პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვაზოპროტექტორები

რელიფი ადვანსი

Relief® ADVANCE

ურეცეპტოდ200მგ/გინსტრუქცია ქართულადსაბერძნეთი
რისთვის გამოიყენება

ადგილობრივი გამაყუჩებელი საშუალება ბუასილის დროს, უკანა ტანის ნახეთქებისას, პროქტოლოგიური ოპერაციების შემდეგ, დიაგნოსტიკური მანიპულაციების ჩატარებისას.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ბენზოკაინი (benzocaine)
ფორმა და შეფუთვა
200მგ/გ 28,4გ რექტალური მალამო პოლიეთილენის ლამინირებული ტუბი №1 აპლიკატორით
მწარმოებელი
FAMAR S.A., საბერძნეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვაზოპროტექტორები, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები
ATC კოდი
C05AD03
რეგისტრაციის ნომერი
რ-046668
რეგისტრირებულია
12 ნოემბერი 2026, მოქმედებს 12 ნოემბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Bayer Consumer Care AG (შვეიცარია)
განმცხადებელი
Bayer Consumer Care AG-ის მინდობილი პირი სალომე მესხი
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებარელიფი ადვანსი და სხვა წამალი ერთად

რელიფი ადვანსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ადგილობრივი გამაყუჩებელი საშუალება ბუასილის დროს, უკანა ტანის ნახეთქებისას, პროქტოლოგიური ოპერაციების შემდეგ, დიაგნოსტიკური მანიპულაციების ჩატარებისას.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი გამოიყენება ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ. მოხსენით აპლიკატორს დამცავი ხუფი, მიამაგრეთ აპლიკატორი ტუბს და გამოდევნეთ მალამოს მცირე რაოდენობა აპლიკატორის გასაპოხად. აპლიკატორის დახმარებით მალამო ფრთხილად დაიტანება დაზიანებულ უბნებზე, გარედან ან უკანა ტანში, დღეში 4-ჯერამდე (დილით, ძილის წინ და ნაწლავების ყოველი მოქმედების შემდეგ). ყოველი გამოყენების შემდეგ აპლიკატორი კარგად გარეცხეთ და მოათავსეთ დამცავ ხუფში. 12 წლამდე ბავშვებში - ექიმის დანიშნულებით.

უკუჩვენებები

პრეპარატის კომპონენტების, ასევე, ამიდური ტიპის სხვა ანესთეტიკური საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, თრომბოემბოლია (მათ შორის ადრე გადატანილი), გრანულოციტოპენია.

სიფრთხილის ზომები

პაციენტებისთვის არტერიული ჰიპერტენზიით, გულის რითმის დარღვევით, ჰიპერთირეოზით, შარდის გამოყოფის მოშლით (მაგალითად, პროსტატის ჰიპერპლაზიის შემთხვევაში) სამკურნალო საშუალების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

უკანა ტანიდან ჭარბი სისხლიანი გამონადენის შემთხვევაში ან თერაპიული ეფექტის არარსებობისას, ასევე თუ მდგომარეობა გაუარესდა ან არ გაუმჯობესდა პრეპარატის მიღებიდან 7 დღის მერე, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

სამკურნალო საშუალების გამოყენებისას, რომელიც შეიცავს ბენზოკაინს, მიღებულია შეტყობინებები მეტჰემოგლობინემიის განვითარების შესახებ (კანის, ტუჩების და ფრჩხილების ფალანგების ციანოზი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სუნთქვის დარღვევა, საერთო სისუსტე, ტაქიკარდია), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი და მოითხოვს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. მეტჰემოგლობინემიის გართულების რისკი მაღალია პატარა ასაკის მქონე ბავშვებში, ხანდაზმული ასაკის ადამიანებში, თანდაყოლილი დარღვევების პაციენტებში (ფერმენტ გლუკოზა-6-ფოსფოდიესთერაზის, პირუვატ-კინაზის, NADH-მეტჰემოგლობინ რედუქტაზის (დიაფორაზა 1) უკმარისობის, M-ჰემოგლობინოპათიის დროს), გულის, სუნთქვითი გზების დაავადებებისას (ბრონქიალური ასთმა, ბრონქიტი, ფილტვების ემფიზემა) ან მოწევის შემთხვევაში.

სისტემური გვერდითი რეაქციების მინიმიზაციის მიზნით არ უნდა მოვუმატოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას, თუ ექიმმა არ დანიშნა სხვა დოზირება.

მეთილპარაჰიდროქსიბენზოატის და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატის შემცველობის გამო, შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, შენელებული ტიპის რეაქციების ჩათვლით, პროპილენგლიკოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

დამხმარე ნივთიერება პარაფინმა შეიძლება შეამციროს გამოყენებული ლატექსის პრეზერვატივების სიმტკიცე, რამაც შეიძლება გააუარესოს მათი ეფექტურობა (კერძოდ, მისი უნარი დაიცვას ორსულობისგან და/ან შეამციროს ინფექციების გადატანის რისკი სქესობრივი გზით, ან აივ-ინფექცია).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

არ შეიძლება პრეპარატის ერთობლივი გამოყენება მაო-სინჰიბიტორებთან, ანტიდეპრესანტებთან და ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან ერთად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

სამკურნალო საშუალების გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არსებობს მონაცემები, რომელიც უკავშირდება სამკურნალო საშუალების ზეგავლენას ავტოტრანსპორტის ტარების ან მოძრავ საშუალებებთან მუშაობასთან დაკავშირებით.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია შემდეგი გვერდითი რეაქციები: კონტაქტური დერმატიტი, კანის ალერგიული რეაქციები (ჰიპერემია, კანის გამონაყარი, ქავილი), ადგილობრივი რეაქციები სამკურნალო საშუალებების გამოყენების ადგილას.

სამკურნალო საშუალების გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს მეტჰემოგლობინემია (კანის, ტუჩებისა და ფრჩხილების ფალანგების ციანოზი, თავის ტიკივილი, თავბრუსხვევა, სუნთქვის დარღვევა, საერთო სისუსტე, ტაქიკარდია).

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების წარმოდგენა

თუ თქვენ გამოგივლინდათ ნებისმიერი სახის არასასურველი რეაქცია გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. აღნიშნული რეკომენდაცია ვრცელდება ყველა სახის არასასურველი რეაქციის განვითარებისას, მათ შორის მათზე, რომელიც არ არის აღწერილი ფურცელ-ჩანართში. პრეპარატის არასასურველი რეაქციების (მოქმედების) შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ გადასცეთ არასასურველი რეაქციების საინფორმაციო ბაზაში, მათ შორის შეტყობინებები, სამკურნალო პრეპარატების არაეფექტურობის შესახებ. არასასურველი რეაქციების შესახებ ინფორმაციის შეტყობინებით, თქვენ გვეხმარებით, რათა მივიღოთ მეტი ინფორმაცია პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს ბენზოკაინის ფარმაკოლოგიურ ეფექტებთან. მისი სისტემური აბსორბცია ზედოზირების დროს შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობით, შფოთვით, აგზნებადობით, არარეგულირებული გულის რითმით, მძიმე შემთხვევებში - კრუნჩხვებით, კომით. ძალიან იშვიათად ბენზოკაინის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს მეტჰემოგლობინემია, რომელიც ვლინდება სუნთქვის დარღვევით და ციანოზით (იხილეთ დანაყოფი <<უსაფრთხოების ზომები>>).

ჭარბი დოზირებისგან გამოწვეული მეტჰემოგლობინემიის გადაუდებელ დახმარებას წარმოადგენს მეთილენის ლურჯის ინტრავენური შეყვანა. ჭარბი დოზირების დანარჩენი სიმპტომები მოითხოვს პრეპარატის შეწყვეტას და სიმპტომატურ მკურნალობას.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: ბენზოკაინი 200 მგ/გ.

დამხმარე ნივთიერებები: ღია ფერის მინერალური ზეთი, თეთრი ვაზელინი, პროპილენგლიკოლი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216), სორბიტანის სტეარატი.

შენახვის პირობები

არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა

2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

შეფუთვა

28,4 გ ტუბი. ტუბი აპლიკატორთან და ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

განმცხადებელი ფირმის/მწარმოებლის დასახელება, მისამართი

ბაიერ ქონსუმერ ქეარ აგ,

პეტერ მერიან-შტრასე 84, 4052 ბაზელი, შევიცარია

ფამარ ს.ა.

63, აგ. დიმიტრიუს ქ.., 17456 ალიმოსი, ათენი, საბერძნეთი

ფარმაკოლოგიური თვისებები

ბუასილის და ანალური ნახეთქების სამკურნალო საშუალება გარეგანი მოხმარებისთვის. ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები. ათქ კოდი: C05AD03.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ბენზოკაინი-ადგილობრივი ანესთეტიკი, ახდენს ადგილობრივ ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას, არ გააჩნია რეზორბციული მოქმედება, არ იწვევს მიჩვევას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

რელიფი ადვანსი (RELIEF® ADVANCE)

ფურცელ-ჩანართი

(პაციენტებისთვის)

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება

ბენზოკაინი (Benzocaine)

სავაჭრო დასახელება

რელიფი ადვანსი

სამკურნალწამლო ფორმა

რექტალური მალამო

აღწერილობა

თეთრი ან მოყვითალო მალამო უცხო ნივთიერებების გარეშე.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: ბენზოკაინი 200 მგ/გ.

დამხმარე ნივთიერებები: ღია ფერის მინერალური ზეთი, თეთრი ვაზელინი, პროპილენგლიკოლი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216), სორბიტანის სტეარატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ბუასილის და ანალური ნახეთქების სამკურნალო საშუალება გარეგანი მოხმარებისთვის. ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები. ათქ კოდი: C05AD03.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ბენზოკაინი-ადგილობრივი ანესთეტიკი, ახდენს ადგილობრივ ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას, არ გააჩნია რეზორბციული მოქმედება, არ იწვევს მიჩვევას.

გამოყენების ჩვენებები

ადგილობრივი გამაყუჩებელი საშუალება ბუასილის დროს, უკანა ტანის ნახეთქებისას, პროქტოლოგიური ოპერაციების შემდეგ, დიაგნოსტიკური მანიპულაციების ჩატარებისას.

გამოყენების მეთოდი და დოზები

პრეპარატი გამოიყენება ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ. მოხსენით აპლიკატორს დამცავი ხუფი, მიამაგრეთ აპლიკატორი ტუბს და გამოდევნეთ მალამოს მცირე რაოდენობა აპლიკატორის გასაპოხად. აპლიკატორის დახმარებით მალამო ფრთხილად დაიტანება დაზიანებულ უბნებზე, გარედან ან უკანა ტანში, დღეში 4-ჯერამდე (დილით, ძილის წინ და ნაწლავების ყოველი მოქმედების შემდეგ). ყოველი გამოყენების შემდეგ აპლიკატორი კარგად გარეცხეთ და მოათავსეთ დამცავ ხუფში. 12 წლამდე ბავშვებში - ექიმის დანიშნულებით.

გვერდითი მოქმედებები

შესაძლებელია შემდეგი გვერდითი რეაქციები: კონტაქტური დერმატიტი, კანის ალერგიული რეაქციები (ჰიპერემია, კანის გამონაყარი, ქავილი), ადგილობრივი რეაქციები სამკურნალო საშუალებების გამოყენების ადგილას.

სამკურნალო საშუალების გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს მეტჰემოგლობინემია (კანის, ტუჩებისა და ფრჩხილების ფალანგების ციანოზი, თავის ტიკივილი, თავბრუსხვევა, სუნთქვის დარღვევა, საერთო სისუსტე, ტაქიკარდია).

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების წარმოდგენა

თუ თქვენ გამოგივლინდათ ნებისმიერი სახის არასასურველი რეაქცია გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. აღნიშნული რეკომენდაცია ვრცელდება ყველა სახის არასასურველი რეაქციის განვითარებისას, მათ შორის მათზე, რომელიც არ არის აღწერილი ფურცელ-ჩანართში. პრეპარატის არასასურველი რეაქციების (მოქმედების) შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ გადასცეთ არასასურველი რეაქციების საინფორმაციო ბაზაში, მათ შორის შეტყობინებები, სამკურნალო პრეპარატების არაეფექტურობის შესახებ. არასასურველი რეაქციების შესახებ ინფორმაციის შეტყობინებით, თქვენ გვეხმარებით, რათა მივიღოთ მეტი ინფორმაცია პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

უკუჩვენებები

პრეპარატის კომპონენტების, ასევე, ამიდური ტიპის სხვა ანესთეტიკური საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, თრომბოემბოლია (მათ შორის ადრე გადატანილი), გრანულოციტოპენია.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს ბენზოკაინის ფარმაკოლოგიურ ეფექტებთან. მისი სისტემური აბსორბცია ზედოზირების დროს შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობით, შფოთვით, აგზნებადობით, არარეგულირებული გულის რითმით, მძიმე შემთხვევებში - კრუნჩხვებით, კომით. ძალიან იშვიათად ბენზოკაინის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს მეტჰემოგლობინემია, რომელიც ვლინდება სუნთქვის დარღვევით და ციანოზით (იხილეთ დანაყოფი <<უსაფრთხოების ზომები>>).

ჭარბი დოზირებისგან გამოწვეული მეტჰემოგლობინემიის გადაუდებელ დახმარებას წარმოადგენს მეთილენის ლურჯის ინტრავენური შეყვანა. ჭარბი დოზირების დანარჩენი სიმპტომები მოითხოვს პრეპარატის შეწყვეტას და სიმპტომატურ მკურნალობას.

უსაფრთხოების ზომები

პაციენტებისთვის არტერიული ჰიპერტენზიით, გულის რითმის დარღვევით, ჰიპერთირეოზით, შარდის გამოყოფის მოშლით (მაგალითად, პროსტატის ჰიპერპლაზიის შემთხვევაში) სამკურნალო საშუალების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

უკანა ტანიდან ჭარბი სისხლიანი გამონადენის შემთხვევაში ან თერაპიული ეფექტის არარსებობისას, ასევე თუ მდგომარეობა გაუარესდა ან არ გაუმჯობესდა პრეპარატის მიღებიდან 7 დღის მერე, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

სამკურნალო საშუალების გამოყენებისას, რომელიც შეიცავს ბენზოკაინს, მიღებულია შეტყობინებები მეტჰემოგლობინემიის განვითარების შესახებ (კანის, ტუჩების და ფრჩხილების ფალანგების ციანოზი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სუნთქვის დარღვევა, საერთო სისუსტე, ტაქიკარდია), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი და მოითხოვს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. მეტჰემოგლობინემიის გართულების რისკი მაღალია პატარა ასაკის მქონე ბავშვებში, ხანდაზმული ასაკის ადამიანებში, თანდაყოლილი დარღვევების პაციენტებში (ფერმენტ გლუკოზა-6-ფოსფოდიესთერაზის, პირუვატ-კინაზის, NADH-მეტჰემოგლობინ რედუქტაზის (დიაფორაზა 1) უკმარისობის, M-ჰემოგლობინოპათიის დროს), გულის, სუნთქვითი გზების დაავადებებისას (ბრონქიალური ასთმა, ბრონქიტი, ფილტვების ემფიზემა) ან მოწევის შემთხვევაში.

სისტემური გვერდითი რეაქციების მინიმიზაციის მიზნით არ უნდა მოვუმატოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას, თუ ექიმმა არ დანიშნა სხვა დოზირება.

მეთილპარაჰიდროქსიბენზოატის და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატის შემცველობის გამო, შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, შენელებული ტიპის რეაქციების ჩათვლით, პროპილენგლიკოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

დამხმარე ნივთიერება პარაფინმა შეიძლება შეამციროს გამოყენებული ლატექსის პრეზერვატივების სიმტკიცე, რამაც შეიძლება გააუარესოს მათი ეფექტურობა (კერძოდ, მისი უნარი დაიცვას ორსულობისგან და/ან შეამციროს ინფექციების გადატანის რისკი სქესობრივი გზით, ან აივ-ინფექცია).

ორსულობა და ლაქტაცია

სამკურნალო საშუალების გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე

არ არსებობს მონაცემები, რომელიც უკავშირდება სამკურნალო საშუალების ზეგავლენას ავტოტრანსპორტის ტარების ან მოძრავ საშუალებებთან მუშაობასთან დაკავშირებით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

არ შეიძლება პრეპარატის ერთობლივი გამოყენება მაო-სინჰიბიტორებთან, ანტიდეპრესანტებთან და ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან ერთად.

შენახვის პირობები

არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა

2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

შეფუთვა

28,4 გ ტუბი. ტუბი აპლიკატორთან და ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

განმცხადებელი ფირმის/მწარმოებლის დასახელება, მისამართი

ბაიერ ქონსუმერ ქეარ აგ,

პეტერ მერიან-შტრასე 84, 4052 ბაზელი, შევიცარია

ფამარ ს.ა.

63, აგ. დიმიტრიუს ქ.., 17456 ალიმოსი, ათენი, საბერძნეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა