეტი და/ან 27 კგ-ზე მეტი სხეულის წონის მქონე ბავშვებში.
ნაპროქსენი არ არის რეკომენდებული 16 წლამდე ასაკის ბავშვებში სხვა ჩვენებების დროს.
თირკმლის /ღვიძლის უკმარისობა
თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში უნდა დაინიშნოს უფრო დაბალი დოზა. ნაპროქსენი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებშიც საწყისი კრეატინინის კლირენსი არის 30 მლ/წთ-ზე ნაკლები, რადგან ნაპროქსენის მეტაბოლიტების დაგროვება აღინიშნებოდა თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ან დიალიზზე მყოფ პაციენტებში.
მკურნალობა უნდა გადაიხედოს რეგულარული ინტერვალებით და შეწყდეს, თუ არ აღინიშნება სარგებელი ან ვითარდება აუტანლობა.
გამოყენების წესი
გამოიყენება პერორალურად.
ტაბლეტი მიიღება საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. მკაცრად დაიცავით ექიმის რეკომენდაციები. მკურნალობის შეწყვეტა ან დოზის ცვლილება არ შეიძლება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
უკუჩვენებები
ნაპროქსენი უკუნაჩვენებია:
ჰიპერმგრძნობელობა ნაპროქსენის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
ანამნეზში ასპირინის ან სხვა NSAID-ების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ასთმა, რინიტი, ცხვირის პოლიპოზი, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება);
ღვიძლის, თირკმლის ან გულის მძიმე უკმარისობა;
ორსულობის მესამე ტრიმესტრი;
აქტიური პეპტიური წყლული ან ანამნეზში განმეორებითი წყლულოვანი დაავადება/სისხლდენა;
NSAID-ებთან დაკავშირებული კუჭ-ნაწლავური სისხლდენა ან პერფორაცია ანამნეზში;
ერთდროული გამოყენება სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, მათ შორის COX-2 ინჰიბიტორებთან;
პრეპარატის გამოყენება 27 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონის მქონე ბავშვებში (მიახლოებითი ასაკი 9 წლამდე); ასეთ პაციენტებში უნდა მოხდეს სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება შესაბამისი სამკურნალწამლო ფორმებით და დოზებით, რაც დოზირების რეჟიმის დაცვის საშუალებას იძლევა. უკუნაჩვენებია 16 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სიფრთხილის ზომები
არასასურველი გვერდითი მოვლენები შეიძლება მინიმუმამდე იქნას დაყვანილი პრეპარატის უმცირესი ეფექტური დოზის თერაპიული ეფექტის უზრუნველსაყოფად უმოკლესი კურსით გამოყენებით.
ხანდაზმულები
ხანდაზმული ასაკის ან/და დასუსტებულ პაციენტებში იზრდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო (აასს) საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის და პერფორაციების დროს. იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა ხანგრძლივი თერაპია, პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ სამედიცინო დაკვირვების ქვეშ.
ნაპროქსენის სიცხის დამწევმა და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებამ შეიძლება შეამციროს ცხელება და ანთება, ამით მცირდება მათი ეფექტურობა დიაგნოსტიკური ნიშნების სახით.
დარღვევები სასუნთქი გზების მხრივ
საჭიროა სიფრთხილე თუ ნაპროქსენი გამოიყენება პაციენტებში რომლებსაც აქვთ ან მანამდე ანამნეზში აღნიშნებოდათ ბრონქული ასთმა ან ალერგიული დაავადება, რადგან ასეთ პაციენტებში აასს-ის გამოყენებისას აღნიშნულია ბრონქოსპაზმი.
ზემოქმედება ღვიძლზე
სხვა აასს-ის მსგავსად შესაძლებელია ღვიძლის ერთი ან მეტი ფუნქციური ტესტის მაჩვენებლის მომატება. ეს შეიძლება იყოს ჰიპერმგრძნობელობის შედეგი და არა პირდაპირ ტოქსიკურობის. სხვა აასს-ის მსგავსად, ნაპროქსენის გამოყენებისას იყო დაფიქსირებული ღვიძლის მძიმე რეაქციები, მათ შორის სიყვითლე და ჰეპატიტი (ჰეპატიტის ზოგიერთი შემთხვევა იყო ფატალური). ასევე იყო დაფიქსირებული ჯვარედინი რეაქტიულობა.
ნაპროქსენი ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას და ახანგრძლივებს სისხლდენის დროს. ეს ეფექტი მხედველობაში უნდა იყოს მიღებული სისხლდენის დროის განსაზღვრისას.
მიუხედავად იმისა, რომ მეტაბოლურ კვლევებში ნატრიუმის შეკავება არ იყო დაფიქსირებული, გულის არასტაბილური ან დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში ნაპროქსენის მიღებამ შესაძლოა რისკები გაზარდოს.
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, წყლულები და პერფორაცია:
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, წყლული ან პერფორაცია იყო დაფიქსირებული ყველა აასს-ის გამოყენებისას, მკურნალობის ნებისმიერ დროს, გამაფრთხილებელი სიმპტომების განვითარებით ან მათ გარეშე, ან ანამნეზში კუჭ-ნაწლავის მხრივ სერიოზული
მოვლენების არსებობისას.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის, წყლულის ან პერფორაციის განვითარების რისკი უფრო მაღალია აასს-ის დოზის გაზრდისას პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში უფიქსირდება წყლული, განსაკუთრებით გართულებული სისხლდენით ან პერფორაციით, და ხანდაზმულებში. ამ პაციენტებმა მკურნალობა ყველაზე დაბალი დოზით უნდა დაიწყონ. ამ პაციენტებში მიზანშეწონილია კომბინირებული თერაპია დამცავი აგენტებით (მაგ., მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები), ასევე იმ პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროება ასპირინის დაბალი დოზები ან სხვა პრეპარატები, რომლებიც გაზრდის რისკს კუჭ-ნაწლავის მხრივ.
პაციენტებმა, რომლებსაც ანამნეზში აქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, განსაკუთრებით ხანდაზმულებმა, უნდა აცნობონ მუცლის ღრუს მხრივ რაიმე უჩვეულო სიმპტომის შესახებ (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენა), განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპებზე.
საჭიროა სიფრთხილე პაციენტებში თანმხლები მედიკამენტების გამოყენებისას, მათ შორის კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები, მაგ., ვარფარინი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები ან ანტიაგრეგანტები, როგორიცაა ასპირინი, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევების ან სისხლდენის რისკი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის ან წყლულის განვითარებისას პენემათი მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ნაპროქსენი სიფრთხილით ინიშნება ანამნეზში კუჭ-ნაწლავის დაავადების მქონე პაციენტებში (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), რადგან შესაძლებელია მდგომარეობის გაუარესება.
ზეგავლენა თირკმელზე
ნაპროქსენის გამოყენებისას აღნიშნულია თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობა, მწვავე ინტერსტიციული ნეფრიტი, ჰემატურია, პროტეინურია, თირკმლის პაპილარული ნეკროზი და ხანდახან თირკმლის ნეფროზული სინდრომი.
პროსტაგლანდინების წარმოების შემცირებასთან დაკავშირებული თირკმლის უკმარისობა:
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს დოზადამოკიდებული პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვა და თირკმლის უკმარისობის პროვოცირება. ამ რეაქციის განვითარების რისკის ქვეშ არიან თირკმლის ფუნქციის დარღვევის, გულის უკმარისობის, ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტები, ასევე პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ დიურეზული საშუალებებით, ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორებით, ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ანტაგონისტებით, და ხანდაზმულები. ამ პაციენტებში საჭიროა თირკმელის ფუნქციის მონიტორინგი.
გამოყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში
რადგან ნაპროქსენი დიდწილად (95%) გამოიყოფა შარდით გორგლოვანი ფილტრაციის საშუალებით, იგი დიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში რომლებსაც აქვთ თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევა და ამ პაციენტებში რეკომენდებულია შრატში კრეატინინის ან/და კრეატინინის კლირენსის კონტროლი. ნაპროქსენის ქრონიკულად გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში, რომლებსაც საწყისი კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები აქვთ.
ცილებთან მაღალი კავშირის გამო, ნაპროქსენის კონცენტრაცია პლაზმაში არ მცირდება ჰემოდიალიზით.
გარკვეულ პაციენტებში, კერძოდ, რომლებსაც აქვთ დარღვეული თირკმლის პერფუზია, როგორიც არის ექსტრაცელულარული მოცულობის შემცირება, ღვიძლის ციროზი, ნატრიუმის შეზღუდვა, გულის შეგუბებითი უკმარისობა და მანამდე არსებული თირკმლის დაავადება, ნაპროქსენით მკურნალობის დაწყებამდე ან მკურნალობისას უნდა შემოწმდეს თირკმლის ფუნქცია. ზოგიერთ ხანდაზმულ პაციენტში, რომლებშიც მოსალოდნელია თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ასევე შეიძლება მოხვდნენ ამ კატეგორიაში. ამ პაციენტებში ნაპროქსენის მეტაბოლიტების ჭარბი დაგროვების შესაძლებლობის თავიდან აცილების მიზნით გასათვალისწინებელია სადღეღამისო დოზის შეცვლა.
გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში
ღვიძლის ქრონიკული ალკოჰოლური დაავადება და, სავარაუდოდ, ციროზის სხვა ფორმები ამცირებენ ნაპროქსენის საერთო კონცენტრაციას პლაზმაში, მაგრამ თავისუფალი ნაპროქსენის პლაზმური კონცენტრაცია იზრდება. ამ ფაქტის გავლენა ნაპროქსენის დოზირებაზე უცნობია, მაგრამ მიზანშეწონილია ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის გამოყენება.
ჰემატოლოგიური მაჩვენებლები
პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლის შედედების დარღვევები ან უტარდებათ ჰემოსტაზზე მოქმედი თერაპია, ნაპროქსენის შემცველი პრეპარატების მიღების შემთხვევაში საჭიროა პაციენტების მონიტორინგი.
სისხლდენის განვითარების მაღალი რისკის მქონე ან სრულ ანტიკოაგულაციურ თერაპიაზე მყოფ პაციენტებში (მაგ. დიკუმაროლის წარმოებულები), ნაპროქსენის შემცველი პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სისხლდენის განვითარების რისკი.
ანაფილაქსიური (ანაფილაქტოიდური) რეაქციები
მგრძნობიარე პირებში შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. ანაფილაქსიური (ანაფილაქტოიდური) რეაქციები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნება ან არ აღენიშნება ჰიპერმგრძნობელობა ასპირინის, სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ან ნაპროქსენის შემცველი პრეპარატების მიმართ. მათი განვითარება ასევე შესაძლებელია პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი (მაგ., ასთმა), რინიტი და ცხვირის პოლიპები.
ანაფილაქტოიდური რეაქციები, ანაფილაქციის მსგავსად, შეიძლება ლეტალური იყოს.
სტეროიდები
თუ სტეროიდებით თერაპიის დროს საჭიროა დოზის შემცირება ან მათი გამოყენების შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით, პაციენტებს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს მონიტორინგი ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარების მხრივ, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობისა და ართრიტის გამწვავების სიმპტომების ჩათვლით.
თვალის მხრივ ეფექტები
იშვიათ შემთხვევებში, პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ არასტეროიდული საშუალებებით, მათ შორის ნაპროქსენით, აღინიშნება თვალის დაავადებები, მათ შორის პაპილიტი, მხედველობის ნერვის რეტრობულბარული ნევრიტი და მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება, თუმცა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ არის; შესაბამისად, პაციენტებში, რომლებსაც ნაპროქსენის შემცველი პრეპარატებით მკურნალობის დროს უვითარდება მხედველობის დარღვევები, უნდა გაიარონ ოფთალმოლოგიური გამოკვლევა.
გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულური ეფექტები
სათანადო მონიტორინგი და რჩევები საჭიროა პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ჰიპერტენზია ან/და მსუბუქი და ზომიერი ხარისხის გულის შეგუბებითი უკმარისობა, რადგან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების თერაპიის დროს დაფიქსირდა სითხის შეკავება და შეშუპება.
კლინიკურმა კვლევებმა და ეპიდემიოლოგიურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ კოქსიბების და ზოგიერთი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალების გამოყენება (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი მკურნალობისას) შეიძლება ასოცირებული იყოს არტერიული თრომბოზული მოვლენების რისკის უმნიშვნელო გაზრდასთან (მაგ., მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი). მიუხედავად იმისა, რომ მონაცემების მიხედვით ნაპროქსენის (1000 მგ დღეში) გამოყენება უკავშირდება უფრო დაბალ რისკს, ზოგიერთი რისკის გამორიცხვა შეუძლებელია.
არაკონტროლირებადი ჰიპერტენზიის, გულის შეგუბებითი უკმარისობის, დადასტურებული გულის იშემიური დაავადების, პერიფერიული არტერიების ან/და ცერებროვასკულური დაავადების მქონე პაციენტებში ნაპროქსენით მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ სათანადო შეფასების შემდეგ. სათანადო შეფასება საჭიროა გულ-სისხლძარღვთა მოვლენების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტების (მაგ., ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი და მოწევა) გრძელვადიანი მკურნალობის დაწყებამდე.
სისტემური წითელი მგლურას (SLE) და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება
სისტემური წითელი მგლურას (SLE) და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებების მქონე პაციენტებში გაზრდილია ასეპტიკური მენინგიტის განვითარების რისკი.
კანის მძიმე გვერდითი რეაქციები
ნაპროქსენით მკურნალობის შემდგომ პოსტმარკეტინგულ პერიოდში დაფიქსირდა სტივენს-ჯონსონის სინდრომის (SJS), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზისა (TEN) და წამლისმიერი რეაქციის ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS) განვითარების შემთხვევები, რომლებიც შესაძლოა სიცოცხლისთვის სახიფათო ან ლეტალური აღმოჩნდეს. ამ რეაქციებზე მიმანიშნებელი სიმპტომების გამოვლენისთანავე ნაპროქსენის მიღება დაუყონებლივ უნდა შეწყდეს და სამუდამოდ მოიხსნას.
დერმატოლოგიური რეაქციები
ძალიან იშვიათად, აასს-ს გამოყენებისას აღინიშნებოდა კანის სერიოზული რეაქციები, ზოგიერთი მათგანი ლეტალური შედეგით, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. ნაპროქსენის მიღება უნდა შეწყდეს კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსის დაზიანების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნების გამოვლენისთანავე.
კომბინაცია სხვა აასს-თან
ნაპროქსენის შემცველი პროდუქტებისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციური ინჰიბიტორების კომბინაცია არ არის რეკომენდებული, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი მოვლენების კუმულაციური რისკის გამო.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
ზოგიერთ პაციენტს ნაპროქსენის გამოყენებისას შეიძლება განუვითარდეს თავბრუსხვევა, ძილიანობა, ვერტიგო, უძილობა, დაღლილობა და მხედველობის დარღვევა ან დეპრესია. ამ სიმპტომების ან სხვა არასასურველი ეფექტების განვითარებისას, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები.
შეფუთვა:
10 ტაბლეტი ბლისტერში, 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ანტაციდები ან ქოლესტირამინი: ანტაციდის ან ქოლესტირამინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება შეანელოს ნაპროქსენის შეწოვა, მაგრამ არ ახდენს გავლენას მის მოცულობაზე. საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება შეანელოს ნაპროქსენის შეწოვა, მაგრამ გავლენას არ ახდენს მის მოცულობაზე.
ანტიკოაგულანტები: აასს-ებმა შეიძლება გააძლიერონ ანტიკოაგულანტების მოქმედება, როგორიცაა ვარფარინი ან ჰეპარინი. კომბინაციის მკვეთრი აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა პაციენტის მდგომარეობის მკაცრი მონიტორინგი.
სხვა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, ცოგ-2-ის ინჰიბიტორების ჩათვლით: მოერიდეთ ორი ან მეტი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების (ასპირინის ჩათვლით) ერთად მიღებას, ვინაიდან ამან შეიძლება გაზარდოს უარყოფითი ეფექტების რისკი.
აცეტილსალიცილის მჟავა: კლინიკური ფარმაკოდინამიკური მონაცემები მიუთითებს, რომ ნაპროქსენის ზედიზედ ერთ დღეზე მეტი ხნის გამოყენებამ შესაძლოა დათრგუნოს დაბალი დოზით აცეტილსალიცილის მჟავის გავლენა თრომბოციტების აქტივობაზე. ეს ეფექტი შესაძლოა შენარჩუნდეს რამდენიმე დღის განმავლობაში ნაპროქსენით თერაპიის შეწყვეტიდან. მოცემული ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა დადგენილი არ არის.
ნაპროქსენის პლაზმის ცილებთან მაღალი შეკავშირის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე: ნაპროქსენის პლაზმის ცილებთან მაღალი შეკავშირების გამო, პაციენტები, რომლებიც ერთდოულად იღებენ ჰიდანტოინებს, ანტოკოაგულანტებს, სხვა აასს-ებს, ასპირინს ან ცილებთან მაღალი კავშირის მქონე სულფანილამიდებს, დაკვირვება უნდა მოახდინონ ამ პრეპარატების ჭარბი დოზირების ნიშნებზე. პაციენტები, რომლებიც ნაპროქსენთან ერთად ერთდროულად მკურნალობენ ჰიდანტოინით, სულფანილამიდით ან სულფონილშარდოვანას პრეპარატებით, უნდა იმყოფებოდნენ მეთვალყურეობის ქვეშ, რომ საჭიროების შემთხვევაში მოხდეს დოზის კორექცია. თუმცა კლინიკურ კვლევებში ნაპროქსენის ანტიკოაგულანტებთან ან სულფონილშარდოვანას პრეპარატებთან ურთიერთქმედება არ გამოვლენილა, მაგრამ მაინც რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა, ვინაიდან მსგავსი ურთიერთქმედება დაფიქსირებულია ამავე კლასის სხვა არასტეროიდულ საშუალებებთან.
შარდმდენები: სიფრთხილეა საჭირო ნაპროქსენის შარდმდენებთან ერთად მიღებისას, რადგან შეიძლება შემცირდეს შარდმდენი ეფექტი. ცნობილია, რომ ფრუსემიდის ნატრიურეზული მოქმედება ინჰიბირდება ამ კლასის ზოგიერთი პრეპარატით.
შარდმდენმა საშუალებებმა შეიძლება გაზარდონ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების ნეფროტოქსიკურობის რისკი.
ლითიუმი: ლითიუმის პრეპარატებთან ნაპროქსენის ერთდროული გამოყენებისას იზრდება ლითიუმის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში და აუცილებელია ლითიუმის დონის ხშირი კონტროლი სისხლში.
ანტიჰიპერტენზიული საშუალებები: ნაპროქსენმა და სხვა აასს-ებმა შესაძლოა შეამცირონ ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ეფექტურობა. აასს-ების და აგფ ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინი-II რეცეპტორების ანტაგონისტების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს თირკმლის უკმარისობის რისკი, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
პრობენეციდი: პრობენეციდთან ერთად მიღება ზრდის ნაპროქსენის დონეს პლაზმაში და მნიშვნელოვნად ზრდის პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდს.
მეტოტრექსატი: საჭიროა სიფრთხილე მეტოტრექსატთან ერთად მიღებისას მისი ტოქსიკურობის შესაძლო გაძლიერების გამო, რადგან აღნიშნულია, რომ ნაპროქსენი ამცირებს მეტოტრექსატის მილაკოვან ფილტრაციას ცხოველებში.
საგულე გლიკოზიდები: აასს-ებმა შეიძლება გააუარესონ გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე და გაზარდოს პლაზმაში გლიკოზიდების დონე.
ციკლოსპორინი: სხვა აასს-ის მსგავსად, ციკლოსპორინთან ერთდროული დანიშვნისას სიფრთხილეა საჭირო ნეფროტოქსიკურობის გაზრდილი რისკის გამო.
მიფეპრისტონი: აასს-ები არ გამოიყენება მიფეპრისტონის მიღების შემდეგ 8-12 დღე, რადგან აასს-ებმა შესაძლოა შეამცირონ მიფეპრისტონის მოქმედება.
კორტიკოსტეროიდები: ყველა სხვა აასს-ის მსგავსად კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციაში სიფრთხილით ინიშნება კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ან კუჭ-ნაწლავის წყლულის რისკის ზრდის გამო.
ქინოლონის ანტიბიოტიკები: ცხოველებზე მიღებული მონაცემები, მიუთითებს, რომ აასს-ებმა შეიძლება გაზარდონ ქინოლონის ანტიბიოტიკების მიღებასთან ასოცირებული კრუნჩხვების რისკი. პაციენტები რომლებიც იღებენ აასს-ებს და ქინოლონებს, შესაძლოა იყონ კრუნჩხვების განვითარების რისკის ქვეშ.
ანტიაგრეგანტები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები: ანტიაგრეგანტებისა და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების (სუსი) აასს-ებთან კომბინირებისას იზრდება კუჭ-ნაწლავისმიერი სისხლდენის განვითარების რისკი.
ტაკროლიმუსი: არსებობს ნეფროტოქსიკურობის რისკის გაზრდის შესაძლებლობა, როდესაც აასს-ებთან ერთად მიიღება ტაკროლიმუსი.
ზიდოვუდინი: არსებობს ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის რისკის გაზრდა, როდესაც აასს-ები მიიღება ზიდოვუდინთან ერთად. არსებობს მტკიცებულება ჰემართროზის და ჰემატომის რისკის გაზრდის შესახებ აივ (+) მქონე ჰემოფილიით დაავადებულებში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობენ ზიდოვუდინით და იბუპროფენით.
გავლენა ლაბორატორიულ ტესტებზე: რეკომენდებულია ნაპროქსენის თერაპიის დროებითი შეწყვეტა თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის ანალიზამდე 48 საათით ადრე, რადგან ნაპროქსენმა შეიძლება ხელოვნურად შეცვალოს სხვადასხვა ტესტები 17-კეტოგენურ სტეროიდებზე. ანალოგიურად, ნაპროქსენმა შეიძლება გავლენა მოახდინოს შარდში 5-ჰიდროქსინდოლე-ძმარმჟავის ტესტებზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ფერტილობა
ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად, რომელიც აფერხებს ციკლოოქსიგენაზას/პროსტაგლანდინების სინთეზს, ნაპროქსენის გამოყენებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ფერტილობაზე და არ არის რეკომენდებული ქალებში, რომლებიც ცდილობენ დაორსულებას. ქალებში, რომლებსაც უჭირთ დაორსულება ან უტარდებათ კვლევები უნაყოფობის გამო, ნაპროქსენის გამოყენება უნდა შეწყდეს.
ორსულობა
ადამიანის ნაყოფის გულსისხლძარღვთა სისტემაზე ნაპროქსენის ცნობილი ზემოქმედების გათვალისწინებით (არტერიული სადინარის დახურვის რისკი), გამოყენების უკუჩვენებაა ორსულობის ბოლო ტრიმესტრი. ნაპროქსენის მოქმედების შედეგად შესაძლებელია მშობიარობის გახანგრძლივება საშვილოსნოს შეკუმშვების შემცირების გამო, ასევე სისხლდენის ტენდენციის მომატება როგორც დედაში, ისე ახალშობილში. შესაბამისად, ნაპროქსენი უკუნაჩვენებია მშობიარობის პერიოდში
ლაქტაცია
ძუძუთი კვების პერიოდში ნაპროქსენის გამოყენება უკუნაჩვენებია.
გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი, დისპეფსია, მუცლის ტკივილი და ეპიგასტრიული დისკომფორტი.
მძიმე რეაქციები: კუჭ-ნაწლავის სისხლდენა (შესაძლოა ფატალური, განსაკუთრებით ხანდაზმულებში), პერფორაცია, წყლული, ობსტრუქცია, მელენა, ჰემატემეზი, წყლულოვანი სტომატიტი, ეზოფაგიტი, გასტრიტი, პანკრეატიტი, წყლულოვანი კოლიტისა და კრონის დაავადების გამწვავება.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
გრანულოციტოპენია, ნეიტროპენია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ეოზინოფილია, აპლასტიკური ანემია, ჰემოლიზური ანემია.
იმუნური სისტემის მხრივ
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები NSAID-ების გამოყენებისას, ანამნეზში არსებული ან არარსებული მსგავსი რეაქციების მიუხედავად.
შესაძლო გამოვლინებები:
ანაფილაქსია და არასპეციფიკური ალერგიული რეაქციები;
სასუნთქი გზების რეაქტიულობა (ასთმა, ასთმის გამწვავება, ბრონქოსპაზმი, დისპნოე);
კანის რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, პურპურა, ანგიონევროზული შეშუპება).
იშვიათად: მძიმე კანის რეაქციები, მათ შორის სტივენს–ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ექსფოლიაციური და ბულოზური დერმატოზები, მულტიფორმული ერითემა.
მეტაბოლიზმი
ჰიპერკალიემია.
ფსიქიკური დარღვევები
უძილობა, ძილის დარღვევები, დეპრესია, ცნობიერების დაბინდვა, ჰალუცინაციები.
ნერვული სისტემის მხრივ
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, კრუნჩხვები, პარესთეზია, კონცენტრაციის დარღვევა, კოგნიტური დისფუნქცია, მხედველობის ნერვის რეტრობულბარული ნევრიტი. იშვიათად: ასეპტიკური მენინგიტი (განსაკუთრებით აუტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტებში).
მხედველობის ორგანოები
მხედველობის დარღვევა, რქოვანას შემღვრევა, პაპილიტი, ოპტიკური დისკის შეშუპება.
სმენის სისტემა
ტინიტუსი, ვერტიგო, სმენის დაქვეითება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
შეშუპება, ჰიპერტენზია, პალპიტაცია, გულის უკმარისობა, გულის შეგუბებითი უკმარისობა.
რესპირატორული სისტემა
ქოშინი, ასთმა, ეოზინოფილური პნევმონია, ფილტვის შეშუპება.
ჰეპატო-ბილიარული სისტემა
ღვიძლის ფერმენტების მატება, ჰეპატიტი (იშვიათად ფატალური), სიყვითლე.
კანი და კანქვეშა ქსოვილი
გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ეკქიმოზი, პურპურა, ოფლიანობა, ალოპეცია, ფოტომგრძნობელობა, მულტიფორმული ერითემა, კვანძოვანი ერითემა, ლიქენოიდური რეაქციები, პუსტულური გამონაყარი.
ძალიან იშვიათად: ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
უცნობი სიხშირით: DRESS სინდრომი, ფიქსირებული მედიკამენტოზური გამონაყარი.
ძვალ-კუნთოვანი სისტემა
მიალგია, კუნთების სისუსტე.
თირკმელები და საშარდე სისტემა
ჰემატურია, ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი, ნეფროპათია, თირკმლის უკმარისობა, პაპილარული ნეკროზი, შრატში კრეატინინის მომატება.
რეპროდუქციული სისტემა
ქალის უნაყოფობა.
ზოგადი დარღვევები
დაღლილობა, სისუსტე, წყურვილი, პირექსია.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს თავის ტკივილს, გულისრევას, ღებინებას, დისპეფსიას, ეპიგასტრიუმის არეში ტკივილს, კუჭ-ნაწლავურ სისხლდენას, იშვიათად — დიარეას, გულძმარვას, დეზორიენტაციას, აგზნებადობას, ძილიანობას, თავბრუსხვევას, ტინიტუსს (ყურებში ხმაურს), სინკოპესა და კომას. ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება კრუნჩხვები.
მნიშვნელოვანი ინტოქსიკაციის დროს შესაძლებელია განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჭარბი დოზირების შემდეგ იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს სუნთქვის დათრგუნვა და კომა.
ნაპროქსენის ჭარბი დოზირების ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა პროთრომბინის დროის გახანგრძლივება ჰიპოპროთრომბინემიის ფონზე, რაც სავარაუდოდ დაკავშირებული იყო K ვიტამინზე დამოკიდებული სისხლის შედედების ფაქტორების სინთეზის სელექციურ დათრგუნვასთან.
რამდენიმე პაციენტში აღინიშნა კრუნჩხვები, თუმცა უცნობია, პირდაპირ იყო თუ არა ეს მოვლენები დაკავშირებული ნაპროქსენის მიღებასთან.
უცნობია ნაპროქსენის ის დოზა, რომელიც ადამიანისათვის სიცოცხლისათვის საშიშად შეიძლება ჩაითვალოს.
მკურნალობა
ჭარბი დოზირების შემთხვევაში მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური და შემანარჩუნებელი.
პოტენციურად ტოქსიკური რაოდენობის ნაპროქსენის მიღების შემთხვევაში გასათვალისწინებელია აქტივირებული ნახშირის გამოყენება მიღებიდან 1 საათის განმავლობაში. მოზრდილებში, სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში დოზის მიღებიდან 1 საათის განმავლობაში შეიძლება განხილულ იქნეს კუჭის ამორეცხვაც.
აუცილებელია ადეკვატური დიურეზის უზრუნველყოფა. საჭიროა თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი.
პოტენციურად ტოქსიკური დოზის მიღების შემდეგ პაციენტზე დაკვირვება უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 4 საათის განმავლობაში.
ხშირი ან გახანგრძლივებული კრუნჩხვების შემთხვევაში ნაჩვენებია ინტრავენური დიაზეპამის გამოყენება.
სხვა სამკურნალო ღონისძიებები უნდა განხორციელდეს პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად.
ნაპროქსენის პლაზმის ცილებთან მაღალი ხარისხით შეკავშირების გამო ჰემოდიალიზი არ ამცირებს მის კონცენტრაციას პლაზმაში. მიუხედავად ამისა, ჰემოდიალიზი შეიძლება განხილულ იქნეს თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს ნაპროქსენის ჭარბი დოზა.
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს: ნატრიუმის ნაპროქსენს - 550 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი K30, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანთების საწინააღმდეგო და ართრიტის საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები.
ათქ-კოდი: M01AE02.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნაპროქსენი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას (აასს), რომელსაც ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება.
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, ნაპროქსენი თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს.
პენემას მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს ლეიკოციტების მიგრაციის შეფერხებაში, ლიზოსომების აქტივობისა და ანთების მედიატორების აქტივობის დაქვეითებაში. პრეპარატი წარმოადგენს ლიპოოქსიგენაზას ძლიერ ინჰიბიტორს, აფერხებს არაქიდონის მჟავას სინთეზს. გარდა ამისა, აფერხებს ცოგ-1 და ცოგ-2 აქტივობას, რასაც მივყავართ პროსტაგლანდინების შუალედური პროდუქტების სინთეზის დათრგუნვამდე, რომლებიც არსებით როლს თამაშობენ ანთების, ტკივილის და ტემპერატურული რეაქციების გენეზში. აფერხებს თრომბოციტების აგრეგაციას. ნაპროქსენ ნატრიუმი არ წარმოადგენს ნარკოტიკულ ანალგეტიკს და გავლენას არ ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
ფარმაკოკინეტიკა:
ნაპროქსენი სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და პლაზმაში კონცენტრაციის პიკი მიიღწევა 2-4 საათში. ნაპროქსენი წარმოდგენილია სისხლში ძირითადად შეუცვლელი სახით, ფართოდ უკავშირდება პლაზმის ცილებს. პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი 12-დან 15 საათამდეა, რაც იძლევა მდგრადი მდგომარეობის მიღწევის საშუალებას მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის განმავლობაში დღეში ორჯერ დოზის მიღებისას. შეწოვის ხარისხზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს არც საკვები და არც ანტაციდების უმრავლესობა. თითქმის სრულად გამოიყოფა შარდით, ძირითადად კონიუგირებული ნაპროქსენის სახით, ცოტაოდენ შეუცვლელ პრეპარატთან ერთად. ბავშვებში მეტაბოლიზმი მოზრდილების მსგავსია. ღვიძლის ქრონიკული ალკოჰოლური დაავადება ამცირებს ნაპროქსენის მთლიან კონცენტრაციას პლაზმაში, მაგრამ იზრდება თავისუფალი (ცილებთან დაუკავშირებელი) ნაპროქსენის კონცენტრაცია. ხანდაზმულებში ნაპროქსენის შეუკავშირებელი პლაზმური კონცენტრაცია იზრდება, თუმცა საერთო კონცენტრაცია პლაზმაში უცვლელია.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
პენემა
(Penema)
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ნაპროქსენი
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე ტაბლეტები, ცალ მხარეს ჭდით.
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს: ნატრიუმის ნაპროქსენს - 550 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი K30, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
გამოშვების ფორმა:
ტაბლეტი, 550 მგ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანთების საწინააღმდეგო და ართრიტის საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები.
ათქ-კოდი: M01AE02.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნაპროქსენი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას (აასს), რომელსაც ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება.
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, ნაპროქსენი თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს.
პენემას მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს ლეიკოციტების მიგრაციის შეფერხებაში, ლიზოსომების აქტივობისა და ანთების მედიატორების აქტივობის დაქვეითებაში. პრეპარატი წარმოადგენს ლიპოოქსიგენაზას ძლიერ ინჰიბიტორს, აფერხებს არაქიდონის მჟავას სინთეზს. გარდა ამისა, აფერხებს ცოგ-1 და ცოგ-2 აქტივობას, რასაც მივყავართ პროსტაგლანდინების შუალედური პროდუქტების სინთეზის დათრგუნვამდე, რომლებიც არსებით როლს თამაშობენ ანთების, ტკივილის და ტემპერატურული რეაქციების გენეზში. აფერხებს თრომბოციტების აგრეგაციას. ნაპროქსენ ნატრიუმი არ წარმოადგენს ნარკოტიკულ ანალგეტიკს და გავლენას არ ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
ფარმაკოკინეტიკა:
ნაპროქსენი სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და პლაზმაში კონცენტრაციის პიკი მიიღწევა 2-4 საათში. ნაპროქსენი წარმოდგენილია სისხლში ძირითადად შეუცვლელი სახით, ფართოდ უკავშირდება პლაზმის ცილებს. პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი 12-დან 15 საათამდეა, რაც იძლევა მდგრადი მდგომარეობის მიღწევის საშუალებას მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის განმავლობაში დღეში ორჯერ დოზის მიღებისას. შეწოვის ხარისხზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს არც საკვები და არც ანტაციდების უმრავლესობა. თითქმის სრულად გამოიყოფა შარდით, ძირითადად კონიუგირებული ნაპროქსენის სახით, ცოტაოდენ შეუცვლელ პრეპარატთან ერთად. ბავშვებში მეტაბოლიზმი მოზრდილების მსგავსია. ღვიძლის ქრონიკული ალკოჰოლური დაავადება ამცირებს ნაპროქსენის მთლიან კონცენტრაციას პლაზმაში, მაგრამ იზრდება თავისუფალი (ცილებთან დაუკავშირებელი) ნაპროქსენის კონცენტრაცია. ხანდაზმულებში ნაპროქსენის შეუკავშირებელი პლაზმური კონცენტრაცია იზრდება, თუმცა საერთო კონცენტრაცია პლაზმაში უცვლელია.
ჩვენება:
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებით-დეგენერაციული დაავადებები: რევმატოიდული, პოდაგრული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი (ბეხტერევის დაავადება), რბილი ქსოვილების რევმატოიდული დაზიანება, პერიფერიული სახსრების და ხერხემლის ოსტეოართროზი, მათ შორის რადიკულური სინდრომით, ტენდოვაგინიტი, ბურსიტი, იუვენილური რევმატოიდული ართრიტი.
მსუბუქი ან ზომიერი ტკივილის სინდრომი: მიალგია, ოსალგია, ნევრალგია, ართრალგია, ლუმბოიშიალგია, თავისა და კბილის ტკივილი, შაკიკი, ტენდინიტი, ანთებით მიმდინარე პოსტტრავმული ტკივილის სინდრომი (დაჭიმვა და დაჟეჟილობა), ოპერაციის შემდგომი ტკივილი (ტრავმატოლოგიაში, ორთოპედიაში, გინეკოლოგიაში, ყბა-სახის ქირურგიაში), ალგოდისმენორეა, ადნექსიტი.
გამოხატული ტკივილის სინდრომით მიმდინარე ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს კომპლექსური თერაპიის შემადგენელი ნაწილის სახით: ფარინგიტი, ტონზილიტი, ოტიტი.
ცხელების სინდრომი გაციებისა და ინფექციური დაავადებების დროს, პენემა გამოიყენება სიმპტომური თერაპიისთვის (ტკივილის, ანთების და სხეულის მომატებული ტემპერატურის შესამცირებლად) და ზეგავლენას არ ახდენს ძირითადი დაავადებების მიმდინარეობაზე.
მიღების წესი და დოზირება:
დოზირება
დღიური დოზა ტკივილის მოსახსნელად არის 1-2 ტაბლეტი (550-1100 მგ).
ძალიან ძლიერი ტკივილისა და კუჭ–ნაწლავის დაავადებების ანამნეზის არარსებობის შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება გაზარდოს დღიური დოზა 3 ტაბლეტამდე (1650 მგ), თუმცა არა უმეტეს 2 კვირით.
თუ პენემა გამოიყენება სიცხის დამწევი საშუალების სახით, საწყისი დოზა არის 1 ტაბლეტი (550 მგ), შემდეგ ½ ტაბლეტი (275 მგ) ყოველ 6-8 საათში ერთხელ.
შაკიკის შეტევების პრევენციისათვის, რეკომენდებულია 1 ტაბლეტის მიღება დღეში 2-ჯერ. თუმცა, მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ შაკიკის შეტევების სიხშირე, ინტენსივობა და ხანგრძლივობა არ მცირდება 4-6 კვირის განმავლობაში. შაკიკის შეტევების პირველი ნიშნებისთანათვე მიიღება 1 ½ ტაბლეტი (825 მგ) და საჭიროების შემთხვევაში დამატებით ½ ან 1 ტაბლეტი (275 ან 550 მგ) 30 წუთში.
მენსტრუალური ტკივილისა და სპაზმების, საშვილოსნოსშიდა სპირალის (IUD) ჩადგმის შემდგომი ტკივილის და სხვა გინეკოლოგიური ტკივილის (ადნექსიტი, მშობიარობა, როგორც ანალგეზიური და ტოკოლიზური საშუალება) მოსახსნელად რეკომენდებულია საწყისი დოზა 1 ტაბლეტი (550 მგ) და შემდეგ ½ ტაბლეტი (275 მგ) 8 საათში ერთხელ შეტევის მოხსნამდე.
პოდაგრის მწვავე შეტევისას საწყისი დოზა არის 1 ½ ტაბლეტი (825 მგ), შემდეგ 1 ტაბლეტი (550 მგ) 8 საათში და შემდეგ ½ ტაბლეტი (275 მგ) 8 საათში ერთხელ შეტევების მოხსნამდე.
რევმატოიდული დაავადებების დროს (რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი), ნაპროქსენის საწყისი დოზა არის 1-2 ტაბლეტი (550-1100 მგ) დღეში 2-ჯერ დილით და საღამოს.
საწყისი დღიური დოზა 1 ½ (825 მგ) – 3 ტაბლეტი (1650 მგ) რეკომენდებულია პაციენტებისათვის გამოხატული ღამის ტკივილით და/ან გამოხატული დილის შებოჭილობით, იმ პაციენტებში, რომლებიც ნაპროქსენზე გადავიდნენ მაღალი დოზების სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებიდან და პაციენტებში ტკივილით, როგორც წამყვანი სიმპტომით. ჩვეული დოზა არის 1 ტაბლეტი (550 მგ) – 2 ტაბლეტი (1100 მგ) გაყოფილი ორ მიღებაზე.
დილის და საღამო დოზები შეიძლება განსხვავდებოდეს. მკურნალი ექიმის თანხმობით, შეიძლება დოზის შეცვლა სიმპტომების პრევალირების მიხედვით, მაგ. ღამის ტკივილი და/ან დილის შებოჭილობა.
პედიატრიული პოპულაცია
იუვენილური რევმატოიდული ართრიტი:
დღიური დოზა 10 მგ/კგ გაყოფილი 1–2 მიღებაზე რეკომენდებულია 9 წელზე მეტი და/ან 27 კგ-ზე მეტი სხეულის წონის მქონე ბავშვებში.
ნაპროქსენი არ არის რეკომენდებული 16 წლამდე ასაკის ბავშვებში სხვა ჩვენებების დროს.
თირკმლის /ღვიძლის უკმარისობა
თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში უნდა დაინიშნოს უფრო დაბალი დოზა. ნაპროქსენი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებშიც საწყისი კრეატინინის კლირენსი არის 30 მლ/წთ-ზე ნაკლები, რადგან ნაპროქსენის მეტაბოლიტების დაგროვება აღინიშნებოდა თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ან დიალიზზე მყოფ პაციენტებში.
მკურნალობა უნდა გადაიხედოს რეგულარული ინტერვალებით და შეწყდეს, თუ არ აღინიშნება სარგებელი ან ვითარდება აუტანლობა.
გამოყენების წესი
გამოიყენება პერორალურად.
ტაბლეტი მიიღება საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. მკაცრად დაიცავით ექიმის რეკომენდაციები. მკურნალობის შეწყვეტა ან დოზის ცვლილება არ შეიძლება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
გვერდითი მოვლენები:
გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია ორგანოთა სისტემებისა და სიხშირის მიხედვით.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი, დისპეფსია, მუცლის ტკივილი და ეპიგასტრიული დისკომფორტი.
მძიმე რეაქციები: კუჭ-ნაწლავის სისხლდენა (შესაძლოა ფატალური, განსაკუთრებით ხანდაზმულებში), პერფორაცია, წყლული, ობსტრუქცია, მელენა, ჰემატემეზი, წყლულოვანი სტომატიტი, ეზოფაგიტი, გასტრიტი, პანკრეატიტი, წყლულოვანი კოლიტისა და კრონის დაავადების გამწვავება.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
გრანულოციტოპენია, ნეიტროპენია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ეოზინოფილია, აპლასტიკური ანემია, ჰემოლიზური ანემია.
იმუნური სისტემის მხრივ
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები NSAID-ების გამოყენებისას, ანამნეზში არსებული ან არარსებული მსგავსი რეაქციების მიუხედავად.
შესაძლო გამოვლინებები:
ანაფილაქსია და არასპეციფიკური ალერგიული რეაქციები;
სასუნთქი გზების რეაქტიულობა (ასთმა, ასთმის გამწვავება, ბრონქოსპაზმი, დისპნოე);
კანის რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, პურპურა, ანგიონევროზული შეშუპება).
იშვიათად: მძიმე კანის რეაქციები, მათ შორის სტივენს–ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ექსფოლიაციური და ბულოზური დერმატოზები, მულტიფორმული ერითემა.
მეტაბოლიზმი
ჰიპერკალიემია.
ფსიქიკური დარღვევები
უძილობა, ძილის დარღვევები, დეპრესია, ცნობიერების დაბინდვა, ჰალუცინაციები.
ნერვული სისტემის მხრივ
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, კრუნჩხვები, პარესთეზია, კონცენტრაციის დარღვევა, კოგნიტური დისფუნქცია, მხედველობის ნერვის რეტრობულბარული ნევრიტი. იშვიათად: ასეპტიკური მენინგიტი (განსაკუთრებით აუტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტებში).
მხედველობის ორგანოები
მხედველობის დარღვევა, რქოვანას შემღვრევა, პაპილიტი, ოპტიკური დისკის შეშუპება.
სმენის სისტემა
ტინიტუსი, ვერტიგო, სმენის დაქვეითება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
შეშუპება, ჰიპერტენზია, პალპიტაცია, გულის უკმარისობა, გულის შეგუბებითი უკმარისობა.
რესპირატორული სისტემა
ქოშინი, ასთმა, ეოზინოფილური პნევმონია, ფილტვის შეშუპება.
ჰეპატო-ბილიარული სისტემა
ღვიძლის ფერმენტების მატება, ჰეპატიტი (იშვიათად ფატალური), სიყვითლე.
კანი და კანქვეშა ქსოვილი
გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ეკქიმოზი, პურპურა, ოფლიანობა, ალოპეცია, ფოტომგრძნობელობა, მულტიფორმული ერითემა, კვანძოვანი ერითემა, ლიქენოიდური რეაქციები, პუსტულური გამონაყარი.
ძალიან იშვიათად: ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
უცნობი სიხშირით: DRESS სინდრომი, ფიქსირებული მედიკამენტოზური გამონაყარი.
ძვალ-კუნთოვანი სისტემა
მიალგია, კუნთების სისუსტე.
თირკმელები და საშარდე სისტემა
ჰემატურია, ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი, ნეფროპათია, თირკმლის უკმარისობა, პაპილარული ნეკროზი, შრატში კრეატინინის მომატება.
რეპროდუქციული სისტემა
ქალის უნაყოფობა.
ზოგადი დარღვევები
დაღლილობა, სისუსტე, წყურვილი, პირექსია.
უკუჩვენებები:
ნაპროქსენი უკუნაჩვენებია:
ჰიპერმგრძნობელობა ნაპროქსენის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
ანამნეზში ასპირინის ან სხვა NSAID-ების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ასთმა, რინიტი, ცხვირის პოლიპოზი, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება);
ღვიძლის, თირკმლის ან გულის მძიმე უკმარისობა;
ორსულობის მესამე ტრიმესტრი;
აქტიური პეპტიური წყლული ან ანამნეზში განმეორებითი წყლულოვანი დაავადება/სისხლდენა;
NSAID-ებთან დაკავშირებული კუჭ-ნაწლავური სისხლდენა ან პერფორაცია ანამნეზში;
ერთდროული გამოყენება სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, მათ შორის COX-2 ინჰიბიტორებთან;
პრეპარატის გამოყენება 27 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონის მქონე ბავშვებში (მიახლოებითი ასაკი 9 წლამდე); ასეთ პაციენტებში უნდა მოხდეს სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება შესაბამისი სამკურნალწამლო ფორმებით და დოზებით, რაც დოზირების რეჟიმის დაცვის საშუალებას იძლევა. უკუნაჩვენებია 16 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
ანტაციდები ან ქოლესტირამინი: ანტაციდის ან ქოლესტირამინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება შეანელოს ნაპროქსენის შეწოვა, მაგრამ არ ახდენს გავლენას მის მოცულობაზე. საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება შეანელოს ნაპროქსენის შეწოვა, მაგრამ გავლენას არ ახდენს მის მოცულობაზე.
ანტიკოაგულანტები: აასს-ებმა შეიძლება გააძლიერონ ანტიკოაგულანტების მოქმედება, როგორიცაა ვარფარინი ან ჰეპარინი. კომბინაციის მკვეთრი აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა პაციენტის მდგომარეობის მკაცრი მონიტორინგი.
სხვა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, ცოგ-2-ის ინჰიბიტორების ჩათვლით: მოერიდეთ ორი ან მეტი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების (ასპირინის ჩათვლით) ერთად მიღებას, ვინაიდან ამან შეიძლება გაზარდოს უარყოფითი ეფექტების რისკი.
აცეტილსალიცილის მჟავა: კლინიკური ფარმაკოდინამიკური მონაცემები მიუთითებს, რომ ნაპროქსენის ზედიზედ ერთ დღეზე მეტი ხნის გამოყენებამ შესაძლოა დათრგუნოს დაბალი დოზით აცეტილსალიცილის მჟავის გავლენა თრომბოციტების აქტივობაზე. ეს ეფექტი შესაძლოა შენარჩუნდეს რამდენიმე დღის განმავლობაში ნაპროქსენით თერაპიის შეწყვეტიდან. მოცემული ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა დადგენილი არ არის.
ნაპროქსენის პლაზმის ცილებთან მაღალი შეკავშირის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე: ნაპროქსენის პლაზმის ცილებთან მაღალი შეკავშირების გამო, პაციენტები, რომლებიც ერთდოულად იღებენ ჰიდანტოინებს, ანტოკოაგულანტებს, სხვა აასს-ებს, ასპირინს ან ცილებთან მაღალი კავშირის მქონე სულფანილამიდებს, დაკვირვება უნდა მოახდინონ ამ პრეპარატების ჭარბი დოზირების ნიშნებზე. პაციენტები, რომლებიც ნაპროქსენთან ერთად ერთდროულად მკურნალობენ ჰიდანტოინით, სულფანილამიდით ან სულფონილშარდოვანას პრეპარატებით, უნდა იმყოფებოდნენ მეთვალყურეობის ქვეშ, რომ საჭიროების შემთხვევაში მოხდეს დოზის კორექცია. თუმცა კლინიკურ კვლევებში ნაპროქსენის ანტიკოაგულანტებთან ან სულფონილშარდოვანას პრეპარატებთან ურთიერთქმედება არ გამოვლენილა, მაგრამ მაინც რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა, ვინაიდან მსგავსი ურთიერთქმედება დაფიქსირებულია ამავე კლასის სხვა არასტეროიდულ საშუალებებთან.
შარდმდენები: სიფრთხილეა საჭირო ნაპროქსენის შარდმდენებთან ერთად მიღებისას, რადგან შეიძლება შემცირდეს შარდმდენი ეფექტი. ცნობილია, რომ ფრუსემიდის ნატრიურეზული მოქმედება ინჰიბირდება ამ კლასის ზოგიერთი პრეპარატით.
შარდმდენმა საშუალებებმა შეიძლება გაზარდონ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების ნეფროტოქსიკურობის რისკი.
ლითიუმი: ლითიუმის პრეპარატებთან ნაპროქსენის ერთდროული გამოყენებისას იზრდება ლითიუმის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში და აუცილებელია ლითიუმის დონის ხშირი კონტროლი სისხლში.
ანტიჰიპერტენზიული საშუალებები: ნაპროქსენმა და სხვა აასს-ებმა შესაძლოა შეამცირონ ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ეფექტურობა. აასს-ების და აგფ ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინი-II რეცეპტორების ანტაგონისტების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს თირკმლის უკმარისობის რისკი, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
პრობენეციდი: პრობენეციდთან ერთად მიღება ზრდის ნაპროქსენის დონეს პლაზმაში და მნიშვნელოვნად ზრდის პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდს.
მეტოტრექსატი: საჭიროა სიფრთხილე მეტოტრექსატთან ერთად მიღებისას მისი ტოქსიკურობის შესაძლო გაძლიერების გამო, რადგან აღნიშნულია, რომ ნაპროქსენი ამცირებს მეტოტრექსატის მილაკოვან ფილტრაციას ცხოველებში.
საგულე გლიკოზიდები: აასს-ებმა შეიძლება გააუარესონ გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე და გაზარდოს პლაზმაში გლიკოზიდების დონე.
ციკლოსპორინი: სხვა აასს-ის მსგავსად, ციკლოსპორინთან ერთდროული დანიშვნისას სიფრთხილეა საჭირო ნეფროტოქსიკურობის გაზრდილი რისკის გამო.
მიფეპრისტონი: აასს-ები არ გამოიყენება მიფეპრისტონის მიღების შემდეგ 8-12 დღე, რადგან აასს-ებმა შესაძლოა შეამცირონ მიფეპრისტონის მოქმედება.
კორტიკოსტეროიდები: ყველა სხვა აასს-ის მსგავსად კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციაში სიფრთხილით ინიშნება კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ან კუჭ-ნაწლავის წყლულის რისკის ზრდის გამო.
ქინოლონის ანტიბიოტიკები: ცხოველებზე მიღებული მონაცემები, მიუთითებს, რომ აასს-ებმა შეიძლება გაზარდონ ქინოლონის ანტიბიოტიკების მიღებასთან ასოცირებული კრუნჩხვების რისკი. პაციენტები რომლებიც იღებენ აასს-ებს და ქინოლონებს, შესაძლოა იყონ კრუნჩხვების განვითარების რისკის ქვეშ.
ანტიაგრეგანტები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები: ანტიაგრეგანტებისა და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების (სუსი) აასს-ებთან კომბინირებისას იზრდება კუჭ-ნაწლავისმიერი სისხლდენის განვითარების რისკი.
ტაკროლიმუსი: არსებობს ნეფროტოქსიკურობის რისკის გაზრდის შესაძლებლობა, როდესაც აასს-ებთან ერთად მიიღება ტაკროლიმუსი.
ზიდოვუდინი: არსებობს ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის რისკის გაზრდა, როდესაც აასს-ები მიიღება ზიდოვუდინთან ერთად. არსებობს მტკიცებულება ჰემართროზის და ჰემატომის რისკის გაზრდის შესახებ აივ (+) მქონე ჰემოფილიით დაავადებულებში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობენ ზიდოვუდინით და იბუპროფენით.
გავლენა ლაბორატორიულ ტესტებზე: რეკომენდებულია ნაპროქსენის თერაპიის დროებითი შეწყვეტა თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის ანალიზამდე 48 საათით ადრე, რადგან ნაპროქსენმა შეიძლება ხელოვნურად შეცვალოს სხვადასხვა ტესტები 17-კეტოგენურ სტეროიდებზე. ანალოგიურად, ნაპროქსენმა შეიძლება გავლენა მოახდინოს შარდში 5-ჰიდროქსინდოლე-ძმარმჟავის ტესტებზე.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები
ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს თავის ტკივილს, გულისრევას, ღებინებას, დისპეფსიას, ეპიგასტრიუმის არეში ტკივილს, კუჭ-ნაწლავურ სისხლდენას, იშვიათად — დიარეას, გულძმარვას, დეზორიენტაციას, აგზნებადობას, ძილიანობას, თავბრუსხვევას, ტინიტუსს (ყურებში ხმაურს), სინკოპესა და კომას. ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება კრუნჩხვები.
მნიშვნელოვანი ინტოქსიკაციის დროს შესაძლებელია განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჭარბი დოზირების შემდეგ იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს სუნთქვის დათრგუნვა და კომა.
ნაპროქსენის ჭარბი დოზირების ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა პროთრომბინის დროის გახანგრძლივება ჰიპოპროთრომბინემიის ფონზე, რაც სავარაუდოდ დაკავშირებული იყო K ვიტამინზე დამოკიდებული სისხლის შედედების ფაქტორების სინთეზის სელექციურ დათრგუნვასთან.
რამდენიმე პაციენტში აღინიშნა კრუნჩხვები, თუმცა უცნობია, პირდაპირ იყო თუ არა ეს მოვლენები დაკავშირებული ნაპროქსენის მიღებასთან.
უცნობია ნაპროქსენის ის დოზა, რომელიც ადამიანისათვის სიცოცხლისათვის საშიშად შეიძლება ჩაითვალოს.
მკურნალობა
ჭარბი დოზირების შემთხვევაში მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური და შემანარჩუნებელი.
პოტენციურად ტოქსიკური რაოდენობის ნაპროქსენის მიღების შემთხვევაში გასათვალისწინებელია აქტივირებული ნახშირის გამოყენება მიღებიდან 1 საათის განმავლობაში. მოზრდილებში, სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში დოზის მიღებიდან 1 საათის განმავლობაში შეიძლება განხილულ იქნეს კუჭის ამორეცხვაც.
აუცილებელია ადეკვატური დიურეზის უზრუნველყოფა. საჭიროა თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი.
პოტენციურად ტოქსიკური დოზის მიღების შემდეგ პაციენტზე დაკვირვება უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 4 საათის განმავლობაში.
ხშირი ან გახანგრძლივებული კრუნჩხვების შემთხვევაში ნაჩვენებია ინტრავენური დიაზეპამის გამოყენება.
სხვა სამკურნალო ღონისძიებები უნდა განხორციელდეს პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად.
ნაპროქსენის პლაზმის ცილებთან მაღალი ხარისხით შეკავშირების გამო ჰემოდიალიზი არ ამცირებს მის კონცენტრაციას პლაზმაში. მიუხედავად ამისა, ჰემოდიალიზი შეიძლება განხილულ იქნეს თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს ნაპროქსენის ჭარბი დოზა.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია:
ფერტილობა
ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად, რომელიც აფერხებს ციკლოოქსიგენაზას/პროსტაგლანდინების სინთეზს, ნაპროქსენის გამოყენებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ფერტილობაზე და არ არის რეკომენდებული ქალებში, რომლებიც ცდილობენ დაორსულებას. ქალებში, რომლებსაც უჭირთ დაორსულება ან უტარდებათ კვლევები უნაყოფობის გამო, ნაპროქსენის გამოყენება უნდა შეწყდეს.
ორსულობა
ადამიანის ნაყოფის გულსისხლძარღვთა სისტემაზე ნაპროქსენის ცნობილი ზემოქმედების გათვალისწინებით (არტერიული სადინარის დახურვის რისკი), გამოყენების უკუჩვენებაა ორსულობის ბოლო ტრიმესტრი. ნაპროქსენის მოქმედების შედეგად შესაძლებელია მშობიარობის გახანგრძლივება საშვილოსნოს შეკუმშვების შემცირების გამო, ასევე სისხლდენის ტენდენციის მომატება როგორც დედაში, ისე ახალშობილში. შესაბამისად, ნაპროქსენი უკუნაჩვენებია მშობიარობის პერიოდში
ლაქტაცია
ძუძუთი კვების პერიოდში ნაპროქსენის გამოყენება უკუნაჩვენებია.
განსაკუთრებული მითითებები:
არასასურველი გვერდითი მოვლენები შეიძლება მინიმუმამდე იქნას დაყვანილი პრეპარატის უმცირესი ეფექტური დოზის თერაპიული ეფექტის უზრუნველსაყოფად უმოკლესი კურსით გამოყენებით.
ხანდაზმულები
ხანდაზმული ასაკის ან/და დასუსტებულ პაციენტებში იზრდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო (აასს) საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის და პერფორაციების დროს. იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა ხანგრძლივი თერაპია, პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ სამედიცინო დაკვირვების ქვეშ.
ნაპროქსენის სიცხის დამწევმა და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებამ შეიძლება შეამციროს ცხელება და ანთება, ამით მცირდება მათი ეფექტურობა დიაგნოსტიკური ნიშნების სახით.
დარღვევები სასუნთქი გზების მხრივ
საჭიროა სიფრთხილე თუ ნაპროქსენი გამოიყენება პაციენტებში რომლებსაც აქვთ ან მანამდე ანამნეზში აღნიშნებოდათ ბრონქული ასთმა ან ალერგიული დაავადება, რადგან ასეთ პაციენტებში აასს-ის გამოყენებისას აღნიშნულია ბრონქოსპაზმი.
ზემოქმედება ღვიძლზე
სხვა აასს-ის მსგავსად შესაძლებელია ღვიძლის ერთი ან მეტი ფუნქციური ტესტის მაჩვენებლის მომატება. ეს შეიძლება იყოს ჰიპერმგრძნობელობის შედეგი და არა პირდაპირ ტოქსიკურობის. სხვა აასს-ის მსგავსად, ნაპროქსენის გამოყენებისას იყო დაფიქსირებული ღვიძლის მძიმე რეაქციები, მათ შორის სიყვითლე და ჰეპატიტი (ჰეპატიტის ზოგიერთი შემთხვევა იყო ფატალური). ასევე იყო დაფიქსირებული ჯვარედინი რეაქტიულობა.
ნაპროქსენი ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას და ახანგრძლივებს სისხლდენის დროს. ეს ეფექტი მხედველობაში უნდა იყოს მიღებული სისხლდენის დროის განსაზღვრისას.
მიუხედავად იმისა, რომ მეტაბოლურ კვლევებში ნატრიუმის შეკავება არ იყო დაფიქსირებული, გულის არასტაბილური ან დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში ნაპროქსენის მიღებამ შესაძლოა რისკები გაზარდოს.
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, წყლულები და პერფორაცია:
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, წყლული ან პერფორაცია იყო დაფიქსირებული ყველა აასს-ის გამოყენებისას, მკურნალობის ნებისმიერ დროს, გამაფრთხილებელი სიმპტომების განვითარებით ან მათ გარეშე, ან ანამნეზში კუჭ-ნაწლავის მხრივ სერიოზული
მოვლენების არსებობისას.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის, წყლულის ან პერფორაციის განვითარების რისკი უფრო მაღალია აასს-ის დოზის გაზრდისას პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში უფიქსირდება წყლული, განსაკუთრებით გართულებული სისხლდენით ან პერფორაციით, და ხანდაზმულებში. ამ პაციენტებმა მკურნალობა ყველაზე დაბალი დოზით უნდა დაიწყონ. ამ პაციენტებში მიზანშეწონილია კომბინირებული თერაპია დამცავი აგენტებით (მაგ., მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები), ასევე იმ პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროება ასპირინის დაბალი დოზები ან სხვა პრეპარატები, რომლებიც გაზრდის რისკს კუჭ-ნაწლავის მხრივ.
პაციენტებმა, რომლებსაც ანამნეზში აქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, განსაკუთრებით ხანდაზმულებმა, უნდა აცნობონ მუცლის ღრუს მხრივ რაიმე უჩვეულო სიმპტომის შესახებ (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენა), განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპებზე.
საჭიროა სიფრთხილე პაციენტებში თანმხლები მედიკამენტების გამოყენებისას, მათ შორის კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები, მაგ., ვარფარინი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები ან ანტიაგრეგანტები, როგორიცაა ასპირინი, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევების ან სისხლდენის რისკი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის ან წყლულის განვითარებისას პენემათი მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ნაპროქსენი სიფრთხილით ინიშნება ანამნეზში კუჭ-ნაწლავის დაავადების მქონე პაციენტებში (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), რადგან შესაძლებელია მდგომარეობის გაუარესება.
ზეგავლენა თირკმელზე
ნაპროქსენის გამოყენებისას აღნიშნულია თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობა, მწვავე ინტერსტიციული ნეფრიტი, ჰემატურია, პროტეინურია, თირკმლის პაპილარული ნეკროზი და ხანდახან თირკმლის ნეფროზული სინდრომი.
პროსტაგლანდინების წარმოების შემცირებასთან დაკავშირებული თირკმლის უკმარისობა:
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს დოზადამოკიდებული პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვა და თირკმლის უკმარისობის პროვოცირება. ამ რეაქციის განვითარების რისკის ქვეშ არიან თირკმლის ფუნქციის დარღვევის, გულის უკმარისობის, ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტები, ასევე პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ დიურეზული საშუალებებით, ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორებით, ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ანტაგონისტებით, და ხანდაზმულები. ამ პაციენტებში საჭიროა თირკმელის ფუნქციის მონიტორინგი.
გამოყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში
რადგან ნაპროქსენი დიდწილად (95%) გამოიყოფა შარდით გორგლოვანი ფილტრაციის საშუალებით, იგი დიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში რომლებსაც აქვთ თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევა და ამ პაციენტებში რეკომენდებულია შრატში კრეატინინის ან/და კრეატინინის კლირენსის კონტროლი. ნაპროქსენის ქრონიკულად გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში, რომლებსაც საწყისი კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები აქვთ.
ცილებთან მაღალი კავშირის გამო, ნაპროქსენის კონცენტრაცია პლაზმაში არ მცირდება ჰემოდიალიზით.
გარკვეულ პაციენტებში, კერძოდ, რომლებსაც აქვთ დარღვეული თირკმლის პერფუზია, როგორიც არის ექსტრაცელულარული მოცულობის შემცირება, ღვიძლის ციროზი, ნატრიუმის შეზღუდვა, გულის შეგუბებითი უკმარისობა და მანამდე არსებული თირკმლის დაავადება, ნაპროქსენით მკურნალობის დაწყებამდე ან მკურნალობისას უნდა შემოწმდეს თირკმლის ფუნქცია. ზოგიერთ ხანდაზმულ პაციენტში, რომლებშიც მოსალოდნელია თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ასევე შეიძლება მოხვდნენ ამ კატეგორიაში. ამ პაციენტებში ნაპროქსენის მეტაბოლიტების ჭარბი დაგროვების შესაძლებლობის თავიდან აცილების მიზნით გასათვალისწინებელია სადღეღამისო დოზის შეცვლა.
გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში
ღვიძლის ქრონიკული ალკოჰოლური დაავადება და, სავარაუდოდ, ციროზის სხვა ფორმები ამცირებენ ნაპროქსენის საერთო კონცენტრაციას პლაზმაში, მაგრამ თავისუფალი ნაპროქსენის პლაზმური კონცენტრაცია იზრდება. ამ ფაქტის გავლენა ნაპროქსენის დოზირებაზე უცნობია, მაგრამ მიზანშეწონილია ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის გამოყენება.
ჰემატოლოგიური მაჩვენებლები
პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლის შედედების დარღვევები ან უტარდებათ ჰემოსტაზზე მოქმედი თერაპია, ნაპროქსენის შემცველი პრეპარატების მიღების შემთხვევაში საჭიროა პაციენტების მონიტორინგი.
სისხლდენის განვითარების მაღალი რისკის მქონე ან სრულ ანტიკოაგულაციურ თერაპიაზე მყოფ პაციენტებში (მაგ. დიკუმაროლის წარმოებულები), ნაპროქსენის შემცველი პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სისხლდენის განვითარების რისკი.
ანაფილაქსიური (ანაფილაქტოიდური) რეაქციები
მგრძნობიარე პირებში შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. ანაფილაქსიური (ანაფილაქტოიდური) რეაქციები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნება ან არ აღენიშნება ჰიპერმგრძნობელობა ასპირინის, სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ან ნაპროქსენის შემცველი პრეპარატების მიმართ. მათი განვითარება ასევე შესაძლებელია პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი (მაგ., ასთმა), რინიტი და ცხვირის პოლიპები.
ანაფილაქტოიდური რეაქციები, ანაფილაქციის მსგავსად, შეიძლება ლეტალური იყოს.
სტეროიდები
თუ სტეროიდებით თერაპიის დროს საჭიროა დოზის შემცირება ან მათი გამოყენების შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით, პაციენტებს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს მონიტორინგი ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარების მხრივ, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობისა და ართრიტის გამწვავების სიმპტომების ჩათვლით.
თვალის მხრივ ეფექტები
იშვიათ შემთხვევებში, პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ არასტეროიდული საშუალებებით, მათ შორის ნაპროქსენით, აღინიშნება თვალის დაავადებები, მათ შორის პაპილიტი, მხედველობის ნერვის რეტრობულბარული ნევრიტი და მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება, თუმცა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ არის; შესაბამისად, პაციენტებში, რომლებსაც ნაპროქსენის შემცველი პრეპარატებით მკურნალობის დროს უვითარდება მხედველობის დარღვევები, უნდა გაიარონ ოფთალმოლოგიური გამოკვლევა.
გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულური ეფექტები
სათანადო მონიტორინგი და რჩევები საჭიროა პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ჰიპერტენზია ან/და მსუბუქი და ზომიერი ხარისხის გულის შეგუბებითი უკმარისობა, რადგან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების თერაპიის დროს დაფიქსირდა სითხის შეკავება და შეშუპება.
კლინიკურმა კვლევებმა და ეპიდემიოლოგიურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ კოქსიბების და ზოგიერთი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალების გამოყენება (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი მკურნალობისას) შეიძლება ასოცირებული იყოს არტერიული თრომბოზული მოვლენების რისკის უმნიშვნელო გაზრდასთან (მაგ., მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი). მიუხედავად იმისა, რომ მონაცემების მიხედვით ნაპროქსენის (1000 მგ დღეში) გამოყენება უკავშირდება უფრო დაბალ რისკს, ზოგიერთი რისკის გამორიცხვა შეუძლებელია.
არაკონტროლირებადი ჰიპერტენზიის, გულის შეგუბებითი უკმარისობის, დადასტურებული გულის იშემიური დაავადების, პერიფერიული არტერიების ან/და ცერებროვასკულური დაავადების მქონე პაციენტებში ნაპროქსენით მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ სათანადო შეფასების შემდეგ. სათანადო შეფასება საჭიროა გულ-სისხლძარღვთა მოვლენების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტების (მაგ., ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი და მოწევა) გრძელვადიანი მკურნალობის დაწყებამდე.
სისტემური წითელი მგლურას (SLE) და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება
სისტემური წითელი მგლურას (SLE) და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებების მქონე პაციენტებში გაზრდილია ასეპტიკური მენინგიტის განვითარების რისკი.
კანის მძიმე გვერდითი რეაქციები
ნაპროქსენით მკურნალობის შემდგომ პოსტმარკეტინგულ პერიოდში დაფიქსირდა სტივენს-ჯონსონის სინდრომის (SJS), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზისა (TEN) და წამლისმიერი რეაქციის ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS) განვითარების შემთხვევები, რომლებიც შესაძლოა სიცოცხლისთვის სახიფათო ან ლეტალური აღმოჩნდეს. ამ რეაქციებზე მიმანიშნებელი სიმპტომების გამოვლენისთანავე ნაპროქსენის მიღება დაუყონებლივ უნდა შეწყდეს და სამუდამოდ მოიხსნას.
დერმატოლოგიური რეაქციები
ძალიან იშვიათად, აასს-ს გამოყენებისას აღინიშნებოდა კანის სერიოზული რეაქციები, ზოგიერთი მათგანი ლეტალური შედეგით, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. ნაპროქსენის მიღება უნდა შეწყდეს კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსის დაზიანების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნების გამოვლენისთანავე.
კომბინაცია სხვა აასს-თან
ნაპროქსენის შემცველი პროდუქტებისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციური ინჰიბიტორების კომბინაცია არ არის რეკომენდებული, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი მოვლენების კუმულაციური რისკის გამო.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
ზოგიერთ პაციენტს ნაპროქსენის გამოყენებისას შეიძლება განუვითარდეს თავბრუსხვევა, ძილიანობა, ვერტიგო, უძილობა, დაღლილობა და მხედველობის დარღვევა ან დეპრესია. ამ სიმპტომების ან სხვა არასასურველი ეფექტების განვითარებისას, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები.
შეფუთვა:
10 ტაბლეტი ბლისტერში, 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, დავით კობახიძის ქ. 33.
www.rational.ge
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


