პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები

ნოვორაპიდი პენფილი

NovoRapid® Penfill®

რეცეპტით100 ერთინსტრუქცია ქართულადდანია
რისთვის გამოიყენება

ზრდასრულებში, მოზარდებსა და ბავშვებში 1 წლის ასაკიდან შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
insulin aspart
ფორმა და შეფუთვა
100 ერთეული/მლ 3მლ კანქვეშ შესაყვანი და ი.ვ. საინექციო ხსნარი კარტრიჯი №5
მწარმოებელი
Novo Nordisk A/S (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Novo Nordisk Production SAS(საფრანგეთი)), დანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, სწრაფი მოქმედების საინექციო ინსულინები და ანალოგები
ATC კოდი
A10AB05
რეგისტრაციის ნომერი
რ-039090
რეგისტრირებულია
15 სექტემბერი 2023, მოქმედებს 15 სექტემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Novo Nordisk A/S (დანია)
განმცხადებელი
შპს „კვადრიუმ ფარმჰაუსი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებანოვორაპიდი პენფილი და სხვა წამალი ერთად

ნოვორაპიდი პენფილი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ზრდასრულებში, მოზარდებსა და ბავშვებში 1 წლის ასაკიდან შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება

NovoRapid® წარმოადგენს სწრაფმოქმედ ინსულინის ანალოგს. NovoRapid®-ის დოზირება არის ინდივიდუალური და განისაზღვრება პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე. ჩვეულებრივ გამოიყენება საშუალო მოქმედების და ხანგრძლივი მოქმედების ინსულინთან, დღეში მინიმუმ ერთჯერადად. რეკომენდებულია სისხლში გლუკოზას მონიტორინგის და ინსულინის დოზის კორექტირება ოპტიმალური გლიკემური კონტროლის მისაღწევად.

ზრდასრულებსა და ბავშვებში ინსულინის ინდივიდუალური მოთხოვნა ჩვეულებრივ არის 0.5 და 1.0 ერთეული/კგ/დღეში. ბაზალურ-ბოლუსური მკურნალობის რეჟიმის დროს, ამ მოთხოვნის 50-70% შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი NovoRapid®-ის მეშვეობით, ხოლო დანარჩენი - საშუალო მოქმედების და ხანგრძლივი მოქმედების ინსულინის მეშვეობით. დოზირების კორექტირება შეიძლება გახდეს აუცილებელი, თუკი პაციენტს გაეზრდება ფიზიკური აქტივობა, შეეცვლება მისი ჩვეულებრივი დიეტა ან თანმხლები დაავადების დროს.

NovoRapid® გამოირჩევა მოქმედების უფრო სწრაფი დაწყებით და უფრო მოკლე ხანგრძლივობით, ვიდრე ადამიანის ხსნადი ინსულინი.

მოქმედების უფრო სწრაფი დაწყების გამო, NovoRapid® ჩვეულებრივ მიიღება საჭმლის მიღებამდე. აუცილებლობის შემთხვევაში, NovoRapid® შეიძლება იყოს მიღებული საჭმლის მიღებიდან მალევე.

უფრო მოკლე ხანგრძლივობის გამო, NovoRapid® გააჩნია ღამის ჰიპოგლიკემური ეპიზოდების გამოწვევის უფრო დაბალი რისკი.

განსაკუთრებული პოპულაციები

ყველა ინსულინის პროდუქტის მსგავსად, ხანდაზმულ პაციენტებსა და თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, უნდა იყოს ინტენსიფიცირებული გლუკოზის მონიტორინგი და ინდივიდუალურ საფუძველზე კორექტირებული ინსულინის დოზირება.

პედიატრიული პოპულაცია

NovoRapid® შეიძლება იყოს გამოყენებული მოზარდებსა და ბავშვებში 1 წლის ასაკიდან ხსნადი ადამიანის ინსულინის მაგივრად, როდესაც მოქმედების სწრაფი დაწყება უფრო ხელსაყრელია. მაგალითად, კვებასთან დაკავშირებული ინექციის დროის შერჩევისას. NovoRapid®-ის უსაფრთხოება და ეფექტურობა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში არ დადგენილა. მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

ინსულინის სხვა პროდუქტებიდან გადმოსვლა

ინსულინის სხვა პროდუქტებიდან გადმოსვლისას, NovoRapid®-ის დოზის და ბაზალური ინსულინის დოზის კორექტირება შესაძლოა გახდეს აუცილებელი.

გამოყენების მეთოდი

ნოვორაპიდი® შეიყვანება კანქვეშ მუცლის კედელში, ბარძაყში, ზედა მკლავში, მხარში ან დუნდულაში ინექცირების გზით. ერთსადაიმავე მიდამოში საინექციო ადგილები ყოველთვის უნდა იცვლებოდეს, ლიპოდისტროფიის და კანის ამილოიდოზის (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას და არასასურველი ეფექტები) რისკის შემცირების მიზნით. როგორც ყველა ინსულინური პროდუქტის შემთხვევაში, მუცლის კედელში კანქვეშ ინექცირება უზრუნველყოფს უფრო სწრაფ აბსორბციას, ვიდრე სხვა საინექციო ადგილებში ინექცირება.

მოქმედების ხანგრძლივობა განსხვავდება დოზის, ინექციის ადგილის, სისხლის მიმოქცევის, ტემპერატურისა და ფიზიკური აქტივობის დონიდან გამომდინარე. თუმცა მოქმედების უფრო სწრაფი დაწყება, ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით, ნარჩუნდება ინექციის ადგილის მიუხედავად.

ნოვორაპიდი® პენფილი® შემუშავებულია ნოვო ნორდისკის ინსულინის მისაღები სისტემით და ნოვოფაინი® ან ნოვოტვისტ® ნემსებით გამოყენებისთვის.

ინსულინის უწყვეტი კანქვეშა ინფუზია (CSII):

ნოვორაპიდი® შეიძლება გამოიყენებოდეს ინსულინის უწყვეტი კანქვეშა ინფუზიისთვის (CSII) ინსულინის ინფუზიისთვის განკუთვნილ ტუმბოს სისტემაში. ინექცია (CSII) უნდა იყოს გაკეთებული მუცლის კედელში. ინფუზიის ადგილი უნდა იცვლებოდეს.

ინსულინის ინფუზიის ტუმბოსთან ერთად გამოყენებისას, ნოვოდრაპიდი® არ უნდა იყოს შერეული ინსულინის სხვა პროდუქტებთან.

პაციენტები, CSII-ის გამოყენებისას, უნდა იყვნენ დეტალურად ინფორმირებული ტუმბოს სისტემის გამოყენების შესახებ და გამოიყენონ სწორი რეზერვუარი და ტუმბოს სისტემის მილები. საინფუზიო კომპლექტი (მილი და კათეტერი) უნდა გამოცვალოთ ინსტრუქციის შესაბამისად, რომელიც მოყვანილია საინფუზიო კომპლექტთან ერთად მიწოდებულ პროდუქტზე ინფორმაციაში.

CSII-ის მეშვეობით ნოვორაპიდის® მიმღებ პაციენტებს უნდა გააჩნდეთ ინსულინის ალტერნატიული საშუალება, ტუმბოს სისტემის დაზიანების შემთხვევისთვის.

ინტრავენური გამოყენება:

აუცილებლობისას, შესაძლებელია ნოვორაპიდის® ინტრავენურად შეყვანა ექიმის ან სხვა სამედიცინო პერსონალის მიერ, ასეთის არსებობისას.

ინტრავენურად შესაყვანად გამოიყენება საინფუზიო სისტემები 100 ერთ/მლ ნოვორაპიდით® კონცენტრაციით 0.05 ერთ/მლ-დან 1.0 ერთ/მლ-მდე ინსულინი ასპარტი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის, 5% დექსტროზას ან 10% დექსტროზას საინფუზიო ხსნარებში 40 მმოლ/ლ კალიუმის ქლორიდის ჩათვლით პოლიპროპილენის საინფუზიო ტომარის გამოყენებით, რომლებიც სტაბილურია ოთახის ტემეპრატურაზე 24 საათის განმავლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ინარჩუნებს სტაბილურობას, ინსულინის გარკვეული რაოდენობა თავდაპირველად აბსორბირდება საინფუზიო ტომარაში.

ინსულინის ინფუზირების დროს აუცილებელია სისხლში გლუკოზის კონტროლი.

უკუჩვენებები

აქტიური სუბსტანციისა თუ სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.

გამოყენებისას სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

სასაათო სარტყელებს შორის მოგზაურობის წინ პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს რჩევის მისაღებად, ვინაიდან შესაძლოა საჭირო გახდეს, რომ პაციენტმა ინსულინი და საკვები განსხვავებულ დროს მიიღოს.

ჰიპერგლიკემია

არაადეკვატურმა დოზირებამ ან მკურნალობის შეწყვეტამ, განსაკუთრებით ტიპი 1 დიაბეტის დროს, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია და დიაბეტური კეტოაციდოზი.

ჰიპოგლიკემია

საკვების გამოტოვებამ ან დაუგეგმავმა ძლიერმა ფიზიკურმა დატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია.

განსაკუთრებით ბავშვებში აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ინსულინის დოზის შეთავსებისას (განსაკუთრებით ბაზალურ-ბოლუსური რეჟიმების დროს) საკვებთან, ფიზიკურ აქტივობასთან და გლუკოზის არსებულ დონესთან, რათა შემცირდეს ჰიპოგლიკემიის რისკი.

ჰიპოგლიკემია შეიძლება განვითარდეს, თუ ინსულინის დოზა ძალიან მაღალია ინსულინზე მოთხოვნასთან შედარებით.

იმ პაციენტებში, რომლებშიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია სისხლში გლუკოზის კონტროლი, მაგალითად, გაძლიერებული ინსულინ თერაპიით, შეიძლება აღინიშნოს ცვლილება ჰიპოგლიკემიის ჩვეული გამაფრთხილებელი სიმპტომების მხრივ და მათ უნდა მიეცეთ შესაბამისი რჩევა. ჩვეული გამაფრთხილებელი სიმპტომები შეიძლება გაქრეს ხანგრძლივი დიაბეტის მქონე პაციენტებში.

სწრაფი მოქმედების ინსულინის ანალოგების ფარმაკოდინამიკის შედეგი არის ის, რომ თუ ვითარდება ჰიპოგლიკემია, ეს შეიძლება მოხდეს ინექციის შემდეგ უფრო ადრე, ვიდრე ადამიანის ხსნადი ინსულინის ინექცირებისას.

ვინაიდან ნოვორაპიდი® მიიღება უშუალოდ კვებასთან მიმართებაში, მოქმედების სწრაფად დაწყება გათვალისწინებული უნდა იყოს იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თანმხლები დაავადებები ან იმავდროულად იღებენ ისეთ პრეპარატს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საკვების შეწოვის დაგვიანება.

იმავდროულად სხვა დაავადების არსებობა, განსაკუთრებით ინფექციების და ცხელებით მიმდინარე მდგომარეობების, როგორც წესი, ზრდის პაციენტის მოთხოვნას ინსულინზე. თანხმლები დაავადებების არსებობა, როგორიცაა თირკმლის, ღვიძლის, თირკმელზედა ჯირკვლის, პიტუიტარული ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, საჭიროებს ინსულინის დოზის ცვლილებას.

როდესაც ხდება პაციენტების გადაყვანა ინსულინის პროდუქტების სხვადასხვა სახეობებზე, ჰიპოგლიკემიის ადრეული გამაფრთხილებელი სიმპტომები შეიძლება ნაკლებად გამოხატული იყოს, ვიდრე მანამდე ინსულინის მიღებისას გამოვლენილი სიმპტომები.

გადასვლა სხვა ინსულინური პრეპარატებიდან

პაციენტის გადაყვანა სხვა ტიპის ან ბრენდის ინსულინზე (მაგ.: მოქმედების ძალა ან მწარმოებელი) უნდა მოხდეს მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და შეიძლება საჭირო გახდეს დოზის ან დღიური ინექციების რაოდენობის ცვლილება მანამდე გამოყენებულ სხვა ინსულინის პროდუქტებისგან განსხვავებით. დოზის კორექტირების საჭიროებისას, ეს პროცესი შესაძლოა მოხდეს პირველი დოზირების ან პირველი რამდენიმე კვირის ან თვის პერიოდში.

რეაქციები ინექცირების ადგილას

როგორც ნებისმიერი ინსულინით თერაპიისას, შეიძლება განვითარდეს რეაქციები ინექცირების ადგილას და აღინიშნოს ტკივილი, სიწითლე, გამონაყარი, ანთება, სისხლნაჟღენთები, შეშუპება და ქავილი. მოცემულ უბანზე ინექცირების ადგილის მუდმივად შეცვლამ შეიძლება შეამციროს ამ რეაქციების განვითარების რისკი. რეაქციები, როგორც წესი, გადის რამდენიმე დღეში ან რამდენიმე კვირაში. იშვიათად, ინექცირების ადგილას განვითარებული რეაქციების გამო, შეიძლება საჭირო გახდეს ნოვორაპიდის® შეწყვეტა.

კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრივ დარღვევები

პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულები იმის შესახებ, რომ საჭიროა ინექციის ადგილის უწყვეტი შეცვლა ლიპოდისტროფიის და კანის ამილოიდოზის განვითარების პრევენციის მიზნით. არსებობს ინსულინის შენელებული შეწოვის და გლიკემიური კონტროლის გაუარესების პოტენციური რისკი ინსულინის ინექციის შეყვანის შემდეგ იმ ადგილას არსებული რეაქციებით. არსებობს შეტყობინებები, რომ ინექციის ადგილის დაუზიანებელი მიდამოთი უცებ შეცვლა იწვევს ჰიპოგლიკემიას. სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგის ჩატარება რეკომენდებულია ინექციის ადგილის დაზიანებული მონაკვეთის დაუზიანებელით შეცვლის შემდეგ, და შეიძლება დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების დოზის კორექტირების საკითხის განხილვა.

თიაზოლიდინედიონებისა და ინსულინის სამკურნალო საშუალებების კომბინაცია

გულის შეგუბებითი უკმარისობის შემთხვევები აღინიშნა თიაზოლიდინედიონების გამოყენებისას ინსულინთან კომბინაციაში, განსაკუთრებით გულის შეგუბებითი უკმარისობის განვითარების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში. ეს ფაქტი გათვალისწინებული უნდა იყოს, თუ განიხილება მკურნალობის ჩატარება თიაზოლიდინედიონებისა და ინსულინის სამკურნალო საშუალებების კომბინაციით. კომბინაციის გამოყენებისას აუცილებელია პაციენტზე დაკვირვება გულის შეგუბებითი უკმარისობის, წონაში მომატებისა და შეშუპების ნიშნებსა და სიმპტომებზე. თიაზოლიდინედიონების გამოყენება უნდა შეწყდეს, თუ განვითარდა გულის მხრივ სიმპტომების რაიმე გაუარესება.

შემთხვევითი შერევების/სამედიცინო შეცდომების თავიდან აცილება

პაციენტებს უნდა მიეცეთ მითითება, რომ ყოველი ინექციის წინ შეამოწმონ ინსულინის ეტიკეტი ნოვორაპიდსა® და სხვა ინსულინის პროდუქტებს შორის შემთხვევითი შერევების თავიდან ასაცილებლად.

ინსულინის ანტისხეულები

ინსულინის შეყვანისას შეიძლება აღინიშნოს ინსულინის ანტისხეულების წარმოქმნა. იშვიათ შემთხვევებში, ამგვარი ინსულინის ანტისხეულების არსებობამ შეიძლება განაპირობოს ინსულინის დოზის კორექციის აუცილებლობა ჰიპერ- და ჰიპოგლიკემიის ტენდენციის კორექციის მიზნით.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ცნობილია, რომ აღინიშნება რამდენიმე სამკურნალო საშუალების ურთიერთქმედება გლუკოზის მეტაბოლიზმთან.

შემდეგმა ნივთიერებებმა შეიძლება შეამცირონ პაციენტის მოთხოვნა ინსულინზე:

პერორალური ანტიდიაბეტური სამკურნალო საშუალებები, მონოამინის ოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAOI-ები), ბეტა-ბლოკატორები, ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (ACE), სალიცილატები, ანაბოლური სტეროიდები და სულფონამიდები.

შემდეგმა ნივთიერებებმა შეიძლება გაზარდონ პაციენტის მოთხოვნა ინსულინზე:

პერორალური კონტრაცეპტივები, თიაზიდები, გლუკოკორტიკოიდები, თიროიდული ჰორმონები, სიმპათომიმეტიკები, ზრდის ჰორმონები და დანაზოლი.

ბეტა-მაბლოკირებელმა საშუალებებმა შეიძლება შენიღბონ ჰიპოგლიკემიის სიმპტომები.

ოქტრეოტიდმა/ლანრეოტიდმა შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს ინსულინზე მოთხოვნა.

ალკოჰოლმა შეიძლება გააძლიეროს ან შეასუსტოს ინსულინის ჰიპოგლიკემიური ეფექტი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

კლინიკურმა კვლევამ, რომლის დროსაც მოხდა ინსულინ ასპარტის და ადამიანის ხსნადი ინსულინის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შეფასება ტიპი 1 დიაბეტის მქონე ორსული ქალების მკურნალობისას (322 ექსპოზირებული ორსულობა), არ აჩვენა ინსულინ ასპარტის რაიმე უარყოფითი ზემოქმედება ორსულობაზე ან ნაყოფის/ახალშობილის ჯანმრთელობაზე.

გარდ ამისა, კლინიკური კვლევის მონაცემებით, რომლის დროსაც გესტაციური დიაბეტის მქონე 27 ქალი რანდომიზებული იყო ინსულინ ასპარტით მკურნალობაზე ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით, მკურნალობებს შორის უსაფრთხოების პროფილი ერთიდაიგივე იყო, აგრეთვე პოსტპრანდიული გლუკოზის კონტროლი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული იყო ინსულინ ასპარტის მიმღებ ჯგუფში.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ნოვორაპიდის® ჩანაცვლება ამინომჟავას პროლაინის ასპარტის მჟავათი B28 პოზიციაზე ამცირებს ჰექსამერების წარმოქმნის ტენდენციას, როგორც ეს გამოვლენილია ადამიანის ხსნად ინსულინთან. შესაბამისად, ნოვორაპიდი® უფრო სწრაფად შეიწოვება კანქვეშა ფენიდან, ვიდრე ადამიანის ხსნადი ინსულინი.

მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო საშუალოდ არის ადამიანის ხსნადი ინსულინის დროის ნახევარი. საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია 492 პმოლ/ლ მიიღწეოდა კანქვეშ 0.15 ერთ/კგ სხეულის წონაზე კანქვეშა დოზის შეყვანიდან 40 წუთში, ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებში. ინსულინის კონცენტრაციები საბაზისო მნიშვნელობას უბრუნდებოდა დოზის შეყვანიდან დაახლოებით 4-6 საათში. აბსორბციის სიჩქარე რამდენადმე უფრო დაბალი იყო ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში, რის შედეგადაც Cmax (352+240 პმოლ/ლ) იყო უფრო დაბალი, ხოლო tmax - უფრო დაყოვნებული (60 წუთი). მაქსიმალური კონცენტრაციის დროის ინდივიდუალური ცვალებადობა მნიშვნელოვნად უფრო დაბალია ნოვორაპიდის® შემთხვევაში, ვიდრე ადამიანის ხსნადი ინსულინის შემთხვევაში, ხოლო ნოვორაპიდის® შემთხვევაში Cmax-ის ინდივიდუალური ცვალებადობა უფრო დიდია.

ბავშვები და მოზარდები: ნოვორაპიდის® ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური თვისებები შესწავლილ იქნა ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში. ინსულინ ასპარტი ორივე ასაკობრივ ჯგუფში სწრაფად შეიწოვებოდა, tmax ისეთივე იყო, როგორიც მოზრდილებში. მიუხედავად ამისა, Cmax განსხვავდებოდა ასაკობრივ ჯგუფებს შორის, რაც ხაზს უსვამს ნოვორაპიდის® ინდივიდუალური ტიტრირების მნიშვნელობას.

ხანდაზმულები: ინსულინ ასპარტისა და ადამიანის ხსნადი ინსულინის ფარმაკოკინეტიკური თვისებების შედარებითი სხვაობები ტიპი 2 დიაბეტის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში ისეთივე იყო, როგორიც ჯანმრთელ მოხალისეებსა და დიაბეტის მქონე უფრო ახალგაზრდა პაციენტებში. ხანდაზმულ პაციენტებში აღინიშნა აბსორბციის სიჩქარის შემცირება, რის შედეგედაც გაიზარდა tmax (82 წუთი), ხოლო Cmax ისეთივე იყო, როგორიც ტიპი 2 დიაბეტის მქონე უფრო ახალგაზრდა პაციენტებში და ოდნავ უფრო დაბალი ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში აღინიშნა tmax-ის დაყოვნება დაახლოებით 85 წუთით (50 წუთი ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებში), ხოლო AUC, Cmax და CL/F იყო ერთნაირი.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა: ჩატარდა ინსულინ ასპარტის ერთი დოზის ფარმაკოკინეტიკის შესწავლა ნორმალურიდან მძიმე ხარისხამდე თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე 18 პაციენტში. არ გამოვლინდა კრეატინინის კლირენსის მნიშვნელობების რაიმე აშკარა ეფექტი ინსულინ ასპარტის AUC, Cmax, CL/F და tmax-ზე. კვლევაში არ მონაწილეობდნენ თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები, რომლებიც საჭიროებდნენ დიალიზით მკურნალობას.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თუ სისხლში შაქრის დონე დაბალი ან მაღალია, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს კონცენტრირების და რეაგირების უნარზე და შესაბამისად, ავტომობილების ან მექანიზმების მართვის უნარზე. გახსოვდეთ, რომ ეს შეიძლება სახიფათო იყოს თქვენთვის ან სხვებისთვის. გთხოვთ ჰკითხოთ თქვენს ექიმს, შეძლებთ თუ არა ავტომობილების ან მექანიზმების მართვას:

► თუ ხშირად გაქვთ ჰიპოგლიკემიის ეპიზოდები.

► თუ გიჭირთ ჰიპოგლიკემიის ამოცნობა.

ნოვორაპიდს® აქვს სწრაფი ეფექტი. შესაბამისად, თუ ვითარდება ჰიპოგლიკემია, ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით, უფრო ადრე აღინიშნება ინექცირების შემდეგ.

გვერდითი მოვლენები

ა. უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

ნოვორაპიდის® გამოყენებისას პაციენტებში გამოვლენილი უარყოფითი რეაქციები ძირითადად გამოწვეულია ინსულინის ფარმაკოლოგიური მოქმედებით.

მკურნალობის დროს ყველაზე ხშირად განვითარებული უარყოფითი რეაქციაა ჰიპოგლიკემია. ჰიპოგლიკემიის სიხშირე განსხვავდება პაციენტთა პოპულაციის, დოზირების რეჟიმებისა და გლიკემიის კონტროლის დონის მიხედვით, იხილეთ ქვემოთ პუნქტი „გ“.

ინსულინით მკურნალობის დაწყებისას შეიძლება განვითარდეს რეფრაქციული ანომალიები, შეშუპება და რეაქციები ინექცირების ადგილას (ტკივილი, სიწითლე, ჭინჭრის ციება, ანთება, ჩალურჯებები, ინექციის ადგილას შეშუპება და ქავილი). ეს რეაქციები, როგორც წესი, ტრანზიტორული ხასიათისაა. სისხლში გლუკოზის კონტროლის სწრაფი გაუმჯობესება შეიძლება ასოცირებული იყოს ტკივილით მიმდინარე მწვავე ნეიროპათიასთან, რომელიც, როგორც წესი, შექცევადია. ინსულინით თერაპიის გაძლიერება გლიკემიური კონტროლის ერთბაშად გაუმჯობესებით შეიძლება ასოცირებული იყოს დიაბეტური რეტინოპათიის დროებით გაუარესებასთან, ხოლო გრძელვადიანი გაუმჯობესებული გლიკემიური კონტროლი ამცირებს დიაბეტური რეტინოპათიის განვითარების რისკს.

ბ. უარყოფითი რეაქციების ცხრილური ჩამონათვალი

ქვემოთ ჩამოთვლილი უარყოფითი რეაქციები ეფუძნება კლინიკური კვლევის მონაცემებს და კლასიფიცირებულია MedDRA-ს სისტემურ ორგანოთა კლასის მიხედვით. სიხშირის კატეგორიები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100 - <1/10); არახშირი (>1/1000 – 1/100); იშვიათი (>1/10000-<1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); უცნობი (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით).

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

არახშირი - ურტიკარია, გამონაყარი (rash), გამონაყარი (eruption)

ძალიან იშვიათი - ანაფილაქსური რეაქციები*

დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ

ძალიან ხშირი - ჰიპოგლიკემია*

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

იშვიათი - პერიფერიული ნეიროპათია (ტკივილით მიმდინარე ნეიროპათია)

დარღვევები თვალის მხრივ

არახშირი - რეფრაქციული დარღვევები

არახშირი - დიაბეტური რეტინოპათია

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

არახშირი - ლიპოდისტროფია*

უცნობია - კანის ამილოიდოზი*†

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილას

არახშირი - რეაქციები ინექციის ადგილას

არახშირი - შეშუპება

  • იხილეთ პუნქტი „გ“

† ADR - პოსტმარკეტინგული წყაროებიდან

გ. შერჩეული უკურეაქციების აღწერა

ანაფილაქსიური რეაქციები

გენერალიზებული მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (მათ შორის გენერალიზებული გამონაყარი კანზე, ქავილი, ოფლიანობა, კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება, ანგიონევროზული შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, პალპიტაცია და არტერიული წნევის დაწევა) ვლინდება ძალიან იშვიათად, მაგრამ შეიძლება პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში იყოს.

ჰიპოგლიკემია

ყველაზე ხშირად გამოვლენილი უარყოფითი რეაქცია არის ჰიპოგლიკემია. შეიძლება განვითარდეს, თუ ინსულინის დოზა ძალიან მაღალია ინსულინზე მოთხოვნასთან შედარებით. მძიმე ჰიპოგლიკემიამ შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა და/ან კონვულსიები და შედეგად ტვინის ფუნქციის დროებით ან მუდმივად დარღვევა ან სიკვდილიც კი. ჰიპოგლიკემიის სიმპტომები, როგორც წესი, ვითარდება უცებ. ეს სიმპტომებია ცივი ოფლი, ცივი და მკრთალი კანი, დაღლილობა ნერვიულობა ან ტრემორი, შფოთვა, უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე, დაბნეულობა, კონცენტრირების გაძნელება, ძილიანობა, ძლიერი შიმშილი, მხედველობის ცვლილებები, თავის ტკივილი, გულისრევა და პალპიტაცია.

კლინიკური კვლევებისას ჰიპოგლიკემიის განვითარების სიხშირე განსხვავდებოდა პაციენტთა პოპულაციის, დოზირების რეჟიმებისა და გლიკემიის კონტროლის მიხედვით. კლინიკური კვლევების დროს ჰიპოგლიკემიის საერთო შემთხვევების რაოდენობა არ განსხვავდებოდა ინსულინის ასპარტსა და ადამიანის ინსულინის მიმღებ პაციენტებს შორის.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები

ლიპოდისტროფია (ლიპოჰიპერტროფიის, ლიპოატროფიის ჩათვლით) და კანის ამილოიდოზი შეიძლება წარმოიქმნას ინექციის ადგილას და შეაჩეროს ინსულინის ადგილობრივი შეწოვა. ინექციის ამ მიდამოს ფარგლებში ინექციის ადგილის უწყვეტმა შეცვლამ შეიძლება დახმარება გაუწიოს ამ რეაქციების შემცირებას ან მოახდინოს მათი პრევენცია (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას).

ჭარბი დოზა

ინსულინის სპეციფიკური ჭარბი დოზის განსაზღვრა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ჰიპოგლიკემია შეიძლება განვითარდეს თანმიმდევრულ ეტაპებზე, თუ გამოიყენება პაციენტისათვის საჭიროზე ძალიან მაღალი დოზები:

მსუბუქი ჰიპოგლიკემიური ეპიზოდების მკურნალობა შეიძლება გლუკოზას ან შაქრიანი პროდუქტების პერორალური გზით მიღებით. ამიტომ, რეკომენდებულია, რომ დიაბეტის მქონე პაციენტმა ყოველთვის თან ატაროს შაქრის შემცველი პროდუქტები.

მძიმე ჰიპოგლიკემიური ეპიზოდებისას, რომლის დროსაც პაციენტმა გონება დაკარგა, სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებული იყოს გლუკაგონი (0.5-1 მგ), რომელიც შეიყვანება კუნთებში ან კანქვეშ შესაბამისად განსწავლული პირის მიერ ან გლუკოზით, რომელიც შეიყვანება ვენაში სამედიცინო სპეციალისტის მიერ შესაბამისობის შემთხვევაში. გლუკოზა ვენაში შეიყვანება, თუ პაციენტი არ რეაგირებს გლუკაგონზე 10-15 წუთის განმავლობაში.

გონების დაბრუნებისთანავე რეკომენდებულია პაციენტისათვის პერორალურად ნახშირწყლების მიცემა რეციდივის თავიდან აცილების მიზნით.

შემადგენლობა

ხსნარის 1 მლ შეიცავს ინსულინ ასპარტის* 100 ერთეულს (3.5 მგ-ის ექვივალენტური)

1 კარტრიჯი შეიცავს 3 მლ, რომელიც 300 ერთეულის ექვივალენტურია.

  • ინსულინ ასპარტი იწარმოება რეკომბინანტული დნმ-ის ტექნოლოგიის მეშვეობით, Saccharomyces cerevisiae გამოყენებით.

შენახვის პირობები

გახსნამდე: შეინახეთ მაცივარში (2°C–8°C). შეინახეთ გაგრილების ელემენტისგან მოშორებით. გამოყენებისას ან სათადარიგო დანიშნულებით ტარებისას: არ შეინახოთ მაცივარში. ინახება არაუმტეს 30℃ ტემპერატურაზე. გამოიყენეთ 4 კვირის განმავლობაში.

არ გაყინოთ.

შეინახეთ კარტრიჯი მეორეულ შეფუთვაში სინათლისგან დაცვის მიზნით.

ნოვორაპიდი® უნდა იყოს დაცული ძლიერი სიცხისა და სინათლისგან.

ვარგისიანობის ვადა მითითებულია ეტიკეტსა და კოლოფზე.

კონტეინერის აღწერა და შემადგენლობა

3 მლ ხსნარი კარტრიჯში (ტიპის 1 შუშა) პლუნჟერით (ბრომობუტილი) და რეზინის ხუფით (ბრომობუტილი/პოლიიზოპრენი) მუყაოს კოლოფში.

შეფუთვა შეიცავს 5 და 10 კარტრიჯს. შესაძლებელია, გაყიდვაში არ იყოს ყველა ზომა.

მოხმარებისა და უტილიზაციის სპეციალური პირობები

დაუშვებელია ნემსებისა და ნოვორაპიდი® პენფილის® გამოყენება სხვადასხვა პირების მიერ. კარტრიჯების ხელახლა შევსება არ შეიძლება.

ნოვორაპიდის® გამოყენება არ შეიძლება, თუ ის არ არის სუფთა და უფერო, ან თუ ის გაყინულა.

პაციენტს უნდა მიეცეს რჩევა, რომ გადააგდოს ნემსი ყოველი ინექციის შემდეგ.

ნოვორაპიდის® გამოყენება შეიძლება საინფუზიო ტუმბოს სისტემაში (CSII), როგორც ეს აღწერილია გამოყენების მეთოდში. შესწავლილია პოლიეთილენის ან პოლიოლეფინისგან დამზადებული შიდა ზედაპირის მასალის მქონე მილები და დადგენილია მათი შეთავსებადობა ტუმბოში გამოსაყენებლად.

გადაუდებელი შემთხვევის დროს (ჰოსპიტალიზაციის ან ინსულინის კალმის გაფუჭების დროს) შეიძლება ნოვორაპიდის® ამოღება 100 ე ინსულინის შპრიცით კარტრიჯიდან.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის დროს. საინექციო ინსულინები და ანალოგები, სწრაფად მოქმედი.

ათქ კოდი: A10AB05.

მოქმედების მექანიზმი

ნოვორაპიდის® მოქმედება იწყება უფრო სწრაფად, ვიდრე ადამიანის ხსნადი ინსულინის, გლუკოზის უფრო დაბალი კონცენტრაციით, როგორც ეს ფასდება საკვების მიღებიდან პირველი ოთხი საათის განმავლობაში. კანქვეშ ინექცირების შემდეგ ნოვორაპიდის® მოქმედების ხანგრძლივობა უფრო ხანმოკლეა, ვიდრე ადამიანის ხსნადი ინსულინის.

როდესაც ნოვორაპიდი® ინექციით შეიყვანება კანქვეშ, მოქმედების დაწყება აღინიშნება ინექცირებიდან 10-20 წუთის განმავლობაში. მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა ინექცირებიდან 1-3 საათის განმავლობაში. მოქმედების ხანგრძლივობა არის 3-დან 5 საათამდე.

ინსულინ ასპარტი მოლარულ საფუძველზე ადამიანის ხსნადი ინსულინის ექვიპოტენციურია.

მოზრდილები: ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებში კლინიკურმა კვლევებბმა აჩვენა, რომ ნოვორაპიდის® მიღებისას სისხლში პოსტპრანდიალური გლუკოზა უფრო დაბალია, ვიდრე ადამიანის ხსნადი ინსულინის შეყვანისას. ორი გრძელვადიანი ღია ეტიკეტის ცდის დროს, რომლებიც ჩატარდა ტიპი 1 დიაბეტის მქონე 1,070 და 884 პაციენტში, შესაბამისად, ნოვორაპიდის® შეყვანის შედეგად გლიკირებული ჰემოგლობინი შემცირდა 0.12 პროცენტით და 0.15 პროცენტით ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით; აღნიშნულ სხვაობას მცირე კლინიკური მნიშვნელობა გააჩნია.

ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებში ჩატარებული კლინიკური კვლევებისას გამოვლინდა, რომ ღამის განმავლობაში ჰიპოგლიკემიის რისკი უფრო დაბალია ინსულინ ასპარტის შემთხვევაში, ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით. დღის განმავლობაში ჰიპოგლიკემიის რისკი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა.

ხანდაზმულები: ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური კვლევისას ტიპი 2 დიაბეტის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში ინსულინ ასპარტსა და ადამიანის ხსნად ინსულინს შორის ფარმაკოდინამიკური თვისებების მხრივ სხვაობა ისეთივე იყო, როგორიც დიაბეტის მქონე ჯანმრთელ სუბიექტებსა და უფრო ახალგაზრდა პაციენტებში.

ბავშვები და მოზარდები: ბავშვებში გამოყენებისას ნოვორაპიდმა® აჩვენა ადამიანის ხსნადი ინსულინის მსგავსი გლუკოზის გრძელვადიანი კონტროლი.

ბავშვებსა და 2-17 წლის მოზარდებში ჩატარებული კლინიკური კვლევებისას ინსულინ ასპარტის ფარმაკოდინამიკური პროფილი ბავშვებში ისეთივე იყო, როგორიც მოზრდილებში.

ნოვორაპიდის® ეფექტიანობა და უსაფრთხოება ბოლუსური ინსულინის სახით შეყვანისას ინსულინ დეტემირთან ან ინსულინ დეგლუდეკთან კომბინაციაში ბაზალური ინსულინის სახით შესწავლილ იქნა 12 თვემდე ორი რანდომიზებული კონტროლირებული კლინიკური ცდებისას მოზარდებსა და 1-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში (n=712). ცდებში ჩართული იყო 1-5 წლის 167 ბავშვი, 6-11 წლის 260 ბავშვი და 12-17 წლის 285 მოზარდი. HbA1c და უსაფრთხოების პროფილის მხრივ გაუმჯობესება ყველა ასაკობრივ ჯგუფში ერთნაირი იყო.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

ნოვორაპიდი® პენფილი®

100 ერთეული/მლ საინექციო ხსნარი კარტრიჯში.

თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

ხსნარის 1 მლ შეიცავს ინსულინ ასპარტის* 100 ერთეულს (3.5 მგ-ის ექვივალენტური)

1 კარტრიჯი შეიცავს 3 მლ, რომელიც 300 ერთეულის ექვივალენტურია.

  • ინსულინ ასპარტი იწარმოება რეკომბინანტული დნმ-ის ტექნოლოგიის მეშვეობით, Saccharomyces cerevisiae გამოყენებით.

ფარმაცევტული ფორმა

სუფთა, უფერული, საინექციო წყალხსნარი კარტრიჯში. პენფილი®.

თერაპიული ჩვენებები

ზრდასრულებში, მოზარდებსა და ბავშვებში 1 წლის ასაკიდან შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ.

დოზირება

NovoRapid® წარმოადგენს სწრაფმოქმედ ინსულინის ანალოგს. NovoRapid®-ის დოზირება არის ინდივიდუალური და განისაზღვრება პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე. ჩვეულებრივ გამოიყენება საშუალო მოქმედების და ხანგრძლივი მოქმედების ინსულინთან, დღეში მინიმუმ ერთჯერადად. რეკომენდებულია სისხლში გლუკოზას მონიტორინგის და ინსულინის დოზის კორექტირება ოპტიმალური გლიკემური კონტროლის მისაღწევად.

ზრდასრულებსა და ბავშვებში ინსულინის ინდივიდუალური მოთხოვნა ჩვეულებრივ არის 0.5 და 1.0 ერთეული/კგ/დღეში. ბაზალურ-ბოლუსური მკურნალობის რეჟიმის დროს, ამ მოთხოვნის 50-70% შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი NovoRapid®-ის მეშვეობით, ხოლო დანარჩენი - საშუალო მოქმედების და ხანგრძლივი მოქმედების ინსულინის მეშვეობით. დოზირების კორექტირება შეიძლება გახდეს აუცილებელი, თუკი პაციენტს გაეზრდება ფიზიკური აქტივობა, შეეცვლება მისი ჩვეულებრივი დიეტა ან თანმხლები დაავადების დროს.

NovoRapid® გამოირჩევა მოქმედების უფრო სწრაფი დაწყებით და უფრო მოკლე ხანგრძლივობით, ვიდრე ადამიანის ხსნადი ინსულინი.

მოქმედების უფრო სწრაფი დაწყების გამო, NovoRapid® ჩვეულებრივ მიიღება საჭმლის მიღებამდე. აუცილებლობის შემთხვევაში, NovoRapid® შეიძლება იყოს მიღებული საჭმლის მიღებიდან მალევე.

უფრო მოკლე ხანგრძლივობის გამო, NovoRapid® გააჩნია ღამის ჰიპოგლიკემური ეპიზოდების გამოწვევის უფრო დაბალი რისკი.

განსაკუთრებული პოპულაციები

ყველა ინსულინის პროდუქტის მსგავსად, ხანდაზმულ პაციენტებსა და თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, უნდა იყოს ინტენსიფიცირებული გლუკოზის მონიტორინგი და ინდივიდუალურ საფუძველზე კორექტირებული ინსულინის დოზირება.

პედიატრიული პოპულაცია

NovoRapid® შეიძლება იყოს გამოყენებული მოზარდებსა და ბავშვებში 1 წლის ასაკიდან ხსნადი ადამიანის ინსულინის მაგივრად, როდესაც მოქმედების სწრაფი დაწყება უფრო ხელსაყრელია. მაგალითად, კვებასთან დაკავშირებული ინექციის დროის შერჩევისას. NovoRapid®-ის უსაფრთხოება და ეფექტურობა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში არ დადგენილა. მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

ინსულინის სხვა პროდუქტებიდან გადმოსვლა

ინსულინის სხვა პროდუქტებიდან გადმოსვლისას, NovoRapid®-ის დოზის და ბაზალური ინსულინის დოზის კორექტირება შესაძლოა გახდეს აუცილებელი.

გამოყენების მეთოდი

ნოვორაპიდი® შეიყვანება კანქვეშ მუცლის კედელში, ბარძაყში, ზედა მკლავში, მხარში ან დუნდულაში ინექცირების გზით. ერთსადაიმავე მიდამოში საინექციო ადგილები ყოველთვის უნდა იცვლებოდეს, ლიპოდისტროფიის და კანის ამილოიდოზის (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას და არასასურველი ეფექტები) რისკის შემცირების მიზნით. როგორც ყველა ინსულინური პროდუქტის შემთხვევაში, მუცლის კედელში კანქვეშ ინექცირება უზრუნველყოფს უფრო სწრაფ აბსორბციას, ვიდრე სხვა საინექციო ადგილებში ინექცირება.

მოქმედების ხანგრძლივობა განსხვავდება დოზის, ინექციის ადგილის, სისხლის მიმოქცევის, ტემპერატურისა და ფიზიკური აქტივობის დონიდან გამომდინარე. თუმცა მოქმედების უფრო სწრაფი დაწყება, ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით, ნარჩუნდება ინექციის ადგილის მიუხედავად.

ნოვორაპიდი® პენფილი® შემუშავებულია ნოვო ნორდისკის ინსულინის მისაღები სისტემით და ნოვოფაინი® ან ნოვოტვისტ® ნემსებით გამოყენებისთვის.

ინსულინის უწყვეტი კანქვეშა ინფუზია (CSII):

ნოვორაპიდი® შეიძლება გამოიყენებოდეს ინსულინის უწყვეტი კანქვეშა ინფუზიისთვის (CSII) ინსულინის ინფუზიისთვის განკუთვნილ ტუმბოს სისტემაში. ინექცია (CSII) უნდა იყოს გაკეთებული მუცლის კედელში. ინფუზიის ადგილი უნდა იცვლებოდეს.

ინსულინის ინფუზიის ტუმბოსთან ერთად გამოყენებისას, ნოვოდრაპიდი® არ უნდა იყოს შერეული ინსულინის სხვა პროდუქტებთან.

პაციენტები, CSII-ის გამოყენებისას, უნდა იყვნენ დეტალურად ინფორმირებული ტუმბოს სისტემის გამოყენების შესახებ და გამოიყენონ სწორი რეზერვუარი და ტუმბოს სისტემის მილები. საინფუზიო კომპლექტი (მილი და კათეტერი) უნდა გამოცვალოთ ინსტრუქციის შესაბამისად, რომელიც მოყვანილია საინფუზიო კომპლექტთან ერთად მიწოდებულ პროდუქტზე ინფორმაციაში.

CSII-ის მეშვეობით ნოვორაპიდის® მიმღებ პაციენტებს უნდა გააჩნდეთ ინსულინის ალტერნატიული საშუალება, ტუმბოს სისტემის დაზიანების შემთხვევისთვის.

ინტრავენური გამოყენება:

აუცილებლობისას, შესაძლებელია ნოვორაპიდის® ინტრავენურად შეყვანა ექიმის ან სხვა სამედიცინო პერსონალის მიერ, ასეთის არსებობისას.

ინტრავენურად შესაყვანად გამოიყენება საინფუზიო სისტემები 100 ერთ/მლ ნოვორაპიდით® კონცენტრაციით 0.05 ერთ/მლ-დან 1.0 ერთ/მლ-მდე ინსულინი ასპარტი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის, 5% დექსტროზას ან 10% დექსტროზას საინფუზიო ხსნარებში 40 მმოლ/ლ კალიუმის ქლორიდის ჩათვლით პოლიპროპილენის საინფუზიო ტომარის გამოყენებით, რომლებიც სტაბილურია ოთახის ტემეპრატურაზე 24 საათის განმავლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ინარჩუნებს სტაბილურობას, ინსულინის გარკვეული რაოდენობა თავდაპირველად აბსორბირდება საინფუზიო ტომარაში.

ინსულინის ინფუზირების დროს აუცილებელია სისხლში გლუკოზის კონტროლი.

უკუჩვენებები

აქტიური სუბსტანციისა თუ სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.

გამოყენებისას სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

სასაათო სარტყელებს შორის მოგზაურობის წინ პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს რჩევის მისაღებად, ვინაიდან შესაძლოა საჭირო გახდეს, რომ პაციენტმა ინსულინი და საკვები განსხვავებულ დროს მიიღოს.

ჰიპერგლიკემია

არაადეკვატურმა დოზირებამ ან მკურნალობის შეწყვეტამ, განსაკუთრებით ტიპი 1 დიაბეტის დროს, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია და დიაბეტური კეტოაციდოზი.

ჰიპოგლიკემია

საკვების გამოტოვებამ ან დაუგეგმავმა ძლიერმა ფიზიკურმა დატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია.

განსაკუთრებით ბავშვებში აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ინსულინის დოზის შეთავსებისას (განსაკუთრებით ბაზალურ-ბოლუსური რეჟიმების დროს) საკვებთან, ფიზიკურ აქტივობასთან და გლუკოზის არსებულ დონესთან, რათა შემცირდეს ჰიპოგლიკემიის რისკი.

ჰიპოგლიკემია შეიძლება განვითარდეს, თუ ინსულინის დოზა ძალიან მაღალია ინსულინზე მოთხოვნასთან შედარებით.

იმ პაციენტებში, რომლებშიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია სისხლში გლუკოზის კონტროლი, მაგალითად, გაძლიერებული ინსულინ თერაპიით, შეიძლება აღინიშნოს ცვლილება ჰიპოგლიკემიის ჩვეული გამაფრთხილებელი სიმპტომების მხრივ და მათ უნდა მიეცეთ შესაბამისი რჩევა. ჩვეული გამაფრთხილებელი სიმპტომები შეიძლება გაქრეს ხანგრძლივი დიაბეტის მქონე პაციენტებში.

სწრაფი მოქმედების ინსულინის ანალოგების ფარმაკოდინამიკის შედეგი არის ის, რომ თუ ვითარდება ჰიპოგლიკემია, ეს შეიძლება მოხდეს ინექციის შემდეგ უფრო ადრე, ვიდრე ადამიანის ხსნადი ინსულინის ინექცირებისას.

ვინაიდან ნოვორაპიდი® მიიღება უშუალოდ კვებასთან მიმართებაში, მოქმედების სწრაფად დაწყება გათვალისწინებული უნდა იყოს იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თანმხლები დაავადებები ან იმავდროულად იღებენ ისეთ პრეპარატს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საკვების შეწოვის დაგვიანება.

იმავდროულად სხვა დაავადების არსებობა, განსაკუთრებით ინფექციების და ცხელებით მიმდინარე მდგომარეობების, როგორც წესი, ზრდის პაციენტის მოთხოვნას ინსულინზე. თანხმლები დაავადებების არსებობა, როგორიცაა თირკმლის, ღვიძლის, თირკმელზედა ჯირკვლის, პიტუიტარული ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, საჭიროებს ინსულინის დოზის ცვლილებას.

როდესაც ხდება პაციენტების გადაყვანა ინსულინის პროდუქტების სხვადასხვა სახეობებზე, ჰიპოგლიკემიის ადრეული გამაფრთხილებელი სიმპტომები შეიძლება ნაკლებად გამოხატული იყოს, ვიდრე მანამდე ინსულინის მიღებისას გამოვლენილი სიმპტომები.

გადასვლა სხვა ინსულინური პრეპარატებიდან

პაციენტის გადაყვანა სხვა ტიპის ან ბრენდის ინსულინზე (მაგ.: მოქმედების ძალა ან მწარმოებელი) უნდა მოხდეს მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და შეიძლება საჭირო გახდეს დოზის ან დღიური ინექციების რაოდენობის ცვლილება მანამდე გამოყენებულ სხვა ინსულინის პროდუქტებისგან განსხვავებით. დოზის კორექტირების საჭიროებისას, ეს პროცესი შესაძლოა მოხდეს პირველი დოზირების ან პირველი რამდენიმე კვირის ან თვის პერიოდში.

რეაქციები ინექცირების ადგილას

როგორც ნებისმიერი ინსულინით თერაპიისას, შეიძლება განვითარდეს რეაქციები ინექცირების ადგილას და აღინიშნოს ტკივილი, სიწითლე, გამონაყარი, ანთება, სისხლნაჟღენთები, შეშუპება და ქავილი. მოცემულ უბანზე ინექცირების ადგილის მუდმივად შეცვლამ შეიძლება შეამციროს ამ რეაქციების განვითარების რისკი. რეაქციები, როგორც წესი, გადის რამდენიმე დღეში ან რამდენიმე კვირაში. იშვიათად, ინექცირების ადგილას განვითარებული რეაქციების გამო, შეიძლება საჭირო გახდეს ნოვორაპიდის® შეწყვეტა.

კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრივ დარღვევები

პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულები იმის შესახებ, რომ საჭიროა ინექციის ადგილის უწყვეტი შეცვლა ლიპოდისტროფიის და კანის ამილოიდოზის განვითარების პრევენციის მიზნით. არსებობს ინსულინის შენელებული შეწოვის და გლიკემიური კონტროლის გაუარესების პოტენციური რისკი ინსულინის ინექციის შეყვანის შემდეგ იმ ადგილას არსებული რეაქციებით. არსებობს შეტყობინებები, რომ ინექციის ადგილის დაუზიანებელი მიდამოთი უცებ შეცვლა იწვევს ჰიპოგლიკემიას. სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგის ჩატარება რეკომენდებულია ინექციის ადგილის დაზიანებული მონაკვეთის დაუზიანებელით შეცვლის შემდეგ, და შეიძლება დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების დოზის კორექტირების საკითხის განხილვა.

თიაზოლიდინედიონებისა და ინსულინის სამკურნალო საშუალებების კომბინაცია

გულის შეგუბებითი უკმარისობის შემთხვევები აღინიშნა თიაზოლიდინედიონების გამოყენებისას ინსულინთან კომბინაციაში, განსაკუთრებით გულის შეგუბებითი უკმარისობის განვითარების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში. ეს ფაქტი გათვალისწინებული უნდა იყოს, თუ განიხილება მკურნალობის ჩატარება თიაზოლიდინედიონებისა და ინსულინის სამკურნალო საშუალებების კომბინაციით. კომბინაციის გამოყენებისას აუცილებელია პაციენტზე დაკვირვება გულის შეგუბებითი უკმარისობის, წონაში მომატებისა და შეშუპების ნიშნებსა და სიმპტომებზე. თიაზოლიდინედიონების გამოყენება უნდა შეწყდეს, თუ განვითარდა გულის მხრივ სიმპტომების რაიმე გაუარესება.

შემთხვევითი შერევების/სამედიცინო შეცდომების თავიდან აცილება

პაციენტებს უნდა მიეცეთ მითითება, რომ ყოველი ინექციის წინ შეამოწმონ ინსულინის ეტიკეტი ნოვორაპიდსა® და სხვა ინსულინის პროდუქტებს შორის შემთხვევითი შერევების თავიდან ასაცილებლად.

ინსულინის ანტისხეულები

ინსულინის შეყვანისას შეიძლება აღინიშნოს ინსულინის ანტისხეულების წარმოქმნა. იშვიათ შემთხვევებში, ამგვარი ინსულინის ანტისხეულების არსებობამ შეიძლება განაპირობოს ინსულინის დოზის კორექციის აუცილებლობა ჰიპერ- და ჰიპოგლიკემიის ტენდენციის კორექციის მიზნით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ცნობილია, რომ აღინიშნება რამდენიმე სამკურნალო საშუალების ურთიერთქმედება გლუკოზის მეტაბოლიზმთან.

შემდეგმა ნივთიერებებმა შეიძლება შეამცირონ პაციენტის მოთხოვნა ინსულინზე:

პერორალური ანტიდიაბეტური სამკურნალო საშუალებები, მონოამინის ოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAOI-ები), ბეტა-ბლოკატორები, ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (ACE), სალიცილატები, ანაბოლური სტეროიდები და სულფონამიდები.

შემდეგმა ნივთიერებებმა შეიძლება გაზარდონ პაციენტის მოთხოვნა ინსულინზე:

პერორალური კონტრაცეპტივები, თიაზიდები, გლუკოკორტიკოიდები, თიროიდული ჰორმონები, სიმპათომიმეტიკები, ზრდის ჰორმონები და დანაზოლი.

ბეტა-მაბლოკირებელმა საშუალებებმა შეიძლება შენიღბონ ჰიპოგლიკემიის სიმპტომები.

ოქტრეოტიდმა/ლანრეოტიდმა შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს ინსულინზე მოთხოვნა.

ალკოჰოლმა შეიძლება გააძლიეროს ან შეასუსტოს ინსულინის ჰიპოგლიკემიური ეფექტი.

ორსულობა

ნოვარაპიდის® (ინსულინ ასპარტი) გამოყენება შეიძლება ორსულობის დროს. ორი რანდომიზებული კონტროლირებული კლინიკური ცდის შედეგები არ აჩვენებს ინსულინ ასპარტის რაიმე უარყოფით ზემოქმედებას ორსულობაზე ან ნაყოფის/ახალშობილის ჯანმრთელობაზე ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით (იხილეთ ფარმაკოდინამიკური თვისებები).

დიაბეტის მქონე ქალებში ორსულობის მთელ პერიოდში და ორსულობის დაგეგმვისას რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის გაძლიერებული კონტროლი და მონიტორინგი. ინსულინზე მოთხოვნა, როგორც წესი, მცირდება პირველ ტრიმესტრში და შემდგომ იზრდება მეორე და მესამე ტრიმესტრების დროს. მშობიარობის შემდეგ ინსულინზე მოთხოვნა ჩვეულებრივ სწრაფად უბრუნდება ორსულობამდე არსებულ მნიშნელობებს.

ლაქტაცია

არ არსებობს ნოვორაპიდით® მკურნალობის აკრძალვები ძუძუთი კვების დროს. მეძუძური დედების მკურნალობა ინსულინით არ უქმნის ბავშვს რაიმე საშიშროებას. მიუხედავად ამისა, შეიძლება საჭირო გახდეს ნოვორაპიდის® დოზის კორექცია.

ეფექტები ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

ჰიპოგლიკემიის შედეგად შეიძლება დაირღვეს პაციენტის კონცენტრირების და რეაგირების უნარი, რაც შეიძლება სახიფათო იყოს ისეთ სიტუაციებში, როდესაც ეს უნარები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია (მაგ. ავტომობილის ან დანადგარების მართვა).

პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, რომ მიიღონ სიფრთხილის ზომები ავტომობილის მართვისას ჰიპოგლიკემიის თავიდან ასაცილებლად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისათვის, რომლებმაც არ იციან ჰიპოგლიკემიის გამაფრთხილებელი ნიშნების შესახებ და აქვთ ჰიპოგლიკემიის ხშირი ეპიზოდები.

გვერდითი მოვლენები

ა. უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

ნოვორაპიდის® გამოყენებისას პაციენტებში გამოვლენილი უარყოფითი რეაქციები ძირითადად გამოწვეულია ინსულინის ფარმაკოლოგიური მოქმედებით.

მკურნალობის დროს ყველაზე ხშირად განვითარებული უარყოფითი რეაქციაა ჰიპოგლიკემია. ჰიპოგლიკემიის სიხშირე განსხვავდება პაციენტთა პოპულაციის, დოზირების რეჟიმებისა და გლიკემიის კონტროლის დონის მიხედვით, იხილეთ ქვემოთ პუნქტი „გ“.

ინსულინით მკურნალობის დაწყებისას შეიძლება განვითარდეს რეფრაქციული ანომალიები, შეშუპება და რეაქციები ინექცირების ადგილას (ტკივილი, სიწითლე, ჭინჭრის ციება, ანთება, ჩალურჯებები, ინექციის ადგილას შეშუპება და ქავილი). ეს რეაქციები, როგორც წესი, ტრანზიტორული ხასიათისაა. სისხლში გლუკოზის კონტროლის სწრაფი გაუმჯობესება შეიძლება ასოცირებული იყოს ტკივილით მიმდინარე მწვავე ნეიროპათიასთან, რომელიც, როგორც წესი, შექცევადია. ინსულინით თერაპიის გაძლიერება გლიკემიური კონტროლის ერთბაშად გაუმჯობესებით შეიძლება ასოცირებული იყოს დიაბეტური რეტინოპათიის დროებით გაუარესებასთან, ხოლო გრძელვადიანი გაუმჯობესებული გლიკემიური კონტროლი ამცირებს დიაბეტური რეტინოპათიის განვითარების რისკს.

ბ. უარყოფითი რეაქციების ცხრილური ჩამონათვალი

ქვემოთ ჩამოთვლილი უარყოფითი რეაქციები ეფუძნება კლინიკური კვლევის მონაცემებს და კლასიფიცირებულია MedDRA-ს სისტემურ ორგანოთა კლასის მიხედვით. სიხშირის კატეგორიები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100 - <1/10); არახშირი (>1/1000 – 1/100); იშვიათი (>1/10000-<1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); უცნობი (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით).

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

არახშირი - ურტიკარია, გამონაყარი (rash), გამონაყარი (eruption)

ძალიან იშვიათი - ანაფილაქსური რეაქციები*

დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ

ძალიან ხშირი - ჰიპოგლიკემია*

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

იშვიათი - პერიფერიული ნეიროპათია (ტკივილით მიმდინარე ნეიროპათია)

დარღვევები თვალის მხრივ

არახშირი - რეფრაქციული დარღვევები

არახშირი - დიაბეტური რეტინოპათია

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

არახშირი - ლიპოდისტროფია*

უცნობია - კანის ამილოიდოზი*†

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილას

არახშირი - რეაქციები ინექციის ადგილას

არახშირი - შეშუპება

  • იხილეთ პუნქტი „გ“

† ADR - პოსტმარკეტინგული წყაროებიდან

გ. შერჩეული უკურეაქციების აღწერა

ანაფილაქსიური რეაქციები

გენერალიზებული მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (მათ შორის გენერალიზებული გამონაყარი კანზე, ქავილი, ოფლიანობა, კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება, ანგიონევროზული შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, პალპიტაცია და არტერიული წნევის დაწევა) ვლინდება ძალიან იშვიათად, მაგრამ შეიძლება პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში იყოს.

ჰიპოგლიკემია

ყველაზე ხშირად გამოვლენილი უარყოფითი რეაქცია არის ჰიპოგლიკემია. შეიძლება განვითარდეს, თუ ინსულინის დოზა ძალიან მაღალია ინსულინზე მოთხოვნასთან შედარებით. მძიმე ჰიპოგლიკემიამ შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა და/ან კონვულსიები და შედეგად ტვინის ფუნქციის დროებით ან მუდმივად დარღვევა ან სიკვდილიც კი. ჰიპოგლიკემიის სიმპტომები, როგორც წესი, ვითარდება უცებ. ეს სიმპტომებია ცივი ოფლი, ცივი და მკრთალი კანი, დაღლილობა ნერვიულობა ან ტრემორი, შფოთვა, უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე, დაბნეულობა, კონცენტრირების გაძნელება, ძილიანობა, ძლიერი შიმშილი, მხედველობის ცვლილებები, თავის ტკივილი, გულისრევა და პალპიტაცია.

კლინიკური კვლევებისას ჰიპოგლიკემიის განვითარების სიხშირე განსხვავდებოდა პაციენტთა პოპულაციის, დოზირების რეჟიმებისა და გლიკემიის კონტროლის მიხედვით. კლინიკური კვლევების დროს ჰიპოგლიკემიის საერთო შემთხვევების რაოდენობა არ განსხვავდებოდა ინსულინის ასპარტსა და ადამიანის ინსულინის მიმღებ პაციენტებს შორის.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები

ლიპოდისტროფია (ლიპოჰიპერტროფიის, ლიპოატროფიის ჩათვლით) და კანის ამილოიდოზი შეიძლება წარმოიქმნას ინექციის ადგილას და შეაჩეროს ინსულინის ადგილობრივი შეწოვა. ინექციის ამ მიდამოს ფარგლებში ინექციის ადგილის უწყვეტმა შეცვლამ შეიძლება დახმარება გაუწიოს ამ რეაქციების შემცირებას ან მოახდინოს მათი პრევენცია (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას).

ჭარბი დოზა

ინსულინის სპეციფიკური ჭარბი დოზის განსაზღვრა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ჰიპოგლიკემია შეიძლება განვითარდეს თანმიმდევრულ ეტაპებზე, თუ გამოიყენება პაციენტისათვის საჭიროზე ძალიან მაღალი დოზები:

მსუბუქი ჰიპოგლიკემიური ეპიზოდების მკურნალობა შეიძლება გლუკოზას ან შაქრიანი პროდუქტების პერორალური გზით მიღებით. ამიტომ, რეკომენდებულია, რომ დიაბეტის მქონე პაციენტმა ყოველთვის თან ატაროს შაქრის შემცველი პროდუქტები.

მძიმე ჰიპოგლიკემიური ეპიზოდებისას, რომლის დროსაც პაციენტმა გონება დაკარგა, სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებული იყოს გლუკაგონი (0.5-1 მგ), რომელიც შეიყვანება კუნთებში ან კანქვეშ შესაბამისად განსწავლული პირის მიერ ან გლუკოზით, რომელიც შეიყვანება ვენაში სამედიცინო სპეციალისტის მიერ შესაბამისობის შემთხვევაში. გლუკოზა ვენაში შეიყვანება, თუ პაციენტი არ რეაგირებს გლუკაგონზე 10-15 წუთის განმავლობაში.

გონების დაბრუნებისთანავე რეკომენდებულია პაციენტისათვის პერორალურად ნახშირწყლების მიცემა რეციდივის თავიდან აცილების მიზნით.

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის დროს. საინექციო ინსულინები და ანალოგები, სწრაფად მოქმედი.

ათქ კოდი: A10AB05.

მოქმედების მექანიზმი

ნოვორაპიდის® მოქმედება იწყება უფრო სწრაფად, ვიდრე ადამიანის ხსნადი ინსულინის, გლუკოზის უფრო დაბალი კონცენტრაციით, როგორც ეს ფასდება საკვების მიღებიდან პირველი ოთხი საათის განმავლობაში. კანქვეშ ინექცირების შემდეგ ნოვორაპიდის® მოქმედების ხანგრძლივობა უფრო ხანმოკლეა, ვიდრე ადამიანის ხსნადი ინსულინის.

როდესაც ნოვორაპიდი® ინექციით შეიყვანება კანქვეშ, მოქმედების დაწყება აღინიშნება ინექცირებიდან 10-20 წუთის განმავლობაში. მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა ინექცირებიდან 1-3 საათის განმავლობაში. მოქმედების ხანგრძლივობა არის 3-დან 5 საათამდე.

ინსულინ ასპარტი მოლარულ საფუძველზე ადამიანის ხსნადი ინსულინის ექვიპოტენციურია.

მოზრდილები: ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებში კლინიკურმა კვლევებბმა აჩვენა, რომ ნოვორაპიდის® მიღებისას სისხლში პოსტპრანდიალური გლუკოზა უფრო დაბალია, ვიდრე ადამიანის ხსნადი ინსულინის შეყვანისას. ორი გრძელვადიანი ღია ეტიკეტის ცდის დროს, რომლებიც ჩატარდა ტიპი 1 დიაბეტის მქონე 1,070 და 884 პაციენტში, შესაბამისად, ნოვორაპიდის® შეყვანის შედეგად გლიკირებული ჰემოგლობინი შემცირდა 0.12 პროცენტით და 0.15 პროცენტით ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით; აღნიშნულ სხვაობას მცირე კლინიკური მნიშვნელობა გააჩნია.

ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებში ჩატარებული კლინიკური კვლევებისას გამოვლინდა, რომ ღამის განმავლობაში ჰიპოგლიკემიის რისკი უფრო დაბალია ინსულინ ასპარტის შემთხვევაში, ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით. დღის განმავლობაში ჰიპოგლიკემიის რისკი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა.

ხანდაზმულები: ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური კვლევისას ტიპი 2 დიაბეტის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში ინსულინ ასპარტსა და ადამიანის ხსნად ინსულინს შორის ფარმაკოდინამიკური თვისებების მხრივ სხვაობა ისეთივე იყო, როგორიც დიაბეტის მქონე ჯანმრთელ სუბიექტებსა და უფრო ახალგაზრდა პაციენტებში.

ბავშვები და მოზარდები: ბავშვებში გამოყენებისას ნოვორაპიდმა® აჩვენა ადამიანის ხსნადი ინსულინის მსგავსი გლუკოზის გრძელვადიანი კონტროლი.

ბავშვებსა და 2-17 წლის მოზარდებში ჩატარებული კლინიკური კვლევებისას ინსულინ ასპარტის ფარმაკოდინამიკური პროფილი ბავშვებში ისეთივე იყო, როგორიც მოზრდილებში.

ნოვორაპიდის® ეფექტიანობა და უსაფრთხოება ბოლუსური ინსულინის სახით შეყვანისას ინსულინ დეტემირთან ან ინსულინ დეგლუდეკთან კომბინაციაში ბაზალური ინსულინის სახით შესწავლილ იქნა 12 თვემდე ორი რანდომიზებული კონტროლირებული კლინიკური ცდებისას მოზარდებსა და 1-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში (n=712). ცდებში ჩართული იყო 1-5 წლის 167 ბავშვი, 6-11 წლის 260 ბავშვი და 12-17 წლის 285 მოზარდი. HbA1c და უსაფრთხოების პროფილის მხრივ გაუმჯობესება ყველა ასაკობრივ ჯგუფში ერთნაირი იყო.

ორსულობა: კლინიკურმა კვლევამ, რომლის დროსაც მოხდა ინსულინ ასპარტის და ადამიანის ხსნადი ინსულინის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შეფასება ტიპი 1 დიაბეტის მქონე ორსული ქალების მკურნალობისას (322 ექსპოზირებული ორსულობა), არ აჩვენა ინსულინ ასპარტის რაიმე უარყოფითი ზემოქმედება ორსულობაზე ან ნაყოფის/ახალშობილის ჯანმრთელობაზე.

გარდ ამისა, კლინიკური კვლევის მონაცემებით, რომლის დროსაც გესტაციური დიაბეტის მქონე 27 ქალი რანდომიზებული იყო ინსულინ ასპარტით მკურნალობაზე ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით, მკურნალობებს შორის უსაფრთხოების პროფილი ერთიდაიგივე იყო, აგრეთვე პოსტპრანდიული გლუკოზის კონტროლი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული იყო ინსულინ ასპარტის მიმღებ ჯგუფში.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ნოვორაპიდის® ჩანაცვლება ამინომჟავას პროლაინის ასპარტის მჟავათი B28 პოზიციაზე ამცირებს ჰექსამერების წარმოქმნის ტენდენციას, როგორც ეს გამოვლენილია ადამიანის ხსნად ინსულინთან. შესაბამისად, ნოვორაპიდი® უფრო სწრაფად შეიწოვება კანქვეშა ფენიდან, ვიდრე ადამიანის ხსნადი ინსულინი.

მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო საშუალოდ არის ადამიანის ხსნადი ინსულინის დროის ნახევარი. საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია 492 პმოლ/ლ მიიღწეოდა კანქვეშ 0.15 ერთ/კგ სხეულის წონაზე კანქვეშა დოზის შეყვანიდან 40 წუთში, ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებში. ინსულინის კონცენტრაციები საბაზისო მნიშვნელობას უბრუნდებოდა დოზის შეყვანიდან დაახლოებით 4-6 საათში. აბსორბციის სიჩქარე რამდენადმე უფრო დაბალი იყო ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში, რის შედეგადაც Cmax (352+240 პმოლ/ლ) იყო უფრო დაბალი, ხოლო tmax - უფრო დაყოვნებული (60 წუთი). მაქსიმალური კონცენტრაციის დროის ინდივიდუალური ცვალებადობა მნიშვნელოვნად უფრო დაბალია ნოვორაპიდის® შემთხვევაში, ვიდრე ადამიანის ხსნადი ინსულინის შემთხვევაში, ხოლო ნოვორაპიდის® შემთხვევაში Cmax-ის ინდივიდუალური ცვალებადობა უფრო დიდია.

ბავშვები და მოზარდები: ნოვორაპიდის® ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური თვისებები შესწავლილ იქნა ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში. ინსულინ ასპარტი ორივე ასაკობრივ ჯგუფში სწრაფად შეიწოვებოდა, tmax ისეთივე იყო, როგორიც მოზრდილებში. მიუხედავად ამისა, Cmax განსხვავდებოდა ასაკობრივ ჯგუფებს შორის, რაც ხაზს უსვამს ნოვორაპიდის® ინდივიდუალური ტიტრირების მნიშვნელობას.

ხანდაზმულები: ინსულინ ასპარტისა და ადამიანის ხსნადი ინსულინის ფარმაკოკინეტიკური თვისებების შედარებითი სხვაობები ტიპი 2 დიაბეტის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში ისეთივე იყო, როგორიც ჯანმრთელ მოხალისეებსა და დიაბეტის მქონე უფრო ახალგაზრდა პაციენტებში. ხანდაზმულ პაციენტებში აღინიშნა აბსორბციის სიჩქარის შემცირება, რის შედეგედაც გაიზარდა tmax (82 წუთი), ხოლო Cmax ისეთივე იყო, როგორიც ტიპი 2 დიაბეტის მქონე უფრო ახალგაზრდა პაციენტებში და ოდნავ უფრო დაბალი ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში აღინიშნა tmax-ის დაყოვნება დაახლოებით 85 წუთით (50 წუთი ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებში), ხოლო AUC, Cmax და CL/F იყო ერთნაირი.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა: ჩატარდა ინსულინ ასპარტის ერთი დოზის ფარმაკოკინეტიკის შესწავლა ნორმალურიდან მძიმე ხარისხამდე თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე 18 პაციენტში. არ გამოვლინდა კრეატინინის კლირენსის მნიშვნელობების რაიმე აშკარა ეფექტი ინსულინ ასპარტის AUC, Cmax, CL/F და tmax-ზე. კვლევაში არ მონაწილეობდნენ თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები, რომლებიც საჭიროებდნენ დიალიზით მკურნალობას.

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

არაკლინიკური მონაცემები არ ავლენს რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს ადამიანებისათვის უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზების ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის, კარცინოგენური პოტენციალის ან რეპროდუქციის მიმართ ტოქსიკურობის კვლევების საფუძველზე.

ადამიანის უჯრედების ინ ვიტრო ტესტებისას, რომლის დროსაც შესწავლილ იქნა შეკავშირება ინსულინთან და IGF-1 რეცეპტორის უბნებთან და ეფექტები უჯრედების ზრდაზე, ინსულინ ასპარტის მოქმედება ძლიერ ჰგავდა ადამიანის ინსულინის მოქმედებას. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ინსულინ ასპარტის ინსულინის რეცეპტორთან ბმის დაშლა ადამიანის ინსულინის მსგავსია.

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

გლიცეროლი, ფენოლი, მეტაკრეზოლი, თუთიის აცეტატი, დინატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ჰიდროქლორმჟავა/ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის კორექციისთვის) და საინექციო წყალი.

შეუთავსებლობები

ნოვორაპიდზე® დამატებულმა სუბსტანციებმა შეიძლება გამოიწვიონ ინსულინ ასპარტის დაშლა.

არ შეიძლება ამ პროდუქტის გაზავება ან შერევა სხვა პროდუქტებთან, გარდა იმ საინფუზიო ხსნარებისა, რომლებიც მოცემულია პუნქტში დოზირება.

შენახვის განსაკუთრებული პირობები

გახსნამდე: შეინახეთ მაცივარში (2°C–8°C). შეინახეთ გაგრილების ელემენტისგან მოშორებით. გამოყენებისას ან სათადარიგო დანიშნულებით ტარებისას: არ შეინახოთ მაცივარში. ინახება არაუმტეს 30℃ ტემპერატურაზე. გამოიყენეთ 4 კვირის განმავლობაში.

არ გაყინოთ.

შეინახეთ კარტრიჯი მეორეულ შეფუთვაში სინათლისგან დაცვის მიზნით.

ნოვორაპიდი® უნდა იყოს დაცული ძლიერი სიცხისა და სინათლისგან.

ვარგისიანობის ვადა მითითებულია ეტიკეტსა და კოლოფზე.

კონტეინერის აღწერა და შემადგენლობა

3 მლ ხსნარი კარტრიჯში (ტიპის 1 შუშა) პლუნჟერით (ბრომობუტილი) და რეზინის ხუფით (ბრომობუტილი/პოლიიზოპრენი) მუყაოს კოლოფში.

შეფუთვა შეიცავს 5 და 10 კარტრიჯს. შესაძლებელია, გაყიდვაში არ იყოს ყველა ზომა.

მოხმარებისა და უტილიზაციის სპეციალური პირობები

დაუშვებელია ნემსებისა და ნოვორაპიდი® პენფილის® გამოყენება სხვადასხვა პირების მიერ. კარტრიჯების ხელახლა შევსება არ შეიძლება.

ნოვორაპიდის® გამოყენება არ შეიძლება, თუ ის არ არის სუფთა და უფერო, ან თუ ის გაყინულა.

პაციენტს უნდა მიეცეს რჩევა, რომ გადააგდოს ნემსი ყოველი ინექციის შემდეგ.

ნოვორაპიდის® გამოყენება შეიძლება საინფუზიო ტუმბოს სისტემაში (CSII), როგორც ეს აღწერილია გამოყენების მეთოდში. შესწავლილია პოლიეთილენის ან პოლიოლეფინისგან დამზადებული შიდა ზედაპირის მასალის მქონე მილები და დადგენილია მათი შეთავსებადობა ტუმბოში გამოსაყენებლად.

გადაუდებელი შემთხვევის დროს (ჰოსპიტალიზაციის ან ინსულინის კალმის გაფუჭების დროს) შეიძლება ნოვორაპიდის® ამოღება 100 ე ინსულინის შპრიცით კარტრიჯიდან.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)

მწარმოებელი

NovoNordisk A/S, ნოვო ალე, DK-2880 ბაგსვერდი, დანია

ნოვორაპიდი®, პენფილი®, ნოვოფაინი®და ნოვოტვისტი®

სავაჭრო ნიშნები ეკუთვნის კომპანიას

Novo Nordisk A/S, დანია.

© 2021

Novo Nordisk A/S

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა