პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ნაზალური პრეპარატები

ოპალ ორალური საანესთეზიო გელი

Opahl ORAL ANESTHETIC GEL

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადაშშ
მოქმედი ნივთიერება
ბენზოკაინი (benzocaine)
ფორმა და შეფუთვა
1.12oz (32გ) ადგილობრივი საანესთეზიო გელი E ვიტამინით და ქსილიტოლით, გლუტენის გარეშე მარწყვის არომატით ფლაკონი №1 (პირველადი შეფუთვით)
მწარმოებელი
Dharma Research, Inc., აშშ
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ადგილობრივი გამოყენების საანესთეზიო საშუალება
ATC კოდი
R01AD01
რეგისტრაციის ნომერი
რ-037211
რეგისტრირებულია
20 იანვარი 2023, მოქმედებს 23 მაისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „დენტსტალ დენტი“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაოპალ ორალური საანესთეზიო გელი და სხვა წამალი ერთად

ოპალ ორალური საანესთეზიო გელი — ინსტრუქცია ქართულად

სიფრთხილის ზომები

იწვევს ალერგიულ რეაქციას. არ გამოიყენოთ აღნიშნული პროდუქტი, თუ ანამნეზში გაქვთ ალერგია ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ, როგორიცაა პროკაინი, ბუასკაინი, ბუტიკაინი, ბენზოკაინი ან ამ ჯგუფის სხვა საანესთეზიოები.

არ გამოიყენოთ ეს პროდუქტი 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, თუ გაღიზიანება, ტკივილი ან სიწითლე გრძელდება ან მწვავდება, ან თუ შეშუპება, გამონაყარი ან ცხელება ვითარდება დაუყონებლივ მიმართეთ სტომატოლოგს ან ექიმს.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

მოარიდეთ ბავშვებს. გადაყლაპვის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს ან დაუკავშირდით ტოქსიკოლოგიურ ცენტრს.

შეინახეთ 59-86º F (15-30ºC ) ტემპერატურის პირობებში, მოარიდეთ გაყინვას და სითბოს.

ფლაკონს მოხსენით თავსახური.

ბამბის აპლიკატორის გამოყენებით ფლაკონიდან ამოიღეთ თქვენთვის სასურველი ოდენობა. შემდეგ დაახურეთ ფლაკონს თავსახური დაბინძურებისგან დასაცავად.

ღრძილზე ბამბის ტამპონის ნელი მოძრაობით დაიტანეთ გელი სასურველ უბანზე.

გააჩერეთ ტამპონი სასურველ უბანზე დაახლოებით 15 წამის განმავლობაში.

მოაშორეთ ტამპონი და გადააგდეთ. ხელახლა გამოყენება აკრძალულია.

შეგიძლიათ აღნიშნული პროცესი გაიმეოროთ სხვა უბანზეახალი ბამბის აპლიკატორის გამოყენებით.

გელი შეიძლება გამოყენებულ იქნას სასურველ უბანზე დღეში ოთხჯერ ექიმის ან მოზრდილების და 12 წლის და უფროსი ასაკის პირების მიერ.

შეფუთვა: 1.12oz(32გ)

  • 42oz (12გ)

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომედნაციო ვერსია

OPAHL ORAL ANESTHETIC GEL

გამოყენების ინსტრუქცია:

გამოიყენება აფთოზურ სტომატიტთან დაკავშირებული ტკივილის დროებით გასაყუჩებლად და მცირე სტომატოლოგიური პროცედურებისთვის.

აქტიური ინგრედიენტები

ბენზოკაინი

არააქტიური ინგრედიენტები

FD&C Red #40, კორიგენტი , პოლიეთილენგლიკოლი 3350, პოლიეთილენგლიკოლი 400, ნატრიუმის საქარინი, ტოკოფეროლის აცეტატი, ქსილიტოლი.

პროდუქტის აღწერა

გელი მოქმედებს სწრაფად, სისტემური აბსორბციის გარეშე.შეიცავს 20% ბენზოკაინს, რომელიც უზრუნველყოფს ტკივილის სწრაფ და ეფექტურ მოხსნას, ასევე ტკივილის დროებით გაყუჩებას შემდეგი პროცედურების დროს: ადგილობრივი საანესთეზიო ინექციები, კურეტაჟი, პირის ღრუს რენტგენი.იგი უმსუბუქებს პაციენტებს წყლულებით, ჭრილობებით და სხვა მცირე გაღიზიანებით გამოწვეულ ტკივილს.შეიცავს სპეციალურად შემუშავებულ კორიგენტს, რათა უზრუნველყოს მწარე გემოს თავიდან აცილება და ნერწყვდენის შემცირება.მოქმედებს სწრაფად,გამოყენებიდან 30 წამში.

დამატებითი ინფორმაცია:

გელის შემადგენლობაში შედის:

ქსილიტოლი: ეს არის იდეალური ნივთიერება კარიესის პრევენციისთვის, რომელიც ხელს უშლის სტრეპტოკოკის ჯგუფის ბაქტერიების განვითარებას, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ კარიესის წარმოქმნაში. უსაფრთხოა დიაბეტისა და ჰიპერგლიკემიის მქონე პაციენტთათვის.

ვიტამინი E: აღნიშნული ნივთიერება უზრუნველყოფს სასარგებლო ანტიოქსიდანტურ ეფექტს.

გაფრთხილება

იწვევს ალერგიულ რეაქციას. არ გამოიყენოთ აღნიშნული პროდუქტი, თუ ანამნეზში გაქვთ ალერგია ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ, როგორიცაა პროკაინი, ბუასკაინი, ბუტიკაინი, ბენზოკაინი ან ამ ჯგუფის სხვა საანესთეზიოები.

არ გამოიყენოთ ეს პროდუქტი 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, თუ გაღიზიანება, ტკივილი ან სიწითლე გრძელდება ან მწვავდება, ან თუ შეშუპება, გამონაყარი ან ცხელება ვითარდება დაუყონებლივ მიმართეთ სტომატოლოგს ან ექიმს.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

მოარიდეთ ბავშვებს. გადაყლაპვის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს ან დაუკავშირდით ტოქსიკოლოგიურ ცენტრს.

შეინახეთ 59-86º F (15-30ºC ) ტემპერატურის პირობებში, მოარიდეთ გაყინვას და სითბოს.

ფლაკონს მოხსენით თავსახური.

ბამბის აპლიკატორის გამოყენებით ფლაკონიდან ამოიღეთ თქვენთვის სასურველი ოდენობა. შემდეგ დაახურეთ ფლაკონს თავსახური დაბინძურებისგან დასაცავად.

ღრძილზე ბამბის ტამპონის ნელი მოძრაობით დაიტანეთ გელი სასურველ უბანზე.

გააჩერეთ ტამპონი სასურველ უბანზე დაახლოებით 15 წამის განმავლობაში.

მოაშორეთ ტამპონი და გადააგდეთ. ხელახლა გამოყენება აკრძალულია.

შეგიძლიათ აღნიშნული პროცესი გაიმეოროთ სხვა უბანზეახალი ბამბის აპლიკატორის გამოყენებით.

გელი შეიძლება გამოყენებულ იქნას სასურველ უბანზე დღეში ოთხჯერ ექიმის ან მოზრდილების და 12 წლის და უფროსი ასაკის პირების მიერ.

შეფუთვა: 1.12oz(32გ)

  • 42oz (12გ)

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა