რა არის ოკრევუსი ოკრევუსი შეიცავს აქტიურ ნივთიერება „ოკრელიზუმაბს“. ეს არის გარკვეული ტიპის ცილა, რომელსაც „მონოკლონური ანტისხეული“ ეწოდება. ანტისხეულები თქვენს ორგანიზმში არსებულ კონკრეტულ სამიზნეებთან მიმაგრებით მოქმედებენ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ოკრელიზუმაბი (ocrelizumab)
- ფორმა და შეფუთვა
- 920მგ/23მლ (40მგ/მლ) 23მლ კანქვეშ შესაყვანი ხსნარი მინის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- F.Hoffmann -La Roche AG (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Roche Diagnostics GmbH(გერმანია)), შვეიცარია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- იმუნოსუპრესანტები, მონოკლონური ანტისხეულები
- ATC კოდი
- L04AG08
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042851
- რეგისტრირებულია
- 28 თებერვალი 2025, მოქმედებს 28 თებერვალი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- F. Hoffmann-La Roche Ltd (შვეიცარია)
- განმცხადებელი
- შპს „როშ ჯორჯია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ოკრევუსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რა არის ოკრევუსი
ოკრევუსი შეიცავს აქტიურ ნივთიერება „ოკრელიზუმაბს“. ეს არის გარკვეული ტიპის ცილა, რომელსაც „მონოკლონური ანტისხეული“ ეწოდება. ანტისხეულები თქვენს ორგანიზმში არსებულ კონკრეტულ სამიზნეებთან მიმაგრებით მოქმედებენ.
რისთვის გამოიყენება ოკრევუსი
ოკრევუსი გამოიყენება ზრდასრულებში შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
გაფანტული სკლეროზის მორეციდივე ფორმები (RMS)
ადრეული პირველადი პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზი (PPMS)
რა არის გაფანტული სკლეროზი
გაფანტული სკლეროზი (MS) არის დაავადება, რომელიც აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, განსაკუთრებით თავის ტვინის და ზურგის ტვინის ნერვებს. გაფანტული სკლეროზის დროს, იმუნური სისტემა (ორგანიზმის დაცვის სისტემა) მუშაობს დეფექტურად და უტევს ნერვული უჯრედების გარშემო არსებულ დამცავ ფენას (სახელად მიელინურ გარსს) და იწვევს მის ანთებას. მიელინური გარსის დაზიანება ხელს უშლის ნეირონების ნორმალურ ფუნქციონირებას.
გაფანტული სკლეროზის სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ ცენტრალური ნერვული სისტემის რომელი ნაწილია დაზიანებული და შესაძლოა იყოს სიარულის და წონასწორობის მოშლა, სისუსტე, დაბუჟება, მხედველობის გაორება და დაბინდვა, კოორდინაციის და შარდის ბუშტის ფუნქციის მოშლა.
გაფანტული სკლეროზის მორეციდივე ფორმების დროს პაციენტს აქვს სიმპტომების განმეორებითი შეტევები (რეციდივები). სიპტომები შეიძლება განვითარდეს მოულოდნელად რამდენიმე საათში, ან ნელა რამდენიმე დღის განმავლობაში. რეციდივებს შორის სიმპტომები ქრება ან უმჯობესდება, მაგრამ დაზიანება შესაძლოა დაგროვდეს და მუდმივი შრომისუუნარობა გამოიწვიოს.
პირველადი პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის დროს, ჩვეულებრივ, სიმპტომები დაავადების დაწყებიდანვე უარესდება.
როგორ მოქმედებს ორკევუსი?
ოკრევუსი უერთდება სპეციფიურ B უჯრედებს, რომლებიც არიან გარკვეული სახეობის სისხლის თეთრი უჯრედები, წარმოადგენენ იმუნური სისტემის ნაწილს და მონაწილეობენ გაფანტული სკლეროზის განვითარებაში. ოკრევუსის სამიზნეა ამ სპეციფიური B უჯრედების განადგურება. ეს ამცირებს მიელინის გარსის ანთებას და დაზიანებას, ამცირებს რეციდივების განვითარების ალბათობას და ანელებს თქვენი დაავადების პროგრესირების ტემპს.
გაფანტული სკლეროზის მორეციდივე ფორმების (RMS) დროს ოკრევუსის დახმარებით მნიშვნელოვნად მცირდება როგორც შეტევების (რეციდივების) რაოდენობა, ისე დაავადების პროგრესირების ტემპი. ოკრევუსი ასევე მნიშვნელოვნად ზრდის დაავადების აქტივობის ნიშნების (თავის ტვინის დაზიანება, რეციდივები და შრომისუუნარობის გაუარესება) არ არსებობის ალბათობას.
პირველადი პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის (PPMS) შემთხვევაში, ოკრევუსი ანელებს დაავადების პროგრესირებას და ამცირებს სიარულის ტემპის დაქვეითებას.
მიღების წესი და დოზირება
საწყისი დოზა
საწყისი 600 მგ დოზა შეჰყავთ ორი ცალკეული ინტრავენური ინფუზიის სახით; პირველი ინფუზია - 300 მგ, მეორე ინფუზია - 300 მგ 2 კვირის შემდეგ.
მომდევნო დოზები
ოკრელიზუმაბის მომდევნო დოზების შეყვანა ხდება ერთი 600 მგ ინტრავენური ინფუზიის სახით 6 თვეში ერთხელ (იხ. ცხრილი 1). პირველი მომდევო 600 მგ დოზა უნდა გაკეთდეს საწყისი დოზის პირველი ინფუზიიდან ექვსი თვის შემდეგ. ოკრელიზუმაბის თითოეულ დოზას შორის შუალედი მინიმუმ 5 თვე უნდა იყოს.
სურათი 1: ოკრევუსის დოზა და გრაფიკი
ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების მართვა ინფუზიამდე
მკურნალობა უნდა დაიწყოს და ზედამხედველობა გაუწიოს გამოცდილმა ჯანდაცვის მუშაკმა, რომელსაც აქვს შესაბამისი წვდომა ისეთი მძიმე რეაქციების მართვის სამედიცინო სერვისებზე, როგორიცაა ინფუზიასთან დაკავშირებული, ჰიპერსენსიტიურობის და/ან ანაფილაქსიური რეაქციები.
პრემედიკაცია ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების პროფილაქტიკის მიზნით
ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების სიხშირის და სიმძიმის შემცირების
მიზნით, ოკრელიზუმაბის ყოველი ინფუზიის წინ უნდა გაკეთდეს შემდეგი ორი სახის პრემედიკაცია:
- 100 მგ მეთილპრედნიზოლონი (ან მისი ეკვივალენტი) ინტრავენურად, დაახლოებით 30 წუთით ადრე ყოველი ინფუზიის წინ;
- ანტიჰისტამინური პრეპარატები დაახლოებით 30-60 წუთით ადრე ყოველი ინფუზიის წინ;
გარდა ამისა, შესაძლოა ჩატარდეს პრემედიკაცია სიცხის დამწევი საშუალებით (მაგ. პარაცეტამოლი) ყოველ ინფუზიამდე დაახლოებით 30-60 წუთით ადრე.
ინტრავენური ინფუზიების დროს, შესაძლოა განვითარდეს ჰიპოტენზია, როგორც ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების სიმპტომი. ამიტომ ოკრევუსის ყოველი ინფუზიის წინ საჭირო იქნება ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის 12 საათით შეჩერება. პაციენტები გულის შეგუბებითი უკმარისობის (ნიუ-იორკის გულის ასოციაცია III & IV) ანამნეზით შესწავლილი არ იყვნენ.
განზავების ინსტრუქციები
პროდუქტი უნდა მოამზადოს ჯანდაცვის მუშაკმა ასეპტიკის ტექნიკის დაცვით. არ შეანჯღრიოთ ფლაკონი. განზავებული საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოყენებული უნდა იყოს სტერილური ნემსი და შპრიცი.
პროდუქტი მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი.
კონცენტრატი შესაძლოა შეიცავდეს უწვრილეს ნახევრად გამჭვირვალე და/ან რეფრაქტერულ ნაწილაკებს, რაც აძლიერებს პრეპარატის ოპალესცენციას. არ გამოიყენოთ ხსნარი, თუ ის გაუფერულებულია, ან თუ შეიცავს უცხო სხეულებს ჩანართების სახით.
სამკურნალო საშუალება ორგანიზმში შეყვანის წინ უნდა განზავდეს. ინტრავენურად შესაყვანი ხსნარი მზადდება კონცენტრატის საინფუზიო პაკეტში განზავებით, რომელიც შეიცავს ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ 9 მგ/დლ (0.9%)-იან საინფუზიო ხსნარს (300მგ/250მლ ან 600მგ/500მლ), რის შედეგად მიიღება ოკრელიზუმაბის საბოლოო კონცენტრაცია - დაახლოებით 1.2 მგ/მლ.
განზავებული საინფუზიო ხსნარი შეყვანილი უნდა იქნას 0.2 ან 0.22-მიკრონიანი საინფუზიო ფილტრის მქონე საინფუზიო სისტემის საშუალებით.
ინტრავენური ინფუზიის დაწყებამდე, საინფუზიო პაკეტის შიგთავსი გარკვეული დროით უნდა დაყოვნდეს ოთახის ტემპერატურაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ორგანიზმში ძალიან დაბალი ტემპერატურის ხსნარის შეყვანით გამოწვეული ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქცია.
შეყვანის მეთოდი
განზავების შემდეგ, სამკურნალო პრეპარატი ორგანიზმში შეჰყავთ ინტრავენური ინფუზიით სპეციალური კათეტერის გამოყენებით.
ინფუზიები არ უნდა გაკეთდეს ინტრავენური ნაკადური ან ინტრავენური ბოლუსური გადასხმის სახით.
ცხრილი 1: დოზა და გრაფიკი
შესაყვანი ოკრელიზუმაბის რაოდენობა
ინფუზიის გაკეთების ინსტრუქცია
საწყისი დოზა
(600 მგ)
იყოფა 2 ინფუზიად
ინფუზია 1
300 მგ 250 მლ-ში
დაიწყეთ ინფუზია 30 მლ/სთ სიჩქარით 30 წუთის განმავლობაში
სიჩქარის გაზრდა შესაძლებელია ყოველ ჯერზე 30 მლ/სთ-ით 30 წუთში ერთხელ, მაქსიმალურ 180 მლ/სთ სიჩქარემდე.
ყოველი ინფუზია უნდა ჩატარდეს დაახლოებით 2.5 საათის განმავლობაში.
ინფუზია 2
(2 კვირის შემდეგ)
300 მგ 250 მლ-ში
მომდევნო დოზები (600 მგ)
ერთი ინფუზია 6 თვეში ერთხელ
ვარიანტი 1
დაახლოებით 3.5 საათის ხანგრძლიობის ინფუზია
600 მგ 500 მლ-ში
დაიწყეთ ინფუზია 40 მლ/სთ სიჩქარით 30 წუთის განმავლობაში
სიჩქარის გაზრდა შესაძლებელია ყოველ ჯერზე 40 მლ/სთ-ით 30 წუთში ერთხელ, მაქსიმალურ 200 მლ/სთ სიჩქარემდე
ყოველი ინფუზია უნდა ჩატარდეს დაახლოებით 3.5 საათის განმავლობაში.
ან
ვარიანტი 2
დაახლოებით 2 საათის ხანგრძლიობის ინფუზია
600 მგ 500 მლ-ში
დაიწყეთ ინფუზია 100 მლ/სთ სიჩქარით პირველი 15 წუთის განმავლობაში
გაზარდეთ ინფუზიის სიჩქარე 200 მლ/სთ-მდე მომდევნო 15 წუთის განმავლობაში
გაზარდეთ ინფუზიის სიჩქარე 250 მლ/სთ-მდე მომდევნო 30 წუთის განმავლობაში
გაზარდეთ ინფუზიის სიჩქარე 300 მლ/სთ-მდე დარჩენილი 60 წუთის განმავლობაში
თითოეული ინფუზია უნდა ჩატარდეს დაახლოებით 2 საათის განმავლობაში.
ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების მართვა ინფუზიის დროს და ინფუზიის შემდეგ
საჭიროა პაციენტების მონიტორინგი ინფუზიის განმავლობაში და ინფუზიის დამთავრებიდან მინიმუმ ერთი საათი.
ინფუზიის განმავლობაში
ინფუზიის ცვლილება ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების შემთხვევაში
ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების შემთხვევაში ნებისმიერი ინფუზიის დროს, იხ. შემდეგი ცვლილებები
ინფუზიასთან დაკავშირებული სიცოცხლისთვის საშიში რეაქციები
თუ ინფუზიის დროს აღინიშნება ინფუზიასთან დაკავშირებული სიცოცხლისთვის საშიში ან შრომისუუნარობის გამომწვევი რეაქციები, მაგ. მწვავე ჰიპერმგრძნობელობა, ან მწვავე რესპირატორული დისტრესის სინდრომი, ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტს ჩაუტარდეს შესაბამისი მკურნალობა. ამ პაციენტებს ინფუზია პერმანენტულად უნდა მოეხსნათ (იხ. ქვეთავი 4.3).
ინფუზიასთან დაკავშირებული მძიმე რეაქციები
თუ პაციენტს განუვითარდა ინფუზიასთან დაკავშირებული მძიმე რეაქცია (მაგ. ქოშინი) ან წამოხურება, ცხელება და ყელის ტკივილისგან შემდგარი სიმპტომოკომპლექსი, ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტს ჩაუტარდეს სიმპტომური მკურნალობა. ინფუზიის განახლება დასაშვებია მხოლოდ ყველა სიმპტომის ალაგების შემდეგ. ინფუზიის განახლებისას საწყისი სიჩქარე უნდა იყოს იმ სიჩქარის ნახევარი, რომლის დროსაც რეაქცია განვითარდა. მომდევნო ახალი ინფუზიების დროს ინფუზიის მოდიფიკაცია საჭირო არ არის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პაციენტს ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქცია აქვს.
ინფუზიასთან დაკავშირებული მსუბუქი ან ზომიერი სიმძიმის რეაქციები
თუ პაციენტს აქვს ინფუზიასთან დაკავშირებული მსუბუქი ან ზომიერი სიმძიმის რეაქცია (მაგ. თავის ტკივილი), ინფუზიის სიჩქარე უნდა შემცირდეს იმ სიჩქარის ნახევრამდე, რომლის დროსაც ეს რეაქცია დაიწყო. შემცირებული სიჩქარე უნდა შენარჩუნდეს მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში. თუ ინფუზია პაციენტისთვის ასატანი იქნება, შესაძლებელია მისი სიჩქარის გაზრდა პაციენტის საწყისი ინფუზიის სიჩქარის გათვალიწინებით. მომდევნო ახალი ინფუზიების დროს ინფუზიის ცვლილება საჭირო არ არის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პაციენტს ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქცია აქვს.
პაციენტებს, რომლებსაც მძიმე ფილტვისმიერი სიმპტომები აქვთ, მაგ. ბრონქოსპაზმი ან ასთმის გამწვავება, დაუყოვნებლივ და პერმანენტულად უნდა შეუწყდეთ ინფუზია. სიმპტომური მკურნალობის ჩატარების შემდეგ, საჭიროა პაციენტის მონიტორინგი ფილტვისმიერი სიმპტომების ალაგებამდე, რადგან კლინიკური სიმპტომების საწყის გაუმჯობესებას შესაძლოა გაუარესება მოჰყვეს.
სიმპტომების თვალსაზრისით, ჰიპერსენსიტიურობა შესაძლოა კლინიკურად ვერ განვასხვაოთ ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციებისგან. თუ ინფუზიის დროს ეჭვი იქნა მიტანილი ჰიპერსენსიტიურობის რეაქციაზე, ინფუზია დაუყოვნებლივ და პერმანენტულად უნდა შეწყდეს.
ინფუზიის შემდგომ
პაციენტზე ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციის რაიმე სიმპტომის არსებობაზე დაკვირვება საჭიროა გადასხმის დამთავრების შემდგომ სულ მცირე ერთი საათის განმავლობაში.
ექიმებმა უნდა გააფრთხილონ პაციენტები, რომ ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები შესაძლოა გადასხმიდან 24 საათის განმავლობაში განვითარდნენ.
გამოყენების ვადა
გაუხსნელი ფლაკონი
2 წელი
განზავებული ხსნარი ინტრავენური ინფუზიისთვის
ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ფლაკონის გახსნის შემდეგ შენარჩუნებულია 24 საათის განმავლობაში 2-8°C ტემპერატურაზე და 8 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, რეკომენდირებულია მომზადებული პროდუქტის დაუყოვნებლივ გამოყენება. თუ პრეპარატის გამოყენება მომზადებისთანავე არ ხდება, მისი გამოყენებამდე შენახვის დრო და პირობები მომხმარებლის ვალდებულებაა და არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2°C - 8°C-ზე შენახვისას და 8 საათს ოთახის ტემპერატურაზე შენახვისას, გარდა იმ შემთხვევებისა როცა განზავება მოხდა კონტროლირებულ და ასეპტიურ პირობებში.
თუ ინტრავენური ინფუზიის დამთავრება იმავე დღეს ვერ ხდება, დარჩენილი ხსნარი უნდა გადაყაროთ.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან 6.1 ქვეთავში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
მიმდინარე აქტიური ინფექცია (იხ. თავი 4.4)
პაციენტები მძიმედ გამოხატული შესუსტებული იმუნიტეტის მქონე მდგომარეობაში (იხ. თავი 4.4 ).
აქტიური ავთვისებიანი დაავადებები (იხ. თავი 4.4)
სიფრთხილის ზომები
მიკვლევადობა
ბიოლოგიურ სამედიცინო პროდუქტების მიკვლევადობის გაუმჯობესების მიზნით, გამოყენებული პროდუქტის სავაჭრო სახელწოდება და სერიის ნომერი გარკვევით უნდა იქნას ჩაწერილი (დაფიქსირებული) პაციენტის სამედიცინო ბარათში.
ინექციასთან დაკავშირებული რეაქციები (IRs)
კანქვეშა ოკრელიზუმაბით მკურნალობა დაკავშირებულია IR-ებთან, რომლებიც თავის მხრივ შეიძლება დაკავშირებული იყოს ციტოკინის გამოყოფასთან და/ან სხვა ქიმიურ მედიატორებთან. ექიმებმა უნდა გააფრთხილონ პაციენტები, რომ IR-ები შეიძლება გამოვლინდეს შეყვანის დროს ან 24 საათის განმავლობაში. IR-ს სიმპტომები უფრო ხშირად აღინიშნება პირველი ინექციის დროს. IR შეიძლება იყოს ადგილობრივი/ IR ან სისტემური IR. ინექციის ადგილთან დაკავშირებული ადგილობრივი IR-ების ხშირი სიმპტომებია: ერითემა, ტკივილი, შეშუპება და ქავილი. სისტემური IR-ების ხშირი სიმპტომებია: თავის ტკივილი და გულისრევა (იხ. ნაწილი 4.8).
ინექციამდე ცოტა ხნით ადრე, პაციენტებმა უნდა მიიღონ პრემედიკაცია IR-ების რისკის შესამცირებლად (იხ. ნაწილი 4.2). პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მეთვალყურეობის ქვეშ წამლის საწყისი დოზის მიღებიდან მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში, მძიმე IR-ის ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის ალბათობის გამო. სამკურნალო პროდუქტის საწყისი დოზის მიღების შემთხვევაში, მძიმე IR-ების, კერძოდ:ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების და/ან ანაფილაქსიური რეაქციების მართვისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, შესაბამისი რესურსები. შემდგომი დოზებისთვის, ინექციის შემდგომი მონიტორინგის საჭიროებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. IR-ების აღმოჩენის შემთხვევაში, მათი მართვა, შესაძლებელია სიმპტომატური მკურნალობით.
თუ არსებობს სიცოცხლისთვის საშიში IR-ის ნიშნები, ინექცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტმა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა. ამ პაციენტებში ოკრელიზუმაბით მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს. თუ პაციენტს აქვს მძიმე IR, ინექცია, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტმა მიიღოს სიმპტომური მკურნალობა. ინექცია უნდა დასრულდეს მხოლოდ ყველა სიმპტომის გაქრობის შემდეგ.
ოკრელიზუმაბის ინტრავენური შეყვანა, ასოცირებულია ინფუზიასთან დაკავშირებულ რეაქციებთან (IRRs), რომლებიც თავის მხრივ შეიძლება დაკავშირებული იყოს, ციტოკინის გამოყოფასთან და/ან სხვა ქიმიურ მედიატორებთან. IRR შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომების სახით: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ერითემა, ყელის გაღიზიანება, ოროფარინგეალური ტკივილი, ქოშინი, ფარინგეალური ან ხორხის შეშუპება, სიწითლე, ჰიპოტენზია, პირექსია, დაღლილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, ტაქიკარდია და ანაფილაქსიურო რეაქცია. ინტრავენური ოკრელიზუმაბის გამოყენებისას, დაფიქსირებული ზოგიერთი სერიოზული IRR-ი, საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას,
სიმპტომების მიხედვით, ჰიპერმგრძნობელობა შეიძლება კლინიკურად არ განსხვავდებოდეს IR ან IRR-ისგან. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციაზე ეჭვის შემთხვევაში, ინექცია დაუყოვნებლივ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს (იხ. „ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები“ ქვემოთ).
ჰიპერსენსიტიურობის (მომატებული მგრძნობელობის) რეაქციები
შეიძლება ასევე განვითარდეს, ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (მწვავე ალერგიული რეაქცია სამკურნალო საშუალებებზე). 1 ტიპის მწვავე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (IgE შუამავლობით) შეიძლება კლინიკურად არ განსხვავდებოდეს IR სიმპტომებისგან.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერი ინექციის დროს, თუმცა, ჩვეულებრივ, პირველი შეყვანის დროს როგორც წესი არ ფიქსირდება. შემდგომი ინექციისთვის, შეიძლება გამოვლინდეს უფრო მწვავე სიმპტომები, ვიდრე იყო დაფიქსირებული წინა გამოცდილების დროს, ან მანიფესტირდეს ახალი მწვავე სიმპტომები; ასეთ შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. პაციენტები, რომლებსაც აქვთ დადგენილი/ცნობილი IgE-ით გაშუალებული, ოკრელიზუმაბის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, არ უნდა ჩაიტარონ ამ მედიკამენტით მკურნალობა (იხ. ქვეთავი 4.3).
ინფექციები
თუ პაციენტს აქვს აქტიური ინფექცია, ოკრელიზუმაბის ინექცია უნდა გადაიდოს მანამ, სანამ ინფექცია არ გაივლის.
წამლის დოზის მიღებამდე, რეკომენდებულია პაციენტის იმუნური სტატუსის შემოწმება, ვინაიდან მძიმედ გამოხატული დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტების (მაგ. ლიმფოპენიით, ნეიტროპენიით, ჰიპოგამაგლობულინემიით) შემთხვევაში, დაუშვებელია ოკრელიზუმაბით მკურნალობა (იხ. ქვეთავი 4.3 და 4.8).
ინტრავენური ოკრელიზუმაბის კვლევებში პაციენტთა საერთო წილი, რომლებსაც უფიქსირდებოდათ სერიოზული ინფექციური დაავადება (SI), იყო შესადარებელ ჯგუფებში ჩართული პაციენტების, მსგავსი (იხ. ქვეთავი 4.8). მე -4 (სიცოცხლისათვის საშიში) და მე -5 (ფატალური) ხარისხის ინფექციების სიხშირე დაბალი იყო ყველა სამკურნალო ჯგუფში, მაგრამ PPMS– ში ეს უფრო მაღალი იყო ინტრავენური ოკრელიზუმაბით მკურნალობის შემთხვევაში, პლაცებოთი ნამკურნალები სიცოცხლისათვის საშიში (1,6% vs 0,4%) და ფატალური (0,6% vs 0%) ინფექციების ჯგუფებთან შედარებით. სიცოცხლისათვის საშიში ყველა ინფექცია ალაგდა ოკრელიზუმაბის შეწყვეტის გარეშე.
PPMS პაციენტები ყლაპვის სირთულეებით, არიან ასპირაციული პნევმონიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ. ოკრელიზუმაბით მკურნალობამ შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს მძიმე პნევმონიის რისკი ამ პაციენტებში. ექიმებმა სასწრაფოდ უნდა მიიღონ ზომები პნევმონიის მქონე პაციენტებისთვის.
პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია (PML)
ჯონ კანინგემის ვირუსის (JCV) ინფექცია, რომელიც იწვევს PML-ს, ძალიან იშვიათად დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტი-CD20 ანტისხეულებით, მათ შორის ოკრელიზუმაბით, და ძირითადად დაკავშირებული იყო რისკ-ფაქტორებთან (პაციენტის პოპულაცია, მაგალითად, ლიმფოპენია, ხანდაზმული ასაკი, პოლითერაპია იმუნოსუპრესანტებით).
აუცილებელია პაციენტის მონიტორინგი, პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიის ადრეული სიმპტომების გამოსავლენად, რომლებიც მოიცავს ნებისმიერ ახალ ნევროლოგიურ სიმპტომს, ან უკვე არსებული სიმპტომის გაუარესებას, რაც შესაძლოა გაფანტული სკლეროზის გამწვავებას ჰგავდეს.
თუ პროგრესირებად მულტიფოკალურ ლეიკოენცეფალოპათიაზე (PML) არსებობს ეჭვი, მაშინ ოკრელიზუმაბის ინექცია უნდა შეჩერდეს; ასეთ შემთხვევებში აუცილებელია გამოკვლევა პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიაზე, მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევის ჩათვლით (MRI), რაც სასურველია კონტრასტირებით ჩატარდეს (მკურნალობამდე ჩატარებულ მაგნიტურ-რეზონანასულ სურათთან (MRI) შესადარებლად), თავზურგტვინის სითხის გამოკვლევა (CSF) JCV დნმ-ზე და განმეორებითი ნევროლოგიური შეფასება. თუ პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია (PML) დადასტურდა, მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს.
B ჰეპატიტის რეაქტივაცია
B ჰეპატიტის ვირუსის (HBV) რეაქტივაცია, რაც ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს ელვისებურ ჰეპატიტს, ღვიძლის უკმარისობას და სიკვდილს, აღწერილი იქნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტი-CD20 ანტისხეულებით.
HBV სკრინინგი უნდა ჩაუტარდეს ყველა პაციენტს მკურნალობის დაწყებამდე, ლოკალური გაიდლაინის თანახმად. პაციენტებს აქტიური B ჰეპატიტის ვირუსით (ანუ აქტიური ინფექციით, რომელიც დადასტურებულია HBsAg და ანტი-HB ტესტირების პოზიტიური შედეგებით), ოკრელიზუმაბით მკურნალობა არ უნდა ჩაუტარდეთ (იხ. ქვეთავი 4.3). პაციენტებს დადებითი სეროლოგიური პასუხით (ანუ როდესაც ნეგატიურია HBsAg და პოზიტიურია HB core ანტისხეული [HBcAb+]; HBV მატარებლებს [პოზიტიური ზედაპირული ანტიგენი, HBsAg+]), მკურნალობის დაწყებამდე უნდა ჩაუტარდეთ ჰეპატოლოგის კონსულტაცია და მონიტორინგი, ლოკალური სამედიცინო სტანდარტების თანახმად, B ჰეპატიტის რეაქტივაციის პრევენციისათვის.
გვიანი ნეიტროპენია
ნეიტროპენიის გვიანი დაწყების შემთხვევები დაფიქსირდა ოკრელიზუმაბის ბოლო ინფუზიიდან მინიმუმ 4 კვირის შემდეგ (იხ. ქვეთავი 4.8). მიუხედავად იმისა, რომ ზოგი შემთხვევა მე –3 ან მე –4 ხარისხისაც იყო, შემთხვევათა უმეტესობა მაინც განეკუთვნებოდა 1 ან 2 ხარისხს.პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ინფექციის ნიშნები და სიმპტომები, რეკომენდებულია სისხლში ნეიტროფილების რაოდენობის განსაზღვრა.
ავთვისებიანი წარმონაქმნები
ავთვისებიანი სიმსივნეების (მათ შორის, ძუძუს კიბოს) გაზრდილი რაოდენობა დაფიქსირდა ძირითადი კლინიკური კვლევების პაციენტებში , რომლებიც მკურნალობდნენ ოკრელიზუმაბით, საკონტროლო ჯგუფებთან შედარებით. შემთხვევათა სიხშირე იმ ფარგლებში ჯდებოდა, რომელიც მოსალოდნელი იყო გს პაციენტებისთვის. ოკრელიზუმაბით დაახლოებით 10 წლიანი უწყვეტი მკურნალობის შემდეგ, ძირითადი კლინიკური კვლევების კონტროლირებადი პერიოდისა და ღია (OLE) ფაზის, ავთვისებიანი სიმსივნეების სიხშირე რჩებოდა გს პოპულაციისთვის მოსალოდნელ მაჩვენებელში. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ცნობილი აქტიური ავთვისებიანი სიმსივნე, არ უნდა ჩაუტარდეთ მკურნალობა ოკრევუსით (იხ. ქვეთავი 4.3). ინდივიდუალური სარგებლის რისკი უნდა შეფასდეს ავთვისებიანობის მხრივ, ცნობილი რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში და იმ პაციენტებში, რომელთაც აქტიურად უტარდებათ მონიტორინგი/მეთვალყურეობა, ავთვისებიანობის რეციდივის გამოვლენის მიზნით. პაციენტებმა უნდა ჩაიტარონ ძუძუს კიბოს სტანდარტული სკრინინგი, ადგილობრივი გზამკვლევენის შესაბამისად.
მკვეთრად გამოხატული შესუსტებული იმუნიტეტის მქონე (იმუნოკომპრესიული) პაციენტების მკურნალობა
მძიმედ გამოხატული დაქვეითებული იმუნიტეტის (იმუნოკომპრომისულ ) მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს მკურნალობა არ უნდა ჩაუტარდეთ მდგომარეობის გამოსწორებამდე (იხ. ქვეთავი 4.3.).
სხვა აუტოიმუნური მდგომარეობების დროს, ოკრელიზუმაბის იმუნოსუპრესიული მოქმედების მედიკამენტებთან ერთდროული გამოყენება (მაგ. ქრონიკულ რეჟიმში კორტიკოსტეროიდები, არაბიოლოგიური და ბიოლოგიური დაავადებების მამოდიფიცირებელი ანტირევმატული პრეპარატები [DMARDS], მიკოფენოლატ მოფეტილი, ციკლოფოსფამიდი, აზატიოპრინი) იწვევს სერიოზული ინფექციების რისკის ზრდას, ოპორტუნისტული ინფექციების ჩათვლით. ინფექციები მოიცავდა შემდეგს: ატიპიური პნევმონია და pneumocystis jirovecii პნევმონია, ვარიცელა პნევმონია, ტუბერკულოზი, ჰისტოპლაზმოზი და არა მხოლოდ. იშვიათ შემთხვევებში, ამ ინფექციებიდან ზოგიერთი ფატალური გამოსავლით დასრულდა. გამოკვლევის შედეგად, გამოვლინდა შემდეგი ფაქტორები, რომლებიც სერიოზული ინფექციების რისკთან ასოცირდება: ოკრელიზუმაბის რეკომენდებულზე მაღალი დოზები, , სხვა თანმხლები დაავადებები და იმუნოდეპრესანტების / კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი გამოყენება.
რეციდივების სიმპტომური მკურნალობისთვის რეკომენდებული არ არის ოკრელიზუმაბთან ერთად, სხვა იმუნოდეპრესირების გამოყენება, კორტიკოსტეროიდების გარდა. ცოდნა შეზღუდულია იმის შესახებ, რეციდივების სიმპტომური მკურნალობისთვის , არის თუ არა სტეროიდების ერთდროული გამოყენება ,ინფექციების მომატებულ რისკთან დაკავშირებული. ოკრელიზუმაბის (MS) მთავარ კვლევებში, რეციდივის სამკურნალოდ, კორტიკოსტეროიდების მიღება, არ იყო დაკავშირებული სერიოზული ინფექციის რისკთან.
იმუნოსუპრესიული თერაპიის შემდეგ, ოკრელიზუმაბის დაწყების ან პირიქით ოკრელიზუმაბის შემდეგ, იმუნოსუპრესიული თერაპიის დაწყების შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იქნას, ფარმაკოდინამიკური ეფექტების გადაფარვის პოტენციური შესაძლებლობა (იხ. ქვეთავი 5.1). საჭიროა სიფრთხილე გამოიჩინოთ, ოკრელიზუმაბის დანიშვნისას, სხვა დაავადების მამოდიფიცირებლი თერაპიის, ფარმაკოდინამიკის გათვალისწინებით.
ვაქცინაცია
ოკრელიზუმაბით მკურნალობის შემდეგ, იმუნიზაციის უსაფრთხოება, ცოცხალი ან ცოცხალი დასუსტებული ვაქცინებით შესწავლილი არ არის. ცოცხალი და ცოცხალი დასუსტებული ვაქცინებით აცრა არ არის რეკომენდებული მკურნალობის დროს და მანამ, სანამ B-უჯრედების რაოდენობა აღდგება (კლინიკურ კვლევებში, B- უჯრედების აღდგენის საშუალო დრო იყო 72 კვირა). (იხ. ნაწილი 5.1).
რანდომიზებული ღია კვლევის დროს, RMS პაციენტებს დაუფიქსირათ ჰუმორული პასუხები, თუმცა ტეტანუსის ტოქსოიდზე, 23 ვალენტიან პნევმოკოკურ პოლისაქარიდებზე გამაძლიერებელი ვაქცინით ან მის გარეშე, ,,გასაღების და კლიტის ეფექტის მქონე‘’ლიმპეტური ჰემოციანინის ნეოანტიგენსა და სეზონური გრიპის ვაქცინებზე პასუხი იყო შემცირებული (იხილეთ ქვეთავი 4.5 და 5.1).
რეკომენდებულია, რომ პაციენტებს, რომლებიც ოკრელიზუმაბით მკურნალობენ ჩაუტარდეთ ვაქცინაცია სეზონური გრიპის ვაქცინებით, რომლებიც ინაქტივირებულია.
ოკრელიზუმაბით მკურნალობის დანიშვნისას, ექიმმა უნდა შეისწავლოს პაციენტის იმუნიზაციის სტატუსი. პაციენტებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ ვაქცინაცია, იმუნიზაცია უნდა დაასრულონ, ოკრელიზუმაბის დაწყებამდე, სულ მცირე 6 კვირით ადრე.
საშვილოსნოზე ოკრელიზუმაბის ზემოქმედება და ახალშობილთა და ჩვილების ვაქცინაცია ცოცხალი ან ცოცხალი ატენუირებული ვაქცინებით
ოკრევუსით ნამკურნალები დედების, ახალშობილებში B უჯრედების პოტენციური გამოფიტვის გამო, ორსულობის დროს რეკომენდებულია ცოცხალი ან ცოცხალი-დასუსტებული ვაქცინებით, ვაქცინაციის დაყოვნება B უჯრედების დონის ნორმალიზებამდე; ამიტომ რეკომენდებულია, ვაქცინაციის ჩატარებამდე, CD19 დადებითი B უჯრედების დონის განსაზღვრა, ახალშობილებში და ჩვილებში.
მიზანშეწონილია, რომ ყველა სახის ვაქცინით, იქნება ეს ცოცხალი ან ცოცხალი დასუსტებული, აცრა ჩატარდეს იმუნიზაციის ადგილობრივი კალენდრის მიხედვით; ხოლო ვაქცინით გამოწვეული, იმუნური პასუხის ტიტრების გაზომვა, უნდა მოხდეს იმის დასადასტურებლად, აქვთ თუ არა ინდივიდებს შესაბამისი იმუნური პასუხი, რადგან ვაქცინაციის ეფექტურობა შეიძლება შემცირებული იყოს.
ვაქცინაციის უსაფრთხოება და დრო უნდა შევათანხმოთ ახალშობილთა ექიმთან (იხ. ქვეთავი 4.6).
ნატრიუმი
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ ნატრიუმზე ნაკლებს (23 მგ) თითო დოზაზე, ანუ იგი არსებითად თავისუფალია ნატრიუმისგან.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
წამლებთან ურთიერთქმედების ოფიციალური კვლევები არ ჩატარებულა, რადგან არ არის მოსალოდნელი წამლებთან ურთიერთქმედება ციტოქრომ P450 ფერმენტების და სხვა მეტაბოლური ენზიმების და ტრანსპორტერების საშუალებით.
ვაქცინაცია
იმუნიზაციის უსაფრთხოება, ცოცხალი ან ცოცხალი დასუსტებული ვაქცინებით, ოკრელიზუმაბით თერაპიის შემდეგ არ არის შესწავლილი.
მონაცემები დამუშავებული (მიღებულია) ტეტანუსის ტოქსოიდის, 23-ვალენტიანი პნევმოკოკური პოლისაქარიდის, ,,გასაღების და კლიტის ეფექტის მქონე‘’ლიმპეტური ჰემოციანინის ნეოანტიგენისა და გრიპის სეზონური ვაქცინების ეფექტებზე დაყრდნობით. იხილეთ ქვეთავი 4.4 და 5.1.
ოკრელიზუმაბით მკურნალობის შემდეგ, 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, S. pneumoniae- ს, ყბაყურას, წითურას და ვარიცელას წინააღმდეგ ანტისხეულების დადებითი ტიტრის მქონე პაციენტების წილი, ზოგადად იყო საწყისი მონაცემების მსგავსი.
იმუნოსუპრესანტები
რეციდივების სიმპტომური მკურნალობისთვის რეკომენდებული არ არის ოკრელიზუმაბთან ერთად სხვა იმუნოდეპრესანტების გამოყენება, კორტიკოსტეროიდების გარდა. (იხ. ქვეთავი 4.4)
ორსულობა და ძუძუთი კვება
შვილოსნობის უნარის მქონე ქალები
შვილოსნობის უნარის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფცია, ოკრელიზუმაბის მიღებისას და ოკრელიზუმაბის ბოლო მიღებიდან 12 თვის მანძილზე.
ორსულობა
ორსულ ქალებში ოკრელიზუმაბის გამოყენების შესახებ, მონაცემები შეზღუდულია. ოკრელიზუმაბი არის ჰუმანიზებული მონოკლონური ანტისხეული, იმუნოგლობულინი G1 ქვეტიპის, ხოლო იმუნოგლობულინები, როგორც ცნობილია, აღწევენ პლაცენტურ ბარიერში. ახალშობილებსა და ჩვილებში, რომელთა დედებიც ღებულობდნენ ოკრელიზუმაბს, ანუ მათ საშვილოსნოზე განხორციელდა ოკრელიზუმაბის ზემოქმედება, სასურველია ცოცხალი ან ცოცხალი დასუსტებული ვაქცინებით ვაქცინაციის ჩატარების დაყოვნება. ოკრელიზუმაბის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ახალშობილებსა და ჩვილებში B უჯრედების რაოდენობის შესახებ მონაცემები არ არის შეგროვებული და ასევე უცნობია ახალშობილებსა და ჩვილებში B უჯრედების რაოდენობის შემცირების (გამოფიტვის) პოტენციური ხანგრძლივობა (იხ. თავი4.4).
აღწერილია პერიფერიული B-უჯრედების გარდამავალი დეპლეცია (მკვეთრი შემცირება) და ლიმფოციტოპენია იმ ახალშობილებში, რომლებიც გაჩენილი იყვნენ დედების მიერ, რომლებიც ორსულობისას იღებდნენ სხვა ანტი-CD20 ანტისხეულებს. B უჯრედების დეპლეცია (რაოდენობის მკვეთრი შემცირება) საშვილოსნოში ასევე გამოვლინდა ცხოველების კვლევებში.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევები (ემბრიო-ფეტალური ტოქსიკურობა) არ მიუთითებს ტერატოგენულ ეფექტებზე. რეპროდუქციული ტოქსიკურობა დაფიქსირდა წინასწარი და პოსტნატალური განვითარების კვლევებში (იხ. თავი 5.3).
ოკრელიზუმაბის მიღება არ არის სასურველი ორსულობისას გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დედისათვის პოტენციური სარგებელი უფრო მეტია, ვიდრე პოტენციური რისკი ნაყოფისათვის.
ძუძუთი კვება
ცნობილია, რომ ადამიანის IgG-ები გამოიყოფა დედის რძეში დაბადებიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში (ხსენის პერიოდი), რომელიც მალევე მცირდება დაბალ კონცენტრაციამდე.
პროსპექტულ, მრავალცენტრიან, ღია კვლევაში MN42989 (SOPRANINO), 13 მეძუძურ ქალს მიეცა ოკრელიზუმაბი მშობიარობიდან საშუალოდ 2.0 თვის შემდეგ (დიაპაზონი 0.5-5.0 თვე). ოკრელიზუმაბის დაბალი კონცენტრაციები აღმოჩნდა დედის რძეში მშობიარობიდან პირველი ინფუზიიდან 60 დღის განმავლობაში (ჩვილის საშუალო ფარდობითი დოზა 0.27% [დიაპაზონი 0.0-1.8 %]), რაც მიუთითებს ოკრელიზუმაბის მინიმალურ შემცველობაზე დედის რძეში. მშობიარობიდან პირველი ინფუზიიდან 30 დღის შემდეგ, ოკრელიზუმაბი არ იყო გამოვლენილი ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილების ყველა ხელმისაწვდომ შრატის ნიმუშში (n=9), ხოლო ჩვილის B უჯრედების დონე ნორმალურ დიაპაზონში იყო ყველა ხელმისაწვდომ სისხლის ნიმუშში (n=10). ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებში 44.6 კვირის განმავლობაში (დიაპაზონი 8.6-62.7 კვირა) ოკრელიზუმაბის ჯანმრთელობაზე, ზრდასა და განვითარებაზე გავლენა არ დაფიქსირებულა.
ცალკეულ პროსპექტულ კლინიკურ კვლევაში, დედის რძეში ოკრელიზუმაბის დაბალი კონცენტრაციები ,(ჩვილის საშუალო ფარდობითი დოზა 0.1% [დიაპაზონი 0.07-0.7%]) დედის პირველი მშობიარობის შემდგომი ინფუზიიდან 90 დღის განმავლობაში, დაფიქსირდა 29 მეძუძურ ქალში, რომლებმაც მიიღეს ოკრელიზუმაბი მშობიარობიდან საშუალოდ 4.3 თვის შემდეგ (დიაპაზონი 0.1-36 თვე). მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში ძუძუთი კვებაზე მყოფი 21 ჩვილის დაკვირვებამ აჩვენა ნორმალური ზრდა და განვითარება 1 წლამდე.
ოკრელიზუმაბის გამოყენება შესაძლებელია ძუძუთი კვების დროს, დაბადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ.
ნაყოფიერება
,წინასწარი კლინიკური მონაცემები არ აჩვენებს რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეებს ადამიანისთვის, ცინომოლოგურ მაიმუნებში, ქალისა და მამაკაცის ნაყოფიერების შესწავლის საფუძველზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ოკრევუსს არ აქვს რაიმე მნიშვნელოვანი ზეგავლენა ავტომობილების მართვასა და დანადგარების გამოყენების უნარზე.
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
ძირითადი კლინიკური კვლევების კონტროლირებად პერიოდში,ყველაზე მნიშვნელოვანი და ხშირად მოხსენებული გვერდითი რეაქციები იყო IRR-ები (34.3%, 40.1% RMS და PPMS, შესაბამისად) და ინფექციები (58.5%, 72.2% RMS და PPMS, შესაბამისად) (იხ. ქვეთავი 4.4).
ძირითადი კლინიკური კვლევების კონტროლირებად პერიოდში 2376 პაციენტი იყო ჩართული; ამ პაციენტებიდან 1852 შევიდა ღია ფაზაში, სადაც ყველა პაციენტი გადავიდა ოკრელიზუმაბით მკურნალობაზე. 1,155 პაციენტმა დაასრულა ღია ფაზა, მათ ჩაიტარეს ოკრელიზუმაბით დაახლოებით 10 წლიანი უწყვეტი მკურნალობა (15,515 პაციენტის ექსპოზიციის წელი), კონტროლირებადი პერიოდისა და ღია ფაზის განმავლობაში, რა დროსაც, შესწავლილი უსაფრთხოების საერთო პროფილი, შესაბამისობაში რჩება, კონტროლირებადი პერიოდის განმავლობაში დაფიქსირებულთან.
ოკრევუსის საინექციო ხსნარის უსაფრთხოების პროფილი შეესაბამებოდა ოკრელიზუმაბის ინტრავენური შეყვანის უსაფრთხოების ცნობილ პროფილს, ქვემოთ ცხრილში 1, გარდა IR-ების ძალიან ხშირი გვერდითი რეაქციისა.
გვერდიითი რეაქციების ცხრილი
ინტრავენური ოკრელიზუმაბის ძირითადი კლინიკურ კვლევების კონტროლირებად პერიოდში, დაფიქსირებული და სპონტანურად მიღებული გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ ცხრილში 1. გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია MedDRA სისტემის ორგანოთა კლასისა და სიხშირის კატეგორიების მიხედვით. სიხშირეები განისაზღვრება, როგორც ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100-დან < 1/10-მდე), არახშირი (≥ 1/1 000-დან < 1/100-მდე), იშვიათი (≥ 1/10 000-დან < 1-მდე /1 000), ძალიან იშვიათი (< 1/10 000) და უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით). სისტემის ორგანოთა თითოეულ კლასში გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია კლების სიხშირის მიხედვით.
ცხრილი 1 გვერდითი რეაქციები
MedDRA
System Organ Class (SOC)
ძალიან ხშირი
ხშირი
უცნობი სიხშირე
ინფექციები და ინვაზიები
ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ნაზოფარინგიტი, გრიპი
სინუსიტი,
ბრონქიტი,
პირის ღრუს ჰერპესი,
გასტროენტერიტი,
სასუნთქი გზების ინფექცია,
ვირუსული ინფექცია,
ჰერპეს ზოსტერი,
კონიუნქტივიტი,
ცელულიტი
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ნეიტროპენია
ნეიტროპენიის გვიან დაწყება3
სუნთქვის, გულმკერდის და შუასაყარის დარღვევები
ხველა,
კატარა
გამოკვლევები
სისხლის იმუნოგლობულინი M შემცირდა
სისხლის იმუნოგლობულინი G შემცირდა
დაზიანება, მოწამვლა და პროცედურული გართულებები
ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები 1, ინექციის რეაქცია 2,3
1 დაფიქსირდა მხოლოდ ოკრელიზუმაბის ინტრავენური შეყვანის გაერთიანებულ მონაცემთა ბაზაში
2 დაფიქსირდა კვლევაში გაერთიანებული ინტრავენური ოკრელიზუმაბის მონაცემთა ბაზების გარეთ (ასოცირებული კანქვეშა შეყვანასთან).
3 დაფიქსირდა პოსტმარკეტინგულ მონაცემებში.
ცალკეული გვერდითი მოვლენების აღწერილობა
ინექციასთან დაკავშირებული რეაქციები
სიმპტომებზე დაკვირვების შედეგად, გვერდითი მოვლენები იყოფა სისტემურ IR (ინექციასთან დაკავშირებული) და ადგილობრივ IR-ებად.
OCARINA II-ში, 118 პაციენტმა (რომელთაც არ ჰქონდათ ოკრელიზუმაბით მკურნალობა ჩატარებული) მიიღო პროდუქტის პირველი ინექცია. სისტემური IR-ების სახით და ადგილობრივი IR-ების სახით მოხსენებული ყველაზე გავრცელებული სიმპტომები მოიცავდა: თავის ტკივილს (2.5%), გულისრევას (1.7%), ინექციის ადგილის ერითემას (29.7%), ტკივილს ინექციის ადგილზე (14.4%), ინექციის ადგილის შეშუპებას (8.5%) და ინექციის ადგილზე ქავილს (6.8%). IR-ები, ამ პაციენტების 48.3%-ში დაფიქსირდა პირველი ინექციის შემდეგ. 118 პაციენტიდან, 11.0% და 45.8%-ს განუვითარდა მინიმუმ ერთი გვერდითი მოვლენა, სისტემური IR და ადგილობრივი IR, შესაბამისად. IR-ის მქონე პაციენტებს შორის, პაციენტების უმრავლესობას (82.5%) აღენიშნებოდა IR-ები ინექციის დასრულებიდან, 24 საათის განმავლობაში, და არა ინექციის დროს. ყველა IR იყო არა სერიოზული და მსუბუქი (71.9%) ან საშუალო (28.1%) სიმძიმის. IR-ის საშუალო ხანგრძლივობა იყო 3 დღე, სისტემური IR-ებისთვის და 4 დღე, ადგილობრივი IR-ებისთვის. ყველა პაციენტის შემთხვევაში ალაგდა IR-ები, რომელთაგან 26.3% საჭიროებდა სიმპტომურ მკურნალობას.
OCARINA I-ში 125 პაციენტმა მიიღო ოკრელიზუმაბის ერთი ან მეტი კანქვეშა ინექცია 1200 მგ. 125 პაციენტიდან, რომლებმაც მიიღეს პირველი ინექცია, პაციენტების 16.0%-ს განუვითარდა სისტემური IR-ის მინიმუმ ერთი მოვლენა და პაციენტების 64.0%-ს განუვითარდა ადგილობრივი IR-ის მინიმუმ ერთი მოვლენა. 104 პაციენტიდან, რომლებმაც მიიღეს მეორე ინექცია, სისტემური IR და ადგილობრივი IR-ის სიხშირე შემცირდა 7.7% -მდე და 37.5% -მდე შესაბამისად. ყველა IR იყო არა სერიოზული და ერთის გარდა ყველა IR იყო მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის პირველი ინექციისთვის. ყველა IR იყო არასერიოზული და მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის მეორე ინექციისთვის. პაციენტების 21.2% და 17.9%, რომლებსაც აღენიშნებოდათ IR-ი, საჭიროებდნენ სიმპტომურ მკურნალობას პირველი და მეორე ინექციის შემდეგ, შესაბამისად.
ოკრელიზუმაბის ინტრავენური შეყვანა დაკავშირებულია ინფუზიასთან დაკავშირებულ რეაქციებთან (IRRs), რომლებიც, თავის მხრივ, ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს ციტოკინის და/ან სხვა ქიმიური მედიატორების გამოყოფასთან. IRR შეიძლება გამოვლინდეს როგორც ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ერითემა, ყელის გაღიზიანება, ოროფარინგეალური ტკივილი, ქოშინი, ფარინგეალური ან ხორხის შეშუპება, სიწითლე, ჰიპოტენზია, პირექსია, დაღლილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, ტაქიკარდია და ანაფილაქსია. სერიოზული IRR-ები, რომელთაგანაც ზოგიერთი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, დაფიქსირდა ინტრავენური ოკრელიზუმაბის გამოყენებისას.
ინფექცია
RMS–ის (მორეციდივე გაფანტული სკლეროზის) აქტიურად კონტროლირებად კვლევებში, ინფექციები დაფიქსირდა პაციენტთა 58.5% -ში, რომლებიც იღებდნენ ოკრელიზუმაბს, ხოლო პაციენტთა 52.5% -ში, რომლებიც იღებდნენ ინტერფერონ ბეტა 1a– ს. სერიოზული ინფექციები დაფიქსირდა პაციენტთა 1.3% -ში, რომლებიც იღებდნენ ოკრელიზუმაბს, ხოლო პაციენტთა 2.9% -ში, რომლებიც იღებდნენ ინტერფერონ ბეტა 1a- ს. პლაცებო კონტროლირებად კვლევაში PPMS– ში, ინფექციები დაფიქსირდა პაციენტების 72,2% -ში, რომლებიც იღებდნენ ოკრელიზუმაბს, და პაციენტების 69,9% -ში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. სერიოზული ინფექციები დაფიქსირდა პაციენტების 6.2% -ში, რომლებიც იტარებდნენ ოკრელიზუმაბით მკურნალობას, ხოლო პაციენტთა 6.7% -ში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.
ღია ფაზის დროს, ყველა პაციენტი გადავიდა ოკრელიზუმაბზე, როგორც RMS, ასევე PPMS კვლევებში. ღია ფაზაში, RMS და PPMS პაციენტებში, SI-ების საერთო რისკი არ აღემატებოდა, კონტროლირებადი პერიოდის განმავლობაში დაფიქსირებულს. კონტროლირებადი პერიოდის განმავლობაში, დაფიქსირებული SI-ების სიხშირე, PPMS პაციენტებში, რჩებოდა უფრო მაღალი ვიდრე RMS პაციენტებში.
SI-ების რისკის ფაქტორების წინა ანალიზის შესაბამისად, გს-ის გარდა, სხვა აუტოიმუნურ მდგომარეობებში, (იხ. ქვეთავი 4.4), ჩატარდა, ძირითადი კლინიკური კვლევების კონტროლირებადი პერიოდისა და ღია ფაზის, კუმულაციური ექსპოზიციის დაახლოებით 10 წლის განმავლობაში დაგროვილი მონაცემების SIs-ის რისკის ფაქტორების, მულტივარიაციული ანალიზი. RMS პაციენტებში, SI-ის რისკ-ფაქტორები, მოიცავს მინიმუმ 1 თანმხლებ დაავადებას, ბოლო კლინიკურ რეციდივს და უნარშეზღუდულობის სტატუსის გაფართოებულ სკალას (EDSS) ≥ 6.0. SIs-ის რისკის ფაქტორები PPMS პაციენტებში, მოიცავს სხეულის მასის ინდექსს 25 კგ/მ2-ზე მეტი, მინიმუმ 2 თანმხლებ დაავადებას, EDSS ≥ 6.0 და IgM < ნორმის ქვედა ზღვარს (LLN). თანმხლები დაავადებები მოიცავდა, მაგრამ არ შემოიფარგლებოდა, გულ-სისხლძარღვთა, თირკმელების და საშარდე გზების დაავადებებს, გადატანილ ინფექციებს და დეპრესიას.
სასუნთქი გზების ინფექციები
სასუნთქი გზების ინფექციების წილი, უფრო მეტი იყო ინტრავენური ოკრელიზუმაბით ნამკურნალევ პაციენტებში, ინტერფერონ ბეტა 1a-სა და პლაცებოთი მკურნალობასთან შედარებით.
RMS კლინიკურ კვლევებში, ინტრავენური ოკრელიზუმაბით ნამკურნალები პაციენტების 39.9% -ს და ინტერფერონ ბეტა-1 ნამკურნალები პაციენტების 33.2% -ს აღენიშნებოდათ ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ხოლო ინტრავენური ოკრელიზუმაბით ნამკურნალები პაციენტების 7.5% -ს და ინტერფერონ ბეტა -1-ით ნამკურნალები პაციენტების 5.2% -ს გამოუვლინდა ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია.
PPMS კლინიკურ კვლევებში, ინტრავენური ოკრელიზუმაბით ნამკურნალები პაციენტების 48,8% და პლაცებოს ჯგუფის პაციენტთა 42,7%-ს განუვითარდა ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ხოლო ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია აღინიშნა ინტრავენური ოკრელიზუმაბის ჯგუფის პაციენტების 9,9% -სა და პლაცებოს ჯგუფის 9,2%-ში.
სასუნთქი გზების ინფექციები, რომლებიც აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ინტრავენური ოკრელიზუმაბით, ძირითადად მსუბუქი და საშუალო სიმძიმის იყო (80–90%).
ჰერპესი
აქტიურად კონტროლირებულ მორეციდივე გაფანტული სკლეროზის კლინიკურ კვლევებში, ჰერპესული ინფექციები უფრო ხშირი იყო ინტრავეური ოკრელიზუმაბით ნამკურნალევ პაციენტებში, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ინტერფერონ ბეტა -1ა-ს. მათ შორის იყო herpes zoster (2.1% და 1.0%), herpes simplex (0.7% და0.1%), პირის ღრუს ჰერპესი (3.0% და2.2%), გენიტალური ჰერპესი (0.1% და 0%) და ჰერპესული ინფექცია (0.1% და 0%). ინფექციები იყო უპირატესად მსუბუქი და საშუალო სიმძიმის, გარდა მე-3 ხარისხის ერთი მოვლენისა და ემორჩილებოდა სტანდარტულ მკურნალობას.
პლაცებო-კონტროლირებულ, პირველადად პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის კლინიკურ კვლევაში, პირის ღრუს ჰერპესის, ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ინტრავენური ოკრელიზუმაბით მკურნალობის ჯგუფში (2.7% და0.8%).
ლაბორატორიული დარღვევები
იმუნოგლობულინები
ოკრელიზუმაბით მკურნალობამ გამოიწვია საერთო იმუნოგლობულინების შემცირება, კვლევის კონტროლირებული პერიოდების მანძილზე, რაც უპირატესად IgM -ის შემცირების ხარჯზე იყო და არ ახლდა აშკარა სერიოზული ინფექციების შემთხვევები.
ძირითადი კლინიკური კვლევების, კონტროლირებადი პერიოდისა და ღია ფაზის შეფასებით მიღებულმა მონაცემებმა, აჩვენა IgG-ის დაქვეითებულ დონეებს (და ნაკლებად IgM ან IgA-სთვის) და SI-ების გაზრდის სიხშირეს შორის კავშირი. RMS პაციენტების 2.1%-ს ჰქონდა SI IgG < LLN და PPMS პაციენტების 2.3%-ს ჰქონდა SI IgG < LLN. SI-ების სიხშირის სხვაობა, IgG < LLN-ის მქონე და IgG ≥ LLN-ის მქონე პაციენტებს შორის, დროთა განმავლობაში არ გაზრდილა. SI-ების ტიპი, სიმძიმე, ლატენტურობა, ხანგრძლივობა და შედეგი, რომელიც დაფიქსირდა LLN-ის ქვემოთ იმუნოგლობულინების მაჩვენებლის დაწევის ეპიზოდების დროს, შეესაბამებოდა ზოგადად დაფიქსირებულ იმ SI-ებს, პაციენტებში, რომლებიც კონტროლირებად პერიოდსა და ღია ფაზაში, მკურნალობდნენ ოკრელიზუმაბით. 10 წლის განმავლობაში, ოკრელიზუმაბით უწყვეტი მკურნალობის ფონზე, RMS და PPMS პაციენტების IgG საშუალო დონეები რჩებოდა LLN-ზე მაღალი.
ლიმფოციტები
RMS– ში, ლიმფოციტების შემცირება <LLN დაფიქსირდა ოკრელიზუმაბის ჯგუფის პაციენტთა 20,7% -ში, ხოლო ინტერფერონ ბეტა – 1 – ით ნამკურნალები პაციენტების 32,6% –ს გამოუვლინდა აღნიშნული ლაბორატორიული ცვლილება. PPMS– ში, ლიმფოციტების შემცირება <LLN დაფიქსირდა ოკრელიზუმაბის ჯგუფის პაციენტთა 26,3% -ში , ხოლო პლაცებოთი ნამკურნალები პაციენტების 11,7 % დაფიქსირდა აღნიშნული ლაბორატორიული ცვლილება.
ოკრელიზუმაბის ჯგუფის პაციენტებში, აღნიშნულ ლიმფოციტების შემცირების შემთხვევათა უმრავლესობა იყო 1 ხარისხის (<LLN - 800 უჯრედი / მმ3) და 2 ხარისხის (500-დან 800 უჯრედამდე / მმ3) სიმძიმის-ის მიხედვით. ოკრელიზუმაბის ჯგუფის პაციენტთა დაახლოებით 1% -ს ჰქონდა 3 ხარისხის ლიმფოპენია (200-დან 500 უჯრედამდე / მმ3). არცერთი პაციენტი არ დაფიქსირებულა მე -4 ხარისხის ლიმფოპენიით (<200 უჯრედი / მმ3).
სერიოზული ინფექციების მომატებული მაჩვენებელი დაფიქსირდა ინტრავენური ოკრელიზუმაბით ნამკურნალებ პაციენტებში, დადასტურებული ლიმფოციტების საერთო რაოდენობის შემცირების ეპიზოდების დროს. საბოლოო დასკვნების გამოსატანად, სერიოზული ინფექციების რაოდენობა, ძალიან მცირე იყო.
ნეიტროფილები
აქტიურად კონტროლირებული მორეციდივე გაფანტული სკლეროზის კვლევაში, მკურნალობის პერიოდში, ნეიტროფილების შემცირება აღინიშნა ინტრავენური ოკრელიზუმაბით ნამკურნალევ პაციენტთა 14.7% -ში, ხოლო ინტერფერონი ბეტა-1ა-თ ნამკურნალევ პაციენტთა 40.9% -ში. პლაცებო-კონტროლირებულ პირველადად პროგრესული გაფანტული სკლეროზის კლინიკურ კვლევაში, ინტრავენური ოკრელიზუმაბით ნამკურნალევ იმ პაციენტების წილი, რომელთაც ნეიტროფილების რიცხვის შემცირება აღენიშნათ, იყო ცოტათი მეტი (12.9%), ვიდრე პლაცებოთი ნამკურნალევ პაციენტთა შორის (10.0%). ინტრავენური ოკრელიზუმაბის ჯგუფში პაციენტების უფრო მეტ პროცენტს (4.3%) ჰქონდა მე -2 ან უფრო მაღალი ხარისხის ნეიტროპენია, მაშინ როდესაც პლაცებო ჯგუფში ეს მაჩვენებელი შეადგენდა 1.3%; ოკრევუსის ჯგუფის პაციენტების დაახლოებით 1% -ს ჰქონდა მე –4 ხარისხის ნეიტროპენია პლაცებოს ჯგუფში კი ეს მაჩვებელი იყო 0% –ი.
ნეიტროფილების შემცირების დაფიქსირებულ შემთხვევათა უმრავლესობა, იყო გარდამავალი (მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა პაციენტისში რომლებიც მკურნალობნენ ოკრელიზუმაბით) და იყო 1 ხარისხის (<LLN– დან 1500 უჯრედამდე / მმ3) და ასევე მე- 2 ხარისხის(1000 – დან 1500 უჯრედამდე / მმ3) სიმძიმის მიხედვით. ერთ პაციენტს მე-3 ხარისხის (500 – დან 1000 უჯრედამდე / მმ3) და ერთ პაციენტს 4 ხარისხის (<500 უჯრედი / მმ 3) ნეიტროპენის შემთვევაში დასჭირდათ სპეციფიკური მკურნალობა, გრანულოციტების კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორით, თუმცა აღნიშნული ეპიზოდის შემდეგკვლავ გრძელდებოდა ოკრელიზუმაბით მკურნალობა. ნეიტროპენია შეიძლება გამოვლინდეს ოკრელიზუმაბის მიღებიდან რამდენიმე თვის შემდეგ (იხ. ქვეთავი 4.4).
სხვა გარემოებები
ერთი პაციენტი, რომელმაც მიიღო 2000 მგ ინტრავენური ოკრელიზუმაბი, გარდაიცვალა უცნობი ეტიოლოგიის სისტემური ანთებითი პასუხის სინდრომით (SIRS), მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) გამოკვლევის შემდეგ, რომელიც ჩატარდა ბოლო ინფუზიიდან 12 კვირის თავზე; არსებობს მოსაზრება, რომ ანაფილაქტოიდურმა რეაქციამ MRI გადოლინიუმის კონტრასტულ აგენტზე, შეიძლება ხელი შეუწყოს SIRS- ის განვითარებას.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება, წამლის ნებართვის (ავტორიზაციის) მიღების შემდეგ. ეს საშუალებას იძლევა, გააკონტროლონ სამკურნალო საშუალების სარგებელი / რისკის შეფარდება. ჯანდაცვის პროფესიონალებს მოეთხოვებათ, შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ, ანგარიშგების ეროვნული სისტემის მეშვეობით.
ჭარბი დოზა
დამტკიცებულ დოზაზე მეტი დოზების მოხმარების გამოცდილება, კლინიკურ კვლევებში ცოტაა. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებში გამოცდილი მაქსიმალური დოზაა 2000 მგ, რომელიც შეყვანილი იქნა ორი 1000 ინტრავენური ინფუზიის სახით, რომელთა შორის იყო 2 კვირიანი ინტერვალი (ფაზა II დოზის დადგენის კვლევა, მორეციდივე გაფანტული სკლეროზის დროს). საბაზისო კლინიკურ კვლევებში, გვერდითი მოვლენები იყო ოკრელიზუმაბის უსაფრთხოების პროფილის შესატყვისი.
დოზის გადაჭარბების სამკურნალო სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს; დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ინექცია და დააკვირდით პაციენტს, ინექციასთან დაკავშირებული რეაქციის სიმპტომების გამოსავლენად (იხ. თავი 4.4)
- ფარმაკოლოგიური ეფექტები
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ოკრელიზუმაბი. თითოეული ფლაკონი შეიცავს 300 მგ ოკრელიზუმაბს 10 მლ-ში 30 მგ/მლ კონცენტრაციაზე.
დანარჩენი ინგრედიენტებია ნატრიუმის აცეტატი ტრიჰიდრატი (იხ. ქვეთავი 2 „ოკრევუსი შეიცავს ნატრიუმს), კრისტალური ძმარმჟავა, ტრეალოზას დიჰიდრატი, პოლისორბატი 20 და საინექციო წყალი.
როგორ გამოიყურება ოკრევუსი და შეფუთვის შემადგენლობა
ოკრევუსი არის გამჭვირვალე ან ოდნავ ოპალესცენტური, უფერული ან ბაცი ყავისფერი ხსნარი.
ის მოწოდებულია საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლი კონცენტრატის სახით.
ეს მედიკამენტი ხელმისაწვდომია კოლოფებში, რომლებიც შეიცავენ 1 ან 2 ფლაკონს (ფლაკონები 10 მლ კონცენტრატით). შესაძლოა ყველა ზომის კოლოფი არ იყოს რეგისტრირებული.
შენახვის პირობები
გაუხსნელი ფლაკონი
2 წელი
მომზადებული შპრიცი
ქიმიური და ფიზიკური გამოყენების სტაბილურობა ნარჩუნდება 30 დღის განმავლობაში 2-8 ° C ტემპერატურაზე და შემდეგ 8 საათის განმავლობაში სინათლისგან დაუცველ პირობებში, ≤30 °C ტემპერატურაზე.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული ფლაკონიდან შპრიცში გადატანის შემდეგ. თუ დაუყოვნებლივ არ იქნა გამოყენებული, გამოყენებისას შენახვის დროსა და პირობებზე ( რომელიც დაცული უნდა იყოს გამოყენებამდე) პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს და ჩვეულებრივ არა უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2 °C-დან 8 °C-მდე, თუნდაც ხსნარი მომზადებული იყოს კონტროლირებად და დადასტურებულ ასეპტიკურ პირობებში.
- 4 შენახვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
შეინახეთ მაცივარში 2–8°C ტემპერატურაზე.
არ გაყინოთ. არ შეანჯღრიოთ.
შეინახეთ ფლაკონი თავისივე კოლოფში სინათლისაგან მისი დაცვის მიზნით.
საჭიროების შემთხვევაში, გაუხსნელი ფლაკონი შეიძლება ინახებოდეს მაცივრის გარეთ ≤25 °C ტემპერატურაზე 12 საათის განმავლობაში.
ფლაკონი შეიძლება გამოიღოთ და ისევ დააბრუნოთ მაცივარში ისე, რომ გაუხსნელი ფლაკონის მაცივრიდან გამოღების საერთო დრო არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს ≤25 °C ტემპერატურაზე.
სამკურნალო საშუალების განზავების შემდეგ შენახვის პირობები იხილეთ ქვეთავში 6.3
- 5 ჭურჭლის ბუნება და აგებულება
23 მლ საინექციო ხსნარი ფლაკონში (უფერო I ტიპის მინა).
შეფუთვის ზომა 1 ფლაკონი.
- 6 განკარგვისა და სხვა დამუშავების განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
პრეპარატი მიღებამდე უნდა შემოწმდეს ვიზუალურად, რათა დარწმუნდეთ, რომ არ შეიცავს ნაწილაკებს ან არ არის გაუფერულებული.
სამკურნალო პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის და უნდა მომზადდეს ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ ასეპტიკური ტექნიკის გამოყენებით.
ამ სამკურნალო პროდუქტსა და პოლიპროპილენს (PP), პოლიკარბონატს (PC), პოლიეთილენს (PE), პოლივინილ ქლორიდს (PVC), პოლიურეთანს (PUR) და უჟანგავი ფოლადს შორის არ გამოვლენილა შეუთავსებლობა.
შპრიცის მომზადება
გამოყენებამდე ფლაკონი უნდა გამოიღოთ მაცივრიდან, რათა ხსნარი დავიდეს ოთახის ტემპერატურამდე.
ამოიღეთ ოკრევუსის საინექციო ხსნარის მთელი შიგთავსი ფლაკონიდან შპრიცით და გადასატანი ნემსით (რეკომენდებულია 21 გ).
ამოიღეთ გადასატანი ნემსი და მიამაგრეთ კანქვეშა საინფუზიო ნაკრებs (მაგ., ფრთიანი/პეპელა), რომელიც შეიცავს 24 – 26 გ საინექციო ნემსს. შეყვანისთვის გამოიყენეთ კანქვეშა საინფუზიო ნაკრების ნარჩენი შემაკავებელი მოცულობით, რომელიც არ აღემატება 0,8 მლ-ს.
შეუშვით კანქვეშა საინფუზიო სისტემაში საინექციო ხსნარი, რათა გამოიდევნოს ჰაერი საინფუზიო მილიდან და გააჩერეთ სანამ სითხე ნემსს მიაღწევს.
დარწმუნდით, რომ შპრიცი შეიცავს ზუსტად 23 მლ ხსნარს (წინა საფეხურის შემდეგ )სისტემის მილში სითხის გატარების და შპრიციდან ზედმეტი სითხის მოცულობის გამოდევნის შემდეგ.
დაუყონებლივ შეიყვანეთ ნემსის დახშობის თავიდან ასაცილებლად. არ შეინახოთ მომზადებული შპრიცი, რომელიც მიმაგრებულია უკვე მომზადებულ კანქვეშა საინფუზიო კომპლექტზე.
თუ დოზა დაუყოვნებლივ არ იქნა შეყვანილი, ქვემოთ იხილეთ ქვეთავი: „შპრიცის შენახვა“.
შპრიცის შენახვა
თუ დოზის დაუყოვნებლივ შეყვანა არ არის საჭირო, გამოიყენეთ ასეპტიკური ტექნიკა ოკრევუსის საინექციო ხსნარის მთლიანი შიგთავსის ამოსაღებად ფლაკონიდან შპრიცში, რათა გაითვალისწინოთ დოზის მოცულობა (23 მლ) და პრაიმინგის მოცულობა კანქვეშა საინექციო ნაკრებისთვის. შეცვალეთ გადაცემის ნემსი თავსახურით დახურული შპრიცით. არ დაურთოთ კანქვეშა საინფუზიო ნაკრები შესანახად.
თუ შპრიცი ინახებოდა მაცივარში, შეყვანამდე შპრიცი დაიყვანეთ ოთახის ტემპერატურამდე.
განადგურება
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
7 მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი
Roche რეგისტრაცია GmbH
Emil-Barell-Strasse 1
79639 Grenzach-Wyhlen
გერმანია
ან
F. Hoffmann-La Roche Ltd.
Grenzacherstrasse 124, CH-4058
ბაზელი, შვეიცარია
8 მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელის ნომერი
EU/1/17/1231/003
9 პირველი ავტორიზაციის თარიღი / ავტორიზაციის განახლება
პირველი ავტორიზაციის თარიღი: 2018 წლის 8 იანვარი
ბოლო განახლების თარიღი: 2022 წლის 21 სექტემბერი
10 ტექსტის განახლების/გადახედვის თარიღი
2025 წლის 13 თებერვალი
აღნიშნული მედიკამენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია ევროპის წამლის სააგენტოს ვებგვერდზე http://www.ema.europa.eu.
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
ოკრევუსი 300 მგ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარისთვის
ოკრელიზუმაბი
მედიკამენტის მიღებამდე, ყურადღებით წაიკითხეთ ეს ბროშურა თავიდან ბოლომდე, რადგან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
შეინახეთ ეს ბროშურა. შესაძლოა მისი ხელმეორედ წაკითხვა დაგჭირდეთ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ექთანს. ეს ეხება ყველა შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც ამ ბროშურაში არაა ჩამოთვლილი. იხილეთ ქვეთავი 4.
რას მოიცავს ეს ბროშურა
ფარმაკოლოგიური თვისებები
იმუნოდეპრესანტები, მონოკლონური ანტისხეულები, ATC კოდი: L04AG08.
მოქმედების მექანიზმი
ოკრელიზიუმაბი არის რეკომბინანტული ჰუმანიზებული მონოკლონური ანტისხეული, რომელიც სელექტიურად მოქმედებს CD20-მაექსპრესირებელ B-უჯრედებზე.
CD20 არის უჯრედული ზედაპირული ანტიგენი, რომელიც პრე-Bუჯრედებზე, მომწიფებულ და მეხსიერების B-უჯრედებზე გვხვდება, მაგრამ არ არის ლიმფოიდურ ღეროვან უჯრედებსა და პლაზმურ უჯრედებზე.
ზუსტი მექანიზმი, რომლითაც ოკრელიზუმაბი თერაპიულ ეფექტს ახდენს, გაფანტული სკლეროზის დროს, სრულად გარკვეული არ არის. იგი სავარაუდოდ, ახორციელებს იმუნომოდულაციას CD20-მაესქპრესირებელი B-უჯრედების რაოდენობის შემცირების და ფუნქციონირების დათრგუნვის გზით. ზედაპირზე მიმაგრების შემდეგ, ოკრელიზუმაბი სელექტიურად აღარიბებს CD20-მაექსპრესირებელB-უჯრედებს, ანტისხეულებზე დამოკიდებული უჯრედული ფაგოციტოზის (ADCP), ანტისხეულებზე დამოკიდებული უჯრედული ციტოტოქსიურობის (ADCC), კომპლემენტ-დამოკიდებული ციტოტოქსიურობის (CDC) და აპოპტოზის გზით. B-უჯრედების რეკონსტიტუციის უნარი და არსებული ჰუმორული იმუნიტეტი შენარჩუნებულია. ამასთანავე, ბუნებრივი იმუნიტეტი და T-უჯრედების საერთო რიცხვი არ იცვლება.
კანქვეშა ოკრელიზუმაბი შეიცავს ადამიანის რეკომბინანტულ ჰიალურონიდაზას (rHuPH20), ფერმენტს, რომელიც გამოიყენება კანქვეშ შეყვანისას, თანაფორმირებული აქტიური ნივთიერებების დისპერსიისა და შეწოვის გასაძლიერებლად.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ოკრელიზუმაბით მკურნალობა იწვევდა CD19+ B-უჯრედების სწრაფ გაღარიბებას სისხლში, მკურნალობის შემდეგ მე-14 დღეს (შეფასების პირველი ეტაპი), რაც მოსალოდნელ ფარმაკოდინამიკურ ეფექტს წარმოადგენს. ეს მდგომარეობა ნარჩუნდებოდა ინტრავენური ოკრელიზუმაბით მკურნალობის მანძილზე. B-უჯრედების დასათვლელად CD19 გამოიყენება, ვინაიდან ანალიზის დროს, ოკრელიზუმაბი ხელს უშლის CD20-ს ამოცნობას.
III ფაზის კვლევებში, ინტრავენური ოკრელიზუმაბის ყოველ დოზას შორის, პაციენტთა დაახლოებით 5% -ს აღენიშნა B-უჯრედების რაოდენობის აღდგენა (>ნორმის ქვედა ზღვარი [LLN] საბაზისო ვიზიტზე) ერთი შეფასებისას მაინც. B-უჯრედების გაღარიბების დონე და ხანგრძლივობა მსგავსი იყო პირველადად პროგრესირებადი გაფანტული სკლერიზის და მორეციდივე გაფანტული სკლეროზის კვლევებში.
ბოლო ინტრავენური ინფუზიის შემდეგ, ყველაზე ხანგრძლივი დაკვირვება (ფაზა II WA21493, n=51) აჩვენებს, რომ B-უჯრედების აღდგენის დრო (საბაზისო დონეზე დაბრუნება ან ნორმის მინიმალურ ზღვარზე (LLN),) იყო საშუალოდ 72 კვირა (27–175 კვირის ფარგლებში). ყველა პაციენტის ოთხმოცდაათ პროცენტში B-უჯრედების რიცხვი აღდგა ნორმის მინიმალურ ზღვრამდე ან საბაზისომდე ბოლო ინფუზიის შემდეგ, დაახლოებით ორნახევარ წელიწადში.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
კანქვეშა ფორმულირება
OCARINA II( ოკარინა II)
კვლევა CN42097 (OCARINA II) იყო მრავალცენტრიანი, რანდომიზებული, ღია, პარალელური ჯგუფის კვლევა, რომელიც ჩატარდა კანქვეშა ოკრელიზუმაბის ფარმაკოკინეტიკის, ფარმაკოდინამიკის, უსაფრთხოების, იმუნოგენურობის, რენტგენოლოგიური და კლინიკური ეფექტების შესაფასებლად, ინტრავენურ ოკრელიზუმაბთან შესადარებლად RMS-ის ან PPMS -ის მქონე პაციენტებში. OCARINA II შემუშავებული იყო კანქვეშა ოკრელიზუმაბით მკურნალობის არასრულფასოვნების დემონსტრირებისთვის, ინტრავენურ ოკრელიზუმაბთან მიმართებაში, კონცენტრაციის დროის მრუდის ქვეშ მდებარე, ფართობის პირველადი PK საბოლოო წერტილის საფუძველზე (AUC), მე-12 კვირამდე ინექციის/ინფუზიის შემდეგ (AUCw1-12).
სულ RMS ან PPMS -ის მქონე 236 პაციენტი (213 პაციენტი RMS-ით, 23 პაციენტი PPMS-ით) რანდომიზირებული იყო 1:1, თანაფარდობით კანქვეშა ჯგუფში ან ინტრავენურ ჯგუფში ჩასართველად. კონტროლირებადი პერიოდის განმავლობაში (დღე 0-დან 24 კვირამდე), პაციენტებმა მიიღეს ერთჯერადი 920 მგ კანქვეშა ინექცია, კვლევის 1 დღეს ან ორი 300 მგ ინტრავენური ინფუზია კვლევის 1 და 14 დღეს. კონტროლირებადი პერიოდის შემდეგ, ყველა პაციენტს ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო 920 მგ ოკრელიზუმაბის შემდგომი კანქვეშა ინექციები 24 და 48 კვირაში (დოზა 2 და 3, შესაბამისად). პაციენტები კვლევიდან გამოირიცხებოდნენ, თუ მათ წინა მკურნალობა ჰქონდათ ჩატარებული ანტი-CD20 ანტისხეულებით ბოლო 24 თვის განმავლობაში, ოკრელიზუმაბის ჩათვლით.
სკრინინგზე პაციენტები იყვნენ 18-65 წლის ასაკის, EDSS 0-დან 6.5-მდე. დემოგრაფიული მახასიათებლები იყო მსგავსი და საბაზისო ნიშნები (მახასიათებლები) კარგად იყო დაბალანსებული მკურნალობის ორ ჯგუფში. საშუალო ასაკი იყო 39.9 წელი კანქვეშა ჯგუფში და 40.0 წელი ინტრავენური ჯგუფისთვის. პაციენტების 34.7% იყო მამაკაცი კანქვეშა ჯგუფში და პაციენტების 40.7% იყო მამაკაცი, ინტრავენური ჯგუფში. საშუალო/მედიანური ხანგრძლივობა MS-ის დიაგნოზიდან იყო 5.70/3.10 წელი კანქვეშა ჯგუფში და 4.78/2.35 წელი ინტრავენურ ჯგუფში.
ოკრელიზუმაბის ექსპოზიციის არასრულფასოვნება 920 მგ კანქვეშა ოკრელიზუმაბის შეყვანის შემდეგ, 600 მგ ინტრავენურ ოკრელიზუმაბთან შედარებით, ნაჩვენები იყო PK პირველადი საბოლოო წერტილის, AUC მე-12 კვირამდე (AUCw1-12) ინექციის შემდეგ (იხ. ნაწილი 5).
ინტრავენული ფორმულაცია
გაფანტული სკლეროზის მორეციდივე ფორმები (RMS)
ოკრევუსის ეფექტურობა და უსაფრთხოება შესწავლილი იქნა, ორ რანდომიზებულ ორმაგ-ბრმა, ორმაგად პლაცებო კონტროლირებულ, აქტიური კომპარატორით კონტროლირებულ, იდენტური დიზაინის კლინიკურ კვლევაში (WA21092 და WA21093), რომელშიც მონაწილეობდნენ პაციენტები გაფანტული სკლეროზის მორეციდივე ფორმებით (McDonald-ის 2010 წლის კრიტერიუმების თანახმად) და დადგენილი დაავადების აქტივობით (როგორც განსაზღვრულია კლინიკური ან რადიოლოგიური კვლევის მახასიათებლებით) წინა ორი წლის განმავლობაში. კვლევის დიზაინი და კვლევის პოპულაციის საბაზისო მახასიათებლები მოყვანილია ცხრილში 2.
დემოგრაფიული და საბაზისო მახასიათებლები ორივე სამკურნალო ჯგუფში კარგად იყო დაბალანსებული. პაციენტებს ოკრელიზუმაბის ჯგუფში (ჯგუფიA) უკეთდებოდათ 600 მგ ყოველ 6 თვეში (დოზა 1 კეთდებოდა 2 × 300 მგ ინტრავენური ინფუზიის სახით, რომელთა შორის დაცული იყო 2 კვირიანი ინტერვალი), ხოლო შემდეგი დოზები უკეთდებოდათ ერთი 600 მგ-იანი ინფუზიის სახით. პაციენტები B ჯგუფში იღებდნენ ინტერფერონს ბეტა-1ა (რებიფი®) 44 მკგ კნაქვეშაინექციის სახით კვირაში სამჯერ.
ცხრილი 2 კვლევის დიზაინი, დემოგრაფიული მახასიათებლები და საბაზისო მონაცემები
კვლევა 1
კვლევა
კვლევის დასახელება
WA21092 (OPERA I)
(n=821)
WA21093 (OPERA II) (n=835)
კვლევის დიზაინი
საკვლევი პოპულაცია
პაციენტები MS-ის მორეციდივე ფორმებით
დაავადების ისტორია სკრინინგზე
მინიმუმ ორი რეციდივი წინა ორი წლის განმავლობაში ან ერთი რეციდივი წინა წლის განმავლობაში; EDSS* 0-დან 5.5-მდე ჩათვლით
კვლევის ხანგრძლივობა
2 წელი
სამკურნალო ჯგუფები
ჯგუფი A: ოკრელიზუმაბი 600 მგ
ჯგუფი B: ინტერფერონი ბეტა-1ა 44 მკგ S.C. (IFN)
საბაზისო მახასიათებლები
ოკრელიზუმაბი
600 mg (n=410)
IFN
44 mcg
(n=411)
ოკრელიზუმაბი
600 mg
(n=417)
IFN
44 mcg
(n=418)
საშუალო ასაკი (წლები)
- 1
- 9
- 2
- 4
ასაკობრივი დიაპაზონი (წლები) ჩართვისას
18 - 56
18 - 55
18 - 55
18 - 55
სქესის განაწილება (% მამაკაცი/% ქალი)
- 1/65.9
- 8/66.2
- 0/65.0
- 0/67.0
დაავადების საშუალო/საშუალო ხანგრძლივობა დიაგნოზიდან (წლები)
- 82/1.53
- 71/1.57
- 15/2.10
- 13/1.84
პაციენტები გულუბრყვილო წინა DMT-ზე (%)**
- 4
- 0
- 7
- 9
რეციდივების საშუალო რაოდენობა გასულ წელს
- 31
- 33
- 32
- 34
პაციენტთა პროპორცია Gd გამაძლიერებელი T1 დაზიანებებით
- 5
- 1
- 0
- 4
საშუალო EDSS*
- 82
- 71
- 73
- 79
- ინვალიდობის სტატუსის გაფართოებული შკალა
- * პაციენტები, რომლებიც არ არიან ნამკურნალები დაავადების მოდიფიკაციის თერაპიით (DMT) რანდომიზებამდე 2 წლის განმავლობაში.
საკვანძო კლინიკური და მაგნიტურ-რეზონანასული მახასაითებლების ეფექტურობის შედეგები წარმოდგენილია ცხრილში 3 და ნახატზე 1.
ამ კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ ოკრელიზუმაბის მნიშვნელოვნად ამცირებს რეციდივების ალბათობას, ქვეკლინიკური დაავადების აქტივობას, რომელიც იზომება MRI– ით და ასევე აფერხებს დაავადების პროგრესირებას, ინტერფერონ ბეტა –1 a 44 მკგ კანქვეშა გზით მიღებასთან შედარებით.
ცხრილი 3 საკვანძო კლინიკური და მაგნიტურ-რეზონანასული (MRI )მახასიათებელი საბოლოო წერტილები კვლევებში WA21092 და WA21093(RMS)
საბოლოო წერტილები
კვლევა 1: WA21092
(OPERA I)
კვლევა 2: WA21093
(OPERA II)
ოკრელიზუმაბი 600 mg
(n=410)
IFN 44 mcg
(n=411)
ოკრელიზუმაბი 600 mg
(n=417)
IFN 44 mcg
(n=418)
კლიიკური საბოლოო წერტილები
წლიური რეციდივის სიხშირე (ARR) (პირველადი საბოლოო წერტილი)8
- 156
- 292
- 155
- 290
შედარებითი შემცირება
46 % (p<0.0001)
47 % (p<0.0001)
პაციენტების პროპორცია 12 კვირის დადასტურებული უნარაშეზღუდულობის პროგრესიით3
რისკის შემცირება (გაერთიანებული ანალიზი 1)
რისკის შემცირება (ინდივიდუალური კვლევები2)
- 8% ოკრელიზუმაბი vs 15.2% IFN
40% (p=0.0006)7
43 % (p=0.0139)7
37 % (p=0.0169)7
პაციენტების პროპორცია 24 კვირის დადასტურებული უნარშეზღუდულობის პროგრესიით (CDP)3

- 6% ოკრელიზუმაბი vs 12.0% IFN
40% (p=0.0025)7
43 % (p=0.0278)7
37 % (p=0.0370)7
პაციენტთა პროპორცია მინიმუმ 12 კვირის დადასტურებული უნარშეზღუდულობის გაუმჯობესება4 შედარებითი ზრდა (გაერთიანებული ანალიზი 1)
- 7% Ocrelizumab vs 15.6% IFN
შედარებითი ზრდა (ინდივიდუალური კვლევები2)
33% (p=0.0194)
61% (p=0.0106)
14% (p=0.4019)
პაციენტთა პროპორცია რეციდივი თავისუფალია 96 კვირაზე2
- 4%
- 7%
- 9%
- 3%
(p<0.0001)
(p<0.0001)
პაციენტთა პროპორცია, რომლებსაც არ აქვთ დაავადების აქტივობა (NEDA)5
48%
29%
48%
25%
შედარებითი ზრდა 2
64% (p<0.0001)
89% (p<0.0001)
MRI ბოლო წერტილები
T1 Gd გამაძლიერებელი დაზიანებების საშუალო რაოდენობა MRI სკანირებაზე
- 016
- 286
- 021
- 416
შედარებითი შემცირება
94% (p<0.0001)
95% (p<0.0001)
ახალი და/ან მზარდი T2 ჰიპერინტენსიური დაზიანებების საშუალო რაოდენობა MRI სკანირებაზე
- 323
- 413
- 325
- 904
შედარებითი შემცირება
77% (p<0.0001)
83% (p<0.0001)
ტვინის მოცულობის პროცენტული ცვლილება 24 კვირიდან 96 კვირამდე
- 0.572
- 0.741
- 0.638
- 0.750
ტვინის მოცულობის დაკარგვის შედარებით შემცირება
- 8% (p=0.0042)6
- 9% (p=0.0900)
1 პროსპექტულად გაერთიანებული მონაცემები კვლევებიდან 1 და 2.
2 არაკონფორმაციული p-მნიშვნელობა; ანალიზი პრესპეციფიური ტესტირების იერარქიის ნაწილი არ არის.
3 CDP განისაზღვრება როგორც უნარშეზღუდულობის გაფართოებული სკალის (EDSS) ქულის ≥1.0 ქულით გაზრდა საბაზისო დონიდან, პაციენტებში, რომელთა საბაზისო ქულა იყო 5.5 ან ნაკლები, ან ≥0.5 ქულით, თუ საბაზისო ქულა იყო >5.5, Kaplan-Meier მიახლოება კვირა 96-ზე.
4 განისაზღვრება როგორც ≥1.0 ქულით დაკლება საბაზისო EDSS ქულისა პაციენტებში, რომელთა საბაზისო EDSS ქულა ≥2 და ≤5.5, ან ≥0.5 როდესაც საბაზისო ქულა იყო >5.5. პაციენტები საბაზისო ქულით <2 ანალიზში არ ყოფილან გათვალისწინებული.
5 NEDA განისაზღვრება როგორც პრორტოკოლით განსაზღვრული გამწვავებების არარსებობა, დადასტურებული უნარშეზღუდულობის პროგრესირება (CDP), და ნებისმიერი MRI აქტივობა (როგორც Gd-ჩამრთველი T1 დაზიანებები, ისე ახალი ან მზარდი T2დაზიანებები) მკურნალობის 96 კვირის მანძილზე. ექსპლორაციული შედეგები ემყარება მთელს ITT პოპულაციას.
6 არაკონფირმაციული p-მნიშვნელობა; იერარქიული ტესტირების პროცედურა დასრულდა ენდპოინტის მიღწევამდე.
7 Log-rank ტესტი
8 დადასტურებული რეციდივები (EDSS-ის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებასთან ერთად).
სურათი 1. Kaplan-Meier-ის გრაფიკი - დრო დადასტურებული უნარშეზღუდულობის პროგრესირების (CDP) დაწყებამდე, რომელიც გრძელდებოდა მინიმუმ 12 კვირის მანძილზე, ნევროლოგიური გაუარესების საწყისი მოვლენით, რომელიც გამოვლინდა ორმაგი-ბრმა მკურნალობის პერიოდში (გაერთიანებული WA21092 და WA21093 ITT პოპულაცია)*
40% reduction in risk of CDP
HR (95% CI): 0.60 (0.45, 0.81)
(p =0.0006)
- პრე-სპეციფიური გაერთიანებული მონაცემები კვლევებიდან WA21092 და WA21093
12 კვირის მანძილზე შენარჩუნებული უნარშეზღუდულობის დადასტურებული პროგრესირების განვითარებამდე დროის პრესპეციფიური გაერთიანებული ანალიზის შედეგები (40% რისკის შემცირება ოკრელიზუმაბის შემთხვევაში, შედარებით ინტერფერონ ბეტა-1ა-სთან, p=0.0006) მნიშვნელოვნად ემთხვეოდა შედეგებს, რომლებიც სულ მცირე 24 კვირის მანძილზე აღინიშნებოდა (40% რისკის შემცირება ოკრელიზუმაბის შემთხვევაში, შედარებით ინტერფერონი ბეტა-1ა-თან, p=0.0025).
კვლევებში მონაწილეობდნენ აქტიური დაავადების მქონე პაციენტები. მათ შორის იყვნენ,პაციენტები რომლებიც არ ღებულობდნენ აქტიურ მკურნალობას , ასევე ადრე ნამკურნალები მაგრამ არაადეკვატური პასუხის მქონე პაციენტები, რაც ფასდებოდა/განისაზღვრებოდა კლინიკური ან ვიზუალიზაციის მახასიათებლებით. პაციენტთა პოპულაციების ანალიზმა რომელთაც აღენიშნებოდათ დაავადების აქტივობის სხვადასხვა დონე საწყისი მონაცემების მიხედვით, მათ შორის იყო აქტიური და ძლიერ აქტიური დაავადება, აჩვენა, რომ ოკრელიზუმაბის ეფექტურობა ARR– ზე და 12 კვირაზე CDP ერთიდაიგივე იყო კვლევაში ჩართული ყველა პაციენტისთვის.
პირველადად პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზი (PPMS)
ოკრელიზუმაბის ეფექტურობა და უსაფრთხოება ასევე შესწავლილი იყო რანდომიზებულ, ორმაგ-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში პირველადად პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის დროს (კვლევაWA25046). კვლევაში ერთებოდნენ პაციენტები, რომლებიც იყვნენ დაავადების მიმდინარეობის ადრეულ ეტაპზე ძირითადი კრიტერიუმების შესაბამისად, ანუ 18-55 წლის ასაკის ჩათვლით; ასევე ჩაერთვებოდნენ ის პირები, ვისაც EDSS სკრინინგის დროს ჰქონდა 3.0-დან 6.5 ქულამდე; თუ დაავადების ხანგრძლივობა იყო 10 წელზე ნაკლები და სკრინინგის დროს, EDSS ფიქსირდებოდა ≤5 ან დაავადების ხანგრძლივობა იყო 15 წელზე ნაკლები დ ამასთან EDSS სკრინინგის დროს > 5,0. რაც შეეხება დაავადების აქტივობას - ანთებითი აქტივობის ამსახველი მაჩვენებლები, პროგრესულ MS -შიც კი, შეიძლება იყოს გამოსახულებასთან დაკავშირებული, (მაგ. T1 Gd- გაზრდილი დაზიანება და / ან აქტიური [ახალი ან გადიდებელი] T2 დაზიანება). MRI მტკიცებულებები უნდა იქნას გამოყენებული ყველა პაციენტში ანთებითი აქტივობის დასადასტურებლად. 55 წელზე მეტი ასაკის პაციენტების ჩართვა კვლევაში არ იყო დაშვებული. კვლევის დიზაინი და კვლევის პოპულაციის საბაზისო მახასიათებლები წარმოდგენილია ცხრილში 4.
დემოგრაფიული და საბაზისო მახასიათებლები მკურნალობის ორივე ჯგუფში დაბალანსებული იყო. თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიამ ( MRI) აჩვენა ანთებითი აქტივობისთვის დამახასიათებელი გამოსახულების მახასიათებლები T1 Gd გაზრდილი დაზიანებით ან T2 დაზიანებით.
III ფაზის პირველადად პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის მთელი კვლევის განმავლობაში პაციენტები იღებდნენ 600 მგ-ს ორი 300 მგ-იანი ინფუზიის სახით, ორკვირიანი ინტერვალით. 600 მგ ინფუზიები მორეციდივე გაფანტული სკლეროზის დროს და 2 × 300 მგ ინფუზიები პირველადად პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის დროს ამჟღავნებდნენ ერთნაირ ფარმაკოკინეტიკურ/ფარმაკოდინამიკურ პროფილს. ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების პროფილი ყოველი ინფუზიისას, ასევე იყო მსგავსი, იმის მიუხედავად თუ როგორ ხდებოდა 600 მგ მიწოდება - ერთი 600 მგ-იანი ინფუზიის, თუ ორი, 2 კვირის ინტერვალით 300 მგ-იანი ინფუზიის სახით (იხ. თავი 4.8 და 5.2), თუმცა, იმის გამო, რომ ინფუზიები ჯამში უფრო მეტჯერ ხორციელდებოდა 2 × 300 მგ რეჟიმის შემთხვევაში, ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების შემთხვევები, ამ დროს უფრო მეტი იყო. მაშასადამე, დოზა 1 -ის შემდეგ რეკომენდებულია ოკრელიზუმაბის შეყვანა ერთი 600 მგ-იანი ინფუზიის სახით (იხ. თავი 4.2) ინფუზიების საერთო რიცხვის შემცირების მიზნით (პროფილაქტიკურად მეთილპრედნიზოლონის გამოყენების ფონზე) და ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების შემცირების მიზნით.
ცხრილი 4. კვლევის დიზაინი, დემოგრაფიული და საბაზისო მახასიათებლები კვლევაში WA25046
კვლევის დასახელება
კვლევა WA25046 ORATORIO (n=732)
კვლევის დიზაინი
საკვლევი პოპულაცია
MS-ის პირველადი პროგრესირებადი ფორმის მქონე პაციენტები
კვლევის ხანგრძლივობა
მოვლენებზე ორიენტირებული (მინიმუმ 120 კვირა და 253 დადასტურებული უნარშეზღუდულობის პროგრესირების მოვლენა)
(დაკვირვების საშუალო დრო: ოკრელიზუმაბი 3.0 წელი, პლაცებო 2.8 წელი
დაავადების ისტორია სკრინინგზე
ასაკი 18-55 წელი, EDSS of 3.0 to 6.5
სამკურნალო ჯგუფები
ჯგუფი A: ოკრელიზუმაბი 600 მგ
ჯგუფი B: პლაცებო, 2:1 რანდომიზაციაში
საბაზისო მახასიათებლები
ოკრელიზუმაბი 600 მგ (n=488)
პლაცებო (n=244)
საშუალო ასაკი (წლები)
- 7
- 4
ასაკობრივი დიაპაზონი (წლები) ჩართვისას
20 – 56
18 - 56
სქესის განაწილება (% მამაკაცი/% ქალი)
- 4/48.6
- 2/50.8
დაავადების საშუალო/საშუალო ხანგრძლივობა PPMS დიაგნოზიდან (წლები)
- 9/1.6
- 8/1.3
საშუალო EDSS
- 7
- 7
საკვანძო კლინიკური და მაგნიტურ-რეზონანასული მახასიათებლების ეფექტურობის შედეგები წარმოდგენილია ცხრილში 5 და სურათზე 2.
ამ კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ოკრელიზუმაბი მნიშვნელოვნად აფერხებს დაავადების პროგრესირებას და ამცირებს სიარულის სიჩქარის გაუარესებას, პლაცებოსთან შედარებით.
ცხრილი 5 კვლევის WA25046 (პირველადად პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზი-(PPMS)) საკვანძო კლინიკური და მაგნიტურ-რეზონანსული (MRI ) მახასიათებლების საბოლოო წერტილები
Study 3
ბოლო წერტილები
WA25046 (Oratorio)
ოკრელიზუმაბი 600 მგ (n=488)
პლაცებო
(n=244)
კლინიკური საბოლოო წერტილები
პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილი
12 კვირის მქონე პაციენტების პროპორცია - დადასტურებული უნარშეზღუდულობის პროგრესი1 (პირველადი საბოლოო წერტილი)
რისკის შემცირება
- 2%
- 0%
24%
(p=0.0321)
24 კვირის მქონე პაციენტების პროპორცია - დადასტურებული უნარშეზღუდულობის პროგრესი1
- 3%
- 7%
რისკის შემცირება
25%
(p=0.0365)
პროცენტული ცვლილება დროული 25 ფუტი სიარულის დროს საწყისიდან 120 კვირამდე
- 9
- 1
სიარულის დროის პროგრესირების სიჩქარის შედარებით შემცირება
- 4%
(p=0.0404)
MRI საბოლოო წერტილები
T2 ჰიპერინტენსიური დაზიანების მოცულობის პროცენტული ცვლილება, საწყისიდან 120 კვირამდე
- 3.4
- 4
(p<0.0001)
ტვინის მოცულობის პროცენტული ცვლილება 24 კვირიდან 120 კვირამდე
- 0.902
- 1.093
ტვინის მოცულობის დაკარგვის სიჩქარის შედარებით შემცირება
- 5%
(p=0.0206)
1 განისაზღვრა, როგორც გაზრდა ≥1.0 ქულით საბაზისო EDSS ქულიდან, პაციენტებისათვის რომელთ საბაზისო ქულა იყო 5.5 ან ნაკლები, ან ≥0.5 როდესაც საბაზისო ქულა იყო >5.5, Kaplan-Meier მიახლოება კვირა 120.
სურათი 2 Kaplan-Meier მრუდი, რომელიც ასახავს დროს მინიმუმ 12 კვირის მანძილზე არსებული დადასტურებული უნარშეზღუდულობის პროგრესირების დაწყებამდე, საწყისი მოვლენის ნევროლოგიური გაუარესების ფონზე, რომელიც გამოვლინდა მკურნალობის ორმაგ-ბრმა პერიოდში (WA25046ITT პოპულაცია)*
24% reduction in risk of CDP
HR (95% CI): 0.76 (0.59, 0.98);
p=0.0321
- ამ ანალიზში ჩართულ ყველა პაციენტზე დაკვირვება მიმდინარეობდა სულ მცირე 120 კვირის მანძილზე. პირველადი ანალიზი ეფუძნება ყველა აღმოცენებულ მოვლენას.
პირველადი საბოლოო წერტილის წინასწარი დაზუსტებული ქვეჯგუფის ანალიზი აჩვენებს, რომ პაციენტები, რომლებიც არიან უფრო ახალგაზრდა ან აქვს T1 Gd- გაზრდილი დაზიანება, მკურნალობის საწყის ეტაპზე, უფრო მეტი სარგებელს იღებს, ვიდრე უფრო ასაკოვანი პაციენტები ან რომელთაც არ აღენიშნებათ T1 Gd- გაზრდილი დაზიანებაა (≤ 45 წელი: HR 0.64 [0.45, 0.92],> 45 წლამდე: HR 0.88 [0.62, 1.26]; T1 Gd- გაზრდილი დაზიანებით საწყის ეტაპზე: HR 0.65 [0.40-1.06], T1 Gd- გაზრდილი დაზიანების გარეშე: HR 0.84 [0.62 -1.13]).
უფრო მეტიც, პოსტ-ჰოკ ანალიზებმა აჩვენა, რომ ახალგაზრდა პაციენტებს T1 Gd- გაზრდილი დაზიანებით, დაავადების საწყის ეტპაზე, აქვთ უკეთესი მკურნალობის ეფექტი (≤ 45 წელი: HR 0.52 [0.27-1.00]; ≤ 46 წელი [WA25046 კვლევის საშუალო ასაკი]; HR 0.48 [0,25-0,92]; <51 წელი: HR 0,53 [0,31-0,89]).
პოსტ-ჰოკ ანალიზები ჩატარდა გახანგრძლივებულ კონტროლირებად პერიოდში (ECP), რომელიც მოიცავს, ორმაგად ბრმა მკურნალობას და კონტროლირებადი მეთვალყურეობის დაახლოებით 9 დამატებით თვეს, რომლის შემდეგაც პაციენტი მკურნალობას გააგრძელებს, ღია გაფართოებულფაზაში (OLE) ან მოიხსნება კვლევიდან.
პაციენტთა წილი, რომელთაც აღენიშნებათ 24 კვირის განმავლობაში დადასტურებული უნარშეზღუდულობის პროგრესირება EDSS≥7.0 (24W-CDP EDSS≥7.0, დრო უნარშეზღუდულის ეტლში მოხვედრამდე) 9.1% იყო პლაცებოს ჯგუფში, ხოლო იგივე მაჩვენებელი 144 კვირის თავზე ოკრელიზუმაბის ჯგუფში შეადგენდა - 4.8%-ს, რის შედეგადაც 47%-ით მცირდებოდა დრო უნარშეზღუდულის ეტლში მოხვედრამდე (HR 0,53, [0,31, 0,92]) ECP– ის დროს . ვინაიდან ეს შედეგები კვლევის ხასიათს ატარებდა და მოიცავდა ბრმა - კვლევის გახსნის შემდგომი პერიოდის მონაცემებს, შედეგები სიფრთხილით უნდა იქნას განმარტებული.
იმუნოგენობა
კანქვეშა ფორმულირება
OCARINA I-სა და OCARINA II-ში არცერთ პაციენტს არ ჰქონია ოკრელიზუმაბის მიმართ (მკურნალობა გადაუდებელი) წამლის საწინააღმდეგო ანტისხეულები (ADAs). OCARINA II-ში ჩართულ პაციენტებს უტარდებოდათ ADA-ზე ტესტირება, მკურნალობის საწყის ეტაპზე და ყოველ 6 თვეში ერთხელ მკურნალობის შემდეგ, მთელი კვლევის მანძილზე. ამდენად, გარდამავალი ADA შეიძლება არ იყოს გამოვლენილი, კვლევის დიზაინით, შეფასებულ დროის წერტილებს შორის.
მკურნალობა გადაუდებელი ანტი-rHuPH20 (ჰიალურონიდაზა) ანტისხეულების სიხშირე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ კანქვეშა ოკრელიზუმაბით OCARINA I-ში იყო 2.3% (3/132). OCARINA II- ში ჩართულ არცერთ პაციენტს არ ჰქონია მკურნალობა გადაუდებელი (treatment-emergent ) ანტი-rHuPH20 ანტისხეულები.
ინტრავენური ფორმულაცია
MS კვლევებში (WA21092, WA21093 და WA25046) მონაწილე პაციენტებს სხვადასხვა დროის მონაკვეთში უტარდებოდათ ტესტირება (საბაზისო ვიზიტზე და ყოველ 6 თვეში მკურნალობის შემდეგ, მთელი კვლევის განმავლობაში) წამლის საწინააღმდეგო ანტიგენებზე (ADAs).ოკრელიზუმაბით ნამკურნალევი 1311 პაციენტიდან, 12 -ს (~1%) აღენიშნა დადებითი მკურნალობით-ინდუცირებული ADAs, რომელთაგან 2 პაციენტს ქონდა გამანეიტრალებელი ანტისხეულები. მკურნალობით გამოწვეული ADAs როლი უსაფრთხოებასა და ეფექტურობაში ვერ შეფასდება, იმის გამო, რომ ოკრევუსთან ADA იშვიათად ასოცირდება.
იმუნიზაცია
რანდომიზებულ, ღია კვლევაში ჩართულ RMS პაციენტებში …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
პროდუქტის მახასიათებლები
- სამკურნალო პროდუქტის დასახელება
920 მგ ოკრევუსი საინექციო ხსნარისთვის
- თვისებრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
თითოეული ფლაკონი შეიცავს 920 მგ ოკრელიზუმაბს 23 მლ – ში, (40 მგ /მლ კონცენტრაციით).
ოკრელიზუმაბი არის ჰუმანიზებული მონოკლონური ანტისხეული, რომელიც წარმოებულია ჩინური ზაზუნის საკვერცხეების უჯრედებში, რეკომბინანტული დნმ (DNA) ტექნოლოგიით.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ თავი 6.1.
- ფარმაცევტული ფორმა
საინექციოო ხსნარი.
გამჭვირვალე, ოდნავ ოპალესცენტური და უფერო - ღია ყავისფერი ხსნარი.
- კლინიკური მონაცემები
- 1 თერაპიული ჩვენებები
ოკრევუსი ნაჩვენებია გაფანტული სკლეროზის მორეციდივე ფორმის (RMS) მქონე ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ, დაავადების აქტური ფორმით, დადასტურებული კლინიკური ან ვიზუალიზაციით (რენტგენოლოგიურად). (იხ. თავი 5.1)
ოკრევუსი ნაჩვენებია მოზრდილ პაციენტთა სამკურნალოდ, პირველადად პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზით (PPMS) დაავადების ხანგრძლივობისა და უნარშეზღუდულობის დონის გათვალისწინებით, ანთებითი აქტივობით და ვიზუალიზაციით (რენტგენოლოგიურად) .(იხ. თავი 5.1)
- 2 დოზირება და მიღების წესი
მკურნალობა უნდა დაიწყონ და მეთვალყურეობა გაუწიონ სპეციალიზებულმა ექიმებმა, რომელთაც გამოცდილება აქვთ ნევროლოგიური მდგომარეობების დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში. პირველი დოზის მიღება უნდა მოხდეს კლინიკაში,, შესაბამისი სამედიცინო /მეთვალყურეობის ქვეშ მძიმე რეაქციების სამართავად, როგორიცაა ინექციასთან დაკავშირებული მძიმე რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და/ან ანაფილაქსიური რეაქციები (იხ. ნაწილი 4.4).
პრემედიკაცია ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციებისათვის (IRRs)
შემდეგი ორი პრემედიკაცია უნდა ჩატარდეს ოკრელიზუმაბის ყოველი ინფუზიის დაწყებამდე რათა შემცირდეს ადგილობრივი და სისტემური ინექციასთან დაკავშირებული რეაქციების რისკი (IRs):
20 მგ პერორალური დექსამეტაზონი (ან ექვივალენტი)
ორალური ანტიჰისტამინი (მაგ., დესლორატადინი ან ექვივალენტი)
გარდა ამისა, შეიძლება, ასევე განიხილებოდეს პრემედიკაცია სიცხის დამწევი საშუალებებით (მაგალითად, პარაცეტამოლი) ყოველი მიღების წინ, ცოტა ხნით ადრე.
პოზოლოგია
რეკომენდებული დოზაა 920 მგ, 6 თვეში ერთხელ.
არ არის საჭირო საწყისი ან შემდგომი დოზების დაყოფა .
ოკრელიზუმაბის დოზებს შორის დაცული უნდა იქნას სულ მცირე 5 თვიანი ინტერვალი.
ინექციის ან მკურნალობის შეწყვეტა ინექციასთან დაკავშირეული რეაქციების (IRs) გამოვლენის შემთხვევაში
სიცოცხლისათვის საშიში ინექციასთან დაკავშირებული რეაქციები
თუ არსებობს სიცოცხლისთვის საშიში IR-ის ნიშნები, ინექცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტმა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა. ამ პაციენტებში მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს (იხ. ნაწილი 4.3).
ინექციასთან დაკავშირებული მძიმე რეაქციები
თუ პაციენტს აღენიშნება ინექციასთან დაკავშირებული მძიმე რეაქცია (IR), ინექცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტმა მიიღოს სიმპტომური მკურნალობა. ინექცია უნდა დასრულდეს მხოლოდ ყველა სიმპტომის ალაგების/გაქრობის შემდეგ (იხილეთ ნაწილი 4.4).
დოზის დაგვიანება ან გამოტოვება
თუ დაგეგმილი ინექცია გამოტოვებული იქნა, მისი შეყვანა უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე; არ დაელოდოთ შემდეგ დაგეგმილ დოზას. დოზებს შორის დაცული უნდა იქნას 6 თვიანი (მინიმუმ 5 თვე) სამკურნალო ინტერვალი.
ცალკეული პოპულაციები
მოზრდილები 55 წელზე უფროსი პოპულაცია
შეზღუდული მონაცემების საფუძველზე (იხ. ქვეთავი 5.1 და ქვეთავი 5.2), 55 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში არ არის საჭირო დოზირების (პოზოლოგიის) კორექტირება. მიმდინარე კლინიკურ კვლევებში ჩართული პაციენტები განაგრძობენ ოკრელიზუმაბის მიღებას დოზით 600 მგ ყოველ ექვს თვეში ერთხელ, მას შემდეგ რაც შეუსრულდებათ 55 წელი და მეტი. კანქვეშა ოკრელიზუმაბის გამოყენება არ იყო შესწავლილი 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
ოკრელიზუმაბის უსაფრთხოება და ეფექტურობა, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ოფიციალურად შესწავლილი არ არის. პაციენტები თირკმლის მსუბუქი უკმარისობით მოხვდნენ კლინიკურ კვლევებში. არ არსებობს ოკრელიზუმაბის მოხმარების გამოცდილება, თირკმლის საშუალო და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. ოკრელიზუმაბი არის მონოკლონური ანტისხეული და მისი გაუვნებელყოფა ხდება კატაბოლიზმის საშუალებით (ე.ი. დაშლა პეპტიდებად და ამინომჟავებად) და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დოზის შეცვლა არ არის საჭირო (იხ.ქვეთავი 5.2).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ოკრელიზუმაბის უსაფრთხოება და ეფექტურობა ღვიძლის ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში ფორმალურად შესწავლილი არ ყოფილა... პაციენტები ღვიძლის მსუბუქი უკმარისობით ჩართული იყვნენ კლინიკურ კვლევებში. არ არსებობს ოკრელიზუმაბის მოხმარების გამოცდილება ღვიძლის ზომიერი და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. ოკრელიზუმაბი არის მონოკლონური ანტისხეული და მისი გაუვნებელყოფბა ხდება კატაბოლიზმის საშუალებით (ნაკლებად ღვიძლის მეტაბოლიზმი) და დოზის შეცვლა არ არის საჭირო ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის (იხ. ქვეთავი 5.2).
ბავშვები
ოკრელიზუმაბის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და მოზარდებში (<18 წლის) შესწავლილი არ არის. მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
მიღების მეთოდი
ოკრევუსის 920 მგ საინექციო ხსნარი არ არის განკუთვნილი, ინტრავენური შეყვანისთვის და ყოველთვის უნდა იქნას შეყვანილი კანქვეშა ინექციის სახით ჯანდაცვის პროფესიონალის მიერ.
მნიშვნელოვანია, შეამოწმოთ პროდუქტის ეტიკეტები, რათა დარწმუნდეთ, რომ სწორი ფორმა (ინტრავენური ან კანქვეშა) მიეწოდება პაციენტს, სწორი გზით, დადგენილი წესით.
პაციენტებმა შეიძლება დაიწყონ მკურნალობა ინტრავენური ან კანქვეშა ოკრელიზუმაბით და პაციენტებმა, რომლებიც ამჟამად იღებენ ინტრავენურ ოკრელიზუმაბს, შეუძლიათ განაგრძონ მკურნალობა ინტრავენური ოკრელიზუმაბით ან გადავიდნენ ოკრევუსის 920 მგ საინექციო ხსნარის მიღებაზე.
920 მგ დოზა უნდა შეიყვანოთ კანქვეშა ინექციის სახით, მუცელში, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. რეკომენდებულია კანქვეშა საინფუზიო ნაკრების გამოყენება (მაგ., ფრთიანი/პეპელა). კანქვეშა ინფუზიის კომპლექტში დარჩენილი ნებისმიერი ნარჩენი არ უნდა მიეცეს პაციენტს.
ინექციის ადგილი უნდა იყოს მუცელი, გარდა ჭიპის გარშემო 5 სმ-ისა. ინექციები არ უნდა გაკეთდეს იმ ადგილებში, სადაც კანი წითელია, დალურჯებული, ნაზი ან გამკვრივებული, ან იმ ადგილებში, სადაც არის ხალები ან ნაწიბურები.
ოკრევუსის საინექციო ხსნარი ყოველთვის უნდა იქნას შეყვანილი ჯანდაცვის პროფესიონალის მიერ. საწყისი დოზისთვის რეკომენდებულია ინექციის შემდგომი მონიტორინგი, შესაბამისი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობით, მძიმე რეაქციების სამართავად, როგორიცაა IR, ინექციიდან სულ მცირე ერთი საათის განმავლობაში. შემდგომი დოზებისთვის, ინექციის შემდგომი მონიტორინგის საჭიროება განისაზღვრება მკურნალი ექიმის შეხედულებისამებრ (იხ. პუნქტი 4.4).
- 6. პრეპარატის გამოყენებისა და დამზადების შესახებ ინსტრუქციებისთვის იხილეთ ნაწილი 6.6.
- 3 უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან 6.1 ქვეთავში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
მიმდინარე აქტიური ინფექცია (იხ. თავი 4.4)
პაციენტები მძიმედ გამოხატული შესუსტებული იმუნიტეტის მქონე მდგომარეობაში (იხ. თავი 4.4 ).
აქტიური ავთვისებიანი დაავადებები (იხ. თავი 4.4)
- 4 გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მიკვლევადობა
ბიოლოგიურ სამედიცინო პროდუქტების მიკვლევადობის გაუმჯობესების მიზნით, გამოყენებული პროდუქტის სავაჭრო სახელწოდება და სერიის ნომერი გარკვევით უნდა იქნას ჩაწერილი (დაფიქსირებული) პაციენტის სამედიცინო ბარათში.
ინექციასთან დაკავშირებული რეაქციები (IRs)
კანქვეშა ოკრელიზუმაბით მკურნალობა დაკავშირებულია IR-ებთან, რომლებიც თავის მხრივ შეიძლება დაკავშირებული იყოს ციტოკინის გამოყოფასთან და/ან სხვა ქიმიურ მედიატორებთან. ექიმებმა უნდა გააფრთხილონ პაციენტები, რომ IR-ები შეიძლება გამოვლინდეს შეყვანის დროს ან 24 საათის განმავლობაში. IR-ს სიმპტომები უფრო ხშირად აღინიშნება პირველი ინექციის დროს. IR შეიძლება იყოს ადგილობრივი/ IR ან სისტემური IR. ინექციის ადგილთან დაკავშირებული ადგილობრივი IR-ების ხშირი სიმპტომებია: ერითემა, ტკივილი, შეშუპება და ქავილი. სისტემური IR-ების ხშირი სიმპტომებია: თავის ტკივილი და გულისრევა (იხ. ნაწილი 4.8).
ინექციამდე ცოტა ხნით ადრე, პაციენტებმა უნდა მიიღონ პრემედიკაცია IR-ების რისკის შესამცირებლად (იხ. ნაწილი 4.2). პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მეთვალყურეობის ქვეშ წამლის საწყისი დოზის მიღებიდან მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში, მძიმე IR-ის ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის ალბათობის გამო. სამკურნალო პროდუქტის საწყისი დოზის მიღების შემთხვევაში, მძიმე IR-ების, კერძოდ:ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების და/ან ანაფილაქსიური რეაქციების მართვისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, შესაბამისი რესურსები. შემდგომი დოზებისთვის, ინექციის შემდგომი მონიტორინგის საჭიროებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. IR-ების აღმოჩენის შემთხვევაში, მათი მართვა, შესაძლებელია სიმპტომატური მკურნალობით.
თუ არსებობს სიცოცხლისთვის საშიში IR-ის ნიშნები, ინექცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტმა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა. ამ პაციენტებში ოკრელიზუმაბით მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს. თუ პაციენტს აქვს მძიმე IR, ინექცია, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტმა მიიღოს სიმპტომური მკურნალობა. ინექცია უნდა დასრულდეს მხოლოდ ყველა სიმპტომის გაქრობის შემდეგ.
ოკრელიზუმაბის ინტრავენური შეყვანა, ასოცირებულია ინფუზიასთან დაკავშირებულ რეაქციებთან (IRRs), რომლებიც თავის მხრივ შეიძლება დაკავშირებული იყოს, ციტოკინის გამოყოფასთან და/ან სხვა ქიმიურ მედიატორებთან. IRR შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომების სახით: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ერითემა, ყელის გაღიზიანება, ოროფარინგეალური ტკივილი, ქოშინი, ფარინგეალური ან ხორხის შეშუპება, სიწითლე, ჰიპოტენზია, პირექსია, დაღლილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, ტაქიკარდია და ანაფილაქსიურო რეაქცია. ინტრავენური ოკრელიზუმაბის გამოყენებისას, დაფიქსირებული ზოგიერთი სერიოზული IRR-ი, საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას,
სიმპტომების მიხედვით, ჰიპერმგრძნობელობა შეიძლება კლინიკურად არ განსხვავდებოდეს IR ან IRR-ისგან. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციაზე ეჭვის შემთხვევაში, ინექცია დაუყოვნებლივ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს (იხ. „ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები“ ქვემოთ).
ჰიპერსენსიტიურობის (მომატებული მგრძნობელობის) რეაქციები
შეიძლება ასევე განვითარდეს, ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (მწვავე ალერგიული რეაქცია სამკურნალო საშუალებებზე). 1 ტიპის მწვავე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (IgE შუამავლობით) შეიძლება კლინიკურად არ განსხვავდებოდეს IR სიმპტომებისგან.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერი ინექციის დროს, თუმცა, ჩვეულებრივ, პირველი შეყვანის დროს როგორც წესი არ ფიქსირდება. შემდგომი ინექციისთვის, შეიძლება გამოვლინდეს უფრო მწვავე სიმპტომები, ვიდრე იყო დაფიქსირებული წინა გამოცდილების დროს, ან მანიფესტირდეს ახალი მწვავე სიმპტომები; ასეთ შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. პაციენტები, რომლებსაც აქვთ დადგენილი/ცნობილი IgE-ით გაშუალებული, ოკრელიზუმაბის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, არ უნდა ჩაიტარონ ამ მედიკამენტით მკურნალობა (იხ. ქვეთავი 4.3).
ინფექციები
თუ პაციენტს აქვს აქტიური ინფექცია, ოკრელიზუმაბის ინექცია უნდა გადაიდოს მანამ, სანამ ინფექცია არ გაივლის.
წამლის დოზის მიღებამდე, რეკომენდებულია პაციენტის იმუნური სტატუსის შემოწმება, ვინაიდან მძიმედ გამოხატული დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტების (მაგ. ლიმფოპენიით, ნეიტროპენიით, ჰიპოგამაგლობულინემიით) შემთხვევაში, დაუშვებელია ოკრელიზუმაბით მკურნალობა (იხ. ქვეთავი 4.3 და 4.8).
ინტრავენური ოკრელიზუმაბის კვლევებში პაციენტთა საერთო წილი, რომლებსაც უფიქსირდებოდათ სერიოზული ინფექციური დაავადება (SI), იყო შესადარებელ ჯგუფებში ჩართული პაციენტების, მსგავსი (იხ. ქვეთავი 4.8). მე -4 (სიცოცხლისათვის საშიში) და მე -5 (ფატალური) ხარისხის ინფექციების სიხშირე დაბალი იყო ყველა სამკურნალო ჯგუფში, მაგრამ PPMS– ში ეს უფრო მაღალი იყო ინტრავენური ოკრელიზუმაბით მკურნალობის შემთხვევაში, პლაცებოთი ნამკურნალები სიცოცხლისათვის საშიში (1,6% vs 0,4%) და ფატალური (0,6% vs 0%) ინფექციების ჯგუფებთან შედარებით. სიცოცხლისათვის საშიში ყველა ინფექცია ალაგდა ოკრელიზუმაბის შეწყვეტის გარეშე.
PPMS პაციენტები ყლაპვის სირთულეებით, არიან ასპირაციული პნევმონიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ. ოკრელიზუმაბით მკურნალობამ შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს მძიმე პნევმონიის რისკი ამ პაციენტებში. ექიმებმა სასწრაფოდ უნდა მიიღონ ზომები პნევმონიის მქონე პაციენტებისთვის.
პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია (PML)
ჯონ კანინგემის ვირუსის (JCV) ინფექცია, რომელიც იწვევს PML-ს, ძალიან იშვიათად დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტი-CD20 ანტისხეულებით, მათ შორის ოკრელიზუმაბით, და ძირითადად დაკავშირებული იყო რისკ-ფაქტორებთან (პაციენტის პოპულაცია, მაგალითად, ლიმფოპენია, ხანდაზმული ასაკი, პოლითერაპია იმუნოსუპრესანტებით).
აუცილებელია პაციენტის მონიტორინგი, პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიის ადრეული სიმპტომების გამოსავლენად, რომლებიც მოიცავს ნებისმიერ ახალ ნევროლოგიურ სიმპტომს, ან უკვე არსებული სიმპტომის გაუარესებას, რაც შესაძლოა გაფანტული სკლეროზის გამწვავებას ჰგავდეს.
თუ პროგრესირებად მულტიფოკალურ ლეიკოენცეფალოპათიაზე (PML) არსებობს ეჭვი, მაშინ ოკრელიზუმაბის ინექცია უნდა შეჩერდეს; ასეთ შემთხვევებში აუცილებელია გამოკვლევა პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიაზე, მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევის ჩათვლით (MRI), რაც სასურველია კონტრასტირებით ჩატარდეს (მკურნალობამდე ჩატარებულ მაგნიტურ-რეზონანასულ სურათთან (MRI) შესადარებლად), თავზურგტვინის სითხის გამოკვლევა (CSF) JCV დნმ-ზე და განმეორებითი ნევროლოგიური შეფასება. თუ პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია (PML) დადასტურდა, მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს.
B ჰეპატიტის რეაქტივაცია
B ჰეპატიტის ვირუსის (HBV) რეაქტივაცია, რაც ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს ელვისებურ ჰეპატიტს, ღვიძლის უკმარისობას და სიკვდილს, აღწერილი იქნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტი-CD20 ანტისხეულებით.
HBV სკრინინგი უნდა ჩაუტარდეს ყველა პაციენტს მკურნალობის დაწყებამდე, ლოკალური გაიდლაინის თანახმად. პაციენტებს აქტიური B ჰეპატიტის ვირუსით (ანუ აქტიური ინფექციით, რომელიც დადასტურებულია HBsAg და ანტი-HB ტესტირების პოზიტიური შედეგებით), ოკრელიზუმაბით მკურნალობა არ უნდა ჩაუტარდეთ (იხ. ქვეთავი 4.3). პაციენტებს დადებითი სეროლოგიური პასუხით (ანუ როდესაც ნეგატიურია HBsAg და პოზიტიურია HB core ანტისხეული [HBcAb+]; HBV მატარებლებს [პოზიტიური ზედაპირული ანტიგენი, HBsAg+]), მკურნალობის დაწყებამდე უნდა ჩაუტარდეთ ჰეპატოლოგის კონსულტაცია და მონიტორინგი, ლოკალური სამედიცინო სტანდარტების თანახმად, B ჰეპატიტის რეაქტივაციის პრევენციისათვის.
გვიანი ნეიტროპენია
ნეიტროპენიის გვიანი დაწყების შემთხვევები დაფიქსირდა ოკრელიზუმაბის ბოლო ინფუზიიდან მინიმუმ 4 კვირის შემდეგ (იხ. ქვეთავი 4.8). მიუხედავად იმისა, რომ ზოგი შემთხვევა მე –3 ან მე –4 ხარისხისაც იყო, შემთხვევათა უმეტესობა მაინც განეკუთვნებოდა 1 ან 2 ხარისხს.პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ინფექციის ნიშნები და სიმპტომები, რეკომენდებულია სისხლში ნეიტროფილების რაოდენობის განსაზღვრა.
ავთვისებიანი წარმონაქმნები
ავთვისებიანი სიმსივნეების (მათ შორის, ძუძუს კიბოს) გაზრდილი რაოდენობა დაფიქსირდა ძირითადი კლინიკური კვლევების პაციენტებში , რომლებიც მკურნალობდნენ ოკრელიზუმაბით, საკონტროლო ჯგუფებთან შედარებით. შემთხვევათა სიხშირე იმ ფარგლებში ჯდებოდა, რომელიც მოსალოდნელი იყო გს პაციენტებისთვის. ოკრელიზუმაბით დაახლოებით 10 წლიანი უწყვეტი მკურნალობის შემდეგ, ძირითადი კლინიკური კვლევების კონტროლირებადი პერიოდისა და ღია (OLE) ფაზის, ავთვისებიანი სიმსივნეების სიხშირე რჩებოდა გს პოპულაციისთვის მოსალოდნელ მაჩვენებელში. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ცნობილი აქტიური ავთვისებიანი სიმსივნე, არ უნდა ჩაუტარდეთ მკურნალობა ოკრევუსით (იხ. ქვეთავი 4.3). ინდივიდუალური სარგებლის რისკი უნდა შეფასდეს ავთვისებიანობის მხრივ, ცნობილი რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში და იმ პაციენტებში, რომელთაც აქტიურად უტარდებათ მონიტორინგი/მეთვალყურეობა, ავთვისებიანობის რეციდივის გამოვლენის მიზნით. პაციენტებმა უნდა ჩაიტარონ ძუძუს კიბოს სტანდარტული სკრინინგი, ადგილობრივი გზამკვლევენის შესაბამისად.
მკვეთრად გამოხატული შესუსტებული იმუნიტეტის მქონე (იმუნოკომპრესიული) პაციენტების მკურნალობა
მძიმედ გამოხატული დაქვეითებული იმუნიტეტის (იმუნოკომპრომისულ ) მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს მკურნალობა არ უნდა ჩაუტარდეთ მდგომარეობის გამოსწორებამდე (იხ. ქვეთავი 4.3.).
სხვა აუტოიმუნური მდგომარეობების დროს, ოკრელიზუმაბის იმუნოსუპრესიული მოქმედების მედიკამენტებთან ერთდროული გამოყენება (მაგ. ქრონიკულ რეჟიმში კორტიკოსტეროიდები, არაბიოლოგიური და ბიოლოგიური დაავადებების მამოდიფიცირებელი ანტირევმატული პრეპარატები [DMARDS], მიკოფენოლატ მოფეტილი, ციკლოფოსფამიდი, აზატიოპრინი) იწვევს სერიოზული ინფექციების რისკის ზრდას, ოპორტუნისტული ინფექციების ჩათვლით. ინფექციები მოიცავდა შემდეგს: ატიპიური პნევმონია და pneumocystis jirovecii პნევმონია, ვარიცელა პნევმონია, ტუბერკულოზი, ჰისტოპლაზმოზი და არა მხოლოდ. იშვიათ შემთხვევებში, ამ ინფექციებიდან ზოგიერთი ფატალური გამოსავლით დასრულდა. გამოკვლევის შედეგად, გამოვლინდა შემდეგი ფაქტორები, რომლებიც სერიოზული ინფექციების რისკთან ასოცირდება: ოკრელიზუმაბის რეკომენდებულზე მაღალი დოზები, , სხვა თანმხლები დაავადებები და იმუნოდეპრესანტების / კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი გამოყენება.
რეციდივების სიმპტომური მკურნალობისთვის რეკომენდებული არ არის ოკრელიზუმაბთან ერთად, სხვა იმუნოდეპრესირების გამოყენება, კორტიკოსტეროიდების გარდა. ცოდნა შეზღუდულია იმის შესახებ, რეციდივების სიმპტომური მკურნალობისთვის , არის თუ არა სტეროიდების ერთდროული გამოყენება ,ინფექციების მომატებულ რისკთან დაკავშირებული. ოკრელიზუმაბის (MS) მთავარ კვლევებში, რეციდივის სამკურნალოდ, კორტიკოსტეროიდების მიღება, არ იყო დაკავშირებული სერიოზული ინფექციის რისკთან.
იმუნოსუპრესიული თერაპიის შემდეგ, ოკრელიზუმაბის დაწყების ან პირიქით ოკრელიზუმაბის შემდეგ, იმუნოსუპრესიული თერაპიის დაწყების შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იქნას, ფარმაკოდინამიკური ეფექტების გადაფარვის პოტენციური შესაძლებლობა (იხ. ქვეთავი 5.1). საჭიროა სიფრთხილე გამოიჩინოთ, ოკრელიზუმაბის დანიშვნისას, სხვა დაავადების მამოდიფიცირებლი თერაპიის, ფარმაკოდინამიკის გათვალისწინებით.
ვაქცინაცია
ოკრელიზუმაბით მკურნალობის შემდეგ, იმუნიზაციის უსაფრთხოება, ცოცხალი ან ცოცხალი დასუსტებული ვაქცინებით შესწავლილი არ არის. ცოცხალი და ცოცხალი დასუსტებული ვაქცინებით აცრა არ არის რეკომენდებული მკურნალობის დროს და მანამ, სანამ B-უჯრედების რაოდენობა აღდგება (კლინიკურ კვლევებში, B- უჯრედების აღდგენის საშუალო დრო იყო 72 კვირა). (იხ. ნაწილი 5.1).
რანდომიზებული ღია კვლევის დროს, RMS პაციენტებს დაუფიქსირათ ჰუმორული პასუხები, თუმცა ტეტანუსის ტოქსოიდზე, 23 ვალენტიან პნევმოკოკურ პოლისაქარიდებზე გამაძლიერებელი ვაქცინით ან მის გარეშე, ,,გასაღების და კლიტის ეფექტის მქონე‘’ლიმპეტური ჰემოციანინის ნეოანტიგენსა და სეზონური გრიპის ვაქცინებზე პასუხი იყო შემცირებული (იხილეთ ქვეთავი 4.5 და 5.1).
რეკომენდებულია, რომ პაციენტებს, რომლებიც ოკრელიზუმაბით მკურნალობენ ჩაუტარდეთ ვაქცინაცია სეზონური გრიპის ვაქცინებით, რომლებიც ინაქტივირებულია.
ოკრელიზუმაბით მკურნალობის დანიშვნისას, ექიმმა უნდა შეისწავლოს პაციენტის იმუნიზაციის სტატუსი. პაციენტებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ ვაქცინაცია, იმუნიზაცია უნდა დაასრულონ, ოკრელიზუმაბის დაწყებამდე, სულ მცირე 6 კვირით ადრე.
საშვილოსნოზე ოკრელიზუმაბის ზემოქმედება და ახალშობილთა და ჩვილების ვაქცინაცია ცოცხალი ან ცოცხალი ატენუირებული ვაქცინებით
ოკრევუსით ნამკურნალები დედების, ახალშობილებში B უჯრედების პოტენციური გამოფიტვის გამო, ორსულობის დროს რეკომენდებულია ცოცხალი ან ცოცხალი-დასუსტებული ვაქცინებით, ვაქცინაციის დაყოვნება B უჯრედების დონის ნორმალიზებამდე; ამიტომ რეკომენდებულია, ვაქცინაციის ჩატარებამდე, CD19 დადებითი B უჯრედების დონის განსაზღვრა, ახალშობილებში და ჩვილებში.
მიზანშეწონილია, რომ ყველა სახის ვაქცინით, იქნება ეს ცოცხალი ან ცოცხალი დასუსტებული, აცრა ჩატარდეს იმუნიზაციის ადგილობრივი კალენდრის მიხედვით; ხოლო ვაქცინით გამოწვეული, იმუნური პასუხის ტიტრების გაზომვა, უნდა მოხდეს იმის დასადასტურებლად, აქვთ თუ არა ინდივიდებს შესაბამისი იმუნური პასუხი, რადგან ვაქცინაციის ეფექტურობა შეიძლება შემცირებული იყოს.
ვაქცინაციის უსაფრთხოება და დრო უნდა შევათანხმოთ ახალშობილთა ექიმთან (იხ. ქვეთავი 4.6).
ნატრიუმი
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ ნატრიუმზე ნაკლებს (23 მგ) თითო დოზაზე, ანუ იგი არსებითად თავისუფალია ნატრიუმისგან.
- 5 ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
წამლებთან ურთიერთქმედების ოფიციალური კვლევები არ ჩატარებულა, რადგან არ არის მოსალოდნელი წამლებთან ურთიერთქმედება ციტოქრომ P450 ფერმენტების და სხვა მეტაბოლური ენზიმების და ტრანსპორტერების საშუალებით.
ვაქცინაცია
იმუნიზაციის უსაფრთხოება, ცოცხალი ან ცოცხალი დასუსტებული ვაქცინებით, ოკრელიზუმაბით თერაპიის შემდეგ არ არის შესწავლილი.
მონაცემები დამუშავებული (მიღებულია) ტეტანუსის ტოქსოიდის, 23-ვალენტიანი პნევმოკოკური პოლისაქარიდის, ,,გასაღების და კლიტის ეფექტის მქონე‘’ლიმპეტური ჰემოციანინის ნეოანტიგენისა და გრიპის სეზონური ვაქცინების ეფექტებზე დაყრდნობით. იხილეთ ქვეთავი 4.4 და 5.1.
ოკრელიზუმაბით მკურნალობის შემდეგ, 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, S. pneumoniae- ს, ყბაყურას, წითურას და ვარიცელას წინააღმდეგ ანტისხეულების დადებითი ტიტრის მქონე პაციენტების წილი, ზოგადად იყო საწყისი მონაცემების მსგავსი.
იმუნოსუპრესანტები
რეციდივების სიმპტომური მკურნალობისთვის რეკომენდებული არ არის ოკრელიზუმაბთან ერთად სხვა იმუნოდეპრესანტების გამოყენება, კორტიკოსტეროიდების გარდა. (იხ. ქვეთავი 4.4)
- 6 ნაყოფიერება, ორსულობა და ლაქტაცია
შვილოსნობის უნარის მქონე ქალები
შვილოსნობის უნარის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფცია, ოკრელიზუმაბის მიღებისას და ოკრელიზუმაბის ბოლო მიღებიდან 12 თვის მანძილზე.
ორსულობა
ორსულ ქალებში ოკრელიზუმაბის გამოყენების შესახებ, მონაცემები შეზღუდულია. ოკრელიზუმაბი არის ჰუმანიზებული მონოკლონური ანტისხეული, იმუნოგლობულინი G1 ქვეტიპის, ხოლო იმუნოგლობულინები, როგორც ცნობილია, აღწევენ პლაცენტურ ბარიერში. ახალშობილებსა და ჩვილებში, რომელთა დედებიც ღებულობდნენ ოკრელიზუმაბს, ანუ მათ საშვილოსნოზე განხორციელდა ოკრელიზუმაბის ზემოქმედება, სასურველია ცოცხალი ან ცოცხალი დასუსტებული ვაქცინებით ვაქცინაციის ჩატარების დაყოვნება. ოკრელიზუმაბის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ახალშობილებსა და ჩვილებში B უჯრედების რაოდენობის შესახებ მონაცემები არ არის შეგროვებული და ასევე უცნობია ახალშობილებსა და ჩვილებში B უჯრედების რაოდენობის შემცირების (გამოფიტვის) პოტენციური ხანგრძლივობა (იხ. თავი4.4).
აღწერილია პერიფერიული B-უჯრედების გარდამავალი დეპლეცია (მკვეთრი შემცირება) და ლიმფოციტოპენია იმ ახალშობილებში, რომლებიც გაჩენილი იყვნენ დედების მიერ, რომლებიც ორსულობისას იღებდნენ სხვა ანტი-CD20 ანტისხეულებს. B უჯრედების დეპლეცია (რაოდენობის მკვეთრი შემცირება) საშვილოსნოში ასევე გამოვლინდა ცხოველების კვლევებში.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევები (ემბრიო-ფეტალური ტოქსიკურობა) არ მიუთითებს ტერატოგენულ ეფექტებზე. რეპროდუქციული ტოქსიკურობა დაფიქსირდა წინასწარი და პოსტნატალური განვითარების კვლევებში (იხ. თავი 5.3).
ოკრელიზუმაბის მიღება არ არის სასურველი ორსულობისას გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დედისათვის პოტენციური სარგებელი უფრო მეტია, ვიდრე პოტენციური რისკი ნაყოფისათვის.
ძუძუთი კვება
ცნობილია, რომ ადამიანის IgG-ები გამოიყოფა დედის რძეში დაბადებიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში (ხსენის პერიოდი), რომელიც მალევე მცირდება დაბალ კონცენტრაციამდე.
პროსპექტულ, მრავალცენტრიან, ღია კვლევაში MN42989 (SOPRANINO), 13 მეძუძურ ქალს მიეცა ოკრელიზუმაბი მშობიარობიდან საშუალოდ 2.0 თვის შემდეგ (დიაპაზონი 0.5-5.0 თვე). ოკრელიზუმაბის დაბალი კონცენტრაციები აღმოჩნდა დედის რძეში მშობიარობიდან პირველი ინფუზიიდან 60 დღის განმავლობაში (ჩვილის საშუალო ფარდობითი დოზა 0.27% [დიაპაზონი 0.0-1.8 %]), რაც მიუთითებს ოკრელიზუმაბის მინიმალურ შემცველობაზე დედის რძეში. მშობიარობიდან პირველი ინფუზიიდან 30 დღის შემდეგ, ოკრელიზუმაბი არ იყო გამოვლენილი ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილების ყველა ხელმისაწვდომ შრატის ნიმუშში (n=9), ხოლო ჩვილის B უჯრედების დონე ნორმალურ დიაპაზონში იყო ყველა ხელმისაწვდომ სისხლის ნიმუშში (n=10). ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებში 44.6 კვირის განმავლობაში (დიაპაზონი 8.6-62.7 კვირა) ოკრელიზუმაბის ჯანმრთელობაზე, ზრდასა და განვითარებაზე გავლენა არ დაფიქსირებულა.
ცალკეულ პროსპექტულ კლინიკურ კვლევაში, დედის რძეში ოკრელიზუმაბის დაბალი კონცენტრაციები ,(ჩვილის საშუალო ფარდობითი დოზა 0.1% [დიაპაზონი 0.07-0.7%]) დედის პირველი მშობიარობის შემდგომი ინფუზიიდან 90 დღის განმავლობაში, დაფიქსირდა 29 მეძუძურ ქალში, რომლებმაც მიიღეს ოკრელიზუმაბი მშობიარობიდან საშუალოდ 4.3 თვის შემდეგ (დიაპაზონი 0.1-36 თვე). მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში ძუძუთი კვებაზე მყოფი 21 ჩვილის დაკვირვებამ აჩვენა ნორმალური ზრდა და განვითარება 1 წლამდე.
ოკრელიზუმაბის გამოყენება შესაძლებელია ძუძუთი კვების დროს, დაბადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ.
ნაყოფიერება
,წინასწარი კლინიკური მონაცემები არ აჩვენებს რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეებს ადამიანისთვის, ცინომოლოგურ მაიმუნებში, ქალისა და მამაკაცის ნაყოფიერების შესწავლის საფუძველზე.
- 7 გავლენა ავტომობილის მართვისა და დანადგარების გამოყენების უნარზე
ოკრევუსს არ აქვს რაიმე მნიშვნელოვანი ზეგავლენა ავტომობილების მართვასა და დანადგარების გამოყენების უნარზე.
- 8 არასასურველი ეფექტები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
ძირითადი კლინიკური კვლევების კონტროლირებად პერიოდში,ყველაზე მნიშვნელოვანი და ხშირად მოხსენებული გვერდითი რეაქციები იყო IRR-ები (34.3%, 40.1% RMS და PPMS, შესაბამისად) და ინფექციები (58.5%, 72.2% RMS და PPMS, შესაბამისად) (იხ. ქვეთავი 4.4).
ძირითადი კლინიკური კვლევების კონტროლირებად პერიოდში 2376 პაციენტი იყო ჩართული; ამ პაციენტებიდან 1852 შევიდა ღია ფაზაში, სადაც ყველა პაციენტი გადავიდა ოკრელიზუმაბით მკურნალობაზე. 1,155 პაციენტმა დაასრულა ღია ფაზა, მათ ჩაიტარეს ოკრელიზუმაბით დაახლოებით 10 წლიანი უწყვეტი მკურნალობა (15,515 პაციენტის ექსპოზიციის წელი), კონტროლირებადი პერიოდისა და ღია ფაზის განმავლობაში, რა დროსაც, შესწავლილი უსაფრთხოების საერთო პროფილი, შესაბამისობაში რჩება, კონტროლირებადი პერიოდის განმავლობაში დაფიქსირებულთან.
ოკრევუსის საინექციო ხსნარის უსაფრთხოების პროფილი შეესაბამებოდა ოკრელიზუმაბის ინტრავენური შეყვანის უსაფრთხოების ცნობილ პროფილს, ქვემოთ ცხრილში 1, გარდა IR-ების ძალიან ხშირი გვერდითი რეაქციისა.
გვერდიითი რეაქციების ცხრილი
ინტრავენური ოკრელიზუმაბის ძირითადი კლინიკურ კვლევების კონტროლირებად პერიოდში, დაფიქსირებული და სპონტანურად მიღებული გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ ცხრილში 1. გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია MedDRA სისტემის ორგანოთა კლასისა და სიხშირის კატეგორიების მიხედვით. სიხშირეები განისაზღვრება, როგორც ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100-დან < 1/10-მდე), არახშირი (≥ 1/1 000-დან < 1/100-მდე), იშვიათი (≥ 1/10 000-დან < 1-მდე /1 000), ძალიან იშვიათი (< 1/10 000) და უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით). სისტემის ორგანოთა თითოეულ კლასში გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია კლების სიხშირის მიხედვით.
ცხრილი 1 გვერდითი რეაქციები
MedDRA
System Organ Class (SOC)
ძალიან ხშირი
ხშირი
უცნობი სიხშირე
ინფექციები და ინვაზიები
ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ნაზოფარინგიტი, გრიპი
სინუსიტი,
ბრონქიტი,
პირის ღრუს ჰერპესი,
გასტროენტერიტი,
სასუნთქი გზების ინფექცია,
ვირუსული ინფექცია,
ჰერპეს ზოსტერი,
კონიუნქტივიტი,
ცელულიტი
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ნეიტროპენია
ნეიტროპენიის გვიან დაწყება3
სუნთქვის, გულმკერდის და შუასაყარის დარღვევები
ხველა,
კატარა
გამოკვლევები
სისხლის იმუნოგლობულინი M შემცირდა
სისხლის იმუნოგლობულინი G შემცირდა
დაზიანება, მოწამვლა და პროცედურული გართულებები
ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები 1, ინექციის რეაქცია 2,3
1 დაფიქსირდა მხოლოდ ოკრელიზუმაბის ინტრავენური შეყვანის გაერთიანებულ მონაცემთა ბაზაში
2 დაფიქსირდა კვლევაში გაერთიანებული ინტრავენური ოკრელიზუმაბის მონაცემთა ბაზების გარეთ (ასოცირებული კანქვეშა შეყვანასთან).
3 დაფიქსირდა პოსტმარკეტინგულ მონაცემებში.
ცალკეული გვერდითი მოვლენების აღწერილობა
ინექციასთან დაკავშირებული რეაქციები
სიმპტომებზე დაკვირვების შედეგად, გვერდითი მოვლენები იყოფა სისტემურ IR (ინექციასთან დაკავშირებული) და ადგილობრივ IR-ებად.
OCARINA II-ში, 118 პაციენტმა (რომელთაც არ ჰქონდათ ოკრელიზუმაბით მკურნალობა ჩატარებული) მიიღო პროდუქტის პირველი ინექცია. სისტემური IR-ების სახით და ადგილობრივი IR-ების სახით მოხსენებული ყველაზე გავრცელებული სიმპტომები მოიცავდა: თავის ტკივილს (2.5%), გულისრევას (1.7%), ინექციის ადგილის ერითემას (29.7%), ტკივილს ინექციის ადგილზე (14.4%), ინექციის ადგილის შეშუპებას (8.5%) და ინექციის ადგილზე ქავილს (6.8%). IR-ები, ამ პაციენტების 48.3%-ში დაფიქსირდა პირველი ინექციის შემდეგ. 118 პაციენტიდან, 11.0% და 45.8%-ს განუვითარდა მინიმუმ ერთი გვერდითი მოვლენა, სისტემური IR და ადგილობრივი IR, შესაბამისად. IR-ის მქონე პაციენტებს შორის, პაციენტების უმრავლესობას (82.5%) აღენიშნებოდა IR-ები ინექციის დასრულებიდან, 24 საათის განმავლობაში, და არა ინექციის დროს. ყველა IR იყო არა სერიოზული და მსუბუქი (71.9%) ან საშუალო (28.1%) სიმძიმის. IR-ის საშუალო ხანგრძლივობა იყო 3 დღე, სისტემური IR-ებისთვის და 4 დღე, ადგილობრივი IR-ებისთვის. ყველა პაციენტის შემთხვევაში ალაგდა IR-ები, რომელთაგან 26.3% საჭიროებდა სიმპტომურ მკურნალობას.
OCARINA I-ში 125 პაციენტმა მიიღო ოკრელიზუმაბის ერთი ან მეტი კანქვეშა ინექცია 1200 მგ. 125 პაციენტიდან, რომლებმაც მიიღეს პირველი ინექცია, პაციენტების 16.0%-ს განუვითარდა სისტემური IR-ის მინიმუმ ერთი მოვლენა და პაციენტების 64.0%-ს განუვითარდა ადგილობრივი IR-ის მინიმუმ ერთი მოვლენა. 104 პაციენტიდან, რომლებმაც მიიღეს მეორე ინექცია, სისტემური IR და ადგილობრივი IR-ის სიხშირე შემცირდა 7.7% -მდე და 37.5% -მდე შესაბამისად. ყველა IR იყო არა სერიოზული და ერთის გარდა ყველა IR იყო მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის პირველი ინექციისთვის. ყველა IR იყო არასერიოზული და მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის მეორე ინექციისთვის. პაციენტების 21.2% და 17.9%, რომლებსაც აღენიშნებოდათ IR-ი, საჭიროებდნენ სიმპტომურ მკურნალობას პირველი და მეორე ინექციის შემდეგ, შესაბამისად.
ოკრელიზუმაბის ინტრავენური შეყვანა დაკავშირებულია ინფუზიასთან დაკავშირებულ რეაქციებთან (IRRs), რომლებიც, თავის მხრივ, ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს ციტოკინის და/ან სხვა ქიმიური მედიატორების გამოყოფასთან. IRR შეიძლება გამოვლინდეს როგორც ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ერითემა, ყელის გაღიზიანება, ოროფარინგეალური ტკივილი, ქოშინი, ფარინგეალური ან ხორხის შეშუპება, სიწითლე, ჰიპოტენზია, პირექსია, დაღლილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, ტაქიკარდია და ანაფილაქსია. სერიოზული IRR-ები, რომელთაგანაც ზოგიერთი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, დაფიქსირდა ინტრავენური ოკრელიზუმაბის გამოყენებისას.
ინფექცია
RMS–ის (მორეციდივე გაფანტული სკლეროზის) აქტიურად კონტროლირებად კვლევებში, ინფექციები დაფიქსირდა პაციენტთა 58.5% -ში, რომლებიც იღებდნენ ოკრელიზუმაბს, ხოლო პაციენტთა 52.5% -ში, რომლებიც იღებდნენ ინტერფერონ ბეტა 1a– ს. სერიოზული ინფექციები დაფიქსირდა პაციენტთა 1.3% -ში, რომლებიც იღებდნენ ოკრელიზუმაბს, ხოლო პაციენტთა 2.9% -ში, რომლებიც იღებდნენ ინტერფერონ ბეტა 1a- ს. პლაცებო კონტროლირებად კვლევაში PPMS– ში, ინფექციები დაფიქსირდა პაციენტების 72,2% -ში, რომლებიც იღებდნენ ოკრელიზუმაბს, და პაციენტების 69,9% -ში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. სერიოზული ინფექციები დაფიქსირდა პაციენტების 6.2% -ში, რომლებიც იტარებდნენ ოკრელიზუმაბით მკურნალობას, ხოლო პაციენტთა 6.7% -ში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.
ღია ფაზის დროს, ყველა პაციენტი გადავიდა ოკრელიზუმაბზე, როგორც RMS, ასევე PPMS კვლევებში. ღია ფაზაში, RMS და PPMS პაციენტებში, SI-ების საერთო რისკი არ აღემატებოდა, კონტროლირებადი პერიოდის განმავლობაში დაფიქსირებულს. კონტროლირებადი პერიოდის განმავლობაში, დაფიქსირებული SI-ების სიხშირე, PPMS პაციენტებში, რჩებოდა უფრო მაღალი ვიდრე RMS პაციენტებში.
SI-ების რისკის ფაქტორების წინა ანალიზის შესაბამისად, გს-ის გარდა, სხვა აუტოიმუნურ მდგომარეობებში, (იხ. ქვეთავი 4.4), ჩატარდა, ძირითადი კლინიკური კვლევების კონტროლირებადი პერიოდისა და ღია ფაზის, კუმულაციური ექსპოზიციის დაახლოებით 10 წლის განმავლობაში დაგროვილი მონაცემების SIs-ის რისკის ფაქტორების, მულტივარიაციული ანალიზი. RMS პაციენტებში, SI-ის რისკ-ფაქტორები, მოიცავს მინიმუმ 1 თანმხლებ დაავადებას, ბოლო კლინიკურ რეციდივს და უნარშეზღუდულობის სტატუსის გაფართოებულ სკალას (EDSS) ≥ 6.0. SIs-ის რისკის ფაქტორები PPMS პაციენტებში, მოიცავს სხეულის მასის ინდექსს 25 კგ/მ2-ზე მეტი, მინიმუმ 2 თანმხლებ დაავადებას, EDSS ≥ 6.0 და IgM < ნორმის ქვედა ზღვარს (LLN). თანმხლები დაავადებები მოიცავდა, მაგრამ არ შემოიფარგლებოდა, გულ-სისხლძარღვთა, თირკმელების და საშარდე გზების დაავადებებს, გადატანილ ინფექციებს და დეპრესიას.
სასუნთქი გზების ინფექციები
სასუნთქი გზების ინფექციების წილი, უფრო მეტი იყო ინტრავენური ოკრელიზუმაბით ნამკურნალევ პაციენტებში, ინტერფერონ ბეტა 1a-სა და პლაცებოთი მკურნალობასთან შედარებით.
RMS კლინიკურ კვლევებში, ინტრავენური ოკრელიზუმაბით ნამკურნალები პაციენტების 39.9% -ს და ინტერფერონ ბეტა-1 ნამკურნალები პაციენტების 33.2% -ს აღენიშნებოდათ ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ხოლო ინტრავენური ოკრელიზუმაბით ნამკურნალები პაციენტების 7.5% -ს და ინტერფერონ ბეტა -1-ით ნამკურნალები პაციენტების 5.2% -ს გამოუვლინდა ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია.
PPMS კლინიკურ კვლევებში, ინტრავენური ოკრელიზუმაბით ნამკურნალები პაციენტების 48,8% და პლაცებოს ჯგუფის პაციენტთა 42,7%-ს განუვითარდა ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ხოლო ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია აღინიშნა ინტრავენური ოკრელიზუმაბის ჯგუფის პაციენტების 9,9% -სა და პლაცებოს ჯგუფის 9,2%-ში.
სასუნთქი გზების ინფექციები, რომლებიც აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ინტრავენური ოკრელიზუმაბით, ძირითადად მსუბუქი და საშუალო სიმძიმის იყო (80–90%).
ჰერპესი
აქტიურად კონტროლირებულ მორეციდივე გაფანტული სკლეროზის კლინიკურ კვლევებში, ჰერპესული ინფექციები უფრო ხშირი იყო ინტრავეური ოკრელიზუმაბით ნამკურნალევ პაციენტებში, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ინტერფერონ ბეტა -1ა-ს. მათ შორის იყო herpes zoster (2.1% და 1.0%), herpes simplex (0.7% და0.1%), პირის ღრუს ჰერპესი (3.0% და2.2%), გენიტალური ჰერპესი (0.1% და 0%) და ჰერპესული ინფექცია (0.1% და 0%). ინფექციები იყო უპირატესად მსუბუქი და საშუალო სიმძიმის, გარდა მე-3 ხარისხის ერთი მოვლენისა და ემორჩილებოდა სტანდარტულ მკურნალობას.
პლაცებო-კონტროლირებულ, პირველადად პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის კლინიკურ კვლევაში, პირის ღრუს ჰერპესის, ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ინტრავენური ოკრელიზუმაბით მკურნალობის ჯგუფში (2.7% და0.8%).
ლაბორატორიული დარღვევები
იმუნოგლობულინები
ოკრელიზუმაბით მკურნალობამ გამოიწვია საერთო იმუნოგლობულინების შემცირება, კვლევის კონტროლირებული პერიოდების მანძილზე, რაც უპირატესად IgM -ის შემცირების ხარჯზე იყო და არ ახლდა აშკარა სერიოზული ინფექციების შემთხვევები.
ძირითადი კლინიკური კვლევების, კონტროლირებადი პერიოდისა და ღია ფაზის შეფასებით მიღებულმა მონაცემებმა, აჩვენა IgG-ის დაქვეითებულ დონეებს (და ნაკლებად IgM ან IgA-სთვის) და SI-ების გაზრდის სიხშირეს შორის კავშირი. RMS პაციენტების 2.1%-ს ჰქონდა SI IgG < LLN და PPMS პაციენტების 2.3%-ს ჰქონდა SI IgG < LLN. SI-ების სიხშირის სხვაობა, IgG < LLN-ის მქონე და IgG ≥ LLN-ის მქონე პაციენტებს შორის, დროთა განმავლობაში არ გაზრდილა. SI-ების ტიპი, სიმძიმე, ლატენტურობა, ხანგრძლივობა და შედეგი, რომელიც დაფიქსირდა LLN-ის ქვემოთ იმუნოგლობულინების მაჩვენებლის დაწევის ეპიზოდების დროს, შეესაბამებოდა ზოგადად დაფიქსირებულ იმ SI-ებს, პაციენტებში, რომლებიც კონტროლირებად პერიოდსა და ღია ფაზაში, მკურნალობდნენ ოკრელიზუმაბით. 10 წლის განმავლობაში, ოკრელიზუმაბით უწყვეტი მკურნალობის ფონზე, RMS და PPMS პაციენტების IgG საშუალო დონეები რჩებოდა LLN-ზე მაღალი.
ლიმფოციტები
RMS– ში, ლიმფოციტების შემცირება <LLN დაფიქსირდა ოკრელიზუმაბის ჯგუფის პაციენტთა 20,7% -ში, ხოლო ინტერფერონ ბეტა – 1 – ით ნამკურნალები პაციენტების 32,6% –ს გამოუვლინდა აღნიშნული ლაბორატორიული ცვლილება. PPMS– ში, ლიმფოციტების შემცირება <LLN დაფიქსირდა ოკრელიზუმაბის ჯგუფის პაციენტთა 26,3% -ში , ხოლო პლაცებოთი ნამკურნალები პაციენტების 11,7 % დაფიქსირდა აღნიშნული ლაბორატორიული ცვლილება.
ოკრელიზუმაბის ჯგუფის პაციენტებში, აღნიშნულ ლიმფოციტების შემცირების შემთხვევათა უმრავლესობა იყო 1 ხარისხის (<LLN - 800 უჯრედი / მმ3) და 2 ხარისხის (500-დან 800 უჯრედამდე / მმ3) სიმძიმის-ის მიხედვით. ოკრელიზუმაბის ჯგუფის პაციენტთა დაახლოებით 1% -ს ჰქონდა 3 ხარისხის ლიმფოპენია (200-დან 500 უჯრედამდე / მმ3). არცერთი პაციენტი არ დაფიქსირებულა მე -4 ხარისხის ლიმფოპენიით (<200 უჯრედი / მმ3).
სერიოზული ინფექციების მომატებული მაჩვენებელი დაფიქსირდა ინტრავენური ოკრელიზუმაბით ნამკურნალებ პაციენტებში, დადასტურებული ლიმფოციტების საერთო რაოდენობის შემცირების ეპიზოდების დროს. საბოლოო დასკვნების გამოსატანად, სერიოზული ინფექციების რაოდენობა, ძალიან მცირე იყო.
ნეიტროფილები
აქტიურად კონტროლირებული მორეციდივე გაფანტული სკლეროზის კვლევაში, მკურნალობის პერიოდში, ნეიტროფილების შემცირება აღინიშნა ინტრავენური ოკრელიზუმაბით ნამკურნალევ პაციენტთა 14.7% -ში, ხოლო ინტერფერონი ბეტა-1ა-თ ნამკურნალევ პაციენტთა 40.9% -ში. პლაცებო-კონტროლირებულ პირველადად პროგრესული გაფანტული სკლეროზის კლინიკურ კვლევაში, ინტრავენური ოკრელიზუმაბით ნამკურნალევ იმ პაციენტების წილი, რომელთაც ნეიტროფილების რიცხვის შემცირება აღენიშნათ, იყო ცოტათი მეტი (12.9%), ვიდრე პლაცებოთი ნამკურნალევ პაციენტთა შორის (10.0%). ინტრავენური ოკრელიზუმაბის ჯგუფში პაციენტების უფრო მეტ პროცენტს (4.3%) ჰქონდა მე -2 ან უფრო მაღალი ხარისხის ნეიტროპენია, მაშინ როდესაც პლაცებო ჯგუფში ეს მაჩვენებელი შეადგენდა 1.3%; ოკრევუსის ჯგუფის პაციენტების დაახლოებით 1% -ს ჰქონდა მე –4 ხარისხის ნეიტროპენია პლაცებოს ჯგუფში კი ეს მაჩვებელი იყო 0% –ი.
ნეიტროფილების შემცირების დაფიქსირებულ შემთხვევათა უმრავლესობა, იყო გარდამავალი (მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა პაციენტისში რომლებიც მკურნალობნენ ოკრელიზუმაბით) და იყო 1 ხარისხის (<LLN– დან 1500 უჯრედამდე / მმ3) და ასევე მე- 2 ხარისხის(1000 – დან 1500 უჯრედამდე / მმ3) სიმძიმის მიხედვით. ერთ პაციენტს მე-3 ხარისხის (500 – დან 1000 უჯრედამდე / მმ3) და ერთ პაციენტს 4 ხარისხის (<500 უჯრედი / მმ 3) ნეიტროპენის შემთვევაში დასჭირდათ სპეციფიკური მკურნალობა, გრანულოციტების კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორით, თუმცა აღნიშნული ეპიზოდის შემდეგკვლავ გრძელდებოდა ოკრელიზუმაბით მკურნალობა. ნეიტროპენია შეიძლება გამოვლინდეს ოკრელიზუმაბის მიღებიდან რამდენიმე თვის შემდეგ (იხ. ქვეთავი 4.4).
სხვა გარემოებები
ერთი პაციენტი, რომელმაც მიიღო 2000 მგ ინტრავენური ოკრელიზუმაბი, გარდაიცვალა უცნობი ეტიოლოგიის სისტემური ანთებითი პასუხის სინდრომით (SIRS), მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) გამოკვლევის შემდეგ, რომელიც ჩატარდა ბოლო ინფუზიიდან 12 კვირის თავზე; არსებობს მოსაზრება, რომ ანაფილაქტოიდურმა რეაქციამ MRI გადოლინიუმის კონტრასტულ აგენტზე, შეიძლება ხელი შეუწყოს SIRS- ის განვითარებას.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება, წამლის ნებართვის (ავტორიზაციის) მიღების შემდეგ. ეს საშუალებას იძლევა, გააკონტროლონ სამკურნალო საშუალების სარგებელი / რისკის შეფარდება. ჯანდაცვის პროფესიონალებს მოეთხოვებათ, შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ, ანგარიშგების ეროვნული სისტემის მეშვეობით.
- 9 დოზის გადაჭარბება
დამტკიცებულ დოზაზე მეტი დოზების მოხმარების გამოცდილება, კლინიკურ კვლევებში ცოტაა. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებში გამოცდილი მაქსიმალური დოზაა 2000 მგ, რომელიც შეყვანილი იქნა ორი 1000 ინტრავენური ინფუზიის სახით, რომელთა შორის იყო 2 კვირიანი ინტერვალი (ფაზა II დოზის დადგენის კვლევა, მორეციდივე გაფანტული სკლეროზის დროს). საბაზისო კლინიკურ კვლევებში, გვერდითი მოვლენები იყო ოკრელიზუმაბის უსაფრთხოების პროფილის შესატყვისი.
დოზის გადაჭარბების სამკურნალო სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს; დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ინექცია და დააკვირდით პაციენტს, ინექციასთან დაკავშირებული რეაქციის სიმპტომების გამოსავლენად (იხ. თავი 4.4)
- ფარმაკოლოგიური ეფექტები
- 1 ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: იმუნოდეპრესანტები, მონოკლონური ანტისხეულები, ATC კოდი: L04AG08.
მოქმედების მექანიზმი
ოკრელიზიუმაბი არის რეკომბინანტული ჰუმანიზებული მონოკლონური ანტისხეული, რომელიც სელექტიურად მოქმედებს CD20-მაექსპრესირებელ B-უჯრედებზე.
CD20 არის უჯრედული ზედაპირული ანტიგენი, რომელიც პრე-Bუჯრედებზე, მომწიფებულ და მეხსიერების B-უჯრედებზე გვხვდება, მაგრამ არ არის ლიმფოიდურ ღეროვან უჯრედებსა და პლაზმურ უჯრედებზე.
ზუსტი მექანიზმი, რომლითაც ოკრელიზუმაბი თერაპიულ ეფექტს ახდენს, გაფანტული სკლეროზის დროს, სრულად გარკვეული არ არის. იგი სავარაუდოდ, ახორციელებს იმუნომოდულაციას CD20-მაესქპრესირებელი B-უჯრედების რაოდენობის შემცირების და ფუნქციონირების დათრგუნვის გზით. ზედაპირზე მიმაგრების შემდეგ, ოკრელიზუმაბი სელექტიურად აღარიბებს CD20-მაექსპრესირებელB-უჯრედებს, ანტისხეულებზე დამოკიდებული უჯრედული ფაგოციტოზის (ADCP), ანტისხეულებზე დამოკიდებული უჯრედული ციტოტოქსიურობის (ADCC), კომპლემენტ-დამოკიდებული ციტოტოქსიურობის (CDC) და აპოპტოზის გზით. B-უჯრედების რეკონსტიტუციის უნარი და არსებული ჰუმორული იმუნიტეტი შენარჩუნებულია. ამასთანავე, ბუნებრივი იმუნიტეტი და T-უჯრედების საერთო რიცხვი არ იცვლება.
კანქვეშა ოკრელიზუმაბი შეიცავს ადამიანის რეკომბინანტულ ჰიალურონიდაზას (rHuPH20), ფერმენტს, რომელიც გამოიყენება კანქვეშ შეყვანისას, თანაფორმირებული აქტიური ნივთიერებების დისპერსიისა და შეწოვის გასაძლიერებლად.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ოკრელიზუმაბით მკურნალობა იწვევდა CD19+ B-უჯრედების სწრაფ გაღარიბებას სისხლში, მკურნალობის შემდეგ მე-14 დღეს (შეფასების პირველი ეტაპი), რაც მოსალოდნელ ფარმაკოდინამიკურ ეფექტს წარმოადგენს. ეს მდგომარეობა ნარჩუნდებოდა ინტრავენური ოკრელიზუმაბით მკურნალობის მანძილზე. B-უჯრედების დასათვლელად CD19 გამოიყენება, ვინაიდან ანალიზის დროს, ოკრელიზუმაბი ხელს უშლის CD20-ს ამოცნობას.
III ფაზის კვლევებში, ინტრავენური ოკრელიზუმაბის ყოველ დოზას შორის, პაციენტთა დაახლოებით 5% -ს აღენიშნა B-უჯრედების რაოდენობის აღდგენა (>ნორმის ქვედა ზღვარი [LLN] საბაზისო ვიზიტზე) ერთი შეფასებისას მაინც. B-უჯრედების გაღარიბების დონე და ხანგრძლივობა მსგავსი იყო პირველადად პროგრესირებადი გაფანტული სკლერიზის და მორეციდივე გაფანტული სკლეროზის კვლევებში.
ბოლო ინტრავენური ინფუზიის შემდეგ, ყველაზე ხანგრძლივი დაკვირვება (ფაზა II WA21493, n=51) აჩვენებს, რომ B-უჯრედების აღდგენის დრო (საბაზისო დონეზე დაბრუნება ან ნორმის მინიმალურ ზღვარზე (LLN),) იყო საშუალოდ 72 კვირა (27–175 კვირის ფარგლებში). ყველა პაციენტის ოთხმოცდაათ პროცენტში B-უჯრედების რიცხვი აღდგა ნორმის მინიმალურ ზღვრამდე ან საბაზისომდე ბოლო ინფუზიის შემდეგ, დაახლოებით ორნახევარ წელიწადში.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
კანქვეშა ფორმულირება
OCARINA II( ოკარინა II)
კვლევა CN42097 (OCARINA II) იყო მრავალცენტრიანი, რანდომიზებული, ღია, პარალელური ჯგუფის კვლევა, რომელიც ჩატარდა კანქვეშა ოკრელიზუმაბის ფარმაკოკინეტიკის, ფარმაკოდინამიკის, უსაფრთხოების, იმუნოგენურობის, რენტგენოლოგიური და კლინიკური ეფექტების შესაფასებლად, ინტრავენურ ოკრელიზუმაბთან შესადარებლად RMS-ის ან PPMS -ის მქონე პაციენტებში. OCARINA II შემუშავებული იყო კანქვეშა ოკრელიზუმაბით მკურნალობის არასრულფასოვნების დემონსტრირებისთვის, ინტრავენურ ოკრელიზუმაბთან მიმართებაში, კონცენტრაციის დროის მრუდის ქვეშ მდებარე, ფართობის პირველადი PK საბოლოო წერტილის საფუძველზე (AUC), მე-12 კვირამდე ინექციის/ინფუზიის შემდეგ (AUCw1-12).
სულ RMS ან PPMS -ის მქონე 236 პაციენტი (213 პაციენტი RMS-ით, 23 პაციენტი PPMS-ით) რანდომიზირებული იყო 1:1, თანაფარდობით კანქვეშა ჯგუფში ან ინტრავენურ ჯგუფში ჩასართველად. კონტროლირებადი პერიოდის განმავლობაში (დღე 0-დან 24 კვირამდე), პაციენტებმა მიიღეს ერთჯერადი 920 მგ კანქვეშა ინექცია, კვლევის 1 დღეს ან ორი 300 მგ ინტრავენური ინფუზია კვლევის 1 და 14 დღეს. კონტროლირებადი პერიოდის შემდეგ, ყველა პაციენტს ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო 920 მგ ოკრელიზუმაბის შემდგომი კანქვეშა ინექციები 24 და 48 კვირაში (დოზა 2 და 3, შესაბამისად). პაციენტები კვლევიდან გამოირიცხებოდნენ, თუ მათ წინა მკურნალობა ჰქონდათ ჩატარებული ანტი-CD20 ანტისხეულებით ბოლო 24 თვის განმავლობაში, ოკრელიზუმაბის ჩათვლით.
სკრინინგზე პაციენტები იყვნენ 18-65 წლის ასაკის, EDSS 0-დან 6.5-მდე. დემოგრაფიული მახასიათებლები იყო მსგავსი და საბაზისო ნიშნები (მახასიათებლები) კარგად იყო დაბალანსებული მკურნალობის ორ ჯგუფში. საშუალო ასაკი იყო 39.9 წელი კანქვეშა ჯგუფში და 40.0 წელი ინტრავენური ჯგუფისთვის. პაციენტების 34.7% იყო მამაკაცი კანქვეშა ჯგუფში და პაციენტების 40.7% იყო მამაკაცი, ინტრავენური ჯგუფში. საშუალო/მედიანური ხანგრძლივობა MS-ის დიაგნოზიდან იყო 5.70/3.10 წელი კანქვეშა ჯგუფში და 4.78/2.35 წელი ინტრავენურ ჯგუფში.
ოკრელიზუმაბის ექსპოზიციის არასრულფასოვნება 920 მგ კანქვეშა ოკრელიზუმაბის შეყვანის შემდეგ, 600 მგ ინტრავენურ ოკრელიზუმაბთან შედარებით, ნაჩვენები იყო PK პირველადი საბოლოო წერტილის, AUC მე-12 კვირამდე (AUCw1-12) ინექციის შემდეგ (იხ. ნაწილი 5).
ინტრავენული ფორმულაცია
გაფანტული სკლეროზის მორეციდივე ფორმები (RMS)
ოკრევუსის ეფექტურობა და უსაფრთხოება შესწავლილი იქნა, ორ რანდომიზებულ ორმაგ-ბრმა, ორმაგად პლაცებო კონტროლირებულ, აქტიური კომპარატორით კონტროლირებულ, იდენტური დიზაინის კლინიკურ კვლევაში (WA21092 და WA21093), რომელშიც მონაწილეობდნენ პაციენტები გაფანტული სკლეროზის მორეციდივე ფორმებით (McDonald-ის 2010 წლის კრიტერიუმების თანახმად) და დადგენილი დაავადების აქტივობით (როგორც განსაზღვრულია კლინიკური ან რადიოლოგიური კვლევის მახასიათებლებით) წინა ორი წლის განმავლობაში. კვლევის დიზაინი და კვლევის პოპულაციის საბაზისო მახასიათებლები მოყვანილია ცხრილში 2.
დემოგრაფიული და საბაზისო მახასიათებლები ორივე სამკურნალო ჯგუფში კარგად იყო დაბალანსებული. პაციენტებს ოკრელიზუმაბის ჯგუფში (ჯგუფიA) უკეთდებოდათ 600 მგ ყოველ 6 თვეში (დოზა 1 კეთდებოდა 2 × 300 მგ ინტრავენური ინფუზიის სახით, რომელთა შორის დაცული იყო 2 კვირიანი ინტერვალი), ხოლო შემდეგი დოზები უკეთდებოდათ ერთი 600 მგ-იანი ინფუზიის სახით. პაციენტები B ჯგუფში იღებდნენ ინტერფერონს ბეტა-1ა (რებიფი®) 44 მკგ კნაქვეშაინექციის სახით კვირაში სამჯერ.
ცხრილი 2 კვლევის დიზაინი, დემოგრაფიული მახასიათებლები და საბაზისო მონაცემები
კვლევა 1
კვლევა
კვლევის დასახელება
WA21092 (OPERA I)
(n=821)
WA21093 (OPERA II) (n=835)
კვლევის დიზაინი
საკვლევი პოპულაცია
პაციენტები MS-ის მორეციდივე ფორმებით
დაავადების ისტორია სკრინინგზე
მინიმუმ ორი რეციდივი წინა ორი წლის განმავლობაში ან ერთი რეციდივი წინა წლის განმავლობაში; EDSS* 0-დან 5.5-მდე ჩათვლით
კვლევის ხანგრძლივობა
2 წელი
სამკურნალო ჯგუფები
ჯგუფი A: ოკრელიზუმაბი 600 მგ
ჯგუფი B: ინტერფერონი ბეტა-1ა 44 მკგ S.C. (IFN)
საბაზისო მახასიათებლები
ოკრელიზუმაბი
600 mg (n=410)
IFN
44 mcg
(n=411)
ოკრელიზუმაბი
600 mg
(n=417)
IFN
44 mcg
(n=418)
საშუალო ასაკი (წლები)
- 1
- 9
- 2
- 4
ასაკობრივი დიაპაზონი (წლები) ჩართვისას
18 - 56
18 - 55
18 - 55
18 - 55
სქესის განაწილება (% მამაკაცი/% ქალი)
- 1/65.9
- 8/66.2
- 0/65.0
- 0/67.0
დაავადების საშუალო/საშუალო ხანგრძლივობა დიაგნოზიდან (წლები)
- 82/1.53
- 71/1.57
- 15/2.10
- 13/1.84
პაციენტები გულუბრყვილო წინა DMT-ზე (%)**
- 4
- 0
- 7
- 9
რეციდივების საშუალო რაოდენობა გასულ წელს
- 31
- 33
- 32
- 34
პაციენტთა პროპორცია Gd გამაძლიერებელი T1 დაზიანებებით
- 5
- 1
- 0
- 4
საშუალო EDSS*
- 82
- 71
- 73
- 79
- ინვალიდობის სტატუსის გაფართოებული შკალა
- * პაციენტები, რომლებიც არ არიან ნამკურნალები დაავადების მოდიფიკაციის თერაპიით (DMT) რანდომიზებამდე 2 წლის განმავლობაში.
საკვანძო კლინიკური და მაგნიტურ-რეზონანასული მახასაითებლების ეფექტურობის შედეგები წარმოდგენილია ცხრილში 3 და ნახატზე 1.
ამ კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ ოკრელიზუმაბის მნიშვნელოვნად ამცირებს რეციდივების ალბათობას, ქვეკლინიკური დაავადების აქტივობას, რომელიც იზომება MRI– ით და ასევე აფერხებს დაავადების პროგრესირებას, ინტერფერონ ბეტა –1 a 44 მკგ კანქვეშა გზით მიღებასთან შედარებით.
ცხრილი 3 საკვანძო კლინიკური და მაგნიტურ-რეზონანასული (MRI )მახასიათებელი საბოლოო წერტილები კვლევებში WA21092 და WA21093(RMS)
საბოლოო წერტილები
კვლევა 1: WA21092
(OPERA I)
კვლევა 2: WA21093
(OPERA II)
ოკრელიზუმაბი 600 mg
(n=410)
IFN 44 mcg
(n=411)
ოკრელიზუმაბი 600 mg
(n=417)
IFN 44 mcg
(n=418)
კლიიკური საბოლოო წერტილები
წლიური რეციდივის სიხშირე (ARR) (პირველადი საბოლოო წერტილი)8
- 156
- 292
- 155
- 290
შედარებითი შემცირება
46 % (p<0.0001)
47 % (p<0.0001)
პაციენტების პროპორცია 12 კვირის დადასტურებული უნარაშეზღუდულობის პროგრესიით3
რისკის შემცირება (გაერთიანებული ანალიზი 1)
რისკის შემცირება (ინდივიდუალური კვლევები2)
- 8% ოკრელიზუმაბი vs 15.2% IFN
40% (p=0.0006)7
43 % (p=0.0139)7
37 % (p=0.0169)7
პაციენტების პროპორცია 24 კვირის დადასტურებული უნარშეზღუდულობის პროგრესიით (CDP)3
რისკის შემცირება (გაერთიანებული ანალიზი 1)
რისკის შემცირება (ინდივიდუალური კვლევები2)
- 6% ოკრელიზუმაბი vs 12.0% IFN
40% (p=0.0025)7
43 % (p=0.0278)7
37 % (p=0.0370)7
პაციენტთა პროპორცია მინიმუმ 12 კვირის დადასტურებული უნარშეზღუდულობის გაუმჯობესება4 შედარებითი ზრდა (გაერთიანებული ანალიზი 1)
- 7% Ocrelizumab vs 15.6% IFN
შედარებითი ზრდა (ინდივიდუალური კვლევები2)
33% (p=0.0194)
61% (p=0.0106)
14% (p=0.4019)
პაციენტთა პროპორცია რეციდივი თავისუფალია 96 კვირაზე2
- 4%
- 7%
- 9%
- 3%
(p<0.0001)
(p<0.0001)
პაციენტთა პროპორცია, რომლებსაც არ აქვთ დაავადების აქტივობა (NEDA)5
48%
29%
48%
25%
შედარებითი ზრდა 2
64% (p<0.0001)
89% (p<0.0001)
MRI ბოლო წერტილები
T1 Gd გამაძლიერებელი დაზიანებების საშუალო რაოდენობა MRI სკანირებაზე
- 016
- 286
- 021
- 416
შედარებითი შემცირება
94% (p<0.0001)
95% (p<0.0001)
ახალი და/ან მზარდი T2 ჰიპერინტენსიური დაზიანებების საშუალო რაოდენობა MRI სკანირებაზე
- 323
- 413
- 325
- 904
შედარებითი შემცირება
77% (p<0.0001)
83% (p<0.0001)
ტვინის მოცულობის პროცენტული ცვლილება 24 კვირიდან 96 კვირამდე
- 0.572
- 0.741
- 0.638
- 0.750
ტვინის მოცულობის დაკარგვის შედარებით შემცირება
- 8% (p=0.0042)6
- 9% (p=0.0900)
1 პროსპექტულად გაერთიანებული მონაცემები კვლევებიდან 1 და 2.
2 არაკონფორმაციული p-მნიშვნელობა; ანალიზი პრესპეციფიური ტესტირების იერარქიის ნაწილი არ არის.
3 CDP განისაზღვრება როგორც უნარშეზღუდულობის გაფართოებული სკალის (EDSS) ქულის ≥1.0 ქულით გაზრდა საბაზისო დონიდან, პაციენტებში, რომელთა საბაზისო ქულა იყო 5.5 ან ნაკლები, ან ≥0.5 ქულით, თუ საბაზისო ქულა იყო >5.5, Kaplan-Meier მიახლოება კვირა 96-ზე.
4 განისაზღვრება როგორც ≥1.0 ქულით დაკლება საბაზისო EDSS ქულისა პაციენტებში, რომელთა საბაზისო EDSS ქულა ≥2 და ≤5.5, ან ≥0.5 როდესაც საბაზისო ქულა იყო >5.5. პაციენტები საბაზისო ქულით <2 ანალიზში არ ყოფილან გათვალისწინებული.
5 NEDA განისაზღვრება როგორც პრორტოკოლით განსაზღვრული გამწვავებების არარსებობა, დადასტურებული უნარშეზღუდულობის პროგრესირება (CDP), და ნებისმიერი MRI აქტივობა (როგორც Gd-ჩამრთველი T1 დაზიანებები, ისე ახალი ან მზარდი T2დაზიანებები) მკურნალობის 96 კვირის მანძილზე. ექსპლორაციული შედეგები ემყარება მთელს ITT პოპულაციას.
6 არაკონფირმაციული p-მნიშვნელობა; იერარქიული ტესტირების პროცედურა დასრულდა ენდპოინტის მიღწევამდე.
7 Log-rank ტესტი
8 დადასტურებული რეციდივები (EDSS-ის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებასთან ერთად).
სურათი 1. Kaplan-Meier-ის გრაფიკი - დრო დადასტურებული უნარშეზღუდულობის პროგრესირების (CDP) დაწყებამდე, რომელიც გრძელდებოდა მინიმუმ 12 კვირის მანძილზე, ნევროლოგიური გაუარესების საწყისი მოვლენით, რომელიც გამოვლინდა ორმაგი-ბრმა მკურნალობის პერიოდში (გაერთიანებული WA21092 და WA21093 ITT პოპულაცია)*
40% reduction in risk of CDP
HR (95% CI): 0.60 (0.45, 0.81)
(p =0.0006)
- პრე-სპეციფიური გაერთიანებული მონაცემები კვლევებიდან WA21092 და WA21093
12 კვირის მანძილზე შენარჩუნებული უნარშეზღუდულობის დადასტურებული პროგრესირების განვითარებამდე დროის პრესპეციფიური გაერთიანებული ანალიზის შედეგები (40% რისკის შემცირება ოკრელიზუმაბის შემთხვევაში, შედარებით ინტერფერონ ბეტა-1ა-სთან, p=0.0006) მნიშვნელოვნად ემთხვეოდა შედეგებს, რომლებიც სულ მცირე 24 კვირის მანძილზე აღინიშნებოდა (40% რისკის შემცირება ოკრელიზუმაბის შემთხვევაში, შედარებით ინტერფერონი ბეტა-1ა-თან, p=0.0025).
კვლევებში მონაწილეობდნენ აქტიური დაავადების მქონე პაციენტები. მათ შორის იყვნენ,პაციენტები რომლებიც არ ღებულობდნენ აქტიურ მკურნალობას , ასევე ადრე ნამკურნალები მაგრამ არაადეკვატური პასუხის მქონე პაციენტები, რაც ფასდებოდა/განისაზღვრებოდა კლინიკური ან ვიზუალიზაციის მახასიათებლებით. პაციენტთა პოპულაციების ანალიზმა რომელთაც აღენიშნებოდათ დაავადების აქტივობის სხვადასხვა დონე საწყისი მონაცემების მიხედვით, მათ შორის იყო აქტიური და ძლიერ აქტიური დაავადება, აჩვენა, რომ ოკრელიზუმაბის ეფექტურობა ARR– ზე და 12 კვირაზე CDP ერთიდაიგივე იყო კვლევაში ჩართული ყველა პაციენტისთვის.
პირველადად პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზი (PPMS)
ოკრელიზუმაბის ეფექტურობა და უსაფრთხოება ასევე შესწავლილი იყო რანდომიზებულ, ორმაგ-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში პირველადად პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის დროს (კვლევაWA25046). კვლევაში ერთებოდნენ პაციენტები, რომლებიც იყვნენ დაავადების მიმდინარეობის ადრეულ ეტაპზე ძირითადი კრიტერიუმების შესაბამისად, ანუ 18-55 წლის ასაკის ჩათვლით; ასევე ჩაერთვებოდნენ ის პირები, ვისაც EDSS სკრინინგის დროს ჰქონდა 3.0-დან 6.5 ქულამდე; თუ დაავადების ხანგრძლივობა იყო 10 წელზე ნაკლები და სკრინინგის დროს, EDSS ფიქსირდებოდა ≤5 ან დაავადების ხანგრძლივობა იყო 15 წელზე ნაკლები დ ამასთან EDSS სკრინინგის დროს > 5,0. რაც შეეხება დაავადების აქტივობას - ანთებითი აქტივობის ამსახველი მაჩვენებლები, პროგრესულ MS -შიც კი, შეიძლება იყოს გამოსახულებასთან დაკავშირებული, (მაგ. T1 Gd- გაზრდილი დაზიანება და / ან აქტიური [ახალი ან გადიდებელი] T2 დაზიანება). MRI მტკიცებულებები უნდა იქნას გამოყენებული ყველა პაციენტში ანთებითი აქტივობის დასადასტურებლად. 55 წელზე მეტი ასაკის პაციენტების ჩართვა კვლევაში არ იყო დაშვებული. კვლევის დიზაინი და კვლევის პოპულაციის საბაზისო მახასიათებლები წარმოდგენილია ცხრილში 4.
დემოგრაფიული და საბაზისო მახასიათებლები მკურნალობის ორივე ჯგუფში დაბალანსებული იყო. თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიამ ( MRI) აჩვენა ანთებითი აქტივობისთვის დამახასიათებელი გამოსახულების მახასიათებლები T1 Gd გაზრდილი დაზიანებით ან T2 დაზიანებით.
III ფაზის პირველადად პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის მთელი კვლევის განმავლობაში პაციენტები იღებდნენ 600 მგ-ს ორი 300 მგ-იანი ინფუზიის სახით, ორკვირიანი ინტერვალით. 600 მგ ინფუზიები მორეციდივე გაფანტული სკლეროზის დროს და 2 × 300 მგ ინფუზიები პირველადად პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის დროს ამჟღავნებდნენ ერთნაირ ფარმაკოკინეტიკურ/ფარმაკოდინამიკურ პროფილს. ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების პროფილი ყოველი ინფუზიისას, ასევე იყო მსგავსი, იმის მიუხედავად თუ როგორ ხდებოდა 600 მგ მიწოდება - ერთი 600 მგ-იანი ინფუზიის, თუ ორი, 2 კვირის ინტერვალით 300 მგ-იანი ინფუზიის სახით (იხ. თავი 4.8 და 5.2), თუმცა, იმის გამო, რომ ინფუზიები ჯამში უფრო მეტჯერ ხორციელდებოდა 2 × 300 მგ რეჟიმის შემთხვევაში, ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების შემთხვევები, ამ დროს უფრო მეტი იყო. მაშასადამე, დოზა 1 -ის შემდეგ რეკომენდებულია ოკრელიზუმაბის შეყვანა ერთი 600 მგ-იანი ინფუზიის სახით (იხ. თავი 4.2) ინფუზიების საერთო რიცხვის შემცირების მიზნით (პროფილაქტიკურად მეთილპრედნიზოლონის გამოყენების ფონზე) და ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების შემცირების მიზნით.
ცხრილი 4. კვლევის დიზაინი, დემოგრაფიული და საბაზისო მახასიათებლები კვლევაში WA25046
კვლევის დასახელება
კვლევა WA25046 ORATORIO (n=732)
კვლევის დიზაინი
საკვლევი პოპულაცია
MS-ის პირველადი პროგრესირებადი ფორმის მქონე პაციენტები
კვლევის ხანგრძლივობა
მოვლენებზე ორიენტირებული (მინიმუმ 120 კვირა და 253 დადასტურებული უნარშეზღუდულობის პროგრესირების მოვლენა)
(დაკვირვების საშუალო დრო: ოკრელიზუმაბი 3.0 წელი, პლაცებო 2.8 წელი
დაავადების ისტორია სკრინინგზე
ასაკი 18-55 წელი, EDSS of 3.0 to 6.5
სამკურნალო ჯგუფები
ჯგუფი A: ოკრელიზუმაბი 600 მგ
ჯგუფი B: პლაცებო, 2:1 რანდომიზაციაში
საბაზისო მახასიათებლები
ოკრელიზუმაბი 600 მგ (n=488)
პლაცებო (n=244)
საშუალო ასაკი (წლები)
- 7
- 4
ასაკობრივი დიაპაზონი (წლები) ჩართვისას
20 – 56
18 - 56
სქესის განაწილება (% მამაკაცი/% ქალი)
- 4/48.6
- 2/50.8
დაავადების საშუალო/საშუალო ხანგრძლივობა PPMS დიაგნოზიდან (წლები)
- 9/1.6
- 8/1.3
საშუალო EDSS
- 7
- 7
საკვანძო კლინიკური და მაგნიტურ-რეზონანასული მახასიათებლების ეფექტურობის შედეგები წარმოდგენილია ცხრილში 5 და სურათზე 2.
ამ კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ოკრელიზუმაბი მნიშვნელოვნად აფერხებს დაავადების პროგრესირებას და ამცირებს სიარულის სიჩქარის გაუარესებას, პლაცებოსთან შედარებით.
ცხრილი 5 კვლევის WA25046 (პირველადად პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზი-(PPMS)) საკვანძო კლინიკური და მაგნიტურ-რეზონანსული (MRI ) მახასიათებლების საბოლოო წერტილები
Study 3
ბოლო წერტილები
WA25046 (Oratorio)
ოკრელიზუმაბი 600 მგ (n=488)
პლაცებო
(n=244)
კლინიკური საბოლოო წერტილები
პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილი
12 კვირის მქონე პაციენტების პროპორცია - დადასტურებული უნარშეზღუდულობის პროგრესი1 (პირველადი საბოლოო წერტილი)
რისკის შემცირება
- 2%
- 0%
24%
(p=0.0321)
24 კვირის მქონე პაციენტების პროპორცია - დადასტურებული უნარშეზღუდულობის პროგრესი1
- 3%
- 7%
რისკის შემცირება
25%
(p=0.0365)
პროცენტული ცვლილება დროული 25 ფუტი სიარულის დროს საწყისიდან 120 კვირამდე
- 9
- 1
სიარულის დროის პროგრესირების სიჩქარის შედარებით შემცირება
- 4%
(p=0.0404)
MRI საბოლოო წერტილები
T2 ჰიპერინტენსიური დაზიანების მოცულობის პროცენტული ცვლილება, საწყისიდან 120 კვირამდე
- 3.4
- 4
(p<0.0001)
ტვინის მოცულობის პროცენტული ცვლილება 24 კვირიდან 120 კვირამდე
- 0.902
- 1.093
ტვინის მოცულობის დაკარგვის სიჩქარის შედარებით შემცირება
- 5%
(p=0.0206)
1 განისაზღვრა, როგორც გაზრდა ≥1.0 ქულით საბაზისო EDSS ქულიდან, პაციენტებისათვის რომელთ საბაზისო ქულა იყო 5.5 ან ნაკლები, ან ≥0.5 როდესაც საბაზისო ქულა იყო >5.5, Kaplan-Meier მიახლოება კვირა 120.
სურათი 2 Kaplan-Meier მრუდი, რომელიც ასახავს დროს მინიმუმ 12 კვირის მანძილზე არსებული დადასტურებული უნარშეზღუდულობის პროგრესირების დაწყებამდე, საწყისი მოვლენის ნევროლოგიური გაუარესების ფონზე, რომელიც გამოვლინდა მკურნალობის ორმაგ-ბრმა პერიოდში (WA25046ITT პოპულაცია)*
24% reduction in risk of CDP
HR (95% CI): 0.76 (0.59, 0.98);
p=0.0321
- ამ ანალიზში ჩართულ ყველა პაციენტზე დაკვირვება მიმდინარეობდა სულ მცირე 120 კვირის მანძილზე. პირველადი ანალიზი ეფუძნება ყველა აღმოცენებულ მოვლენას.
პირველადი საბოლოო წერტილის წინასწარი დაზუსტებული ქვეჯგუფის ანალიზი აჩვენებს, რომ პაციენტები, რომლებიც არიან უფრო ახალგაზრდა ან აქვს T1 Gd- გაზრდილი დაზიანება, მკურნალობის საწყის ეტაპზე, უფრო მეტი სარგებელს იღებს, ვიდრე უფრო ასაკოვანი პაციენტები ან რომელთაც არ აღენიშნებათ T1 Gd- გაზრდილი დაზიანებაა (≤ 45 წელი: HR 0.64 [0.45, 0.92],> 45 წლამდე: HR 0.88 [0.62, 1.26]; T1 Gd- გაზრდილი დაზიანებით საწყის ეტაპზე: HR 0.65 [0.40-1.06], T1 Gd- გაზრდილი დაზიანების გარეშე: HR 0.84 [0.62 -1.13]).
უფრო მეტიც, პოსტ-ჰოკ ანალიზებმა აჩვენა, რომ ახალგაზრდა პაციენტებს T1 Gd- გაზრდილი დაზიანებით, დაავადების საწყის ეტპაზე, აქვთ უკეთესი მკურნალობის ეფექტი (≤ 45 წელი: HR 0.52 [0.27-1.00]; ≤ 46 წელი [WA25046 კვლევის საშუალო ასაკი]; HR 0.48 [0,25-0,92]; <51 წელი: HR 0,53 [0,31-0,89]).
პოსტ-ჰოკ ანალიზები ჩატარდა გახანგრძლივებულ კონტროლირებად პერიოდში (ECP), რომელიც მოიცავს, ორმაგად ბრმა მკურნალობას და კონტროლირებადი მეთვალყურეობის დაახლოებით 9 დამატებით თვეს, რომლის შემდეგაც პაციენტი მკურნალობას გააგრძელებს, ღია გაფართოებულფაზაში (OLE) ან მოიხსნება კვლევიდან.
პაციენტთა წილი, რომელთაც აღენიშნებათ 24 კვირის განმავლობაში დადასტურებული უნარშეზღუდულობის პროგრესირება EDSS≥7.0 (24W-CDP EDSS≥7.0, დრო უნარშეზღუდულის ეტლში მოხვედრამდე) 9.1% იყო პლაცებოს ჯგუფში, ხოლო იგივე მაჩვენებელი 144 კვირის თავზე ოკრელიზუმაბის ჯგუფში შეადგენდა - 4.8%-ს, რის შედეგადაც 47%-ით მცირდებოდა დრო უნარშეზღუდულის ეტლში მოხვედრამდე (HR 0,53, [0,31, 0,92]) ECP– ის დროს . ვინაიდან ეს შედეგები კვლევის ხასიათს ატარებდა და მოიცავდა ბრმა - კვლევის გახსნის შემდგომი პერიოდის მონაცემებს, შედეგები სიფრთხილით უნდა იქნას განმარტებული.
იმუნოგენობა
კანქვეშა ფორმულირება
OCARINA I-სა და OCARINA II-ში არცერთ პაციენტს არ ჰქონია ოკრელიზუმაბის მიმართ (მკურნალობა გადაუდებელი) წამლის საწინააღმდეგო ანტისხეულები (ADAs). OCARINA II-ში ჩართულ პაციენტებს უტარდებოდათ ADA-ზე ტესტირება, მკურნალობის საწყის ეტაპზე და ყოველ 6 თვეში ერთხელ მკურნალობის შემდეგ, მთელი კვლევის მანძილზე. ამდენად, გარდამავალი ADA შეიძლება არ იყოს გამოვლენილი, კვლევის დიზაინით, შეფასებულ დროის წერტილებს შორის.
მკურნალობა გადაუდებელი ანტი-rHuPH20 (ჰიალურონიდაზა) ანტისხეულების სიხშირე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ კანქვეშა ოკრელიზუმაბით OCARINA I-ში იყო 2.3% (3/132). OCARINA II- ში ჩართულ არცერთ პაციენტს არ ჰქონია მკურნალობა გადაუდებელი (treatment-emergent ) ანტი-rHuPH20 ანტისხეულები.
ინტრავენური ფორმულაცია
MS კვლევებში (WA21092, WA21093 და WA25046) მონაწილე პაციენტებს სხვადასხვა დროის მონაკვეთში უტარდებოდათ ტესტირება (საბაზისო ვიზიტზე და ყოველ 6 თვეში მკურნალობის შემდეგ, მთელი კვლევის განმავლობაში) წამლის საწინააღმდეგო ანტიგენებზე (ADAs).ოკრელიზუმაბით ნამკურნალევი 1311 პაციენტიდან, 12 -ს (~1%) აღენიშნა დადებითი მკურნალობით-ინდუცირებული ADAs, რომელთაგან 2 პაციენტს ქონდა გამანეიტრალებელი ანტისხეულები. მკურნალობით გამოწვეული ADAs როლი უსაფრთხოებასა და ეფექტურობაში ვერ შეფასდება, იმის გამო, რომ ოკრევუსთან ADA იშვიათად ასოცირდება.
იმუნიზაცია
რანდომიზებულ, ღია კვლევაში ჩართულ RMS პაციენტებში (N = 102) ტეტანუსის ვაქცინაზე პოზიტიური პასუხის მქონე პაციენტთა პროცენტული წილი, ვაქცინაციიდან 8 კვირაში იყო 23,9% ოკრელიზუმაბის ჯგუფში, ხოლო საკონტროლო ჯგუფში ეს მაჩვენებელი შეადგენდა 54,5% (არ იღებდა დაავადების -მამოდიფიცირებელი თერაპია, ინტერფერონ-ბეტას გარდა). ანტიტეტანუსის ტოქსოიდის სპეციფიკური ანტისხეულების საშუალო გეომეტრიული ტიტრები მე-8 კვირაში იყო 3.74 და 9.81 სე / მლ შესაბამისად. ვაქცინაციიდან 4 კვირაში 23-PPV-ს სეროტიპებზე დადებითი პასუხი ნიშნულით 5 იყო 71,6% ოკრელიზუმაბის ჯგუფში და 100% საკონტროლო ჯგუფში. პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ოკრელიზუმაბით, აღმოჩნდა რომ ბუსტერული (გამაძლიერებელი) ვაქცინა (13-PCV), რომელიც პაციენტებს გაუკეთეს 23- PPV -თი აცრიდან 4 კვირის შემდეგ მნიშვნელოვნად არ აძლიერებს იმუნურ პასუხს, 12 სეროტიპის მიმართ 23-PPV– ს მსგავსად. გრიპის ხუთი შტამის მიმართ სეროპროტექტორული ტიტრის მქონე პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი იყო 20.0-60.0% და 16.7-43.8% ვაქცინაციამდე და ვაქცინაციის შემდეგ მე-4 კვირისთვის იყო 55.6 80,0% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ოკრელიზუმაბით და 75,0- 97,0% საკონტროლო ჯგუფში, შესაბამისად. იხილეთ ქვეთავები 4.4 და 4.5.
პედიატრიული პოპულაცია
ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ოკრევუსის კვლევის შედეგების წარდგენის ვალდებულებაზე MS-ის (გაფანტული სკლეროზის ) პედიატრული პოპულაციის ყველა ქვეჯგუფში (იხილეთ პედიატრიული გამოყენების შესახებ ინფორმაციისთვის ქვეთავი 4.2).
- 2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
ოკრელიზუმაბის ფარმაკოკინეტიკა MS კვლევებში აღწერილი იყო, ორგანყოფილებიანი მოდელით: დროზე დამოკიდებული კლირენსით და PK პარამეტრებით, რომლებიც ტიპიურია IgG1 მონოკლონური ანტისხეულებისათვის.
920 მგ კანქვეშა ოკრელიზუმაბის შეყვანის შემდეგ, სავარაუდო საშუალო ექსპოზიცია (AUC დოზირების 24 კვირის ინტერვალით) იყო 3730 მკგ/მლ• დღეში. პირველადი PK საბოლოო წერტილი OCARINA II-ში, AUCw1-12, 920 მგ კანქვეშა ოკრელიზუმაბის შემდეგ ნაჩვენები იყო, რომ არ ჩამოუვარდებოდა 600 მგ ინტრავენურ ოკრელიზუმაბს. გეომეტრიული საშუალო თანაფარდობა AUCw1-12-ისთვის იყო 1.29 (90% CI: 1.23-1.35).
შეწოვა
სავარაუდო ბიოშეღწევადობა 920 მგ ოკრელიზუმაბის კანქვეშა შეყვანის შემდეგ იყო 81%. საშუალო Cmax იყო 132 მკგ/მლ და tmax –ის მიღწევა შესაძლებელი იყო დაახლოებით 4 დღის შემდეგ (დიაპაზონი 2-13 დღე).
განაწილება
პოპულაციური ფარმაკოკინეტიკა განსაზღვრავს განაწილების ცენტრალურ მოცულობას - 2.78 L. პერიფერიული მოცულობა და განყოფილებათაშორისი კლირენსი განისაზღვრა როგორც 2.68 L და 0.294 L/დღე.
მეტაბოლიზმი
ოკრელიზუმაბის მეტაბოლიზმი უშუალოდ შესწავლილი არ ყოფილა, რადგან ანტისხეულების ალაგება ხდება ძირითადად კატაბოლიზმით.( ანუ იშლება პეპტიდებად და ამინომჟავებად).
ელიმინაცია
კლირენსის კონსტანტა არის 0.17 L/დღეში, ხოლო საწყისი დროზე დამოკიდებული კლირენსი კი 0.0489 Lდღეში/, რაც იკლებს ნახევრადდაშლით 33 კვირაში. ტერმინალური ელიმინაციის ნახევრადდაშლის დრო არის 26 დღე.
სპეციალური პოპულაციები
ბავშვები
ბავშვებსა და მოზარდებში (<18 წლის) ოკრელიზუმაბის ფარმაკოკინეტიკის შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა.
ხანდაზმულები
≥55 წლის პაციენტებში ოკრელიზუმაბის ფარმაკოკინეტიკის შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა შეზღუდული კლინიკური გამოცდილების გამო. (იხ. თავი 4.2)
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
ფორმალური ფარმაკოკინეტიკური კვლევები არ ჩატარებულა. კლინიკურ კვლევებში ჩართული იყვნენ პაციენტები თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაქვეითებით და მათში ოკრელიზუმაბის ფარმაკოკინეტიკის ცვლილება არ გამოვლენილა. პაციენტებში თირკმლის საშუალო და მძიმე უკმარისობით არ არსებობს PK ინფორმაცია.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ფორმალური ფარმაკოკინეტიკური კვლევები არ ჩატარებულა. კლინიკურ კვლევებში ჩართული იყვნენ პაციენტები ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი დაქვეითებით და მათში ოკრელიზუმაბის ფარმაკოკინეტიკის ცვლილება არ გამოვლენილა. ღვიძლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არსებობს PK ინფორმაცია.
- 3 პრეკლინიკური უსაფრთხოება
უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობისა და ემბრიონ-ფეტალური განვითარების ზოგადი კვლევების საფუძველზე, მიღებული არაკლინიკური მონაცემები ადამიანისთვის რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს არ ავლენს. კანცეროგენობის და მუტაგენურობის კვლევები ჩატარებული არ ყოფილა, ოკრელიზუმაბის შემთხვევაში.
ცინომოლგუსის მაიმუნებზე ჩატარებული ორი წინა და მშობიარობის შემდგომი (პრე- და პოსნატალური) განვითარების კვლევებში, ოკრელიზუმაბის მიღების შემთხვევაში ორსულობის (გესტაციის) მე- 20 დღიდან მშობიარობამდე მაინც ვლინდებოდა გლომერულოპათია, ძვლის ტვინში ლიმფოიდური ფოლიკულის ფორმირება, თირკმლის ლიმფოპლაზმოციტური ანთება და ასევე შთამომავლობის ხაზში სათესლეების წონის შემცირება.კვლევებში მიღებული დედის დოზებმა გამოიწვია შრატის ისეთი საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax), რომელიც 4.5-დან 21-ჯერ-ამდე აღემატებოდა კლინიკურ პირობებში დაშვებულ მაჩვენებელს.
ახალშობილთა სიკვდილიანობის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ერთი გამოწვეულია ნაადრევი მშობიარობის გამო განვითარებული სისუსტით , რომელსაც თან ახლავს ოპორტუნისტული ბაქტერიული ინფექცია; ერთი უკავშირდება ინფექციურ მენინგოენცეფალიტს, რომელიც აზიანებს ახალშობილთა თავის ტვინს დედის ორგანიზმის რომელიმე სითხის რეზერვუარში არსებული აქტიური ბაქტერიული ინფექციით (მასტიტი) , ხოლო სამი გარდაიცვალა სიყვითლით და ვირუსული ეტიოლოგიის ღვიძლის დაზიანებით, შესაძლოა ეს იყოს პოლიომავირუსი. ამ ხუთი დადასტურებული ან საეჭვო ინფექციის მიმდინარეობაზე შესაძლოა გავლენა მოეხდინა B- უჯრედების გამოფიტვას. ოკრელიზუმაბით ნამკურნალები მდედრი ცხოველების ახალშობილთა ხაზში, აღინიშნა, პოსტნატალური ფაზის B უჯრედების გამოფიტვა.
ჰიალურონიდაზა
ადამიანის რეკომბინანტული ჰიალურონიდაზას არაკლინიკური მონაცემები არ ავლენს განსაკუთრებულ საფრთხეს განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის ჩვეულებრივი კვლევების საფუძველზე, უსაფრთხოების ფარმაკოლოგიური საბოლოო წერტილების ჩათვლით.
ჰიალურონიდაზა (rHuPH20) გვხვდება ადამიანის სხეულის უმეტეს ქსოვილებში. ოკრელიზუმაბის კანქვეშა შეყვანამ ჰიალურონიდაზასთან ერთად კარგად ჩაიარა ვირთხებსა და მინიგოჭებში ადგილობრივი ტოლერანტობის კვლევებში.
რეპროდუქციული ტოქსიკოლოგიის კვლევებმა rHuPH20-ით გამოავლინა ემბრიოფეტალური ტოქსიკურობა თაგვებში, დაზიანების გარეშე > 1100-ჯერ მეტი, ვიდრე რეკომენდებული კლინიკური დოზა, თუმცა, ტერატოგენურობის მტკიცებულების გარეშე.
- ფარმაცევტული მონაცემები
- 1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ადამიანის რეკომბინანტული ჰიალურონიდაზა (rHuPH20)
ნატრიუმის აცეტატის ტრიჰიდრატი (E 262)
ყინულოვანი ძმარმჟავა
α,α-ტრეჰალოზის დიჰიდრატი
პოლისორბატი 20 (E 432)
L-მეთიონინი
საინექციო წყალი
- 2 თავსებადობა
ეს სამკურნალო პროდუქტი არ უნდა იყოს შერეული სხვა სამკურნალო საშუალებებთან თავსებადობის კვლევების არარსებობის გამო.
- 3 შენახვის ვადა
გაუხსნელი ფლაკონი
2 წელი
მომზადებული შპრიცი
ქიმიური და ფიზიკური გამოყენების სტაბილურობა ნარჩუნდება 30 დღის განმავლობაში 2-8 ° C ტემპერატურაზე და შემდეგ 8 საათის განმავლობაში სინათლისგან დაუცველ პირობებში, ≤30 °C ტემპერატურაზე.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული ფლაკონიდან შპრიცში გადატანის შემდეგ. თუ დაუყოვნებლივ არ იქნა გამოყენებული, გამოყენებისას შენახვის დროსა და პირობებზე ( რომელიც დაცული უნდა იყოს გამოყენებამდე) პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს და ჩვეულებრივ არა უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2 °C-დან 8 °C-მდე, თუნდაც ხსნარი მომზადებული იყოს კონტროლირებად და დადასტურებულ ასეპტიკურ პირობებში.
- 4 შენახვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
შეინახეთ მაცივარში 2–8°C ტემპერატურაზე.
არ გაყინოთ. არ შეანჯღრიოთ.
შეინახეთ ფლაკონი თავისივე კოლოფში სინათლისაგან მისი დაცვის მიზნით.
საჭიროების შემთხვევაში, გაუხსნელი ფლაკონი შეიძლება ინახებოდეს მაცივრის გარეთ ≤25 °C ტემპერატურაზე 12 საათის განმავლობაში.
ფლაკონი შეიძლება გამოიღოთ და ისევ დააბრუნოთ მაცივარში ისე, რომ გაუხსნელი ფლაკონის მაცივრიდან გამოღების საერთო დრო არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს ≤25 °C ტემპერატურაზე.
სამკურნალო საშუალების განზავების შემდეგ შენახვის პირობები იხილეთ ქვეთავში 6.3
- 5 ჭურჭლის ბუნება და აგებულება
23 მლ საინექციო ხსნარი ფლაკონში (უფერო I ტიპის მინა).
შეფუთვის ზომა 1 ფლაკონი.
- 6 განკარგვისა და სხვა დამუშავების განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
პრეპარატი მიღებამდე უნდა შემოწმდეს ვიზუალურად, რათა დარწმუნდეთ, რომ არ შეიცავს ნაწილაკებს ან არ არის გაუფერულებული.
სამკურნალო პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის და უნდა მომზადდეს ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ ასეპტიკური ტექნიკის გამოყენებით.
ამ სამკურნალო პროდუქტსა და პოლიპროპილენს (PP), პოლიკარბონატს (PC), პოლიეთილენს (PE), პოლივინილ ქლორიდს (PVC), პოლიურეთანს (PUR) და უჟანგავი ფოლადს შორის არ გამოვლენილა შეუთავსებლობა.
შპრიცის მომზადება
გამოყენებამდე ფლაკონი უნდა გამოიღოთ მაცივრიდან, რათა ხსნარი დავიდეს ოთახის ტემპერატურამდე.
ამოიღეთ ოკრევუსის საინექციო ხსნარის მთელი შიგთავსი ფლაკონიდან შპრიცით და გადასატანი ნემსით (რეკომენდებულია 21 გ).
ამოიღეთ გადასატანი ნემსი და მიამაგრეთ კანქვეშა საინფუზიო ნაკრებs (მაგ., ფრთიანი/პეპელა), რომელიც შეიცავს 24 – 26 გ საინექციო ნემსს. შეყვანისთვის გამოიყენეთ კანქვეშა საინფუზიო ნაკრების ნარჩენი შემაკავებელი მოცულობით, რომელიც არ აღემატება 0,8 მლ-ს.
შეუშვით კანქვეშა საინფუზიო სისტემაში საინექციო ხსნარი, რათა გამოიდევნოს ჰაერი საინფუზიო მილიდან და გააჩერეთ სანამ სითხე ნემსს მიაღწევს.
დარწმუნდით, რომ შპრიცი შეიცავს ზუსტად 23 მლ ხსნარს (წინა საფეხურის შემდეგ )სისტემის მილში სითხის გატარების და შპრიციდან ზედმეტი სითხის მოცულობის გამოდევნის შემდეგ.
დაუყონებლივ შეიყვანეთ ნემსის დახშობის თავიდან ასაცილებლად. არ შეინახოთ მომზადებული შპრიცი, რომელიც მიმაგრებულია უკვე მომზადებულ კანქვეშა საინფუზიო კომპლექტზე.
თუ დოზა დაუყოვნებლივ არ იქნა შეყვანილი, ქვემოთ იხილეთ ქვეთავი: „შპრიცის შენახვა“.
შპრიცის შენახვა
თუ დოზის დაუყოვნებლივ შეყვანა არ არის საჭირო, გამოიყენეთ ასეპტიკური ტექნიკა ოკრევუსის საინექციო ხსნარის მთლიანი შიგთავსის ამოსაღებად ფლაკონიდან შპრიცში, რათა გაითვალისწინოთ დოზის მოცულობა (23 მლ) და პრაიმინგის მოცულობა კანქვეშა საინექციო ნაკრებისთვის. შეცვალეთ გადაცემის ნემსი თავსახურით დახურული შპრიცით. არ დაურთოთ კანქვეშა საინფუზიო ნაკრები შესანახად.
თუ შპრიცი ინახებოდა მაცივარში, შეყვანამდე შპრიცი დაიყვანეთ ოთახის ტემპერატურამდე.
განადგურება
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
7 მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი
Roche რეგისტრაცია GmbH
Emil-Barell-Strasse 1
79639 Grenzach-Wyhlen
გერმანია
ან
F. Hoffmann-La Roche Ltd.
Grenzacherstrasse 124, CH-4058
ბაზელი, შვეიცარია
8 მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელის ნომერი
EU/1/17/1231/003
9 პირველი ავტორიზაციის თარიღი / ავტორიზაციის განახლება
პირველი ავტორიზაციის თარიღი: 2018 წლის 8 იანვარი
ბოლო განახლების თარიღი: 2022 წლის 21 სექტემბერი
10 ტექსტის განახლების/გადახედვის თარიღი
2025 წლის 13 თებერვალი
აღნიშნული მედიკამენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია ევროპის წამლის სააგენტოს ვებგვერდზე http://www.ema.europa.eu.
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
ოკრევუსი 300 მგ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარისთვის
ოკრელიზუმაბი
მედიკამენტის მიღებამდე, ყურადღებით წაიკითხეთ ეს ბროშურა თავიდან ბოლომდე, რადგან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
შეინახეთ ეს ბროშურა. შესაძლოა მისი ხელმეორედ წაკითხვა დაგჭირდეთ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ექთანს. ეს ეხება ყველა შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც ამ ბროშურაში არაა ჩამოთვლილი. იხილეთ ქვეთავი 4.
რას მოიცავს ეს ბროშურა
რა არის ოკრევუსი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ ოკრევუსის მიღებამდე
როგორ მიიღება ოკრევუსი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ ინახება ოკრევუსი
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
- რა არის ოკრევუსი და რისთვის გამოიყენება
რა არის ოკრევუსი
ოკრევუსი შეიცავს აქტიურ ნივთიერება „ოკრელიზუმაბს“. ეს არის გარკვეული ტიპის ცილა, რომელსაც „მონოკლონური ანტისხეული“ ეწოდება. ანტისხეულები თქვენს ორგანიზმში არსებულ კონკრეტულ სამიზნეებთან მიმაგრებით მოქმედებენ.
რისთვის გამოიყენება ოკრევუსი
ოკრევუსი გამოიყენება ზრდასრულებში შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
გაფანტული სკლეროზის მორეციდივე ფორმები (RMS)
ადრეული პირველადი პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზი (PPMS)
რა არის გაფანტული სკლეროზი
გაფანტული სკლეროზი (MS) არის დაავადება, რომელიც აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, განსაკუთრებით თავის ტვინის და ზურგის ტვინის ნერვებს. გაფანტული სკლეროზის დროს, იმუნური სისტემა (ორგანიზმის დაცვის სისტემა) მუშაობს დეფექტურად და უტევს ნერვული უჯრედების გარშემო არსებულ დამცავ ფენას (სახელად მიელინურ გარსს) და იწვევს მის ანთებას. მიელინური გარსის დაზიანება ხელს უშლის ნეირონების ნორმალურ ფუნქციონირებას.
გაფანტული სკლეროზის სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ ცენტრალური ნერვული სისტემის რომელი ნაწილია დაზიანებული და შესაძლოა იყოს სიარულის და წონასწორობის მოშლა, სისუსტე, დაბუჟება, მხედველობის გაორება და დაბინდვა, კოორდინაციის და შარდის ბუშტის ფუნქციის მოშლა.
გაფანტული სკლეროზის მორეციდივე ფორმების დროს პაციენტს აქვს სიმპტომების განმეორებითი შეტევები (რეციდივები). სიპტომები შეიძლება განვითარდეს მოულოდნელად რამდენიმე საათში, ან ნელა რამდენიმე დღის განმავლობაში. რეციდივებს შორის სიმპტომები ქრება ან უმჯობესდება, მაგრამ დაზიანება შესაძლოა დაგროვდეს და მუდმივი შრომისუუნარობა გამოიწვიოს.
პირველადი პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის დროს, ჩვეულებრივ, სიმპტომები დაავადების დაწყებიდანვე უარესდება.
როგორ მოქმედებს ორკევუსი?
ოკრევუსი უერთდება სპეციფიურ B უჯრედებს, რომლებიც არიან გარკვეული სახეობის სისხლის თეთრი უჯრედები, წარმოადგენენ იმუნური სისტემის ნაწილს და მონაწილეობენ გაფანტული სკლეროზის განვითარებაში. ოკრევუსის სამიზნეა ამ სპეციფიური B უჯრედების განადგურება. ეს ამცირებს მიელინის გარსის ანთებას და დაზიანებას, ამცირებს რეციდივების განვითარების ალბათობას და ანელებს თქვენი დაავადების პროგრესირების ტემპს.
გაფანტული სკლეროზის მორეციდივე ფორმების (RMS) დროს ოკრევუსის დახმარებით მნიშვნელოვნად მცირდება როგორც შეტევების (რეციდივების) რაოდენობა, ისე დაავადების პროგრესირების ტემპი. ოკრევუსი ასევე მნიშვნელოვნად ზრდის დაავადების აქტივობის ნიშნების (თავის ტვინის დაზიანება, რეციდივები და შრომისუუნარობის გაუარესება) არ არსებობის ალბათობას.
პირველადი პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის (PPMS) შემთხვევაში, ოკრევუსი ანელებს დაავადების პროგრესირებას და ამცირებს სიარულის ტემპის დაქვეითებას.
- რა უნდა იცოდეთ ოკრევუსის მიღებამდე
თქვენ არ უნდა მიიღოთ ოკრევუსი, თუ:
ხართ ალერგიული ოკრელიზუმაბის, ან ამ წამლის ნებისმიერი სხვა შემადგენელი ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია ქვეთავში 6).
ამჟამად გაქვთ ინფექცია.
გითხრეს, რომ იმუნური სისტემის მძიმე დარღვევები გაქვთ.
გაქვთ კიბო.
თუ არ ხართ დარწმუნებული, ოკრევუსის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ოკრევუსის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ. თქვენმა ექიმმა შესაძლოა გადადოს ოკრევუსით თქვენი მკურნალობა, ან შესაძლოა გადაწყვიტოს რომ თქვენთვის არ შეიძლება ოკრევუსის მიღება, თუ:
გაქვთ ინფექცია. ოკრევუსით მკურნალობის დაწყებამდე თქვენი ექიმი დაელოდება ინფექციის განკურნებას.
თუ ოდესმე გქონიათ B ჰეპატიტი, ან B ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი ხართ. ამის მიზეზი ის არის, რომ ოკრევუსის მსგავსმა პრეპარატებმა შესაძლოა გამოიწვიოს B ჰეპატიტის ვირუსის გააქტიურება. ოკრევუსით მკურნალობამდე თქვენი ექიმი შეამოწმებს, გაქვთ თუ არა B ჰეპატიტით დაავადების რისკი. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ B ჰეპატიტი, ან არიან B ჰეპატიტის ვირუსის მატარებლები, ჩაუტარდებათ სისხლის ანალიზი და ექიმი აწარმოებს მათ მონიტორინგს B ჰეპატიტის ინფექციის სიმპტომებზე.
თუ გაქვთ კიბო, ან თუ გქონიათ კიბო წარსულში. თქვენმა ექიმმა შესაძლოა დააყოვნოს ოკრევუსით თქვენი მკურნალობა.
გავლენა იმუნურ სისტემაზე:
დაავადებები, რომლებიც მოქმედებენ თქვენს იმუნურ სისტემაზე: თუ გაქვთ სხვა დაავადება, რომელიც მოქმედებს იმუნურ სისტემაზე. თქვენ შესაძლოა ვერ მიიღოთ ოკრევუსი.
მედიკამენტები, რომლებიც მოქმედებენ თქვენს იმუნურ სისტემაზე: თუ თქვენ ოდესმე მიგიღიათ, ღებულობთ, ან გეგმავთ მიიღოთ მედიკამენტები, რომლებიც მოქმედებენ იმუნურ სისტემაზე - მაგ. ქიმიოთერაპიული პრეპარატები, იმუნოდეპრესანტები, ან გაფანტული სკლეროზის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები. თქვენმა ექიმმა შესაძლოა დააყოვნოს თქვენი ოკრევუსით მკურნალობა, ან გთხოვოთ შეწყვიტოთ ამ პრეპარატების მიღება ოკრევუსით მკურნალობის დაწყებამდე. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ქვემოთ „სხვა მედიკამენტები და ოკრევუსი“.
ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები
ოკრევუსით მკურნალობის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციებია.
დაუყოვნებლივ უთხარით თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ გაქვთ ინფუზიასთან დაკავშირებული რაიმე სახის რეაქცია (ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების სია იხილეთ ქვეთავ 4-ში) ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები ვითარდება ინფუზიის დროს ან ინფუზიიდან მაქსიმუმ 24 საათის შემდეგ.
ინფუქციასთან დქაკავშირებული რეაქციების განვითარების რისკის შესამცირებლად, ოკრევუსის ყოველი ინფუზიის წინ თქვენმა ექიმმა შესაძლოა მოგცეთ სხვა მედიკამენტები (იხ. ქვეთავი 3); და ჩაგიტაროთ მკაცრი მონიტორინგი ინფუზიის დროს და ინფუზიიდან მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში.
ინფექციები
თუ ფიქრობთ რომ გაქვთ ინფექცია, ოკრევუსის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს. ოკრევუსით მკურნალობის დაწყებამდე თქვენი ექიმი დაელოდება ინფექციის განკურნებას.
ოკრევუსით მკურნალობის პერიოდში შეიძლება უფრო ადვილად დაავადდეთ ინფექციებით. ამის მიზეზი ის არის, რომ იმუნური უჯრედები, რომლებზეც ოკრევუსი მოქმედებს, ინფექციასთან ბრძოლასაც ეხმარება.
ოკრევუსით მკურნალობის დაწყებამდე და ყოველ მომდევნო ინფუზიებამდე, თქვენმა ექიმმა შესაძლოა გთხოვოთ სისხლის ანალიზის ჩატარება თქვენი იმუნური სისტემის შესამოწმებლად, რადგან იმუნური სისტემის მძიმე დარღვევების შემთხვევაში, ინფექციები შესაძლოა უფრო ხშირად განვითარდნენ.
თუ თქვენ ოკრევუსით მკურნალობა პირველადი პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის გამო გიტარდებათ და ყლაპვის გაძნელება გაქვთ, ოკრევუსმა შესაძლოა გაზარდოს მძიმე პნევმონიის განვითარების რისკი.
დაუყოვნებლივ უთხარით თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ ოკრევუსის მკურნალობის დროს ან მის შემდგომ ჩამოთვლილი ინფექციის ნიშნებიდან რომელიმე განგივითარდებათ:
ტემპერატურის მატება ან შემცივნება
ხველა, რომელიც არ გადის
ჰერპესი (როგორიცაა ტუჩების ჰერპესი , სალტისებრი ჰერპესი ან სასქესო ორგანოების ჰერპესი).
დაუყოვნებლივ უთხარით თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ თქვენი აზრით თქვენი გაფანტული სკლეროზის სიმპტომები უარესდება, ან თუ ამჩნევთ რაიმე ახალ სიმპტომებს. ამის მიზეზი ის არის, რომ გაფანტული სკლეროზის მსგავსი სიპტომები შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის ძალიან იშვიათმა და სიცოცხლისთვის საშიშმა ინფექციამ სახელწოდებით „პროგრესული მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია“ (PML). პროგრესული მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია შესაძლოა განუვითარდეთ პაციენტებს, რომლებიც ოკრევუსით მკურნალობენ.
უთხარით თქვენს პარტნიორს ან მომვლელს, რომ მკურნალობთ ოკრევუსით. მათ შესაძლოა შენიშნონ პროგრესული მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიის სიმპტომები, რომლებიც თქვენ ვერ შენიშნეთ, მაგ. მეხსიერების ჩავარდნები, აზროვნების გაძნელება, სიარულის გაძნელება, მხედველობის დაკარგვა, მეტყველების შეცვლა; თქვენმა ექიმმა შესაძლოა გამოიკვლიოს ეს სიმპტომები.
აცრები
უთხარით თქვენს ექიმს, თუ ახლახან ჩაიტარეთ, ან შეიძლება ახლო მომავალში ჩაიტაროთ რაიმე სახის აცრა.
ოკრევუსით მკურნალობის პერიოდში არ უნდა მიიღოთ ცოცხალი ან ცოცხალი ატენურიებული ვაქცინები (მაგ. BCG ტუბერკულოზის საწინააღმდეგოდ, ან ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინები).
თქვენმა ექიმმა შესაძლოა მოგცეთ რეკომენდაცია სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრის გასაკეთებლად.
თქვენი ექიმი შეამოწმებს, გჭირდებათ თუ არა რაიმე სახის აცრები ოკრევუსით მკურნალობის დაწყებამდე. ნებისმიერი სახის აცრა ოკრევუსით მკურნალობის დაწყებამდე მინიმუმ 6 კვირით ადრე ჩაგიტარდებათ.
ბავშვები და მოზარდები
ოკრევუსი არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლის ასაკამდე მოზარდებში. ამის მიზეზი ის არის, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ოკრევუსი შესწავლილი არ არის.
სხვა მედიკამენტები და ოკრევუსი
უთხარით თქვენს ექიმს, თუ თქვენ ღებულობთ, ახლახან მიიღეთ, ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
კერძოდ, უთხარით თქვენს ექიმს, თუ:
ოდესმე მიგიღიათ, ახლა ღებულობთ ან გეგმავთ მიიღოთ იმუნურ სისტემაზე
მოქმედი მედიკამენტები - როგორიცაა ქიმიოთერაპიული პრეპარატები, იმუნოდეპრესანტები ან გაფანტული სკლეროზის სამკურნალო სხვა პრეპარატები. ამ მედიკამენტებმა ოკრევუსთან ერთად შესაძლოა ძალზე ძლიერად იმოქმედონ იმუნურ სისტემაზე. თქვენმა ექიმმა შესაძლოა დააყოვნოს თქვენი ოკრევუსით მკურნალობა, ან გთხოვოთ ამ სხვა მედიკამენტების შეწყვეტა ოკრევუსით მკურნალობის დაწყებამდე.
ღებულობთ მაღალი არტერიული წნევის საწინააღმდეგო მედიკამენტებს. ამის მიზეზი ის არის, რომ ოკრევუსმა შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება. თქვენმა ექიმმა შესაძლოა გთხოვოთ ოკრევუსის ყოველი ინფუზიის წინ 12 საათით ადრე მაღალი არტერიული წნევის საწინააღმდეგო მედიკამენტების შეწყვეტა.
თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ (ან თუ არ ხართ დარწმუნებული), ოკრევუსის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.
ორსულობა
თუ ხართ ორსული, ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს რჩევისავის. ამის მიზეზი ის არის, რომ ოკრევუსმა შესაძლოა გაიაროს პლაცენტა და გავლენა იქონიოს თქვენს ბავშვზე.
არ გამოიყენოთ ოკრევუსი თუ ხართ ორსულად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს საკითხი ექიმთან განხილულია. თქვენი ექიმი შეაფასებს ოკრევუსით მკურნალობის სარგებელს და თქვენი ბავშვისთვის არსებულ რისკებს.
თქვენი ბავშვის აცრამდე, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.
კონტრაცეფცია ქალებისთვის
ქალებს, რომლებსაც შეუძლიათ დაორსულება, უნდა მიიღონ კონტრაცეფცია:
ოკრევუსით მკურნალობის პერიოდში და
ოკრევუსის ბოლო ინფუზიიდან 4 თვის განმავლობაში
ძუძუთი კვება
ოკრევუსის გამოყენება შესაძლებელია ძუძუთი კვების პერიოდში. თუ ღებულობთ ოკრევუსს, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს თქვენი ბავშვის გამოკვების საუკეთესო გზების შესახებ.
ავტომანქანის მართვა და მანქანა-დანადგარების გამოყენება
უცნობია, შეუძლია თუ არა ოკრევუსს იმოქმედოს ავტომანქანის მართვის, ან ინსტრუმენტების და მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარზე. თქვენი ექიმი გეტყვით, შეუძლია თუ არა თქვენს გაფანტულ სკლეროზს იმოქმედოს ავტომანქანის მართვის, ან ინსტრუმენტების და მანქანა-დანადგარების უსაფრთხოდ გამოყენების უნარზე.
ოკრევუსი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი თითოეულ დოზაზე შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), ანუ ის ნატრიუმს პრაქტიკულად არ შეიცავს.
- როგორ მიიღება ოკრევუსი
ოკრევუსს გაგიკეთებთ ექიმი ან ექთანი, რომლებსაც პაციენტების ამ პრეპარატით მკურნალობის გამოცდილება აქვთ. ისინი ყურადღებით დაგაკვირდებიან პრეპარატის მიღების განმავლობაში. ეს საჭიროა იმისათვის, რომ არ გამორჩეთ გვერდითი მოვლენების განვითარება. ოკრევუსი ყოველთვის გაგიკეთდებათ წვეთოვანი გადასხმის (ინტრავენური ინფუზიის) სახით.
მედიკამენტები, რომლებსაც მიიღებთ ოკრევუსის ინფუზიამდე
ოკრევუსის ინფუზიის გაკეთებამდე, თქვენ მიიღებთ სხვა მედიკამენტებს, შესაძლო გვერდითი მოვლენების, მაგ. ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით (ინფორმაციის მისაღებად ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების შესახებ იხილეთ ქვეთავები 2 და 4).
თქვენ მიიღებთ კორტიკოსტეროიდულ და ანტიჰისტამინურ პრეპარატებს ყოველი ინფუზიის წინ და შესაძლოა ასევე მიიღოთ სიცხის დამწევი საშუალება.
რა რაოდენობით და რა სიხშირით მიიღებთ ოკრევუსს
თქვენ მიიღებთ 600მგ ოკრევუსის მთლიან დოზას 6 თვეში ერთხელ.
ოკრევუსის პირველი 600 მგ-იანი დოზა გაგიკეთდებათ ორი ცალ-ცალკე ინფუზიის სახით (თითოეული 300 მგ) 2 კვირის შუალედით. თითოეული ინფუზიის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 საათი და 30 წუთია.
ოკრევუსის მომდევნო 600 მგ-იანი დოზები გაგიკეთდებათ ერთი ინფუზიის სახით. მომდევნო ინფუზიის სიჩქარიდან გამომდინარე, თითოეული ინფუზიის ხანგრძლივობა იქნება დაახლოებით 3 საათი და 30 წუთი, ან 2 საათი.
როგორ მიიღება ოკრევუსი
ოკრევუსს გაგიკეთებთ თქვენი ექიმი ან ექთანი. ოკრევუსი გაგიკეთდებათ ვენაში გადასხმის (ინტრავენური ინფუზიის) სახით.
ოკრევუსის ინფუზიის განმავლობაში და ინფუზიის დამთავრებიდან მინუმუმ 1 საათის განმავლობაში ჩაგიტარდებათ მკაცრი მონიტორინგი. ამის მიზეზი ის არის, რომ შესაძლოა განვითარდეს რაიმე სახის გვერდით მოვლენა, მაგ. ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქცია. ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციის განვითარების შემთხვევაში, გამომდინარე ამ რეაქციის სიმძიმიდან, შესაძლოა ინფუზიის სიჩქარის შემცირება, ინფუზიის დროებით შეჩერება, ან საბოლოოდ შეწყვეტა დაგჭირდე
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.