ნორმობუკალი 200მგ/მლ ორომუკოზური სპრეი, ხსნარი
normobucal® 200mg/ml solución para pulverización bucal
მედიკამენტი წარმოადგენს ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას, რომელიც მოქმედებს ტკივილის დათრგუნვით პირის ღრუს დაზიანებულ ადგილზე გარეგანი გამოყენებისას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბენზოკაინი (benzocaine)
- ფორმა და შეფუთვა
- 200მგ/მლ 5მლ ორომუკოზური სპრეი, ხსნარი ბოთლი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
- მწარმოებელი
- LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ყელის პრეპარატები, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები
- ATC კოდი
- R02AD01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038575
- რეგისტრირებულია
- 12 ივლისი 2023, მოქმედებს 12 ივლისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ნორმობუკალი 200მგ/მლ ორომუკოზური სპრეი, ხსნარი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მედიკამენტი წარმოადგენს ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას, რომელიც მოქმედებს ტკივილის დათრგუნვით პირის ღრუს დაზიანებულ ადგილზე გარეგანი გამოყენებისას.
ის ნაჩვენებია კბილის ან პირის ღრუს ტკივილის ადგილობრივად მოსახნელად, როგორიცაა, კბილის პროთეზის ხახუნით, კბილის ექსტრაქციით, პირის ღრუს მცირე ჭრილობებით, პირის ღრუს წყლულებით და მცირე წყლულებით გამოწვეული ტკივილი, მოზრდილებსა და 6 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი თავს კარგად არ გრძნობს ან მისი მდგომარეობა უარესდება 2 დღის შემდეგ.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მედიკამენტი გამოიყენება პირის ღრუში. დაუშვებელია მისი გადაყლაპვა.
თითოეული გაფრქვევა ექვივალენტურია დაახლოებით 20 მგ ბრნზოკაინის.
რეკომენდებული დოზაა:
მოზრდილები, მოზარდები და 6 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები
ერთი გაფრქვევა უნდა მოხდეს გასაყუჩებელ არეზე ან ბამბის ნაჭერი უნდა გაიჟღინთოს სპრეით და დაიდოს გასაყუჩებელ არეზე რამდენიმე წუთის განმავლობაში. სპრეი გამოყენებულ უნდა იქნას 3-4-ჯერ დღეში.
ეს მედიკამენტი ბავშვებში (6-დან 12 წლამდე) გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ უფროსების ზედამხედველობის ქვეშ. დოზა იგივეა, რაც ზემოთ მოცემული.
სუსტი ან ხანდაზმული პაციენტები
დოზა უნდა შემცირდეს, რადგან ხანდაზმული და სუსტი პაციენტები შეიძლება უფრო მგრძნობიარეები იყვნენ ბენზოკაინის სისტემური ტოქსიკურობის მიმართ. გამოყენებულ უნდა იქნას 2-3-ჯერ დღეში გასაყუჩებელ არეზე.
უნდა მოიხსნას თავსახური და აპლიკატორის წამოსაცმელი უნდა მოთავსდეს სარქველში. უნდა მოხდეს ზეწოლა დგუშზე ნახევარი წამის განმავლობაში, აპლიკატორის წამოსაცმელი მიმართულ უნდა იქნას გასაყუჩებელი არისკენ, ან ბამბის ნაჭერი რამდენიმე გაფრქვევით უნდა გაიჟღინთოს სპრეით და დადებულ იქნას გასაყუჩებელ არეზე რამდენიმე წუთის განმავლობაში. საჭიროა ხელების დაბანა ყოველი გამოყენების წინ.
მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული 3-4-ზე მეტჯერ დღეში.
თუ პაციენტის მდგომარეობა უარესდება ან ტკივილი გრძელდება მკურნალობიდან 2 დღის შემდეგ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ნორმობუკალის დოზის გადაჭარბებისას
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია ბენზოკაინის, p-ამინობენზოის მჟავის წარმოებული სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. მე-6 პარაგრაფი).
სიფრთხილის ზომები
ნორმობუკალის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ, როგორიცაა: პარა-ამინობენზოის მჟავა (PABA), პარაბენები ან პარაფენილენდიამინი (თმის საღებავების კომპონენტი);
თუ პაციენტს მძიმე ან დიდი პირის ღრუს წყლული აქვს;
დაუშვებელია მე-3 პარაგრაფში (ნორმობუკალის გამოყენების წესი) მოცემული რეკომენდებული დოზის გადაჭარბება;
თუ პაციენტს აღენიშნება ასთმა, ბრონქიტი ან ემფიზემა;
მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ზედაპირული სუნთქვა, გულისრევა, სისუსტე ან ტაქიკარდია;
დაავადებულმა ან სუსტმა და ხანდაზმულმა პირებმა უნდა გაიარონ ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე, რადგან ისინი უფრო მგრძნობიარეები არიან შესაძლო გვერდითი რეაქციების მიმართ;
დაუშვებელია პროდუქტის გადაყლაპვა ან შესუნთქვა;
თავიდან უნდა იქნას თვალებში სპრეის მოხვედრა;
დაუშვებელია ჭამა ან დალევა, სანამ პირის ღრუ დაბუჟებულია, ენის ან პირის ლორწოვანის კბენის და მოხრჩობის რისკის გამო;
65 წელზე მეტი ასაკის პირებსა და სუსტ პაციენტებში არსებობს მეთჰემოგლობინემიის განვითარების გაზრდილი რისკი;
პატარა ბაშვები (განსაკუთრებით, 2 წლამდე ასაკის ბავშვები) ასევე არიან მეთჰემოგლობინემიის განვითარების უფრო დიდი რისკის ქვეშ.
თუ სიმპტომები უარესდება ან გრძელდება მკურნალობიდან 2 დღის შემდეგ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ბავშვები
მედიკამენტის გამოყენება არ არის ნაჩვენები 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ მედიკამენტების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს.
მედიკამენტი შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს შემდეგ მედიკამენტებთან:
სულფონამიდები (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ): არ უნდა იქნას ერთდროულად გამოყენებული ბენზოკაინთან ერთად, რადგან შეიძლება დაქვეითდეს სულფონამიდების ანტიბაქტერიული ეფექტი;
ჰიალურონიდაზას შემცველი მედიკამენტები: არ უნდა იქნას ბენზოკაინთან ერთად გამოყენებული, რადგან შეიძლება გაძლიერდეს ბენზოკაინის ეფექტები;
ქოლინესთერაზას ინჰიბიტორების შემცველი მედიკამენტები - გამოიყენება ალცჰაიმერის დაავადების, მიასთენიის ან გლაუკომის სამკურნალოდ - რადგან ისინი თრგუნავენ ბენზოკაინის მეტაბოლიზმს მათი ერთდროული გამოყენების დროს;
სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები. შეიძლება განვითარდეს ჯვარედინი მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია (უჩვეულო ან გაძლიერებული ალერგიული რეაქცია), ბენზოკაინსა და სხვა ეთერის ტიპის ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებს, სულფონამიდებს, თიაზიდებს, პარაამინო საღებავებს, გლიცერილ პარა-ამინობენზოატს (გლიცერილ PABA), პარა-ამინობენზოის მჟავას, პარა-ამინოსალიცილის მჟავის და მეპრივაკაინს შორის;
ბენზოკაინის, პარა-ფენილენდიამინის შემცველი თმის საღებავების მიმართ მგრძნობიარე პაცეინტებში შეიძლება გამოიწვიოს მძიმე კონტაქტური დერმატიტი;
პანკრეასის პუნქცია (დიაგნოსტიკური ტესტი): ბენზოკაინი არ უნდა იქნას გამოყენებული ბენტირომიდით პანკრეასის პუნქციამდე 72 საათით ადრე, რადგან არსებობს შედეგებზე გავლენის შესაძლებლობა.
ნორმობუკალის გამოყენება საკვებთან და სასმელთან
მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული საკვების ან სასმელის მიღებამდე (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მის დაგეგმვამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
დაუშვებელია ბენზოკაინის გამოყენება ფეხმძიმობის დროს.
არ არის ცნობილი ბენზოკაინი გამოიყოფა თუ არა დედის რძეში, ამიტომ ძუძუთი კვების დროს არ უნდა იქნას გამოყენებული ეს მედიკამენტი.
65 წლის ასაკის ზემოთ პაციენტებში გამოყენება
65 წელზე მეტი ასაკის და სუსტი პაციენტები შეიძლება უფრო მგრძნობიარეები იყვნენ ბენზოკაინის გვერდითი მოვლენების მიმართ და ამიტომ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მის გამოყენებამდე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ნორმობუკალი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ნორმობუკალი შეიცავს ეთანოლს
ეს მედიკამენტი შეიცავს 47% ეთანოლს (სპირტს). ეს მცირე რაოდენობა შეესაბამება 3.8 მგ/სპრეიში.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ქვემოთ ჩამოთვლილი არასასურველი მოვლენები, რომელთა სიხშირე ზუსტად არ არის დადგენილი, აღწერილ იქნა ბენზოკაინის გამოყენების დროს:
ჭინჭრის ციება, შესივება, ანაფილაქტოიდური რეაქცია (კონტაქტური დერმატიტი), ჯვარედინი რეაქციები სხვა ადგილობრივი ეთერის ტიპის საანესთეზიო საშუალებების მიმართ.
ფოტომგრძნობელობა, ცუდი გემო პირში, ლორწოვანი გარსების დეჰიდრატაცია და ყლაპვის გაძნელება.
წვის შეგრძნება პირში.
მეთჰემოგლობინემია, რომლის სიმპტომებია: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ზედაპირული სუნთქვა, გულისრევა, სისუტე ან ტაქიკარდია. მეთჰემოგლობინემია ძირითადად ვითარდება ხანგრძლივი გამოყენებისას და დოზის გადაჭარბებისას. მეთჰემოგლობინემიის განვითარების რისკი იზრდება ასთმის, ბრონქიტის და ემფიზემის მქონე პაციენტებში, ასევე 65 წლის ზემოთ ასაკის პაციენტებსა და პატარა ბავშვებში (განსაკუთრებით, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში) და თანდაყოლილი მანკების, მათ შორის გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტის, M ჰემოგლობინის დაავადების, NADH-მეთჰემოგლობინის რედუქტაზის დეფიციტის და პირუვატკინაზის დეფიციტის მქონე პირებში.
ბენზოკაინის ხანგრძლივი კონტაქტმა ლორწოვან გარსებთან შეიძლება გამოიწვიოს ეპითელიუმის დეჰიდრატაცია და ლორწოვანი გარსების გაუხეშება.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შესაძლებელია ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ესპანეთის ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით: http://www.notificaram.es
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ჭარბი დოზა
კანის ლურჯ შეფერილობას, მეტყველების გაძნელებას. გაბრუებას, სიარულის გაძნელებას, მხედველობის დაბინდვას ან გაორებას, თავბრუსხვევას, აგზნებას ან გულყრებს, ყურებში ხმაურს და გაძლიერებულ ოფლიანობას. ასევე შეიძლება დაქვეითდეს სისხლის წნევა.
დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას საჭიროა ექიმთან ან სამედიცინო ცენტრში დაუყოვნებლივ მიმართვა, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა (ტელ.: +34 91 562 04 20), მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.
დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ბენზოკაინი. ყოველი მილილიტრი შეიცავს 200 მგ ბენზოკაინს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის საქარინი (E-954), პოლიეთილენგლიკოლი 400, ეთანოლი 96º და ჟოლოს არომატი.
პროდუქტის ფორმა და შეფუთვა:
ნორმობუკალი არის გამჭვირვალე, უფერო ან ღია ყვითელი ფერის ხსნარი.
მოწოდებულია ალუმინის ბოთლებით, რომლებიც შეიცავენ 5 მლ ან 60 მლ ორომუკოზური სპრეის ხსნარს. შეფუთვა შეიცავს თავსახურიან ბოთლს, აპლიკატორის წამოსაცმელს სპრეის დგუშით და გამოყენების ინსტრუქციას.
A
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (Spain)
ლაბორატორიოს ნორმონ ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოსი, მადრიდი (ესპანეთი)
ინსტრუქციის შემოწმების უკანასკნელი თარიღია: 2018 წლის მაისი
პრეპარატის შესახებ დეტალური განახლებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es/
შენახვის პირობები
ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. არასაჭირო მედიკამენტები და კონტეინერები უნდა მოთავსდეს აფთიაქში, SIGRE სიმბოლოთი აღნიშნულ სპეციალურ ადგილას. თუ მომხმარებელი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
ნორმობუკალი 200 მგ/მლ ორომუკოზური სპრეი, ხსნარი
პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ინსტრუქციის ან ექიმის, ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება 2 დღის შემდეგ.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ნორმობუკალი და მისი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ნორმობუკალის გამოყენებამდე;
ნორმობუკალის გამოყენების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
ნორმობუკალის შენახვის წესი;
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს ნორმობუკალი და მისი გამოყენება
მედიკამენტი წარმოადგენს ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას, რომელიც მოქმედებს ტკივილის დათრგუნვით პირის ღრუს დაზიანებულ ადგილზე გარეგანი გამოყენებისას.
ის ნაჩვენებია კბილის ან პირის ღრუს ტკივილის ადგილობრივად მოსახნელად, როგორიცაა, კბილის პროთეზის ხახუნით, კბილის ექსტრაქციით, პირის ღრუს მცირე ჭრილობებით, პირის ღრუს წყლულებით და მცირე წყლულებით გამოწვეული ტკივილი, მოზრდილებსა და 6 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი თავს კარგად არ გრძნობს ან მისი მდგომარეობა უარესდება 2 დღის შემდეგ.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ნორმობუკალის გამოყენებამდე
დაუშვებელია ნორმობუკალის გამოყენება
თუ პაციენტი ალერგიულია ბენზოკაინის, p-ამინობენზოის მჟავის წარმოებული სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. მე-6 პარაგრაფი).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ნორმობუკალის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ, როგორიცაა: პარა-ამინობენზოის მჟავა (PABA), პარაბენები ან პარაფენილენდიამინი (თმის საღებავების კომპონენტი);
თუ პაციენტს მძიმე ან დიდი პირის ღრუს წყლული აქვს;
დაუშვებელია მე-3 პარაგრაფში (ნორმობუკალის გამოყენების წესი) მოცემული რეკომენდებული დოზის გადაჭარბება;
თუ პაციენტს აღენიშნება ასთმა, ბრონქიტი ან ემფიზემა;
მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ზედაპირული სუნთქვა, გულისრევა, სისუსტე ან ტაქიკარდია;
დაავადებულმა ან სუსტმა და ხანდაზმულმა პირებმა უნდა გაიარონ ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე, რადგან ისინი უფრო მგრძნობიარეები არიან შესაძლო გვერდითი რეაქციების მიმართ;
დაუშვებელია პროდუქტის გადაყლაპვა ან შესუნთქვა;
თავიდან უნდა იქნას თვალებში სპრეის მოხვედრა;
დაუშვებელია ჭამა ან დალევა, სანამ პირის ღრუ დაბუჟებულია, ენის ან პირის ლორწოვანის კბენის და მოხრჩობის რისკის გამო;
65 წელზე მეტი ასაკის პირებსა და სუსტ პაციენტებში არსებობს მეთჰემოგლობინემიის განვითარების გაზრდილი რისკი;
პატარა ბაშვები (განსაკუთრებით, 2 წლამდე ასაკის ბავშვები) ასევე არიან მეთჰემოგლობინემიის განვითარების უფრო დიდი რისკის ქვეშ.
თუ სიმპტომები უარესდება ან გრძელდება მკურნალობიდან 2 დღის შემდეგ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ბავშვები
მედიკამენტის გამოყენება არ არის ნაჩვენები 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი.
სხვა მედიკამენტები და ნორმობუკალი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ მედიკამენტების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს.
მედიკამენტი შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს შემდეგ მედიკამენტებთან:
სულფონამიდები (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ): არ უნდა იქნას ერთდროულად გამოყენებული ბენზოკაინთან ერთად, რადგან შეიძლება დაქვეითდეს სულფონამიდების ანტიბაქტერიული ეფექტი;
ჰიალურონიდაზას შემცველი მედიკამენტები: არ უნდა იქნას ბენზოკაინთან ერთად გამოყენებული, რადგან შეიძლება გაძლიერდეს ბენზოკაინის ეფექტები;
ქოლინესთერაზას ინჰიბიტორების შემცველი მედიკამენტები - გამოიყენება ალცჰაიმერის დაავადების, მიასთენიის ან გლაუკომის სამკურნალოდ - რადგან ისინი თრგუნავენ ბენზოკაინის მეტაბოლიზმს მათი ერთდროული გამოყენების დროს;
სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები. შეიძლება განვითარდეს ჯვარედინი მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია (უჩვეულო ან გაძლიერებული ალერგიული რეაქცია), ბენზოკაინსა და სხვა ეთერის ტიპის ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებს, სულფონამიდებს, თიაზიდებს, პარაამინო საღებავებს, გლიცერილ პარა-ამინობენზოატს (გლიცერილ PABA), პარა-ამინობენზოის მჟავას, პარა-ამინოსალიცილის მჟავის და მეპრივაკაინს შორის;
ბენზოკაინის, პარა-ფენილენდიამინის შემცველი თმის საღებავების მიმართ მგრძნობიარე პაცეინტებში შეიძლება გამოიწვიოს მძიმე კონტაქტური დერმატიტი;
პანკრეასის პუნქცია (დიაგნოსტიკური ტესტი): ბენზოკაინი არ უნდა იქნას გამოყენებული ბენტირომიდით პანკრეასის პუნქციამდე 72 საათით ადრე, რადგან არსებობს შედეგებზე გავლენის შესაძლებლობა.
ნორმობუკალის გამოყენება საკვებთან და სასმელთან
მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული საკვების ან სასმელის მიღებამდე (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მის დაგეგმვამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
დაუშვებელია ბენზოკაინის გამოყენება ფეხმძიმობის დროს.
არ არის ცნობილი ბენზოკაინი გამოიყოფა თუ არა დედის რძეში, ამიტომ ძუძუთი კვების დროს არ უნდა იქნას გამოყენებული ეს მედიკამენტი.
65 წლის ასაკის ზემოთ პაციენტებში გამოყენება
65 წელზე მეტი ასაკის და სუსტი პაციენტები შეიძლება უფრო მგრძნობიარეები იყვნენ ბენზოკაინის გვერდითი მოვლენების მიმართ და ამიტომ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მის გამოყენებამდე.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ნორმობუკალი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ნორმობუკალი შეიცავს ეთანოლს
ეს მედიკამენტი შეიცავს 47% ეთანოლს (სპირტს). ეს მცირე რაოდენობა შეესაბამება 3.8 მგ/სპრეიში.
ნორმობუკალის გამოყენების წესი
მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მედიკამენტი გამოიყენება პირის ღრუში. დაუშვებელია მისი გადაყლაპვა.
თითოეული გაფრქვევა ექვივალენტურია დაახლოებით 20 მგ ბრნზოკაინის.
რეკომენდებული დოზაა:
მოზრდილები, მოზარდები და 6 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები
ერთი გაფრქვევა უნდა მოხდეს გასაყუჩებელ არეზე ან ბამბის ნაჭერი უნდა გაიჟღინთოს სპრეით და დაიდოს გასაყუჩებელ არეზე რამდენიმე წუთის განმავლობაში. სპრეი გამოყენებულ უნდა იქნას 3-4-ჯერ დღეში.
ეს მედიკამენტი ბავშვებში (6-დან 12 წლამდე) გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ უფროსების ზედამხედველობის ქვეშ. დოზა იგივეა, რაც ზემოთ მოცემული.
სუსტი ან ხანდაზმული პაციენტები
დოზა უნდა შემცირდეს, რადგან ხანდაზმული და სუსტი პაციენტები შეიძლება უფრო მგრძნობიარეები იყვნენ ბენზოკაინის სისტემური ტოქსიკურობის მიმართ. გამოყენებულ უნდა იქნას 2-3-ჯერ დღეში გასაყუჩებელ არეზე.
უნდა მოიხსნას თავსახური და აპლიკატორის წამოსაცმელი უნდა მოთავსდეს სარქველში. უნდა მოხდეს ზეწოლა დგუშზე ნახევარი წამის განმავლობაში, აპლიკატორის წამოსაცმელი მიმართულ უნდა იქნას გასაყუჩებელი არისკენ, ან ბამბის ნაჭერი რამდენიმე გაფრქვევით უნდა გაიჟღინთოს სპრეით და დადებულ იქნას გასაყუჩებელ არეზე რამდენიმე წუთის განმავლობაში. საჭიროა ხელების დაბანა ყოველი გამოყენების წინ.
მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული 3-4-ზე მეტჯერ დღეში.
თუ პაციენტის მდგომარეობა უარესდება ან ტკივილი გრძელდება მკურნალობიდან 2 დღის შემდეგ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ნორმობუკალის დოზის გადაჭარბებისას
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის აღწერილი.
დოზის გადაჭარბების ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: კანის ლურჯ შეფერილობას, მეტყველების გაძნელებას. გაბრუებას, სიარულის გაძნელებას, მხედველობის დაბინდვას ან გაორებას, თავბრუსხვევას, აგზნებას ან გულყრებს, ყურებში ხმაურს და გაძლიერებულ ოფლიანობას. ასევე შეიძლება დაქვეითდეს სისხლის წნევა.
დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას საჭიროა ექიმთან ან სამედიცინო ცენტრში დაუყოვნებლივ მიმართვა, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა (ტელ.: +34 91 562 04 20), მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.
დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ქვემოთ ჩამოთვლილი არასასურველი მოვლენები, რომელთა სიხშირე ზუსტად არ არის დადგენილი, აღწერილ იქნა ბენზოკაინის გამოყენების დროს:
ჭინჭრის ციება, შესივება, ანაფილაქტოიდური რეაქცია (კონტაქტური დერმატიტი), ჯვარედინი რეაქციები სხვა ადგილობრივი ეთერის ტიპის საანესთეზიო საშუალებების მიმართ.
ფოტომგრძნობელობა, ცუდი გემო პირში, ლორწოვანი გარსების დეჰიდრატაცია და ყლაპვის გაძნელება.
წვის შეგრძნება პირში.
მეთჰემოგლობინემია, რომლის სიმპტომებია: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ზედაპირული სუნთქვა, გულისრევა, სისუტე ან ტაქიკარდია. მეთჰემოგლობინემია ძირითადად ვითარდება ხანგრძლივი გამოყენებისას და დოზის გადაჭარბებისას. მეთჰემოგლობინემიის განვითარების რისკი იზრდება ასთმის, ბრონქიტის და ემფიზემის მქონე პაციენტებში, ასევე 65 წლის ზემოთ ასაკის პაციენტებსა და პატარა ბავშვებში (განსაკუთრებით, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში) და თანდაყოლილი მანკების, მათ შორის გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტის, M ჰემოგლობინის დაავადების, NADH-მეთჰემოგლობინის რედუქტაზის დეფიციტის და პირუვატკინაზის დეფიციტის მქონე პირებში.
ბენზოკაინის ხანგრძლივი კონტაქტმა ლორწოვან გარსებთან შეიძლება გამოიწვიოს ეპითელიუმის დეჰიდრატაცია და ლორწოვანი გარსების გაუხეშება.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შესაძლებელია ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ესპანეთის ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით: http://www.notificaram.es
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ნორმობუკალის შენახვის წესი
ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. არასაჭირო მედიკამენტები და კონტეინერები უნდა მოთავსდეს აფთიაქში, SIGRE სიმბოლოთი აღნიშნულ სპეციალურ ადგილას. თუ მომხმარებელი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ნორმობუკალი
აქტიური ნივთიერებაა ბენზოკაინი. ყოველი მილილიტრი შეიცავს 200 მგ ბენზოკაინს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის საქარინი (E-954), პოლიეთილენგლიკოლი 400, ეთანოლი 96º და ჟოლოს არომატი.
პროდუქტის ფორმა და შეფუთვა:
ნორმობუკალი არის გამჭვირვალე, უფერო ან ღია ყვითელი ფერის ხსნარი.
მოწოდებულია ალუმინის ბოთლებით, რომლებიც შეიცავენ 5 მლ ან 60 მლ ორომუკოზური სპრეის ხსნარს. შეფუთვა შეიცავს თავსახურიან ბოთლს, აპლიკატორის წამოსაცმელს სპრეის დგუშით და გამოყენების ინსტრუქციას.
A
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (Spain)
ლაბორატორიოს ნორმონ ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოსი, მადრიდი (ესპანეთი)
ინსტრუქციის შემოწმების უკანასკნელი თარიღია: 2018 წლის მაისი
პრეპარატის შესახებ დეტალური განახლებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es/
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



