ომნიტროპი
Omnitrope®
ომნიტროპი არის რეკომბინანტული ადამიანის ზრდის ჰორმონი (ასევე ეწოდება სომატროპინი). მას აქვს იგივე სტრუქტურა, როგორც ადამიანის ზრდის ბუნებრივ ჰორმონს, რომელიც საჭიროა ძვლებისა და კუნთების ზრდისათვის. ასევე ეხმარება თქვენს ცხიმოვან და კუნთოვან ქსოვილებს განვითარდეს სათანადო ოდენობით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- სომატროპინი (somatropin)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ/1.5მლ (15ს.ე./1.5მლ) 1.5მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი მინის კარტრიჯი №5
- მწარმოებელი
- Novartis Pharmaceutical Manufacturing GmbH, ავსტრია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის ჰორმონები და ანალოგები, სომატროპინი და სომატროპინის აგონისტები
- ATC კოდი
- H01AC01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041920
- რეგისტრირებულია
- 23 აგვისტო 2024, მოქმედებს 19 აგვისტო 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Sandoz GmbH (ავსტრია)
- განმცხადებელი
- შპს „ჯიჰელსი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ომნიტროპი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ომნიტროპი არის რეკომბინანტული ადამიანის ზრდის ჰორმონი (ასევე ეწოდება სომატროპინი). მას აქვს იგივე სტრუქტურა, როგორც ადამიანის ზრდის ბუნებრივ ჰორმონს, რომელიც საჭიროა ძვლებისა და კუნთების ზრდისათვის. ასევე ეხმარება თქვენს ცხიმოვან და კუნთოვან ქსოვილებს განვითარდეს სათანადო ოდენობით. ის არის რეკომბინანტული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ არის დამზადებული ადამიანის ან ცხოველის ქსოვილისგან.
ბავშვებში ომნიტროპი გამოიყენება ზრდასთან დაკავშირებული შემდეგი დარღვევების სამკურნალოდ:
თუ არ იზრდებით სწორად და არ გაქვთ საკმარისი საკუთარი ზრდის ჰორმონი.
თუ თქვენ გაქვთ ტურნერის სინდრომი. ტურნერის სინდრომი არის გენეტიკური აშლილობა გოგონებში, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ზრდაზე - თქვენი ექიმი გეტყვით თუ გაქვთ მსგავსი პრობლემა.
თუ აღგენიშნებათ ქრონიკული რენალური (თირკმლის) უკმარისობა. როცა თირკმელები კარგავენ ნორმალური ფუნქციონირების უნარს, ეს კი გავლენას ახდენს ზრდაზე.
თუ თქვენ იყავით პატარა ან ძალიან მსუბუქი დაბადებისას. ზრდის ჰორმონი დაგეხმარებათ სიმაღლეში გაიზარდოთ, თუ 4 წლის ასაკიდან ან გვიან ვერ შეძელით ნორმალური ზრდის დაწევა ან შენარჩუნება.
თუ გაქვთ პრადერ-უილის სინდრომი (ქრომოსომული დარღვევა). ზრდის ჰორმონი დაგეხმარებათ გაიზარდოთ მაღალი თუ ჯერ კიდევ იზრდებით, და ასევე გააუმჯობესებს თქვენი სხეულის შემადგენლობას. თქვენი ჭარბი ცხიმი შემცირდება და შემცირებული კუნთების მასა გაუმჯობესდება.
მოზრდილებში ომნიტროპი გამოიყენება
იმ პირთა სამკურნალოდ რომელთაც აღენიშნებათ გამოვლენილი ზრდის ჰორმონის დეფიციტი. ეს შესაძლოა დაიწყოს ზრდასრული ასაკისათვის ან შესაძლოა ბავშვობიდან გრძელდებოდეს. თუ ბავშვობაში მკურნალობდით ომნიტროპით ზრდის ჰორმონის დეფიციტის გამო, თქვენი ზრდის ჰორმონის სტატუსი ხელახლა შემოწმდება ზრდის დასრულების შემდეგ. თუ ზრდის ჰორმონის მწვავე უკმარისობა დადასტურდება, ექიმი განსაზღვრავს ომნიტროპით მკურნალობის გაგრძელებას.
ეს მედიკამენტი უნდა დაგინიშნოთ ისეთმა ექიმა, რომელსაც აქვს გამოცდილება ზრდის ჰორმონის მკურნალობის სფეროში და რომელმაც დაამტკიცა თქვენი დიაგოზი.
- რისი ცოდნა გესაჭიროებათ ომნიტროპის გამოყენებამდე
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის გამოიყენეთ ეს მედიკამენტი თქვენი ექიმის, ფარმაცევტის ან მედდის დანიშნულებისამებრ. შეამოწმეთ თქვენს ექიმთან, მედდასთან ან ფარმაცევტთან თუ არ ხართ დარწმუნებული.
დოზა დამოკიდებულია თქვენს ზომაზე, მდგომარეობაზე რომლის დროსაც ხდება მკურნალობა და რამდენად კარგად მუშაობს ზრდის ჰორმონი თქვენზე. ყველა სხვადასხვაგვარია. თქვენი ექიმი გირჩევთ ომნიტროპის ინდივიდუალურ დოზას მილიგრამებში (მგ) თქვენი სხეულის წონიდან გამომდინარე კილოგრამებში (კგ) ან თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით, რომელიც გამოითვლება თქვენი სიმაღლიდან და წონიდან კვადრატულ მეტრებში (მ2), ისევე როგორც თქვენი მკურნალობის სქემა. არ შეცვალოთ დოზირება და მკურნალობის სქემა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
რეკომენდირებული დოზა:
ბავშვები ზრდის ჰორმონის დეფიციტით:
- 025–0.035 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში ან 0.7–1.0 მგ/მ2 სხეულის ზედაპირზე დღეში. შესაძლებელია უმაღლეს დოზების გამოყენება. როდესაც ზრდის ჰორმონის დეფიციტი გრძელდება მოზარდობაშიც, ომნიტროპი უნდა გაგრძელდეს ფიზიკური განვითარების დასრულებამდე.
ბავშვები ტურნერის სინდრომით:
- 045–0.050 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში ან 1.4 მგ/მ2 სხეულის ზედაპირზე დღეში.
ბავშვები ქრონიკული რენალური (თირკმლის) უკმარისობით:
- 045–0.050 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში ან 1.4 მგ/მ2 სხეულის ზედაპირზე დღეში. მაღალი დოზები შესაძლებელია იყოს აუცილებელი თუ ზრდის ტემპი არის ძალიან დაბალი. დოზის დარეგულირება შესაძლოა გახდეს აუცილებელი 6 თვიანი მკურნალობის შემდეგ.
ბავშვები პრადერ-უილის სინდრომით:
- 035 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში ან 1.0 მგ/მ2 სხეულის ზედაპირზე დღეში. ყოველდღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2.7 მგ. მკურნალობა არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში, რომლებმაც შეწყვიტეს ზრდა სქეობრივი მომწიფების შემდეგ.
ბავშვები რომლებიც დაიბადნენ პატარები ან მოსალოდნელზე ნაკლები წონით და ზრდის დარღვევით:
- 035 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში ან 1.0 მგ/მ2 სხეულის ზედაპირზე დღეში. მნიშვნელოვანია მკურნალობის გაგრძელება ვიდრე საბოლოო სიმაღლე არ იქნება მიღწეული. მკურნალობა უნდა შეწყდეს პირველი წლის მერე თუ თქვენ არ რეაგირებთ ან თუ მიაღწიეთ საბოლოო სიმაღლეს და შეწყვიტეთ ზრდა.
მოზრდილები ზრდის ჰორმონის დეფიციტით:
თუ თქვენ აგრძელებთ ომნიტროპის მიღებას ბავშვობის პერიოდის მკურნალობის შემდეგ უნდა დაიწყოთ 0.2-0.5 მგ დღეში. ეს დოზა თანდათან უნდა გაიზარდოს ან შემცირდეს სისხლის ტესტის შედეგების მიხედვით, ასევე კლინიკური პასუხისა და გვერდითი ეფექტების მიხედვით.
თუ თქვენი ზრდის ჰორმონის დეფიციტი იწყება ზრდასრულობის დროს, უნდა დაიწყოთ 0.15-0.3 მგ დღიურად, ეს დოზა თანდათან გაიზრდება სისხლის ტესტის შესაბამისად ისევე როგორც კლინიკური გაუმჯობესება და გვერდითი მოვლენები. დღიური დოზა იშვიათად აჭარბებს 1.0 მგ დღეში. ქალებს შესაძლოა დასჭირდეთ უფრო მაღალი დოზა ვიდრე მამაკაცებს. დოზის მონიტორინგი უნდა განხორციელდეს ყოველ 6 თვეში. 60 წელზე მეტი ასაკის პირებმა უნდა დაიწყონ 0.1-0.2 მგ-ი დღიურად, რომელიც უნდა გაიზარდოს ნელა ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად. მინიმუმ ეფექტური დოზა უნდა იქნას გამოყენებული. დოზის შემანარჩუნებელი დოზა იშვიათად აჭარბებს 0.5 მგ დღეში. მიჰყევით ექიმის მიერ მოცემულ ინსტრუქციას.
ომნიტროპის ინექცია
გაიკეთეთ ინექციის სახით ზრდის ჰორმონი ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს. დაძინების დრო ყველაზე კარგი დროა, რადგან ადვილი დასამახსოვრებელია. ასევე ბუნებრივია, რომ ზრდის ჰორმონს მაღალი მაჩვენებელი აქვს ღამით.
ომნიტროპი 5 მგ/1.5 მლ SurePal 5 კარტრიჯში განკუთვნილია მრავალჯერადი გამოყენებისათვის. მისი გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ ომნიტრობის კალამი 5-ით, საინექციო ხელსაწყო, რომელიც შექმნილია ომნიტროპის 5 მგ/1.5 მლ საინექციო ხსნარის გამოყენებისათვის.
ომნიტროპი 10 მგ/1.5 მლ SurePal 10 კარტრიჯში განკუთვნილია მრავალჯერადი გამოყენებისათვის. მისი გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ ომნიტროპის კალამი 10-ით, საინექციო ხელსაწყო რომელიც სპეციალურად შექმნილია ომნიტროპის 10 მგ/1.5 მლ საინექციო ხსნარისათვის.
ომნიტროპი 15 მგ/1.5 მლ SurePal 15 კარტრიჯში განკუთვნილია მრავალჯერადი გამოყენებისათვის. მისი გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ ომნიტროპის კალამი 15-ით, საინექციო ხელსაწყო რომელიც სპეციალურად შექმნილია ომნიტროპის 15 მგ/1.5 მლ საინექციო ხსნარისათვის.
ომნიტროპი განკუთვნილია მხოლოდ კანქვეშა გამოყენებისთვის. ეს ნიშნავს, რომ მისი ინექცია ხდება მოკლე საინექციო ნემსის მეშვეობით ცხიმოვან ქსოვილზე კანქვეშ. ადამიანების უმეტესობა ინექციას იკეთებენ ბარძაყში ან ქვედა ნაწილში. ინექციას იკეთებთ ექიმის მიერ მითითებულ ადგილას. კანის ცხიმვანი ქსოვილი შესაძლოა შეიკუმშოს კანის ქვეშ. ამის თავიდან ასაცილებლად, გამოიყენეთ მცირედ განსხვავებული ადგილი ყოველი ინექციისას. ეს აძლევს თქვენს კანს და კანქვეშა ადგილს დროს, რათა აღდგეს ერთი ინექციის შემდეგ, ვიდრე გაიკეთებდეთ მეორეს იმავე ადგილას.
ექიმმა უნდა გიჩვენოთ როგორ გამოიყენოთ ომნიტროპი. ყოველთვის გაიკეთეთ ომნიტროპი ზუსტად ექიმის მითითების შესაბამისად. უნდა გადაამოწმოთ ექიმთან ან ფარმაცევტთან თუ არ ხართ დაწმუნებული.
როგორ უნდა გაიკეთოთ ომნიტროპი
შემდეგი ინსტრუქცია განმარტავს, თუ როგორ უნდა გაიკეთოთ ომნიტროპი თქვენ თვითონ. გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ ინსტრუქციები და მიჰყევით მათ ეტაპობრივად. თქვენი ექიმი გიჩვენებთ როგორ უნდა გაიკეთოთ ომნიტროპის ინექცია. არ გაიკეთოთ ინექცია თუ არ ხართ დარწმუნებული რომ კარგად გაიაზრეთ ინექციასთან დაკავშირებული პროცედურები და მოთხოვნები.
ომნიტროპი კეთდება ინექციის სახით კანქვეშ.
ფრთხილად შეამოწმეთ ხსნარი ვიდრე შეიყვანდეთ მას ინექციის სახით და გამოიყენეთ მხოლოდ გამჭირვალე და უფერო ხსნარი.
შეცვალეთ ინექციის ადგილები ლოკალური ლიპოატროფიის რისკის შესამცირებლად (კანქვეშ ცხიმოვანი ქსოვილის შემცირება)
მომზადება
მოაგროვეთ აუცილებელი საგნები ინექციის დაწყებამდე:
კარტრიჯი ომნიტროპის საინექციო ხსნარით.
ომნიტროპის კალამი, საინექციო ხელსაწყო, რომელიც სპეციალურად შექმნილია ომნიტროპის საინექციო ხსნარის გამოსაყენებლად ( არ არის შეფუთვაში; იხილიეთ ომნიტროპ კალმით გათვალისწინებული გამოყენების ინსტრუქცია).
კალმის ნემსი კანქვეშა ინექციისთვის ( არ არის შეფუთვაში).
2 საწმენდი ტამპონი (არ არის შეფუთვაში)
დაიბანეთ ხელები ვიდრე გადახვიდოდეთ შემდეგ ეტაპზე.
ომნიტროპის ინექცია
საწმენდი ტამპონით, დეზინფექცია ჩაუტარეთ კარტრიჯის რეზინის მემბრანას.
შიგთავსი უნდა იყოს სუფთა და უფერო.
ჩადეთ კარტრიჯი საინექციო კალამში. მიჰყევით კალმის გამოყენების ინსტრუქციას. დაარეგულირეთ კალამი დოზის ამოსაღებად.
აირჩიეთ საინექციო ადგილი. ინექციისათვის საუკეთესო ადგილია ქსოვილი ცხიმოვანი ფენით კანსა და კუნთს შორის, როგორიცაა ბარძაყი ან მუცელი (გარდა ჭიპისა და წელის ხაზისა).
დარწმუნდით, რომ ინექციას იკეთებთ 1 სმ-ის მოშორებით მაინც ბოლო საინექციო ადგილიდან და თქვენ შეცვალეთ საინექციო ადგილი ზუსტად ისე როგორც გასწავლეს.
ვიდრე გაიკეთებდეთ ინექციას, გაისუფთავეთ კანი კარგად სპირტიანი ტამპონით. დაელოდეთ ტერიტორიის გაშრობას.
შეიყვანეთ ნემსი კანში ისე, როგორც ექიმმა გასწავლათ.
ინექციის შემდეგ
ინექციის შემდეგ, დააჭირეთ საინექციო ადგილს პატარა სახვევით ან სტერილური ბინტით რამოდენიმე წამის განმავლობაში. არ ჩაიტაროთ მასაჟი ინექციის ადგილას.
ამოიღეთ ნემსი კალმიდან ნემსის ზედა სახურავის გამოყენებით და გადააგდეთ ნემსი. ასე შეძლებთ ომნიტროპის ხსნარი შეინახოთ სტერილურად და არ დაიღვრება. ასევე შეაჩერებს ჰაერს, რომ უკან არ ჩავიდეს კალამში და ნემსს დაიცავს გაჭედვისაგან. არ მისცეთ ნემსი სხვას. არ მისცეთ კალამი სხვას.
დატოვეთ კარტრიჯი კალამში, თავსახური დაახურეთ კალამს, და შეინახეთ მაცივარში.
ხსნარი უნდა იყოს სუფთა მაცივრიდან გამოღების შემდეგ.
არ გამოიყენოთ თუ ხსნარი არის შემღვრეული ან შეიცავს ნაწილაკებს.
თუ თქვენ გამოიყენეთ ომნიტროპი საჭიროზე მეტი რაოდენობით
თუ გაიკეთეთ ინექცია ჭარბი ოდენობით, სასწრაფოთ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენს სისხლში შაქრის დონე შეიძლება დავარდეს ძალიან დაბლა და მოგვიანებით ძალიან მაღლა აიწიოს. შესაძლოა იგრძნოთ კანკალი, ოფლიანობა, ძილიანობა, ან იგრძნოთ „თითქოს თქვენ არ ხართ“ და შესაძლოა გონება დაკარგოთ.
თუ დაგავიწყდათ ომნიტროპის გამოყენება
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის აღსადგენად. საუეთესოა თუ ზრდის ჰორმონს გამოიყენებთ რეგულარულად. თუ დაგავიწყდებათ დოზის მიღება, მიიღეთ შემდეგი ინექცია მეორე დღეს ჩვეულ დროს. ჩაინიშნეთ ნებისმიერი გამოტოვებული ინექცია და უამბეთ ექიმს შემდეგი ვიზიტისას.
თუ შეწყვეტეთ ომნიტროპის გამოყენებას
მიმართეთ ექიმს რჩევისათვის, ვიდრე შეწყვეტთ ომნიტროპის გამოყენებას.
თუ გაქვთ რაიმე დამატებითი კითხვა ამ მედიკამენტის გამოყენების თაობაზე მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
უკუჩვენებები
თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) სომატროპინის მიმართ ან ომნიტროპის რომელიმე სხვა შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
უთხარით ექიმს თუ გაქვთ აქტიური სიმსივნე (კიბო). სიმსივნეები უნდა იყოს ინაქტიური და უნდა დაასრულოთ სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობა ვიდრე დაიწყებდეთ ომნიტროპით მკურნალობას.
უამბეთ ექიმს თუ ომნიტროპი გამოწერილი გაქვთ ზრდის სტიმულირებისათვის მაგრამ შეწყვიტეთ ზრდა (დახურული ეპიფიზი).
თუ სერიოზულად ავად ხართ (მაგალითად გულის ღია ოპერაცის შემდგომი გართულებები, მუცლის ქირურგია, შემთხვევითი ტრამვა, მწვავე რესპირატორული უკმარისობა ან მსგავსი მდგომარეობები). თუ თქვენ აპირებთ ან გაიკეთეთ სერიოზული ოპერაცია ან მიდიხართ საავადმყოფოში რაიმე მიზეზით, უამბეთ ექიმს და შეახსენეთ სხვა ექიმებს, ვისთანაც მიხვალთ, რომ იღებთ ზრდის ჰორმონს.
სიფრთხილის ზომები
ომნიტროპის გამოყენებამდე უამბეთ თქვენს ექიმს
თუ გაქვთ ჩანაცვლებითი ტერაპია გლიკოკორტიკოიდით, კონსულტაცია უნდა გაიაროთ რეგულარულად, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ გლიკოკორტიკოიდების დოზის დარეგულირება.
თუ გაქვთ დიაბეტის განვითარების რისკი, ექიმს დასჭირდება სისხლში შაქრის დონის მონიტორინგი სომატროპინით ჩატარებული თერაპიის განმავლობაში.
თუ გაქვთ დიაბეტი, უნდა აკონტროლოთ სისხლში შაქრის დონე სომატროპინით მკურნალობის განმავლობაში და განიხილოთ შედეგები ექიმთან, რათა განსაზღვროთ გესაჭიროებათ თუ არა მედიკამენტის დოზის ცვლილება დიაბეტის სამკურნალოდ.
სომატროპინით მკურნალობის შემდეგ ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს ფარისებრი ჯირკვალის ჰორმონის ჩანაცვლებითი თერაპია.
თუ იტარებთ მკურნალობას ფარისებრ ჯირკვალზე, შესაძლოა საჭირო გახდეს ფარისებრი ჰორმონის დოზის დარეგულირება.
თუ თქვენ გაქვთ მომატებული ქალასშიდა წნევა (რომელიც იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ძლიერი თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა ან ღებინება) უნდა შეატყობინოთ ექიმს.
თუ კოჭლობთ ან იწყებთ კოჭლობას ზრდის ჰორმონით მკურნალობისას, უნდა შეატყობინოთ ექიმს.
თუ სიმსივნის (კიბო) გადატანის შემდეგ, ზრდის ჰორმონების დეფიციტის გამო იღებთ სომატროპინს, უნდა გაიაროთ რეგულარული შემოწმება სიმსივნის რეციდივის ან სხვა სახის კიბოს თაობაზე.
თუ განიცდით გაძლიერებულ მუცლის ტკივილს უნდა, შეატყობინოთ ექიმს.
მონაცემები შეზღუდულია 80 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში. ასაკოვანი პირები შესაძლოა იყვნენ მეტად სენსიტიურები სომატროპინის მოქმედებაზე და ამიტომაც შესაძლოა მეტად მიდრეკილნი იყვნენ გვერდითი ეფექტებისკენ.
ომნიტროპმა შეიძლება გამოიწვიოს პანკრეასის ანთება, რაც იწვევს ძლიერ ტკივილს მუცლისა და ზურგის არეში. დაუკავშირდით ექიმს, თუ თქვენ ან თქვენს შვილს განგივითარდებათ მუცლის ტკივილი ომნიტროპის მიღების შემდეგ.
ხერხემლის გვერდითი გამრუდების ზრდა (სქოლიოზი) შეიძლება პროგრესირდეს ნებისმიერ ბავშვში, სწრაფი ზრდის პერიოდში. სომატროპინით მკურნალობის დროს თქვენი ექიმი შეგამოწმებთ თქვენ (ან თქვენს შვილს) სქოლიოზის ნიშნებზე.
ბავშვები ქრონიკული რენალური (თირკმლის) უკმარისობით
თქვენმა ექიმმა უნდა შეამოწმოს თქვენი თირკმლის ფუნქცია და ზრდის ტემპი სომატროპინის დაწყებამდე. თირკმელების სამედიცინო მკურნალობა უნდა გაგრძლდეს. სომატროპინით მკურნალობა უნდა შეწყდეს თირკმელების ტრანსპლანტაციისას.
ბავშვები პრადერ - უილის სინდრომით
თქვენი ექიმი დაგინიშნავთ დიეტას წონის საკონტროლოდ.
ექიმი შეაფასებს ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქციის ნიშნებს, ძილის აპნოეს (როდესაც ძილის დროს სუნთქვა წყდება), ან რესპირატორული ინფექციის დაწყებამდე, ვიდრე დაიწყებდეთ სომატროპინით მკურნალობას.
სომატროპინით მკურნალობისას, აცნობეთ ექიმს, თუ გამოჩნდება ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქციის ნიშნები (მათ შორის იგულისხმება ხვრინვა ან ხვრინვის გართულება), ექიმს დასჭირდება თქვენი შემოწმება და შესაძლოა შეწყვიტოს სომატროპინით მკურნალობა.
მკურალობისას თქვენი ექიმი შეამოწმებს სქოლიოზის, ხერხემლის დეფორმაციის ნიშნებს.
მკურნალობისას თუ განვითარდება ფილტვის ინფექცია, უამბეთ ექიმს რათა შეძლოს ინფექციის მკურნალობა.
ბავშვები დაბადებულნი პატარა ან ძალიან მცირე წონის დაბადებისას
თუ თქვენ იყავით ძალიან პატარა ან ძალიან მცირე წონის და ხართ 9-დან 12 წლამდე ასაკის, მიმართეთ ექიმს კონკრეტული რჩევისათვის სქესობრივ მომწიფებასთან და ამ მედიკამენტით მკურნალობასთან დაკავშირებით.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ არ შეწყვეტთ ზრდას.
ექიმი შეამოწმებს თქვენს სისხლში შაქრის და ინსულინის დონეს მკურნალობის დაწყებამდე და ყოველწიურად მკურნალობის დროს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
უამბეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ბოლო დროს იყენებდით ან შესაძლოა გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები.
შეატყობინე თქვენს ექიმს, თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რომელიმე ქვემოთჩამოთვლილ მედიკამენტს. შესაძლებელია ექიმს დასჭირდეს ომნიტროპის ან სხვა მედიკამენტის დოზის დარეგულირება:
დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები
ეპილეფსიის სამკურნალო ჰორმონები (ანტიკოლვუნსანტები)
ციკლოსპორინი (მედიკამენტი, რომელიც ასუსტებს იმუნურ სისტემას ტრანსპლანტაციის შემდეგ)
პერორალურად მირებული ესტროგენი ან სხვა სქესობრვი ჰორმონები
თირკმელზედა ჯირკვლის სინთეზური ჰორმონები (კორტიკოსტეროიდები)
ექიმს შესაძლოა დასჭირდეს ამ მედიკამენტების დოზების ან სომატროპინის დოზის დარეგულირება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ უნდა გამოიყენოთ ომნიტროპი თუ ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას.
ჰკითხეთ თქვენს ექიმეს ან ფარმაცევტს რჩევა, თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი. ეს იმიტომ, რომ ბენზილის სპირტს შეუძლია დაგროვდეს თქვენს სხეულში და გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები (ეგრეთ წოდებული „მეტაბოლური აციდოზი“).
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ომნიტროპის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ მლ-ში, ანუ არსებითად „ნატრიუმის-გარეშე“
ომნიტროპის 5 მგ/1.5 მლ საინექციო ხსნარი:
ეს მედიკამენტი შეიცავს 9მგ ბენზილის სპირტს თითოეულ მლ-ში.
ბენზილის სპირტმა შეიძლებაა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
ბენზილის სპირტი დაკავშირებულია ბავშვებში მძიმე გვერდითი ეფექტების რისკთან, მათ შორის სუნთქვის პრობლემებთან (ე.წ. „გაძნელებული სუნთქვის სინდრომი“).
ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ მისცეთ ახლშობილ ბავშვს (4 კვირამდე).
ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევა, თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის დაავადება. ეს იმიტომ, რომ დიდი რაოდენობით ბენზილის სპირტი შეიძლება დაგროვდეს თქვენს ორგანიზმში და გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები (ეგრეთ წოდებული "მეტაბოლური აციდოზი").
ბენზილის სპირტის არსებობის გამო, პრაპარატი არ უნდა მიეცეს ნაადრევ ჩვილებს ან ახალშობილებს. შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური და ალერგიული რეაქციები ჩვილებში და 3 წლამდე ბავშვებში.
არ გამოიყენოთ ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ბავშვებში ( 3 წელზე ნაკლები ასაკის), ექიმის ან ფარმაცევტის რჩევების გარეშე
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ომნიტროპი უმნიშვნელოდ მოქმედებს ან არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ის ყველას არ უვითარდება. მოზრდილებში ძალიან გავრცელებული და ხშირი გვერდითი მოვლენები შეიძლება დაიწყოს მკურნალობის პირველ თვეს და შესაძლოა შეწყდეს სპონტანურად ან თუ დოზას შეამცირებთ.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები ( შესაძლოა განუვითარდეს 10 პაციენტიდან 1-ზე მეტს) მოიცავს:
მოზრდილებში
სახსრების ტკივილი
წყლის შეკავება (ეს გამოიხატება შეშუპებულ თითებსა და ტერფებში)
ხშირი გვერდითი მოვლენები ( შესაძლოა შეეხოს 1 პაციენტამდე 10-დან) მოიცავს:
ბავშვებში
სახსრების ტკივილი
დროებითი სიწითლე, ქავილი ან ტკივილი ინექციის ადგილას
მოზრდილებში
დაბუჟება/ჩხვლეტის შეგრძნება
ტკივილის ან წვის შეგრძნება ხელებსა და იღლიებში (ცნობილია როგორც მაჯის არხის სინდრომი)
ხელებისა და ფეხების შებოჭილობა, კუნთების ტკივილი
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 1 პაციენტამდე 100-დან) მოიცავს:
ბავშვებში
ლეიკემია (აღწერილია ზრდის ჰორმონის დეფიციტის მქონე პაციენტების მცირე რაოდენობაში, რომელთაგან ზოგიერთს სომატროპინით მკურნალობდნენ. თუმცა, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ლეიკემიის შემთხვევები იზრდება ზრდის ჰორმონის მიმღებებში, რომლებსაც არ აქვთ წინასწარგანწყობის ფაქტორები.)
ქალასშიდა წნევის მომატება (რაც იწვევს სიმპტომებს, როგორიცაა ძლიერი თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა ან ღებინება)
დაბუჟება/ჩხვლეტის შეგრძნება
ქავილი
ამობურცული ადგილები კანზე ქავილის თანხლებით
გამონაყარი
კუნთების ტკივილი
მკერდის გადიდება (გინეკომასტია)
წყლის შეკავება (რაც მკურნალობის დასაწყისში ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ვლინდება თითების ან კოჭების შეშუპებით).
მოზრდილებში
მკერდის გადიდება (გინეკომასტია)
უცნობია (სიხშირე შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებიდან):
ტიპი 2 დიაბეტი
სახის შეშუპება
თავის ტკივილი
სისხლში კორტიზოლის ჰორმონის შემცირებული დონე.
ჰიპოთირეოზი
ბავშვებში
შებოჭილობა ხელებსა და ფეხებში.
მოზრდილებში
მომატებული შიდა ქალის წნევა (რომელიც იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ძლიერი თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა ან ღებინება)
სიწითლე

ანტისხეულების ჩამოყალიბება საინექციო ზრდის ჰორმონზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჰორმონი წყვეტს მუშაობას.
კანი ინექციის ადგილას შესაძლოა გახდეს არათანაბარი ან ამობურცული, მაგრამ ეს არ მოხდება, თუ ნემსს გაიკეთებთ სხვადასხვა ადგილას.
არსებობს პრადერ უილის სინდრომით პაციენტის უეცარი გარდაცვალების იშვიათი შემთხვევები. თუმცა, არანაირი კავშირი არ არის დადგენილი ამ შემთხვევებსა და ომნიტროპით მკურნალობას შორის.
ფემორალური ეპიფიზი და პერტესის დაავადება შესაძლებელია განიხილოს თქვენმა ექიმმა, თუ ომნიტროპით მკურნალობისას ადგილი აქვს თეძოს ან მუხლის დისკომფორტს ან ტკივილს.
ზრდის ჰორმონით მკურნალობასთან დაკავშირებული სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები შესაძლოა მოიცავდეს შემდგეს:
თქვენ (ან თქვენ ბავშვს) შესაძლოა აღგენიშნოთ სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა ან შემცირებული ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დონე. ეს უნდა შეამოწმოს ექიმმა და თუ აუცილებელია თქვენმა ექიმმა უნდა დაგინიშნოთ ადექვატური მკურნალობა. იშვიათია პანკრეასის ანთების განვითარების შემთხვევა პაციენტებში, რომელთაც ჩაუტარდათ ზრდის ჰორმონით მკურნალობა.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ აღგენიშნებათ რაიმე სახის გვერდითი მოვლენები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ასევე ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ჩანართში. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეძლებთ დახმარებას მეტი ინფორმაცია შეიქმნას ამ მედიკამენტის უსაფრთხოებაზე.
- როგორ უნდა შეინახოთ ომნიტროპი
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე და მუყაოზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად მითითებულია თვის ბოლო დღე.
შეინახეთ და გადაიტანეთ მაცივრით (2°C–8°C).
არ გაყინოთ
ინახება ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დაცვის მიზნით.
პირველი ინექციის შემდეგ, კარტრიჯი უნდა დარჩეს კალამში, უნდა შეინახოთ მაცივარში (2°C–8°C) და შესაძლენელია მისი გამოიყენება მაქსიმუმ 28 დღე.
არ გამოიყენოთ ომნიტროპი თუ შეამჩნევთ, რომ ხსნარი არის შემღვრეული.
არ გადაადგოთ მედიკამენტი საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. მიმართეთ ფარმაცევტს მედიკამენტის გადაგდების თაობაზე. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ჭარბი დოზა
სიმპტომები:
მწვავე დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია და შემდგომ ჰიპერგლიკემია.
ხანგრძლივმა დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც შეესაბამება ადამიანის ზრდის ჰორმონის სიჭარბის ცნობილ ეფექტებს.
შემადგენლობა
ომნიტროპის აქტიური ნივთიერება არის სომატროპინი.
ხსნარის თითოეული მლ შეიცავს 3.3 მგ სომატროპინს (10 IU შესაბამისად)
ერთი კარტრიჯი შეიცავს 5.0 მგ (15 IU შესაბამისად) სომატროპინს 1.5 მლ-ში.
სხვა შემადგენელი კომპონენტებია:
დინატრიუმის ჰიდროფოსფატ ჰეპტაჰიდრატი
ნატრიუმის დიჰიდრატ დიჰიდროფოსფატი
მანიტოლი
პოლოქსამერი188
ბენზილის სპირტი
საინექციო წყალი
რას შეიცავს 10 მგ/1.5 მლ ომნიტროპი
ომნიტროპინის აქტიური ნივთიერება გახლავთ სომატროპინი.
ხსნარის თითოეული მლ შეიცავს 6.7 მგ სომატროპინს (20 IU შესაბამისად)
ერთი კარტრიჯი შეიცავს 10.0 მგ( 30 IU შესაბამისად) სომატროპინს 1.5 მლ-ში.
სხვა ინგრედიენტებია:
დინატრიუმის ჰიდროფოსფატ ჰეპტაჰიდრატი
ნატრიუმის დიჰიდრატ დიჰიდროფოსფატი
გლიცინი
პოლოქსამერი188
ფენოლი
საინექციო წყალი
რას შეიცავს 15 მგ/1.5 მლ ომნიტროპი

ხსნარის თითოეული მლ შეიცავს 10მგ სომატროპინს (30 IU შესაბამისად)
ერთი კარტრიჯი შეიცავს 15.0 მგ( 45 IU შესაბამისად) სომატროპინს 1.5 მლ-ში.
სხვა ინგრედიენტებია:
დინატრიუმის ჰიდროფოსფატ ჰეპტაჰიდრატი
ნატრიუმის დიჰიდრატ დიჰიდროფოსფატი
ნატრიუმის ქლორიდი
პოლოქსამერი188
ფენოლი
საინექციო წყალი
როგორ გამოიყურება ომნიტროპი და შეფუთვის შემადგენლობა
ომნიტროპი არის გამჭვირვალე და უფერო საინექციო ხსნარი.
ომნიტროპი 5 მგ/1,5 მლ საინექციო ხსნარი გამოიყენება მხოლოდ კალამი 5-ით.
ომნიტროპი 10 მგ/1,5 მლ საინექციო ხსნარი გამოიყენება მხოლოდ კალამი 10-ით.
ომნიტროპი 15 მგ/1,5 მლ საინექციო ხსნარი გამოიყენება მხოლოდ კალამი 15-ით.
შეფუთვის ზომა 1, 5 ან 10.
შესაძლოა გაყიდვაში არ იყოს შეფუთვის ყველა ზომა.
ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი
Novartis Pharmaceutical Manufacturing GmbH
ბიოქემიშტრას. 10
A-6336 ლანგკამპფენ, ავსტრია
სავაჭრო ავტორიზაციის მფლობელი
Sandoz GmbH
ბიოქემიშტრას. 10
A-6250 კუნდლ, ავსტრია
აღნიშნულ ფარმაცევტულ პროდუქტზე დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სავაჭრო ლიცენზიის მფლობელს.
რეგისტრაციის ნომერი ევროკავშირში:
EU/1/06/332/010-018
ეს ანოტაცია ბოლოს გადახედილია 09/2025
ამ მედიკამენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ვებგვერდზე: https://www.ema.europa.eu.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვის პირობები
ომნიტროპი 5 მგ/1.5 მლ საინექციო ხსნარი
2 წელი
ომნიტროპი 10 მგ/1.5 მლ საინექციო ხსნარი
18 თვე.
ომნიტროპი 15 მგ/1.5 მლ საინექციო ხსნარი
18 თვე.
შენახვის ვადა პირველი გამოყენების შემდეგ
პირველი გამოყენების შემდეგ კარტრიჯი უნდა დარჩეს კალამში და უნდა ინახებოდეს მაცივარში (2 ° C - 8 ° C) მაქსიმუმ 28 დღის განმავლობაში. შეინახეთ და გადაიტანეთ სამაცივრე პირობებში (2 ° C - 8 ° C). არ გაყინოთ. ინახება ორიგინალ კალამში სინათლისგან დაცვის მიზნით.
- 4 შენახვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
გაუხსნელი კარტრიჯი
შეინახეთ და გადაიტანეთ მაცივრით (2 ° C - 8 ° C). არ გაყინოთ. ინახება ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დაცვის მიზნით.
გამოყენებული სამკურნალო საშუალების შენახვის პირობები იხილეთ ნაწილი 6.3.
ფარმაკოლოგიური თვისებები
წინა ჰიპოფიზის წილის ჰორმონები და ანალოგები, ათქ კოდი: H01AC01.
ომნიტროპი არის ბიომიმსგავსებული სამკურნალო პროდუქტი. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ვებგვერდზე https://www.ema.europa.eu
მოქმედების მექანიზმი
სომატროპინი არის მეტაბოლური ჰორმონი, რომელიც მნიშვნელოვანია ლიპიდების, ნახშირწყლებისა და ცილების მეტაბოლიზმისათვის. არასაკმარისი ენდოგენური ზრდის ჰორმონის მქონე ბავშვებში სომატროპინი ასტიმულირებს ხაზოვან ზრდას და აძლიერებს ზრდის ტემპს. მოზრდილებში და ბავშვებში სომატროპინი ინარჩუნებს სხეულის ნორმალურ შემადგენლობას აზოტის შეკავების გაზრდით და ჩონჩხის კუნთების ზრდის სტიმულირებით და სხეულის ცხიმის მობილიზებით. ვისცერალური ცხიმოვანი ქსოვილი განსაკუთრებით მგრძნობიარეა სომატროპინზე. გარდა გაძლიერებული ლიპოლიზისა, სომატროპინი ამცირებს ტრიგლიცერიდების შეწოვას სხეულის ცხიმში. სომატროპინი ზრდის შრატში IGF-I (ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი I) და IGFBP3 (ცილა 3, რომელიც აკავშირებს ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორს). გარდა ამისა, დემონსტრირებული იქნა შემდეგი ქმედებები.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ლიპიდური მეტაბოლიზმი
სომატოტროპინი აინდუცირებს ღვიძლში LDL ქოლესტერინის რეცეპტორებს და გავლენას ახდენს შრატის ლიპიდურ პროფილზე და ლიპოპროტეინებზე. ზოგადად, ზრდის ჰორმონის დეფიციტის მქონე პაციენტებში სომატროპინის შეყვანა იწვევს შრატში LDL და აპოლიპოპროტეინ B. შემცირებას, ასევე შეიძლება აღინიშნოს შრატში საერთო ქოლესტერინის შემცირება.
ნახშირწყლების მეტაბოლიზმი
სომატროპინი ზრდის ინსულინის დონეს, მაგრამ უზმოზე სისხლში გლუკოზა ჩვეულებრივ უცვლელია. ჰიპოპიტუიტარიზმის მქონე ბავშვებმა შეიძლება განიცადონ უზმოზე ჰიპოგლიკემია. ამ მდგომარეობას ცვლის სომატროპინი.
წყლისა და მინერალების მეტაბოლიზმი
ზრდის ჰორმონის დეფიციტი უკავშირდება პლაზმის და უჯრედშორისი მოცულობის შემცირებას. ორივე სწრაფად იზრდება სომატროპინით მკურნალობის შემდეგ. სომატროპინი იწვევს ნატრიუმის, კალიუმის და ფოსფორის შეკავებას.
ძვლის მეტაბოლიზმი
სომატროპინი ასტიმულირებს ჩონჩხის ძვლის განახლებას. სომატროპინის გრძელვადიანი გამოყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ზრდის ჰორმონის დეფიციტი და ოსტეოპენია, იწვევს ძვლის მინერალების შემცველობის და სიმკვრივის ზრდას ისეთ ადგილებში, სადაც მეტია წონის ზეწოლა.
ფიზიკური შესაძლებლობები
კუნთების სიძლიერე და ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად უმჯობესდება სომატროპინით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ. სომატროპინი ასევე ზრდის გულის მუშაობის რიტმს, თუმცა მექანიზმი ჯერ ჯერობით უცნობია. პერიფერიული სისხლძარღვთა წინააღმდეგობის დაქვეითებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ამ ეფექტს.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც მონაწილეობდა SGA-თი დაბადებული მცირეწლოვანი ბავშვები/მოზარდები, სამკურნალოდ გამოიყენებოდა დღეში 0.033 და 0.067 მგ/კგ სხეულის მასაზე დოზა, საბოლოო სიმაღლის მიღწევამდე. 56 პაციენტში, რომლებიც განუწყვეტლივ მკურნალობდნენ და მიაღწიეს (თითქმის) საბოლოო ზრდას, მკურნალობის დასაწყისში სიმაღლიდან საშუალო ცვლილება იყო +1.90 SDS (0.033 მგ / კგ წონაზე დღეში) და +2.19 SDS (0.067 მგ / კგ წონაზე დღეში). ლიტერატურის მონაცემები არანამკურნალევ SGA -ს მქონე ბავშვებსა და მოზარდებში ადრეული სპონტანური დაკავების გარეშე, ვარაუდობს 0.5 SDS მოგვიანებით ზრდას.
პოსტმარკეტინგული კვლევის გამოცდილება:
საერთაშორისო, არაინტერვენციული, უკონტროლო, გრძივი, ღია და მულტიცენტრული, ნებაყოფლობითი 3 კატეგორიის PASS, რომელიც შექმნილია უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მონაცემების ჩასაწერად 7359 პედიატრიულ პაციენტზე, რომლებიც მკურნალობდნენ ომნიტროპით სხვადასხვა ჩვენებების გამო, ჩაატარა Sandoz-მა 2006-2020 წლებში ევროპის 11 ქვეყანაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, კანადაში, ავსტრალიაში და ტაივანში.
ძირითადი პედიატრიული ჩვენებები იყო: GHD (57.9%), SGA (26.6%), TS (4.9%), ISS (3.3%), PWS (3.2%) და CRI (1.0%). პაციენტთა უმრავლესობა ადრე არ ჰქონიათ ჩატარებული მკურნალობა rhGH-ით (86.0%). ყველა ჩვენებისთვის, პაციენტებში ომნიტროპით მკურნალობასთან საეჭვო მიზეზობრივი კავშირის მქონე ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები იყო თავის ტკივილი (1.6%), ტკივილი ინექციის ადგილზე (1.1%), ჰემატომა ინექციის ადგილზე (1.1%) და ართრალგია (0.6%). ) შეფასებული იყო 7359 პედიატრიულ პაციენტში (SAF). გვერდითი მოვლენების უმეტესობა შეფასებული, როგორც ომნიტროპის მკურნალობასთან დაკავშირებული, მოსალოდნელი იყო SmPC-ზე და მოლეკულების კლასის საფუძველზე, რომელიც ცნობილია ამ ტიპის მოლეკულებისთვის (GH). გვერდითი მოვლენების უმეტესობის ინტენსივობა იყო მსუბუქი ან ზომიერი.
ეფექტურობის შედეგები, შეფასებული 6589 პედიატრიულ პაციენტში (ჯგუფი შედგებოდა 5671 ადრე არანამკურნალები, 915 წინასწარ rhGH-ით ნამკურნალები და 3 მკურნალობის უცნობი ინფორმაციით) მიუთითებს, რომ ომიტროპით მკურნალობა იყო ეფექტური და გამოიწვია მნიშვნელოვანი ზრდა, რაც შეესაბამება სხვა დამტკიცებული rhGH პროდუქტების ობსერვაციულ კვლევებში მოხსენიებულ მონაცემებს: მედიანური H SDS ეფექტურად გაიზარდა -2.64-დან საწყის ეტაპზე -1.97-მდე 1 წლის შემდეგ და -0.98-მდე 5 წლის მკურნალობის შემდეგ ადრე არანამკურნალევ პაციენტებში, და მედიანა SDS H გაიზარდა -1.49-დან - 1.21მდე 1 წლის შემდეგ და -0.98-მდე ომნიტროპით მკურნალობის 5 წლის შემდეგ წინასწარ ნამკურნალევ პაციენტებში. ექიმის აზრით, საკვლევი ჯგუფიდან 1628/6589 (24.7%) პაციენტმა მიაღწია საბოლოო სიმაღლეს (ადრე არანამკურნალები: 1289/5671, 22,7%); rhGH-ით ადრე ნამკურნალები: 338/915, 36.9%). საბოლოო H SDS-ის მედიანა (დიაპაზონი) ადრე არანამკურნალებ პაციენტებში არის -1,51 (-9,3-დან 2,7-მდე) და -1,43 (-8,7-დან 2,1-მდე) წინასწარ ნამკურნალებ პაციენტებში.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
კანქვეშ შეყვანილი სომატროპინის ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 80% როგორც ჯანმრთელ სუბიექტებში, ასევე ზრდის ჰორმონის დეფიციტით დაავადებულ პაციენტებში.
5 მგ ომნიტროპის, 5 მგ/1.5 მლ საინექციო ხსნარის კანქვეშა დოზა ჯანმრთელ მოზრდილებში იწვევს პლაზმაში Cmax და tmax მნიშვნელობებს 72 ± 28 მკგ/ლ და 4.0 ± 2.0 საათის განმავლობაში.
5 მგ ომნიტროპის, 10 მგ/1.5 მლ საინექციო ხსნარის კანქვეშა დოზა ჯანმრთელ მოზრდილებში იწვევს პლაზმაში Cmax და tmax მნიშვნელობებს 74 ± 22 მკგ/ლ და 3.9 ± 1.2 საათის განმავლობაში.
5 მგ ომნიტროპის, 15 მგ/1.5 მლ საინექციო ხსნარის კანქვეშა დოზა ჯანმრთელ მოზრდილებში იწვევს პლაზმაში Cmax და tmax მნიშვნელობებს 52 ± 19 მკგ/ლ და 3.7 ± 1.2 საათის განმავლობაში.
ელიმინაცია
სომატროპინის საშუალო ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი ზრდის ჰორმონის დეფიციტის მქონე მოზრდილებში ინტრავენური შეყვანის შემდეგ არის დაახლოებით 0.4 საათი. თუმცა, ომნიტროპის 5 მგ/1.5 მლ, ომნიტროპის 10 მგ/1.5 მლ საინექციო ხსნარის კანქვეშა შეყვანის შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი 3 საათში მიიღწევა. თუმცა, ომნიტროპის 15 მგ/1.5 მლ საინექციო ხსნარის კანქვეშა შეყვანის შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი 2,76 საათში მიიღწევა. დაფიქსირებული განსხვავება სავარაუდოდ გამოწვეულია კანქვეშა შეყვანის შემდეგ ინექციის ადგილიდან ნელი შეწოვით.
სპეციალური პოპულაციები
კანქვეშა შეყვანის შემდეგ სომატროპინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა ერთნაირია როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.
ინფორმაცია სომატროპინის ფარმაკოკინეტიკის შესახებ გერიატრიულ და პედიატრიულ პოპულაციებში, სხვადასხვა რასებში და თირკმლის, ღვიძლის ან გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ან არ არის ან არასრულია.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელ-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
ომნიტროპი 5 მგ/1.5 მლ საინექციო ხსნარი კარტრიჯში
ომნიტროპი 10 მგ/1.5 მლ საინექციო ხსნარი კარტრიჯში
ომნიტროპი 15 მგ/1.5 მლ საინექციო ხსნარი კარტრიჯში
სომატროპინი
წაიკითხეთ მთლიანი ანოტაცია ყურადღებით, ვიდრე დაიწყებდეთ ამ მედიკამენტის გამოყენებას, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ანოტაცია. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
თუ გექნებათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ეს მედიკამნტი მხოლოდ თქვენთვისაა დანიშნული. არ გადასცეთ სხვა პირებს. შესაძლოა დაზიანდნენ იმ შემთხვევაშიც კი თუ მათი დაავადება თქვენი დაავადების მსგავსია.
გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ანოტაციაში. იხილეთ ნაწილი 4.
რა ინფორმაციას შეიცავს ეს ანოტაცია:
რა არის ომნიტროპი და რისთვის გამოიყენება
რისი ცოდნა გესაჭიროებათ ომნიტროპის გამოყენებამდე
როგორ უნდა გამოიყენოთ ომნიტროპი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ უნდა შეინახოთ ომნიტროპი
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
- რა არის ომნიტროპი და რისთვის გამოიყენება
ომნიტროპი არის რეკომბინანტული ადამიანის ზრდის ჰორმონი (ასევე ეწოდება სომატროპინი). მას აქვს იგივე სტრუქტურა, როგორც ადამიანის ზრდის ბუნებრივ ჰორმონს, რომელიც საჭიროა ძვლებისა და კუნთების ზრდისათვის. ასევე ეხმარება თქვენს ცხიმოვან და კუნთოვან ქსოვილებს განვითარდეს სათანადო ოდენობით. ის არის რეკომბინანტული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ არის დამზადებული ადამიანის ან ცხოველის ქსოვილისგან.
ბავშვებში ომნიტროპი გამოიყენება ზრდასთან დაკავშირებული შემდეგი დარღვევების სამკურნალოდ:
თუ არ იზრდებით სწორად და არ გაქვთ საკმარისი საკუთარი ზრდის ჰორმონი.
თუ თქვენ გაქვთ ტურნერის სინდრომი. ტურნერის სინდრომი არის გენეტიკური აშლილობა გოგონებში, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ზრდაზე - თქვენი ექიმი გეტყვით თუ გაქვთ მსგავსი პრობლემა.
თუ აღგენიშნებათ ქრონიკული რენალური (თირკმლის) უკმარისობა. როცა თირკმელები კარგავენ ნორმალური ფუნქციონირების უნარს, ეს კი გავლენას ახდენს ზრდაზე.
თუ თქვენ იყავით პატარა ან ძალიან მსუბუქი დაბადებისას. ზრდის ჰორმონი დაგეხმარებათ სიმაღლეში გაიზარდოთ, თუ 4 წლის ასაკიდან ან გვიან ვერ შეძელით ნორმალური ზრდის დაწევა ან შენარჩუნება.
თუ გაქვთ პრადერ-უილის სინდრომი (ქრომოსომული დარღვევა). ზრდის ჰორმონი დაგეხმარებათ გაიზარდოთ მაღალი თუ ჯერ კიდევ იზრდებით, და ასევე გააუმჯობესებს თქვენი სხეულის შემადგენლობას. თქვენი ჭარბი ცხიმი შემცირდება და შემცირებული კუნთების მასა გაუმჯობესდება.
მოზრდილებში ომნიტროპი გამოიყენება
იმ პირთა სამკურნალოდ რომელთაც აღენიშნებათ გამოვლენილი ზრდის ჰორმონის დეფიციტი. ეს შესაძლოა დაიწყოს ზრდასრული ასაკისათვის ან შესაძლოა ბავშვობიდან გრძელდებოდეს. თუ ბავშვობაში მკურნალობდით ომნიტროპით ზრდის ჰორმონის დეფიციტის გამო, თქვენი ზრდის ჰორმონის სტატუსი ხელახლა შემოწმდება ზრდის დასრულების შემდეგ. თუ ზრდის ჰორმონის მწვავე უკმარისობა დადასტურდება, ექიმი განსაზღვრავს ომნიტროპით მკურნალობის გაგრძელებას.
ეს მედიკამენტი უნდა დაგინიშნოთ ისეთმა ექიმა, რომელსაც აქვს გამოცდილება ზრდის ჰორმონის მკურნალობის სფეროში და რომელმაც დაამტკიცა თქვენი დიაგოზი.
- რისი ცოდნა გესაჭიროებათ ომნიტროპის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ომნიტროპი
თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) სომატროპინის მიმართ ან ომნიტროპის რომელიმე სხვა შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
უთხარით ექიმს თუ გაქვთ აქტიური სიმსივნე (კიბო). სიმსივნეები უნდა იყოს ინაქტიური და უნდა დაასრულოთ სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობა ვიდრე დაიწყებდეთ ომნიტროპით მკურნალობას.
უამბეთ ექიმს თუ ომნიტროპი გამოწერილი გაქვთ ზრდის სტიმულირებისათვის მაგრამ შეწყვიტეთ ზრდა (დახურული ეპიფიზი).
თუ სერიოზულად ავად ხართ (მაგალითად გულის ღია ოპერაცის შემდგომი გართულებები, მუცლის ქირურგია, შემთხვევითი ტრამვა, მწვავე რესპირატორული უკმარისობა ან მსგავსი მდგომარეობები). თუ თქვენ აპირებთ ან გაიკეთეთ სერიოზული ოპერაცია ან მიდიხართ საავადმყოფოში რაიმე მიზეზით, უამბეთ ექიმს და შეახსენეთ სხვა ექიმებს, ვისთანაც მიხვალთ, რომ იღებთ ზრდის ჰორმონს.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ომნიტროპის გამოყენებამდე უამბეთ თქვენს ექიმს
თუ გაქვთ ჩანაცვლებითი ტერაპია გლიკოკორტიკოიდით, კონსულტაცია უნდა გაიაროთ რეგულარულად, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ გლიკოკორტიკოიდების დოზის დარეგულირება.
თუ გაქვთ დიაბეტის განვითარების რისკი, ექიმს დასჭირდება სისხლში შაქრის დონის მონიტორინგი სომატროპინით ჩატარებული თერაპიის განმავლობაში.
თუ გაქვთ დიაბეტი, უნდა აკონტროლოთ სისხლში შაქრის დონე სომატროპინით მკურნალობის განმავლობაში და განიხილოთ შედეგები ექიმთან, რათა განსაზღვროთ გესაჭიროებათ თუ არა მედიკამენტის დოზის ცვლილება დიაბეტის სამკურნალოდ.
სომატროპინით მკურნალობის შემდეგ ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს ფარისებრი ჯირკვალის ჰორმონის ჩანაცვლებითი თერაპია.
თუ იტარებთ მკურნალობას ფარისებრ ჯირკვალზე, შესაძლოა საჭირო გახდეს ფარისებრი ჰორმონის დოზის დარეგულირება.
თუ თქვენ გაქვთ მომატებული ქალასშიდა წნევა (რომელიც იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ძლიერი თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა ან ღებინება) უნდა შეატყობინოთ ექიმს.
თუ კოჭლობთ ან იწყებთ კოჭლობას ზრდის ჰორმონით მკურნალობისას, უნდა შეატყობინოთ ექიმს.
თუ სიმსივნის (კიბო) გადატანის შემდეგ, ზრდის ჰორმონების დეფიციტის გამო იღებთ სომატროპინს, უნდა გაიაროთ რეგულარული შემოწმება სიმსივნის რეციდივის ან სხვა სახის კიბოს თაობაზე.
თუ განიცდით გაძლიერებულ მუცლის ტკივილს უნდა, შეატყობინოთ ექიმს.
მონაცემები შეზღუდულია 80 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში. ასაკოვანი პირები შესაძლოა იყვნენ მეტად სენსიტიურები სომატროპინის მოქმედებაზე და ამიტომაც შესაძლოა მეტად მიდრეკილნი იყვნენ გვერდითი ეფექტებისკენ.
ომნიტროპმა შეიძლება გამოიწვიოს პანკრეასის ანთება, რაც იწვევს ძლიერ ტკივილს მუცლისა და ზურგის არეში. დაუკავშირდით ექიმს, თუ თქვენ ან თქვენს შვილს განგივითარდებათ მუცლის ტკივილი ომნიტროპის მიღების შემდეგ.
ხერხემლის გვერდითი გამრუდების ზრდა (სქოლიოზი) შეიძლება პროგრესირდეს ნებისმიერ ბავშვში, სწრაფი ზრდის პერიოდში. სომატროპინით მკურნალობის დროს თქვენი ექიმი შეგამოწმებთ თქვენ (ან თქვენს შვილს) სქოლიოზის ნიშნებზე.
ბავშვები ქრონიკული რენალური (თირკმლის) უკმარისობით
თქვენმა ექიმმა უნდა შეამოწმოს თქვენი თირკმლის ფუნქცია და ზრდის ტემპი სომატროპინის დაწყებამდე. თირკმელების სამედიცინო მკურნალობა უნდა გაგრძლდეს. სომატროპინით მკურნალობა უნდა შეწყდეს თირკმელების ტრანსპლანტაციისას.
ბავშვები პრადერ - უილის სინდრომით
თქვენი ექიმი დაგინიშნავთ დიეტას წონის საკონტროლოდ.
ექიმი შეაფასებს ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქციის ნიშნებს, ძილის აპნოეს (როდესაც ძილის დროს სუნთქვა წყდება), ან რესპირატორული ინფექციის დაწყებამდე, ვიდრე დაიწყებდეთ სომატროპინით მკურნალობას.
სომატროპინით მკურნალობისას, აცნობეთ ექიმს, თუ გამოჩნდება ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქციის ნიშნები (მათ შორის იგულისხმება ხვრინვა ან ხვრინვის გართულება), ექიმს დასჭირდება თქვენი შემოწმება და შესაძლოა შეწყვიტოს სომატროპინით მკურნალობა.
მკურალობისას თქვენი ექიმი შეამოწმებს სქოლიოზის, ხერხემლის დეფორმაციის ნიშნებს.
მკურნალობისას თუ განვითარდება ფილტვის ინფექცია, უამბეთ ექიმს რათა შეძლოს ინფექციის მკურნალობა.
ბავშვები დაბადებულნი პატარა ან ძალიან მცირე წონის დაბადებისას
თუ თქვენ იყავით ძალიან პატარა ან ძალიან მცირე წონის და ხართ 9-დან 12 წლამდე ასაკის, მიმართეთ ექიმს კონკრეტული რჩევისათვის სქესობრივ მომწიფებასთან და ამ მედიკამენტით მკურნალობასთან დაკავშირებით.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ არ შეწყვეტთ ზრდას.
ექიმი შეამოწმებს თქვენს სისხლში შაქრის და ინსულინის დონეს მკურნალობის დაწყებამდე და ყოველწიურად მკურნალობის დროს.
სხვა მედიკამენტები და ომნიტროპი
უამბეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ბოლო დროს იყენებდით ან შესაძლოა გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები.
შეატყობინე თქვენს ექიმს, თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რომელიმე ქვემოთჩამოთვლილ მედიკამენტს. შესაძლებელია ექიმს დასჭირდეს ომნიტროპის ან სხვა მედიკამენტის დოზის დარეგულირება:
დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები
ეპილეფსიის სამკურნალო ჰორმონები (ანტიკოლვუნსანტები)
ციკლოსპორინი (მედიკამენტი, რომელიც ასუსტებს იმუნურ სისტემას ტრანსპლანტაციის შემდეგ)
პერორალურად მირებული ესტროგენი ან სხვა სქესობრვი ჰორმონები
თირკმელზედა ჯირკვლის სინთეზური ჰორმონები (კორტიკოსტეროიდები)
ექიმს შესაძლოა დასჭირდეს ამ მედიკამენტების დოზების ან სომატროპინის დოზის დარეგულირება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ უნდა გამოიყენოთ ომნიტროპი თუ ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას.
ჰკითხეთ თქვენს ექიმეს ან ფარმაცევტს რჩევა, თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი. ეს იმიტომ, რომ ბენზილის სპირტს შეუძლია დაგროვდეს თქვენს სხეულში და გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები (ეგრეთ წოდებული „მეტაბოლური აციდოზი“).
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ომნიტროპის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ მლ-ში, ანუ არსებითად „ნატრიუმის-გარეშე“
ომნიტროპის 5 მგ/1.5 მლ საინექციო ხსნარი:
ეს მედიკამენტი შეიცავს 9მგ ბენზილის სპირტს თითოეულ მლ-ში.
ბენზილის სპირტმა შეიძლებაა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
ბენზილის სპირტი დაკავშირებულია ბავშვებში მძიმე გვერდითი ეფექტების რისკთან, მათ შორის სუნთქვის პრობლემებთან (ე.წ. „გაძნელებული სუნთქვის სინდრომი“).
ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ მისცეთ ახლშობილ ბავშვს (4 კვირამდე).
ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევა, თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის დაავადება. ეს იმიტომ, რომ დიდი რაოდენობით ბენზილის სპირტი შეიძლება დაგროვდეს თქვენს ორგანიზმში და გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები (ეგრეთ წოდებული "მეტაბოლური აციდოზი").
ბენზილის სპირტის არსებობის გამო, პრაპარატი არ უნდა მიეცეს ნაადრევ ჩვილებს ან ახალშობილებს. შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური და ალერგიული რეაქციები ჩვილებში და 3 წლამდე ბავშვებში.
არ გამოიყენოთ ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ბავშვებში ( 3 წელზე ნაკლები ასაკის), ექიმის ან ფარმაცევტის რჩევების გარეშე
- როგორ უნდა გამოიყენოთ ომნიტროპი
ყოველთვის გამოიყენეთ ეს მედიკამენტი თქვენი ექიმის, ფარმაცევტის ან მედდის დანიშნულებისამებრ. შეამოწმეთ თქვენს ექიმთან, მედდასთან ან ფარმაცევტთან თუ არ ხართ დარწმუნებული.
დოზა დამოკიდებულია თქვენს ზომაზე, მდგომარეობაზე რომლის დროსაც ხდება მკურნალობა და რამდენად კარგად მუშაობს ზრდის ჰორმონი თქვენზე. ყველა სხვადასხვაგვარია. თქვენი ექიმი გირჩევთ ომნიტროპის ინდივიდუალურ დოზას მილიგრამებში (მგ) თქვენი სხეულის წონიდან გამომდინარე კილოგრამებში (კგ) ან თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით, რომელიც გამოითვლება თქვენი სიმაღლიდან და წონიდან კვადრატულ მეტრებში (მ2), ისევე როგორც თქვენი მკურნალობის სქემა. არ შეცვალოთ დოზირება და მკურნალობის სქემა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
რეკომენდირებული დოზა:
ბავშვები ზრდის ჰორმონის დეფიციტით:
- 025–0.035 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში ან 0.7–1.0 მგ/მ2 სხეულის ზედაპირზე დღეში. შესაძლებელია უმაღლეს დოზების გამოყენება. როდესაც ზრდის ჰორმონის დეფიციტი გრძელდება მოზარდობაშიც, ომნიტროპი უნდა გაგრძელდეს ფიზიკური განვითარების დასრულებამდე.
ბავშვები ტურნერის სინდრომით:
- 045–0.050 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში ან 1.4 მგ/მ2 სხეულის ზედაპირზე დღეში.
ბავშვები ქრონიკული რენალური (თირკმლის) უკმარისობით:
- 045–0.050 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში ან 1.4 მგ/მ2 სხეულის ზედაპირზე დღეში. მაღალი დოზები შესაძლებელია იყოს აუცილებელი თუ ზრდის ტემპი არის ძალიან დაბალი. დოზის დარეგულირება შესაძლოა გახდეს აუცილებელი 6 თვიანი მკურნალობის შემდეგ.
ბავშვები პრადერ-უილის სინდრომით:
- 035 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში ან 1.0 მგ/მ2 სხეულის ზედაპირზე დღეში. ყოველდღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2.7 მგ. მკურნალობა არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში, რომლებმაც შეწყვიტეს ზრდა სქეობრივი მომწიფების შემდეგ.
ბავშვები რომლებიც დაიბადნენ პატარები ან მოსალოდნელზე ნაკლები წონით და ზრდის დარღვევით:
- 035 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში ან 1.0 მგ/მ2 სხეულის ზედაპირზე დღეში. მნიშვნელოვანია მკურნალობის გაგრძელება ვიდრე საბოლოო სიმაღლე არ იქნება მიღწეული. მკურნალობა უნდა შეწყდეს პირველი წლის მერე თუ თქვენ არ რეაგირებთ ან თუ მიაღწიეთ საბოლოო სიმაღლეს და შეწყვიტეთ ზრდა.
მოზრდილები ზრდის ჰორმონის დეფიციტით:
თუ თქვენ აგრძელებთ ომნიტროპის მიღებას ბავშვობის პერიოდის მკურნალობის შემდეგ უნდა დაიწყოთ 0.2-0.5 მგ დღეში. ეს დოზა თანდათან უნდა გაიზარდოს ან შემცირდეს სისხლის ტესტის შედეგების მიხედვით, ასევე კლინიკური პასუხისა და გვერდითი ეფექტების მიხედვით.
თუ თქვენი ზრდის ჰორმონის დეფიციტი იწყება ზრდასრულობის დროს, უნდა დაიწყოთ 0.15-0.3 მგ დღიურად, ეს დოზა თანდათან გაიზრდება სისხლის ტესტის შესაბამისად ისევე როგორც კლინიკური გაუმჯობესება და გვერდითი მოვლენები. დღიური დოზა იშვიათად აჭარბებს 1.0 მგ დღეში. ქალებს შესაძლოა დასჭირდეთ უფრო მაღალი დოზა ვიდრე მამაკაცებს. დოზის მონიტორინგი უნდა განხორციელდეს ყოველ 6 თვეში. 60 წელზე მეტი ასაკის პირებმა უნდა დაიწყონ 0.1-0.2 მგ-ი დღიურად, რომელიც უნდა გაიზარდოს ნელა ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად. მინიმუმ ეფექტური დოზა უნდა იქნას გამოყენებული. დოზის შემანარჩუნებელი დოზა იშვიათად აჭარბებს 0.5 მგ დღეში. მიჰყევით ექიმის მიერ მოცემულ ინსტრუქციას.
ომნიტროპის ინექცია
გაიკეთეთ ინექციის სახით ზრდის ჰორმონი ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს. დაძინების დრო ყველაზე კარგი დროა, რადგან ადვილი დასამახსოვრებელია. ასევე ბუნებრივია, რომ ზრდის ჰორმონს მაღალი მაჩვენებელი აქვს ღამით.
ომნიტროპი 5 მგ/1.5 მლ SurePal 5 კარტრიჯში განკუთვნილია მრავალჯერადი გამოყენებისათვის. მისი გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ ომნიტრობის კალამი 5-ით, საინექციო ხელსაწყო, რომელიც შექმნილია ომნიტროპის 5 მგ/1.5 მლ საინექციო ხსნარის გამოყენებისათვის.
ომნიტროპი 10 მგ/1.5 მლ SurePal 10 კარტრიჯში განკუთვნილია მრავალჯერადი გამოყენებისათვის. მისი გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ ომნიტროპის კალამი 10-ით, საინექციო ხელსაწყო რომელიც სპეციალურად შექმნილია ომნიტროპის 10 მგ/1.5 მლ საინექციო ხსნარისათვის.
ომნიტროპი 15 მგ/1.5 მლ SurePal 15 კარტრიჯში განკუთვნილია მრავალჯერადი გამოყენებისათვის. მისი გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ ომნიტროპის კალამი 15-ით, საინექციო ხელსაწყო რომელიც სპეციალურად შექმნილია ომნიტროპის 15 მგ/1.5 მლ საინექციო ხსნარისათვის.
ომნიტროპი განკუთვნილია მხოლოდ კანქვეშა გამოყენებისთვის. ეს ნიშნავს, რომ მისი ინექცია ხდება მოკლე საინექციო ნემსის მეშვეობით ცხიმოვან ქსოვილზე კანქვეშ. ადამიანების უმეტესობა ინექციას იკეთებენ ბარძაყში ან ქვედა ნაწილში. ინექციას იკეთებთ ექიმის მიერ მითითებულ ადგილას. კანის ცხიმვანი ქსოვილი შესაძლოა შეიკუმშოს კანის ქვეშ. ამის თავიდან ასაცილებლად, გამოიყენეთ მცირედ განსხვავებული ადგილი ყოველი ინექციისას. ეს აძლევს თქვენს კანს და კანქვეშა ადგილს დროს, რათა აღდგეს ერთი ინექციის შემდეგ, ვიდრე გაიკეთებდეთ მეორეს იმავე ადგილას.
ექიმმა უნდა გიჩვენოთ როგორ გამოიყენოთ ომნიტროპი. ყოველთვის გაიკეთეთ ომნიტროპი ზუსტად ექიმის მითითების შესაბამისად. უნდა გადაამოწმოთ ექიმთან ან ფარმაცევტთან თუ არ ხართ დაწმუნებული.
როგორ უნდა გაიკეთოთ ომნიტროპი
შემდეგი ინსტრუქცია განმარტავს, თუ როგორ უნდა გაიკეთოთ ომნიტროპი თქვენ თვითონ. გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ ინსტრუქციები და მიჰყევით მათ ეტაპობრივად. თქვენი ექიმი გიჩვენებთ როგორ უნდა გაიკეთოთ ომნიტროპის ინექცია. არ გაიკეთოთ ინექცია თუ არ ხართ დარწმუნებული რომ კარგად გაიაზრეთ ინექციასთან დაკავშირებული პროცედურები და მოთხოვნები.
ომნიტროპი კეთდება ინექციის სახით კანქვეშ.
ფრთხილად შეამოწმეთ ხსნარი ვიდრე შეიყვანდეთ მას ინექციის სახით და გამოიყენეთ მხოლოდ გამჭირვალე და უფერო ხსნარი.
შეცვალეთ ინექციის ადგილები ლოკალური ლიპოატროფიის რისკის შესამცირებლად (კანქვეშ ცხიმოვანი ქსოვილის შემცირება)
მომზადება
მოაგროვეთ აუცილებელი საგნები ინექციის დაწყებამდე:
კარტრიჯი ომნიტროპის საინექციო ხსნარით.
ომნიტროპის კალამი, საინექციო ხელსაწყო, რომელიც სპეციალურად შექმნილია ომნიტროპის საინექციო ხსნარის გამოსაყენებლად ( არ არის შეფუთვაში; იხილიეთ ომნიტროპ კალმით გათვალისწინებული გამოყენების ინსტრუქცია).
კალმის ნემსი კანქვეშა ინექციისთვის ( არ არის შეფუთვაში).
2 საწმენდი ტამპონი (არ არის შეფუთვაში)
დაიბანეთ ხელები ვიდრე გადახვიდოდეთ შემდეგ ეტაპზე.
ომნიტროპის ინექცია
საწმენდი ტამპონით, დეზინფექცია ჩაუტარეთ კარტრიჯის რეზინის მემბრანას.
შიგთავსი უნდა იყოს სუფთა და უფერო.
ჩადეთ კარტრიჯი საინექციო კალამში. მიჰყევით კალმის გამოყენების ინსტრუქციას. დაარეგულირეთ კალამი დოზის ამოსაღებად.
აირჩიეთ საინექციო ადგილი. ინექციისათვის საუკეთესო ადგილია ქსოვილი ცხიმოვანი ფენით კანსა და კუნთს შორის, როგორიცაა ბარძაყი ან მუცელი (გარდა ჭიპისა და წელის ხაზისა).
დარწმუნდით, რომ ინექციას იკეთებთ 1 სმ-ის მოშორებით მაინც ბოლო საინექციო ადგილიდან და თქვენ შეცვალეთ საინექციო ადგილი ზუსტად ისე როგორც გასწავლეს.
ვიდრე გაიკეთებდეთ ინექციას, გაისუფთავეთ კანი კარგად სპირტიანი ტამპონით. დაელოდეთ ტერიტორიის გაშრობას.
შეიყვანეთ ნემსი კანში ისე, როგორც ექიმმა გასწავლათ.
ინექციის შემდეგ
ინექციის შემდეგ, დააჭირეთ საინექციო ადგილს პატარა სახვევით ან სტერილური ბინტით რამოდენიმე წამის განმავლობაში. არ ჩაიტაროთ მასაჟი ინექციის ადგილას.
ამოიღეთ ნემსი კალმიდან ნემსის ზედა სახურავის გამოყენებით და გადააგდეთ ნემსი. ასე შეძლებთ ომნიტროპის ხსნარი შეინახოთ სტერილურად და არ დაიღვრება. ასევე შეაჩერებს ჰაერს, რომ უკან არ ჩავიდეს კალამში და ნემსს დაიცავს გაჭედვისაგან. არ მისცეთ ნემსი სხვას. არ მისცეთ კალამი სხვას.
დატოვეთ კარტრიჯი კალამში, თავსახური დაახურეთ კალამს, და შეინახეთ მაცივარში.
ხსნარი უნდა იყოს სუფთა მაცივრიდან გამოღების შემდეგ.
არ გამოიყენოთ თუ ხსნარი არის შემღვრეული ან შეიცავს ნაწილაკებს.
თუ თქვენ გამოიყენეთ ომნიტროპი საჭიროზე მეტი რაოდენობით
თუ გაიკეთეთ ინექცია ჭარბი ოდენობით, სასწრაფოთ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენს სისხლში შაქრის დონე შეიძლება დავარდეს ძალიან დაბლა და მოგვიანებით ძალიან მაღლა აიწიოს. შესაძლოა იგრძნოთ კანკალი, ოფლიანობა, ძილიანობა, ან იგრძნოთ „თითქოს თქვენ არ ხართ“ და შესაძლოა გონება დაკარგოთ.
თუ დაგავიწყდათ ომნიტროპის გამოყენება
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის აღსადგენად. საუეთესოა თუ ზრდის ჰორმონს გამოიყენებთ რეგულარულად. თუ დაგავიწყდებათ დოზის მიღება, მიიღეთ შემდეგი ინექცია მეორე დღეს ჩვეულ დროს. ჩაინიშნეთ ნებისმიერი გამოტოვებული ინექცია და უამბეთ ექიმს შემდეგი ვიზიტისას.
თუ შეწყვეტეთ ომნიტროპის გამოყენებას
მიმართეთ ექიმს რჩევისათვის, ვიდრე შეწყვეტთ ომნიტროპის გამოყენებას.
თუ გაქვთ რაიმე დამატებითი კითხვა ამ მედიკამენტის გამოყენების თაობაზე მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ის ყველას არ უვითარდება. მოზრდილებში ძალიან გავრცელებული და ხშირი გვერდითი მოვლენები შეიძლება დაიწყოს მკურნალობის პირველ თვეს და შესაძლოა შეწყდეს სპონტანურად ან თუ დოზას შეამცირებთ.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები ( შესაძლოა განუვითარდეს 10 პაციენტიდან 1-ზე მეტს) მოიცავს:
მოზრდილებში
სახსრების ტკივილი
წყლის შეკავება (ეს გამოიხატება შეშუპებულ თითებსა და ტერფებში)
ხშირი გვერდითი მოვლენები ( შესაძლოა შეეხოს 1 პაციენტამდე 10-დან) მოიცავს:
ბავშვებში
სახსრების ტკივილი
დროებითი სიწითლე, ქავილი ან ტკივილი ინექციის ადგილას
მოზრდილებში
დაბუჟება/ჩხვლეტის შეგრძნება
ტკივილის ან წვის შეგრძნება ხელებსა და იღლიებში (ცნობილია როგორც მაჯის არხის სინდრომი)
ხელებისა და ფეხების შებოჭილობა, კუნთების ტკივილი
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 1 პაციენტამდე 100-დან) მოიცავს:
ბავშვებში
ლეიკემია (აღწერილია ზრდის ჰორმონის დეფიციტის მქონე პაციენტების მცირე რაოდენობაში, რომელთაგან ზოგიერთს სომატროპინით მკურნალობდნენ. თუმცა, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ლეიკემიის შემთხვევები იზრდება ზრდის ჰორმონის მიმღებებში, რომლებსაც არ აქვთ წინასწარგანწყობის ფაქტორები.)
ქალასშიდა წნევის მომატება (რაც იწვევს სიმპტომებს, როგორიცაა ძლიერი თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა ან ღებინება)
დაბუჟება/ჩხვლეტის შეგრძნება
ქავილი
ამობურცული ადგილები კანზე ქავილის თანხლებით
გამონაყარი
კუნთების ტკივილი
მკერდის გადიდება (გინეკომასტია)
წყლის შეკავება (რაც მკურნალობის დასაწყისში ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ვლინდება თითების ან კოჭების შეშუპებით).
მოზრდილებში
მკერდის გადიდება (გინეკომასტია)
უცნობია (სიხშირე შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებიდან):
ტიპი 2 დიაბეტი
სახის შეშუპება
თავის ტკივილი
სისხლში კორტიზოლის ჰორმონის შემცირებული დონე.
ჰიპოთირეოზი
ბავშვებში
შებოჭილობა ხელებსა და ფეხებში.
მოზრდილებში
მომატებული შიდა ქალის წნევა (რომელიც იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ძლიერი თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა ან ღებინება)
სიწითლე
ქავილი
ამობურცული ადგილები კანზე ქავილის თანხლებით
დროებითი სიწითლე, ქავილი ან ტკივილი ინექციის ადგილას
ანტისხეულების ჩამოყალიბება საინექციო ზრდის ჰორმონზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჰორმონი წყვეტს მუშაობას.
კანი ინექციის ადგილას შესაძლოა გახდეს არათანაბარი ან ამობურცული, მაგრამ ეს არ მოხდება, თუ ნემსს გაიკეთებთ სხვადასხვა ადგილას.
არსებობს პრადერ უილის სინდრომით პაციენტის უეცარი გარდაცვალების იშვიათი შემთხვევები. თუმცა, არანაირი კავშირი არ არის დადგენილი ამ შემთხვევებსა და ომნიტროპით მკურნალობას შორის.
ფემორალური ეპიფიზი და პერტესის დაავადება შესაძლებელია განიხილოს თქვენმა ექიმმა, თუ ომნიტროპით მკურნალობისას ადგილი აქვს თეძოს ან მუხლის დისკომფორტს ან ტკივილს.
ზრდის ჰორმონით მკურნალობასთან დაკავშირებული სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები შესაძლოა მოიცავდეს შემდგეს:
თქვენ (ან თქვენ ბავშვს) შესაძლოა აღგენიშნოთ სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა ან შემცირებული ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დონე. ეს უნდა შეამოწმოს ექიმმა და თუ აუცილებელია თქვენმა ექიმმა უნდა დაგინიშნოთ ადექვატური მკურნალობა. იშვიათია პანკრეასის ანთების განვითარების შემთხვევა პაციენტებში, რომელთაც ჩაუტარდათ ზრდის ჰორმონით მკურნალობა.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ აღგენიშნებათ რაიმე სახის გვერდითი მოვლენები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ასევე ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ჩანართში. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეძლებთ დახმარებას მეტი ინფორმაცია შეიქმნას ამ მედიკამენტის უსაფრთხოებაზე.
- როგორ უნდა შეინახოთ ომნიტროპი
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე და მუყაოზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად მითითებულია თვის ბოლო დღე.
შეინახეთ და გადაიტანეთ მაცივრით (2°C–8°C).
არ გაყინოთ
ინახება ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დაცვის მიზნით.
პირველი ინექციის შემდეგ, კარტრიჯი უნდა დარჩეს კალამში, უნდა შეინახოთ მაცივარში (2°C–8°C) და შესაძლენელია მისი გამოიყენება მაქსიმუმ 28 დღე.
არ გამოიყენოთ ომნიტროპი თუ შეამჩნევთ, რომ ხსნარი არის შემღვრეული.
არ გადაადგოთ მედიკამენტი საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. მიმართეთ ფარმაცევტს მედიკამენტის გადაგდების თაობაზე. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ომნიტროპი 5 მგ/1.5 მლ
ომნიტროპის აქტიური ნივთიერება არის სომატროპინი.
ხსნარის თითოეული მლ შეიცავს 3.3 მგ სომატროპინს (10 IU შესაბამისად)
ერთი კარტრიჯი შეიცავს 5.0 მგ (15 IU შესაბამისად) სომატროპინს 1.5 მლ-ში.
სხვა შემადგენელი კომპონენტებია:
დინატრიუმის ჰიდროფოსფატ ჰეპტაჰიდრატი
ნატრიუმის დიჰიდრატ დიჰიდროფოსფატი
მანიტოლი
პოლოქსამერი188
ბენზილის სპირტი
საინექციო წყალი
რას შეიცავს 10 მგ/1.5 მლ ომნიტროპი
ომნიტროპინის აქტიური ნივთიერება გახლავთ სომატროპინი.
ხსნარის თითოეული მლ შეიცავს 6.7 მგ სომატროპინს (20 IU შესაბამისად)
ერთი კარტრიჯი შეიცავს 10.0 მგ( 30 IU შესაბამისად) სომატროპინს 1.5 მლ-ში.
სხვა ინგრედიენტებია:
დინატრიუმის ჰიდროფოსფატ ჰეპტაჰიდრატი
ნატრიუმის დიჰიდრატ დიჰიდროფოსფატი
გლიცინი
პოლოქსამერი188
ფენოლი
საინექციო წყალი
რას შეიცავს 15 მგ/1.5 მლ ომნიტროპი
ომნიტროპინის აქტიური ნივთიერება გახლავთ სომატროპინი.
ხსნარის თითოეული მლ შეიცავს 10მგ სომატროპინს (30 IU შესაბამისად)
ერთი კარტრიჯი შეიცავს 15.0 მგ( 45 IU შესაბამისად) სომატროპინს 1.5 მლ-ში.
სხვა ინგრედიენტებია:
დინატრიუმის ჰიდროფოსფატ ჰეპტაჰიდრატი
ნატრიუმის დიჰიდრატ დიჰიდროფოსფატი
ნატრიუმის ქლორიდი
პოლოქსამერი188
ფენოლი
საინექციო წყალი
როგორ გამოიყურება ომნიტროპი და შეფუთვის შემადგენლობა
ომნიტროპი არის გამჭვირვალე და უფერო საინექციო ხსნარი.
ომნიტროპი 5 მგ/1,5 მლ საინექციო ხსნარი გამოიყენება მხოლოდ კალამი 5-ით.
ომნიტროპი 10 მგ/1,5 მლ საინექციო ხსნარი გამოიყენება მხოლოდ კალამი 10-ით.
ომნიტროპი 15 მგ/1,5 მლ საინექციო ხსნარი გამოიყენება მხოლოდ კალამი 15-ით.
შეფუთვის ზომა 1, 5 ან 10.
შესაძლოა გაყიდვაში არ იყოს შეფუთვის ყველა ზომა.
ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი
Novartis Pharmaceutical Manufacturing GmbH
ბიოქემიშტრას. 10
A-6336 ლანგკამპფენ, ავსტრია
სავაჭრო ავტორიზაციის მფლობელი
Sandoz GmbH
ბიოქემიშტრას. 10
A-6250 კუნდლ, ავსტრია
აღნიშნულ ფარმაცევტულ პროდუქტზე დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სავაჭრო ლიცენზიის მფლობელს.
რეგისტრაციის ნომერი ევროკავშირში:
EU/1/06/332/010-018
ეს ანოტაცია ბოლოს გადახედილია 09/2025
ამ მედიკამენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ვებგვერდზე: https://www.ema.europa.eu.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.