პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
იმუნოსუპრესანტები

ოკრევუსი

Ocrevus™

რეცეპტით300მგინსტრუქცია ქართულადშვეიცარია
რისთვის გამოიყენება

ოკრევუსი არის CD20-მიმართული ციტოლიზური ანტისხეული, რომელიც ნაჩვენებია მორეციდივე ან პირველადად პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების სამკურნალოდ (1)

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ოკრელიზუმაბი (ocrelizumab)
ფორმა და შეფუთვა
300მგ/10მლ (30მგ/მლ) 10მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ფლაკონი №1
მწარმოებელი
F. Hoffmann-La Roche Ltd, შვეიცარია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
იმუნოსუპრესანტები, სელექციური იმუნოსუპრესანტები
ATC კოდი
L04AA36
რეგისტრაციის ნომერი
რ-024048
რეგისტრირებულია
13 დეკემბერი 2017, მოქმედებს 13 დეკემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „როშ ჯორჯია“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაოკრევუსი და სხვა წამალი ერთად

ოკრევუსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ოკრევუსი არის CD20-მიმართული ციტოლიზური ანტისხეული, რომელიც ნაჩვენებია მორეციდივე ან პირველადად პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების სამკურნალოდ (1)

მიღების წესი და დოზირება

  • 1 შეფასება ოკრევუსის პირველ დოზამდე

სკრინინგი ჰეპატიტი B ვირუსზე

ოკრევუსით მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა ჩატარდეს სკრინინგი ჰეპატიტი B-ს ვირუსზე (HBV). ოკრევუსი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის აქტიური HBV-ით,რომელიც დადასტურდა HBsAg და anti-HBV ტესტებით. თუ პაციენტი ნეგატიურია ზედაპირულ ანტიგენზე [HBsAg] , მაგრამ პოზიტიურია HB ძირითად ანტისხეულზე [HBcAb+], ან არის HBV [HBsAg+] მატარებელი, საჭიროა კონსულტაცია ღვიძლის დაავადებების ექსპერტთან მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის განმავლობაში [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2)].

აცრები

იმის გამო, რომ ცოცხალი და დასუსტებული ვაქცინით აცრა არ არის რეკომენდებული მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ B-უჯრედების რაოდენობის აღდგენამდე, საჭიროა ყველა სავალდებულო აცრა, იმუნიზაციის გაიდლაინის თანახმად, ჩატარდეს ოკრევუსით მკურნალობის დაწყებამდე სულ მცირე 6 კვირით ადრე [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2) და კლინიკური ფარმაკოლოგია (12.2)].

  • 2 ყოველი ინფუზიის წინა მომზადება

შეფასება ინფექციის არსებობაზე

ოკრევუსის ყოველი ინფუზიის წინ საჭიროა განისაზღვროს აქვს თუ არა პაციენტს აქტიური ინფექცია. აქტიური ინფექციის არსებობის შემთხვევაში, ოკრევუსის ინფუზია უნდა გადაიდოს იმ დრომდე, სანამ ინფექცია არ ალაგდება [იხ, გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2)].

რეკომენდებული პრემედიკაცია

პრემედიკაცია უნდა ჩატარდეს 100 მგ მეთილპრედნიზოლონით (ან ექვივალენტური კორტიკოსტეროიდით), რომელიც შეიყვანება ინტრავენურად დაახლოებით 30 წუთით ადრე ოკრევუსის ყოველ ინფუზიამდე, ინფუზიური რეაქციების სიხშირის და სიმძიმის შემცირების მიზნით [იხ, გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1)].

საჭიროა პრემედიკაცია ანტიჰისტამინით (მაგ, დიფენჰიდრამინით) ოკრევუსის ყოველ ინფუზიამდე დაახლოებით 30-60 წუთით ადრე, ინფუზიური რეაქციების სიხშირისა და სიმძიმის კიდევ უფრო შესამცირებლად. ასევე სასურველია ანტიპირეტიკის დამატება (მაგ. აცეტამინოფენი).

  • 3 რეკომენდებული დოზა და დოზის შეყვანა

ოკრევუსის შეყვანა უნდა მოხდეს გამოცდილი ჯანდაცვის პროფესიონალის მეთვალყურეობის ქვეშ ისეთ პირობებში, სადაც ხელმისაწვდომია სათანადო სამედიცინო დახმარება მძიმე გვერდითი რეაქციების შემთხვევაში, როგორიცაა სერიოზული ინფუზიური რეაქციები.

  • საწყისი დოზა: 300 მგ ინტრავენური ინფუზია, და ორი კვირის შემდეგ მეორე 300 მგ ინტრავენური ინფუზია.
  • მომდევნო დოზები: ერთი 600 მგფ ინფუზია ყოველ 6 კვირაში.
  • ინფუზიის დასრულების შემდეგ პაციენტზე დაკვირვება უნდა გაგრძელდეს სულ მცირე ერთი საათის განმავლობაში [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1)].

ცხრილი 1. რეკომენდებული დოზა, ინფუზიის სიჩქარე და ინფუზიის ხანგრძლივობა RMS და PPMS ოდროს

შესაყვანი ოკრევუსის რაოდენობა *

ინფუზიის ინსტრუქცია

საწყისი დოზა

(600 მგ)

იყოფა 2 ინფუზიად

ინფუზია 1

300 მგ

250 მლ-ში

დაიწყეთ ინფუზია სისწრაფით 30 მლ/სთ

შემდეგ სისწრაფე შეიძლება გაზარდოთ 30 მლ/სთ-იანი ნამატით ყოველ 30 წთ-ში, მაქსიმუმ 180 მლ/სთ-მდე

თითოეული ინფუზია დაახლოებით 2.5 საათს უნდა მიმდინარეობდეს.

ინფუზია 2

(2 კვირის შემდეგ)

300 მგ

250 მლ-ში

შემდგომი დოზები **

(600 მგ)

ყოველ 6 თვეში ერთხელ

ერთჯერადი ინფუზია

600 მგ

500 მლ-ში

დაიწყეთ ინფუზია სისწრაფით 40 მლ/სთ

შემდეგ სისწრაფე შეიძლება გაზარდოთ 40 მლ/სთ ნამატით, ყოველ 30 წთ-ში, მაქსიმუმ 200 მლ/სთ-მდე

თითოეული ინფუზია დაახლოებით 3.5 საათს უნდა მიმდინარეობდეს.

  • ინტრავენური ინფუზიისათვის ოკრევუსის ხსნარის დამზადება ხდება პრეპარატის გახსნით 0,9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის შემცველ საინფუზიო პაკეტში იმისთვის, რომ მიღებული იქნას წამლის საბოლოო კონცენტრაცია - 1.2 მგ/მლ.
  • * პირველი სრული ინფუზია უნდა ჩატარდეს საწყისი დოზის 1-ლი ინფუზიიდან 6 თვის გავლის შემდეგ.
  • 4 დოზის დაგვიანება ან გამოტოვება

თუ ოკრევუსის დაგეგმილი ინფუზია გამოტოვებული იქნა, შეიყვანეთ ოკრევუსი რაც შეიძლება მალე, ნუ დაელოდებით შემდეგი ინფუზიისათვის გადეგმილ დროს. განაახლეთ შეყვანის გეგმა იმგვარად, რომ შემდეგი ინფიუზია განხორციელდეს გამოტოვებული დოზის ინფუზიიდან 6 თვის შემდეგ. ოკრევუსის დოზები ერთმანეთისაგან დაშორებული უნდა იყოს სულ მცირე 5 თვით [იხ. დოზირება და შეყვანა (2.3)].

  • 5 დოზის მოდიფიცირება ინფუზიური რეაქციის გამო

ინფუზიური რეაქციის საპასუხო დოზის მოდიფიცირება დამოკიდებულია რეაქციის სიმძიმეზე.

სიცოცხლისთვის საშიში ინფუზიური რეაქცია

დაუყოვნებლივ გააჩერეთ და სამუდამოდ შეწყვიტეთ ოკრევუსის ინფუზია, თუ ადგილი აქვს სიცოცხლისათვის საშიშ ან მაინვალიდებელ ინფუზიური რეაქციის ნიშნებს [იხ, გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1)]. ჩაატარეთ სათანადო მკურნალობა.

მძიმე ინფუზიური რეაქციები

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ინფუზია და ჩაატარეთ სათანადო მკურნალობა საჭიროების მიხედვით [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1)]. განაახლეთ ინფუზია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა სიმპტომი ალაგდა. განაახლეთ ინფუზია იმის ნახევარი სიჩქარით რაც იყო რეაქციის გამოვლენის დროს [იხ. დოზირება და შეყვანა (2.2)]. თუ პაციენტი ამ სიჩქარეს იტანს, გაზარდეთ იგი ისე, როგორც აღწერილია ცხრილში 1. სიჩქარის ამგვარი ცვლილება გაზრდის ინფუზიის საერთო დროს, მაგრამ არა საერთო დოზას.

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფუზიური რეაქციები

რეაქციის აღმოცენებისას შეამცირეთ და გაანახევრეთ ინფუზიის სიჩქარე და შეინარჩუნეთ შემცირებული სიჩქარე სულ მცირე 30 წუთის მანძილზე [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1)]. თუ პაციენტი ამ სიჩქარეს იტანს, გაზარდეთ სიჩქარე ისე, როგორც მითითებულია ცხრილში 1. ეს ცვლილება გაზრდის ინფუზიის საერთო ხანგრძლივობას, მაგრამ არა საერთო დოზას.

  • 6 განზავებული საინფუზიო ხსნარის მომზადება და შენახვა

მომზადება

ოკრევუსი საინფუზიოდ უნდა მომზადდეს ჯანდაცვის პროფესიონალის მიერ ასეპტიკის წესების დაცვით. ინფუზიის წინ დაათვალიერეთ ხსნარი რათა შეამოწმოთ, მასში ხომ არ არის ნაწილაკები, ან ხომ არ აქვს შეცვლილი ფერი. თუ ხსნარის ფერი შეცვლილია,, ან მასში აღინიშნება ნაწილაკების ან ნალექის არსებობა, არ გამოიყენოთ იგი. არ შეანჯღრიოთ. ამოიღეთ საჭირო დოზა და განაზავეთ საინფუზიო პაკეტში, რომელიც შეიცავს 0.9% ნატრიუმის ქლორიდს ისე, რომ წამლის კონცენტრაციამ საბოლოოდ შეადგინოს დაახლოებით 1.2 მგ/მლ.

  • ამოიღეთ 10 მლ (300 მგ) ოკრევუსი და ჩაუშვით 250 მლ-ში
  • მოიღეთ 2- მლ (600 მგ) ოკრევუსი და ჩაუშვით 500 მლ-ში.

არ გამოიყენოთ სხვა გამხსნელები ოკრევუსის განსაზავებლად თუ ისინი არ არის ტესტირებული.

პროდუქტი არ შეიცავს კონსერვანტებს და განკუთვნილია ერთჯერადი მოხმარებისათვის.

საინფუზიო ხსნარის შენახვა

ინტრავენური ინფუზიის დაწყებამდე, საინფუზიო პაკეტის შიგთავსი უნდა დაყოვნდეს ოთახის ტემპერატურაზე.

მომზადებული ხსნარი გამოიყენეთ დაუყოვნებლივ. თუ მისი დაუყოვნებელი გამოყენება არ მოხდა, 24 საათამდე დროის მანძილზე შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში 2°C–8°C (36°F–46°F) ტემპერატურაზე ან 8 საათამდე დროის მანძილზე ოთახის ტემპერატურაზე 25°C (77°F)-მდე, რაც მოიცავს ინფუზიის დროსაც. თუ ინტრავენური ინფუზიის დასრულება ვერ ხერხდება ერთ დღეში, რეკომენდებულია დარჩენილი ხსნარის განადგურება..

ოკრევუსის,ა პოლივინილქლორიდის (PVC) და პოლიოლეფინის (PO) პაკეტებსა და ინტრავენური გადასხმის სისტემებს შორის, შეუსაბამობა არ დაფიქსირებულა.

შეყვანა

მომზადებული ხსნარი ინტრავენურად შეყვანილი უნდა იქნას საინფუზიო სისტემის საშუალებით, რომელსაც აქვს 0.2 ან 0.22 მიკრონიანი „in-line“ ფილტრი.

4 წინააღმდეგჩვენებები

ოკრევუსი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის შემდეგი მდგომარეობებით:

  • აქტიური HBV ინფექცია [იხ. დოზირება და შეყვანა (2.6) და გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2)]
  • ანამნეზში ოკრევუსზე სიცოცვხლისათვის საშიში რეაქცია [იხ. გაფრთხილებები დ სიფრთხილის ზომები (5.1)]

სიფრთხილის ზომები

  • 1 ინფუზიური რეაქციები

ოკრევუსმა შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი ინფუზიური რეაქციები:ქავილი, გამონაყარი, ურტიკარია, ერითემა, ბრონქოსპაზმი, ყელის გაღიზიანება, ოროფარინგეალური ტკივილი, ქოშინი, ხახის ან ხორხის შეშუპება, წამოხურება, ჰიპოტენზია, ცხელება, დაღლილობა, თავის ტკივილი, თავბრუ, გულისრევა და ტაქიკარდია. გაფანტული სკლეროზის (MS) კლინიკურ კვლევებში, ინფუზიური რეაქციები ოკრევუსით ნამკურნალებ პაციენტებში [რომლებმაც ინფუზიური რეაქციის რისკის შესამცირებლად მიიღეს მეთილპრედნიზოლონი (ან ექვივალენტური სტეროიოდი) და შესაძლოა სხვა პრემედიკაციაც] იყო 34-დან 40%-მდე, ყველაზე მაღალი სიხშირით პირველი ინფუზიისას. ფატალურ ინფუზიურ რეაქციებს ადგილი არ ქონია, თუმცა ოკრევუსით ნამკურნალები MS პაციენტების 0,3%-ს აღენიშნებოდა სერიოზული ინფუზიური რეაქციები და ზოგიერთი მათგანი მოითხოვდა პაციენტის ჰოსპიტალიზაციას.

დააკვირდით პაციენტს ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციის ნიშნების გამოსავლენად ინფუზიის განმავლობაში და მისი დასრულებიდან შერთი საათის განმავლობაში.აუხსენით პაციენტებს, რომ ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქცია შესაძლოა გამოვლინდეს ინფუზიის დასრულებიდან 24 საათის გამნავლობაში.

ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების რისკის შემცირება და მართვა

ჩაატარეთ პრემედიკაცია (მაგ. მეთილპრედნიზოლონი ან ექვივალენტური კორტიკოსტეროიდი და ანტიჰისტამინური პრეპარატი) რათა შეამციროთ ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების სიხშირე და სიმძიმე. ასევე სასურველია ანტიპერიტიკის დამატება (მაგ.:აცეტამინოფენი)[იხ. დოზირება და შეყვანა (2.3ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების მართვის რეკომენდაციები დამოკიდებულია რეაქციის ტიპსა და სიმძიმეზე [იხ. დოზირება და შეყვანა (2.5)]. სიცოცხლისათვის საშიში რეაქციების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გააჩერეთ ინფუზია და სამუდამოდ შეწყვიტეთ ოკრევუსით მკურნალობა, პაციენტს ჩაუტარეთ სათანადო მკურნალობა. ნაკლებად მძიმე რეაქციისას, მართვაც შეიძლება მოიცავდეს ინფუზიის დროებით შეჩერებას, ინფუზიის სიჩქარის შემცირებას და/ან სიმპტომური მკურნალობის ჩატარებას.

  • 2 ინფექციები

ოკრევუსით ნამკურნალებ პაციენტებს შორის ინფექცია უფრო ხშირია, ვიდრე რებიფისა და პლაცებოს ჯგუფის პაციენტებში. RMS კვლევებში, ოკრევუსით ნამკურნალები პაციენტების 58% ში აღინიშნებოდა ერთი ან მეტი ინფექცია, რებიფით ნამკურნალევი პაციენტების ჯგუფისგან განსხვავებით (52%). PPMS კვლევაში, ოკრევუსით ნამკურნალები პაციენტების 70% -ში გამოვლინდა ერთი ან მეტი ინფექცია, ხოლო პლაცებოს ჯგუფშიპაციენტთა 68%-ში.

ოკრევუსი ზრდის როგორც ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციებს ასევე კანის, და ჰერპესული გენეზის ინფექციების რისკს[იხ, გვერდითი რეაქციები (6.1)].

კვლევების თანახმად,ოკრევუსი არ ასოცირდება სერიოზული ინფექციების მომატებულ რისკთან MS პაციენტებში. აქტიური ინფექციის შემთხვევაში ოკრევუსის ინფუზია უნდა გადაიდოს ინფექციის ალაგებამდე.

სასუნთქი გზების ინფექციები

სასუნთქი გზების ინფექციები უფრო მაღალი სიხშირით გამოვლინდა ოკრევუსით ნამკურნალები პაციენტების ჯგუფში,რებიფის და პლაცებოს ჯგუფის პაციენტებთან შედარებით. RMS კვლევებში ოკრევუსის ჯგუფის პაციენტების 40% ში გამოვლინდაზედა სასუნთქი გზების ინფექციები, რებიფის ჯგუფში , პაციენტების 33% -ს; ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები აღენიშნაოკრევუსით ნამკურნალევი პაციენტების 8%, ხოლო რებიფის ჯგუფშიპაციენტების 5% -ს. PPMS კვლევაში ზედა სასუნთქი გზების ინფექციები გამოვლინდა ოკრევუსით ნამკურნალები პაციენტების 49% , ხოლო პლაცებოს ჯგუფში პაციენტების 43% -ს; ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები ოკრევუსით ნამკურნალები პაციენტების 10% აღენიშნა, ხოლო პლაცებოს ჯგუფშიპაციენტების 9%. ინფექციები უმეტესწილად იყო მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის და ძირითადად წარმოდგენილი ზედა სასუნთქი გზების ინფექციებით და ბრონქიტით.

ჰერპესი

აქტიური კონტროლის (RMS) კლინიკურ კვლევებში, ჰერპესული ინფექციები უფრო ხშირად ფიქსირდებოდა ოკრევუსით ნამკურნალევ პაციენტებში ვიდრე რებიფის მიმღებ პაციენტებში, მათ შორის herpes zoster (2.1% vs. 1.0%), herpes simplex (0.7% vs. 0.1%), ორალური ჰერპესი (3.0% vs. 2.2%), გენიტალური ჰერპესი (0.1% vs. 0%), და herpes virus ინფექცია (0.1% vs. 0%). ინფექციები უმეტესწილად იყო მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. დისემინირებული ჰერპესის შემთხვევები არ ყოფილა. პლაცებო-კონტროლირებად (PPMS) კლინიკურ კვლევაში, ორალური ჰერპესი უფრო ხშირი იყო ოკრევუსის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში (2.7% vs 0.8%).

პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია (PML)

PML არის თავის ტვინის ოპორტუნისტული ვირუსული ინფექცია, რომელსაც იწვევს John Cunningham (JC) ვირუსი. იგი ტიპიურია იმუნოკომპრომეტირებული პაციენტებსთვის და ჩვეულებრივ იწვევს სიკვდილს ან მძიმე უნარშეზღუდულობას. მიუხედავად იმისა, რომ ოკრევუსის კლინიკურ კვლევებში PML-ის შემთხვევები იდენტიფიცირებული არ ყოფილა, PML-ის გამომწვევი JC ვირუსული ინფექცია დაფიქსირებულია პაციენტებს შორის, რომლებიც მკურნალობდნენ სხვა ანტი- CD20 ნტისხეულებით და MS -ის სხვა თერაპიის შემთხვევაში და ასოცირდება გარკვეულ რისკ-ფაქტორებთან (მაგ: იმუნოკომპრომეტირებული პაციენტი, პოლითერაპია იმუნოსუპრესანტებით). PML -ზე მიმანიშნებელი პირველივე საეჭვო ნიშნის ან სიმპტომის შემთხვევაში შეაჩერეთ ოკრევუსი და ჩაატარეთ სათანადო დიაგნოსტიკური კვლევა. MRI სურათი აშკარა შეიძლება იყოს კლინიკური ნიშნების და სიმპტომების გამოვლენამდე. PML-ის ტიპიური სიმპტომები შეიძლება იყოს სხვადასხვა, ისინი პროგრესირებს დღეების ან კვირების მანძილზე და მოიცავს სხეულის ერთერთი ნახევრის პროგრესირებად სისუსტეს, ან კიდურების მოუქნელობას, მხედველობის დარღვევას, აზროვნების, მეხსიერების და ორიენტაციის დარღვევას რაც იწვევს კონფუზიას და პიროვნულ ცვლილებებს.

ჰეპატიტი B ვირუსის (HBV) რეაქტივაცია

MS პაციენტებში ოკრევუსით მკურნალობის ფონზე ჰეპატიტი B რეაქტივაციის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ფულიმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა, და სიკვდილი გამოწვეული რეაქტივაციით, დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ სხვა ანტი -CD20 ანტისხეულებით. ოკრევუსით მკურნალობის დაწყებამდე ყველა პაციენტს ჩაუტარეთ HBV სკრინინგი. არ მისცეთ ოკრევუსი პაციენტებს აქტიური HBV-ით, რომელიც დადასტურებულია HBsAg და anti-HB ტესტების პოზიტიური შედეგებით. პაციენტებს, რომლებიც არიან ნეგატიური ზედაპირულ ანტიგენზე [HBsAg] და პოზიტიური HB ძირითად ანტიგენზე [HBcAb+] ან არიან HBV [HBsAg+] მატარებლები, მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს უნდა ჩაუტარდეთ ღვიძლის დაავადებათა ექსპერტის კონსულტაცია.

სხვა იმინოსუპრესანტებტან ერთად მიღებისას იმუნოსუპრესიის რისკის მომატების შესაძლებლობა

როდესაც იწყებთ ოკრევუსს იმუნოსუპრესიული თერაპიის შემდეგ, ან იმუნოსუპრესიულ თერაპიას ოკრევუსის შემდეგ, გაითვალისწინეთ, რომ არსებობს იმუნოსუპრესიული ეფექტის გაძლიერების პოტენციალი [იხ. წამალთაშორის ურთიერთქმედება (7.1) და კლინიკური ფარმაკოლოგია (12.1, 12.2)]. ოკრევუსის ეფექტი MS სხვა მკურნალობსათან ერტად შესწავლილი არ არის.

აცრა

ყველა აცრა, იმუნიზაციის გაიდლაინის მიხედვით, უნდა ჩატარდეს ოკრევუსით მკურნალობის დაწყებამდე სულ მცირე 6 კვირით ადრე. ცოცხალი ან დასუსტებული ვაქცინით აცრის უსაფრთხოება ოკრევუსით მკურნალობის შემდეგ შესწავლილი არ არის,აცრა ცოცხალი ან დასუსტებული ვაქცინით არ არის რეკომენდებული მკურნალობის დროს, B-უჯრედების რიცხვის აღდგენამდე [იხ, კლინიკური ფარმაკოლოგია (12.2)]. ასევე არ არის მონაცემები ცოცხალი ან არაცოცხალი ვაქცინით აცრების შესახებ ოკრევუსით მკურნალობის ფონზე.

  • 3 ავთვისებიანი წარმონაქმნები

ოკრევუსთან შესაძლოა ასოცირებული იყოს ავთვისებიანი წარმონაქმნების განვითარების მომატებული რისკი. კონტროლირებულ კვლევებში, ავთვისებიანი წარმონაქმნები, ძუძუს კიბოს ჩათვლით, უფრო ხშირი იყო ოკრევუსის მიმღებ პაციენტებში. ძუძუს კიბო გამოუვლინდა 781 ოკრევუსის მიმღები ქალიდან რვას, ხოლო პლაცებოს ან რებიფის მიმღები 668 ქალიდან კი არცერთს. პაციენტებმა უნდა მისდიონ ძუძუს კიბოს სკრინინგის სტანდარტულ გაიდლაინს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

აუხსენით პაციენტს, რომ თუ იგი დაორსულდა ან გეგმავს ორსულობას ოკრევუსით მკურნალობის პერიოდში, ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ექიმს [იხ. ორსულობა (8.1)].

ოკრევუსი ™[ოკრელიზუმაბი] წარმოებულია: Genentech, Inc. A Member of the Roche Group 1 DNA Way South San Francisco, CA 94080-4990 U.S. ლიცენზიის No. 1048 ოკრევუსი არის Genentech, Inc. სავაჭრო ნიშანი ©2017 Genentech, Inc.

გვერდითი მოვლენები

ინსტრუქციაში დეტალურად არის განხილული შემდეგი სერიოზული გვერდითი რეაქციები:

  • ინფუზიური რეაქციები [იხ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1)]
  • ინფექციები [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2)]
  • ავთვისებიანი წარმონაქმნები [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.3)]
  • 1კლინიკური კვლევებიდან მიღებული გამოცდილება

იმის გამო, რომ კლინიკური კვლევების ჩატარების პირობები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან, ერთი წამლის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები არ შეიძლება პირდაპირ შედარდეს სხვა წამლის კლინიკურ კვლევაში დაფიქსირებულ გვერდით რეაქციებს და შესაძლოა არ ასახავდეს პრაქტიკაში გამოვლენილ რეაქციებს.

ოკრევუსის უსაფრთხოება შესწავლილი იქნა 1311 პაციენტში, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს MS კლინიკურ კვლევებში, რაც მოიცავდა აქტიური კონტროლის კლინიკურ კვლევაში მონაწილე 825 პაციენტს MS მორეციდივე ფორმით (RMS) და პლაცებო-კონტროლირებულ კვლევაში მონაწილე 486 პაციენტს პირველადად პროგრესირებადი MS -ით (PPMS).

გვერდითი რეაქციები პაციენტებში მორეციდივე ფორმის MS-ით

აქტიური კონტროლის კვლევებში (კვლევა 1 და კვლევა 2), 825 პაციენტი RMS -ით იღებდა ოკრევუსს 600 მგ ინტრავენურად, ყოველ 24 კვირაში (საწყისი მკურნალობა ეძლეოდათ ორი განცალკევებული 300 მგ ინფუზიის სახით კვირაზე 0 და კვირაზე 2) [იხ. კლინიკური კვლევები (14.1)]. საერთო ექსპოზიცია კონტროლირებული მკურნალობის 96 კვირიან პერიოდში იყო 1448 პაციენტ-წელი. ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები RMS კვლევებში (ინსიდენსი≥ 10%) იყო ზედა სასუნთქი გზების ინფექციები და ინფუზიური რეაქციები. ცხრილში 2 შეჯამებულია გვერდითი რეაქციები, რომლებიც გამოვლინდა RMS კვლევებში (კვლევა 1 და კვლევა 2).

ცხრილი 2. გვერდითი რეაქციები ზრდასრულ პაციენტებში RM-ით, რომლებიც ოკრევუსით მკურნალობისას იყო 5% -ში მაინც და იყო მეტი ვიდრე რებიფის შემთხვევაში

გვერდითი რეაქციები

კვლევები 1 და 2

OCREVUS 600 მგ IV ყოველ 24 კვირაში 1 (n=825) %

რებიფი 44 მკგ SQ 3-ჯერ კვირაში (n=826) %

ზედასასუნთქი გზების ინფექციები

40

33

ინფუზიური რეაქციები

34

10

დეპრესია

8

7

ქვედა სასუნთქი გზების რეაქციები

8

5

ზურგის ტკივილი

6

5

ჰერპესის ვირუსთან ასოცირებული ინფექციები

6

4

კიდურების ტკივილი

5

4

1 პირველი დოზის მიღება ხდებოდა ორი 300 მგ ინფუზიის სახით კვირაზე 0 და კვირაზე 2.

გვერდითი რეაქციები პაციენტებში პირველადად პროგრესირებადი MS-ით

პლაცებო -კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში (კკვლევა 3), ჯამში 486 პაციენტმა PPMS-ით მიიღო ინტრავენური ოკრევუსის ერთი კურსი (600 მგ ოკრევუსი შეყვანილი ორი 300 მგ ინფუზიის სახით, მათ შორის 2 კვირიანი ინტერვალით) ყოველ 24 კვირაში, ხოლო 239 პაციენტმა ინტრავენურად მიიღო პლაცებო [იხ. კლინიკური კვლევები (14.2)]. საერთო ექსპოზიცია კონტროლირებული მკურნალობის პერიოდში იყო 1416 პაციენტ-წელი, მკურნალობის საშუალოდ 3 წლიანი ხანგრძლივობით. ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები PPMS კვლევაში (ინსიდენსი≥ 10%) იყო ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ინფუზიური რეაქციები, კანის ინფექციები და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები. ცხრილში 3 შეჯამებულია გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა PPMS კვლევაში (კვლევა 3).

ცხრილი 3. გვერდითი რეაქციები ზრდასრულ პაციენტებში PPMS -ით, რომელთა ინციდენტობა ოკრევუსის ჯგუფის პაციენტებისათვის იყო არანაკლებ 5% -ისა და აღემატებოდა პლაცებოს

გვერდითი რეაქციები

კვლევა 3

OCREVUS 600 მგ IV ყოველ 24 კვირაში 1 (n=486) %

პლაცებო (n=239) %

ზედა სასუნთქი გზების ინფექციები

49

43

ინფუზიური რეაქციები

40

26

კანის რეაქციები

14

11

ქვედა სასუნთქი გზების რეაქციები

10

9

ხველა

7

3

დიარეა

6

5

პერიფერიული შეშუპება

1ოკრევუსის ერთი დოზა (600 მგ, ორი ორკვირიანი ინტერვალით ჩატარებული 300 მგ ინფუზიის სახით)

ლაბორატორიული დარღვევები

იმუნოგლობულინების შემცირება

იმუნოგლობულინები

ოკრევუსით მკურნალობამ გამოიწვია საერთო იმუნოგლობულინების შემცირება კვლევის კონტროლირებული პერიოდების მანძილზე, რაც უპირატესად იყო IgM -ის შემცირების ხარჯზე და არ ახლდა აშკარა სერიოზული ინფექციების შემთხვევები.

აქტიური კონტროლის (RMS) კვლევებში, საბაზისო ვიზიტზე ოკრევუსის ჯგუფის პაციენტთა ნაწილსაღენიშნებოდა IgG, IgA და IgM < ნორმის ქვედა ზღვარზე (LLN) შესაბამისად- 0.5%, 1.5% და 0.1%.

მკურნალობის 96-ე კვირაზე ამავე ჯგუფში გამოვლენილ იქნა შემდეგი ლაბორატორიული მაჩვენებლები: შესაბამისად 1.5%, 2.4% და 16.5%.

პლაცებო-კონტროლირებულ კვლევაში (PPMS) საბაზისო ვიზიტზე, პაციენტთა წილი, რომელთაც ქონდათ IgG, IgA და IgM < LLN ოკრევუსის ჯგუფში იყო შესაბამისად 0.0%, 0.2% და 0.2%. მკურნალობის შემდეგ, ოკრევუსით ნამკურნალევი იმ პაციენტების წილი, რომელთაც ქონდათ IgG, IgA and IgM < LLN 120-ე კვირაზე იყო შესაბამისად 1.1%, 0.5% და 15.5%.

ნეიტროფილები

აქტიური კონტროლის (RMS) მკურნალობის პერიოდში, ნეიტროფილების შემცირება აღინიშნა ოკრევუსის მიმღებ პაციენტთა 14.7% -ში, ხოლო ინტერფერონი ბეტა-1ა-ს მიმღებ პაციენტთა 40.9% -ში. პლაცებო-კონტროლირებულ (PPMS) კლინიკურ კვლევაში, ოკრევუსის მიმღები იმ პაციენტების წილი, რომელთაც ნეიტროფილების რიცხვის შემცირება აღენიშნათ იყო ცოტათი მეტი (12.9%) ვიდრე პლაცებოს მიმღებ პაციენტთა შორის (10.0%).

შემთხვევათა უმრავლესობაში ნეიტროფილების რიცხვის შემცირება გარდამავალ ხასიათს ატარებდა (ოკრევუსის მიმღებ კონკრეტულ პაციენტებში მხოლოდ ერთჯერადად დაფიქსირდა), ხოლო სიმძიმით იყო Iან IIხარისხის.

მთლიანობაში, ოკრევუსის ჯგუფში III-IV ხარისხის ნეიტროპენია აღენიშნა პაციენტთა 1%-ს და იგი არ იყო დროში ასოცირებული ინფექციასთან.

  • 2 იმუნოგენობა

ისევე როგორც სხვა სამკურნალო ცილების შემთხვევაში, არსებობს იმუნოგენობის პოტენციალი.იმუნოგენობის ანალიზის შედეგები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მრავალ ფაქტორზე, როგორიცაა ანალიზის მეთოდის სენსიტიურობა და სპეციფიურობა, მეთოდოლოგია, ნიმუშის მომზადების წესი, ნიმუშის აღების დრო, თანმხლები მედიკამენტები, და დაავადება. ამის გამო ოკრევუსის მიმართ ATAs სიხშირის შედარება სხვა პროდუქტის მიმართ მათი გამომუშავების სიხშირესთან შეცდომაში შემყვანი შეიძლება იყოს.

MS კვლევებში (კვლევა 1, კვლევა 2, კვლევა 3) მონაწილე პაციენტებს დროის სხვადასხვა მონაკვეთში უტარდებოდათ ტესტირება (საბაზისო ვიზიტზე და ყოველ 6 თვეში მკურნალობის შემდეგ, მთელი კვლევის განმავლობაში) წამლის საწინააღმდეგო ანტიგენებზე (ADAs). ოკრელიზუმაბით ნამკურნალები 1311 პაციენტიდან, 12 -ს (~1%) აღენიშნა დადებითი მკურნალობით-ინდუცირებული ADAs, რომელთაგან 2 პაციენტს ქონდა გამანეიტრალებელი ანტისხეულები. მკურნალობით გამოწვეული ADAs როლი უსაფრთხოებასა და ეფექტურობაში ვერ შეფასდება იმის გამო, რომ ოკრევუსთან ADA იშვიათად ასოცირდება.

7 წამალთაშორის ურთიერთქმედება

  • 1 იმუნოსუპრესიული ან იმუნო -მოდულაციური თერაპია

ოკრევუსის გამოყენებამ სხვა იმუნომოდულაციურ ან იმუნოსუპრესიულ მკურნალობასთან ერთად, კორტიკოსტეროიდების იმუნოსუპრესიული დოზების ჩათვლით, შესაძლოა გაზარდოს იმუნოსუპრესიის რისკი. ოკრევუსთან ერთად სხვა იმუნოსუპრესიული მკურნალობის გამოყენებისას გაითვალისწინეთ იმუნურ სისტემაზე დამატებითი გავლენის რისკი. ისეთი წამლებიდან გადმორთვის შემთხვევაში, რომელთაც იმუნურ სისტემაზე პროლონგირებული გავლენა აქვთ, (დაკლიზუმაბი, ფინგოლიმოდი, ნატალიზუმაბი, ტერიფლუნომიდი, მიტოქსანტრონი), საჭიროა გაითვალისწინოთ ზემოთხსენებული პრეპარატების მოქმედების მექანიზმი და ხანგრძლივობა, რადგან ოკრევუსის დაწყებისას შესაძლოა იმუნური სისტემის სუპრესიის დამატებითი ეფექტების აღმოცენება [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2)].

8 გამოყენება სპეციფიურ პოპულაციებში

  • 1 ორსულები

რისკების შეჯამება

ოკრევუსით ნამკურნალები დედების ახალშობილების სისხლში B-უჯრედების დონე კლინიკურ კვლევებში შესწავლილი არ ყოფილა. ორსული ქალების მონაწილეობით კვლევების ადეკვატური, კარგად კონტროლირებული მონაცემები არ არსებობს. მიუხედავად ამისა, აღწერილია პერიფერიული B-უჯრედების გარდამავალი დეპლეცია (მკვეთრი შემცირება) და ლიმფოციტოპენია სხვა ანტი-CD20 ანტისხეულებით ნამკურნალები პაციენტების ახალშობილებში, . ოკრევუსი არის ჰუმანიზებული მონოკლონური ანტისხეული იმუნოგლობულინი G1, ხოლო იმუნოგლობულინები, როგორც ცნობილია, აღწევენ პლაცენტურ ბარიერში.

ოკრევუსის მიღება არ არის სასურველი ორსულობისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დედისათვის პოტენციური სარგებელი უფრო მეტია, ვიდრე პოტენციური რისკი ნაყოფისათვის.

  • 2 ლაქტაცია

რისკების შეჯამება

არ არის ცნობილი გადადის თუ არა ოკრევუსი დედის რძეში და ახდენს თუ არა გავლენას ახალშობილზე, ასევე უცნობია ახდენს თუ არა იგი გავლენას რძის პროდუქციაზე. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ოკრელიზუმაბი ძუძუს რძეში გადადის (იხ. ნაწილი 3.3.4 პრეკლინიკური უსაფრთხოება, ტერატოგენობა). იმის გამო, რომ ადამიანის IgG დედის რძეში გადადის, ხოლო B -უჯრედების გაღარიბების გამომწვევი ოკრელიზუმაბის აბსორბციის პოტენციალი უცნობია, ოკრევუსით მკურნალობისას რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა.

  • 3 რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები და მამაკაცები

კონტრაცეფციარეპროდუქციული ასაკის ქალებში ,ოკრევუსით მკურნალობის განმავლობაში,ასევე ბოლო ინფუზიიდან 6 თვის მანძილზე რეკომენდებულია კონტრაცეფცია [იხ. კლინიკური ფარმაკოლოგია (12.3)].

  • 4 გამოყენება ბავშვებში

ოკრევუსის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი არ არის.

  • 5 გამოყენება ხანდაზმულებში

ოკრევუსის კლინიკურ კვლევებში ახალგაზრდა ასაკის პაციენტებთან შედარებით,65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტების რაოდენობა არ არის დამაკმაყოფილებელიიმ უტყუარი მონაცემების დასადგენად, თუ რამდენად განსხვავებულად რეაგირებენ ისინი ოკრელიზუმაბით თერაპიაზე. 11 აღწერა

ოკრელიზუმაბი არის რეკომბინანტული ჰუმანიზებული მონოკლონური ანტისხეული, რომელიც მიომართულია CD20-წარმდგენი B-უჯრედების წინააღმდეგ. ოკრელიზუმაბი არის გლიკოლიზებული იმუნოგლობულინი G1 (IgG1), რომლის მოლეკულური მასაა დაახლოებით 145 kDa. ოკრევუსი (ოკრელიზუმაბი) საინექციო ინტრავენური ხსნარი ინფუზიისათვის თავისუფალია კონსერვანტებისაგან. წარმოადგენს სტერილურ, გამჭვირვალე ან მცირედ ოპალესცირებად ხსნარს, რომლის ფერია უფეროდან ბაც ყავისფრამდე,და მოწოდებულია ერთდოზიან ფლაკონებში. ხსნარის თითოეული მლ შეიცავს: 30 მგ ოკრელიზუმაბს, ყინულოვან ძმარმჟავას (0.25 მგ), პოლისორბატს 20 (0.2 მგ), ნატრიუმის აცეტატის ტრიჰიდრატს (2.14 მგ), და ტრეჰალოზის დიჰიდრატს (40 მგ); pH 5.3.

12 კლინიკური ფარმაკოლოგია

  • 1 მოქმედების მექანიზმი

ოკრელიზიუმაბი არის რეკომბინანტული ჰუმანიზებული მონოკლონური ანტისხეული, რომელიც სელექტიურად მოქმნედებს CD20-ექსპრესირებად B-უჯრედებზე.

CD20 არის უჯრედული ზედაპირული ანტიგენი, რომელიც პრე-B უჯრედებზე, მომწიფებულ და მეხსიერების B-უჯრედებზე გვხვდება, მაგრამ არ არის ლიმფოიდურ ღეროვან უჯრედებსა და პლაზმურ უჯრედებზე.

ზუსტი მექანიზმი, რომლითაც ოკრელიზუმაბის თერაპიულ ეფექტს ახდენს MS-ის დროს, სრულად გარკვეული არ არის. სავარაუდოდ იგი ახორციელებს იმუნომოდულაციას CD20-ექსპრესირებადი B-უჯრედების რაოდენობის შემცირების და ფუნქციონირების დათრგუნვის გზით. ზედაპირზე მიმაგრების შემდეგ ოკრელიზუმაბი სელექტიურად აღარიბებს CD20-ექსპრესირებად B-უჯრედებს, ანტისხეულებზე დამოკიდებული უჯრედული ფაგოციტოზის (ADCP), ანტისხეულებზე დამოკიდებული უჯრედული ციტოტოქსიურობის (ADCC), კომპლემენტ-დამოკიდებული ციტოტოქსიურობის (CDC) და აპოპტოზის გზით. B-უჯრედების რეკონსტიტუციის უნარი და არსებული ჰუმორული იმუნიტეტი შენარჩუნებულია. ამასთანავე, ბუნებრივი იმუნიტეტი და T-უჯრედების საერთო რიცხვი არ იცვლება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ოკრევუსით მკურნალობა იწვევდა CD19+ B-უჯრედების სწრაფ გაღარიბებას სისხლში, მკურნალობის შემდეგ მე-14 დღეს (შეფასების პირველი ეტაპი), რაც მოსალოდნელ ფარმაკოდინამიკურ ეფექტს წარმოადგენს. ეს მდგომარეობა ნარჩუნდებოდა მკურნალობის პერიოდის მანძილზე. III ფაზის კვლევებში, ოკრევუსის თითოეულ დოზას შორის, პაციენტთა დაახლოებით 5% -ს აღენიშნა B-უჯრედების რაოდენობის აღდგენა (> ნორმის ქვედა ზღვარი [LLN] საბაზისო ვიზიტზე) ერთი შეფასებისას მაინც. B-უჯრედების გაღარიბების დონე და ხანგრძლივობა მსგავსი იყო PPMS და RMS კვლევებში.

ოკრევუსის ბოლო ინფუზიის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი დაკვირვება (ფაზა II, n=51) აჩვენებს, რომ B-უჯრედების აღდგენის დრო (საბაზისო დონეზედაბრუნება /LLN იმისდამიხედვით თუ რა იყო პირველად) საშუალოდ 72 კვირას შეადგენდა (27–175 კვირის ფარგლებში). ყველა პაციენტის 90%-ში B-უჯრედების რიცხვი აღდგა LLN-მდე ან საბაზისო მაჩვენებლებამდე. ბოლო ინფუზიიდან დაახლოებით ორნახევარ წელიწადში.

  • 3 ფარმაკოკინეტიკა

ოკრევუსის ფარმაკოკინეტიკა MS კვლევებში აღწერილი იყო ორგანყოფილებიანი მოდელით, დროზე დამოკიდებული კლირენსით და PK პარამეტრებით, რომლებიც ტიპიურია IgG1 მონოკლონური ანტისხეულებისათვის. კლირენსი და ცენტრალური მოცულობა განისაზღვრა როგორც 0.17 L/დღეშიბ და 2.78 L, პერიფერიული მოცულობა და განყოფილებათაშორისი კლირენსი 2.68 L და 0.294 L/დღეში, და საწყისი დროზე დამოკიდებული კლირენსი 0.0489 L/დღეში, რომელიც იკლებდა ნახევრადგამოყოფით 33 კვირის მანძილზე. საერთო ექსპოზიცია (AUC 24-კვირიანი დოზირების ინტერვალით) იყო იდენტური 2 × 300 მგ PPMS და 1 × 600 მგ RMS კვლევებში, როგორც მოსალოდნელი იყო, რადგან გამოყენებული იყო იდენტური დოზები. მრუდის ქვეშ არე (AUCτ) 600 მგ ოკრევუსის მე-4 დოზის შემდეგ იყო 3510 µg/მლ∙დღე, ხოლო საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) იყო 212 მკგ/მლ RMS (600 მგ ინფუზია) და 141მკგ/მლ PPMS (300 მგ ინფუზიები) შემთხვევებში. ტერმინალური ნახევრადდაშლის დრო იყო 26 დღე.

განაწილება

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკა განსაზღვრავს განაწილების ცენტრალურ მოცულობას - 2.78 L. პერიფერიული მოცულობა და განყოფილევბათაშორიოსი კლირენსი განისაზღვრა როგორც 2.68 L და 0.294 L/დღე.

ელიმინაცია

კლირენსის კონსტანტა არის 0.17 L/დღეში, ხოლო საწყისი დროზე დამოკიდებული კლირენსი კი 0.0489 L/, რაც იკლებს ნახევრადდაშლით 33 კვირაში. ტერმინალური ელიმინაციის ნახევრადდაშლის დრო არის 26 დღე.

მეტაბოლიზმი

ოკრევუსის მეტაბოლიზმი უშუალოდ შესწავლილი არ ყოფილა, რადგან ანტისხეულების ალაგება ხდება ძირითადად კატაბოლიზმით.

სპეციფიური პოპულაციები

თირკმლის ფუნქციის დაქვეითება

ფორმალური ფარმაკოკინეტიკური კვლევები არ ჩატარებულა. კლინიკურ კვლევებში ჩართული იყვნენ პაციენტები თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაქვეითებით და მათში ოკრევუსის ფარმაკოკინეტიკის ცვლილება არ გამოვლენილა.

ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება

ფორმალური ფარმაკოკინეტიკური კვლევები არ ჩატარებულა. კლინიკურ კვლევებში ჩართული იყვნენ პაციენტები ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი დაქვეითებით და მათში ოკრევუსის ფარმაკოკინეტიკის ცვლილება არ გამოვლენილა.

13 არაკლინიკური ტოქსიკოლოგია

  • 1 კანცეროგენობა, მუტაგენობა, ფერტილობის დაქვეითება

კანცეროგენობის კვლევები ჩატარებული არ ყოფილა, რადგან ოკრევუსის კანცეროგენობის შესწავლისათვის შესაფერისი ცხოველური და in vitro მოდელები არ არსებობს.ოკრევუსის მუტაგენური პოტენციალის შესაფასებელი კვლევები არ ჩატარებულა. ოკრევუსის, როგორც ანტიგენის უშუალო მოქმედება დნმ-ზე ან სხვა ქრომოსომულ მასალაზე მოსალოდნელი არ არის. მამრ და მდედრ მაკაკებზე ჩატარებულმა ფერტილობის პრეკლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინა რაიმე საფრთხე ადამიანებისათვის.

14 კლინიკური კვლევები

  • 1 გაფანტული სკლეროზის მორეციდივე ფორმები (RMS)

ოკრევუსის ეფექტურობა და უსაფრთხოება შესწავლილი იქნა ორ რანდომიზებულ ორმაგ-ბრმა, ორმაგი იმიტაციის, აქტიური კომპარატორით კონტროლირებულ, იდენტური დიზაინის კლინიკურ კვლევაში, რომლებშიც მონაწილეობდნენ პაციენტები MS-ის მორეციდივე ფორმებით (McDonald-ის 2010 წლის კრიტერიუმების თანახმად). კვლევის დიზაინი და კვლევის პოპულაციის საბაზისო მახასიათებლები მოყვანილია ცხრილში 4.

დემოგრაფიული და საბაზისო მახასიათებლები ორივე სამკურნალო ჯგუფში კარგად იყო დაბალანსებული. პაციენტებს ოკრევუსის ჯგუფში (ჯგუფიA) უკეთდებოდათ 600 მგ ყოველ 6 თვეში (დოზა 1 კეთდებოდა 2 × 300 მგ IV ინფუზიის სახით, რომელთა შორის დაცული იყო 2 კვირიანი ინტერვალი), ხოლო შემდეგი დოზები უკეთდებოდათ ერთი 600 მგ-იანი ინფუზიის სახით. პეციენტები B ჯგუფში იღებდნენ ინტერფერონს ბეტა-1ა (რებიფი®) 44 მკგ SC ინექციის სახით კვირაში სამჯერ.

საკვანძო კლინიკური და MRI ეფექტურობის შედეგები წარმოდგენილია ცხრილში 4 და ნახატზე 1.

ცხრილი 4. კვლევის დიზაინი და დემოგრაფიული მახასიათებლები

კვლევა 1

კვლევა 2

კვლევის სახელი

WA21092 (OPERA I) (n=821)

WA21093 (OPERA II) (n=835)

კვლევის დიზაინი

კვლევის პოპულაცია

პაციენტები MS მორეციდივე ფორმებით

დაავადების ანამნეზი სკრინინგზე

წინა ორი წლის მანძილზე ორი გამწვავება მაინც ან ერთი გამწვავება ბოლო ერთი წლის მანძილზე; EDSS 0 -დან 5.5-ის ჩათვლით.

კვ;ლევის ხანგრძლივობა

2 წელი (96 კვირა)

მკურნალობის ჯგუფებ

ჯგუფი A: ოკრევუსი 600 მგ

ჯგუფი B: ინტერფერონი ბეტა-1ა (რებიფი®) 44 მკგ SC (IFN)

საბაზისო მახასიათებლები

ოკრევუსი

600 მგ

(n=410)

IFN 44 მკგ

(n=411)

ოკრევუსი

600 მგ (n=417)

IFN 44 მკგ

(n=418)

საშუალო ასალი (წლები)

  • 1
  • 9
  • 2
  • 4

სქესთა ბალანსი (% კაცი /% ქალი)

  • 1/65.9
  • 8/66.2
  • 0/65.0
  • 0/67.0

საშუალო/გასაშუალოებული ხანგრძ MS სიმპტომების დაწყებიდან (წლები)

  • 74/4.88
  • 25/4.62
  • 72/5.16
  • 68/5.07

საშუალო/გასაშუალოებული დაავადების ხანგრძლივობა დიაგნოსტიკიდან (წლები)

  • 82/1.53
  • 71/1.57
  • 15/2.10
  • 13/1.84

ბოლო წელს გამწვავებების საშუალო რიცხვი

  • 31
  • 33
  • 32
  • 34

Gd-ჩამრთველი T1 დაზიანებების საშუალო რიცხვი

  • 69
  • 87
  • 82
  • 95

T2 დაზიანებების საშუალო რიცხვი

  • 04
  • 06
  • 26
  • 01

სურათი 1. Kaplan-Meier-ის გრაფიკი - დრო დადასტურებული უნარშეზღუდულობის პროგრესირების (CDP)დაწყებამდე, რომელიც გრძელდებოდა არანაკლებ12 კვირის განმავლობაში,, ნევროლოგიური გაუარესების საწყისი მოვლენით, რომელიც გამოვლინდა ორმაგი-ბრმა მკურნალობის პერიოდში (გაერთიანებული ITT პოპულაცია)*

არანაკლებ 12 კვირის მანძილზე შენარჩუნებული CDP-ის განვითარებამდე დროის პრესპეციფიური გაერთიანებული ანალიზის შედეგები (40% რისკის შემცირება ოკრევუსის შემთხვევაში, შედარებით ინტერფერონ ბეტა-1ა-სთან, p=0.0006) მნიშვნელოვნად ემთხვეოდა შედეგებს, რომლებიც 24 კვირის მანძიულზე მაინც აღინიშნებოდა (40% რისკის შემცირება ოკრევუსის შემთხვევაში, შედარებით ინტერფერონი ბეტა-1ა-თან, p=0.0025).

პირველადად პროგრესირებადი MS

ოკრევუსის ეფექტურობა და უსაფრთხოება ასევე შესწავლილი იყო რანდომიზებულ, ორმაგ-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში პირველადად პროგრესირებადი MS დროს (Study WA25046). კვლევის დიზაინი და კვლევის პოპულაციის საბაზისო მახასიათებლები წარმოდგენილია ცხრილში 5.

დემოგრაფიული და საბაზისო მახასიათებლები მკურნალობის ორივე ჯგუფში დაბალანსებული იყო.

ოკრევუსით ნამკურნალებიპაციენტების ჯგუფში (ჯგუფი A), პაციენტები იღებდნენ 600 მგ-ს ყოველ 6 თვეში (2 × 300 მგ IV ინფუზია, რომელთა შორის ინტერვალი იყო 2 კვირა). III ფაზის PPMS მთელი კვლევის განმავლობაში პაციენტები იღებდნენ 600 მგ-ს ორი 300 მგ-იანი ინფუზიის სახით, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილი იყო ორკვირიანი ინტერვალით. 600 მგ ინფუზიები RMS დროს და 2 × 300 მგ ინფუზიები PPMS დროს ამჟღავნებდნენ ერთნაირ PK/PD პროფილს. IRR პროფილი ყოველი ინფუზიისას ასევე იყო მსგავსი იმის მიუხედავად თუ როგორ ხდებოდა 600 მგ მიწოდება - ერთი 600 მგ-იანი ინფუზიის თუ ორი, 2 კვირით ერთმანეთისაგან დაშორებული 300 მგ-იანი ინფუზიის სახით (იხ. ნაწილები 2.6 არასასურველი ეფექტები და 3.2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები), თუმცა, იმის გამო, რომ ინფუზიები ჯამში უფრო მეტჯერ ხორციელდებოდა, (2 × 300 მგ რეჟიმი), IRRs შემთხვევები ამ დროს უფრო მეტი იყო. მაშასადამე, დოზა 1 -ის შემდეგ რეკომენდებულია ოკრევუსის შეყვანა ერთი 600 მგ-იანი ინფუზიის სახით (იხ. ცხრილი 1) ინფუზიების საერთო რიცხვის შემცირების მიზნით (პროფილაქტიკურად მეთილპრედნიზოლონის გამოყენების ფონზე) და ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების შემცირების მიზნით.

ცხრილი 5. კვლევის დიზაინი და საბაზისო მახასიათებლები კვლევაში 3

კვლევის სახელი

კვლევა 3

Study design

კვლევის პოპულაცია

პაციენტები MS -ის პირველადად პროგრესირებადი ფორმებით

კვლევის ხანგრძლივობა

მოვლენით -განპირობებული (მინიმუმ 120 კვირა და 253 დადასტურებული უნარშეზღუდულობის პროგრესირების მოვლენა)

დაკვირვების საშუალო დრო: ოკრევუსი 3.0წელი, პლაცებო 2.8 წელი

ანამნეზი სკრინინგისას

ასაკი18–55 წელი, EDSS 3.0-დან 6.5-მდე

მკურნალობის ჯგუფები

ჯგუფი A: ოკრევუსი 600 მგ

ჯგუფი B: პლაცებო, 2:1 რანდომიზაციით

საბაზისო მახასიათებლები

ოკრევუსი 600 მგ (n=488)

პლაცებო (n=244)

საშუალო ასაკი (წლები)

  • 7
  • 4

გენდერული განაწილება (% კაცი/% ქალი)

  • 4/48.6
  • 2/50.8

საშუალო/გასაშუალოებული ხანგრძლივობა MS სიმპტომების დაწყებიდან (წლები)

  • 7/6.0
  • 1/5.5

საშუალო/გასაშუალოებული დაავადების ხანგრძლივობა PPMS დიაგნოსტირებიდან (წლები)

  • 9/1.6
  • 8/1.3

საშუალო EDSS

  • 7
  • 7

საკვანძო კლინიკური და MRI ეფექტურობის შედეგები წარმოდგენილია ცხრილში 5 და სურათზე 2.

სურათი 2 Kaplan-Meier მრუდი, რომელიც ასახავს დროს არანაკლებ12 კვირის მანძილზე არსებული დადასტურებული უნარშეზღუდულობის პროგრესირების დაწყებამდე, საწყისი მოვლენის ნევროლოგიური გაუარესების ფონზე, გამოვლენილს მკურნალობის ორმაგ-ბრნმა პერიოდში (ITT პოპულაცია)*

  • ამ ანალიზში ჩართულ ყველა პაციენტზე დაკვირვება მიმდინარეობდა სულ მცირე 120 კვირის მანძილზე. პირველადი ანალიზი ეფუძნება ყველა აღმოცენებულ მოვლენას.
  • მომარაგება/შენახვა და მოხმარება

ოკრევუსი (ოკრელიზუმაბი) ხსნარი, არის კონსერვანტებისაგან თავისუფალი, სტერილური, გამჭვირვალე ან მსუბუქად ოპალესცირებადი ხსნარი, უფერო ან ბაცი ყავისფერი, რომლის მიწოდება ხდება ერთი, ერთდოზიანი 300 მგ/10 მლ (30 მგ/მლ) ფლაკონის შემცველი კოლოფით (NDC 50242-150-01).

შეინახეთ ოკრევუსის ფლაკონები 2°C–8°C (36°F–46°F) ტემპერატურაზე თავისივე კოლოფით, რათა დაცული იყოს სინათლისაგან. არ გაყინოთ და არ შეანჯღრიოთ.

17 ინფორმაცია პაციენტთა კონსულტირებისათვის

ურჩიეთ პაციენტს წაიკითხოს FDA-ს მიერ დამტკიცებული ინსტრუქცია პაციენტებისათვის (მედიკამენტის გზამკვლევი).

ინფუზიური რეაქციები

გაესაუბრეთ პაციენტს ინფუზიური რეაქციის ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და აუხსენით, რომ ინფუზიური რეაქცია შესაძლოა განვითარდეს ინფუზიიდან 24 საათამდე დროის ფარგლებში. გააფრთხილეთ პაციენტი, რომ დაუკავშირდეს ექიმს დაუყოვნებლივ, ინფუზიური რეაქციის სიმპტომების ან ნიშნების გამოვლენისთანავე [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1)].

ინფექცია

გააფრთხილეთ პაციენტი, რომ დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს ექიმს მკურნალობის განმავლობაში ან ბოლო დოზის შემდეგ ინფექციის ნებისმიერი სიმპტომის ან ნიშნის გამოვლენის შემთხვევაში [იხ. კლინიკური ფარმაკოლოგია (12.2)]. ნიშნებში შედის: ცხელება, შემცივნება, ხველა, ჰერპესის ნიშნები, როგორიცაა ტუჩებზე წყლული, ბუშტუკოვანი გამონაყარი ან გენიტალური წყლულები [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2)]. აუხსენით პაციენტს, რომ PML შემთხვევები ყოფილა ოკრევუსის მსგავსი წამლებით მკურნალობის შემთხვევაში და შესაძლოა ოკრევუსით მკურნალობის ფონზეც აღმოცენდეს. აუხსენით პაციენტს, რომ PML ხასიათდება პროგრესირებადი დეფიციტით და ჩვეულებრივ, რამოდენიმე კვირაში ან თვეში ხდება სიკვდილის ან მძიმე უნარშეზღუდულობის მიზეზი. აუხსენით პაციენტს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს ექიმს თუ მას PML-ის საეჭვო ნიშნები ან სიმპტომები გამოუვლინდა. აუხსენით პაციენტს, რომ PML -თან ასოცირებული ტიპიური სიმპტომები არის სხვადასხვა, პროგრესირებს დღეების ან კვირების განმავლობაში და მოიცავს სხეულის ერთი ნახევრის პროგრესირებად სისუსტეს ან კიდურების მოუქნელობას, მხედველობის დარღვევას, აზროვნების, მეხსიერების და ორიენტაციის დარღვევას, რაც იწვევს კონფუზიას და პიროვნულ ცვლილებებს [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2)]. აუხსენით პაციენტს, რომ ოკრევუსმა შესაძლოა გამოიწვიოს ჰეპატიტი B ინფექციის რეაქტივაცია, და თუ იგი რისკის ქვეშაა, საჭირო იქნება მონიტორინგი [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2)].

აცრა

აუხსენით პაციენტს, რომ სავალდებულო აცრების ჩატარება უნდა დაასრულოს ოკრევუსით მკურნალობის დაწყებამდე სულ მცირე 6 კვირით ადრე. ცოცხალი ან დასუსტებული ვაქცინით აცრა ოკრევუსით მკურნალობის პროცესში და B-უჯრედების რიცხვის აღდგენამდე რეკომენდებული არ არის [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2)].

ავთვისებიანი წარმონაქმნები

აუხსენით პაციენტს, რომ ოკრევუსით მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს ავთვისებიანი წარომნაქნმნების, მათ შორის ძუძუს კიბოს, რისკის მომატება. აუხსენით პაციენტს,რომ მან უნდა მისდიოს ძუძუს კიბოს სკრინინგის სტანდარტულ გაიდლაინს [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.3)].

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ოკრევუსი™ (ოკრელიზუმაბი) ხსნარი, ინტრავენური გამოყენებისათვის

გამოყენების ინსტრუქციის ძირითადი საკითხები

ეს საკითხები არ მოიცავს სრულად იმ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა ოკრევუსის ეფექტური და უსაფრთხო გამოყენებისათვის. იხილეთ ოკრევუსის გამოყენების სრული ინსტრუქცია.

ოკრევუსი™ (ოკრელიზუმაბი) ინექცია, ინტრავენური გამოყენებისათვის

საწყისი U.S. დამტკიცება: 2017

ჩვენებები და გამოყენება

ოკრევუსი არის CD20-მიმართული ციტოლიზური ანტისხეული, რომელიც ნაჩვენებია მორეციდივე ან პირველადად პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების სამკურნალოდ (1)

დოზირება და შეყვანა

პირველ დოზამდე საჭიროა სკრინინგი ჰეპატიტი B-ს ვირუსზე (2.1)

  • ყველა ინფუზიის წინ საჭიროა პრემედიკაცია მეთილპრედნიზოლონით (ან ექვივალენტური კორტიკოსტეროიდით) და ანტიჰისტამინური მედიკამენტით (მაგ. დიფენჰიდრამინი) (2.2)
  • ოკრევუსის შეყვანა უნდა მოხდეს ინტრავენური ინფუზიის გზით

○ საწყისი დოზა: 300 მგ ინტრავენური ინფუზია, ხოლო ორი კვირის შემდეგ მეორე 300 მგ ინტრავენური ინფუზია (2.3)

○ მომდევნო დოზები: 600 მგ ინტრავენური ინფუზია ყოველ 6 თვეში (2.3)

  • შეყვანამდე უნდა განზავდეს (2.3, 2.6)
  • საჭიროა პაციენტის მკაცრი მონიტორინგი როგორც ინფუზიის დროს,ასევე ინფუზიიდან მინიმუმ 1 საათის განმავლობაში (2.3, 2.5)

წამლის ფორმა და დოზა

  • ინექცია: 300 მგ/10 მლ (30 მგ/მლ) ერთდოზიან ფლაკონში. (3)

წინააღმდ ეგჩვენებები

  • აქტიური ჰეპატიტი B ვირუსული ინფექცია (4)
  • ანამნეზში სიცოცხლისთვის საშიში ინფუზიური რეაქცია ოკრევუსზე (4)

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:

  • ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები:

ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების მართვა დამოკიდებულია რეაქციის ტიპსა და სიმძიმეზე. ოკრევუსის მიღება სამუდამოდ უნდა შეწყდეს, თუ ადგილი აქვს სიცოცხლისათვის საშიშ ან მაინვალიდებელ რეაქციას (2.3, 5.1)

  • ინფექციები:აქტიური ინფექციის შემთხვევაში, ოკრევუსის შეყვანა უნდა გადაიდოს ინფექციის სრულ ალაგებამდე. ოკრევუსით მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობის შემდგომ პერიოდში დასუსტებული ან ცოცხალი ვაქცინით აცრა, B უჯრედების რიცხვის აღდგენამდე არ არის რეკომენდებული (5.2)
  • ავთვისებიანი წარმონაქმნები: ოკრევუსით მკურნალობა დაკავშირებულია ავთვისებიანი წარმონაქმნების, მომატებულ რისკთან,მათ შორის აღსანიშნავია სარძევე ჯირკვლების მალიგნიზაცია (5.3)

გვერდითი მოვლენები

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები:

  • მორეციდივე ფორმა - RMS (სიხშირე ≥10% და > REBIF): ზედა სასუნთქი გზების ინფექციები და ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები (6.1)
  • პირველადად პროგრესირებადი ფორმა-PPMS (სიხშირე ≥10% და > პლაცებო): ზედასასუნთქი გზების ინფექციები, ინფუზიური რეაქციები, კანის რეაქციები, ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები (6.1)

სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ შეატყობინეთ Genentech-ს ნომერზე 1-888-835-2555 ან FDA-ს ნომერზე 1-800-FDA-1088 or www.fda.gov/medwatch.

გამოყენება სპეციფიურ პოპულაციებში

  • ორსულობა: ცხოველებზე ჩატარებული კლევების თანახმად,თანახმად ოკრელიზუმაბი იწვევს ნაყოფის ფეტალურ დაზიანებებს.. (8.1)

იხ. 17 „ინფორმაცია პაციენტთა კონსულტირებისათვის“ და მედიკამენტის გზამკვლევი.

განახლებული: 3/2017

გამოყენების სრული ინსტრუქცია

  • ჩვენებები და გამოყენება

ოკრევუსი ნაჩვენებია ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ, რომელთაც აქვთ გაფანტული სკლეროზის მორეციდივე (RMS)ან პირველადად პროგრესირებადი ფორმა(PPMS).

2 დოზირება და შეყვანა

  • 1 შეფასება ოკრევუსის პირველ დოზამდე

სკრინინგი ჰეპატიტი B ვირუსზე

ოკრევუსით მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა ჩატარდეს სკრინინგი ჰეპატიტი B-ს ვირუსზე (HBV). ოკრევუსი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის აქტიური HBV-ით,რომელიც დადასტურდა HBsAg და anti-HBV ტესტებით. თუ პაციენტი ნეგატიურია ზედაპირულ ანტიგენზე [HBsAg] , მაგრამ პოზიტიურია HB ძირითად ანტისხეულზე [HBcAb+], ან არის HBV [HBsAg+] მატარებელი, საჭიროა კონსულტაცია ღვიძლის დაავადებების ექსპერტთან მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის განმავლობაში [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2)].

აცრები

იმის გამო, რომ ცოცხალი და დასუსტებული ვაქცინით აცრა არ არის რეკომენდებული მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ B-უჯრედების რაოდენობის აღდგენამდე, საჭიროა ყველა სავალდებულო აცრა, იმუნიზაციის გაიდლაინის თანახმად, ჩატარდეს ოკრევუსით მკურნალობის დაწყებამდე სულ მცირე 6 კვირით ადრე [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2) და კლინიკური ფარმაკოლოგია (12.2)].

  • 2 ყოველი ინფუზიის წინა მომზადება

შეფასება ინფექციის არსებობაზე

ოკრევუსის ყოველი ინფუზიის წინ საჭიროა განისაზღვროს აქვს თუ არა პაციენტს აქტიური ინფექცია. აქტიური ინფექციის არსებობის შემთხვევაში, ოკრევუსის ინფუზია უნდა გადაიდოს იმ დრომდე, სანამ ინფექცია არ ალაგდება [იხ, გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2)].

რეკომენდებული პრემედიკაცია

პრემედიკაცია უნდა ჩატარდეს 100 მგ მეთილპრედნიზოლონით (ან ექვივალენტური კორტიკოსტეროიდით), რომელიც შეიყვანება ინტრავენურად დაახლოებით 30 წუთით ადრე ოკრევუსის ყოველ ინფუზიამდე, ინფუზიური რეაქციების სიხშირის და სიმძიმის შემცირების მიზნით [იხ, გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1)].

საჭიროა პრემედიკაცია ანტიჰისტამინით (მაგ, დიფენჰიდრამინით) ოკრევუსის ყოველ ინფუზიამდე დაახლოებით 30-60 წუთით ადრე, ინფუზიური რეაქციების სიხშირისა და სიმძიმის კიდევ უფრო შესამცირებლად. ასევე სასურველია ანტიპირეტიკის დამატება (მაგ. აცეტამინოფენი).

  • 3 რეკომენდებული დოზა და დოზის შეყვანა

ოკრევუსის შეყვანა უნდა მოხდეს გამოცდილი ჯანდაცვის პროფესიონალის მეთვალყურეობის ქვეშ ისეთ პირობებში, სადაც ხელმისაწვდომია სათანადო სამედიცინო დახმარება მძიმე გვერდითი რეაქციების შემთხვევაში, როგორიცაა სერიოზული ინფუზიური რეაქციები.

  • საწყისი დოზა: 300 მგ ინტრავენური ინფუზია, და ორი კვირის შემდეგ მეორე 300 მგ ინტრავენური ინფუზია.
  • მომდევნო დოზები: ერთი 600 მგფ ინფუზია ყოველ 6 კვირაში.
  • ინფუზიის დასრულების შემდეგ პაციენტზე დაკვირვება უნდა გაგრძელდეს სულ მცირე ერთი საათის განმავლობაში [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1)].

ცხრილი 1. რეკომენდებული დოზა, ინფუზიის სიჩქარე და ინფუზიის ხანგრძლივობა RMS და PPMS ოდროს

შესაყვანი ოკრევუსის რაოდენობა *

ინფუზიის ინსტრუქცია

საწყისი დოზა

(600 მგ)

იყოფა 2 ინფუზიად

ინფუზია 1

300 მგ

250 მლ-ში

დაიწყეთ ინფუზია სისწრაფით 30 მლ/სთ

შემდეგ სისწრაფე შეიძლება გაზარდოთ 30 მლ/სთ-იანი ნამატით ყოველ 30 წთ-ში, მაქსიმუმ 180 მლ/სთ-მდე

თითოეული ინფუზია დაახლოებით 2.5 საათს უნდა მიმდინარეობდეს.

ინფუზია 2

(2 კვირის შემდეგ)

300 მგ

250 მლ-ში

შემდგომი დოზები **

(600 მგ)

ყოველ 6 თვეში ერთხელ

ერთჯერადი ინფუზია

600 მგ

500 მლ-ში

დაიწყეთ ინფუზია სისწრაფით 40 მლ/სთ

შემდეგ სისწრაფე შეიძლება გაზარდოთ 40 მლ/სთ ნამატით, ყოველ 30 წთ-ში, მაქსიმუმ 200 მლ/სთ-მდე

თითოეული ინფუზია დაახლოებით 3.5 საათს უნდა მიმდინარეობდეს.

  • ინტრავენური ინფუზიისათვის ოკრევუსის ხსნარის დამზადება ხდება პრეპარატის გახსნით 0,9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის შემცველ საინფუზიო პაკეტში იმისთვის, რომ მიღებული იქნას წამლის საბოლოო კონცენტრაცია - 1.2 მგ/მლ.
  • * პირველი სრული ინფუზია უნდა ჩატარდეს საწყისი დოზის 1-ლი ინფუზიიდან 6 თვის გავლის შემდეგ.
  • 4 დოზის დაგვიანება ან გამოტოვება

თუ ოკრევუსის დაგეგმილი ინფუზია გამოტოვებული იქნა, შეიყვანეთ ოკრევუსი რაც შეიძლება მალე, ნუ დაელოდებით შემდეგი ინფუზიისათვის გადეგმილ დროს. განაახლეთ შეყვანის გეგმა იმგვარად, რომ შემდეგი ინფიუზია განხორციელდეს გამოტოვებული დოზის ინფუზიიდან 6 თვის შემდეგ. ოკრევუსის დოზები ერთმანეთისაგან დაშორებული უნდა იყოს სულ მცირე 5 თვით [იხ. დოზირება და შეყვანა (2.3)].

  • 5 დოზის მოდიფიცირება ინფუზიური რეაქციის გამო

ინფუზიური რეაქციის საპასუხო დოზის მოდიფიცირება დამოკიდებულია რეაქციის სიმძიმეზე.

სიცოცხლისთვის საშიში ინფუზიური რეაქცია

დაუყოვნებლივ გააჩერეთ და სამუდამოდ შეწყვიტეთ ოკრევუსის ინფუზია, თუ ადგილი აქვს სიცოცხლისათვის საშიშ ან მაინვალიდებელ ინფუზიური რეაქციის ნიშნებს [იხ, გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1)]. ჩაატარეთ სათანადო მკურნალობა.

მძიმე ინფუზიური რეაქციები

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ინფუზია და ჩაატარეთ სათანადო მკურნალობა საჭიროების მიხედვით [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1)]. განაახლეთ ინფუზია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა სიმპტომი ალაგდა. განაახლეთ ინფუზია იმის ნახევარი სიჩქარით რაც იყო რეაქციის გამოვლენის დროს [იხ. დოზირება და შეყვანა (2.2)]. თუ პაციენტი ამ სიჩქარეს იტანს, გაზარდეთ იგი ისე, როგორც აღწერილია ცხრილში 1. სიჩქარის ამგვარი ცვლილება გაზრდის ინფუზიის საერთო დროს, მაგრამ არა საერთო დოზას.

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფუზიური რეაქციები

რეაქციის აღმოცენებისას შეამცირეთ და გაანახევრეთ ინფუზიის სიჩქარე და შეინარჩუნეთ შემცირებული სიჩქარე სულ მცირე 30 წუთის მანძილზე [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1)]. თუ პაციენტი ამ სიჩქარეს იტანს, გაზარდეთ სიჩქარე ისე, როგორც მითითებულია ცხრილში 1. ეს ცვლილება გაზრდის ინფუზიის საერთო ხანგრძლივობას, მაგრამ არა საერთო დოზას.

  • 6 განზავებული საინფუზიო ხსნარის მომზადება და შენახვა

მომზადება

ოკრევუსი საინფუზიოდ უნდა მომზადდეს ჯანდაცვის პროფესიონალის მიერ ასეპტიკის წესების დაცვით. ინფუზიის წინ დაათვალიერეთ ხსნარი რათა შეამოწმოთ, მასში ხომ არ არის ნაწილაკები, ან ხომ არ აქვს შეცვლილი ფერი. თუ ხსნარის ფერი შეცვლილია,, ან მასში აღინიშნება ნაწილაკების ან ნალექის არსებობა, არ გამოიყენოთ იგი. არ შეანჯღრიოთ. ამოიღეთ საჭირო დოზა და განაზავეთ საინფუზიო პაკეტში, რომელიც შეიცავს 0.9% ნატრიუმის ქლორიდს ისე, რომ წამლის კონცენტრაციამ საბოლოოდ შეადგინოს დაახლოებით 1.2 მგ/მლ.

  • ამოიღეთ 10 მლ (300 მგ) ოკრევუსი და ჩაუშვით 250 მლ-ში
  • მოიღეთ 2- მლ (600 მგ) ოკრევუსი და ჩაუშვით 500 მლ-ში.

არ გამოიყენოთ სხვა გამხსნელები ოკრევუსის განსაზავებლად თუ ისინი არ არის ტესტირებული.

პროდუქტი არ შეიცავს კონსერვანტებს და განკუთვნილია ერთჯერადი მოხმარებისათვის.

საინფუზიო ხსნარის შენახვა

ინტრავენური ინფუზიის დაწყებამდე, საინფუზიო პაკეტის შიგთავსი უნდა დაყოვნდეს ოთახის ტემპერატურაზე.

მომზადებული ხსნარი გამოიყენეთ დაუყოვნებლივ. თუ მისი დაუყოვნებელი გამოყენება არ მოხდა, 24 საათამდე დროის მანძილზე შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში 2°C–8°C (36°F–46°F) ტემპერატურაზე ან 8 საათამდე დროის მანძილზე ოთახის ტემპერატურაზე 25°C (77°F)-მდე, რაც მოიცავს ინფუზიის დროსაც. თუ ინტრავენური ინფუზიის დასრულება ვერ ხერხდება ერთ დღეში, რეკომენდებულია დარჩენილი ხსნარის განადგურება..

ოკრევუსის,ა პოლივინილქლორიდის (PVC) და პოლიოლეფინის (PO) პაკეტებსა და ინტრავენური გადასხმის სისტემებს შორის, შეუსაბამობა არ დაფიქსირებულა.

შეყვანა

მომზადებული ხსნარი ინტრავენურად შეყვანილი უნდა იქნას საინფუზიო სისტემის საშუალებით, რომელსაც აქვს 0.2 ან 0.22 მიკრონიანი „in-line“ ფილტრი.

4 წინააღმდეგჩვენებები

ოკრევუსი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის შემდეგი მდგომარეობებით:

  • აქტიური HBV ინფექცია [იხ. დოზირება და შეყვანა (2.6) და გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2)]
  • ანამნეზში ოკრევუსზე სიცოცვხლისათვის საშიში რეაქცია [იხ. გაფრთხილებები დ სიფრთხილის ზომები (5.1)]

5 გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

  • 1 ინფუზიური რეაქციები

ოკრევუსმა შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი ინფუზიური რეაქციები:ქავილი, გამონაყარი, ურტიკარია, ერითემა, ბრონქოსპაზმი, ყელის გაღიზიანება, ოროფარინგეალური ტკივილი, ქოშინი, ხახის ან ხორხის შეშუპება, წამოხურება, ჰიპოტენზია, ცხელება, დაღლილობა, თავის ტკივილი, თავბრუ, გულისრევა და ტაქიკარდია. გაფანტული სკლეროზის (MS) კლინიკურ კვლევებში, ინფუზიური რეაქციები ოკრევუსით ნამკურნალებ პაციენტებში [რომლებმაც ინფუზიური რეაქციის რისკის შესამცირებლად მიიღეს მეთილპრედნიზოლონი (ან ექვივალენტური სტეროიოდი) და შესაძლოა სხვა პრემედიკაციაც] იყო 34-დან 40%-მდე, ყველაზე მაღალი სიხშირით პირველი ინფუზიისას. ფატალურ ინფუზიურ რეაქციებს ადგილი არ ქონია, თუმცა ოკრევუსით ნამკურნალები MS პაციენტების 0,3%-ს აღენიშნებოდა სერიოზული ინფუზიური რეაქციები და ზოგიერთი მათგანი მოითხოვდა პაციენტის ჰოსპიტალიზაციას.

დააკვირდით პაციენტს ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციის ნიშნების გამოსავლენად ინფუზიის განმავლობაში და მისი დასრულებიდან შერთი საათის განმავლობაში.აუხსენით პაციენტებს, რომ ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქცია შესაძლოა გამოვლინდეს ინფუზიის დასრულებიდან 24 საათის გამნავლობაში.

ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების რისკის შემცირება და მართვა

ჩაატარეთ პრემედიკაცია (მაგ. მეთილპრედნიზოლონი ან ექვივალენტური კორტიკოსტეროიდი და ანტიჰისტამინური პრეპარატი) რათა შეამციროთ ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების სიხშირე და სიმძიმე. ასევე სასურველია ანტიპერიტიკის დამატება (მაგ.:აცეტამინოფენი)[იხ. დოზირება და შეყვანა (2.3ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების მართვის რეკომენდაციები დამოკიდებულია რეაქციის ტიპსა და სიმძიმეზე [იხ. დოზირება და შეყვანა (2.5)]. სიცოცხლისათვის საშიში რეაქციების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გააჩერეთ ინფუზია და სამუდამოდ შეწყვიტეთ ოკრევუსით მკურნალობა, პაციენტს ჩაუტარეთ სათანადო მკურნალობა. ნაკლებად მძიმე რეაქციისას, მართვაც შეიძლება მოიცავდეს ინფუზიის დროებით შეჩერებას, ინფუზიის სიჩქარის შემცირებას და/ან სიმპტომური მკურნალობის ჩატარებას.

  • 2 ინფექციები

ოკრევუსით ნამკურნალებ პაციენტებს შორის ინფექცია უფრო ხშირია, ვიდრე რებიფისა და პლაცებოს ჯგუფის პაციენტებში. RMS კვლევებში, ოკრევუსით ნამკურნალები პაციენტების 58% ში აღინიშნებოდა ერთი ან მეტი ინფექცია, რებიფით ნამკურნალევი პაციენტების ჯგუფისგან განსხვავებით (52%). PPMS კვლევაში, ოკრევუსით ნამკურნალები პაციენტების 70% -ში გამოვლინდა ერთი ან მეტი ინფექცია, ხოლო პლაცებოს ჯგუფშიპაციენტთა 68%-ში.

ოკრევუსი ზრდის როგორც ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციებს ასევე კანის, და ჰერპესული გენეზის ინფექციების რისკს[იხ, გვერდითი რეაქციები (6.1)].

კვლევების თანახმად,ოკრევუსი არ ასოცირდება სერიოზული ინფექციების მომატებულ რისკთან MS პაციენტებში. აქტიური ინფექციის შემთხვევაში ოკრევუსის ინფუზია უნდა გადაიდოს ინფექციის ალაგებამდე.

სასუნთქი გზების ინფექციები

სასუნთქი გზების ინფექციები უფრო მაღალი სიხშირით გამოვლინდა ოკრევუსით ნამკურნალები პაციენტების ჯგუფში,რებიფის და პლაცებოს ჯგუფის პაციენტებთან შედარებით. RMS კვლევებში ოკრევუსის ჯგუფის პაციენტების 40% ში გამოვლინდაზედა სასუნთქი გზების ინფექციები, რებიფის ჯგუფში , პაციენტების 33% -ს; ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები აღენიშნაოკრევუსით ნამკურნალევი პაციენტების 8%, ხოლო რებიფის ჯგუფშიპაციენტების 5% -ს. PPMS კვლევაში ზედა სასუნთქი გზების ინფექციები გამოვლინდა ოკრევუსით ნამკურნალები პაციენტების 49% , ხოლო პლაცებოს ჯგუფში პაციენტების 43% -ს; ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები ოკრევუსით ნამკურნალები პაციენტების 10% აღენიშნა, ხოლო პლაცებოს ჯგუფშიპაციენტების 9%. ინფექციები უმეტესწილად იყო მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის და ძირითადად წარმოდგენილი ზედა სასუნთქი გზების ინფექციებით და ბრონქიტით.

ჰერპესი

აქტიური კონტროლის (RMS) კლინიკურ კვლევებში, ჰერპესული ინფექციები უფრო ხშირად ფიქსირდებოდა ოკრევუსით ნამკურნალევ პაციენტებში ვიდრე რებიფის მიმღებ პაციენტებში, მათ შორის herpes zoster (2.1% vs. 1.0%), herpes simplex (0.7% vs. 0.1%), ორალური ჰერპესი (3.0% vs. 2.2%), გენიტალური ჰერპესი (0.1% vs. 0%), და herpes virus ინფექცია (0.1% vs. 0%). ინფექციები უმეტესწილად იყო მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. დისემინირებული ჰერპესის შემთხვევები არ ყოფილა. პლაცებო-კონტროლირებად (PPMS) კლინიკურ კვლევაში, ორალური ჰერპესი უფრო ხშირი იყო ოკრევუსის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში (2.7% vs 0.8%).

პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია (PML)

PML არის თავის ტვინის ოპორტუნისტული ვირუსული ინფექცია, რომელსაც იწვევს John Cunningham (JC) ვირუსი. იგი ტიპიურია იმუნოკომპრომეტირებული პაციენტებსთვის და ჩვეულებრივ იწვევს სიკვდილს ან მძიმე უნარშეზღუდულობას. მიუხედავად იმისა, რომ ოკრევუსის კლინიკურ კვლევებში PML-ის შემთხვევები იდენტიფიცირებული არ ყოფილა, PML-ის გამომწვევი JC ვირუსული ინფექცია დაფიქსირებულია პაციენტებს შორის, რომლებიც მკურნალობდნენ სხვა ანტი- CD20 ნტისხეულებით და MS -ის სხვა თერაპიის შემთხვევაში და ასოცირდება გარკვეულ რისკ-ფაქტორებთან (მაგ: იმუნოკომპრომეტირებული პაციენტი, პოლითერაპია იმუნოსუპრესანტებით). PML -ზე მიმანიშნებელი პირველივე საეჭვო ნიშნის ან სიმპტომის შემთხვევაში შეაჩერეთ ოკრევუსი და ჩაატარეთ სათანადო დიაგნოსტიკური კვლევა. MRI სურათი აშკარა შეიძლება იყოს კლინიკური ნიშნების და სიმპტომების გამოვლენამდე. PML-ის ტიპიური სიმპტომები შეიძლება იყოს სხვადასხვა, ისინი პროგრესირებს დღეების ან კვირების მანძილზე და მოიცავს სხეულის ერთერთი ნახევრის პროგრესირებად სისუსტეს, ან კიდურების მოუქნელობას, მხედველობის დარღვევას, აზროვნების, მეხსიერების და ორიენტაციის დარღვევას რაც იწვევს კონფუზიას და პიროვნულ ცვლილებებს.

ჰეპატიტი B ვირუსის (HBV) რეაქტივაცია

MS პაციენტებში ოკრევუსით მკურნალობის ფონზე ჰეპატიტი B რეაქტივაციის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ფულიმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა, და სიკვდილი გამოწვეული რეაქტივაციით, დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ სხვა ანტი -CD20 ანტისხეულებით. ოკრევუსით მკურნალობის დაწყებამდე ყველა პაციენტს ჩაუტარეთ HBV სკრინინგი. არ მისცეთ ოკრევუსი პაციენტებს აქტიური HBV-ით, რომელიც დადასტურებულია HBsAg და anti-HB ტესტების პოზიტიური შედეგებით. პაციენტებს, რომლებიც არიან ნეგატიური ზედაპირულ ანტიგენზე [HBsAg] და პოზიტიური HB ძირითად ანტიგენზე [HBcAb+] ან არიან HBV [HBsAg+] მატარებლები, მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს უნდა ჩაუტარდეთ ღვიძლის დაავადებათა ექსპერტის კონსულტაცია.

სხვა იმინოსუპრესანტებტან ერთად მიღებისას იმუნოსუპრესიის რისკის მომატების შესაძლებლობა

როდესაც იწყებთ ოკრევუსს იმუნოსუპრესიული თერაპიის შემდეგ, ან იმუნოსუპრესიულ თერაპიას ოკრევუსის შემდეგ, გაითვალისწინეთ, რომ არსებობს იმუნოსუპრესიული ეფექტის გაძლიერების პოტენციალი [იხ. წამალთაშორის ურთიერთქმედება (7.1) და კლინიკური ფარმაკოლოგია (12.1, 12.2)]. ოკრევუსის ეფექტი MS სხვა მკურნალობსათან ერტად შესწავლილი არ არის.

აცრა

ყველა აცრა, იმუნიზაციის გაიდლაინის მიხედვით, უნდა ჩატარდეს ოკრევუსით მკურნალობის დაწყებამდე სულ მცირე 6 კვირით ადრე. ცოცხალი ან დასუსტებული ვაქცინით აცრის უსაფრთხოება ოკრევუსით მკურნალობის შემდეგ შესწავლილი არ არის,აცრა ცოცხალი ან დასუსტებული ვაქცინით არ არის რეკომენდებული მკურნალობის დროს, B-უჯრედების რიცხვის აღდგენამდე [იხ, კლინიკური ფარმაკოლოგია (12.2)]. ასევე არ არის მონაცემები ცოცხალი ან არაცოცხალი ვაქცინით აცრების შესახებ ოკრევუსით მკურნალობის ფონზე.

  • 3 ავთვისებიანი წარმონაქმნები

ოკრევუსთან შესაძლოა ასოცირებული იყოს ავთვისებიანი წარმონაქმნების განვითარების მომატებული რისკი. კონტროლირებულ კვლევებში, ავთვისებიანი წარმონაქმნები, ძუძუს კიბოს ჩათვლით, უფრო ხშირი იყო ოკრევუსის მიმღებ პაციენტებში. ძუძუს კიბო გამოუვლინდა 781 ოკრევუსის მიმღები ქალიდან რვას, ხოლო პლაცებოს ან რებიფის მიმღები 668 ქალიდან კი არცერთს. პაციენტებმა უნდა მისდიონ ძუძუს კიბოს სკრინინგის სტანდარტულ გაიდლაინს.

6 გვერდითი რეაქციები

ინსტრუქციაში დეტალურად არის განხილული შემდეგი სერიოზული გვერდითი რეაქციები:

  • ინფუზიური რეაქციები [იხ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1)]
  • ინფექციები [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2)]
  • ავთვისებიანი წარმონაქმნები [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.3)]
  • 1კლინიკური კვლევებიდან მიღებული გამოცდილება

იმის გამო, რომ კლინიკური კვლევების ჩატარების პირობები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან, ერთი წამლის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები არ შეიძლება პირდაპირ შედარდეს სხვა წამლის კლინიკურ კვლევაში დაფიქსირებულ გვერდით რეაქციებს და შესაძლოა არ ასახავდეს პრაქტიკაში გამოვლენილ რეაქციებს.

ოკრევუსის უსაფრთხოება შესწავლილი იქნა 1311 პაციენტში, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს MS კლინიკურ კვლევებში, რაც მოიცავდა აქტიური კონტროლის კლინიკურ კვლევაში მონაწილე 825 პაციენტს MS მორეციდივე ფორმით (RMS) და პლაცებო-კონტროლირებულ კვლევაში მონაწილე 486 პაციენტს პირველადად პროგრესირებადი MS -ით (PPMS).

გვერდითი რეაქციები პაციენტებში მორეციდივე ფორმის MS-ით

აქტიური კონტროლის კვლევებში (კვლევა 1 და კვლევა 2), 825 პაციენტი RMS -ით იღებდა ოკრევუსს 600 მგ ინტრავენურად, ყოველ 24 კვირაში (საწყისი მკურნალობა ეძლეოდათ ორი განცალკევებული 300 მგ ინფუზიის სახით კვირაზე 0 და კვირაზე 2) [იხ. კლინიკური კვლევები (14.1)]. საერთო ექსპოზიცია კონტროლირებული მკურნალობის 96 კვირიან პერიოდში იყო 1448 პაციენტ-წელი. ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები RMS კვლევებში (ინსიდენსი≥ 10%) იყო ზედა სასუნთქი გზების ინფექციები და ინფუზიური რეაქციები. ცხრილში 2 შეჯამებულია გვერდითი რეაქციები, რომლებიც გამოვლინდა RMS კვლევებში (კვლევა 1 და კვლევა 2).

ცხრილი 2. გვერდითი რეაქციები ზრდასრულ პაციენტებში RM-ით, რომლებიც ოკრევუსით მკურნალობისას იყო 5% -ში მაინც და იყო მეტი ვიდრე რებიფის შემთხვევაში

გვერდითი რეაქციები

კვლევები 1 და 2

OCREVUS 600 მგ IV ყოველ 24 კვირაში 1 (n=825) %

რებიფი 44 მკგ SQ 3-ჯერ კვირაში (n=826) %

ზედასასუნთქი გზების ინფექციები

40

33

ინფუზიური რეაქციები

34

10

დეპრესია

8

7

ქვედა სასუნთქი გზების რეაქციები

8

5

ზურგის ტკივილი

6

5

ჰერპესის ვირუსთან ასოცირებული ინფექციები

6

4

კიდურების ტკივილი

5

4

1 პირველი დოზის მიღება ხდებოდა ორი 300 მგ ინფუზიის სახით კვირაზე 0 და კვირაზე 2.

გვერდითი რეაქციები პაციენტებში პირველადად პროგრესირებადი MS-ით

პლაცებო -კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში (კკვლევა 3), ჯამში 486 პაციენტმა PPMS-ით მიიღო ინტრავენური ოკრევუსის ერთი კურსი (600 მგ ოკრევუსი შეყვანილი ორი 300 მგ ინფუზიის სახით, მათ შორის 2 კვირიანი ინტერვალით) ყოველ 24 კვირაში, ხოლო 239 პაციენტმა ინტრავენურად მიიღო პლაცებო [იხ. კლინიკური კვლევები (14.2)]. საერთო ექსპოზიცია კონტროლირებული მკურნალობის პერიოდში იყო 1416 პაციენტ-წელი, მკურნალობის საშუალოდ 3 წლიანი ხანგრძლივობით. ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები PPMS კვლევაში (ინსიდენსი≥ 10%) იყო ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ინფუზიური რეაქციები, კანის ინფექციები და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები. ცხრილში 3 შეჯამებულია გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა PPMS კვლევაში (კვლევა 3).

ცხრილი 3. გვერდითი რეაქციები ზრდასრულ პაციენტებში PPMS -ით, რომელთა ინციდენტობა ოკრევუსის ჯგუფის პაციენტებისათვის იყო არანაკლებ 5% -ისა და აღემატებოდა პლაცებოს

გვერდითი რეაქციები

კვლევა 3

OCREVUS 600 მგ IV ყოველ 24 კვირაში 1 (n=486) %

პლაცებო (n=239) %

ზედა სასუნთქი გზების ინფექციები

49

43

ინფუზიური რეაქციები

40

26

კანის რეაქციები

14

11

ქვედა სასუნთქი გზების რეაქციები

10

9

ხველა

7

3

დიარეა

6

5

პერიფერიული შეშუპება

6

5

ჰერპესის ვირუსთან ასოცირებული ინფექციები

5

4

1ოკრევუსის ერთი დოზა (600 მგ, ორი ორკვირიანი ინტერვალით ჩატარებული 300 მგ ინფუზიის სახით)

ლაბორატორიული დარღვევები

იმუნოგლობულინების შემცირება

იმუნოგლობულინები

ოკრევუსით მკურნალობამ გამოიწვია საერთო იმუნოგლობულინების შემცირება კვლევის კონტროლირებული პერიოდების მანძილზე, რაც უპირატესად იყო IgM -ის შემცირების ხარჯზე და არ ახლდა აშკარა სერიოზული ინფექციების შემთხვევები.

აქტიური კონტროლის (RMS) კვლევებში, საბაზისო ვიზიტზე ოკრევუსის ჯგუფის პაციენტთა ნაწილსაღენიშნებოდა IgG, IgA და IgM < ნორმის ქვედა ზღვარზე (LLN) შესაბამისად- 0.5%, 1.5% და 0.1%.

მკურნალობის 96-ე კვირაზე ამავე ჯგუფში გამოვლენილ იქნა შემდეგი ლაბორატორიული მაჩვენებლები: შესაბამისად 1.5%, 2.4% და 16.5%.

პლაცებო-კონტროლირებულ კვლევაში (PPMS) საბაზისო ვიზიტზე, პაციენტთა წილი, რომელთაც ქონდათ IgG, IgA და IgM < LLN ოკრევუსის ჯგუფში იყო შესაბამისად 0.0%, 0.2% და 0.2%. მკურნალობის შემდეგ, ოკრევუსით ნამკურნალევი იმ პაციენტების წილი, რომელთაც ქონდათ IgG, IgA and IgM < LLN 120-ე კვირაზე იყო შესაბამისად 1.1%, 0.5% და 15.5%.

ნეიტროფილები

აქტიური კონტროლის (RMS) მკურნალობის პერიოდში, ნეიტროფილების შემცირება აღინიშნა ოკრევუსის მიმღებ პაციენტთა 14.7% -ში, ხოლო ინტერფერონი ბეტა-1ა-ს მიმღებ პაციენტთა 40.9% -ში. პლაცებო-კონტროლირებულ (PPMS) კლინიკურ კვლევაში, ოკრევუსის მიმღები იმ პაციენტების წილი, რომელთაც ნეიტროფილების რიცხვის შემცირება აღენიშნათ იყო ცოტათი მეტი (12.9%) ვიდრე პლაცებოს მიმღებ პაციენტთა შორის (10.0%).

შემთხვევათა უმრავლესობაში ნეიტროფილების რიცხვის შემცირება გარდამავალ ხასიათს ატარებდა (ოკრევუსის მიმღებ კონკრეტულ პაციენტებში მხოლოდ ერთჯერადად დაფიქსირდა), ხოლო სიმძიმით იყო Iან IIხარისხის.

მთლიანობაში, ოკრევუსის ჯგუფში III-IV ხარისხის ნეიტროპენია აღენიშნა პაციენტთა 1%-ს და იგი არ იყო დროში ასოცირებული ინფექციასთან.

  • 2 იმუნოგენობა

ისევე როგორც სხვა სამკურნალო ცილების შემთხვევაში, არსებობს იმუნოგენობის პოტენციალი.იმუნოგენობის ანალიზის შედეგები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მრავალ ფაქტორზე, როგორიცაა ანალიზის მეთოდის სენსიტიურობა და სპეციფიურობა, მეთოდოლოგია, ნიმუშის მომზადების წესი, ნიმუშის აღების დრო, თანმხლები მედიკამენტები, და დაავადება. ამის გამო ოკრევუსის მიმართ ATAs სიხშირის შედარება სხვა პროდუქტის მიმართ მათი გამომუშავების სიხშირესთან შეცდომაში შემყვანი შეიძლება იყოს.

MS კვლევებში (კვლევა 1, კვლევა 2, კვლევა 3) მონაწილე პაციენტებს დროის სხვადასხვა მონაკვეთში უტარდებოდათ ტესტირება (საბაზისო ვიზიტზე და ყოველ 6 თვეში მკურნალობის შემდეგ, მთელი კვლევის განმავლობაში) წამლის საწინააღმდეგო ანტიგენებზე (ADAs). ოკრელიზუმაბით ნამკურნალები 1311 პაციენტიდან, 12 -ს (~1%) აღენიშნა დადებითი მკურნალობით-ინდუცირებული ADAs, რომელთაგან 2 პაციენტს ქონდა გამანეიტრალებელი ანტისხეულები. მკურნალობით გამოწვეული ADAs როლი უსაფრთხოებასა და ეფექტურობაში ვერ შეფასდება იმის გამო, რომ ოკრევუსთან ADA იშვიათად ასოცირდება.

7 წამალთაშორის ურთიერთქმედება

  • 1 იმუნოსუპრესიული ან იმუნო -მოდულაციური თერაპია

ოკრევუსის გამოყენებამ სხვა იმუნომოდულაციურ ან იმუნოსუპრესიულ მკურნალობასთან ერთად, კორტიკოსტეროიდების იმუნოსუპრესიული დოზების ჩათვლით, შესაძლოა გაზარდოს იმუნოსუპრესიის რისკი. ოკრევუსთან ერთად სხვა იმუნოსუპრესიული მკურნალობის გამოყენებისას გაითვალისწინეთ იმუნურ სისტემაზე დამატებითი გავლენის რისკი. ისეთი წამლებიდან გადმორთვის შემთხვევაში, რომელთაც იმუნურ სისტემაზე პროლონგირებული გავლენა აქვთ, (დაკლიზუმაბი, ფინგოლიმოდი, ნატალიზუმაბი, ტერიფლუნომიდი, მიტოქსანტრონი), საჭიროა გაითვალისწინოთ ზემოთხსენებული პრეპარატების მოქმედების მექანიზმი და ხანგრძლივობა, რადგან ოკრევუსის დაწყებისას შესაძლოა იმუნური სისტემის სუპრესიის დამატებითი ეფექტების აღმოცენება [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2)].

8 გამოყენება სპეციფიურ პოპულაციებში

  • 1 ორსულები

რისკების შეჯამება

ოკრევუსით ნამკურნალები დედების ახალშობილების სისხლში B-უჯრედების დონე კლინიკურ კვლევებში შესწავლილი არ ყოფილა. ორსული ქალების მონაწილეობით კვლევების ადეკვატური, კარგად კონტროლირებული მონაცემები არ არსებობს. მიუხედავად ამისა, აღწერილია პერიფერიული B-უჯრედების გარდამავალი დეპლეცია (მკვეთრი შემცირება) და ლიმფოციტოპენია სხვა ანტი-CD20 ანტისხეულებით ნამკურნალები პაციენტების ახალშობილებში, . ოკრევუსი არის ჰუმანიზებული მონოკლონური ანტისხეული იმუნოგლობულინი G1, ხოლო იმუნოგლობულინები, როგორც ცნობილია, აღწევენ პლაცენტურ ბარიერში.

ოკრევუსის მიღება არ არის სასურველი ორსულობისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დედისათვის პოტენციური სარგებელი უფრო მეტია, ვიდრე პოტენციური რისკი ნაყოფისათვის.

  • 2 ლაქტაცია

რისკების შეჯამება

არ არის ცნობილი გადადის თუ არა ოკრევუსი დედის რძეში და ახდენს თუ არა გავლენას ახალშობილზე, ასევე უცნობია ახდენს თუ არა იგი გავლენას რძის პროდუქციაზე. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ოკრელიზუმაბი ძუძუს რძეში გადადის (იხ. ნაწილი 3.3.4 პრეკლინიკური უსაფრთხოება, ტერატოგენობა). იმის გამო, რომ ადამიანის IgG დედის რძეში გადადის, ხოლო B -უჯრედების გაღარიბების გამომწვევი ოკრელიზუმაბის აბსორბციის პოტენციალი უცნობია, ოკრევუსით მკურნალობისას რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა.

  • 3 რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები და მამაკაცები

კონტრაცეფციარეპროდუქციული ასაკის ქალებში ,ოკრევუსით მკურნალობის განმავლობაში,ასევე ბოლო ინფუზიიდან 6 თვის მანძილზე რეკომენდებულია კონტრაცეფცია [იხ. კლინიკური ფარმაკოლოგია (12.3)].

  • 4 გამოყენება ბავშვებში

ოკრევუსის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი არ არის.

  • 5 გამოყენება ხანდაზმულებში

ოკრევუსის კლინიკურ კვლევებში ახალგაზრდა ასაკის პაციენტებთან შედარებით,65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტების რაოდენობა არ არის დამაკმაყოფილებელიიმ უტყუარი მონაცემების დასადგენად, თუ რამდენად განსხვავებულად რეაგირებენ ისინი ოკრელიზუმაბით თერაპიაზე. 11 აღწერა

ოკრელიზუმაბი არის რეკომბინანტული ჰუმანიზებული მონოკლონური ანტისხეული, რომელიც მიომართულია CD20-წარმდგენი B-უჯრედების წინააღმდეგ. ოკრელიზუმაბი არის გლიკოლიზებული იმუნოგლობულინი G1 (IgG1), რომლის მოლეკულური მასაა დაახლოებით 145 kDa. ოკრევუსი (ოკრელიზუმაბი) საინექციო ინტრავენური ხსნარი ინფუზიისათვის თავისუფალია კონსერვანტებისაგან. წარმოადგენს სტერილურ, გამჭვირვალე ან მცირედ ოპალესცირებად ხსნარს, რომლის ფერია უფეროდან ბაც ყავისფრამდე,და მოწოდებულია ერთდოზიან ფლაკონებში. ხსნარის თითოეული მლ შეიცავს: 30 მგ ოკრელიზუმაბს, ყინულოვან ძმარმჟავას (0.25 მგ), პოლისორბატს 20 (0.2 მგ), ნატრიუმის აცეტატის ტრიჰიდრატს (2.14 მგ), და ტრეჰალოზის დიჰიდრატს (40 მგ); pH 5.3.

12 კლინიკური ფარმაკოლოგია

  • 1 მოქმედების მექანიზმი

ოკრელიზიუმაბი არის რეკომბინანტული ჰუმანიზებული მონოკლონური ანტისხეული, რომელიც სელექტიურად მოქმნედებს CD20-ექსპრესირებად B-უჯრედებზე.

CD20 არის უჯრედული ზედაპირული ანტიგენი, რომელიც პრე-B უჯრედებზე, მომწიფებულ და მეხსიერების B-უჯრედებზე გვხვდება, მაგრამ არ არის ლიმფოიდურ ღეროვან უჯრედებსა და პლაზმურ უჯრედებზე.

ზუსტი მექანიზმი, რომლითაც ოკრელიზუმაბის თერაპიულ ეფექტს ახდენს MS-ის დროს, სრულად გარკვეული არ არის. სავარაუდოდ იგი ახორციელებს იმუნომოდულაციას CD20-ექსპრესირებადი B-უჯრედების რაოდენობის შემცირების და ფუნქციონირების დათრგუნვის გზით. ზედაპირზე მიმაგრების შემდეგ ოკრელიზუმაბი სელექტიურად აღარიბებს CD20-ექსპრესირებად B-უჯრედებს, ანტისხეულებზე დამოკიდებული უჯრედული ფაგოციტოზის (ADCP), ანტისხეულებზე დამოკიდებული უჯრედული ციტოტოქსიურობის (ADCC), კომპლემენტ-დამოკიდებული ციტოტოქსიურობის (CDC) და აპოპტოზის გზით. B-უჯრედების რეკონსტიტუციის უნარი და არსებული ჰუმორული იმუნიტეტი შენარჩუნებულია. ამასთანავე, ბუნებრივი იმუნიტეტი და T-უჯრედების საერთო რიცხვი არ იცვლება.

  • 2 ფარმაკოდინამიკა

ოკრევუსით მკურნალობა იწვევდა CD19+ B-უჯრედების სწრაფ გაღარიბებას სისხლში, მკურნალობის შემდეგ მე-14 დღეს (შეფასების პირველი ეტაპი), რაც მოსალოდნელ ფარმაკოდინამიკურ ეფექტს წარმოადგენს. ეს მდგომარეობა ნარჩუნდებოდა მკურნალობის პერიოდის მანძილზე. III ფაზის კვლევებში, ოკრევუსის თითოეულ დოზას შორის, პაციენტთა დაახლოებით 5% -ს აღენიშნა B-უჯრედების რაოდენობის აღდგენა (> ნორმის ქვედა ზღვარი [LLN] საბაზისო ვიზიტზე) ერთი შეფასებისას მაინც. B-უჯრედების გაღარიბების დონე და ხანგრძლივობა მსგავსი იყო PPMS და RMS კვლევებში.

ოკრევუსის ბოლო ინფუზიის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი დაკვირვება (ფაზა II, n=51) აჩვენებს, რომ B-უჯრედების აღდგენის დრო (საბაზისო დონეზედაბრუნება /LLN იმისდამიხედვით თუ რა იყო პირველად) საშუალოდ 72 კვირას შეადგენდა (27–175 კვირის ფარგლებში). ყველა პაციენტის 90%-ში B-უჯრედების რიცხვი აღდგა LLN-მდე ან საბაზისო მაჩვენებლებამდე. ბოლო ინფუზიიდან დაახლოებით ორნახევარ წელიწადში.

  • 3 ფარმაკოკინეტიკა

ოკრევუსის ფარმაკოკინეტიკა MS კვლევებში აღწერილი იყო ორგანყოფილებიანი მოდელით, დროზე დამოკიდებული კლირენსით და PK პარამეტრებით, რომლებიც ტიპიურია IgG1 მონოკლონური ანტისხეულებისათვის. კლირენსი და ცენტრალური მოცულობა განისაზღვრა როგორც 0.17 L/დღეშიბ და 2.78 L, პერიფერიული მოცულობა და განყოფილებათაშორისი კლირენსი 2.68 L და 0.294 L/დღეში, და საწყისი დროზე დამოკიდებული კლირენსი 0.0489 L/დღეში, რომელიც იკლებდა ნახევრადგამოყოფით 33 კვირის მანძილზე. საერთო ექსპოზიცია (AUC 24-კვირიანი დოზირების ინტერვალით) იყო იდენტური 2 × 300 მგ PPMS და 1 × 600 მგ RMS კვლევებში, როგორც მოსალოდნელი იყო, რადგან გამოყენებული იყო იდენტური დოზები. მრუდის ქვეშ არე (AUCτ) 600 მგ ოკრევუსის მე-4 დოზის შემდეგ იყო 3510 µg/მლ∙დღე, ხოლო საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) იყო 212 მკგ/მლ RMS (600 მგ ინფუზია) და 141მკგ/მლ PPMS (300 მგ ინფუზიები) შემთხვევებში. ტერმინალური ნახევრადდაშლის დრო იყო 26 დღე.

განაწილება

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკა განსაზღვრავს განაწილების ცენტრალურ მოცულობას - 2.78 L. პერიფერიული მოცულობა და განყოფილევბათაშორიოსი კლირენსი განისაზღვრა როგორც 2.68 L და 0.294 L/დღე.

ელიმინაცია

კლირენსის კონსტანტა არის 0.17 L/დღეში, ხოლო საწყისი დროზე დამოკიდებული კლირენსი კი 0.0489 L/, რაც იკლებს ნახევრადდაშლით 33 კვირაში. ტერმინალური ელიმინაციის ნახევრადდაშლის დრო არის 26 დღე.

მეტაბოლიზმი

ოკრევუსის მეტაბოლიზმი უშუალოდ შესწავლილი არ ყოფილა, რადგან ანტისხეულების ალაგება ხდება ძირითადად კატაბოლიზმით.

სპეციფიური პოპულაციები

თირკმლის ფუნქციის დაქვეითება

ფორმალური ფარმაკოკინეტიკური კვლევები არ ჩატარებულა. კლინიკურ კვლევებში ჩართული იყვნენ პაციენტები თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაქვეითებით და მათში ოკრევუსის ფარმაკოკინეტიკის ცვლილება არ გამოვლენილა.

ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება

ფორმალური ფარმაკოკინეტიკური კვლევები არ ჩატარებულა. კლინიკურ კვლევებში ჩართული იყვნენ პაციენტები ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი დაქვეითებით და მათში ოკრევუსის ფარმაკოკინეტიკის ცვლილება არ გამოვლენილა.

13 არაკლინიკური ტოქსიკოლოგია

  • 1 კანცეროგენობა, მუტაგენობა, ფერტილობის დაქვეითება

კანცეროგენობის კვლევები ჩატარებული არ ყოფილა, რადგან ოკრევუსის კანცეროგენობის შესწავლისათვის შესაფერისი ცხოველური და in vitro მოდელები არ არსებობს.ოკრევუსის მუტაგენური პოტენციალის შესაფასებელი კვლევები არ ჩატარებულა. ოკრევუსის, როგორც ანტიგენის უშუალო მოქმედება დნმ-ზე ან სხვა ქრომოსომულ მასალაზე მოსალოდნელი არ არის. მამრ და მდედრ მაკაკებზე ჩატარებულმა ფერტილობის პრეკლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინა რაიმე საფრთხე ადამიანებისათვის.

14 კლინიკური კვლევები

  • 1 გაფანტული სკლეროზის მორეციდივე ფორმები (RMS)

ოკრევუსის ეფექტურობა და უსაფრთხოება შესწავლილი იქნა ორ რანდომიზებულ ორმაგ-ბრმა, ორმაგი იმიტაციის, აქტიური კომპარატორით კონტროლირებულ, იდენტური დიზაინის კლინიკურ კვლევაში, რომლებშიც მონაწილეობდნენ პაციენტები MS-ის მორეციდივე ფორმებით (McDonald-ის 2010 წლის კრიტერიუმების თანახმად). კვლევის დიზაინი და კვლევის პოპულაციის საბაზისო მახასიათებლები მოყვანილია ცხრილში 4.

დემოგრაფიული და საბაზისო მახასიათებლები ორივე სამკურნალო ჯგუფში კარგად იყო დაბალანსებული. პაციენტებს ოკრევუსის ჯგუფში (ჯგუფიA) უკეთდებოდათ 600 მგ ყოველ 6 თვეში (დოზა 1 კეთდებოდა 2 × 300 მგ IV ინფუზიის სახით, რომელთა შორის დაცული იყო 2 კვირიანი ინტერვალი), ხოლო შემდეგი დოზები უკეთდებოდათ ერთი 600 მგ-იანი ინფუზიის სახით. პეციენტები B ჯგუფში იღებდნენ ინტერფერონს ბეტა-1ა (რებიფი®) 44 მკგ SC ინექციის სახით კვირაში სამჯერ.

საკვანძო კლინიკური და MRI ეფექტურობის შედეგები წარმოდგენილია ცხრილში 4 და ნახატზე 1.

ცხრილი 4. კვლევის დიზაინი და დემოგრაფიული მახასიათებლები

კვლევა 1

კვლევა 2

კვლევის სახელი

WA21092 (OPERA I) (n=821)

WA21093 (OPERA II) (n=835)

კვლევის დიზაინი

კვლევის პოპულაცია

პაციენტები MS მორეციდივე ფორმებით

დაავადების ანამნეზი სკრინინგზე

წინა ორი წლის მანძილზე ორი გამწვავება მაინც ან ერთი გამწვავება ბოლო ერთი წლის მანძილზე; EDSS 0 -დან 5.5-ის ჩათვლით.

კვ;ლევის ხანგრძლივობა

2 წელი (96 კვირა)

მკურნალობის ჯგუფებ

ჯგუფი A: ოკრევუსი 600 მგ

ჯგუფი B: ინტერფერონი ბეტა-1ა (რებიფი®) 44 მკგ SC (IFN)

საბაზისო მახასიათებლები

ოკრევუსი

600 მგ

(n=410)

IFN 44 მკგ

(n=411)

ოკრევუსი

600 მგ (n=417)

IFN 44 მკგ

(n=418)

საშუალო ასალი (წლები)

  • 1
  • 9
  • 2
  • 4

სქესთა ბალანსი (% კაცი /% ქალი)

  • 1/65.9
  • 8/66.2
  • 0/65.0
  • 0/67.0

საშუალო/გასაშუალოებული ხანგრძ MS სიმპტომების დაწყებიდან (წლები)

  • 74/4.88
  • 25/4.62
  • 72/5.16
  • 68/5.07

საშუალო/გასაშუალოებული დაავადების ხანგრძლივობა დიაგნოსტიკიდან (წლები)

  • 82/1.53
  • 71/1.57
  • 15/2.10
  • 13/1.84

ბოლო წელს გამწვავებების საშუალო რიცხვი

  • 31
  • 33
  • 32
  • 34

Gd-ჩამრთველი T1 დაზიანებების საშუალო რიცხვი

  • 69
  • 87
  • 82
  • 95

T2 დაზიანებების საშუალო რიცხვი

  • 04
  • 06
  • 26
  • 01

სურათი 1. Kaplan-Meier-ის გრაფიკი - დრო დადასტურებული უნარშეზღუდულობის პროგრესირების (CDP)დაწყებამდე, რომელიც გრძელდებოდა არანაკლებ12 კვირის განმავლობაში,, ნევროლოგიური გაუარესების საწყისი მოვლენით, რომელიც გამოვლინდა ორმაგი-ბრმა მკურნალობის პერიოდში (გაერთიანებული ITT პოპულაცია)*

არანაკლებ 12 კვირის მანძილზე შენარჩუნებული CDP-ის განვითარებამდე დროის პრესპეციფიური გაერთიანებული ანალიზის შედეგები (40% რისკის შემცირება ოკრევუსის შემთხვევაში, შედარებით ინტერფერონ ბეტა-1ა-სთან, p=0.0006) მნიშვნელოვნად ემთხვეოდა შედეგებს, რომლებიც 24 კვირის მანძიულზე მაინც აღინიშნებოდა (40% რისკის შემცირება ოკრევუსის შემთხვევაში, შედარებით ინტერფერონი ბეტა-1ა-თან, p=0.0025).

პირველადად პროგრესირებადი MS

ოკრევუსის ეფექტურობა და უსაფრთხოება ასევე შესწავლილი იყო რანდომიზებულ, ორმაგ-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში პირველადად პროგრესირებადი MS დროს (Study WA25046). კვლევის დიზაინი და კვლევის პოპულაციის საბაზისო მახასიათებლები წარმოდგენილია ცხრილში 5.

დემოგრაფიული და საბაზისო მახასიათებლები მკურნალობის ორივე ჯგუფში დაბალანსებული იყო.

ოკრევუსით ნამკურნალებიპაციენტების ჯგუფში (ჯგუფი A), პაციენტები იღებდნენ 600 მგ-ს ყოველ 6 თვეში (2 × 300 მგ IV ინფუზია, რომელთა შორის ინტერვალი იყო 2 კვირა). III ფაზის PPMS მთელი კვლევის განმავლობაში პაციენტები იღებდნენ 600 მგ-ს ორი 300 მგ-იანი ინფუზიის სახით, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილი იყო ორკვირიანი ინტერვალით. 600 მგ ინფუზიები RMS დროს და 2 × 300 მგ ინფუზიები PPMS დროს ამჟღავნებდნენ ერთნაირ PK/PD პროფილს. IRR პროფილი ყოველი ინფუზიისას ასევე იყო მსგავსი იმის მიუხედავად თუ როგორ ხდებოდა 600 მგ მიწოდება - ერთი 600 მგ-იანი ინფუზიის თუ ორი, 2 კვირით ერთმანეთისაგან დაშორებული 300 მგ-იანი ინფუზიის სახით (იხ. ნაწილები 2.6 არასასურველი ეფექტები და 3.2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები), თუმცა, იმის გამო, რომ ინფუზიები ჯამში უფრო მეტჯერ ხორციელდებოდა, (2 × 300 მგ რეჟიმი), IRRs შემთხვევები ამ დროს უფრო მეტი იყო. მაშასადამე, დოზა 1 -ის შემდეგ რეკომენდებულია ოკრევუსის შეყვანა ერთი 600 მგ-იანი ინფუზიის სახით (იხ. ცხრილი 1) ინფუზიების საერთო რიცხვის შემცირების მიზნით (პროფილაქტიკურად მეთილპრედნიზოლონის გამოყენების ფონზე) და ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების შემცირების მიზნით.

ცხრილი 5. კვლევის დიზაინი და საბაზისო მახასიათებლები კვლევაში 3

კვლევის სახელი

კვლევა 3

Study design

კვლევის პოპულაცია

პაციენტები MS -ის პირველადად პროგრესირებადი ფორმებით

კვლევის ხანგრძლივობა

მოვლენით -განპირობებული (მინიმუმ 120 კვირა და 253 დადასტურებული უნარშეზღუდულობის პროგრესირების მოვლენა)

დაკვირვების საშუალო დრო: ოკრევუსი 3.0წელი, პლაცებო 2.8 წელი

ანამნეზი სკრინინგისას

ასაკი18–55 წელი, EDSS 3.0-დან 6.5-მდე

მკურნალობის ჯგუფები

ჯგუფი A: ოკრევუსი 600 მგ

ჯგუფი B: პლაცებო, 2:1 რანდომიზაციით

საბაზისო მახასიათებლები

ოკრევუსი 600 მგ (n=488)

პლაცებო (n=244)

საშუალო ასაკი (წლები)

  • 7
  • 4

გენდერული განაწილება (% კაცი/% ქალი)

  • 4/48.6
  • 2/50.8

საშუალო/გასაშუალოებული ხანგრძლივობა MS სიმპტომების დაწყებიდან (წლები)

  • 7/6.0
  • 1/5.5

საშუალო/გასაშუალოებული დაავადების ხანგრძლივობა PPMS დიაგნოსტირებიდან (წლები)

  • 9/1.6
  • 8/1.3

საშუალო EDSS

  • 7
  • 7

საკვანძო კლინიკური და MRI ეფექტურობის შედეგები წარმოდგენილია ცხრილში 5 და სურათზე 2.

სურათი 2 Kaplan-Meier მრუდი, რომელიც ასახავს დროს არანაკლებ12 კვირის მანძილზე არსებული დადასტურებული უნარშეზღუდულობის პროგრესირების დაწყებამდე, საწყისი მოვლენის ნევროლოგიური გაუარესების ფონზე, გამოვლენილს მკურნალობის ორმაგ-ბრნმა პერიოდში (ITT პოპულაცია)*

  • ამ ანალიზში ჩართულ ყველა პაციენტზე დაკვირვება მიმდინარეობდა სულ მცირე 120 კვირის მანძილზე. პირველადი ანალიზი ეფუძნება ყველა აღმოცენებულ მოვლენას.
  • მომარაგება/შენახვა და მოხმარება

ოკრევუსი (ოკრელიზუმაბი) ხსნარი, არის კონსერვანტებისაგან თავისუფალი, სტერილური, გამჭვირვალე ან მსუბუქად ოპალესცირებადი ხსნარი, უფერო ან ბაცი ყავისფერი, რომლის მიწოდება ხდება ერთი, ერთდოზიანი 300 მგ/10 მლ (30 მგ/მლ) ფლაკონის შემცველი კოლოფით (NDC 50242-150-01).

შეინახეთ ოკრევუსის ფლაკონები 2°C–8°C (36°F–46°F) ტემპერატურაზე თავისივე კოლოფით, რათა დაცული იყოს სინათლისაგან. არ გაყინოთ და არ შეანჯღრიოთ.

17 ინფორმაცია პაციენტთა კონსულტირებისათვის

ურჩიეთ პაციენტს წაიკითხოს FDA-ს მიერ დამტკიცებული ინსტრუქცია პაციენტებისათვის (მედიკამენტის გზამკვლევი).

ინფუზიური რეაქციები

გაესაუბრეთ პაციენტს ინფუზიური რეაქციის ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და აუხსენით, რომ ინფუზიური რეაქცია შესაძლოა განვითარდეს ინფუზიიდან 24 საათამდე დროის ფარგლებში. გააფრთხილეთ პაციენტი, რომ დაუკავშირდეს ექიმს დაუყოვნებლივ, ინფუზიური რეაქციის სიმპტომების ან ნიშნების გამოვლენისთანავე [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1)].

ინფექცია

გააფრთხილეთ პაციენტი, რომ დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს ექიმს მკურნალობის განმავლობაში ან ბოლო დოზის შემდეგ ინფექციის ნებისმიერი სიმპტომის ან ნიშნის გამოვლენის შემთხვევაში [იხ. კლინიკური ფარმაკოლოგია (12.2)]. ნიშნებში შედის: ცხელება, შემცივნება, ხველა, ჰერპესის ნიშნები, როგორიცაა ტუჩებზე წყლული, ბუშტუკოვანი გამონაყარი ან გენიტალური წყლულები [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2)]. აუხსენით პაციენტს, რომ PML შემთხვევები ყოფილა ოკრევუსის მსგავსი წამლებით მკურნალობის შემთხვევაში და შესაძლოა ოკრევუსით მკურნალობის ფონზეც აღმოცენდეს. აუხსენით პაციენტს, რომ PML ხასიათდება პროგრესირებადი დეფიციტით და ჩვეულებრივ, რამოდენიმე კვირაში ან თვეში ხდება სიკვდილის ან მძიმე უნარშეზღუდულობის მიზეზი. აუხსენით პაციენტს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს ექიმს თუ მას PML-ის საეჭვო ნიშნები ან სიმპტომები გამოუვლინდა. აუხსენით პაციენტს, რომ PML -თან ასოცირებული ტიპიური სიმპტომები არის სხვადასხვა, პროგრესირებს დღეების ან კვირების განმავლობაში და მოიცავს სხეულის ერთი ნახევრის პროგრესირებად სისუსტეს ან კიდურების მოუქნელობას, მხედველობის დარღვევას, აზროვნების, მეხსიერების და ორიენტაციის დარღვევას, რაც იწვევს კონფუზიას და პიროვნულ ცვლილებებს [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2)]. აუხსენით პაციენტს, რომ ოკრევუსმა შესაძლოა გამოიწვიოს ჰეპატიტი B ინფექციის რეაქტივაცია, და თუ იგი რისკის ქვეშაა, საჭირო იქნება მონიტორინგი [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2)].

აცრა

აუხსენით პაციენტს, რომ სავალდებულო აცრების ჩატარება უნდა დაასრულოს ოკრევუსით მკურნალობის დაწყებამდე სულ მცირე 6 კვირით ადრე. ცოცხალი ან დასუსტებული ვაქცინით აცრა ოკრევუსით მკურნალობის პროცესში და B-უჯრედების რიცხვის აღდგენამდე რეკომენდებული არ არის [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2)].

ავთვისებიანი წარმონაქმნები

აუხსენით პაციენტს, რომ ოკრევუსით მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს ავთვისებიანი წარომნაქნმნების, მათ შორის ძუძუს კიბოს, რისკის მომატება. აუხსენით პაციენტს,რომ მან უნდა მისდიოს ძუძუს კიბოს სკრინინგის სტანდარტულ გაიდლაინს [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.3)].

ორსულობა

აუხსენით პაციენტს, რომ თუ იგი დაორსულდა ან გეგმავს ორსულობას ოკრევუსით მკურნალობის პერიოდში, ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ექიმს [იხ. ორსულობა (8.1)].

ოკრევუსი ™[ოკრელიზუმაბი] წარმოებულია: Genentech, Inc. A Member of the Roche Group 1 DNA Way South San Francisco, CA 94080-4990 U.S. ლიცენზიის No. 1048 ოკრევუსი არის Genentech, Inc. სავაჭრო ნიშანი ©2017 Genentech, Inc.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა